Microsoft Word - fullpdf06012024 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 87 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 6 Issue 1, 2024 https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.11 საქართველოში მოზარდი Thymus collinus Bieb. მიწისზედა ნაწილების ფარმაკოგნოსტური შესწავლა თეონა კორკოტაძე1,2, დალი ბერაშვილი2, მალხაზ გეთია1, ქეთევან მჭედლიძე1, ჟან ლეგო3, ვახტანგ მშვილდაძე1,3 1თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო 2თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტი, თბილისი, საქართველო 3ლაბორატორია LASEVE, ფუნდამენტურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, კვებეკის უნივერსიტეტი, კვებეკი, კანადა აბსტრაქტი განხორციელდა ქვემო ქართლის ფლორისტულ რაიონში (საქართველო) შეგროვილი, კავკასიის ენდემური სახეობის Thymus collinus Bieb. მიწისზედა ნაწილებიდან მიღებული ეთერზეთის ქიმიური შემადგენლობის კვლევა. ტერპენული კომპონენტების პროცენტული შემცველობა განისაზღვრა გაზური ქრომატოგრაფიით. ეთერზეთის დომინანტი კომპონენტებია ნეროლიდოლი (43.42 %) და კარვაკროლი (21.40 %). იდენტიფიცირებულ ტერპენულ ნაერთებში ჭარბობს ჟანგბადშემცველი სესქვიტერპენები. ეთერზეთმა გამოავლინა მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური აქტივობა ORAC ტესტში (5.41± 0.03 მიკრომოლი ტროლოქსის ექვივალენტი/მგ), ასევე ხასიათდება ზომიერი ციტოტოქსიური აქტივობით (80 ± 11 მკგ/მლ) ფილტვის კარცინომის (A-549) უჯრედული ხაზის წინააღმდეგ. საკვანძო სიტყვები: ბიოლოგიური აქტივობა; ეთერზეთი; Thymus collinus. ტუჩოსანნი (Labiatae) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოტანიკური ოჯახია, აერთიანებს 270 გვარსა და 7000 ზე მეტ სახეობას [1], [2], [3]. საქართველოში იზრდება 37 გვარის 160 სახეობა [1],[4]. ამ ოჯახის მნიშვნელოვანი გვარია ბეგქონდარა - Thymus L. [5]. ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ გვარის დასახელება „Thymus“ წარმოიქმნა ბერძნული სიტყვებიდან „thyo“ - სუნამო, ან „thymos” - სიმამაცე, ძალა [6]. საქართველოში გვარი ბეგქონდარას 14 სახეობაა გავრცელებული, მათგან 9 კავკასიის და 2 საქართველოს ენდემია [3], [7]. ამ გვარის მცენარეები მრავალწლოვანი ბალახოვანი, ან ბუჩქოვანი მცენარეებია 10-30 სმ სიმაღლით, გართხმული ან წამოწეული გახევებული ღეროებით და საყვავილე ყლორტებით, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 88 ფოთლები მთლიანია, სხვადასხვა ფორმის, ყუნწიანი ან მჯდომარე, ხშირად ფირფიტის ფუძესთან შებუსვილი, სხვადასხვა ფერის ყვავილები - ვარდისფერი, თეთრი, კრემისფერი ან იისფერი [5], [8]. ბეგქონდარას მიწისზედა ნაწილები, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება როგორც ანტიჰელმინთური, ძლიერი ანტისეპტიკური, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი, მატონიზებელი და სპაზმოლიზური მოქმედებით, ასევე კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების, რევმატიზმის დროს და ა.