Microsoft Word - fullpdf05042023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 1 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 4, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.04.01 სტუდენტთა კადემიური თავისუფლება ექსპერტთა გამოკითხვის მიხედვით ანანო ბერაძე, ამირან ბერძენიშვილი, ნიკა ნაკაიძე, ტატა ოქროჯანაშვილი, კახა ქეცბაია orcid.org/0000-0001-9149-5376 აბსტრაქტი სტატია თვისებრივ კვლევას - ექსპერტულ ინტერვიუს ემყარება. ექსპერტების სახით ინტერვიუში მონაწილეობა მიიღო 14 პროფესიონალმა საქართველოს საგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო კონტექსტის მცოდნე შემდეგი სფეროებიდან: ფილოსოფია, განათლების მეცნიერება, სოციოლოგია, უმაღლესი განათლების მართვისა და მენეჯმენტის სფეროს ყოფილი და ახლანდელი წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლბსაც ქართველი საზოგადოება სხვადსხვა მედიის საშუალებით განათლების ექსპერტებად იცნობს. კვლევა თბილისში 2023 წლის ივლისსა და აგვისტოში ჩატარდა. ემპირიულ კვლევასთან ერთად გაანალიზებულ იქნა აკადემიური თავისუფლების შესახებ არსებული ძირითადი სამეცნიერო ლიტერატურა და სხვადსხვა მეორადი მონაცემი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უნივერსიტეტებს საქართველოში აკადემიური თავისუფლების მხრივ სერიოზული პროგრესი ჯერ კიდევ არ განუცდია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია უმაღლეს დონეზე იცავს აკადემიურ თავისუფლებას, ზოგადი სიტუაცია ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში – ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა, შრომითი უფლებების დაუცველობა, განათლებისა და მეცნიერების მწირი დაფინანსება – ხელსაყრელ პირობებს ვერ ქმნის უნივერსიტეტთა სათანადო განვიტარებისთვის. შესაბამისად, აკადემიური თავისუფლების, როგორც საუნივერსიტეტო საქმიანობის ორგანიზების და ფუნდამენტური ღირებულების მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი ასპექტები დღემდე აქტუალურია ჩვენში. მათ შორისაა ასტუდენტთა აკადემიური თავისუფლებაც. კვლევის შედეგად გამოკვეთეთა, რომ სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება შეზღუდულია. ხოლო ის ფაქტორები, რომლებცი სტუდენთა აკადემიურ თავისუფლებას ზღუდავს შრომის ბაზრის მოთხოვნები, სწავლასა და კვლევაში შეზღუდული თავისუფალი არჩევანი, უნივერსიტეტების მართვაში არსებული ხელოვნული ბარიერები, სტუდენტთა ინტერესების დამცავი მოძრაობებისა და ორგანიზაციების სისუსტე, აკადემიური თავისუფლების დასაცავად საჭირო გამოცდილების უქონლობა, კონფორმისტული კულტურა, ფავორიტიზმი, ზეწოლისა და კონტროლის ფარული მექანიზმები, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 2 ბიუროკრატიზმი და ა.შ. ყოველივე ეს ხელს უშლის სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების რეალიზაციას. საკვანძო სიტყვები: აკადემიური თავისუფლება, სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება, საუნივერსიტეტო განათლება, სწავლა, კვლევა, თავისუფალი არჩევანი, ექსპერტული ინტერვიუ. შესავალი: ზოგადად აკადემიური თავისუფლება გულისხმობს მასწავლებლის თავისუფალ არჩევანს სწავლის პროცესში, მეცნიერის თავისუფალ არჩევანს კვლევაში და სტუდენტის თავისუფალ არჩევანს (რომელიც ლექციებზე დასწრების კონტროლსაც გამორიცხავს). ყოველივე ამის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლება. ამით დაცულია სწავლება და კვლევა გარეგანი ჩარევისაგან, შესაბამისად, აკადემიური თავისუფლება თანამედროვე სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო საქმიანობის ბაზისურ ღირებულებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში სისტემურად შესწავლილი არ არის, მით უფრო სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები. აკადემიური თავისუფლების დონის გაზომვა სტუდენტთა პოპულაციაში თანამედროვე მეცნიერომეტრული გაზომვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც ევროპისა და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში დიდ ყურადღებას უთმობენ. თავის დროზე ცნობილმა სოციოლოგმა პიერ ბურდიემ აჩვენა, რომ 1968 წლის სტუდენტური მოძრაობა აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიისათვის, ფაქტობრივად, სტატუსური მოლოდინების უთანხმოებით გამოწვეული პრივილეგირებულთა მოძრაობა იყო ანუ სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას პრივილეგიების (სოციალური და სიმბოლური კაპიტალის) იზოლირება და კონსერვაცია უნდა მოეხდინა (იხ. პ. ბურდიეს ნაშრომი: „ჰომო აკადემიკუსი“). ფაქტია, რომ აკადემიური თავისუფლება კვლევა-ძიებისა და აზროვნების თავისუფლებისთვისაა აუცილებელი, მაგრამ როგორ მოქმედებს ეს თავისუფლება სტუდენტ- ახალგაზრდობაზე, ქცევისა და ქმედების რა სტანდარტებს ამკვიდრებს ახდენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სწორედაც, სათანადო კვლევას საჭიროებს. გარდა ამისა, საინტერერსოა იმის დადგენა აკადემიურ თავისუფლებაში სტუდენტები აბსოლუტურ თავისუფლებას ხომ არ გულისხმობენ და, ამდენად, გადაჭარბებული მოლოდინები ხომ არ აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გარკვეული ფუნქციონალური დატვირთვის