Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 142 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.16 დემოკრატიული მმართველობის გამოწვევა - მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირებულობა ადგილობრივი თვითმმართველობის არსის და ფუნქციების შესახებ თამარ ჩარკვიანი კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, ასოცირებული პროფესორი ა ბ ს ტრა ქ ტი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა მექანიზმებით არის შესაძლებელი, თუმცა ბუნებრივია რომ თავდაპირველად უნდა იქნას შესწავლილი რამდენად არიან მოქალაქეები ინფორმირებული ადგილობრვი თვითმმართველობის არსის, მიზნებისა და ფუნქციების შესახებ და როგორ ხედავენ საკუთარ როლს ადგილებზე მართვის განხორციელებაში. მოცემული სტატია ეყრდნობა 2018 წლის ემპირიული სოციოლოგიური კვლევის მონაცემების ანალიზს. სოციოლოგიური კვლევა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირებულობის შესწავლას. კვლევამ აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ინფორმირებულების მაჩვენებელი საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა. საკვანძო სიტყვები: ადგილობრივი თვითმმართველობა, მოქალაქეთა ინფორმირებულობა, მოქალაქეთა ჩართულობა, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მმართველობა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 143 შესავალი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტურობა პირველ რიგში დამოკიდებულია თავად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობის შეხედულებებზე ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპებსა და მასში მიმდინარე პროცესებზე. რაც მჟღავნდება ცოდნასა და წარმოდგენებში ერთის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციის თეორიული მოდელის და მეორეს მხრივ, ამ მოდელის რეალობაში განხორციელების საშუალებებისა და მექანიზმების შესახებ. საქრთველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის აქტუალური კომპონენტი ძალაუფლების სისტემის დეცენტრალიზაციაა, რომლის არსიც მდომარეობს პრინციპის “დემოკრატია ქვემოდან” განხორციელებაში. ეს გამოიხატება ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებაში ანუ მასზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენის/ზეწოლის მინიმალიზაციაში. ადგილებზე დემოკრატიის განვითარება აუცილებლად მოითხოვს თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობის თვითმმართველობის შესახებ ინფორმირებულობის მაღალ ხარისხს და მისი ადექვატურად რეალიზების უნარს. გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის აუცილებელია მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტური მექანიზმების არსებობა ყველა დონეზე. დღეს არსებული მდგომარეობით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნცქიონირების ერთ-ერთი მთავარი მსაზღვრელი მოქალაქეთა მონაწილეობაა მართვით პროცესებში რისი უზრუნველყოფის ვალდებულებაც გააჩნია ადგილობრივ ბიუროკრატიას. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა მექანიზმებით არის შესაძლებელი, თუმცა ბუნებრივია რომ თავდაპირველად უნდა იქნას შესწავლილი რამდენად არიან მოქალაქეები ინფორმირებული ადგილობრვი თვითმმართველობის არსის, მიზნებისა და ფუნქციების შესახებ და როგორ ხედავენ საკუთარ როლს ადგილებზე მართვის განხორციელებაში. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობის და მათი მოვალეობების შესახებ ინფორმირებულობა გაიზომა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში. აღნიშნული კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს აღნიშნული საკითხის მიმართ ნაწილობრივ ინფორმირებულებად მიიჩნევენ, 5.7%–ია, ხოლო მათი ხვედრითი წილი, ვინც არ არის ინფორმირებული, 90.9%–ია. 2011 წელს და 2013 წელს ჩატარებული კვლევების შედარების საფუძველზე აშკარაა, რომ ნაწილობრივ ინფორმირებულთა რიცხვი გაიზარდა (გახდა 18.2%, ხოლო მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც არ აქვს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 144 ორგანოების საქმიანობის და მათი მოვალეობების შესახებ, შემცირდა (გახდა 77.6%) (იხ. დიაგრამა 1). აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდის მუხედავად, ის კვლავ ძალიან დაბალია.36 დიაგრამა 1. რამდენად ინფორმირებული ხართ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობის და მათი მოვალეობების შესახებ ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართულობა რამდენიმე შეკითხვით გაიზომა და აღმოჩნდა, რომ სრულ უმრავლესობას მონაწილეობა არ მიუღია არც ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში და არც რაიონის/ქალაქის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, ასევე მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებული მუნიციპალური პროგრამების შეფასებაში/მოსახლეობის კმაყოფილების დონის შესწავლაში (იხ. დიაგრამა 2): დიაგრამა 2. მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შემდეგი საკითხების გადაწყვეტაში: იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის საკმაოდ მცირე პროცენტია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული, გასაკვირია ის რომ, კომპანია "ეისითის" 2016 წლის კვლევის მიხედვით37, რესპონდენტების 47.1%-ის აზრით, გადაწყვეტილების მიღებისას ზოგჯერ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის აზრის 36 გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები ქვემო ქართლის რეგიონში 37 ანალიზისა და კონსულტაციის გუნდი (ეისითი). 2016. სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156812/1/SoflisMeorneobisaDaAdgilobriviGanvitarebisSistemebisGenderuliShefaseba.pdf Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 145 გათვალისწინება. 5.6% ფიქრობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აზრს გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ითვალისწინებენ და მხოლოდ 25.7% ფიქრობს, რომ მათ აზრს გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ქალების ზეგავლენასთან დაკავშირებით შეხედულებები მსგავსია ერთი მხრივ, რესპონდენტების დაახლოებით 50% აცხადებს, რომ მათი აზრი გათვალისწინებულია, მეორე მხრივ, ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობენ. ასეთი საპირისპირო სურათის მიღება შეიძლება განპირობებული იყოს პასუხებზე ე.წ. „სოციალური სასურველობის“ ზეგავლენით, როდესაც რესპონდენტი ცდილობს, ისეთი პასუხი გასცეს, როგორიც მისი აზრით მისაღები იქნება ინტერვიუერისათვის. ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ რესპონდენტები ნაკლებად ინფორმირებულები არიან გადაწყვეტილებების შესახებ და არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრებები. სოციოლოგიური კვლევის მონაცემების ანალიზი მოცემული სტატია ეყრდნობა 2018 წლის ემპირიული სოციოლოგიური კვლევის მონაცემების ანალიზს. სოციოლოგიური კვლევა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირებულობის შესწავლას. მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირებულობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ პირდაპირ კავშირშია მოსახლეობასა და თვითმმართველობის ერთეულებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებასთან, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსახლეობამ გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. რადგან კომუნიკაცია ორმხრივ ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ორივე მხარის დაინტერესება დიალოგსა და თანამშრომლობაში თანაბრად მნიშვნელოვანია. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის მნიშვნელობა არასათანადოდ არის გაცნობიერებული ორივე მხარის მიერ. სტატიაში აღწერილი და გაანალიზებულია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომელების და ადგილობრივი მოსახლეობის (დიფერენცირებულად ქალებისა და მამაკაცების) დამოკიდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. სოციოლოგიური კვლევა დაეყრდნო თვისებრივი და რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდებს. შერჩევამ მოიცვა საქართველოს 4 რეგიონის 6 მუნიციპალიეტის ადმინისტრაცია და ადგილობრივი მოსახლეობა. თვისებრივმა კვლევამ აჩვენა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს არ აქვთ სათანადო წარმოდგენა იმაზე თუ რა საშუალებები არსებობს საზოგადოების მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების საქმიანობის