Microsoft Word - fullpdf05022023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 183 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 2, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.22 COVID 19 -თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირინე კორინთელი, ირმა კორინთელი, ანა დარსაძე ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო კორონავირუსული ინფექცია 2019 წლიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა და გლობალურად უარყოფითად აისახა მოსახლეობის, მათ შორის ბავშვთა, ჯანმრთელობაზე(1,3). საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში COVID 19 პრევენციის კუთხით უდიდესი როლი მიენიჭა მობილობის შეზღუდვას და ვაქცინაციას. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, ბავშვთა ასაკის მასობრივი ვაქცინაცია ჯანმოს რეკომენდაციით არ ხორციელდება და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მობილობის შემცირება აქტუალურია/2,4/. ჩვენს ქვეყანაში, COVID 19 პანდემიის პირობებში, განათლების სფეროში დაწესებული შეზღუდვებს შორის, განხორციელდა მეცადინეობების ე.წ ონლაინ ფორმატში გადატანა. 2019- 2022 სასწავლო წლების განმავლობაში მეცადინეობები მიმდინარეობდა ძირითადად ამ რეჟიმში. სკოლის მოსწავლეებს სწავლება მოუწიათ საკლასო ოთახების მიღმა, რამაც შეამცირა მობილობა და უზრუნველყო სწავლების პროცესის უწყვეტობა. მეცადინეობის ამ ფორმატმა შეამცირა ბავშვების რუტინული აქტივობა და ისინი გადავიდნენ ადინამიურ რეჟიმზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა ერთის მხრივ, ეპიდემიოლოგიური კუთხით მოგვცა დადებითი ეფექტი, მეორეს მხრივ-კი გავლენა იქონია ბავშვთა ჯანმრთელობაზე, რაც შესაძლოა შემდგომში გახდეს სომატური დაავადებების პროვოცირების მიზეზი. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა, საქართველოში, COVID 19 ის პანდემიის დროს საჯარო სკოლებში on line სწავლების გავლენის დადგენა ბავშვების ჯანმრთელობაზე. კვლევის მეთოდები და მასალები: ჩვენს მიერ ჩატარებულ იქნა პროსპექტული კვლევა. დახურული კითხვარის გამოყენებით, კითხვარი მოიცავდა 15 დახურულ კითხვას. კვლევაში ჩართულები იყვნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები. მათი შერჩევა მოხდა ე.წ თოვლის გუნდის პრინციპით. კვლევაში სულ მონაწილეობდა 134 ობიექტი: 52 მოსწავლე/38,8%/ და 82 მშობელი/61,1%/. გამოკითხვა ჩატარდა ანონიმურად, პიროვნების მაიდენტიფიცირებელი არცერთი მონაცემი არ იყო აღრიცხული. შედეგების დამუშავება და ანალიზი განხორციელდა Microsoft Excel-ის პაკეტით. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 184 კითხვარის საშუალებით მიღებული ინფორმაცია შეჯერდა შემდეგი ძირითადი 7 მიმართულებებით: 1. აისახა თუ არა შეზღუდვები ბავშვთა ზოგადად ჯანმრთელობაზე 2. რომელ სომატურ დაავადებებზე იქონია დადებითი გავლენა შეზღუდვებმა 3. რომელ სომატურ დაავადებებზე იქონია უარყოფითი გავლენა შეზღუდვებმა 4. იმოქმედა თუ არა შეზღუდვებმა ფსიქო-ემოციურ სფეროზე 5. გამოიწვია თუ არა შეზღუდვებმა ქცევითი დარღვევები 6. მოახდინა თუ არა გავლენა შეზღუდვებმა ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ჯანმრთელობაზე. 7. გახდა თუ არა საჭირო შეზღუდვების პირობებში დამატებითი ექიმის კონსულტაცია. კვლევის შედეგები: ჩვენი მასალის ანალიზის შედეგად გამოიხატა შემდგომი ასპექტები:  გამოკითხულთა 17,9% /24 ობიექტი/ თვლის, რომ შეზღუდვებს არ მოუხდენია გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.  გამოკითხულთა 80,0% /110 ობიექტი/ თვლის, რომ შეზღუდვებმა ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოუხდენია გავლენა კერძოდ, o მხოლოდ დადებითი-30/22,3%/ o მხოლოდ უარყოფითი-45/33,5%/ o დადებითი და უარყოფითი-35/26,1%/ ცალკე გაანალიზდა შეზღუდვების დადებითი და უარყოფით გავლენა შემდგომ ორგანოთა სისტემებზე /დაავადებების განვითარების კუთხით/, კერძოდ,  შემცირდა o სასუნთქი სისტემა- 34/25,3%/ o კუჭ-ნაწლავის სისტემა- 36/26,8%/ o ძვალ-სახსროვანი სისტემა- 27/20,1%/ o კანის და ალერგიული დაავადებები-26/19,4%/ o ენდოკრინული სისტემა-15/11,1%/ o მხედველობა, ფსიქო-ემოციური სფერო-13/29,8%/ o გულ-სისხლძარღვთა დაავადებები -23/17,1%/ • გაიზარდა o სასუნთქი სისტემა - 12/9,7% o კუჭ-ნაწლავის სისტემა-15/11,1%/ o ძვალ-სახსროვანი სისტემა-54/40,2%/ o კანის და ალერგიული დაავადებები 13 o ენდოკრინული სისტემა-69/51,4%/ o მხედველობა, ფსიქო-ემოციური სფერო 74/55,2%/ o გულ-სისხლძარღვთა დაავადებები-18/13,4%/ ჩვენი კვლევის მონაცემების მიხედვით, COVID 19 ის პანდემიის პირობებში არსებულმა შეზღუდვებმა მოახდინა ზეგავლენა ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იდენტიფიცირებულ იქნა ე.