Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 116 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.15 საქართველოში ადგილობრივ დონეზე გენდერის სფეროში არსებული მდგომარეობა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმები კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, ასოცირებული პროფესორი აბსტრაქტი ნაშრომი მიზნად ისახავს, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებასთან დაკავშირებული აქტუალური მდგომარეობის აღწერას და საჭიროებების/მოთხოვნილებების იდენტიფიცირებას, ვითარების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით - ბიუჯეტის, მომსახურების, დაგეგმვის, კანონმდებლობისა და ქალთა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით. კვლევის მიზანია, საქართველოში ადგილობრივ დონეზე გენდერის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმები შესწავლა. საძიებო სიტყვები: ადგილობრივი თვითმმართველობა, გენდერული თანასწორობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, ინსტიტუციური მექანიზმები შესავალი სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე ეფექტური გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გენდერული თანასწორობის მიღწევის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, აგრეთვე, ამ სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებას. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 117 სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განისაზღვრა, რომ, ერთი მხრივ, საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა24 და, მეორე მხრივ, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.25 კვლევების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საქართველოში პოსტსაბჭოთა პერიოდთან შედარებით გენდერული თანასწორობის პოლიტიკა განვითარდა რაც გამოიხატება იმაში, რომ უახლოეს წარსულში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, ოჯახში ძალადობას არანაირი აღიარება არ ჰქონდა არც საკანონმდებლო და არც საზოგადო სივრცეში. ამ ეტაპზე სიტუაცია გაუმჯობესებულია, საკანონმდებლო დონეზე არაერთი რეგულაცია შემუშავდა - 2006 წელს სახელმწიფომ კანონი მიიღო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ხოლო 2010 წელს გენდერული თანასწორობის კანონი, ცვლილებები შევიდა საარჩევნო კვოტებთან დაკავშირებით კანონში, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებს ეხება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკოს ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობას გულისხმობს.26 კანონმდებლობის თვალსაზრისით მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად შეიქმნა კანონის და სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის განხორციელების პარლამენტის თავჯდომარესთან არსებული მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უშუალოდ ჩართულია გენდერული პოლიტიკის გატარების პროცესში და მონაწილეობს სამოქმედო გეგმების დასახვაში - გაზრდილია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დაინტერესება. ბოლო წლების განმავლობაში იგრძნობა საზოგადოების განწყობების მცირედი ცვლილება უკეთესობისაკენ გენდერული თანასწორობის მიმართულებით, რაც საზოგადოების მხრიდან რეაქციიების და მგრძნობელობის გაზრდის მიმართულებით შეინიშნება. თუ ადრე ოჯახურ ძალადობის თემას ცინიკურად ეკიდებოდნენ, დღეს ეს დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად შეცვლილია. გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ პოლიტიკაში თანაბრად უნდა იყვნენ ქალებიც და მამაკაცებიც. გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ ქალს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკონომიკური შემოსავალი. იმ ქალების რიცხვი გაიზარდა ვინც აცნობიერებს და აღიარებს, რომ დისკრიმინირებულია. თუმცა, სოციოლოგიური კვლევები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებების და წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარება დიდ სირთულეს წარმოადგენს. საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარება მთელრიგ სირთულეებს აწყდება და გენდერის აქტივისტების მიერ საკმაოდ არადამაკმაყოფილებლად ფასდება: 24 ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსი, მუხლი 852. 25 იქვე, მუხლი 861. 26 ჯაფარიძე ელენე, 2012. CSS. გენდერული თანასწორობის პროგრამა. საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შეფასება ქალთა ორგანიზაციების მიერ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 118  უპირველესად, იმიტომ, რომ არსებული კანონები საკმარისად დახვეწილი და ქართულ რეალობას მორგებული არ არის და რაც მთავარია, კანონთა აღსრულება ხშირ შემთხვევაში არ ხდება. საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად გამოკითხულ ექსპერტთა უმეტესობას სტატისტიკური მონაცემები მოყავს მაგალითად, რომლებიც ცხადყოფს, რომ საქართველო ეუთოს ქვეყნებს შორის გენდერული თანასწორობის მიმართულებით 135 ქვეყნიდან 86-ე ადგილს იკავებს.  გვაქვს ფურცელზე უამრავი კანონი, CEDAW კონვენცია მივიღეთ, მაგრამ რეალურად არანაირი ქმედებები არ არის.  მმართველობითი სტრუქტურები სათანადოდ ვერ აცნობიერებენ გენდერული თანასწორობის რეალურ მნიშვნელობას და შესაბამისად, არაეფექტურად ცდილობენ უთანასწორობასთან გამკლავებას.  ექსპერტებმა ყურადღება იმ საკითხზეც გაამახვილეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ნება, რომ სრულყოფილი გენდერული პოლიტიკა გაატაროს. გენდერული თანასწორობის განხორციელება არ უნდა იყოს დამოკიდებული საერთაშორისო დონორებზე, რომლეთა პრიორიტეტი და სამოქმედო გეგმაში შესული პუნქტია საქართველოში ამ სფეროს განვითარება.  გენდერულ პოლიტიკას დღეს სქართველოში ქმნიან ის ნორმატიული მოთხოვნები რაც ახლავს საერთაშორისო საზოგადოებას, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით ძალიან ცოტა ძალაა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა განხორციელდეს.  ექსპერტები თვლიან რომ სახელმწიფოს მხრიდან გენდერული თანასწორობის მიმართულებით ღონისძიებების ჩასატარებლად არასაკმარისი თანხები გამოყოფა; მათ მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში გენდერული პოლიტიკის განსახორციელებლად ბევრად მეტი ფიზიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსია საჭირო, ხოლო სახელმწიფო საკითხზე ფოკუსირებას არ ახდენს და მწირ თანხებს გამოყოფს. ამ თანხებსაც იმიტომ გამოყოფს, რომ უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას.  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი არასაკმარისი დაფინანსების გარდა, კვლევები ყურადღებას ამახვილებენ ქალთა პასიური მდგომარეობის კავშირზე ეკონომიკურ ფაქტორებთან. ეკონომიკური სიღარიბის ფონზე შეუძლებელია ქალს ჰქონდეს მოტივაცია და დრო სხვადასხვა სოციალურ და მითუმეტეს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული. ქალების გააქტიურება მათი ეკონომიკური გაძლიერებაშია. გამოითქმის ვარაუდი, რომ როგორც კი საშუალო ფენის წარმომადგენელი ქალები ეკონომიკურად გაძლიერდებიან, მათი ინერტული პოზიციაც გაქრება და სხვადასხვა სოციალურ პროცესში უფრო აქტიურად ჩაებმებიან. თუმცა მეორეს მხრივ, თუარ გააქტიურდნენ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური პერსპექტივებიც ნაკლებ რეალისტურია.  პეკინის მოქმედებათა პლატფორმის 289 პუნქტის თანახმად, ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე დამყარებული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინტელექტუალური კლიმატის შექმნა საქართველოს რეალობაში სუსტად არის განხორციელებული. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 119 1. სოციოლოგიური კვლევის მონაცემების ანალიზი 1.1 კვლევის დიზაინი - კვლევის მეთოდოლოგია მოცემული ემპირიული სოციოლოგიური კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ადგილობრივ დონეზე გენდერის სფეროში არსებული ვითარების და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმების შესწავლას. კვლევაში აღწერილი და გაანალიზებულია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომელების და ადგილობრივი მოსახლეობის სურვილები, მოთხოვნები, პრეტენზიები და მოსაზრებები ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტულ საჭიროებებთან დაკავშირებით. დასახული მიზნებიდან გამომდინარე გამოიყო ემპირიული სოციოლოგირი კვლევის ორი ობიექტი:  სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები;  სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. სოციოლოგიური კვლევა დაეყრდნო თვისებრივი და რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდებს. თვისებრივი კვლევის მეთოდები. მოხდა მოცემული კვლევისათვის ადეკვატური მეთოდების შერჩევა - კვლევა დაეყრდნო სიღრმისეული ინტერვიუების და დოკუმენტების ანალიზის მეთოდებს: სიღრმისეული ინტერვიუები - ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით, არასტრუქტურიზებული სოციოლოგიური კვლევის კითხვარით, რაც გულისხმობს საუბარს კითხვების მკაცრი დეტალიზაციის გარეშე, მაგრამ ერთიანი გეგმის მიხედვით. სიღრმისეული ინტერვიუ არის პირისპირ საუბარი რესპონდენტთან (face to face interview), რომელიც ტარდება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. დოკუმენტების ანალიზის მეთოდის გამოყენებით მოხდა თვითმმართველობის სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზი. კერძოდ, გამოვითხოვეთ სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა სამსახურების დებულებები და თანამშრომლების შრომით აღწერილობები (სამოქმედო გეგმა, გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირების სამუშაო აღწერილობები და ა.შ.). დოკუმენტების ანალიზი განხორციელდა ძირითადად თვისებრივი ანუ დისკურსული ანალიზის მეთოდის გამოყენებით; თვისებრივი (დისკურსული) ანალიზი დაეყრდნო თვითმმართველობის მიერ მოწოდებული დოკუმენტების ტექსტების გაგების მექანიზმს. მისი არსი მდგომარეობს დოკუმენტების სიღრმისეულ ლოგიკურ კვლევაში, მათ ავტორთა პოზიციების გარკვევაში, კანონთან შესაბმისობისდადგენაში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 120 სოციოლოგიური კვლევა ასევე დაეყრდნო რაოდენობრივ კვლევის მეთოდს. რაოდენობრივი კვლევის მეთოდის, ანკეტირების საშუალებით, ადგილობრივ მოხელეების და მუნიციპალიტეტების მოსახლეობის გამოკითხვა საკვლევ საკითხთან დაკავშირებით. ანკეტირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ წერილობით გასცა პასუხი კითხვებზე, რომლებიც დასმული იყო ანკეტაში. მუნიციპალიტეტების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა თვისებრივი კვლევისათვის - კვლევის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა შერჩევის კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტების ნუსხა, რომლებშიც ჩატარდა სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები. შერჩევაში განმსაზღვრელია შემდეგი ფაქტორები: გათვალისწინებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, შერჩევის მთავარი კრიტერიუმები სწორედ აქედან გამომდინარეობს. სიღრმისეული ინტერვიუებისათვის მუნიციპალიტეტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო მუნიციპალიტეტები, რომლებშიც სხვადასხვა კვლევების და მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-გვერდების ანალიზის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად მეტ-ნაკლებად ფუნქციონირბდა გენდერული თანასწორობის მრჩეველის ინსტიტუტი. შესაბამისად შემუშავებული არასტრუქტურიზებული კითხვარის საფუძველზე ინტერვიუების განხორციელდა 2018 საქართველოს 9 რეგიონის 27 მუნიციპალიტეტში (იხ. ცხრილი 1). ცხრილი 1. თვისებრივი კვლევის შერჩევა კახეთის რეგიონი ქვემო ქართლის რეგიონი იმერეთის რეგიონი აჭარის რეგიონი 1.ლაგოდეხი 8.მარნეული 15.ხარაგაული 23.ქობულეთი 2.სიღნაღი 9.ბოლნისი 16.ზესტაფონი 24.ხულო 3.ახმეტა 10.დმანისი 17.თერჯოლა 25.შუახევი შიდა ქართლის რეგიონი სამცხე-ჯავახეთის რეგიონი 18.წყალტუბო 26.ხელვაჩაური 4.გორი 11.ბორჯომი 19.სამტრედია 27.ბათუმი 5. ქ.გორი 12.ასპინძა 20.ჭიათურა მცხეთა-მთიანეთის რეგიონი 13.ახალციხე 21.საჩხერე 6. თიანეთი სამეგრელს რეგიონი გურიის რეგიონი 7.ყაზბეგი 14.ზუგდიდი 22.ოზურგეთი სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა სულ 81 სუბიექტთან მათ სამუშაო ადგილას, წინასწარი შეთანხმებისა და კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიის საფუძველზე. თითეული ინტერვიუ დაახლოებით 50-70 წუთი გრძელდებოდა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 121 მუნიციპალიტეტების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა რაოდენობრივი კვლევისათვის - კვლევის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა შერჩევის კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტების შერჩევითი ერთობლიობა, რომლებშიც ჩატარდა სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები. შერჩევაში განმსაზღვრელია შემდეგი ფაქტორები: გათვალისწინებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, შერჩევის მთავარი კრიტერიუმები სწორედ აქედან გამომდინარეობს. მუნიციპალიტეტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში არსებული გენდერული ბალანსი. შეირჩა მუნიციპალიტეტები სადაც, ბალანსი მნიშვნელოვნად დარღვეულია მამაკაცების სასარგებლოდ და ქალთა წარმომადგენლობა დაბალია, ასევე სადაც ქალთა წარმომადგენლობა უფრო დიდია და ორივე სქესი მეტ-ნაკლებად თანაბრად არის წარმოდგენილი. რეპრეზენტატული სურათის შესაქმნელად გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების სიდიდე (ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი) და ეთნიკური შემადგენლობა. მოცემულ შერჩევაში არ მონაწილეობენ დიდი ქალაქები, რადგან მათში წარმომადგენლობითი კვლევა დამატებით ხარჯებსა და რესურსებს მოითხოვს (დროის თვალსაზრისით, ბიუჯეტის მხრივ და ა.შ.). რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა საქართველოს 4 რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში (იხ. ცხრილი 2). ცხრილი 21. რაოდენობრივი კვლევის შერჩევა: კახეთის რეგიონი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონი თერჯოლის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ბორჯომის მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონი მარნეულის მუიციპალიტეტი ადგილობრივ თვითმმართველობებში რესპონდენტების შერჩევის კრიტერიუმები - კვლევის სპეციფიკის გათვალისწინებით და თვითმმართველობის პროცესში ჩართული სოციალური აქტორების დიფერენცირებულად წარმოდგენისათვის, სხვადასხვა სტატუსის მქონე თვითმმართველობების მოხელეების განწყობების გაგებისა და ახსნის მიზნით გამოიყო კვლევის შემდეგი ობიექტები/ჯგუფები: ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წარმომადგენლები – აღნიშნული სამიზნე ჯგუფი სუბორდინაციის თვალსაზრისით არაერთგვაროვანია, ამიტომ საჭიროა მათი შეხედულებების დიფერენცირებულად შესწავლა, რათა შესაძლებელი იყოს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 122 ჯგუფებს შორის მსგავსი და განსხვავებული განწყობების დადგენა. შესაბამისად, გამიყო შემდეგი ქვეჯგუფები:  საკრებულოების თავჯდომარეები.  საკრებულოების თავჯდომარეების მოადგილეები.  საკრებულოების კომისიების თავჯდომარეები.  საკრებულოების ფრაქციების თავჯდომარეები.  საკრებულოების წევრები. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს - გამგეობის შემდეგი წარმომადგენლები:  გამგებლები (მუნიციპალიტეტი)/მერები (თვითმმართველი ქალაქი).  გამგებლის თანაშემწეები გენდერულ საკითხებში.  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. მუნიციპალიტეტების მოსახლეობის შერჩევის კრიტერიუმები - სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ალბათური შერჩევის მეთოდით. ადგილობრივი მოსახლეობის შერჩევითი ერთობლიობა შემუშავდება სხვადასხვა ინდიკატორების გათვალისწინებით: სქესი, ასაკი, საცხოვერებელი ადგილი, განათლება, ეროვნება, საქმიანობის სფერო და ა.შ. შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით რაოდენობრივ კვლევაში სპეციალურად შედგენილი სოციოლოგიური კვლევის კითხვარით გამოიკითხება 350 რესპონდენტი. სულ გამოიკითხა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე (ძირითადად, გამოკითხულთა შორის იყო 18-დან 60 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი) და თვითმმართველი ორგანოს 200 მოხელე (იხ. ცხრილი 3). ცხრილი 3. სოციოლოგიურ კველევაში მონაწილე რესპონდენტების დემოგრაფიული მონაცემები27 გამოკითხული რესპონდენტები მოსახლეობა გამგეობა საკრებულო 43% 31% 26% გამოკითხული რესპონდენტების სქესი ქალი კაცი 62% 38% გამოკითხული რესპონდენტების ასაკი 18-25 26-35 36-45 46-55 56+ 8% 39% 31% 17% 5% გამოკითხული რესპონდენტების ეროვნება ქართველი სომეხი აზერბაიანელი სხვა 90% 6% 4% 0% რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის (ანკეტირების) პირველადი მონაცემების დამუშავება განხორციელდა სტატისტიკური პროგრამის SPSS საშუალებით. მონაცემის ანალიზისათვის გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა მონაცემების დაჯგუფება, ტიპოლოგია, კორელაციური ანალიზი და ა.