Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 1 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.01 დაწყებითი კლასების ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებისა და ცხოვრებისეული ანამნეზის კავშირის განხილვა დინამიკაში თეიმურაზ ლომსიანიძე მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტი, ქუთაისი, საქართველო აბსტრაქტი ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების ცვლილება ნორმის ფარგლებში ერთ-ერთია, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის ორგანიზმის დინამიურ განვითარებას. დაკვირვებისათვის აღებულია სხეულის სიგრძე, მასა, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა. მოცემული ნაშრომის მიზანია ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების ცვლილებების ანალიზი, ცხოვრებისეულ ანამნეზთან კავშირში, რომელიც ჩატარდა დაწყებითი კლასების პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსწავლეებში, 2018 წლის გაზაფხულიდან მოცემულ მომენტამდე. დაკვირვებას კვლავ ვაწარმოებდით ქუთაისის სამ სკოლაში, უკვე მეხუთე კლასის მოსწავლეებში, იგივე ბავშვებში. ამ დროისათვის გაანალიზებულმა ფიზიკური განვითარების საშუალო მაჩვენებელმა გვიჩვენა: 1. 10 და 11 წლის ბავშვთა შორის ფიზიკური განვითარების საშუალოზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 73,9% შემთხვევაში, ორივე სქესის წარმომადგენლებში ერთად. თუმცა მათგან თითქმის ნახევარს ჰქონდა საშუალო მაჩვენებლებთან მიახლოებული მონაცემები. მაღალი მაჩვენებლები უმეტესად კვლავ დაფიქსირდა მაღალი ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების მქონე მშობლების ბავშვებში, აგრეთვე მოსწავლეებში, რომლებიც დაიბადნენ საკმარისი შუალედის შემდეგ მშობიარობებს შორის (4 წლამდე) და სადაც არ იყო სამედიცინო აბორტი ამ შუალედში. სადაც ანამნეზში არ ჰქონდათ რაიმე სერიოზული დაზიანება საყრდენ–მამოძრავებელი სისტემაში. 2. 4 წლის განმავლობაში მოსწავლეებში შესაბამისი მატება განიცადა ანალიზისათვის აღებულმა ფიზიკური განვითარების ყველა საშუალო მაჩვენებელმა. ეს მნიშვნელოვანია ბოლო 2 წლის შეზღუდვებისა და ზოგიერთი მათგანისათვის გადატანილი კოვიდ ინფექციის ფონზე. 3. და კვლავ საშუალო მაჩვენებლები ძირითადად დაფიქსირდა იმ ბავშვებში, რომელთა დედებს ორსულობის პერიოდში ჰქონდათ გარკვეული კორექტირებადი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 2 ექსტრაგენიტალური პათოლოგიები, დამძიმებული სამეანო და გინეკოლოგიური ანამნეზი, ხანმოკლე პერიოდი მშობიარობებს შორის (2 წლამდე). მიუხედავად მშობლების მაღალი ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებისა. საკვანძო სიტყვები: ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები; დაწყებითი კლასების ასაკის ბავშვები; ცხოვრებისეული ანამნეზი; კავშირის განხილვა დინამიკაში რა თქმა უნდა, უფრო სრულყოფილი და სარწმუნო მონაცემებისათვის საჭიროა გამოკვლეულ ბავშვების მეტი რაოდენობა, კვლევის სხვა მეთოდების ჩართვა, დინამიკაში დაკვირვების გაგრძელება მინიმუმ 10 წლის მანძილზე. ეს იქნება მომავალი მუშაობის საგანი, რის შედეგადაც შეგვიძლია დავდოთ უფრო მეტად ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენი ორგანიზმი, სხვადასხვა მექანიზმით მიმდინარე პროცესების ერთობლიობაა და მუდმივად განიცდის გარე სამყაროს ზემოქმედებას. შესაბამისად ხდება ცვლილება ნორმის ფარგლებში. ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების ცვლილება ერთ-ერთია მათ შორის. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენს მიერ იქნა გამოკვლეული და გაანალიზებული ქართველ ჭაბუკთა, ახალშობილთა, სკოლამდელი ასაკის ბავშვების და სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ფიზიკური განვითარება. კვლევა კომპლექსური ხასიათისაა და თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაზე მუშაობის შედეგი აისახებოდა შესაბამის შრომებში და მონოგრაფიაში. ანალიზმა გვიჩვენა ფიზიკური მაჩვენებლები, რომლებიც საშუალო და მაღალ მონაცემებს მიეკუთვნება. აგრეთვე გამოჩნდა აქსელერაციის ანუ დაჩქარებული ფიზიკური განვითარების არსებობა სხვადასხვა დოზით ყველა ასაკობრივ განაწილებაში. [1,2,3,4,5,6,10,12,13,14] ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებად აღებულია სიმაღლე (სხეულის სიგრძე), მასა, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა. ლიტერატურაში გვხვდება ისეთი მონაცემების აღწერა როგორიცაა წელის გარშემოწერილობა, კისრის გარშემოწერილობა, მაჯის გარშემოწერილობა, ბარძაყის გარშემოწერილობა, მუცლის გარშემოწერილობა, მხრების გარშემოწერილობა და სხვა. თუმცა ზემოთ აღნიშნული პირველი ოთხი პრიორიტეტულია და უფრო ნათლად გვიჩვენებს შესასწავლ საკითხს. ისევე როგორც წინა კვლევების დროს ახლაც ყურადღება ექცევა მრავალ ფაქტორს. უპირველეს ყოვლისა ამ ეტაპზე კვლევას დაქვემდებარენ ის ბავშვები, რომლებიც მიეკუთვნებიან პრაქტიკულად ჯანმრთელთა ჯგუფს. ეს უფრო მიგვაახლოვებდა სარწმუნო მონაცემებთან ამ კატეგორიიაში. გათვალისწინებული იყო ბავშვების ცხოვრებისეული ანამნეზი: დაბადებიდან გამოკვლევის პერიოდამდე. გადატანილი დაავადებებიდან გამოირიცხა ისეთი რთული ნოზოლოგიები, რომლებიც მოახდენდნენ გავლენას საყრდენ- მამოძრავებელი აპარატის ჩამოყალიბებაზე. ყურადღება ექცეოდა იმას, იზრდება თუ არა ბავშვი დამაკმაყოფილებელ პირობებში. გარდა ამისა გათვალისწინებული იყო მშობლების ცხოვრებისეული ანამნეზი: ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები. აგრეთვე საყურადღებო, დედების სამეანო და გინეკოლოგიური ანამნეზი, ორსულობის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 3 მიმდინარეობა, იმ თვალსაზრისით, რომ გამოგვერიცხა ორგანოგენეზზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები. ინფორმაციის შეგროვება ხდებოდა მშობელთა დაწვრილებით გამოკითხვის შედეგად.[1,2,3,4,5,6,7,8,9,11,12] მოცემული ნაშრომის მიზანია იმ ცვლილებების ანალიზი, რომელიც მოხდა ოთხი წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებში. 2018 წლის გაზაფხულზე აღწერილი იყო პირველი მაჩვენებლები. დაკვირვებას ვაწარმოებდით ქუთაისის სამ სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეებში, რომელთა ასაკი იყო 6 და 7 წელი. გამოკვლეულთა რაოდენობა რომელთაც შედარებით სრულყოფილი ანალიზი ჩაუტარდათ 105-ს შეადგენდა. აქედან 55 გოგო და 50 ბიჭი. მიღებული ფიზიკური განვითარების საშუალო მაჩვენებლები დაჯგუფებული იქნა ცხრილის სახით, თითოეული ასაკობრივი კატეგორიისათვის, სქესის გათვალისწინებით. ისინი შედარებული იყო სხვადასხვა ლიტერატურული მონაცემებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებთან. 2018 წლის გაზაფხულის მონაცემების ანალიზის შემდეგ მივიღეთ: 1. გამოკვლეული ბავშვებიდან ყველას ჰქონდა დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები. 2. მიღებული მაჩვენებლების სხვადასხვა მონაცემებთან შედარებისას მივიღეთ, რომ მოცემული სკოლების პირველი კლასის ასაკის პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვთა ფიზიკური განვითარება არ ჩამორჩება საშუალო მონაცემებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ფიზიკური განვითარება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 