Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ 5 N 1, 2023 114 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 1, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.01.10 ეუთოს ლეგიტიმაცია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ლაშა კანთელაშვილი პოლიტიკისა და უსაფრთხოების (ცენტრალური აზია) მაგისტრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორნატი. აბსტრაქტი წინამდებარე ნაშრომი თვალსაჩინო მაგალითებით კანონზომიერების სიბრტყეზე რელიეფურად გამოკვეთს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) კრიზისულ მდგომარეობას 2022-23 წლების რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. 21-ე საუკუნეში ეუთოს ლეგიტიმაციაზე სერიოზული კითხვები ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომმა გააჩინა, როდესაც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პირველად გამოიყენა სამხედრო ძალა მის საზღვრებს მიღმა ეუთოს მეორე წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. 2022-23 წლებში მიმდინარეობს ეუთოს ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორგანიზაციის ორ წევრ სახელმწფოს შორის, რაც ეუთოს მომავალს ბუნდოვანს ხდის. კვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნები ეყრდნობა ცნობილი ევროპული კვლევითი ცენტრების ბაზაზე არსებულ უახლესი კვლევითი ნაშრომების მიმოხილვას. პრობლემის მეცნიერული ძიებით იკვეთება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ დასავლურ-აღმოსავლური მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი პლათფორმა ეუთო იქნება, რაც თავის მხრივ ორგანიზაციას ლეგიტიმაციას შეუნარჩუნებს. საკვანძო სიტყვები: ეუთო, ლეგიტიმაცია, ორგანიზაციის მომავალი, რუსეთის გარიცხვა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკებმა დღის წესრიგში დააყენა ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ლეგიტიმაციის საკითხი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი 21-ე საუკუნეში იყო პირველი ომი ეუთოს ორ წევრ სახელმწიფოს შორის და ამავე დროს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო ძალის პირველი გამოყენება მის საზღვრებს მიღმა. ომში ეუთოს მოქმედების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ 5 N 1, 2023 115 შესახებ არსებული ლიტერატურა არაერთგვაროვანია. მკვლევართა და მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეუთომ მასზე დაკისრებული ფუნქცია- მოვალეობები სათანადოდ შეასრულა. ექსპერტთა მეორე ნაწილი ინტენსიურად ასაბუთებდნენ უმაღლეს პოლიტიკურ დონზე ეუთოს არაეფექტურობას. დაკვირვება ცხადყოფს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ეუთოსთვის პოლიტიკურ დონეზე იყო მარცხი. ორგანიზაციაში დომინანტ როლს რუსეთის ფედერაცია თამაშობდა. არ იქნა მიღებული ერთობლივი ეუთოს რეზოლუცია ომთან მიმართებაში. დიპლომატებისა და უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირთა მიერ კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია არ იქნა ადეკვატურად შეფასებული. ორგანიზაცია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა კონფლიქტური სიტუაციის მართვის მცდელობებში. ომი დაიწყო აგვისტოში რა დროსაც ეუთოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატები და ოფიციალური პირები შვებულებაში იმყოფებოდნენ და საქართველოში ეუთოს მისიის მიერ გაგზავნილი განცხადებები ვენაში არ იქნა სათანადოთ შეფასებული. აქედან გამომდინარე, გაჩნდა სერიოზული კითხვები ეუთოს, როგორც უსაფრთხოების ორგანიზაციის ლეგიტიმაციის შესახებ. 2022 წელს დაიწყო რუსეთ- უკრაინის ომი, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებს ეუთოს მომავლის შესახებ.64 2014 წლის შემდეგ დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაციამ ეუთოს რელევანტურობა კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და „დაძაბულობის შემცირების ნაცვლად, ის კონფლიქტის თეატრად იქცა.