Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 188 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.21 კვადრილატერალური უსაფრთხოების დიალოგის სადაზვერვო ასპექტები ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის შესაკავებლად ინდო-წყნარ ოკეანეში არჩილ ორთანეზაშვილი1, დავით კუხალაშვილი2 1კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევარი 2კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. აბსტრაქტი 2007 წელს ჩამოყალიბდა ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის ფორმატის გაერთიანება, რომელშიც ერთიანდება 4 დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფო: აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი. სამეცნიერო სტატიაში ასახულია დიალოგში შემავალი სახელმწიფოების გაერთიანების მიზნები და მათი ინტერესთა გადაკვეთის წერტილები. გამოკვეთილია, ჩინეთის, როგორც საერთო ოპონენტი სახელმწიფოს როლი. განხილულია, სახელმწიფოთა ბუნება და მათი კოორდინირებული საქმიანობის სფეროები. აღნიშნული მოვლენები ხაზგასმით არის წარმოჩენილი, აგენტურულ-ოპერატიული და სადაზვერვო-კონტრსადაზვერვო საქმიანობების ჭრილში, რომლებიც გამოკვეთილია, როგორც თეორიული მასალით, ისე ღია წყაროებზე დაყრდნობით, მოპოვებული და გაანალიზებული ინფორმაციით. საკვანძო სიტყვები: აშშ; ინდოეთი; იაპონია; ავსტრალია; უსაფრთხოება; დიალოგი; QUAD; ჩინეთი; ინდოეთის ოკეანე; წყნარი ოკეანი; დაზვერვა; კონტრდაზვერვა; დემოკრატია; გეოპოლიტიკა; მსოფლიო წესრიგი; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 189 გლობალური და სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანიზების პროცესში, უძველესი პერიოდიდან, დღემდე, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უსაფრთხო საერთაშორისო კავშირების ორგანიზებასა და სახელმწიფოთა მეთაურებს. სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური გაერთიანების ლიდერებს შორის, ღია თუ ფარული ხასიათის მოლაპარაკებები, სახელმწიფოთა სადაზვერვო სამსახურების კონტროლის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. ამ პროცესების ირგვლივ მოპოვებული ინფორმაციები მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური, თუ ეკონომიკური უსაფრთხოების ორგანიზებაში. ამ მიმართულებით, ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხი, განსაკუთრებით აქტუალურია საერთაშორისო არენაზე, სახელმწოფოს სხვადასხვა ალიანსებთან უსაფრთხო მიერთების უზრუნველყოფისას. დროულობით, სრულყოფილებითა და სანდოობით გამორჩეული სადაზვერვო ინფორმაციების მყარი ანალიტიკური დამუშავებითა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანი გარემოს შექმნით, სახელმწიფოებს საერთაშორისო ასპარეზზე ეძლევათ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებიდან დაწყებული, სულ მცირე, საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნება განახორციელონ. ზემოგანხილული თეორიული მსჯელობის ფონზე, თანამედროვე ეტაპზე, მნიშვნელოვანია ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის (QUAD) პროცესის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმოხილვა. 2004 წლის ინდოეთის ოკეანის ცუნამის შემდეგ, ჩამოყალიბდა ოფიციალური ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი (QUAD) ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის სახელმწიფოებს შორის, რომელმაც დღესდღეობით, ბევრად უფრო ფართო დღის წესრიგი შეიძინა და იგი მოიცავს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხებს. დიალოგის ერთ-ერთი მიზანი ინდოეთისა და წყნარი ოკეანისთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ამაღლებაში მდგომარეობდა, რამაც უზრუნველყო კიდეც ფართო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც „Quad“ გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების მიზნით მოღვაწეობს, როდესაც აშშ-ს უნიპოლარული სამყაროდან გადასვლის ეპოქაში „ჩინეთი გადამწყვეტ როლს ეძებს და საკუთარ მომენტს ელოდება.“38 მაღალი ალბათობით, აღნიშნული პოზიციის შექმნით, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან საყრდენს იქმნიდა და იქმნის საერთაშორისო ასპარეზზე დომინირების მიმართულებით, რაც, რაღა თქმა უნდა, ჩინეთის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად უნდა ჩაითვალოს. ამ სახელმწიფოებს შორის არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქტიური სადაზვერვო ქმედებების სისტემატურობა. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს ოფიციალური სტატისტიკის ანალიზით39, ჩინური დაზვერვის ქმედების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის ჯაშუშობა წარმოადგენს, რომლის წარმატება, პოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოების მიმართულებით, სადაზვერვო შეღწევადობის გარეშე წარმოუდგენელია. აშშ-ში ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების სამიზნე ობიექტებს 38 Sumitha Narayanan Kutty and Rajesh Basrur - The Quad: What It Is – And What It Is Not. March 24, 2021. P.1 https://thediplomat.com/2021/03/the-quad-what-it-is-and-what-it-is-not/. (18.12.2021) 39The China Threat - https://www.fbi.gov/investigate/counterintelligence/the-china-threat. P.1. (06.01.2022) https://thediplomat.com/2021/03/the-quad-what-it-is-and-what-it-is-not/ https://www.fbi.gov/investigate/counterintelligence/the-china-threat Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 190 წარმოადგენენ: ბიზნეს წრეები, აკადემიური ინსტიტუტები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სხვა ობიექტები. ღია წყაროებში არსებული სტატისტიკის ანალიზით, აშშ-ის კონტრდაზვერვისთვის ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა 2014 წელი, როდესაც 11 ჩინელი ჯაშუშის, და 2020 წელი, როდესაც 10 ჯაშუშის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. ღია წყაროებიდან ვარკვევთ ინფორმაციას ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის მოქმედებასთან დაკავშირებით, აშშ-ს წინააღმდეგ,40 სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის კუთხით, მნიშვნელოვანი ფაქტია განთავსებული ღია წყაროში.41 ჩინელი ჯაშუში, იანსუნ სიუ დააპატიმრეს 2018 წლის 1 აპრილს ამერიკული საავიაციო ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიების ინოვაციების და სავაჭრო საიდუმლოებების შესახებ ინფორმაციების მოპარვისათვის. მაღალი ალბათობით, ჯაშუშობის აღკვეთის გამორიცხვის შემთხვევაში, აშშ- ის ეროვნულ უსაფრთხოებას მიადგებოდა დიდი ზიანი. მიუხედავად აშშ-ის კონტრდაზვერვის წარმატებისა, ჯაშუშობის კუთხით, მოწყვლადი ადგილების დროული გამოკვეთით პოტენციური საფრთხის ნეიტრალიზაციის მზაობის თვალსაზრისით, გარკვეულ პრობლემებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს ოპერატიული თამაშის ელემენტებთან. ჩინეთის კონტრსადაზვერვო საქმიანობის წარმატებებზე შეგვიძლია ვისაუბროთ სადაზვერვო სამსახურის „CIA“-ს ჯაშუშური საქმიანობის გამო, 2010-2013 წლებში 20 ინფორმატორის გამოვლენის შესახებ.42 აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ, ღია წყაროებში დაფიქსირდა, რომ ჩინეთმა გაანადგურა ქსელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, რაც შედეგობრივად წლების განმავლობაში ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებაზე დამაზიანებლად იმოქმედებდა. სადაზვერვო ხასიათის შესწავლას ექვემდებარებოდა ინფორმაციები: ჩინეთის შიდა სტრუქტურებში არსებული ვითარების, მაღალი თანამდებობის პირების პერსონალური დამახასიათებელი ინფორმაციების შესახებ. შესაბამისად ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მზვერავ სახელმწიფოს შეეძლო კომპრომეტაციის, შანტაჟის საფუძველზე განეხორციელებინა სადაზვერვო ხასიათის გადაბირება, რითიც შესაძლებელი იქნებოდა, აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების გატარება ჩინეთის ინტერესების საზიანოდ. საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ისა და ჩინეთის სადაზვერვო ინტერესების შესაბამისი ბრძოლის ფორმატით უნდა აიხსნას „ქუადის” წევრ სახელმწიფოთა შორის არსებული დიალოგისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების ტემპის დაგდების/გაციების პროცესის ინსპირირება. საყურადღებოა შექმნილი ვითარების ირგვლივ, სახელმწიფოთა მხრიდან საზოგადოებრივი აზრის მობილიზების მიმართულებები: ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი, მკვეთრად, თავისუფალი დაჯგუფების ბუნების მატარებელი 40 Chinese spy convicted of trying to steal U.S. aviation trade secrets - November 6, 2021. https://www.reuters.com/world/us/chinese-spy-convicted-trying-steal-us-aviation-trade-secrets-2021-11-05/. P.1. (01.02.2022) 41 Chinese spy convicted of trying to steal U.S. aviation trade secrets - November 6, 2021. https://www.reuters.com/world/us/chinese-spy-convicted-trying-steal-us-aviation-trade-secrets-2021-11-05/. P.1. (01.02.2022) 42Рафаэль Фахрутдинов - Американских шпионов раскрыли за обедом - 21 мая 2017. P.1. https://www.gazeta.ru/politics/2017/05/21_a_10683989.shtml?updated. (18.02.2022) https://www.reuters.com/world/us/chinese-spy-convicted-trying-steal-us-aviation-trade-secrets-2021-11-05/ https://www.reuters.com/world/us/chinese-spy-convicted-trying-steal-us-aviation-trade-secrets-2021-11-05/ https://www.gazeta.ru/politics/2017/05/21_a_10683989.shtml?updated Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 191 უფრო იყო, ვიდრე ოფიციალური ალიანსის. იაპონია თავდაპირველად ცდილობდა ხაზი გაესვა 4 სახელმწიფოს გაერთიანების მიზეზად დემოკრატიული ღირებულებების გადაკვეთის წერტილისთვის, მაშინ როცა ინდოეთს, ქუადის დიალოგის მიმართ, ფუნქციონალური დამოკიდებულება ჰქონდა, ხოლო ავსტრალიელი ლიდერები, თავს არიდებდნენ მნიშვნელოვანი სტატუსი მიენიჭებინათ მისთვის და უპირატესობას დიალოგის არაფორმალური სახის შენარჩუნებას ანიჭებდნენ.43 რეალურად, კი, ეს იყო საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში მიღებული „სავაჭრო პაუზა,“ მაღალი სარგებლის მიღების კუთხით შეთანხმებებისათვის, რომლის მიმდინარეობა წარმოუდგენელია სადაზვერვო აქტივობების გარეშე. 2017 წლისათვის, ჩინეთის მზარდი ეკონომიკური ექსპანსიის ზრდის საფრთხის ფონზე, ქუადის დიალოგში შემავალმა სახელმწიფოებმა, აღადგინეს დიალოგი, მიზნების გაფართოებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის კუთხით, თუმც მყარი ერთობის მიღწევა მაინც შეუძლებელი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოწინააღმდეგის მიმართ ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებულ ქმედებად უნდა იქნას აღქმული 2020 წლის ნოემბერში, ოთხივე ქვეყნის ფლოტის მონაწილეობა ერთობლივ წვრთნებში, რაც მათი საერთო მიზნების (მათ შორის სამხედრო დაზვერვის მიმართულებით მყარი კოორდინაციის) განხორციელების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა. ჩინეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთა სტრატეგიული ინტერესების მყარი თანხვედრის პერიოდად შეგვიძლია 2021 წელი მივიჩნიოთ. ჯგუფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად კვლავ ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის შეჩერება იქცა. სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მონაკვეთზე, დომინირების სურვილად უნდა აღვიქვათ 2021 წლის მარტში აშშ- ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ, ვირტუალური Quad შეხვედრის ორგანიზება, ავსტრალიის პრემიერ მინისტრის სკოტ მორისონის, ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდისა და იაპონიის პრემიერ მინისტრის იოშიჰიდე შუგას მონაწილეობით. შეხვედრის შედეგად, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, კლიმატის ცვლილების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მათი მიწოდების ჯაჭვის განმტკიცების შესახებ სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებამ, მოწინააღმდეგის მიმართ კოორდინირებული ხასიათის ეკონომიკური დაზვერვის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი საფუძვლები შექმნა. „Quad“ ამ ეტაპზე, არ არის სტრუქტურირებული, როგორც ტიპური მრავალმხრივი ორგანიზაცია და არ გააჩნია სამდივნო ან მუდმივი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. მასში შემავალმა ქვეყნებმა ყურადღება გაამახვილეს წევრ ქვეყნებს შორის არსებული შეთანხმებების გაფართოებაზე და მათი საერთო ღირებულებების ხაზგასმაზე. გარდა ამისა, როგორც ავტორიტეტული გამოცემის „ინდიან ექსპრესის“ ჟურნალისტი მირა პატელი აღნიშნავს, ნატოსგან განსხვავებით, Quad არ მოიცავს დებულებებს კოლექტიური თავდაცვის შესახებ, სამაგიეროდ, ირჩევს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას, როგორც ერთიანობისა და დიპლომატიური ერთობის ხაზგასასმელად.44 შესაბამისად, საყურადღებოა, ის გარემოება, რომ 43Sheila A. Smith - The Quad in the Indo-Pacific: What to Know. May 27, 2021. P.1 https://www.cfr.org/in-brief/quad-indo- pacific-what-know. (17.12.2021) 44Mira Patel - Explained: How was the Quad formed, and what are its objectives? September 15, 2021. P.1 https://indianexpress.com/article/explained/quad-nations-meeting-us-china-7508605/. (19.12.2021) https://www.cfr.org/in-brief/quad-indo-pacific-what-know https://www.cfr.org/in-brief/quad-indo-pacific-what-know https://indianexpress.com/article/explained/quad-nations-meeting-us-china-7508605/ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 192 ამ სახელმწიფოებს კოორდინირებული სადაზვერვო ქმედებებისათვის ხელსაყრელი პირობები აქვთ შექმნილი, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში ინოვაციურ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს. „ქუადის“ ჯგუფის ქვეყნების სადაზვერვო ხასიათის შენიღბულ საქმიანობაზე უნდა მიანიშნებდეს ჩინეთის მიმართ შეკავების აშკარა პოლიტიკის გატარება, თუმცა აშშ-სა და ჩინეთს შორის დღითიდღე განვითარებადი ეკონომიკური ხასიათის ომიდან გამომდინარე ქუადის დიალოგმა შესაძლოა შესძინოს მეტად სერიოზული სახე. თუ განვიხილავთ ჩინეთის პოზიციას, რომ ქუადის ჯგუფს მომავალი არ აქვს და მისი განვითარება შეუძლებელი იქნება, შეიძლება დავასკვნათ, რომ რეალურად ჯგუფის მოღვაწეობა მიუღებელია ჩინეთისათვის და იგი მისი მხრიდან სადაზვერვო აქტივობების ზემოქმედების ობიექტია. საერთაშორისო ასპარეზზე დომინირებისათვის მებრძოლი ორი ძირითადი სუბიექტის ურთიერთდამოკიდებულების ფონზე, მიმოვიხილოთ ქუადის ჯგუფის წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულებები ზემოაღნიშნულ პროცესებთან. არსებობს მოსაზრება, რომ ევრაზიაზე გავლენის გასამყარებლად ამერიკის შეერთებული შტატების უმთავრეს მიზანს, შორეულ აღმოსავლეთში საყრდენი სახელმწიფოს არსებობა წარმოადგეს45, რასაც თავის წიგნში „დიდ საჭადრაკო დაფაში“ განავრცობს ზბიგნევ ბჟეზინსკი. ამერიკული მონდიალიზმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თალასოკრატიულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამყარებასა და მასთან მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც თავისი განვითარებითა და პოლიტიკური იდეოლოგიით, გაიზიარებს ამერიკის მიერ შემოთავაზებულ მსოფლიო წესრიგს. ასეთ სახელმწიფოდ მიჩნეულია იაპონია, რომელიც ზემოაღნიშნული ჯგუფის მნიშვნელოვანი მონაწილეა. იაპონია მეორე მსოფლიო ომის მიწურულს აშშ-ს მიერ ჩადენილი ატომური დანაშაულის შემდგომ, იაპონიისთვის ამერიკის შეერთებული შტატები პროტექტორატად მოგვევლინა, შესაბამისად იაპონიამ პირველ ეტაპზე, შეძლო - აღედგინა ეკონომიკა, ხოლო შემდგომ, გლობალურ დონეზე - წამყვანი სახელმწიფოს სტატუსი დაემკვიდრებინა. დღესდღეობით, იაპონია, აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად უნდა მივიჩნიოთ. იაპონიის ეროვნული ინტერესებისათვისაც, ინდო-წყნარი ოკეანის გეოპოლიტიკურ სივრცეზე ჩინეთის ზეგავლენა- დომინირებით საფრთხეს წარმოადგენს, რაც სტრატეგიულად პარტნიორ სახელმწიფოსთან კიდევ უფრო დაახლოების ხელსაყრელ პირობას ქმნის. არსებობს მნიშვნელოვანი წინაპირობები. სამხრეთ-ჩინეთის ზღვა წარმოადგენს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ტერიტორიას, ეკონომიკური სარგებლის მისაღებად მნიშვნელოვან სატრანზიტო გზას, რომლზეც იმპორტირებული საქონლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მოდის, რაც მსოფლიო ვაჭრობის მესამედს შეადგენს. სწორედ აღნიშნულ ზღვას უკავშირდება ტერიტორიული კონფლიქტი იაპონიასა და ჩინეთს შორის. საფრთხეების ნეიტრალიზაცია-შემცირების კუთხით, ფსიქოლოგიური ზეგავლენის ორგანიზებისათვის, ზემოაღნიშნული ზღვის მონაკვეთზე დაფიქსირდა იაპონიისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ერთობლივი წვრთნები. შეიძლება დავასკვნათ, რომ აღნიშნული ვითარების შექმნაში მნიშვნელოვანი 45 Zbigniew Brzezinski - Grand chessboard. 1997. P.151. (23.12.2021) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 193 ადგილი უჭირავს ეკონომიკურ-სამხედრო, შესაბამისად, პოლიტიკური დაზვერვის მიმართულებით, აშშ-ისა და იაპონიის სადაზვერვო კოორდინაციას, რაც საკუთარი ინტერესების განხორციელებაში მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ჩინეთისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მხრიდან, იაპონია, სადაზვერვო შეღწევადობის ობიექტს წარმოადგენს. ამ პროცესში, მას ჰყავს სტრატეგიულად პარტნიორი სახელმწიფო რუსეთის ფედერაცია.46 მზვერავი სახელმწიფოების ინტერესს წარმოადგენს იაპონური სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, კომპანიების შიდა კორპორატიული ხასიათის საინფორმაციო ქსელების და სხვა სახის მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინეთის მიმართ სადაზვერვო აქტივობებით გამოირჩევა იაპონიაც. 