Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 134 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 3, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.03.16 ბიოპრეპარატ „ფიტოკატენას“ და ფუნგიციდ „რიდომილ გოლდის“ გავლენა პომიდვრის ფესვისა და რიზოსფეროს მიკროფლორაზე მცენარის ყვავილობის ფაზაში გულიკო დვალი1,ლეილა ზვიადაძე2,მაია კობახიძე3,ნაილი ლომთაძე4თამარ შამათავა5 1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ბიოლოგირ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი 2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი 3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი 4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი 5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ეკოლოგიის აკადემიური დოქტორი ა ბ ს ტ რ ა ქ ტ ი სტატია ეძღვნება პომიდორის რიზოსფეროს და ფესვის მიკროფლორის შესწავლას, ასევე ფესვის ლპობის გამომწვევ პათოგენ სოკოებზე ფუნგიციდ „რიდომილ გოლდის“ და საქართველოში წარმოებულ ბიოპრეპარეპატ „ფიტოკატენას“ მოქმედებით შედარებით შესწავლას. დადგინდა, რომ ფუნგიციდი „რიდომილ გოლდი“ მკვეთრად თრგუნავს პომიდვრის ფესვისა და რიზოსფეროს როგორც სასარგებლო, ასევე პათოგენი მიკროორგანიზმების განვითარებას, ხოლო ბიოპრეპარატი „ფიტოკატენა“ არ იწვევს სასარგებლო მიკროორგანიზმების მნიშვნელოვან დათრგუნვას და აფერხებს პათოგენი სოკოების განვითარებას, რაც ხელს უწყობს ნიადაგის ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას და მცენარის აქტიურ განვითარებას. საკვანძო სიტყვები: ბიოპრეპარატი, ფიტოკატენა, პათოგენები, როზოსფერო. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 135 შესავალი გარემოს დაბინძურების მკვეთრი ზრდა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ხარისხის დაქვეითება უმეტესწილად გამოწვეულია ქიმიური პრეპარატების, მათ შორის ფუნგიციდების გამოყენებით, რის გამოც მცირდება ნიადაგში არსებული სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობა. მცენარეთა დაცვის მიზნით, ნიადაგში მიკრობიოლოგიური პროცესების შესწავლის აუცილებლობამ სტიმული მისცა მკვლევარებს დაენერგათ ბიოლოგიური ბრძოლის საშუალებები, კერძოდ გამოეყენებინათ ბიოპრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში შემავალ აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ მიკროორგანიზმები და მათი მეტაბოლიტები. ბრძოლის ეს მეთოდი უზრუნველყოფს გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან: არ ბინძურდება ნიადაგი, ჩამდინარე წყალი; არ გროვდება ქიმიური ნარჩენები ნიადაგსა და მცენარეში, რაც განაპირობებს ბიოლოგიურად სუფთა პრტოდუქტის მიღებას [1], [2]. კვლევის მიზანს წარმოადგენდა: პომიდვრის ფესვისა და რიზოსფეროს მოკროფლორის შესწავლა, ფესვის ლპობის გამომწვევი პათოგენი სოკოების გამოყოფა და მათ წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოყენება კერძოდ, საქართველოში წარმოებული ბიოპრეპარატ „ფიტოკატენას“ გამოცდა და მისი შედარება ფუნგიციდ „რიდომილ გოლდის“ მოქმედებასთან. ობიექტი და მეთოდი ცდის ჩასატარებლად შეირჩა მარნეულის