გარეშე აკადემიური თავისუფლება ხომ არ მივა ანარქიამდე? ბუნებრივია, აკადემიური თავისუფლების პრობლემები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეშიც არსებობს, რაც სათანადო შესწავლას საჭიროებს. თემის აქტუალობას განაპირობებს ის, რომ აკადემიური თავისუფლება თანამედროვე (ევროპისა და აშშ-ს) საუნივერსიტეტო განათლების საყრდენია. მის როლსა მნიშვნელობაზე ზოგადად პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში და არა მხოლოდ საუნივერსიტეტო საქმიანობაში, მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2023 წელს აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის გამო ევროკომისიამ (EC) უნგრეთის რამდენიმე უნივერსიტეტი Erasmus+-დან გარიცხა. აკადემიური თავისუფლების დაცვას დიდი ყურადღება ეთმობა ევროპარლამენტში, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 3 სადაც აკადემიური თავისუფლების დასაცავად სპეციალური საპარლამენტო ფორუმია შექმნილი. ბუნებრივია, ყოველივე ეს სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებასაც შეეხება. სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება მუდმივად ევროპის სტუდენტთა კავშირის (ESU) განხილვის თემას წარმოადგენს. ასე მაგალითად 2023 წლის 12 იანვარს ევროპის სტუდენტთა კავშირმა (ESU) განიხილა ეს თემა და გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 30 ევროპული ქვეყნის სტუდენტების გამოკითხვას ეყრდნობოდა და მიზნად ისახავდა აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის კვლევას სტუდენტური პერსპექტივიდან. კვლევა ევროპული ქვეყნების პოლიტიკური და აკადემიურ კონტექსტს ითვალისწინებდა. ამ და სხვა მსგავსი კვლევის შედეგად სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება ევროპაში აკადემიურ, ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო და პოლიტიკურ წრეებში მწვავე დებატების საგანი გახდა. საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და საქმიანობის ძირითადი აქტორებისთვის (იგულისხმება სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები) აკადემიურ თავისუფლებაზე ღია, გულახდილი მსჯელობა და ამ მხრივ არსებული ვითარების ობიექტური შეფასება ერთობ რთული და სენსიტიური საკითხია. სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული ექსპერტთა გამოკითხვის ჩატარება. კვლევის მეთოდები: თეორიული კვლევის ფარგლებში გათვალისწინებულია აკადემიური თავისუფლების ცნების ანალიზი. ამ მხრივ არსებული უცხოური გამოცდილების რეფლექსია, რაც აკადემიური თავისუფლების შესახებ პირველადი და მეორადი წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლაზეა დამყარებული. ამ შემთხვევაში თეორიულ- სოციოლოგიური ანალიზის მეთოდია გამოყენებული. ემპირიული კვლევა ექსპერტთა გამოკითხვის სახით არის წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება ექსპერტული ინტერვიუების მეშვეობით სხვადსხვა სოციალური რაკურსით შეფასდა. კვლევის შედეგები: თეორიულ-სოციოლოგიური ანალიზი: აკადემიური თავისუფლების ცნების ანალიზი სათავეს გერმანიაში საუნივერსიტეტო განათლების ფუძემდებელ ჰუმბოლდტიდან იღებს. ამ დროიდან მოყოლებული საუნივერსიტეტო განათლება დიდ მოაზროვნეთა ყურადღების მიღმა არასოდეს დარჩენილა. მათ შორის არიან: ფიხტე, ჰეგელი, იასპერსი, ჰაიეკი, ვებერი, რასელი, კარანი და სხვ. უნდა ითქვას, რომ ჩვენში საკვლევ თემასთან დაკავშირებით სამეცნიერო ნაშრომების სიმწირეა. პრობლემა მეტ-ნაკლებად შესწავლილია მხოლოდ დოკუმენტების ანალიზი გზით სამაგისტრო ნაშრომების დონეზე, თანაც ზოგადად და არა სტუდენტურ კონტექსტში. შესაბამისად, წარმოდგენილი ნაშრომი სტუდენტებთან მიმართებაში აკადემიური თავისუფლების სოციოლოგიური გამოკვლევის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. პირველი ქართული უნივერსიტეტის (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) პირველ წესდება (1917) შეეხება უნივერსიტეტის ავტონომიას და მმართველობის დამოუკიდებლობას, მაგრამ არა – აკადემიურ თავისუფლებას. აკადემიური თავისუფლების საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან, ტოტალიტარულ რეჟიმებში, განსაკუთრებით ბოლშევიკურ საბჭოეთში და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 4 ფაშისტურ გერმანიაში მეცნიერთა და შემოქმედთა დევნის გამოცდილების შემდეგ შეიძინა. სწორედ ამის შემდეგ დაიკავა ამ იდეამ და კონცეფციამ მნიშვნელოვანი ადგილი დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებსა თუ კანონმდებლობაში. საბჭოთა პერიოდში ყველა უნივერსიტეტს, მათ შორის, ცხადია, საქართველოში, სახელმწიფო მართავდა, ხოლო სწავლება და კვლევა მკაცრ იდეოლოგიურ კონტროლს ექვემდებარებოდა. უმთავრესი კრიტერიუმი უნივერსტეტებთან მიმართებაში, ბუნებრივია, არა აკადემიური თავისუფლების ხარისხი, არამედ ყალბ ოფიციალურ მარქსისტულ- ლენინურ იდეოლოგიასთან შესაბამისობა იყო. მართებული იქნება იმის აღნიშვნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უნივერსიტეტებს საქართველოში ამ მხრივ სერიოზული პროგრესი არ განუცდია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კინსტიტუცია უმაღლეს დონეზე იცავს აკადემიურ თავისუფლებას, ზოგადი