Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 220 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.25 მედიაგარემო საქართველოში კრიზისების დროს მარიამ გერსამია1, მაია ტორაძე2 1ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი Orcid: https://orcid.org/0000-0001-9092-9232 2ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, Orcid: https://orcid.org/0000-0002-8369-0275 აბსტრაქტი სიცოცხლისუნარიანი და თავისუფალი მედია დემოკრატიის განვითარების უმნიშვნელოვანესი მდგენელია. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ დემოკრატიული მედიაგარემოს განვითარების ერთ-ერთ ინდიკატორად რჩება ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობისას. აღნიშნული კვლევის მომზადება განაპირობა წინასაარჩევნოდ არსებული მედიასაფრთხეების მკვეთრმა და, შეიძლება ითქვას, სპონტანურმა აქტუალიზაციამ. კერძოდ, საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მედიის წარმომადგენლებს დემონსტრაციის გაშუქებისას წინასწარგანზრახვით თავს დაეხსნენ რადიკალური ჯგუფები, რომლის შედეგადაც 10-ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა, ხოლო, მიღებული დაზიანებების შედეგად, დარბევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ჟურნალისტების უსაფრთხოების კუთხით დანახულმა გამოწვევებმა უპრეცედენტო საერთაშორისო ყურადღება და კვლევით გარემოში ამ თემის სტიმულირება გამოიწვია. წინამდებარე კვლევის მიზანია, დაადგინოს, რა თავისებურებებით გამოირჩევა კრიზისების დროს, კერძოდ, არჩევნების წინა და შემდგომი პერიოდის მედიაგარემო. კვლევა ასევე პასუხობს კითხვას, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური პოლარიზაცია და კრიზისები მედიაზე და რა მაკრო და მიკრო საფრთხეებს აჩენს ის. კვლევაში იდენტიფიცირებულია ეს https://orcid.org/0000-0001-9092-9232 https://orcid.org/0000-0002-8369-0275 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 221 მედიასაფრთხეები და, ჟურნალისტების თვალით დანახულ რეალობაზე დაყრდნობით, შეფასებულია მედიაგარემო. კვლევის დიზაინად შერჩეულია შერეული/ჰიბრიდული კვლევის მეთოდოლოგია, კერძოდ, თანმიმდევრული განმარტებითი დიზაინი (sequential explanatory design). კვლევა ჩატარდა ორ ფაზაში: პირველი ფაზა მოიცავდა რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას (ონლაინ- გამოკითხვას: 56 მედიასაშუალების 183 რესპონდენტის) და ანალიზს, რომლის შემდეგაც მეორე ფაზაში ჩატარდა თვისებრივი კვლევა (3 ფოკუს-ჯგუფის დისკუსია). კვლევა პასუხობს კითხვებს:  პროფესიული საქმიანობისას, რამდენად დაცულად გრძნობენ თავს მედიაში დასაქმებული პირები?  რა ტიპის საფრთხეები გამოიკვეთა 2021 წლის წინასაარჩევნო მედიაგარემოში და როგორია მოლოდინები?  რა მხარდამჭერი ინსტრუმენტები არსებობს მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მედიაში დასაქმებული პირებისთვის უფრო უსაფრთხო გარემო შეიქმნას? კვლევისას გამოიკვეთა მიკრო და მაკრო მედიასაფრთხეები, რომლებიც ქვეთავებში დეტალურად არის გაანალიზებული. ეს საფრთხეები ურთიერთდაკავშირებულია და აქვს თავისი სტრუქტურა და მიზნები. კვლევის შედეგად გამოკვეთილი მედიასაფრთხეები ემსახურება თვითცენზურისა და შიშის გაძლიერებას, ასევე მედიის სანდოობისა და მის მიმართ მხარდაჭერის შემცირებას, მედიაინსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობის შესუსტებას. უმთავრეს მაკრო მედიასაფრთხედ გამოიკვეთა პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლარიზაცია თავად მედიაორგანიზაციებს შორის. პოლარიზაციის შედეგად გამოვლენილი მიკროსაფრთხეებია: 1. ჟურნალისტების და მედიასაშუალებების სტიგმატიზაცია (პარტიული იარლიყების მიკერება) და დისკრედიტაციის მცდელობა; 2. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. მათ შორის, ამბის დაბალანსებულად თხრობასა და ხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნაში ხელის შეშლა, რაც უმთავრესად გამოიხატება წინასწარგამიზნულად წყაროებთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა და ხელის შეშლის მიზნით ფარულ თვალთვალში; და სხვ. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მხარდამჭერი მედიაგარემოს გაძლიერების ინსტრუმენტები. საკვანძო სიტყვები: მედიაგარემო, ჟურნალისტების უსაფრთხოება, არჩევნები, პოლიტიზირება, საქართველო. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 222 კვლევა მომზადდა მედიის და კომუნიკაციის სამაგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის მეირ, პროექტის - „წინასაარჩევნო მედიაგარემო, არსებული საფრთხეები და კრიზისული სიტუაციების გაშუქების გამოწვევები“ - ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის - სამხრეთ კავკასიის ბიუროს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. კვლევითი პროექტის სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ცენტრის ვებ-გვერდზე: www.mcerc.ge. აღნიშნული ტექსტის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან ავტორები და მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას. აკრძალულია წიგნში შეტანილი მასალის გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ცენტრის წერილობითი ნებართვის გარეშე. შესავალი სიცოცხლისუნარიანი და თავისუფალი მედია დემოკრატიის განვითარების უმნიშვნელოვანესი მდგენელია. საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, „ჯერ კიდევ გამოწვევაა მედიის დემოკრატიისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება“53. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ დემოკრატიული მედიაგარემოს განვითარების ერთ-ერთ ინდიკატორად რჩება ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობისას. თანამედროვე მედია გლობალური კრიზისების პერიოდში (განსაკუთრებით, პანდემიისა და ომის პირობებში) არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და მათგან, ერთ-ერთი საყურადღებო სწორედ ჟურნალისტების და მედიაინსტიტუტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემებია. ბოლო პერიოდმა საქართველოშიც თვალნათლივ აჩვენა, რომ კრიზისების პერიოდში მედიაგარემოში არსებული საფრთხეები განსაკუთრებით აქტიურდება და ხილული ხდება და წინასაარჩევნო პერიოდი შეგვიძლია სწორედ ამ ფაზად მივიჩნიოთ. აღნიშნული კვლევის მომზადება განაპირობა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არსებული მედიასაფრთხეების მკვეთრმა და, შეიძლება ითქვას, სპონტანურმა აქტუალიზაციამ. კერძოდ, საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მედიის წარმომადგენლებს დემონსტრაციის გაშუქებისას წინასწარგანზრახვით თავს დაეხსნენ რადიკალური ჯგუფები, რომლის შედეგადაც 10-ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა, ხოლო, მიღებული დაზიანებების შედეგად, დარბევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ჟურნალისტების უსაფრთხოების კუთხით დანახულმა 53 Gersamia M., Freedman E., Challenges to Creating Vibrant Media Education in Young Democracies: Accreditation for Media Schools in Georgia, Journalism & Mass Communication Educator, SAGE, 2017, Vol. 72(3) 322 –333, AEJMC 2017, DOI: 10.1177/1077695817710104http://journals.sagepub.com/home/jmc [accessed Oct 21 2021]. http://www.mcerc.ge/ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 223 გამოწვევებმა უპრეცედენტო საერთაშორისო ყურადღება და კვლევით გარემოში ამ თემის სტიმულირება გამოიწვია. წინამდებარე კვლევის მიზანია, დაადგინოს, რა თავისებურებებით გამოირჩევა კრიზისების დროს, კერძოდ, არჩევნების წინა და შემდგომი პერიოდის მედიაგარემო. კვლევა ასევე პასუხობს კითხვას, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური პოლარიზაცია და კრიზისები მედიაზე და რა მაკრო და მიკრო საფრთხეებს აჩენს ის. კვლევაში იდენტიფიცირებულია ეს მედიასაფრთხეები და, ჟურნალისტების თვალით დანახულ რეალობაზე დაყრდნობით, შეფასებულია მედიაგარემო. კვლევის დაგეგმვისას გათვალისწინებულია ადგილობრივი სპეციფიკური კონტექსტი და მედიასაფრთხეები გაანალიზებულია სიტუაციური პერსპექტივიდან. 1. ლიტერატურის მიმოხილვა 1.1. მედიასაფრთხეების საერთაშორისო რაკურსი ჟურნალისტების უსაფრთხოების კვლევები აკადემიურ სფეროში ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა. ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პრობლემის კომპლექსურად გაცნობიერების ხარისხი და შედარებით უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაშიც შეიტანა წვლილი54. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში მედიაგარემოს შეფასებისას იკითხება ის საგანგაშო ვითარება, რომელიც ავტორიტარულ ქვეყნებშია. ამ ტიპის ქვეყნებში ჟურნალისტებისთვის ინფორმაციასთან წვდომის შეზღუდვა და ფარული თვალთვალი ერთ– ერთი გავრცელებული პრაქტიკაა. ჟურნალისტების დაუცველობა ყოველთვის უკავშირდება დემოკრატიის პრობლემებს და კომბინაციაშია სხვა პრობლემებთან, რომლებიც ავტორიტარულ ქვეყნებში ერთმანეთის მსგავსია. ესენია: ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემები, პოლიტიკოსების და ხელისუფლების მხრიდან ვერბალური თავდასხმები, დაუსჯელობა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროება, ფარული და უკანონო თვალთვალი, გენდერული ნიშნით შევიწროება, დეზინფორმაცია და სხვ. მედიამკლევრების (ორგერეტი, ტაიებვა, 2020) დაკვირვებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჟურნალისტების სიცოცხლე და მათი კეთილსინდისიერი მუშაობა სულ უფრო მეტად ექცევა რისკის ქვეშ. მაშინ, როცა პირველი მსოფლიო ომის დროს 2 კორესპონდენტი მოკლეს, თითქმის საუკუნის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.55 საგანგაშოა ისიც, რომ მსოფლიოში ჟურნალისტების 10 მკვლელობიდან 9 გამოუძიებელი რჩება56. ამის შედეგად 54 Towards a Research agenda on the safety of journalists, United Nations, UNESCO, 2015, available from https://en.unesco.org/sites/default/files/draft_research_agenda_safety_of_journalists_06_2015.pdf (last seen on Sept. 26, 2021). 55 Kristin Skare Orgeret, William Tayeebwa, Editorial, Introduction: Rethinking Safety of Journalists, Media and Communication (ISSN: 2183–2439) 2020, Volume 8, Issue 1, Pages 1–4 DOI: 10.17645/mac.v8i1.2873, https://www.cogitatiopress.com/mediaandcommunication/article/view/2873/2873 56 Towards a Research agenda on the safety of journalists, United Nations, UNESCO, 2015, available from https://en.unesco.org/sites/default/files/draft_research_agenda_safety_of_journalists_06_2015.pdf (last seen on Sept. 26, 2021). https://en.unesco.org/sites/default/files/draft_research_agenda_safety_of_journalists_06_2015.pdf https://www.cogitatiopress.com/mediaandcommunication/article/view/2873/2873 https://en.unesco.org/sites/default/files/draft_research_agenda_safety_of_journalists_06_2015.pdf Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 224 ვიღებთ დაუსჯელობის მანკიერ წრეს, შიშის და თვითცენზურის კლიმატში საზოგადოებაზე ცივი შხაპის ეფექტს. ონლაინგარემომ ჟურნალისტი უფრო მოწყვლადი გახადა. ციფრულ გარემოში უფრო იოლია აგრესიის გამოხატვა, რაც ფიზიკურ გარემოში შეიძლება ნაკლებად გამოვლინდეს. მკვლევარი ფილიპ მაზური (2019) ონლაინ მედიაგარემოში არსებული საფრთხეების ანალიზისას აღნიშნავს, რომ არსებობს მცდარი წინასწარი განწყობა ონლაინპლატფორმებზე პირადი სივრცის დაცულობის შესახებ, რადგან მომხმარებლები მას ინტერპერსონალური გადმოსახედიდან მაინც ფიზიკური სივრცის ანალოგიად მოიაზრებენ. 57 „დოიჩე ველე აკადემიის“ ანგარიშის მიხედვით,58 დღესდღეისობით მედიაუსაფრთხოების ცნება მოიცავს: უსაფრთხო ფიზიკურ, ციფრულ, ფსიქოლოგიურ და სამუშაო პირობებს. ეს ყველაფერი და მედიის სიცოცხლისუნარიანობა ძლიერ სიმბიოზურ ურთიერთკავშირშია. იმ ქვეყნებზე დაკვირვებისას, სადაც დემოკრატია მყიფეა, მკვლევრები (ვალულია, ნასანგა, 2020) ასკვნიან, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება მეტი რისკის ქვეშ არის არჩევნების დროს და ეს რისკები იზრდება სახელმწიფო უშიშროების სამსახურების მხრიდან59. მკვლევრების შეფასებით, ეს საფრთხეები მოიცავს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ჟურნალისტების შევიწროებას, დაშინებას, დაპატიმრებას და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წვდომაზე უარის თქმას. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი თავდაცვისთვის მიმართავს თვითცენზურას, საზოგადოება წინასაარჩევნოდ იღებს მიკერძოებულ და შეზღუდულ ინფორმაციას, რაც ზეგავლენას ახდენს მის არჩევანზე60. ხელისუფლების და პარტიების მხრიდან მედიის კონტროლი ამცირებს მოქალაქის ინფორმირებულობის დონეს და სამოქალაქო ჩართულობას (განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში) და საბოლოოდ, ასუსტებს დემოკრატიას. არაა გასაკვირი, რომ მედიის ტოტალური კონტროლის სურვილი და ტენდენცია გამოკვეთილია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, სადაც დემოკრატია ცდილობს გაძლიერებას და ამ მიმართულებით ნაბიჯები სწორედ მედიის დემოკრატიზაციის კვალდაკვალ გადაიდგმება. 1.2. მედიაგარემო და პოლარიზაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო მოქმედებს მედიის დემოკრატიზაციის ხარისხზე. მედიის პოლარიზაცია გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ნიშან- 57 Masur Philipp K., Situational Privacy and Self-Disclosure, Communication Processes in Online Environments, Springer, Germany, 2019, p.14; ISBN 978-3-319-78883-8, ISBN 978-3-319-78884-5 (eBook), https://doi.org/10.1007/978- 3- 319- 78884- 5 58 Safe. Strong. Viable. The symbiosis between media safety and media viability, Deutsche Welle Akademie, Germany, 2021. https://www.dw.com/en/safe-strong-viable-the-symbiosis-between-media-viability-and-media-safety/a-57334604 (last seen on Oct. 3, 2021). 59 Walulya Gerald, Nassanga Goretti L., Democracy at Stake: Self-Censorship as a Self-Defence Strategy for Journalists, Media and Communication (ISSN: 2183–2439) 2020, Volume 8, Issue 1, Pages 1–4 DOI: 10.17645/mac.v8i1.2873. 60 Walulya Gerald, Nassanga Goretti L., Democracy at Stake: Self-Censorship as a Self-Defence Strategy for Journalists, Media and Communication (ISSN: 2183–2439) 2020, Volume 8, Issue 1, Pages 1–4 DOI: 10.17645/mac.v8i1.2873. https://doi.org/10.1007/978-%203-%20319-%2078884-%205 https://www.dw.com/en/safe-strong-viable-the-symbiosis-between-media-viability-and-media-safety/a-57334604 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 225 თვისებაა. სხვადასხვა ქვეყანაზე დაკვირვებით საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ61, რომ არჩევნების პერიოდში ეს პოლარიზაცია კიდევ უფრო თვალშისაცემია და ხდება ბარიერი მოქალაქის ინფორმირებულობის პროცესში. ბოლო წლებში პოლარიზაცია და მისი ნეგატიური ეფექტები შესწავლის საგანია პოლიტიკურ მეცნიერებებშიც. მკვლევრების აზრით,62 პოლარიზაცია მულტიგანზომილებიანი და ურთიერთმიმართებითი ფენომენია (ნილი, 2020; ლაუკა და სხვ., 2018). ის სხვადასხვა სტრუქტურული ფაქტორებით ვლინდება, თუმცა ამის მიუხედავად უკიდურესი პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიას63. დიმაჯიოს (1996) განმარტების მიხედვით, პოლიტიკური პოლარიზაცია (რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც პროცესი) კავშირშია პოლიტიკურად აქტუალურ საკითხებზე საზოგადოებაში არსებული უთანხმოების მასშტაბთან. ლაინგარი და სხვები (2012) საზოგადოების პოლარიზებას განმარტავენ იმ მოცემულობად, როცა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს აღიქვამენ მიუღებელ გარესხეულებად. როგორც ვილსონის, პარკერის და ფენბერგის (2020)64 კვლევაშია აღნიშნული, პოლიტიკური პოლარიზაცია შეიძლება დემოკრატიის საფრთხედ მივიჩნიოთ (კაროტეს, ო’დონოჰიუ, 2019; ლევიცკი, ზიბლატი, 2018). არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლარიზაციის განხილვა მედიაგარემოსთან მიმართებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის, მედიაარჩევანის, მედიის სანდოობის და მედიამომხმარებლის მედიისადმი ლოიალობის საკითხების განხილვას. მელკის და პიკერინგის (2014)65 მიხედვით, რაც უფრო დიდია სხვადასხვა მედიუმთან ხელმისაწვდომობა, მით უფრო კარგადაა ამომრჩეველი ინფორმირებული. თუმცა, შესაძლოა სწორედ ფართო მედიაარჩევანის გამო, მომხმარებელმა თავისი იდეოლოგიური მიდრეკილებების მიხედვით აირჩიოს, თუ რას უყუროს და ამან კიდევ უფრო გაამყაროს მისი უკვე არსებული შეხედულებები და ქცევები (ლაიენგარი და ჰანი, 2009; სლატერი, 2007). ყოველი მედიაარჩევანი კი მოიცავს ინფორმაციას, ემოციას, გასართობ თუ იდეოლოგიურ კონტენტს და სხვ. 61 Vibrant information barometer 2021, IREX, available at https://www.irex.org/sites/default/files/Vibrant%20Information%20Barometer%20Full%20version.pdf (last seen Oct. 20) 62 Güneş Ertan, Ali Çarkoğlu, S. Erdem Aytaç, Cognitive political networks: A structural approach to measure political polarization in multiparty systems, Social Networks, Volume 68, 2022, Pages 118-126, ISSN 0378-8733, https://doi.org/10.1016/j.socnet.2021.05.004. (https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0378873321000460) 63 სილაგაძე გ., გოზალიშვილი