რაიონის სოფ. წერეთელში არსებული კერძო ფერმერული მეურნეობა, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ბოსტნეულ კულტურებს, მათ შორის პომიდვრის კულტურას. საცდელად ავიღეთ პომიდვრის ჯიში „სლივკა ტორკოელის“ ჩითილები. ექსპერიმენტისათვის გამოვიყენეთ ფუნგიციდი „რიდომილ გოლდი“ და ბიოპრეპარატი „ფიტოკატენა“, აგრეთვე ბიოაგრო თხევადი ორგანული სასუქი „ორგანიკა“. მიკრობთა საერთო რაოდენობა და პათოგენი სოკოების სუფთა კულტურები გამოვყავით და შევისწავლეთ მ.ა. ლიტვინოვის მეთოდით [5]. მიკრობთა კულტივირებისათვის გამოყენებული იქნა როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი მყარი საკვები არეები: ჩაპეკი, სუსლო, კარტოფილი - განზავება 10-2, 10-3, 10-4. მიკრობთა საერთო რაოდენობას ვანგარიშობდით ათასობით 1გრ. აბსოლუტურად მშრალ ნიადაგზე. შედეგები და მათი განხილვა ცნობილია, რომ ბიოპრეპარატები მნიშვნელოვან გავლენას იმ შემთხვევაში ავლენენ პათოგენებზე თუ ბიოპრეპარატის შემადგენლობაში შემავალ მიკროორგანიზმის მოქმედებას ხელს უწყობს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 136 ნიდაგურ-კლიმატური პირობები[3]. ამიტომ აუცილებლობას წარმოადგენდა მარნეულის რაიონის კლიმატურ-ნიადაგური პირობების შესწავლა. მარნეული ქვემო ქართლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 250მ-დან 600მ-მდე მდებარეობს. ნალექების წლიური რაოდენობა 490-550მმ-ია. ნალექების მაქსიმუმი ფიქსირდება მაისის თვეში, მინიმუმი - დეკემბერში. გავრცელებულია მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგი, რომელიც ხასითდება სუსტი ტუტე რეაქციით, ჰუმუსის დაბალი შემცველობით (4). საცდელად ავიღეთ 0.5ჰა მიწის ფართობი, რომელიც დავყავით სამ თანაბარ ნაწილად, თითოეული მიწის ფართობზე დავრგეთ 50-50 პომიდვრის ჩითილი. პირველ ფართობზე შევიტანეთ ფუნგიციდი „რიდომილ გოლდი“, რომელიც წარმოადგენს სისტემური მოქმედების პრეპარატს და ხასიათდება პათოგენების მიმართ გამანდგურებელი მოქმედებით. სამუშაო ხსნარის მოცულობაა 500ლ ჰა-ზე, ჩვენს შემთხვევაში - 83ლ 2%-იანი ხსნარი 0,167ჰა-ზე. მეორე ფართობზე შევიტანეთ ბიოპრეპარატი „ფიტოკატენა“, რომლის შემადგენლობაში აქტიური ნივთიერების სახით შედის Pseudomonas fluorescens. აღნიშნული პრეპარატი წარმოებულია საქართველოში, კერძოდ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ, როგორც მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ფუნგიციდური და ბაქტეროციდური მოქმედების საშუალება. გამოიყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში, როგორც ნიადაგის დასამუშავებლად ასევე ფოთლებზე შესხურებისათვის (დოზირება: 3ლ 2%-იანი „ფიტოკატენას“ ხსნარი 50 ჩითილზე. მესამე ფართობი - საკონტროლო, პრეპარატებით დაუმუშავებელი ნიადაგი. ცდის დაწყების წინ, პომიდვრის ჩითილების დარგვამდე, გამოფიტული ნიადაგის აღსადგენად და ბიოპრეპარატის მოქმედების ხელსაყრელი ფონის შესაქმნელად, ნიადაგში პირველ და მეორე მიწის ნაკვეთზე შევიტანეთ თხევადი ორგანული სასუქი „ორგანიკა“, რომელიც არის ამავე ცენტრის მიერ წარმოებული უნივერსალური სასუქი და შეიცავს მიკრო და მაკრო ელემენტებს. იგი დაშვებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად (დოზირება: 3ლ 2%-იანი „ორგანიკას“ ხსნარი 50 ჩითილზე. დარგვის წინ ჩითილის ფესვები ამოვავლეთ „ფიტოკატენას“ 2%-იან სამუშაო ხსნარში, ხოლო დარგვისას თითოეული ძირი მოვრწყეთ სამუშაო ხსნარით. პომიდვრის ჩითილების გამოკვება ხდებოდა 3-4-ჯერ 10-15 დღის ინტერვალით (ყოველ 100-150ლ წყალში გახსნილი 1ლ ბიოპრეპარატი). ნიადაგის ანალიზი ჩავატარეთ მ. ა. ლიტვინოვის მეთიდით{5]. მიკრობთა კულტურების შესასწავლად გამოვიყენეთ როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი საკვები არეები - ჩაპეკის, სუსლოს და კარტოფილის. პომიდვრის ჩითილის დარგვამდე შევისწავლეთ აღებული ნაკვეთის ნიადაგის მიკროფლორა - სოკოები, (მათ შორის პათოგენი სოკოები), ბაქტერიები და აქტინომიცეტები. ანალიზის შედეგად საცდელად აღებულ ნიადაგში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა სოკოები, მათ შორის პათოგენები. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 137 ცხრილი 1. დაუმუშავებელ ნიადაგში მიკროორგანიზმების (სოკოები, ბაქტერიები, აქტინომიცეტები, მათ შორის პათოგენები) საერთო რაოდენობა (ათასობით 1გ. აბსოლუტურად მშრალ ნიადაგში). ნიმუში სოკოები ბაქტერიები აქტინომიცეტები დაუმუშავებელი ნიადაგი 500000 მათ შორის პათოგენები 400000 180000 210000 პომიდვრის ჩითილით დარგული ნიადაგი და ფესვი დავამუშავეთ ბიოპრეპარატ „ფიტოკატენათი“. შესადარებლად გამოვიყენეთ ფუნგიციდი „რიდომილ გოლდით“ დამუშავებული პომიდვრის ჩითილი და ნიადგი. მიკრობიოლოგიური ანალიზებისათვის ნიმუშები ავიღეთ ყვავილობის ფაზაში, რადგან პომიდვრის ჩითილი პათოგენებით უმეტესად ამ ფაზაში ავადდება. საკონტროლოდ აღებული იყო დაუმუშავებელი ნიადაგი. ჩატარებული ანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ სოკოების საერთო რაოდენობა საკონტროლო ნიმუშებში მეტია ვიდრე ფუნგიციდით და ბიოპრეპარატით დამუშავებულ ნიადაგში, ხოლო ფუნგიციდით დამუშავებულ ფესვზე და რიზოსფეროში პათოგენი სოკოების რაოდენობა ბიოპრეპარატით დამუშავებულთან შედარებით მცირეა, მაგრამ ბიოპრეპარატით დამუშავების შემთხვევაში ბაქტერიების და აქტინომიცეტების საერთო რაოდენობა მეტია ფუნგიციდით დამუშავებულთან შერეაბით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფუნგიციდი იწვევს მთლიანი მიკროფლორის, კერძოდ, როგორც სასარგებლო, ისე პათოგენი სოკოების დათრგუნვას, ხოლო „ფიტოკატენა“ დადებითად მოქმედებს სასარგებლო მიკროფლორის განვითარებაზე (ბაქტერიები, აქტინომიცეტები). ჩატარებული ცდების შედეგები თვალნათლივ ჩანს ცხრილში 2 და სურათებზე 1, 2, 3. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 138 ცხრილი 2. ფუნგიციდ „რიდომილ გოლდის“ და ბიოპრეპარატ „ფიტოკატენას“ გავლენა პომიდორის ფესვის და რიზოსფეროს მიკროფლორაზე მცენარის განვითარების ყვავილობის ფაზაში (ათასობით 1გრ. აბსოლუტურად მშრალ ნიადაგში) კვლევის ობიექტი ფუნგიციდი „რიდომილ გოლდი“ ბიოპრეპარატი „ფიტოკატენა“ საკონტროლო (დამუშავების გარეშე) სოკო ბაქტ ერია აქტინო მიცეტი სოკო ბაქტ ერია აქტინო მიცეტი სოკო ბაქტ ერია აქტინო მიცეტი ფესვი 225 პათო გენი 25 60 55 135 პათო გენი 30 98 85 500 პათო