სიტუაცია ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში – ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა, შრომითი უფლებების დაუცველობა, განათლებისა და მეცნიერების მწირი დაფინანსება – ხელსაყრელ პირობებს ქმნის უნივერსიტეტთა პოლიტიზებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. შესაბამისად, აკადემიური თავისუფლების, როგორც საუნივერსიტეტო საქმიანობის ორგანიზების და ფუნდამენტური ღირებულების რიგი უმნიშვნელოვანესი ასპექტები დღემდე აქტუალურია ჩვენში. ხშირად აკადემიური თავისუფლების ცნება თანამედროვე მეცნიერული დებატების საგანია, რადგან დღემდე მისი ზუსტი განმარტება არ არსებობს. ამ მიზნით ჩატარებულ კვლევებს შორის საყურადღებოა 2003 წელს აკერლინდისა და ქეირუზის კვლევა სახელწოდებით: „აკადემიური თავისუფლების გაგება: სოციალური მეცნიერების შეხედულებები“, ოღონდ ამ შემთხვევაში კვლევა აკადემიური თავისუფლების შესახებ პროფესორების შეხედულებების ანალიზს (Akerlind & Kayrooz, 2003) შეეხება მხოლოდ. მკვლევრებმა გამოიყენეს ფენომენოგრაფიის მეთოდი ანუ რესპონდენტთა მიერ დაწერილი კომენტარები მსგავსებისა და განსხვავებების საფუძველზე ერთმანეთს შეადარეს და აკადემიური თავისუფლების სხვადასხვა გაგება გამოკვეთეს. მათგან მნიშვნელოვანია: აკრძალვების არარსებობა აკადემიურ საქმიანობაში, აკრძალვების არარსებობა თვითრეგულირებისა და გარედან რეგულირების სფეროში, შეზღუდვების არარსებობა საერთო ინსტიტუციონალურ მხარდაჭერასთან ერთად, აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების სფეროში. განთლების ფილოსოფიის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული წარმომადგენელი ჯონ დიუი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აკადემიურ თავისუფლებას. მისი აზრით, „აკადემიური თავისუფლება აუცილებელია სოციალური განვითარებისთვის, რადგან თავისუფალი სწავლების პროცესისა და გამოკვლევების გარეშე განვითარებული საზოგადოება ვერ შეიქმნება“ (Dewey, 1936). დიუის მიაჩნია, რომ „აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება ყველანაირი სახის თავისუფლების საფუძველია და მისი შეზღუდვა პირდაპირი დანაშაულია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული. მისთვის მიუღებელი იყო სწავლების მიზნების, მეთოდებისა და მასალების (შინაარსის) განსაზღვრა ერთპიროვნულად, რადგან მიიჩნევდა, რომ მსგავსი საკითხები უნდა განისაზღვრებოდეს დისკუსიებისა და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 5 ინტელექტუალური განხილვების საშუალებით, მასში ჩართულნი უნდა იყვნენ როგორც მასწავლებლები, ასევე სტუდენტები“. ალტბაჩი (Altbach, 2001) ნაშრომში: „აკადემიური თავისუფლება: საერთაშორისო გამოწვევები და რეალობა“ იხილავს სხვადასხვა ქვეყანაში შემჩნეულ დარღვევებს იხილავს, მაგალითად, აკადემიური პერსონალის დააპატიმრება და სხვა. უნივერსიტეტის ეფექტური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია აკადემიური თავისუფლების დაცვა და შენარჩუნება (AAUP, 1940; Marginson & Condisine, 2000; Osieja, 2016.). აკადემიურ თავისუფლ;ებას აკავშირებენ დემოკრატიულ პროცესებთან, სოციალური დებატების ნაკლებობასთან (Melody, 1997). აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციულმა და ინსტიტუციურმა შეზღუდვებმა არ უნდა შეუწყოს ხელი აკადემიური და მეცნიერული საკითხების დებატებზე უარის თქმას, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს სასწავლო პროცესზე (Kayrooz, Kinnear & Preston, 2001; Tierney, 2001). ჰ. ოსიეჯა 2016 წელს სტატიაში „აკადემიური თავისუფლება: პრინციპები, შეზღუდვები და დელიმიტაცია“ აღნიშნავს, რომ „დღეისათვის სიღრმისეული ცოდნის მიღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ის, რაც მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის გაცვლაა. სწორედ ამიტომაა, რომ უნივერსიტეტები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად ცენტრებად ჩამოყალიბდნენ, სადაც შესაძლებელი იქნება ძველი იდეებისა და პარადიგმების კრიტიკულად გააზრება და განხილვა, რადგან სწორედ იდეათა დაპირისპირებაა ახალი ცოდნის შექმნის უმთავრესი საშუალება, ამასთანავე, შესაძლებელი უნდა იყოს ახალი ცოდნის წარმოშობა, რომელიც ობიექტურ კვლევებს დაეფუძნება და რომლის მიზანიც მხოლოდ სიმართლის ძიება იქნება. იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა ასეთი ფუნქციების შესრულება შეძლოს, პირველ რიგში, სწორედ აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფაა საჭირო“ (Osieja, 2016). ტ. კარანის (Karran, 2007) აზრით, „აკადემიური თავისუფლება ბოლონიის პროცესის განხორციელების მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ბოლონიის პროცესის წარმატება მოითხოვს, რომ ევროპულ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ უფლებამოსილება, იმოქმედონ ავტონომიის ძირითადი პრინციპებით და დაეთანხმონ უნივერსიტეტების დიდ ქარტიას (The Magna Charta Universitatum, 1988)“. ამერიკული უნივერსიტეტების შესწავლის შედეგად კ. კეიტი (Keit, 1996) მივიდა მოსაზრებამდე, რომ ფართო გაგებით აკადემიური თავისუფლება განიხილება, როგორც უსაფრთხოების გარანტია „ჭეშმარიტების ძიებაში“, რაც