შ. 27 კვლევის ყველა პროცენტული მაჩვენებლები დამრგვალებულია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 123 2. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმების მიმოხილვა სოციოლოგიური კვლევის ძირითადი საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმების შესწავლა წარმოადგენდა. ამ ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება ქალთა მონაწილეობისა და ჩართულობის ხარისხის, გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვანი ინდიკატორი და წინაპირობაა. 2014 წელს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმი28 გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობის შემოღება და მათთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება.29 2016 წელს, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კანონში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ შევიდა ცვლილება (მუხლი: 13 - 11; 12), რომლის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერის საკითხებში მრჩევლის თანამდებობა და საკრებულოების მიერ მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა სავალდებულო გახდა. გენდერის საკითხებში მრჩევლის ფუნქციებში შედის სწორედ გენდერული საკითხების მეინსტრიმინგი და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღებისა და დაგეგმარების პროცესებში. აღნიშნული საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზრღვრება საკრებულოს რეგლამენტით და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო. მოცემულ თავში ყურადღება გამახვილდება მუნიციპალიტეტების, იურიდიული დოკუმენტების (დადგენილებები, დებულებები და ა.შ.), desk research-ის შედეგად მოპოვებული მონაცემების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ინტერვიუების30 ანალიზზე. დადგინდა და შეფასდა გამგეობებსა და საკრებულოებში, ასევე ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქების მერიაში გენადერული თანასწორობის მრჩეველთა და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების არსებობა/არ არსებობა, მათი საქმიანობა, უფლებამოსილების ფარგლები, გამოწვევები, მათი ეფექტური საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო თემატიკა და საჭიროებები, საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტორები და ადგილობრივ თვითმმართველობებში ინსტიტუციური მექანიზმის განვითარებისათვის არსებული შესაძლებლობები, ადამიანური და ტექნიკური 28 „გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა 2014-2016 წლებისათვის“.https://mod.gov.ge/assets/up-modul/uploads/pdf/gender/genderuli-Tanasworobis-erovnuli- samoqmedo-gegma.pdf 29 იხ. „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმა“; პუნქტი 5.1.3.მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობის შემოღება და დაკავება; მათთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება 30 შენიშვნა: ქალთა საინფორმაციო ცენტრმა 2015 წელს, გენდერული საინფორმაციო სააგენტოს პორტალის ბაზაზე შექმნა მონაცემთა რუკა, სადაც განთავსდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩეველთა საკონტაქტო მონაცემები. ინტერვიუებისათვის რესპონდენტები შეირჩა გენდერული საინფორმაციო სააგენტოს პორტალზე განთავსებულ მონაცემთა რუკისა და მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების ანალიზის საფუძველზე. რუკა იხ.: http://www.ginsc.net/map_georgia_mncp.php?lang=ge http://www.ginsc.net/map_georgia_mncp.php?lang=ge Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 124 რესურსები. რათა გახდეს შესაძელებელი ინფორმირებულობის, ცოდნის დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვეევების გაძლიერებისათვის სამომავლო გზების დასახვა. 2.1 გენდერული თანასწორობის მრჩეველი კვლევის საწყის ეტაპზე გამოვლინდა მუნიციპალიტეტები, სადაც საკრებულოებსა და გამგეობებში, ასევე თვითმმართველ ქალაქების მერიაში, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ატესტაციების პროცედურების გავლის შემდეგ, დაინიშნა გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირები. 2015 წლისათვის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმა31 საქართველოს 72 მუნიციპალიტეტიდან მრჩეველი გენდერული თანასწრობის საკითხებში 25–მდე მუნიციპალიტეტში დაინიშნა, თუმცა დანიშვნების პროცესი გრძელდებოდა, რაც არც იმდენად დაბალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისინებთ რომ, გენერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის არსებობა მხოლოდ გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ჯერ ერთი წელიც არ გასულა საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან, შესაბამისად ადგილობრივ დონეზე ცვლილებები თითქმის არ დაფიქსირებულა. გენდერულ თანასწორობის მრჩეველთა პოზიციების რაოდენობა ადგილობრივ დონეზე ამჟამად გენადერული თანასწორობის საკითხებში შეთავსებით ან საშტატო ერთეულით დანიშნულ პასუხისმგებელ პირთა/მრჩეველთა პოზიცია ნომინალურად მაინც არსებობს 32 მუნიციპალიტეტში32. 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩეველი დაინიშნა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება შეიქმნა. მოგვიანებით ასეთივე განყოფილება შეიქმნა ქობულეთისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებშიც. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის ფუნქციის შესასრულებლად მუნიციპალიტეტის გამგეობის ან საკრებულოს ადმინისტრაციულ სამსახურში დაიშვა საშტატო ერთეული, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი აღნიშნული უფლებამოსილება უმეტესად საკრებულოს წევრებს დაეკისრათ შეთავსებით. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კვლევამ მხოლოდ მრჩევლის შესაბამისი თანამდებობის არსებობა გამოავლინა, მაგრამ რაიმე ინფორმაციის მოპოვება განხორციელებული საქმიანობის შესახებ ვერ მოხერხდა, მაგალითად მესტიის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტრუქრურაში გათვალისწინებულია წამყვანი სპეციალისტი განათლებისა და გენდერული 31 ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM- საქართველოს წარმომაგენლობის (Oxfam) მხარდაჭერით 2014 წელს მომზადდა კვლევა „ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელ პირთა საჭიროებების“ შესახებ. 32 რაოდენობრივი მონაცემი ეყრდნობა რუკისა და ადგილობრივი თვითვმმართველობების ოფიცილაური ვებ-საიტების ანალიზს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 125 თანასწორობის საკითხებში; ხობის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის საქმიანობის განმსაზღვრელ დოკუმენტში ფუნქციებში გათვალისწინებულია წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 01 ივნისის განკარგულებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ განსაზღვრულია განათლების, კულტურის და გენდერული თანასწორობის განყოფილების თანამშრომლები და ა.შ. გენდერულ თანასწორობის მრჩეველთა პოზიციების განაწილება ადგილობრივ დონეზე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობის მიხედვით სამ მუნიციპალიტეტში: წყალტუბოში, ჭიათურასა და ლაგოდეხში გენდერის საკითხებში პასუხისმგებელი პირები/მრჩევლები დანიშნულია როგორც საკრებულოში, ისე გამგეობაში. გორში, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ისე ქალაქ გორის საკრებულოში, და ასევე გენდერული მრჩევლები დანიშნულია ბათუმის, ახალციხის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობებში და ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხის და ქალაქ ოზურგეთის მერიებშიც. მიუხედავად გამოყოფილი საშტატო ერთეულისა ლაგოდეხის გამგეობის და ოზურგეთის და ახალციხის მერიების საქმიანობაზე ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა. ზოგადად, მუნიციპალიტეტის გამგეობებში უფრო მეტია დანიშნული პასუხისმგებელი პირები ვიდრე საკრებულოებში, ხოლო მერიაში იშვიათობაა (იხ. ცხრილი 4). ცხრილი 2: თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გენდერულ საკითებზე პასუხისმგელ პირთა მაჩვენებელი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობის მიხედვით. # მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტის საკრებულო მერია 1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბათუმის მერია 2 სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოზურგეთის მერია 3 ახმეტას მუნიციპალიტეტის გამგეობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალციხის მერია 4 