Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 82 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 2, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.10 Fatsia japonica (Thunb.) Decne. et Planch. იაპონური ფაციას ფოთლის მიკროსტრუქტურული თავისებურებანი (Araliaceae) ზურაბ ქემოკლიძე, ქეთევან მჭედლიძე*, მანანა ჭურაძე, ჯემალ ანელი თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი აბსტრაქტი შესწავლილია საქართველოში ინტროდუცირებული F. japonica-ს, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყაროს ფოთლის შინაგანი აგებულება და დადგენილია მისი მიკროსტრუქტურის სადიაგნოსტიკო მახასიათებლები. F. japonica-ას ფოთოლი შიშველია, ბიფაცუალური ფორმის, დორზოვენრტალური, ჰიპოსტომატური სტრუქტურის. ფოთლის აბაქსიალური და ადაქსიალური ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები არადაგვირისტებული, მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანია, ქვედა ეპიდერმისის კუტიკულარული მოზაიკა ტალღისებრი. იაპონური ფაციას ფოთოლში დიფერენცირებული ბაგის აპარატი ანიზოციტური ტიპისაა, ბაგეთშორისი ხვრელი თითისტარისებრი, ხოლო, ბაგეთა განწყობა ქაოტური. ფოთლის რბილობში უკუ-კოლატერალური აღნაგობის გამტარი კონა აღიბეჭდება. მცენარის ფოთლის ყველა მორფოლოგიური ორგანოს სტრუქტურულ ერთეულში შესამჩნევია მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა კრისტალების და სეკრეტორული სავალების დიფერენცირება. F. japonica-ას ფოთლის ნაკვთის მთავარი ძარღვის ძირითადი ქსოვილი პოლიგონალურია, გამტარი სისტემა როგორც ძარღვში, ასევე ყუნწში ჭურჭლ- ბოჭკოვანი, ღია-კოლატერალური ტიპის, მხოლოდ მთავარ ძარღვში მათი განწყობა ასიმეტრულია, ხოლო ყუნწში მჭიდროდ ურთიერთგანწყობილი და სიმეტრიული; F. japonica- ას ფოთლის ნაკვთის მთავარი ძარღვის და ყუნწის მერქანში დიფერენცირებულია სიგრძეზე მწყობრ მწკრივედად განლაგებული სანათურები. ყუნწის სიგრძივ ანათანზე აღიბეჭდება მერქნის გამტარი ჭურჭლების გარსის სპირალური, რგოლური და ბადისებრი გასქელება. საკვანძო სიტყვები: Fatsia japonica (Thunb.) Decne.; ფოთოლი; ყუნწი; ანატომია; სადიაგნოსტიკო მახასიათებლები. ბუნებრივი ნაერთების ბიოლოგიურად აქტიური ტრიტერპენული საპონინების კლასი ფართოდ არის წარმოდგენილი Araliaceae-ის ოჯახის მცენარეებში. სწორედ ამ თვალსაზრისით ყურადღება მიიპყრო საქართველოში კულტივირებულმა მარადმწვანე დეკორატიულმა ნახევრადბუჩქოვანმა მცენარემ - იაპონურმა ფაციამ, Fatsia japonica (Thunb.) Dacne., რამაც ი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 83 ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე განაპირობა მისი ქიმიური შემადგენლობის, ტრიტერპენული ნაერთების სიღრმისეული შესწავლა [1,3,6] და შედეგად 1996 წელს, რევმატიული დაავადებების სამკურნალო ორიგინალური პრეპარატის „ფაციფლოგინი“-ს შემუშავება [2,4]. მიუხედავად ამისა, მისის, როგორც პერსპექტიული მცენარის კვლევა კვლავაც გრძელდება სამედიცინო პრაქტიკაში მისი ფართოდ გამოყენების მიზნით. კვლევის მიზანს F. japonica-ს, იაპონური ფაციას ფოთლის ანატომიური აგებულების შესწავლა წარმოადგენდა, რათა კვლევის შედეგები საფუძვლად დაედოს ფუნდამენტური ცნობარების, სამეცნიერო ნაშრომების შედგენას. F. japonica 2-3 მ სიმაღლის დაბალტანიანი ხეებია, მათი ღერო მარტივი, დაუტოტავი, წვერში დიდი ზომის გრძელყუნწიანი (30 სმ სიგრძის) ფოთლებითაა დაგვირგვინებული. ფოთლები ტყავისებრია, პრიალა, შიშველი, დიამეტრში 15-30 სმ-ს აღწევს, მოყვანილობით მომრგვალო, თათისებრ ღრმად განკვეთილი 5(7)-11 ნაკვთათ. თითოეული ნაკვთი კვერცხისებრ-ლანცეტა ფორმისაა, დაკბილული კიდეებით, ფუძესთან შევიწროებული, წვერისკენ წამახვილებული[5]. იაპონური ფაციას ყვავილები ორსქესიანია, პოლიგამური, 5(6) წვერიანი, პატარა ზომის თანაყვავილებით შემკული. ჯამის ფოთოლაკები თითქმის შეუმჩნეველია. გვირგვინის ფურცლები კვერცხისებრი, წაწვეტებული, უკან გადახრილი. მტვრიანები ძაფისებრი, ოვალური სამტვერეებით. მცენარის ყვავილები გრძელყუნწიანია, მარტივ მომრგვალო ფორმის ქოლგებს ქმნის (2,5-3,5 სმ დიამეტრის), რომლებიც კენწრულ საგველა ყვავილედებადაა შეკრებილი. ნასკვი ხუთბუდიანია, სვეტი ხუთი, ძაფისებრი, ფუძიდანვე თავისუფალი; დინგი მცირე ზომისაა. ნაყოფი მრავალია ხუთბუდიანი, ხორცოვანი ეგზოკარპიუმით და ხრტილოვანი ენდოკარპიუმით. იაპონური ფაციას თესლი გვერდებშებრტყელებულია. მცენარე ყვავილობს IX-X, ხოლო ნაყოფი მწიფდება ზამთარში. სახეობა აწერილია იაპონიიდან, იგი მონოტიპური გვარის სახეობად მიიჩნევა [5]. F. japonica-ა ძირითადად სუბტროპიკულ ბიომში იზრდება და მისი გავრცელების მშობლიურ დიაპაზონს სამხრეთ კორეა და იაპონია წარმოადგენს. სახეობა გამოირჩევა სწრაფი ზრდის ტემპით; დეკორატიული მცენარეა და ფართოდაა გამოყენებული როგორც საორანჟერეო და ოთახის კულტურა[5]. მასალა და მეთოდიკა. F. japonica-ას ფოთლის საკვლევი ნიმუში მოპოვებულ იქნა 2020 წელს. საანალიზო მცენარის ფოთლის ფირფიტის, ფოთლის მთავარი ძარღვის და ფოთლის ყუნწის (მეზოპეციოლი) ცენტრალური არეებიდან აღებული საპრეპატარო ნიმუშთა განივი, სიგრძივი და ზედაპირული ანათლები დამზადდა ცოცხალი დაუფიქსირებელი მასალიდან ბასრი სამართებლის საშუალებით, საკვლევი ანათლები შეიღება საფრანინის ხსნარში 24 სთ-ის განმავლობაში და მოთავსდა გლიცერინიან გარემოში სასაგნე მინაზე. კვლევის ობიექტთა მიკროტექნიკური კვლევა წარმოებდა სინათლის Carl Zeiss, Jeneval-ის მიკროსკოპზე; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 84 ფოტოდოკუმენტალური მასალა დაფიქსირდა ციფრული ფოტოაპარატის (Canon Digital IXUS75) საშუალებით და გრაფიკულად დამუშავდა Adobe Photoshop CS5 -ის პროგრამაში. კვლევის შედეგი ფოთოლი. F. japonica-ას ფოთლის ზედა და ქვედა ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები არადაგვირისტებული, მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანია (სურ. 1. A, B). ზედა ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები გამოკვეთილად სქელგარსიანია. უხვია მათში ქლოროპლასტების დიფერენცირება. იაპონური ფაციას ფოთლის ქვედა ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედებში ბაგეთა განწყობა მათი ბაგეთშორისი ხვრელის მიმართულების გათვალისწინებით, როგორც ერთმანეთის, ასევე მთავარი ძარღვის მიმართ ქაოტურია. ბაგის აპარატი რთულია ანიზოციტური; ე.