Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 274 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 1, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.01.24 კულტურული ელიტა: ეროვნულ–პოლიტიკური იდენტობის ფორმირების აქტორი ავთანდილ ტუკვაძე1, აკაკი აბზიანიძე2, ელენე გელაშვილი3 1თსუ ასოცირებული პროფესორი; 2სეუს პროფესორი; 3თსუ ასისტენტ პროფესორი აბსტრაქტი კულტურული ელიტა რთული სტრუქტურული ელემენტებისგან შედგება და თვითეული მათგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეროვნული კულტურის და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში; ნებისმიერი რეჟიმი ცდილობს ხელისუფლებასთან ახლოს იყოლიონ ინტელიგენცია, მეცნიერებისა და კულტურის გამორჩეული წარმომადგენლები, მიანიჭონ მათ ნაწილს გარკვეული პრივილეგიები, რათა უზრუნველყონ ხელისუფლებების ლეგიტიმაციის იდეოლოგიური დასაბუთება; მაგრამ განსხვავებულია მათი როლი, ავტონომიურობის ხარისხი, დემოკრატიებსა და ავტორიტარულ სახელმწიფოებში: განსაკუთრებული მისია აკისრია კულტურულ ელიტებს გლობალიზაციის ეპოქაში და ეკონომიკურად სუსტ პატარა სახელმწიფოში, როგორც საქართველოა, რომელსაც დიდი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომის გარეშე არ შეუძლია სუვერენიტეტის შენარჩუნება და ატარებს ცალსახა დასავლურ კურსს (სხვა არჩევანს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა არ უტოვებს), იზიარებს ლიბერალურ ღირებულებებს, ნებით თუ უნებლიეთ ფართოდ უხსნის კარს კოსმოპოლიტური მასობრივი კულტურის შემოდინებას, რაც ახალი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე აყენებს კულტურულ ელიტას: ერთი მხრივ, ინტელექტუალური ელიტა მოწოდებულია შემოქმედებითად აითვისოს და გაამდიდროს ეროვნული მეცნიერებისა და კულტურის სფეროები გლობალიზაციის პერიოდში წარმოშობილი ახალი პროგრესული იდეებით, სამეცნიერო ტექნიკური მიღწევებით, მეორე მხრივ, მხოლოდ ლიბერალური ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორიენტირები, საფრთხეს უქმნის ეროვნულ ფასეულობებს, უნიკალურ თვითმყოფად კულტურას, ამიტომ, ჰუმანიტარულმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს ეროვნული პოლიტიკური იდენტობის, ტრადიციების, კულტურის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება: პოლიტიკური ელიტები, პარტიები ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის ფასეულობებზე უნდა იდგეს, როგორც ეს არის დასავლურ დემოკრატიებში. საკავანძო სიტყვები: კულტურული ელიტა, ინტელექტუალური, ჰუმანიტარული ეროვნული, იდენტობა, პოლიტიკური, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 275 შესავალი ელიტიზმის კლასიკოსის ვილფრედო პარეტოს მოძღვრების მიხედვით ელიტა წარმოიქმნება საზოგადოებრივი ცხოვრების სამ სფეროში პოლიტიკურში, ეკონომიკურსა და ინტელექტუალურში წარმატებული, რჩეული, საუკეთესო ინდივიდების გამოყოფით, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს თავიანთი საქმიანობის პროცესში. დღეისათვის გლობალიზაციამ განაპირობა მეცნიერების, კულტურის, პოლიტიკური, ეკონომიკური სფეროების სწრაფი განვითარება–დიფერენცია; ელიტა რთული სტრუქტურული ელემენტებისგან შედგება და თვითეული მათგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი განვითარების პროცესში: პოლიტიკური ელიტა სოციალური სტრუქტურის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია და შეუძლებელია საზოგადობის ფუნქციობა მის გარეშე, პოლიტიკური ელიტები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ისტორიაში; თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებებში მნიშვნელოვანი როლი აკისრია ეკონომიკურ– ბიზნეს ელიტას, რაც ტრანსეროვნული კორპორაციების წილის ზრდის დინამიკაში ჩანს და გამოხატვას შრომის საერთაშორისო დანაწილებასა და საერთო ბაზრის ფორმირებაში და რაც მთავარია არასახელმწიფოებრი აქტორების გავლენის ზრდაში პოულობს; მთელ რიგ ქვეყნებში განუზომელია სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის და შესაბამისად სამხედრო ელიტის გავლენა პოლიტიკური რეჟიმის ხასიათზე და ამის დადასტურებას წარმოადგენს რუსული აგრესია უკრაინაში; კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებსაც მკაცრი იერარქიული სტრუქტურა გააჩნიათ ნეგატიურ როლს თამაშობენ ეროვნულ (ამის სამწუხარო გამოცდილება ქართული სინამდვილეა, როდესაც 80–იანი წლების მეორე ნახევარში განხორციელდა კრიმინალების პოლიტიზაციის და პოლიტიკოსების კრიმინალიზაციის ჯაბასეული რეფორმა), რეგიონალურ და ზოგჯერ მსოფლიო პოლიტიკაში. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კელტურულ, ინტელექტუალურ ელიტას ერად ქმნადობის, სულიერი კულტურის ჩამოყალიბების, ქვეყნის მოდერნიზაცია– დემოკრატიზაციის პროცესში; კულტურული ელიტა ყველაზე ახლოსაა და შეესაბამება ელიტის ტერმინის ეტიმოლოგიურ (საუკეთესო, რჩეული) მნიშვნელობას და მისი შეფასება შეიძლება ღირებულებითი, ფასეულობითი მიდგომის საფუძველზე, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ ელიტას, განსაკუთერებით პოსტსაბჭოთა ელიტებს, მხოლოდ ფუნქციონალური მოდგომით, ალტიმეტრიული კვლევის საფუძველზე არის შესაძლებელი მათი ანალიზი. ისტორიის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პოლიტიკური ელიტების განსაზღვრა მხოლოდ ხელისუფლერივი იერარქიის უმაღლეს საფეხურებზე დგომითა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი (დადებითი ან უარყოფითი) გადაწყვეტილებების მიღების უნარით, ფუნქციით იყო შესაძლებელი; ამ გაგებით ელიტა მხოლოდ ფუნქციაა (ამიტომ უწოდებდა მას პოლიტიკურ კლასს მოსკა), იერარქიის უმაღლეს საფეხურზე დგომაა და უმაღლესი თანამდებობრივი პოზიციის დაკარგვის შემდეგ მისგან არაფერი რჩება, მაგრამ ამავე დროს, ელიტა