ვიწრო გაგებით სწავლებისა და კვლევის მეთოდების თავსუფალ არჩევანს და კოლეგებთან და სტუდენტებთან თავისუფალ დებატებს გულისხმობს. აკადემიური თავისუფლების ქართველ მკვლევართაგან აღსანიშნავია ნ. კობახიძისა და ლ. სამნიაშვილის სტატია: „გთხოვთ, ნაკლები სსრკ, მეტი დემოკრატია! იმედი და უკმაყოფილება საქართველოს სწრაფვაში აკადემიური თავისუფლებისაკენ“, რომელიც 16 პროფესორ- მასწავლებლის ნარაციული ინტერვიუს საფუძველზეა შექმნილი. სტატიის ავტორთა აზრით, განსხავებულია აკადემიური თავისუფლების „დეიურე“ და „დეფაქტო“ მდგომარეობა. პირველ შემთხვევაში აკადემიური თავისუფლება ყველა დონეზე აღიარებულია, ხოლო პრობლემური Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 6 რეალური მდგომარეობაა, რომლის მიზეზად „უნივერსიტეტებში არსებული საბჭოთა მემკვიდრეობის ნარჩენებია“ დასახელებული (Kobakhidze, Samniashvili, 2021). მაგ., თვითცენზურა, კონტროლის ფარული მექანიზმები, კონფორმისტული კულტურა. მსგავსი მოსაზრებები ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერტული ინტერვიუების შედეგადაც გამოვლინდა, მაგრამ ზემოაღნიშნული ავტორებისაგან განსხვავებით, არსებულ მდგომარეობას ექსპერტები უნივერსიტეტებში მხოლოდ „საბჭოთა მემკვიდრეობის ნარჩენების“ არსებობას არ მიაწერენ. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული კვლევა უშუალლოად არ ეხება სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას. მიუხედავად ამისა მსგავსი მოსაზრებები აკადემიური თავისუფლების კვლევის პროცესში გასათვალისიწნებელი. აკადემიური თავისუფლების ცნების გარშემო სხვადსხვა დროს გამართული დისკუსია- დებატები დღემდე გრძელდება. ამ ცნების ნებისმიერი განმარტებისთვის საერთო ნიშანია კვლევისა და სწავლების თავისუფლება, რაც განათლებისა და მეცნიერების ავტონომიურობას გულისხმობს. ამ დეფინიციის მიხედვით, აკადემიური თავისუფლება კომპლექსური კონტექსტუალური ცნებაა, რომელსაც აკადემიურობასთან ერთად აქსიოლოგიური, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური, სამართლებრივი და მრავალი სხვა ასპექტი გააჩნია. ექსპერტული ინტერვიუს შედეგები: ექსპერტებად შეირჩა 14 პროფესიონალი საქართველოს საგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო კონტექსტის მცოდნე შემდეგი სფეროებიდან: ფილოსოფია (2), განათლების მეცნიერება (1), სოციოლოგია (3), უმაღლესი განათლების მართვისა და მენეჯმენტის სფეროს ყოფილი და ახლანდელი წარმომადგენლები (6), ექსპერტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან და რომლბსაც ქართველი საზოგადოება სხვადსხვა მედიის საშუალებით იცნობს (2). გამოკითხვა თბილისში 2023 წლის ივლისსა და აგვისტოში ჩატარდა. ექსპერტული ინტერვიუს შედეგად გამოვლენილი ტენდენციები ჰარმონიზდა თეორიული ანალიზის ზოგად შედეგებთან, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა შესაბამისი დასკვნები. ა) აკადემიური თავისუფლების შესახებ: ბუნებრივია, აკადემიური თავისუფლება კავშირშია სიტყვის თავისუფლებასთან, ამიტომ კვლევის პროცესში ყურადღება ექცევა აკავშირებენ თუ არა რესპონდენტები ამ და სხვა მსგავს ცნებებს (თავისუფალი გამოხატვის საშუალება, აკადემიური თუ შემოქმედებითი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებას და სხვ.) აკადემიურ თავისუფლებასთან. ექსპერტული ინტერვიუები აკადემიური თავისუფლების ცნების დეფინიციისა და საუნივერსიტეტო განათლებაში აკადემიური თავისუფლების როლისა და მნიშვნელობის გარკვევით იწყება. აკადემიური თავისუფლების ის დეფინიცია, რომელსაც რესპონდენტები იძლევიან სრულ თანხმობაშია სამეცნიერო და აკადემიურ ლიტერაურაში დამკვიდრებულ დეფინიციასთან („სწავლის, კვლევის, აზრის გამოხატვის თავისუფლება აკადემიურ საკითხებზე“). ექსპერტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ აკადემიური თავისუფლება უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთი იმდენად მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობა, ამიტომ სახელმწიფომ (უნივერსიტეტების მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით) და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 7 უნივერსიტეტებმა ხელი უნდა შეუწყონ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტდენტების აკადემიური თავისუფლების დაცვასა და უზრუნველყოფას ხელი უნდა შეუწყონ. ექსპერტთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ ფორმალურად, საკანონმდებლო დონეზე აკადემიური თავისუფლება ჩვენში დაცულია, თუმცა საქმის რეალური მდგომარეობა სულ სხვაგვარია. კერძოდ სახეზეა აკადემიური თავისუფლების შემზღუდავი მთელი რიგი ფაქტორები. მაგალითად აკადემიურ თავისუფლებას ზღუდავს უნივერსიტეტების კომერციალიზაცია, პროფესორ-მასწავლებლების დაქვემდებარება საბაზრო პრინციპებისადმი და მათ მიერ ე.წ. თვითცენზურის დაწესება, როდესაც პროფესორ-მასწავლებელი საკუთარ აზრს ვერ გამოხატავს იმის შიშით, რომ ამას შეიძლება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, სტუდენტების ან საზოგადოების მხრიდან არაადეკვატური რეაქცია მოჰყვეს. სხვა ფაქტორი, რომელიც აკადემიურ თავისუფლებას ზღუდავს რესურსების ნაკლებობაა. ცხადია პროფესორ- მასწავლებლებს იმის თავისუფლება აქვთ, რომ იკვლიონ ის, რაც მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ კვლევისთვის საჭირო რესურსების უქონლობის გამო რეალურად თავისუფლებას მოკლებულნია არიან. ამ შემთხვევაში სახეზეა მეტად უცნაური მდგომარეობა, როდესაც ფორმალურად პროფესორ-მასწავლებელი შეზღუდული არ არის თავის კვლევაში, მაგრამ სინამდვილეში მას მისთვის საინტერესო და სასურველი კვლევის ჩასატარებლად საშუალება (დრო, ფინასები, ცოდნა-გამოცდილება და ა.შ.) არ აქვს. ექსპერტთა ნაწილმა „აკადემიური თავისუფლების“ დეფინიციის სირთულეზე გაამახვილა ყურადღება და მიანიშნა, რომ ამ შემთხვევაში სამე გვაქვს რეალტიურ ცნებასთან იმ გაგებით, რომ „აკადემიური თავისუფლება რელატიურად თავისუფლებაა“, რაც გულისხმობს როგორც პროფესორების ისე სტუდენტების სწავლისა და კვლევის თავისუფლებას გარკვეული რეგულაციებით, ამიტომ თითოეულმა მათგანმა საკუთარი ინტერესები, აზრები, შეხედულებები და იდეები ამ „ჩარჩოს შიგნით“ უნდა წარმოადგინოს, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება აკადემიური თავისუფლება. ამ მოსაზრებას ეთანხმება ერთ-ერთი ექსპერტი, რომელსაც მიაჩნია, რომ აკადემიური თავისუფლება უნივერსიტეტის ძირითადი მოთხოვნების დაცვას უნდა ითვალისწინებდეს. აკადემიური თავისუფლების ცნების განმარტებისას ექსპერტთა ნაწილმა ყურადღება გაამხვილა ცენზურაზე. აღინიშნა, რომ აკადემიური თავისუფლება შეუძლებელია ზემდგომის მიერ დაწესებული ცენზურის ან თვითცენზურის პირობებში მით უფრო მაშინ, როდესაც პოლიტიკური ისტებლიშმენტია იმით დაინტერესებული, რომ პროფესორმა მისი მხარდამჭერი აზრი გამოთქვას ან პოზიცია დააფიქსიროს, თუმცა ასეთი ცენზურა დღეს საქართველოში არ არის. ამ შემთხვევაში რესპონდნენტმა ყურადღება გაამხვილა იმაზე, რომ ერთმანეთში არ უნდა აურიოთ ცენზურა და რეცენზირება (მაგ., ფარული რეცენზირება), რაც მიმართულია პლაგიატისა და მდარე, ყალბი სამეცნიერო პროდუქციისა და არა აკადემიური თავისუფლების წინააღმდეგ, ამიტომ ფარულ რეცენზირებაზე პუბლიკაციის გაგზავნა სულაც არ არ ნიშნავს აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ აკადემიური თავისუფლება არ ნიშნავს იმის თქმას და კეთებას ვისაც რა სურს. აკადემიური თავისუფლება თვითნებობას გამორიცხავს. ჩვენში ეს ორი რამ, სამწუხაროდ, ხშირად ერთმანეთში ერევათ. პროფესორის ან სტუდენტის აკადემიური თავისუფლება იმ უფლებებისა და მოვალეობების დაცვასა და განხორციელებას Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 8 გულისხმობს, რომლებიც უნივერსიტეტების მიერ მათთან დადებულ ხელშეკრულებაშია დეკლარირებული. ამ კონტექსტში საინტერესოა პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლების შეფასება. ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ პროფესორის აკდემიური თავისუფლება „გარკვეულწილად შეზღუდულია“ როდესაც მას ეუბენებიან, რომ გამოცდა მაინცდამაინც ამ და ამ დროს ჩაატაროს, „ნიშანი გამოიყვანოს გარკვეული კომპონენტებით და საბოლოო გამოცდაში მაქსიმუმ ორმოცი ქულა დაწეროს. ესეც შეზღუდვაა. შეფასება ზოგადად 100 ქულიანია, იმიტომ რომ სახელმწიფომ დააწესა ასე, თუმცა როგორ გამოიყვანს ამ 100 ქულას პროფესორი, ეს სახელმწიფოს მიერ დეტალურად გასაწერი არაა, პროფესორი უნდა განსაზღვრავდეს ამას“. ეს და მსგავსი მთელი რიგი ნიუანსები მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მრავალწახნაგოვანია აკადემიური თავისუფლების ცნება და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი დეფინიცია. ბ) სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების შესახებ: ექსპერტული ინტერვიუს ფარგლებში განხილული საკითხი სტუდენტთა აკდემიურ თავისუფლებას შეეხებოდა. ამ შემთხვევაში ექსპერტებმა მრავალი ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები წარმოადგინეს. ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ სტუდენტის აკადემიური თავისუფლება შეზღუდულია. დავიწყოთ იმით, რომ სტუდენტი შეზღუდულია პროფესიის არჩევაში, რადგანაც ანგარიში უნდა გაუწიოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მაგ., „შეიძლება, ადამიანს აინტერესებდეს ასირიოლოგიის შესწავლა და სწავლობდეს ბიზნეს-ადმინისტრირებაზე, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი პროფესია უფრო მოთხოვნადია და უფრო მეტი შანსი აქვთ ამ პროფესიით, რომ დასაქმდნენ“. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ტუდენტები „ჩარჩოებში არ უნდა მოვაქციოთ, უნდა მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება. აი, ამ ასპექტში უნდა ჩანდეს სტუდენტის აკადემიური თავისუფლება“, შესაბამისად სტუდეტებისთვის მცირე რაოდენობის არჩევითი კურსების შეთავაზება სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მათ აკადემიურ თავისუფლებას. სასწავლო პროგრამები არჩევით კურსებთან ერთად პროფესორ-მასწავლებელთა ფართო არჩევანსაც უნდა სთავაზობდეს სტუდენტს ანუ ერთსა და იმავე დისციპლინაზე რამდენიმე პროფესორს შორის არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. კიდევ ერთ-ერთი შემზღუდავი ფაქტორი უნივერსიტეტების მართვაში არსებული ხელოვნული ბარიერებია. ამ შემთხვევაში ექსპერტს მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ სხვა უნივერსიტეტში აღებული კრედიტის აღიარება ბიუროკრატიული სირთულეების (აკადემიური მობილობის) გარეშე შეუძლებელია. სტუდენტის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვაა, როდესაც ლექტორი „სტუდენტს უკრძალავს სხვადასხვა წიგნიდან ცალკეული თემის მომზადებას, ანუ გარდა სასწავლო პროგრამით განსაზღვრული წიგნისა, კიდევ სხვა მასალების გამოყენებას“. „სტუდენტები უნდა ჩავრთოთ პროგრამისა თუ შეფასების სისტემის შემუშავების პროცესებში. სალექციო კურსის ბოლოს უნდა შევეკითხოთ რა მოეწონათ და, რა არა, როგორ შეცვლიდნენ ამ კურსს, ანუ სტუდენტი უნდა გავხადოთ პროფესორთა თანამშრომელი და ყველა პროცესი ლექტორმა და სტუდენტმა ერთად უნდა გაიარონ. იმავე გამოცდების შემთხვევაში უნდა ვკითხოთ სტუდენტს როგორ ურჩევნია გამოცდის ჩაბარება, როდის დაწეროს და ა.შ. ესეიგი სტუდენტი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 9 მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ სასწავლო პროცესში, ვითანამშრომლოთ მასთან“, - ასეთია ექსპერტთა უმრავლესობის მოსაზრება. სტუდენტთა აკდემიური თავისუფლების შემზღუდავი ფაქტორი სტუდენტთა ინტერესების დამცავი მოძრაობებისა და ორგანიზაციების სისუსტეა, რის შედეგად თავიანთი აკადემიური თავისუფლების დასაცავად სტუდენტებს საჭირო გამოცდილება არ გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტთა კადემიურ თავისუფლებაზე ცალსახა მსჯელობა ძნელია, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა, პროფესორება და ლექტორებმა უფრო მეტად „უზრუნველყონ სტუდენტებში აკადემიური თავისუფლების განვითარება... რომ მეტი თავისუფლება გააჩნდეთ სტუდენტებს ამ თვალსაზრისით და მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ, რომ ისეთი თემები იკვლიონ, რომელიც მათ აინტერესებთ და არა ისეთი რომლებიც უფრო საინტერესო არის პროფესორ-მასწავლებლებისთვის“. გ) ქართულ უნივერსიტეტებში არსებული სტდენტთა აკადემიური თავისუფლების ხარისხისა და დონის შეფასება: ქართულ უნივერსიტეტებში სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების ხარისხისა და დონის შეფასებისას ექსპერტული ინტერვიუს მონაწილე რესპონდენტთა მოსაზრებები ორ ნაწილად გაიყო. ექსპერტთა ერთი ნაწილი კრიტიკული მოსზრებებით გამოვიდა, ხოლო მერე ნაწილმა კრიტიკისაგან თავი შეიკავა ან პრობლემა სტუდენტებში დაინახა. კრიტიკულად განწყობილმა რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ დღეს უნივერსიტეტებში სტუდენტს არავინ არ ესაუბრება რაში გამოიხატება მისი აკადემიური თავისუფლება და როგორ უნდა მოახდინოს მისი რეალიზება. ამას ემატება ისიც, რომ სასწავლო პროგრამების ნაწილი ჩაკეტილია ანუ სტუდენტის ინტერესებს არ პასუხობს. ამასთან სტუდენტებს თითქმის არ აქვთ სახელმძღვანელოების არჩევის თავისუფლება. რაც შეეხება ხელმძღვანელის არჩევას საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომების შესრულებისას, არჩევანი აქაც შეზღუდულია, რადგან ხელმძღვანელების არჩევანი მცირეა. „სტუდენტების რაოდენობა დიდია, ხელმძღვანელებისა პირიქით“. „ასევე ხელმძღვანელებს შეზღუდული კომპეტენციები აქვთ. შესაბამისად, რთულია სტუდენტისთვის მისი ინტერესის შესაბამისი ხელმძღვანელის პოვნა და ამის გამო, ხელმძღვანელები თვითნებურად განაპირობებენ იმ თემების დავიწროებას, რაც სტუდენტებს აინტერესებთ და ესეც პრობლემურია“. ყოველივე ამას ემატება ფინანსური, ეკონომიკური პრობლემებიც. კერძოდ „თუ უნივერსიტეტი არ ეხმარება სტუდენტებს, რომ დაძლიონ ფინანსური საკითხები, მაშინ შეიძლება არჩევანი კურსების თვალსაზრისით სტუდენტმა გააკეთოს არა ინტერესიდან გამომდინარე, არამედ იმის მიხედვით, თუ რა უფრო მოსახერხებელი იქნება მის სამუშაო პირობებთან მიმართებაში. მაგალითად აირჩიოს ისეთი კურსი, რომელიც შაბათ-კვირას არის და არა კვირის სხვა დღეებში, იმიტომ რომ შეიძლება დამსაქმებელი ხელს არ უწყობდეს, რომ დღის განმავლობაში იმუშაოს და თან ისწავლოს“. კრიტიკულად მოსაზრებებით გამორჩეულ ექსპერტთ აზრით, ყვეალსათვის გასაგებია, თუ რას ნიშნავს სტუდენტის აკადემიური თავისუფლება, რომ აკადემიურ საქამიანობაში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად თავისუფლები უნდა იყვნენ და ა.შ. მაგრამ ამ თავისუფლებას მატერიალური, რესურსული მხარდაჭერა სჭირდება, „იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა, რომ კვლევები უფრო ხარისხიანი იყოს, პროფესორები და სტუდენტებიუნდა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 10 უფრო მეტად დამოუკიდებლები იყვნენ თავიანთ არჩევანში“. აღსანიაშნავია, რომ ქართული უნივერსიტეტების დიდ უმრავლესობაში რესურსებით უზრუნველყოფა დრემდე უმთავრეს გამოწვევად რჩება. ექსპერტთა დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ „არის ბევრი უნივერსიტეტი (უმთავრესად კერძო უნივერსიტეტები იგულისხმება), რომელიც სტუდენტს ეუბნება, რომ კონკრეტულ თემაზე იმუშაოს, რაც არასწორია“. სტუდენტს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი სააზროვნო არეალი. ექსპერტთა ის ნაწილი, რომელიც კრიტიკულ მოსაზრებებს მოერიდა სცადა, რომ მთელი რიგი პრობლემები სტუდენტებში დაენახა. მაგალითად იმის აღნიშვნა, რომ სტუდენტი „უნივერსიტეტში თავის ნებით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა დადიოდეს“. ჩვენში სტუდენტთა დიდი ნაწილი მუშაობს და ამდენად ყოველდღიურ სამსახურებრივ რუტინას მიბმულს შემოქმედებითი განწყობები დაქვეითებული აქვს, სათანადოდ ვერ სწავლობს და ა.