შ [9], [10], [11]. ბეგქონდარას სახეობებიდან, ყველაზე გავრცელებული და სამედიცინო მიზნით ფართოდ გამოიყენებულია, ჩვეულებრივი ბეგქონდარა - Thymus vulgaris L. და მხოხავი ბეგქონდარა - Th. serpyllum L.. ბეგქონდარას ოფიცინალური სახეობები საქართველოში ველურად არ იზრდება [3], [7]. ამიტომ, საქართველოში გავრცელებული ბეგქონდარას ენდემური სახეობების შესწავლა, ფრიად აქტუალურია მედიცინისა და ფარმაციისათვის. კვლევი ობიექტი - საქართველოში გავრცელებული ბეგქონდარას ენდემური სახეობა: ბორცვის ბეგქონდარა - Thymus collinus Bieb. შეგროვებულია ქვემო ქართლის ფლორისტულ რაიონში, სრული ყვავილობის ფაზაში 2021 წელს (სიმაღლე ზღვის დონიდან 1488 მ, ТВPH- 22246; N41.7083, E044.47478). კვლევის მეთოდები: ნედლეულის მორფოლოგიური ნიშნები დადგინდა მაკროსკოპული ანალიზით, ანატომიური შენების თავისებურებები შესწავლილ იქნა მიკროსკოპული ანალიზით - ოპტიკურ მიკროსკოპზე Leica DM100. ეთერზეთების მიღება განხორციელდა წყლის ორთქლით გადადენის მეთოდით, კლევენჟერის ტიპის აპარატით. ექსტრაქციის ხანგრძლივობა იყო 2 საათი. ეთერზეთების გამოსავლიანობა მლ/კგ (ასევე %-ში) განისაზღვრა ნედლეულის აბსოლუტურ მშრალ მასაზე გადაანგარიშებით. ეთერზეთის ქიმიური შემადგენლობის კვლევა, დომინანტი კომპონენტის რაოდენობრივი შემცველობის და ტერპენული ბუნების ნაერთების თვისობრივი ანალიზი შესრულდა გაზური ქრომატოგრაფია (Agilent technologies 7890B მასსპექტრომეტრიით (Agilent Technologies 5977A MSD) სკანირების რეჟიმით (70 eV). ანტიოქსიდანტური აქტივობა შეფასდა ჟანგბადის თავისუფალი რადიკალის აბსორბციის უნარით (ORAC ტესტი) [12] და ადამიანის კანის ფიბრობლასტების (WS1) გამოყენებით [13]. განისაზღვრა საკვლევი ობიექტების ინჰიბიტორული კონცენტრაცია 50 (იკ50), რომელიც 50 %-ით აინჰიბირებს 2’,7’-დიქლოროფლუორესცინი-ის დაჟანგვას. საკონტროლოდ გამოყენებული იყო ტროლოქსის და ქვერცეტინის სტანდარტული ნიმუშის ხსნარი. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება შეფასდა, აზოტის (NO) ოქსიდის წარმოქნის ინჰიბირების in vitro მეთოდით, თაგვების მაკროფაგის (RAW 264.7) უჯრედების გამოყენებით. დადებით კონტროლად გამოყენებული იყო L-NAME (N(G)-ნიტრო-L-არგინინ-მეთილ- ესტერი), აზოტის ოქსიდის რაოდენობითი შემცველობა დადგინდა NaNO2-ის სტანდარტულ (საკალიბრო) გრაფიკთან შედარებით [14]. in vitro ციტოტოქსიკური მოქმედება შეფასდა Hoechst-ის (დნმ-ის განსაზღვრა) და Resazurine-ის სპექტროფოტომეტრული მეთოდის გამოყენებით, ფლუორესცირება განისაზღვრა Fluroskan Ascent FITM აპარატზე (Labsystems) 530 ნმ და 590 ნმ ტალღის სიგრძეზე (Rezaurine) და 365 ნმ და 460 ნმ-ზე (Hoechst). Hoechst ტესტის შემთხვევაში, ფლუორესცირება ფირფიტის თითოეულ დანაყოფში, პირდაპირ- პროპორციულია უჯრედული დნმ-ის რაოდენობის, ხოლო Resazurine ტესტის შემთხვევაში, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 89 ფლუორესცირება ფირფიტის თითოეულ დანაყოფში, პირდაპირპროპორციულია უჯრედული მეტაბოლური აქტივობისა. საკვლევი ნიმუშების in vitro ციტოტოქსიკური სკრინინგი ჩატარდა, A-549 ფილტვის კარცინომის, DLD-1 სწორი ნაწლავის ადენოკარცინომის და WS-1 მიმართ. განისაზღვრა საკვლევი ნიმუშის ის კონცენტრაციები, რომლებიც იწვევს სიმსივნური უჯრედების 50 %-ის ინჰიბირებას (იკ50 მკგ/მლ). სტანდარტულ ნიმუშად გამოყენებული იყო ეტოპოზიდი [15]. კვლევის შედეგები: ფოთლის ზედაპირული პრეპარატის დათვალიერებისას შეიმჩნევა, ზედა და ქვედა ეპიდერმისის დაკლაკნილკედლიანი უჯრედები; ბაგეები გვხვდება ფოთლის ორივე ზედაპირზე, რომლებსაც თან ახლავს ბაგის ხვრელის მიმართ პერპენდიკულარულად განლაგებული ბაგის მიმდებარე ორი უჯრედი (დიაციტური ტიპი). ეთერზეთოვანი ჯირკვლები მსხვილია, შედგება 8 გამომყოფი უჯრედისაგან, რომლებიც რადიალურად არის განლაგებული; ჯირკვლების მიმაგრების ადგილის ირგვლივ ეპიდერმისის უჯრედები ზოგჯერ ქმნის როზეტს. ბუსუსები ორი ტიპისაა: მარტივი სამკუთხა ფორმის, რომელიც ფოთლის კიდეებზეა განლაგებული, ჯირკვლოვანი ბუსუსი, ერთუჯრედიანი თავაკით, ერთ უჯრედიან ფეხზე (იხ. სურათი №1). სურათი №1 Thymus collinus ფოთლის მიკროსკოპია 1. ზედა ეპიდერმისი; 2. თავაკიანი ბუსუსი; 3 ეპიდერმისის დაკლაკლინკედლებიანი უჯრედები; 4. მარტივი ერთუჯრედიანი ბუსუსი; 5. ბაგე; 6. ეთერზეთის ჯირკვალი ქვემო ქართლის ფლორისტულ რაიონში შეგროვილი Th. collinus მიწისზედა ნაწილებიდან მიღებულ ეთერზეთში იდენტიფიცირებულია 29 კომპონენტი, მათ შორის დომინანტია - კარვაკროლი (21.40 %) და ნეროლიდოლი (43.42 %), ცხრილი №1. ეთერზეთში ჟანდგბადშემცველი სესქვიტერპენების შემცველობაა 44.62 %, ჟანგბადშემცველი მონოტერპენების - 29.5 %. სურათი №2 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 90 ცხრილი № 1 ბორცვის ბეგქონდარას ეთერზეთის ტერპენული შემადგენლობა ეთერზეთის კონპონენტი RT RI (exp.) RI (ref) ეთერზეთის კომპონენტების % შემცველობა პინენი (MH) 9.144 1004.9 974 0.38 მირცენი (MH) 11.93 1066.9 1090 0.31 ციმენი (MH) 13.544 1096.5 1020 0.87 ეუკალიპტოლი (MH) 13.853 1022.5 1026 1.66 ოციმენი (MH) 14.92 1038.1 1037 1.38 ტერპინენი (MH) 15.386 1055 1014 1.5 ლინალოოლი (OM) 17.712 1087 1090 0.72 1-ოქტენ-3-ილ-აცეტატი (O) 18.429 1095 1110 0.13 ენდო-ბორნეოლი (OM) 21.087 1145 1165 0.19 ტერპენ-4-ოლი (OM) 21.745 1164 1174 0.11 მეთილ კარვაკრილ ეთერი (O) 25.54 1225 1241 0.1 ლინალილ აცეტატი (OM) 26.426 1245 1234 1.17 დიჰიდროედულან II (O) 28.326 1319 1286 0.22 თიმოლი (OM) 29.637 1280 1289 5.91 კარვაკროლი (OM) 30.925 1279 1298 21.40 ბურბონენი (SH) 37.127 1390 1387 0.55 ელემენი (SH) 37.978 1398 1335 0.33 კარიოფილენი (SH) 40.065 1420 1408 3.25 კოპაენი (SH) 40.729 1430 1374 0.16 ჰუმულენი (SH) 42.443 1440 1438 0.19 ფარნეზენი (SH) 43.428 1438 1450 0.35 გერმაკრენი D (SH) 44.646 1477 1481 6.31 ბიციკლოგერმაკრენი (SH) 45.48 1492 1500 0.65 ბისაბოლენი (SH) 46.57 1505 1505 0.74 კადინა-1(10),4-დიენი (SH) 47.316 1525 1500 0.49 E-ნეროლიდოლი (OS) 50.801 1555 1561 43.42 კუბენოლი (OS) 52.491 1625 1645 0.13 კადინოლი (OS) 54.479 1628 1652 0.72 (1R,7S)-გერმაკრა-4(15),5,10(14)-ტრიენ-1β- ოლი (OS) 55.942 1700 1685 0.35 RT: შეკავების დრო GC/MS ანალიზისას; RI (exp) შეკავების ინდექსი გამოთვლილია ნორმალური ალკანების გამოყენებით; RI (ref) კომპონენტების შეკავების ინდექსი ლიტერატურიდან Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 91 სურათი № 2 ბორცვის ბეგქონდარადან მიღებული ეთერზეთის ტერპენული ნაერთების ტიპობრივი შემადგენლობა ჩვენს მიერ ჩატარებულ იქნა შიდა ქართლის ფლორისტულ რაიონში (სიმაღლე ზღვის დონიდან 649 მ; ТВPH- 22303) შეგროვილი Thymus collinus Bieb. ეთერზეთების ქიმიური შემადგენლობის კვლევა [16]. ეთერზეთის მთავარი კომპონენტი აღმოჩნდა თიმოლი (42.62 %) და კარვაკროლი (16.51 %). ქვემო ქართლის ფლორისტულ რაიონში (სიმაღლე ზღვის დონიდან 1488 მ) შეგროვილ Th. collinus მიწისზედა ნაწილებიდან მიღებულ ეთერზეთში დიდი რაოდენობითაა ჟანდგბადშემცველი სესქვიტერპენები (44.62 %), ჟანგბადშემცველი მონოტერპენები კი - 29.5 %. ხოლო შიდა ქართლის ფლორისტულ რაიონში (სიმაღლე ზღვის დონიდან 649 მ) შეგროვილში - ჟანგბადშემცველი მონოტერპენებია 63.23 %, მონოტერპენული ნახშირწყალბადი კი 24.94 % [16]. ლიტერატურის მონაცემებზე დაყრდნობით, დომინანტი კომპონენტების რაოდენობრივი, ისევე როგორც ეთერზეთების ტერპენულ შემადგენლობებს შორის თვისობრივი და რაოდენობრივი სხვაობა განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობით შეიძლება აიხსნას [17]. შიდა ქართლის ფლორისტულ რაიონში შეგროვილი Th. collinus მიწისზედა ნაწილებიდან მიღებული ეთერზეთი ამჟღავნებს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტურ აქტივობას 5.41 ± 0.03 მიკრომოლი TE/მგ ORAC ტესტში. როგორც ცხრილი №2-დან ჩანს, ეთერზეთი ხასიათდება დაბალი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით (აზოტის ოქსიდის წარმოქმნის 34 % ინჰიბირება) 40 მკგ/მლ კონცენტრაციით. ამასთან, ეთერზეთი გამოირჩევა შედარებით მაღალი ტოქსიკურობით RAW 264.7 მიმართ, 80 მკგ/მლ დოზაში. % 44 ჟანგბადშემცველი მონოტერპენი (OM) მონოტერპენული ნახშირწყალბადი (MH) ჟანგბადშემცველი სესქვიტერპენი (OS) სესქვიტერპენული ნახშირწყალბადი (SH) სხვა (O) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 92 ცხრილი №2 ბორცვის ბეგქონდარას მიწისზედა ნაწილების ეთერზეთის ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო აქტივობა ქვ ერ ცე ტ ინ ი ტ რ ო ლ ო -ქ სი L- N A M E (N (G )- ნი ტ რ ო - L- არ გი ნი ნ- მე თ ილ - ეს ტ ერ ი) , 2 50 µ M L- N A M E (N (G )- ნი ტ რ ო - L- არ გი ნი ნ- მე თ ილ - ეს ტ ერ ი) , 1 m M ეთ ერ ზ ეთ ი ანტიოქსიდანტური აქტივობა უჯრედულ მოდელში IC50 მკგ/მლ 0.027± 0.004 >100 ანტიოქსიდანტური აქტივობა ORAC (ჟანგბადის თავისუფალი რადიკალის აბსორბციის უნარი) მოდელში მიკრომოლი TE /მგ 21.1±0.6 5.1±0.2 5.41± 0.03 ანთების საწინააღმდეგო მოქმედება IC50 მკგ/მლ >40 ინჰიბირება მაქსიმალურ არატოქსიკურ კონცენტრაციაზე (%) 44 ± 10 67 ± 8 34 % ტოქსიკურობა (>20% სიკვდილიანობა) 80 მკგ/მლ ბორცვის ბეგქონდარას ეთერზეთის ციტოტოქსიკური აქტივობის შეფასების შედეგები მოცემულია ცხრილი №3-ში. Th. collinus მიწისზედა ნაწილებიდან მიღებული ეთერზეთი ახდენს საშუალო ინტენსივობის ინჰიბიტორულ მოქმედებას A-549 უჯრედებზე Hoechst-ის ექსპერიმენტში (80 ± 11 მკგ/მლ). WS1 მიმართ აღინიშნა საერთო ტოქსიურობა (IC50=170 ± 11 მკგ/მლ). ცხრილი №3 ბორცვის ბეგქონდარას ეთერზეთის in vitro ციტოტოქსიკური აქტივობა (ინჰიბიტორული კონცენტრაცია 50, მკგ/მლ) Resazurine Hoechst ნიმუში/ უჯრედები A-549 DLD-1 WS-1 A-549 DLD-1 WS-1 ეთერზეთი 188 ± 9 >200 >200 80 ± 11 110 ± 10 170 ± 11 ეტოპოზიდი 16 ± 