Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 29 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.05 სოციალური მოძრაობები და ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობა აშშ-ში: დაიკავე უოლსტრიტი ვალერიან დოლიძე1, ავთანდილ ტუკვაძე2 აკაკი აბზიანიძე3, გიორგი კვინიკაძე4 1ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი 4გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბსტრაქტი ნაშრომში, ჩარზლ ლინდბლომის ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობის თეორიის საფუძველზე, გაანალიზებულია დაიკავე უოლსტრიტისა და ოკუპაციის მოძრაობის შედეგები აშშ-ში. ავტორთა აზრით, დაიკავე უოლსტრიტმა აშშ-ში წარმოშვა რევოლუციური სიტუაცია, რასაც სხვა რევოლუციური სიტუაციებისაგან განასხვავებს ხალხისა და მეინსტრიმის ერთიანობა და მშვიდობიანი ხასიათი. დაიკავე უოლსტრიტმა აჩვენა, რომ ამერიკის ძველებურად მართვა აღარ შეიძლებოდა, ხოლო ხალხს კი ძველებურად ცხოვრება აღარ სურდა. ეს მოძრაობა მიმართული იყო ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობის წინააღმდეგ. ოკუპაციის მოძრაობამ იმის გამო ვერ შეძლო ფულისა და მსხვილი კორპორაციების გავლენის შესუსტება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რომ ამ გავლენის წყაროს ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობა წარმოადგენს, რომლის გარეშეც საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული პოლიარქიების ფუნქციონირება შეუძლებელია. მაგრამ დაიკავე უოლსტრიტმა, ამის მიუხედავად, დაასუსტა ამერიკული საზოგადოების იდეოლოგიური საფუძვლები და გაბატონებული სტერეოტიპები. საკვანძო სიტყვები: დემოკრატია, სოციალური, მოძრაობები, უოლ-სტრიტი, ოკუპაცია Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 30 შესავალი დაიკავე უოლსტრიტი ეს იყო სოციალური მოძრაობა აშშ-ში, რომელმაც წარმოშვა მასობრივი პროტესტი სიმდიდრის უკიდურესად უთანასწორო განაწილების წინააღმდეგ. მან შექმნა რევოლუციური სიტუაცია, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები: ელიტას აღარ შეუძლია ძველებურად მართვა, ხოლო მასებს კი ძველებურად ცხოვრება; ხალხის მდგომარეობის ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაუარესება და მისი აქტიურობის ჩვეულებრივზე უფრო მეტად ზრდა. ამ რევოლუციურ სიტუაციას ისტორიულად ცნობილი მსგავსი შემთხვევებისაგან გამოარჩევს მშვიდობიანი ხასიათი და მასებისა და პოლიტიკური მეინსტრიმის მნიშვნელოვანი ნაწილის ერთიანობა. ამის მიუხედავად, დაიკავე უოლსტრიტმა მაინც ვერ შეძლო გამოეწვია ისეთი სოციალური ცვლილებები, რისკენაც ის მიისწრაფოდა (Occupy Wall Street) უპირველეს ყოვლისა, მან ვერ შეძლო შემოსავლების უთანაბრობის ზრდის შეჩერება აშშ-ში. მისი დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ, შემოსავლების უთანასწორობა არა თუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა. 2021 წელს ამერიკელების ყველაზე მდიდარი 10% ფლობდა სიმდიდრის დაახლოებით 70%-ს 61%-გან განსხვავებით, 1961 წელს. ამავე პერიოდში, შესაბამისად შემცირდა მომდევნო 40%-ის წილიც. კიდევ უფრო სავალალოდ გამოიყურება ბოლო 50%-ის მდგომარეობა (დახლოებით 63 მილიონი ოჯახი), რომელიც ფლობდა სიმდიდრის მხოლოდ 2.5% (Siripuraru, 2022). მან ვერც პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა. ამის მიუხედავად, მოძრაობა, რომელიც სულ რაღაც 59 დღე გაგრძელდა (Underson, 2021), ათი წლის შემდეგაც კი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ჩვენ შევეცდებით პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვებს: რატომ ვერ შეძლო ამ მოძრაობამ მისი ინიციატორების მიერ დასახული მიზნების მიღწევა? იყო თუ არა ის წარმატებული, როგორც ამას ზოგიერთი ჟურნალისტი და მკვლევარი მიიჩნევს? როგორც სოციალური მოძრაობა, დაიკავე უოლსტრიტი რიგი თავისებურებებით გამოირჩევა: 1.განვითარდა და არსებობა შეინარჩუნა ვირტუალური სივრცის საშუალებით; 2.მაქსიმალური დეცენტრალიზაცია; 2.საერთო, ნათლად არტიკულირებული პოლიტიკური მოთხოვნის არარსებობა, რომელიც გააერთიანებდა მის მიმდევრებს; 3.სხვადასხვა პოლიტიკური იდენტობისა და შეხედულებების მქონე ადამიანების მონაწილეობა; 4. ამერიკული მეინსტრიმის მხარდაჭერა; 5. მან წარმოშვა ოკუპაციის მოძრაობა აშშ-ში, როგორც სხვადასხვა ლოკაციებში გაშლილი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მრავალი „ოკუპაციის’“ ერთობლიობა, რომლის ნაწილადაც თავად იქცა; 6. ხანმოკლე არსებობა და სწრაფი გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით; 7. საერთაშორისო ხასიათი. ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობა და დაიკავე უოლ-სტრიტის მოძრაობის გენეზისი და განვითარება ამერიკელი პოლიტოლოგის ჩ.ლინდბლომის მიხედვით, ბაზარზე ორიენტირებულ პოლიარქიებში ბატონობს მსხვილი ბიზნესი, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკას Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 31 აკონტროლებს, არამედ პოლიტიკას, იდეოლოგიას, განათლებას, რის გარეშეც ამ სისტემების ფუნქციონირება შეუძლებელია (Линдблом, 2005). მსხვილი ბიზნესის ასეთი მდგომარეობა კი განპირობებულია იმით, რომ ყველა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა - უმუშევრობა, ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ხელფასები, ფასები და ა.შ. დამოკიდებულია არა პოლიტიკოსებზე ან სახელმწიფოს თანამდებობის პირებზე, არამედ სწორედ მსხვილი ბიზნესზე. ამიტომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა წავიდეს დათმობებზე მის წინაშე, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტა. ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობა ფესვგამდგარია საბაზრო ეკონომიკაში, რომლის გარეშეც ამ უკანასკნელს ფუნქციონირება არ შეუძლია. დაიკავე უოლსტრიტის ინიციატორთა რევოლუციურ მიზანს კი სწორედ ამ წესის შეცვლა წარმოადგენდა და არა კაპიტალიზმისაგან ან ბაზრებისაგან გათავისუფლება. როგორც ისინი აცხადებდნენ, მათ სურდათ შეეცვალათ ის წესი, რომლითაც კორპორაციები ფლობენ ხელისუფლებას, ხოლო მიზანი კი „ხელისუფლების არსებული სტრუქტურის შეცვლა“ იყო (Egan, Nicholas, 2011 ). ამ მოძრაობის მთავარი ინციატორი კალე ლასნი ილაშქრებს არა კაპიტალიზმის, როგორც ასეთის, არამედ მისი დღევანდელი ფორმის წინააღმდეგ. მის აზრით, უნდა შეიცვალოს კაპიტალიზმისა და ხელისუფლების თავად საფუძველი. ბაზრებმა უნდა ასახონ რეალური ღირებულება, რასაც ისინი ვერ აკეთებენ დღეს „გარე ეფექტების“არსებობის გამო, ხოლო ბანკები და კორპორაციები კი დაიბეგრონ „რობინ ჰუდის“ გადასახადებით. ამავე დროს ის უარყოფითად არის განწყობილი, როგორც მარქსიზმის, ასევე მემარცხენეებად და მემერჯვენეებად ტრადიციული დაყოფის წინააღმდეგაც (The Interview: Kalle Lasn - Power in your hands). სამაგიეროდ, ლანსი სოროსის იდების მხარდამჭერად გვეველინება და ღიად აცხადებს, რომ სიამოვნებით მიიღებდა მისგან თავისი ჟურნალის Adbuster-ის დაფინანსებას, რაც სოროსს მანამდე არასოდეს გაუკეთებია (Egan, Nicholass,2011). დაიკავე უოლსტრიტის მცდელობა, ფულის გავლენისაგან გაეთავისუფლებინა ხელისუფლება, თავიდანვე წარუმატებლობისათვის იყო განწირული, რადგანაც ამ მოთხოვნას უყენებდა იმ მთავრობას, რომელიც თავად იყო უოლსტრიტის წარმომადგენელებით დაკომპლექტებული. კასტელსის მოწმობით, უოლსტრიტის ყოფილ ხელმძღვანელობას წამყვანი თანამდებობები ეკავა უკანასკნელ ხანს არსებულ ყველა პრეზიდენტის კაბინეტში, ობამას ჩათვლით (Castels, 2015: 188). ფინანსური სექტორის მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკაში განაპირობებს მის ძლიერ ლობისტურ პოზიციებს ამერიკულ მთავრობაში. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მნიშვნელოვანი სტრუქტურული კავშირი გამოავლინა 2000-2006 წლებში ფინანსური ინდუსტრიის ლობისტების მიერ დახარჯულ ფულსა და კონგრესის მიერ ფინანსური ინდუსტრიის 51 კანონპროექტის მხარდაჭერას შორის (Castels,2015: 188). ალბათ სწორედ ფინანსური სექტორის პრივილეგირებული პოლიტიკური პოზიციებით და მისი ეკონომიკური მნიშვნელობით უნდა აიხსნას ის, რომ ობამას მთავრობამ არ გაითვალისწინა სოროსის რეკომენდაციები, რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 32 დაიკავე უოლსტრიტი არ ყოფილა სპონტანურად დაწყებული მოძრაობა. ის იყო გამოცდილი პოლიტიკური აქტივისტების მიერ გალდასმით დაგეგმილი აქცია (Milkman., luce,2014: 2). ამ მოძრაობის იდეა თავდაპირველად გაჩნდა კანადური ანტიკონსუმერისტული მიმართულების ჟურნალის Adbuster-ის დამფუძნებლის კალე ლასნისა და ამავე ჟურნალის რედაქტორის მიკა უატის საუბარში, ხოლო მის დამფუძნელად კი ითვლება ის 200 აქტივისტი, რომლებიც გამოეხმაურნენ ამ ჟურნალის თანამშრომლების მოწოდებას და მონაწილეობა მიიღეს ნიუ-იორკში, პარკ ტოპკინ სკვერში გამართულ საორგანიზაციო შეხვედრაში და აქტიურობას განაგრძობდნენ 2011 წლის 17 სექტემბრამდე, როდესაც ჩატარდა ამ მოძრაობის პირველი მიტინგი. (Facts about occupy wall street) დაიკავე უოლსტრიტი წარმოიშვა ეგვიპტეში, ქაიროს ტაჰრირის მოედნის ოკუპაციისა და ესპანეთში წარმოშობილი მოძრაობის Indignados-ის გავლენით. (Egan, Nicholas,2011). მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი იყო ეგვიპტესა და ტუნისში რეჟიმების რევოლუციური შეცვლა. მოძრაობის ინიციატორებისათვის განსაკუთრებული მაგალითის მიმცემი კი აღმოჩნდა ტაჰრირის მოედნის ოკუპაცია 50000 დემონსტრანტის მიერ, რითაც დაიწყო მუბარაქის რეჟიმის დასასრული ეგვიპტეში. ლასნის მოწმობით, დაიკავე უოლსტრიტის ინიციატორები შთაგონებულნი იყვნენ ეგვიპტესა და ტუნისში განვითარებული მოვლენებით და გრძნობდნენ, რომ ამერიკა მზად იყო შეექმნა საკუთარი ტაჰრირის მოედანი. მათთვის ნათელი იყო, რომ მათ ქვეყანაში ძლიერდებოდა ნამდვილი „მრისხანება“ და შეეცადნენ შეექმნათ „ისეთი ნაპერწკალი“, რომელიც გარეთ გამოიყვანდა მას. (Egan, Nicholas,2011). თუ არაბული გაზაფხულის მოვლენები ამ მოძრაობის ინიციატორთა შთაგონების წყაროს წარმოადგენდა, მისი უშუალო ბიძგის მიმცემად სახელდება 2011 წლის 15 მაისს დაწყებული ესპანური მოძრაობა Indignados-ი (Gallagher, 2011). 2011 წლის 13 ივლისს Adbuster-მა ინტერენტით გაავრცელა მოწოდება, რომ ყველა ვინც მზად იყო ტაჰრირისათვის, 17 სექტემბერს გამოსულიყო ქვედა მანჰეტენზე, შეექმნათ მშვიდობიანი ბანაკები და დაეკავებინათ უოლ სტრიტი. მოწოდებაში ნათქვამი იყო, რომ ერთი მარტივი მოთხოვნით - პრეზიდენტ ობამას მიერ კომიტეტის შექმნა, რომლის მიზანიც იქნებოდა ფულის გავლენისაგან პოლიტიკის გათავისუფლება - იწყებოდა ბრძოლა იმისათვის, რომ შეექმნათ ახალი დღის წესრიგი ამერიკისათვის. 17 სექტემბერი სიმბოლურად მიუთითებდა მოძრაობის მიზანზე - პოლიტიკური სისტემის ფულის ბატონობისაგან გათავისუფლების საშუალებით, დემოკრატიის აღდგენა ამერიკაში, რადგანაც სწორედ ამ დღეს მოაწერეს ხელი აშშ კონსტიტუციას (Castels, 2015:163). ეს მოწოდება ნამდვილად იქცა იმ ნაპერწკლად, რომელმაც გარეთ გამოუშვა წლობით დაგროვილი უკმაყოფილება მთელ ამერიკაში. ოკუპაციის მოძრაობამ მოიცვა არა მხოლოდ ამერიკის ყველა შტატი, არამედ დაწყებისთანავე, ოქტომბერში ფართოდ გავრცელდა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც 80 ქვეყანასა და 900 ქალაქში (Gallagher, 2011). დაიკავე უოლსტრიტი არ წარმოშობილა ცარიელ ნიადაგზე. ამისათვის პირობები უკვე მომზადებული იყო ამერიკის უკანასკნელი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და კრიზისის მიერ, როცა უძრავი ქონების ბაზრის ჩამოშლის შედეგად ასეულ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 33 ათასობით ადამიანმა დაკარგა ბინა, მილიონობით ადამიანის ქონება გაუფასურდა. ამ ფონზე საზოგადოების მიერ განსაკუთრებით მწვავედ აღიქმებოდა კრახის წინაშე მდგარი ფინანსური სისტემის გადარჩენა გადასახადების გადამხდელთა ფულით, რომლის პრობლემებსაც საზოგადოება მენეჯერების სპეკულაციებსა და სიხარბეს მიაწერდა. ეს უკანასკნელნი კი იმის ნაცვლად, რომ პასუხი ეგოთ ცუდი მენეჯმენტის გამო, პირიქით, დაჯილდოვდნენ მათთვის გაცემული ბონუსებით, რასაც ადამიანები, საზოგადოების უმრავლესობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, აღიქვამდნენ, როგორც უსამართლობას. კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ გადასახადების გადამხდელთა თანხით გადარჩენილმა ფინანსურმა კომპანიებმა შეწყვიტეს სწორედ იმ გადასახადის გადამხდელთა დაკრედიტება, რომელთა ფულმაც გადაარჩინა ისინი. ამან გამოიწვია ათასობით ფირმის ლიკვიდაცია, მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვა და ხელფასების მკვეთრად შემცირება. მაგრამ ყოველივე ამის გამო არავის არ უგია პასუხი და დასჯილები ისევ გადასახადის გადამხდელები, რიგითი ამერიკელები აღმოჩნდნენ. ორივე პარტიამ პრიორიტეტი მიანიჭა ფინანსური სისტემების გადარჩენას, მათ შორის იყო ობამამაც, რომელმაც გვერდზე გადადო თავისი საარჩევნო დაპირებები. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ამ მოძრაობის განვითარებას. ობამას პრეზიდენტად არჩევამ დიდი მოლოდინები წარმოშვა ახალგაზრდობაში. მისმა საარჩევნო კამპანიამ ბევრ ახალგაზრდას ხელახლა შთაუნერგა იმედი, შემოაბრუნა პოლიტიკისაკენ იმ იმედით, რომ აეღორძინებინათ ამერიკული დემოკრატია. მაგრამ ეს იმედები ვერ გამართლდა, რის გამოც საზოგადოების ერთმა ნაწილმა დაკარგა რწმენა და მოიცვა აღშფოთებამ (Castels,2015: 159 ). ამერიკელებში განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევდა უთანასწორობის ზრდა საზოგადოებაში, სადაც ყველაზე მდიდარი 1 პროცენტის შემოსავლების წილი 1976-2007 წლებში გაიზარდა 9%-დან 23,5%-მდე. 1998-2007 წწ- ში კუმულაციური შრომის ნაყოფიერება გაიზარდა 30%-ით, ხოლო რეალური ხელფასი კი მხოლოდ 2%-ით. შრომის ნაყოფიერების ნამატის დიდი ნაწილი მიითვისა ფინანსურმა სექტორმა, რომლის წილი მოგებებში 1980-იან წლებში შეადგენდა 10%-ს, 2007 წელს კი უკვე 40%-დე გაიზარდა, ხოლო მისი აქტივების ღირებულება კი 6%-დან 23%-მდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში დაკავებული იყო მხოლოდ 5%. ამ პერიოდში, უმდიდრესმა 1%-მა რეალურად მიითვისა ეკონომიკური ზრდის 58%. კრიზისის დაწყებამდე 10 წლის ადრე, საათობრივი რეალური ხელფასი გაიზარდა მხოლოდ 2%-ით, ხოლო ყველაზე უფრო მდიდარი 5%-ის შემოსავალი კი 42%-ით. 1980 წელს კომპანიების უმაღლესი თანამდებობის პირების(CEO) ხელფასი მუშის საშუალო ხელფასზე 50-ჯერ უფრო მაღალი იყო, ხოლო 2010 წელს კი უკვე 350-ჯერ მეტი. 2010 წელს ეს უკანასკნელნი პოლიტიკოსებთან და ჩინოვნიკებთან ერთად საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ აუცილებელი იყო ფინანსების ეკონომია იმისათვის, რომ გადაერჩინათ ადამიანების სიცოცხლე (Castels,2015: 160). ეს განსაკუთრებულ ცინიზმად აღიქმებოდა საზოგადოების მიერ, რომელმაც კარგად იცოდა კრიზისის პირობებში მათი შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ. მაგრამ ეს სტატისტიკა ვერაფერ გავლენას ვერ მოახდენდა საზოგადოებაზე, რომ არ ყოფილიყო მზად იმ აქტივისტების ქსელი, რომელმაც დაინახა ეს მზარდი უთანასწორობა და ოკუპაციის მოძრაობის დაწყებამდე უფრო ადრე არა მხოლოდ დაიწყო Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 34 საუბარი 99%-ის გაღარიბებაზე, არამედ პირველად შეეცადა მის მობილიზაციასაც. თავად დაიკავე უოლსტრიტისა და უკუპაციის მოძრაობის ცნობილი სლოგანები ‘ჩვენ 99%“ და „ჩვენ 99% ვართ“, სწორედ მათი აქტიურობის საფუძველზე წარმოიშვა. მაგალითად, ვებსაიტ ამფედსტატუსის ირგვლივ ორგანიზებული აქტივისტების ქსელი ოკუპაციის მოძრაობის დაწყებამდე უფრო ადრე ატარებდა ამერიკის ეკონომიკური განვითარების ანალიზსა და აქვეყნებდა ინფორმაციას აშშ-ს ფინანსური პრობლემების შესახებ. 