Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 93 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.12 ეს საინტერესოა! მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ნადირაძე https://orcid.org/0000-0002-4764-655X რუსები: ვინ არიან ისინი? რუსეთის(!) მეცნიერთა მიერ დადგენილია, რომ რუსები გენეტიკურად მიეკუთვნებიან არა სლავურ, არამედ ფინურ-უგორულ ხალხთა ჯგუფს(!) XX საუკუნეში გენეტიკამ მიაღწია უდიდეს წარმატებებს. დღეისათვის, XXI საუკუნეში კი მეცნიერებს შეუძლიათ ადამიანის ყველა გენების გაშიფრვა. „დნმ” - ანალიზის ყველაზე მოწინავე მეთოდებად ითვლება ადამიანის მიტოქონდრიულ „დნმ”-სა და Y-ქრომოსომის „დნმ”-ის სეკვენირება (გენეტიკური კოდის ასო-ასო წაკითხვა). მიტოქონდრიული „დნმ”-ი გადაიცემა მდედრობითი ხაზით თაობიდან თაობაზე პრაქტიკულად უცვლელად დედამიწაზე homo sapiens-ის გაჩენის დროიდან. Y-ქრომოსომა აქვთ მხოლოდ მამაკაცებს, ამიტომ ისიც ასევე პრაქტიკულად უცვლელად გადაეცემა მამრობით შთამომავლობას. დანარჩენი ქრომოსომები კი შვილებზე მშობლების მიერ გადაცემისას ირევა ბუნებით, როგორც ბანქოს დასტა დარიგების წინ. ამრიგად, განსხვავებით ირიბი ნიშნებისაგან (გარეგნობა, სხეულის პროპორციები), მიტოქონდრიული და Y-ქრომოსომის „დნმ”-ების სეკვენირება უდავოდ ადასტურებს ადამიანთა ნათესავობის ხარისხს. დასავლეთში ეს მეთოდები გამოიყენება უკვე ბოლო სამი ათწეულია. ყოფილ საბჭოთა კავშირში ეს მოხდა მხოლოდ ერთხელ – წინა საუკუნის შუა 90-იანებში იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის ნეშტის იდენტიფიკაციისას. მაგრამ 2000 წელს რუსეთის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 94 ფუნდამენტური კვლევების ფონდმა გამოუყო გრანტი რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მედიკო-გენეტიკური ცენტრის პოპულაციური გენეტიკის ლაბორატორიის მეცნიერებს, და ამ უკანასკნელებმა მაქსიმალურად შეისწავლეს რუსი ხალხის გენოფონდი. კვლევების შედეგებმა გააოცა მეცნიერები. მაგალითად, გაირკვა, რომ Y-ქრომოსომის მიხედვით ე.წ. „გენეტიკური მანძილი” რუსებისა და ფინურ-უგორულ ხალხებს შორის, რომლებიც დასახლებული არიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე (მარიელები, ვეფსები, მორდვა და სხვ.), უდრის 2-3 პირობით ერთეულს, ანუ გენეტიკურად ისინი პრაქტიკულად იდენტურნი არიან. ანალოგიური მაჩვენებელია მიღებული რუსების მხრიდან ფინელებთან მიმართებაში – 30 ერთეული (ახლო ნათესავობა). მიტოქონდრიული „დნმ”-ის ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსებისთვის ახლო ნათესავებს წარმოადგენენ თათრებიც, რომლებიც იმყოფებიან მათგან 30 პირობითი ერთეულის მანძილზე. რაც შეეხება ბელორუსებს, რომლებიც ითვლებიან რუსებისთვის ყველაზე ახლო მონათესავე ხალხად, ისინი სინამდვილეში გენეტიკურად ძალზე შორს იმყოფებიან რუსებისგან (!) და, ფაქტიურად, იდენტურნი