Microsoft Word - fullpdf05022023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 212 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 2, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.27 COVID 19 - უმაღლესი სამედიცინო განათლების თანამედროვე გამოწვევა ირმა კორინთელი, ირინე კორინთელი, ანა დარსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი COVID 19 პანდემიამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ განათლების კუთხითაც, განსაკუთრებით სამედიცინო განათლების სფეროში/1,2,3,4/. ჩვენს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული იყო მთელი რიგი რეგულაციები, მათ შორის ე.წ. on line სწავლების რეჟიმი/მობილობის შეზღუდვის მიზნით/. უკანასკნელ წლებში, დისტანციური სწავლების მეთოდი არ წარმოადგენს სიახლეს, თუმცა მედიცინის სფეროში სწავლების ეს რეჟიმი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული/1,3/. როგორც ცნობილია, სამედიცინო განათლება ძირითადად დაფუძვნებული არის პრაქტიკულ-ლაბორატორიული მიმართულებებზე, ონალინ მეცადინეობების დროს კლინიკური მიმართულებით სწავლების პროცესში წარმოიშვება ხარვეზები. კერძოდ, სტუდენტებისთვის პაციენტთან მუშაობის კლინიკური უნარების სწავლება და შეფასება სრულყოფილად ვერ ხორციელდება/1,4/. დღის წესრიგში დგება შემდეგი საკითხები, კერძოდ, რამდენად შეძლებს სტუდენტი შეაფასოს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, შეიმუშოს მართვის სავარაუდო გეგმა და შეძლებს თუ არა ე.წ.on line გამოკითხივის პროცესში მაქსიმალურად გამოავლინოს შეძენილი ცოდნა. სამედიცინო განათლების სფეროში ე.წ.on line სწავლების როლის სამეცნიერო შეფასება მნიშვნელოვანი არის, რათა სწავლების ამ მეთოდს მიეცეს რეკომენდაცია ეპიდ უსაფრთხო მიზნით. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა COVID 19 - პანდემიის პირობებში სამედიცინო განათლების სფეროში ე.წ. on line სწავლების როლის სამეცნიერო შეფასება. კვლევის დიზაინი: კვლევა იყო პროპექტული, ე.წ თოვლის გუნდის პრინციპით. კითხვარის საშუალებით. სამედიცინო საგნების დისტანციური სწავლების თავისებურებების დადგენის მიზნით ჩატარდა მხოლოდ სტუდენტების გამოკითხვა. კვლევის შედეგების შეჯერებისათვის გამოყოფილი იქნა შემდგომი ასპექტები: 1. კლინიკური უნარ-ჩვევების შესწავლა რამდენად არის შესაძლებელი ე.წ. on line ფორმატით Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 213 2. კლინიკურ დისციპლინაში ე.წ.on line გამოკითხვის ფორმატით რამდენად არის შესაძლებელი მაქსიმალურად გამოავლინოს სტუდენტმა შეძენილი ცოდნა. სტუდენტებისთვის განკუთვნილი კითხვარი მოიცავდა 25 დახურულ კითხვას. კითხვების შინაარსი იყო ქცევითი, განწყობის გასაზომი და ცოდნის შესაფასებელი. კვლევაში ჩართულ იქნა 102 რესპოდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტები. ყველა მათგანი ჩართული იყო დისტანციური სწავლების პროცესში და მათი გამოკითხვა მოხდა სატელეფონო ფორმატით. კითხვარის შედეგად მიღებული შედეგების შეჯერებით და ანალიზით გამოიხატა ასეთი სურათი:  45/44,1%/სტუდენტი თვლის, რომ on line ფორმატით სწავლება გამართლებულია კლინიკური საგნებისთვის.  დისტანციური სწავლება არ ყოფილა დაკავშირებული დამატებით ფინანსურ ხარჯებთან 82/80,3%/.  62/60,7%/ სტუდენტი თვლის, რომ დისტანციური სწავლება საჭიროებს იგივე რაოდენობის საკონტაქტო საათებს, რასაც ე.წ. of line ფორმატი.  57/55,8/სტუდენტი თვლის, რომ სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია და გასაგები.  58/56,8% სტუდენტი ადასტურებს, რომ სწავლების პროცესში ლექტორი განიხილავს კლინიკურ შემთხვევებს და ეს მეთოდები გამართლებულად მიაჩნია.  51 /50%/ სტუდენტი თვლის, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება შეიძლება დისტანციური მეცადინეობის რეჟიმში.  67 /65,6%/ სტუდენტი ხელსაყრელად მიიჩნევს on line მეთოდით ცოდნის მაქსიმალურად წარმოჩენის შესაძლებლობას.  61/59,8%/სტუდენტი მომხრეა on line ფორმატით გაგრძელდეს სწვლება ეპიდემიის შემდეგასაც. ჩვენი კვლევის შედეგების შეჯამების შედეგად აღმოჩნდა, რომ პანდემიის პირობებში სრულყოფილი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა on line ფორმატით რთულია. ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სტუდენტების 44,1% ონლაინ მეცადინეობის ფორმატს გამართლებულად მიიჩნევს კლინიკურ დისციპლინებში. ასევე, სტუდენტების უმრავლესობას /65,6%/ მიაჩნია, რომ ე.წ. on line რეჟიმში ცოდნის მაქსიმუმის გამოავლენა შესაძლებელია. ამრიგად, ეპიდემიის პირობებში ე.წ. on line სწავლება წარმოადგენს უალტერნატივო მეთოდს და უზრუნველყოფს სწავლების პროცესის უწყვეტობას. ამასთანავე, დისტანციური სწავლებას აქვს მრავალი დადებითი მხარე/მაგალითად ტრასპორტირებისას ფინანსური და დროის დანაზოგი/, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ეპიდემიის დასრულების შემდეგაც. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 214 ლიტერატურა: 1. Ahmed H, Allaf M, Elghazaly H. COVID-19 and medical education. Epub 2020 Mar 23.. Lancet Infect Dis. 20(7):777-778. doi: 10.1016/S1473-3099(20)30226-7. 2. COVID 19 Coronavirus Pandemic. Last Updated October 26, 2020. https://www.worldometers.info/coronavirus/ 3. Khan S, Mian A. Br J Surg. Medical education: COVID-19 and surgery. Epub 2020 Jun 3. BJS Society. 107(8):e269. doi: 10.1002/bjs.11740.. 4. Kogan M, Klein SE, Hannon CP, Nolte MT . Orthopaedic Education During the COVID-19 Pandemic. 2020 Jun, J Am Acad Orthop Surg. 1;28(11):e456-e464. doi: 10.5435/JAAOS-D-20- 00292. COVID 19 - the modern challenge of higher medical education Irma Korinteli, Irine Korinteli, Ana Darsadze Tbilisi State Medical University Tbilisi, Georgia, Child and Adolescence Medicine Department ABSTRACT Background: The COVID 19 pandemic created problems for the population not only in terms of health, also in terms of education, especially in the field of medical education. In order to prevent the spread of the virus in our country, regulations were adopted, including the so-called online teaching mode. The method of online learning is not new in the World, although this method of teaching in the field of medicine is associated with certain difficulties. Objectives: The aim of our study was In the conditions of the COVID 19 pandemic, in the field of medical education, the so-called Scientific evaluation of the role of online teaching. Methods: The research was prospective, based on the principle of the so-called snow team. through a questionnaire. In order to determine the peculiarities of distance learning of medical subjects, only a survey of students was conducted. In order to compare the results of the research, the following aspects were distinguished: To what extent is it possible to study the clinical skills of the so-called online format and In the clinical discipline, with the so-called on-line survey format, how much is it possible for the student to demonstrate the acquired knowledge as much as possible. The questionnaire intended for students included 25 closed questions. The content of the questions was behavioral, measuring mood and assessing knowledge. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 215 102 respondents, 6th year students of Tbilisi State Medical University, were included in the research. All of them were involved in the distance learning process and they were interviewed in a telephone format. Conclusions: As a result of summarizing the results of our research, it was found that it is difficult to provide complete medical education in an online format under the conditions of a pandemic. According to the results of our survey, 44.1% of students consider online learning format justified in clinical disciplines. Also, the majority of students /65.6%/ believe that It is possible to reveal the maximum of knowledge in online mode. In the conditions of the epidemic, Online teaching is an alternative method and ensures the continuity of the teaching process. In addition, distance learning has many positive aspects (for example, financial and time savings during transportation), which can be used even after the end of the epidemic.