მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი. პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტი“ მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი. პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტი“ №3(23), 2005 FOUNDATION FOR DEVELOPMENT OF SCIENCES AND SOCIETY. PERIODICAL SCIENTIFIC JOURNAL “INTELECT”. 1 19.00.00 ფსიქოლოგიური მეცნიერებანი PSYCHOLOGICAL SCIENCES მაია რობაქიძე განსხვავებული არხებით ფიქსირებულ განწყობათა შედარებითი დახასიათება განწყობის კლასიკურ ექსპერიმენტებში საგანწყობო ობიექტების რაოდენობრივი პარამეტრების აღბეჭდვისას დაცულია მსგავსების პრინციპი: ობიექტურად დიდი საგანი დიდადაა აღბეჭდილი როგორც სენსორულ ხატში, ასევე განცდაშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ სენსორული და პერცეფტული არხებით სუბიექტის მიერ მიღებული ინფორმაცია ერთმანეთის იზომორფულია. მაგრამ როგორია განწყობის ფიქსაციის შესაძლებლობა სენსორულ და პერცეფტულ ხატებზე სიტუაციის პარამეტრების ანიზომორფული აღბეჭდვის შემთხვევაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადეს როგორც ქართული ფსიქოლოგიური სკოლის წარმომადგენლებმა, ასევე განწყობის ფსიქოლოგიაში მომუშავე უცხოელმა მეცნიერებმაც. მაგალითად, ქ.დ.ცინცაძისა ( К. Д. Цинцадзе, 1966) და იაპონელი მეცნიერების (Takai L., Kawaguchi I., 1984) მონაცემებით შესაძლებელია უტოლობის განწყობის ფიქსირება განცდაში არატოლ, მაგრამ რეტინალურად ტოლ სიდიდეებზე, კერძოდ, გეომეტრიულ ფიგურათა ოპტიკურ ილუზორულ უტოლობაზე, ხოლო ნ.გ.ადამაშვილის ცდებით მტკიცდება კრიტიკული ობიექტების რეტინალური ტოლობის ვარიაციის პირობებში ფიქსირებული განწყობის გამოვლენის შესაძლებლობა. (Адамашвили Н. Г., 1960) მაგრამ განწყობის შემუშავების და ჩაქრობის პროცესის თავისებურებანი სენსორულად და პერცეფტულად უტოლო ობიექტებზე სპეციალურად ნაკვლევი არ ყოფილა. ჩვენ დავინტერესდით სენსორულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობის მახასიათებლები განსხვავდება თუ არა უშუალოდ განცდაზე ფიქსირებული განწყობის მახასითებლებისაგან და დ.უზნაძის ტრადიციული სქემით შემუშავებული განწყობის მახასიათებლებისაგან, რომელიც გულისხმობს როგორც სენსორული, ასევე უშუალოდ განცდითი კომპონენტების ასახვას, ე.ი. მისი ფიქსაცია ხდება პერცეფტულ უტოლობაზე. შევადარეთ ამ სამი განსხვავებული არხით შემუშავეული განწყობის შემდეგი ფორმალურ-სტრუქტურული მახასიათებლები: სიმტკიცე, ჩაქრობის ტიპი(დინამიკურობა-სტატიკურობა და პლასტიკურობა-სიტლანქე), კონსტანტობა-ვარიაბელობა. ცდები ტარდებოდა სპეციალური ხელსაწყოთი, რომელიც გვაძლევდა საგანწყობო ობიექტების პარამეტრებს შორის განსხვავებულობის გრადუალური ცვალებადობის შესაძლებლობას, ექსპერიმენტი ჩატარდა სამ სერიად. ექსპერიმენტის I სერიაში ცდის პირს მიეწოდებოდა სენსორულად უტოლო და განცდისელად (ობიექტურადაც) ტოლი ობიექტები, II სერიაში - პირიქით, განცდისეულად უტოლო, ხოლო სენსორულად ტოლი ობიექტები, III სერიაში კი როგორც სენსორულად, ასევე განცდაში უტოლო ობიექტები(ტრადიციული დ. უზნაძისეული სქემით). სენსორული უტოლობის მისაღებად I სერიაში გამოყენებული იყო საგნის აღქმადი სიდიდის (ტოლობის) კონსტანტობის ფაქტი. ექსპერიმენტული მეთოდის არსი მდგომარეობდა ობიექტურად ტოლი სიდიდეების (წრეწირების) განწყობის ფიქსაციაში რეტინალურ (სენსორულ) უტოლობაზე ერთი მხრივ და პერცეპტული ტოლობის განწყობის ფიქსაციაში მეორე მხრივ. ეს მიიღწეოდა წრეწირებს შორის შედარებითი მანძილის ვარიაციით, რასაც თან სდევდა მათი სიდიდეების ტოლობის პერცეფცია მათი რეტინალური უტოლობისას. ექსპერიმენტის II სერიაში კი ხდებოდა ობიექტურად უტოლო სიდიდეთა პერცეპტული უტოლობის განწყობის ფიქსაცია მათი რეტინალური ტოლობისას. რეტინალური ტოლობა მიიღწეოდა დიდი და მცირე