Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 49 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 2, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.07 ბარეტის საყლაპავის სიმსივნისწინარე და სიმსივნური პროცესების პროლიფერაციული აქტივობის შეფასება AGNOR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით პაატა მეშველიანი1, გია დიდავა2, გია თომაძე3, შოთა კეპულაძე4, გიორგი ბურკაძე5 1თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Phd სტუდენტი; 2თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 3თბილისის სახელმწიგო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზოგადი ქირურგი; 4თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Phd სტუდენტი; ექიმი პათოლოგანატომი; 5თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მოლეულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; აბსტრაქტი საყლაპავის კარცინომა წარმოადგენს სიხშირით მერვე ავთვისებიან დაავადებას და სიმსივნესთან ასოცირებული სიკვდილიანობის მეექვსე მიზეზს მსოფლიო მასშტაბით. აშშ-ს მონაცემებით საყლაპავის კარცინომების უმეტესობას შეადგენს ადენოკარცინომები. საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომების ინციდენტობა ყოველწლიურად მცირდება, ხოლო ადენოკარცინომების რაოდენობა კი ბოლო სამი-ოთხი დეკადის განმავლობაში არ შეცვლილა. დადგენილია, რომ არსებობს ძლიერი კორელაცია პროლიფერაციულ აქტივობასა და სიმსივნის ცუდ პროგნოზს შორის, ამიტომ კლინიკური კვლევებით ინტერესი პროლიფერაციული პოტენციალი სსხვადასხვა მარკერებზე ჯერ კიდევ აქტუალურია და ყოველწიურად იზრდება. ჩვენი კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა კოჰორტული რეტროგრადული კვლევა, რისთვისაც გამოყენებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის 2019-2022 წლების საარქივო მასალა. განისაზღვრა პროლიფერაციული აქტივობა AgNOR-ის ტექნოლოგიით არსებულ 35 შეთხვევაში შეფასდა შემდეგ ჰისტოლოგიურ ერთეულში: ბარეტის საყლაპავი ენტერული მეტაპლაზიით; ბარეტის საყლაპავი ფოვეოლური მეტაპლაზიით; ბარეტის საყლაპავი ეპითელიუმის დაბალი ხარისხის დისპლაზიით; ბარეტის საყლაპავი ეპითელიუმის მაღალი ხარისხის დისპლაზიით; ჩვენი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით AgNOR-ის ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბარეტის საყლაპავის დროს პროლიფერაციული აქტივობის შესაფასებლად. საკვანძო სიტყვები: ბარეტის საყლაპავი; AgNOR; დისპლაზია; მეტაპლაზია; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 50 ლიტერატურის მიმოხილვა საყლაპავის კარცინომა წარმოადგენს სიხშირით მერვე ავთვისებიან დაავადებას და სიმსივნესთან ასოცირებული სიკვდილიანობის სიხშირით მეექვსე მიზეზს მსოფლიო მასშტაბით. აშშ-ს მონაცემებით საყლაპავის კარცინომების უმეტესობას შეადგენს ადენოკარცინომები1. საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომების ინციდენტობა ყოველწლიურად მცირდება, ხოლო ადენოკარცინომების რაოდენობა კი ბოლო სამი-ოთხი დეკადის განმავლობაში არ შეცვლილა. ამას გარდა აღსანიშნავია, მსოფლიოს კიბოს რეგისტრის ოფიციალური მონაცემებით, საყლაპავის ადენოკარცინომების ინციდენტობა აშშ- ში შეადგენს 2,8-ს ყოველ 100 000 მოსახლეზე, ხოლო საქართველოს მონაცემებით 0,93-ს2. თუმცა, შესაძლებელია ოფიციალური სტატისტიკა ზუსტად არ ასახავდეს აღნიშნული დაზიანებების გავრცელებას, რადგან საყლაპავის ადენოკარცინომების უმეტესობა ჰისტოპათოლოგიურად არ განირჩევა კუჭის ადენოკარცინომებისგან და მათი ზუსტი დიაგნოსტიკა გართულებულია. ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული პრობლემა უფრო მეტადაა გამოხატული განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ბარეტის საყლაპავის ფართოდ გავრცელებული პათოგენეზური თეორიაა საყლაპავის ეპითელიუმის დაზიანება ქრონიკული გასტროეზოფაგური რეფლუქსით, თუმცა, ის თუ როგორ ხდება ბრტყელურჯრედოვანი ეპითელიუმის ცილინდრული ეპითელიუმით ჩანაცვლება ბოლომდე ცნობილი არაა. არსებობს ბარეტის საყლაპავის განვითარების პოტენციური მექანიზმები, როგორებიცაა ტრანსდიფერენციაციაცია და ტრანსკომიტმენტი3. ტრანსკომიტმენტი წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც ხდება მოუმწიფებელი პროგენიტორი უჯრედები პროლიფერაცია და დიფერენციაცია სხვადასხვა უჯრედის ტიპებად. ამ დროს ხდება პროგენიტორი უჯრედების რეპროგრამირება და მათი ნორმალური დიფერენციაციის პროცესი შეცვლილია. ტრანკომიტმენტი ემსგავსება ტრანსდიფერენციაციის მოგვიანებით ეტაპებს პალიგენეზის პროცესით. თუმცა ტრანსდიფერენციაციისგან განსხვავებით ტრანსკომიტმენტი იწყება მოუმწიფებელი პროგენიტორი უჯრედებისგან, რომლებიც განიცდიან პათოლოგიურ დიფერენციაციას, სავარაუდოდ პათოლოგიურად შეცვლილი გარემოს გამო, როგორიცაა მაგალითად გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ცნობილი არ არის თუ რომელი პროგენიტორი უჯრედებიდან ხდება ბარეტის ეზოგაფუსის განვითარება, მაგრამ არსებობს ოთხი კატეგორიის უჯრედი, როგორც შესაძლო კანდიდატები. ესენია საყლაპავში მდებარე პროგენიტორი უჯრედები, კერძოდ ბრტყელუჯრედოვანი ეპითელიუმის ბაზალური უჯრედები ან საყლაპავის სუბმუკოზური ჯირკვლების და მათი სადინრების უჯრედები; კუჭის პროქსიმალური ნაწილის (კარდიის) უჯრედები, რომლებიც მიგრირებენ საყლაპავში, რათა მოახდინონ რეფლუქსით დაზიანებული ბრტყელუჯრედოვანი ეპითელიუმის რეპარაცია; ურჯედების სპეციალიზებული პოპულაცია ეზოფაგო-გასტრულ შეერთებაში, რომლებიც ასევე მიგრირებენ საყლაპავში რათა მოახდინონ რეფლუქსით დაზიანებული ბრტყელუჯრედოვანი ეპითელიუმის ჩანაცვლება და ძვლის ტვინის პროგენიტორი უჯრედები რომელთა ტრანსპორტიც ხდება სისხლის საშუალებით საყლაპავში, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 51 რათა მათ მიერ მოხდეს რეფლუქსით დაზიანებული ბრტყელი ეპითელიუმის უჯრედების ჩანაცვლება. რადგან ნაწლავის ტიპის უჯრედები, რომლებიც დამახასიათებელია ბარეტის მეტაპლაზიისათვის ჩვეულებრივ არ ვლინდება საყლაპავში, კუჭში ან ძვლის ტვინში, ამიტომ საჭიროა რეპროგრამირება ნებისმიერი ამ კანდიდატი უჯრედიდან ბარეტის მეტაპლაზიის განვითარებისათვის. ფიქრობენ, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსი წარმოადგენს ძირითად ფაქტორს, რომელიც საჭიროა ამ პროგენიტორი უჯრედების ტრანკომიტმენტისათვის. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შესაძლებელია ტრანსკომიტმენტის პროცესში მონაწილეობდეს აღნიშნული უჯრედების ერთ ტიპზე მეტი, როგორც ბარეტის ეზოგაფუსის პროგენიტორი უჯრედი. უფრო მეტიც, ნებისმიერმა ამ პროგენიტორმა უჯრედმა შესაძლოა დასაბამი მისცეს ბარეტის ეზოგაფუსის რეციდივის განვითარებას დაზიანების ენდოსკოპიური ერადიკაციიდან თვეების და წლების შემდეგაც კი4,5. ფიქრობენ, რომ საყლაპავის ადენოკარცინომების უმეტესობა ვითარდება ბარეტის ეზოფაგიტთან ასოცირებული დისპლაზიისგან. ლიტერატურაში არსებული მონაცემების მიხედვით, ბარეტის ეზოფაგიტთან ასოცირებული ადენოკარცინომის ინციდენტობა ცვალებადია და დამოკიდებულია კვლევის მახასიათებლებზე. მაგალითად, ფართომასშტაბიან კვლევებში აღწერილია სიმსივნის განვითარების უფრო დაბალი რისკი, შედარებით მცირემასშტაბიან კვლევებთან. კვლევები, რომლებიც ჩატარებულია უფრო მეტად მამაკაცებზე აჩვენებს სიმსივნური დაავადების მნიშვნელოვნად მაღალ ინციდენტობას, რადგან ბარეტის ეზოგაფუსის დისპლაზიად და შემდგომ ავთვისებიან სიმსივნედ პროგრესიის მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალია მამაკაცებში, ქალებთან შედარებით. Yousef და კოლეგების მიერ გამოქვეყნებული იქნა სისტემური მიმოხილვა და 47 კვლევის მეტა ანალიზი, რომლის მიხედვითაც სიმსივნის საშუალო ინციდენტობა ბარეტის ეზოგაფუსის დროს შეადგენდა 6.1-ს ყოველ 1000 კაცზე წელიწადში (0.6% წელიწადში). თუმცა ამ კვლევამ ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი სხვაობა სხვადასხვა კვლევებს შორის. იგივე ავტორების მიერ გამოვლენილი იქნა შედარებითი დაბალი ინციდენტობა იმ კვლევებში, რომლებშიც გამორიცხული იყო ადრეული კიბოს შემთხვევები (29 კვლევა 47-დან) და საბოლოო ინციდენტობა შეადგენდა 5.3-ს 1000 კაცზე წელიწადში (0.5% წელიწადში), მაგრამ ასევე აქაც აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი ჰეტეროგენულობა კვლევებს შორის. მსგავსი შედეგები იქნა ნანახი Sikkema და კოლეგების კვლევაში, რომელთაც ჩაატარეს სისტემური მიმოხილვა და მეტა ანალიზი 50 კვლევაზე, რომელიც საერთო ჯამში მოიცავდა 14 109 პაციენტს6. მათ მიერ აღწერილი იყო კარცინომის ინციდენტობა 6.3 1000 კაცზე წელიწადში, ასევე მნიშვნელოვანი ჰეტეროგენულობით კვლევებს შორის. როდესაც კვლევაში მოხდა მხოლოდ იმ შემთხვევების გათვალისწინება სადაც ბარეტის ეზოგაფუსის მხოლოდ კარგად განსაზღვრული კრიტერიუმები იყო დასახლებული ინციდენტობა შემცირდა 5.0-ზე 1000 კაცზე წელიწადში. Alcedo და კოლეგების მიერ ასევე აღწერილი იქნა მსგავსი ინციდენტობა, 4.8 1000 კაცზე წელიწადში (0.5% წელიწადში)3,7–9. მაღალი ხარისხის დისპლაზიის მქონე პაციენტების იმყოფებიან კარცინომის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ზოგიერთ კვლევებში, ეს რისკი შეფასებულია როგორც 60%-დან 90%-მდე. ერთ-ერთი მეტა ანალიზის შედეგებით საყლაპავის ადენოკარცინომის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 52 განვითარების მაჩვენებელი მაღალი დისპლაზიის მქონე პაციენტებში ცვალებადობდა 55.7- დან 1000 კაცზე წელიწადში (5.6% წელიწადში) 65.8-მდე 1000 კაცზე წელიწადში (6.6% წელიწადში)9. დაბალი ხარისხის დისპლაზიის შემთხვევაში ადენოკარცინომის განვითარების რისკი შედარებით დაბალია, თუმცა ამ დროს აღინიშნება სტატისტიკურად სარწმუნო პროგრესიის რისკი მაღალი ხარისხის დისპლაზიად ან კარცინომად, რომელიც შეადგენს 20%-დან 28%-მდე 5 წელიწადში10. ზემოთ აღნიშნული ლიტერატურული მონაცემები მიუთითებს, რომ ცალკეული პაციენტები ხასიათდებიან