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 5 დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო 6 ასპინძას მუნიციპალიტეტის გამგეობა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 7 ახალციხეს მუნიციპალიტეტის გამგეობა ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 8 თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამტრედიას მუნიციპალიტეტის საკრებულო 9 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა საჩხერეს მუნიციპალიტეტის საკრებულო Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 126 10 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ჭიათურას მუნიციპალიტეტის საკრებულო 11 ჭიათურას მუნიციპალიტეტის გამგეობა 12 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა 13 თერჯოლას მუნიციპალიტეტის გამგეობა 14 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა 15 ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა 16 ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა 17 მესტიას მუნიციპალიტეტის გამგეობა 18 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 19 ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა 21 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 22 ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 23 ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა 24 შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა 25 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა 26 ბათუმის მუნიციპალიტეტის გამგეობა 27 ახლციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეთავსებით ან საშტატო ერთეულით დანიშნული გენდერულ თანასწორობის მრჩეველები საკრებულოებში შეთავსებით დანიშნულ პირთა უმრავლესობა წარმოადგენს საკრებულოს წევრს, რომლებიც გენდერულ საკითხებზეც არიან პასუხისმგებლები (მათ მიერ გაწეული შრომა არ ანაზღაურდება), თითქმის არ გვხვდება შემთხვევები, როცა საკრებულოს ადმინისტრაციაშია დასაქმებული პირი საშტატო ერთეულით და კონკრეტულად გენდერულ საკითხებზეა პასუხისმგებელი. გამგეობებში უფრო ხშირად ხდება პირთა საშტატო ერთეულით დანიშვნა, ასევე ხშირია შემთხვევები როდესაც გენდერული თანასწორობის საკითხები სხვადასხვა განყოფილებასთან გაერთიანდა, მაგალითად, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება, ან – ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდობასთან ურიერთობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება. მუნიციპალიტეტის გამგეობებში, უმეტეს შემთხვევაში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებლობა დაევალათ იმ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობის, კულტურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსებს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 127 გენდერულ თანასწორობის მრჩეველთა სქესი გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირთა სრული უმრავლესობა ქალია, მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში (ასპინძა, ხელვაჩაური, ზუგდიდი) აკისრია გენერულ საკითხებზე პასუხისმგებლობა მამაკაცს. განათლება და პროფესიული გამოცდილება კვლევამ გამოავლინა, რომ მუნიციპალიტეტებში მრჩევლის პოზიციაზე დანიშნულ პირების უმრავლესობას ჰუმანიტარული განათლება აქვს მიღებული მაგალითად, ფილოლოგი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, მთარგმნელ–რეფერენტი, იურისტი (სამართალმცონე), მხოლოდ რამდენიმეს აქვს სხვა კუთხით მიღებული განათლება (ბიზნესის, სასოფლო-სამეურნეო ან სამედიცინო სფეროში). ხშირად გენდერულ თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს/მრჩეველებს აქვთ პედაგოგიურ საქმიანობის სამუშაო გამოცდილება და ხშირ შემთხვევაში ისინი დასაქმებულები იყვნენ გამგეობის ან რომელიმე სხვა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ან სამსახურის უფროსების პოზიციაზე. გამოკითხული რესპოდენტების ძალიან მცირე ნაწილს აქვს პარტიული საქმიანობის და არასამთავროობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება. გენდერულ თანასწორობის მრჩეველთა დანიშვნის პერიოდი გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირთა უმრავლესობას მუნიციპალიტეტებში გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ 2014-2015 წლებიდან ნაწილს 2016 წლიდან. გენდერული თანასწორობის მრჩეველის უფლებამოსილების განმსაზღვრელი დოკუმენტები გენდერელი მრჩევლის თანამდებობაზე დაკავებულ პირთა ნაწილი (მაგ.: დმანისი, ჭიათურა, ყაზბეგი, ლაგოდეხი) ხელმძღვანელობს გენდერული მრჩევლის თანამდებობრივი ინსტრუქციით, (არსებობს მუნიციპალიტეტის გენდერული მრჩევლის თანამდებობრივი ინსტრუქციის ნიმუში/შაბლონი, რომლშიც იწერება მუნიციპალიტეტის დასახელება და მტკიცდება კონკრეტული ბრძანებით ან მუნიციპალიტეტის სამსახურის კონკრეტული დებულებით, რომელშიც ინტეგრირებულია გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული ვალდებულებები გამონაკლისს წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტი სადაც მოქმედებს როგორც, გენდერული მრჩევლის თანამდებობრივი ინსტრუქცია ასევე თანამდებობრივი უფლება მოვალეობების განმსაზღვრელი დებულება. გენდერული თანასწორობის მრჩეველის საქმიანობის არეალი ინტერვიურების შედეგად გამოიკვეთა, რომ გენდერული თანასწორობს საკითხებზე პასუხისმგებელი პირები/მრჩევლები ძირითადად ახორციელებენ შემდეგ ფუნქცია- მოვალეობებს, საქმიანობებს: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 128  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირთა და საზოგადოების ინფორმირებულობა გენდერული თანასწორობის საკითხებზე;  რეგიონში არსებული პრობლემური შემთხვევების გამოვლენისა და მართვის მიზნით ადგილზე ვიზიტების განხორციელება;  მათ კომპეტენციაში შემავალი კორესპოდენციების მიღება, დამუშავება და შესაბამის რეაგირება;  ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება;  თანამშრომლობა, როგორც მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა დაწესებულებასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან;  გენდერული თანასწორობის შესახებ საინფორმაციო - საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ორგანიზება მოსწავლეებთან და საზოგადოების წარმომადგენებთან;  გენდერული საკითხების ინფორმაციული უზრუნველყოფა;  ადამიანური რესურსებისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობის გენდერული ანალიზი;  გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია;  გენდერული თანასწორობის შესახებ ნორმატიული აქტების პოპულარიზაცია;  ინფორმაციის მოძიება;  სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური პროგრამებისა და რეფორმების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის რეკომენდაციების მიცემა, მათი განხორციელების მონიტორინგი;  არსებული წინააღმდეგობების დაძლევა, მიღწეულის გაანალიზება;  გენდერული სტატისტიკის წარმოება;  მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა სახის ტრენინგების, სემინარების მომზადება;  ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;  გენდერული საკითხების ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა;  გენდერული თანასწორობის საკითხებზე ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;  თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა კოორდინირება გენდერული თანასწორობის საკითხთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე;  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა  მონიტორინგი ქალთა დისკრიმინაციისა და ოჯახური ძალადობის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით. ყველაზე დიდ სირთულეებს რესპონდენტების შეფასებით ისინი შემდეგი ფუნქციების განხორციელებისას აწყდებინ:  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ, სამოქალაქო ან სხვა სფეროებში ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის თანაბარი პირობების შექმნა; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 129  ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;  საზოგადოების მენტალიტეტიდან გამომდინარე ქალთა ინტერესის გაზრდა და მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;  საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობის უზრუნველყოფა;  პერიოდული კვლევების ჩატარება. რესპონდენტები თვლიან რომ თავისი საქმიანობის უკეთ შესასრულებლად საჭიროა გაიწეროს კონკრეტული, რეალობასთან ახლოს მდგომი უფლება-მოვალეობანი, რომელიც მათ საქმიანობას ადგილზე უფრო ეფექტურს და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე რეალობასთან მორგებულს გახდის. მათი შეფასებით - კანონი ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ და უფლება-მოვალეობები, რომელიც გამგეობის მიერ თანამდებობრივ ინსტრუქციებშია გაწერილი ზოგადია და კონკრეტიკას მოკლებულია. გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართულებით მუნიციპალიტეტებში განახორციელებული ღონისძიებები: კვლევამ გამოავლინა რომ 2014-2017 წლებში ძირითადი აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც გენდერული საკითხების მიმართულებით განხორციელდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შემდეგ კატეგორიებად შეიძლება დაიყოს: გენდერული თანასწორობის საკითხებზე და საინფორმაციო შეხვედრებს, ღონისძიებებს, ტრენინგებში მონაწილეობა ინფორმირება გენდერული თანასწორობის საკითხებზე - საინფორმაციო შეხვედრებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს ჩატარება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების გენდერულ პროექტებთან თანამშრომლობა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის გამოთხოვა გენდერულ ჭრილში ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობა 2.2 გენდერული თანასწორობის საკითხებზე და საინფორმაციო შეხვედრებს, ღონისძიებებს, ტრენინგებში მონაწილეობა გენდერულ საკითხებე პასუხისმგებელი პირების უმრავლესობას (ქობულეთი, შუახევი, ლაგოდეხი, ზესტაფონი, თერჯოლა, ჭიათურა, გორი, ქალაქი გორი, თიანეთი, ასპინძა, მარნეული, ყაზბეგი, წყალტუბო და ა.შ) მიუღია მონაწილეობა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგებში. გენდერულ საკითხების მრჩეველთა ნაწილს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 130 მონაწილეობა აქვთ მიღებული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერსი ქორპის“ (“Merci Corps“) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში და რამდენიმეს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women), საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან არსებული ქალთა კლუბებისათვის გამართულ ტრენინგებსა და ფონდი ტასოს მიერ ორგანიზებულ ერთობლივ ტრენიგში გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე. ხოლო, რესპოდენტების მცირე ნაწილს არასდროს გაუვლიათ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების თემაზე ტრენინგი. სატრენინგო თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:  მედია ადვოკატირება გენდერული თანასწორობის მრჩევლებისათვის;  კოალიციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედია ადვოკატირების სტრატეგია;  სოფლად მცხოვრები ქალების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და დემოკრატიული პროცესების სტიმულირება;  გენდერული ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე;  გენდერული თანასწორობის პრინციპები, გენდერული ბიუჯეტირება, გენდერული თანასწორობის საკითხებში ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები;  გენდერული თანასწორობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები თვითმმართველობის განხორციელებაში;  ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში;  თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა აქტიურობა;  ადგილობრივი თვითმმართველობა და საარჩევნო კოდექსი;  ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პრევენციული სტრატეგიები. გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს ასევე მონაწილეობა აქვთ მიღებული გენდერულ თემატიკაზე ორგანიზებულ კონფერენციებში, ვორქშოპებსა და სხვა სამუშაო შეხვედრებში: ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამართული შეხვედრები და კონფერენციები, ასევე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ ორგანიზებული ლექციების ციკლი ,,ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“, საზოგადოებრივი ორგანიზაცია კონსტიტუციის 42–ე მუხლის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა თემაზე ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“ და გენდერული თანასწორობის ქსელისა და ფონდი სოხუმის მიერ ჩატარებულ კონფერენციები. ინფორმირება გენდერული თანასწორობის საკითხებზე - საინფორმაციო შეხვედრების, ღონისძიებების, ტრენინგების ჩატარება, (მათ შორის კინო–ჩვენებისა და დისკუსიების ორგანიზება): მუნიციპალიტეტებში, სადაც გენდერული საკთხების მიმართულებით საქმიანობა მეტად გამოკვეთილია (მაგ. ბოლნისი, გოდეხი, ახმეტა, ქობულეთი, ხულო, შუახევი, ზესტაფონი, თერჯოლა, სიღნაღი და ა.შ) ყველაზე გავრცელებული საქმიანობის ფორმას ინფორმირების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 131 კუთხით განხორციელებული სხვადსხვა სახის შეხვედრები წარმოადგენს. ხოლო, განხორციელებული ღონისძიებების ბენეფიციარებს ძირითადად წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის (გამგეობისა და საკრებულოს) თანამშრომლები, ადგილობრივ მოსახლეობა, საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, სოფლად მცხოვრები ქალები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ მხარეები. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების გენდერულ პროექტებთან თანამშრომლობა (მაგ. ქალთა ოთახები): გამოკითხული რესპონდენტების საკმაოდ დიდმა ნაწილმა (ქობულეთი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური, ბათუმი, ახალციხე, ბოლნისი) მიუთითა, რომ მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ქალთა საკითხებთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით განხორციელდა მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,ქალთა ოთახის“ ფარგლებში და მისი რესურსების გამოყენებით. ქალთა ოთახები შვეიცარიის განვითარების ფონდის დაფინანსებით და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, “Merci Corps“-მა, 2012 წელს, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში სოფლის განვითარების მიმართულებით გენდერული მეინსტრიმინგის პირდაპირი აქტივობები წამოიწყო. აქტივობების მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების დაბალი ჩართულობისა და მუნიციპალურ სერვისებზე შეზღუდული წვდომის პრობლემის აღმოფხვრა იყო. მას შემდეგ ქალთა ოთახების რიცხვი იზრდება. ეს ოთახები: განთავსებულია მუნიციპალიტეტის შენობაში; მათ ემსახურებათ მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული მენეჯერი და აღჭურვილია კომპიუტერებით, ინტერნეტით, ბიბლიოთეკითა და ბავშვთა კუთხეებით. ქალებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში საკუთარ საქმეზე მიდიან, საშუალება აქვთ, გამოიყენონ ეს ოთახები და კონსულტაციები მიიღონ მუნიციპალიტეტის მომსახურებების თაობაზე. ქალთა ოთახების ფუნქციებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუნიციპალური სერვისების შესახებ კონსულტაციების გაწევაა და იგი მუნიციპალურ სერვისებზე ქალთა დაბალი წვდომის პრობლემის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, თუმცა „ინოვას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეს მომსახურება ძალიან ცოტა ქალმა გამოიყენა („ინოვას“ კვლევაში ეს საკითხი ხაზგასმული არ არის). ასევე კვლევები აჩვენებს, ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი მზად არ არის სახსრების გამოყოფა მომავალშიც გააგრძელოს33. ოთახის მენეჯერების მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, ქალთა ოთახებს საკმაოდ მოკრძალებული რაოდენობის ქალები სტუმრობენ34. 2.3 სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის გამოთხოვა გენდერულ ჭრილში 33 2015 წელს, როგორც ICCN პროექტის ერთ-ერთი აქტივობა, „ინოვას“ დაევალა ქალთა ოთახების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება. ორგანიზაციამ ინფორმაცია ფოკუსური ჯგუფებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩატარებული ინტერვიუების მეშვეობით მოიპოვა. 34 ანალიზისა და კონსულტაციის გუნდი (ეისითი). 