Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 369 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.41 ფერთა ჰარმონიზაცია ქართულ ორნამენტში ლია ლურსმანაშვილი1, გულნარა კვანტიძე2, ნატო ფაილოძე3 1პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, 2საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციები, უფროსი კურატორი 3აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საინჟინრო- ტექნოლოგიური ფაკულტეტი რეზიუმე ნაშრომში განხილულია ქართულ ორნამენტში გამოყენებილი ფერების კვლევის საკითხები. ორნამენტი ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი საერო-საეკლესიო სამოსში, ფეხსაცმელში, ხალიჩურ ნაწარმში, იარაღში, სამკაულში, ქვითხუროობაში, ხითხუროობაში, მეთუნეობაში და სხვ. ფერთა უხვი პალიტრითაა გადმოცემული ორნამენტი ფერწერულ იკონოგრაფიაში, ხელნაწერ წიგნებსა და მინიატიურებში. ორნამენტი, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის მატარებელია. საქართველოში ტურიზმის განვითარებას თან მოჰყვა ეთნოგრაფიული ნივთების კომერციალიზაცია, ვხვდებით უხეშ უზუსტობებს - ფორმების, წარმოშობის, დომინანტი ფერებისა და შემკულობების თვალსაზრისით. ხშირად ნაკეთობებზე გამოსახული ორნამენტების არც ფორმას და არც ფერთა შეხამებას საერთო არ აქვს ძველ ქართულ ორნამენტთან. გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ გაგრძელდეს სტილიზირება და საზოგადოების არაინფორმაციულობამ განაპირობოს მისი სრული აღრევა და მივიწყება. ქართულ სამეცნიერო სივრცეში ორნამენტი შესწავლილია როგორც მხატვრული, ასევე სიმბოლური თვალსაზრისით. მიუხედავად საკითხის კვლევის არსებული მდგომარეობისა, ჯერ კიდევ არ მომხდარა ქართული ორნამენტის სისტემატიზაცია ფორმის, ფერისა და სიმბოლური მახასიათებლების მიხედვით და მათი რაციონალური გამოყენება სხვადასხვა ტექნოლოგიებში ორიგინალური ფორმისა და ფერის შენარჩუნებითა და დაცვით. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 370 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ძველი ქართული ნაქსოვი ორნამენტის სახეობების კვლევა და მემკვიდრეობის ძეგლის მოძიებას, შესწავლა-გაანალიზებას, სისტემატიზაციასა და კლასიფიცირებას თანამედროვე საფეიქრო ტექნოლოგიებში დანერგვის მიზნით. პროექტის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ყოფაში გამოყენებული ფერთა გამის, ფერთა შეხამების, ჰარმონიულობის, შეპირისპირების ან მათი კონტრასტულობის და გამოყენებული საღებარების (ქიმიური/ ბუნებრივი შესაღები მასალა) მოძიება და შესწავლა, რისთვისაც დაიგეგმა სამეცნიერო ჯგუფის მივლინებები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ბოლნისი, გორი, სიღნაღი, თელავი, ალვანი ,თუშეთი). მივლინებების პერიოდში რეგიონულ და კერძო მუზეუმებში დაცული მასალისა და ყოფაში (ოჯახებში) შემორჩენილი ნივთების მიხედვით, მოხდა მოძიებული ორნამენტის სახეებისა და ფერების ფოტოფიქსაცია, ჩატარდა ინტერვიუები არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლებთან, მოხდა ჩაწერა შემდგომი დამუშავების მიზნით. მატერიალური კულტურის ძეგლებიდან საგანგებოდ შევისწავლეთ ეკლესია- მონასტრების, სალოცავებისა და ძველი საცხოვრებელი სახლების შიდა და გარე ინტერიერში არსებული დეკორი, მოხდა მათი