Microsoft Word - fullpdf06012024 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 45 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 6 Issue 1, 2024 https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.08 მწვავე და ქრონიკული ანთებითი ინდექსის განაწილების თავისებურებანი საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების დროს და მისი კავშირი AgNOR ტექნოლოგიით გამოვლენილ პროლიფერაციულ აქტივობასთან ნათია ადამაშვილი1, რიმა ბერიაშვილი2, ნინო თევზაძე3, შოთა კეპულაძე4, გიორგი ბურკაძე5 1თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Phd სტუდენტი; E-mail: adamashvilinatia58@gmail.com 2თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი; პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; E-mail: Rima@tsmu.edu 3თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტი პათოლოგიურ ანატომიაში; E-mail: niniatevzadze1@gmail.com 4თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Phd სტუდენტი; ექიმი პათოლოგანატომი; E- mail: shota.kepuladze@gmail.com; https://orcid.org/0000-0002-5919-5581 5თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; E-mail: burkadze@yahoo.com g.burkadze@tsmu.edu https://orcid.org/0000-0002-5028-4537 აბსტრაქტი მიკროფლორა წარმოადგენს მიკრობების ერთიანობას, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ორგანოებში4. მიკრობიომსა და ანთებას შორის ურთიერთკავშირი სულ უფრო აშკარა ხდება. უფრო მეტიც, მიკრობიომისა და ანთების როლი კიბოს წარმოქმნასა და განვითარებაში მრავალი სხვადასხვა კვლევით არის შესწავლილი. მიკროორგანიზმების ჰომეოსტაზის დარღვევის დროს თავად მიკროორგანიზმები ან მათი პროდუქტები მაკროორგანიზმში იწვევენ საპასუხო იმუნურ რეაქციებს. გახანგრძლივებული ანთების შედეგად ვითარდება ქრონიკული ანთება, რომელიც სიმსივნის ერთ-ერთი მაინდუცირებელი ფაქტორია. ქრონიკული ანთების პირობებში უჯრედები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ავთვისებიანი ტრანსფორმაციისაკენ. კვლევების უმეტესობაში ყურადღება გამახვილებულია საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მიკრობიომს შორის კავშირზე, თუმცა ანთებაც ასევე შესაძლებელია იყოს საშვილოსნის ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მწვავე და ქრონიკული ანთებითი ინდექსების განაწილების თავისებურებების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 46 შესწავლა საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების დროს და მისი კავშირის დადგენა AgNOR-ის ტექნოლოგიით გამოვლენილ პროლიფერაციულ აქტივობასთან.ჩვენი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მწვავე ანთებითი ინდექსი სარწმუნო კორელაციაში არ არის დისპლაზიის ხარისხთან განსხვავებით ქრონიკული ანთებითი ინდექსისგან რომელიც, რაც უფრო მაღალია დისპლაზიის ხარისხი ასევე შესაბამისად მით მაღალია ქრონიკული ანთებითი ინდექსის მაჩვენებლი.ქრონიკული ანთებითი ინდექსი შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც შესაძლო დისპლაზის დამატებითი კრიტერიუმი. AGNOR-ის დამატებითი შეღებვის მეთოდი ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნას პროლიფერაციული აქტივობის შეფასებისათვის. საკვანძო სიტყვები: ანთებითი ინდექსი; AGNOR; საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია; შესავალი ანთება წარმოადგენს ერთგვარ დამცავ მექანიზმს სხვადასხვა გამღიზიანებელი სტიმულის მიმართ. ქსოვილის დაზიანებამ და სხვადასხვა ხელშემწყობმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთება1. ქრონიკულმა გახანძლივებულმა ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ათეროსკლეროზი, დიაბეტი, დაბერება, აუტოიმუნური დაავადებები და სიმსივნეც კი2,3. მიკროფლორა წარმოადგენს მიკრობების ერთიანობას, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ორგანოებში4. მიკრობიომსა და ანთებას შორის ურთიერთკავშირი სულ უფრო აშკარა ხდება. უფრო მეტიც, მიკრობიომისა და ანთების როლი კიბოს წარმოქმნასა და განვითარებაში მრავალი სხვადასხვა კვლევით არის შესწავლილი. მიკროორგანიზმების ჰომეოსტაზის დარღვევის დროს თავად მიკროორგანიზმები ან მათი პროდუქტები მაკროორგანიზმში იწვევენ საპასუხო იმუნურ რეაქციებს. გახანგრძლივებული ანთების შედეგად ვითარდება ქრონიკული ანთება, რომელიც სიმსივნის ერთ-ერთი მაინდუცირებელი ფაქტორია. ქრონიკული ანთების პირობებში უჯრედები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ავთვისებიანი ტრანსფორმაციისაკენ. კვლევების უმეტესობაში ყურადღება გამახვილებულია საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მიკრობიომს შორის კავშირზე, თუმცა ანთებაც ასევე შესაძლებელია იყოს საშვილოსნის ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. საშვილოსნოს ყელისა და ვაგინალური მიკროფლორის მთავარი წარმომადგენელი, ლაქტობაცილა პასუხისმგებელია მთელი საშვილოსნოს ყელისა და საშოს მიკროფლორის დინამიურ ბალანზე. ლაქტობაცილების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და სხვადასხვა ანაერობული ბაქტერიების რაოდენობის თანდათანობითი მატება იწვევს საშვილოსნოს ყელისა და ვაგინალური მიკროორგანიზმების დისბალანსს. გაზრდილი მიკრობული მრავალფეროვნება იწვევს პრო-ანთებითი ციტოკინების და ქემოკინების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 47 წარმოქმნას, რაც აძლიერებს ანთებით პასუხს და ზრდის იმუნური უჯრედების რაოდენობას5– 7. ეს ხელს უწყობს იმუნურ დისრეგულაციას ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს სიმსივნის განვითარებისათვის8. შერეულმა მიკრობულმა ინფექციამ შეიძლება ხელი შეუწყოს HPV-ს გამრავლებას, ტრანსკრიფციას და მოდიფიკაციას ამავდროულად გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს სიხშირე. გარდა ამისა, მიკრობულმა თანმხლებმა ინფექციებმა შეიძლება გაზარდოს ანთების ხარისხი და დააზიანოს ეპითელური უჯრედები9, რაც საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის (CIN) განვითარების ერთ-ერთი მექანიზმია6,7 მწვავე ანთება და მუდმივი ინფექცია გადადის ქრონიკულ ანთებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ციტოტოქსიური ეფექტი ნორმალურ უჯრედებზე, დააზიანოს დნმ და საბოლოოდ გამოიწვიოს მათი სიმსივნურ უჯრდებად გარდაქმნა, რაც საბოლოოს საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბების მიზეზი შეიძლება გახდეს10. დადგენილია, რომ არსებობს ძლიერი კორელაცია პროლიფერაციულ აქტივობასა და სიმსივნის ცუდ პროგნოზს შორის, ამიტომ კლინიკური კვლევებით ინტერესი პროლიფერაციული პოტენციალის განმსაზღვრელ სხვადასხვა მარკერებზე ჯერ კიდევ აქტუალურია და ყოველწიურად იზრდება. მოწოდებულია პროლიფერაციის შეფასების სხვადასხვა საშუალებები, როგორიცაა თიმიდინის მარკირების/მონიშვნის ინდექსი (thymidin labeling index), გამდინარე ციტომეტრია (flow cytometry) და იმუნოჰისტოქიმიური ანტისხეული Ki-67 - ის გამოყენება11–13. სიმსივნის ბიოლოგიური ქცევისა და პროგნოზის დადგენა მეტად რთული პროცესია და მოითხოვს სხვადასხვა ტექნოლოგიების, დახვეწილი და სპეციალიზებული ინსტრუმენტებისა თუ ტექნიკის გამოყენებით რაც ასევე დიაგნოსტიკურად არახარჯეფექტურია. AgNOR-ის შეღებვის ტექნიკა ეკოონომიური, სწრაფი, და მარტივი შესასრულებელია. ის შეიძლება შესრულდეს პარაფინში ჩაყალიბებულ ანათლებზე. ნაკლოვანებები მოიცავს შრომატევადი და დამღლელი