2016. სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156812/1/SoflisMeorneobisaDaAdgilobriviGanvitarebisSistemebisGenderuliShefaseba.pdf Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 132 ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ.: შუახევი, ბოლნისი, ჭიათურა) გენდერულ საკითხებზე მრჩევლები მუნიციპალურ დონეზე აწარმოებენ/ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვენ შემდეგი სახის სტატისტიკას გენდერულ ჭრილში:  მუნიციპალიტეტის სოფელებში ოჯახების რაოდენობა, სადაც ოჯახის უფროსი ქალია;  სოფლის მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემები გენდერულ ჭრილში;  ქალების სოფლის კრებებზე დასწრების სტატისტიკა (ხდება თუ არა მათი ინიციატივების მხარდაჭერა);  მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური დახმარების გაწევის სტატისტიკა (რამდენია დახმარების მიმღები ქალი);  თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის სტატისტიკა;  საკრებულოებსა და მუნიციპალიტეტის გამგეობებში დასაქმებულ, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემები გენდერულ ჭრილში;  ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ ქალთა და კაცთა სტატისტიკა;  მუნიციპალიტეტში დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების ყოველთვიური საშუალო ხელფასის ოდენობა;  ინფორმაცია მრავალშვილიანი დედების შესახებ;  შემოსული განცხადებებიდან რამდენია გენდერულ საკითხებზე და რა რეაგირება მოჰყვა მას;  სოფლის პროექტების შედგენა–განხილვისას რამდენად დაცულია გენდერული ბალანსი;  საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებზე მონაწილე ქალთა სტატისტიკა. ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობა: გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირთა უმრავლესობა არ მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში, მცირე ნაწილი არის ჩართული მხოლოდ ნაწილობრივ, მაგალითად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრის ან მუნიციპალიტეტის გენდერული ბიუჯეტირების ჯგუფის წევრის სტატუსით. გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირთა ჩართულობა ბიუჯეტის შემუშავების პროცესში გამოიხატება მაგალითად ბიუჯეტის ფორმირების დროს, მათი ინიციატივით რიგი სოციალური საკითხების გათვალისწინებაში. ზოგ შემთხვევაში რესპოდენტები ადასტურებდნენ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობას, მაგრამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ასაბუთებენ თუ რომელი წინადადებებისა და კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე მათი ჩართულობა მხოლოდ ფორმალური ხასითისაა. გამოკითხულ რესპონდეტთა უმეტეს ნაწილს გავლილი აქვს ტრენინგი გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე, მცირე ნაწილს საერთოდ არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაგრამ უმრავლესობა თანხმდება რომ სამომავლოდ მეტი ინფორმაცია ესაჭიროებათ ამ მიმართულებით. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 133 სამომავლო გეგმები - ღონისძიებები მრჩეველთა უმრავლესობას არ აქვს საქმიანობის განსახორციელებლად შემუშავებული კონკრეტული სამოქმედო გეგმა. გამოკითხულთაგან მხოლოდ მცირე ნაწილმა (მაგ.: ბოლნისი, წყალტუბო, თიანეთი, ზუგდიდი) მიუთითა, რომ ხელმძღვანელობენ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით. არსებული გეგმებიც არასრულყოფილია და მოითხოვს განვრცობას და დამუშავებას. გამოკითხულთაგან რამდენიმე რესპოდენტმა დაასახელა თუ რა სახის ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი უახლოეს მომავალში:  ქობულეთის მუნიციპალიტეტი - იგეგმება საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მოსახლეობასთან და გენდერული თანასწორობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების და ტრენინგების ჩატარება.  ხულოს მუნიციპალიტეტი - დაგეგმილია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებში. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. გამგეობის მთავარი სპეციალისტი (გენდერული თანასწორობის საკითხებში) დაეხმარება ხულოს მოსახლეობას ბიზნეს პროექტების მომზადებაში.  შუახევის მუნიციპალიტეტი - მუნიციპალიტეტში ქალთა ცნობიერების ამაღლების კუთხით ტრენინგების ჩატარება, სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებთანაც მემორანდუმები აქვთ გაფორმებული. ძირითადი გეგმები ბათუმის ქალთა ოთახის სამოქმედო გეგმის განხორციელებას ეხება.  ბოლნისის მუნიციპალიტეტი - შეიმუშავეს გენდერული სამოქმედო გეგმა, რომელიც გაწერილია გრძელვადიან (3 წლიან) და მოკლევადიან (1 წლიან) პერიოდზე და მოიცავს შემდეგ პუნქტებს: ამოცანა, მიზანი/საქმიანობა, პასუხისმგებელი ორგანიზაცია, შემსრულებელი, ვადა, შედეგი. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და გენდერულმა თანაშემწემ დასახეს მიზნები და ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების მიზნით. სამოქმედო გეგმაში გაწერილია ის საკითხები, რომელთა ამოცანაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა. მიზნები: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა/ცნობიერების ამაღლება; სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომკური ხელშეწყობა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობის ხელშეწყობა/უზრუნველყოფა; ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია; სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელება.  დმანისის მუნიციპალიტეტის - დაგეგმილი ღონისძიებები ,,ქალთა ოთახის” 1 წლიანი (2016 – 2017) სამოქმედო გეგმის განხორციელებას უკავშირდება.  ზესტაფონის მუნიციპალიტეტს - დაგეგმილი აქვთ: საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა, სპორტულ აქტივობებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა, ტრენინგების მოწყობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 134 ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ა.შ.  თერჯოლას მუნიციპალიტეტი - 1. სკოლამდელი აღზრდის პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებისათვის შესაბამის აღმზრდელთა გადამზადების პროგრამაში გენდერული თანასწორობის საკითხების ასახვა. 2. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობებსება. 3. გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე ქალთა დანიშვნის ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - გენდერული თანასწორობის საბჭო გეგმავს გენდერული მუშაობის არეალის გაფართოვებას და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის უფრო მასშტაბური ხასიათის მიცემას სამოქმედო გეგმის შესაბამისად.  ჭიათურას მუნიციპალიტეტი - 1. გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება 2. განხორციელებული პროგრამების გენდერული ანალიზი 3. ადგილობრივი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.  გორის მუნიციპალიტეტი - გენდერის კუთხით ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგების და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება მუნიციპალიტეტში მომქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდულ ჯგუფებთან. ასევე „ლიდერთა ლიგის“ ახალგაზრდებთან, რომლებიც არიან თითქმის ყველა სოფილად აქტიური ახალგაზრდების გაერთიანება და თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტთან სხვადასხვა კუთხით. სოფლებში დასახლებათა საერთო კრებებში მონაწილეობა, შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან საჭიროებების გამოვლენის მიზნით.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის - გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილებამ დაგეგმა 2017 წელს შესასრულებელი ისეთი სახის აქტივობები, როგორიცაა: გენდერული კუთხით ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო შეხვედრები გამგეობის თანამშრომლებისა და სოფლის რწმუნებულებისთვის, ინტელექტუალური თამაშები, შიდასასკოლო საგანმანათლებლო ღონისძიებები, ადმინისტრაციულ ერთეულებში საინფორმაციო თანასწორობის თემაზე ესეების კონკურსი, საზოგადოებრივი კამპანიები, ფესტივალები და ა. შ. გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირების პრიორიტეტული საჭიროებები ფუნქციების უკეთ შესასრულებლად გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები შემდეგ დახმარას საჭიროებენ: მატერიალურ-ტექნიკური რესურსები: პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების კატეგორიას მიეკუთვნება მატერიალურ-ტექნიკური რესურსები: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 135 ტექნიკური რესურსები: სამუშაო ოთახი, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, საკანცელარიო მასალა, პრინტერი, ასევე სპეციალური ლიტერატურა; მატერიალური რესურსები:  ფინანსური მხარადაჭერა სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის გენდერული ხასიათის მინი-პროეტქების განსახორციელებლად.  საჭიროა თანხები, რათა დაიგეგმოს სხვადასხვა სახის შეხვედრები, აქციები, ჩატარდეს ტრენინგები და განხორციელდეს პროექტები ამ კუთხით.  