2015-2021 წლებში ჩინეთში დაახლოებით 14 იაპონელი ჯაშუში დააკავეს,47 რომლებიც ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ავსტრალია როგორც ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, ჯგუფის წევრ სახელმწიფოს ავსტრალიას, (ამერიკის შეერთებული შტატების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოკავშირეს) დიალოგში მონაწილეობის ძირითად მიზეზად ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესი გააჩნია. თუ გავითვალისწინებთ 2020 წლის მდგომარეობით ავსტრალიის სამხედრო სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც მასსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან ერთად სადაზვერვო, სავაჭრო და ტექნოლოგიური ხასიათის თანამშრომლობა წინა პლანზეა წამოწეული, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ალიანსი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო- ტექნიკური უსაფრთხოების გამყარებასაც ემსახურება. აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი თავდაცვის კავშირების ისტორიასთან ერთად, მყარი პარტნიორული ურთიერთობების საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ ავსტრალიის მჭიდრო კავშირები შეერთებული შტატების მუდმივ სტრატეგიულად პარტნიორ სახელმწიფოსთან დიდ ბრიტანეთთან. საკვლევი პრობლემის განხილვისას მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის მიერ აზია-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების ისტორიული Aukus-ის პაქტის48 (ავსტრალიას ნებას მისცემს, ისტორიაში პირველად, ააგოს ატომური წყალქვეშა ნავები, აშშ-ს მიერ მოწოდებული ტექნოლოგიის გამოყენებით) გამოცხადება, რაც განიხილება, როგორც ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობა. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სადაზვერვო კოორდინაციის არსებობაზე და განგრძობადობაზე მიანიშნებს, ოფიციალური პეკინის მიერ აღნიშნულ შეთანხმების დაგმობა და მისი უპასუხისმგებლო ქმედებად შეფასება, რომელიც ძირს უთხრის რეგიონულ 46 Suvendrini Kakuchi and Yojana Sharma - Research security tightened with China threat in mind. 16 June 2021. P.1. https://www.universityworldnews.com/post.php?story=20210616090608803 (01/02/2022) 47 Japanese man detained by China for alleged spying released: gov't. Jul 2, 2020. P.1. https://english.kyodonews.net/news/2020/07/1177f0c6bbc6-breaking-news-japanese-man-detained-by-china-released- govt-source.html. (03.02.2022) 48 Aukus: UK, US and Australia launch pact to counter China. 16 September, 2021. P.1. https://www.bbc.com/news/world- 58564837. (19.12.2021) https://english.kyodonews.net/news/2020/07/1177f0c6bbc6-breaking-news-japanese-man-detained-by-china-released-govt-source.html https://english.kyodonews.net/news/2020/07/1177f0c6bbc6-breaking-news-japanese-man-detained-by-china-released-govt-source.html https://www.bbc.com/news/world-58564837 https://www.bbc.com/news/world-58564837 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 194 მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული დიპლომატიური დაზვერვის მიმართულება, რაზეც მიანიშნებს აშშ-ში ჩინეთის საელჩოს სადაზვერვო ხასიათის პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის მიხედვითაც მინიშნებული სახელმწიფოები დადანაშაულებული იქნა ცივი ომის მენტალიტეტში და პოტენციური კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების წარმოქმნაში. ავსტრალიის წინააღმდეგ ჩინეთის მიერ განხორციელებული აქტიური სადაზვერვო საქმიანობის დამადასტურებელია ჩინეთის მოქალაქის, უან "უილიამ" ლიჯენის ჯაშუშური საქმიანობა ჰონგ კონგის, ავსტრალიისა და ტაივანის საწინააღმდეგოდ.49-50 ჩინეთის წინააღმდეგ ავსტრალიის მიერ განხორციელებული აქტიური სადაზვერვო საქმიანობის დამადასტურებელია ჩინეთის სამთავრობო არხზე „CGTN“ მომუშავე, ბიზნეს-ჟურნალისტის ჩენგ ლის ავსტრალიის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის დაკავების ფაქტი. ინდოეთი ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამების მსგავსად, ჯგუფის წევრი სახელმწიფოს ინდოეთის პირველმა ლიდერებმაც ეროვნული ინტერესი გაუტოლეს მორალურ სამართლიანობას, მაგრამ მათგან განსხვავებით, ვესტფალიურ პრინციპებს ინდოელი ლიდერები მხოლოდ ქვეყნის შიგნით ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში იყენებდნენ და არ გამოხატავდნენ ინტერესს საერთაშორისო დონეზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. დღესდღეობით, მაღალი დონის პოლიტიკური ვიზიტების რეგულარულმა გაცვლამ, მუდმივი იმპულსი მისცა ორმხრივ თანამშრომლობას ინდოეთსა და აშშ-ს შორის, ხოლო ფართო და მუდმივად გაფართოებულმა დიალოგის არქიტექტურამ შექმნა გრძელვადიანი ურთიერთობების ჩარჩო, ამ ქვეყნებს შორის. დღეის მდგომარეობით თანამშრომლობა არის ფართო და მრავალსექტორული, მოიცავს ვაჭრობასა და ინვესტიციებს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, განათლებას, მეცნიერებასა და ტექნოლოგიას, კიბერუსაფრთხოებას, მაღალტექნოლოგიას, სამოქალაქო ბირთვულ ენერგიას, სოფლის მეურნეობასა და ჯანმრთელობას. ხალხთა შორის მჭიდრო კავშირი კი, ორივე ქვეყანაში, პოლიტიკურ სპექტრში, აძლიერებს ინდოეთისა და ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებს,51 რომლის მიღწევა სადაზვერვო პროპაგანდის გარეშე წარმოუდგენელია. ამ სახელმწიფოთა თანამშრომლობა კოსმოსში,52 მაღალ ორბიტაზე გადადის. ინდოეთი ასევე ზრდის კოსმოსში თანამშრომლობას „Quad“-ის დანარჩენ ორ წევრთან, იაპონიასთან და ავსტრალიასთან. პრაქტიკულად, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური 49 'Chinese spy' seeking asylum in Australia – reports. 