2010 წლის 10 თებერვალს დევიდ დეგროუმ ატვირთა პირველი წერილი იმ ექვსიდან, რომელიც შეეხებოდა ფინანსურ კრიზისს აშშ-ში. აქ მან აღნიშნა, რომ უკვე იყო დრო იმისათვის, რომ ამერიკელების 99%-ს მოეხდინა მობილიზაცია, რათა აგრესიულად ემოქმედა ჯანსაღ აზრზე დაფუძნებული რეფორმების გასატარებლად. ამის შემდეგ, ეს ვებსაიტი მოექცა უცნობი წყაროდან წამოსული სისტემატური კიბერშეტევების ქვეშ. ის გადაარჩინა ანონიმუსმა. გადარჩა აგრეთვე მის უკან მდგომი ქსელი, რომელმაც დაიწყო 99%-ის მოძრაობის შექმნა და საზოგადოებას მოუწოდა უოლ-სტრიტის ოკუპაციისაკენ. ანონიმუსის შიგნით არსებულმა ერთ-ერთმა ჯგუფმა საკუთარი ძალები გააერთიანა ამფედსტატუსთან, რის შედეგადაც შეიქმნა პლატფორმა A99, რომელიც წარმოდგენილი იყო ამფედსტატუსის სოციალურ ქსელში. 2011 წლის 23 მარტს ანონიმუსმა მოუწოდა აღშფოთების დღის ჩატარებისაკენ, ხოლო A99-ის კოალიციამ კი ლიბერთი პარკის დაკავებისაკენ 14 ივნისს, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს ცუკოტი პარკი, მაგრამ ეს ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ოდნავ მოგვიანებით, კოალიცია ქუჩაში გამოვიდა ნიუ-იორკის აქტივისტებთან ერთად და შექმნა ბანაკი ბლუმბერგვილი, რომელიც აპროტესტებდა საბიუჯეტო შეკვეცებს. აქტივისტთა ამ ქსელის განვითარების შედეგად წარმოიშვა ნიუ იორკ სითის გენერალური ასამბლეა, რომელიც საკუთარ პროტესტს აფუძნებდა მასებიდან წამოსულ სტიქიურ მობილიზაციაზე. ასეთმა აქტიურობამ ნიადაგი მოამზადა 17 სექტემბერს გავრცელებული მოწოდების წარმატებისათვის, რომელსაც აქტიურად გამოეხმაურნენ უკვე გამოცდილი აქტივისტები და მათი ქსელები. მართლაც, 17 სექტემბერს უოლსტრიტზე, ქუჩაში გამოვიდა 10.000 ადამიანი და მოახდინა ცუკოტის პარკის ოკუპაცია. ამას თავის მხრივ მოჰყვა კიდევ რამდენიმე მემარცხენე დემონსტრაცია ნიუ-იორკში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ სხვადასხვა საბაბით, რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავა, საპროტესტო ტალღის შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა. რაც უფრო მეტად მიმართავდა პოლიცია რეპრესიებს, მით უფრო მეტი პოლიციის ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა იტვირთებოდა იუტუბიზე, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებდა პროტესტანტთა მობილიზაციას. 27 ოქტომბერს, 2000 ადამიანი შეიკრიბა ოკუპირებულ ბანაკში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე, ხოლო ამერიკის ტრანსპორტის პროფკავშირების ადგილობრივმა ორგანიიზაციამ კი კენჭისყრით მხარი დაუჭირა ამ მოძრაობას და გადაწყვიტა შეერთებოდა დემონსტრაციებს. დაიკავე უოლსტრიტს მხარი დაუჭირა ამერიკის შრომის ფედერაცია/საწარმოო პროფკავშირების კონგრესმაც (SFL-CIO), რომელმაც თავის წევრებს მოუწოდა შეერთებოდნენ დემონსტრაციებს. 1 ოქტომბერს 5000-მა დემონსტრანტმა დაიკავა ბრუკლინის ხიდი, რომლის დროსაც პოლიციამ დააპატიმრა 500 კაცი. ამის საპასუხოდ დაიკავე უოლსტრიტმა მუშათა პროფკავშირებთან ერთად მოაწყო 15.000-ნი დემონსტრაცია, რომელიც გაემართა ცუკოტი პარკისაკენ. მოხდა ოკუპაციის მოძრაობის კონსოლიდაცია Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 35 (Castels, 2015:165). ოქტომბრის პირველი დღეებიდანვე იწყება მოძრაობის სპონტანურად გავრცელება მთელ ამერიკაში, რის შედეგადაც ყველა შტატს ჰქონდა ერთი ოკუპირებული სივრცე მაინც. ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, კალიფორნიის 482-ზე მეტი პატარა ქალაქიდან 243-ში იყო ოკუპაციის ფეისბუქი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არსებობდა აგრეთვე შესაბამისი ოკუპირებული სივრცე. ალბათ ყველაზე პატარა ქალაქი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ოკუპაციის მოძრაობა იყო მოსიე, ორეგონში, რომლის მოსახლეობა შეადგენდა სულ რაღაც 430 ადამიანს. ყველაზე ბოლოს ბანაკი შექმნა ჩრდილოეთ დაკოტამ. ამ მოძრაობის ასეთი სწრაფი გავრცელება მეტყველებს იმაზე თუ რამდენად ფართო და ძლიერი იყო საზოგადოების აღშფოთება. მან ყველა ადამიანს მისცა საშუალება, რომ გამოეხატა თავისი შიშები და განეხილა ალტერნატივები ნდობის კრიზისი პირობებში (Castels, 2015:166). ოკუპაციის მოძრაობის სოციალურ- პოლიტიკური შემადგენლობისა და აქტიურობის თავისებურებები ამ მოძრაობამ თითქმის ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს მისცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რამაც წარმოშვა მისი სოციალური შემადგენლობის სიჭრელე. მაგრამ ყველაზე აქტიურები იყვნენ 20-40 წლის ასაკის ახალგაზრდა სპეციალისტები და სტუდენტები, რომელთა დაახლოებით ნახევარს ჰქონდა სრულად ანაზღაურებადი სამსახური, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი აგრეთვე უმუშევარები, არასრული სამუშაო დღით ან დროებით დასაქმებულები. უმრავლესობის შემოსავალი დახლოებით ამერიკელების საშუალო შემოსავლის ტოლი იყო(Castels, 2015:169). კასტელსის დახასიათებით, ეს იყო განათლებული ჯგუფი, რომლის ნახევარსაც ჰქონდა კოლეჯის ხარისხი, ხოლო ბევრს კი დამთავრებული ჰქონდა კოლეჯი. მისი დაკვირვების თანახმად, სხვა ქვეყნებში განვითარებული მსგავსი მოძრაობების მსგავსად, ოკუპაციის მოძრაობაც შედგებოდა შედარებით ახალგაზდა და განათლებული ადამიანებისაგან, რომელთა პროფესიული მოლოდინები შეზღუდული იყო არსებული ეკონომიკის პირობებში (Castels, 2015:169). დიდი განსხვავება არსებობდა ოკუპაციის მონაწილეთა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის. აქ იყვნენ ანარქისტები, ლიბერტალიანებლები, რომელთაგანაც ზოგი რესპუბლიკელი იყო, აგრეთვე Tea party-ის იმედგაცრუებული აქტივისტები, მცირე რაოდენობის უკიდურესი მემარცხენეებიც კი. მაგრამ მოძრაობის ძირითად მასას წარმოადგენდა დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა ფართო უმრავლესობა და პოლიტიკურად დამოუკიდებელი ადამიანები. დიდ უკუპაციებში, როგორიც იყო ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ან ოკლენდი, ყოველდღიური ცხოვრება დიდი გულმოდგინებით იყო ორგანიზებული. დაიდგა კარვები, შემდეგ ტუალეტები, შექმნეს საბავშვო ბაღები, ბავშვების სათამაშო სივრცეები, სახალხო ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტები, სადაც იწვევდნენ ხოლმე ლექტორებს, მედია ცენტრები. სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფილი იყო ნებაყოფლობითი სამედიცინო პერსონალის მიერ, ჰყავდათ თავისი იურიდიული ჯგუფი, შექმნეს ვაიფაის ქსელი, განავითარეს ვებსაიტი, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 36 უზრუნველყვეს ბანაკის უსაფრთხოება და კონფლიქტების დარეგულირება მედიაციის საშუალებით, შექმნეს მასპინძლობის გუნდი, რომელიც ბანაკის დათვალიერებას სთავაზობდა იმ დამიანებს, რომლებსაც აინტერესებდათ თუ რას წარმოადგენდა ეს მოძრაობა ან კიდევ სურდათ მასთან შეერთება. მოძრაობა იღებდა ასეულ ათასობით ლეგალურ შემოწირულობას, რაც მისი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ. ოკუპაციის მოძრაობის მართველობის სტრუქტურა წარმოადგენდა პირდაპირ დემოკრატიას, რომელიც ეფუძნებოდა