გენდერის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებისათვის გარკველი დაფინანსების გამოყოფა;  ტრანსპორტირების ხარჯი - (მაგ.: მუნიციპალიტეტის სოფლებში გადასაადგილებლად) რეგულარული ტრენინგები საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად: კითხვაზე თუ რა ტრენინგის გავლა გსურთ მომავალში თქვენი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის, რესპოდენტების მოსაზრებები და სურვილები საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ყველაზე ხშირად მათი ინტერესებიდან გამომდინარე დასახელდა ბიუჯეტის შემუშავების პროცესთან და გენდერულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული თემატიკა. გენდერული თანასწორობის იდეოლოგიის სიღრმისეული ანალიზი, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე; სატრენინგო თემატიკათა შორის დასახელდა ქალის როლი და პოლიტიკურ პროცესებში ქალის აქტიურობის ხელშემწყობი ფაქტორები, რის გაკეთება შეიძლება საზოგადოებაში გენდერული ცნობიერების ასამაღლებლად; ერთ–ერთი რესპოდენტის მიერ დასახელებული სატრენინგო თემატიკის ინტერესის საგანს წარმოადგენდა მართმადიდებლობა და გენდერი; დაინტერესდნენ ფსიქოლოგიური საკითხებითა და პოლიტიკური ტექნოლოგიებით, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით. ძირითადად რესპოდენტებს სურდათ ტრენინგების გავლა კვოტირების სისტემის არსის, გენდერული მეინსტრიმინგის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალთა და ბავშვთა უფლებების, უმცირესობების უფლებების, ადგილობრივი სამართლებრივი აქტებისა და მუნიციპალიტეტში შემოსული წერილების გენდერული ანალიზის შესახებ. ზოგადად რესპოდენტების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ ინტერესთა სიას ემატება ცალკეული რესპოდენტების მიერ გამოვლენილი ინტერესთა თემატიკაც, მიიღონ მათი უფლებამოსილებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით პრაქტიკული გამოცდილება. ასევე ინფორმაცია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალისა და კონფლიქტების შესახებ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 136 უნარ-ჩვევების განვითარება: კითხვაზე თუ რა უნარ-ჩვევების განვითარება გესაჭიროებათ გენდერული თანასწორობის მრჩევლის მოვალეობის შესასრულებლად რესპოდენტებმა დაასახელეს გენდერული მრჩევლებისთვის მათი საქმიანობისთვის სამუშაო და სტრატეგიული გეგმის, ასევე სოციალურ - ეკონომიკური ხასიათის მინი-პროექტებზე მუშაობის, შეხვედრების ფასილიტაციის უნარ–ჩვევები. სურთ შეძლონ მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებისთვის სატრენინგო მოდულის შედგენა გენდერული ცნობიერების ამაღლების საკითხებზე; ადგილობრივი სამართლებრივი აქტების და მუნიციპალიტეტში შემოსული წერილების გენდერული ანალიზი; გაიუმჯობესონ საჯარო გამოსვლის და პრეზენტაციის უნარები. მათ ესაჭიროებათ გუნდური მუშაობის, სტატისტიკისა და გენდერული თანასწორობის შესახებ კვლევების წარმოების ტექნიკების გაუმჯობესება, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის პრაქტიკული უნარ–ჩვევები. ერთიანი, სისტემური და კოორდინირებული მუშაობა: ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა გენდერული თანასწორობის პოლიტიკაში ჩართული სხვადასვა აქტორების არაკოორდინირებული და არასისტემური საქმიანობაა. გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ძირითადად მათი საქმინობის განხორციელების პროცესში თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურთან, საგანმანათლებლო რესურს–ცენტრებთან, გამგებობის ადმინისტრაციულ სამსახურთან და საკრებულოსთან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ცნობიერება გენდერული თანასწორობის საკითხებზე ძალიან დაბალია, რაც ნაკლებ ეფექტურს ხდის მათ საქმაინობას და ხელს უშლის განახორციელონ ახალი ინიციატივები და ღონისძიებები გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ასევე უჭირთ სამოქმედო გეგმების შემუშავება და ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან მათი მონაწილობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და რეალურ ცვლილებებს ვერ ახდენენ. ამის მიზეზი მათი დაბალი ინფორმირებულობა, პრაქტიკული გამოუცდელობა და საჭირო უნარ–ჩვევების ნაკლებობაა. რესპონდენტების მოსაზრებით, პირველ რიგში აუცილებელია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხზე, მათი მხარდაჭერა და ჩართულობა ინიციატივების კუთხით. გადაწყვეტილების მიმღებები პირების დაბალი გენდერული სენსიტივობა განაპირობებს მრჩევლების ლეგიტიმიზაციისა და მათი თანამდებობრივი დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს. შესაბამისად, რესპონდენტების უმრავლესობა ასახელებს მნიშვნელოვნად ერთობლივი ღონისძიებებების განხორციელებას, რომელსაც როგორც არსებული მრჩევლები, ისე საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები დაესწრებიან. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 137 ასევე აუცილებელია მოხდეს მოცემულ საკითებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირება. იქიდან გამომდინარე, რომ დაინტერესებული ორგანიზაციები - ქალთა საინფორმაციო ცენტრი, კონსტიტუციის 42 მუხლი, გაერო, მერსი კორპი ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, პროცესი არაკოორდინირებულია და შედეგად ზოგ მრჩეველს არ აქვს გავლილი საბაზისო ტრენინგიც კი და არ იცის რა აკეთოს, ხოლო ნაწილს კი რამდენიმე ტრენინგი შეიძლება ქონდეს გავლილი ერთი და იგივე თემატიკაზე. აუცილებელია მომზადდეს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, რომელიც კოორდინირებურად უნდა განხორციელდეს. აუცილებელია, იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ადგილობრივ თვითმართველობებში საჯარო მოხელეები გაივლიან ატესტაციებს, საატესტაციო პროგრმაში შევიდეს გენდერული თანასწორობის საკითხები. ასევე, რესპონდენტების აზრით საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ამ სფროს მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, ერთიან, სისტემურ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია გენდერის მრჩეველს ეწოდოს გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი და თანამდებობრივი პოზიციის დეფინიცია მოვიდეს შესაბამისობაში კანონპროექტში მითითებულ დეფინიციასთან. მუნიციპალიტეტებს ესაჭიროებათ დახმარება სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავებაში და აუცილებელია შემდგომში მის განხორციელებაზე ზედამედველობა. 3. მუნიციპალიტეტებში საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოები საკანონმდებლო ცვლილებები მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას ითვალისწინებს. გენდერული თანასწორობის საბჭოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად. გენდერული თანასწორობის საბჭოების რაოდენობა ადგილობრივ დონეზე კვლევავამ გამოავლინა რომ, საკმაოდ მცირეა იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობა (3 საკრებულო - ზესტაფონი, წყალტუბო, თიანეთი), სადაც შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭოები. თუმცა, ზოგიერთი საკრებულოების (ქ.გორი, ჭიათურა, თერჯოლა, ბოლნისი, ხულო, შუახევი, ზუგდიდი) რესპონდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა უახლოეს მომავალში იგეგმება. გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნის პერიოდი აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოები შეიქმნა 2015-2016 წლების პერიოდში. გენდერული თანასწორობის საბჭოების სიმცირე აიხსნება იმ ფაქტით რომ ბოლო დრომდე (2016) მათი შექმნა სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა და კანონში ცვლილების შემდეგ ხანგრძლივი პერიოდი არ არის გასული. რაც თავისთავად მიანიშნებს ამგვარი ცვლილებების გატარების ნების ნაკლებობაზე ადგილობრივ დონეზე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 138 გენდერული თანასწორობის საბჭოების უფლებამოსილების განმსაზღვრელი დოკუმენტები გენდერული თანასწორობის საბჭოების დებულებები დამტკიცებული აქვთ წყალტუბოს, ზესტაფონის, თიანეთის, ჩოხატაურის და ბათუმის საკრებულოებს. ასევე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება35 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ, მაგრამ საბჭოს წევრების შემადგენლობა არ არის განსაზღვრული და შესაბამისად ის ჯერ არ ფუნქციონირებს. საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოები ხელმძღვანელობენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით (არსებობს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოების დებულების ნიმუში/შაბლონი, რომლშიც იწერება მუნიციპალიტეტის დასახელება და მტკიცდება კონკრეტული ბრძანებით). გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობის არეალი მუნიციპალიტეტეტებში, რომლებშიც არსებობს საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოები, კვლევამ ვერ გამოავლინა გენდერული უთანასწორობის საკითხების მიმართ მათი აქტიური ფუნქციონირება. ამჟამად, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა, მხოლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არის შემუშავებული და დამტკიცებული. 