პირველ რიგში, საუკეთესოს, რჩეულს, ხარისხს, თვისებრიობას ნიშნავს და ამ კრიტერიუმს ფასეულობითი შეფასების მეთოდით მხოლოდ კულტურული ელიტა, საზოგადოების ინტელექტუალური, სულიერ სფეროში გამორჩეული Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 276 ადამიანების ერთობლიობა აკმაყოფილებენ და ფუნქციურ მიდგომასთან წინააღმდეგობაში მოდის; ნამდვილი ელიტა პირველ რიგში სულიერი ელიტაა, რომლებიც ახდენენ ახალი იდეების, ღირებულებების გენერირებას, ამკვიდრებენ ზოგად საკაცობრიო ღირებულებებს: თუ ვაღიარებთ ხელისუფლებრივი დიფერენციაციის კონცეფციას, უფრო კონკრეტულად, ხელისუფლებას, რომელიც ეფუძნება ძალის ლეგიტიმურად გამოყენების სამართლებრივ უფლებას და განვასხვავებთ ხელისუფლებისგან, რომელიც ეფუძნება რწმენას, მაშინ პირველს განეკუთვენება პოლიტიკური ელიტა, მეორეს კულტურული ელიტა: სამართლის ნორმა არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქციონირებული ქცევის წესი, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით (მხოლოდ ხელისუფლებას აქვს მისი გამოყენების ლეგიტიმაცია) ან დარწმუნებით (რასაც უზრუნველყოფს კულტურული ელიტა). ინტელექტუალური ელიტა ყოველთვის იყო პროგრესული იდეების კატალიზატორი და სულის ჩამდგმელი. ინტელექტუალური ელიტის როლი ეროვნულ–სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცესში პოლიტიკური ელიტის და კულტურული, ინტელექტუალური ელიტის შედარების თვალსაზრისით საინტერესო მოსაზრება აქვს ფრანგ სოციალისტ–უტოპისტს სენ–სიმონს (1760–1825), როელიც წერს: დავუშვათ საფრანგეთმა დაკარგა 50 საუკეთესო ფიზიკოსი, 50 საუკეთესო ქიმიკოსი, 50 საუკეთესო ფიზიოლოგი, 50 საუკეთესო მათემატიკოსი, 50 საუკეთესო პოეტი, 50 საუკეთესო მწერალი, 50 საუკეთესო ხელოსანი და ა.შ. მათი დაკარგვით ერი გახდება უსულო სხეული...მაგრამ თუ დაკარგავს მეფის ძმას და სხვა მმართველებს (პოლიტიკურ ელიტას–ხაზი ჩვენია), მინისტრებს, ყველა სახელმწიფო მრჩეველებს, კარდინალებს, არქიეპისკოფოსებს და ა. შ. მაშინ ადამიანებს გაუჩნდებათ შეცოდების, სიბრალულის გრძნობა მაგრამ საფრანგეთის სახელმწიფო ამით არ განიცდის არავითარ პოლიტიკურ უბედურებას; მოგვიანებით გუსტავ ლებონი იზიარებს სენ–სიმონის შეხედულებას და წერს, რომ ელიტის გაქრობა გამოიწვევს მოცემული ხალხის გაქრობას ისტორიის ასპარეზიდან. ა. ტუკვაძე (1998) გვ 50. ხალხის კულტურულ ერთობად, ერად ფორმირების, და პოლიტიკური თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცესში განუსაზღვრელია ინტელექტუალური, კულტურული ელიტის როლი; შესაძლებელია გავიზიაროთ სენ–სიმონის, ლებონის, სმიტის, მეინეკეს და სხვა მკვლევარების შეხედულებები და აღვნიშნოთ: გარკვეული აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ გამოჩენილი ადამიანების ერთობლიობა ქმნის ნაციონალური თვითშეგნებას და პოლიტიკური იდენტობას, ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ნაყოფია ერის კულტურულ ერთობად ფორმირება–წამოუდგენელია ვისაუბროთ ქართველ ერზე უძველესი დამწერლობის, განვითარებული სალიტერატურო ენის, ბაგრატის, სვეტისცხოვლის, გელათის, ალავერდის, პეტრე იბერის, შოთა რუსთაველის, ბექა და ბეშქენ ოპიზრების „ხახულის ხატის“, ბექა აღბუღას, ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნების, მართლმადიდებლური რწმენისა და ზნეობის მქადაგებელი საეკლესიო მოღვაწეების პეტრე იბერის, გრიგოლ ხანცთელის, გიორგი ათონელის, გაბრიელ ქიქოძის, ილია მეორის, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 277 მწერლების და პოეტების ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაქტიონ ტაბიძის, კოსტანტინე განსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, ვაჟა–ფშაველას, ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ნოდარ დუმბაძის, მეცნიერების ივანე ჯავახიშვილის, ივანე ბერიტაშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, ანდრია რაზმაძის, ვიქტორ კუპრაძის, აკაკი შანიძის, გია დვალის, თამაზ გამყრელიძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ქორეოგრაფების, ქართული ცეკვების დიდოსტატების ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის, ქართული ხალხური სიმღერების ვირტუოზი შემსრულებლების ჰამლეტ გონაშვილის, ანზორ ერქომაიშვილის, თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, რობერტ სტურუას (სპექტაკლების „კავკასიური ცარცის წრის“ და „რიჩარდ მესამის“), რამაზ ჩხიკვაძის, უშანგი ჩხეიძის, აკაკი ხორავას, სესილია თაყაიშვილის, ნატო ვაჩნაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, თენგიზ აბულაძის, ელდარ შენგელაიას, მოჭადრაკეების ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის გარეშე: ბევრი ცნობილი ადამიანი არაა დასახელებული, რომელთა როლი განუზომელია ქართველი ხალხის ერად ქმნადობის პროცესში; და ბოლოს, ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, განვითარება შენარჩუნების პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა დიდმა ქართველმა მეფეებმა და გამორჩეულმა პოლიტიკურმა, საეკლესიო და საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა. ერის კულტურულ ერთობად ფორმირებაში ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურის გამოჩენილ წარმომადგენლების როლის ანალიზი, მიზეზ–შედეგობრივი კავშირის კონკრეტიზაცია, დეტერმინიზმის გამოხატულებაა და ბევრ შეზღუდულობას შეიცავს, მაგრამ მიგვაჩნია საკითხის უკეთ გააზრებისათვის შესაძლებელია სენ–სიმონისეული მიდგომის დაკონკრეტებული ვარიანტის გამოყენება: ასეთი მიდგომა ნიშნავს ფრიდრიხ მეინეკეს შეხედულების გაზიარებას, ერების დეფინიციას ორ კატეგორიად, კულტურულ და სახელმწიფო ნაციებად, როცა ერთ შემთხვევაში კულტურულ ერთობად, ერის იდენტობის განმსაზღვრელი