ბარეტის ეზოფაგიტის დისპლაზიად და შემდგომში კარცინომად პროგრესიის განსხვავებული რისკით. შესაბამისად კლინიკურ პრაქტიკაში მაღალი მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალურ პაციენტში არსებული დაზიანების პროგრესიის რისკის სწორ შეფასებას, რაც თავის მხრივ გააადვილებს მკურნალობისა და კლინიკური მენეჯმენტის სწორი მეთოდების შემუშავებას. ამჟამად Ki67 წარმოადგენს უჯრედის პროლიფერაციის ყველაზე კარგად შესწავლილ მარკერს. Ki67-ის მომატებული ექსპრესია აღინიშნება სხვადასხვა ტიპის კარცინომებში, საყლაპავის კარცინომის ჩათვლით. სხვადასხვა კვლევებით ნაჩვენებია განსხვავება Ki67-ის განაწილებაში დაბალი ხარისხის დისპლაზიასა და მაღალი ხარისხის დისპლაზიას შორის. შესწავლილი იქნა კოლეგების მიერ გამოკვლეული იქნა Ki67-ის მონიშვნის ინდექსი 25 ეზოფაგექტომიურ მასალაში ბარეტის ეზოგაფუსის სხვადასხვა უბნებში. ბარეტის ეზოგაფუსის უბნებში დისპლაზიის გარეშე Ki67-ზე საშუალო პოზიტიურობა შეადგენდა 45%-ს, დაბალი ხარისხის დისპლაზიის უბნებში Ki67-ის საშუალო პოზიტიურობა შეადგენდა 46%-ს, ხოლო მაღალი ხარისხის დისპლაზიის უბნებში Ki67-ზე საშუალო პოზიტიურობა აღწევდა 55%-ს. მიუხედავად მცირე განსხვავებებისა აღინიშნებოდა სტატისტიკურად სარწმუნო ხაზობრივი კორელაცია დაზიანების პროგრესიასა და Kი67-ის მონიშვნის ინდექსს შორის. მოპროლიფერაციე უბნის ზომა ასევე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი დაზიანების პროგრესიის კვალდაკვალ. Lauwers და კოლეგების კვლევაში, რომელშიც შესწავლილი იყო Ki67-ის ექსპრესია 20 ეზოფაგექტომიურ მასალაში აღწერილი იქნა Ki67-ზე საშუალო პოზიტიურობა 10% დისპლაზიის არმქონე ბარეტის ეზოგაფუსის უბნებში, 20% დაბალი ხარისხის დისპლაზიის უბნებში და 50% მაღალი ხარისხის დისპლაზიის უბნებში11. Hong და კოლეგების მიერ ასევე შესწავლილი იყო Ki67-ის მონიშვნის ინდექსი ბარეტის ეზოგაფუსის მქონე პაციენტებში და კუჭის ლორწოვანში (როგორც საკონტროლო ქსოვილი). კუჭის ლორწოვანში Ki67 მონიშვნის საშუალო ინდექსი აღწევდა 13%-ს. ბარეტის ეზოგაფუსის უბნებში დისპლაზიის გარეშე 33%-ს, 40%-ს დაბალი ხარისხის დისპლაზიაში და 33%-ს მაღალი ხარისხის დისპლაზიაში. ეს კვლევა მოიცავდა საყლაპავის ადენოკარცინომის მხოლოდ ხუთ შემთხვევას, რომლებშიც Kი67-ის მონიშვნის საშუალო ინდექსი აღწევდა 38%- ს7,8,12. დადგენილია, რომ არსებობს ძლიერი კორელაცია პროლიფერაციულ აქტივობასა და სიმსივნის ცუდ პროგნოზს შორის, ამიტომ კლინიკური კვლევებით ინტერესი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 53 პროლიფერაციული პოტენციალი სსხვადასხვა მარკერებზე ჯერ კიდევ აქტუალურია და ყოველწიურად იზრდება. მოწოდებულია პროლიფერაციის შეფასების სხვადასხვა საშუალებები როგორიცაა თიმიდინის მარკირების/მონიშვნის ინდექსი (thymidin labeling index), გამდინარე ციტომეტრი (flow cytometry) იმუნოჰისტოქიმიური ანტისხეული Ki-67 ასევე AgNOR შეღებვა და პროლიფერაციული უჯრედის გამოვლენა13,14. სიმსივნის ბიოლოგიური ქცევისა და პროგნოზის დადგენა მეტად რთული პროცესია და მოითხოვს სხვადასხვა ტექნოლოგიების, დახვეწილი და სპეციალიზებული ინსტრუმენტებისა თუ ტექნიკის გამოყენებით რაც ასევე დიაგნოსტიკურად არახარჯეფექტურია. AgNOR-ის შეღებვის ტექნიკა ეკოონომიური, სწრაფი, და მარტივი