23 November 2019. P.1. https://www.bbc.com/news/world-australia- 50528831. (28.01.2022) 50 'Chinese spy' seeking asylum in Australia – reports. 23 November 2019. P.1. https://www.bbc.com/news/world-australia- 50528831. (28.01.2022) 51 Brief on India-U.S. relations. June, 2021. P.1. chrome- extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/viewer.html?pdfurl=https%3A%2F%2Fwww.mea.gov.in%2FPortal%2FForeign Relation%2FIndia_US_brief.pdf&clen=297165&chunk=true. (24.12.2021) 52 Rajeswari Pillai Rajagopalan - India’s Space Cooperation With the US – and the Quad – Intensifies. March 29, 2021 P.1. https://thediplomat.com/2021/03/indias-space-cooperation-with-the-us-and-the-quad-intensifies/. (24.12.2021) https://www.bbc.com/news/world-australia-50528831 https://www.bbc.com/news/world-australia-50528831 https://www.bbc.com/news/world-australia-50528831 https://www.bbc.com/news/world-australia-50528831 https://thediplomat.com/2021/03/indias-space-cooperation-with-the-us-and-the-quad-intensifies/ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 195 დაზვერვის კუთხით კოორდინირებული ქმედებისათვის ინდოეთი, აშშ-ისათვის, მზარდი სახელმწიფოა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ კოსმოსური დაზვერვის ელემენტების გამოყენება, ნებისმიერი სადაზვერვო აქციის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია. უნდა აღვნიშნოთ, რომ დიალოგის ფარგლებს გარეთ, ინდოეთისა და იაპონიის სტრატეგიული, შესაბამისად, სადაზვერვო ინტერესები თანხვედრაშია. ინდო-წყნარი ოკეანის გეოპოლიტიკურ სივრცეზე ჩინეთის ზეგავლენა-დომინირება ამ სახელმწიფოსათვისაც საფრთხეს წარმოადგენს, რაც საფრთხის ნეიტრალიზაციის ფარგლებში აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობის მყარად შენარჩუნებას უყრის საფუძველს. ყოველივე კი, ჩინეთის სტრატეგიული, შესაბამისად სადაზვერვო ინტერესების საზიანო ალიანსზე მიანიშნებს. ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებს მყარი საფუძველი გააჩნია. ჩინეთის მხრიდან ინდოეთის საწინააღმდეგოდ სადაზვერვო აქტივობების დამადასტურებელია, ღია წყაროებში განთავსებული ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ინტერესებისათვის ჯაშუშობისათვის 2020 წლის 14 სექტემბერს დაკავებული იქნა ინდოელი ჟურნალისტი, რომლის მიერაც საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა გარკვეული საფასურის (3 მილიონი რუპია, დაახლოებით 34-35 ათას ევრო) სანაცვლოდ განხორციელდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პერსპექტიული, მყარი დაპირისპირების შემთხვევაში, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ საქართველო, გარკვეულწილად, შესაძლოა, გახდეს დაპირისპირებული სახელმწიფოების ზეგავლენის ობიექტი, რადგან ამისათვის ხელსაყრელი პირობები არსებობს. საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება აქვს დადებული, რაც ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის (ქართული პროდუქციის 94% საბაჟო გადასახადის გარეშე შევა ჩინურ ბაზარზე). მეორეს მხრივ, აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს, თავდაცვის სფეროში, რაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. როგორც ისტორიულ რაკურსზე დაფუძნებული, თანამედროვე რეალობის აღქმა გვკარნახობს, საქართველოს ამ კუთხითაც, სახელმწიფოს უშიშროების პრინციპებიდან გამომდინარე ლავირების პოლიტიკის გატარება დასჭირდება, რათა დიდ სახელმწიფოებს და სახელმწიფოთა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებისას გადარჩეს და თან სარგებელიც ნახოს. საკითხი აქტუალობას კიდევ უფრო იძენს, ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გარკვეული მიმართულებებით კოორდინირებული ქმედებების გამო. რაღა თქმა უნდა, ქუადის ჯგუფსა და ჩინეთს შორის მკვეთრი დაძაბულობის შემთხვევაში იზრდება საფრთხეები საქართველოსთან მიმართებითაც. ამრიგად შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:  დიალოგის რეჟიმის