წერტილების დათვლის მეთოდს, რომელიც ხშირად ასოცირდება დამკვირვებლებს შორის განსხვავებულ შედეგებთან, არასტანდარტიზებული შეფასების კრიტერიუმების არარსებობის გამო. გარკვეული ტიპის კვლევებით გამოვლენილია მისი ეფექტურობა, როგორც დამხმარე საშუალება საშვილოსნოს ყელის ბრტყელ ეპითელიუმის დისპლაზიების დიფერენცირებაში ასევე სხვადასხვა ორგანოთა სისტემის კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირებაში14– 16. AgNOR/The Nucleolar Organiser Regions ავლენს ბირთვულ მაორგანიზებელ რეგიონებს და დნმ- ის მარყუჟებს, რომლებიც ვლინდება მიტოზის ინტერფაზური ბირთვების ბირთვაკებში. AgNOR ტექნიკით იღებება ცილები შერჩევითად ვერცხლის კოლოიდური ტექნიკით. AgNOR ლაქა შეიძლება ვიზუალურად იყოს შავი წერტილის სახით ოპტიკური მიკროსკოპის ქვეშ. AgNOR-ის გაზრდილი რაოდენობა დაკავშირებულია უჯრედების გაზრდილ პროლიფერაციასთან17,18 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 48 ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მწვავე და ქრონიკული ანთებითი ინდექსების განაწილების თავისებურებების შესწავლა საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების დროს და მისი კავშირის დადგენა AgNOR-ის ტექნოლოგიით გამოვლენილ პროლიფერაციულ აქტივობასთან. მასალა და მეთოდები საკვლევ ჯგუფებს შეადგენდა რეპროდუქციული და პერიმენოპაუზური ასაკის ქალების საარქივო პოსტოპერაციული და კონიზაციური მასალა საშვილოსნოს ყელიდან. შესწავლილი იქნა CIN 1, CIN 2, CIN 3 და არანეოპლაზიური საშვილოსნოს ყელის ნიმუშები. სურათი 1: A. საშვილოსნოს ყელის დაბალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (CIN1) მაღალი ქრონიკული ანთებითი იდექსით 200X H&E; B. საშვილოსნოს ყელის ზომიერი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (CIN2) მაღალი ქრონიკული ანთებითი იდექსით 200X H&E; C. საშვილოსნოს ყელის ზომიერი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (CIN2) დაბალი ქრონიკული ანთებითი იდექსით 200X H&E; D. საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (CIN3) მაღალი ქრონიკული ანთებითი იდექსით 200X H&E; კვლევისათვის გამოყენებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის 2019-2022 წლების საარქივო მასალა. კვლევა მოიცავდა ჯამში 110 შემთხვევას. H&E კვლევის შედეგების ინტერპერაცია Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 49 განხორციელდა ორი დამოუკიდებელი პათოლოგ-ანატომის მიერ (შ.კ; გ.ბ). ანათლები დამატებით შეიღება AgNOR-ის ტექნოლოგიით (შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით). მწვავე ანთების შესაფასებლად გამოვიყენეთ ნეიტროფილური ინდექსი, რომელიც გულისხმობს 10 შემთხვევით შერჩეულ მხედველობის ველში 200x გადიდებაზე ნეიტროფილების რაოდენობას. ქრონიკული ანთების შესაფასებლად გამოვიყენეთ ლიმფოციტური ინდექსი, რომელიც გულისხმობს 10 შემთხვევით შერჩეულ მხედველობის ველში 20Ox გადიდებაზე ლიმფოციტების რაოდენობას. სურათი 2: სურათზე ნაჩვენებია ციფრული გამოსახულების ანალიზის პროგრამის QUpath-ის მიერ ეპითელური უჯრედების მონიშნული უბნები სურათი 3: სურათზე ნაჩვენებია ციფრული გამოსახულების ანალიზის პროგრამის QUpath-ის მიერ ეპითელური უჯრედებში გამოვლენული AGNOR-ის რიცხვი (0.97); Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 50 კვლევის შედეგები ცხრილი 1: ანთებითი ცვლილებების რაოდენობრივი შეფასება ასაკობრივ ჯგუფებში; შესწავლილი რეპროდუქციული ასაკის ქალების შემთხვევებში (n=210) ნორმასა და დისპლაზიებში ანთებითი ცვლილებების რაოდენობრივი შეფასება შემდეგნაირად გადანაწილდა CIN1 შემთხვევებში ყველაზე მაღალი პროცენტული შედეგით დაფიქსირდა მაღალი მწვავე ანთების ინდექსი 