ი. ოსპისებრი ფორმის ბაგის მკეტავი უჯრედების მერიდიანულ სიბრტყეში, გარშემო უწესრიგოდაა განწყობილი სამი სატელიტური უჯრედი (სურ. 2. B, D). ბაგეთა მკეტავ უჯრედებში არსებული ქლორიპლასტების განწყობის სახე მსხვილნატეხიანია; ბაგეთშორისი ხვრელის ფორმა - თითისტარისებრია. ფოთლის ქვედა ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედებში აღიბეჭდება მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა კრისტალების არსებობა. ფოთლის ქვედა ეპიდერმისის კუტიკულარული მოზაიკა ტალღისებრია (სურ.1.C ). F. japonica-ას ფოთოლი შიშველია, მისი ფირფიტის ფორმა ბიფაცუალური, რბილობის სტრუქტურა დორზოვენრტალური, ხოლო ბაგეთა განწყობის გათვალისწინებით ჰიპოსტომატური აგებულების(სურ. 2.A). ბაგის აპარატი ეპიდერმული უჯრედების დონეზეა განწყობილი (სურ. 2.C). იაპონური ფაციას ფოთლის მფარავი ქსოვილი ერთრიგიანი და კუტინიზირებულია. მესრისებული პარენქიმა ორრიგიანია, ღრუბლისებური პარენქიმა წარმოდგენილია ტანგენტალურად გადაჭიმული, ფაშარად ურთიერთგანწყობილი უჯრედებით; ფოთლის რბილობი ამოვსებულია ქლოორიპლასტებით (სურ. 2.B). ფოთლის მეზოფილში დიფერენცირებულია უკუ-კოლატერალური აღნაგობის გამტარი კონა, რომლის თავზეც, ე.ი. ფოთლის ვენტრალურ სიბრტყეში აღიბეჭდება სეკრეტორული სავალი. გამტარი კონა შემოსაზღვრულია სახამებლოვანი ხალთით. მერქნის ანასტომოზებში აისახება სპირალურად გარსგასქელებული გამტარი ჭურჭლები (სურ. 2.D). იაპონური ფაციას ფოთლის ყველა სტრუქტურულ ერთეულში შესამჩნევია მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა კრისტალების დიფერენცირება(სურ. 2. B). ფოთლის მთავარი ძარღვი. იაპონური ფაციას ფოთლის ნაკვთის მთავარი ძარღვის მფარავი ქსოვილი კუტინიზირებულია; ძარღვის განივ ჭრილზე აღიბეჭდება ვენტრალურ და დორზალურ სიბრტყეში არსებული თაღები. ადაქსიალურ მხარეს არსებული თაღი კუთხოვანია, აბაქსიალურ მხარეს კი გლუვი (სურ. 3. A). ფოთლის მფარავ ქსოვილს ფირფიტოვანი კოლენქიმის მასიური არეები ემიჯნება. კოლენქიმაში სეკრეტორული სავალებია დიფერენცირებული გარსშემომფენი უჯრედებით შემოსაზღვრული(სურ. 3. B, C). მთავარი ძარღვის ვენტრალურ სიბრტყეში კოლენქიმას საასიმილაციო ქსოვილი მოსდევს, რომელთა უჯრედებიც ამოვსებულია ქლოროპლასტებით. მთავარი ძარღვის ძირითადი ქსოვილი პოლიგონალური, თხელგარსიანი, მჭიდრო სტრუქტურის მქონე უჯრედებითაა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 85 წარმოდგენილი, რომელთა შორისაც ასევე დიდი რაოდენობით სეკრეტორული სავალებია განწყობილი. მთავარ ძარღვში არსებული გამტარი სისტემა სპეციფიურია, ძარღვის ტანგენტალურ განაკვეთზე აღიბეჭდება ჭურჭლ-ბოჭკოვანი, ღია-კოლატერალური ტიპის გამტარი კონები განლაგებული არასწორი და არასიმეტრიული ორმხრივი რკალისებრი კონფიგურაციით. განსაკუთრებითი არასიმეტრიულობით აღიბეჭდება ვენტრალურ სიბრტყეში არსებული გამტარი კონები, რომელთა მერქანის, ლაფნისა და სკლერენქიმული უჯრედების მიმართულება არაერთგვაროვანია და მიმართულია სხვადასხვა მხარეს(სურ. 3. D). სკლერენქიმული უჯრედების სანათურები თხელგარსიანია, სანათურთა შიდა გარსის მოხაზულობა კუთხოვანი. ლაფანში წარმოდგენილია სეკრეტორული სავალები. მერქანში დიფერენცირებულია მერქნის სხვადასხვა კალიბრის სანათურები, შიდა გარსის კუთხოვანი მოხაზულობით. სანათურთა განწყობა სიგრძეზე მწკრივისებრია. მერქანში კამბიუმის საზღვართან მერქნის ლიბრიფორმის უჯრედების ბადეა დიფერენცირებული. მერქნის გამტარი ჭურჭლების გარშემო პარენქიმული უჯრედებია წარმოდგენილი (სურ.3.E). ფოთლის ყუნწი (მეზოპეციოლი). ფოთლის ტანგენტალურ განაკვეთზე აისახება სფეროსებრი მოხაზულობის ყუნწის კონფიგურაცია. ყუნწის მფარავი ქსოვილი კუტინიზირებულია, ეპიდერმისი ერთრიგიანი, ეპიდერმისის სქელგარსიან უჯრედებს ზედა პერიკლინარული კედლის გარსი განსაკუთრებულად გასქელებულია. ყუნწის მფარავ ქსოვილში ბაგის აპარატის განწყობა შეინიშნება (სურ.4. B). მფარავ ქსოვილს ფირფიტოვანი კოლენქიმის მასიური სარტყელი ემიჯნება, რომლის ერთიანობასაც, მცირე მონაკვეთზე, ქლორენქიმის უჯრედები არღვევენ, როგორც კოლენქიმის ასევე ქლორენქიმის უჯრედებს შორის ფიქსირდება სეკრეტორული სავალების დიფერენცირება (სურ. 4. C). ყუნწის ქლორენქიმულ შრეში გამოკვეთილია მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა კრისტალებით მოცული ან ცარიელი იდიობლასტური უჯრედები. ქერქის პარენქიმაში აისახება თხელგარსიანი, ფაშარად ერთმანეთის მიმართ განწყობილი სხვადასხვა ზომის უჯრედები. ფოთლის ყუნწის ცენტრალურ ცილინდრში დიფერენცირებულია ჭურჭელ-ბოჭკოვანი, ღია-კოლატერალური სახის გამტარი კონებისგან შემდგარი თაღებისებრ მოხაზული სარტყელი. კონებს შორის არსებულ მცირე არეალში პარენქიმული და სკლერენქიმული უჯრედებია განლაგებული. მთლიანად ცენტრალური ცილინდრი შემოსაზღვრულია ერთი წყება შემომფენი ქსოვილით. სკლერენქიმული უჯრედების სანათურები თხელგარსიანია, მათი შიდა გარსის მოხაზულობა კუთხოვანი, ლაფანში სეკრეტორული სავალებია განწყობილი (სურ. 4. E), აქტიურია კამბიუმის ქსოვილი, რომელიც მერქნის ლიბრიფორმს ემიჯნება. მერქნის გამტარ ჭურჭელთა სანათურები დიდკალიბრიანია, მათი განწყობა სიგრძეზე მწკრივისებრი. გამტარ ჭურჭელთა შიდა გარსი ოვალური მოხაზულობის, კუთხოვანგარსიანია. მერქანში პარენქიმული უჯრედებია დიფერენცირებული. ყუნწის პერიმედულარულ არეში ასევე სეკრეტორული სავალებია განლაგებული. გულგულში დიდი ზომის, თხელგარსიანი პოლიგონალური პარენქიმა ისახება (სურ. 4. F). ფოთლის ყუნწის სიგრძივ ანათანზე აღიბეჭდება მერქნის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 86 გამტარი ჭურჭლების გარსის უპირატესად სპირალური, ხოლო ნაკლები ინტენსიობით, რგოლური და ბადისებრი გასქელება(სურ. 4. G, H). სურათი 1. F. japonica-ას ფოთლის მფარავი ქსოვილის მიკროსტრუქტურა A. ზედა და B. ქვედა ეპიდერმისის სტრუქტურის პანორამა; C. ქვედა ეპიდერმისის კუტიკულარული მოზაიკის ხედი; D. ბაგის მკეტავი უჯრედები 1. არადაგვირისტებული, მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანი ფუძემდებარე უჯრედები; 2. ბაგი მკეტავი უჯრედები; 3. ბაგეთშორისი ხვრელი; 4. სატელიტური უჯრედები; 5. მსხვილნატეხიანი ქლოროპლასტები; 6. ტალღისებრი კუტიკულარული მოზაიკა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 87 სურათი 2. F. japonica-ას ფოთლის მიკროსტრუქტურა A. ფოთლის რბილობის ხედი; B. ღრუბლისებურ პარენქიმაში დიფერენცირებული მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა; C. მფარავ ქსოვილში განწყობილი ბაგის აპარატი; D. მერქნის ანასტომოზი 1. ეპიდერმისი კუტიკულით; 2. ბაგის აპარატი; 3. მესრისებური და 4. ღრუბლისებური პარენქიმალ 5. ქლოროფილის მარცვლები; 6. მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა კრისტალი; 7. სეკრეტორული სავალი; 8. მერქანი; 9. ლაფანი; 10. მერქნის სპირალურად