ნ., უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია, როგორც დემოკრატიზაციის პროცესის წინაშე არსებული საფრთხე, 2019. ხელმისაწვდომია https://bit.ly/3pMbafg (ბოლო ნახვა 26 ოქტომბერი, 2021) 64 Wilson A., Parker V.,Feinberg M., Polarization in the contemporary political and media landscape, Current Opinion in Behavioral Sciences, Volume 34, 2020, Pages 223-228, ISSN 2352-1546, https://doi.org/10.1016/j.cobeha.2020.07.005. (https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2352154620301078) 65 Melki M.. Pickering A.,Ideological polarization and the media, Economics Letters, Volume 125, Issue 1, 2014, Pages 36-39, ISSN 0165- 1765, https://doi.org/10.1016/j.econlet.2014.08.008. (https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0165176514002985) https://www.irex.org/sites/default/files/Vibrant%20Information%20Barometer%20Full%20version.pdf https://doi.org/10.1016/j.socnet.2021.05.004 https://bit.ly/3pMbafg https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2352154620301078 https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0165176514002985 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 226 მედიაგარემოს პოლარიზება შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც პოლიტიკურად აქტუალური თემების და წყაროების არაპროპორციული გაშუქება მედიაში და მედიაკონტენტის მიკერძოებული „ფრეიმინგი“66, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მედიის შიგნით მიმდინარე პროცესებით, ასევე გარე ფაქტორებით - მაგალითად წყაროებთან/ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვით. მედიის და პოლიტიკური პოლარიზაციის ურთიერთმიმართება არჩევნების და კრიზისების პერიოდში ხდება აქტუალური. დიქსიტის და ვეიბულის (2007) აზრით, ზოგადად, პოლიტიკური პოლარიზაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს და, მისი გაზრდის შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების არსებობასაც კი შეიძლება საფრთხე შეექმნას. ამ პროცესის დროს პოლარიზაციის ინდიკატორების განსაზღვრა და მათზე დაკვირვება რთულია. მიუხედავად ამისა, ავტორები პოლარიზაციის შემცირების მექანიზმად მიიჩნევენ მედიაში საჯარო დებატებს, სადაც ხელმისაწვდომი ხდება მიმდინარე სიტუაციის და პოლიტიკის ეფექტების განხილვა მაშინაც კი, როცა საკითხი ძალიან საკამათოა67. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ჯასპერსონი, გოლინსი და ვოლსი (2017). ისინი, აშშ-ს კამპანიებზე დაკვირვებით მიიჩნევენ, რომ დებატები ზეგავლენას არ ახდენს პოლარიზაციის ხარისხზე და მას შეუძლია მაყურებელში მხოლოდ გაამყაროს არსებული იდეოლოგიური შეხედულებები. მკვლევრები იზიარებენ მოსაზრებას, რომ დღეისათვის ფრაგმენტირებული და მედიაგარემოში არსებული ფართო არჩევანი ქმნის გარემოს, რომელშიც მოქალაქეებს შეუძლიათ აარჩიონ ის მედიასაშუალებები, რომლებიც აძლიერებს მათ უკვე არსებულ პოლიტიკურ შეხედულებებს და ამასთან, იგნორირება გაუწიონ სხვა შეხედულებებს68. კამპანტეს და ჰოჯმანის (2010) აზრით, მედიაგარემოს თავადაც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდის და მრავალფეროვნების მეშვეობით69. მკვლევრები განიხილავენ მოქალაქეების პოლიტიკურ და იდეოლოგიურ შეხედულებებს, ასევე განწყობებზე მედიის პოტენციურ ეფექტს და ვარაუდობენ, რომ ყოველი მედია იმთავითვე გვთავაზობს კონტენტს, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეოლოგიური „მიკერძოება“ ან „სარედაქციო ხაზი“. ამასთან, მოიხმობენ სხვადასხვა მკვლევრის (ბიშოპის, სასტეინის, გერბნერის და სხვ.) მოსაზრებებს, რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნავენ, რომ 66 მაქუილის (2015) მიხედვით, „ფრეიმინგის“ (Framing) განმარტება ორგვარია: პირველი ეხება იმას, თუ რა გზითაა ჟურნალისტის მიერ ახალი ამბების შინაარსი დამუშავებული, კონტექსტუალიზებული და წარმოდგენილი რომელიმე ნაცნობ ჩარჩოში (ე.წ. ფრეიმში) ან მინიშნებაში. მეორე განმარტება კი უკავშირდება საზოგადოებაზე „ფრეიმინგის ეფექტს“, როცა აუდიტორია ითვისებს ჟურნალისტის მიერ მოწოდებულ „ფრეიმებს“ და სამყაროსაც ანალოგიური კუთხით ხედავს. 67 Dixit K. Avinash, Weibull W. Jörgen, Political polarization, Proc Natl Acad Sci U S A. 2007 May 1; 104(18): 7351–7356. Published online, 2007 Apr 23. doi: 10.1073/pnas.0702071104, CID: PMC1863477 68 Jasperson A., Gollins J., Walls D., Polarizarion in the 2012 presidental debates, Political Communications in Real Time, 2017, Routledge, p. 196-225. 69 Campante, Filipe R., and Daniel Hojman. 2010. Media and Polarization. HKS Faculty Research Working Paper Series, RWP10-002, John F. Kennedy School of Government, Harvard University. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1863477/ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 227 მასმედიას შეუძლია პოლარიზაციის გაზრდაც და შემცირებაც. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს აუდიტორიის მოტივაცია, ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა და, საბოლოოდ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით გაკეთებული მედიაარჩევანი. გასაზიარებელია მკვლევრების მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ პოლარიზაციის გაზრდა უკავშირდება ახალი ტექნოლოგიებისა და მედიუმის გაჩენის პერიოდებსაც. ამით მნიშვნელოვნად მყარდება მითი მედიის „ყოვლისშემძლეობაზე“ და, შესამაბისად, იზრდება მისი ზეგავლენაც. მედიის და პოლარიზაციის ურთიერთმიმართების კვლევისა და მიმოხილვისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორია თითოეული ქვეყნის სპეციფიკა, როგორც მედიაგარემოს, ასევე პოლიტიკური ლანდშაფტის კუთხით. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რამდენად აძლიერებს საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია მედიაგარემოში არსებულ საფრთხეებს. 1.3. თვითცენზურა და შიში საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეები მედიის საშუალებით, ინფორმირებულნი იყვნენ აქტუალურ საკითებზე და ეს პროცესი წარიმართოს ცენზურის გარეშე. ამ კუთხით, თვითცენზურა მედიაგარემოში არსებული ერთ-ერთი გამოკვეთილი საფრთხეა, რომელიც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში უხილავი ხელით აკორექტირებს მედიის და საზოგადოების დღის წესრიგს. თვითცენზურის დროს ჟურნალისტი, თავდაცვის მიზნით, სხვისი მითითების ან ბრძანების გარეშე, საკუთარ ნამუშევარს მომზადების პროცესში წარმოსახვითი ცენზორის თვალით უყურებს და თავად არედაქტირებს. როგორც ნოველისტი დანილო კისი (1986)70 ამბობს, თვითცენზურა კრეატიული ენერგიის ნეგატიური პოლუსია. თვითცენზურის საკითხი მნიშვნელოვანია იმგვარად, რამდენადაც ის შესაძლოა მალავდეს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც მედიის წარმომადგენლები არიან და ღიად ვერ ან არ საუბრობენ. კისის შეფასებით, თვითცენზურასთან ბრძოლა დამთრგუნველი და დამამცირებელია, რადგან ცენზურის წინააღმდეგ ღია ბრძოლისგან განსხვავებით, რომელიც გმირობად აღიქმება, თვითცენზურასთან ბრძოლა ანონიმურია, ადამიანი მარტოა და ვერც ვერავინ ხედავს მის ბრძოლას. მკვლევრების (ლარსენის, ფადნესის და სხვ., 2020) აზრით, ჩვენ ნაკლებად ინფორმირებულები ვართ ჟურნალისტების თვითცენზურის პრაქტიკის შესახებ, კერძოდ, იმ შემთხვევების შესახებ, როცა „ჟურნალისტები რეპორტაჟების მომზადებისას საკუთარი უსაფრთხოებისთვის თავს არიდებენ კონკრეტულ თემებს, გაშუქების კუთხეებს, პერსპექტივებსა და ა.შ“71. როგორც იესილი (2014) აღნიშნავს, წლების მანძილზე ამ რეჟიმში საქმიანობამ შეიძლება მედიაში დასაქმებულები გადააქციოს თვითცენზურის „ავტომატურ 70 Danilo Kis, Censorship/self censorship, INDEX ON CENSORSHIP 1/86, available at https://journals.sagepub.com/doi/pdf/10.1080/03064228608534021(last seen Oct 20, 2021) 71 Journalist safety and self-censorship, edited by Anna Grøndahl Larsen, Ingrid Fadnes, et al, Routledge, 2020, p. 1 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 228 მანქანებად“ და მათი პროფესიული კარიერა დააზიანონ72. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს მედიის მიერ შექმნილ კონტენტზე და სანდოობაზეც. წინამდებარე კვლევაში ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თვითცენზურა ჟურნალისტების უსაფრთხოებას უკავშირდება და როგორც ლარსენი, ფადნესი და სხვები (2020) აღნიშნავენ, მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა შეიძლება იყოს შიში.73 ავტორები წყაროებზე დაყრდნობით (ლი და ჩანი, 2009; საიმონი, 2014; ტაპსელი, 2012; ვეისბორდი, 2002) განმარტავენ, რომ „არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს თვითცენზურაზე. მათ შორისაა ფარული თვალთვალი, ორგანიზებული დანაშაული, ძალადობრივი კონფლიქტი, გენდერული შეხედულებები, კანონმდებლობა, მედიის მეპატრონეები და მმართველობის ფორმა.