Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 374 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.40 ამორფული პოლარიზმი იონა ცინცაძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი აბსტრაქტი ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვან კვლევის საგნად იქცა არსებული საერთაშორისო სისტემის შეფასება. ავტორთა გარკვეული ნაწილი მას უნიპოლარულ მოდელს უწოდებდა, ხოლო ზოგიერთი უბრალოდ ერპოლუსიან მომენტად აფასებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გახშირდა მოსაზრება, თითქოს შეერთებული შტატები საკუთარ პოზიციას კარგავდა და ასპარეზი ახალ სისტემას ეთმობოდა. ამავე დროს, გამოჩნდა ისეთი ნაშრომებიც, რომლებიც აკრიტიკებდნენ ე.წ. დეკლაინისტებს და ამტკიცებდნენ თითქოს აშშ-ს შესაძლებლობები უკონკურენტოა. რამოდენიმე წლის წინ, საერთაშორისო სისტემის მკვლევარების რიგებში, გამოჩნდნენ ისეთი მეცნიერები, რომელთა კვლევის ფოკუსში ჩინეთის შეუქცევადი ეკონომიკურ ზრდა მოექცა. მათი აზრით, აღნიშნული ტენდენცია მიანიშნებს მეტად საინტერესო ფაქტზე, რომ მსოფლიო სისტემა, პეკინის შესაძლებლობიდან გამომდიანრე, უკვე ბიპოლარულია. ამგვარად, არსებობს მხოლოდ ორი უძლიერესი აქტორი. ზემოთგამოთქმული მოსაზრებების საპირიპისროდ, ასევე გაჩნდა შეხედულება, რომ თანამედროვე არსებული სისტემა არის მულტიპორალური, ორზე მეტი დიდი მოთამაშით, თუმცა ეს მოდელი განსხვავდება მეცხრამეტე საუკუნის ორიგინალი ანალოგისგან. შესაძლებელია ითქვას, რომ ბოლო დროის კვლევები უფრო მეტ ბუნდოვანებას მატებს საერთაშორისო სისტემის ირგვლის არსებულ დისკუსიას. შესაბამისად, კითხვა, თუ რომელი მოდელია შესაბამისი ჯერ კიდევ აქტუალურია. აღნიშნული ნაშრომი შეეცადა არა კონკრეტული ავტორის მოსაზრების მხარდაჭრესა და სხვების გაბათილებას, არამედ საპირიპიპირო დასკვნებს შორის კავშირის დადგენას, რაც, როგორც კვლევამ აჩვენა, ვერ მოხერხდა. თუმცა, ზოგიერთი შეფასებით, შედეგი ანომალიური აღმოჩდნა. საძიებო სიტყვები: საერთაშორისო სისტემა, პოლარიზმი, უნიპოლარიზმი, ბიპოლარიზმი, მულტიპოლარიზმი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 375 შესავალი მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ავტორების მიერ საერთაშორისო სისტემა მოიაზრება ბიპოლარულად (Tunsjø, 2018 ) (Xuetong, 2011) (Dempsey, 2012), არსებობს განსხვავებული შეხედულებები, რომლის მიხედვითაც გლობალურ პოლიტიკაში შეერთებული შტატები ჯერ კიდევ უპირობო ლიდერია (Beckley, 2018). ამ მოსაზრებათა პარალელურად, ზოგიერთი მეცნიერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლარულობის მნიშვნელობას, თუმცა ირიბად მაინც მიანიშნებს იმის შესახებ, რომ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემას აქვს მულტიპოლარიზმის მახასიათებლები, რომლებიც განსხვავდება მეცხრამეტე საუკუნის ანალოგისგან (Keersmaeker, 2017). საინტერესოა, ის დეტალი, რომ ავტორების მიერ შემოთავაზებული ნაშრომები შექმნილია თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში, თუმცა დასკვნები სრულიად საპირისპიროა. ლოგიკურია, დავსვათ კითხვა, თუ რატომ განსხვავდება კონრეტულ ავტორთა შეხედულებები ასე რადიკალურად. ზოგადი პასუხი კვლევის მეთოდოლოგიაში უნდა ვეძიოთ. მაგრამ ნაშრომის მთავარ მიზანს ეს არ წარმოადგენს. უმთავრესი ვარაუდი, ერთი შეხედვით, გაცილებით ალოგიკური შეიძლება ჩანდეს. ურთიერთკონტრასტული დასკვნების მიუხედავად, შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ სამივე ავტორის იდეა მართებულია. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, დასაშვებია, საერთაშორისო სისტემა ერთდროულად დახასიათდეს როგოც უნი/ბი/მულტიპოლარული. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ შესაძლებელია, ორი განსხვავებული მოსაზრების როგორც გაბათილება, ისე მათ შორის საერთო კავშირის აღმოჩენაც. შესაბამისად, ნაშრომის მთავარი მიზანია გამოიკვლიოს, თუ რამდენად შესაძლებელია ურთიერთგამომრიცხავი დასკვნების მიუხედავად, სამივე ავტორის მოსაზრება იყოს ერთდროულად მართებული. საერთაშორისო სისტემის კვლევა უწინ და დღეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალი გლობალური საერთაშორისო წესრიგის ფორმირება დაიწყო. უდიდესმა ომმა მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ცვლილებები გამოიწვია. აშშ-სა და საბჭოთა კავშირის სახით პოლიტიკურ რუკაზე განჩდა ორი სუპერსახელმწიფო. საერთაშორისო სისტემამ ბიპოლარიზმში ტრანზიტი განახორციელა. ბუნებრივია, ახალმა რეალობამ პოლიტიკის მეცნიერთა ყურადღება მიიქცია. შესაბამისად, მომდევნო წლებში დაიწყო ფოკუსირება საერთაშორისო პოლიტიკის მოდელებზე. ამის უმთავრესი თეორიული საფუძველი გახდა იმ მახასიათებლებისა და პროცესების შესწავლა, რაც თან ახლავს კონკრეტულ საერთაშორისო სისტემას, რათა გამარტივდეს გლობალური შედეგების პროგნოზირება. როგორც მორტონ კაპლანმა აღნიშნა, არსებობს გარკვეული კანონზომიერება, განმეორებითი ნიშან-თვისებებით, რომელიც კონკრეტული სისტემის არსებობისას იჩენს თავს (Kaplan, 1957). ავტორმა ნაშრომში არამხოლოდ ექვსი ჰიპოთეტური მოდელი განიხილა, არამედ ერთი მოდელიდან მეორეში გადასვლის გზები - ტრანზიტის პროცესებიც აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ კაპლანის ნამუშევარი დღეს, შესაძლოა, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 376 ნაკლებად რელევანტურად მივიჩნიოთ, ავტორმა დიდი კონტრიბუცია შეიტანა კონკრეტული სფეროს განვითარებაში. მომდევნო წლების განმავლობაში ბუნებრივ ინტელექტუალურ ტრენდად გადაიქცა ავტორებს შორის დაპირისპირება. განხეთქილების საგანი გახდა სისტემათა სტაბილურობაზე1 მსჯელობა. 1964 წელს მეცნიერებმა დოიჩმა და ზინგერმა ჩაატარეს თეორიული და რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიხედვითაც დაადგინეს მულტიპოლარული სისტემის სტაბილურობა (Deutsch & Singer, 1964). ამავე წლის ზაფხულში, ქენეთ უოლცის მიერ შეიქმნა ნაშრომი, რომელიც ბიპოლარული სისტემის სატაბილურობას ამტკიცებდა (Waltz, The Stability of a Bipolar World, 1964) იმის გათვალისწინებით, რომ სტატია კუბის კრიზისიდან ორიოდე წლის შემდეგ დაიწერა. მიუხედავად კრიტიკისა, ავტორი ბიპოლარული სტაბილურობის თავდადებულ დამცველად იქცა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა დეზინტეგრაცია განიცადა, ახალი რეალობის პარალელურად გაჩნდა ახალი შეხედულებები, იდეები და ნაშრომები. შესაბამისად, ინტელექტუალური დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავიდა. თავდაპირველად, მოხდა იმჟამინდელი საერთაშორისო პოლიტიკური რეალობის შეფასება და გაანალიზება მახასიათებლებითურთ. ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსით საერთაშორისო სისტემაში დარჩა მხოლოდ ერთი უძლიერესი აქტორი. უილიამ ვოჰლფორთმა გააკეთა მეტად მარტივი, თუმცა ლეგიტიმური შეფასება. თუკი სსრკ-ს ჩამოშლამდე მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე არსებობდა ორი სუპერძალა, მას შემდეგ რაც ერთი გაქრა, დარჩა ერთი - 2-1=1. შესაბამისად, სისტემამ უნიპოლარიზმში განიცადა ტრანზიტი (Wohlforth, 1999). ამ მოსაზრებას მალევე გამოუჩნდნენ ოპონენტები. რეალისტები, რომლებიც საბჭოთა დეზინტეგრაციით მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, აცხადებდნენ, რომ ერთპოლუსიანობა იყო დროებითი მოვლენა, რომელიც მალე შეიცვლებოდა ახალი ძალების აღზევებით (Layne, 1993). ამგვარი შეფასების ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ საერთაშორისო სისტემაში ერთეულის დონეზე მომხდარმა ცვლილებამ არ შეცვალა გლობალური პოლიტიკური სტრუქტურა (Waltz, Structural Realism after the Cold War, 2000). სხვა სიტყვებით რომ ითქვას, დიდი ძალების რაოდენობა შეიცვალა სისტემაში, თუმცა სისტემის სტრუქტურა ძველებურად ანარქიული დარჩა. სისტემის შეფასებებში შეინიშნებოდა ერთგვარი კომპრომისული ვარიანტიც, სადაც ავტორი უნიპოლარიზმთან ერთად მულტიპოლარულ მახასიათებელსაც აღნიშნავდა (Huntington, 1999) (Buzan, 2004). მეცნიერთა შორის უთანხმოების ზოგადი ტრენდი არც ორიათასიანი წლების დასაწყისში შეცვლილა. ამჯერად განსხვავებას უერთიერთდაპირისპირებულ იდეათა მიმართულებას წარმოადგენდა. 2007-2008 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, ერთპოლუსიანობა და შეერთებული შტატების უპირობო ლიდერობა კითხვის ნიშნის ქვეშ 1აღსანიშვავია, რომ 1960იან წლებში სტაბილურობაში მოიაზრებოდა ის ფაქტი, თუ რამდენად მიდრეკილი იყო სისტემა ომისკენ. 