ობიექტების (წრეწირების) ერთმანეთისაგან ისეთ მანძილზე დაშორებით, რომ მათი დიამეტრების რეტინალურ გამოსახულებათა სიდიდეები ტოლი ყოფილიყო. ექსპერიმენტის სამივე ვარიანტის კრიტიკულ ცდაში გამოვლინდა ფიქსირებული განწყობის კონტრასტული ეფექტები. აღსანიშნავია, რომ სენსორულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობა, ისევე როგორც პერცეფტული განწყობა, შემუშავებული ტრადიციული პროგრამით, არის უფრო ძლიერი და მტკიცე, ვიდრე განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებული. არ აღმოჩნდა სანდო განსხვავება განწყობის ილუზიათა სიხშირეთა განაწილებაში და არც განწყობის სიმტკიცის მაჩვენებელში I და III სერიას, ე.ი. განწყობის კლასიკურ ვარიანტსა და სენსორულ უტოლობაზე ფიქსირებულ განწყობას შორის. ფიქსირებული განწყობის ტიპის დადგენისას გამოყენებული იყო ტრადიციული მეთოდი: განწყობის ფიქსაციის ცდები განმეორებით ტარდებოდა დროის გარკვეული ინტერვალის შემდეგ. ექსპერიმენტები ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თითოეულ სერიაში მონაწილეობა მიიღო 30 ცდის პირმა. მათი ასაკი მერყეობდა 20-დან 35 წლამდე. ცდის პირები იყვნენ სტუდენტები და უნივერსიტეტის თანამშრომლები. სამივე სერიის ექსპერიმენტები ჩატარდა სამ-სამჯერ ერთკვირიანი ინტერვალებით. ექსპერიმენტის ჩატარების პირობები იყო იდენტური. განწყობას კონსტანტურად ვთვლიდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განწყობის სამივე ცდაში ფიქსირებული განწყობის ჩაქრობის პროცესის ერთგვაროვნება დასტურდებოდა. იმ შემთხვევაში, როცა ამ ცდაში, თუნდაც ერთხელ ადგილი ექნებოდა ფიქსირებული განწყობის შეცვლას, განწყობას ვარიაბელურად მივიჩნევდით. ფიქსირებული განწყობის ტიპების განაწილება განსხვავებული არხებით ფიქსირებულ განწყობათა შემთხვევეში მოცემულია პირველ ცხრილში : მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი. პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტი“ №3(23), 2005 FOUNDATION FOR DEVELOPMENT OF SCIENCES AND SOCIETY. PERIODICAL SCIENTIFIC JOURNAL “INTELECT”. 2 ცხრ.:#1 ფიქსირებული განწყობის ტიპების % განაწილება სენსორულ, განცდისეულ და პერცეფტულ უტოლობაზე ფიქსირებულ ცდებში განწყობის ტიპები ცდის პირთა ჯგუფები სენსორულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობა განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებული განწობა პერცეპტული განწყობა პროცენტი აბსოლუტური რაოდენობა პროცენტი აბსოლუტური რაოდენობა პროცენტი აბსოლუტური რაოდენობა დინამიკური 50.00% 15.00 16.67% 5.00 53.33% 16.00 სტატიკური 10.00% 3.00 10.00% 3.00 13.33% 4.00 ვარიაბელური 23.33% 7.00 40.00% 12.00 16.67% 5.00 ნულოვანი 16.67% 5.00 33.33% 10.00 16.67% 5.00 ცხრილიდან ჩანს, რომ არსებობს განსხვავება განწყობის ტიპების პროცენტულ გადანაწილებაში ჯგუფებს შორის, სადაც ხდებოდა განსხვავებული არხებით განწყობათა შემუშავება. ეს განსხვავება სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა სენსორულ და განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებულ განწყობებს შორის განწყობის ტიპების განაწილებაში (2=7.9, თ.ხ.=3 p<0.05): კერძოდ, სენსორულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობისათვის უფრო დამახასიათებელია განწყობის დინამიკური ტიპი, ვიდრე ვარიაბელური, ხოლო განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობისათვის _ პირიქით. ამ თვალსაზრისით, სენსორული განწყობის მსგავსია პერცეფტული განწყობა (2=0.5 თ.ხ.=3 p>0.05). სტატისტიკურად სანდო აღმოჩნდა განსხვავება აგრეთვე მხოლოდ განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებულ განწყობასა და პერცეპტულ, ანუ ტრადიციული სქემით შემუშავებულ განწყობათა ტიპების განაწილებაში (2=10.45, თ.ხ.