გარშემო შექმნილ სახელმწიფოთა გაერთიანებული ძალისხმევით, მყარი ორგანიზაციული სტრუქტურის არ არსებობის ფონზე, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინტერესების გატარების მნიშვნელოვანი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 196 პლაცდარმია შექმნილი, კონკრეტულ გეოგრაფიულ მონაკვეთზე ჩინეთის ექსპანსიის შეჩერების თვალსაზრისით;  „ქუადის“ ფორმატში, კვადრილატერალური დიალოგის მონაწილე ოთხი სახელმწიფო (აშშ, იაპონია, ინდოეთი, ავსტრალია) 2022 წლის დასაწყისისთვის ინარჩუნებს დიალოგის რეჟიმს და მყარი სადაზვერვო კოორდინაციის ფარგლებში მას შეუძლია ჩინეთის ინტერესების საზიანო საქმიანობა კონკრეტულ გეოგრაფიულ მონაკვეთზე. წარმატებას კი შეიძლება ჰქონდეს „დომინოს პრინციპით“ გავრცობის პერსპექტივა სხვა გეოგრაფიულ მონაკვეთებზე, აშშ-ისა და ჩინეთის მიერ ორგანიზებული ალიანსების სხვა ორბიტებზე.  „ქუადის“ ფორმატში, მონაწილე სახელმწიფოების წინააღმდეგ აქტიურია ჩინეთის მხრიდან სადაზვერვო აქტივობები და პირიქით, რაც მათ შორის მტრული დამოკიდებულების დამადასტურებელი ფაქტორია და მაღალი ალბათობით ამ მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურებაა მოსალოდნელი. „ქუადის“ ჯგუფის წევრი სახელმწიფოებისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებისას გამოყენებულია:  პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის სადაზვერვო საქმიანობის ელემენტები;  დიპლომატიური დაზვერვის ელემენტები;  სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის მნიშვნელოვანი ქვემიმართულების, კოსმოსური დაზვერვის ელემენტები;  სადაზვერვო ხასიათის მნიშვნელოვანი მეთოდი, პროპაგანდა;  აგენტურული შეღწევადობა, რომლის მნიშვნელოვან მიმართულებას მასმედიის საშუალებები წარმოადგენენ; ასევე:  იკვეთება სადაზვერვო სამსახურებს შორის კოორდინირებული ქმედებები;  სადაზვერვო შეღწევადობის ობიექტებს წარმოადგენდნენ: ბიზნეს წრეების, აკადემიური ინსტიტუტების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები;  მოპოვებას დაქვემდებარებული ინფორმაციებია: კონკრეტული პირების, პირთა ჯგუფების მახასიათებლების, სამხედრო, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, კომპანიების შიდა კორპორატიული საინფორმაციო ქსელების შესახებ მონაცემები;  მიღებული სადაზვერვო ინფორმაციების გამოყენება შესაძლებელია: კომპრომეტაციის, შანტაჟის საფუძველზე, სადაზვერვო ხასიათის გადაბირებისათვის, რითიც უზრუნველყოფილი იქნებოდა მზვერავი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გატარება დაზვერვის ობიექტი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 197  დაპირისპირებული მხარეების სადაზვერვო საქმიანობის წარმატება, დამოკიდებული იქნება ჯგუფის შიგნით და საერთაშორისო არენაზე კოორდინირებული ქმედებებისათვის ახალ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებთან ალიანსზე;  საქართველოსათვის დამაზიანებელი, არა-უსაფრთხო, საერთაშორისო ურთიერთობების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია საკვლევი თემის მიმართულებით სადაზვერვო, სამეცნიერო აქტივობების გაშლა, დროულობით, სანდოობით და სრულყოფილებით გამორჩეული ინფორმაციების შეკრება და ანალიტიკური დამუშავება. აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრების მონაწილეებზე, შინაარსზე და შედეგებზე, რომლებსაც ყოველთვის თან სდევს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით ხელშეკრულებათა გაფორმების ციკლი, რადგან ამ მიდგომით, შესაძლებელია გარკვეული ბმის ორგანიზება სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლო ალიანსში, რომელიმე ფორმით მონაწილეობის (სულ მცირე სუვერენიტეტის შენარჩუნება- გაღრმავების მიზნით) თვალსაზრისით. ბიბლიოგრაფია 1. Sumitha Narayanan Kutty and Rajesh Basrur - The Quad: What It Is – And What It Is Not. March 24, 2021. P.1 https://thediplomat.com/2021/03/the-quad-what-it-is-and-what-it-is-not/. 2. The China Threat - https://www.fbi.gov/investigate/counterintelligence/the-china-threat. P.1. 3. Chinese spy convicted of trying to steal U.S. aviation trade secrets - November 6, 2021. https://www.reuters.com/world/us/chinese-spy-convicted-trying-steal-us-aviation-trade-secrets- 2021-11-05/. P.1. 4. Chinese spy convicted of trying to steal U.S. aviation trade secrets - November 6, 2021. https://www.reuters.com/world/us/chinese-spy-convicted-trying-steal-us-aviation-trade-secrets- 2021-11-05/. P.1. 5. Рафаэль Фахрутдинов - Американских шпионов раскрыли за обедом - 21 мая 2017. P.1. https://www.gazeta.ru/politics/2017/05/21_a_10683989.shtml?updated. 