შესასრულებელია. ის შეიძლება შესრულდეს პარაფინში ჩაყალიბებულ ანათლებზე. ნაკლოვანებები მოიცავს შრომატევადი და დამღლელი წერტილების დათვლის მეთოდს, რომელიც ხშირად ასოცირდება დამკვირვებლებს შორის განსხვავებულ შედეგებთან, არასტანდარტიზებული შეფასების კრიტერიუმების არარსებობის გამო. გარკვეული ტიპის კვლევებით გამოვლენილია მისი ეფექტურობა, როგორც დამხმარე საშუალება საშვილოსნოს ყელის ბრტყელ ეპითელიუმის დისპლაზიების დიფერენცირებაში ასევე სხვადასხვა ორგანოთა სისტემის კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირებაში14,15. AgNOR/The Nucleolar Organiser Regions იშიფრება, როგორც ბირთვული მაორგანიზაებელი რეგიონები და არის დნმ-ის მარყუჟები, რომლებიც პროეცირდება მიტოზის ინტერფაზური ბირთვების ბირთვაკებში. AgNORs არის ქრომოსომული სეგმენტები, რომლებიც აკოდირებენ რიბოსომურ რიბონუკლეინის მჟავას, განლაგებულია ხუთ აკროცენტრულ ქრომოსომაზე რიცხობრივად 13,14,15,21 და 22. ეს ნუკლეოლარული რეგიონები ასოცირდება მჟავე არაჰისტონის პროტეინებთან, რომლებიც არგიროფილურია. ბირთვული ორგანიზატორული რეგიონები (AgNORs) განლაგებულია უჯრედის ბირთვში. AgNOR ტექნიკით იღებება ცილები შერჩევითად ვერცხლის კოლოიდური ტექნიკით. AgNOR ლაქა შეიძლება ვიზუალურად იყოს შავი წერტილის სახით ოპტიკური მიკროსკოპის ქვეშ. AgNOR-ის გაზრდილი რაოდენობა დაკავშირებულია უჯრედების გაზრდილ პროლიფერაციასთან16,17. მასალა და მეთოდები ჩვენი კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა კოჰორტული რეტროგრადული კვლევა, რისთვისაც გამოყენებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის 2019-2022 წლების საარქივო მასალა. კვლევა მოიცავდა ჯამში 35 შემთხვევას. H&E და იმუნოჰისტოქიმიური კვლევის შედეგების ინტერპერაცია განხორციელდა ორი დამოუკიდებელი პათოლოგ-ანატომის მიერ (შ.კ; გ.ბ). ანათლები დამატებით შეიღება AgNOR-ის ტექნოლოგიით (შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით. 1. ანათლები დაიჭრა 4 მიკრონის სისქეზე; 2. დეპარაფინიზაცია, ჰიდრატაცია დეიონიზებულ წყალში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 54 3. ერთი მოცულობა 2% ჟელატინის ხსნარი და ორი მოცულობა ვერცხლის ნიტრატის ხსნარის ნარევის მოთავსდა სლაიდზე და დაიფარა მთლიანად; 4. სლაიდები ინკუბატორში 370c ტემპერატურაზე დაყოვნდა 15 წუთის განმავლობაში. 5. ვერცხლის კოლოიდი ჩამოირეცხა დეიონირებული წყლით. 6. ანათლდები დეჰიდრატირდა ქსილოლით და დაფიქსირდა ბიომაუნთის ხსნარით; სურათი 1: ნაჩვენებია ეპითელური უჯრედებისა და AgNOR-ის წერტილების დათვლის პროცესი სურათი2 : ნაჩვენებია AgNOR-ის ტექნოლოგიით შეღებილ ანათლებში წერტილების გამოვლენისა და დათვლის პროცესი; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 55 ექსპრესია შეფასდა ციფრული პათოლოგიის პროგრამით QuPath-ის მეშვეობით (ვერსია 0.4.0): თითოეული შემთხვევიდან აღებულა იქნა მაღალი მხედველობის ველის HPF სურათი (უპირატესად 200X და 400X) და ჩართულ იქნა პროგრამაში შემდგომი დამუშავებისათვის. სურათი 3: აღნიშნულია ეპითელურ უჯრედებში AgNOR-ის წერტილების განაწილება; ყველა ანათალში გამოკვლეული იქნა 100 უჯრედი და დათვლილი იყო AgNOR წერტილების ჯამური რაოდენობა. AgNORის ციფრად განისაღვრა 100 უჯრედის საშუალო წერტილების