სულიერი ღირებულებებია (ბუნებრივია ამ ფასეულობების შემქმნელი კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები), ხოლო მეორე შემთხვევაში სახელმწიფოებრიობა, სუბიექტუნარიანობა, კონსტიტუცია და სუვერენიტეტია სახელმწიფო ერის განმსაზღველი. განათლებისა და კულტურის მნიშვნელობა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და სახელმწიფობრივი მშენებლობის პროცესში პირველმა გააცნობიერა ილია ჭავჭავაძემ, ივანე ჯავახიშვილმა და სხვა ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა: ილია ჭავჭავაძემ მოგვცა ინტელექტუალური ელიტის იერარქიული საფეხურების დეფინიცია და გამოყოფს ზოგად, ერის, თემის, გვარის, ოჯახის კაცებს და აკონკრეტებს მათ მმართველობის ფუნქციებს: „უკეთესნი და უდიდესნი მოქმედნი ერისა ხომ სხვა არ არიან რა, თუ არ ერის გულინადებისა და წყურვილის გამომომეტყველნი და განმხორციელებელნი, ქმნიან ისტორიას...მათი მეოხებით და ღვაწლით, –წერს ილია 1888 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „დავით აღმაშენებელი,–ვცხოვრობთ დღესა და ვსულმდგმულობთ“ ილია ჭავჭავაძე (1990) გვ 2–3, ხოლო ივანე ჯავახიშვილი 1906 წელს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „ზნეობრივი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 278 მოძღვრების ისტორია საქართველოში“, წერს: “ხალხს ხომ თავისთავად გზის გაგნება არ შეუძლიან. იგი გრძნობს მხოლოდ, რომ წინანდელი ეხლა გამოუსადეგარია, მაგრამ რა ცვლილება უნდა მოხდეს და როგორი ამის ძალღონე მას არ აქვს“...სწორედ ბედნიერია ის განათლებული წრეები ხალხისა, რომელთაც შეუძლიათ ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ და სწორედ, გონიერ და ნაყოფიერ გზაზე დააყენონ“...წინადაც ყოველთვის და ყოველგან ასე ყოფილა, რომ ერის მოძრაობისათვის გარკვეული მიმართულება განათლებულ წრეებს მიუნიჭებიათ, ასევე უნდა იყოს ჩვენშიც“– დაასკვნის დიდი ისტორიკოსი გაზეთი. „ივერია“ (1906) № 10,11, 12. ივანე ჯავახიშვილმა თავისი თვალსაზრისის რეალიზაციის მიმართულებით ცნობილ ქართველ მეცნიერებთან და საზოგადო მოღვაწებთან ერთად დაარსა ქართული უნივერსიტეტი, რომელსაც უნდა მოემზადებინა ინტელექტუალური კადრები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ეროვნული კულტურის აღორძინებას. კულტურულ ელიტის ცნება მოიცავს მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროებს და ისინი განსხვავებულ ზეგავლენას ახდენენ საზოგადობრივ ცხოვრებაზე და პირველ რიგში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე; ფუნდამენტალური მეცნიერების წარმომადგენლები დიდ როლს თამაშობენ ეკონომიკაში, სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის განვითარებაში, ჰუმანიტარული ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები ქმნიან, ავითარებენ ახალ ზნეობრივ, ესთეტიკურ ღირებულებებს, განსახიერებენ ეროვნული კულტურის მდიდარ ტრადიციებს, ზრუნავენ ეროვნული სულიერი ღირებულებების შენარჩუნებაზე და შემოქმედებითად ითვისებენ მსოფლიო კულტურის მიღწევებს; ამიტომ იყო, რომ საბჭოთა რეპრესიები უპირატესად შეეხო ჰუმანიტარულ ინტელიგენციას, რადგანაც თავისუფლებისაკენ სწრაფვა ყველაზე მეტად მათ მოღვაწეობაში იკვეთებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ფაქტობრივად მნიშვნელოვნად შეიზღუდა ზუსტი და საბუნისმეტყველო მეცნიერებების განვითარება, რადგანაც მათზე მოთხოვნილება აღარ არსებობდა ეკონომიკურად გაპარტახებულ, პატარა და სუსტ სახელმწიფოში; დაიწყო გონის გადინების პროცესი, რაც ნიშანდობლივია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. დღეისათვის, გლობალიზაციის ეპოქაში, პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მფლობელები, პოლიტიკური მიმოხილველები, პოლიტიკური შოუს ორგანიზატორები, ხელისუფლების და ოპოზიციის პროპაგანდისტები და ამის მაგალითად საქართველო გამოდგება, სადაც პარტიულმა ტელევიზიები განსაზღვრავენ პოლიტიკის დღის წესრიგს. საბჭოთა პერიოდში ინტელიგენციის განადგურებამ, ქვეყნიდან განდევნამ, მისი სტატუსის შესუსტებამ და ცხოვრების დონის დაცემამ გამოიწვია არა მარტო ინტელექტუალური ელიტის დეგენერაცია, არამედ აგრეთვე საზოგადოების დეგრადაცია და ფართოდ გაეხსნა კარი მასობრივი კულტურის შემოდინებას, ხოლო კულტურული ელიტის ნაწილი კონტრელიტად იქცა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 279 კულტურული ელიტის მოწოდება არ არის ის, რომ ხელისუფლების ოპონირებით იყოს დაკავებული, არამედ მისი მთავარი მიზანია აამაღლოს საზოგადოების სულიერი პოტენციალი, ჩამოაყალიბოს იდეები და დასახოს მისი რაციონალური გადაწყვეტის გზები. კულტურული ელიტა სოციალური მოქმედებების, მათ შორის რევოლუციების მნიშვნელოვანი სუბიექტია, იგი იდეოლოგიურად ასაბუთებს ცვლილებების აუცილებლობას; მხოლოდ ნიჭით დაჯილდოებულ ერთეულებს, აქტიურ უმცირესობას შეუძლია მაღალი ორგანიზებულობის გამოვლენა და საზოგადოებისთვის იმპულსის მიცემა გარკვეული მიმართულებით. ინტელექტუალური, მეცნიერული ელიტის დიფერენცირება ხდება ტექნოკრატიულ და ჰუმანიტარულ ელიტებად; პირველი გამოდის სოციალური ცნობიერების რაციონალიზაციის პროგრამით, რაც ინდუსტრიული საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა. მე–20 საუკუნის 60–80 წლებში პოლიტიკურ ელიტაში გაჩნდა მოთხოვნა ტექნიკურ განათლებაზე და გარკვეული აზრით გაძლიერდა მენეჯერული ელიტის ხელისუფლებრივი პოზიციების დაკავების ალბათობა; ტექნოკრატებზე მოთხოვნა დამახასიათებელია ინდუსტრიული საზოგადოების აპოლოგეტებისთვის, ხოლო ჰუმანიტარული კულტურული ელიტა პოსტინდუსტრიული, საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადობებს ახასიათებთ; ჰუმანიტარული ელიტის მნიშვნელოვანი ამოცანაა საზოგადოების დაცვა პოლიტიკური ელიტის ექსპანსიისგან– გადააქციონ ხელისუფლების ქმედებების იდეოლოგიური გამართლების ისტრუმენტად, რაც ინტელიგენციის ხარისხის დაცემას და მათ ფუნქციონირებად გადაქცევას გამოიწვევს. პრივილეგირებული საბჭოთა ინტელიგენცია ინტელიგენციისა და საბჭოთა ხელისუფლების ურთიერთობები რთულად ვითარდებოდა. განსაკუთრებით პრობლემები შეიქმნა საწყის ეტაპზე, როცა გააქტიურდა ე. წ. „პროლეტკულტელები“, რომელთა საქმიანობის ძირითადი ამოცანა იყო კაპიტალისტური მემკვიდრეობის ამოძირკვა საზოგადობრივი ცნობიერებიდან და პირველ რიგში ისინი დაუპირისპირდნენ ძველ ინტელიგენციას და სურდათ სწრაფად, რევოლუციური მეთოდებით ჩაენაცვლებინათ ახალი კადრებით; სამოქალაქო ომის პერიოდში აშკარა გახდა, რომ მეფის დროინდელი სამხედრო ელიტის გამოყენების გარეშე მარცხი გარდაუვალი იყო; ყოველივე მთელი სიგრძე სიგნით გააცნობიერა ლენინმა (მიუთითებდა, რომ „სოციალიზმი იმ აგურებისგან უნდა ავაშენოთ, რომელიც კაპიტალიზმმა დაგვიტოვა“), სტალინმა სხვა საბჭოთა ლიდერებმა და ფაქტობრივად მუხლზე დაჩოქილები ეხვეწებოდნენ საზღვარგარეთ გაქცეულ მეფის გენერლებს, ბურჟუაზიულ სპეციალისტებს დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში, პირდებოდნენ პრივილეგიებს, უსაფრთხოებას და შედეგმაც არ დააყოვნა ისინი ქვეყნის პატრიოტები იყვნენ და კარგად ესმოდათ, რომ იუდენიჩის, ვრანგელის, დენიკინის, პოლონელების და სხვათა აგრესია რუსეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნიდა; მათ უზრუნველყვეს სამოქალაქო ომში გამარჯვება, ასევე დიდია მათი დამსახურება მეორე მსოფლიო ომში და რაც მთავარია ახალი სამხედრო კადრების და ინტელიგენციის ჩამოყალიბების პროცესში: მემკვიდრეობითობის პრინციპის უარყოფა განვითარების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 280 დიალექტიკური პრინციპის დარღვევაა და ნებისმიერი ხელისუფლების დაღუპვის მიზეზი ხშირად გამხდარა ისტორიაში (მაგალითებად, გამსახურდიას, სააკაშვილის ხელისუფლებები გამოდგება): განვითარების პროცესში, ჰეგელის თანახმად მოიხსნება ის რაც ძველია და აბრკოლებს ახლის წარმოშობას, ხოლო შეინახება, რაც ახალია ძველში; დიდმა ფილოსოფოსმა ეს პროცესი მოხსნა–შენახვის კატეგორიის ცნებით ახსნა. ბოლშევიკები ვარაუდობდნენ, რომ ახალი, საბჭოთა ინტელიგენცია, რომელიც ლოიალობას ავლენდა ხელისუფლებასთან, მალე ჩაანაცვლებდა ძველ კადრებს; ახალი ინტელიგენციის რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა, გამოიკვეთა წინააღმდეგობა ძველ და ახალ კულტურის მოღვაწეებს შორის: ძველი კადრები „იდეოლოგიურ სიმყარეს“ მოკლებული იყვნენ, მაგრამ წარმოადგენდნენ თავისი საქმის პროფესიონალებს, ხოლო ახალი ინტელიგენცია „იდეოლოგიურად უზრუნველყოდა“ ქვეყნის ხელისუფლების საქმიანობის გამართლებას, თუმცა პროფესიონალიზმის სფეროში ბევრად ჩამორჩებოდნენ მეფის დროინდელ ინტელექტუალებს, რომელთა დიდმა ნაწილმა მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშროლობა არჩია და სამაგიეროდ მიიღო ნომენკლატურის შიგნით დაკანონებული პრივილეგიები. ფაქტობრივად კულტურული ელიტის ძალისხმევით უზრუნველყოფილი იქნა წარმატებები ინდუსტრიალიზაციის, ეკონომიკური გარდაქმნების, საყოველთაო წერა– კითხვის მიღწევის და სოციალისტური რეალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული–საბჭოთა ლიტერატურის და ხელოვნების ჩამოყალიბება განვითარების მიმართულებით. ინტელიგენციას მოეთხოვებოდა რეჟიმის ლეგიტიმაციის იდეოლოგიური გამართლება, კლასობრივი ინტერესების პირველადობის დასაბუთება, სოციალისტური იდეალებისათვის ერთგულება. პარტია და მთავრობა ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები არ ქმნიდნენ მატერიალურ დოვლათს, ისინი არ არიან დამოუკიდებელი კლასები და მათი ამოცანა არის მოემსახუროს მმართველ ძალას, ხალხს, მაგრამ თუ ინტელექტუალები მიზნად დაისახავდნენ დამოუკიდებელი ინტერესების რეალიზებას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ხალხთან მაშინ მათი ქმედება დასჯადია და არის საფუძველი რეპრესიების; ასეთი ლოგიკით მსჯლობა ამართლებდა ინტელიგენციის წინააღმდეგ რეპრესიებს, რომელიც ხშირად ხალხის მიერ იყო მხარდაჭერილი: ინტელიგენციისა და მოსახლეობის ნაწილს გულწრფელად ჯეროდა და წამდა უკლასო საზოგადოებისა და სოციალური თანასწორობის უტოპიური კომუნისტური იდეალების და რეპრესირებულ ადამიანებს „ხალხის მტრებად“, „სამშობლოს მოღალატეებად“ აღიქვამდნენ. ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმი ცდილობს მოიპოვოს კულტურული ელიტის მხარდაჭერა და ამაში ერთი შეხედვით საშიში არაფერია, მაგრამ განსხვავებულია ინტელექტუალური ელიტის როლი, სტატუსი, ავტორიტარულ და დემოკრატიული რეჟიმების დროს; საბჭოთა პერიოდში, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოში არსებობდა კომუნისტური პრივილეგირებული ინტელიგენცია, რომლის რიგებში გაერთიანებული იყვნენ უმაღლესი სასწავლებლების რექტორები (ისინი შევარდნაძის კონსულტატის სტატუსს ფლობდნენ), გამოჩენილი მეცნიერები, პროფესორ–მასწავლებლები, მწერლები, პოეტები, ხელოვნებისა და კულტურის ცნობილი წარმომადგენლები; მათი პრივილეგირებული მდგომარეობა გამოხატულებას პოულობდა აგარაკების, პრესტიჟულ უბნებში საცხოვრებელი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 281 ფართების, საზღვარგარეთ მოგზაურობაში (ხშირად პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში), მანქანებით უზრუნველყოფაში, ზოგიერთი მათგანის მაღალ პარტიულ და სამეურნეო თანამდებობების დაკავებაში, სამედიცინო მომსახურებასა და ყოფითი პრობლემების სწრაფ მოგვარებაში; ფაქტობრივად ნომენკლატული ელიტის ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობდნენ, რომელიც საბჭოთა პარტიულ, კომკავშირულ და სამეურნეო ელიტებს გააჩნდათ; თავის მხრივ პრივილეგირებულ ინტელიგენციას ევალებოდა რეჟიმის ლეგიტიმაციის იდეოლოგიური გამართლება და ისინი სისტემის ფუნქციონერებად იქცნენ. ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, უკომპრომისო ბრძოლა დაიწყო კომუნისტური მემკვიდრეობის წინააღმდეგ, რომელიც ერთი მხრივ შეეხო ნომენკლატურული ელიტას, ისინი სახელმწიფოებრივი მმართველობის საკნონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და მეორე მხრივ, პრეზიდენტი დაუპირისპირდა კომუნისტურ პრივილეგირებულ ინტელიგენციას და რაც მთავარია წინააღმდეგობაში მოვიდა ეროვნული მოძრაობის ზომიერ ფრთასთან, რომელთა შემოქმედებითმა მოღვაწეობამ ფასდაუდებელი როლი ითამაშა დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გზაზე; ყოფილი დისიდენტი ზვიად გამსახურდია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრეზიდენტის რანგში კვლავ დისიდენტური, შეურიგებელ რიტორიკას აგრძელებდა და თავისი უკომპრომისო დამოკიდებულებას ავლენდა არა მარტო კომუნისტური ფუნქციონირების, ეროვნული მოძრაობის დამსახურებულ პიროვნებების, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიმართ და მათ პრივილეგირებულ–კომუნისტურრ ინტელიგენციასთან ერთად „კრემლის აგენტებად“, „სამშობლოს მოღალატეებად“ მოიხსენიებდა; ფაქტობრივად, გამსახურდიას პიროვნებამ, იდეოლოგიურმა ორიენტირებმა საგარეო პოლიტიკურმა პრიორიტეტებმა რუტინიზაცია არ განიცადა, რადგანაც ქვეყანაში არ არსებობდა ინსტიტუტები და პრეზიდენტი იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის გამაერთიანებელი იდეოლოგიით დაკავებულიყო, კვლავ უკომპრომისობისა და შეურიგებელი, დისიდენტური ღირებულებების მატარებლად დარჩა; კომუნისტურმა ინტელიგენციამ არა მარტო პრივილეგირებული მდგომარეობა დაკარგა, არამედ შეექმნათ საფრთხე პოლიტიკური რეპრესიების, რადგანაც პრეზიდენტის გარშემო გაერთიანდა მწერლების, პოეტების, ლიტერატურისა ხელოვნების საშუალო დონის მოღვაწეები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის მობილობის ლიფტს ამოყვნენ და მათ გააჩაღეს ცილისწამებისა და დაპირისპირების კამპანია ცნობილი მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ, რომელთა ბრალეულობა კომუნისტურ რეჟიმთან ლოიალურ დამოკიდებულებაში მდგომარეობდა; პრივილეგირებულმა კომუნისტურმა ინტელიგენციამ, ეროვნული მოძრაობის ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იდეოლოგიურად მოამზადეს სახელმწიფო გადატრიალება და ხალხის მიერ კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და საფუძველი დაედო სამოქალაქო ომსა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევას: პრივილეგირებულმა ინტელიგენციამ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან ერთად ვერ გაითავისა ეროვნულ–სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა და უაღრესად ნეგატიური როლი ითამაშა ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 282 ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ხელისუფლებაში მოვიდა ნეონომენკლატურა, რომელიც ძირითადათ დაკომპლექტებული იყო ყოფილი პარტიული ფუნქციონირებით და კომუნისტური მემკვიდრეობა სრულად იქნა შენარჩუნებული; კვლავ აქტუალური გახდა პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენციის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, რომელთა ნაწილმა, ცნობილმა ისტორიკოსებმა, მწერლებმა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ათი წლის წინ (1983) მხარი დაუჭირეს გეორგიევსკის ტრაქტატის შევარდნაძისეულ ინტერპრეტაციას: როგორც ცნობილია რუსეთთან შეერთების სტალინური ინტერპრეტაცია „მცირე ბოროტება“ თავის დროზე გაიზიარა ქართველი ისტორიკოსების დიდმა ნაწილმა და სახელმძღვანელოებშიც გაჩნდა ჩანაწერი, რომ რუსეთთან შეერთებით ერი ფიზიკეურ განადგურებას–დიდი ბოროტებას გადაურჩა, ხოლო რუსეთთან შეერთებით ფიზიკური არსებობა შეინარჩუნა, მაგრამ დაკარგა სახელმწიფოებრიობა, რაც „მცირე ბოროტება“ იყო (ერები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, საკუთარი დამწერლობა, განვითარებული სალიტერატურო ენა, გარკვეული რაოდენობა, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური მდებარეობისა არ ქრებიან, მით უმეტეს მეცხრამეტე საუკუნეში ეს გამორიცხული იყო და ამის მაგალითს ისტორია არ იცნობს). შევარდნაძის აზრით, შეერთება მცირე ბოროტებასაც არ წარმოადგენდა და ამ შეფასებას პრივილეგირებული ინტელიგენციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის ცნობილმა ისტორიკოსებმაც მხარი დაუჭირეს (თუმცა კრემლმა კვლავ „მცირე ბოროტების“ სტალინური შეფასება დატოვა). ნეონომეკლატურლი ელიტის მმართველობის დროს პრივილეგირებული ინტელიგენცია „კომუნისტური რეჟიმის ინერციით“ უჭერდა მხარს მმართველ ძალას, რადგანაც მათი პრივილეგირებული მდგომარეობა ფაქტობრივად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა– ხელისუფლებას მწირი რესურსები გააჩნდა და ქვეყანამ 2002 წელს არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსი მიიღო; ქვეყანამ გადალახა ჰუმანიტარული კატასროფის ეტაპი, მიიღო კონსტიტუცია, საერთაშორისო აღიარება, ჩამოყალიბდა ინსტიტუტები, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დასაძლევად: ნეონომეკლატურული ელიტა ჩაერთო კორუფციაში, საერთაშორისო ფონდების გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, გაუმჭვირვალე იყო პრივატიზაციის პროცესი, ყოფილი კომუნისტური ხელისუფლების ფუნქციონირები სრული უუნარონი აღმოჩნდნენ ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების მმართვის პროცესში, რადგანაც მათი მმართველობითი კულტურა გეგმაზომიერ ეკონომიკასა და საშემსრულებლო უნარ–ჩვევებზე იყო გათვლილი; რეალური საფრთხის წინაშე დადგა ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მატერიალური