Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 399 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.41 ბლოკჩეინი ნინო რამაზაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბსტრაქტი სამყარო, როგორც ვიცით ჩამოყალიბდა ტექნოლოგიური ინოვაციებით. ახალი ტექნოლოგია, Blockchain, რაც ციფრული ჩანაწერებისა და ინფორმაციის უსაფრთხო, გამჭვირვალედ გაზიარების საშუალებას იძლევა. მას შეუძლია განახორციელოს ტრანზაქციები უსაფრთხოების მაღალ დონეზე და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სავაჭრო ოპერაციებზე, შეამციროს თაღლითობა და გააუმჯობესოს მიკვლევადობის და ნდობის გაძლიერება ღირებულების ჯაჭვებში. ქაღალდის გარეშე ვაჭრობა, ბლოკჩეინის უნიკალურობის დადგენა, ციფრული დოკუმენტაცია, ამ ყველაფერმა ბევრ განვითარებად ქვეყანას მოუტანა უზარმაზარი მოგება, როგორც ეს განახორციელეს ერთი ფანჯრის პრინციპის წარმატებით დანერგვამ სინგაპურში, კორეაში და მექსიკაში. ეს არის „ტექნოლოგიების ბრძოლა“, რომლის მიზანია მთავრობების დარწმუნება, რომ ბლოკჩეინი უმაღლესი ტექნოლოგიაა. ბლოკჩეინი ტექნოლოგია (როგორც ბევრი სხვა ტექნოლოგია) მწიფდება. საკვანძო სიტყვები: მიწოდების ჯაჭვი, დიგიტალიზაცია, ბლოკჩეინი. მიწოდების ჯაჭვი საერთაშორისო ვაჭრობის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ‘’ბლოკჩეინი’’ და სავაჭრო დოკუმენტების დიგიტალიზაცია. ბევრ ქვეყანას აქვს ციფრული განბაჟება და გადასახადები. საერთაშორისო ვაჭრობის დროს უამრავი დოკუმენტი უნდა იყოს წარდგენილი, რომლებიც იყოფა შემდეგ კატეგორიად:  კომერციულ გარიგებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ხელშეკრულება, კომერციული ანგარიშ-ფაქტურები, შეფუთვის ფურცელი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 400  ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, სატრანსპორტო დოკუმენტები, სასაზღვრო პროცედურის დოკუმენტები.  იმპორტის ქვეყანაში კონკრეტული სტანდარტის მოთხოვნები იქაური კანონმდებლობის შესაბამისად: ესენი შეიძლება იყოს სანიტარული, ფიტოსანიტარული სერთიფიკატები, წარმოშობის სერთიფიკატები, საბაჟო დეკლარაციები, ლიცენზიები. ამ შემთხვევაში ქაღალდის ინტენსიური პროცესები ზრდის კოორდინაციას და ადმინისტრაციულ ხარჯებს. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში იძლევა შედეგს, იმას რომ მიდრეკილნი არიან შეცდომების, ზარალისა და თაღლითობისკენ. ამ დროს მნიშვნელოვანი პროცესი იქნება, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სრული დიგიტალიზაცია. ამიტომ ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ Blockchain-ი საბუთების გარეშე. Blockchain-ის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო ვაჭრობის საქონლის ექსპორტში ჩართული ყველა პროცესი, პროცედურები თუ ტრანსპორტირება განხორციელდეს ისე რომ არ იყოს საჭირო ქაღალდის გამოყენება. მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების უსაფრთხოება, სიჩქარე, გამჭვირვალობა და საიმედოობა. სწორედ ეს არის, რომ ბლოკჩეინს შეუძლია, მართლაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს მიწოდების ჯაჭვის დაფინანსებას ტრანზაქციაში ჩართული ყველა მხარისთვის. მოხდება პროცესების დაჩქარება და დაფინანსების პროგრამის საერთო ხარჯის შემცირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. ბოლო წლების განმავლობაში, ვაჭრობის ხელშეწყობა გახდა სავაჭრო პოლიტიკის მთავარი აქცენტი. არაეფექტური სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები, ეს ნიშნავს ხარკების გაზრდას ბიზნესზე და საბოლოოდ მომხმარებელზე. ბლოკჩეინს ბევრი მიიჩნევს, როგორც სავაჭრო პროცედურებიის გასაადვილებელს, რომ დააჩქაროს ტრანსსასაზღვო ვაჭრობის