ხალხის უშუალო აქტიურობას. ლიდერობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა. ლიდერის ფუნქციას ასრულებდა გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც ყველას შეეძლო თანასწორად მონაწილეობის მიღება, გადაწყვეტილება კი კონსენსუსის საფუძველზე მიიღებოდა. კოორდინაციის ფუნქციას ასრულებდა ინტერნეტში გამართული ინტერაქტიური კონსულტაციების ქსელი, რომელსაც კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა შეეწყო ხელი. მიმდინარე საკითხების გადაწყვეტისა და გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარებისათვის არსებობდა სხვადასხვა კომიტეტები, რომლებიც ასევე მოძრაობის მონაწილეთა უშუალოდ აქტიურობაზე იყო დაფუძნებული. თითოეული ლოკალური მოძრაობა სუვერენულ ერთეულს წარმოადგენდა საკუთარი გენერალური ასამბლეით. ამ მოძრაობის აზრის გაგებას ართულებს ისეთი დოკუმენტის არარსებობა, სადაც ნათლად, კონკრეტულად იქნებოდა არტიკულირებული საერთო მოთხოვნა, რომელიც გააერთიანებდა ოკუპაციის მოძრაობის ყველა ლოკაციას ქვეყნის მასშტაბით. სხვადასხვა ადგილზე გაშლილმა ოკუპაციის მოძრაობამ მიიღო საკუთარი მოთხოვნათა ფართო სია, მაგრამ ბევრმა მათგანმა საერთოდ ვერ შეძლო ამის გაკეთება კონსენსუსის არ არსებობის გამო. საერთო მოთხოვნის არ არსებობა და ლოკაციებზე საკუთარი მრავალი მოთხოვნების არსებობა ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი ერთდროულად მოითხოვდნენ ყველაფერს და არაფერს. ადგილებზე, გენერალურ ასამბლეებზე მრავალი საკითხი გადიოდა კენჭისყრაზე, მაგრამ ძალიან ცოტა რამ კეთდებოდა მათი პოლიტიკურ კამპანიებად გადაქცევისათვის, რომელიც ვერ გასცდა ფინანსური დანაშაულის შედეგად მოვალეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკური კრედიტების გამოსყიდვის უფლებას (Castels, 2015:188 ). თითქოს შეიძლებოდა, რომ საერთო მოთხოვნა გამხდარიყო დემონსტრაციისაკენ თავდაპირველ მოწოდებაში არსებული პრეზიდენტის კომისიის შექმნის მოთხოვნა, რომელსაც უნდა გაეთავისუფლებინა მთავრობა უოლსტრიტის გავლენისაგან ან კიდევ ყველაზე მდიდარი ერთი პროცენტის, ვალუტით ვაჭრობისა და ფინანსური ტრანზაქციების დაბეგვრა, რასაც ლასნი მოძრაობის მოთხოვნად ასახალებს თავის ინტერვიუში (The Interwiew: Kalle Lasn-Power in your hands). მაგრამ ეს არ მოხდა, რადგანაც სხვადასხვა ლოკაციაზე გაშლილ მოძრაობას საფუძვლად ედო ადგილობრივი სპეციფიკური უკმაყოფილება და ჰქონდა საკუთარი მიზნები. ამიტომ მთავრობის გათავისუფლება უოლ - სტრიტის გავლენისაგან, ან კიდევ პოლიტიკის გათავისუფლება ფულის ყოვლის შემძლეობისაგან მთელი მოძრაობის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 37 საერთო მოთხოვნად ვერ იქცა (Castels, 2015:188). მაგრამ, როგორც ჩანს, მოძრაობის ინიციატორებს იმედი ჰქონდათ, რომ მოძრაობა, ქვევიდან, თავისი განვითარების კვალობაზე, თავად წარმოშობდა ნათლად გამოკვეთილ მოთხოვნებს. ასე ფიქრობდა მაგალითად, ლანსი, რომელიც ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში, მიმდინარე მოვლენებს განიხილავდა, როგორც მოძრაობის პირველ ფაზას, რომელსაც არ ჰყავდა ლიდერი, იყო მოუწესრიგებელი, და არ გააჩნდა მოთხოვნები, რაც მას სავსებით მისაღებად მიაჩნდა (Egan, Nicholas, 2011). სწორედ იმის გამო, რომ ამ მოძრაობას არ ჰქონდა ჩამოყალიბებული საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და ღია იყო ყველა სახის პოლიტიკური წინააღმდეგობისათვის მოძრაობის შიგნით, ის ჭეშმარიტად სახალხო მოძრაობას წარმოადგენდა, რაც აძლიერებდა მას, რადგანაც უზრუნველყოფდა მის შინაგან ერთობას, თუმცა ამავე დროს ასუსტებდა მის პოლიტიკურ გავლენას, რადგანაც აბრკოლებდა გადაწყვეტილების მიღებასა და საერთო პოლიტიკური, კონკრეტული მოთხოვნების გამომუშავებას, რაც პოლიტიკური კამპანიების წარმოების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. გარდა ამისა, ასეთი პოლიტიკური სიჭრელე იწვევდა შინაგან განხეთქილებას, როდესაც საქმე ეხებოდა რეფორმების კონკრეტული პროგრამის მიღებას. იმის გამო, რომ არ არსებობდა მხარდამჭერთა მობილიზაცია რაიმე პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად, ამ მოძრაობას რაიმე კონკრეტული, უშუალო პოლიტიკური ცვლილებები არ გამოუწვევია მთელ ქვეყანაში. მაგრამ მისი მონაწილეები ატარებდნენ კამპანიებს მთელი რიგი უსამართლო პრაქტიკის წინააღმდეგ, რომელშიც ნაწილობრივ წარმატებებსაც აღწევდნენ. მათ შორის აღსანიშნავია იპოთეკით დატვირთულ საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებული კამპანიები, რაც ოკუპაციის მოძრაობის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. მისი აქტივისტები იკავებდნენ სახლებს, რომლებიც უნდა გაყიდულიყო მათი მესაკუთრეების მიერ ვალის გადაუხდელობის გამო. სესხების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მოდიფიკაციისათვის გამართული მოძრაობის დროს, რომლის მიზანიც იყო კრედიტორებზე ზემოქმედება, ზოგჯერ ახერხებდნენ, როგორც ამ მიზნის მოღწევას, ასევე იპოთეკური სესხების აღდგენასაც. მაგრამ, ჩვენი აზრით, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო არსებული სისტემის უსამართლობის გამომჟღავნება, რასაც კასტელსის მიხედვით, ისინი მოხუცებულებისა და ვეტერანი ინვალიდებისათვის გამოსყიდვის უფლების დაკარგვის ამორალურობის დემონსტრირების საშუალებით ახერხებდნენ (Castels, 2015:194). განსაკუთრებით აღსანიშნავია საბანკო გადარიცხვების დღის ინიციატივა, რომლის დროსაც ბანკებზე ზეწოლისათვის გამოიყენეს მათი კლენტების მასობრივი ქცევების მიზანმიმართული ორგანიზაცია. ეს კამპანია ეყრდნობოდა უფრო ადრე ჩატარებული კამპანიების გამოცდილებას, რომლის დროსაც ბანკების კლიენტებს მოუწოდებდნენ, რომ თავისი ფული უოლსტრიტის უმსხვილესი ბანკებიდან გადაეტანათ ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და არამომგებიან საკრედიტო კავშირებში. ამ კამპანიებს შორის აღსანიშნავია არიანა ჰაფინგტონის 2009 წელს ჩატარებული კამპანია „გადაადგილეთ თქვენი ფული“ და 2010 წლის ვალენტინის დღის მოძრაობა „დაემშვიდობე შენს ბანკს“. როცა ამერიკის ბანკმა გამოაცხადა, რომ აპირებდა შემოეღო 5 დოლარის ოდენობის ყოველთვიური საკომისიო გადასახადი სადებეტო ბარათზე და ანგარიშების შემოწმებაზე, 2011 წლის სექტემბერში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 38 აგორდა პროტესტის ტალღა, რომლის შედეგადაც ბევრმა კლიენტმა გააუქმა თავისი ანგარიშები ამ ბანკში. 2011 წლის 5 ნოემბერი გამოცხადდა საბანკო გადარიცხვის დღედ, როცა მოწოდების თანახმად, ხალხს თავიანთი ფული უნდა გამოეტანათ კომერციული ბანკებიდან და შეეტანათ არამომგებიან საკრედიტო კავშირებში. ამ პერიოდში, საკრედიტო კავშირების ეროვნული ასოციაციის ვებსაიტმა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება საკრედიტო კავშირების მომსახურების შესახებ, დააფიქსირა ნაკადების მოძრაობის გაორმაგება. მისი მონაცემებით, სექტემბერსა და 5 ნოემბერს შორის პერიოდში,დაახლოებით 650 000-მა მომხმარებელმა გახსნა ახალი ანგარიშები საკრედიტო კავშირში. ასეთი ნეგატიური რეაქციის გამო, ამერიკის ბანკი იძულებული გახდა გაეუქმებინა გაზრდილი საკომისიოები და დაეწყო სხვა გადახდილი საკომისიოების უკან დაბრუნება. ოკუპაციის ზოგიერთმა მოძრაობამ საკუთარი საკრედიტო კავშირიც კი შექმნა. ასე გააკეთა მაგალითად ოქუფაი ორინჯ ქანთრიმ სამხრეთ კაროლინაში. ასეთივე მცდელობებს ჰქონდა ადგილი სხვაგანაც (Castels, 2015:195). დაიკავე უოლ-სტრიტისა და ოკუპაციის მოძრაობის შედეგები იმის გამო, რომ ამ მოძრაობამ ვერ შეძლო მისი მიზნების რეალიზაცია - ფულის გავლენის მოსპობა დემოკრატიაზე და შემოსავლების