Microsoft Word - fullpdf05022023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 172 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 2, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.20 კოლხეთის დაბლობის გვარი Sphagnum სახეობის S. austinii –ის და S. Papillosum შედარებითი ანატომიური აღწერა ნათელა ტეტემაძე¹, იზოლდა მაჭუტაძე² ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი¹, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი² აბსტრაქტი კოლხეთის დაბლობზე გავრცელებული ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარების ედიფიკატორია გვარი Sphagnum-ი. კოლხეთის ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარების გუმბათის წარმომქმნელი ერთ-ერთი სახეობაა ევროპაში გაიშვიათებული - Sph. austinii Sull., რომელსაც IUCN წითელი ნუსხით მინიჭებული აქვს კატეგორია - გადაშენების საფრთხესთან ახლოს (NT) [12]. კოლხეთის ტორფნარებში გუმბათის ფორმირებაში მონაწილეობს ასევე სახეობა - Sph. Papillosum Lindb., რომელიც ზოგ შემთხვევაში მორფოლოგიურად ძალიან ემსგავსება Sph. austinii Sull., და მისი გარჩევა საველე პირობებში ლუპის დახმარებით თითქმის შეუძლებელია. სახეობების მიკროსკოპული (OMAX-DC5V) დათვალიერებისას ავღწერეთ და დავაფიქსირეთ ანატამიური მახასიათებლები. საკვანძო სიტყვები: გადაშენების საფრთხე, ედიფიკატორი, თეთრი ხავსი, ტორფნარი. შესავალი კოლხეთი განსაკუთრებული რეგიონია მსოფლიოში ომბროტროფული ტორფნარების არსებობისათვის. კოლხეთის დაბლობის სფაგნუმიანი ტორფნარები ესაა ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარები, სადაც ტორფის დაგროვების პროცესი დღესაც მიმდინარეობს [6,9,10] კოლხეთის დაბლობის ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარის - ისპანი 2 სფაგნუმის სახეობის ქიმიური ანალიზისას დადგინდა, რომ ისინი შეიცავს 16 ბიოლოგიურად აქტიურ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 173 ნივთიერებას [11]. კოლხეთის დაბლობზე გავრცელებულია გვარი Sphagnum-ის 9 სახეობა, რომელიც ჯგუფდება 4 სექციად: სექცია Sphagnum სახეობა - Sphagnum austinii Sull. (Sphagnum imbricatum ssp. Austinii) Sph. Magellanicum Brid., Sph. Palustre L. Sph. Papillosum Lindb. სექცია Acutifolia სახეობა - Sph. Capillifolium (Ehrh.) Hedw., Sph. Rubellum Wilson. სექცია Cuspidata სახეობა Sph. Cuspidatum Ehrh.ex Hoffm. Sph. Fallax H. Klinggr. სექცია Subsecunda სახეობა - Sph. Denticulatum Brid. კოლხეთის დაბლობის ტორფნარებში სფაგნუმის სახეობების გავრცელება ასეთია: ა. სფაგნუმი, რომელიც მონაწილეობს გუმბათის წარმოქმნაში, ესენია: Sphagnum imbricatum, Sphagnum papillosum, Sphagnum rubelum. ბ. სფაგნუმი, რომელიც არ მონაწილეობს გუმბათის წარმოქმნაში, გვხვდება ტორფნარის ბუფერულ ზონაში - ესაა: Sph. palustre, Sph. cuspidatum. Sph. austinii Sull. და Sph. Papilosum Lindb. ტორფის წარმომქნელი ძირითადი სახეობაა, Sphagnum austinii Sull. გარემოს გაჭუჭყიანებისადმი ყველაზე მგრძნობიარე თეთრი ხავსია, რომელიც მთელს მსოფლიოში გაიშვიათებულია [3,7]. შემცირების მიზეზია: კლიმატის ცვლილება, დრენაჟი, ხანძრები, საქონლის ძოვება, ეუტროფიკაცია [1,2,8]. სეზონურად, აბიოტური ფაქტორების ცვლილება იწვევს სფაგნუმის სახეობებში შემდეგი სახის ცვლილებებს: დამახასიათებელი შეფერილობის ცვლილებას, ღეროს ზრდის შენელებას Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 174 და განივი განშტოებებს შორის მანძილის ცვლილებას. შესაბამისად ზოგიერთი სახეობა განსაკუთრებით ის სახეობები რომლებიც გუმბათის შექმნაში ღებულობენ მონაწილეობას Sph.imbricatum და Sph.papillosum ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს [4,5]. მხოლოდ ლუპის საშუალებით მათი იდენტიფიცირება გაძნელებულია. საჭიროებს მის დათვალიერებას მიკროსკოპის გამოყენებით, რათა დადგინდეს ისეთი სახეობრივი ნიშნები როგორიცაა ფოთლის ფორმა, ზომა და ჰიალინური უჯრედების ფიბრილების შეფერვის ინტენსივობა. მასალა და მეთოდი: საკვლევ ობიექტებზე დაკვირვება ხდებოდა საქართველოს დასავლეთით, სამხრეთ კოლხეთის დაბლობის ცოცხალ სფაგნუმიან ტორფნარის, კერძოდ ისპანი 2- ის გუმბათის წარმომქმნელ გვარი სფაგნუმის ორი სიმილარულ სახეობაზე Sph. austinii –ის და Sph. papillosum. ამ ობიექტების საკვლევად ლაბორატორიის პირობებში გამოვიყენეთ ტრინოკულარი მიკროსკოპი OMAX-DC5V. მიკროსკოპის საშუალებით ავღწერეთ და გადავიღეთ სახეობებისთვის დამახასიათბელი ნიშნრები. შედეგები Sphagnum austinii –ის და Sph. Papillosum შდარებითი ანატომიური აღწერა. საველე ექსპედიციებისას, სახეობების ერთმანეთისგან გარჩევა ძირითადად ხდება მორფოლოგიური დათვალიერებით. ეს ორი სახეობა Sph.Papillosum და Sphagnum austinii ჩვეულებრივ პირობებში მკვეთრად განსხვავდება მორფოლოგიური ნიშნებით (სურ.1). სურ.1. Sph. austinii Sull (მარცხნივ) და Sph. papillosum (მარჯვნივ) ჰაბიტუსი. სფაგნუმის სახეობების მორფოლოგიური ნიშნების დასათვალიერებლად საველე მუშაობისას ვიყენებთ ლუპას. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა სხვადასხვა სახეობა ერთმანეთს მორფოლოგიურად ემსგავსება და მათი გარჩევა შესაძლებელი ხდება ანატომიური თავისებურებებით. Sph.Papillosum დაბალი ტემპერატურისა და ნაკლები წყლის პირობებში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 175 მორფოლოგიურად ძალიან ემსგავსება Sph. austinii-ს (სურ. 2,3.), რის გამოც ძალიან ჭირს ამ ორი სახეობის ერთმანეთისგან გარჩევა. სურ.2 Sph. austinii Sull სურ.3 Sph. papillosum Lindb განსხვავების დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ მიკროსკოპული დათვალიერებისას, განშტოების ფოთლების ჰიალინური უჯრედების ფიბრილები უფრო ინტენსიურია Sph. austinii ვიდრე, Sph. papillosum –ში. განსხვავებაა ასევე, ფიბრილების სიმაღლესა და ზომაშია. Sph. austinii - ის ქლოროფილიანი უჯრედები უფრო ინტენსიურადაა შფერილი, ფიბრილები უფრო მკვეთრი და არათანაბარი სიგრძისაა, ხოლო Sph.papillosum-ის ქლოროფილიანი უჯრედები უფრო ღია შეფერილობისაა და ფიბრილები კვეთს მთელს ჰიალინურ უჯრედს – თანაბარსიგრძიანია. Sphagnum austinii განივი განშტოების ფოთლების ფორმა ლანცეტისებურია, აპექსისკენ შემოდრეკილია, აპექსი მკვეთრად წამახვილებულია, აპექსი ბოლოვდება ულვაშისებური უჯრედული წანაზარდებით, რაც Sph.papillosum – ის არ გააჩნია (სურ.4 ). Sph.papillosum განშტოების ფოთლის ფორმა ქვევრისებურია (სურ.5), ფოთლის ბაზალური ნაწილი უფრო განიერია, აპექსისკენ ვიწროვდება და შემოდრეკილია ფუძიდან წვერომდე. სურ.4. Sph. austinii Sull განივი განშტოების ფოთოლი; სურ. 5. Sph.papillosum განივი განშტოების ფოთოლი; თუ, ამ ორი სახეობის განშტოების ფოთოლს ერთდროულად მოვათავსებთ სასაგნე მინაზე და დავაკვირდებით კარგად დავინახავთ , რომ ისინი განსხვავდებიან არა მარტო ფორმით, არამედ ზომითაც (სურ.6 ). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 176 სურ.6. Sph. austinii Sull და Sph.papillosum განივი განშტოების ფოთლები; დასკვნა მიუხედავათ იმისა, თეთრი ხავსის სახეობები შეფერილობით, აპექსის ფორმით, განივი განშტოების ზომით ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგიერთ აბიოტურ პირობებში Sph. austinii Sull და Sph.papillosum ჰაბიტუსით ისე ემსგავსება ერთმანეთს, რომ საველე პირობებში იდენტიფიცირება გართულებულია. ამიტომ, სწორი იდენტიფიცირებისათვის საჭიროა მიკროსკოპის გამოყენებით შევადაროთ ფოთლის ზომა, ფორმა და ჰიალინური უჯრედების ფიბრილების შეფერვის ინტენსივობა. ლიტერატურა: 1. კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმა, 2017; 2. მაჭუტაძე ი., 2009, კოლხეთის დაბლობის ტორფნარების მცენარეულობა, სადოქტორო შრომა; 3. Доктуровский, В.С. (1936) Материалы по изучению торфяников Кавказа; 4. Andrus, R.E. 1987: Nomenclatural Changes in Sphagnum imbricatum sensu lato. – The Bryologist 90:217–220. 5. Allard D. Rare and Uncommon Bryophytes of Vermont. Vermont Natural Heritage Inventory. A Network Connecting Science with Conservation 476-0127 2017Vermont; 6. Grootjans A, Krebs M, MatchutadzeI and Joosten H, (2016)., Percolation bogs in the Kolkheti lowlands (Georgia) in need of better protection.www. IMCG Newsletter 7. Kaffke,.A , J.Couwenberg, H., Joosten, I.Matchutadze, & J Schulz, .2000. Ispani II: the world’s firstpercolation bog. In: Quèbec 2000 Millennium Wetland Event, Program with Abstracts, p. 487; 8. M.Krebs, I. Matchutadze, A. Bakuradze, T, R. Kaizer, European mire book Mires of Georgia, Mires of Georgias, Science Publisher. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 177 9. I. Matchutadze, H. Joosten, M.Tsinaridze. 2015,WORLDS UNIQUE KOLKHETI MIRES:GLOBAL AND REGIONAL CLIMATE REGULATION., 2015, International Conference “APPLIED ECOLOGY: PROBLEMS, INNOVATIONS”, Tbilisi; 10. I. Matchutadze, Tetemadze N.,Tsertsvadze A., Tsinaridze M., Memarne Q., Abuladze I.,Colchis –longterm development plan, Conference week“Renewable Resources from Wet and Rewetted Peat lands”abstracts book. 11. Natela Tetemadze, Alyosha Bakuridze, Malkhaz Jokhadze, Izolda Machutadze, Peculiarities of the composition of acids in Sphagnum species of the percolation bog of the Kolkheti lowland , Annals of Agrarian Science 12. https://www.iucnredlist.org/ Comparative description of Sphagnum austinii and S. Papillosum of the genus Sphagnum species of Kolkheti plain Natela Tetemadze¹, Izolda Matchutadze² Scientific employee of Kolkheti Peatlands and Water Ecosystems Conservation Department, Institute of Phytopathology and Biodiversity of Batumi Shota Rustaveli State University¹, Chief Scientific Employee, Head of Department of Kolkheti Peatland and Water Ecosystems Conservation Department, Institute of Phytopathology and Biodiversity of Shota Rustaveli State University of Batumi² Abstract The genus Sphagnum is the edifier of living sphagnum peatlands spread on the plain of Kolkheti. One of the dome-forming species of living sphagnum peatlands of Kolkheti is Sphagnum austinii Sull., which is rare in Europe and has been assigned the category of Near Threatened (NT) by the IUCN Red List (https://www.iucnredlist.org/). In the peatlands of Kolkheti, the species - Sph. Papillosum Lindb., which in some cases is morphologically very similar to Sphagnum austinii Sull., and is almost impossible to distinguish in the field with a magnifying glass. We described and recorded the anatomical features of the species under the microscope (OMAX-DC5V). Key words: danger of extinction, edificator, white moss, peatland