დიგიტალიზაცია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვაჭრობის ხელშემწყობ ზომებს-ანუ გამარტივებას იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის პროცედურების შესახებ. სწორედ ამან გამოიწვია WTO-ს მოლაპარაკება „ვაჭრობის ხელშეწყობის ხელშეკრულება (TFA).’’8 ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს ხელი შუწყოს იმპორტის გადასახდელებისგან გათავისუფლებას და გამჭვირვალობის გაძლიერებას. ვაჭრობის ხელშეწყობა მნიშვენლოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, ყველაზე მეტად კი ეფექტური საბაჟო პროცედურების ხელშეწყობა. თუ ეს პროექტები წარმატებული იქნება, ბლოკჩეინი შეიძლება გახდეს ვაჭრობის მომავალი ინფრასტრუქტურა, თუმცაღა დარჩენილია რამდენიმე გამოწვევა რაც უნდა დაიძლიოს.  გლობალურ სავაჭრო პლატფორმებს შეუძლიათ იმუშაონ თავიანთი სრული პოტენციალით. ძირითადი ვაჭრობა გაციფრულებულია, მათ შორის ვაჭრობის დაფინანსება და განბაჟების პროცესები. საბაჟოების სრული დიგიტალიაციის პროცედურების გაციფრულება რომ მოხდეს მიმდინარეობს იმის შესწავლა თუ როგორ 8 https://www.wto.org/english/res_e/booksp_e/blockchainrev18_e.pdf Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 401 შეიძლება მოხდეს Blockchai-ს გამოყენება დოკუმენტაციის ციფრული მნიშვნელობისათვის. როგორც ვაჭრობის სფეროში მიმდინარე სხვადასხვა ინიციატივები საბაჟო პროცედურების გამარტივება ბლოკჩეინის მეჩვეობით, იძლევა ახალ შესაძლებლობებს „ვაჭრობა ქაღალდის გარეშე “. როგორც ვიცით ტექნოლოგია საუკეთესოდ მუშაობს მაშინ, როდესაც რამდენომე მხარეა ჩართული ტრანზაქციებში, რომლებიც საჭიროებენ ნდობას და გამჭვირვალობას. ერთი რამ ყოველთვის ცხადია, ტექნოლოგია შესასწავლად მაშინ ღირს თუ უნდა მიეცეს ამ ტექნოლოგიას შესაძლებლობა გააცნობიეროს მისი სრული პოტენციალი, რომლებიც პასუხობენ ძირითად გამოწვევებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველამ: მთავრობებმა, სამთავრობო ორგანიზაციებმა, დეველოპერებმა, უნდა იმუშაონ ერთობლივად ტექნოლოგიის პრაქტიკული და სამართლებრივი შედეგების შესაფასებლად და არსებული გამოწვევების კოლექტიური გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო ვაჭრობას. ბლოკჩეინს კი შეუძლია საერთაშორისო ვაჭრობა გახადოს უფრო გონივრული მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ გონივრული ვაჭრობა მოითხოვს კიდევ უფრო გონივრულ სტრანდარტიზაციას. ეს ყველაფერი კი მიღწევადია მხოლოდ თანამშრომობით. თუ ჩვენ მოვახერხებთ ამ ეკოსისტემის ყველაფრის შექმნას ბლოკჩეინის ფართო განვითარებისთვის, ხელსაყრელი საერთაშორისო ვაჭრობა რადიკალურად განსხვავებულად უნდ გამოიყურებოდეს რამოდენიმე წელში. ბლოკჩეინი აერთიანებს რამოდენომე ტექნიკას, განსაკუთრებით სარგებლიანია მიწოდების ჯაჭვის მართვა და საერთაშორისო ვაჭრობის პროცესები. ბლოკჩეინის ტექნოლოგია მდგრადია ცვლილებების მიმართ. ყველაზე კარგი არის, ის რომ არის დეცენტრალიზებული სტრუქტურა. კონტროლი ნაწილდება კონსესუსების წესებით, რომლებიც მოქმედებს აქტორთა ეკოსისტემაში, რომლებიც მოწყობილია სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოებში. შესწვავლილია ბაზრის მზადყოფნა და გამოყენების პოტენციური გავლენა ბლოკჩეინის მიწოდების ჯაჭვებში და საერთაშორისო ვაჭრობაში. ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემები, მიწოდების ჯაჭვის მართვა, წარმოშობის ელექტრონული სერთიფიკატები, ავთენტურობის დადასტურება, სავაჭრო ეკონომიკური გამჭვირვალობა, უსაფრთხოება, მონაცემთა დაცვა. საერთო ჯამში ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლილს წვლილი შეაქვს ვაჭრობის ხელშეწყობაში დიგიტალიზაციის კომბინაციით. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს ხარჯების შემცირებას და გამჭვირვალობის გაზრდას. პროცედურები კი რათქმა უნდა ხელს შეუწყობს ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველყოფას. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება გაუადვილებს მცირე და საშუალო საწარმოებს ვაჭრობის დაფინანსებაზე წვდომას, ასევე დაეხმარება მომხმარებელს პროდუქტის ინფორმაციაზე წვდომაში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 402 საბაჟო ხელშეწყობა ბლოკჩეინის საშუალებით რამოდენიმე ვარიანტებს განიხილავს ესენია:9 1. ევროკომისიას შეუძლია იყოს, როგორც ხიდი ევროკავშირის საბაჟო ორგანოებს შორის დიგიტალიზაციის მიზნით. 2. ევროკავშირის ერთი ფანჯრის პრინციპის მეშვეობით. 3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა ბლოკჩეინის საშუალებით. 4. ევროკომისია დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს ბლოკჩეინის ინფორმირებაში, რომლებიც შეესაბამება მათ კონკრეტულ როლს ღირებულების ჯაჭვში. 5. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა ბლოკჩეინის საშუალებით. 6. ევროკომისიას შესაძლებელია მიეწოდოს ბიუჯეტი, რათა გააფართოვოს არსებული გადაწყვეტილებები ბლოკჩეინის ფარგლებში სოციალური სიკეთისთვის. 7. ევროკომისიას შეუძლია განაგრძოს წამყვანი როლის თამაში სტანდარტიზაციის პროცესში და შექმნას პლატფრმა, რომელიც საშუალებას აძლევს სტანდარტზე მომუშავე სხვადასხვა აქტორებს ერთმანეთთან წესრიგში ჩართვაში. 8. ევროკომისიამ მაგალითი მისცეს სტანდარტებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისების დანერგვით, მაგალითად ეს იქნება საბაჟო თუ ფინანსურ სფეროში გამჭვირვალობა. 9. უნდა განვსაზღვროთ ინიდკატორები და კონკრეტული გეგმები, თუ როგორ მოხდება შედეგების გამოზომვა და განვითარება. 10. ევროკომისია და წევრი სახელმწიფოები შეიძლება წახალისდნენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები,როგორიცაა: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია და გაეროს ვაჭრობის ხელშემწყობის ცენტრი ვაჭრობის დიგიტალიზაციისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების ხელშეწყობისათვის. ბლოკჩეინის დანერგვა ვაჭრობის დაფინანსებაში, არის სწრაფი და გამჭვირვალე ტრანზაქციების უზრუნველყოფით, მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროცესში კი გადაუხდელობის რისკების თავიდან აცილებით. ეს ყოველივე აისახება იმაში, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმები ხელს უწყობს ვაჭრობის დაფინანსების ყველა ეტაპს, დაწყებული შეკვეთიდან და მის საბოლოო გადახდის შესრულებამდე. უპირატოსობები და შეზღუდვები ღია ანგარიშის დაფინანსების დიგიტალიაზაცია დააჩქარებს სავაჭრო ტრანზაქციების პროცესს გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისას. 9 https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2020/641544/EPRS_BRIE(2020)641544(ANN)_EN.pdf#:~:text=Block chain%20for%20supply%20chains%20and%20international%20trade%20,histories%20and%20cooperate%20%20with%20oth er%20actors%20. https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2020/641544/EPRS_BRIE(2020)641544(ANN)_EN.pdf#:~:text=Blockchain%20for%20supply%20chains%20and%20international%20trade%20,histories%20and%20cooperate%20%20with%20other%20actors%20 https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2020/641544/EPRS_BRIE(2020)641544(ANN)_EN.pdf#:~:text=Blockchain%20for%20supply%20chains%20and%20international%20trade%20,histories%20and%20cooperate%20%20with%20other%20actors%20 https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2020/641544/EPRS_BRIE(2020)641544(ANN)_EN.pdf#:~:text=Blockchain%20for%20supply%20chains%20and%20international%20trade%20,histories%20and%20cooperate%20%20with%20other%20actors%20 