გენი 400 210 180 რიზო სფერო 150 პათო გენი 36 55 42 120 პათო გენი 32 80 108 200 პათო გენი 105 301 200 1 2 3 , 3 სურ. 1 დაუმუშავებელი სურ.2ფუნგიციდით დამუშ. სურ.3 ბიოპრეპარატით დამუშავებული Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 139 პომიდვრის ფესვიდან და რიზოსფეროდან გამოყოფილ იქნა მცენარის დაავადების გამომწვევი პათოგენი სოკოების სუფთა კულტურები. იდენტიფიკაციის შედეგად პათოგენი სოკოების უმრავლესობა მიეკუთვნებოდა Phytophtora infestans და Fusarium expansum-ს. სურ.4 Phytophtora infestans სურ.5 Fusarium exspansum დასკვნა ამრიგად, ჩვენს მიერ ჩატარებულ პირველად კვლევებზე დაყრდნობით ფუნგიციდ „რიდომლ გოლდი“ მკვეთრად თრგუნავს პომიდვრის ფესვისა და რიზოსფეროს როგორც სასარგებლო, ისე პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებას, ხოლო ბიოპრეპარატი „ფიტოკატენა“ მნიშვნელოვნად ანადგურებს პათოგენ სოკოებს და არ იწვევს სასარგებლო მიკროორგანიზმების მნიშვნელოვან დათრგუნვას, რაც ხელს უწყობს ნიადაგის ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას და მცენარის აქტიურ განვიათარებას ყვავილობის ფაზაში. ლიტერატურა 1. Биологическая защита растений. М.В. Штерншис, Ф.У. Джалилов и др. .ст.18-22. М. ,,Колосс,, 2004. 2. Бадей С.В. Штам Trichoderma lignorum НИИ ККМ ГНЦ ВВ ,,Вектор,, F5, используемый против фитопатогенных гривов и бактерий. “Защита растений” ст. 10-11. .№5,1986г. 3. Системное использование препаратов на основе бактерий и грибов в защите растений и улучшении микробиологического состава почв – Научный журнал КувГАУ, №105(01), ст. 24- 26. 2015 г. 4. საქართველოს ნიადაგები. ატლასი. თბილისი, 2015. 5. Литвинов М.А. Методы изучения почвенных микроскопических грибов. Изд. Наука ст. 282- 290. Ленинград 1969 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 140 The Effect of Biological Prepate “Phytokatena” and Fungicide “Ridomil Gold” on Fungal Diseases of Tomato Root and Phizospher in Booming Period Guliko Dvali 1, Leila Zviadadze2, M.Kobakhidze3, Naili Lomtadze4, Tamar Shamatava5 1. Biotechnology Center, Georgian Technical University. Senior Researcher Scientist, Doctor of Biology 2. Biotechnology Center, Georgian Technical University. Research Scientist 3. Biotechnology Center, Georgian Technical University. Research Scientist 4. Biotechnology Center, Georgian Technical University. Research Scientist 5. Biotechnology Center, Georgian Technical University. Senior Researcher Scientist, Doctor of Ecology SUMMARY Fungicide “Ridomil Gold” strongly suppresses development of both beneficial and pathogenic microorganisms of the plant root and rhizosphere while the biological product “Phitokatena” does not cause strong suppression of beneficial microorganisms that contributes to the preservation of the healthy soil environment and active plant development in the blooming period. KEYWORDS: Biopreparation, Pathogenic, Phytocatena, Rhyzosphere