კონტროლისათვის და რა მეთოდებს (ღონისძიებს) უნდა მიმართავდნენ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით. ადგილობრივი თვითმმართველობის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 146 წარმომადგენლებს გაუჭირდათ იმ მეთოდების (ღონისძიებების) დასახელება, რომელთაც ისინი მიმართავენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით (მაგალითად, მათი დასწრების უზრუნველყოფისათვის სხდომებზე, ან რაიმე სხვა ღონისძიებებზე რომლებზეც განიხილება მუნიციპალიტეტისათვის აქტუალური პრობლემები). ასევე, მწირია იმ ღონისძიბების ჩამონათვალი, რომლებიც მათ განახორციელეს მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულო, გამგეობა/მერია) საქმიანობის შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან იშვიათია მიმართვა მოსახლეობისადმი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მათი შეხედულებების გასაცნობად. რაც მჟღავნდება, იმაში რომ თემები, რომლებიც განიხილება მოსახლეობასთან შეხვედრებზე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას არა ადგილობრივი თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, არამედ მათ ან წინა საარჩევნო კამპანიის ხასიათი აქვთ, ან ყოფით საკითხებს უკავშირდება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენელთა მხრიდან მოსახლეობის აქტიურობა მუნიციპალიტეტებში სიტუაციის გაუმჯობესებაში ფასდება როგორც პასიური. კითხვაზე: რა კეთდება მოსახლეობის გასააქტიურებლად? ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გულწრფელი პასუხი ასეთია: “გულახდილად რომ ვთქვათ, არცერთ ქვეყანაში, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს ის, ხელისუფლება, სახელმწიფო მოხელეები სიხარულით არ ხვდებიან ხალხის ჩარევას საკუთარ საქმეებში. ეს მათ ნებაზე რომ მიუშვა არასოდეს მოხდება. ერთადერთი გამოსავალი იძულებაა, რომელიც ხალხის ზეწოლის შედეგად იქნება შესაძლებელი. ხალხს ეს არ ესმის, არც აქტიურობენ და არც ინტერესს იჩენენ, მითუმეტეს ეს ინტერესი არ გაჩნდება თავისთავად.” (რესპონდენტი ახალციხის გამგებიადან) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მცირე ნაწილი აღიარებს, რომ მოსახლეობაში არსებობს თვითმმართველობის სფეროს შესახებ ინფორმაციის დეფიციტი. აქედან გამომდინარე, სიღრმისეული ინტერვიუების მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც აცნობიერებს ამ პრობლემას ასახელებს რამდენიმე საკითხს, რომლებზეც მათი აზრით, აუცილებელია დროული რეაგირება მუნიციპალიეტეტების მხრიდან. აუცილებელია მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნება და მოსახლეობამდე მიტანა, რასაც სისტემატიური და კარგად ორგანიზებული ფორმა არ აქვს. მოქალაქეთა ნაწილის აზრით, საჯარო შეხვედრების ხშირად გამართვა შესაძლებლობას მისცემდა მოსახლეობას, მეტი ინფორმაცია მიეღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ და უფრო აქტიურადაც ჩაებმეოდნენ თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც ნაკლებად სურთ გამგებელსა და საკრებულოს თავჯდომარეს. საპირისპირო მოსაზრება გამოთქვეს მუიციპალიტეტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. მათ განაცხადეს: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 147 “მოსახლეობა ინფორმირებულია საკრებულოს საქმიანობის შესახებ ადგილობრივი ტელეარხებისა და პრესის, საიტის, აგრეთვე საკრებულოს შენობაში განთავსებული სტენდისა და ინტერნეტის საშუალებით. აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არის დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი საზოგადოებასთან და უზრუნველყოს ეფექტიანი თანამშრომლობა მოქალაქეებთან ხშირი შეხვედრებისა და მათგან კონკრეტული წინადადებების მიღების გზით.” (რესპონდენტი სიღნაღის საკრებულოდან) მოსახლეობაში თვითმმართველობის შესახებ ინფორმაციის დეფიციტის გამომხატველია ერთ-ერთი რესპონდენტის შენიშვნა: “ხალხს უამრავი ყოფითი პრობლემა აქვს და ვის ახსენდება თვითმმართველობა?!! უმეტესობა ჩვენს სოფლებში გამგეობას და საკრებულოს ისევ რაიკომს ეძახის”. (რესპონდენტი მარნეულის გამგეობიდან) პროექციულ შეკითხვას, რამდენად იცის მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობების ძირითადი უფლებამოსილებები