3 მკმ 6.7 ± 1.0 მკმ 3.4 ± 0.3 მკმ <0.391 მკმ 4 ± 1 მკმ <0.391 მკმ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 93 დასკვნები: ქვემო ქართლის ფლორისტულ რაიონში შეგროვილი Thymus collinus Bieb. მიწისზედა ნაწილებიდან მიღებულ ეთერზეთში დადგინდა: დომინანტი კომპონენტების (კარვაკროლი და ნეროლიდოლი) პროცენტული შემცველობა, ამასთან, ეთერზეთის ტერპენული ბუნების შენაერთების თანაფარდობაც. დადგინდა, რომ Th. collinus ეთერზეთი ავლენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტურ აქტივობას. ბორცვის ბეგქონდარას ეთერზეთმა აჩვენა საშუალი ინტენსივობის ციტოტოქსიკური აქტივობა ფილტვის კარცინომის უჯრედებზე (A-549) და შედარებით დაბალი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოყენებული ლიტერატურა: [1] G. Çelik et al., ‘Biological activity, and volatile and phenolic compounds from five Lamiaceae species’, Flavour Fragr. J., vol. 36, no. 2, pp. 223–232, Mar. 2021, doi: 10.1002/ffj.3636. [2] O. Sytar, I. Hemmerich, M. Zivcak, C. Rauh, and M. Brestic, ‘Comparative analysis of bioactive phenolic compounds composition from 26 medicinal plants’, Saudi J. Biol. Sci., vol. 25, no. 4, pp. 631– 641, May 2018, doi: 10.1016/j.sjbs.2016.01.036. [3] კუჭუხიძე ჯ., ჯოხაძე მ., ბოტანიკა (სამკურნალო მცენარეები). თბილისი, 2012. [4] L. R. Ramos da Silva et al., ‘Lamiaceae Essential Oils, Phytochemical Profile, Antioxidant, and Biological Activities’, Evid. Based Complement. Alternat. Med., vol. 2021, pp. 1–18, Dec. 2021, doi: 10.1155/2021/6748052. [5] B. Tohidi, M. Rahimmalek, and A. Arzani, ‘Essential oil composition, total phenolic, flavonoid contents, and antioxidant activity of Thymus species collected from different regions of Iran’, Food Chem., vol. 220, pp. 153–161, Apr. 2017, doi: 10.1016/j.foodchem.2016.09.203. [6] Morales, R, ‘The history, botany and taxonomy of the genus Thymus’, Taylor Francis Lond. U. K., 2002. [7] დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ., ჯიჯოლია-იმნაძე ლ., ჯუღელი თ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა. თბილისი, 2018. [8] საქართველოს ფლორა, vol. XI. თბილისი: მეცნიერება, 1987. [9] M. Nikolić et al., ‘Chemical composition, antimicrobial, antioxidant and antitumor activity of Thymus serpyllum L., Thymus algeriensis Boiss. and Reut and Thymus vulgaris L. essential oils’, Ind. Crops Prod., vol. 52, pp. 183–190, Jan. 2014, doi: 10.1016/j.indcrop.2013.10.006. [10] S. Jarić, M. Mitrović, and P. Pavlović, ‘Review of Ethnobotanical, Phytochemical, and Pharmacological Study of Thymus serpyllum L.’, Evid. Based Complement. Alternat. Med., vol. 2015, pp. 1–10, 2015, doi: 10.1155/2015/101978. [11] S. Ivasenko et al., ‘Antimicrobial Activity of Ultrasonic Extracts of Two Chemotypes of Thymus serpyllum L. of Central Kazakhstan and their Polyphenolic Profiles’, Open Access Maced. J. Med. Sci., vol. 9, no. A, pp. 61–67, Jan. 2021, doi: 10.3889/oamjms.2021.5520. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 94 [12] J. Legault, K. Girard-Lalancette, D. Dufour, and A. Pichette, ‘Antioxidant Potential of Bark Extracts from Boreal Forest Conifers’, Antioxidants, vol. 2, no. 3, pp. 77–89, Jul. 2013, doi: 10.3390/antiox2030077. [13] A. Grenier, J. Legault, A. Pichette, L. Jean, A. Bélanger, and R. Pouliot, ‘Antioxidant, Anti- Inflammatory, and Anti-Aging Potential of a Kalmia angustifolia Extract and Identification of Some Major Compounds’, Antioxidants, vol. 10, no. 9, p. 1373, Aug. 2021, doi: 10.3390/antiox10091373. [14] H. Coté, M.-A. Boucher, A. Pichette, and J. Legault, ‘Anti-Inflammatory, Antioxidant, Antibiotic, and Cytotoxic Activities of Tanacetum vulgare L. Essential Oil and Its Constituents’, Medicines, vol. 4, no. 2, p. 34, May 2017, doi: 10.3390/medicines4020034. [15] S. Oueslati, R. Ksouri, H. Falleh, A. Pichette, C. Abdelly, and J. Legault, ‘Phenolic content, antioxidant, anti-inflammatory and anticancer activities of the edible halophyte Suaeda fruticosa Forssk’, Food Chem., vol. 132, no. 2, pp. 943–947, May 2012, doi: 10.1016/j.foodchem.2011.11.072. [16] Teona Korkotadze; Dali Berashvili; Sopio Gokadze; Malkhaz Jokhadze; Malkhaz Getia; Ketevan Mchedlidze; Jean Legault; Vakhtang Mshvildadze. Chemical Composition and Biological Activity of Aerial Parts of Thymus Collinus Bieb. Growing in Georgia. Georgian Biomedical News 2023, 1 (4). https://doi.org/10.52340/gbmn.2023.01.01.43. [17] A. C. Figueiredo, J. G. Barroso, L. G. Pedro, and J. J. C. Scheffer, ‘Factors affecting secondary metabolite production in plants: volatile components and essential oils’, Flavour Fragr. J., vol. 23, no. 4, pp. 213–226, Jul. 2008, doi: 10.1002/ffj.1875. Pharmacognostical study of aerial Parts of Thymus collinus Bieb. growing in Georgia Teona Korkotadze1,2, Dali Berashvili2, Malkhaz Getia1, Ketevan Mchedlidze1, Jean Legault3, Vakhtang Mshvildadze1,3 1Tbilisi State Medical University Iovel Kutateladze Institute of Pharmacochemistry, Tbilisi, Georgia 2Tbilisi State Medical University Department of Pharmaceutical Botany, Tbilisi, Georgia 3Laboratoire LASEVE, Université du Québec à Chicoutimi, Québec, Canada Summary A study of the chemical composition of the essential oil obtained from the aerial parts of Thymus collinus Bieb., collected in Kvemo Kartli floristic area (Georgia), endemic to caucasus, was carried out. The percentage of terpenic components was determined by gas chromatography. The major components of essential oil are nerolidol (43.42 %) and carvacrol (21.40 %). The oxygenated sesquiterpens are dominants in identified terpene compounds. Essential oil exhibited a significant antioxidant activity in ORAC test with moderate cytotoxic activity (80 ± 11 μg/ml) against lung carcinoma (A-549) cell line. Keywords: Biological activity; essential oil; Thymus collinus