არიან პოლონელებთან, ჩეხებთან და სლოვაკებთან, ანუ შედიან დასავლეთ სლავების ჯგუფში. უკრაინის ტერიტორიაზე დასახლებულია ორი პრაქტიკულად სხვადასხვა ეთნოსი. თუ აღმოსავლეთ უკრაინელები გენეტიკურად თითქმის არ განსხვავდებიან რუსების, კომის, მორდვასა და მარიელებისაგან, დასავლეთ უკრაინელები არ არიან რუსეთისა და აღმოსავლეთ უკრაინის „რუსოფინელები” და წარმოადგენენ სლავებისა და სარბატული ფესვების მქონე ხალხების ნაზავს. ეს ორი ეთნოსი განსხვავდება ერთმანეთისაგან გარეგნულადაც: ტიპიური რუსი – ეს არის საშუალო აღნაგობისა და საშუალო სიმაღლის ღია წაბლისფერთმიანი ადამიანი ნაცრისფერი ან ცისფერი თვალებით, ეტალონური უკრაინელი კი – შავგვრემანი, სახის სწორი ნაკვთებითა და თაფლისფერი თვალებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტერიტორია, რომლის მოსახლეობა ატარებს „ჭეშმარიტ რუსულ” (არსებითად - უგრო-ფინურ) გენებს, გეოგრაფიულად ემთხვევა შუა საუკუნეების „მოსკოვის სახელმწიფოს” ტერიტორიას, რომელიც დასავლეთით ესაზღვრებოდა „დიდ ლიტვურ სათავადოს”. ეს საზღვარი ჰყოფდა ორ მოწინააღმდეგე ქვეყანას, რომლებიც XIII-XV საუკუნეების მანძილზე გარდამავალი უპირატესობითა და წარმატებით აცხადებდა პრეტენზიას ჰეგემონის როლზე აღმოსავლეთ ევროპაში. ფაქტიურად, ეს იყო საზღვარი ორ ეთნოსს (ფინურ რუსეთსა და სლავურ რუსეთს) შორის. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 95 აღსანიშნავია, რომ „დიდი ლიტვური სათავადოს” ბირთვს წარმოადგენდნენ თანამედროვე ბელორუსები, რომლებსაც მაშინ ერქვათ „ლიტვინები”, ბელორუსულ მიწებს კი - „ლიტვა”; ამასთან, მკაფიოდ იყო გამოყოფილი „ბალტიის ჟემაიტია”, ანუ „სამოგიტია” (ახლანდელი ლიტვა) - „დიდი ლიტვური სათავადოს” ჩრდილო-დასავლეთი პროვინცია. მიუხედავად მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთობისა, გენეტიკური განსხვავებები ამ ორ ეთნოს შორის წარმოუდგენლად დიდი იყო. დასავლეთ, ანუ „სლავური” რუსეთი, მიილტვოდა პოლონელებისკენ, რომლებთანაც შექმნა ერთიანი სახელმწიფო - „Речь Посполитая”. აღმოსავლეთ, ანუ „ფინური” რუსეთი კი, გენეტიკურად ახლო მყოფ თათრებთან, შედიოდა „ოქროს ორდის” შემადგენლობაში, რომელსაც შემდგომში მოსკოვის თავადობამ, ჩაიგდო რა ხელში ძალაუფლება, დაარქვა „მოსკოვია”. შესაძლოა, სწორედ ეთნიკური განსხვავებები გახდა ძირითადი მიზეზი მრავალსაუკუნოვანი მტრობისა აღმოსავლეთ ევროპის ორ წამყვან სახელმწიფოებს შორის. საბოლოოდ, ეს ურთიერთდაპირისპირება და მტრობა დამთავრდა „მოსკოვიის” გამარჯვებით, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი მომხდარიყო პირიქით. თუმცა, ისტორია „არ აღიარებს” კავშირებით კილოს... გამოყენებული ლიტერატურა 1. ვ. მედნიკოვის სტატია ჟურნალიდან «Тайны ХХ века», 2018, № 42. 2. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია; 3. ბ. აკუნინი: «История Российского государства», 3-ტომიანი, 2013.