Microsoft Word - fullpdf05022023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 253 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 2, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.32 კორპორატიული მართვის ეფექტიანობა: არსებული პრობლემები და პერსპექტივები ხათუნა ბარბაქაძე1; ნატო კაკაშვილი 1ასოცირებული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ORCID ID 0009-0001-1670-8463 2ასისტენტ პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ORCID ID 0009-0005-1399-1784 აბსტრაქტი კორპორატიული მართვა გულისხმობს სხვადასხვა დაინტერესებული პირების ინტერესების გაერთიანებას. ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში მთავარ მიზანს კერძო სექტორის ჩამოყალიბება და მეწარმეობის განვითარება წარმოადგენდა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი ადგილი პრივატიზაციას ეჭირა. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის შედეგია. პრივატიზაციის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას საკუთრების კორპორატიული სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პროცესის შედეგი გაუმჯობესებული და მაღალტექნოლოგიურად განვითარებული სერვისები, გაზრდილი წარმოება და ფინანსური ეფექტიანობა უნდა იყოს. შესაბამისად, საკუთრების გადანაწილების პროცესი იქნება კორპორატიული კონტროლის ნორმალური და ეფექტიანი მექანიზმი, როდესაც გაიზრდება კორპორაციების საქმიანობის ეფექტიანობა და შესაბამისად, ადგილი ექნება ეკონომიკურ ზრდას. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პროცესები იყო უფრო გამონაკლისი, ვიდრე წესი. ამრიგად, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ავღნიშნოთ, რომ პრივატიზაციამ ვერ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა - ახლადშექმნილი სააქციო საზოგადოებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება. მოსალოდნელი იყო, რომ გაჩნდებოდნენ უფრო ეფექტური მართვით დაინტერესებული მესაკუთრეები. მაგრამ ერთი მესაკუთრის - სახელმწიფოს ნაცვლად მრავალრიცხოვანი მესაკუთრებიის გაჩენა სუსტად აისახა მართვის შიდა მექანიზმების მოქმედების ეფექტურობის ზრდაზე და მის შედეგზე. ამავე დროს, არსებითად გართულდა საკუთრების განკარგვის და საერთო სტრატეგიული ხელმძღვანელობის საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობები. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმაში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 254 მდგომარეობს, რომ მესაკუთრის გამსხვილების პარალელურად შეთავაზებული არ იყო კორპორატიული მართვის ქმედითი მექანიზმები. საკვანძო სიტყვები: კორპორატიული მართვა, პრივატიზაცია, საინვესტიციო ნაკადი, აქციონერები, კორპორატიული სტრუქტურები. შესავალი. კორპორატიულ მართვასთან დაკავშირებული საკითხები მეტ აქტუალობას იძენს, რადგან კორპორაცია არის მართვის ძირითადი ფორმა, რაც გულისხმობს რამდენიმე დაინტერესებული მხარეების ინტერესების გაერთიანებას. განვლილ პერიოდში კორპორატიული მართვის საკითხებით მსხვილი კომპანიები იყვნენ დაინტერესებულები, დღეს კი, საშუალო ზომის კომპანიებიც ცდილობენ კორპორატიული მართვის თანამედროვე სისტემების გამოყენებას. კორპორატიული მართვა კომპანიის გონივრულ და ეფექტიან შედეგებზე ორიენტირებულ მართვას უწყობს ხელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი წარმატება. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში, როგორც წესი, კერძო სექტორის ჩამოყალიბება და მეწარმეობის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. აღნიშნული ეკონომიკური მოვლენის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი პრივატიზაციას უჭირავს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის შედეგია. პრივატიზაციის პროცესის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას საკუთრებაზე კონტროლის კორპორატიული სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს. თეორიული ნაწილი. პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთრების უფლების წარმოშობის ერთადერთი გზა იყო განსახელმწიფოებრიობა, რადგან ნებისმიერი უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და საჭირო იყო მისი