“ ეს ფაქტორები სხვადასხვა მნიშვნელობას იძენენ რეგიონისა თუ ქვეყნის გათვალისწინებით. მასთან გასამკლავებლად ჟურნალისტები სხვადასხვა თავდაცვით მექანიზმს იყენებენ და ახალი ამბების ობიექტურობისა და ხარისხის ხარჯზე მიდიან კომპრომისზე. ზოგჯერ კი, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, ისინი უარს ამბობენ გაშუქებაზე.74 ქვეყნის და რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითცენზურისკენ მიმავალი დარტყმები, უმეტეს შემთხვევაში, უკავშირდება კრიზისების პერიოდს და პოლიტიკურ ინტერესებს და აკორექტირებს იმ კონკრეტული თემების გაშუქების სპეციფიკას, რომლებიც რეგიონსა თუ სოციო-კულტურულ კონტექსტში მტკივნეულად მიიჩნევა. 1.4. წინასაარჩევნო მედიასაფრთხეების კონტურები საქართველოში არჩევნების პერიოდში, მედია ინფორმაციის მთავარი წყაროა ამომრჩევლისთვის. გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში პოლარიზებული მედიაგარემო და ჟურნალისტებზე წნეხი განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში იზრდება და გამოწვევად რჩება ამომრჩევლის სრულფასოვანი ინფორმირება. მას მერე, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, არჩევნები იქცა დემოკრატიის ჩაბარების ტესტად. საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას, საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციები (მათ შორის ეუთო/ოდირი) სხვადასხვა გამოწვევას შორის, წლიდან წლამდე, გამოკვეთავენ სწორედ მედიაგარემოს პოლარიზაციას და მედიაში გაშუქების შერჩევითობას, რაც თავის მხრივ, მოქალაქის ინფორმირებულობაზე ახდენს ზეგავლენას. მედიაგარემოს შეფასების კუთხით, საქართველოში 2021 წელს ჩატარებული არჩევნები წინა წლებთან შედარებით, უფრო საგანგაშო იყო. საქართველოში პოლარიზაციას აქვს დემონიზაციის ეფექტი, რომელიც 72 Murat M. Yesil, The Invisible Threat for the Future of Journalism: Self-Censorship and Conflicting Interests in an Increasingly Competitive Media Environment, International Journal of Business and Social Science Vol. 5 No. 3; March 2014, available at https://ijbssnet.com/journals/Vol_5_No_3_March_2014/9.pdf (last seen oct 20, 2021) 73 Journalist safety and self-censorship, edited by Anna Grøndahl Larsen, Ingrid Fadnes, et al, Routledge, 2020, p. 6 74 Hasan Mubashar, Wadud Mushfique, Re-Conceptualizing Safety of Journalists in Bangladesh, Media and Communication (ISSN: 2183– 2439) 2020, Volume 8, Issue 1, Pages 27–36 DOI: 10.17645/mac.v8i1.2494 https://ijbssnet.com/journals/Vol_5_No_3_March_2014/9.pdf Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 229 ვლინდება ჟურნალისტებთან დამოკიდებულებაში, მათი სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის მცდელობებში. არჩევნების და პოლიტიკური თემების გაშუქება ყოველთვის იყო დამატებითი რისკი ჟურნალისტებისთვის. როგორც მკვლევრები (კაკაჩია, პატარაია, 2013) აღნიშნავენ, საქართველოში წინა წლებშიც იყო ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების მოლოდინი და პოლიტიკური პარტიებისთვის „არჩევნები ხდება ერთადერთი შანსი, როდესაც წარმატებას უნდა მიაღწიონ და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობენ“75. ამ პროცესში სამიზნე და წნეხის ობიექტი შეიძლება სწორედ მედია იყოს და 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდმა აჩვენა, რომ რისკები მედიაგარემოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. არჩევნების პერიოდში ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო მედიაა, ხოლო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის მიერ შექმნილ დისკურსს თავისი ზეგავლენა აქვს საკუთარი უდიტორიის/ამომრჩევლის ქცევაზე. მედია, სხვა ინსტიტუციების მსგავსად, არის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ფორმირების ინსტრუმენტი და დემოკრატიის ინდექსის ერთ–ერთი მთავარი მდგენელი. სწორედ ამიტომ, კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რამდენად არის მედიაში დასაქმებული პირების უსაფრთხოება დემოკრატიის ხარისხთან კორელაციაში. 2. კვლევის დიზაინი, მეთოდოლოგია და პროცედურები არსებული სიტუაციისა და ლიტერატურის მიმოხილვის შედეგად, გამოიკვეთა პირველადი კვლევითი კითხვები:  პროფესიული საქმიანობისას, რამდენად დაცულად გრძნობენ თავს მედიაში დასაქმებული პირები?  რა ტიპის საფრთხეები გამოიკვეთა 2021 წლის წინასაარჩევნო მედიაგარემოში და როგორია მოლოდინები?  რა მხარდამჭერი ინსტრუმენტები არსებობს მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მედიაში დასაქმებული პირებისთვის უფრო უსაფრთხო გარემო შეიქმნას? კვლევის დიზაინად შერჩეულია შერეული/ჰიბრიდული კვლევის მეთოდოლოგია, კერძოდ, თანმიმდევრული განმარტებითი დიზაინი (sequential explanatory design). კვლევა ჩატარდა ორ ფაზაში: პირველი ფაზა მოიცავდა რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას (ონლაინ- გამოკითხვას) და ანალიზს, რომლის შემდეგაც მეორე ფაზაში ჩატარდა თვისებრივი კვლევა (ფოკუს-ჯგუფების დისკუსია). რაოდენობრივი კვლევის ვებ-ანკეტირებისას, კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულია სტრუქტურირებული კითხვარი, რომელმაც ზოგადი 75 კაკაჩია კ., პატარაია თ., სოციალური ქსელების როლი ქართულ პარტიულ პოლიტიკაში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, 2013, გვ 23 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 230 ტენდენციები აჩვენა და განსაზღვრა თვისებრივი კვლევის ფოკუსი. თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულია დისკუსიის გაიდლაინი, ნახევრად-სტრუქტურირებული კითხვებით, რომლებიც წინასწარ გაეგზავნათ ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს. გაიდლაინში პირველადი კითხვები შეთავაზებული იყო კვლევის ავტორების მიერ, ხოლო მეორადი კითხვები გაჩნდა დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეების მხრიდან. ფოკუს-ჯგუფის მონაცემები დამუშავდა კონტენტ-ანალიზის და ეთნოგრაფიული ანალიზის მიდგომით. შედეგად, დისკუსიის მონაწილეების თვალით დანახულ რეალობაზე დაყრდნობით, მოხდა მედიაგარემოზე დაკვირვება. კვლევის პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდი (28 ივლისი - 30 სექტემბერი). მედიაში დასაქმებული პირების ონლაინ-გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით. რესპონდენტებთან დაკავშირება მოხდა მიზნობრივად, ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით. გამოყენებული იყო Facebook-ის დახურული ჯგუფები, სადაც გაწევრიანებული არიან მედიაში დასაქმებული პირები, მათ შორის: ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები, პროდიუსერები, მედიამენეჯერები, ფოტოგრაფები, ბლოგერები და სხვ. სულ 56 მედიასაშუალებიდან (ამათგან 18 რეგიონალური მედია) ანონიმურად გამოიკითხა 183 რესპონდენტი. თვისებრივი კვლევის ფარგლებში, 2021 წლის სექტემბერში ჩატარდა სამი ფოკუს-ჯგუფი (მათ შორის, ერთი ონლაინფორმატში, რეგიონული მედიის წარმომადგენლების ჩართულობით). ფოკუს–ჯგუფებში მონაწილეობდა 14 მედიასაშუალების 24 წარმომადგენელი (ჟურნალისტები, ტოქ-შოუს წამყვანები, რედაქტორები, პროდიუსერები, დამფუძნებლები). 3. ინტეგრირებული ანალიზი და შედეგები ინტეგრირებულმა ანალიზმა წარმოაჩინა მედიაში დასაქმებულების თვალით დანახული ის მთავარი საფრთხეები, რომლებიც საქართველოში 2021 წლის არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში გამოვლინდა. კვლევამ საფრთხეებთან ერთად, გამოკვეთა ის კონკრეტული გზები, რომლითაც შესაძლებელია მედიაგარემოს გაუმჯობესება. რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ინტეგრირებით დადგინდა, თუ როგორ აღიქვამენ თავად ჟურნალისტები უსაფრთხოების კუთხით გამოწვევებს და როგორ ცდილობენ, შეამცირონ რისკები. კერძოდ, რაოდენობრივმა და თვისებრივმა კვლევამ აჩვენა, რომ 2021-ის წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში დასაქმებული პირებისთვის სამუშაო პირობები და მედიაგარემო არის საგანგაშო და სხვადასხვა საფრთხის შემცველი. ონლაინგამოკითხვისას 56 მედიასაშუალებაში (მათ შორის, 18 რეგიონალურ მედიაში) დასაქმებული 183 გამოკითხულიდან 78 % პასუხობს, რომ, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მედიაგარემო უარესობისკენ შეიცვალა; გამოკითხულთა შეფასებებით, მედიის მიმართ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 231 სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან გამოვლენილი პირდაპირი და ირიბი ძალადობის ფაქტები და ფორმები და, ზოგადად, არსებული საფრთხეები, მზარდია, რაც ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო მედიაგარემოზე. გამოკითხულთაგან მხოლოდ 3.2%-ის აზრით, წინა წელთან შედარებით, მედიაგარემო შეიცვალა უკეთესობისკენ. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები ასევე ადასტურებენ, რომ წინა წელთან შედარებით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და საფრთხეები გაიზარდა. წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასების კონტექსტში, ონლაინგამოკითხვისას, რესპონდენტებმა უპასუხეს კითხვას: „რამდენად დაცულია პროფესიული საქმიანობისას მედიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება“? შეფასება მოხდა სკალის მიხედვით, სადაც 1 არის „ძალიან დაუცველია“, 5 – „ძალიან დაცულია“. წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასებისას, გამოკითხულთა 63% (N=117) პასუხობს, რომ პროფესიული საქმიანობისას მედიაში დასაქმებული პირების უსაფრთხოება დაცული არ არის. მათი მხოლოდ 8.2% პასუხობს, რომ უსაფრთხოება „ძალიან ან მეტწილად დაცულია“. ჟურნალისტების მიმართ პირდაპირი და ირიბი ძალადობის არაფრაგმენტულობის გამო, დისკუსიის მონაწილეებს, არჩევნების შემდეგ, უარესის მოლოდინი აქვთ. 3.1. მიკრო და მაკრო მედიასაფრთხეები კვლევისას გამოიკვეთა 4 მაკრო და 6 მიკრო მედიასაფრთხე, რომლებიც ქვეთავებში დეტალურად არის გაანალიზებული. ეს საფრთხეები ურთიერთდაკავშირებულია და აქვს თავისი სტრუქტურა და მიზნები. დისკუსიისას გამოკვეთილი მედიასაფრთხეები ემსახურება თვითცენზურისა და შიშის გაძლიერებას, ასევე მედიის სანდოობისა და მის მიმართ მხარდაჭერის შემცირებას და მედიაინსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობის შესუსტებას; უმთავრეს მაკრო მედიასაფრთხედ გამოიკვეთა პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლარიზაცია თავად მედიაორგანიზაციებს შორის. პოლარიზაციის შედეგად გამოვლენილი მიკროსაფრთხეებია: 1. ჟურნალისტების და მედიასაშუალებების სტიგმატიზაცია (პარტიული იარლიყების მიკერება) და დისკრედიტაციის მცდელობა; 2. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. მათ შორის, ამბის დაბალანსებულად თხრობასა და ხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნაში ხელის შეშლა, რაც უმთავრესად გამოიხატება წინასწარგამიზნულად წყაროებთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა და ხელის შეშლის მიზნით ფარულ თვალთვალში. ამ მედიასაფრთხეების დაგეგმილი და სისტემური აქტივაციის მიზანია საბოლოოდ მედიის სანდოობის და მის მიმართ მხარდაჭერის შემცირება; მედიაინსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობის და ჟურნალისტების სტრესმედეგობის, ასევე მედიისადმი სოლიდარობის და მხარდაჭერის შესუსტება; თვითცენზურის და შიშის გაძლიერება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 232 ონლაინგამოკითხვასა და ფოკუს-ჯგუფების ანალიზზე დაყრდნობით, გამოკვეთილი მაკრო- საფრთხეა - ჟურნალისტებზე ფიზიკური და ვერბალური ძალადობის წახალისება (მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის ენის და აგრესიული რიტორიკის გამოყენება). ეს ძალადობა მოიცავს ისეთ მიკროსაფრთხეებს, როგორიცაა:  ჟურნალისტების დაცინვა, დამცირება და მუქარები;  ჟურნალისტების, თავად პროფესიის და მედიასაშუალებების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობა;  ჟურნალისტებზე და მათ ახლო გარემოცვაზე დეზინფორმაციის გავრცელება;  ძალადობა ონლაინ მედიასივრცეში. ეს მედიასაფრთხეები კიდევ უფრო აძლიერებს თვითცენზურას და შიშს, ასუსტებს მედიაინსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობას და უარყოფითად მოქმედებს მედიისადმი სოლიდარობის და მხარდაჭერის ჩვენებაზე. ფოკუს-ჯგუფების დისკუსიისას გამოკვეთილი მაკრო-საფრთხეა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობა ან/და დაუსჯელობა, როგორც წამახალისებელი ფაქტორი. ეს ფაქტორი აძლიერებს შიშს და თვითცენზურას. ასევე, მაკრო საფრთხედ შეგვიძლია მივიჩნიოთ რუსული პროპაგანდის ავთვისებიანი ბუნება და მავნე გავლენა (ე.წ. malign influence), რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელ დისკუსიას. 3.1.1. პოლარიზაცია, როგორც მედიასაფრთხე ფოკუს-ჯგუფების დისკუსიისას, სიტყვა „პოლარიზაცია“ საკვანძო სიტყვებში ყველაზე მეტჯერ – 28-ჯერ, იყო ნახსენები სხვადასხვა კონტექსტში. 2021 წლის წინასაარჩევნო მედიაგარემოს დახასიათებისას, მედიის წარმომადგენლები პოლარიზაციას სწორედ მედიაგარემოში არსებული საფრთხეების და პოლიტიკური ველის ურთიერთზეგავლენის ჭრილში განიხილავენ. კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში პოლარიზაციას მედიასთან მიმართებით აქვს ე.წ. დემონიზაციის ეფექტი. დისკუსიებმა აჩვენა, რომ პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან მედია აღქმულია, როგორც პოლიტიკური ოპონენტი და მისი დისკრედიტაცია-დელეგიტიმიზაცია ამ დისკურსში მიმდინარეობს. დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ჟურნალისტებისთვის, განსაკუთრებით ახალბედებისთვის, სწორედ პოლიტიკური იარლიყების მიბმა და მათი სტიგმატიზაცია აძლიერებს შიშს და თვითცენზურას. ამის შესახებ დისკუსიის მონაწილე აღნიშნავს: „ჩვენ გვიწოდეს ‘ზონდერ– ჟურნალისტები“. მათთვის ეს ნიშნავდა იმ ადამიანს, რომელიც სვამდა ბევრ კითხვას. როცა თვითცენზურა ჩნდება, ის სწორედ ამ პროფესიულ უნარს ანეიტრალებს და კითხვების მაგივრად ჩნდება სიჩუმე“ (ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ჟურნალისტი) . Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 233 პოლიტიკური პოლარიზება ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რა შეკითხვას დასვამს ჟურნალისტი. იკვეთება თვითცენზურა, როცა ჟურნალისტი აღარ სვამს „არამეინსტრიმულ“ კითხვებს, რაც საბოლოოდ მედიაპროდუქტის ხარისხზეც აისახება. ჟურნალისტების აზრით, პოლარიზაციით გაჩენილი საფრთხეები პროფესიული სტანდარტების ან საქმიანობის გაუმჯობესებითა და მექანიზმების დანერგვით არ და ვერ აღმოიფხვრება. მედიაში ამჟამად არსებული ინსტიტუციური ხარვეზების აღმოფხვრა და საფრთხეების განეიტრალება არა პროფესიულ უნარ-ჩვევებში, არამედ უფრო მეტად თავად პოლიტიკური გარემოს ცვლილებაშია. დისკუსიის მონაწილეებმა მედიაგარემოს პოლარიზაცია დაუკავშირეს მედიის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას და აღნიშნეს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება ფინანსურად არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე. მონაწილეებმა იმსჯელეს გამოსავალზეც და გაახმიანეს მოსაზრება, რომ აუცილებელია მედიასაშუალებები აღარ იყვნენ ფინანსურად დამოკიდებული ხელისუფლებაზე და უნდა ჩამოყალიბდნენ ბიზნეს სუბიექტებად. ამის შესაცვლელად კი, თავად პოლიტიკური გარემოს და მოთამაშეების შეცვლაა აუცილებელი. მესამე ფოკუს-ჯგუფში (სადაც რეგიონული და ონლაინმედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ) ასევე გამოიკვეთა აზრი, რომ მედია, საზოგადოების მსგავსად, პოლარიზებულია და პოზიციონირებს, როგორც სახელისუფლებო ან ოპოზიციური მედია. მონაწილეების აზრით, ონლაინ-მედია ნაკლებად პოლარიზებულია და ამიტომ უფრო ინარჩუნებენ ობიექტურობას. ამის მიზეზად ასახელებენ დაფინანსების წყაროების და კონტენტის დამკვეთის მოთხოვნებს. კერძოდ, ონლაინ და რეგიონული მედიის ნაწილი საერთაშორისო გრანტებზეა დამოკიდებული და ეს ორგანიზაციები ჟურნალისტებისგან სტანდარტების დაცვას მოითხოვენ. დისკუსიისას გამოიკვეთა კრიტიკულ მედიასთან ბრძოლის ახალი ტაქტიკა „გამოიყენე მედია ჟურნალისტის წინააღმდეგ“ და აღინიშნა, რომ ჟურნალისტები საქმიანობისას აღარ იჩენენ პროფესიულ ეთიკას და კოლეგიალობას. გამოკითხვამ და დისკუსიებმა დაადასტურა, პოლიტიკური პოლარიზაცია ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მედიის მიერ შექმნილ კონტენტზე, ამცირებს აუდიტორიის ნდობას და აძლიერებს თავად მედიებს შორის პოლარიზაციას და დაპირისპირებას. საქართველოში პოლარიზაცია და თვითცენზურა ნეგატიურად მოქმედებს მედიის, როგორც ინსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობაზე. 3.1.2. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა ყოველი საარჩევნო კამპანია მედიის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს, როცა დემოკრატიული პროცესების კვალდაკვალ ინდივიდუალური არჩევანი კოლექტიურ გადაწყვეტილებად გარდაიქმნება (ჰოველსი, 2001)76. მედია არის ინფორმაციის მთავარი 76 Howells, R. (2001). Media, education and democracy. European Review, 9(2), 159-168 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 234 წყარო, რომელიც განაპირობებს თუ რამდენად გაცნობიერებულ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი. გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში, გამოწვევად რჩება წინასაარჩევნო პერიოდში უსაფრთო გარემოში ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება. ციფრული ეპოქის თავისებურების გამო, ჟურნალისტებისთვის ახალი საფრთხეები გაჩნდა. გაიზარდა თვითნებური და უკანონო ფარული თვალთვალის რისკები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ მათი წყაროების კონფიდენციალობის დაცვას და, შესაბამისად, უსაფრთხოებას. კრიზისულ სიტუაციებში მუშაობისას, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით, მეტი დაცულობისთვის, ჟურნალისტებს ურჩევენ, ატარონ პრესის ამოსაცნობი ნიშნები და წარწერები. საქართველოში კი მედიაზე არატიპიური ზეწოლა ამის საპირისპირო, მახინჯ პრაქტიკას ამკვიდრებს. კერძოდ, დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის რედაქტორები მათ ურჩევენ დამალონ, რომ არიან ჟურნალისტები და მაიდენტიფიცირებელ ნიშნებიც არ გამოაჩინონ. მედიის როლი კიდევ უფრო იზრდება არჩევნების დროს, რადგან ის არის ამომრჩევლის ინფორმირების მთავარი მედიუმი. ჟურნალისტების დაშინება იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში გაიზარდოს თვითცენზურა, არ გააშუქოს მოვლენები, მიზნად ისახავს იმასაც, რომ ამომრჩეველი არ იყოს ობიექტურად და სრულყოფილად ინფორმირებული ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ. თვითცენზურასთან ერთად, ინფორმაციასთან წვდომის შეზღუდვა პირდაპირ იწვევს ინფორმაციის არასრულად ან გამრუდებულად მიწოდებას, რაც წინასაარჩევნო პერიოდში აზიანებს ამომრჩევლის ინფორმირებულობის ხარისხს. დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონულ მედიაში, თბილისში მყოფ მედია საშულებებთან შედარებით, ნაკლებად დაძაბული მედიაგარემოა. თუმცა, თანაბრად გამოიკვეთა სახელისუფლებო წყაროებთან მედიის კომუნიკაციის და საჯარო ინფორმაციის მოპოვების პრობლემა. დისკუსიებმა დაადასტურა, რომ საქართველოში ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შედეგად, ვერ ხდება აუდიტორიის მისთვის საჭირო თემებზე სრულყოფილად ინფორმირება, რაც ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და მედიის სანდოობაზე. 3.1.3. ჟურნალისტებზე ფიზიკური და ვერბალური ძალადობა საქართველოში გამოწვევად რჩება ჟურნალისტებზე ვერბალური და ფიზიკური ძალადობა, რომელიც კიდევ უფრო გაიზარდა 2021 წლის არჩევნების წინ. ონლაინ-გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში მოსალოდნელი საფრთხეებიდან მედიაში დასაქმებულ პირთა უმრავლესობას (85%) აქვს სწორედ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის მოლოდინი; სხვა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 235 საფრთხეების – პირდაპირი და ირიბი ძალადობის (პროფესიის მუდმივი გაუფასურება, დაცინვა, დადანაშაულება, დეზინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელება, დაშინება, დისკრიმინაცია, შანტაჟი და სხვ.) შეფასებისას, ასევე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია (40 %-ზე მეტი). ონლაინ-გამოკითხვისას რესპონდენტებმა უპასუხეს კითხვას: „ვისგან გაქვთ წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა სახის ძალადობის მოლოდინი“? გამოკითხვამ აჩვენა, რომ მედიის წარმომადგენლებს საფრთხეების მოლოდინი აქვთ სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან. გამოკითხულთა ყველაზე მეტ, 83 %-ს ასეთი მოლოდინი აქვს ანტიდასავლურად განწყობილი ჯგუფებისგან, ხოლო 79%-ს - ხელისუფლების მხრიდან. ასევე, ძალადობის მოლოდინის მაღალი მაჩვენებელია რელიგიური დაჯგუფებების, სოცქსელის მომხმარებელებისა და კრიმინალური ჯგუფების მხრიდან (50 -70 %-მდე). პოლიტიკური პოლარიზაციის ნეგატიური ეფექტია სიძულვილის ენის ტირაჟირება. წნეხის და კრიზისის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ჟურნალისტებმა დაიცვან პროფესიული სტანდარტები, რომ შეინარჩუნონ აუდიტორიის ნდობა: „ხელისუფლებას ის უნდა, რომ სტანდარტიდან გადაგვახვევინონ. ჩვენი მოვალეობა უნდა იყოს – კიდევ უფრო მკაცრად დავიცვათ სტანდარტები. სხვაგვარად დავაზიანებთ იმ საქმეს, რასაც ვემსახურებით,“ – ამბობს ფოკუს–ჯგუფის ერთ–ერთი მონაწილე (ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“, მთავარი რედაქტორი). ონლაინგამოკითხვისას რესპონდენტებმა უპასუხეს კითხვას, „რა შეიძლება გააკეთოს მედიამ იმისთვის, რომ მედიაში დასაქმებული პირები უფრო უსაფრთხოდ იყვნენ (ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად)?“. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 70%-მა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიამ უზრუნველყოს დაზარალებულების დროული სამართლებრივი მხარდაჭერა, ხოლო გამოკითხულთა 32% აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაზარალებულებისთვის ფსიქოლოგის დროული მხარდაჭერა. 3.1.4. რუსული მოდელი მედიაში, როგორც მაკრო-საფრთხე დემოკრატიის მშენებლობის გზაზე საქართველოში, მსგავსად სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისა, სისტემატურად ვლინდება რუსული პროპაგანდის ავთვისებიანი ბუნება და მავნებლური ზეგავლენა (malign influence). ეს ყველაფერი აზიანებს მედიაგარემოს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას. ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაცია შეფუთულია „მატრიოშკის“ ტექნიკით და ამიტომ, საფრთხეების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება ან დაგვიანებულია. მოსახლეობის მხრიდან პროპაგანდისტული ინფორმაციის მიმღეობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ საფრთხეები ერთი შეხედვით „სასარგებლო“, ეთნო-კულტურული და ისტორიული კონტექსტის შესაბამისადაა შეფუთული და მოწოდებული. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 236 აღსანიშნავია, რომ სამივე ფოკუს-ჯგუფში, სხვადასხვა საფრთხეზე საუბრისას, დისკუსიას თან დაჰყვება მინიშნებები რუსულ პროპაგანდასა და „რუსეთად გადაქცევის“ საფრთხეზე. მონაწილეები საქართველოში შექმნილ საგანგაშო ვითარებას და მედიაგარემოს არაერთგზის ადარებენ რუსეთში, ბელორუსში და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას და ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებას. მათი შეფასებით, რუსეთში არსებული მედიაზე ზეწოლის მძიმე გამოცდილება 2021 წლის არჩევნების წინა პერიოდში პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარ თავზე გამოსცადეს. ეს აღქმულია, როგორც ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფალი სიტყვის და ყველა დემოკრატიული ფასეულობის წინააღმდეგ ბრძოლა. „კრიტიკული ტელევიზიები თუ გავჩუმდებით, ხვალ ეს ქვეყანა გახდება რუსეთი,” - ამბობს დისკუსიის მონაწილე (ტელეკომპანია „პირველი, ტოქ-შოუს წამყვანი). მედიაში რუსული მოდელის დამკვიდრების ტენდენციაზე გზამკვლევის პირველად კითხვებში არაფერი იყო ნათქვამი. ეს კონტექსტი პატერნული კოდების დამუშავებისას გამოიკვეთა და სხვადასხვა საკითხზე მესჯელობისას, თავად მონაწილეების მხრიდან გახდა 6-ჯერ აქტუალური. 5 ივლისის ქრონიკაც მონაწილეებს შეახსენებს იმას, თუ როგორ ექცევიან რუსეთში კრიტიკულ მედიას. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მედიაგარემოში იგრძნობა რუსეთის „უხილავი ხელი“, რომელიც ჟურნალისტებში აჩენს შიშს და დაუცველობას. შესაძლოა, სწორედ რუსული მოდელის მედიაში დამკვიდრების შიში იწვევდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მიმართ უფრო მკაფიო რეაგირების მოლოდინსაც, რადგან სწორედ რუსეთის ხსენება ავითარებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, მათი ინფორმირების და გავლენის გაზრდის აუცილებელობის კონტექსტს და მათ პასიურობაზე წუხილს. არაა შემთხვევითი, რომ ყველაზე მეტი საფრთხის მოლოდინი ონლაინ-გამოკითხვაშიც სწორედ „ანტიდასავლურად განწყობილი ჯგუფების“ მხრიდანაა. ამრიგად, „რუსეთად გადაქცევის“ შიში შეგვიძლია მაკრო-საფრთხედ მივიჩნიოთ. საქართველოში შექმნილი საგანგაშო მედიაგარემო მედიაში დასაქმებულებს რუსეთში, ბელორუსში და ზოგადად, ავტორიტარულ ქვეყნებში ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებას ახსენებს. კვლევამ დამოკვეთა, რომ მედიაზე წნეხის ტაქტიკა და სისტემური მიდგომები (მათ შორის, საფრთხეების მიმართ დესენსიტიზაცია, რეაგირების ფრაგმენტულობა ან უმოქმედობა) შესაძლოა მივიჩნიოთ რუსული პროპაგანდის ეფექტად. აუცილებელია ამ მიმართულებით ფოკუსირებული კვლევების ჩატარება. 3.2. მხარდამჭერი მედიაგარემო და სოლიდარობა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში საინტერესო ფენომენია მოქალაქეების ჩართულობის გააქტიურება კრიზისულ პერიოდებში (მაგ: პანდემია, სტიქიური უბედურებები და სხვ.). ამგვარი ჩართულობა მოიცავს სოლიდარობისა და მხარდაჭერი აქტოვობებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას, მოქალაქის პასუხისმგებლობის გაცნობიერებას და პოლარიზაციის შემცირებას. ეს იწვევს ფრაგმენტულ, მაგრამ მაინც Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 237 პოზიტიურ ეფექტს დემოკრატიზაციის პროცესზე. კრიზისების პერიოდში, მედიასაფრთხეების გამოვლენისას, ჟურნალისტთა კოლექტიურ ორგანიზებას და სოლიდარობის ჩვენებას ასევე შეუძლია მედიაგარემოში პოლარიზაციის შემცირება და მედიაინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება. მედიის წარმომადგენლებმა გამოხატეს აზრი კრიზისის დროს თავად მედიის მხრიდან შემუშავებულ/შესამუშავებელ უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით. რესპონდენტების 69 %-ის მიერ მნიშვნელოვან მექანიზმად დასახელებულია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიისა და ჟურნალისტებისადმი მეტი მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატვა. ფოკუს-ჯგუფებში გამოიკვეთა როგორც სოლიდარობის აქციებისა და მხარდამჭერი აქტივობების პოზიტიური ეფექტის მოლოდინი, ასევე ამგვარი აქტივობების ეფექტისადმი სკეპტიციზმი, თუმცა საბოლოო ჯამში, სოლიდარობის დემონსტრირება შეფასდა, როგორც მედიაგარემოს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი მექანიზმი. დასკვნა საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მედიის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერება და მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება. კვლევამ დაადასტურა, რომ მედიაგარემოში არსებული გამოწვევები განსაკუთრებით აქტიურდება წინასაარჩევნო პერიოდში. კვლევამ გამოავლინა ის მაკრო და მიკრო მედიასაფრთხეები, რომლებიც ციფრულ და ფიზიკურ მედიაგარემოში აქტიურდება არჩევნებამდე და მის შემდეგ. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს არსებულ მედიაგარემოზე დაკვირვება წარმოებდა მედიის წარმომადგენლების თვალით დანახულ რეალობაზე დაყრდნობით და გამოიკვეთა, რომ, წინა წლებთან შედარებით, მედიაგარემო უარესობისკენ შეიცვალა. კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მედიაგარემოზე და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე მეტწილად ნეგატიურად მოქმედებს პოლიტიკური პოლარიზაცია და კრიზისები, ხოლო პოლიტიკური გარემოს ცვლილება შეიძლება პოზიტიურად აისახოს მედიაგარემოზე. აქვე გამოიკვეთა ისიც, რომ თავის მხრივ, მედიასაც შეუძლია პოლარიზაციის ეფექტების შემცირება ან გაძლიერება. კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მედიასაფრთხეები აძლიერებს თვითცენზურას და შიშს, ამცირებს მედიის სანდოობას და ასუსტებს მედიაინსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობას. კვლევამ გამოკვეთა პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებითი ეფექტი - კრიტიკულ მედიასთან ბრძოლის ახალი ტაქტიკა: „გამოიყენე თავად მედია ჟურნალისტის წინააღმდეგ“, რომელიც იწვევს თავად მედიასაშუალებებში პოლარიზაციას, ჟურნალისტების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზებას და მედიის ველზე ამ მაკრო-საფრთხის გადმოტანას. ამ კუთხით, პოლარიზაცია საქართველოში არის სოლიდარობის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 238 ხელისშემშლელი ფაქტორი. ამასთან, პოლარიზაციას აქვს ე.წ. დემონიზაციის ეფექტიც, რომელიც ვლინდება პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების სტიგმატიზაციაში, პარტიული იარლიყების მიკერებაში და დისკრედიტაციის მცდელობებში, რაც, საბოლოო ჯამში, მედიას აზიანებს. კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მმართველი პოლიტიკური ძალა იყენებს ყველა იმ კომპონენტს და მექანიზმს, რომლებიც ქმნის და აძლიერებს ჟურნალისტების თვითცენზურას. ეს მექანიზმებია: შიში, დანაშაულის დაუსჯელობა, დაცინვა, დისკრედიტაცია, დაუცველობა, დეზინფორმაციის გავრცელება და სხვ. ჟურნალისტების თვითცენზურის გაძლიერება ქმნის ცენზურის უხილავ ველს რედაქციებში, როცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჟურნალისტი თავს არიდებს კონკრეტული თემების, წყაროების ან ფაქტების გაშუქებას. კრიტიკულ კითხვებს კი ანაცვლებს სიჩუმე. კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებული სისტემური, დაგეგმილი ნეგატიური კამპანიები ხშირ შემთხვევაში მუშაობს ისე, რომ საფრთხეები უხილავი, „რბილი ძალის“ მქონე ან კარგად შეფუთულია. ამის შედეგად, მათზე რეაგირება დაგვიანებულია ან არაეფექტური. ამგვარი მედიასაფრთხეები ვლინდება როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ მედიაგარემოში. იმისდა მიუხედავად, რომ ამ საფრთხეების კრიზისულ პერიოდში აქტივაციისას, მედიის და საზოგადოების რეაგირება მყისიერია, გრძელვადიან პერსპექტივაში მათ გასანეიტრალებლად მსგავსი ფრაგმენტული მხარდაჭერა და სოლიდარობა არასაკმარისია. გამოიკვეთა, რომ სისტემატური სოლიდარობის აქციები და მხარდამჭერი აქტივობები, ამ პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა, აუდიტორიასთან პირისპირ კომუნიკაცია და კრიტიკული მედიის როლსა და მნიშვნელობაზე საუბარი, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება - მედიაგარემოს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი მექანიზმებია. საყურადღებოა, რომ საქართველოში მედიაში დასაქმებულები მთავარ საფრთხედ ანტიდასავლურად განწყობილ ჯგუფებს მიიჩნევენ და აქვთ „რუსეთად გადაქცევის“ შიში, რადგან საქართველოში შექმნილი საგანგაშო მედიაგარემო მათ სწორედ რუსეთში ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებას ახსენებს. ზემოთ ხსენებული ტაქტიკა და სისტემური მიდგომები (მათ შორის, საფრთხეების მიმართ დესენსიტიზაცია და უმოქმედობა) ასევე შესაძლოა მივიჩნიოთ რუსული პროპაგანდის ეფექტად. სწორედ ამიტომ, ამ საკითხის ასეთ ჭრილში კვლევა სამომავლო პერსპექტივად გვესახება. კვლევამ დაადასტურა, რომ ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ ჟურნალისტები თავს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას - დემოკრატიის ხარისხის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია. გარდამავალი დემოკრატიის პირობებში კი, სანდო და სიცოცხლისუნარიანი მედია რჩება დემოკრატიის გაძლიერების უმნიშვნელოვანეს წყაროდ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 239 ბიბლიოგრაფია 1. Bishop, Bill (2008). The Big Sort: Why the Clustering of Like-Minded America Is Tearing Us Apart. New York: Houghton Mifflin Harcourt. 2. Carothers T, O’Donohue A: Democracies Divided: The Global Challenge of Political Polarization. Brookings Institution Press; 2019. 3. DiMaggio, P., Evans, J., Bryson, B., 1996. Have Americans’ social attitudes become more polarized? Am. J. Sociol. 102, 690–755. 4. Dixit K. Avinash, Weibull W. Jörgen, Political polarization, Proc Natl Acad Sci U S A. 2007 May 1; 104(18): 7351–7356. doi:10.1073/pnas.0702071104, CID: PMC1863477 5. Gerbner, George, Larry Gross, Michael Morgan, and Nancy Signorielli (1980). “The ‘Mainstreaming’ of America: Violence Profile No. 11.” Journal of Communication 30(3): 10-29. 6. Gersamia M., Freedman E., Challenges to Creating Vibrant Media Education in Young Democracies: Accreditation for Media Schools in Georgia, Journalism & Mass Communication Educator, SAGE, 2017, Vol. 72(3) 322–333, AEJMC 2017, DOI: 10.1177/1077695817710104 7. Güneş Ertan, Ali Çarkoğlu, S. Erdem Aytaç, Cognitive political networks: A structural approach to measure political polarization in multiparty systems, Social Networks, Volume 68, 2022, Pages 118-126, , https://doi.org/10.1016/j.socnet.2021.05.004. 8. Hasan Mubashar, Wadud Mushfique, Re-Conceptualizing Safety of Journalists in Bangladesh, Media and Communication 2020 8(1) Pages 27–36 DOI: 10.17645/mac.v8i1.2494 9. Howells, R. (2001). Media, education and democracy. European Review, 9(2): 159-168 10. Iyengar, Shanto, Hahn, Kyu S., 2009. Red media, blue media: evidence of ideological selectivity in media use. J. Commun. 59, 19–39. 11. Jasperson A., Gollins J., Walls D., Polarizarion in the 2012 presidental debates, Political Communications in Real Time, 2017, Routledge, p. 196-225. 12. Journalist safety and self-censorship, edited by Anna Grøndahl Larsen, Ingrid Fadnes, et al, Routledge, 2020, p. 1-7 13. Kis, D. (1986). Censorship/Self Censorship. Index on Censorship, 15(1), 43–45. https://doi.org/10.1080/03064228608534021 14. Lauka, A., McCoy, J., Firat, R.B., 2018. Mass partisan polarization: measuring a relational concept. Am. Behav. Sci. 62 (1), 107–126. 