შ. ამიტომ „სახელმწიფომ უნდა შემოიღოს შესაბამისი რეგულაციები, რომ სტუდენტის მუშაობის შიზღუდვა თუ არა რეგლამენტირება მოახდინოს“, თუმცა ამგვარი რამ შეიძლება სტუდენტის თავისუფლების შეზღუდვად იქნეს მიჩნეული. გარდა ამისა, სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომ მას უნივერსიტეტში ყველაფრის (რაც მას მოესურვება) კეთების უფლება არ აქვს, რასაც ზოგიერთი სტუდენტი ნაკლებად აცნობიერებს. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, რომლებსაც ლოკალური ხასიათი აქვთ, ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, ქართული საუნივერსიტეტო განათლება სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა ბევრი რამ ამ სფეროში კვლავ გამოწვევად რჩება. დ) სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების ინსტიტუციური, ორგანიზაციული და კონტექსტუალური შეზღუდვები და მათი გამოსწორების გზები: ექსპერტთა აზრით, „სტუდენტებს გარდა იმისა რომ თავისუფლება აქვთ, აქვთ გარკვეული ტიპის ვალდებულებაც. სტუდენტს აქვს ვალდებულება, რომ ისწავლოს მიიღოს ცოდნა, დაექვემდებაროს არსებულ რეგულაციებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით და ამავდროულად ხელი შეუწყოს საკუთარ თავსაც და პროგრამასაც, რომ პროგრამით დასახული მიზნებისა და შედეგების მიღწევა იყოს სრულყოფილი“. სწორედ ამაში ვლინდება სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების ინსტიტუციური, ორგანიზაციული შეზღუდვა, რომელსაც ვერცერთი სტუდენტი ვერ უარყოფს. ხოლო კონტექსტუალურ შეზღუდვაში გარეგანი (სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვ. მაგ. კონფორმისტული კულტურა, ფავორიტიზმი, ზეწოლისა და კონტროლის ფარული მექანიზმები, ბიუროკრატიზმი და ა.შ. ეს ყველაფერი სახეზეა ქართულ უნივერსიტეტებში) ზეწოლა იგულისხმება. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ექსპერტების აზრით აუცილებელია, რომ სასწავლო პროგრამები „გაიხსნას“ და „უნივერსიტეტთაშორისი გაცვლა გამარტივდეს“, გაიზარდოს პროფესორების რაოდენობა „ან სტუდენტებისა შემცირდეს“. „გარდა ამისა, აქტიური უნდა იყოს სტუდენტების ინფორმირებულობის მექანიზმები, რომლებიც დააფიქრებს მათ რა არის ეს თავისუფლება და როგორ უნდა გამოიყენონ იგი... გარკვეული პლატფორმები უნდა არსებობდეს, სადაც სტუდენტები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ აზრს, რომელიც გავლენას იქონიებს უნივერსიტეტში გადაწყვეტილების მიღებაზე. დღეს არსებობს რაღაც პლატფორმები ფორმალურად, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 11 მაგრამ მათი ხმა დიდად არ ისმის და სტუდენტების ინტერესებს ამ თვალსაზრისით არ გამოხატავს. შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს რაღაც კლუბების არსებობა, საინფორმაციო ფორუმების, საუნივერსიტეტო გაზეთების არსებობა, რაც დაეხმარებოდა სტუდენტებს ამ ინტერესის დაკმაყოფილებაში“. სასურველია მეტი ყურადღება დაეთმოს სტუდენტის პიროვნულ ზრდა-განვითარებას და ამისთვის სხვა დამატებითი ღონისძიებების გატარებას. სტუდენტი მაქსიმალურად უნდა წავახალისოთ და, რაც მთავარია, უნივერსიტეტებმა უნდა შეძლონ აკადემიური თავისუფლების ფარგლებში ძალიან ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება; რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს ადმინისტრაციული შეზღუდვები და ბიუროკრატიზმი. დასკვნა ფორმალურად აკადემიური თავისუფლებას გამოკითხული ექსპერტები ერთნაირად განმარტავენ, თუმცა მათი მოსაზრებები სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით განსხვავებულია. ექსპერტებმა, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმიანობას ეწევიან სხვადასხვა უნივერსიტეტებში სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების კუთხით პრობლემა მთელი სისრულით ვერ დაინახეს, რაც, დიდი ალბათობით, კონფორმისტული კულტურის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ. კრიტიკულად განწყობილი ექსპერტების აზრით კი უნივერსიტეტებში სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მრვალი გადაუჭრელი პრობლემა არსებობს, რამეთუ სახეზეა თვითცენზურა, კონტროლისა და ზედამხედველობის ლატენტური მექანიზმები, კონფორმისტული, ფავორიტისტული კულტურა, ბიუროკრატიზმი და სხვ. ყოველივე ეს ხელ უშლის სტუდენტთა აკადემიური თავისუფლების რეალიზებას. გამოყენებული ლიტერატურა დიუი ჯ. (2010). დემოკრატია და განათლება, თბ. დვალი გ. (2012). კონცეფცია - აკადემიური თავისუფლება, ჟურნ. ლიბერალი, 26 ოქტომბერი. ქეცბაია, კ. (2015). მეცნიერების სოციოლოგია, თბ. გამ. უნივერსალი. ხოფერია, რ. (2021). აკადემიური თავისუფლება როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი გერმანიის, აშშ-ის და საქართველოს მაგალითზე), საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი (სპეციალური გამოცემა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ბათუმი. Altbach, G. (2001). Academic freedom: International realities and challenges, Center for International Higher Education, Boston College. Bourdieu, P. (1988). Homo Academicus, Stanford, California. Boyer, J W.