უთანასწოროდ განაწილების პრობლემის გადაწყვეტა, სავსებით სამართლიანად წარმოშობს წარმოდგენას მისი წარუმატებლობის შესახებ. საზოგადოების მიერ მისი მნიშვნელობის გაგებას ისიც უშლის ხელს, რომ ის არასოდეს არ ყოფილა კონსოლიდირებული მოთხოვნათა გარკვეული ნაკრების ირგვლივ და არც კონკრეტული პლატფორმები შეუქმნია (Underson, 2021). მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის გავლენა, რომელიც მან მოახდინა პოლიტიკურ დისკურსსა და თავად ამერიკული საზოგადოების პოლიტიკურ ცნობიერებაზე. ანდერსონის თანახმად, იდეებმა, რომლებიც ითვლებოდა მეტისმეტად სოციალისტურად აღმოსავლეთის ბლოკის დაშლის შემდეგ - კლასობრივი ბრძოლა, სიმდიდრის განაწილება სოციალურ ფენებს შორის და თავად კაპიტალისტური სისტემის უარყოფითი მხარეები, უცბად დიდი დეპრესიიდან მოყოლებული პირველად დაიწყეს ხმამაღალი და ხშირი გაჟღერება ეთერში (Underson, 2021). ამ მოძრაობამ, რომელიც მიმდინარეობდა „ჩვენ ვართ 99%“ -ის მესიჯის ქვეშ, 14 სიმბოლოთი შექმნა შეტყობინება, კონკრეტულ ჩარჩოში მოაქცია მილიონების აღშოთებასა და საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება გამდიდრებულ 1%-ზე მოახდინა. ნობელის პრემიის ლაურეატის სტიგლიცის აზრით, ოკუპაციის მოძრაობა იმ მოვლენათა სერიის ნაწილს წარმოადგენს, რომლებიც აჩქარებენ კორპორაციული ამერიკის შეზღუდულობის შეგნებას (Underson, 2021). მასმედიაში ოკუპაციის მოძრაობის უპრეცედენტო წარმატებამ ჩვეუებრივ მოვლენად აქცია იარლიყები 99% და 1%.ის საკითხები, რომლებიც მანამდე ფარულად არსებობდა ამერიკულ დისკურსში მან ზედაპირზე ამოიტანა და ახალ ამბად აქცია ადამიანების ყოველდღიური გამოცდილება (Underson, 2021). ოკუპაციის მოძრაობის შეტყობინებამ გავლენა მოახდინა აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაზეც. მაგალითად, აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არაერთხელ ამოუღია მიზანში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 39 ამერიკელთა 1%, როცა მოითხოვდა აშშ საგადასახადო პოლიტიკის გადახედვას, რათა სათანადი რესურსები ამოეღო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და აგრესიული სოციალური დღის წესრიგის განხორცილებისათვის. 2020 წლის დემოკრატიული პარტიის პლატფორმაში აღნიშნული იყო, რომ ყველაზე უფრო მდიდარი 1% ამერიკელების სიმდიდრე ხუთჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ყველაზე ღარიბი 90%-სა. (Underson, 2021). ამ მოძრაობის შემდეგ, სტუდენტების ვალების საკითხი აშშ პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ- ერთ მთავარ საკითხად იქცა. ბაიდენმა უკვე მოახდინა 25 მლრდ. დოლარის ვალის ჩამოწერა, ხოლო 43 მილიონი ამერიკელი კი კვლავ ელოდება მათ მთლიან ან ნაწილობრივ გაუქმებას (Lobosco, 2022). მაგრამ ვალების პატიება ეს არის შედეგებთან ბრძოლა და არა მიზეზებთან, რის გამოც არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელები იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ მომავალში. სი-ენ-ენის შეფასებით, ვალების ფართო მაშტაბიანი ჩამოწერა დიდი შეღავათი იქნება მილიონობით ამერიკელისათვის, მაგრამ ეს არ შეამცირებს სწავლის საფასურს მომავალ მსესხებლებისათვის და ვერავითარ დახმარებას ვერ აღმოუჩენს მათ ვინც უკვე გადაიხადა ის (Lobosco, 2022). ოკუპაციის მოძრაობამ წარმოშვა ახალგაზრდობის ახალი მოძრაობები, მან გააძლიარა არა მხოლოდ პროტესტის სულისკვეთება, არამედ ახალგაზრდობას აჩვენა მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაწევის მოდელი. ის ძირითადად ახალგაზრდული მოძრაობა იყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედ სტუდენტური ვალები წარმოადგენდა. ოკუპაციის მოძრაობის ნიუ-იორკის ანკლავის გამოკველევამ, რომელიც ჩაატარა სოციოლოგმა რუტ მიკლმანმა, გვიჩვენა, რომ მოძრაობის მონაწილეთა უმრავლესობას წარმოადგენდა ვალებში ჩაფლული ახალგაზრდა სტუდენტი და კოლეჯის კურსდამთავრებული (Underson, 2021). აკინ ოლას დაკვირვებით, ოკუპაციამ მოახდინა ამერიკული პოლიტიკური დებატების რეფრეიმი, გამოზარდა აქტივსტების ახალი თაობა და შეასრულა გენერალური რეპეტიციის ფუნქცია მის შემდეგ წარმოშობილი მოძრაობებისათვის. მან სარბიელზე გამოიყვანა ახალი თაობის სოციალური მოძრაობებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ლიდერები, რაც მის მიერ დატოვებულ ძლიერ მემკვიდრეობად შეიძლება მივიჩნიოთ (Olla, 2022). დაიკავე უოლსტრიტმა ძლიერი ბიძგი მისცა სოციალური უსამართლობის გამოვლინებების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის განვითარებას. ნიუ-იორკში, დაიკავე უოლსტრიტის დამთავრებისთანავე დაიწყო სწრაფი კვების მუშების მოძრაობა სახელწოდებით ბრძოლა 15 დოლარისათვის, რომლებიც სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვდნენ იმ ერთი პროცენტში შემავალი ბოსებისაგან, რომელთა წინააღმდეგაც ილაშქრებდა ოკუპაციის მოძრაობა და რომლებიც აკონტროლებდნენ ამ ინდუსტრიას. ბრძოლას 15 დოლარისათვის მტკიცედ დაუჭირა მხარი ქვეყნის სერვისის მუშების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა პროფკავშირმა The Service Employees International United (SEIU), რომელიც მხარს უჭერდა აგრეთვე დაიკავე უოლსტრიტის მოძრაობას. ოკუპაციის მოძრაობის შემდეგ, ქვეყნის 33-მა ქალაქმა მინიმალური ხელფასი გაზარდა 15 დოლარამდე ან მეტად (Olla, 2022). ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც წარმოიშვა ოკუპაციის საწყისი ტალღისა და 99%-ის აჯანყებისაკენ მოწოდების გავლენით იყო Strike Debt, რომელმაც შეიძინა 15 მილიონი დოლარის სამედიცინო ვალი და ჩამოწერა ის. ადამიანებს ეხმარებოდნენ აგრეთვე ისეთი ორგანიზაციები, როგორიც იყო Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 40 Occupay Sandy და Occupy Homes, რომლებიც აგრძელებდნენ ოკუპაციის მოძრაობის მისიის შესრულებას გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისათვის კონკრეტული დახმარების აღმოჩენის საშუალებით. პირველი მათგანი ეხმარებოდა ქარიშხალ „სენდის“ მსხვერპლებს, ხოლო მეორე კი იბრძოდა იპოთეკაში ჩადებული სახლების იმ მფლობელებისათვის ჩამორთმევის წინააღმდეგ, რომლებიც ვალს ვერ იხდიდნენ. დაიკავე უოლ სტრიტის მემკვიდრეობის გაგრძელებას წარმოადგენს მოძრაობა დაიკავე ფილადელფიის საბინაო სამმართველო, რომელმაც 2020 წელს ფილადელფია აიძულა, რომ თანხმობა განეცხადებინა საზოგადოებრივი მიწის ფონდისა და მცირე შემოსავლების მქონე ადამიანებისათვის მუდმივი საცხოვრებლის შექმნაზე (Olla, 2022). აკინ ოლას აზრით, დაიკავე უოლსტრიტის გავლენით შექმნილი ორგანიზაციებისა და პიროვნებების აქტიურობის შედეგად, მომავალმა ოკუპაციის მოძრაობამ შეიძლება მიაღწიოს ყველაფერ იმას, რაც მისმა წინამორბედმა ვერ მოახერხა (Olla, 2022). ეს აზრი საეჭვოდ მიგვაჩნია, რადგანაც თუ არ შეიცვალა მოძრაობის ორგანიზაციული სტრუქტურა და იდეოლოგია, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან, ახლო მომავალში შეუძლებელია, მომავალი მოძრაობაც დიდი ალბათობით გაიმეორებს მისი წინამორბედის ბედს. დაიკავე უოლსტრიტის მოძრაობა გამოირჩევა ფართო სოციალური ბაზის არსებობით, რომლის წარმოშობასაც ხელი შეუწყო ამ მოძრაობის გაშლამ მთელი ამერიკის მაშტაბითა და იმ დებატებმა, რომელიც სდევდა მას ინტერნეტსა და მეინსტრიმის მედიაში. ამის შედეგად, სოციალური უთანასწორობის თემამ, რომელიც მოკლედ და ნათლად იყო მის მიერ ფორმულირეული, როგორც 99%-სა და 1%-ს შორის არსებული ქონებრივი განსხვავება, საჯარო დისკურსის ცენტრალური ადგილი დაიკავა. ამიტომ არსებული სოციალურ- ეკონომიკური რეალობის ასეთ შეფასებას ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა. მაგალითად, 2011 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული A Pew Institute-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით (Castels, 2015:196), გამოკითხულთა უმრავლესობა - 44% მხარს უჭერდა დაიკავე უოლსტრიტის მოძრაობას, ხოლო დიდი უმცირესობა - 39%-არა. 48% მხარს უჭერდა მის მიერ გამოხატულ შეშფოთებას, ხოლო 30% კი არა. მოსახლეობა ეთანხმებოდა ამ მოძრაობის მიზნებს, მაგრამ მისთვის მიუღებელი იყო ის მეთოდები, რომელსაც ის იყენებდა მიზნის მისაღწევად (ოკუპაციები, დემონსტარციები). ასეთი ტაქტიკის გამოყენებას მხარს არ უჭერდა 49%, თუმცა არც თუ ისე ცოტა იყო მისი მომხრეების რიცხვიც - 29%- თითქმის რესპოდენტთა მესამედი. იმ ადამიანების უმრავლესობას, რომელიც მხარს უჭერდა პროტესტის მიზნებს საჭიროდ მიაჩნდა, რომ მათი მიღწევისათვის ბრძოლა წარმართულიყო ინსტიტუციონალიზებული მოქმედებების ფარგლებში. მაგრამ, როგორც კასტელსი აღნიშნავს, ყველაზე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოძრაობამ, რომელმაც აშკარადა დააყენა საკუთარი თავი ინსტიტუცინალური პოლიტიკის გარეთ და პირდაპირი გამოწვევა შეუქმნა მსოფლიო კაპიტალიზმის გულს - უოლსტრიტს, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ამერიკის მეინსტრიმისაგან (Castels, 2015:196). აზრი 99 %-სა და 1%-ს შორის არსებული ქონებრივი განსხვავების უსამართლობის შესახებ ფართოდ გავრცელდა საზოგადებაში. კასტელსის დაკვირვებით, ის აიტაცეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა პრეზიდენტ ობამას ჩათვლით ან მედია კომენტატორებმა, არამედ კომედიანტებმაც კი, რომლებიც საკუთარ თავს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 41 ამერიკელების 99% პროცენტს მიაკუთვნებდნენ. როგორც ის აღნიშნავს: “ამ განცხადებების მთელი ცინიზმის მიუხედავად, თავად ის ფაქტი, რომ ეს დიქოტომია აღიარა და მიიღო პოლიტიკურმა კლასმა, რომელიც ჩვეულებრივ იცავს ფინანსური და კორპორაციული ელიტის ინტერესებს, როგორც მათი პოლიტიკური წარმატების წინაპირობას, მიუთითებს არსებული სისტემის სამართლიანობის რწმენაში წარმოშობილ პრობლემებზე“ (Castels, 2015:197). მართლაც, რატომ უჭერდნენ მხარს ოკუპაციას ბარაკ ობამა (Weinger, 2011) ან ნენსი პელოსი (Devarieux, 2011), ან თუნდაც ფინანსისტი სოროსი, რომელიც სწორედ იმ ერთი პროცენტის წარმომადგენელია, რომლის წინააღმდეგაც იყო მიმართული ოკუპაციის მოძრაობა? რატომ უნდა შეეტანათ მათ ეჭვი არსებული სისტემის სამართლიანობაში? ან რატომ შეიძლებოდა, რომ საკუთარი თავი გაეგივებინა 99%-თან იმ ადამიანებს, რომელთა ფინანსური შესაძლებლობები გაცილებით უფრო მეტი იყო ოკუპაციის მოძრაობში მონაწილეების შემოსავლებთან შედარებით? განსაკუთრებით საინტერესოა სოროსის, როგორც ფინანსური ელიტის წარმომადგენლის შემთხვევა. სოროსი, მართალია, უარყოფდა რაიმე კავშირს ოკუპაციის მოძრაობასა და Adbuster -თან, მაგრამ ღიად გამოხატავდა საკუთარ სოლიდარობას ამ მოძრაობის მიმართ. თავის დროზე, ის აქტიურად უჭერდა მხარს ბარაკ ობამას არჩევას პრეზიდენტის თანამდებობაზე. ჯერ კიდევ 2009 წელს, სოროსი აფრთხილებდა ობამას მთავრობას, რომ ტოქსიკური ბანკების აქტივების შეძენა გამოიწვევდა ამ ბანკების სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებას გადასახადის გადამხდელების ხარჯზე და ურჩევდა მოეხდინათ ბანკების რეკაპიტალიზაცია ან კიდევ ნაციონალიზაცია და აეძულებინათ ისინი, რომ კრედიტები გაეცათ უფრო მიმზიდველი განაკვეთებით. მაგრამ მის რჩევას არავინ დაუგდო ყური (Egan, Nicholas, 2011). ეს შეიძლება აიხსნას ფინანსური სექტორის ძლიერი პოზიციებით პოლიტიკურ სისტემაში, რაც თავის მხრივ ეფუძნება მის უდიდეს მნიშვნელობას თანამედროვე ეკონომიკისათვის. ჯერ კიდევ არა მხოლოდ ამ მოძრაობის, არამედ კრიზისის დაწყებამდე დიდ ხნით ადრე, სოროსი, რომელიც საუბრობდა მსოფლიო კაპიტალიზმის კრიზისის შესახებ, ხედავდა ამ უკანასკნელის ფუნქციონირების წესის არსებითად შეცვლის აუცილებლობას (Сорос,1999). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მან სოლიდარობა გამოუცხადა ოკუპაციის მოძრაობას, რომელიც ასევე კაპიტალიზმის ფუდამენტალურ რეფორმას მოითხოვდა. მეორე ამერიკელი მულტიმილიარდერისა და მომავალი პრეზიდენტ ტრამპისათვის კი ეს მოძრაობა ისეთი უსამართლო და არაკეთილსინდისიერი სისტემის არსებობის მაჩვენებლი იყო, რომელიც რიგითი ამერიკელების ხარჯზე, უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა განსაზღვრულ ინტერესებს . მისი აზრით, ის მიგვანიშნებდა იმაზე, რომ ქვეყანაში რაღაც ცუდი რამ ხდებოდა. მისი სიტყვების თანახმად, ამერიკა „ფეთქდებოდა“ მისი მოქალაქეების თვალწინ. ის განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო იმ შეღავათებით, რითაც ნავთობის დიდი კომპანიები სარგებლობდნენ. მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ქვეყნის მიერ მსხვილი სანავთო კომპანიების მხარდაჭერა გადასახადებისა და სუბსიდიების საშუალებით. ტრამპის სიტყვებით, ისეთი კომპანიები, როგორიც იყო ექსონ მობილი აწყობდნენ რა შეთქმულებას ოპეკთან ერთად, ფასებს ზრდიდნენ ნავთობზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთავრობის საგადასახადო კოდექსი მათ მილიარდობით დოლარის ეკონომიის გაკეთების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 42 შესაძლებლობას აძლევდა. მისი აზრით, როგორც კი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდებოდა, მაშინვე გაქრებოდა უმუშევრობითა და უთანასწორობით გამოწვეული აღშფოთება. ის აკრიტიკებდა აგრეთვე საგადასახადო სისტემას, რომელიც მისი აზრით იყო რთული და მძიმე ( Gorenstain, 2011 ). ამერიკული მეინსტრიმის სოლიდარობა ოკუპაციის მოძრაობისადმი, შეიძლება აიხსნას არა მისი კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის მხარდაჭერით, რომელიც მას არ გააჩნდა, არამედ მისი საერთო სულისკვეთებით, რომელიც მიმართული იყო არა კაპიტალიზმის, როგორც ასეთის, არამედ მისი არსებული წესით ფუნქციონიერბის წინააღმდეგ. ელიტისათვის ნათელი იყო, რომ ძველებურად მართვა, რომელმაც წარმოშვა ქონების უსამართლო განაწილება, რამაც გამოიწვია ასეთი ფართომასშტაბიანი პროტესტი, აღარ შეიძლებოდა. გარდა ამისა, ამერიკული ელიტის დამოკიდებულებაში ოკუპაციის მოძრაობის მიმართ, რომელიც მიმართული იყო ფინანსური კაპიტალიზმის წინააღმდეგ, შეიძლება დავინახოთ საზოგადოების შეძლებული ნაწილის უკმაყოფილება, როგორც ფინანსური სექტორით, ასევე კორპორაციების მიერ არსებულ პოლიტეკონომიურ სისტემაში დაკავებული გაბატონებული მდგომარეობით. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის გულუხვი შემოწირულობები, რომელსაც ეს მოძრაობა იღებდა საზოგადოებისაგან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოლიტიკური ელიტა დაინტერესებული იყო აგრეთვე ოკუპაციის მონაწილეთა ხმებით, რაც ასევე განაპირობებდა მის მხარდაჭერას ამ მოძრაობისადმი, რომელმაც მთელი ამერიკა მოიცვა და რომლის შეშფოთებასაც ბევრი ამერიკელი იზიარებდა. ოკუპაციის მოძრაობის გავლენა საზოგადოებაზე იყო ლატენტური, მაგრამ გაცილებით უფრო ძლიერი და ღრმა, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა. მან შეარყია ამერიკული საზოგადოების იდეოლოგიური საფუძვლები და დაასუსტა საზოგადოების ცნობიერებაში გაბატონებული სტერეოტიპები, რითაც საფუძველი ჩაუყარა პოლტიკური დღის წესრიგის შეცვლისათვის საჭირო საზოგადოებრივი პირობების განვითარებას. კასტელსის აზრით, ამ მოძრაობამ შეარყია ამერიკული ოცნების საფუძველი, რწმენა შესაძლებლობათა თანასწორობის შესახებ, რომლის წყაროსაც პიროვნული აქტიურობა წარმოადგენს (Castels, 2015:107). 