Microsoft Word - fullpdf05042023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 134 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 4, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.04.11 სატვირთო ტიპის ვაგონების გამოყენების წილის დადგენა და მათი მწარმოებლურობის გაზრდისათვის ინტენსიური ტექნოლოგიების შერჩევა პეტრე ქენქაძე, ავთანდილ შარვაშიძე, გიორგი კაციტაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მ.კოსტავას ქ. №71, 0175, თბილისი, საქართველო აბსტრაქტი სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს რკინიგზაზე მოძრავი ტვირთნაკადების სტრუქტურა, მათი სახეობები და ხასიათი; განსაზღვრულია თითოეული ტვირთნაკადის სიმძლავრე; დადგენილია სხვადასხვა ტიპის სატვირთო ვაგონის პროცენტული წილი გადაზიდვების გახორციელებაში. გამოვლენილია ვაგონთა პრიორიტეტული ტიპები, რომელთა მწარმოებლურობის გაზრდა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის პირობებში; შერჩეულია მწარმოებლურობის გაზრდის ღონისძიებები. საკვანძო სიტყვები: სატვირთო ვაგონი, ვაგონის მწარმოებლურობა, ინტენსიური ტექნოლოგიები, რკინიგზის სიმძლავრე. შესავალი ცნობილია, რომ ნებისმიერ რკინიგზას (ჩვენ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს რკინიგზა“) გააჩნია შესაბამისი სიმძლავრე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მის მიერ მიღებული (შექმნილი) პროდუქცია. რკინიგზის სიმძლავრეში იგულისხმება მისი გამტარობისა და გადაზიდვის უნარი, რომელთაც სარკინიგზო სამეცნიერო ტერმინოლოგიით გამტარ- და გადაზიდვისუნარიანობასაც უწოდებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი რკინიგზისათვის ,,გაუხუნარ“ პრობლემას წარმოადგენს მისი სიმძლავრის გაზრდა. ბუნებრივია, რომ რაც მეტი იქნება რკინიგზის სიმძლავრე, მით მეტი იქნება მის მიერ შექმნილი პროდუქციაც ანუ გადაზიდული ტვირთი და გადაყვანილი მგზავრი, - სათანადო ეკონომიკური ეფექტით. საქართველოს რკინიგზაზე (წინა პერიოდში ამიერკავკასიის რკინიგზა) გატარებულია სიმძლავრის გაზრდის ყველა ღონისძიება, მაგრამ ზოგჯერ არის კონკრეტული ოპერატიული სიტუაციები, როცა საჭირო სიმძლავრის რეალიზება ვერ ხერხდება სხვადასხვა მიზეზით. ასეთ შემთხვევებში ყველაზე ეფექტურია მოკლევადიანი ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 135 საქართველოს რკინიგზის პირობებში ასეთ ინტენსიურ ტექნოლოგიებს შეიძლება მივაკუთვნოთ სატვირთო ვაგონების ინტენსიფიკაციის ვარიანტები მისი მწარმოებლურობის გაზრდის მიზნით, სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობის ასამაღლებლად. ძირითადი ნაწილი სატვირთო ვაგონის ინტენსიური გამოყენების მრავალი ხერხი, მეთოდი და საშუალება არსებობს, მაგრამ კონკრეტული (ოპერატიული) სიტუაციისთვის აუცილებელია მათი შერჩევა, რამეთუ ამ დროს მნიშვნელობა აქვს ტვირთნაკადების სახეობებს, მათ მიმართულებებსა და სტრუქტურას, ტვირთის ნომეკლატურას, ვაგონის ტიპს, გადასაზიდი მარშრუტების გეოგრაფიას, მოცემული რკინიგზისა და მეზობელი რკინიგზების ტექნიკურ აღჭურვილობას, უნიფიცირებულ გაბარიტებს და სხვა [1]. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა დადგინდეს, თუ როგორია სხვადასხვა ტიპის ვაგონების გამოყენების წილი საქართველოს რკინიგზაზე მოძრავი (გამავალი) ტვირთნაკადების ათვისებაში, რათა განისაზღვროს ის ვაგონები, რომელთა ინტენსიური გამოყენებაც იქნება მიზანშეწონილი და შესაძლებელი მათი მწარმოებლურობის გაზრდის მიზნით. ცხრილ 1-ში მოყვანილია საქართველოს რკინიგზაზე სხვადასხვა ტიპის სატვირთო ვაგონებით სხვადასხვა ნომეკლატურის ტვირთების გადაზიდვის დინამიკა ბოლო პერიოდში [2]. ცხრილი 1. სხვადასხვა ვაგონებით სატვირთო გადაზიდვების განხორციელების დინამიკა 2015-2021 წლებში ტვირთის დასახელება ვაგონის ტიპი გადაზიდული ტვირთები წლების მიხედვით საშუალო მაჩვენებელი 2015 2017 2019 2021 1 2 3 4 5 6 7 ნედლი ნავთობი ცისტერნა 863817 401488 14016 71773 337773 სულ  863817 401488 14016 71773 337773 ნავთობპროდუქ- ტები ცისტერნა 5883744 3945883 3062804 3689744 4145544 სულ  5883744 3945883 3062804 3689744 4145544 მარცვლეული დახურული 128779 53957 75955 33973 73166 მარცვალმზიდი 292132 122400 172302 77064 165974 კონტეინერმზიდი 289007 121092 170459 76240 165200 სულ  709918 297449 418716 187277 404340 ნახევარვაგონი 431345 356375 390828 840896 504861 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 136 რკინა და მანგანუმის მადანი დუმპკარი 37866 31285 34309 73818 44319 სულ  469211 387660 425137 914714 546930 სამრეწველო ნედლეული ნახევარვაგონი 187246 250023 412611 382630 308127 სულ  187246 250023 412611 382630 308127 სამშენებლო ტვირთი ნახევარვაგონი 1426093 1156316 1026630 932865 1135476 სულ  1426093 1156316 1026630 932865 1135476 სატყეო ტვირთი ბაქანი 20543 14601 12705 8905 14188 ნახევარვაგონი 53088 37733 32832 23010 36666 სულ  73631 52334 45537 31915 50854 სხვადასხვა დახურული 187244 179046 256386 331593 238567 ნახევარვაგონი 212112 202825 290438 375632 270252 ცისტერნა 639262 611275 875319 1132078 814483 კონტეინერმზიდი 424224 405653 580876 751265 540504 სულ  1462842 1398799 2003019 2590568 1863806 ფერადი ლითონი ბაქანი 130274 141546 197246 155463 156132 ნახევარვაგონი 336657 365789 509729 401751 403482 სულ  466931 507335 706975 557214 559614 ფქვილი (დაფასოებული) დახურული 6438 4828 5192 1896 4588 სულ  6438 4828 5192 1896 4588 ქვანახშირი და კოქსი ნახევარვაგონი 520967 537738 887798 269596 554025 სულ  520967 537738 887798 269596 554025 ქიმიური და მინერალური სასუქი დახურული 506839 565912 719270 1337069 782273 სულ  506839 565912 719270 1337069 782273 შავი ლითონები ბაქანი 246001 147395 139758 160596 173437 ნახევარვაგონი 635724 380901 361165 415016 448202 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 137 სულ  881725 528296 500923 575612 621639 შავი ლითონის ჯართი ნახევარვაგონი 10237 882 23742 871 8933 სულ  10237 882 23742 871 8933 შაქარი და შაქრის ნედლეული დახურული 373662 304639 263016 338004 319830 რეფრიჟერატ. 90572 73841 63753 81929 77524 სულ  464234 378480 326769 419933 397354 ცემენტი დახურული 74442 87604 104544 32381 74742 ცემენტმზიდი 6123 7205 8599 2663 6148 სულ  80565 94809 113143 35044 80890 ხორცი და ხორცპროდუქტები რეფრიჟერატ. 128404 173336 168363 132065 150542 სულ  128404 173336 168363 132065 150542 ჯამი  14142842 10681568 1086064 5 12130786 11952708 როგორც მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებში მონაწილეობას იღებს მისი მუშა პარკის ყველა ტიპის ვაგონი, მხოლოდ სხვადასხვა თანაფარდობით. ახლა საჭიროა დაზუსტდეს თუ რა სახის ტვირთნაკადები მოძრაობენ საქართველოს რკინიგზაზე და როგორ არის განაწილებული მათში ცხრილ 1-ში მოყვანილი ტვირთები. ნახ.1-ზე ნაჩვენებია საქართველოს რკინიგზაზე მოძრავი ტვირთნაკადების სქემა. ნახ.1 საქართველოს რკინიგზაზე მოძრავი ტვირთნაკადები. - ტვირთნაკადების სახეები. 