გარსგასქელებული ანასტომოზი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 88 სურათი 3. F. japonica-ას ფოთლის ნაკვთის მთავარი ძარღვის მიკროსტრუქტურა A. მთავარი ძარღვის სტრუქტურის პანორამა; B. ადაქსიალური დაC. აბაქსიალური მხარის კოლენქიმური ქსოვილი; D. გამტარი სისტემის ხედი და E. ფრაგმენტი, ჭურჭელ- ბოჭკოვანი, ღია-კოლატერალური გამტარი კონა 1. ეპიდერმისი კუტიკულით; 2. ფირფიტოვანი კოლენქიმა; 3. სეკრეტორული სავალი; 4. შემომფენი ქსოვილი. 5. საასიმილაციო ქსოვილი; 6. სკლერენქიმული უჯრედები; 7. ლაფანი; 8. მერქნის ლიბრიფორმი; 9. გამტარი ჭურჭლები; 10. ძირითადი ქსოვილის პოლიგონალური უჯრედები Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 89 სურათი 4. F. japonica-ას ფოთლის ყუნწის მიკროსტრუქტურა (მეზოპეციოლი) A. ყუნწის სტრუქტურის პანორამა; B.,C. ქერქის სტრუქტურული ელემენტები; D. ყუნწის სტრუქტურის ფრაგმენტი პერიფერიიდან ცენტრისაკენ; E. ღია-კოლატერალური გამტარი კონა; F. პოლიგონალური პარენქიმა; G. მერქნის გამტარუ ჭურჭლები და H. სკლერენქიმული უჯრედები სიგრძივ განაკვეთზე. 1. კუტინიზირებული ეპიდერმისი; 2. ბაგის აპარატი; 3. ფირფიტოვანი კოლენქიმა; 4. ქლორენქიმა; 5. სეკრეტორული სავალი; 6. იდიობლასტური უჯრედი; 7. პოლიგონალური უჯრედები; 8. სკლერენქიმული ქსოვილი; 9. ლაფანი. 10 მერქნის ლიბრიფორმი; 11. მერქნის გამტარი ჭურჭლები. 12. სპირალურად, 13. რგოლურად და 14. ბადისებურად გარსგასქელებული გამტარი ჭურჭლები; 15. მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა კრისტალები 15 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 90 დასკვნა შესწავლილია საქართველოში ინტროდუცირებული F. japonica-ს ფოთლის შინაგანი აგებულების თავისებურებანი და დადგენილია მისი, როგორც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მდიდარ საექსპერიმენტო ობიექტის მიკროსტრუქტურულ სადიაგნოსტიკო მახასიათებელთა შემდეგი ერთობლიობა ფარმაკოგნოსტულ ანალიზში ნედლეულის ნამდვილობის დადგენის მიზნით:  F. japonica-ას ფოთოლი შიშველია, ბიფაცუალური ფორმის, დორზოვენრტალური, ჰიპოსტომატური სტრუქტურის;  ფოთლის ზედა და ქვედა ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები არადაგვირისტებული, მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანია, ქვედა ეპიდერმისის კუტიკულარული მოზაიკა ტალღისებრი;  ფოთოლში დიფერენცირებული ბაგის აპარატი ანიზოციტური ტიპისაა, ბაგეთშორისი ხვრელი თითისტარისებრი, ხოლო, ბაგეთა განწყობა ქაოტური;  F. japonica-ას ფოთლის რბილობში უკუ-კოლატერალური აღნაგობის გამტარი კონა აღიბეჭდება;  იაპონური ფაციას ფოთლის ყველა სტრუქტურულ ერთეულში შესამჩნევია მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა კრისტალების და სეკრეტორული სავალების დიფერენცირება;  F. japonica-ას ფოთლის ნაკვთის მთავარი ძარღვის ძირითადი ქსოვილი პოლიგონალურია, გამტარი სისტემა როგორც ძართვში, ასევე ყუნწში ჭურჭლ- ბოჭკოვანი, ღია-კოლატერალური ტიპის, მხოლოდ მთავარ ძარღვში მათი განწყობა ასიმეტრულია, ხოლო ყუნწში სიმეტრიული;  F. japonica-ას ფოთლის ნაკვთის მთავარი ძარღვის და ყუნწის მერქანში დიფერენცირებულია სიგრძეზე მწკრივისებ განწყობილი სანათურები;  F. japonica-ას ფოთლის ყუნწის სიგრძივ ანათანზე აღიბეჭდება მერქნის გამტარი ჭურჭლების