6. Sheila A. Smith - The Quad in the Indo-Pacific: What to Know. May 27, 2021. P.1 https://www.cfr.org/in-brief/quad-indo-pacific-what-know. 7. Mira Patel - Explained: How was the Quad formed, and what are its objectives? September 15, 2021. P.1 https://indianexpress.com/article/explained/quad-nations-meeting-us-china-7508605/. 8. Zbigniew Brzezinski - Grand chessboard. 1997. P.151. 9. Suvendrini Kakuchi and Yojana Sharma - Research security tightened with China threat in mind. 16 June 2021. P.1. https://www.universityworldnews.com/post.php?story=20210616090608803 https://thediplomat.com/2021/03/the-quad-what-it-is-and-what-it-is-not/ https://www.fbi.gov/investigate/counterintelligence/the-china-threat https://www.reuters.com/world/us/chinese-spy-convicted-trying-steal-us-aviation-trade-secrets-2021-11-05/ https://www.reuters.com/world/us/chinese-spy-convicted-trying-steal-us-aviation-trade-secrets-2021-11-05/ https://www.reuters.com/world/us/chinese-spy-convicted-trying-steal-us-aviation-trade-secrets-2021-11-05/ https://www.reuters.com/world/us/chinese-spy-convicted-trying-steal-us-aviation-trade-secrets-2021-11-05/ https://www.gazeta.ru/politics/2017/05/21_a_10683989.shtml?updated https://www.cfr.org/in-brief/quad-indo-pacific-what-know https://indianexpress.com/article/explained/quad-nations-meeting-us-china-7508605/ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 198 10. Japanese man detained by China for alleged spying released: gov't. Jul 2, 2020. P.1. https://english.kyodonews.net/news/2020/07/1177f0c6bbc6-breaking-news-japanese-man- detained-by-china-released-govt-source.html. 11. Aukus: UK, US and Australia launch pact to counter China. 16 September, 2021. P.1. https://www.bbc.com/news/world-58564837. 12. 'Chinese spy' seeking asylum in Australia – reports. 23 November 2019. P.1. https://www.bbc.com/news/world-australia-50528831. 13. 'Chinese spy' seeking asylum in Australia – reports. 23 November 2019. P.1. https://www.bbc.com/news/world-australia-50528831. 14. Brief on India-U.S. relations. June, 2021. P.1. chrome- extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/viewer.html?pdfurl=https%3A%2F%2Fwww.me a.gov.in%2FPortal%2FForeignRelation%2FIndia_US_brief.pdf&clen=297165&chunk=true. 15. Rajeswari Pillai Rajagopalan - India’s Space Cooperation With the US – and the Quad – Intensifies. March 29, 2021 P.1. https://thediplomat.com/2021/03/indias-space-cooperation-with- the-us-and-the-quad-intensifies/. Intelligence Aspects of Quadrilateral Security Dialogue to restraint Economic Expansion of China in the Indo-Pacific Abstract In 2007, a quadrilateral security dialogue format was established, in which 4 states with democratic values are united: USA, Japan, Australia and India. The scientific article describes the goals of the union of the states participating in the dialogue and the points of intersection of their interests. The role of China as a common opponent state is highlighted. The nature of states and their areas of coordinated activity are discussed. The mentioned events are emphatically presented in terms of agency-operational and intelligence-counter- intelligence activities, which are highlighted both with theoretical material and based on open sources, obtained and analyzed information. Keywords: USA; India; Japan; Australia; security; dialog; QUAD; China; Indian Ocean; Pacific Ocean; Intelligence; counterintelligence; democracy; geopolitics; world order; https://english.kyodonews.net/news/2020/07/1177f0c6bbc6-breaking-news-japanese-man-detained-by-china-released-govt-source.html https://english.kyodonews.net/news/2020/07/1177f0c6bbc6-breaking-news-japanese-man-detained-by-china-released-govt-source.html https://www.bbc.com/news/world-58564837 https://www.bbc.com/news/world-australia-50528831 https://www.bbc.com/news/world-australia-50528831 https://thediplomat.com/2021/03/indias-space-cooperation-with-the-us-and-the-quad-intensifies/ https://thediplomat.com/2021/03/indias-space-cooperation-with-the-us-and-the-quad-intensifies/