=3 p<0.01). რაც შეეხება სტატიკურ ტიპს, ის ერთნაირად იშიათად გვხვდება სამივე სერიის ცდებში. მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ სენსორულ უტოლობაზე ფიქსირებულ განწყობასა და პერცეფტულ განწყობას შორის უფრო მეტი მსგავსებაა, ვიდრე განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებულ განწყობას შორის. თუ გავითვალისწინებთ ზემოთნახსენებ განსხვავებას განწყობის ილუზიების სიხშირესა და სიმტკიცეში I და III სერიის ექსპერიმენტების შედეგების მსგავსებას და მათ განსხვავებას II სერიის ექსპერიმენტებისაგან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პერცეფტული განწყობის ფორმირებაში სენსორულ ფაქტორს დომინანტური როლი ენიჭება. ცხრ.#2 ფიქსირებული განწყობის ტიპების % განაწილება სენსორულ, განცდისეულ და პერცეფტულ უტოლობაზე ფიქსირებულ ცდებში განწყობის ტიპები ცდის პირთა ჯგუფები სენსორულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობა განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებული განწობა პერცეპტული განწყობა პროცენტი აბსოლუტური რაოდენობა პროცენტი აბსოლუტური რაოდენობა პროცენტი აბსოლუტური რაოდენობა კონსტანტური 60 18.00 26.67 8.00 66.67 20.00 ვარიაბელური 23.33 7.00 40 12.00 16.67 5.00 ნულოვანი 16.67 5.00 33.33 10.00 16.67 5.00 ცხრილში #2 შეჯამებულია განწყობის დინამიკური და სტატიკური ტიპები, რომელიც წარმოადგენს კონსტანტურ ტიპებს. ამ ცხრილიდანაც აშკარად ჩანს, რომ განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობისათვის დამახასიათებელია უფრო ხშირად ვარიაბელური ტიპის განწყობა, ვიდრე კონსტანტური, განსხვავებით სენსორულ და პერცეფტულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობებისაგან.(2=6.83, თ.ხ.=2, p<0.01 _I და II სერიას შორის და 2=9.7, თ.ხ.=2, p <0.001 II და III სერიას შორის). როგორც აღინიშნება მთელ რიგ გამოკვლევებში ვარიაბელური ტიპის განწყობასთან მხოლოდ ნორმიდან გადახრის შემთხვევაში გვაქვს საქმე _იქნება ეს გადახრა დროებითი და სწრაფად წარმავალი თუ შედარებით მუდმივი და სტაბილური.”(უზნაძე, 1949). ცხადია, ჩვენს ექსპერიმენტებში შემთხვევითი წესით შერჩეული ცდის პირებში შეუძლებელია აღმოჩენილიყო ასეთი რაოდენობის `ნორმიდან გადახრილი” სუბიექტები. მიღებული შედეგი შეიძლება იმით აიხსნას, რომ “განწყობა გარკვეული სიტუაციის ნიადაგზე წარმოიშობა და ამ სიტუაციის სუბიექტში გადატანით მისი მოქმედება ამ სიტუაციის დაღს ატარებს; ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამ სხვადასხვა სიტუაციში ფიქსირებულმა განწყობამ ერთსა და იმავე სუბიექტში ზოგადად ერთგვაროვანი, მაგრამ პირობის შესატყვისად განწყობის მოქმედების სხვადასხვაგვარი მიმდინარეობა მოგვცეს.”(ა.კინწურაშვილი, 1967) მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი. პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტი“ №3(23), 2005 FOUNDATION FOR DEVELOPMENT OF SCIENCES AND SOCIETY. PERIODICAL SCIENTIFIC JOURNAL “INTELECT”. 3 ლიტერატურა: 1. Сб. «Бессознательное: природа, функции, методы исследования». T.1. А. Г. Асмолов. «Об иерархической структуре установки как механизма регуляции деятельности». 2. Сб. «Бессознательное: природа, функции, методы, исследования». T.1. Ш. А. Надирашвили. «Закономерности формирования и действия установок различных уровней. 3. ა.კინწურაშვილი, “განწყობა და მისი აღკვეთის პროცესი”, თბილისი, 1967 4. Сб. «Бессознательное: природа, функции, методы, исследования». T.I. В. П. Зинченко. «Установка и деятельность: нужна ли парадигма?» 5. Сб. «Экспериментальные исследования по психологии установки». Тбилиси, 1966. К. Д. Цинцадзе. «Об установочном действии некоторых иллюзорных восприятии. 