3. გამოკვლეულ ბავშვთა შორის ფიზიკური განვითარების საშუალოზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 67,6 % შემთხვევაში, ორივე სქესის წარმომადგენლები ერთად აღებული. ერთი წლის შემდეგ 2019 წელს დაკვირვებას ვაწარმოებდით იმავე მუდმივ კონტიგენტში. რაოდენობა 98, აქედან 52 გოგო და 46 ბიჭი. რაოდენობის კლება გამოწვეული იყო მიგრაციული ფაქტორით. ყურადღება ამ შემთხვევში გამახვილებული იყო ანამნეზური მონაცემებისა და ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების ურთიერთკავშირზე. მეორე წელს მეორე კლასის ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების მონაცემების კომპლექსური ანალიზის შემდეგ მივიღეთ: 1. მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებსაც ანამნეზში არ აღენიშნებოდათ საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის რაიმე პრობლემა. 2. მაღალი მაჩვენებლები უმეტესად დაფიქსირდა მაღალი ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების მქონე მშობლების ბავშვებში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 4 3. საშუალო მაჩვენებლები ძირითადად დაფიქსირდა იმ ბავშვებში, რომელთა დედებს ორსულობის პერიოდში ჰქონდათ გარკვეული კორექტირებადი ექსტრაგენიტალური პათოლოგიები. 4. საშუალო მაჩვენებლები დაფიქსირდა ბავშვებში, რომელთა დედებს ჰქონდათ ხანმოკლე პერიოდი მშობიარობებს შორის(2 წლამდე). 5. მაღალი მაჩვენებლები მოგვცა იმ ბავშვებმა, რომელთა დედებს ჰქონდათ საკმარისი შუალედის მშობიარობებს შორის (4 წლამდე) და სადაც მშობიარობებს შორის. არ იყო სამედიცინო გზით ორსულობის შეწყვეტა. შემდეგ კი შეზღუდვების გამო იყო 2 წლიანი პაუზა, თუმცა მონაცემები ინახებოდა. და ბოლოს 2022 წელს როგორც იყო ზემოთ აღნიშნული, კვლევას კვლავ დაექვემდებარენ პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვები. კვლავ გამოირიცხა ისეთი რთული ნოზოლოგიები, რომლებიც მოახდენდნენ გავლენას ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაზე. კვლავ გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ცხოვრების პირობები. გარდა ამისა ისევ, განმეორებით შეგროვებული იქნა მშობლებისა და ბავშვების ანამნეზი მათი დაწვრილებით გამოკითხვის შედეგად. დაკვირვებას კვლავ ვაწარმოებდით ქუთაისის იმავე სამ სკოლაში., უკვე მე-5 კლასის მოსწავლეებში, რომელთა ასაკი 10 და 11 წელი გახდა, გამოკვლეული იყო იგივე ბავშვები, რომელთა რაოდენობამ 90 შეადგინა. აქედან 46 გოგოა და 44 ბიჭია. რაოდენობის კლება გამოწვეული იყო ისევ მიგრაციული ფაქტორით. ამ დროისათვის გაანალიზებული არის ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები და მათი კავშირი ანამნეზურ მონაცემებთან. მიღებული საშუალო შედეგები, (მოცემულია სანტიმეტრებში) დაჯგუფებული იქნა ცხრილის სახით თითოეული ასაკობრივი კატეგორიისათვის. შედარება მოხდა სხვადასხვა ლიტერატურულ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებთან და აისახა წინამდებარე გამოქვეყნებულ ნაშრომში. [1,4,5,6,7,8,9,10,11,12,13,14] გარდა ამისა გამოკითხვისას დადგინდა, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფ მოსწავლეებიდან რვამ გადაიტანა კოვიდ ინფექცია, საშუალო და მსუბუქ ფორმაში, გართულებისა და სტაციონარიზაციის გარეშე. ამ ეტაპზე ანალიზის შემდეგ მივიღეთ: 1. 