ფოტოფიქსაცია, ზემოთ აღნიშნული თანმიმდევრობით კვლევისათვის. საკვანძო სიტყვები: ორნამენტი, ფერი, ჰარმონიზაცია, აღქმა, ქართული კოსტიუმი, დომინანტი ფერი, ფორმა, კულტურული მემკვიდრეობა ფერთა შეხამების შერჩევა, რომელიც ჰარმონიზირდება ინდივიდუალური მომხმარებლის გარეგნულ სახესთან, წარმოადგენს რთულ და მნიშვნელოვან საკითხს და ეფუძნება ფერთა მხედველობითი აღქმის კანონზომიერებებს. ჰარმონიზაცია არის შეთანხმება და თანმიმდევრობა ფერთა შეხამებაში. იგი წარმოიქმნება ფერთა შეპირისპირების ან მათი კონტრასტულობის საფუძველზე. ფერთა ჰარმონია მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც კოსტიუმის, ასევე მისი ელემენტების ფორმასთან და დანიშნულებასთან. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერთა აზრობრივ და სიმბოლურ დატვირთვას. ამას ადასტურებს ფერთა ისტორიული სიმბოლიკაც. ფერთა სიმბოლიკას გასულ საუკუნეებში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ძველად ფერის მიხედვით განასხვავებდნენ ყოველდღიურ, სადღესასწაულო და სარიტუალო სამოსს. მაგალითად, ქართველი მეფე ახალ წელს ყვითელი ყაბარჩით იმოსებოდა [ხელმწიფის კარის გარიგება], ყვითელი ფერი კი ჩინეთში საიმპერატორო ფერად მიიჩნეოდა. წითელ და ლურჯ სამოსს მეომრები ატარებდნენ. თალხ ფერებს ზოგადად სოციალურად დაბალი წოდებრივი ფენა იცვამდა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 371 უძველესი ცივილიზაციის ხალხებში (მაგ, ეტრუსკები (Funeral dance, Etruscan fresco from a tomb cover, 5th century B.C.) და სხვ.) შავი, წითელი და თეთრი გლოვის აღმნიშვნელი ფერები იყო, როგორც ეს ბოლო დრომდე შემორჩა ხევსურულ ყოფას. ამავდროულად კი იგივე ფერებით (შავი, წითელი, თეთრი) შეკერილი სამოსით სადღესასწაულო, ოფიციალურ და საზეიმო შეხვედრების დროს იმოსებოდნენ მონარქები და სხვა დაწინაურებული პირები. თეთრი სადღესასწაულო. საქორწილო ფერია, ძველად და ახლა პატარძლის ჩაცმულობა თოვლივით თეთრი ფერი უმწიკვლობის, სინაზისა და სიწმინდის სიმბოლოა. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ქართველთა ჩაცმულობაში სამი ძირითადი ფერი დომინირებს. ესენია: თეთრი, წითელი და შავი. ცნობილია ასევე ისიც, რომ ქართული ფოლკლორი სწორედ აღნიშნული ფერებითაა გაჯერებული და თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ქართველ ეთნოსთა ამ ფერებისკენ ლტოლვა ვალენტობის ეკოლოგიური თეორიის (EVT) თანახმად ბიოლოგიურადაა კოდირებული ქართულ გენეტიკაში, რომელიც ჯერ ქვეცნობიერ სამყაროში დაილექა, შემდეგ კი მსოფლმხედველობასა და იდენტობაში გამოვლინდა და ადგილი მატერიალურ კულტურაშიც დაიმკვიდრა [კვანტიძე გ. ფერების სიმბოლიზმი ქართულ ტრადიციულ კოსტიუმში. ჟურნალი ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, N 7. 2022]. ფერთა ჰარმონიზაციის მიხედვით, ქართული კოსტიუმი და ორნამენტი მრავალმხრივ საინტერესოა. რეგიონალურ სამოსში ვხვდებით ჰარმონიულ, მტკიცე და ქრომატულ ხევსურულ (სურ.1) და თუშურ ტალავარს (სურ.2.); ჰარმონიულ, მშვიდ, ჟღერად, მყარ, მდგრად და აქრომატულ ზოგადქართულსა და აფხაზურ ჩოხა-ახალუხებსა (სურ.3) და სარტყელ-გულისპირიან ქართულ კაბას (სურ.4). კონტრასტულ, დინამიურ და ნაჯერფერებიან აჭარულ სიხმა კაბას (სურ. 5), ჩათაკასა და თოლაბუსის სარტყელს, ასევე სამცხე-ჯავახურ ჩაქურასა და ქალის კაბას. მდგრად და ნაჯერფერებიან რაჭულ კაფთარას (სურ. 6), ჩიმჩიყსა და ფეშტემალს; მკვეთრად აქრომატულ, მტკიცე და მშვიდ სვანურს; არამდგრად და ჰარმონიულ გურულს, მტკიცე და ბრძოლისუნარიან ნაბადს, მდგრად და დინამიურ ელეგს (სურ.7) და ა.