1-სუფთა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 138 ტრანზიტი (მესამე ქვეყნიდან მესამე ქვეყანაში); 2-მეზობელი გზებიდან საქართველოს დანიშნულებით შემოსული ტვირთნაკადი (იმპორტი); 3-მეზობელ გზებზე გასასვლელი ტვირთნაკადი (ექსპორტი); 4 - ადგილობრივი ტვირთნაკადი; - სასაზღვრო სადგურები; - დატვირთვის სადგურები; - დაცლის სადგურები. ნახაზიდან ჩანს, რომ საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობს (გადაადგილდება) ოთხი სახის ტვირთნაკადი: სუფთა ტრანზიტი, ანუ ტვირთი გადაადგილდება საქართველოს რკინიგზის გავლით მესამე ქვეყნიდან მესამე ქვეყანაში; მეზობელი გზებიდან საქართველოს დანიშნულებით შემოსული ტვირთი, რომელიც ექვემდებარება დაცლას (იმპორტი); საქართველოს რკინიგზის სადგურებში დატვირთული ტვირთი, რომელიც მიეწოდება მეზობელ რკინიგზებს (ექსპორტი) და ადგილობრივი ტვირთი, რომელიც იტვირთება და იცლება საქართველოს რკინიგზის ფარგლებში. ცხრილ 2-ში მოყვანილია საქართველოს რკინიგზაზე სხვადასხვა ტვირთნაკადით გადაზიდული ტვირთის სახეობები, ხოლო ცხრილ 3-ში ასახულია ტვირთაკადების სახეობების მიხედვით გადაზიდული ტვირთის რაოდენობა და შექმნილი პროდუქცია (ტვირთბრუნვა). ცხრილი 2. საქართველოს რკინიგზაზე სხვადასხვა ტვირთნაკადით გადაზიდული ტვირთების სახეობები ტვირთნაკადის დასახელება ტრანზიტი იმპორტი ექსპორტი ადგილობრივი 1 2 3 4 - ნედლი ნავთობი - ნედლი ნავთობი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები - ნედლი ნავთობი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები - ნავთობი და ნავთობპროდუქტები - რკინისა და მანგა- ნუმის მადანი - ნავთობი და ნავთობპროდუქტე ბი - მარცვლეული - მარცვლეული - სამრეწველო ნედლეული - რკინისა და მანგანუმის მადანი - რკინისა და მანგანუმის მადანი - რკინისა და მანგანუმის მადანი - სამშენებლო ტვირთი - სამრეწველო ნედლეული - სამრეწველო ნედლეული - სამრეწველო ნედლეული - სხვადასხვა ტვირთი - სამშენებლო ტვირთი - სამშენებლო ტვირთი - სამშენებლო ტვირთი - ფერადი ლითონის მადანი - სატყეო ტვირთი - სატყეო ტვირთი - სატყეო ტვირთი - ქვანახშირი და კოქსი - სხვადასხვა ტვირთი - სხვადასხვა ტვირთები - სხვადასხვა ტვირთი - ქიმიური და მინერალური სასუქი - შავი ლითონის ჯართი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 139 - ფერადი ლითონის მადანი - ცემენტი - ფერადი ლითონის მადანი - ქვანახშირი და კოქსი - ფქვილი - ქიმიური და მინერალური სასუქები - ქვანახშირი და კოქსი - შავი ლითონები - შავი ლითონები - ქიმიური და მინერალური სასუქები - შაქარი და შაქრის ნედლეული - შავი ლითონები - ხორცი და ხორპროდუქტები - შაქარი და შაქრის ნედლეული - ხორცი და ხორპროდუქტები *ანგარიშებში აქაც და შემდგომშიც აღებულია საქართველოს რკინიგზის მუშაობის 2021 წლის მონაცემები. ცხრილი 3. საქართველოს რკინიგზაზე ტვირთნაკადები სახეობების მიხედვით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა და შექმნილი პროდუქცია (ტვირთბრუნვა) ტვირთნაკადის სახეობა მაჩვენებლები ტრანზიტი იმპორტი ექსპორტი ადგილობრივი სულ გადაზიდული ტვირთი ტ 7295265 2474453 1107925 1253143 12130786 % 60,12 20,39 9,15 10,34 100% ტვირთბრუნვა ტ.