2011 წლის დეკემბერში, Pew Instituteს-ის მონაცემებით, გამოკითხულთა 61% ფიქრობდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური სისტემა უსამართლოდ აყენებდა უპირატეს მდგომარეობაში მდიდრებს, ხოლო 77% კი ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ მეტისმეტად დიდი ხელისუფლება იყო თავმოყრილი მცირერიცხოვანი მდიდარი ადამიანებისა და კორპორაციების ხელში. ნიშანდობლივია, რომ ამ განცხადებას ეთანხმებოდა აგრეთვე რესპუბლიკელების 53%. მაგრამ აქ ყველაზე ახალი და მნიშვნელოვანი, კასტელსის აზრით არის ის, რომ დაიკავე უოლსტრიტმა ჩამოაყალიბა რეალობის, როგორც კლასობრივი ბრძოლის აღქმა. ამ დასკვნას საფუძვლად უდევს 2012 წლის 11 იანვარს გამოქვეყნებული Pew Institute-ის მიერ ჩატარებული ეროვნული გამოკითხვის მონაცემები, რომლის თანახმადაც 18-დან 34 წლამდე ასაკის რესპოდენტების 66%-ს მიაჩნდა, რომ არსებობდა „ძალიან ძლიერი“ ან “ძლიერი კონფლიქტი“ მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ეს მაჩვენებლი 2009 წელთან შედარებით გაზრდილი იყო 19 პროცენტული პუნქტით (Castels, 2015:197). ამ მოძრაობამ არა მხოლოდ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 43 კლასობრივი ბრძოლის რეალობა დაანახა ნათლად საზოგადოებას, არამედ კიდევ უფრო გაძლიერა იმის რწმენაც, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებობდა მწვავე უთანხმოება. გამოკითხულთა 30%-ის აზრით, არსებობდა ძლიერი კონფლიქტი ღარიბებსა და მდიდრებს შორის, რაც წარმოადგენდა 2009 წლის ივლისის გამოკითხვების მაჩვენებლების არა მხოლოდ გაორმაგებას, არამედ მათ ყველაზე უფრო მაღალ დონეს 1987 წლის შემდეგ, როცა პირველად დაისვა ასეთი კითხვა. კონფლიქტი მდიდრებსა და ღარიბებს შორის წინ უსწრებდა ჯგუფობრივი დაძაბულობის წარმოშობის სამ სხვა პოტენციურ წყაროს: წინააღმდეგობას ემიგრანტებსა და ამერიკაში დაბადებულებს, თეთრებსა და შავებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებულებს შორის (Castels, 2015:197). ყველა მთავარი დემოგრაფიული ჯგუფი უფრო ნათლად ხედავდა კლასობრივ კონფლიქტს, ვიდრე ორი წლის წინ. მაგრამ ამ გამოკვლევამ გვიჩვენა ისიც, რომ არსებობდა იმის უფრო დიდი ალბათობა, რომ ახალგაზრდები, ქალები, დემოკრატები და აფრო-ამერიკელები უფრო მეტად დაადასტურებდნენ მწვავე უთანხმოების არსებობას მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ვიდრე უფრო ხანდაზმულები, კაცები, რესპუბლიკელები, თეთრები ან ლათინოამერიკელები, რომლის მაჩვენებელიც 2009 წელთან შედარებით გაიზარდა 19%-ით. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, შედარებით მოკლე ხანში, საზოგადოებრივ აზრში მომხდარი ასეთი ცვლილებები შეიძლება აიხსნას შემოსავლების უთანასწორობის მესიჯის გავრცელებით, რაც თან სდევდა ოკუპაციის მოძრაობის უპრეცედენტო გაფართოებას მთელ ქვეყანაში 2011 წლის ბოლოს, რამაც გამოიწვია ამ თემისადმი ყურადღების აზვირთება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მაგრამ ეს ცვლილებები, მათი აზრით, შეიძლება აიხსნას აგრეთვე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდით ამერიკის საზოგადოებაში საკუთრების განაწილებაში მომხდარი ღრმა ცვლილებების შესახებ (Castels,2015: 197). აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებს თითქმის არავითარი გავლენა არ მოუხდენია საზოგადოების დამოკიდებულებაზე სოციალიზმისა და კაპიტალიზმისადმი. 2010 წლიდან მოყოლებული ამ თალსაზრისით ძალიან ცოტა რამ თუ შეიცვალა. ოკუპაციის მოძრაობის მონაწილეთა უმრავლესობა აშკარად არ აკრიტიკებდა კაპიტალიზმს. მის რიგებში კაპიტალიზმის შესახებ არსებობდა იმდენივე დადებითი აზრი, რამდენიც უარყოფითი. კრიტიკა ფოკუსირებული იყო ფინანსურ კაპიტალიზმზე და იმ გავლენაზე, რომელსაც ის ახდენდა მთავრობაზე და არა კაპიტალიზმზე, როგორც ასეთზე. არსებობს მოსაზრება, რომ ეს მოძრაობა არ მოიცავდა წარსულის იდეოლოგიებს, ხოლო მისი მცდელობები კი მიმართული იყო აწმყოში არსებული ბოროტების აღმოფხვრაზე და მომავლის ახალი საზოგადოების გამოგონებაზე (Castels, 2015:199). მაგრამ შესაძლებელი იყო კი ეკონომიკის გადარჩენა ფინანსური სექტორის გადარჩენის გარეშე, რაც გადასახადების გადამხდელების ხარჯზე მოხდა? იყო ეს ობიექტური აუცილებლობა თუ სუბიექტური გადაწყვეტილების შედეგი? თუ გამოვალთ ჩარლზ ლინდბლომის ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობის თეორიიდან, საბაზრო ეკონომიკის ფუნქციოინირება ობიექტურად საჭიროებს ბიზნესის პრივილეგირებილ პოზიციაში ყოფნას არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ პოლიტიკასა და იდეოლოგიაშიც, რისთვისაც საზოგადოებამ მუდმივად უნდა გაიღოს მსხვერპლი. აქედან გამომდინარეობს ფინანსური სექტორის გადარჩენის აუცილებლობაც გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე, რადგანაც ფინანსები თანამედროვე ეკონომიკის ქვაკუთხედს წარმოადგენენ. მსხვილი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 44 ბიზნესი ყოველთვის პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება საბაზრო ეკონომიკის პირობებში. კრიზისმა მხოლოდ გაამწვავა მის პრივილეგირებულ მდგომარეობასა და საზოგადოების ინტერესებს შორის არსებული წინააღმდეგობა, რომელიც გადაიზარდა ფინანსურ კაპიტალიზმსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირებაში ოკუპაციის მოძრაობის ფართოდ გაშლის ფორმით, რამაც შექმნა რევოლუციური სიტუაცია აშშ-ში. აქვე შეიძლება დავსვათ კითხვა: მოკლე ვადიან პერსპექტივაში, მართალია გადასახადების გადამხდელებმა იზარალეს, მაგრამ როგორი იქნება ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გრძელვადიანი შედეგები მათთვის? ხომ არ არის დაიკავე უოლსტრიტი, უფრო ღრმა და ფუნდამენტალური პრობლემის გამოვლინება, რომელსაც თავად საზოგადოების ფუნდამენტში აქვს ფესვები გამდგარი, რაც არ ჰქონდათ გაცნობიერებული მოძრაობის მონაწილეებს? დასკვნა დაიკავე უოლსტრიტმა და ოკუპაციის მოძრაობამ იმიტომ ვერ შეძლო ფულისა და უოლსტრიტის გავლენისაგან პოლიტიკის გათავისუფლება და ვერც პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა და კორპორაციების გავლენის შესუსტება პოლიტიკაზე, რომ მათ ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობაში აქვთ ფესვები გადგმული, რომლის გარეშეც საბაზრო ეკონომიკასა და მასზე დაფუძნებულ პოლიარქიებს ფუნქციონირება არ შეუძლიათ. ამ მოძრაობამ გამოავლინა პოსტმატერიალიზმის საზოგადოებრივი საფუძვლების დასუსტებისა და სოციალური უთანასწორობის თემის აქტუალურობის გაძლიერების პროცესი და გვიჩვენა, რომ თანამედროვე აშშ დგას თვისებრივი განახლებისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული, ისტორიული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე. გამოყენებული ლიტერატურა 1. OccupyWallstreet. Available at: < http://occupywallst.org/article/unified-theory-revolution/>. (ნანახია:25. 04.2022) 2. Siripuraru, A.(2022) The U.S. Inequality Debate. Council on Foreign Relations . Last updated April 20, 2022. Available at: . (ნანახია; 05. 06. 2022) 3. Underson J.A.(2021) Some Say Occupay Wall Street Did Nothing. It Changed Us More Than We Think. Time. November 15, 2021 . Available at: . (ნანახია: 30.02.2022) http://occupywallst.org/article/unified-theory-revolution/ https://www.cfr.org/%20%20/us-inequality-debate#:~:text=In%202021%2C%20the%20top%2010,percent%20of%20wealth%20in%202021 https://www.cfr.org/%20%20/us-inequality-debate#:~:text=In%202021%2C%20the%20top%2010,percent%20of%20wealth%20in%202021 https://time.com/6117696/occupy-wall-street-10-years-later/ https://time.com/6117696/occupy-wall-street-10-years-later/ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 45 4. Egan E, Nicholas M.