Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 110 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 3, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.03.13 საწარმოში ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დანერგვის ეკონომიკური ეფექტურობის ანალიზი მაგდა მეცხვარიშვილი1 ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. https://orcid.org/0000-0002-1318-529X კახა გორგაძე1,2 ფიზიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი შორენა დეკანოსიძე1,2 ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მანანა ბერიძე2 ფიზიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ხათუნა ლომსაძე1 დოქტორანტი 1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“ 2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი აბსტრაქტი გლობალური პროცესების კვალდაკვალ, როგორიცაა მოსახლეობის ზრდა, მათი მზარდი მოთხოვნები, მეცნიერების და ტექნოლოგიის განვითარება, წარმოების გაზრდა და კონკურენცია, საწარმოები ცდილობენ სიახლეების დანერგვას მათი საქმიანობის ყველა სფეროში. ბაზრის განვითარება და საბაზრო დამოკიდებულებები ცხადყოფს, რომ საწარმოსათვის ერთერთი ძირითადი კონკურენტუნარიანი სტრატეგიული პირობა არის მისი ინოვაციური აქტივობა. ამიტომ, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დანერგვა აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეკონომიკური ეფექტურობის ანალიზს საწარმოში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვისას ორი მიმართულებით განვიხილავთ: ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის ძირითადი მიმართულებები; ეკონომიკური ეფექტურობა. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ეფექტურობა, ინოვაციური უზრუნველყოფა, ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვა, კაპიტალდაბანდება https://orcid.org/0000-0002-1318-529X Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 111 შესავალი. ეკონომიკის განვითარების საბაზრო პირობები მუდმივად აყენებს მოთხოვნებს არამარტო რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი გარდაქმნების შესახებ. ეს გარდაქმნები შეიძლება განხორციელდეს ყველაზე მოწინავე ტექნიკის, ტექნოლოგიის და უწყვეტად განვითარებადი სამაცნიერო-კვლევითი ბაზის გამოყენებით მაღალი ხარისხის ინოვაციების უზრუნველსაყოფად [1]. არცერთ საწარმოს არ შეუძლია იარსებოს დიდხანს, თუ ის არ შეიტანს მნიშვნელოვან ცვლილებებს თავის საქმიანობაში. პირველ რიგში იზრდება პროდუქტის ხარისხი, იხვეწება მათი მახასიათებლები, უმჯობესდება წარმოების საშუალებები, მეთოდები და ორგანიზაცია. ნებისმიერი სახელმწიფო, იმისათვის, რომ უზრუნველყოს ეფექტური ეკონომიკა და განვითარებით არ ჩამორჩეს სხვა ქვეყნებს, უნდა გაატაროს ერთიანი სახელმწიფო სამეცნიერო- ტექნიკური პოლიტიკა. ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკა არის მიზნობრივი ღონისძიებების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ტექნიკის კომპლექსურ განვითარებას და მათი შედეგების დანერგვას ეკონომიკაში. ამისათვის საჭიროა პრიორიტეტების და იმ დარგების შერჩევა, რომლებშიც პირველ რიგში უნდა განხორციელდეს სამეცნიერო მიღწევები [2]. განასხვავებენ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სახელმწიფო (ზოგად) და ინდუსტრიულ (კერძო) სფეროებს [3]. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სფეროები, რომლებიც ამ ეტაპზე და მომავალში პრიორიტეტულია ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფებისთვის. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ინდუსტრიული მიმართულებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია ზოგიერთი ეკონომიკური და ინდუსტრიული სექტორებისათვის. მაგალითად, ქვანახშირის ინდუსტრიას ახასიათებს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სხვა მიმართულება, ხოლო ინჟინერიას - სხვ. მათი სპეციფიკიდან გამომდინარე. 1. საწარმოში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის ძირითადი მიმართულებები. გარკვეულ პერიოდში, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შემდეგი მიმართულებები გახდა ზოგადსახელმწიფოებრივი: წარმოების კომპლექსური მექანიზაცია და ავტომატიზაცია; წარმოების ქიმიური მიმართულებით განვითარება; ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი იყო ელექტროფიკაცია, რადგან ამის გარეშე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სხვა მიმართულებები წარმოუდგენელია. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის წარმატებით შეირჩნენ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ის სფეროები, რომლებმაც დადებითი როლი ითამაშეს წარმოების ეფექტურობის დაჩქარებაში, განვითარებაში და გაზრდაში. ისინი მნიშვნელოვანია სოციალური წარმოების დღევანდელი განვითარების ეტაპებზეც, ამიტომ ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ მათ [2, 3]. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 112 ელექტროფიკაცია არის ორმხრივი პროცესი: ერთი მხრივ, ელექტროენერგიის წარმოება, მეორეს მხრივ, მისი მოხმარება სხვადასხვა სფეროში, დაწყებული წარმოების პროცესებიდან, რომელიც მიმდინარეობს ეკონომიკის ყველა სექტორში, და დასასრულს ყოფაცხოვრებაში. ეს მხარეები ერთმანეთისგან განუყოფელია, რადგან ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება ემთხვევა დროში, რაც განპირობებულია ელექტროობის როგორც ენერგიის ფორმის განსაკუთრებული ფიზიკური მახასიათებლებით. ამიტომ, ელექტროფიკაციის არსი მდგომარეობს ელექტროენერგიის წარმოებაში და მისი სხვა ფორმებით ჩანაცვლებაში საზოგადოებრივი წარმოების სხვადასხვა სფეროში, რომლებიც ენერგიას იყენებენ ამა თუ იმ ფორმით. ელექტროფიკაციის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა განპირობებულია ბევრი მიზეზით, მაგრამ მათ შორის მთავარია: - ელექტროენერგიის უპირატესობა ენერგიის სხვა ტიპებთან შედარებით, რაც შემდეგში მდგომარეობს: ელექტროენერგია ადვილად გადაიტანება დიდ მანძილებზე, უზრუნველყოფს საწარმოო პროცესების მაღალ სიჩქარესა და ინტენსივობას, შეიძლება დაიყოს და კონცენტრირდეს ნებისმიერი რაოდენობით, გარდაიქმნას ენერგიის სხვა სახეობებად (მექანიკურ, სითბურ,სინათლის და სხვ.); - ელექტროფიკაციის დონე ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს ქვეყნების მოთხოვნებს; - ელექტროდიფიკაციის შესაძლებლობები ქვეყნის საწარმოო ძალების განვითარებაში ჯერ ამოწურული არ არის; ელექტროფიკაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. რადგან ის ფლობს ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ უპირატესობას. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება არის წარმოების კომპლექსური მექანიზაცია და ავტომატიზაცია. საწარმოო პროცესების მექანიზაცია და ავტომატიზაცია ეს არის ქმედებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოების ჩანაცვლებას მანქანებითა და მექანიზმებით, ავტომატური დანადგარების დანერგვას [4]. საწარმოს მექანიზაცია უწყვეტად ვითარდება, ხდება სრულყოფა, დაბალი ფორმებიდან მაღლისაკენ: ხელით მუშაობიდან შერეულისკენ, მცირე და კომპლექსურ მექანიზაციამდე და შემდეგ უფრო მაღალ ფორმამდე ავრტომატიზაციამდე. მექანიზებულ საწარმოში სამუშაო ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება მანქანებით და მექანიზმებით, მცირე ნაწილი - ხელით. ეს არის ნაწილობრივი (არაკომპლექსური) მექანიზაცია, რომლის დროსაც შეიძლება იყოს ცალკეული სუსტად მექანიზებული რგოლები. კომპლექსური მექანიზაციის დროს მოცემულ საწარმოო ციკლში შემავალი ყველა სამუშაოს კომპლექსები სრულდება მანქანებით და მექანიზმებით. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 113 მექანიზაციის უმაღლესი ფორმა არის წარმოების პროცესების ავტომატიზაცია, რომელიც უფლებას იძლევა სამუშაოების მთელი ციკლი ადამიანის ჩარევის გარეშე მოხდეს, მხოლოდ ევალება კონტროლი. ავტომატიზაცია წარმოების ისეთი სახეობაა, რომელიც უზრუნველყო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერთობლივმა განვითარებამ, ასევე, წარმოების ელექტრონულ ბაზაზე გადასვლამ ელექტრონიკის და ახალი მოწინავე ტექნიკური საშუალებების გამოყენება. წარმოების ავტომატიზაციის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ ადამიანს საჭირო სიჩქარითა და სიზუსტით არ შეუძლია მართოს რთული ტექნოლოგიური პროცსესები. უზარმაზარი ენერგორესურსები, დიდი სიჩქარეები, ზემაღალი და ულტრადაბალი ტემპერატურის პირობები ექვემდებარება მხოლოდ ავტომატურ კონტროლს და მართვას. წარმოების ქიმიური პროცესები მდგომარეობს ქიმიური პროდუქტების გამოყენებაში, გულისხმობს ქიმიური მეთოდების, პროცესების და მასალების დანერგვას. ის ზრდის სამეცნიერო-ტექნიკურ პროცესებს. მაგალითად, კოსმოსური ხომალდის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მსუბუქი, მტკიცე და სიცხეგამძლე ხელოვნური მასალები წინასწარ განსაზღვრული თვისებებით. თუმცა ქიმიური პროცესების დანერგვას უარყოფითი მხარეც აქვს და მავნე წარმოების განეიტრალების მიზნით მეტი დანახარჯებია საჭირო. 2. ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის ეკონომიკური ეფექტურობა. ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დაპროექტების, შემუშავებისა და დანერგვისას, ეკონომიკური ეფექტურობის განსაზღვრის წესი ოთხი ეტაპისგან შედგება: 1) ინოვაციური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების განსაზღვრა; 2) დაფინანსების შესაძლო წყაროების დადგენა; 3) ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის ეკონომიკური ეფექტის შეფასება; 4) ინოვაციის ფარდობითი ეფექტურობის შეფასება ეკონომიკური მაჩვენებლების შეპირისპირების გზით [5, 6]. ახალი ტექნოლოგიის დანერგვის ხარჯებში მოიაზრება კაპიტალის დაბანდების, საბრუნებელი ფონდები და ცოცხალი შრომის ერთობლიობა [7, 8]. ეკონომიკური ეფექტურობა გაითვლება ფორმულით: 𝐸 = 𝑃 − 𝐶 E - ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის ეკონომიკური ეფექტი საანგარიშო პერიოდისთვის; P - შედეგების ხარჯთაღრიცხვა საანგარიშო პერიოდისთვის; C - ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის შემუშავების, დანერგვისა და ათვისების ღონისძიებების ხარჯების ხარჯთაღრიცხვა საანგარიშო პერიოდისთვის. ბოლო წლების ხარჯები და კაპიტალდაბანდება უნდა განხორციელდეს დროის ფაქტორების გათვალისწინებით, ე.ი. გასათვალისწინებელია ხარჯების შემცირების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 114 კოეფიციენტი. როგორც წესი, საწარმოს ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს და გამოყენებულ ახალ ტექნიკას განსაზღვრავენ როგორც თვითღირებულებასა და ნორმატიული მოგების ჯამს: 𝑆 = 𝐾 + 𝐸𝑛 ∙ 𝐼 S – ერთეულ პროდუქციაზე დაყვანილი ხარჯები; K – თვითღირებულება; 𝐸𝑛 – ნორმატიული ეფექტურობის კოეფიციენტი; I – კაპიტალდაბანდება ერთეულ პროდუქციაზე. წლიური ეკონომიკური ეფექტი ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების ხარჯზე გამოითვლება ფორმულით: 𝐸ახტ = (𝑆ბაზ − 𝑆ახ) ∙ 𝑄ახ = [(𝐾ბაზ + 𝐸𝑛 ∙ 𝐼ბაზ) − (𝐾ახ + 𝐸𝑛 ∙ 𝐼ახ)] ∙ 𝑄ახ 𝐸ახტ - ახალი ტექნიკის ეკონომიკური ეფექტი. 𝑄ახ - წარმოებული პროდუქციის წლიური მოცულობა. დასკვნა ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვას წარმოების ეფექტურობის გასაზრდელად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის პირდაპირ კავშირშია საქონლის ღირებულების შემცირებასთან, რაც საქონელს ხდის უფრო იაფს. ინოვაციური საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის სამეცნიერო კვლევის შედეგების გამოყენება და კომერციალიზაცია: გამოსაშვები პროდუქციის გაფართოება და ხარისხის გაუმჯობესება, წარმოების ტექნოლოგიების დახვეწა და მათი რეალიზაცია შიდა და გარე ბაზარზე. და რადგან, ნებისმიერი ინოვაციური პროექტის რეალიზაცია მოითხოვს მნიშვნელოვან მატერიალურ და ფინანსურ ხარჯებს, ინოვაციურ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ტექნიკის და ტექნოლოგიის ეკონომიკური ეფექტურობის შეფასება. ლიტერატურა: 1. ხ. ლომსაძე, მ. მეცხვარიშვილი, ი. კალანდაძე. ინოვაციები საწარმოს სამეცნიერო- ტექნოლოგიურ განვითარებაში. საქართველოს საინჟინრო სიახლეეები (GEN). 2020. 2. Miller W., Langdon M. 4lh Generation R&D. Managing knowledge, Technology and Innovation. - John Wiley & Sons, Inc.,1999, 335 p. 3. Economy and organization of small and medium-sized businesses: Textbook / N.М. Filimonova, N.V. Morgunova, E.S. Nikishin. - M .: NITs Infra-M, 2013.222 p (In Russian). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 115 4. Bamberger Ingolf. Product/Market Strategies of Small and Medium-sized Enterprises. - England: Avebury, 1994. 5. Boer F.P. The Valuation of Technology. - John Wiley & Sons. Inc.. 1999. 6. Johnson A. Edosomwan. Integrating Innovation and Technology Management. - John Wiley & Sons. Inc. - 1989. 7. Miller W., Langdon M. 4lh Generation R&D. Managing knowledge, Technology and Innovation. - John Wiley & Sons, Inc. 1999. 335 pp. 8. Evaluation of the effectiveness of innovative development of the enterprise. A.A. Trifilova M .: Finance and statistics, 2005. 304 p (In Russian). Analysis of the economic efficiency of the introduction of new equipment and technology in the enterprise Magda Metskhvarishvili1, Kakha Gorgadze1,2, Shorena Dekanosidze1,2, Manana Beridze2, Khatuna Lomsadze1 1. Institute „talga” of Georgian Technical University 2. Georgian Technical University, Engineering Physics Department Abstract Closely to global processes such as population growth, their growing demands, the development of science and technology, increasing production and competition, the enterprises are trying implanting innovations in all areas of their business. Market development and market attitudes show that one of the key competitive strategic conditions for an enterprise is its innovative activity. Therefore, the introduction of new techniques and technology is a topical and very important issue. We consider the analysis of economic efficiency of the enterprise in the process of implanting of new equipment and technology in two directions: the main directions of the introduction of new equipment and technology; Economic efficiency. Key words: Economic efficiency, Innovation, Technology and investment, Capital investment.