გამოკითხული რესპონდენეტების დიდმა უმრავლესობამ 85%-მა უპასუხა, რომ მოსახლეობა არსაკმარისად არის ინფორმირებული ამ სფეროს შესახებ. (იხ. დიაგრამა #1.). დიაგრამა 1. თქვენი აზრით, რამდენად იცის მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობების ძირითადი უფლებამოსილებები? დიაგრამა #1. თქვენი აზრით, რამდენად იცის მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობების ძირითადი უფლებამოსილებები? მოსახლეობა არამხოლოდ პროექციულ შეკითხვაზე, ანუ სხვათა ცოდნის შეფასებისას გამოთქვამს უკმაყოფილებას, არამედ არც საკუთარი ინფორმირებულობის დონეს მიიჩნევს დამაკმაყოფილებლად. საკმაოდ დიდია იმ რესპონდენტთა რაოდენობა 22%, რომლებსაც გაუჭირდათ პასუხის გაცემა, ანუ ვერც კი შეძლეს საკუთარი ცოდნის დონის შეფასება, რაც თვითმმართველობის სფეროს მიმართ ინტერესის უქონლობაზე მიანიშნებს. (იხ. დიაგრამა #2.). 7% 8% 31% 54% sakmarisad met-naklebad sakmarisad met-naklebad arasakmarisad arasakmarisad Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 148 დიაგრამა 2. იცით თუ არა პირადად თქვენ რა ძირითადი უფლებამოსილებები გააჩნია ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულებს (სკრებულოს, გამგეობას)? დიაგრამა #2. იცით თუ არა პირადად თქვენ რა ძირითადი უფლებამოსილებები გააჩნია ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულებს (სკრებულოს, გამგეობას)? ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირებულობის თვითშეფასება და სხვათა შეფასება, როგორც აღინიშნა, არ იძლევა ობიექტური რეალობის ასახვის შესაძლებლობას. ამიტომ, სოციოლოგიური კვლევის კითხვარში მომდევნო თემატური ბლოკი დაეთმო ტესტურ შეკითხვებს, რომლებიც იძლევიან რეალობის უფრო ადექვატური ასახვისა და სუბიექტური და ობიექტური სურათების შედარების საშუალებას. ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს შესახებ მოსახლეობის პროექციული და თვითშეფასების მაჩვენებლები დაემთხვა ტესტური კითხვების შედეგებს. რაც გამოიხატა იმაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ სმენია გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 25%-ს. საკმაოდ საგულისხმოა, რომ პასუხის გაცემა ამ შეკითხვაზე გამოკითხული რესპონდენეტების 45%-ისთვის სირთულეს წარმოადგენდა, შესაბამისად 30%- ს საერთოდ არ სმენია თვითმმართველობის რეფორმის შესახებ. ასევე, მწირია ინფორმაცია საკრებულოს თავჯდომარის, გამგებელის, სოფლის რწმუნებულის ვინაობის შესახებ. გამოკითხული რესპონდენეტების 37%-მა არ იცის საკუთარი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის, 41%-მა გამგებლის და 59%-მა სოფლის რწმუნებულის ვინაობა. გამონაკლისს წარმოადგენს გორისა და რუსთავის მოსახლეობა, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენელთა ცნობადობა შედარებით მაღალია. მოქალაქეთა აზრით, სოფლის რწმუნებეული ვერ ახერხებს სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ და ვერც მოსახლეობას 10% 11% 57% 22% sruli codna gamaCnia sakmarisi codna gamaCnia mcire codna gamaCnia miWirs pasuxis gacema Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 149 უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციით. სოფლის რწმუნებულს არ შეუძლია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და პრობლემების გადაჭრა. შედეგად, მისი ერთადერთი ფუნქცია გამგებლის ინფორმირებაა“. „ეს ერთი რწმუნებული გამგებელთან ვერაფერს ვერ გახდება, ადრე ბევრნი იყვნენ სოფლის წარმომადგენლები და გავლენას ახდენდნენ. ამ ერთმა რწმუნებულმა მთელი სოფელიც რომ ამოიყვანოს ვერაფერს გახდება, უფლებამოსილი ერთი კაცია, თან მისი ქვეშევრდომია, თვითონ ნიშნავს და ათავისუფლებს, აბა გაუწიე წინააღმდეგობა.” (რესპონდენტი ბორჯომიდან) “მუნიციპალიტეტების გამოგონილი ხო არ არის ეს წესი, რომ გამგებელს უნდა დაეთანხმონ და ისე გააკეთონ როგორც საჭიროა. ამას ზევიდან კარნახობს ვიღაც, ვერცერთი რწმუნებული ვერ გაბედავს მაგდენს რომ სხვანაირი უფლება ქონდეს და არ გამოიყენოს. პირიქით, რაც უფრო გაუზდიან უფლებებს უკეთესია, სოფლისთვის უკეთესი”. (რესპონდენტი გარდაბნიდან) გამოკითხვა ითვალისწინებდა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხისა და ინტენსიობის