“65 არსებული მდგომარეობით ეუთო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის შემცირებას ვერ უზრუნველყოფს. ორგანიზაცია „პოლუსებს“ შორის ძირეული წინააღმდეგობრიობის და კონფრონტაციის სცენად გადაიქცა. „დასავლეთი“ დოკუმენტებში შეთანხმებულ პრინციპების დაცვაზე აპელირებს, რუსეთში მიიჩნევენ, რომ „სტატუს-კვო აღარ ასახავს საერთაშორისო იდეებს და ძალთა საერთაშორისო ბალანსს.“66 „დასავლური“ პოლიტიკური ელიტების დღის წესრიგში ეუთოს პლათფორმამ ვერ დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი, ამიტომ ეუთო რჩება განსხვავებული კონცეფციებით გახლეჩილ სისტემად. განსხვავებული მსოფლმხედველობა და მხარეების მიერ ერთმანეთის საფრთხედ აღქმა აცოცხლებს ტრადიციულ დასავლურ-აღმოსავლურ ანტაგონიზმს, რაც შეუძლებელს ხდის დიპლომატიური არხებით კრიზისების აღმოფხვრის მეთოდების ოპტიმიზაციას. სანქციებმა და კონტსანქციებმა ძირი გამოუთხარა „უსაფრთხოების საზოგადოების“ იდეის თანამედროვე გენეზისს და განვითარებას. ჰელსინკის და პარიზის ქარტიის პრინციპების „განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ეუთოს პარალიზება მოახდინა.“67 ორგანიზაციაზე ყოველთვის ნეგატიურად აისახებოდა ნაციონალისტი და პოპულისტი ლიდერების სკეპტიციზმი, ბიუჯეტის შემცირება და ბოიკოტი რიგ საკითხებზე, თუმცა 2022 64 Lasha Kantelashvili, “How has the 2008 Russia-Georgia War Affected the OSCE Security Model,” MA Thesis, 2018, 74. 65 Matthias Dembinski and Hans-Joachim Spanger, Pluralistic Peace: NewPerspectives for the OSCE?, IFSH (ed.), OSCE Insights 9/2021 (Baden-Baden: Nomos, 2022), 174, https://rb.gy/vpjoo0. 66 იქვე, 179. 67 იქვე, 179. https://rb.gy/vpjoo0 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ 5 N 1, 2023 116 წლის რუსეთ-უკრაინის ომმა ფასეულობების გადაფასება და რეცეფციული სოციუმის ცნობიერებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ჩნდება ლეგიტიმური კითხვები: აქვს თუ არა მომავალი ეუთოს? გაირიცხება თუ არა რუსეთი ორგანიზაციიდან? 2025 წელს ეუთოს დაარსებიდან 50 წელი სრულდება და სამეცნიერო-პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა მოლოდინები არსებობს ორგანიზაციის მიმართ. კვლევისთვის ღირებულ დეტალებს ამჟღავნებს ფრენკ ევერსისა და არგირო კარწონაკის ნაშრომი, რაც მოიცავს რამდენიმე ავტორის კვლევის შედეგების შეჯამებას ეუთოს მომავლის შესახებ მთავრობების პერსპექტივიდან. ავტორთა უმეტესობა სხვადასხვა დროს მთავრობისთვის მუშაობდა, თუმცა უმეტესწილად მთავრობების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი.68 ავტორთა დასკვნები ეყრდნობა მთავრობის და ეუთოს ოფიციალურ პირებთან ინტერვიუებს და გამოუქვეყნებელ მასალებს. დენიელ ჰამილტონი აშშ-ზე კვლევისას აცხადებს, რომ კონგრესი ჰელსინკის კომისიის მეშვეობით მუდმივად თანამშრომლობს ეუთოსთან. აშშ აქტიურად უჭერს მხარს ეუთოს საველე მისიებს. კონფლიქტების მართვისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ეუთო აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ბაიდენის ადმინისტრაცია გარკვეულ ნაბიჯებს დგამს აშშ-ეუთოს თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, განსაკუთრებით კიბერ საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციებს ეუთოს მიმართ განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ. ჯორჯ ბუშის ყურადღება მიპყრობილი იყო 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ არასტაბილურ საერთაშორისო ვითარებასა და ერაყის ომზე. პრეზიდენტიის ადმინისტრაციის სტრატეგიულ ხედვებში ეუთოს როლი უმნიშვნელო იყო. ბარაკ ობამა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა აშშ-ის ურთიერთობას ეუთოსთან. დონალდ ტრამპმა ეუთოს ძირითადი პრინციპების შინაარსობრივი რელევანტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მისი განვითარების ახლებური ხედვა განსაზღვრა. ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ გამოვიდა 1992 წლის ღია ცის ხელშეკრულებიდან რასაც უნდა უზრუნველეყო სამხედრო აქტივობების გამჭვირვალობა. მიდგომები შეიცვალა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. ეუთო იქცა მნიშვნელოვან მექანიზმად რასაც შეეძლო რუსეთის უკანონო ქმედებების მონიტორინგი და გარკვეულწილად შეკავება.69 ამერიკელ დიპლომატებს თავის მხრივ კარგად აქვთ გააზრებული ეუთოს როლი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში აღმოცენებული არაერთგვაროვანი, მრავალგანზომილებიანი საფრთხეების განეიტრალების საქმეში. პრიმაკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (IMEMO) და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის ანდრეი ზაგორსკის კვლევით, რუსეთი ეუთოს წლების განმავლობაში აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ორგანიზაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ზღუდავდა საველე მისიების მოქმედების დიაპაზონს. მისივე შეფასებით „მოსკოვი წლების განმავლობაში ცდილობდა ეუთო-ს 68 Frank Evers, and Argyro Kartsonaki (eds.), The Future of the OSCE: Government Views, OSCE Insights 5/2021, Special Issue (Baden-Baden: Nomos, 2022), 63, https://rb.gy/9kedio. 69 იქვე, 70. https://rb.gy/9kedio Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ 5 N 1, 2023 117 ტყვეობაში ყოფნას კონსენსუსის წესის მკაცრი გამოყენების გზით.“70 რუსეთი ეუთოს განიხილავს როგორც რუსეთ-დასავლეთის გაუარესებული ურთიერთობებიდან მომდინარე ზიანის შემცირების მექანიზმს.71 თანამედროვე არაპროგნოზირებადი საერთაშორისო სისტემის პირობებში, განსაკუთრებით ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, ეუთოს რეგიონში მოხდა ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტების სერიოზული დაღღვევები. ისტორიული სინამდვილე ააშკარავებს ორგანიზაციის საკვანძო პრინციპების უგულვებელყოფის ფაქტებს დაწყებული 1999 წლიდან, როდესაც ნატომ დაბომბა იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა. იმავე წელს მიმდინარეობდა პუტინის ომი ჩეჩნეთში. დამფუძნებელი პრინციპების და ნორმების დარღვევის მაგალითებია ასევე 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 2014 წლის ყირიმის ანექსია და სამხედრო აგრესია 2014 და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ.72 ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითების გათვალისწინებით ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - აქვს თუ არა ორგანიზაციას მომავალი? ამერიკული ინსტიტუტის, ვილსონის ცენტრის მკვლევარი და აშშ-ს საგარეო სამსახურის გადამდგარი ოფიცერი, რომელიც ორჯერ მუშაობდა ეუთოს მისიის ხელმძღვანელად მოლდოვაში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში CSCE-ს საქმეთა კოორდინატორად, უილიამ ჰილი ამბობს, რომ „მიუხედავად ასეთი ეჭვებისა, ეუთოს შეიძლება ჰქონდეს მომავალი, თუმცა უფრო მოკრძალებული და საკამათო.“73 ევროპელი დიპლომატები მსჯელობდნენ თუ სად გაიმართებოდა ეუთოს 50 წლისთავი 2025 წელს, თუმცა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ყველა ექსტრემალურ სიტუაციაში ჩააყენა. ჩნდება კითხვები - რამდენად შესაძლებელია რუსეთის დელეგაციის გვერდით მოლაპარაკების მაგიდაზე ჯდომა და უნდა დარჩეს თუ არ რუსეთი ორგანიზაციის წევრად? ამ მასშტაბის ომი ევროპის ორ დიდ სახელმწიფოს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდგედ არ ყოფილა. ამ მასშტაბის ომი არ ყოფილა არც ეუთოს ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში ორგანიზაციის ორ წევრ სახელმწიფოს შორის. ამერიკელი პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის ეუთო ასოცირდება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ორგანიზაციად და ისინი სვამენ კითხვებს თუ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი აშშ-მ ეუთოს, როდესაც მისი წევრი არის რუსეთის ფედერაცია რომელიც უხეშად არღვევს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს.74 ზოგიერთი პოლიტიკოსი მხარს უჭერს ორგანიზაციიდან რუსეთის გაძევებას. ეუთოს შექმნის მთავარი მიზანი აღმოსავლეთ- დასავლეთს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა იყო და თუ რუსეთი ორგანიზაციის წევრი არ იქნება მისი არსებობის საკვანძო მიზანს აზრი ეკარგება. მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში ეუთო როგორც ორგანიზაცია გაქრება. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ეუთოს დღის წესრიგი გადაიხედება და გარკვეული საკითხები გამოირიცხება განსახილველი სიიდან. აქედან გამომდინარე, რუსეთი უნდა დარჩეს ეუთოს წევრად და ეუთომ უნდა 70 იქვე, 77. 71 იქვე, 70. 72 Mette Eilstrup-Sangiovanni, “The OSCE in Crisis: Five Lessons from the League of Nations,” in OSCE Insights, eds. Cornelius Friesendorf and Argyro Kartsonaki (Baden-Baden: Nomos, 2023), 9, https://rb.gy/9kedio. 73 William H. Hill, The OSCE Approaching Fifty: Does the Organization Have a Future?, Cornelius Friesendorf and Argyro Kartsonaki (eds.), OSCE Insights 1/2022 (Baden-Baden: Nomos, 2023), 1, https://rb.gy/kaltt6. 74 იქვე, 2. https://rb.gy/9kedio https://rb.gy/kaltt6 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ 5 N 1, 2023 118 მოახერხოს მის წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთნდობის გაზრდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს და ექსპერტს გაუჭირდა იმის წარმოდგენა რომ რუსეთის ფედერაცია შეიძლება იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ორგანიზაციის წევრი, თუმცა ისტორიული მაგალითებით დასტურდება, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ადრე თუ გვიან გამონახავენ საერთო ენას და დაიწყებენ რუსეთთან შინაარსობრივ ლაპარაკს მთელ რიგ პრობლემურ საკითხებზე. მაგალითად, 1972 წელს, „საბჭოთა კავშირის მიერ „პრაღის გაზაფხულის“ ჩახშობიდან ოთხ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და სსრკ-მ ხელი მოაწერეს ანტიბალისტიკური რაკეტების შეთანხმებას და სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებას.“75 უილიამ ჰილი მიიჩნევს, რომ „მიუხედავად მძაფრი მტრობისა, რომელიც გამოიწვია რუსეთის შეჭრამ და უკრაინის წინააღმდეგ ომმა, ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული იმის წარმოდგენა, თუ როგორ და როდის შეიძლება განახლდეს უფრო ფართო პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან.“76 ამ შემთხვევაში ეუთოს როლი უნმიშვნელოვანესი იქნება, რადგან სწორედ ეუთო გახდება დასავლურ-აღმოსავლური დიალოგის წარმართვის ადგილი და ურთიერთობების აღდგენის მექანიზმი. ეუთო თვითონ ვერ იქნება რუსეთ-უკრაინის ომში შუამავალი რადგან ორგანიზაცია ზედმეტად დიდი და მრავალფეროვანია. უელტერ კემპი, რომელიც 2018 წლიდან 2020 წლამდე იყო ეუთოს გენერალური მდივნის ოფისში სტრატეგიული პოლიტიკის მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი და ამჟამად ასწავლის ვენის დიპლომატიურ აკადემიანში, ეუთოს შესახებ დაწერილ ნაშრომში ორგანიზაციის სტრატეგიაზე საუბრისას იშველიებს ამერიკელი ბეისბოლისტის იოგი ბერას გამონათქვამს, რომ „თუ არ იცი სად მიდიხარ, საბოლოოდ სხვაგან აღმჩნდები.“ მისი შეფასებით, ეს პრინციპი ზუსტად ერგება ეუთოს სტრატეგიულ მიზნებს და განსხვავებით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ეუთომ ვერასოდეს შეძლო გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმულირება და განხორციელება.77 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ იყო მცდელობა მომხდარიყო თანამშრომლობის და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება. ამ მიზნით დაიწყო არაფორმალური მოლაპარაკებები, ე.წ. „კორფუს პროცესი.“ 2010 წელს ასტანაში მიიღეს დეკლარაცია „უსაფრთხოების საზოგადოების“ შექმნის შესახებ, რაც მოიცავდა უსაფრთხოების განუყოფლობის იდეის განხორციელებას, თუმცა ეუთოს ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობისა და უთანხმოების გამო იდეებმა პრაქტიკული განხორციელება ვერ ჰპოვა. კემპის ხედვით „თითქმის ყველა ეროვნულ ადმინისტრაციას, კომპანიას და რეგიონულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სტრატეგიული პოლიტიკის ან პოლიტიკის დაგეგმვის განყოფილება.