კულტურის ძეგლების, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ფიზიკური არსებობის შენარჩუნების საკითხი. ლიბერალებიზმი თუ კონსერვატიზმი? შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა აუცილებელი გახდა, ქვეყანა განუკითხაობისა და კორუფციის ჭაობში ჩაეფლო: ხელისუფლებაში მოვიდა მოქალაქეთა პარტიის შიგნით „პრეზიდენტის ერთგული“ და აქტიური მხარდამჭერი ელიტა მიხეილ სააკაშვილის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 283 მეთაურობით, რომლიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯით და საზოგოებრივი მხარდაჭერით სარგებლობდა; გარდამავალი პერიოდში მხოლოდ სააკაშვილს და მის გარშემო გაერთიანებულ „პროდასავლურ ავტორიტარულ“ ელიტას გააჩნდა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე ერთდროული მხარდაჭრა ქვეყნის შიგნით და გარეთ; მიხეილ სააკაშვილის რეფორმების შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (თუმცა სოციალური გარანტიების გარეშე), ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება, კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებული იყო. თუმცა, ეს პოლიტიკური კაპიტალი 2007–2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ სრულად გაანიავა, ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა ინტელექტუალური პოტენციალი, სოციალ– ეკონომიკური გარდაქმნის კონცეფცია, და ავტორიტარიზმის ინსტიტუციური გაფორმებისა და პოლიტიკური რეპრესიების გზას დაადგა; 2003–2012 წლებში, საქართველოს ისტორიაში ითქვა ყველაზე მეტი ტყუილი და გაიცა ცრუ დაპირებები (შემოკლებული იქნა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების ვადები, ავტორტარული რეჟიმი დემოკრატიის შუქურად გააპიარეს, წაგებული ომი ქვეყნის წარმატებად გაასაღეს და სხვა); „ყველა ამ მახასიათებლის ერთობლივ შედეგს პოლიტიკური შიზოფრენია წარმოადგენდა, წერს სტივენ (სტეფენ) ფ. ჯონსი, რომელიც ერთი მსრივ, ფასადებითა და ფანტაზიებით და მეორე მხრივ, რეალობებით და აჯანყებებით ხასიათდებოდა..ამ სისტემის ორმაგი ხასიათი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ეკონომიკაში.“ სტივენ ფ. ჯონსი (2013) სააკაშვილმა გამსახურდიას მსგავსად დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა კომუნისტურ, კორუმპირებულ ინტელექტუალურ ელიტას –კულტურის ყველა სფეროში; კვლავ აღადგინა ინტელიგენციასთან და პარტიულ ფუნქციონირებთან მიმართებაში მანკიერი კომუნისტური „მტრის ხატის“ მოდელირების პრაქტიკა და იმდენად შორს წავიდა ამ მიმართულებით, რომ პროფესორ–მასწავლებლების, კულტურის მოღვაწეების (გარდა რეჟიმის აქტიური მხარდამჭერებისა) დამამცირებელი იარლიკებით მოხსენიება დაამკვიდრა პოლიტიკურ ლექსიკონში; ინტელიგენციის დიდი უმრავლესობის ბრალეულობა მხოლოდ ასაკი იყო 50 წელს იყვნენ გადაცილებულები; დამკვიდრდა ნეობოლშევიკური აზროვნების ელემენტები: წარმატებებს მხოლოდ 2003 წლიდან აითვლიდნენ და კულტურის სხვადასხვა სფეროში დაიწყო ნაციონალური პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერებით ჩანაცვლება; განათლებისა და კულტურის სფეროდან სხვადასხვა მიზეზებით განიდევნა ინტელექტუალური ელიტის გამორჩეული წარმომადგენლები და ფაქტობრივად დიდი დანაკლისი განიცადა ეროვნული კულტურის განვითარებამ; სააკაშვილი მემკვიდრეობის უარყოფის მიმართულებით კიდევ უფრო შორს წავიდა დაუპირისპირდა ეროვნულ ტრადიციებს, მართლმადიდებლობას (თუმცა მხარდამჭერ სამღვდელოებას პრივილეგირებულ მდგომარეობას უქმნიდა), უფროს თაობას, მოინდომა ხალხის მენტალიტეტის შეცვლა, ცალსახა დასავლურ–ლიბერალურ ღირებულებებზე, ორიენტაციაზე დაფუძნებული სახელმწიფოს, „ევროპული სინგაპურის“ მშენებლობა აქცია იდეალად. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და განსაკუთრებით პარტიული ელიტები ცალსახა დამოკიდებულებას ავლენენ იდეოლოგიური და საგარეო–პოლიტიკური Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 284 პრიორიტეტების მიმართ (რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის აგრესიული პოლიტიკა პოლიტიკურ ელიტას სხვა არჩევანას არ უტოვებს): დემოკრატიულობა და პროდასავლური კურსი გაიგივებულია ლიბერალიზმის ფასეულობებთან და მმართველი, ოპოზიციური ელიტები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო ზედმიწევნით ასრულებს ევროკავშირის და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს: ფაქტობრივად ქვეყნის დამოუკიდებლობის გასაღები გარეთაა გატანილი და სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირის, ნატოს, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო აქტორებზე გახადეს დამოკიდებული; ერთი შეხედვით პატარა და მცირე სახელმწიფოს სხვა გამოსავალი არ აქვს; ამას ემატება ქართველების გაევროპელების ისტორიული გრძნობა, „უცხოს ბაძის“ მენტალიტეტი, ქართული ხასიათის საპირისპირო პოლუსებზე გარდასახვა, პოლიტიკური პლურალიზმის სიმცირე და საბოლოო ჯამში პოლიტიკური სპექტრის მკვეთრი და საშიში პოლარიზაცია. გლობალიზაციის ეპოქაში განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მხოლოდ ლიბერალურ იდეოლოგიურ ღირებულებებზე დაფუძნებული მცირე ერების იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება; გლობალიზაცია აძლიერებს მასობრივი, კოსმოპოლიტური კულტურის ელემენტების შემოდინებას ქვეყანაში, რაც წაბაძვაზე ორიენტირებული კულტურის სეგმენტებს ზრდის ეროვნულ ცნობიერებაში–ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ტრადიციულ, მართლამადიდებლურ ეროვნული იდენტობის გამომხატველ ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოდის მხოლოდ ლიბერალიზისათვის მხარდაჭერა; ასევე, არანაკლებ, საშიშროება მომდინარეობს, მხოლოდ კონსერვატიზმის, ტრადიციულ– მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, რაც ფაქტობრივად კარჩაკეტილობას, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ–კულტურული, ეკონომიკური პროგრესიდან გარიყვას და ეკონომიკურ კრახს გამოიწვევს. ილია ჭავჭავაძემ ასი წლის წინათ გაითავისა „უცხოს ბაძის“, დასავლური ღირებულებების მექანიკურად გადმოღების საშიშროება და აშშ–ის, ბრიტანეთის და სხვა დემოკრატიების შედარებითი ანალიზის საფუძველზე დაასკვნა–ლიბერალი უნდა კონსერვატორებდეს და კონსერვატორი ლიბერალობდეს, უფრო კონკრეტულად, ქვეყანაში დემოკრატია, პოლიტიკური სპექტრი ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული; მხოლოდ ასეთი მიდგომა შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს და ეროვნულ სახელმწიფოებრივ იდენტობას, რომელიც აქტიურად დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე. პოლიტიკური და კულტურული ელიტების იდეოლოგიური და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ხელს უწყობს საზოგადოებრივ ცნობიერებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ენერგომატარებლების საქართველოზე გავლა შეავსებს ბიუჯეტს, ნატო უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, ევროკავშირი,ევროპის საბჭო ეუთო დაიცავს ადამიანის უფლებებს და ა.შ. ფაქტობრივად, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ უზრუნველყოფილ ცხოვრებას; ბუნებრივია, ხალხი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი თავის იმედი, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 285 ვერასოდეს ვერ ააშენებს სუვერენულ სახელმწიფოს და ვერ შედგება, როგორც პოლიტიკური ერი; ეროვნული იდენტობის, სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე მთელი სიგრძე სიგანით გააცნობიერა კათალიკოს პატრიარქმა, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომ მხოლოდ სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებამ, საკუთარი ეროვნული პოტენციალის მოიმედოობამ (თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ დიდი ძალისხმევა მოახმარა „საკუთარი თავის მოიმედოობის“ ლიბერალური კონცეფციის ჩამოყალიბებას) შეიძლება გადაგვარჩინოს; “სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეოპოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდნენ როგორც ხელისუფლება, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია...ეს ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების გარანტიაა,“ ამავე დროს პატრიარქი ხაზს უსვამს საგარეო ფაქტორების გამოყენების აუცილებლობას. „კვირის პალიტრა“ (2009) წლის 20–26 აპრილი; ვეთანხმები ახალგაზრდა მკვლევარს ნ. აბესაძეს, რომელიც სადისერტაციო ნაშრომში, „მართლმადიდებელი ეკლესია-თანამედროვე ქართული ეროვნულ-პოლიტიკური იდენტობის ფორმირების აქტორი“, მიუთითებს ინსტიტუციური ვაკუუმისა და პოლარიზების პირობებში ეკლესიისა და პატრიარქის როლი განსაკუთრებით გამოკვეთილია, რასაც უცხოელი პოლიტოლოგები და პოლიტიკური აქტორებიც კი აღიარებენ, რომ დიდია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის როლი კონსენსუალური პოლიტიკური კულტურის, ეროვნული თანხმობის და პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის პროცესში. ნ. აბესაძე (2022) გვ 28. ამრიგად, კულტურული ელიტა, ერის ინტელექტუალური ნაწილი, საზოგადოებრივი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნული კულტურის და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში; ავტორიტარული და დემოკრატიული რეჟიმები ცდილობენ ხელისუფლებასთან ახლოს იყოლიონ ინტელიგენცია, მეცნიერებისა და კულტურის გამორჩეული წარმომადგენლები, მიანიჭონ მათ ნაწილს გარკვეული პრივილეგიები, რათა უზრუნველყონ ხელისუფლებების ლეგიტიაციის იდეოლოგიური დასაბუთება; მაგრამ განსხვავებულია მათი როლი, ავტონომიურობის ხარისხი და მნიშვნელობა დემოკრატიზაციისა და პოლიტიკური მოდერნიზაციის პირობებში. განსაკუთრებული მისია აკისრია კულტურულ ელიტებს გლობალიზაციის ეპოქაში და ეკონომიკურად სუსტ პატარა სახელმწიფოში, როგორც საქართველოა, რომელსაც დიდი სახელმწიფოების თანადგომის გარეშე არ შეუძლია სუვერენიტეტის შენარჩუნება და ატარებს ცალსახა დასავლურ პოლიტიკას, იზიარებს ლიბერალურ ღირებულებებს, ნებით თუ უნებლიეთ ფართოდ უხსნის კარს მასობრივი კულტურის შემოდინებას, რაც ახალი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე აყენებს კულტურულ ელიტას: ინტელექტუალური ელიტა ერთი მხრივ მოწოდებულია შემოქმედებითად აითვისოს და გაამდიდროს ეროვნული მეცნიერებისა და კულტურის სფეროები გლობალიზაციის პერიოდში წარმოშობილი ახალი პროგრესული იდეებით, სამეცნიერო ტექნიკური მიღწევებით, და მეორე მხრივ, ჰუმანიტარულმა ელიტამ უნდა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 286 უზრუნველყოს ეროვნული იდენტობის, ტრადიციების, კულტურის იდენტობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება. გამოყენებული ლიტერატურა ა. ტუკვაძე (1998) პოლიტიკური ელიტა გვ 50. ილია ჭავჭავაძე (1990) დავით აღმაშენებელი, გვ 2–3. ივანე ჯავახიშვილი (1906) ზნეობრივი მოძღვრების ისტორია საქართველოში გაზეთი „ივერია“ № 10,11, 12. სტივენ ფ. ჯონსი (2013) დემოკრატია საქართველოში. http.