Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 116 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 3, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.03.14 კოვიდ პანდემიაში ექიმების დროის სიმცირე და მასთან დაკავშირებული პრობლემები მარიამ ფურცხვანიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ბიოსამედიცინო ინჟინერიის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი. აბსტრაქტი ნაშრომში განხილულია საკითხები რომლებიც დაკავშირებულია პანდემიის პერიოდში წამოჭრილი პრობლემები. ექიმების სიმცირე და შესაბამისად დროის ნაკლებობის გამო პაციენტების დროულად გამოკვლევის შესაძლებლობის გაზრდა. ნაშრომში მოყვანილია ის მცირე პროექტი რომელსაც შეუძლია ექიმების დახმარება პაციენტებისთვის რიგითი კითხვების დასმის თავიდან აცილებთ და შესაბამისად დროის დიაგნოსტიკისთვის დროის შემცირება. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია, ნაშრომი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო სფეროსთვის. საკვანძო სიტყვები: პანდემია, კოვიდ-19, პრობლემა, ტელემედიცინა, რეფერატი. შესავალი და თემის დასაბუთება. კაცობრიობის ისტორიას ახსოვს არაერთი პანდემია.[პანდემია (ბერძ. pandemia — მთელი ხალხი) — ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების (მაგ. ქოლერა, გრიპი) გავრცელება ვრცელ რეგიონში (მაგალითად, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში) ან მთელ მსოფლიოში. ენდემური დაავადების ფართოდ გავრცელება, მაგრამ ინფიცირებულ ადამიანთა სტაბილური მაჩვენებლით, პანდემია არ არის.] ბოლო 300 წელიწადში მოხდა 4 პანდემია 1720 წელს საფრანგეთის ქალაქ მარსელში შავი ჭირის მიძინებულმა ფორმამ იფეთქა. ე.წ ბუბონური ჭირის ეპიდემია ორ წელიწადს გაგრძელდა და საერთო ჯამში 100 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90 https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90 https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90 https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 117 1820 წელს აზიის ქვეყნებში – ფილიპინებზე, ინდონეზიასა და ტაილანდში ქოლერა გავრცელდა. საერთო ჯამში პანდემიამ 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1918- 1920 წლებში პლანეტაზე მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი პანდემია – ესპანური გრიპი მძვინვარებდა. ესპანური გრიპით დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ, ეს დღემდე ყველაზე მომაკვდინებელ პანდემიად ითვლება 2020 წელს ჩინეთში დაიწყო ახალი კორონავირუსის ეპიდემია, რომელიც ამ დროისათვის მსოფლიოს 40 ქვეყანაშია დაფიქსირებული. პანდემია დღემდე არ დასრულებულა აქამდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 6,333,505 ადამიანია დაღუპული. სამწუხაროდ 2020 წლის თებერვალში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა საქართველოშიც. სულ მოკლე პერიოდში რიცხვები, ასეულებად და ათასეულებად გადაიქცა. მოსახლეობის უმრავლესობას შეხვდა ვირუსი ზოგს მრავალჯერაც. პრობლემის დასაბუთება და გადაჭრის გზები. სამედიცინო სფერო კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კლინიკები საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმზე იყო გადასული. ქვეყანაშიც ინიშნებოდა პიკი საათები, ხალხი სახლში გაუსვლელად თუმცა პაციენტების რაოდენობა მკვეთრად აჭარბებდა იმ რაოდენობას რასაც ექიმები და სრულიად მედიცინა შეძლებდა გამკლავებას, რაც მთავარია ეს სიტუაცია იყო მთელს მსოფლიოში. მოგეხსენებათ ნებისმიერი ექიმთან ვიზიტის დროს პაციაენტს უსვამენ არაერთ სადიაგნოსტიკო შეკითხვას და ამას მიაქვს დიდი დრო. ამიტომ პანდემიის დროს როდესაც პაციენტი რეკავდა ექიმთან საკონსულტაციოთ ის ჯერ გადიოდა სატელეფონო გასაუბრებას ოპერატორთან და სცემდა რიგ შეკითხვებს პასუხს. ინფორმაცია ექიმს დაგვიანებთ, ზოგჯერ საერთოდ ვერ გადაეცემოდა და ექიმს უწევდა თავიდან კითხევბის