გარკვევას. საინტერესოა ერთის მხრივ, რამდენად ხშირია მოსახლეობის მიმართვები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად, ხოლო, მეორეს მხრივ, რამდენად ქმედითუნარიანია ადგილობრივი ხელისუფლება დახმარების აღმოსაჩენად. გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არასოდეს ან იშვიათად მიუმართავს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის დახმარებისათვის. ცხადია, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამის მიზეზი მოსახლობაში პრობლემების არქონაა. უფრო ადეკვატური ისაა, რომ მოქალაქეებში ძალზე სუსტია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დახმარების მოლოდინი და მოსახლეობა ან პერმანენტულად გადაუწყვეტელი პრობლემების ქვეშ ცხოვრობს, ან საკუთარი ძალებით ცდილობს მათ მოგვარებას (თუ ეს შესაძლებელია). რესპონდენტების ის მცირე ნაწილი, რომელსაც მიუმართავს (გარკვეული სიხშირით) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაწეული მომსახურება არ იყო კვალიფიციური (75%), გაწეულ მომსახურებას კვალიფიციურად მხოლოდ რესპონდნეტთა 14% აფასებს. როგორც მონაცემები აჩვენებს, მოსახლეობის (უფრო ზუსტად, მისი მცირე ნაწილის) მიმართვა მუნიციპალიტეტებისადმი პრობლემების გადასაჭრელად არ არის გავრცელებული პრაქტიკა. მოსახლეობის მხრიდან მიმართვების მცირე ხვედრითი წილი და გაწეული მომსახურების არაკვალიფიციურობა მოწმობს, რომ ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებულების პრაქტიკა არ არსებობს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 150 მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, მოსახლეობის აქტიურობის მოტივაციურ ნაწილზე. საქართველოში საზოგადოებრივი აქტიურობა და სამოქალაქო ცნობიერება დაბალია, ეს გამოიხატება მოქალაქეთა ინტერესთა პრივატულობასა და ლოკალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტაციაში. მოქალაქეები აქტიურდებიან როდესაც დგებიან ყოფითი პრობლემების წინაშე: გაზმომარაგება, ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება, ჯანდაცვა, სოციალურ დახმარება, უხიდობა და ა.შ. ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ვერ აგვარებს მოსახლეობის წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებს, არსებობს მოსახლეობის მხრიდან საპასუხო რეაქციის რამდენიმე გზა: ხელისუფლების მიმართ აქტიური პროტესტი (მიტინგები, გამოსვლები და სხვ.), სამოქალაქო ინსტიტუტების (მედია, არასამთავრობო სექტორი) ჩართვა და მათი საშუალებით ზეწოლა; არაფორმალური ერთობების (სამეზობლოები, ამხანაგობები და სხვ.), როგორც ალტერნატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და პრობლემების საკუთარი ძალებით გადაჭრა და ა.შ. საინტერესოა, იციან თუ არა მოქალაქეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რა კონტროლის მექნიზმებს ფლობენ და იყენებენ თუ არა მათ? კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზე დაბალია. მოსახლეობის 84% აცხადებს, რომ ასეთი მექანიზმები საერთოდ არ არსებობს, ან არ იცის მათ შესახებ. ხოლო ის მცირე ნაწილი (16%), რომელიც მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულია ამ საკითხში კონტროლის შემდეგ საშუალებებს ასახელებს: მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურობას. თუმცა, რესპონდენტთა ეს ნაწილიც საკმაოდ პესიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად ამ ეტაპზე კონტროლი უმნიშვნელო დონეზე ხორციელდება. შესაბამისად, ლოგიკურია შემდეგ შეკითხვებზე მიღებული შედეგები: მოსახლეობა არ ახდენს გავლენას ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (85%), მოსახლეობა არ აქტიურობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში (73%), თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი (68%), ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით არ ატარებენ რამე სახის შეხვედრებს მოქალაქეებთან (88%), რესპონტთა იმ ნაწილიდან (12%) რომელიც აცხადებს, რომ ამგვარი შეხვედრები ტარდება, მხოლოდ 15% დასწრებია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების მიერ ჩატარებულ სხდომებს ან რაიმე სხვა ღონისძიებებს რომლებზეც განიხილება რაიონისთვის აქტუალური პრობლემები. “მოსახლეობასთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე ძირითადად ერთი და იგივე კატეგორია მოდის. ბიუჯეტის პროექტი იხილება გამოვაცხადებთ ვთქვათ მოსახლეობაში, გამოვაკარით, რადიო, ტელევიზია, არ მოდის ხალხი. ერთი და იგივე 5 კაცი. მათაც სამსახური Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 151 არ აქვთ მოცლილები არიან, ძირითადად კაცები არიან აქვე სკვერში რომ სხედან ჭადრაკს თამაშობენ.” (რესპონდენტი ლაგოდეხის საკრებულოდან) რესპონდნტები ასახელებენ შემდეგ თემებს, რომლებიც განიხილება ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრებზე: მოსახლეობის წყალმომარაგება, ელექტროენერგიის მიწოდება, სამედიცინო დახმარება, სამედიცინო დაზღვევა, მიწის საკითხები, გზების მშენებლობა და ა.შ. გარდა ამისა, რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს პრაქტიკული შედეგი არ მოყვება (82%). ჩვენს მიერ აღწერილი მდგომარეობა მოსახლეობის ჩართულობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების გადაწყვეტაში სერთოა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონისათვის. სქესისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით მოსახლეობის აქტიურობაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ორივე სქესის წარმომადგენლები მეტ-ნაკლებად თანაბრად აქტიურები არაიან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების გადაწყვეტაში. ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აქტიურობენ იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულები. თუმცა, მათი აქტიურობა ისეთივეა, როგორც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის. ანუ, არცერთი ცვლადი: სქესი და ეთნიკური კუთვნილება არ იძლევა სანდო კორელაციას მოსახლეობის აქტიურობასთან. მოსახლეობის აქტიურობის სახეებსა და ფორმებს შორის განსხვავება ხელშესახები არ არის. დასკვნა რეგიონისათვის საჭირბოროტო საკითხების ერთობლივად გადასაჭრელად ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობას მოიაზრებს. ეფექტური კომუნიკაციის არსი მდგომარეობს თვითმმართველობის კონცეფციის შესახებ კარგად ინფორმირებული საზოგადოების არსებობაში. საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა რამდენიმე სოციალური აქტორის დანიშნულებაა. რა თქმა უნდა ამის ნება, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს თავად ადგილობრივ ხელისუფლებაში. ასევე უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო სექტორის როლი – არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის. მათი აქტიური მუშაობის შედეგი თავად მოსახლეობის მაღალი ინფორმირებულობა და აქტიური ჩართულობაა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. დღეს პრობლემები რომლებიც ამ თეორიული მოდელის რეალობაში განხორციელებას აფერხებს ძირითადად უკვშირდება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დაუინტერესებლობას გასცეს ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაღრმავდა ინფორმაციის დეფიციტი თვითმმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორში/მას-მედიაში. ლოგიკურია, რომ არც მოსახლეობა ფლობს სათანადო ინფორმაციას თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პასიურად არის ჩართული თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 152 ბიბლიოგრაფია 1. ბუაძე ს. მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკის შეფასება ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტებში, 2017, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“. Engagement Practice Assessment in Municipalites of Georgia Final (idfi.ge) ბოლო ნახვა: 22.08.2021 2. ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, 2006; 3. სვანიშვილი ს., მ. ჯიბუტი, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ბუდაპეშტის ღია საზოგადოების საქართველოს ორგანული კანონის კომენტარები, 2007; 4. კიკნაძე თ, დონაზე ნ. გენდერი _ “სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი”, წიგნი მომზადებული და გამოცემულია “სოციალურ მეციერებათა ცენტრის” მიერ, ფონდის OSI- Zug, ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (HESP) ფინანსური ხელშეწყობით, 2006; 5. პადავიჩი ი., რესკინი ბ. “ქალები და მამაკაცები სამსახურში”, წიგნი გამოიცა O OSI-Zug და ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (HESP) ფინანსური ხელშეწყობით, 2006. 