კერძო მფლობელობაში გადასვლა. აღნიშნულის განხორციელება კი შესაძლებელი იყო პრივატიზაციის მეშვეობით, რომლის შედეგად გახორციელდა საზოგადოებრივი ურთიერთობების ცვლილებები, რომელმაც განსაზღვრა რადიკალურად განსხვავებული ტიპის სოციალური და ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება. საქართველოში არსებული სიტუაცია. საქართველოში სახელმწიფო საწარმოების განსახელმწიფოებრიობის პროცესმა ვერ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა - არსებული საწარმოების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება. პრივატიზაციის განხორციელების საწყის პერიოდში საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ფინანსური რესურსები არ გააჩნდა. პრაქტიკულად, მოშლილი იყო საფინანსო სისტემა, არ იყო შექმნილი პრივატიზაციის გლობალური პროცესისთვის ხელშემწყობი, როგორც ეკონომიკური, ასევე, ორგანიზაციული და ფსიქოლოგიური გარემო. სწორედ ამიტომ, საინვესტიციო პერსპექტივა დამოკიდებული იყო მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. საქართველოში განხორციელებული პრივატიზაციის პროცესი, თავისი შინაარსითა და თავისებურებებით არსებითად განსხვავდება ტრადიციული ფორმებისაგან. სწორედ ამიტომ, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 255 პრივატიზაციის პროცესმა არათუ ვერ მოახდინა დადებითი ზეგავლენა ეკონომიკის სტაბილიზაციაზე პირიქით, გააღრმავა წარმოების დაცემის პროცესი და შესაბამისად, სტიმული მისცა ეკონომიკური კავშირების მოშლას განვიხილოთ საქრთველოში ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესი, როგორ არის გადანაწილებული სამეწარმეო საქმიანობა სახელმწიფოსა და კერძო სუბიექტებს შორის. კერძო სექტორი ძირითადად პრივატიზებული მცირე და საშუალო საწარმოებისაგან შედგება. კერძო სექტორის ჩამოყალიბება და ეფექტიანი ფუნქციონირება საქართველოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია. საქართველოში 2023 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით კერძო პირებზე რეგისტრირებულია 920 116 ბიზნეს სუბიექტი, საიდანაც აქტიურია 243 824, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 583 ბიზნეს სუბიექტიდან აქტიურია 2 835. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, რეგისტრირებულია 1 859 ბიზნეს სუბიექტი, საიდანაც აქტიურია მხოლოდ 658, ხოლო საკუთრების სხვა ტიპის - 4 828 ბიზნეს სუბიექტიდან აქტიურია 397 (დიაგრამა N1). დიაგრამა N1. 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით რეგისტირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა საკუთრების ფორმების მიხედვით წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023 ქვემოთ დიაგრამაში ნაჩვენებია აქტიური სუბიექტები საკუთრების ზომის მიხედვით (დიაგრამა N2). დიაგრამა N2. 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით რეგისტირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა საწარმოთა ზომის მიხედვით 933116 920846 243824 5583 2835 1859 658 4828 397 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 256 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები საწარმოების ზომის მიხედვით ნაჩვენებია დიაგრამა N 3-ში. დიაგრამა N 3. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები საწარმოების ზომის მიხედვით 24 38 24 23 99 34 28 35 65 8 39 7 65 5 49 7 11 2 44 230 31 22 39 57 7 19 0 25 20 28 05 19 99 03 21 36 41 4 35 2 37 33 37 29 5 10 10 18 მსხვილი საშუალო მცირე ზომა უცნობია 15 04 14 .9 57 61 3. 8 27 84 3. 7 14 17 32 .9 11 68 4. 9 44 73 7. 3 74 42 56 13 47 .6 77 41 1 98 24 5. 9 26 98 9 13 15 2. 9 94 52 5. 9 59 31 .2 21 70 3. 9 28 41 81 15 15 .4 94 97 1 24 35 0. 3 14 08 5. 7 66 41 .1 22 01 3. 3 31 08 12 49 7. 8 14 69 50 16 16 .9 95 85 4 27 81 8. 7 16 53 9. 1 80 49 .7 25 19 3. 7 26 45 .7 10 53 5. 