დასმა. დარგის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების გზები: პანდემიის დასაწყისში ვირუსზე ინფორმაციაც მწირი იყო. არავინ იცოდა ზუსტი სიმპტომები რა ზიანი შეეძლო მოეყენებინა, როგორ უნდა გვემკურნალა ადამიანს. ტესტიც კი მხოლოდ ერთ ლაბორატორიაში კეთხებოდა და 3 დან 5 დღეს სჭირდებოდა პასუხს. საბედნიეროდ პანდემიის მიწურულს ახლა უკვე ნებისმიერ აფთიაქში იყიდება ანტიგენის თუ ანტისხეულების ტესტი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 118 პრობლემების გადაწყვეტის გზები: ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის ექიმების დროის სიმცირე, ამიტომ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული ნაბიჯი მისასალმებელია ექიმებისთვის, როდესაც პაციენტი უკავშირდება ქოლ ცენტრს და ის რამოდენიმე წუთი ზოგჯერ საათიც კი ელოდება ოპერატორის პასუხს იმისთვის, რომ შეძლოს ექიმთან გასაუბრება ოპერატორი აგროვებს მინიმალურ ინფორმაციას სიმპტომებთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ ადამიანური ფაქტორი შეცდომების მხრივ. ოპერატორს შეიძლება შეეშალოს, სწორი პასუხი ვერ ჩაინიშნოს ან სულაც დაავიწყდეს ამა თუ იმ კითხვის დასმა, ამიტომ მცირე ზომის ვებ საიტი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და გასცეს პასუხი სტანდარტულ აუცილებელ კითხვებს, ხოლო მზა პასუხები გადაუგზავნოს ან ამობეჭდილი პასუხები ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე ხელზე მიუტანოს ექიმს, იქნება ძალიან მოსახერხებელი. იდეის განვითარების სტრატეგია: მომავალში შესაძლებელია მსგავსი იდეის განვითარება და შესრულება ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერი დაავადების მიმართ. სამწუხაროდ 21 საუკუნეში ველაზე ძვირფასი დრო არის და ზოგჯერ ექიმების დროის უკმარისობის გამო ბევრი ფაციენტი იღუპება. კარგი იქნება თუ იარსებებს ისეთი პორტალი სადაც ადამიანი შეძლებს სიმპტომების წინასწარ გამზადებულ კითხარში შევსებას და ექიმთან ვიზიტისას გამზადებული ანამნეზით მივა.ტელემედიცინას უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს და ალბათ მომავალში ხელოვნური ინტელექთიც შეძლებს დიაგნოზის დასმას. დასკვნა: ხაზგასმით ვამბობ რომ ვებ საიტი არ ახდენს პაციენტის დიაგნოსტიკას. ის მხოლოდ ამცირებს დროს, რომელიც ექიმს სჭირდება პაციენტის გამოსაკითხად. ვებ საიტის წარმატებით ფუნქციონირებისთვის საჭიროა მისი პოპულარიზაცია ხოლო მონაცემები რომლების დაგენერირდება შევსებული ანკეტებზე დაყრდნობით იქნება სასარგებლო კოვიდ სტატისტიკის სამართავად როგორც კოვიდსუბსტატისტიკის ერთ-ერთი დარგი. მე ვიტოვებ იმედს რომ სულ მალე ბოლომდე დასრულდება პანდემია და ადამიანებს დაავიწყდებათ ეს ყველაფერი როგორც ცუდი სიზმარი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 119 გამოყენებული ლიტერატურა: 1.https://www.worldometers.info/coronavirus/ ვებ საითზე მოცემული მონაცემების სტატისტიკა 2.სტატია ვასკა მათითაიშვილის „ბოლო 100 წლის ყველაზე ცნობილი პანდემიები„ Lack of time for doctors in the Covid-19 Pandemic and related problems Mariam Purtskhvanidze Second year student of Master of Biomedical Engineering in Informatics and Management Systems, Georgian Technical University. Abstract The paper discusses issues related to the problems raised during the pandemic. Increase the ability to examine patients in a timely manner due to the scarcity of physicians and consequently the lack of time. The paper presents a small project that can help physicians avoid asking ordinary questions to patients and thus reduce the time required for diagnosis. Given that the issue is still relevant the paper can be very important for the medical field. Keywords: pandemic, Covid-19, problem, telemedicine, Abstract https://www.worldometers.info/coronavirus/ https://publika.ge/author/vaska/