6. კოპალეიშვილი მ. “ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური (სამართლებრივი მოწესრიგების) საფუძვლები” _ ალმანახი #10, (სახელმწიფო სამართალი) – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 7. ცარციძე, ბესელია, ცუხიშვილი, ყალიჩავა, საჯარო მმართველობის კულტურა საქართველოში სოციოლოგიური კვლევა, თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის (IAS), 2017 giz20017_ge_Culture_of_Public_Administration.pdf (lawlibrary.info) ბოლო ნახვა: 27.03.2022 8. ყიფიანი დ. მონაწილეობითი ბიუჯეტირება საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში დანერგვის პრაქტიკის კვლევა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, 2018 Microsoft Word - PB research 11.18 (civilin.org) ბოლო ნახვა: 21.04.2022 9. ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა, Georgia_NAP_ 2016-2018_GEOR.docx (live.com) ბოლო ნახვა: 11.05.2022 10. OGP-ის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესები, Guidance for National OGP Dialogue. 11. Kighuradze K,; challenges to the citizen participation in the local self-governance policy paper, Eastern European Centre for Multiparty Democracy (EECMD), 2020 Policy-Paper_Citizen- participation_LSG.pdf (eecmd.org) ბოლო ნახვა: 8.05.2022 https://idfi.ge/public/upload/IDFI_Photos_2017/idfi_general/Engagement_Practice_Assessment_in_Municipalites_of_Georgia_Final_geo.pdf https://idfi.ge/public/upload/IDFI_Photos_2017/idfi_general/Engagement_Practice_Assessment_in_Municipalites_of_Georgia_Final_geo.pdf http://lawlibrary.info/ge/books/giz20017_ge_Culture_of_Public_Administration.pdf?fbclid=IwAR1u4H4SOCp3Bua55vtgx_sE-BEaxmIHLYAxLvlykQtqMyKgJ11bIit4bbo https://civilin.org/wp-content/uploads/2021/08/PB_research.pdf https://view.officeapps.live.com/op/view.aspx?src=https%3A%2F%2Fwww.opengovpartnership.org%2Fwp-content%2Fuploads%2F2001%2F01%2FGeorgia_NAP_%25202016-2018_GEOR.docx&wdOrigin=BROWSELINK https://eecmd.org/wp-content/uploads/2021/02/Policy-Paper_Citizen-participation_LSG.pdf https://eecmd.org/wp-content/uploads/2021/02/Policy-Paper_Citizen-participation_LSG.pdf Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 153 12. Democracy At The Local Level The International IDEA Handbook on Participation, Representation, Conflict Management, and Governance International IDEA Handbook Series 4.; 2001 13. Commission for Citizenship, Governance, Institutional and External Affairs The role and place of local democracy and decentralisation in the modernisation and consolidation of democratic processes in the Eastern Partnership countries, European Union, 2022 The Challenge of Democratic Governance - Awareness of the Municipal Population about the Essence and Functions of Local Self-Government Tamar Charkviani Associated Professor, Caucasus School of Humanities and Social Sciences, Caucasus University Abstract There are various mechanisms to ensure the involvement of citizens in the implementation process of local self-government, although it is obvious that initially the awareness of citizens about the essence, goals and functions of local self-government should be studied, and also it should be clarified how they see their own role in the implementation of self-governance. This article is based on the analysis of empirical sociological research data of 2018.The aim of the sociological research was to study the awareness of regional population about processes taking place in the sphere of local government. The article higlited that indicator of awareness about local government hasn’t significantly improved. Key words: Local self-government, citizen awareness, citizen involvement, Transparent, accountable governance