1990იან წლებში ქენეთ უოლცმა აღიარა საკუთარი შეცდომა, და განაცხადა, რომ მიუხედავად მულტიპოლარულ სისტემაში კონფლიქტის მაღალი ალბათობისა, მრავალპოლუსიანი მოდელი უფრო სტაბილურია (Waltz, The Emerging Structure of International Politics, 1993). ამით ავტორმა კიდევ შეცვალა სტაბილურობის მნიშვნელობა, რომელშიც ამჯერად გამძლეობას მოიაზრებს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 377 დადგა. ფოკუსიც ახალი ამომავალი ძალის, - ჩინეთისკენ იქნა მიმართული (Ikenberry, 2008). მომდევნო წლებში ამგვარი მსჯელობა მეტად პოპულარული გახდა სამეცნიერო წრეებში. ავტორები აღნიშნავდნენ აშშ-ს ძალის დაღმასვლას (Layne, This Time It's Real: The End of Unipolarity and the "Pax Americana", 2012) და მნიშვნელოვან რეგიონებში ახალი ძლიერი მოთამაშეების აღზევებას (Walt, 2011). ჩინეთის შეუქცევადმა ეკონომიკურმა განვითარებამ მეცნიერებს ფართო მსჯელობის საგანი მისცა. გასული ათწლეულის განმავლობაში, უამრავი ნაშრომი განიხილავდა პეკინის მთავარ როლს გლობალურ პოლიტიკურ არენაზე. საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების ფოკუსი ჩინეთისკენაა მიმართული (Jenkins, 2019); (Pillsbury, 2015); (Allison, 2017), შესაბამისად, გარკვეულწილად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ გლობალური პოლიტიკური სისტემა ბიპოლარულ ფაზაშია. როგორც შესავალში იქნა ნახსენები, ზოგიერთი ავტორი ღიად უჭერს მხარს ორპოლუსიანობის იდეას (Tunsjø, 2018 ) (Xuetong, 2011), მაშინ როდესაც შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ნომერ პირველი აქტორია შესაძლებლობებიდან გამომდინარე (Beckley, 2018). ამ მოზასრებების პარალელურად, ზოგიერთი მეცნიერი ირიბად მულტიპოლარიზმზე მიანიშნებს (Keersmaeker, 2017). ამგვარი ურთიერთსაპირისპირო შეფასებები დაბნეულობასა და ბუნდოვანებას იწვევს. ამ ყოველივეს მიზეზად თანამედროვე საერთაშორისო სისტემის კომპლექსურობა შეიძლება დასახელდეს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად სოციალური თუ პოლიტიკური მეცნიერებების ხასიათიც, რადგან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან განსხვავებით, ამ სფეროში ჭეშმარიტება პირობითია, შესაბამისად არსებობს ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის უამრავი გზა. საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის განსხვავებული აღქმა ერთი შეხედვით, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ დღეს არსებული გლობალური პოლიტიკური მოდელი გაცილებით რთული და ბუნდოვანია, ვიდრე მისი წინამორბედი სისტემები. ამგვარი შეხედულება ძალიან მარტივად შეიძლება გაბათილდეს. კონვენციური ცოდნის მიხედვით, მეცხრამეტე საუკუნის საერთაშორისო სისტემა მოიაზრება როგორც მრავალპოლუსიანი, ხოლო მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციამდე, ბიპოლარული მოდელის სტატუსი აქვს მინიჭებული. საინტერესოა, რომ ამგვარ შეხედულებას ყველა მეცნიერი არ იზიარებს. კონკრეტული მოსაზრებების თანახმად, მეცხრამტე საუკუნის გარკვეული პერიოდი არ იყო მულტიპოლარული. არც მეოცე საუკუნე იყო ორპოლუსიანი, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის განხეთქილებისა და დაპირისპირების შემდეგ. მეცნიერები, შროდერი და კრაჰე მიიჩნევენ, რომ ნაპოლეონის ომების დასასრულიდან, ყირიმის ომის კულმინაციამდე საერთაშორისო სისტემა იყო ბიპოლარული. იმ პერიოდის ორ სუპერძალას წარმოადგენდნენ გაერთიანებული სამეფო და რუსეთის ცარისტული იმპერია. ამგვარად,, ძალთა ბალანსი 1815 წლიდან ემყარებოდა პენტარქიას, რომელიც ორი უძლიერეს ქვეყანას მოიცავდა (Schroeder, 1992). ეს ორი აქტორი არამარტო დანარჩენ სახელმწიფოებზე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 378 ძლიერი იყო, არამედ ისინი ერთმანეთისთვისაც არ წარმოადგენდნენ საფრთხეს. ორივე მათგანი ფლობდა ჰეგემონური ძალაუფლების შესაძლებლობას: გაერთიანებული სამეფო ზღვაზე, ხოლო ცარისტული რუსეთი ხმელეთზე (Kraehe, 1992). შესაძლებელია, ეს მაგალითი ნათლად არ ასახავდეს მთავარ პრობლემას, ვინაიდან ავტორებმა მეოცე საუკუნის ბოლოს განიხილეს მეცხრამეტე საუკუნის სისტემა და ახალ დასკვნებამდე მივიდნენ. დღეს არსებული გამოწვევა კი, ამჟამინდელი სისტემის ახსნა-განმარტებას ეხება. თანამედროვე ავტორები თანამედროვე სისტემას განიხილავენ და სრულიად საპირისპირო მოსაზრებებს გვთავაზობენ არსებული საერთაშორისო პოლიტიკური მოდელის შეფასებისას. ამგვარი სამეცნიერო ტრენდი პოპულარული გახდა ცივი ომის პერიოდში. გამეფებული შეხედულების საპირისპიროდ, 1970-იან წლებში განჩნდა მოსაზრება ტრიპოლარობის შესახებ. მას შემდეგ, რაც ურთერთობა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ისე დაიძაბა, რომ ვითარება შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდა, შეერთებულმა შტატებმა შესაფერისი მომენტი გამოიყენა და საფუძველი ჩაეყარა ვაშინგტონ-პეკინის ახალ ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის გავლენა საერთაშორისო პოლიტიკის აკადემიურ ნაწილზე იყო საკმაოდ ინტენსიური, რამაც ბიძგი მისცა ახალ შეფასებას - ტრიპოლარიზმს. ავტორთა გარკვეულ ნაწილში ჩინეთის პოლარად აღქმა საკმაოდ მართებულად მიიჩნეოდა (Healy & Stein, 1973). ზოგიერთმა მსჯელობა უფრო ფართოდ განავითარა, კერძოდ ტრიპოლარული პოლიტიკისა და თეორიის მიმართულებით (Nogee & Spanier, 1977). ზემოაღნიშნულ განსხვავებულ შეხედულებებს, რა თქმა უნდა, ოპონირების გარეშე არ ჩაუვლია. შროდერსა და კრაჰეს გრანერი დაუპირისპირდა, რომლიც მკაცრად იცავდა მულტიპოლარული ბალანსის თეორიას და თანამშრომლობით ჰეგემონიას უპირისპირდებოდა (Gruner, 1992). ეს შეხედულება გაამყარა შემდგომმა კვლევებმაც, სადაც ვოჰლფორთი აცხადებდა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბიპოლარიზმში არ იყო ფართო განსხვავება ორ ლიდერსა და დანარჩენ წამყვან აქტორებს შორის. (Wohlforth, The Stability of a Unipolar World, 1999). რაც შეეხება ცივი ომის ტრიპოლარიზმს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომის მიერ ნათლად იქნა განმარტებული, რომ ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში რიტორიკა ჩინეთის სუპერძალად ჩამოყალიბების შესახებ შეიცვალა და პეკინი უკვე მოიხსენიებოდა როგორც სუპერძალა. „ადამისა და ევას შემდეგ ეს ყველაზე დიდი შექმნა იყო. ჩვენ ვქმნით ქვეყნებს საკუთარ წარმოსახვაში“ აცხადებდა ავტორი (Waltz, Theory of Internationa Politics, 1979, გვ. 130). ამგვარი განხილვის შემდგომ ვერდიქტი, წესით, ნათელი უნდა იყოს. თანამედროვე საერთაშორისო სისტემა არ არის ერთადერთი, რომლის შეფასებაც აზრთა სხვადასხვაობას, კამათსა და ბუნდოვანებას იწვევს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამგვარი განხეთქილებები ახალი არ არის და პოლიტიკის მეცნიერების თანმდევი ნაწილია. და მაინც, ლეგიტიმურია კითხვა, თუ რომელი შეფასება არის მართებული. მარტივი პასუხი შეიძლება იყოს კონკრეტული მეთოდოლოგიის საფუძველზე ერთ-ერთი მოსაზრების მხარდაჭერა. თუმცა, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 379 სოციალური მეცნიერებების თვისებიდან გამომდინარე, არ უნდა გამოირიცხოს შემდეგი სავარაუდო პასუხები: 1) არც ერთი მოსაზრება/მსჯელობა/დასკვნაა მართებული; 2) ყველა მოსაზრება/მჯელობა/დასკვნა მართებულია. უკანასკნელი სავარაუდო პასუხი მეტად პარადოქსულია, თუმცა კონკრეტული მიდგომისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე შესაძლებელია სრულიად ვალიდური აღმოჩნდეს. მეთოდოლოგია მიდგომა და მიმართულება დაუსრულებლად შეიძლება კამათი იმის შესახებ, რომ სოციალურ მეცნიერებებში ჭეშმარიტება მიახლოებითია. შესაბამისად, განსხვავებული შეფასებები ფართოდ გავრცელებულია კონკრეტული სფეროსთვის. თუმცა, ერთ-ერთი საინტერესო დეტალი, რაც სოციალურ მეცნიერებებს ახასიათებს, არის შემდეგი: ურთერთსაპირისპირო მოსაზრებები ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ერთი იდეა მცდარია, ხოლო მეორე მართებული. არსებობს ქეისები, სადაც ავტორი კონტრასტულ შეფასებებს აბათილებს, ანდა ასკვნის, რომ ორივე მოსაზრება შესაძლებელია, ლეგიტიმური იყოს. ბირთვული იარაღის შექმნამ მსოფლიოში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. ავტორთა ნაწილის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დიდი ომის არარსებობა და კერძოდ, ნატოსა და ვარშავის პაქტს შორის დაპირიპირების მცირე ალბათობა ატომური ბომბის არსებობის დამსახურებაა (Art & Waltz, 1983). ამ მოსაზრების პარალელურად ჩამოყალიბდა საპირისპირო შეხედულება, რომ თუკი არ მოხდება ბირთვული მასობრივი განადგურების იარაღისგან დედამიწის გაწმენდა მსოფლიო კომაში გადაეშვება, რაც აღსასრული იქნება (Schell, 1982). ეს ორი კონტრასტული შეხედულება, რამდენიმე წლის შემდეგ ჯონ მიულერმა გაბათილა. იგი ერთ-ერთ ნაშრომში იკვლევს მსოფლიოში ფუნდამეტური სტაბილურობის მიზეზს. როგორც ავტორი ხსნის, ბირთვული იარაღის არსებობა არ განაპირობებს მშვიდობას, ისევე როგორც, საფრთხეს მსოფლიოსთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მასიური ომის არარსებობა კი ისტორიული მეხსიერებითაა გამოწვეული (Mueller, 1988). გაბათილებაზე არანაკლებ საინტერესოა ე.წ. საერთო გზის აღმოჩენა, სადაც ავტორი ურთიერთდაპირისპირებული მოსაზრებების მართებულობას ამტკიცებს. მაგალითად, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მეცნიერებს შორის მიმდინარებდა კამათი იმის შესახებ, თუ რომელი სისტემაა უფრო მშვიდობიანი, ბიპოლარული თუ მულტიპოლარული. წლების შემდეგ, ფრენკ ვეიმანმა თავის ერთ-ერთ ნაშრომში ახსნა, რომ ძალთა (აქტორთა) ბიპოლარიზმი უფრო სტაბილურია ვიდრე მულტიპოლარიზმი, თუმცა კლასტერულ ბიპოლარიზმში ომის ალბათობა გაცილებით მაღალია ვიდრე კლასტერულ მულტიპოლარიზმში (Wayman, 1984). ამ მხრივ ავტორმა დაასკვნა, რომ ორივე საპირისპირო მოსაზრება შესაძლებელია იყოს მართებული. რა თქმა უნდა, კონტრასტული მოსაზრებების აბსოლურტური გამართლება შეუძლებლია, მაგრამ, როგორც ეს ვეიმანის მიერ იქნა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 380 დამტკიცებული, ნაწილობრივ შესაძლებელია. აღსანიშნავია ის დეტალი, რომ ვეიმანი ცდილობდა გაეგო რა კავშირია შესაძლებლობათა კონცენტრაციასა და ალიანსების ფორმირებაში. მისი ჰიპოთეზა არ ყოფილა ბი/მულტიპოლარული სტაბილურობის მომხრეებს შორის კავშირის აღმოჩენა. ამგვარი დასკვნა მან კვლევის პროცესის ბოლოს გამოიტანა. განსხვავებით, ვეიმანისგან, ამ თემის მთავარი საკვლევი საკითხი კავშირის აღმოჩენაა მეცნიერთა ურთიერთკონტრასტულ დასვნებს შორის, ხოლო ჰიპოთეზა მართებულად მიიჩნევს იმ დაშვებას, რომ უნი/ბი/მულტიპოლარიზმის მომხრეები სწორ შეფასებას ახდენენ. ერთი შეხედვით რთულია ვალიდურად მივიჩნიოთ ამგვარი დაშვება, მაგრამ კონკრეტულმა მიდგომამ, შესაძლებელია, ეს გაამარტივოს. დავუბრუნდეთ აწ უკვე ზემოაღნიშნულ შეფასებებს. ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ მეცხრამეტე საუკუნის ორი განსხვავებული შეფასებიდან, სადაც შროდერი და კრაეჰე ბიპოლარიზმზე მსჯელობენ, ხოლო გრანერი მულტიპოლარული სისტემის არსებობას ასკვნის, ორივე მართებული აღმოჩნდეს. ეს დამოკიდებულია ქვეყნების შესაფერის კატეგორიზაციასა და კონკრეტულ მიდგომებზე. გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს, მეცნიერმა რობერტ კოჰეინმა გამოჰყო სახელმწიფოთა ოთხი კატეგორია: 1) სისტემის განმსაზღვრელები; 2) სისტემაზე გავლენის მომხდენი; 3) სისტემაზე მცირე გავლენის მქონე; 4) სისტემაზე გავლენის არმქონე (Keohane, 1969, pp. 295-296). ამგვარი იერარქია საკმაოდ ჩაშლილ სურათს ქმნის და ფართო დიფერენციისთვის მეტად ეფექტურია. პოლარულობის თვალსაზრისიდან, უმთავრესი ფოკუსი პირველ ორ კატეგორიაზე უნდა იყოს მიმართული, მაგრამ მიდგომიდან გამომდინარე, შესაძლოა, აუცილებელი იყოს იერარქიის რანგების შემცირება, რადგან კონკრეტული კვლევის დროს არ იყოს აუცლებელი აქტორთა ოთხ რანგად დაყოფა. შროდერი არ უარყოფს იმ დეტალს, რომ ნაპოლეონის ომების შემდეგ, ევროპის კონტინენტზე ხუთი ძლიერი აქტორი წარმართავდა გლობალურ პოლიტიკას, მაგრამ ამის მიუხედავად ორი უძლიერესი - გაერთიანებული სამეფო და რუსეთის ცარისტული იმპერია - მაინც გამოყო. რაც შეეხება გრანერს, იგი მულტიპოლარიზმის დამცველად გვევლინება და უძლიერეს და ძლიერ ქვეყნებს ერთ კატეგორიზაციაში აქცევს. ნათელი ხდება, რომ ავტორები განსხვავებულ მიდგომას იყნებენ და შესაბამისად, სხვადასხვა დასკვნებამდე მიდიან. ამის მიზეზი ე.წ იერარქიულ და რიცხვობრივ მიდგომებშია. პირველი მათგანი დიდი მოთამაშეებიდან უძლიერესებზე აკეთებს ფოკუსს, მაშინ როდესაც მეორე ზოგადად დიდ ძალებზე (Keersmaeker, 2017, pp. 24-25). თუკი კვლევის პროცესში მეცნიერის მთავარი ორიენტირი ყველაზე ძლიერი აქტორის დადგენა, ან უძლიერესი ძალისა თუ ძალების ანალიზია, მაშინ ავტორი იყენებს ე.წ. იერარქიულ მოდგომას. შესაბამისად ქვეყნების რანგირება ხდება შემდეგნარიად: უძლიერესი, ძლიერი და დანარჩენი. ამ უკანასკნელის კატეგორიზაციებად დაყოფა არ არის აუცილებელი, იქიდან გამომდინარე, რომ იგი კვლევის საგანს არ წარმოადგენს. რაც შეეხება რიცხობრივ მიდგომას აქ მხოლოდ ორგვარი კლასიფიკაცია ხდება - ძლიერი და დანარჩენი აქტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორივე მიდგომა, კოჰეინის მესამე და მეოთხე კლასის ქვეყნებს აერთიანებს, როგორც „დანარჩენს“. იერარქიული პერსპექტივიდან პირველ ორი კლასი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 381 ხელშეუხებელია. რაც შეეხება რიცხობრივს, იგი აერთიანებს როგორც პირველ ორ, ასევე ბოლო აქტორთა კლასსაც. მიდგომის განხილვის შემდეგ, შესაძლებელია, უფრო ნათლად დავინახოთ თუ რატომ მივიდნენ საპირიპირო დასკვნებამდე შროდერი/კრაეჰე და გრანერი. ამავე დროს ისიც შესაძლებელია ვამტკიცოთ, რომ ორივე დასკვნა მართებულია, რადგან ერთი გამომდინარეობს იერაქიული პერსპექტივიდან, ხოლო მეორე რიცხობრივიდან. შესაბამისად, 1815-1856 წლები იყო მულტიპოლარული, თუმცა ორ აქტორს ჰქონდა შედარებით დიდი შესაძლებლობები, ვიდრე დანარჩენს. ამგვარი შეფასების შემდეგ ლეგიტიმურია დაისვას კიხთხვა, თუ რომელი მიდგომაა უკეთესი, იერარქიული თუ რიცხობრივი. თავდაპირველად, რაც უნდა აღინიშნოს, არის ავტორის მიზანი, რომელი ტიპის აქტორების გამოკვლევას ცდილობს. აქედან გამომდინარე, მიდგომის ტიპიც მეცნიერის მიზანზეა დამოკიდებული. თუმცა, უფრო რაციონალური იქნება, თუკი კონკრეტულ გზას მკვლევარი არა საკუთარი ნება-სურვილით, არამედ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე აირჩევს. დიდი ალბათობით, ლოგიკური და ამავდროულად მართებული იქნება, თუკი სუპერძალებსა და დიდ ძალებს შორის არსებულ შესაძლებლობათა რადიკალური განსხვავებისას, მეცნიერი იერარქიულ მიდგომას გამოიყენებს. მაგალითად, დავუშვათ, რომ სისტემას 4 აქტორი A; B; C; და D ჰყავს, რომელთაგანაც A შესაძლობლობათა 51%-ს, B -17%-ს ხოლო დანარჩენი ორი 16-16% ფლობს. ამ შემთხევაში სისტემას შეგვიძლია ვუწოდოთ უნიპოლარული, არამარტო იმიტომ, რომ პირველ და მეორე აქტორს შორის შესაძლებლობათა განსხვავება სამჯერ დიდია, არამედ დანარჩენი აქოტორები რომ გაერთიანდნენ, მაინც ვერ გაადაჭარბებენ A ქვეყნის შესაძლებლობას. ხოლო, თუკი სათავეში არსებული აქტორის შესაძლებლობები დიდად არ აჭარბებს დანარჩენ დიდი მოთაშეების მახასიათებლებს (A 35%; B 25% C 22% D 18%), მაშინ რიცხობრივი მიდგომა იქნება შესაფერისი. აღნიშნული კვლევა ამგვარ მიმართულებას დაეყრდნობა. საკვლევი კითხვა და ჰიპოთეზა როგორც შესავალში იქნა ნახსენები, ნაშრომის მთავარი ვარაუდი ეხება სამი განსხვავებული მოსაზრების, - არსებული საერთაშორისო სისტემის (1) უნიპოლარიზმის; (2) ბიპოლარიზმისა და (3) მულტიპოლარიზმის ერთდროულ ვალიდურობას. შესაბამისად, საკვლევი კითხვა შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად - შესაძლებელია თუ არა, იყოს მართებული თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის სამი უთიერთგანსხვავებული შეფასება? რა თქმა უნდა, ამ კითხვის პასუხი და უმთავრესი ჰიპოთეზაა დიახ, რომელიც სამი ქვე- ჰიპოთეზისგან შედგება. საბოლოო სახით კი ნაშრომის მთავარი ვარაუდი ყალიბდება ამგვარად: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 382 HM - საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში, პოლუსიანობის სამი სხვადასხვაგვარი აღქმა მართებულია შემდეგი ქვე-ჰიპოთეზებიდან გამომდინარე: H1- ცალ-ცალკე, ეკონომიკური და სამხედრო მახასიათებლით სისტემა არის უნიპოლარული. H2- გაერთიანებული ეკონომიკური-სამხედრო შესაძლებლობიდან გამომდინარე, სისტემა ბიპოლარულია. H3- საერთაშორისო პოლიტიკური ზოგადი შეფასებიდან გამომდინარე, სისტემაში ორზე მეტი პოლარია. იმისათვის, რომ მთავარი ჰიპოთეზა გამართლებულად ჩაითვალოს, აუცილებელია, ყველა ქვე-ვარაუდი დამტკიცდეს. ამავროულად, არ გამოირიცხება მთავარი ვარაუდის ნაწილობრივი გამართლებაც, თუკი H1-H2; H1-H3 ან H2-H3 წყვილი კომბინაციებიდან რომელიმე დამტკიცდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მიჩნეული, როგორც უმთავრესი ჰიპოთეზის გამართლება. რაც შეეხება პოლარულობის კვლევასა და დადგენას, ეს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდით უნდა მოხდეს. შესაბამისი შეფასება როგორ შეიძლება განისაზღვროს პოლარულობა? რეალისტური პარადიგმიდან გამომდინარე, მარტივად რომ ითქვას, პოლარიზმი სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო სისტემაში არსებული დიდი/უდიდესი ძალების რაოდენობა. რაც შეეხება იმის განსაზღვრას, თუ რომელია დიდი/სუპერ ძალა, ეს მეცნიერებს შორის უთანხმოების საკითხია. მაგალითად, პოლუსების აღმოჩენა საერთაშორისო სისტემაში ისეთივე მარტივი ან რთული შეიძლება იყოს, როგორც ოლიგოპოლიურ ბაზარზე მთავარი ფირმების განსაზღვრა (Waltz, Theory of Internationa Politics, 1979, p. 131). როგორც ავტორი განმარტავს, ზოგადმა შეფასებამ შეიძლება სწორი პასუხი გაგვცეს. მოგვიანებით შექმნილი ნაშრომები რაოდენობრივ მეთოდებს გვათავაზობენ იმის დასადგენად, ერგება თუ არა ამა თუ იმ აქტორს კონკრეტული პოლარის სტატუსი. მაგალითად, ვილიამ თომფსონი ასკვნის, რომ უნიპოლარულ სისტემაში პოლუსი მსოფლიო შესაძლებლობათა მინიმუმ 50 პროცენტს უნდა ფლობდეს. მიახლოებით უნიპოლარულ სისტემაში მთავარი ძალა ფლობს 45-დან 50 პროცენტამდე მსოფლიო შესაძლებლობას, ხოლო დანარჩენი აქტორებს გლობალურ შესაძლებლობათა 25 პროცენტზე ნაკლები გააჩნიათ. ბიპოლარული სისტემის შემთხვევაში, ორი უძლიერესი სახელმწიფო სულ მცირე 25-25 პროცენტიან ბარიერს უნდა აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება მულტიპოლარულ სისტემას, ამ შემთხვევაში ქვეყნები მინიმუმ 5 პროცენტიან ბარიერს უნდა გადალახავდენენ და არცერთი აქტორთა წყვილი არ უნდა ფლობდეს 25 პროცენტ ან მეტ მსფოლიო შესაძლებლობას ცალ- ცალკე, ისევე როგორც კონკრეტული 50 პროცენტს ან მეტს (Thompson, 1986). სხვა მეცნიერები, თომფსონისგან განსხვავებით, მეტად მოკრძალებულ ბარიერს ადგენენ, მაგალითად ვეიმანი მიიჩნევს, რომ ბიპოლარიზმითვის უძლიერესი ქვეყნების წყვილი, დიდი ძალების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 383 შესაძლებლობათა მინიმუმ 50 პროცენტს უნდა ფლობდეს (Wayman, 1984), ხოლო მანსფილდის აზრით, თუკი აქტორი უძლიერესი პოლარის შესაძლებლობათა ნახევარს მაინც ფლობს, მაშინ ქვეყანას აქვს პოლუსის სტატუსი (Mansfield, 1993). მიუხედავად კითხვის ნიშნებისა, მაგალითად როგორია სისტემა, როდესაც სამ აქტორს გააჩნია შესაძლებლობის მინიმუმ 25-25%, ან სამ ქვეყანას შესაძლებლობათა 50%; 25% და 12.5%, აღნიშნული ბარიერების გამოყენება მაინც ლეგიტიმურია სისტემის შეფასებითვის იმის დასადგენად, თუ რომელი მათგანი გადაილახა. ამავდროულად, შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა, თუ რა საჭიროა ზოგადი შეფასება, როდესაც სისტემის განსაზღვრა ხდება რაოდენობრივი მეთოდით. პასუხები შესაძლებელია ამგვარად ჩამოყალიბდეს: 1) შესაძლოა სისტემის არც ერთი აქტორი არც ერთ ბარიერს არ გადალახავდეს, მაგრამ მაინც არსებობდნენ დიდი ძალები. ამ შემთხვევაში უოლცის მიდგომა აუცილებელია. 