//www. cicerofoundation.org / legtures/ Stephen Jones Georgia.pdf „კვირის პალიტრა“ (2009) წლის 20–26 აპრილი იხ სრულიად საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე. ნ. აბესაძე (2022) მართლმადიდებელი ეკლესია-თანამედროვე ქართული ეროვნულ- პოლიტიკური იდენტობის ფორმირების აქტორი, ავტორეფერატი სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. გვ 28. Cultural elite: an actor in the formation of national-political identity Avtandil Tukvadze1, Akaki Abzianidze2, Elene Gelashvili3 1TSU associate professor; 2GNU professor; 3TSU assistant professor Abstract The cultural elite consists of complex structural elements and itself plays an important role in the process of formation and development of national culture and the thinking in the interest of state; Any regime seeks to bring the intelligentsia, prominent representatives of science and culture closer to power, to provide some of them with certain privileges in order to provide an ideological justification for the legitimacy of power; but their role, the degree of autonomy are different in democracies and authoritarian states: a special mission is entrusted to cultural elites in the era of globalization and in such an economically weak small state as Georgia, which can not maintain its sovereignty without the support of large states and international organizations and pursues an unequivocal Western course (another choice - Russia's aggressive policy does not leave), shares liberal values, willy-nilly opens the door wide open for the influx of cosmopolitan mass culture, which poses new challenges and problems for the cultural elite: on the one hand, the intellectual elite is called upon to creatively absorb and Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 287 enrich the areas of domestic science and culture, new progressive ideas emerging in the period of globalization, scientific and technological achievements, on the other hand, political orientations based only on liberal values pose a threat to national values, a unique independent culture, therefore, the humanitarian elite must ensure the preservation and further development of national political identity, traditions, culture: political elites, parties must stand on the values of liberalism and conservatism, as is customary for Western democracies. Key words: cultural elite, intellectual, humanitarian, national, identity, political, liberalism, conservatism. Культурная элита: актoр формирование национально-политической идентичности Автандил Туквадзе1, Акакий Абзианидзе2, Елена Гелашвили3, 1доцент ТГУ; 2профессор SEU; 3асисстент-проф ТГУ Аннотация Культурная элита состоит из сложных структурных элементов и сама играет важную роль в процессе формирования и развития национальной культуры и государственного мышления; Любой режим стремится приблизить к власти интеллигенцию, выдающихся представителей науки и культуры, предоставить некоторым из них определенные привилегии, чтобы обеспечить идеологическое обоснование легитимности власти; Но их роль, степень автономии различны в демократиях и авторитарных государствах: особая миссия возложена на культурные элиты в эпоху глобализации и в таком экономически слабом маленьком государстве, как Грузия, которое не может сохранить свой суверенитет без поддержки крупных государств и международных организаций и проводит однозначный западный курс (другой выбор — Агрессивная политика России не оставляет), разделяет либеральные ценности, волей-неволей открывает настежь двери для притока космополитической массовой культуры, которая ставит новые вызовы и проблемы перед культурная элита: с одной стороны, интеллектуальная элита призвана творчески поглощать и обогащать области отечественной науки и культуры новыми аннотация Культурная элита состоит из сложных структурных элементов и сама играет важную роль в процессе формирования и развития национальной культуры и государственного мышления; Любой режим стремится приблизить к власти интеллигенцию, выдающихся представителей науки и культуры, предоставить некоторым из них определенные привилегии, чтобы обеспечить идеологическое обоснование легитимности власти; Но их роль, степень автономии различны в демократиях и авторитарных государствах: особая миссия возложена на культурные элиты в эпоху глобализации и в таком экономически слабом маленьком государстве, как Грузия, которое не может сохранить свой суверенитет без поддержки крупных государств и Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 288 международных организаций и проводит однозначный западный курс (другой выбор — Агрессивная политика России не оставляет), разделяет либеральные ценности, волей-неволей открывает настежь двери для притока космополитической массовой культуры, которая ставит новые вызовы и проблемы перед культурная элита: с одной стороны, интеллектуальная элита призвана творчески поглощать и обогащать области отечественной науки и культуры новыми возникающими в период глобализации прогрессивными идеями, научно-техническими достижениями, с другой стороны, политическими ориентациями, основанными только на либеральных ценностях представляют угрозу национальным ценностям, уникальной независимой культуре, следовательно, Гуманитарная элита должна обеспечить сохранение и дальнейшее развитие национальной политической идентичности, традиций, культуры: политические элиты, партии должны стоять на ценностях либерализма и консерватизма, как это принято в западных демократиях. Ключевые слова: культурная элита, интеллектуальная, гуманитарная, национальная, идентичность, политическая, либерализм, консерватизм.