10 და 11 წლის ბავშვთა შორის ფიზიკური განვითარების საშუალოზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 73,9% შემთხვევაში, ორივე სქესის წარმომადგენლები ერთად აღებული. თუმცა მათგან თითქმის ნახევარს ჰქონდა საშუალო მაჩვენებლებთან მიახლოებული მონაცემები. და კვლავ მაღალი მაჩვენებლები უმეტესად დაფიქსირდა მაღალი ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების მქონე მშობლების ბავშვებში. კვლავ მაღალი მაჩვენებლები მოგვცა იმ ბავშვებმა, რომლებიც დაიბადნენ საკმარისი შუალედის შემდეგ მშობიარობებს შორის (4 წლამდე) და სადაც Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 5 არ იყო სამედიცინო აბორტი ამ შუალედში. ასეთივე მაჩვენებლები დაფიქსირდა მოსწავლეებში, რომლებსაც ანამნეზში არ ჰქონდათ რაიმე სერიოზული დაზიანება საყრდენ–მამოძრავებელი სისტემაში. დანარჩენ შემთხვევებში კი იყო საშუალო მონაცემები, ან უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდა მათ. 2. 4 წლის განმავლობაში მოსწავლეებში შესაბამისი მატება განიცადა ანალიზისათვის აღებულმა ფიზიკური განვითარების ყველა საშუალო მაჩვენებელმა. ანუ დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ამ ჯგუფში, ფიზიკურ განვითარების დინამიკაში შეფერხება არ აღინიშნება, რაც მნიშვნელოვანია ბოლო 2 წლის შეზღუდვებისა და ზოგიერთი მათგანისათვის გადატანილი კოვიდ ინფექციის ფონზე. 3. და კვლავ საშუალო მაჩვენებლები ძირითადათ დაფიქსირდა იმ ბავშვებში, რომელთა დედებს ორსულობის პერიოდში ჰქონდათ გარკვეული კორექტირებადი ექსტრაგენიტალური პათოლოგიები, დამძიმებული სამეანო და გინეკოლოგიური ანამნეზი, ჰქონდათ ხანმოკლე პერიოდი მშობიარობებს შორის(2 წლამდე). მიუხედავად მშობლების მაღალი ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებისა. რა თქმა უნდა, უფრო სრულყოფილი და სარწმუნო მონაცემებისათვის საჭიროა გამოკვლეული ბავშვების მეტი რაოდენობა, კვლევის სხვა მეთოდების ჩართვა, დინამიკაში დაკვირვების გაგრძელება მინიმუმ 10 წლის მანძილზე. ამ დროს შეიძლება როგორც ერთ ასაკობრივ კატეგორიაში კვლევა, ასევე ამ კატეგორიის სხვა ასაკობრივ კატეგორიაში გადასვლის დაკვირვება. კომპლექსური კვლევის დროს გათვალისწინებული იქნება ასევე ბავშვები საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე მომქმედი გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორებით. ეს იქნება მომავალი მუშაობის საგანი, რის შედეგადაც შეგვიძლია დავდოთ უფრო მეტად ამომწურავი ინფორმაცია. გამოყენებული ლიტერატურა 1. ზარანდია მ.ი. ბავშვის განვითარების კანონზომიერებანი თბ.მეცნიერება 1985წ.-211გვ. 2. კაციტაძე გ.ზ. აფხაზეთიდან დროებით ადგილნაცვალ ოჯახებში დაბადებულ ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებელი საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი თბილისი 2001 წ.- 27 გვ. 3. შუკაკიძე ა.ქ. რუსთავის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი. თბილისი 1992წ.- 23 გვ. 4. Alfredo R. Tinajero and Anaïs Loizillon -The Review of Care, Education and Child Development Indicators in Early Childhood -Desk review prepared for UNESCO on existing indices and indicators-2012 5. Butenko H. ,Goncharova N.,Salenko V., Tolchieva H.,-Physical condition of primary school children in school year dynamics-Journal of Physical Education and Sport 2017(2):543 - 549 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 6 6. Баранов А. А. Состояние здоровья современных детей и подростков и роль медико- социальных факторов в его формировании Вестн. РАМН. – 2009. – №5. – С. 6–11. 7. Беляков В.А. Физическое развитие детей школьного возраста, проживающих в Кирове, за 10-летний период Вісник ЛНУ імені Тараса Шевченка. – 2012. – №8 (243). – С. 11. 8. Виноградов П.А., Жолдак В.И. и др. Основы физической культуры.Челябинск, 1997. – 80 с. 9. Власова И.