Microsoft Word - fullpdf05042023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 21 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 4, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.04.03 კონსტრუქციული ჟურნალისტიკა როგორც სენსაციურობის ალტერნატივა - სპეციფიკა და ამოცანები მანანა შამილიშვილი1; მარი წერეთელი2; ნათია სვანიძე3; თინათინ მაჭარაშვილი4 1ჟურნალისტიკის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორი; 2ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალისტიკაში), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი (ჟურნალისტიკის მიმართულება); 3მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასისტენტ პროფესორი, https://orcid.org/0000- 0003-2626-9975; 4მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასისტენტ პროფესორი, https://orcid.org/0000-0002-7794-1648 აბსტრაქტი თანამედროვე ეტაპზე კარგად მომზადებული ახალი ამბავი ძირითადად ხუთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს ოპერატიული, მნიშვნელოვანი, შეეძლოს იდენტიფიცირება, შეიცავდეს სენსაციასა და კონფლიქტს. თუმცა, აშკარაა, რომ ამ კრიტერიუმებით მომზადებულ „კარგ ახალ ამბავს“ დღითიდღე უმცირდება მაყურებელი. რატომ? პასუხი მარტივია - ჟურნალისტი კარგავს ნდობას. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კრიტერიუმები ხშირად გამხდარა ფართო განხილვის საგანი. ამ რეალობამ ბიძგი მისცა ახალი ხედვის ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც კარგად შედგენილი ახალი ამბავი კი არ უნდა კარგავდეს მაყურებელს, არამედ უნდა განამტკიცებდეს ნდობას მედიასა და მოქალაქეებს შორის. ჟურნალისტიკის მხოლოდ ასეთ მოდელს შეუძლია დემოკრატიული დიალოგის გაძლიერება და საზოგადოების ერთიანობის ხელშეწყობა. გამოსავლის ძიებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა (Solution Journalism) შეიძლება ჩაითვალოს ჟურნალისტიკის კონტექსტურ ფუნქციად, ჟურნალისტიკის უფრო საფუძვლიან Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 22 სახეობად, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც „ინტერპრეტაციული გაშუქება, სიღრმისეული რეპორტაჟი, გრძელვადიანი ჟურნალისტიკა, განმარტებითი რეპორტაჟი და ანალიტიკური რეპორტაჟი“ (Fink, 2014). გადაწყვეტილებების ჟურნალისტიკა ასევე შეიძლება განთავსდეს მსგავს, მაგრამ უფრო სპეციფიკურ კატეგორიაში, რომელსაც ეწოდება კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, რომელიც „მოიცავს პოზიტიური ფსიქოლოგიის ტექნიკის გამოყენებას ახალ ამბებზე მუშაობაში, რათა შეიქმნას უფრო პროდუქტიული, ჟურნალისტიკის ძირითადი ფუნქციების ერთგული საინტერესო ისტორიები“ (McIntyre, 2017). მაკინტაირი აღწერს კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას, როგორც „კონტინიუმს“ და არა დიქოტომიას. აქცენტი გაშუქების „პირდაპირი“ სტილიდან (მაგ., მშვიდობა კონფლიქტის წინააღმდეგ), გადააქვს ყოვლისმომცველ საგამოძიებო გაშუქებაზე. „კონსტრუქციული ჟურნალისტიკა არის პასუხი თანამედროვე მედიის ახალი ამბების მზარდ ტაბლოიდურობაზე, სენსაციონალიზმსა და ნეგატიურ მიკერძოებაზე“ (იორდგენსენი ქ. ლ., რისბრო ი.,2021). ნეგატიური მიკერძოება აძლიერებს ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებას, მიანიჭოს უფრო მეტი ღირებულება ნეგატიურ ამბავს, ვიდრე პოზიტიურს. ამასთანავე, ცნობილია, რომ ნეგატიურ ამბავს უფრო დიდი გავლენა აქვს ადამიანზე და გონებაში დიდხანს რჩება. ამ ფენომენს შეისწავლის სოციალური ფსიქოლოგია. შედეგად, თანამედროვე ჟურნალისტებს, რომლებიც უნდა განვითარდნენ „fake news”-ისა და ე.წ. პოსტ-სიმართლის ერაში, მთელ მსოფლიოში აკრიტიკებენ მზარდი ნეგატიური ახალი ამბების გაშუქების გამო. გამოსავალი კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა, რომელიც საშუალებას მისცემს თანამედროვე მედიას, დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა, რაკი მას შესთავაზებს წამოჭრილი პრობლემებიდან გამოსავლის ძიების გზას. საკვანძო სიტყვები: კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, გამოსავლის ძიებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა, პოზიტიური ფსიქოლოგია. „გადაწყვეტილებების ძიების ჟურნალისტიკის“ ცნება, რომელიც ასევე ცნობილია პროფესიულ ლექსიკაში, როგორც „კონსტრუქციული ჟურნალისტიკა“ ან „SoJo“, გაჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990-იანი წლების ბოლოს (ბენეში, 1998). 2007 წელს, New York Times- ის რედაქციასა და დანიაში, პრეს-ჯგუფ Berlingske Media-ს გაუჩნდათ სურვილი, განეხორციელებინათ ჟურნალისტური მიდგომა, რომელიც სოციალური პრობლემების მოგვარებას შეუწყობდა ხელს. ფრანსუაზა ლაჟეს მიხედვით, „გადაწყეტილებების ძიების ჟურნალისტიკა“ ( “journalisme de solutions”) ან „გავლენის ჟურნალისტიკა“ (“journalisme d’impact”) წარმოდგენილია, როგორც ინფორმაციის ტრადიციული დამუშავების ალტერნატივა, რომელიც ძირითადად პრობლემებზეა ორიენტირებული, ანუ ეს არის ჟურნალისტური მუშაობის კონცეფცია, რომელსაც შეუძლია მოქალაქეების ჩართვა საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში (Laugee, 2014). ჟურნალისტიკის ეს მეთოდი თავდაპირველად ემყარებოდა გამოძიებასა და „დღის წესრიგის“ თეორიებს (მაკკომბსი და შოუ, 1972). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 23 კონსტრუქციული ჟურნალისტიკა წარმოადგენს მეინსტრიმული მედიაკულტურის კორექტირებას, - წერს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი ულრიკ ჰააგერუპი. მეინსტრიმული მედია ძირითადად დაინტერესებულია ახალი ამბებით, რომლებიც აჩვენებს, თუ რამდენად ცუდადაა საქმე. მისი თქმით, „ბოლო ათწლეულების განმავლობაში მედია ძირითადად ორიენტირებულია კონფლიქტებისა და კრიზისების გაშუქებაზე - „ომის ჟურნალისტიკა“ მუდმივად პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას შთამბეჭდავი და ადვილად გასაყიდი ინფორმაციის შესახებ“ (Haagerup, 2018). ულრიკ ჰააგერუპმა, დანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების დირექტორის პოზიციაზე ყოფნის დროს, დაიწყო იმ ინფორმაციის ანალიზი, რომელსაც აწვდიდნენ საზოგადოებას და აღმოაჩინა, რომ ძირითადად გადასცემდნენ სიახლეებს მკვლელობების, ავარიების, კატასტროფების შესახებ... აგზავნიდნენ გადამღებ ჯგუფებს, მაგალითად, აფრიკაში კონფლიქტების გასაშუქებლად, მაგრამ ძალიან იშვიათად ამ კონტინენტზე ცხოვრების დონის სწრაფი გაუმჯობესების სხვადასხვა ასპექტის გასაშუქებლად. ისტორიები ზუსტი იყო, მაგრამ დამთრგუნველი. ჰააგერუპი მივიდა დასკვნამდე, რომ თუ მედიების უმეტესობა ასეთი ტიპის ინფორმაციებს გადაცემას გააგრძელებს, შეიქმნება უფსკრული რეალობასა და საზოგადოების მიერ მის აღქმას შორის, რადგან ბევრი თვალსაზრისით სამყარო უკეთესია. ადამიანებს აღარ სურთ ახალი ამბებისთვის თვალყურის დევნება, რადგან მიღებული ინფორმაცია მათ აგრძნობინებს, რომ სამყარო ნადგურდება. ეს კი ტრაგედიაა დემოკრატიისთვის. საზოგადოებას სურს წაიკითხოს და მოისმინოს რაღაც უფრო პოზიტიური და დამამშვიდებელი. იქედან გამომდინარე, რომ დანიაში მაღალია უნდობლობა პოლიტიკოსებისა და მედიის მიმართ, ჰააგერუპმა და მისმა თანამოაზრეებმა დისკუსიები გამართეს პარლამენტარი პარტიის ლიდერებისა და მედიების რედაქტორების მონაწილეობით. ასევე, მოაწყვეს საჯარო შეხვედრები, რათა ეპოვათ გზები დანიის პოლიტიკური ცხოვრების უკეთ გასაშუქებლად. ფოკუსი გაკეთდა იმაზე, კონფლიქტების გაშუქების შემდეგ, როგორ შეენარჩუნებინათ მედიის ყურადღება სამშვიდობო პროცესებზე, უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე. ჰააგერუპის თქმით, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა არ არის „კარგი“ ამბების გავრცელება: „კიდევ ერთხელ, სიზუსტე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. გარდა ამისა, ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კოლაფსი, ტერორისტული თავდასხმები არის ძირითადი პრობლემები, რომელთა წინაშეც მსოფლიო ამჟამად დგას, მაგრამ მედიამ უკვე გააშუქა ეს ყველაფერი დიდი დოზით. თუ კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ ამ საკითხებზე ძველი მიდგომებით, ეს გააძლიერებს შიშის გრძნობას საზოგადოებაში“ (Haagerup, 2018). კითხვაზე, თუ რა არის დღეს ჟურნალისტის მთავარი პასუხისმგებლობა, ჰააგერუპის პასუხი შემდეგია: „ბოლო სტატიაში, სათაურით: „ჟურნალისტური მისია კრიზისის დროს“, კეტრინ ვინერი, ბრიტანული ყოველდღიური გაზეთის The Guardian-ის რედაქტორი, მოუწოდებს მედიას „განავითაროს იდეები, რომლებიც ხელს უწყობს მსოფლიოს გაუმჯობესებას“ და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 24 „გამოიყენოს სიცხადე და წარმოსახვა, გააჩინოს იმედი“. ამგვარად, პრინციპები - სიზუსტე და გადაწყვეტილებების პოვნა, მნიშვნელოვანია. ამგვარ სტატიებს ბოლომდე წაიკითხავს ფართო აუდიტორია, ამ ტიპის ამბები კარგია საზოგადოებისთვის, კარგია მედიისთვის, კარგია დემოკრატიისთვის“ (Haagerup, 2018). როგორც სენსაციონალიზმის ალტერნატივა, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა თანდათან ტოვებს თავის კვალს ევროპაში და ცდილობს, მოძებნოს გამოსავალი რთული სიტუაციებიდან. ფრანგულ ონლაინმედია - „LATITUDES“ - ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში, ჟურნალისტი ვალერი მუკო ეხმიანება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის გამოწვევებს: კონსტრუქციული ან „გამოსავლის ძიების ჟურნალისტიკა“ განიხილავს ინფორმაციას პერსპექტივაში, გამოსავლის გზების ჩვენებით. მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს, დაინახოს სამყარო მის ნიუანსებსა და სირთულეებში, არ შემოიფარგლება მხოლოდ ხარვეზების გამოვლენით, არამედ, ასევე, კონსტრუქციულ წინადადებებსაც მოიცავს (Muco, 2022). ჟურნალისტს სტატიაში მოჰყავს ულრიკ ჰააგერუპის მოსაზრებაც, რომ ჟურნალისტებს არ შეუძლიათ ინსტიტუტების შეცვლა, მაგრამ მათ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი თავი: „დროა, ცოტა მეტად მოუსმინონ ხალხს და აღადგინონ ნდობა, მაგალითად, აჩვენონ, როგორ შეიძლება გადაწყდეს ის პრობლემები, რომლებსაც აშუქებენ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის მიზანია, ებრძოლოს ჟურნალისტიკის ტრივიალიზაციას და დეგრადაციას, უფრო ზუსტ, დაბალანსებულ და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ გაშუქებაზე ფოკუსირებით. სტატიაში ასევე საუბარია 2022 წლის 23-25 ნოემბერს, ბრიუსელში გამართული ჟურნალისტიკის ევროპული კონფერენციის დროს, კონსტრუქციული ჟურნალისტიკის გამოწვევების შესახებ გამართულ დებატებზე და მოხმობილია ციტატები და მოსაზრებები ამ დებატებიდან. დებატებს ხელმძღვანელობდა სამი ევროპელი ჟურნალისტი, რომლებიც ხელს უწყობენ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის განვითარებას: ორლა ბორგი დანიიდან, კონსტრუქციული ინსტიტუტის სტიპენდიების დირექტორი, უნგრელი ბალინტ აბლონჩი, პოლიტიკური ჟურნალისტი, Válasz Online-ის თანადამფუძნებელი, იტალიელი ლორენცო დი სტასი, ჟურნალისტი და იტალიური კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ქსელის წევრი. ბალინ აბლონჩის თქმით, ონლაინ გაზეთ Válasz Online-ში, ისინი ცდილობენ თავი დაანებონ ახალი ამბების ,,შეშლილ რბოლაში“ მონაწილეობას, რომელიც დომინირებს მედიაში, ასევე, დაშორდნენ უნგრეთის ცენტრალიზებულ და გაბატონებულ სამთავრობო ისტორიებს. ისინი ატარებენ სიღრმისეულ გამოკვლევებს, ანალიზს, პუბლიკაციების გამოქვეყნების პარალელურად მართავენ დებატებს, რომლებიც გვთავაზობენ სტატიებში წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტას. უნგრელი ჟურნალისტი შენიშნავს, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა თავის კუთვნილ ადგილს იკავებს მისი ქვეყნის მოსახლეობაში: „ვხვდებით, რომ არის მოსახლეობის გარკვეული ფენა, რომელსაც მობეზრდა ეს გიჟური რბოლა ახალი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 25 ამბების გამო, „პოლიტიკური ტრაიბალიზმი“, რომელიც ჭარბად არის წარმოდგენილი უნგრეთის მედიალანდშაფტში“. მისი თქმით, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა შეიძლება იყოს გამოსავალი საზოგადოებისთვის, რომელსაც სურს მიიღოს ხარისხიანი ინფორმაცია და ანალიზი. იტალიელი ლორენცო დი სტასი იხსენებს Reuters-ის ჟურნალისტიკის