შ. ფერთა სიმბოლიკას აქტუალობა არ დაუკარგავს დღესაც. თანამედროვე ფერთა თეორიის მიხედვით, თანაბარკონტრასტული ფერადი სივრცე წარმოადგენს წერტილთა სამგანზომილებიან მიმდევრობას, სადაც თითოეული ფერადი სხეულის ფერთა ხასიათის აღქმას წარმოადგენს: სიღიავე, ფერადი დინება, გაჯერებულობა. ფერადი ტონი იცვლება წრეზე, გაჯერებულობა რადიუსზე, სიღიავე ვერტიკალზე. არაჰარმონიულად იკვეთება ფერთა ისეთი შეხამებაც, რომელთა შორის განსხვავებაც ფერთა წრის გარშემოწერილობის არაუმცირეს 1/3-ის ტოლია. მეორე მხრივ, ორი მომდევნო მსგავსი ფერებიდან ჰარმონიულად ითვლება ის, რომელიც უფრო ადვილად აღსაქმელია. ჰარმონიულად ითვლება ერთნაირი სიღიავის ფერი, ან ერთი ფერის მეორესთან დამატების გზით მიღებული ფერები. ჰარმონია მიიღება ისეთ ფერთა შეხამებით, რომელთა არჩევის სისტემაც არაორაზროვნად ნათელია. ასე მაგ,: ყვითელი ფერის კონტრასტულობის გამოსავლენად უკეთესია გამოვიყენოთ მუქი ყავისფერი ფონი და არა შავი, რადგანაც შავის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 372 ყვითელ ფერთან შეხამებისას, ქრომატული კონტრასტის კვალდაკვალ, შეიძლება გარდაიქმნას მოცისფრო ელფერის ფერად. ჰარმონია მიიღწევა ნიუანსის, იგივეობისა და კონტრასტის პრინციპით. ჰარმონიის მაჩვენებლად გვევლინება დომინანტი ფერი, რომელიც კომპოზიციაში თამაშობს ძირითად როლს. ფერის დომინანტური როლი განისაზღვრება მის მიერ დაკავებული ფართობის მიხედვით, გაჯერებულობით ან სიმკვეთრით. კონტრასტის ჰარმონიაში ყველა ფერი ეწინააღმდეგება მთავარს, ხოლო ნიუანსისა და იგივეობის ჰარმონიაში ყველა ფერი ერთმანეთს უახლოვდება გაჯერებულობით, სიღიავით, სითბოთი და სიცივით. იგივეობისა და ნიუანსის ჰარმონიის შემადგენელი ფერები განლაგებულია ფერთა წრის სპექტრის საზღვრებში, მაგ,: ლურჯი და ღია ლურჯი. ერთფეროვან ჰარმონიაში გამოიყენება ერთი ფერის რამდენიმე ელფერი (ყავისფერი, კრემისფერი, ხორცისფერი). ნიუანსის ჰარმონია შედგება მომიჯნავე, ან მონათესავე ფერებისაგან, რომლებიც ფერთა წრეზე გვერდიგვერდაა განთავსებული: ცისფერი და მოცისფრო-მომწვანო; ნარინჯისფერი და ნარინჯისფერ-წითელი. თუმცა, ერთფეროვან და მონათესავე ჰარმონიებს შეუძლიათ გამოიწვიონ მონოტონურობის, დაღლილობისა და გაღიზიანების შეგრძნება, განსაკუთრებით, მოდუნებული, უსიცოცხლო, ინერტული ჯგუფის ფერებისათვის. ასეთი სამოსის გამოსაცოცხლებლად მიზანშეწონილია კომპოზიციაში აქცენტის შეტანა თვისობრივად სხვა ფერის მცირე ზომის ლაქის სახით. ასეთი აქცენტის მეორე როლია ყურადღების კონცენტრაცია ტანსაცმლის ამა თუ იმ საჭირო მონაკვეთზე. თუ მონათესავე ფერთა შერწყმა არის მსუბუქი, ნაკლებად აქტიური და სტატიური, კონტრასტული ფერების შერწყმა პირიქითაა - მკვეთრი, აქტიური და ემოციური. კონტრასტულად ითვლება ფერები, რომლებიც განლაგებულნი არიან ფერთა წრეზე ერთმანეთის საპირისპიროდ 90 გრადუსზე მეტი კუთხით. კონტრასტულ ფერთა შეხამება შეიძლება იყოს რამდენიმე სახის: დამატებით ფერთა ერთი წყვილის შეხამება, რომლებიც მოთავსებული არიან