(2011) Who’s behind the Wall Street protests? REUTERS, October 14,2011. Available at:< https://www.reuters.com/article/us-wallstreet-protests-origins- idUSTRE79C1YN20111014>. (ნანახია: 2.05.2022) 5.The Interview: Kalle Lasn-Power in your hands. (2014) GALE ONE FIlE. Business. sept.1 2014 https://go.gale.com/ps/i.do?p=ITBC&sw=w&u=otta77973&v=2.1&it=r&id=GALE%7CA382203327&asi d=39caa05cdc0949ab5f86a1a8151dbf47 (ნანახია: 5.05.2022) 6. Milkman R, Luce S.(2014) Changing The Subject : Occupy Wallstreet ‘s Active moments and Prospects In comparative Perspective. July 2014 Conference XVIII ISA World Congress of Sociology . Available at:._ (ნანახია: 10.05.2022) 7.Facts about occupy wall street.Available at:< http://occupywallst.org/article/facts-about-occupy- wall-street/>. (ნანახია:25.04.2022) 8. Gallagher R. (2011) The”Occupy movement’s spanish roots”. Newstatemen. 25 October,2011. Available at:< https://www.newstatesman.com/politics/2011/10/occupy-movement-madrid>. (ნანახია: 20.04.2022) 9. Lobosco K.(2022) Here’s what it would mean to these Americans if Biden canceled student loan debt. CNN politics, June 18, 2022. Available at: . (ნანახია: 7.07. 2022) 9. Olla A. (2021) Occupy Wall Street swept the World and achieved a lot, even if it may not feel like it. The Gurdian . 6 Oct. 2021. Available at: https://www.theguardian.com/commentisfree/2021/oct/06/occupy-wall-street-achieved-a-lot-even- if-it-may-not-feel-like-it (ნანახია:18.04.2022) 10. WEINGER M.( 2011) Obama embrases Wall St. protesters 10.05.2011. Updated 10.06.2011 POLITICO . Available at: https://www.politico.com/story/2011/10/obama-embraces-wall-st- protesters-065215 (ნანახია: 22.04.2022) 11. Devarieux J.(2011) Pelosi Supports Occupy Wall Street Movement October 09/2011.12.15 A.M. Available at: < https://abcnews.go.com/Politics/pelosi-supports-occupy-wall-street- movement/story?id=14696893 >. (ნანახია: 22.04.2022) 12. Jenson M., Bang H. P. (2013) Occupy Wall Street: A New Political Form of Movement and Community? Journal of Information Technology@Politics . October 2013. 13.Gorenstain P. (2011) Trump: Occupy Wall Street Indicates” There Is Something Wrong With Country.” yahoo! finance. October 20,2011. Available at:< https://finance.yahoo.com/blogs/daily- ticker/trump-occupy-wall-street-indication-something-wrong-country- https://www.reuters.com/article/us-wallstreet-protests-origins-idUSTRE79C1YN20111014 https://www.reuters.com/article/us-wallstreet-protests-origins-idUSTRE79C1YN20111014 https://go.gale.com/ps/i.do?p=ITBC&sw=w&u=otta77973&v=2.1&it=r&id=GALE%7CA382203327&asid=39caa05cdc0949ab5f86a1a8151dbf47 https://go.gale.com/ps/i.do?p=ITBC&sw=w&u=otta77973&v=2.1&it=r&id=GALE%7CA382203327&asid=39caa05cdc0949ab5f86a1a8151dbf47 https://www.researchgate.net/publication/268126261%3e._ http://occupywallst.org/article/facts-about-occupy-wall-street/ http://occupywallst.org/article/facts-about-occupy-wall-street/ https://www.newstatesman.com/politics/2011/10/occupy-movement-madrid https://edition.cnn.com/2022/06/18/politics/borrowers-student-loan-debt-biden/index.html https://www.theguardian.com/commentisfree/2021/oct/06/occupy-wall-street-achieved-a-lot-even-if-it-may-not-feel-like-it https://www.theguardian.com/commentisfree/2021/oct/06/occupy-wall-street-achieved-a-lot-even-if-it-may-not-feel-like-it https://abcnews.go.com/Politics/pelosi-supports-occupy-wall-street-movement/story?id=14696893 https://abcnews.go.com/Politics/pelosi-supports-occupy-wall-street-movement/story?id=14696893 https://finance.yahoo.com/blogs/daily-ticker/trump-occupy-wall-street-indication-something-wrong-country-142423579.html?guccounter=1&guce_referrer=aHR0cHM6Ly93d3cuZ29vZ2xlLmNvbS8&guce_referrer_sig=AQAAANIbe-_NmgjEpPHHURUb6 https://finance.yahoo.com/blogs/daily-ticker/trump-occupy-wall-street-indication-something-wrong-country-142423579.html?guccounter=1&guce_referrer=aHR0cHM6Ly93d3cuZ29vZ2xlLmNvbS8&guce_referrer_sig=AQAAANIbe-_NmgjEpPHHURUb6 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 46 142423579.html?guccounter=1&guce_referrer=aHR0cHM6Ly93d3cuZ29vZ2xlLmNvbS8&guce_referr er_sig=AQAAANIbe-_NmgjEpPHHURUb6> (ნანახია: 25. 06.2022) 14. Castels M. (2015) Networks of Outrage and Hope:Social Movements In The Internet Age. Second edition. Polity 15. Линдблом Ч. (2005) Политика и Рынки.Институт Комплексных Стратегических Исследовании. Москва 16. Сорос Дж.(1999) Кризис мирового капитализма.Пер. с англ.-М.:Инфра-М Social movements and business privilege in the US: Occupy Wall Street Valerian Dolidze1, Avtandil Tukvadze2, Akaki Abzianidze3, Giorgi Kvinikadze4 1Doctor of historical sciences, associate professor, Ivane Javakhishvili Tbilis State University 2Doctor of political sciences, associate professor, Ivane Javakhishvili Tbilis State University 3 Doctor of political sciences, professor, Georgian National University 4Doctor of geographical sciences, associate professor, Ivane Javakhishvili Tbilis State University Abstract In the article the results of the “Occupy Wall Street” and the occupation movement in the USA are analized from the point of view of Charlz Lindblom’s theory of privileged position of business in poliarchy. In the authors’ view Occupy Wall Street formed a revolutionary situation, which was differed from the classical revolutionary situations by its peacefull character, solidarity of the American meinstream to the peoples protest and peacefull character. Occupation movement showed that it was impossible to rule in old way and people didn’t want to live the old way. This movement was directed against privileged position of business in poliarchy. Occupation movenet couldn’t weaken influence of money and big corporations on the decision making process because both are manifestations of the privileged positions of business in poliarchies, without which functioning of market economy is impossible. But Occupay Wall Street and occupation movement weakened ideoplogical pillars and stereotypes of American society. Key words: democracy, social, movements, wall–street, occupation https://finance.yahoo.com/blogs/daily-ticker/trump-occupy-wall-street-indication-something-wrong-country-142423579.html?guccounter=1&guce_referrer=aHR0cHM6Ly93d3cuZ29vZ2xlLmNvbS8&guce_referrer_sig=AQAAANIbe-_NmgjEpPHHURUb6 https://finance.yahoo.com/blogs/daily-ticker/trump-occupy-wall-street-indication-something-wrong-country-142423579.html?guccounter=1&guce_referrer=aHR0cHM6Ly93d3cuZ29vZ2xlLmNvbS8&guce_referrer_sig=AQAAANIbe-_NmgjEpPHHURUb6