38.2%, ხოლო ყველაზე მინიმალური მაღალი ქრონიკული ანთებითი იდექსი. CIN 2 ჯგუფში დაბალი მწვავე ანთებითი ინდექსი იყო მაქსიმალური მაჩვენებლით 30%, ხოლო მინიმალური მაღალი ქრონიკული იდექცი 20%; CIN3 შემთხვევბში მაღალი ქრონიკული ინდექსი წარმოადგენდა შემთხვევებს შორის ყველაზე ხშირ მაჩვენებელს 35.9% შემთხვევებისა, ხოლო მინიმალურს დაბალი ქრონიკული ინდექსი. დიაგრამა 1: მწვავე ანთებით-ნეიტროფილური ინდექსი რეპროდუქციული ასაკის მქონე პაციენტების საკვლევ ჯგუფში; აღნიშულ საკვლევ ჯგუფში AGNOR-ის ტექნოლოგიით ეპოთელური უჯრედების შეფასებისას ყველაზე მაღალი პროლიფერაციული ინდექსი ფიქსირდებოდა CIN3-ის შემთხვევების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 51 როგორც მწვავე ანთების ასევე ქრონიკული თანმხლები ანთების შემთხვევებში და შეადგენდა 2.4 AGNOR-ის რიცხვს. დიაგრამა 2: ქრონიკული ანთებითი/ლიმფოციტური ინდექსი რეპროდუქციული ასაკის მქონე პაციენტთა საკვლევ ჯგუფში; შესწავლილ პერიმენოპაურზური ასაკის ქალების შემთხვევებში (n=120) CIN 1 შემთხვევებში ყველაზე ხშირად გვხვდებოდა მაღალი მწვავე ანთებითი ინდექსით მიმდინარე შემთხვევები 66.67%, ხოლო მინიმალურად იყო გამოხატული დაბალი ქრონიკული ანთებითი ინდექსი, მხოლოდ შემთხვევათა 8.33%-ში. CIN 2 შემთხვევათა 45.45%-ში აღინიშნებოდა მაღალი მწვავე ანთებითი ინდექსი, მაშინ როცა მინიმალურ შემთხვევებში გამოხატული იყო დაბალი ქრონიკული ანთებითი ინდექსი 7.57%. რაც შეეხება CIN3 -ის შემთხვევებს დომინირებდა მწვავე ანთებითი ინდექსის დაბალი მაჩვენებელი შემთხვევათა 42.86%-ში; ხოლო მინიმალურ მაჩვენებელს შეადგენდა დაბალი ქრონიკული ანთებითი ინდექსი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 52 სურათი 4: A. დაბალი ანთებითი ინდექსი CIN1 შემთხვევაში H&E 400X გადიდება; B. მაღალი ანთებითი ინდექსი CIN2 შემთხვევაში H&E 400X გადიდება; C. მაღალი ანთებითი ინდექსი CIN3 ის შემთხვევა H&E 400X გადიდება; აღნიშულ საკვლევ ჯგუფში AGNOR-ის ტექნოლოგიით ეპოთელური უჯრედების შეფასებისას ყველაზე მაღალი პროლიფერაციული ინდექსი ფიქსირდებოდა CIN3-ის შემთხვევების როგორც მწვავე ანთების ასევე ქრონიკული თანმხლები ანთების შემთხვევებში და შეადგენდა შესაბამისად 0.9 და 1.0 AGNOR-ის რიცხვს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 53 დიაგრამა 3: მწვავე ანთებითი/ნეიტროფილური ინდექსის განაწილება პერიმენოპაუზირი ასაკის ქალების საკვლევ ჯგუფში; დიაგრამა 4: ქრონიკული ანთებითი/ლიმფოციტური ინდექსის განაწილება პერიმენოპაური ასაკის ქალების საკვლევ ჯგუფში; ცხრილი 2: ანთებითი ინდექსების განაწილება საკვლევ ჯგუფებში სტანდარტულ სტატისტიკური გადახრის მაჩვენებელთან ერთად; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 54 კვლევის შედეგების ანალიზი შესწავლილ საკვლევ ჯგუფებში რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალები (n=210) მაღალი ხარისხის დისპლაზიის შემთხვევაში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ქრონიკული ანთებითი/ლიმფოციტური ინდექსის არსებობა რაც შეადგენდა 9.8±0.2 რაც დაბალი ხარისხის დისპლაზიის შემთვევის მაჩვენებელს 1.18ჯერ აღემატება ხოლო საკვლევი ნორმის შემთხვევებს 1.19ჯერ. AGNOR-ის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი ციფრიც ასევე დაფიქსირდა მაღალი ხარისხის დისპლაზიის შემთხვევებში 2.4±0.3 რაც 1.6ჯერ მეტია დაბალი ხარისხის დისპლაზიის შემთვევებისა. სურათი 5: A. დაბალი პროლიფერაციული აქტივობა საშვილოსნოს ყელის დაბალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის (CIN1) ის შემთხვევაში; B. ზომიერი პროლიფერაციული აქტივობა საშვილოსნოს ყელის დაბალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის (CIN2) ის შემთხვევაში; C. მაღალი პროლიფერაციული აქტივობა საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის (CIN3) ის შემთხვევაში; შესწავლილ პერიმენოპაუზური ასაკის მქონე ქალების საკვლევ ჯგუფში (n=120) ყველაზე მაღალი ქრონიკული ანთებითი/ლიმფოციტური ინდექსის არსებობა დაფიქსირდა 9.4±0.5 დაბალი ხარისხის დისპლაზიის შემთხვევებში თუმცა, AGNOR-ის მაჩვენებლის ყველაზე მაღალ შესაბამისად მაღალი პროლიფერაცია მაღალი ხარისხის დისპლაზიის მქონე ჯგუფში 2.6±0.2. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 55 დასკვნა ჩვენი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მწვავე ანთებითი ინდექსი სარწმუნო კორელაციაში არ არის დისპლაზიის ხარისხთან განსხვავებით ქრონიკული ანთებითი ინდექსისგან რომელიც, რაც უფრო მაღალია დისპლაზიის ხარისხი ასევე შესაბამისად მით მაღალია ქრონიკული ანთებითი ინდექსის მაჩვენებლი. ქრონიკული ანთებითი ინდექსი შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც შესაძლო დისპლაზის დამატებითი კრიტერიუმი. AGNOR-ის დამატებითი შეღებვის მეთოდი ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნას პროლიფერაციული აქტივობის შეფასებისათვის. გამოყენებული ლიტერატურა: 1. Zhou, Z.-W. et al. From Microbiome to Inflammation: The Key Drivers of Cervical Cancer. Front Microbiol 12, (2021). 2. Castellon, X. & Bogdanova, V. Chronic Inflammatory Diseases and Endothelial Dysfunction. Aging Dis 7, 81 (2016). 3. Germolec, D. R., Shipkowski, K. A., Frawley, R. P. & Evans, E. Markers of Inflammation. in 57–79 (2018). doi:10.1007/978-1-4939-8549-4_5. 4. Adak, A. & Khan, M. R. An insight into gut microbiota and its functionalities. Cellular and Molecular Life Sciences 76, 473–493 (2019). 5. Torcia, M. Interplay among Vaginal Microbiome, Immune Response and Sexually Transmitted Viral Infections. Int J Mol Sci 20, 266 (2019). 6. Wiik, J. et al. Cervical microbiota in women with cervical intra-epithelial neoplasia, prior to and after local excisional treatment, a Norwegian cohort study. BMC Womens Health 19, 30 (2019). 7. Norenhag, J. et al. The vaginal microbiota, human papillomavirus and cervical dysplasia: a systematic review and network meta‐analysis. BJOG 127, 171–180 (2020). 8. Schwabe, R. F. & Jobin, C. The microbiome and cancer. Nat Rev Cancer 13, 800–812 (2013). 9. So, K. A. et al. Changes of vaginal microbiota during cervical carcinogenesis in women with human papillomavirus infection. PLoS One 15, e0238705 (2020). 10. FERNANDES, J. V. et al. Link between chronic inflammation and human papillomavirus- induced carcinogenesis (Review). Oncol Lett 9, 1015–1026 (2015). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 56 11. Arveladze, G., Beriashvili, R., Kepuladze, S. & Burkadze, G. Evaluation of proliferative activity of different subtypes of basal cell carcinomas by AgNOR technology. GEORGIAN SCIENTISTS (2023) doi:10.52340/gs.2023.05.04.19. 12. Barbakadze, L., Kintraia, N., Burkadze, G. & Kepuladze, S. ASSESSMENT OF PROLIFERATIVE ACTIVITY OF ENDOMETRIAL STROMAL TUMORS USING AgNOR TECHNOLOGY. GEORGIAN SCIENTISTS (2023) doi:10.52340/gs.2023.05.02.16. 13. Tavdgiridze, N., Tevdorashvili, G., Kepuladze, S. & Burkadze, G. Assessment of proliferative activity of immature ovarian teratomas using AgNOR technology. GEORGIAN SCIENTISTS (2023) doi:10.52340/gs.2023.05.01.20. 