Н. Методы комплексной оценки состояния здоровья детей раннего возраста: метод. реком. – Нижний Новгород, 1998. – 37 с. 10. Дегтярев И.П. Физическое развитие. Киев 2005 – ст.23-48 11. Еренков В.А. Клиническое исследование ребенка / В.А. Еренков.– К.: Здоровье,1984.–336 с. 12. Лаптев А. Управление физическим развитием. – Москва. 2003 - 180ст 13. Хорошева Т.А., Бурханов А.И. Морфофункциональные особенности развития организма учащихся начальных классов // Гигиена и санитария. – 2006. – № 4. – С. 58–60. 14. . Щуров В.А., Могеладзе Н.О., Горбачёва Л.Ю. Децелерация роста тела детей как форма адаптации к изменившимся социально-экономическим условиям жизни Фундаментальные исследования Discussion of the relationship between physical development indicators and life anamnesis of primary school age children in dynamics Teimuraz Lomsianidze Doctor of Medicine, Associate Professor, Akaki Tsereteli State University, Kutaisi, Georgia Abstract The change of physical development indicators within the norm is one of those that shows the dynamic development of the human body. For observation were taken the body length, mass, head and chest circumference. The aim of this article is to analyze the changes in physical development indicators, in connection with life anamnesis, which occurred in practically healthy elementary school students, from the spring of 2018 to the present moment. We continued observation in three schools of Kutaisi, already among the fifth grade students, the same children. The average indicator of physical development analyzed for this time showed us: 1. Among 10- and 11-year-old children, above-average indicators of physical development were observed in 73.9% of cases, in representatives of both genders together. However, almost half of them had data close to the average values. High rates were again mostly observed in children of parents with high physical development indicators, as well as in students who were born after a sufficient interval between births (under 4 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 7 years) and where there was no medical abortion in this interval. Where they did not have a history of any serious damage to the locomotor system. 2. During 4 years, all average indicators of physical development taken for analysis experienced a corresponding increase among students. This is important from the restrictions of the last 2 years and the covid infection carried by some of them. 3. And again, the average indicators were mainly occurred among the children whose mothers had certain correctable extragenital pathologies during pregnancy, heavy obstetric and gynecological anamnesis, a short period between births (up to 2 years). Despite the high physical development indicators of the parents. Of course, for more complete and reliable data, it is necessary to have a larger number of examined children, to include other research methods, to continue observing the dynamics for at least 10 years. This will be the subject of my future work, as a result of which we can provide more comprehensive information. Keywords: physical development indicators; elementary school students; life anamnesis; connection discussion in dynamics