2) თუკი თომფსონი ბარიერს მსოფლიო შესაძლებლობასთან შეფარდებით ადგენს, ვეიმანისა და მანსფილდის შემთხვევაში შედარება დიდი ძალების ჯამურ მახასიათებლებთან ხდება. ამ ძალების დადგენას ზოგადი შეფასება გაამარტივებს, თუნდაც ისინი თომფსონის ბარიერს არ აკმაყოფილებდნენ. ამგვარი მეთოდოლოგია საერთაშორისო სისტემის პოლარულობის საფუძვლიან ანალიზსა და შესწავლას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, აღსანიშნავია ის დეტალი, რომ აღნიშნული მეთოდები არ იმეორებენ იმ ავტორების მიდგომებს, რომლებიც თანამედროვე პოლარიზმს სხვადასხვაგვარად აფასებენ. შესაბამისად, მეტად საინტერესო იქნება, თუკი სრულიად განსხვავებული მეთოდოლოგიით დადასტურდება, რომ სამივე მეცნიერის მიერ გამოტანილი განსხვავებული დასკვნა მართებულია. თუმცა, მანამ, სანამ ჰიპოთეზების გატესტვაზე გადავალთ, შეფასების ნაწილში აუცლიებელია განისაზღვროს, თუ როგორ შეიძლება გაიზომოს აქტორთა შესაძლებლობა. აღნიშნული საკითხი წლების განმავლობაში ერთ-ერთ უმთავრეს საფიქრალს წარმოადგენდა საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარებისთვის. 1960-იან წლებში, როდესაც რაოდენობრივი კვლევის მეთოდები მეტად აქტუალური გახდა სოციალურ მეცნიერებებში, დევიდ ზინგერმა ომის კორელაციის პროექტზე დაიწყო მუშაობა და რემდენიმე წლის შემდეგ კოლეგებთან ერთად, ეროვნული შესაძლებლობების კომბინირებული ინდექსი2 შეიმუშავა. მეცნიერთა შრომა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და მათ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ყველა აქტორის შესაძლებლობა გაზომეს, რითაც მეტად დიდი და საჭირო ბაზა შექმნეს. ინდექსი შედგება ექვსი კომპონენტისგან და ყველა მათგანის, ქვეყნის კონკრეტული წილის მსოფლიო რაოდენობასთან შეფარდების ჯამის საშუალოს წარმოადგენს. ეს კომპონენტებია: 1) მოსახლეობა, 2) ურბანული მოსახლოება, 3) რკინისა და ფოლადის წარმოება, 4) ნახშირის მოხმარება, 5) სამხედრო პერსონალის რაოდენობა, 6) სამხედრო დანახარჯი (Singer, Bremer, & Stuckey, 1972). აღნიშნული მიდგომა, მეტად რევოლუციური და პროგრესული იყო იმჟამინდელ პერიოდში. ზინგერის მიერ შემუშავებული პროექტი დღემდე გრძლდება და იქმნება აქტიური ბაზები, სადაც კონკრეტული წლის ყველა ქვეყნის კომბინირებული 2 CINC – Composite Index of National Capabilities Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 384 ინდექსია მოცემული. თუმცა, თანამედროვე პერსპექტივიდან შესაძლებელია აღნიშნული ინდექსი ძველმოდურად მივიჩნიოთ. 1960-იან წლებში, კერძოდ, ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ მომენტში, ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია ქვეყნის განვითარების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენდა. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მასობრივი კომუნიკაციებისა და სამხედრო ტექნიკის უმთავრესი ნაწილი მიკროჩიპებსა და ნანოტექნოლოგიებს მოიცავს, რკინა/ფოლადის წარმოებითა და ქვანახშირის მოხმარებით ქვეყნის შესაძლებლობის გაზომვა დასაშვებია, არარელევანტურად მივიჩნიოთ. ამავე დროს, მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის შესაძლებლობის გაზომვა, დიდი ალბათობით, მცდარ შედეგს დადებს. მაგალითად, ბანგლადეშის მოსახლეობა, მსოფლიო ბანკის 2020 წლის მონაცემებით, 164 მილიონია (World Bank, 2020), ნორვეგიის კი 5 მილიონზე მეტი (World Bank, 2020). ამავე დროს, ნორვეგიის მთლიანი შიდა პროდუქტი 362 მილიარდი აშშ დოლარი იყო (World Bank, 2020), ხოლო ბანგლადეშის 324 (World Bank, 2020). ამ მხრივ, ბანგლადეშის მოსახლეობა თითქმის 33-ჯერ მეტია ნორვეგიაში მაცხოვრებელთა რაოდენობაზე, თუმცა ეკონომიკური შესაძლებლობები სრულიად სხვა შედეგს ასახავს. თუკი ვივარაუდებთ, რომ უფრო ზუსტი იქნება შესაძლებლობის მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე გაზომვა, ამ მხრივ საპირისპირო პრობლემას ვაწყდებით, გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებელსა და მცირე მოსახლეობას. მაგალითად აშშ-ს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს იყო 63 593 აშშ დოლარი (World Bank, 2020), ლუქსემბურგის - 116 014$ (World Bank, 2020), მაშინ როდესაც, შტატების მოსახლეობა 329 მილიონზე მეტია (World Bank, 2020), ხოლო ლუქსემბურგის კი 700 ათასზე ნაკლები (World Bank, 2020). შესაბამისად მშპ უნდა მივიჩნიოთ ყველაზე ადეკვატურ საზომად. ამავდროულად, არ უნდა დარჩეს აღნიშვნის მიღმა ის დეტალიც, რომ ენერგიის მოხმარება, ინდუსტრიული თუ არაინდუსტრიული წარმოება, მრავალი სხვა ფაქტორი და დარგი თავმოყრილია მთლიან შიდა პროდუქტში. შესაბამისად, ამ ინდიკატორით აქტორის ეკონომიკური შესაძლებლობის გაზომვა მეტად გამარტივებული და ეფექტურია, თუმცა არა უნივერსალური, ვინაიდან სამხედრო ძლიერების სურათს მთლიანი შიდა პროდუქტი ნათლად არ გამოხატავს. ისტორიამ ცხადჰყო, რომ მოსახლეობის, ტერიოტორისა და ეკონომიკური შესაძლებლობის მიუხედავად, ზომით პატარა, მაგრამ საკმაოდ ორგანიზებულმა აქტორმა შესაძლებელია, დიდი მოწინააღმდეგე დაამარცხოს. 1894 წელს ბევრ ეროპულ ძალას ეგონა, რომ იაპონია ჩინეთთან ომში დამარცხდებოდა (Rich, 1992, p. 314), თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ისევე როგორც 1905 წელს იაპონიის ცარისტული რუსეთის წინააღდეგ ბრძოლაში. შესაძლებელია, აქტორი რესურსებით მეტად მდიდარი იყოს, თუმცა მის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ შედიოდეს თავდაცვის/თავდასხმის უნარიანობის განვითარება. ეკონომიკური შესაძლებლობის პარალელურად, ქვეყნისთვის სამხედრო შესაძლებლობაც უმთავრესია. როგორც წესი, ეკონომიკური ძლიერება ძალიან ადვილად შესაძლებელია კონვერტირდეს სამხედრო ძალაში (Mearsheimer, 2001, გვ. 144). ვინაიდან სხვადასხვა აქტორი სხვადასხვა წილს დებს უსაფრთოხების სფეროში, ამ მხრივაც Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 385 აუცილებელია ქვეყნების რანგირება და ზემოთ მოცემულ ბარიერებთან შედარება. ამისათვის კი აქტორის სამხედრო დანახარჯი ყველაზე ოპტიმალურ საზომად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამგვარი გამოანგარიშება საჭირო იქნება პირველი ქვე-ჰიპოთეზის გასატესტად. რაც შეეხება მეორე მათგანს, ამისათვის მოხდება ეკონომიკური და სამხედრო მახასიათებლის გაერთიანება და საშუალო მაჩვენებლის გამოთვლა, რომელიც მარტივ სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობის ინდექსს წარმოადგენს: ქვეყნის მშპ მსოფლიო მშპ + ქვეყნის სამხედრო დანახარჯი მსოფლიო სამხედრო დანახარჯი 2 და ქვეყნის მშპ დიდი ძალების მშპ + ქეყნის სამხედრო დანახარჯი დიდი ძალების სამხედრო დანახარჯი 2 . პირველი ფორმულა საჭიროა თომფსონის მეთოდიდან გამომდინარე, მეორე კი ვეიმანისა და მანსფილდის ბარიერებთან შესადარებლად. ფორმულიდან გამომდინარე, მიღებული შედეგების დიაპაზონი 0-დან 1-მდე იქნება. რაც უფრო ახლოსაა პასუხი ერთთან, მით უფრო დიდია აქტორის შესაძლებლობა. რაც შეეხება დროის დიაპაზონს, ვინაიდან ბიპოლარულ სისტემაზე საუბარი 2011 წლიდან დაიწყო (Xuetong, 2011), თარიღი დამრგვალდა და 2010 წლიდან 2020 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს იმისათვის, რომ ათწლეულის დინამიკა ნათლად იქნას წარმოჩენილი. უმთავრესი ფოკუსი კი 2017-2018 წლებზე იქნება მიმართული, რადგან ამ დროს ჩამოყალიბდა მსოფლიო პოლარულობასთან დაკავშირებული ურთიერთდაპირისპირებული დასკვნები. თუკი ამ დროს, რომელიმე ავტორის ზღურბლი მაინც გადაილახა, ქვე-ჰიპოთეზა გამართლებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რაც შეეხება H3-ს, ამ შემთხევაში გამოყენებული იქნება უოლცის მიდგომა, რომელიც შესაძლებელია კრიტიკის საგანი გახდეს. როგორც ავტორი აცხადებს, პოლართა აღმოჩენა ისეთივე ძნელი/მარტივი შეიძლება იყოს, როგორც ოლიგოპოლიურ ბაზარზე დიდი კომპანიების პოვნა (Waltz, Theory of Internationa Politics, 1979). შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს მიდგომა ცდილობს ობიექტურად შეაფასოს რეალობა, თუმცა არსებობს ალბათობა იმისა, რომ ამგვარი ანალიზისას შედეგი შესაძლებელია მიკერძოებული, ან უბრალოდ არასწორი იყოს. ამიტომ, საჭიროა 2010-2020 წლებში საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატის შემქმნელი მთავარი აქტორების დასახელების შემდგომ, მოხდეს შესაძლებლობების შედარებითი ანალიზიც. ამგვარი მიდგომა არ ეწინააღმდეგება უოლცის იდეას, ვინაიდან, ავტორი აკრიტიკებდა შეერთებული შტატების კურსს, რომელიც ჩინეთს პოლარად აღიარებდა. როგორც მეცნიერი მიიჩნევდა, აქტორი ხდება პოლარი შესაძლებლობიდან და არა აღიარებიდან გამომდინარე (Waltz, Theory of Internationa Politics, 1979). ამგვარად, კვლევას არ ექნება მხოლოდ რაოდენობრივი ან თვისებრივი ხასიათი. ერთის მხრივ პირველ და მეორე ქვე-ჰიპოთეზების გატესტვისას, კერძოდ, მანსფილდისა და ვეიმანის ბარიერების დასადგენად, დაგვჭირდება ე.წ. უოლცისეული ზოგადი შეფასება, რათა განისაზღვროს დიდი ძალები და მათი საერთო შესაძლებლობიდან გამომდინარე სხვა აქტორების პოტენციალის პროცენტის გამოთვლა. რაც შეეხება ზოგადი შეფასების გადამოწმებას, ამისთვის რაოდენობრივი მახასიათებლების დახმარებით, შედარებითი ანალიზის ჩატარება იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ სამივე ქვე-ჰიპოთეზა იქნება დამტკიცებული, მხოლოდ მაშინ ჩაითვლება გამართლებულად მთავარი ვარაუდი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 386 უნი/ბი-პოლარული მსოფლიო? პირველ ქვე-ჰიპოთეზაზე დაყდნობით, ცალ-ცალკე, ეკონომიკური და სამხედრო მახასიათებლებით, სისტემა არის უნიპოლარული. იმისათვის, რომ დადგენილიყო რამდენად მართლდება ზემოაღნიშნული ვარაუდი, მოხდა შესაძლებლობის პროცენტის დაანგარიშება მთლიანი შიდა პროდუქტისა და სამხედრო დანახარჯების მონაცემებზე დაყდნობით. შეიქმნა ორი ცხრილი, სადაც პირველი მათგანი გამოითვლის მონაცემებს მსოფლიო შესაძლებლობასთან შეფარდებიდან გამომდინარე, რაც აუცილებელია იმის დასადგენად გადაილახა თუ არა თომფსონის ბარიერი. რაც შეეხება მეორე ცხრილს, კონკრეტული აქტორების პროცენტული შესაძლებლობა გამოითვლება დიდი ძალების საერთო პოტენციალთან შეფარდებით, რათა დადგინდეს გადაილახა თუ არა ვეიმანისა და/ან მანსფილდის ბარიერები. ვინაიდან, საჭირო გახდა დიდი ძლების დასახელება შესაძლებლობების პროცენტის გამოთვლამდე, უოლცისეული მეთოდით, ზოგადი შეფასებიდან გამომდინარე, უმთავრეს აქტორებად შეირჩა დიდი ცამეტი სახელმწიფო3. პირველი ქვე-ჰიპოთეზის გატესტვის ფარგლებში მიღებული შედეგები მეტად საინტერესოა. თომფსონის ბარიერიდან გამომდინარე, ცხრილ 1-ზე დაყდნობით (გვ 14) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სისტემა მულტიპოლარულია და არა უნიპოლარული. 