Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 290 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.31 კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებული მდგომარეობა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირაკლი გოგიბერიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დოქტორანტი,საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა რეზიუმე სტატიაში მოცემულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში არსებული მდგომარეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, ასევე აღწერილია ის ქვედებები, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს ქართული ისტორიული მემკვიდრეობის გადადგურებისა და ქართული კვალის წაშლის მიზნით იმ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო მისიებს ადგილზე შესვლისა და არსებული რეალური მდგომარეობის მონიტორინგის საშუალება არ ეძლევა. საძიებო სიტყვები: კულტურული მემკვიდრეობა, ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთი, საქართველო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი/ე.წ. სამხრეთ ოსეთი, საერთაშორისო მისია. რუსეთის აგრესიამ და ოკუპაციამ საფრთხის წინაშე დააყენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ისტორიული ძეგლები. ეთნიკური წმენდის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში სტილისტური გაყალბების საგანი გახდა, რაც მიზნად ისახავს ქართული ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას და შესაბამისად, ქართული კვალის წაშლას. უძველესი ხელოვნების ნიმუშები მიზანმიმართულად ნადგურდება და/ან ეცვლება პირვანდელი სახე და წარმომავლობა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული, ისტორიული და რელიგიური ძეგლების ვითარება დღითიდღე მძიმდება. ზოგიერთ ძეგლს ესაჭიროება სასწრაფო რესტავრაცია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მონაცემებით, საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდა ეროვნული კულტურული ფასეულობების მნიშვნელოვანი ნაწილი: კულტურული მემკვიდრეობის 286 ძეგლი, რომელთაგანაც ეროვნული კატეგორიისაა 36 (აფხაზეთის ა/რ - 15, შიდა ქართლის ოკუპირებული ნაწილი - 21). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 291 საერთაშორისო მისიამ არსებული კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგი ერთადერთხელ, 1997 წელს შეძლო, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხერხდა UNESCO- ს კულტურული მემკვიდრეობის შემფასებელი მისიის წარგზავნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ექსპერტებს მიეცათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ კონფლიქტურ რეგიონში მდებარე ძეგლების მდგომარეობის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ, რუსეთის მიერ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით, დღემდე არ მომხდარა 1954 წელს მიღებული ჰააგის კონვენციის (შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ) შესაბამისი მუხლებისა და ოქმების გააქტიურება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის აღნიშნული კონვენციის წევრი-ქვეყანა, ის არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და არც აღიარებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოა, რომელსაც ამ დოკუმენტის მიხედვით, ევალება გაატაროს შესაბამისი ზომები მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორაზე არსებულ კულტურული ფასეულობების დაცვის კუთხით. 2010 წლის 16 ოქტომბერს "აფხაზეთის რესპუბლიკის" ე.წ. კულტურის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა „კულტურული და ისტორიული ძეგლების სახელმწიფო დაცვის, შესწავლისა და პოპულარიზაციის სფეროში შეთანხმებას". თუმცა რესტავრაციის ნაცვლად მიზანმიმართულად დაიწყო ქართული ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობის დამახინჯება. წმ. გიორგის სახელობის ილორის ტაძრის გარდა, ქართული კვალის წასაშლელად ვანდალური ქმედებები განხორციელდა ქართული ხუროთმოძღვრების ისეთ თვალსაჩინო ნიმუშებზე, როგორებიცაა: სოფ. ბესლახუბაში არსებული ეკლესია (V), კამანის მონასტერი (XI), დრანდის გუმბათიანი ეკლესია (VI-VII), ლიხნის ტაძარი (X-XI), მოქვის მონასტერი (X) შეილესა და შეიღება; თამარის ხიდის ასომთავრული წარწერები განზრახ იქნა ამომტვრეული (XII-XIII). 2011 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბედიის მონასტერში (X-XIII) ჩატარებული ე.წ. “სარესტავრაციო“ სამუშაოების შედეგად გადაღებილია მონასტრის კედლები, ისტორიული ფრესკები და ბაგრატ III-ის გამოსახულება. ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების სავალალო მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაკეთებულია ICOM-ის რუსეთის ფედერაციის კომიტეტის 2011 წლის საექსპეტრო მისიის ანგარიშშიც. მისიის ექსპერტთა მოსაზრებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების შენახვისთვის აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების ჩატარება და მათი კონსერვაცია. ძირეულ პრობლემად დასახელებულია ტაძრების „მმართველების“ თვითნებური ქმედებები, რომლებიც ამახინჯებს ძეგლების ისტორიულ იერსახეს და უდიდეს ზიანს აყენებენ მათ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ე.წ. „შავი არქეოლოგია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის საკითხს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დიდი ზიანი მიადგა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე ისტორიულ ძეგლებს, აქ, ისევე როგორც აფხაზეთში, გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ნიმუშების მიზანმიმართული Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 292 განადგურება და მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესია-მონასტრების ახალი - არაქართული სტილის ტაძრებით „ჩანაცვლება“, მასიურად მიმდინარეობს ფრესკების გადალესვა. აგვისტოს ომის დროს ერთიანად განადგურდა ქართული ისტორიული სოფლები დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში. ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მონიტორინგი თითქმის ვერ ხორციელდება და იქ არსებული ძეგლების უმეტესობის ბედი უცნობია. გარდა ამისა, არაპროფესიული რესტავრაციის ყველაზე მძიმე შედეგი გომართას წმ. გიორგის ეკლესიაზე აისახა (XVI ს.). ეს ტაძარი ერთ–ერთი მთავარი სალოცავი იყო როგორც ლიახვის, ასევე ფრონეების ხეობების მოსახლეობისთვის. ახალგორის რაიონში ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს შუაგულ სოფლებში, ისტორიული ძეგლების სიახლოვეს განთავსებული რუსული სამხედრო საოკუპაციო ბაზები. რუსი სამხედროების მიერ ჩატარებული ინტენსიური სამხედრო წვრთნები გამუდმებით ზიანს აყენებს ეკლესიებსა და ციხეებს, რომელთა ქრონოლოგია მე–6 საუკუნიდან მე–20 საუკუნით განისაზღვრება. Situation with the Cultural Heritage on the Russian occupied territories of Georgia Irakli Gogiberidze Doctoral Student at the Georgian Technical University Summery In the article is described the existed situation with the Georgian cultural heritage in the Russian occupied regions of Georgia and the actions taken by the occupation regime for elimination of the Georgian Historical and Cultural Heritage, while all kind of excess is denied for the International Missions for the assessment of the situation on place. Keyword: Cultural Heritage, Occupied Territories, Russia, Georgia, Abkhazia, Tskhinvali region/so- called South Ossetia, International Mission.