6 31 31 25 10 08 .4 52 82 0 სულ მსხვილი საშუალო მცირე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 257 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2022 განვითარებული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს რომ კაპიტალის დარგთაშორისი გადადინება აძლიერებს კონკურენციას, რაც კომპანიებს სტიმულს აძლევს მიმართონ წარმოების დივერსიფიკაციის სტრატეგიის გატარებას. ყოველივე აღნიშნული კი, შესაძლებელია კომპანიის ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ჩარჩოებში რადგან მათ ააქვთ შესაძლებლობა ფლობდნენ მაღალკონცენტრირებულ და ცენტრალიზებულ როგორც, საწარმოო, ასევე საბანკო აქტივებს. მსხვილი კომპანიების პრივატიზება, როგორც წესი, ხორციელდება აქციონირების გზით. საქართველოში განხორციელებული აქციონირების წესი განსხვავებული იყო საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ჩამოყალიბებული და განხორციელებული აქციონირების პრაქტიკისაგან. განვითარებულ ქვეყნებში აქციონირება განხორციელდა ერთიანი სააქციო კაპიტალის შექმნით ცალკეული აქციონერების კაპიტალის გაერთიანებით. აღნიშნული პროცესი საქართველოში განხორციელდა ერთიანი კაპიტალის აქციებად დაყოფით. აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში აქციონირება წარმოადგენდა წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის შედეგს, ხოლო საქართველოში კი, პრივატიზაციის შედეგს. პრივატიზაციის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა 0.5 მლნ-მდე აქციონერი, თუმცა აქციების გაყიდვა საფონდო ბირჟაზე არ ხდებოდა. შესაბამისად, აქციის საბაზრო ფასის გარკვევა შეუძლებელი იყო. სააქციო საზოგადოებებისა და აქციონერების საერთო მაჩვენებლების მიხედვით საქართველო მოწინავე ადგილზე იყო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა ეს მაჩვენებელი არ იყო რელევანტური. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სააქციო საზოგადოებებს შემცირებული ქონდათ საწარმოო პოტენციალი, რისი მიზეზიც ძირითადი ფონდების ცვეთა იყო. ამავე დროს, საინვესტიციო და საინოვაციო პოტენციალიც დაბალი იყო. უმრავლესობა მათგანს არც კი ჰქონია მცდელობა გასულიყო საფონდო ბაზრებზე. არ გაამართლა მათ მიმართ კონსერვაციის რეჟიმის გამოყენებამ და ამორტიზაციის ანარიცხებიდან გათავისუფლებამ. ასეთ პირობებში, უმჯობესი იქნებოდა გამოყენებულიყო გაკოტრების კანონი. აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელებს არც კი უცდიათ მათ ხელთ არსებული საწარმოების სანაცია და ამუშავება. ძირითადად, მათი მოგების მთავარ წყაროს საწარმოების ტექნიკური აღჭურვილობისა და ძვირადღირებული მოწყობილობის დემონტაჟი და საზღვარგარეთ ჯართად გაყიდვა წარმოადგენდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საინვესტიციო ნაკადების და კაპიტალის დარგთაშორისი გადადინება შესაძლებელი იყო მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ბარიერების ზომიერი შემცირების საფუძველზე ასევე საწარმოების აქციონირების სიცოცხლისუნარიანი ორგანიზაციული გაერთიანებების შექმნის საფუძველზე, რომლებიც შეადგენდნენ ქვეყნის ინდუსტრიული ბაზის საფუძველს მაგრამ ახალი კორპორატიული სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესი საქართველოში სხვაგვარად წარიმართა, რომელიც გამოირჩეოდა შემდეგი მახასიათებლებით: სახელმწიფო სტრუქტურებმა თავი აარიდეს იმ საკითხების გადაწყვეტას რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებშიც კი მათი კომპეტენციის სფეროს განეკუთვნებოდა; საქართველოში პრივატიზაციის შედეგად Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 258 ეკონომიკაში დომინირება დაიწყეს სააქციო სტრუქტურებმა რომლებიც იურიდიული თვალსაზრისით იყო „ღია მაგრამ დე ფაქტო იყო დახურული გარეშე გავლენისა და კონტროლისათვის საწარმოს თანამშრომლების და ადმინისტრაციის საკუთრების დომინირებას მის აქციებზე მსოფლიო ეკონომიკურ ლიტერატურაში ეწოდება „ინსაიდერების ან შიდა აქციონერების საკუთრება რაც წარმოადგენს წინააღმდეგობას ინვესტიციების მოსაზიდად და ცნობილია როგორც ინსაიდერების დილემა , რომლის არსი იმაში მდგომარეობს რომ ინსაიდერების განუყოფელი კონტროლი საწარმოზე გამორიცხავს გარეშე ინვესტორების დარწმუნების შესაძლებლობას რომ მათ სახსრები მოცემულ საწარმოში დააბანდონ რადგან ინვესტორი ფულის დაბანდების გადაწყვეტისას მოითხოვს დაშვებას ობიექტურ ინფორმაციასთან და თავისი სახსრების გამოყენების პროცესის კონტროლს შესაბამისად ინსაიდერებმა უარი უნდა თქვან ინვესტიციების მოზიდვის გეგმებზე ან თავიანთ განუყოფელ კონტროლზე სააქციო