რაოდენობა (ჯამური რიცხვი გაყოფილი 100ზე მაგ. 100 უჯრედში ნანახი იქნა 350 წერტილი; AgNOR რიცხვად მიჩნეული იქნა 350/100=3.5) გამოვლინდა წერტილების გადანაწილების სამი ტიპი: ტიპი I - აღინიშნებოდა ცალკეულ უჯრედში, ცენტრალურად ლოკალიზებული დიდი ზომის წერტილი; ტიპი II - აღინიშნებოდა დიდი ზომის წერტილის მიმდებარედ მცირე ზომის მეორე წერტილი; ტიპი III - აღინიშნებოდა ორზე მეტი, უპირატესად მცირე ზომის წერტილები თითოეულ უჯრედში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 56 სურათი 3: წერტილების განაწილების სამი ტიპი: A.ტიპი I; B. ტიპი II; C. ტიპი III. პროლიფერაციული აქტივობა AgNOR-ის ტექნოლოგიით არსებულ 35 შეთხვევაში შეფასდა შემდეგ ჰისტოლოგიურ ერთეულში: ❖ ბარეტის საყლაპავი ენტერული მეტაპლაზიით; ❖ ბარეტის საყლაპავი ფოვეოლური მეტაპლაზიით; ❖ ბარეტის საყლაპავი ეპითელიუმის დაბალი ხარისხის დისპლაზიით; ❖ ბარეტის საყლაპავი ეპითელიუმის მაღალი ხარისხის დისპლაზიით; დიაგრამა 1: შემთხვევათა პროცენტული განაწილება საკვლევ ჯგუფებში; მიღებული რაოდენობრივი მონაცემები დამუშავდა შესაბამისი სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით: კორელაცია განისაზღვრა Spearman rank test-ის მიხედვით ხოლო შედარებითი ანალიზისთვის ჯგუფებს შორის გამოყენებული იქნა Mann-Whitney და Kruskal-Wallis ტესტი. მგრძნობელობა და სპეციფიურობა შეფასდა 95%-იანი სარწმუნოობის ინტერვალით. P რიცხვი <0.05 განხილულ იქნა სტატისტიკურად სარწმუნოდ. ყველა სტატისტიკური დამუშავება განხორციელდა SPSS statistical software V20.0-ის საშუალებით. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 57 კვლევის შედეგები კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მონაცემები, შესაბამის ჯგუფებში: ენტერული მეტაპლაზიის შემთხვევებში (n=6) AgNOR-ის რიცხვის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 101.8 ხოლო AGNOR მაჩვენებელი გამოვლინდა 1.01. ფოვეოლური მეტაპლაზიის შემთხვევებში (n=6) AgNOR-ის რიცხვის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 104.5 ხოლო AgNOR მაჩვენებელი გამოვლინდა 1.04. სურათი 4 ბარეტის საყლაპავის დროს მეტაპლაზირებული ლორწოვანის ნიმუშები H&E ტექნოლოგია 200x; დაბალი ხარისხის დისპლაზიის შემთხვევეში (n=7) AgNOR-ის რიცხვის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 179.1 ხოლო AgNOR მაჩვენებელი გამოვლინდა 1.79. მაღალი ხარისხის დისპლაზიის შემთხვევებში (n=8) AgNOR-ის რიცხვის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 224.3 ხოლო AgNOR მაჩვენებელი გამოვლინდა 2.24. ადენოკარცინომის შემთხვევებში (n=8) AgNOR-ის რიცხვის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 229.12 ხოლო AgNOR მაჩვენებელი გამოვლინდა 2.29. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 58 ცხრილი 1: კვლევის შედეგები AgNOR-ის რიცხვი და AgNOR-ის მაჩვენებელი; სურათი 5: ბარეტის საყლაპავის დროს არსებული ეპითელიუმის მაღალი ხარისხის დისპლაზიის უბანი; ბარეტის საყლაპავის შემდგომ განვითარებული ადენოკარცინომის უბანი; H&E 200X კვლევის შედეგების ანალიზი კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ AgNOR-ის რიცხვი მინიმალური აღინიშნებოდა ენტერული მეტაპლაზიის შემთხვევებში და სარწმუნოდ არ განსხვავდებოდა