Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 96 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.13 ეს საინტერესოა! მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ნადირაძე https://orcid.org/0000-0002-4764-655X ჰიტლერი კავკასიაში ეძებდა „გრაალს!” ჯერ კიდევ 1912 წელს მომავალი ფიურერი შემთხვევით აღმოჩნდა ჰოფბურგის კოშკის ჰაბსბურგების განძეულის დარბაზში. იქ მან იხილა „ბედის შუბი” და მოისმინა, თუ როგორ „ბედის შუბის” წყალობით ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანმა, დიდმა კარლმა და ფრიდრიხ ბარბაროსამ გაითქვეს სახელი, როგორც უდიდესმა მეომრებმა და იმპერიების შემქმნელებმა. ხელისუფლების უკვდავსაყოფად განთქმულ ბელადებს არ ჰყოფნიდათ ერთი რამ – უკვდავების მომნიჭებელი „გრაალის ფიალა”. მაგრამ გრაალის მცველების – ტამპლიერების ორდენი გაანადგურა ფრანგთა მეფემ ფილიპე „ლამაზმა”. მისი განძეული კი უკვალოდ გაქრა: მდევნელებს ერგოთ ფული, მიწები, კოშკები, რელიქვია კი – არც ერთი. ტამპლიერებს დევნიდნენ თითქმის მთელ ევროპაში, მაგრამ ბევრმა მათგანმა მოახერხა მიმალვა. ორდენის სათავეში მდგომნი აღმოჩნდნენ მეფე ფილიპეს ხელში, მაგრამ შედარებით დაბალი რანგის ხელმძღვანელების შეპყრობა ვერ მოხერხდა და მიუხედავად ხელისუფლების მაღალი წრის წარმომადგენლების არაერთი ცდისა შეეღწიათ „გრაალის” საიდუმლოში, ეს უკანასკნელი დარჩა საიდუმლოდ - არტეფაქტი გაქრა უკვალოდ. სამაგიეროდ „ბედის შუბი” იმყოფებოდა სულ ახლოს – მეზობელი ავსტრიის ტერიტორიაზე. თავად ჰიტლერი არაერთხელ აღიარებდა, რომ დაინახა რა ეს არტეფაქტი, მაშინვე იგრძნო უხილავი კავშირი მასთან და მიხვდა, რომ ეს გარდატეხის მომენტია მის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 97 ცხოვრებაში. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში, დან- გრეულ და გაღატაკებულ გერმანიაში, პირველ რიგში მან გადაწყვიტა დაპატრონებოდა ჰაბსბურგების განძეულს. თუმცა, თავიდან სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა ზოგადად ისეთი იყო, რომ სასურველი ნივთის პირდაპირი მიტაცება ვერ ხერხდებოდა. 1934 წელს ავსტრიაში ჰიტლერი შეეცადა გადატრიალების განხორციელებას, მაგრამ წარუმატებლად. 1938 წელს ადგილობრივი ფაშისტების აჯანყების საშიშროების არსებობის გამო ავსტრიის მთავრობა გადადგა. ჰიტლერმა ჩაიგდო ხელში სანატრელი „ბედის შუბი” და მოათავსა იგი ნიურნბერგის წმინდა ეკატერინეს ეკლესიაში და იმავდროულად რადიოთი ამცნო გერმანელ ხალხს, რომ „შეასრულა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მისია”. და მართლაც, ამის შემდგომ ნაცისტების დარტყმების შედეგად ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო ნგრევა ევროპულმა სახელმწიფოებმა: ჩეხოსლოვაკიამ, პოლონეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, იუგოსლავიამ, საბერძნეთმა, საფრანგეთმა. შედარებით მოკლე დროში გერმანია გაიშალა იმხელა ტერიტორიებზე, რომლებიც არც დასიზმრებიათ რომის იმპერატორებსაც კი. ისედაც მიდრეკილი მისტიკურ თეორიებისკენ, ჰიტლერი თვლიდა, რომ რადგან „ბედის შუბი” გამოდგა ასეთი ძლევამოსილი, იგი (ჰიტლერი) აუცილებლად უნდა დაუფლებოდა „გრაალის ფიალას”, მაშინ მისი ძალაუფლება გახდებოდა უსაზღვრო. ამ საკითხში ფიურერს ჰყავდა აუარებელი მომხრეები. 