კაპიტალის გაფანტულობის მაღალი ხარისხის გამო კორპორაციის მენეჯერებს გადაეცათ ძალიან დიდი უფლებამოსილებები რომლებიც მესაკუთრეების უფლებამოსილებებს უტოლდებოდა სააქციო კაპიტალის გაფანტულობის გარდა ამას ასევე ხელი შეუწყო კორპორაციის მართვაში საინვესტიციო ფონდების რომლებიც ფლობდნენ სააქციო კაპიტალის დაახლოებით ს სხვა ფინანსური ინვესტორების და სახელმწიფოს სუსტმა მონაწილეობამ მენეჯერების მიერ საწარმოების თანამშრომლების აქციების შესყიდვამ აქციათა საკუთარი პაკეტის კონცენტრაციისათვის მენეჯერების სიჭარბე კორპორაციების საკუთრების სტრუქტურაში შეიძლება გამოიყოს როგორც კორპორატიული მართვის ძირითადი ნიშანი პრივატიზაციის მოცემულ ეტაპზე ამ პროცესში საფონდო ბაზარმა საკმაოდ უმნიშვნელო როლი შეასრულა რადგან ის ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად განვითარებული და ლიკვიდური აქციების უმეტესობა ბაზრის გარეთ ბრუნავდა ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კერძო საკუთრებაში გადაცემა აქციების სახით, რაც გულისხმობს საფონდო ბაზარზე საპრივატიზაციო ობიექტების გამოტანას არა მთლიანი პაკეტების სახით, არამედ აქციების მიხედვით. აღნიშნული პროცესი, ხელს შეუწყობს დაბალ დონეზე განვითარებულ საფონდო ბირჟის განვითარებას, რომელიც საკმაოდ დაბალ დონეზეა განვითარებული, ასევე, გაუმჯობესდება ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული პროცესები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამრიგად, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ავღნიშნოთ რომ პრივატიზაციამ ვერ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა ახლადშექმნილი სააქციო საზოგადოებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება მოსალოდნელი იყო რომ გაჩნდებოდნენ უფრო ეფექტური მართვით დაინტერესებული მესაკუთრეები მაგრამ ერთი მესაკუთრის - სახელმწიფოს ნაცვლად მრავალრიცხოვანი მესაკუთრებიის გაჩენა სუსტად აისახა მართვის შიდა მექანიზმების მოქმედების ეფექტურობის ზრდაზე და მის შედეგზე ამავე დროს, არსებითად გართულდა საკუთრების განკარგვის და საერთო სტრატეგიული ხელმძღვანელობის საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობები ამის ერთ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 259 ერთი ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობს რომ მესაკუთრის გამსხვილების პარალელურად შეთავაზებული არ იყო კორპორატიული მართვის ქმედითი მექანიზმები კვლევის მეთოდები. საკვლევი პრობლემის პრაქტიკული მნიშვნელობის აქტუალობიდან გამომდინარე, ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა კვლევის სისტემური, ისტორიული, ლოგიკური განზოგადების, მეცნიერული აბსტრაქციის, ანალიზისა და სინთეზის მეთოდები. დასკვნა. შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ავღნიშნოთ რომ საქართველოში პრივატიზაციამ ვერ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა ახლადშექმნილი სააქციო საზოგადოებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება მოსალოდნელი იყო რომ გაჩნდებოდნენ უფრო ეფექტური მართვით დაინტერესებული მესაკუთრეები მაგრამ ერთი მესაკუთრის - სახელმწიფოს ნაცვლად მრავალრიცხოვანი მესაკუთრებიის გაჩენა სუსტად აისახა მართვის შიდა მექანიზმების მოქმედების ეფექტურობის ზრდაზე და მის შედეგზე ამავე დროს, არსებითად გართულდა საკუთრების განკარგვის და საერთო სტრატეგიული ხელმძღვანელობის საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობები, რადგან მესაკუთრის გამსხვილების პარალელურად შეთავაზებული არ იყო კორპორატიული მართვის ქმედითი მექანიზმები გამოყენებული ლიტერატურა 1. Barbakadze, K. (2017). „Factors Influencing Corporate Governance“. International Academic Conference on Economics, Management and Marketing. Czech Technical University in Prague. 2. Barbakadze, K. (2017). „Improvement issues of corporate management of investment process“. 29-th International Academic Conference. Rome, Italy. 3. ბარბაქაძე ხ. მამალაძე ი. (2008) „კომპანიის ღირებულების მართვა და დაფინანსების სტრატეგია“ ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა” #6. გვ., 95-97 4. ბარბაქაძე ხ. (2010). კორპორატიული მართვის პრინციპები: ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფის საფუძველი. საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმი, ეკონომიკა და ბიზნესი“, (გვ., 351-358). ბათუმი–ტრაპიზონი. 