14. Metreveli, B., Gagua, D., Burkadze, G. & Kepuladze, S. Proliferative characteristics of eutopic and ectopic endometrium in adenomyosis using AgNOR technology. GEORGIAN SCIENTISTS (2023) doi:10.52340/gs.2023.05.01.04. 15. Svanadze, T., Kepuladze, S., Tevzadze, N. & Burkadze, G. ASSESSMENT OF PROLIFERATIVE ACTIVITY OF DIFFERENT TYPES OF SQUAMOUS CELL METAPLASIA OF THE CERVIX USING AgNor TECHNOLOGY. GEORGIAN SCIENTISTS (2023) doi:10.52340/gs.2023.05.02.35. 16. Turashvili, T., Tevdorashvili, G., Burkadze, G. & Kepuladze, S. Evaluation of proliferative activity of endometrial metaplasias by AgNor technology. GEORGIAN SCIENTISTS (2023) doi:10.52340/2023.05.03.02. 17. Meshveliani, P., Didava, G., Tomadze, G., Kepuladze, S. & Burkadze, G. Evaluation of proliferative activity of pre-tumor and tumor processes of Barrett’s esophagus using AGNOR technology. GEORGIAN SCIENTISTS (2023) doi:10.52340/gs.2023.05.02.07. 18. Kveliashvili, T., Didava, G., Kepuladze, S. & Burkadze, G. Peculiarities of the proliferative activity of the gallbladder mucosa in precancerous and cancerous pathologies detected by AgNOR technology. GEORGIAN SCIENTISTS (2023) doi:10.52340/gs.2023.05.04.31. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 57 Features of the distribution of acute and chronic inflammatory index in cervical intraepithelial neoplasia of different degrees and its relationship with proliferative activity detected by AgNOR technology Natia Adamashvili1, Rima Beriashvili2, Nino Tevzadze3, Shota Kepuladze4, Giorgi Burkadze5 1PhD Student at Tbilisi State Medical University; 2Professor at Tbilisi State Medical University; Head of Pathology Department; 3 Resident in Clinical Pathology at Tbilisi State medical University; 4Phd Student at Tbilisi State medical University; AP/CP pathologist; MD; 5 Professor at Tbilisi State Medical University, Head of the Department of Molecular pathology Abstract The microflora is the community of microbes that live in different organs. The relationship between the microbiome and inflammation is becoming increasingly clear. Moreover, the role of the microbiome and inflammation in cancer development and progression has been studied in many different studies. When the homeostasis of microorganisms is disturbed, the microorganisms themselves or their products cause counter-immune reactions in the macroorganism. As a result of prolonged inflammation, chronic inflammation develops, which is one of the inducing factors of cancer. Under conditions of chronic inflammation, cells are more prone to malignant transformation. Most studies have focused on the link between cervical cancer and the microbiome, although inflammation may also play a role in the development of cervical cancer. The aim of our study was to study the characteristics of the distribution of acute and chronic inflammatory indices in cervical intraepithelial neoplasia of different grades and to determine its relationship with the proliferative activity detected by AgNOR technology. From the inflammatory index, the higher the degree of dysplasia, the higher the chronic inflammatory index. The chronic inflammatory index can be used as an additional criterion for possible dysplasia. Additional AGNOR staining method may also be used to evaluate proliferative activity. Key words: inflammatory index; AGNOR; Cervical intraepithelial neoplasia;