წ ონლაინ სწავლების დადებითი და უარყოფითი შედეგები. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 185 კერძოდ, შემცირდა დერმატოლოგიური ჩივილები (განსაკუთრებით გამონაყარი), ასევე, შემცირდა სასუნთქი სისტემისა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილები. რაც შეეხება ენდოკრინულ, ფსიქო-ემოციური სფეროს და მხედველობას. გაიზარდა მხედველობის გაუარესებასთან დაკავშირებული ჩივილები. ასევე, მოიმატა სიმსუქნის, უძილობის, კრუნჩხვის, თავბრუსხვევის, თავის ტკივილის შემთხვევებმა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩივილების მხრივ კი გაიზარდა სკოლიოზის შემთხვევები. ამრიგად, COVID 19 -თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები გავლენას ახდენს ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, როგორც დადებითი ასევე, უარყოფითი კუთხით. გარდაუვალი აუცილებლობით გამოწვეულ ონალინ მეცადინეობის რეჟიმის დროს მიზანშეწონილი არის ოჯახის ექიმის ე.წ.ონლაინ კონსულტაციები კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშრებით და ცხოვრების ჯანსაღის წესის დანერგვის მხარდაჭერა. ლიტერატურა: 1. Ali, Wahab (2020). Online and Remote Learning in Higher Education Institutes: A Necessity in Light of COVID-19 Pandemic Higher Education Studies, v10 n3 p16-25 2. Bao, W. (2020). COVID-19 and online teaching in higher education : A case study of Peking University. March, 113–115. 3. Coronavirus (COVID-19) vaccine statistics data, Our World In Date https://ourworldindata.org/covid-vaccinations?country=GEO 4. Fetters, M. D., and J. F. Molina-Azorin. 2020. “Call for Papers for a Special Issue on COVID-19 and Novel Mixed Methods Methodological Approaches During Catastrophic Social Changes.” Journal of Mixed Methods Research 14 (3): 281–287. Impact of epidemiological restrictions related to COVID 19 on children's health status Irine Korinteli, Irma Korinteli, Ana Darsadze Child and Adolescence Medicine Department, Tbilisi State Medical University Tbilisi, Georgia ABSTRACT Background: In terms of prevention of COVID 19 In Georgia as well as in the World, mobility restriction and vaccination have been given the greatest role. As is known, at this stage, mass vaccination of children is not carried out according to the WHO recommendation, and from the epidemiological point of view, the reduction of mobility is relevant. Objectives: Aim of our research was to determine the impact of online teaching in public schools on the health of children during the COVID 19 pandemic in Georgia. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 186 Methods: A prospective study was conducted with closed questionnaire which included 15 closed- questions. Public school pupils and parents were involved in the research. They were selected according to the principle of the so-called snow team. A total of 134 person was participated in the study: 52 pupil /38.8%/ and 82 parents/61.1%/. The survey was conducted anonymously, no personally identifiable information was recorded. Processing and analysis of the results was carried out with the Microsoft Excel package. Conclusions: Restrictions in the context of the COVID 19 pandemic have affected the health status of children. The positive and negative results of the so-called online education were identified. Dermatological complaints (especially rashes) decreased, as well as respiratory system and gastrointestinal tract complaints. As for the endocrine, psycho-emotional sphere and vision. Complaints related to visual impairment have increased. Also, cases of obesity, insomnia, convulsions, dizziness, headaches have increased. In terms of bone-joint system complaints, scoliosis cases have increased.