2010-11 წლებში 4 აქტორი ფლობს მსოფლიო ეკონომიკური შესაძლებლობის 5%-ზე მეტს აშშ, გერმანია, იაპონია და ჩინეთი. 2012 წლიდან გერმანია გამოეთიშა დანარჩენ პოლარებს. საყურადღებოა ის დეტალიც, რომ აშშ 2020 წელს უახლობდება 25%-იან ნიშნულს ხოლო ჩინეთი შეუქცევადად ზრდის საკუთარ მაჩვენებელს. ქვეყანა/წლები 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 აშშ/მსოფლიო% 22.66 21.15 21.55 21.70 22.06 24.25 24.54 24.03 23.87 24.46 24.72 კანადა/მსოფლიო% 2.43 2.44 2.42 2.42 2.27 2.06 1.99 2.02 1.99 1.99 1.94 გერმანია/მსოფლიო% 5.12 5.09 4.68 4.82 4.88 4.45 4.53 4.52 4.60 4.43 4.53 იტალია/მსოფლიო% 3.22 3.12 2.77 2.77 2.71 2.43 2.45 2.40 2.42 2.28 2.22 იაპონია/მსოფლიო% 8.62 8.48 8.34 6.74 6.15 5.92 6.54 6.06 5.83 5.82 5.87 რუსეთი/მსოფლიო% 2.30 2.78 2.93 2.96 2.58 1.81 1.66 1.93 1.91 1.92 1.75 საფრანგეთი/მსოფლიო% 3.99 3.89 3.57 3.63 3.59 3.23 3.23 3.17 3.23 3.10 3.22 გ.ს.4/მსოფლიო% 3.75 3.62 3.59 3.59 3.85 3.89 3.52 3.52 3.30 3.23 3.19 ინდოეთი/მსოფლიო% 2.52 2.48 2.42 2.39 2.55 2.79 3.00 3.26 3.13 3.28 3.09 ბრაზილია/მსოფლიო% 3.33 3.55 3.27 3.19 3.08 2.39 2.34 2.53 2.21 2.13 1.70 ჩინეთი/მსოფლიო% 9.19 10.23 11.31 12.38 13.19 14.70 14.70 15.14 16.09 16.30 17.38 მექსიკა/მსოფლიო% 1.59 1.61 1.60 1.64 1.65 1.56 1.40 1.41 1.41 1.44 1.26 ს.ა.რ.5/მსოფლიო% 0.56 0.56 0.52 0.47 0.44 0.41 0.38 0.42 0.42 0.40 0.35 ცხრილი 1. თომფსონის „მოდელი“. საზომი: მშპ% (აშშ$) გამოთვლა ეყდნობა მსოფლიო ბანკის მონაცემებს 3 G8+5 4 გაერთიანებული სამეფო 5 სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 387 ანალოგიურმა გაანგარიშებამ სამხედრო დანახარჯის პერსპექტივიდან მეტად განსხვავებული სურათი მოგვცა (ცხრილი 2, გვ 15). მხოლოდ ორი სახელმწიფო ფლობს სამხედრო შესაძლებლობათა ცალ-ცალკე 5 პროცენტზე და ჯამში 50%-ზე მეტს : აშშ და ჩინეთი. აღსანიშნავია, რომ შტატების პოტენციალი კლებულობს 2017 წლამდე და შემდგომ განაგძობს პროგრესს, ხოლო ჩინეთის პროგრესი შეუქცევადია 2020 წლამდე. ცხრილში წარმოდგენილი მონაცემები 2013 წლიდან არათუ არ ერგება თომფოსნის მიერ შემუშავებულ ბარიერებს, არამედ ავტორის ხარვეზს წარმოაჩენს. აქტორთა წყვილი არ ფლობს 25-25%-ს ან მეტს, ასევე არც კონკრეტული ქვეყანა 50%-ზე მეტ შესაძლებლობას. აღიშნული ქეისი მუტიპოლარიზმს ერგება, მაგრამ რეალურად, მხოლოდ ორი უძლიერესი აქტორია გლობალურ სამედრო არენაზე. ამგვარად, თომფსონის მოდელი ვერ ხსნის 2013-2020 წლების პოლარიზმს სამხედრო დანახარჯის პერსპექტივიდან გამომდინარე. რაც შეეხება 2010-12 წწ-ს პერიოდს, თომფსონის მოდელზე დაყდნობით, სისტემას უნიპოლარულთან მიახლოებული შეგვიძლია ვუწოდოთ. ცხრილი 2. თომფსონის „მოდელი“. საზომი: სამხედრო დანახარჯის % (აშშ$) გამოთვლა ეყრდნობა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებს6 რაც შეეხება ვეიმანისა და მანსფილდის ბარიერებს (ცრილი 3), შედეგები აქაც მოულოდნელი იყო. აშშ ამ შემთხვევაშიც ლიდერია. 2012 წლიდან ჩინეთის ქვეყანა/წლები 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 აშშ/დიდი13% 32.71 30.66 31.25 31.58 31.97 34.69 34.92 34.13 33.90 34.56 34.71 კანადა/დიდი13% 3.51 3.53 3.51 3.52 3.28 2.95 2.83 2.86 2.83 2.81 2.72 გერმანია/დიდი13% 7.40 7.38 6.79 7.02 7.08 6.37 6.44 6.43 6.53 6.26 6.36 იტალია/დიდი13% 4.65 4.52 4.01 4.03 3.92 3.48 3.48 3.41 3.44 3.23 3.12 იაპონია/დიდი13% 12.44 12.29 12.09 9.81 8.92 8.46 9.31 8.61 8.27 8.22 8.24 რუსეთი/დიდი13% 3.32 4.02 4.24 4.31 3.74 2.59 2.36 2.74 2.71 2.71 2.45 საფრანგეთი/დიდი13% 5.76 5.64 5.17 5.29 5.20 4.62 4.60 4.51 4.59 4.39 4.53 გ.ს./დიდი13% 5.41 5.25 5.21 5.23 5.58 5.57 5.01 4.99 4.69 4.56 4.48 ინდოეთი/დიდი13% 3.64 3.59 3.51 3.48 3.70 3.99 4.26 4.63 4.44 4.63 4.34 ბრაზილია/დიდი13% 4.80 5.15 4.75 4.65 4.47 3.42 3.33 3.60 3.14 3.02 2.39 6 (SIPRI, 2021) ქვეყანა/წლები 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 აშშ/მსოფლიო% 48.59 48.01 45.48 42.71 40.26 39.57 39.29 38.43 38.55 39.43 40.09 კანადა/მსოფლიო% 0.98 1.02 0.97 0.91 0.93 1.08 1.09 1.30 1.26 1.19 1.20 გერმანია/მსოფლიო% 2.30 2.26 2.33 2.28 2.30 2.35 2.44 2.48 2.48 2.63 2.70 იტალია/მსოფლიო% 1.68 1.65 1.53 1.49 1.38 1.33 1.50 1.53 1.50 1.42 1.48 იაპონია/მსოფლიო% 2.61 2.64 2.62 2.65 2.69 2.75 2.73 2.70 2.63 2.56 2.52 რუსეთი/მსოფლიო% 2.80 2.99 3.47 3.70 3.99 4.32 4.61 3.69 3.46 3.50 3.50 საფრანგეთი/მსოფლიო% 2.72 2.64 2.61 2.63 2.69 2.78 2.88 2.88 2.74 2.69 2.70 გ.ს./მსოფლიო% 3.55 3.43 3.34 3.28 3.23 3.12 3.10 3.04 3.01 3.05 3.06 ინდოეთი/მსოფლიო% 3.03 3.06 3.06 3.09 3.27 3.29 3.61 3.85 3.84 3.84 3.82 ბრაზილია/მსოფლიო% 1.43 1.38 1.41 1.44 1.48 1.45 1.37 1.45 1.50 1.39 1.31 ჩინეთი/მსოფლიო% 7.26 7.80 8.63 9.49 10.29 11.16 11.76 12.33 12.71 12.90 12.81 მექსიკა/მსოფლიო% 0.25 0.27 0.29 0.31 0.33 0.31 0.34 0.31 0.34 0.36 0.35 ს.ა./მსოფლიო% 0.19 0.20 0.20 0.21 0.21 0.22 0.21 0.21 0.19 0.18 0.18 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 388 ჩინეთი/დიდი13% 13.27 14.84 16.40 18.01 19.11 21.03 20.91 21.50 22.85 23.03 24.40 მექსიკა/დიდი13% 2.29 2.33 2.31 2.39 2.39 2.23 1.99 2.01 2.01 2.03 1.77 ს.ა./დიდი13% 0.81 0.81 0.75 0.68 0.64 0.59 0.54 0.59 0.59 0.56 0.50 ცხრილი 3. ვეიმანის/მანსფილდის „მოდელი“. საზომი: მშპ% (აშშ$) გამოთვლა ეყდნობა მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეკონომიკური შესაძლებლობა შტატების პოტენციალის ნახევარზე მეტია, შესაბამისად მანსფილდისეული ხედვით, ჩინეთი უკვე პოლარია. მაგრამ ვეიმანის ჯამური 50%-იანი ბარიერი 2014 წლიდან გადაილახა. ამავე პერიოდიდან, ჩინეთის ეკონომიკური შესაძლებლობის ნახევარი აღემატება რანგით მესამე აქტორის, იაპონიის პოტენციალს. შესამბისად სისტემას შეგვიძლია ბიპოლარული ვუწოდოთ. რაც შეეხება სამხედრო ნაწილს (ცხრილი 4), აქ ვითარება ნათელია. მიუხედავად გარკვეული ტურბულენტობისა, შტატები ფლობს სამხედრო შესაძლებლობის 50%-ზე მეტს და არცერთი სხვა აქტორი არ ფლობს მის ნახევარსაც კი. შესაბამისად, ამ პერსპექტივიდან, სისტემას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ უნიპოლარული. თუმცა, შეინიშნება რეგრესირებადი ტენდენცია, რომელიც 2018 წლიდან იცვლება. ცხრილი 4. ვეიმანის/მანსფილდის „მოდელი“. საზომი: სამხედრო დანახარჯის % (აშშ$) გამოთვლა ეყრდნობა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებს საბოლოო ჯამში, მიღებული შედეგები ურთიერთკონტრასტული აღმოჩნდა არამარტო ეკონომიკური და სამხედრო პერსპექტივიდან, არამედ მეცნიერთა განხვავებული ბარიერული სისტემიდან გამომდინარე. აღნიშნულმა გამოთვლებმა უფრო მეტი განსხვავება წარმოაჩინა ვიდრე მსგავსება პოლარიზმის კონკრეტულ კვლევის პროცესში. ვინაიდან მხოლოდ ერთგან ფიქსირდება (ცხრილი 4) უნიპოლარიზმი, არ იქნება მართებული სისტემას ერთპოლუსიანი ვუწოდოთ. რთულია საბოლოო ვერდიქტის გამოტანა, თუ როგორია საერთაშორისო პოლიტიკური მოდელი ცალ-ცალკე ეკონომიკური და სამხედრო პერსპექტივებიდან გამომდინარე, თუმცა ერთი რამ ცხადია, უმეტეს შემთხვევაში უნიპოლარული ქეისი არ ფიქსირდება. ამავდროულად, თუკი ბარიერებთან შედარებას არ მოვახდენთ ნათელია, რომ ქვეყანა/წლები 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 აშშ/დიდი13% 62.78 62.08 62.08 57.55 55.11 53.67 52.44 51.80 51.95 52.47 52.96 კანადა/დიდი13% 1.27 1.31 1.31 1.23 1.27 1.46 1.45 1.75 1.69 1.59 1.58 გერმანია/დიდი13% 2.98 2.92 2.92 5.34 3.14 3.18 3.25 3.34 3.34 3.50 3.56 იტალია/დიდი13% 2.17 2.13 2.13 2.01 1.90 1.81 2.01 2.06 2.03 1.89 1.96 იაპონია/დიდი13% 3.37 3.42 3.42 3.57 3.69 3.74 3.64 3.64 3.55 3.40 3.33 რუსეთი/დიდი13% 3.62 3.86 3.86 4.99 5.46 5.86 6.16 4.98 4.67 4.66 4.62 საფრანგეთი/დიდი13% 3.51 3.41 3.41 3.55 3.68 3.77 3.84 3.88 3.69 3.58 3.56 გ.ს./დიდი13% 4.58 4.43 4.43 4.41 4.42 4.24 4.14 4.10 4.05 4.06 4.04 ინდოეთი/დიდი13% 3.92 3.96 3.96 4.17 4.47 4.46 4.81 5.19 5.18 5.11 5.04 ბრაზილია/დიდი13% 1.84 1.79 1.79 1.95 2.03 1.97 1.83 1.95 2.02 1.85 1.73 ჩინეთი/დიდი13% 9.39 10.08 10.08 12.78 14.09 15.14 15.69 16.62 17.13 17.17 16.92 მექსიკა/დიდი13% 0.32 0.35 0.38 0.42 0.45 0.42 0.46 0.42 0.45 0.48 0.46 ს.