“78 მაგალითისთვის, ევროკავშირს აქვს მრავალი სტრატეგიული გეგმა. 2022 წლის დასაწყისში ევროკავშირმა დაიწყო „სტრატეგიული კომპასის“ შემუშავება-განხორციელება. 2022 წლის მადრიდის სამიტზე ნატომ გამოსცა ახალი სტრატეგიული კონცეფცია. მათ შორის 75 იქვე, 7. 76 იქვე, 7. 77 Walter Kemp, Ending Up Somewhere Else: The Need for Strategy in the OSCE, Cornelius Friesendorf and Argyro Kartsonaki (eds.), OSCE Insights 2/2022 (Baden-Baden: Nomos, 2023), 2, https://rb.gy/66wgdx. 78 იქვე, 6. https://rb.gy/66wgdx Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ 5 N 1, 2023 119 რეგიონალურ ორგანიზაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში აქვთ გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები. 2013 წელს „აფრიკულმა კავშირმა“ მიიღო 50 წლიანი სამოქმედო გეგმა და აქვს დღის წესრიგი 2063. გაერო ეუთოზე 3-ჯერ მეტ წევრ სახელმწიფოს აერთიანებს და მასაც კი აქვს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები შემუშავებული. ჩნდება კითხვა - რატომ არ აქვს სტრატეგია ეუთოს? უოლტერ კემპის აზრით ამის მიზეზი „ფანტაზიის ნაკლებობაა.“79 უფრო მეტიც, „ეუთო მუდმივად ორიენტირებულია შიდა საქმეებზე, პროცედურულ საკითხებსა და ბიუჯეტზე.“80 რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ეუთოს ამ ეტაპზე შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მთავარი მიზანი - გადარჩენა და ლეგიტიმაციის შენარჩუნება. 2022 წლის 24 თებერვლის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ შეაჩერა ეუთოს საველე ოპერაციები უკრაინაში. უფრო მეტიც, რუსეთისა და „დასავლეთის“ ზოგიერთ ქვეყნას შორის ანტაგონიზმმა ხელი შეუწყო ეუთოს ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე დაპირისპირებას. ვენაში დიპლომატები შეშფოთებულები არიან რადგან შესაძლოა დაპირისპირების ამ ხარისხით ვერ მოხდეს ორგანიზაციის სრულფასოვანი ფუნქციონირება და საფრთხე დაემუქროს ეუთოს ძირითად საველე თუ სხვა ტიპის ოპერაციების წარმატებით განხორციელებას.81 ეუთოში გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსის წესის პრინციპის გათვალისწინებით რუსეთი მუდმივად ცდილობს მთელ რიგ საკითხებზე ვეტოს უფლების გამოყენებას, რაც უფრო მეტად იწვევს ორგანიზაციის პარალიზებას. მსგავსი სცენარების გაგრძელების შემთხვევაში არაა გამორიცხული რუსეთმა თვითონ იპოვოს მისთვის ხელსაყრელი დრო და დატოვოს ეუთო. ეუთო, მიუხედავად მრავალი წინაღობისა, დადებით ფუნქციურ როლს ასრულებს მრავალი პრობლემური საკითხის ინოვაციური გზებით მოგვარების საქმეში. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის საქმეში ეუთოს რეგიონში. ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისარი (HCNM) ხელს უწყობს უმცირესობების პოლიტიკურ ინტეგრაციას და ეთნიკურ კონფლიქტებში დიპლომატიური გზების უალტერნატივობის იდეის დამკვიდრებას. ევროპაში ნდობისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ ვენის დოკუმენტი „საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, სხვა საკითხებთან ერთად, დააკვირდნენ ერთმანეთის სამხედრო წვრთნებსა და აქტივობებს.“82 რა შედეგებითაც არ უნდა დამთავრდეს რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთს და „დასავლეთს“ მოუწევს თანაარსებობა და ერთმანეთთან დიალოგი. ომის დამთავრების შემდეგ პრიორიტეტული იქნება მოლაპარაკებების გამართვა საერთაშორისო შეთანხმებების შესრულებაზე აპელირებით რაშიც ეუთოს როლი არსებითია. შემდგომ თვეებსა და წლებში რუსეთი მთელ რიგ საკითხებზე ისარგებლებს ვეტოს უფლებით, რაც გამოიწვევს ეუთოს უფრო მეტად პარალიზებას. მსგავსს სცენარს შესაძლოა მოჰყვეს ეუთოს საველე მისიების დახურვა. იმ შემთხვევაში თუ „დასავლეთი“ იპოვის 79 იქვე, 6. 80 იქვე,6. 81 International Crisis Group, Special Brifing N9, “Seven Priorities for Preserving the OSCE in a Time of War,” 22 Novenmer, 2022, https://rb.gy/oqjiul. 