კმ 2646533749 825418230 256542836 148625665 3877120480 % 68,26 21,29 6,61 3,84 100% ცხრილი 3-ის მიხედვით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ყველაზე დიდი წილი პროდუქციის შექმნაში მოდის სატრანზიტო გადაზიდვაზე (68,26%), ხოლო შემდეგ - იმპორტზე (21,29%). ექსპორტითა და ადგილობრივი ტვირთნაკადით გადაზიდული ტვირთები წინა ორ შემთხვევასთან შედარებით, გაცილებით მცირეა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ სათანადო ანალიზის შემდეგ შეიძლება იყოს მიზანშეწონილი ამ ორი სახეობის გამოყენებაც ვაგონის მწარმოებლურობის გაზრდაში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 140 ჩატარებული ანგარიშების შემდეგ საჭიროა განისაზღვროს ცალკეული ტიპის ვაგონების მიერ გადაზიდული ტვირთის რაოდენობა (∑𝑃), ტვირთის გადაზიდვის საშუალო სიშორე ℓსაშ სიშ და ამ ვაგონების წილი საბოლოო პროდუქციის (ტვირთბრუნვა) შექმნაში (∑𝑃ℓ). სათანადო გაანგარიშებების შედეგად ცხრილ 4-ში მოყვანილია აღნიშნული პარამეტრები, ხოლო ნახ. 2-ზე ნაჩვენებია სატვირთო გადაზიდვებში სხვადასხვა ტიპის ვაგონების გამოყენების პროცენტული თანაფარდობა. ცხრილი 4. საქართველოს რკინიგზის გადაზიდვით პროცესში სხვადასხვა ტიპის ვაგონებით გადაზიდული ტვირთის რაოდენობა შესაბამის მანძილებზე და ამ ვაგონების წილი საბოლოო პროდუქციის შექმნაში ვაგონის ტიპი მაჩვენებლები დახურული ბაქანი ნ/ვაგონი ცისტერნა რეფრიჟ. დუმპ კარი ცემენ ტმზი დი კონტეი ნერმზი დი მარცვალ მზიდი გადაზი დული ტვირთი ტ 626076 165424 4423709 4598011 132065 17000 35044 696038 1354697 % 5,19 1,37 36,72 38,17 1,10 0,14 0,29 5,78 11,24 ტვირთის გადაზ. საშუალო სიშ.კმ 172 180 214 274 338 165 247 222 265 ტვირთბ რუნვა ტ.კმ 136202012 44515841 1062513537 1520654734 46640560 2205000 8655868 205177338 485837590 % 3,88 1,27 30,25 43,28 1,33 0,07 0,25 5,84 13,83 ზემოთ მოყვანილი მე-3 და მე-4 ცხრილებისა და ნახ. 2-ის ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს რკინიგზის გადაზიდვით პროცესში, მოცემულ ეტაპზე წინა პლანზე დგას სატრანზიტო და საიმპორტო გადაზიდვები (≈80%), ხოლო მთლიან გადაზიდვებში სხვადასხვა ტიპის ვაგონების გამოყენების თვალსაზრისით, ყველაზე ინტენსიურად გამოიყენება ვაგონცისტერნა (43,28 %) და ნახევარვაგონი (32,25 %). ზოგადად შეიძლება აღინიშნოს, რომ საქართველოს რკინიგზის გადაზიდვით პროცესში წინა პლანზე ვაგონცისტერნებთან და ნახევარვაგონებთან ერთად შეიძლება მოვიაზროთ მარცვალმზიდის (13,83 %) ექსპლუატაციაც. ყველა სხვა ტიპის ვაგონები, როგორც არ უნდა გავზარდოთ მათი მწარმოებლურობა, საგრძნობ შედეგებს ვერ მოგვცემს რკინიგზის სიმძლავრის გაზრდის საქმეში, რადგანაც მათ მიერ გადაზიდული ტვირთების წილი საერთო გადაზიდვებში უმნიშვნელოა. როგორც ჩატარებულმა ანგარიშებმა გვიჩვენა, გადაზიდვებში ინტენსიურად გამოყენებული ვაგონის ტიპებიდან, ვაგონცისტერნებით გადაზიდული ტვირთის გადაზიდვის საშუალო სიშორე მაქსიმალურია და შეადგენს 274,0 კმ-ს. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც მათი დაახლოებით 60 % სუფთა ტრანზიტია, ანუ მოძრაობის ძირითადი მარშრუტია გარდაბანი-ბათუმი (396 კმ), ხოლო დარჩენილი 40 %-დან დაახლოებით 20-ით ხორციელდება საიმპორტო გადაზიდვები, სადაც ტვირთის გადაზიდვის საშუალო სიშორე საკმაოდ მაღალია. აღნიშნული პარამეტრი საკმაოდ მაღალია რეფრეჟერატორებსა და ცემენტმზიდებშიც Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 141 (გაცილებით მაღალი ვიდრე ვაგონცისტერნებსა და ნახევარვაგონებში), მაგრამ მათ მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა იმდენად მცირეა (შესაბამისად 1,1 და 0,29 %), რომ სრულიად შესაძლებელია მათი უგულვებელყოფა ანგარიშებში. ნახ. 2. სხვადასხვა ტიპის ვაგონების გამოყენების პროცენტული წილი რკინიგზის პროდუქციის შექმნაში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვაგონის მწარმოებლურობის გაზრდის მრავალი ხერხი, მეთოდი და საშუალება არსებობს. მათ შორის ძირითადია: ვაგონის საშუალო დატვირთვის ამაღლება, ვაგონის ცარიელი გარბენის შემცირება, მატარებელთა მოძრაობის საუბნო სიჩქარის გაზრდა, ვაგონის მოცდენების შემცირება დაცლა-დატვირთვისა და ტექნიკურ სადგურებში. ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ვაგონცისტერნების მწარმოებლურობის ასამაღლებლად, ჩვენ გვესახება უპირველეს ყოვლისა, მატარებელთა მოძრაობის სიჩქარის გაზრდა, ასევე მატარებელნაკადების შემჭირდოება, მოძრაობის გრაფიკის ოპტიმიზაცია - სრულყოფა, გრაფიკში ძირითადი ,,ძაფების“ გამოყოფა და სხვ. რაც შეეხება ვაგონთა მოცდენების შემცირებას დაცლა-დატვირთვისა და ტექნიკურ სადგურებში, ამ ღონისძებების გატარება საქართველოს რკინიგზის პირობებში, ფაქტიურად შეუძლებელია. საიმპორტო ტვირთნაკადით მოსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები საქართველოს ტერიტორიაზე იტვირთება და იცლება ძალიან მცირე მოცულობით (ნავთობბაზებში ადგილობრივი გადაზიდვებისათვის). რადგანაც ისინი მიეკუთვნებიან საშიში ტვირთების კატეგორიას, მათი დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი ხორციელდება მკაცრად დაცული ნორმებით. ტექნიკურ სადგურებში მოცდენების შემცირების კუთხით, შეიძლება აღვნიშნოთ შემდეგი: საქართველოს რკინიგზის მთავარ მიმართულებაზე (თბილისი-ბათუმი) განლაგებულია ოთხი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 142 ტექნიკური სადგური: თბილისი, ხაშური, ზესტაფონი, სამტრედია. ხაშური-ზესტაფონის უბნის ურთულესი პროფილის გამო, მკაცრად არის დაცული მატარებელთა დამუშავების ტექნოლოგიური პროცესები ხაშურისა და ზესტაფონის სადგურებში, ხოლო დანარჩენ სადგურებში შესაძლებელიც რომ იყოს ტექნოლოგიური დროების შემცირება, ეს სიდიდე იმდენად მცირე იქნება, რომ საგრძნობ გავლენას ვერ მოახდენს ვაგონის მწარმოებლურობის ამაღლებაზე. რაც შეეხება ვაგონის საშუალო დატვირთვის ამაღლებასა და ცარიელი გარბენის შემცირებას, ეს ღონისძიებები ჩვენ პირობებში ვაგონცისტერნებისათვის ფაქტიურად გამოუსადეგარია. ჩატარებული ანალიზის მიხედვით საქართველოს რკინიგზის პირობებში ნახევარვაგონების ჩართულობა სხვადასხვა სახის ტვირთნაკადში ასეთია: ტრანზიტი - 39,88 %, იმპორტი - 19,24 %, ექსპორტი - 16,58 % და ადგილობრივი 24,30 %. სადგურ ფოთში, ბათუმსა და ახალქალაქში, ნახევარვაგონებში დატვირთულ ტრანზიტულ და იმპორტულ ტვირთებზეც შეიძლება განხორციელდეს ნახევარვაგონების მწარმოებლურობის ამაღლების ღონისძიებები, ხოლო საექსპორტო და ადგილობრივ ტვირთნაკადში ჩართულ მარშრუტებზე, ამ ღონისძიებების განხორციელება შესაძლებელია შეუზღუდავად (რასაკვირველია სადაც ამ ღონისძიებების გატარება იქნება შესაძლებელი). ნახევარვაგონების მწარმოებლურობის ამაღლების ღონისძიებების განხილვისას, ის შეზღუდვები რაც მიღებული იყო ვაგონცისტერნებისთვის, აქაც ვრცელდება, მაგრამ აქ შესაძლებელია დამატებით გამოყენებული იქნას ისეთი ღონისძიებები (განსხვავებით ვაგონცისტერნებისაგან), როგორიცაა ვაგონის საშუალო დატვირთვის ამაღლება და ცარიელი გარბენის შემცირება. დასკვნა დასკვნის სახით შეიძლება აღვნიშნოთ შემდეგი:  საქართველოს რკინიგზის გადაზიდვით პროცესში მონაწილეობს ოთხი სახის ტვირთნაკადი, ტრანზიტი, იმპორტი, ექსპორტი და ადგილობრივი; ამასთან, სატრანზიტო და საიმპორტო ტვირთნაკადები შეადგენენ მთლიანი ტვირთნაკადის დაახლოებით 80%-ს;  ამ ოთხი სახის ტვირთნაკადის გადაზიდვაში მონაწილეობას იღებს საქართველოს რკინიგზის სატვირთო სავაგონო პარკის 9 ტიპის ვაგონი: დახურული, ბაქანი, ნახევარვაგონი, ვაგონცისტერნა, რეფრიჟერატორი, დუმპკარი, ცემენტმზიდი, კონტეინერმზიდი და მარცვალმზიდი. გადაზიდვების 43,28% ხორციელდება ვაგონცისტერნებით, 30,25% ნახევარვაგონებით, 13,83% მარცვალმზიდებით; სხვა ტიპის ვაგონების წილი გადაზიდვებში ისეთი მცირეა, რომ შეიძლება მათი ფაქტორის უგულვებელყოფა;  სატვირთო ვაგონის მწარმოებლურობის გაზრდის მიზნით, ვაგონცისტერნებისათვის გვესახება ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა მატარებელთა მოძრაობის სიჩქარის ზრდა, მატარებელნაკადების შემჭიდროება და მოძრაობის გრაფიკის ოპტიმიზაცია. ნახევარვაგონების მწარმოებლურობის გაზრდისათვის, გარდა ხსენებული მეთოდებისა, შესაძლებელია დამატებით გამოყენებული იქნეს ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვაგონის საშუალო დატვირთვის ამაღლება და ცარიელი გარბენების შემცირება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 143 გამოყენებული ლიტერატურა 1. პ. ქენქაძე, ა. შარვაშიძე, ტ. კოტრიკაძე, რ. ქაშიბაძე, ნ. კოტრიკაძე. საქართველოს რკინიგზის საექსპლუატაციო მუშაობის გაუმჯობესების საკითხებისადმი. სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ,,ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ №2(51), 2021, გვ. 32-40; 2. სს ,,საქართველოს რკინიგზა“-ს სატვირთო გადაზიდვების პროგრამა ,,RAPL” მონაცემები, 2021 წელი. Определение доли использования грузовых вагонов и выбор интенсивных технологий для повышения их производительности Петре Кенкадзе, Автандил Шарвашидзе, Георгий Кацитадзе Резюме В статье проанализырованы структура, виды и характеры грузопотоков, движущиеся на Грузинской железной дороге; определена мощность каждого вида грузопотока; устоновлены процентные доля разных типов вагонов в осуществлении перевозок. Выявлены приоритетные типи вагонов, повышение производительности которых возможны в условиях Грузинской железной дороги; выбраны мероприятия по повышению производительности. Determining the share of use of freight wagons and selecting intensive technologies to increase their productivity Petre Kenkadze, Avtandil Sharvashidze, Giorgi Katsitadze Summary The article analyzes the structure, types and characters of freight flows moving on the Georgian Railway; the capacity of each type of cargo flow has been determined; the percentage shares of different types of cars in transportation are established. Priority types of cars have been identified, the productivity of which can be increased under the conditions of the Georgian Railway; measures to improve productivity have been selected.