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 403 ერთ-ერთი დაბრკოლება შეიძლება იყოს ბლოკჩეინის საშუალებით რეგისტირებულ ელექტრონული ინსტრუმენტების, ის რომ არ აქვთ იურიდიული აღიარება გლობალურ დონეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონები და რეგულიაციები განსხვავდება ქვეყნების იურისდიქციის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები ცვლიან კანონებს, იურისდიქციების უმეტესობა იურიდიულ ძალას ანიჭებს მხოლოდ ხელმოწერილ დოკუმენტაციას. მოსალოდნელია, რომ ღია ანგარიშის დაფინანსების დიგიტალიზაცია დააჩქარებს სავაჭრო ტრანზაქციის პროცესს. ავტომატიზირებულ ტრანზაქციას შეუძლია თავიდან აიცილოს გადაუხდელობის რისკი. რაც შეეხება ტრანსსასაზღვრო გადახდებს მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება, ის რომ როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლისთის შემცირდება ტრანზაქციების საკომისიოები. საბაჟოზე ორიენტირებული ბლოკჩეინის გამოყენება ძირითადად დაკავშირებულია გამჭვირვალობის გაზრდასთან, ინფორმაციის გაცვალასა, ასევე საბაჟო ღირებულების და დროის შემცირების გზასთან. ის ოპერაციები რაც ქაღალდის ჩანაცვლებით იქნება შესაბამისი ბლოკჩეინის აპლიკაციით, კონკრეტულად- საბაჟო ორგანოს შეუძლია გააუმჯობესოს დეკლარაციისთვის პირველადი წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვების პროცესი. ასევე ამ პლატფორმას შეუძლია საბაჟო ორგანოში საქონლის წინასწარ ჩასვლის პროცესის ოპტიმიზაცია და დაჩქარებული წესით გამოშვება შესაბამისი ინფორმაციის რეალურ დროში გაზიარებით. ბლოკჩეინის ამ პლატფორმამ უნდა გაადვილოს და დააჩქაროს განბაჟების პროცედურები, რომელიც საჭიროა საბაჟო დეკლარაციის პროცესებისათვის. ამ დროს სრულყოფილი იქნება ავთენტურობა. დამატებითი უპირატესობა იქნება, ის რომ იმპორტიორებს მარტივად შეეძლებათ გადაიხადონ საბაჟო გადასახადები და გაადვილდება საბაჟო კონტროლი. თუმცაღა, ასეთი გადაწყვეტილებები მოითხოვს იმპორტიორების, ექსპორტიორებისა და საბაჟო ორგანოების აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა სფეროში. საბაჟო ორგანოების მიერ ბლოკჩეინის გამოყენება მოითხოოვს ტექნოლოგიის აღიარებას ეროვნული მთავრობების მიერ. ბლოკჩეინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა სახის დოკუმენტების უწყებათშორის გაცვლა, სავაჭრო დოკუმენტაციის გაცვლა სხვა ეროვნულ უწყებებთან,როგორიცაა: • სანიტარიული და ფიტოსანიტარული სერთიფიკატები • წარმოშობის სერთიფიკატები • შესაბამისობის სერთიფიკატები • იმპორტისა და ექსპორტის ლიცენზიები. ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმები უნდა ემსახურებოდეს შესაბამისი მონაცემების გაზიარებას, რათა იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ჰქონდეთ მყისიერი და მარტივი წვდომა. დაინტერესებული მხარეები იქნებიან: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 404 • ექსპორტიორები • იმპორტიორები • სახელმწიფო უწყებები: მარეგულირებლები, საგადასახადო ორგანოები, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები. ქაღალდის გარეშე ბლოკჩეინის გამოყენება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას იმპორტიორ, ექსპორტიორ და ეროვნულ სააგენტოებს შორის. უფრო მეტიც, ბლოკჩეინი საშუალებას მისცემს მხარეებმა უსაფრთხოდ შეინახონ ვაჭრობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, როგორიცაა: სერთფიკატები, ლიცენზიები სამთავრობო ორგანოების მიერ გაცემული, რათა ისინი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს და არ დაიკარგოს. გარდა ამისა, ინფორმაციის ასეთ სწრაფ გაცვლას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს იდენთიფიცირებას ძალადაკარგულ ნებართვებთან დაკავშირებით. ეს ყოველივიე მოიცავს საგადასახადო თაღლითობას და გადასახდელების თავიდან არიდებას. კიდევ ერთი პოტენციური გამოწვევაა, დაბნეულობა დოკუმენტაციის დამუშავებაში, რადგან ხშირად არ აქვთ ერთი და იგივე ტერმინოლოგია ინფორმაციის გაცვლისათვის და ეს ყოველივე იწვევს გაურკვევლობას. ამ სირთულის დასაძლევად საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა: მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO) და UN/CEFACT აქტიურად მუშაობენ რომ შემქნან სტანდარტიზებული ენა, რომელიც შემდგომში შეიძლება გამოყენებულ იქნას10 საერთაშორისო ვაჭრობაში. გამოყენებული ლიტერატურა 1. Ganne, Emmanuelle. Can Blockchain Revolutionize International Trade? WTO Publications, 2018, https://www.wto.org/english/res_e/booksp_e/blockchainrev18_e.pdf. 2. Blockchain for supply chains and International Trade. (n.d.). Retrieved September 21, 2022, from https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2020/641544/EPRS_BRIE(2020)64154 4(ANN)_EN.pdf 3. Blockchain for Supply Chains and International Trade - European Parliament. https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2020/641544/EPRS_STU(202)641544_ EN.pdf. 10 https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2020/641544/EPRS_STU(2020)641544_EN.pdf https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2020/641544/EPRS_STU(2020)641544_EN.pdf Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 405 Blockchain Nino Ramazashvili Department of Energy, Georgian Technical University The world as we know it was shaped by technological innovation. A new technology, Blockchain, that allows digital records and information to be shared securely and transparently. It can carry out transactions with a high level of security and have a significant impact on trade operations, reducing fraud and improving traceability and strengthening trust in value chains. Paperless trade, blockchain uniqueness, digital documentation, all these have brought huge benefits to many developing countries, as the successful implementation of the single window principle in Singapore, Korea and Mexico. It's a "battle of the technologies" aimed at convincing governments that blockchain is the superior technology. Blockchain technology (like many other technologies) is maturing. Keywords: Supply chain, digitization, blockchain. Блокчеин Нино Рамазашвили Абстракт Мир, каким мы его знаем, был сформирован технологическими инновациями. Новая технология Blockchain, которая позволяет безопасно и прозрачно обмениваться цифровыми записями и информацией. Он может выполнять транзакции с высоким уровнем безопасности и оказывать значительное влияние на торговые операции, снижая уровень мошенничества, улучшая отслеживаемость и укрепляя доверие к цепочкам создания стоимости. Безбумажная торговля, уникальность блокчейна, цифровая документация — все это принесло огромную пользу многим развивающимся странам, как и успешная реализация принципа «единого окна» в Сингапуре, Корее и Мексике. Это «битва технологий», направленная на то, чтобы убедить правительства в том, что блокчейн является превосходной технологией. Технология блокчейн (как и многие другие технологии) находится в стадии становления. Ключевые слова: цепочка поставок, цифровизация, блокчейн.