4. თბილისის მუნიციპალიტეტი - გენდერული თანასწორობის პოლიტიკა გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 1 ნოემბერს შექმნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო და დამტკიცდა მისი დებულება. 2015 წელს თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში გენდერული აუდიტი ჩატარდა, რომელის საფუძველზეც განხორციელდა სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. 2017 წლის 3 თებერვალს თბილისის საკრებულომ თბილისის მერიის მიერ წარდგენილი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სტრატეგიის დოკუმენტი მომზადდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას, მის მიზნებსა და ამოცანებს, ასევე პრინციპებსა და განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს 2017-2020 წლების პერიოდისათვის. 35 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ. განკარგუბა #4644 - თარიღი 06/09/2016 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 139 სტრატეგიის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას, მათი უფლებებისა და შესაძლებლობების თანაბარ და ეფექტიან რეალიზებას. სტრატეგია ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სტრატეგია გულისხმობს, გენდერული ბიუჯეტის შემუშავებას, რომელიც მოიცავს გენდერული ჯგუფების მოთხოვნათა გათვალისწინებით გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალური ბიუჯეტის ფორმირებას; ამასთან, გენდერული ასპექტის გათვალისწინებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის სპეციალური პროგრამების შემუშავებას, უფრო კონკრეტულად, ქალებისა და მამაკაცებისათვის საწარმოო რესურესებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ბიზნესსაქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის საჭიროებების გამოვლენას, შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. სტრატეგია ასევე მოიცავს, თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის მექანიზმების დამკვიდრებას, რაც გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის სტიმულირებას, ქალ პოლიტიკოსთა ფორუმების ორგანიზებას, ქალთა საბჭოების შექმნას; გენდერულ საკითხებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სხვა. 5. ძირითადი პრობლემატური საკითხები და რეკომენდაციები ქართულ საზოგადოებაში მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის მანძილზე მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული მიდგომების დანერგვა სახელმწიფო თუ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სქესთა შორის უთანასწორობის პრობლემის აქტუალიზებას ხელს უშლის წლების მანძილზე დაგროვილი და გადაუჭრელი უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, რომლებიც როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისევე საზოგადოების უმეტესი ნაწილის მიერ უფრო მნიშვნელოვნად აღიქმება. ამავე დროს, ჯერ არ არის სათანადოდ გააზრებული, რომ ნებისმიერი სფეროს პოლიტიკის შემუშავებისას, ნებისმიერი ეროვნული თუ ადგილობრივი დონის პროგრამის წარმატებულობისათვის აუცილებელია მასში გენდერული მიდგომების დანერგვა. საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნები დიდი ხანია აღიარებენ, რომ გენდერული მეინსტრიმინგი, ანუ გენდერული პარამეტრების სისტემური ინტეგრაცია პოლიტიკის ფორმირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში არა მარტო გენდერული თანასწორობის მიღწევას უწყობს ხელს, არამედ, ნებისმიერი პოლიტიკის ეფექტურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაცაა. გენდერული მიდგომების დანერგვა, ანუ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 140 განსხვავებული საჭიროებებისა და პრობლემების დანახვა, გამოცდილებისა და ხედვების მთელი მრავალფეროვნების გათვალისწინება, თავისთავად ძალიან ღირებულია და ხელს უწყობს სოციალურად მგრძობიარე, საზოგადოების ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკის განხორციელებას. მდგრადი განვითარების თანამედროვე კონცეფცია გენდერული თანასწორობის პრინციპის გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია. ქვეყანაში ეფექტური გენდერული თანსაწორობის პოლიტიკის განხორცილებისათვის და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკასა და სოციალურ ცხოვრებაში ქალების აქტიური მონაწილეობისათვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად არსებობს არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორი. კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მათ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, თუმცა, მათი აზრით, მიმდინარე მუშაობას არა აქვს ინტენსიური და კოორდინერებული ხასიათი. ბიბლიოგრაფია 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება საქართველოს სახალხო დამცველი 2020, 2020061711084253805.pdf (ombudsman.ge) ბოლო ნახვა: 04.05.2021 2. ილურიძე, პავლიაშვილი, ჯალაღანია, კახიძე, „გენდერული თანასწორობა საქართველოში − ბარიერები და რეკომენდაციები”, 2017, undp_ge_dg_parliament_gender-equality-in- georgia_2021_part-1_geo.pdf ბოლო ნახვა: 15.10.2021 3. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 24 იანვარი 2014 წ. N1945-რს genderuli-Tanasworobis-erovnuli-samoqmedo-gegma.pdf (mod.gov.ge) ბოლო ნახვა: 24.09.2021 4. სექსიზმის პრევენცია და აღკვეთა ადგილობრივ დონეზე საქართველოში სახელმძღვანელო ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართული პირებისთვის, ევროპის საბჭო, 2021 5. ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერებისთვის (UN Women), 2021 6. ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი | გაეროს ქალთა ორგანიზაცია – საქართველო (unwomen.org) ბოლო ნახვა: 25.07.2021 7. ჯალაღანია ლ. გენდერული მეინსტრიმინგი საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მომიხილვა; 2021, 2021031012092173973.pdf (ombudsman.ge) ბოლო ნახვა: 05.06.2021 https://ombudsman.ge/res/docs/2020061711084253805.pdf https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/undp_ge_dg_parliament_gender-equality-in-georgia_2021_part-1_geo.pdf https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/undp_ge_dg_parliament_gender-equality-in-georgia_2021_part-1_geo.pdf https://mod.gov.ge/uploads/public/strtegiebi_kocefciebi/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/genderuli-Tanasworobis-erovnuli-samoqmedo-gegma.pdf https://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications?f%5b0%5d=published_by:2215 https://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications?f%5b0%5d=published_by:2215 https://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2021/11/country-gender-equality-profile-of-georgia#view https://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2021/11/country-gender-equality-profile-of-georgia#view https://www.ombudsman.ge/res/docs/2021031012092173973.pdf Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 141 Current Situation in the Field of Gender at the Local Level and the Institutional Mechanisms for Ensuring Gender Equality in Georgia Tamar Charkviani Associated Professor, Caucasus School of Humanities and Social Sciences, Caucasus University Abstract The aim of the paper is to describe the current situation in Georgia in relevance to establishing the principles of gender equality in local self-government and identification of needs / requirements in order to improve the situation in the future in terms of budget, services, planning, legislation and promoting women's socio-economic and political life. The purpose of the research is to analyze the current situation in the field of gender at the local level and to study the institutional mechanisms for ensuring gender equality in Georgia. Key words: Local self-government, Gender equality, Citizen involvement, Local government official, Institutional mechanisms