ა./დიდი13% 0.24 0.25 0.26 0.29 0.29 0.30 0.28 0.28 0.26 0.25 0.24 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 389 სისტემა ეკონომიკური შესაძლებლობის თვალსაზრისით ბიპოლარულია, ხოლო სამხედრო პრიზმიდან იგი ერთპოლუსიანია. ორივე შემთხვევაში მიდგომა იერარქიულია უძლიერეს და ძლიერ აქტორებს შორის პოტენციალის დიდი განსხვავებიდან გამომდინარე. უცნაური ბიპოლარიზმი მეორე ქვე-ჰიპოთეზის კვლევა გულისხმობს ეკონომიკური და სამხედრო მაჩვენებლების გაერთიანებას. როგროც უკვე აღინიშნა, შესაბამისი ფორმულა გამოისახება შემდეგნაირად: ქვეყნის მშპ მსოფლიო მშპ + ქვეყნის სამხედრო დანახარჯი მსოფლიო სამხედრო დანახარჯი 2 და ქვეყნის მშპ დიდი ძალების მშპ + ქვეყნის სამხედრო დანახარჯი დიდი ძალების სამხედრო დანახარჯი 2 . აღნიშნული ფორმულის გამოყენებით თომფსონისეული „მოდელი“ გამოისახა შემდეგნაირად (ცხრილი 5). ამ შემთხვევაშიც ქვეყანა/წლები 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 აშშ/მსოფლიო% 0.356 0.346 0.335 0.322 0.312 0.319 0.319 0.312 0.312 0.319 0.324 კანადა/მსოფლიო% 0.017 0.017 0.017 0.017 0.016 0.016 0.015 0.017 0.016 0.016 0.016 გერმანია/მსოფლიო% 0.037 0.037 0.035 0.036 0.036 0.034 0.035 0.035 0.035 0.035 0.036 იტალია/მსოფლიო% 0.025 0.024 0.021 0.021 0.020 0.019 0.020 0.020 0.020 0.018 0.019 იაპონია/მსოფლიო% 0.056 0.056 0.055 0.047 0.044 0.043 0.046 0.044 0.042 0.042 0.042 რუსეთი/მსოფლიო% 0.025 0.029 0.032 0.033 0.033 0.031 0.031 0.028 0.027 0.027 0.026 საფრანგეთი/მსოფლიო% 0.034 0.033 0.031 0.031 0.031 0.030 0.031 0.030 0.030 0.029 0.030 გ.ს./მსოფლიო% 0.036 0.035 0.035 0.034 0.035 0.035 0.033 0.033 0.032 0.031 0.031 ინდოეთი/მსოფლიო% 0.028 0.028 0.027 0.027 0.029 0.030 0.033 0.036 0.035 0.036 0.035 ბრაზილია/მსოფლიო% 0.024 0.025 0.023 0.023 0.023 0.019 0.019 0.020 0.019 0.018 0.015 ჩინეთი/მსოფლიო% 0.082 0.090 0.100 0.109 0.117 0.129 0.132 0.137 0.144 0.146 0.151 მექსიკა/მსოფლიო% 0.009 0.009 0.009 0.010 0.010 0.009 0.009 0.009 0.009 0.009 0.008 ს.ა./მსოფლიო% 0.004 0.004 0.004 0.003 0.003 0.003 0.003 0.003 0.003 0.003 0.003 ცხრილი 5. თომფსონის „მოდელი“. საზომი: მარტივი ეკონომიკურ-სამხედრო ინდექსი. გამოთვლა ეყრდნობა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტისა და მოსფლიო ბანკის მონაცემებს მიღებული შედეგი, თომფსონისეული პერპექტივიდან, პარადოქსულია 2013 წლიდან, ვინაიდან, ამ მომენტიდან 5 პროცენტიან ბარიერს ცდება ორი აქტორის - შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შესაძლებლობა. ამავე დროს, კონკრეტულ აქტორს არ გააჩნია 50%-იანი ან მეტი შესაძლებლობა და წყვილიც არ ფლობს 25-25 ეკონომიკურ-სამხედრო ინდექსის პროცენტს ცალ-ცალკე. ამგვარი ბარიერი ავტორმა შეიმუშავა მულტიპოლარული სისტემისთვის, თუმცა მხოლოდ ორი აქტორი აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს. 2010-2012 წლებს ადვილად შესაძლებელია ვუწოდოთ მულტიპოლარული ვინაიდან, იაპონია ამ პერიოდში ცდება 5 პროცენტიან ზღურბლს. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, 2013 წლიდან Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 390 მდგომარეობა აბსურდულია, კერძოდ სისტემა არის ბიპოლარული მულტიპოლარული პერსპექტივიდან გამომდინარე, რასაც „თომფსონის ანომალია“ შეგვიძლია ვუწოდოთ. რაც შეეხება მანსფილდისა და ვეიმანის ბარიერებს (ცხრილი 6), ამ შემთხვევაში, ქვეყანა/წლები 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 აშშ/დიდი13% 0.477 0.464 0.467 0.446 0.435 0.442 0.437 0.430 0.429 0.435 0.438 კანადა/დიდი13% 0.024 0.024 0.024 0.024 0.023 0.022 0.021 0.023 0.023 0.022 0.021 გერმანია/დიდი13% 0.052 0.051 0.049 0.062 0.051 0.048 0.048 0.049 0.049 0.049 0.050 იტალია/დიდი13% 0.034 0.033 0.031 0.030 0.029 0.026 0.027 0.027 0.027 0.026 0.025 იაპონია/დიდი13% 0.079 0.079 0.078 0.067 0.063 0.061 0.065 0.061 0.059 0.058 0.058 რუსეთი/დიდი13% 0.035 0.039 0.041 0.046 0.046 0.042 0.043 0.039 0.037 0.037 0.035 საფრანგეთი/დიდი13% 0.046 0.045 0.043 0.044 0.044 0.042 0.042 0.042 0.041 0.040 0.040 გ.ს./დიდი13% 0.050 0.048 0.048 0.048 0.050 0.049 0.046 0.045 0.044 0.043 0.043 ინდოეთი/დიდი13% 0.038 0.038 0.037 0.038 0.041 0.042 0.045 0.049 0.048 0.049 0.047 ბრაზილია/დიდი13% 0.033 0.035 0.033 0.033 0.032 0.027 0.026 0.028 0.026 0.024 0.021 ჩინეთი/დიდი13% 0.113 0.125 0.132 0.154 0.166 0.181 0.183 0.191 0.200 0.201 0.207 მექსიკა/დიდი13% 0.013 0.013 0.013 0.014 0.014 0.013 0.012 0.012 0.012 0.013 0.011 ს.ა./დიდი13% 0.005 0.005 0.005 0.005 0.005 0.004 0.004 0.004 0.004 0.004 0.004 ცხრილი 6. ვეიმანის/მანსფილდის „მოდელი“. საზომი: მარტივი ეკონომიკურ-სამხედრო ინდექსი. გამოთვლა ეყრდნობა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტისა და მოსფლიო ბანკის მონაცემებს ბარიერები ნაწილობრივ გადაილხა, კერძოდ ორი უძლიერესი აქტორის ჯამი აჭარბებს 50%- იან ზრურბლს, რაც ვეიმანის პერსპექტივიდან ბიპოლარიზმის მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა რანგით მეორე აქტორს არ აქვს უძლიერესი მოთამაშის შესაძლებლობის ნახევარი. შესაბამისად, მანსფილდის ბარიერი არ არის გადალახული. თუმცა, ცხრილზე დაყრდნობით აშკარაა, რომ ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს და შეუქცევადად პროგრესირებს. თუ ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, მაშინ მანსფილდის კრიტერიუმიც დაკმაყოფლდება. მიღებული შედეგები ცხადჰყოფს, რომ როგორც წინა შემთხვევაში, აქაც შეერთებული შტატები და ჩინეთი უძლიერესი აქტორები არიან, მაგრამ ავტორების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ზღვარი არ არის გადალახული იმგვარად, რომ კონკრეტულ მეცნიერთა პერსპექტივიდან სისტემას ბიპოლარული ვუწოდოთ. შესაბამისად, არც მეორე ქვე-ჰიპოთეზა გამართლდა. ზოგადი შეფასება პირველი ქვე-ჰიპოთეზის გატესტვის შემდეგ ნათელი გახდა, რომ კვლევის უმთავრესი ვარაუდი არ გამართლდა. მაგრამ მაინც მართებულად უნდა მივიჩნიოთ კვლევის და არსებული საერთაშორისო სისტემის ანალიზის გაგრძელება ზოგადი შეფასებიდან გამომდინარე, რათა ამგვარი რაკურსით დავინახოთ თუ რამდენად მსგავსია/განსხვავებულია Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 391 უოლცისეული თვისობრივ-რაოდენობრივი მეთოდით მიღებული დასკვნა წინა შედეგებთან შედარებით. თუკი მსოფლიო პოლიტიკურ რუკას გადავხედავთ, გლობალური პერსპექტივიდან შეგვიძლია დავასახელოთ ერთი აქტორი - აშშ, ხოლო ერთი შეხედვით, რეგიონული ძალებიდან ორი: ჩინეთი და რუსეთი. სამივე აქტორი მნიშნველოვან როლს თამაშობს მსოფლიო პოლიტიკური კლიმატის ფორმირებაში. ასევე, კოჰეინისეული რანგირებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ზემოხსენებულ ქვეყნებს სისტემის განმსაზღვრელები ვუწოდოთ და თითოეული მათგანი იერარქიის სათავეში მოვაქციოთ. ამგვარი მსჯელობა შესაძლებელია კრიტიკის საგანი გახდეს, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობები მკვეთრად ჩამოუვარდება შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პოტენციალს. წინა თავებში ჩატარებული რაოდენობრივი ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ეკონომიკური თუ სამხედრო შესაძლებლობების სათავეში შეერთებული შტატებია, თუნდაც კონკრეტული ბარიერები არ იყოს გადალახული, ხოლო 2010-იანი წლების ბოლოდან ჩინეთი იკავებს ღირსეულ მეორე ადგილს. რაც შეეხება რუსეთს, იგი მკვეთრად ჩამოუვარდება ორივე მათგანს (ცხრილი 1,2,3,4). ამგვარად, შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ ვაშინგტონისა და პეკინის გვერდით მოსკოვის ადგილი არ არის და მესამე ქვე-ჰიპოთეზა მუტიპოლარიზმის შესახებ არ დასტურდება. ამგვარი დასკვნის გამოტანას ართულებს შემდეგი ფაქტორები: 1) შეერთებული შტატების მიერ რუსეთი იქნა დასახელებული, როგორც დიდი ძალა; 2) რუსეთს გააჩნია ინტერესების ექსკლუზიური სფერო და ამბიცია იმისა, რომ იყოს დიდი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე; 3) სამხედრო შესაძლებლობების კონკრეტულ სეგმენტში რუსეთი რანგით პირველი აქტორია. თუკი თვალს გადავავლებთ 2010-2020 წლებში მსოფლიო არენაზე განვითარებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებს, როგორიც იყო სირიის კონფლიქტი, ყირიმის ანექსია, ინვესტიციების შედინება აფრიკის კონტინენტზე, დაძაბულობები წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში და ა.შ. კონკრეტული ქეისებში რთული არ იქნება დავინახოთ რუსული და/ან ჩინური ინტერსები, რომლებიც განსხვავებული ინტენსივობით ეწინააღმდეგება დასავლეთის უპირობო ლიდერის, შეერთებული შტატების პოლიტიკას. ვინაიდან, შესაძლებლობის კვლევისას, ჩინეთის მეორე ადგილი დადასტურდა, ლეგიტიმურია ამ თავის ფოკუსი რუსეთისკენ მივმართოთ და ვუპასუხოთ კითხვას, იმსახურებს კი კრემლი პოლარის სტატუსს? 2020 წლის კონგრესის კვლევის სერვისის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2010-აინი წლების შუა პერიოდში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, დიდი ძალების შეჯიბრი აღიარებულია და აშშ-ს მთავარ კონკურენტებად ჩინეთი და რუსეთი სახელდება (O'Rourke, 2020). რეპორტში სახელდება კონკრეტული თარიღი, - 2014 წელი, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა და დოკუმენტზე დაყრდნობით ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ცხადჰყო დიდი ძალების შეჯიბრის განახლება. ამგვარი ანალიზისას, როდესაც ჩინეთთან რუსეთის გათანაბრება ხდება და ორი მათგანი თანაბარ კონკურენტად სახელდება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეერთებული შტატები ისევე ქმნის პოლარს, როგორც ამას Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 392 ნიქსონის პერიოდში ჩინეთის მეშვეობით ახდენდა და რაც უოლცის მიერ კრიტიკის საგანი გახდა7. აშკარაა მსგავსება, ისევე როგორც განსხვავება აღნიშნულ ქეისებს შორის. არც რუსეთი დღეს და არც ჩინეთი მაშინ, არ ფლობს და ფლობდა პოტენციალის იმ მასშტაბს, რომ უძლიერეს ჰეგემონს ოდნავ გაუთანაბრდეს და გათანაბრებოდა. ამიტომ აკრიტიკებდა უოლცი პეკინის პოლარად აღიარებას და არგუმენტად შესაძლებლობები მოჰყავდა (Waltz, Theory of Internationa Politics, 1979). შტატების მიზანი, წარმოეჩინა ჩინეთი პოლარად, იყო სტრატეგიული გათვლა, რათა მომხდარიყო საბჭოთა კავშირის ბალანსი, რაც ნათლად აისახა პეკინთან გაფორმებულ შანხაის კომუნიკეში (Rich, Great Powers Diplomacy scince 1914, 2003). თანამედროვე „აღიარება“ სრულიად სხვა მოტივითაა გამოწვეული. მიზეზი კრემლის პოლიტკის პოლარიზაციაა ვაშინგტონის მიმართ. 