გარსის სპირალური, რგოლური და ბადისებრი გასქელება. ლიტერატურა 1. T.Aoki “Struqtures end biosynthetic sequence of tritenpenoid saponins of Fatsia japonica”; Jurnal of science of the Hirosima university, series A, V.44, №1. JULY 1980, p. 199-214; 2. Xuewei Ye, Siran Yu et all. Quantitative determination glicosides in Fatsia japonica Dence. and Planch. Using high performance liquid chromatography. Journal of Pharmaceutical and Biomedical Analysys 88, 2014, p.472-476; 3. В.И. Гришковец и др “Тритерпеновые гликозиди Fatsia japonica”, ХПС 2000, №5, ст.395- 398; 4. З.С. Кемоклидзе, Г.Е. Деканосидзе, Э.П. Кемертелидзе – Биологически активные тритерпеновые гликозиды Фатсии Японской (Fatsia japonica (Thunb.) Dence. and Planch.), Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 91 култивированной в Грузии; Журнал «Вопросы биологической, медицинской и фармацевтической химии», N 10, Т.21, 2018; ст. 77-80; 5. Флора СССР; Т.XVI, Москва-Ленинград 1959г. ст.2-3; 6. Э.П. Кемертелидзе, Г.Е. Деканосидзе, А.И.Березнякова „Тритерпеновые гликозиды Fatsia japonica, культивируемой в Грузии и их фармакологические своиства’’, Химико- фармацевтический журнал, Т. 35, №8, 2001 ст.24-27. Features of the microstructure of the leaves of Fatsia japonica (Thunb.) Decne. et Planch. (Araliaceae) Zurab Kemoklidze, Ketevan Mchedlidze*, Manana Churadze, Jemal Aneli TSMU I. Kutateladze Institute of Pharmacochemistry Abstract The internal structure of leaf of the F. japonica that is introduced in Georgia as a source of biologically active substances, was studied, and its microstructural diagnostic signs were determined. F. japonica leaf glabrous, bilateral, dorsoventral, hypostomatic structure. The basal cells of the abaxial and adaxial epidermis of the leaf are non-stitched, curvilinear and curved-walled, the cuticular mosaic of the lower epidermis is wavy. The stomatal apparatus of the Japanese fatsia leaf is anisocytic, the stomatal gap is fusiform, and the location of the stomata is chaotic. A reverse-collateral conductive bundle is imprinted in the pulp of the leaf. In the structural units of all morphological organs of the plant leaf, differentiation of calcium oxalate druse crystals and secretory cells is noticeable. The tissue of the main vein of the leaf of F. japonica is polygonal, the conducting system both in the vein and in the petiole is of fibro-vascular, open-collateral type, but in the main vein bundles are asymmetrical, while in the petiole they are symmetrical and closely interconnected. The xylem of the main vein and petiole of F. japonica leaf’s has differentiated bulbs arranged in longitudinal rows. Xylem conductive vessels with spiral, ring and mesh thickenings of the shell are observed lengthwise the petiole. Keywords: Fatsia japonica (Thunb.) Decne.; leaf; petiole; anatomy; diagnostic signs. https://elibrary.ru/contents.asp?titleid=7704 https://elibrary.ru/contents.asp?titleid=7704