1938 წლისათვის გერმანულ სიძველეთა ქომაგების მოკრძალებული საზოგადოება, დაარსებული ისტორიკოს-ავან- ტიურისტის ჰერმან ვირტის მიერ, გადაიქცა ძლევამოსილ კვლევით ინსტიტუტად - „ანენერბე” („წინაპართა მემკვიდრეობა”), რომელსაც მფარველობდა „SS”. გარდა მდ. რაინის წყლებიდან ოქროს მოპოვების, მისტიკური „შამბალას” შესასვლელის უშედეგო ძიების და ტელეპათიის სამხედრო კავშირის საშუალებად გადაქცევის, ასევე უშედეგო ცდებისა, ეს „ინსტიტუტი” შეუდგა „გრაალის ფიალის” ძიებასაც. სად შეეძლოთ ტამპლიერებს გადაემალათ „გრაალი”? ევროპაში ეს იყო პორტუგალია, არაგონი და კვიპროსი, რომელიც წარმოადგენდა ტამპლიერების ნამდვილ ციტადელს და სადაც ეს უკანასკნელნი შეადგენდნენ რაინდობის საფუძველს. მაგრამ კვიპროსზე „გრაალის” კვალი ვერ იქნა ნანახი ვერც შუა საუკუნეებში, ვერც მოგვიანებით. მუსლიმურ ქვეყნებში ტამპლიერები მას ვერ გადაიტანდნენ, ისევე როგორც ევროპის მტრულად განწყობილ ქვეყნებში. მისტიკოსების ყურადღება, ბუნებრივად, მიიპყრო ტერიტორიებმა, რომლებიც დასახლებული იყო კავკასიის ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი ხალხებით – საქართველოს, სომხეთისა და ზოგიერთი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 98 მცირერიცხოვანმა მთის ტომებით. ამ ვერსიის მხარდამჭერებს „ზურგი გაუმაგრა” XIX საუკუნის გერმანელი ეთნოგრაფისა და ისტორიკოსის ბლუმენბახის სწავლებამ, რომელმაც პირველად დაარქვა თეთრ რასას „კავკასიური” და სწორედ კავკასიაში მოათავსა არიული ხალხების „აკვანი”! საბჭოთა კავშირისა და გერმანიის მშვიდობიანი თანაარსებობის პერიოდში კავკასია გერმანელების მიერ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იყო შესწავლილი. გარკვეული დროის მანძილზე ამ კვლევებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, მაგრამ უკვე 1930-იანი წლების ბოლოს შინაგანმა ჯარებმა მჭიდროდ გადაკეტეს იალბუზის მიმდებარე ტერი- ტორიების რამდენიმე რაიონი. კრემლის პრაგმატიკოსები თვლიდნენ, რომ გერმანელები ეძებდნენ ნავთობს, რამეთუ ჩრდილო- და ამიერკავკასიაში ომის წინ თავმოყრილი იყო საბჭოთა ნავთობის 90%, მაგრამ სინამდვილეში გერმანელი „სამხრეულებიანი ისტორიკოსები” ეძებდნენ არა ნავთობს, არამედ „არიულ სათაყვანოებს”. ჯვაროსნების შთამომავლები როდესაც კავკასიაში შეწყდა რუსეთის იმპერიის ომები მუსლიმებთან, ამ ტერიტორიას დაუყოვნებლივ მიაწყდნენ ისტორიკოსები და მკვლევარები: რუსეთი ლამბოდა უცნობ სამყაროსთან შეხებას, კავკასია კი შეხვდა მათ გაგებით და უხსნიდა ისეთ საიდუმლოებებს, რომლებიც ევროპელ ისტორიკოსებს არც კი დასიზმრებიათ. მაგალითად, ხევსურები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ერთ-ერთ მცირე- რიცხოვან ხალხს, წინა საუკუნის დასაწყისშივე სახლში ინახავდნენ წინაპართა იარაღსა და საჭურველს: ხოუბრეკებს (ჯავშნის პერანგი კაპიშონით), ორპირა მახვილს, სამკუთხედა ფარებს, მიზერიკორდიებს („გულმოწყალების ხანჯალი”). დაახლოებით იგივე შეიარაღებას ინახავდნენ XX საუკუნის 50-იან წლებამდე ფშაველები, რომელთა „არსენალში” იყო, აგრეთვე, კაჟიანი თოფებიც. თუშებმა გაითქვეს სახელი კავკასიაში, როგორც გამაგრებული ქვის კოშკების უბადლო მშენებლებმა. ეს კოშკები კი საოცრად იმეორებდნენ შუასაუკუნოვან ევროპულ კოშკურ არქიტექტურას. XIX საუკუნის რუსმა მხარეთმცოდნემ გ. პროზრიტელევმა კავკასიის რამდენიმე მდინარის ხეობაში აღმოაჩინა რაინდების უცნაური ქანდაკებები. ისინი ჰგავდნენ ჯვაროსნებს, ერთ-ერთ მათგანს კი ხელში ეჭირა ფიალა. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ „გრაალის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 99 ფიალის” კულტურის სათავეები, როგორც ზოგადად ევროპული რაინდობის ფესვები, თვით კავკასიურ ხალხებშია. მაგალითად, ზოგიერთი მდინარის ხეობაში არქეოლოგები არაერთხელ ნახულობდნენ „ასტრონომიულ ფიალისებურ ქვებს”, რომელთაგან თითოეული წარმოადგენდა „ფიალასაც, ქვასაც და წიგნსაც ვარსკვლავური წარწერებით”. ეს სავსებით შეესაბამება „გრაალის” აღწერილობას ევროპულ რაინდულ პოემებში. ბუნებრივია, „ანენერბეს” ავანტიურისტებს არ შეეძლოთ არ სცოდნოდათ ამ თეორიების შესახებ და ისინი ხარბად მათ ჩაეჭიდნენ: ტიბეტამდე, ინდოეთამდე ან სამხრეთ ამერიკამდე მიღწევა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გახდა ძალზე ძნელი; ალპებმა, როგორც წმინდა ძალების შესაძლო ადგილსამყოფელმა, არ გაამართლა, კავკასიის იდუმალი და გამოუცნობი მთები კი გამოიყურებოდნენ სავსებით პერსპექტიულად. ედელვაისები „ყვავილობდნენ ხანმოკლედ” 1942 წლის ივლისში ჰიტლერმა გამოსცა დირექტივა სახელწოდებით „ედელვაისი”, რომელიც ითვალისწინებდა სტალინგრადზე მიმავალი ჯარებიდან გარკვეული ნაწილის გამოყოფას ჩრდილოეთ კავკასიის დასაპყრობად და ბაქოს ნავთობსაბადოებთან გასვლას. აქ უპრიანია აღინიშნოს ზოგიერთი უცნაურობები ჰიტლერის გადაწყვეტილებებში: ანალოგიური დირექტივა მან გამოსცა 1941 წელს, მაგრამ მაშინდელი იერიშის მარცხი აღიქვა მშვიდად, 1942 წლის ზაფხულში კი ფრონტალური დარტყმა სამხრეთის მიმართულებით არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა – გაცილებით უფრო პერსპექტიული იყო სტალინგრადის აღება, რადგან ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის ძირითადი რეგიონები „მოიჭრებოდა” ბაქოს ნავთობისაგან. ამასთან, თვით შეტევის მიმართულება გამოიყურებოდა უცნაურად: ნაცისტები ილტვოდნენ უფრო იალბუზის მიდამოებისკენ, ვიდრე ბაქოსკენ. 1942 წლის 21 აგვისტოს სამხედრო ალპინისტების ჯგუფმა აღმართა იალბუზის მწვერვალზე ნაცისტური დროშა. ეს ფაქტი გამოიყურებოდა ძალზე ეფექტურ პროპა- განდისტულ ტრიუკად, მაგრამ ... ჰიტლერი, თვითმხილველთა მოწმობით, ძალზე გაბრაზდა. ჩვეულებრივ, სპეცეფექტების დიდმა მოყვარულმა – ფიურერმა – ამჯერად ჯეროვნად ვერ შეაფასა თავისი ჯარისკაცების თავგამოდება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 100 იმავდროულად „ანენერბეს” ოკულტისტები ძალზე გააქტიურდნენ იალბუზის ირგვლივ. მთის მიდამოებთან ოპერატიულად ჩამოიყვანეს ერთ-ერთი სექტის წარმომად- გენლები ნაცისტების უმაღლეს ჩინოსანთა თანხლებით, მაგრამ არც ეს უკანასკნელნი და არც ბერები უკან არ დაბრუნებულან. მალე ყველა გერმანელმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა, აგრეთვე ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიგო, რომ ნაცისტები მთებში ეძებენ რაღაც იდუმალ გამოქვაბულს. მაგრამ „ანენერბეს” ფსევდომეცნიერების გეგმებს არ ეწერათ განხორციელება, ან არასაჭირო დროს აღმართულმა იალბუზზე ნაცისტურმა დროშამ მართლაც განარისხა „უმაღლესი ძალები”, ან „სამხედრო ფორტუნამ” საბოლოოდ ზურგი აქცია ვერმახტს, ასეა თუ ისე, დამპყრობლებს მოუხდათ უკან დახევა. ჯერ კატასტროფა მოხდა სტალინგრადში, შემდეგ ნაცისტებმა დატოვეს კავკასიაც. შეიტყო რა ის ფაქტი, რომ იალბუზზე ნაცისტური დროშის ნაცვლად ფრიალებს წითელი ალამი, პროპაგანდის მინისტრმა ჰებელსმა წამოიძახა: „თვით იდეა, სამყაროს აღქმა და გაგება მარცხდება; სულიერი ძალები იქნება დამარცხებული და ახლოვდება განკითხვის ჟამი!”. გამოყენებული ლიტერატურა 1. ბ. შაროვის სტატია ჟურნალიდან „Тайны и загадки», 2018, № 5; 2. ა. ჰიტლერი: „Mein Kampf “-ი („ჩემი ბრძოლა”); 3. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია.