Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 81 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 1, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.01.06 შრომის უსაფრთხოება, მოთხოვნები და რეალობა მერაბ ბარათაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბსტრაქტი სტატიაში წარმოდგენილია, შრომის უსართხოების მოთხოვნების არასათანადოდ დაცვის გამო მომხდარი უბედური შემთხვევების ზოგადი სტატისტიკა, მოტანილია სამშენებლო სექტორში საფრთხის შემცველი საქმიანობისას ჯანმრთელობის დაზიანების არსებითი ხასიათის საფრთხეები და მათი დადგომით გამოწვეული შედეგები. ამასთან განხილულია შრომის უსართხოების მიმართ, სავტომობილო გზების მშენებლობის ან და რეაბილიტაციისას დამოკიდებულების არასახარბიელო მაგრამ საყოველთაოდ გავრჩელებული რეალური შემთხვევები. წარმოდგენილია რეკომენდაციები არსებული სიტუაციის რეგულაციებსი მოთხოვნების შესაბამისად შეცვლის მიზნით საკვანძო სიტყვები: შრომის უსაფრთხოება, სიმაღლიდან ვარდნა, დენის ზემოქმედება, ხმაური, მტვერი, სხეულსი დაზიანება, სამშენებლო ნორმები, შრომის უსაფრთხოება და მისდამი უყურადღებო დამოკიდებულების გამო დამდგარი შემთხვევები ყოველთვის იქცევდა სამეურნეო საქმიანობით დაკავებული სხვა დასხვა პროფესიით დაკავებული საზოგადოებრივი ჯგუფების ყურადღებას და შემთხვევის ხასიათიდან და სიხშირიდან დამოკიდებულებით პროცესის შემდგომი განვითარების პრევინციის მიზნით ითხოვდა სათანადო დამოკიდებულებას. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახეობის სფეროში პროფესიული საქმიანობისას, მაგრამ დარგების მიხედვით შესაბამისი პროცესის და მისდამი არასათანადო დამოკიდებულების გამო დამდგარი შედეგების ანალიზი იძლევა იმის შესაძლებლობას არსებული რისკების და საფრთხეების მრავალფეროვნერბის გამო რომ სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხეობის ნორმების სტანდარტის გაუმჯობესება და მისი დაცვა საქმიანობისას უსაფრთხოების დაცვის და ადამიანების ჯანმრთებობის შენარჩუნების მიზნით განსაკუთრებულ ყუდაღებას იმსახურებს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 82 შესაბამისი ინსტიტუციების და მათ შორის შრომის საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება თუ რამდენად მნიშვნელოვანის სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გაფრთხილების თვალსაზრისით ამ დაკვირვებების სათანადო ანალიზით გაირკვა რომ სამშენებლო სექტორში ერთი ინცინდეტით გამოწვეული დაავადების სრულად განკურნება საშუალოდ 15 000 დოლარი ღირს. მსოფლიოს მასშტაბით სამრეწველო საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის 7-10% სამშენებლო სექტორში საქმიანობს. Business Insider შეფასებით აშშ - ში მშენებლობა შედის 15 ყველაზე მეტად საქმიანობებში. ამ სექტორზე მოდის მსოფლიოში საქმიანობისას დამდგარი ფატალური შემთხვევების რაოდენობა რომელიც რომელიც არანაკლებ წლიურად 60 000 უტოლდება. 2012 წელს აშშ-ში სამშენებლო სექტორში დაკავებული პესრონალის 3,7%-მა მიიღო სერიოზული ხასიათის საწარმოო ტრამვა, და ამასთან ყოველდღე სამშენებლო სეტორში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სამი ადამიანი ვერ ბრუნდებოდა სახლში გარდაცვალების გამო. რაც მრეწველობაში მომხდარი ანალოგიური შემთხვევბის 17%-ს შეადგენს. ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მაჩვენებლების შემცირებასთან დაკავშირებული საფრთხეები ორ კატეგორიად იყოფა: საფრთხე რომელიც იწვებს ჯანმრთელობის გაუარესებას და საფრთხე რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შემთხვევები. სამშენებლო მოედანზე ჯანმრთელობისა და ადამიანის სიცოცხლისთვის რისკის შემცველის საფრხეები იყოფა ჯგუფებად: 1.სიმაღლიდან ვარდნა; 2.სახსრების ტკივილის გამომწვევი საფრთხეები; 3.საყდენი აპარატის დაზიანება; 4.ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმთელობის პრობლემები; 5.მტვრის ზემოქმედების შედეგად დამდგარი ჯანმრთელობის გაუარესების შედეგები; 6.ხმაურის ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემები; 7.მანქანა დანადგარების სხვადასხვა ნაწილის ან და ხელის ინსტრუმენტების ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემები; 8.საქმიანობისას სამუშაოს შესრულების დროს სხეულის არახელსაყრელ მდგომარეობაში სისტემატიურად ყოფნის გამო გამოწვეული პრობლემები. 9.ხანძრით ან სხვა სტიქიით გამოწვეული პრობლემები; მიწის სამუშაოს შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების პრობლემები; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 83 10. ბულინგი და სტრესი სიმაღლიდან ვარდნასთანაა დაკავშირებული მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევების 10%. იმავე კვლებით დადგენილია რომ სიკვდილის შემთხვევბის 2% ელექტრო ძაბვის ზემომედებითაა გამოწვეული. ჯანმრთელობაზე სერიოზულ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს სხეულზე ფიზიკური სამუშაოების შესრულებისას მოქმედი სისტემატიური დატვირთვები. ჯანმრთელობის დაზიანების 25 % ზურგის ტკივილითაა გამოწვეული. მშენებლობაზე სხვადსხვა ხასითის სამუშაოების შესრულებისას ხმაურის განუწყვეტელი ხასიათის ნეგატიური ზემოქმედება სერიოზული პრობლემაა, რომელის სრული პრევინცია რიგ შემთხვევაში შეუძლებელია. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მშენებლობაზე წარმოქმნილი მტვერის ზემოქმედებისაგან დასაქმებულთა დასაცავად. ინერტული მასალის, ასფალტ ბეტონის დიდი სიჩაქარით მბრუნავი მჭრელი ელემენტების ზემოქმედებით წარმოქმნილი სასუნთქი გზების გავლით ფილტვებში მოხვედრილი მტვერი ქმნის დროის მოკლე მონაკვეთში მძიმე დაავადებების წარმოქმნის წინა პირობებს. საყურადღებოა ის ფაქტი რომ მიუხედავად შრომის უსაფრთხოების მიმართ გამკაცრებული მიდგომისა უამრავია ისეთი მაგალითი როცა სერიოზული სამუშაოების შესრულებისას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები არ აქცევენ შრომის უსართხოების ნორმების დაცვას სათანადო ყურადღებას. სურ.1. წარმოდგენილი მასალიდან ცხადი ხდება რომ სამუშაოს შესრულებისას პერსონალი არ იცავს სასუნთ გზებს სათანადო საშუალებით წარმოქმნილი მიკრო დისპერსიული მტვერისაგან თავის დაცვის მიზნით. ხშირია შემთხვევები როცა მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის ქუჩებში, სავაჭრო სივრცეების მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა მტვრის ზემოქმედების ქვეშ დასაქმებულთან ერთად ხვდება იქ ამ სამუშაოების შესრულებისას მყოფი ადამიანები. მტვერის ზემოქმედებით გამოწვეული ნეგატიური ხასიათის შედეგები იმ მასალაზე დამოკიდებული რომლის ამ ფორმით მექანიკური დამუსავება ხდება, თუმცა არსებობს აშშ-ში ასფალტბეტონის მწარმოებლებისა და მომხმარებლების 1959 წელს დარეგისტრირებული ასოციაცია, რომლის მიერ მრავალწლიანი კვლევების შედეგები რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს რომ ინერტული მასალის, ცემენტ ბეტონის და ასფალტბეტონის ფრეზებით და მჭრელი ინსტრუმენტებით დამუშავების შედეგად წარმოქმნილი მტვერის თუნდაც მცირე დოზები სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ფილტვების ჯანმრთელობას. გზების მშენებლობისას უსართხოდ სამუშაოების ჩატარებას Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 84 ხშირად ართულებს ის მდგომარეობა როცა სამუშაოები სრულდება გზის იმ უბნებზე სადაც არაა შეწყვეტილი სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა. დადგენილი ნორმებით ტრანსპორტი ასეთ დროს უნდა დაბალი სიჩქარით უნდა მოძრაობდეს სამუშაო უბნიდან სპეციალური შემზღუდველი საშუალებებით გამოყოფილ უბნებზე, მაგრამ როგორც რეალურ პროცესზე დაკვირვებით ცხადი ხდება, უბნებზე მათ შორის მაღალი ინტენსივობის საქალაქო ქუჩებზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და ისე რომ პერსონალი დაცული არაა ქუჩაში მოძრავი ტრანსპორტის ზემოქმედებისაგან და ხშირად სათანადო გამაფრთხილებელი ფერის მქონე შესაბამისი მოსაცმელითაც არაა შემოსილი. აქ მოყვანილია ცალკეული შემთხვევები ქალაქის მაღალი ინტენსივობის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოების დროსაა დაფიქსირებული, სამწუხაროა ის რომ ეს და ამის მსგავსი შემთხვევები გამონაკლისს აშკარად არ წარმოადგენს. ეს კი იმაზე მეტყველებს რომ შრომის უსაფრთხოების სფეროშო მოქმედი რეგულაციები, ხშირად რჩება პრაქტიკაში სათანადო ასახვას არ პოულობს და რის გამოც ძვირადღირებული პროექტის შემსრულებელი კომპანიები, მიუხედავად იმისა რომ კანონი მათგან ითხოვს სამშენებლო ნორმების მკაცრად დაცვას, ისინი თავს უფლებას აძლევენ სამუშაოები აწარმოონ შესაბამისი მოთხოვნების ნაწილობრივი დაცვით და ხშირად კი მისი სრული იგნორირებით. ასეთ პირობებში შრომის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება ვერ მოხერხდება, გამოსავალი კი მოქმედი ნორმების მიმართ ყველა შემსრულებელი კომპანიისაგან თანაბრად, მათ მოთხოვნების სრულად დაცვით შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 85 გამოყენებული ლიტერატურა: 1. Accident Patterns in Road Construction Work Zones Tariq Shehab, Ph.D California State University, Long Beach | shehab@csulb.edu Leah Phu, M.Sc. California State University, Long Beach 2. Occupational Health and Safety Status of Ongoing Construction Work in Patuakhali Science and Technology University, Dumki, Patuakhali Md. Mahmudul Hasan, Ruma Khanam, A. K. M. Mostafa Zaman, Md. Ibrahim. Journal of Health and Environmental Research 2017; 3(5): 72-83 http://www.sciencepublishinggroup.com/j/jher doi: 10.11648/j.jher.20170305.11 ISSN: 2472-3584 (Print); ISSN: 2472-3592 (Online) Labour Safety, Requirements And Reality Merab Baratashvili Akaki Tsereteli state university Abstract The article provides general statistics of accidents that occurred due to improper compliance with labor protection requirements, presents significant risks of harm to health when performing hazardous activities in the construction industry and the consequences of their occurrence. Along with this, unfavorable, but generally recognized real cases of attitudes towards labor protection during the construction or rehabilitation of roads are discussed. Recommendations are presented on changing the regulations of the current situation in accordance with the requirements Keywords: Occupational safety, falls from a height, the impact of electric current, stress, noise, dust, bodily injury, building codes,