15. Levitsky S, Ziblatt D: How Democracies Die. Crown; 2018 16. Masur Philipp K., Situational Privacy and Self-Disclosure, Communication Processes in Online Environments, Springer, Germany, 2019, https://doi.org/10.1007/978- 3- 319- 78884- 5 17. McQuail D., Mass Communication Theory, 2010, SAGE. 18. Melki M.. Pickering A., (2014) Ideological polarization and the media, Economics Letters, 125(1): 36-39, https://doi.org/10.1016/j.econlet.2014.08.008. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1863477/ https://doi.org/10.1007/978-%203-%20319-%2078884-%205 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 240 19. Neal, Z.P., 2020. A sign of the times? Weak and strong polarization in the US Congress, 1973– 2016. Soc. Netw. 60, 103–112. 20. Orgeret Kristin Skare, Tayeebwa William, Editorial, Introduction: Rethinking Safety of Journalists, Media and Communication (ISSN: 2183–2439) 2020, Volume 8, Issue 1, Pages 1–4 DOI: 10.17645/mac.v8i1.2873, https://www.cogitatiopress.com/mediaandcommunication/article/view/2873/2873 (last seen on Oct. 7, 2021). 21. Safe. Strong. Viable. The symbiosis between media safety and media viability, Deutsche Welle Akademie, Germany, 2021. https://www.dw.com/en/safe-strong-viable-the-symbiosis- between-media-viability-and-media-safety/a-57334604 (last seen on Oct. 3, 2021). 22. Safety of Journalists Covering Protests, Preserving Freedom of the Press During Times of Turmoil, Issue brief in the UNESCO series: World Trends in Freedom of Expression and Media Development, 2020 available from https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000374206 (last seen on Sept. 30, 2021) 23. Slater, Michael D., 2007. Reinforcing spirals: the mutual influence of media selectivity and media effects and their impact on individual behavior and social identity. Commun. Theory 17 (3), 281–303. 24. Towards a Research agenda on the safety of journalists, United Nations, UNESCO, 2015, available from https://en.unesco.org/sites/default/files/draft_research_agenda_safety_of_journalists_06_2015. pdf (last seen on Sept. 26, 2021). 25. Vibrant information barometer 2021, IREX, available at https://www.irex.org/sites/default/files/Vibrant%20Information%20Barometer%20Full%20ver sion.pdf (last seen Oct. 20) 26. Walulya Gerald, Nassanga Goretti L., Democracy at Stake: Self-Censorship as a Self-Defence Strategy for Journalists, Media and Communication (ISSN: 2183–2439) 2020, Volume 8, Issue 1, Pages 1–4 DOI: 10.17645/mac.v8i1.2873. 27. Wilson A., Parker V.,Feinberg M., Polarization in the contemporary political and media landscape, Current Opinion in Behavioral Sciences, Volume 34, 2020, Pages 223-228, ISSN 2352-1546, https://doi.org/10.1016/j.cobeha.2020.07.005. 28. Yesil Murat M., The Invisible Threat for the Future of Journalism: Self-Censorship and Conflicting Interests in an Increasingly Competitive Media Environment, International Journal of Business and Social Science Vol. 5 No. 3; March 2014, available at 29. კაკაჩია კ., პატარაია თ., სოციალური ქსელების როლი ქართულ პარტიულ პოლიტიკაში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, 2013. 30. სილაგაძე გ., გოზალიშვილი ნ., უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია, როგორც დემოკრატიზაციის პროცესის წინაშე არსებული საფრთხე, 2019. ხელმისაწვდომია https://bit.ly/3pMbafg (ბოლო ნახვა 26 ოქტომბერი, 2021) https://www.cogitatiopress.com/mediaandcommunication/article/view/2873/2873 https://www.dw.com/en/safe-strong-viable-the-symbiosis-between-media-viability-and-media-safety/a-57334604 https://www.dw.com/en/safe-strong-viable-the-symbiosis-between-media-viability-and-media-safety/a-57334604 https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000374206 https://en.unesco.org/sites/default/files/draft_research_agenda_safety_of_journalists_06_2015.pdf https://en.unesco.org/sites/default/files/draft_research_agenda_safety_of_journalists_06_2015.pdf https://www.irex.org/sites/default/files/Vibrant%20Information%20Barometer%20Full%20version.pdf https://www.irex.org/sites/default/files/Vibrant%20Information%20Barometer%20Full%20version.pdf https://bit.ly/3pMbafg Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 241 Media Environment in Georgia during the Crisis Mariam Gersamia, Maia Toradze Abstract Viable, free media is a crucial component of democratic progress in Georgia. 30 years after the collapse of the Soviet Union and gaining independence, safety of journalists while carrying out professional duties continues to be one of the key indicators of what constitutes progress in the country’s media democracy. This research was triggered by the actualisation of the acute and, in some ways, spontaneous media threat that arose during the pre-election period. More specifically, on 5 July 2021, two months before Georgia’s local self-government municipal elections, media workers fell victim to a premeditated attack by pro-Russian radical groups during the coverage of demonstrations. As a result, 52 journalists from more than 10 media outlets, cameramen and photographers were assaulted and a TV Pirveli cameraman, Lekso Lashkarava, died a few days later as a result of heavy injuries received during the demonstration. The aim of the research is to distinguish the traits prevalent to the media environment during the times of crisis and even more specifically, during the pre- and post- election periods (in particular, during 2021 local governmental elections in Georgia). The research also responds to the question of how political polarization and crises affect media and the macro and micro threats they reveal. The study identifies these media threats and assesses the reality of media environment as seen through journalists’ eyes. For research design, mixed research methodology was chosen, more specifically, a sequential explanatory design. The research was conducted in two phases: the first phase involved accumulation of quantitative data (through online survey: 183 respondents from 56 media sources) and analysis, following which the second phase took place, involving qualitative research (3 focus group discussions). The research answers the questions as it follows:  How safe do media workers feel when performing their professional duties?  What kind of threats have emerged during the 2021 pre-election media environment and what are the expectations?  What are some of the support mechanisms for the improvement of media environment and what needs to be done so that a safer environment for media workers is created? During the research process, macro (4) and micro (6) media threats were identified. They are analysed in sub-chapters in greater detail. These threats are interconnected and have their own structure and aims. Media threats, which emerged during the discussion, contribute to self-censorship and escalation of fear, media credibility, reduction of support, and destabilizing media institutional viability. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 242 Political polarization and polarization between media organizations were identified as a major macro media threat. Micro threats that were identified as a result of polarization are: 1. Stigmatization of journalists and media (labelling them as biased towards certain political parties) and attempted smear campaigns; 2. Disrupting execution of journalist duties. Among such actions are creating obstacles in providing a balanced narrative and bringing a quality media product to the public, which is primarily reflected in premeditated restriction to sources and surveillance for the purpose of disrupting the work process; etc. As a result of this study, supportive instruments for strengthening media environment have been put forward. Keywords: Media environment, safety of journalists, elections, polarisation, Georgia.