ფერთა წრის დიამეტრის მოპირდაპირე ბოლოებზე (მაგ: ყვითლისა და იისფრის და წითლისა და მწვანის შეხამება). დამატებითი ფერების (მაგ.: მოყვითალო მომწვანოსთან, მოწითალო იისფერთან), სამი ფერის კონტრასტული შერწყმა ან ტრიადის ჰარმონიის შედგენა შესაძლებელია ძირითადი ფერებისა და მათ ელფერებისგან. ფერები განლაგებულია ფერთა წრეში ჩახაზული ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებზე, მაგ: ყვითელი, წითელი, ლურჯი ან ნარინჯისფერი, მწვანე და იისფერი. ქრომატული ჰარმონიის რაოდენობა განუსაზღვრელია. ქრომატული ფერები არაქრომატულებთან ქმნიან სხვადასხვა შეხამებას. თბილი ფერი განსაკუთრებით იგებს მუქი არაქრომატულების გვერდით, ხოლო ცივი-ნათელთან. გაჯერებული ფერები ჰარმონიაში თეთრთან და შავთან, ნაკლებად გაჯერებულები სხვადასხვა ელფერის რუხთან. არაქრომატული ფერები ამ შეხამებაში გამოიყენება სხვა ფერებისა და დეტალებუს გამოსაკვეთად. ყოველთვის ჰარმონიულად და კლასიკური შეხამების აქრომატულ ფერებად გვევლინებიან: თეთრი შავთან, რუხი შავთან, თეთრი რუხთან, ღია რუხი მუქთან. ამავე დროს, ფერადი ჰარმონია სიმპათია-ანტიპატიის საგანია და თავისთავად ქმნის ემოციურ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 373 შთაბეჭდილებას, რომელიც შეიძლება ერთ ადამიანსაც კი განსხვავებული ჰქონდეს. ამ შემთხვევაში დადებითი ემოციური შთაბეჭდილება შეიძლება მივიღოთ იმ ფერებისგან, რომლებსახც ადრე გულგრილად ვუყურებდით. გადაღლილობის ამ ფსიქოლოგიური პრინციპიცაა აგებული ფერთა მოდური შეხამების ცვლილებამ, რომლებიც ზოგჯერ მკვეთრად ცვლიან მათ ჰარმონიულობაზე წარმოდგენას. როცა ფერები ეხებიან ერთმანეთს, ისინი გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და შეუძლიათ წარმოქმნან განსხვავებული შთაბეჭდილებები. ქრომატული კონტრასტის კვალდაკვალ შავი გაფორმება წითელ ფონზე ჩანს მომწვანოდ, იისფერ ფონზე-მომწვანო-მოყვითალოდ. ლურჯი ნახატი წითელ ფონზე გამოიყურება მომწვანოდ. საერთოდ, მუქი ფერი ღია ფერის სიახლოვეს გვერჩვენება უფრო მუქად და პირიქით. ნეიტრალური ფერის ზოლი ერთმანეთზე ზეგავლენას ცვლის ფერებში. ფერთა შეხამებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ ფერის სიჭარბე. ზოგჯერ ძირითადი ფერი შეიძლება გამოვკვეთოთ კონტრასტული ფერის გასაფორმებელი დეტალით. ძირთადი ქსოვილისათვის ჩვეულებრივ იყენებენ შედარებით რბილ და მშვიდ ტონს, გასაფორმებელი მასალისთვის კი-გაჯერებულსა და მკვეთრს. ფერთა შეხამების ჰარმონიულობა დამოკიდებულია საგნის ფერადი მონაკვეთის აბსოლუტურ კუთხურ სიდიდეზე, კომპოზიციასა და თვით ფერებზე. როგორც ვიცით, შესრულებული მინიატურა 10-ჯერ გადიდებისას უხეშდება. კოსტიუმში ეს წარმოჩინდება გასაფორმებელი ორნამენტის რაოდენობის ან გასაფორმებელი ელემენტის მასის გადიდებით. მცირე მოცულობის გაფორმება ყოველთვის გამოიყურება მკვეთერად. ქართულ კოსტიუმში ფერთა შეხამების ჰარმონიულობის თვალსაჩინო მაგალითია ხევსურული ტალავარის ორნამენტი, თუშური ჩითების დეკორი, მოხეური კაბის ზოომორფული ორნამენტი და სხვ. ცნობილია, რომ საგნის ფარდობითი ზომის მონაკვეთები ზემოქმედებენ ფერთა ჰარმონიის წარმოშობაზე. მიუღებელი ფერებიც შეიძლება იქცეს ჰარმონიულად, თუ შევცვლით საგნის ფაქტურას ან გამოვიყენებთ მას სხვადასხვა რაოდენობით. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ აქტიური ფერები თანაბარი ფლობის შემთხვევაში, გადაწონიან პასიური მწვანისა და ლურჯის აღქმას კოსტიუმში. წითელი ფერი უფრო მკვეთრი და დასამახსოვრებელია. წითელი ფერის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის, რომ არასაკმარისად აჩვენებს საგნისა და მასალის სტრუქტურულ თვისებებს, რაც აშკარად აჭარული კოსტიუმის ფერთა ჰარმონიზაციას მიესადაგება. ქართული კოსტიუმის ორნამენტში ფერთა კომპოზიციის 3 სახეა მოცემული: 1) ერთფეროვანი; 2) პოლარული (ქრომატული-აქრომატულთან, ღია-მუქთან, თბილი-ცივ ფერთან, გაჯერებული-ნაკლებად გაჯერებულთან; 3) მრავალფეროვანი-ტრიადის ჰარმონია მონათესავე ფერებთან მაგ.: წითელი კაბა, ყვითელი ჟაკეტი, ლურჯი ყელსახვევი და ა.შ. რაც ძლიერ მოგვაგონებს აჭარელი ქალის კოსტიუმს. ფერთა თეორიის მიხედვით, გაჯერებული ფერების დიდი რაოდენობა თვალს აღიზიანებს, ამიტომ კოსტიუმშ, განსაკუთრებით კი კლასიკური სტილის სამოსში მათ ყველაზე ხშირად გამოიყენებენ გაფორმების სახით ან დამატებით ელემენტად. ქართულ კოსტიუმში გაჯერებული ფერების რაოდენობა ორნამენტშია გამოყუენებული, რაც ამ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 374 პრობლემას, ანუ თვალის გაღიზიანებას ხსნის საოცარი ჰარმონიული შეხამება კოსტიუმის ქსოვილისა და ამ კოსტიუმზე სამშვენისად დატანილი ორნამენტის ფერები. ამგვარად, როგორც კვლევამ აჩვენა, ქართულ კოსტიუმსა და ორნამენტში ფერთა შერწყმა, ტონი, გაჯერებულობა და შეხამება სრული ჰარმონიულობით პასუხობს ფერთა თეორიის მოთხოვნას და ქართველთა გენეტიკურად ესთეტიური გემოვნების გამორჩეული მაჩვენებელია. გამოყენებული ლიტერატურა 1. დოლიძე ნ., დათუაშვილი მ., უგრეხელიძე ი., ჩარკვიანი ი., ჩირგაძე ქ., ლურსმანაშვილი ლ., კვანტიძე გ., 2017: ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი. მონოგრაფია. გამომც. აწსუ. ქუთ. 2. დოლიძე ნ., დათუაშვილი მ., უგრეხელიძე ი., ჩარკვიანი ი., ჩირგაძე ქ., ლურსმანაშვილი ლ., კვანტიძე გ.,2017: ქართული ეროვნული სამოსის კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური დაგეგმარება. მონოგრაფია. აწსუ გამომც. ქუთ. 3. დოლიძე ნ., დათუაშვილი მ., უგრეხელიძე ი., ჩარკვიანი ი., ჩირგაძე ქ., ლურსმანაშვილი ლ., კვანტიძე გ., 2017: ქართული ეროვნული სამოსის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. აწსუ გამომცემლობა. ქუთ. 4. კვანტიძე გ., 2018: ქართული სამოსის ორნამენტი. მონოგრაფია. გამომცემლობა სვეტი. თბ. 5. კვანტიძე გ., 2019: ქართული ჩაცმულობა (XVI-XVIII სს,), მონოგრაფია, თბილისი 6. თოფურია ნ., 1953: მასალები ვაზის კულტურის ისტორიისათვის საქართველოში, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბ. 7. კალანდია, გ. 2017: ქსოვილი საქართველოდან. რედ. გ. კვანტიძე, საქართველოს ხელოვნების სასახლე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. გამომც. „ფავორიტი“. თბ. 8. ხიდაშელი, მ. 2010: არქაული ხანის გეომეტრიული სიმბოლოები, საქართველოს ძველი კულტურის საკითხები, თბ. 9. ხიდაშელი, მ. 2010 : ფერის სიმბოლიკა მახლობელი აღმოსავლეთის ადრესამიწათმოქმედo კულტურებსა და ქართულ ხალხურ კულტურაში, საქართველოს ძველი კულტურის საკითხები, თბ. 10. ღონღაძე, გ. 2004: ფერთამეტყველება ქართულ შელოცვებში. ქართველური მემკვიდრეობა. VIII. თბ. 11. "ხელმწიფის კარის გარიგება" 1970: ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, ლექსიკონები და საძიებლები დაურთო ი. სურგულაძემ, გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 375 ილუსტრაციები სურ.1 – ხევსურული ტალავარი. XIX ს-ის I ნახ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 376 სურ.2 – თუშური ტალავარი. XIX ს-ის I ნახ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 377 სურ.3 – ზოგადქართული და აფხაზური ჩოხა-ახალუხი. XIX ს-ის I ნახ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 378 სურ.4 – ზოგადქართული სარტყელ-გულისპირიანი ქართული კაბა. XIX ს-ის I ნახ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 379 სურ.5 – აჭარული სიხმა კაბა. XIX ს-ის I ნახ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 380 სურ.6 – რაჭული კაფთარა. XIX ს-ის I ნახ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 381 სურ.7 - ზოგადქართული ელეგი. XVIII ს-ის II ნახ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 382 Color Harmonization in Georgian Ornaments Lia Lursmanashvili1, Gulnara Kvantidze2, Nato Failodze3 1 Professor, Georgian Technical University, Faculty of Architecture,Urban Planning and Design; ORCID ID 0000-0001-9453-5820 2 Senior Curator of History and Ethnography Collection Georgian National Muzeum, ORCID ID - 0000-0002-5582-0693; 3 Akaki Tsereteli State University, Faculty of Engineering and Technology, ORCID ID - 0000-0002-7298-6281 ABSTRACT In the paper are discussed the issues of research of the colors used in Georgian ornament. In the Georgian ethnography, the ornaments are represented in a various way as in secular so in the church clothes, shoes, carpet products, weapons, jewelry, stone carpentry, pottery and etc. The ornaments are presented with a rich palette of colors in pictorial iconography, manuscripts and miniatures. Ornament, as one of the important monuments of Georgian cultural heritage, is the representation of national identity and indigenousity. The development of tourism in Georgia was accompanied by the commercialization of ethnographic items and as a matter of fact, we find gross inaccuracies - in terms of forms, origin, dominant colors and decorations. As a result, often, neither the shape nor the combination of colors of the ornaments have anything to do with the old Georgian ornament. There is a danger that the stylization will continue and lack of information will lead to its complete confusion and even to oblivion. In the Georgian sciences ornaments are studied as in the artistic so in the symbolic ways. In spite of existing situation with studies, systemization of the Georgian ornaments is not conducted according to form, color and symbolic peculiarities and their rational usage in the various technologies sustaining and protecting the original forms and colors. Keywords: Ornament, Color, Harmonization, Perception, Georgian dress, Dominant color, Form, Cultural Heritage