შემსწავლელი ინსტიტუტის კვლევის დასკვნებს, რომელებიც აჩვენებს მოსახლეობის ინტერესის ნაკლებობას ინფორმაციის მიმართ. ამ კვლევის მიხედვით, ადამიანების მზარდი რაოდენობა თავს არიდებს ინფორმაციას ისეთ თემებზე, როგორებიცაა; კორონავირუსის პანდემია, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ან ეკონომიკური კრიზისი. მისი თქმით, მედიის მიმართ ნდობა მთელ მსოფლიოში შემცირდა. ეს გამოკითხვა 2022 წელს Reuters Institute-ის მიერ ონლაინ ჩატარდა და მასში 93,432 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. Reuters-ის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხული საზოგადოების მხრიდან ინფორმაციის მიმართ დაუინტერესებლობის მიზეზი არის მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციისადმი ნდობის ნაკლებობა, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ განწყობაზე და იწვევს უმწეობის განცდას. დანიელი ორლა ბორგის თქმით, საზოგადოებისგან ნდობის ასეთი ნაკლებობა გამოწვეულია იმით, რომ მედია წარმოაჩენს ყველაფერს, რაც ნეგატიურია მსოფლიოში: „ხალხი თიშავს ტელევიზორს, აღარ უყურებს ახალ ამბებს, აღარ კითხულობს გაზეთს. და რა რჩება მათთვის ინფორმაციის წყაროდ? სოციალური ქსელები, რომლებიც ზოგჯერ ავრცელებენ დეზინფორმაციას. ეს ძალიან ცუდია დემოკრატიისთვის“ (Muco, 2022). კონსტრუქციული ინსტიტუტის ამ წევრის მოსაზრებით, სჯობს საინფორმაციო სუბიექტებს კონსტრუქციული პრიზმის გამოყენებით მივუდგეთ. მიმდინარე საკითხებისადმი ინტერესის შემცირების პირობებში, ამ ტიპის ჟურნალისტიკას შეუძლია მედიისა და მისი მომხმარებლების შერიგება. იტალიელი დი სტასის აზრით, მედიამ ხელი უნდა შეუწყოს გამოსავალზე ორიენტირებული ინფორმაციის გავრცელებას, აჩვენოს კავშირი პრობლემასა და გამოსავალს შორის: „კონსტრუქციული ჟურნალისტიკა არ არის დიქოტომია. მას შეუძლია შესთავაზოს გამოსავალი როგორც სამომავლოდ, ასევე აწმყოსთვის. საჭიროა არა მხოლოდ გამოსავლის შეთავაზება, არამედ ამ გამოსავლის საზღვრების ჩვენებაც“ (Muco, 2022). NEW 6 S-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში: „კონსტრუქციული ჟურნალისტიკა კარგია, მაგრამ რა არის ის? “, რომელიც მომზადებულია ულრიკ ჰააგერუპის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ნაშრომებისა და მოსაზრებების მიხედვით, ვკითხულობთ, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა ეს არის მიდგომა, რომელიც აჩვენებს სამყაროს თავისი ყველა ნიუანსითა და სირთულით, პრობლემებითა და დისფუნქციებით. თუმცა, ამასთანავე მისი პროგრესით, კრეატიულობით, გადაწყვეტილებების ძიებით, მისი ინდივიდუალური თუ კოლექტიური ინიციატივებით, რომლებიც სასარგებლოა საზოგადოებისთვის. იყო კონსტრუქციული ინფორმაციის მონაწილე, ნიშნავს, გააცნობიერო მედიადისკურსის გავლენა სამიზნე აუდიტორიაზე, საზოგადოებაზე და თავად საკუთარ მსოფლმხედველობაზე; გააცნობიერო ინფორმაციის დამუშავების აუცილებლობა, რომელიც იქნება რაც შეიძლება ზუსტი და ნიუანსებზე ორიენტირებული; შემოიტანო ოპტიმიზმი ინფორმაციაში; განიხილო Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 26 ინფორმაცია პერსპექტივაში, ანალიზის, დადებითი ასპექტებისა და გადაწყვეტილებების ჩათვლით; გაზომო გამოყენებული ლექსიკის, გამოსახულების და ტონის გავლენა; დაწერო ჟურნალისტური ნამუშევარი დროთა განმავლობაში, თემის განვითარების ან/და არსებული გადაწყვეტილებების ეფექტურობის შესაფასებლად. ჩამოაყალიბო ნდობა საზოგადოებასა და მედიას შორის; დაეხმარო მოქალაქეებს სამყაროს შესახებ სრულყოფილი ხედვების პოვნაში; კონსტრუქციული ინფორმაციის გავრცელებით და შთამაგონებელი გადაწყვეტილებებით, იყო ერთ-ერთი დამხმარე ძალა საზოგადოების ევოლუციის საქმეში. სტატიაში ასევე საუბარია კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ოთხ მთავარ საყრდენზე, რომლებიც მის არსს წარმოაჩენს. ხედვის რაკურსის გაფართოება მთელი 360° გრადუსით, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ წარუმატებლობებით, არამედ ასახავს წარმატებებსა და კონსტრუქციულ წინადადებებს; აქცენტი ნიუანსებზე, კონტექსტუალიზება, ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების თავიდან აცილება, ალტერნატიული თვალსაზრისის ძიება, სამოქალაქო დისკუსიის ხელშეწყობა; პრობლემების გადალახვა და საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების გადასინჯვა: შემოთავაზებული გადაწყვეტილებების ძიება ან შესაძლო პერსპექტივების დასახვა; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტონის, სიტყვებისა და ილუსტრაციების შერჩევას. რა არის კონსტრუქციული ჟურნალისტიკა? ამ შეკითხვის საპასუხოდ ჩამოთვლილია შემდეგი მთავარი ასპექტები: პროფესიის ყველა წესის დაცვა, პროფესიული ეთიკის პატივისცემა, ყველა თემის შეხების შესაძლებლობა, ფაქტებზე დაყრდნობა, ნიუანსირებული, დაბალანსებული, კრიტიკული ინფორმაციების გავრცელება, მიუკერძოებელი ინფორმაცია და გრძელვადიანი პერსპექტივა. აქვეა ჩამოყალიბებული კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მახასითებლები, - კონსტრუქციული ჟურნალისტიკა არ არის მსოფლიოს პრობლემების უარყოფა, არ არის გულუბრყვილო, გამარტივებული, სენსაციური, კამპანიური აქტივიზმი, გამოსავლის პრომოუტერი და არც საინფორმაციო კომერციულ ხასიათს ატარებს (Haagerup, new6s.be). გამოყენებითი პოზიტიური ფსიქოლოგიის მაგისტრი, კეტრინ გილდენსტედი, 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „ახალი ამბების ჟურნალისტიკის ინოვაცია პოზიტიური ფსიქოლოგიის საშუალებით“ საუბრობს, თუ რა მნიშვნელოვნად უარყოფით ემოციურ გავლენას ახდენს ახალი ამბების მომზადება და მოხმარება როგორც აუდიტორიაზე, ასევე ჟურნალისტებზე. მკვლევრის მიერ ჩატარებულ კვლევაში 710-ი ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეებმა წაიკითხეს ახალი ამბები კლასიკურ სტილში - უარყოფითი ვალენტობით და ხუთი ვარიანტიდან ერთ-ერთი, რომელიც ექვემდებარებოდა ექსპერიმენტულ მანიპულაციებს - პოზიტიური ფსიქოლოგიის პრინციპებზე დაყრდნობით, ენისა და ემოციური ვალენტობის ოდნავ შეცვლით. მონაწილეებმა, გავლენის გაზომვების საფუძველზე, მკვლევარს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს. შედეგებმა