5. ბარბაქაძე, ხ. (2015). „კორპორატიული მართვის მოდელების შესახებ“. თანამედროვე მენეჯმენტი: პრობლემები, ჰიპოთეზები, კვლევები, (გვ., 91-94). ბათუმი. 6. ბარბაქაძე, ხ. (2016). „კორპორატიული მართვისა და საკუთრების მაჩვენებლების შესახებ“. ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, #1, 33-39. 7. ბარბაქაძე, ხ. (2016). „როგორ მონაწილეობს უცხოელი ინვესტორი კომპანიის შექმნასა და საქმიანობაში“. ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, #4, გვ., 18-22. 8. ბარბაქაძე, ხ. (2017). „კომპანიის კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციის შესახებ“. ჟურნალი „ეკონომისტი“ #4, 77-83. 9. ბარბაქაძე, ხ., & კაკაშვილი, ნ. (2020). კომპანიების საქმიანობისა და საგადასახადო ოპტიმიზაციის პრინციპების შესახებ. თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემები, (გვ. 52-57). თბილისი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 260 10. გუჯაბიძე, ნ. (2014). პრივატიზაციის ფარული მხარეები. მწვანე ალტერნატივა. 11. მექვაბიშვილი, ე. (2019). ანაბრები, ბანკები და „კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება“ პოსტკომუნისტურ საქართველოში“. „ეკონომიკა და ბიზნესი“ N1, გვ. 16-35. 12. პაპავა, ვ. (2015). საქართველოს ეკონომიკა. რეფორმები და ფსევდორეფორმები. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“. 13. სამადაშვილი, უ. (2019). მცირე და საშუალო ბიზნესის არსი და როლი თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში. „ეკონომიკა და ბიზნესი“, N4. Effectiveness of corporate management: current problems and perspectives Khatuna Barbakadze1; Nato Kakakshvili2 Associate Professor, Iv. Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business., ORCID ID 0009-0001-1670-8463 2Assistant Professor, Iv. Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Busines, ORCID ID 0009-0005-1399-1784 Abstract Corporate governance is the basic form, which involves combining the interests of various stakeholders. In the process of transformation of the economy, the main goal was the formation of the private sector and the development of entrepreneurship. Privatization played an important role in achieving the mentioned goal. The process of privatization of state property is a result of the current globalization in the world. One of the main tasks of privatization is the formation of a corporate system of ownership. That is why the result of the mentioned process should be improved and highly technologically developed services, increased production and financial efficiency. Accordingly, the process of ownership redistribution will be a normal and effective mechanism of corporate control when the efficiency of the corporations' activities will increase and, accordingly, economic growth will take place. Unfortunately, such processes were more the exception than the rule in Georgia. Thus, we can unequivocally state that privatization could not solve the main task - to increase the efficiency of the work of newly created joint-stock companies. It was expected that owners interested in more efficient management would emerge. But the emergence of multiple ownership instead of one owner - the state, had a weak effect on the increase in the effectiveness of the internal management mechanisms and its results. At the same time, the ability to promptly resolve issues of ownership and overall strategic leadership has become significantly more difficult. One of the main reasons for this is that effective corporate governance mechanisms were not offered alongside the increase in ownership. Key words: Corporate governance, Privatization, iInvestment flow, shareholders, Corporate structures.