( 2002). Academic Freedom and the Modern University, Chicago. Dworkin, R. (1996). We Need a New Interpretation of Academic Freedom, Chicago. Kayrooz, C. Akerlind S (2003), Understanding Academic Freedom: The views of social scientists, Higher Education Research & Development Vol. 22, No. 3, November. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 12 Karran, T. (2009). Academic Freedom: In Justification of a Universal Ideal, Studies in Higher Education, Vol. 34, No. 2. Karki, C.B. (2015). Academic Freedom for Faculty Members and Students, Oslo. Keith, K. (1996). Faculty Attidudes Toward Academic Freedom: Tenure, Teaching and Re search Doctoral Dissertation, University of Southern California. Haddon, A. (1987). Academic Freedom and Governance: A Call for Increased Dialogue and Diversity. Texas Law Review. Kobakhidze, N, Samniashvili, L. (2022). Less USSR, more democracy please!” Hope and discontent in Georgia's quest for academic freedom, Including Special Issue on Academic Freedom in the Re‐Imagined Post‐Humboldtian Europe, Volume76, Issue3. Guinness, K. (2002). The Concept of Academic Freedom. New York. Manan, W. (2000). Academic Freedom: Ethical Implications and Civic Responsibilities. In The Universities’ Responsibilities to Society: International Perspectives, ed. Guy Neave, Kidlington: Elsevier Science. Osieja, H. (2016). Academic Freedom: Foundations, Limitations and delimitations, 8th International Conference on Education and New Learning Technologies, 4-6 July, Barcelona. Sunstein, C.R. (1996). Academic freedom and law: Liberalism, speech codes, and related problems, Chicago. Shiell, T.C. (2006). Three conceptions of academic freedom. Stanford University Press. Tierney, G, Lechuga V. M. (2005). Academic Freedom in the 21st Century, National Education Association. Washington. Tight, M. (1988). So what is academic freedom? In M. Tight (Eds.), Academic freedom and responsibility. Stony Stratford: Open University Press. Students’ Academic Freedom According to the Expert Interviews Anano Beradze, Amiran Berdzenishvili, Nika Nakaidze, Tata Oqrojanashvili, Kakha Ketsbaia orcid.org/0000-0001-9149-5376 Abstract The article is based on qualitative research -the expert interviews. 14 professionals well-acquainted with the educational and university context working in the following spheres: philosophy, science of education, sociology, and the sphere of organizing and management of higher education participated in the research. They were former and present representatives of these spheres, members of non- governmental organizations and representatives of the civil sector who are known to Georgian society via various mass media facilities as experts on education. The research took place in Tbilisi in July and August 2023. Alongside the empirical research, the fundamental scientific works and various secondary data on academic freedom were analyzed. Since the disintegration of the Soviet Union, the universities in Georgia have not made serious progress regarding academic freedom. Though academic freedom is guaranteed and protected by the Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 13 Consitution of Georgia, the general situation in the country, especially during the recent decade – economic and political instability, vulnerability of labour rights, scanty investment into education and science - does not create profitable conditions for proper development of universities. Therefore, the most important aspects of academic freedom as the condition of arranging university activities and as the fundamental value are still on the agenda in our country. Students' academic freedom is among them as well. Asa resultof the research, it became clear that the academic freedom of students is limited; the factors limiting the academic freedom of students are the following: labour market demands, limited free choice in the process of learning and research; artificial barriers existing in the university management, weakness of the organizations and movements protecting students’ interests, absence of the experience necessary to protect academic freedom, conformist culture, favouritism, hidden mechanisms of pressure and controle, bureaucracy, etc. All these and other factors hinder the realization of students'academic freedom Key Words: academic freedom, students’ academic freedom, university education, learning, research, free choice, expert interview.