დაადასტურა კლასიკური სტილის ახალი ამბების მავნე გავლენა და გამოიკვეთა მოსაზრება, რომ შეიძლება რამდენიმე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 27 პოზიტიური ახალი ამბავი დასჭირდეს ერთი უარყოფითი ისტორიის ემოციური გავლენის განეიტრალებას. ახალი ამბის დადებითი ვერსია უფრო ეფექტური აღმოჩნდა კარგი ემოციების გამოსაწვევად. ჟურნალისტიკის მკაცრი ეთიკის მიუხედავად, რომელიც მიზნად ისახავს ზიანის მინიმუმამდე დაყვანას, ახალი ამბები ხშირად უფრო მეტად ორიენტირებულია ზიანის მიყენებაზე, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკაზე, კეთილდღეობაზე (Gyldensted, 2011). მენტალურ ჯანმრთელობაზე ახალი ამბების გავლენის შესახებ არის საუბარი სტატიაში „კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ტექნიკის გავლენა განწყობაზე, ინფორმაციის აღქმასა და ნდობაზე“. ჟურნალისტიკა, მრავალ სხვა ინსტიტუტთან ერთად, დასავლეთის დემოკრატიებში ნდობის კრიზისს განიცდის. მართალია, კოვიდ 19-ის დაწყებიდან ნდობა იზრდება, მაგრამ Reuters Digital News-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ 46 ბაზარზე ჩატარებული კვლევის მონაწილეთა 50% ენდობა იმ ახალ ამბებს, რომლებსაც ისინი თავად უსმენენ და არა, ზოგადად, ახალ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბებისადმი ნდობა ნაკლებად უკავშირდება ახალ ამბებში წყაროების გამოყენებას, ახალი ამბებისადმი ნდობის ნაკლებობა ასოცირდება არამეინსტრიმული წყაროების გამოყენებასთან, მათ შორის ისეთი წყაროების, რომლებიც ავრცელებენ ყალბ ან/და მიკერძოებულ ამბებს. ასევე, როდესაც ახალი ამბების მთავარი წყაროებისადმი ნდობა მცირდება, იზრდება ახალი ამბების გავლენა განწყობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით COVID-19-ის პერიოდში. ავტორი კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მთავარ დანიშნულებად მიიჩნევს იმ პრობლემებთან გამკლავებას, რომლებსაც იწვევს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც, თავის მხრივ, აყალიბებენ ცრუ წარმოდგენებს და გავლენას ახდენენ მომხმარებელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე (van Antwerpen, 2022). დეზინფორმაციის მარტივად და სწრაფად გავრცელების ეპოქაში საინფორმაციო საშუალებები სულ უფრო მეტად ექცევიან დაკვირვების ქვეშ. შეშფოთებას იწვევს საინფორმაციო მედიის უარყოფითი გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც კავშირშია ასევე აუდიტორიის მხრიდან ახალი ამბებით დაუინტერესებლობასა და მისდამი ნდობის შემცირებასთან. კვლევა, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა (ექსპერიმენტში 238 ავსტრალიელი მონაწილეობდა) მიზნად ისახავდა, გაეზომა კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ეფექტები მკითხველის განწყობაზე, მის მიერ ინფორმაციის აღქმასა და მიღებული ინფორმაციისადმი ნდობაზე. გამოიკვეთა, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ელემენტებით შექმნილი სტატიის კითხვისას კველვაში მონაწილე პირები უფრო მეტად იღებდნენ პოზიტიურ ემოციას, ვიდრე ის მონაწილეები, რომლებიც იმავე თემაზე კონსტრუქციული მახასიათებლების გარეშე დაწერილ სტატიებს ეცნობოდნენ. თუმცა, ამ უკანასკნელებმა ინფორმაციის აღქმის კუთხით უფრო მაღალი შედეგი აჩვენეს, რაც მკვლევრებმა ნაწილობრივ მკითხველში ნეგატიური განწყობის არსებობას დაუკავშირეს. მიღებული ინფორმაციისადმი ნდობის კუთხით კი ჯგუფებს შორის დიდი სხვაობა არ გამოკვეთილა. მკვლევრები უნი ფრომი და ნეტე კრისტენსენი სტატიაში -„კონსტრუქციული ჟურნალისტიკის გადახედვა მომსახურების ჟურნალისტიკის საშუალებით“ კონსტრუქციულ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 28 ჟურნალისტიკაზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს არის კონცეფცია, რომელიც შემუშავებულია ახალი ამბების რედაქციის სპეციალისტების მიერ. ავტორების აზრით, ახალი ამბების შემქმნელებმა თავიანთი დომინანტური რეპორტაჟები კონფლიქტების შესახებ უნდა შეცვალონ უფრო კონსტრუქციული და გამოსავლის ძიებაზე ორიენტირებული რეპორტაჟებით. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის კვლევები შეზღუდულია და ხშირად ასოცირდება მოქმედების, გამოსავლის ძიებისა და მშვიდობის ჟურნალისტიკასთან. მოცემულ კვლევაში წარმოდგენილია ანალიზი, თუ როგორ შეუძლია კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას გადაჭრას პოლიტიკასთან დაკავშირებული კონფლიქტები. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, როგორც წესი, დაკავშირებულია ჟურნალისტიკის ახალ მიდგომებთან, რომელთა მეშვეობითაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური საკითხები შუქდება, მაგრამ ამასთანავე მიიჩნევა, რომ იგი ასეთ რთულ საინფორმაციო თემებზე სტატიების წერის ტრადიციულ გზებს ეწინააღმდეგება. ჩვენ მიერ მოხმობილ სტატიაში შემოთავაზებულია კონსტრუქციული ჟურნალისტიკის გაგების განსხვავებული ჩარჩო. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა მრავალმხრივ ჰგავს მომსახურების (service) ჟურნალისტიკას და მის ქვესფეროებს, როგორებიცაა - ჟურნალისტიკა კულტურის, ცხოვრების წესისა და მოხმარების შესახებ. როგორც ჩანს, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა იყენებს ზოგიერთ მიდგომას ჟურნალისტიკის ამ უფრო ,,მსუბუქი სახეობებიდან“. მაგალითად, კონკრეტულ ჟანრებს, ჟურნალისტის როლს და, განსაკუთრებით, აუდიტორიისადმი მიმართვის გზებს. სტატიაში მოცემულია არგუმენტირებული მსჯელობები იმის შესახებ, რომ როგორც მომსახურების (service), ისე კონსტრუქციული ჟურნალისტიკა წარმოადგენს ჟურნალისტიკის სოციალური როლის შეცვლილი აღქმისა და მძიმე (hard) და მსუბუქ (soft) ახალ ამბებს შორის არსებული საზღვრების ნელ-ნელა მოშლის მაგალითებს. კონსტრუქციული და მომსახურების ჟურნალისტიკის შედარებისას გამოიკვეთა, რომ მათ მინიმუმ ორი რამ აქვთ საერთო: მიმართვის შეცვლილი ფორმა და ახალი ამბების/ჟურნალისტიკის ფუნქციის/როლის შეცვლილი გაგება. კონსტრუქციული და მომსახურების ჟურნალისტიკა მიმართულია აქტიური, მიმდინარე პროცესებში ჩართული მომხმარებლებისადმი, რომლებიც ეძებენ რჩევებს, გზამკვლევს ქაოტურ სამყაროში, სადაც ადამიანებს სჭირდებათ, ფართო გაგებით, ხელმძღვანელობა. კონსტრუქციული და მომსახურების ჟურნალისტიკის მიდგომები კვეთს ერთმანეთს, რადგან ორივე აჩვენებს, რომ ჟურნალისტიკის როლი და აუდიტორიისადმი მიმართვის ფორმები იცვლება. მთავარი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ მომსახურების ჟურნალისტიკა ასოცირდება „რბილ“ ახალ ამბებთან (სოფტ ნიუსებთან), ხოლო კონსტრუქციული ჟურნალისტიკა - მძიმე ახალ ამბებთან (ჰარდ ნიუსებთან). აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის განვითარება დაიწყო არა პოპულარულ ან ტაბლოიდურ პრესაში, არამედ (დანიურ) საჯარო სამსახურის მედიაში. სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა უნდა განიხილებოდეს მისი პოზიტიური და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ხედვით, როგორც მიდგომა, რომელიც აერთიანებს ელემენტებს, რომლებიც ხშირად ასოცირდება მომსახურების ჟურნალისტიკასთან, თუნდაც მიმართვის ფორმით და „ჰარდ“ ნიუსებთან ასოცირებული Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 29 სოციალური თემებით. აღნიშნული კი მაგალითია იმისა, თუ როგორ იშლება ზღვარი ჟურნალისტურ პრაქტიკაში მსუბუქ და მძიმე ამბებს შორის (From, 2018). როგორც მოვლენების გაშუქების შედარებით ახალი მიდგომა, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა ცდილობს იყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი და ზუსტ კონტექსტში გააშუქოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, სენსაციების გაღვივებისა და ნეგატიურობისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭების გარეშე. მედიის მიკერძოებულობის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა აკრიტიკებს ახალი ამბების გაშუქების ტრადიციულ მიდგომებს, მათ შორის: „ზემოდან ქვემოთ“ ახალი ამბების გაშუქებას, ასევე მრავალფეროვნებისა და მეინსტრიმულ მედიაში ასახულ შეხედულებებში დეტალიზების ნაკლებობას. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართ არსებული კრიტიკული თვალსაზრისები ემყარება შემდეგ არგუმენტებს: თავად ამ ფენომენის განმარტების ბუნდოვანებას, მის ასოცირებას აქტივიზმთან და გადამეტებულ პოზიტიურობასთან, შესაბამისად, კრიტიკულობის ნაკლებობას. თავის მხრივ, კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მომხრეებმა უარყვეს ბრალდება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ზედმეტად პოზიტიურობის თაობაზე. კრიტიკის მიუხედავად, კონსტრუქციულმა ჟურნალისტიკამ პოპულარობა უკვე მოიპოვა და ცნობილი მედიასაშუალებები იყენებენ კონსტრუქციულ მეთოდებს. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის განმარტების მიუხედავად, თეორიული ნაშრომიდან შეიძლება რამდენიმე ემპირიულად გადამოწმებადი განცხადების გამოტანა. ჰერმანისა და გილდენსტედის (Hermans L G. C., 2019) მიერ აღწერილი მოვლენების კონსტრუქციული გაშუქების მეთოდები ზრდის ნდობას ახალი ამბების მიმართ, აუმჯობესებს განწყობას (ან ამცირებს ახალი ამბების უარყოფით გავლენას განწყობაზე) და ზრდის მომხმარებელთა აღქმის სიზუსტეს. ტანჯა აიტამურტო და ანიტა ვარმა ნაშრომში - „ჟურნალისტიკის კონსტრუქციული როლი“, საუბრობენ კონსტრუქციული, „გამოსავლის მაძიებელი“, ჟურნალისტიკის ნორმატიულ როლზე, რაც შედეგზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის მეტაჟურნალისტური დისკურსის ანალიზის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კონსტრუქციული და ,,გამოსავლის მაძიებელი“ ჟურნალისტიკის განსაზღვრება ანალოგიურია - ორივე აღიარებს ტრადიციულ ანგლო-საქსონურ ჟურნალისტურ ნორმებსა და პრაქტიკას მაშინაც კი, როდესაც ფოკუსი პრობლემებიდან გამოსავალზე გადააქვთ. მეტა- ჟურნალისტური დისკურსი მიუთითებს ჟურნალისტიკის ნორმატიულ როლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამავე დროს, კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მომხრეები რეგულარულად შორდებიან საზოგადოებრივი სიკეთეების ადვოკატირებას და ამტკიცებენ, რომ ობიექტურად აშუქებენ გადაწყვეტილებებს, მათი გამართლების (დამტკიცების) გარეშე. ეს სტრატეგიული რიტორიკა მიუთითებს, რომ ეს არის მცდელობა, მკაფიო ხაზი გაივლოს კონსტრუქციულ ჟურნალისტიკასა და ადვოკატირებას შორის, ხოლო კონსტრუქციული ჟურნალისტიკა განთავსდეს ჟურნალისტიკის ტრადიციული მონიტორინგის როლის ფარგლებში. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მეტადისკურსი ავლენს ფრთხილ მიდგომას Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 30 თავისი ნორმატიული კონსტრუქციული როლის აღიარების თვალსაზრისით, რომლითაც ცდილობს დაეხმაროს საზოგადოებას (Aitamurto & Varma, 2018). ახალი ამბები ხშირად ფოკუსირებულია პრობლემებზე, კრიზისებსა და ნეგატიურობაზე (Galtung and Ruge 1965; Harcup and O ' Neill 2001). ამ ვითარებამ გამოიწვია სპეციალისტებისა და მეცნიერების შეშფოთება, რადგან ნეგატიურობა იწვევს აუდიტორიის იმედგაცრუებას (Krüger 2017). ამ შეშფოთების ფონზე, გამოსავალზე ორიენტირებულმა მიდგომებმა ბოლო წლებში განახლებული იმპულსი შეიძინა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, სადაც კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, ასევე - „გამოსავლის მაძიებელი ჟურნალისტიკა" გაჩნდა ჟურნალისტიკის ფორმად, რომელიც მიზნად ისახავს პოზიტიური სოციალური გავლენის შექმნას (Gyldensted 2015; Haagerup 2014; McIntyre 2015). ამ ამოცანის შესრულებას იგი ცდილობს პრობლემის შესახებ საზოგადოების ინფორმირებით და ამ პრობლემების გადაჭრის კონკრეტული, ეფექტური გზების შემოთავაზებით (Gans 2011; Varma 2017). ეფუძნება რა სოციალური პროგრესის შესაძლებლობას, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების პრობლემების გადაჭრისკენ მიმართულ ინიციატივებზე. კონსტრუქციული როლის ძირითად ასპექტებს წარმოადგენს: სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე ფოკუსირება, სოციალური პროგრესის იდეალისადმი რწმენა, იმედისმომცემი რეპორტაჟები, მიმდინარე პროცესებში ჩართულობის მაღალი დონე და ჟურნალისტის ადამიანური სახის წარმოჩენა. მას კრუგერი (2017) უწოდებს "ცვლილების აგენტს". კონსტრუქციულობა მოიცავს ჟურნალისტური სფეროების ფართო სპექტრს, როგორებიცაა: ადვოკატირების ჟურნალისტიკა, გავლენის ჟურნალისტიკა, ინსპირაციული ჟურნალისტიკა, მომავალზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა, ტრანსფორმაციული ჟურნალისტიკა, განვითარების ჟურნალისტიკა და ემანსიპაციის ჟურნალისტიკა. ჟურნალისტიკა იშვიათად ჯდება ერთ ნორმატიულ კატეგორიაში, მაგრამ ამ კატეგორიების გამიჯვნა და კონცეპტუალურად განვითარება სასარგებლოა სხვადასხვა ტიპის ჟურნალისტიკის ძირითადი მოტივებისა და მისწრაფებების გასაგებად. განსხვავებულ და საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობენ მკვლევრები: ნატაშა ვან ანტვერპენი, დებორა ტერნბული და რეიჩელ ა. სირსტონა ნაშრომში: „კონსტრუქციული რეპორტაჟების გამოყენება და უპირატესობები დეზინფორმაციასთან ბრძოლაში“. კვლევის ავტორების აზრით, დეზინფორმაციის გავრცელება თანამედროვე საინფორმაციო გარემოში ხელს უწყობს პოლარიზაციის ზრდას და ინსტიტუტებისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობის შემცირებას. ეს კი თავისთავად განაპირობებს დეზინფორმაციის გავრცელებას. დიდი ყურადღება ექცევა მედიის როლს დეზინფორმაციის გავრცელებასა და ათვისებაში, ასევე ჟურნალისტებისა და საინფორმაციო ორგანიზაციების როლს დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა შედარებით ახალი მიდგომაა, რომელიც სხვა ამოცანებთან ერთად, მიზნად ისახავს აუდიტორიის ჩართულობის გაზრდას, პოლარიზაციის შემცირებასა და მოვლენების უფრო ზუსტ ხედვას. ავტორებმა 2020 წლის დასაწყისში გამოკითხეს სხვადასხვა ქვეყნის 16 ჟურნალისტი, რათა შეესწავლათ მათი აღქმა "კონსტრუქციული" სტრატეგიების გამოყენების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 31 შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების აღმოსაფხვრელად. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა შეიძლება იყოს პერსპექტიული მიდგომა დეზინფორმაციის გავრცელებისა და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა ამცირებს დეზინფორმაციის გავრცელებას და "პოსტ-სიმართლესთან" დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე ხელს უწყობს ჟურნალისტიკისა და საინფორმაციო მედიის მიმართ ნდობის აღდგენას. კვლევის ავტორები და კვლევაში მონაწილე ჟურნალისტები თანხმდებიან, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა არის ახალი მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს იყოს უფრო ყოვლისმომცველი და მრავალფეროვანი, სთავაზობდეს აუდიტორიას პრობლემის გადაჭრის გზებს, გამოსავალს და ასევე ამცირებს დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეს (van Antwerpen, Turnbull, & Searston, 2022). ჟურნალისტიკის, კომუნიკაციისა და წარმოების პროფესიების სწავლებაში სპეციალიზებული მასმედიის უმაღლესი ინსტიტუტის (ISCPA) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბლოგ- პოსტში საუბარია კონსტრუქციულ ჟურნალისტიკასა და მის როლზე. ჟურნალისტიკის ფუნქციაა ინფორმაციის კვლევა და პოპულარიზაცია ისე, რომ გასაგები და ხელმისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი მოვლენების მიმართ. ცნობილი ფრანგი ჟურნალისტის, ალბერტ ლონდრესის მოსაზრების მიხედვით, „ჭრილობაში კალმის ჩარჭობის“ სურვილით, ჟურნალისტები საკმაოდ ხშირად ჩაიციკლებიან ხოლმე პირქუშ ამბებზე - ტერორისტული თავდასხმების, ომების, სტიქიური უბედურებებისა და მსგავსთა შესახებ, რის გამოც, ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანს უშვებენ ხელიდან. გადაწყვეტილებების ჟურნალისტიკა, რომელსაც ასევე უწოდებენ გავლენის ჟურნალისტიკას ან კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას, ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ჩაერიოს, დაადგინოს გარკვეული ბალანსი, ხაზი გაუსვას იმას, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა! რეალობის შენიღბვის, ან კიდევ სრულყოფილი სამყაროს შთაბეჭდილების შექმნის მცდელობებისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებების ძიების ჟურნალისტიკა მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ სურათი არ არის მთლიანად ,,შავი“ და რომ არსებობს ინიციატივები და ქმედებები, რომლებიც იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას. Guardian-ი, რომელმაც 2016 წელს შემოგვთავაზა რუბრიკა - „ნახევრად სავსე“, ქვესათაურით: „გადაწყვეტილებები, ინოვაციები, პასუხები“, საუბრობს გადაწყვეტილებების მაძიებელ ჟურნალისტიკაზე და მას განსაზღვრავს როგორც გზას უკეთესობისკენ: „ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო. ეს არის არა „კარგი ამბების“ ჟურნალისტიკა, არამედ „კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, რომელიც ფოკუსირებულია გადაწყვეტილებების მიღებასა და საზოგადოების კითხვებზე პასუხების მოძიებაზე. თუმცა, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ამგვარი მიდგომა მოძიებულ ინფორმაციას არ წარმოადგენს როგორც უტყუარ მტკიცებულებას, არამედ როგორც ალტერნატიულ ხედვებს“ (ISCPA, n.d.). გადაწყვეტილებების მაძიებელი ჟურნალისტიკა ცდილობს, ერთი მხრივ, გააღვივოს საზოგადოების ინტერესი მხოლოდ იმ ტრაგედიებზე ფოკუსირების გარეშე, რომელსაც მსოფლიო განიცდის და, მეორე მხრივ, გააღვიძოს იმავე საზოგადოებისა და მისი სამოქალაქო, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 32 პოლიტიკური, გარემოსდაცვითი და ა.შ. ჩართულობა, კონსტრუქციულ ინიციატივებთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელების გზით, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ პასუხებს სოციალურ, ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ პრობლემებზე, სრულიად ობიექტური და მიუკერძოებელი გზით. ფრანგული ასოციაციის, Reporters d'Espoirs - „იმედის ჟურნალისტების“ - ოფიციალურ ვებგვერდზე სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას ვხვდებით კონსტრუქციული ჟურნალისტიკის შესახებ. ერთ-ერთ სტატიაში: „გამოსავლის ჟურნალისტიკა: რაზე ვსაუბრობთ?“ ვეცნობით „იმედის ჟურნალისტების“ მიერ შემოთავაზებულ განმარტებებს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის არსისა და მიზნების შესახებ: „გამოსავლის ჟურნალისტიკა მიმართულია იმ ინიციატივების ანალიზსა და მათ შესახებ ცოდნის გავრცელებაზე, რომლებიც გვაძლევენ კონკრეტულ, რეპროდუქტიულ პასუხებს სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ პრობლემებზე“ (Reporters d’Espoirs, n.d.). სტატიაში გამოყოფილია კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ხუთი მთავარი კრიტერიუმი, როგორებიცაა: პრობლემის ახსნა და მისი მიზეზები (კონტექსტუალიზება); პრობლემაზე პასუხის პრეზენტაცია (ინიციატივა); პრობლემის გადაჭრის პროცესის თხრობა, „როგორ გავაკეთეთ ეს“ (გადაჭრის პროცესი); პასუხით მიღებული შედეგების პრეზენტაცია (ზემოქმედება); პასუხის საზღვრების პრეზენტაცია და ახსნა (კრიტიკული სახე). ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ „გადაწყვეტილების ჟურნალისტიკა“, უპირველეს ყოვლისა, არის პროფესიული საქმიანობა, რომელიც აანალიზებს პრობლემურ სიტუაციას. იგი ორიენტირებულია კონკრეტული და საბოლოო პასუხების მოძიებაზე. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა ეს არის მეთოდი, რომელიც არ გულისხმობს რაიმე კონკრეტულ იდეოლოგიურ პოზიციას, ეკონომიკური თუ სოციალური აზროვნების ჩამოყალიბებას. იგი გვთავაზობს პასუხებს სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პრობლემებზე. მას შეუძლია შთააგონოს ადამიანები და მათ მოქმედების სურვილიც აღუძრას. როდესაც Reporters d'Espoirs-მა 2004 წელს შემოგვთავაზა ცნება „გადაწყვეტილების ჟურნალისტიკა“, ზოგიერთებმა კონსტრუქციული მიდგომა შეადარეს „სასიხარულო ამბების გაზეთს“, „პატარა ქმედებებს, რომლებიც გულს ბალზამად ედება“. თუმცა, მიდგომა, რომელსაც „იმედის რეპორტიორები“ აუდიტორიას სასიამოვნო, არაფრისმომცემი ინფორმაციების ნაცვლად სთავაზობდნენ, იყო შეთავაზება ინიციატივებისა, რომლებიც ნამდვილად გვაძლევენ პასუხებს იმ პრობლემებზე, სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან ადამიანები, საზოგადოებები. როგორც აღვნიშნეთ, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა სულაც არ გულისხმობს განუსაზღვრელ პოზიტივიზმსა და იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი კარგადაა; და არც პრობლემების, სირთულეების, კატასტროფების არსებობის უარყოფას, არამედ პასუხების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 33 იდენტიფიცირებასა და გასაჯაროებას, რაც ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრასა და გადაწყვეტილებების მიღებას (Reporters d’Espoirs, n.d.). საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა განვითარდა ორ განსხვავებულ ხედვაზე დაყრდნობით - ჟურნალისტების, გილდენსტედისა (Gyldensted ,2015) და ჰააგერუპის (Haagerup, 2017) ნაშრომებში. გილდენსტედის (2015) მიდგომა ეყრდნობა პოზიტიურ ფსიქოლოგიას, მათ შორის PERMA მოდელს ან „კეთილდღეობის თეორიას“ (McIntyre and Gyldensted, 2017) და ფრედრიკსონის (2001) „გაფართოებისა და მშენებლობის თეორიას“. ჰააგერუპის მიდგომა უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს კოგნიტურ ევრისტიკასა და მიკერძოებაზე, მეტ აქცენტს აკეთებს „სიმართლის ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსიის“ წარმოჩენაზე (Rosling, Rosling, & Ronnlund, 2018) და ჟურნალისტიკაში შერჩევისა და სარედაქციო პროცესების შეცვლაზე. ორივე ხედვას ბევრი მსგავსება აქვს - ორივესთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების ძიება, კონტექსტი და დემოკრატიული საუბრის ხელშეწყობა. კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას ხშირად აიგივებენ გადაწყვეტილებების მიმღებ ჟურნალისტიკასთან. აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება შეერთებულ შტატებში (Lough & McIntyre, 2021). თუმცა, მეცნიერთა ნაწილის აზრით, უმჯობესია, გადაწყვეტილებების მიმღები ჟურნალისტიკა განვიხილოთ უფრო ფართო მნიშვნელობის მქონე კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ქვეჯგუფად ან მის ფორმად (Lough & McIntyre, 2021; McIntyre & Gyldensted, 2017). ბიბლიოგრაფია Laugee, F. (2014). Le journalisme de solutions. La Revue européenne des médias et du numérique, 58- 60. Haagerup, U. (2018, July 12). Qu’est ce que le « journalisme constructif » ? (F. H. dignity, Interviewer) Muco, V. (2022, December 13). Medialatitudes. Retrieved from LATITUDES: https://medialatitudes.be/journalisme-constructif-nous-entendons-combattre-la-banalisation-et-la- degradation-du-metier/ Haagerup, U. (n.d.). new6s.be. Retrieved from NEW6S Les acteurs de l'info constructive : https://new6s.be/a-propos/le-journalisme-constructif/ van Antwerpen, N. S. (2022). The effects of constructive journalism techniques on mood, comprehension, and trust. Journalism, https://doi.org/10.1177/14648849221105778. From, U. &. (2018). Rethinking Constructive Journalism by Means of Service Journalism. Journalism Practice,, 714-729 https://doi.org/10.1080/17512786.2018.1470475. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 34 Hermans L, G. C. (2019). Elements of constructive journalism: Characteristics, practical application and audience valuation. Journalism, 535–551. Aitamurto, T., & Varma, A. (2018). The Constructive Role of Journalism: Contentious metadiscourse on constructive journalism and solutions journalism. Journalism Practice, DOI:10.1080/17512786.2018.1473041. van Antwerpen, N., Turnbull, D., & Searston, R. (2022). Perspectives from Journalism Professionals on the Application and Benefits of Constructive Reporting for Addressing Misinformation. The International Journal of Press/Politics, DOI:10.1177/19401612211072782. ISCPA. (n.d.). Retrieved from ISCPA: https://www.iscpa-ecoles.com/journalisme-solutions/ Reporters d’Espoirs. (n.d.). Retrieved from Reporters d’Espoirs: https://reportersdespoirs.org/sojo/definition/ Fink, K. (2014). The rise of contextual journalism, 1950s-2000s. Journalism. McIntyre, K. (2017). Solutions Journalism The effects of including solution information in news stories about social problems. Journalism Practice, 16-34. იორგენსენი, ქ. ლ. (2022, February 3). 1tv.ge. Retrieved from 1tv.ge Web site: https://cdn.1tv.ge/app/uploads/2022/02/1643887263- %E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1 %83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98- %E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1 %83%A1%E1%83%A2%E1%83 Benesh, S. (1998). The rise of solutions journalism . Columbia Journalism Review, 36-39. McCOMBS, M. e. (1972). The agenda-setting function of mass media. Public Opinion, 176-187. Hermans L, D. N. (2018). Elements of constructive journalism: Characteristics, practical application and audience valuation. Journalism , 679–694. Galtung, J. a. (1965). The Structure of Foreign News: The Presentation of the Congo, Cuba and Cyprus Crises in Four Norwegian Newspapers.”. Journal of Peace Research, 64-90. Harcup, T. a. (2001). “What is News? Galtung and Ruge Revisited.” . Journalism Studies, 261-280. Krüger, U. (2017). “Constructive News: A New Journalistic Genre Emerging in a Time of Multiple Crises. In W. Hofkirchner, & M. Burgin, The Future Information Society: Social and Technological Problems (pp. 403–422). Singapore: World Scientific Publishing Co. Gyldensted, C. (2015). From Mirrors to Movers: Five Elements of Positive Psychology in Constructive Journalism. Philadelphia: CreateSpace Independent Publishing Platform. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 35 Haagerup, U. (2014). Constructive Journalism: Why Negativity Destroys the Media and Democracy – And How to Improve Journalism of Tomorrow. Rapperswil: InnoVatio Publishing. McIntyre, K. (2015, June 23). University Libraries. Retrieved from UNC: https://cdr.lib.unc.edu/concern/dissertations/rn3012085 Varma, A. (2017). “When Empathy Is Not Enough: The Possibilities for Solidarity in the San Francisco Homeless Project. Jurnalism Practice, 1-17 doi:10.1080/17512786.2017. 1394210. Gans, H. J. (2011). “Multiperspectival News Revisited: Journalism and Representative Democracy. Jurnalism, 3-13. Rosling, H., Rosling, O., & Ronnlund, A. (2018). Factfulness: Ten Reasons We're Wrong About The World - And Why Things Are Better Than You Think. Hodder and Stoughton. Lough, K., & McIntyre, K. (2021). A systematic review of constructive and solutions journalism research. Journalism, https://doi.org/10.1177/14648849211044559. McIntyre, K., & Gyldensted, C. (2017). Constructive journalism: An introduction and practical guide for applying positive psychology techniques to news production. The Journal of Media Innovations, doi:10.5617/jomi.v4i2.2403. Fredrickson, B. (2001). The role of positive emotions in positive psychology. The broaden-and- build theory of positive emotions. . The American psychologist, doi:10.1037//0003-066x.56.3.218. Constructive journalism as an alternative to sensationalism - specifics and tasks Abstract A well-made news story, as we know, must meet five criteria: urgency, importance, identification, sensation and conflict. However, it is obvious that the audience for "good news" prepared by these criteria is decreasing day by day. Why? The answer is simple - the journalist loses confidence. That is why the mentioned criteria have often become the subject of wide discussion. This reality gave impetus to the formation of a new vision, according to which a well-made news story should not lose viewers, but should strengthen trust between the media and citizens. Only such a model of journalism can strengthen the democratic dialogue and promote the unity of the society. Solution journalism can be considered a contextual function of journalism, a more fundamental type of journalism, which is also referred to as "interpretive reporting, in-depth reporting, feature journalism, explanatory reporting, and analytical reporting" (Fink, 2014). Decision journalism can also be placed in a similar but more specific category called constructive journalism, which “involves applying positive psychology techniques to news work to create more productive, engaging stories that are true to the core functions of journalism” (McIntyre, 2017). McIntyre describes constructive Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 36 journalism as a “continuum” rather than a dichotomy. Shifts emphasis from "straightforward" reporting styles (peace vs. conflict, oppressor vs. oppressed) to comprehensive investigative reporting. "Constructive journalism is a response to the increasing tabloidization, sensationalism and negative bias of modern media news" (Jorgensen K. L., Risbrough I., 2021). The negativity bias reinforces the natural human tendency to assign more value to a negative story than to a positive one. In addition, it is known that a negative story has a greater impact on a person and remains in the mind for a long time. Social psychology studies this phenomenon. As a result, modern journalists who have to develop against "fake news" and the so-called In the post- reality era, the world is increasingly criticized for negative news coverage. The solution is constructive journalism, which will allow the modern media to regain the trust of the public, as it will offer it a way to find a solution to the problem Key words: constructive journalism, solution journalism, positive psychology.