2007 წლიდან, რუსეთის ლიდერის მიერ იგზავნებოდა მკაფიო შეტყობინება, რომ მოსკოვი უნიპოლარიზმს არ ეთანხმებოდა, ისევე როგორც, უძლიერესი აქტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს, განსაკუთრებით კი სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთ გაფართოებას (Putin, 2007). ამის მიზეზი საკმაოდ საინტერესოა. შეიძლება რუსეთი გახდეს კრიტიკის საგანი, ვინაიდან მას არ გააჩნია შესაძლებლობათა ის ფარდობითი მარაგი რაც პოლარის სტატუსს სჭირდება, თუმცა პოლიტიკურ არენაზე ცდილობს იმოქმედოს, როგორც პოლუსმა და ამის ამბიცია გააჩნია. ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შემუშავებული იქნა დოქტრინა, რომლის ნაწილი ამერიკული მონროს დოქტრინის ერთგვარი ანალოგია, რომლის მიხედვითაც, პოსტსაბჭოთა სივრცე კრემლის ექსკლუზიური ინტერესების სფეროდ განიხილება (Litera, 1994/95). მაშასადამე, ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია ჰეგემონისთვის საჭირო შესაბამისი შესაძლებლობები, აქვს საკუთარი გავლენის არეალი, ახასიათებს პოლარიზაცია დასავლეთთან მიმართებაში და აღიარებულია, როგორც დიდი მოთამაშე უძლიერესი აქტორის მიერ. ამის გარდა, რუსეთის ფედერაციას გააჩნია ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი მარაგი (ცხრილი 7). ცხრილი 7. ბირთვული სახელმწიფოების ატომური იარაღის მარაგი. წყარო: სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი 7 გვ. 5 ქვეყნები/წლები 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 აშშ 8500 8000 7700 7300 7260 7000 6800 6450 6185 5800 5550 რუსეთი 1100 0 1000 0 8500 8000 7500 7290 7000 6850 6500 6375 6255 გაერთიანებული სამეფო 225 225 225 225 215 215 215 215 200 215 225 საფრანგეთი 300 300 300 300 300 300 300 300 300 290 290 ჩინეთი 250 250 250 250 260 260 270 280 290 320 350 ინდოეთი 80- 100 80- 100 90- 110 90- 110 90- 110 100- 120 120- 130 130- 140 130- 140 150 156 პაკისტანი 90- 110 90- 110 110- 120 110- 120 110- 120 110- 130 130- 40 140- 150 150- 160 160 165 ისრაელი 80 80 80 80 80 80 80 80 80-90 90 90 ჩრდილოეთ კორეა ? ? [6-8] [6-8] [6-8] [10] [10- 20] [10- 20] [20- 30] [30- 40] [40- 50] Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 393 ამ მხრივ, მეტად რთულია ერთგვაროვანი დასკვნის გამოტანა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომ ბითვული შეიარაღება აქტორს ერთგვარ გარანტიას აძლევს, რომ მას მოწინააღდეგე ტოტალურ ომს ვერ გამოუცხადებს. თუმცა, ძნელია იმის თქმა, რომ ატომური იარაღი კონვენციურ ომში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ატომური იარაღით მსოფლიო ლიდერია, შესაძლებლობებით იგი მკვეთრად ჩამოუვარდება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს. რუსეთი დაღმავალი დიდი მოთამაშეა და მისი რბილი, ისევე როგორც სამხედრო ძალა ეცემა (Nye, 2015), მაგრამ ეს არ უნდა იყოს აღქმული, თითქოს მოსკოვი ანგარიშგასაწევი აქტორი არ არის (Stavljanin, 2020). ამგვარად, მესამე ქვე-ჰიპოთეზა, რომელიც საერთაშორისო სისტემას მულტიპოლარულად მოიაზრებს, არც მართლდება და არც ბათილდება. დასკვნა კვლევის შედეგად ყველაზე ზოგადი და მარტივი დასკვნა, რაც თანამედროვე საერთაშორისო სისტემაზე შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ იგი მეტად უნიკალური და კომპლექსურია. რაც შეეხება კვლევასა და ანალიზს, ჯერ კიდევ პირველი ქვე-ჰიპოთეზის გადამოწმებისას გამოიკვეთა ის დეტალი, რომ მთავარი ჰიპოთეზა არ დადასტურდა და ეს შემდგომი ქვე-ვარაუდების შემოწების დროსაც განმეორდა. თუმცა, გარკვეული აღმოჩენებიდან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას, რომ კვლევა ამაო არ ყოფილა. თომფსონისეული მეთოდით ძიებისას მეტად პარადოქსული შედეგი გამოიკვეთა - მულტიპოლარული სისტემისათვის შემუშავებული ბარიერი მხოლოდ ორმა აქტორმა გადალახა, რასაც „თომფსონის ანომალია“ ეწოდა. თუმცა, როგორც უკვე იქნა აღნიშნული, საბოლოო ვარაუდი არათუ არ გამართლდა, არცერთი ქვე-ჰიპოთეზა არ დამტკიცებულა. და მაინც, რატომ იქნა უარყოფილი მთავარი ჰიპოთეზა არა ნაწილობრივ არამედ სრულიად? შესაძლებელია, ამის მიზეზი ქვე-ჰიპოთეზების ვალიდურობაში ვეძიოთ? პირველი კითხვის პასუხი შერჩეულ სტანდარტებს ეხება და კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეცნიერთა დაწესებული ზღურბლი არ/ვერ გადაილახა იმგვარად, რომ გარკვეული კავშირი აღმოჩენილიყო იმ ავტორების დასკვნებს შორის, რომლებიც სრულიად სხვადასხვაგვარად აფასებენ თანამედროვე საერთაშორისო სისტემას. რაც შეეხება ვალიდურობას, თუ კი თეორიულ მიდგომასა და კონკრეტულ ავტორთა ბარიერებს დროებით ვუგულებელყობთ, მაშინ ნათელია, რომ მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობის პრიზმიდან, ისევე როგორც მარტივი ეკონომიკურ-სამხედრო ინდექსიდან გამომდინარე, სისტემა ბიპოლარულია, ხოლო ცალკე სამხედრო შესაძლებლობით, სისტემა უნიპოლარულია. ამგვარი დასკვნა კეთდება იერარქიული მიდგომიდან გამომდინარე. შესაძლებლობების შუალედი ეკონომიკური პერსპექტივიდან მეტად დიდია რანგით მეორე და მესამე სახელმწიფოებს შორის. ხოლო სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით, განსხვავება რანგით პირველ და რანგით მეორე აქტორს შორის საკმაოდ ფართოა (ცხრილი 1;2;3;4;5;6). მტკიცება, თითქოს დღეს პოლარიზმი არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული ბარიერები არ არის გადალახული, სრულიად მართებული ვერ იქნება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 394 რეალურად არსებობენ წამყვანი აქტორები, რომლებიც ქმნიან საერთაშორისო პოლიტიკურ კლიმატს და შესაძლებლობებიდან გამომდინარე იკავებენ გარკვეულ რანგს. ნათელია, რომ არსებული რეალობა არ ემთხვევა კონკრეტულ თეორიულ მოძღვრებებს და ამ შემთხვევაში მთავარი კითხვაა, რომელ მხარეს უნდა გადაიხაროს მკვლევარი, მსჯელობა დაეყრდნოს რეალურ მდგომარეობას და ნაშრომს გააჩნდეს პრაქტიკული დატვირთვა, თუ კვლევა სრულ თეორიულ ჭრილში განახორციელოს, რაც აკადემიური სფეროსა და მისი განვითარებისთვის მეტად პროდუქტიულია. ამ დილემიდან ყველაზე მარტივი გამოსავალი ორივე პერსპექტივის თანაბარი აღიარებაა. შეიძლება, თეორიული მიდგომით სისტემა მეტად ბუნდოვანია, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით აშკარაა ლიდერი სახელმწიფოების არსებობა. არ იქნება მართებული მსჯელობა, რომ შტატები და ჩინეთი არ ჩაითვალოს სისტემის ჩამომყალიბებელ აქტორებად, თუმცა არც ის იქნება ჭეშმარიტება, თითქოს ეს ქვეყნები იდეალურ ბიპოლარულ სიტემას ქმნიდნენ. პრაქტიკაში იშვიათია სრულყოფილი ქეისი, უამრავი ცვლადის არსებობიდან გამომდინარე. საერთაშორისო სისტემასა და მის აქტორებს ახასიათებთ გარკვეული ტურბულენტობა. უნიპოლარულ სისტემაში უძლიერესი აქტორის შესაძლებლობა კონკრეტულ მომენტში შეიძლება 50%-ს აღწევდეს და შემდგომ 49.99%-მდე დაეცეს. თეორიულად სისტემა იცვლება, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილება პრაქტიკაში? დასკვნის სახით, შესაძლებელია გამოვიტანოთ შემდეგი ვერდიქტი - თეორული მსჯელობით საერთაშორისო სისტემა მეტად ტურბულენტურია, ვინაიდან გარკვეული მეცნიერის მიერ შემუშავებული ბარიერი, კონკრეტულ საზომზე დაყრდნობით, აქტორის მიერ ზოგჯერ გადაილახება, ზოჯერ კი არა. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში და მათთვის პოლარის სტატუსის ჩამორთმევა იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებენ კონკრეტული მეცნიერ(ებ)ის ბარიერს შეცდომა იქნება. შესაბამისად, დასკვნა მეტად შუალედურია, თეორიულად საერთაშორისო სისტემა ბუნდოვანია, პრაქტიკულად კი მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე არსებობენ უძლიერესი და ძლიერი მოთამაშეები. ვინაიდან კონკრეტული თეორიული ჩარჩო ამ ეტაპზე არსებულ საერთაშორისო სისტემის სურათს მეტად ბუნდოვანს ქმნის ისე, რომ მოდელი არც უნი-ბი-მულტი- პოლარულია (ცალ-ცალკე) და ამავდროულად, მეცნიერთა განსხვავებულ დასკვნებს შორის კავშირს ვერ ადგენს, ალბათ, უმჯობესია, სისტემას ზედსართავი სახელი პრაქტიკული პერსპექტივიდან შევურჩიოთ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში არსებობს ამორფული ნივთიერების ცნება, რომელიც ეხება ისეთ საგანსა თუ სუბსტანციას, რომელსაც დნობისა და ლღვობის კონკრეტული ტემპერატურა არ გააჩნია. საერთაშორისო ურთიერთობებში, პრაქტიკული რეალობიდან, არსებულ პოლარიზმს შეგვიძლია ვუწოდოთ ამორფული, იმ დაშვებიდან გამომდინარე, რომ რთულია დავადგინოთ შესაძლებლობების ის ქვედა მიჯნა, რომლის ჩამოცდენის შემდეგაც აქტორი კარგავს პოლარის სტატუსს. თეორიული თვალსაზრისით ამგვარი საზღვარი წლების წინ დაადგინეს მეცნიერებმა, მაგრამ ემპირიულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2010-2020 წლებში იშვიათად და/ან მეტ-ნაკლებად გადაილახება კონკრეტული ბარიერები. ზოგჯერ კი შედეგი ანომალიური შეიძლება იყოს კიდეც. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 395 ბიბლიოგრაფია Allison, G. (2017). Destined for War: Can America and China Escape Thucydides’s Trap? Boston: Houghton Mifflin Harcourt. Art, R. J., & Waltz, K. N. (1983). Technology, Strategy, and the Uses of Force. In R. J. Art, & K. N. Waltz, The Use of Force (p. 28). Lanham: Md.: University Press of America. Beckley, M. (2018). Unrivaled. London: Cornell University Press. Buzan, B. (2004). The United States and the great powers : world politics in the twenty-first century. Cambridge: Polity Press. Dempsey, J. (2012, November 12). With the rise of China, and the election of a new communist party leadership that will oversee China’s development over the next decade, the world is drifting back toward a bipolar constellation. Retrieved from https://carnegieeurope.eu: https://carnegieeurope.eu/strategiceurope/49969 Deutsch, K. W., & Singer, J. D. (1964). Multipolar Power Systems and International Stability. World Politics, 390-406. Gruner, W. D. (1992). Was There a Reformed Balance of Power System or Cooperative Great Power Hegemony? The American Historical Review, 725-732. Healy, B., & Stein, A. (1973). The Balance of Power in International History: Theory and Reality. The Journal of Conflict Resolution, 33-61. Huntington, S. P. (1999). The Lonely Superpower. Foreign Affairs, 35-49. Ikenberry, G. J. (2008). The Rise of China and the Future of the West: Can the Liberal System Survive? Foreign Affairs, 23-37. Jenkins, R. (2019). How China is Reshaping the Global Economy. New York: Oxford University Press. Kaplan, M. A. (1957). Balance of Power, Bipolarity and Other Models of International Systems. The American Political Science Review, 684-695. Keersmaeker, G. D. (2017). Polarity, Balance of Power and Internatinal Relations Theory. London: Palgrave Macmillan. Keohane, R. O. (1969). Lilliputians’ Dilemmas: Small States in International Politics [Review of Alliances and the Third World.; Alliances and American Foreign Policy.; Alliances and Small Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 396 Powers.; The Inequality of States., by G. Liska, R. E. Osgood, R. L. Rothstein, & D. Vita. International Organization, 291–310. Kraehe, E. E. (1992). A Bipolar Balance of Power. he American Historical Review, 707–715. Layne, C. (1993). The Unipolar Illusion: Why New Great Powers Will Rise. International Security, 5- 51. Layne, C. (2012). This Time It's Real: The End of Unipolarity and the "Pax Americana". International Studies Quarterly, 203-213. Litera, B. (1994/95). The Kozyrev Doctrine - a Russian Variation on the Monroe Doctrine. Perspectives, 45-52. Mansfield, E. D. (1993). Concentration, Polarity, and the Distribution of Power. International Studies Quarterly, 105-128. Mearsheimer, J. J. (2001). The Tragedy of Great Power Politics . New York: W.W Norton & Company. Mueller, J. (1988). The Essential Irrelevance of Nuclear Weapons: Stability in the Postwar World. International Security, 55–79. doi:https://doi.org/10.2307/2538971 Nogee, J. L., & Spanier, J. W. (1977). The Politics of Tripolarity. World Affairs, 319-333. Nye, J. S. (2015). The Future of Russian-American Relations. Horizons: Journal of International Relations and Sustainable Development, 34-43. O'Rourke, R. (2020). Renewed Great Power Competition: Implications for Defense—Issues for Congress. Washington D.C.: Congressional Research Service. Pillsbury, M. (2015). The Hundread Year Marathon. New York: Henry Holt and Company. Putin, V. (2007, February 10). Official Internet Resources of the President of Russia. Retrieved from kremlin.ru: http://en.kremlin.ru/events/president/transcripts/24034 Rich, N. (1992). Great Power Diplomacy 1814-1914. New York: McGraw-Hill. Rich, N. (2003). Great Powers Diplomacy scince 1914. New York: McGraw-Hill. Schell, J. (1982). The Fate of the Earth. New York: Knopf. Schroeder, P. W. (1992). Did the Vienna Settlement Rest on a Balance of Power? The American Historical Review, 683-706. Singer, J. D., Bremer, S., & Stuckey, J. (1972). Capability Distribution, Uncertainty, and Major Power War, 1820-1965. In B. Russett, Peace, War, and Numbers (pp. 19-48). Beverly Hills: Sage. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 397 SIPRI. (2021). sipri.org. Retrieved from SIPRI web site: https://www.sipri.org/databases/milex Stavljanin, D. (2020, May 18). World Should Take 'Declining Power' Russia 'More Seriously,' Says Political Analyst Nye. Retrieved from rferl.org: https://www.rferl.org/a/world-should-take- declining-power-russia-more-seriously-says-political-analyst-nye/30619007.html Thompson, W. R. (1986). Polarity, the Long Cycle, and Global Power Warfare. The Journal of Conflict Resolution, 587-615. Tunsjø, Ø. (2018 ). The Return of Bipolarity in World Politics. New York: Columbia University Press. Walt, S. M. (2011). The End of the American Era. The National Interest, 6-16. Waltz, K. N. (1964). The Stability of a Bipolar World. Daedalus, 881-909. Waltz, K. N. (1979). Theory of Internationa Politics. London: Addison-Wesley. Waltz, K. N. (1993). The Emerging Structure of International Politics. International Security, 44-79. Waltz, K. N. (2000). Structural Realism after the Cold War. International Security, 5-41. Wayman, F. W. (1984). Bipolarity and War: The Role of Capability Concentration and Alliance Patterns among Major Powers, 1816-1965. Journal of Peace Research, 61-78. Wohlforth, W. C. (1999). The Stability of a Unipolar World. International Security, 5-41. World Bank. (2020). World Bank web site. Retrieved from World Bank: Population, total - Norway: https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL?locations=NO World Bank. (2020). World Bank web site. Retrieved from World Bank: GDP (current US$) - Norway: https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.CD?locations=NO World Bank. (2020). World Bank web site. Retrieved from World Bank: GDP (current US$) - Bangladesh: https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.CD?locations=BD World Bank. (2020). World Bank web site. Retrieved from World Bank GDP per capita (current US$) - United States: https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.CD?locations=US World Bank. (2020). World Bank web site. Retrieved from GDP per capita (current US$) - Luxembourg: https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.CD?locations=LU World Bank. (2020). World Bank web site. Retrieved from Population, total - United States: https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL?locations=US World Bank. (2020). World Bank web site. Retrieved from Population, total - Luxembourg: Population, total - Luxembourg Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 398 World Bank. (2020). World Bank: Population, total - Bangladesh. Retrieved from World Bank we site: https://data.worldbank.org/indicator/SP.POP.TOTL?locations=BD Xuetong, Y. (2011, December 30). From a Unipolar to a Bipolar Superpower System: The Future of the Global Power Dynamic. Retrieved from https://carnegieendowment.org: https://carnegieendowment.org/2011/12/30/from-unipolar-to-bipolar-superpower-system- future-of-global-power-dynamic-pub-47688 Amorphous Polarity Iona Tsintsadze Student of Ph.D. Program of Political Science at Georgian Institute of Public Affairs Abstract After the end of the Cold War and the disintegration of the Soviet Union, evaluation of the new international system became quite important subject in the field of international relations. The group of specific authors recognized the system as the Unipolar one. However, there were others, who regarded the moment as unipolar, not the system. Several years later, the new evaluation was born, referring to the US as declining power and hinting that the system was in transition. Conversely, still there were scientists who emphasized that the United States was the unchallengeable sole superpower on the world political map. Meanwhile, certain authors suggested that the system became bipolar because of China’s irreversible economic progress. Thus, the bipolarists claim that there are only two great powers in the contemporary international system. Against the all above-mentioned evaluations, there is another assumption that the current world is multipolar, with more than two great powers. However, the present-day multipolarity is quite different than 19th century original analogy. The simple verdict that can be derived from different evaluations of international system is that the conclusions of contemporary authors make understanding of modern system quite vague. Thus, it is important to ask what the ongoing international model is. The aim of the article was to find out the type of system not via supporting an author’s verdict but to discover links and common ground among different conclusions. The goal didn’t prevail however, the result made by specific evaluation turned out to be anomalous. Key Words: International System, Polarity, Unipolarity, Bipolarity, Multipolarity.