82 იქვე. https://rb.gy/oqjiul Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ 5 N 1, 2023 120 რუსეთთან საერთო ენის გამონახვის გზებს ეუთოს რელევანტურობა გაიზრდება და ორგანიზაციის დადებითი როლი მსოფლიო უსაფრთხოების დაცვის საქმეში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ასევე ეუთომ უნდა შეძლოს და დაეხმაროს უკრაინას მრავალი მიმართულებით და განალაგოს საველე მისია. რუსეთ-უკრაინის ომმს აქვს შორსმიმავალი შედეგები, რაც ჯერ კიდევ არაა ხილული. ახლოვდება 2025 წელი როდესაც უნდა აღინიშნოს ეუთოს დაარსების 50 წლისთავი, რისთვის განსაკუთრებით ემზადება 2025 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ფინეთი. არსებული სკეპტიციზმის მიუხედავად ეუთოს აქვს პოტენციალი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს რუსეთ-დასავლეთის დაძაბული ურთიერთობები განმუხტვის საქმეში და რამდენადმე უზრუნველყოს ეუთოს რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების შენარჩუნება. ბიბლიოგრაფია 1. Dembinski, Matthias and Hans-Joachim Spanger, Pluralistic Peace: NewPerspectives for the OSCE?, IFSH (ed.), OSCE Insights 9/2021 (Baden-Baden: Nomos, 2022), https://rb.gy/vpjoo0. 2. Eilstrup-Sangiovanni, Mette, “The OSCE in Crisis: Five Lessons from the League of Nations,” in OSCE Insights, eds. Cornelius Friesendorf and Argyro Kartsonaki (Baden- Baden: Nomos, 2023), https://rb.gy/9kedio. 3. Evers, Frank, and Argyro Kartsonaki (eds.), The Future of the OSCE: Government Views, OSCE Insights 5/2021, Special Issue (Baden-Baden: Nomos, 2022), https://rb.gy/9kedio. 4. H. Hill, William, The OSCE Approaching Fifty: Does the Organization Have a Future?, Cornelius Friesendorf and Argyro Kartsonaki (eds.), OSCE Insights 1/2022 (Baden-Baden: Nomos, 2023), https://rb.gy/kaltt6. 5. International Crisis Group, Special Brifing N9, “Seven Priorities for Preserving the OSCE in a Time of War,” 22 Novenmer, 2022, https://rb.gy/oqjiul. 6. Kantelashvili, Lasha, „How has the 2008 Russia-Georgia War Affected the OSCE Security Model,” MA Thesis, 2018. 7. Kemp, Walter, Ending Up Somewhere Else: The Need for Strategy in the OSCE, Cornelius Friesendorf and Argyro Kartsonaki (eds.), OSCE Insights 2/2022 (Baden-Baden: Nomos, 2023), https://rb.gy/66wgdx. https://rb.gy/vpjoo0 https://rb.gy/9kedio https://rb.gy/9kedio https://rb.gy/kaltt6 https://rb.gy/oqjiul https://rb.gy/66wgdx Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ 5 N 1, 2023 121 Legitimacy of the OSCE in light of the Russia-Ukraine War Lasha Kantelashvili Master of Arts in Politics and Security (Central Asia), PhD candidate at Caucasus International University Abstract The present work with the classic examples on the surface of regularity evidently illustrates a dangerous situation of the Organization for Security and Cooperation in Europe (OSCE) in the light of the 2022- 23 Russia-Ukraine war. Serious questions concerning the legitimacy of the OSCE in the 21st century have been raised by the 2008 Russia-Georgia war when Russia used military force outside its borders for the first time after the collapse of the Soviet Union against another OSCE participating state. In 2022-23, a large-scale confrontation between the two participating states in the half-century history of the OSCE is taking place which makes the future of the OSCE obscure. The conclusions drawn as a result of the research are based upon the review of the latest research works on the basis of the well- known European research centers. The scientific quest of the problem reveals that after the end of the Russia-Ukraine war the OSCE will serve as one of the main platforms for Western-Eastern negotiations which, in turn, would preserve the organization's legitimacy. Key words: The OSCE, Legitimacy, Future of the Organization, Exclusion of Russia.