ფოვეოლური მეტაპლაზიისაგან. რაც შეეხედა დაბალი ხარისხის დისპლაზიის შემთხვევბისა AgNOR-ის რიცხვის საშუალო მაჩვენებელი 1.7ჯერ აღემატება მეტაპლაზიის შემთხვევებს. მაღალი ხარისხის დისპლაზიის შემთხვევაში AgNOR-ის მაჩვენებელი 1.25ჯერ მეტია დაბალი ხარისხის დისპლაზიის შემთხვევებისა და 1.33ჯერ ნაკლებია ადენოკარცინომის შემთხვევისა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 59 დიაგრამა 1. AgNOR-ის რიცხვის განაწილება საკვლევ ჯგუფებში; AgNOR-ის მაჩვენებლი თითქმის ანალოგიურად არის განაწილებული საკვლევ ჯგუფებში. ყველაზე მაღალი დაფიქსირდა ადენოკარცინომის შემთხვევებში 2.99, რაც 1.67 ჯერ მეტია დაბალი ხარისხის დისპლაზიისა და 1.33ჯერ მაღალი ხარისხის დისპლაზიის შემთხვევებზე. დიაგრამა 2. AgNOR-ის მაჩვენებელის განაწილება საკვლევ ჯგუფებში; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 60 დასკვნა AgNOR-ის ტექნოლოგიამ გამოავლინა, რომ პროლიფერაციული აქტივობა მცირედ განსხვავდება დაბალი ხარისხის დისპლაზიის დროს. სარწმუნოდ მაღალია მძიმე დისპლაზიის დროს და მაქსიმალურ პიკს აღწევს ადენოკარცინომის დროს. AgNOR-ის ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბარეტის საყლაპავის დროს პროლიფერაციული აქტივობის შესაფასებლად. გამოყენებული ლიტერატურა 1. Siegel, R. L., Miller, K. D. & Jemal, A. Cancer statistics, 2020. CA Cancer J Clin 70, 7–30 (2020). 2. Sung, H. et al. Global Cancer Statistics 2020: GLOBOCAN Estimates of Incidence and Mortality Worldwide for 36 Cancers in 185 Countries. CA Cancer J Clin 71, 209–249 (2021). 3. Wani, S. et al. Risk factors for progression of low-grade dysplasia in patients with Barrett’s esophagus. Gastroenterology 141, (2011). 4. Song, Y. et al. Identification of Metastasis-Associated Biomarkers in Synovial Sarcoma Using Bioinformatics Analysis. Front Genet 11, 530892 (2020). 5. Kim, C. W. et al. Immunohistochemical expression of the p53 and Ki-67 proteins in Barrett’s esophagus in Korea. Korean J Gastroenterol 46, 189–195 (2005). 6. MESHVELIANI, P., DIDAVA, G., TOMADZE, G. & BURKADZE, G. CRITICAL REVIEW: BARRETS OESOPHAGUS – METAPLASIA – DYSPLASIA – MALIGNANT TRANSFORMAYION PHENOTYPICAL CHARACTERISTICS AND PROGRESSION MARKERS. EXPERIMENTAL AND CLINICAL MEDICINE GEORGIA (2022) doi:10.52340/JECM.2022.718. 7. Volkweis, B. S. et al. Ki-67 Antigen Overexpression Is Associated with the Metaplasia- Adenocarcinoma Sequence in Barrett’s Esophagus. Gastroenterol Res Pract 2012, (2012). 8. Szachnowicz, S. et al. Origin of adenocarcinoma in Barrett’s esophagus: p53 and Ki67 expression and histopathologic background. Clinics (Sao Paulo) 60, 103–112 (2005). 9. Goodarzi, M. et al. Anti-phosphorylated histone H3 expression in Barrett’s esophagus, low- grade dysplasia, high-grade dysplasia, and adenocarcinoma. Modern Pathology 22, 1612–1621 (2009). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 61 10. Jankowski, J. A. et al. Molecular evolution of the metaplasia-dysplasia-adenocarcinoma sequence in the esophagus. American Journal of Pathology 154, 965–973 (1999). 