6.Takai L., “Conditions of set formation in the situation of geometrical-optical illusions”. «The size comparison form the standpoint of the psychology of set”. Ed. by I. Kawaguchi. Osaka University, 1984”. 7.Адамашвили Н. Г., «Отражение в фиксированной установке соотношения величины и отдаленности предметов». ж. «Вопросы психологии», 1960, № 3. 8. გ. ქირია “სენსორული და პერცეპტული პროცესების განწყობისეული ორგანიზაციის საკითხისათვის” კრ. “ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები. ფსიქოლოგია” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9. უზნაძე დ., განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 6, 1977, თბილისი რეზიუმე განსხვავებული არხებით შემუშავებული განწყობის მახასიათებლების შედარებისას აღმოჩნდა, რომ სენსორულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობა, ისევე როგორც პერცეფტული განწყობა, შემუშავებული ტრადიციული პროგრამით განსხვავდება განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობისაგან თავისი სიმტკიცით და ასევე ფიქსირებული განწყობის ჩაქრობის ტიპების პროცენტული გადანაწილებით. კერძოდ, განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობისათვის დამახასიათებელია უფრო ნაკლები სიმტკიცე, ვარიაბელური და ნულოვანი განწყობის ტიპების სიჭარბე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პერცეფტული განწყობის ფორმირებაში სენსორულ ფაქტორს დომინანტური როლი ენიჭება. Майя Робакидзе Сравнительная характеристика установок фиксированных различными каналами Резюме При сравнении установок фиксированных различными каналами обнаружились следующие закономерности: эффекты сенсорной и перцептивной установок, фиксированной по традиционной схеме Д.Н.Узнадзе отличаются от установки выработанной на непосредственно феноменологическое неравенство прочностью, а также и процентным распределением типов угасания фиксированной установки. Установка, выработанная на непосредственно феноменологическое неравенство, характеризуется меньшей прочностью, большей частотой вариабельных и нулевых типов угасания фиксированной установки, что позволяет нам сделать предположение о ведущей роли сенсорного фактора в проявлении установки. Maya Robakidze Comparative descripion of Sets fixed through the different channels Summary The aim of our research is to compare sets formed on the three different levels: first, it is the set fixed on the sensory unequivalence (in condition of phenomenal equivalence); second, it is the set fixed on the phenomenal unequivalence (in condition of sensory equivalence) and the third, it is the set fixed on both sensory and phenomenal unequivalence. (The set was fixed according to the traditional method adopted in Uznadze Psychological School). In consequence of statistical analysis of our experiments’ we obtained following results: the strength of the set illusion formed on sensory unequivalence and set formed on both sensory and phenomenal unequivalence prevailed over the same index of the set fixed on the phenomenal unequivalence The research also revealed differences in frequency of set extinction types between the set fixed on the phenomenal unequivalence and two other forms of sets: set fixed on the phenomenal unequivalence has prevailing type of set extinction as the variable set; but the constant type of set extinction mainly charactirize set fixed on the sensory unequivalence as the set fixed on both sensory and phenomenal one. These results prove our hypothesis about predominating of sensory factor in the process of set formatting.