11. Shaheen, N. J. Advances in Barrett’s esophagus and esophageal adenocarcinoma. Gastroenterology 128, 1554–1566 (2005). 12. Karamchandani, D. M. et al. Increasing diagnostic accuracy to grade dysplasia in Barrett’s esophagus using an immunohistochemical panel for CDX2, p120ctn, c-Myc and Jagged1. Diagn Pathol 11, (2016). 13. Metreveli, B., Gagua, D., Burkadze, G. & Kepuladze, S. PROLIFERATIVE CHARACTERISTICS OF EUTOPIC AND ECTOPIC ENDOMETRIUM IN ADENOMYOSIS USING AgNOR TECHNOLOGY. GEORGIAN SCIENTISTS 5, 59–71 (2023). 14. Tavdgiridze, N., Tevdorashvili, G., Kepuladze, S. & Burkadze, G. ASSESSMENT OF PROLIFERATIVE ACTIVITY OF IMMATURE OVARIAN TERATOMAS USING AgNOR TECHNOLOGY. GEORGIAN SCIENTISTS 5, 233–248 (2023). 15. Murgod, S., Channabasaviah, G. H., Shivamurthy, D. M., Ashok, L. & Krishnappa, S. J. Prognostic potential of AgNORs in oral submucous fibrosis. J Int Soc Prev Community Dent 6, 167–75 (2016). 16. Nishie, H., Hirooka, Y. & Kaibara, N. Argyrophilic Nucleolar Organizer Regions of Breast Tumors: Assessment of Aspirated Cytological Materials. Breast Cancer 3, 189–204 (1996). 17. Chiu, K. Y., Loke, S. L. & Wong, K. K. Improved silver technique for showing nucleolar organiser regions in paraffin wax sections. J Clin Pathol 42, 992–994 (1989). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 62 Evaluation of proliferative activity of pre-tumor and tumor processes of Barrett's esophagus using AGNOR technology P. Meshveliani, G. Didava, G. Tomadze, Sh. Kepuladze G. Burkadze Tbilisi State Medical University Abstract Esophageal carcinoma is the eighth most common malignancy and the sixth leading cause of cancer- related death worldwide. Adenocarcinomas account for the majority of esophageal carcinomas in the US. The incidence of esophageal squamous cell carcinomas is decreasing every year, while the number of adenocarcinomas has not changed over the last three to four decades. It has been established that there is a strong correlation between proliferative activity and a poor tumor prognosis, so the interest in clinical trials of proliferative potential on various markers is still relevant and increasing every year. Within the framework of our research, a cohort retrograde study was carried out, for which the archival material of the teaching-scientific and diagnostic laboratory of Tbilisi State Medical University for the years 2019-2022 was used. Proliferative activity was determined by AgNOR technology in 35 cases evaluated in the following histological entity: Barrett's esophagus with enteric metaplasia; Barrett's esophagus with foveolar metaplasia; Barrett's esophagus with low-grade dysplasia of the epithelium; Barrett's esophagus with high-grade dysplasia of the epithelium; Based on the results of our study, AgNOR technology can be used to evaluate proliferative activity in Barrett's esophagus. Keywords: Barrett's esophagus; AgNOR; dysplasia; metaplasia;