Microsoft Word - fullpdf06012024 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 143 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 6 Issue 1, 2024 https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.19 ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული მახასიათებლების ანალიზი და ელექტრონული ბანკის ფორმირება ნინო დოლიძე1; ხათუნა დარსაველიძე2 1აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი, პროფესორი; 2აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი, აკადემიური დოქტორი აბსტრაქტი თანამედროვე ეტაპზე მოდის ინდუსტრიასა და სამოსის დიზაინში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოდის მიმდინარეობის ერთ-ერთი სახე – ეთნოსტილი. თანამედროვე დიზაინში ეთნოსტილის განვითარებისათვის საინტერესო მასალას წარმოადგენს ნატიფი სილამაზით, ელეგანტურობით და განსაკუთრებული შემკულობით გამორჩეული ქართული ტრადიციული სამოსი. ქართული ტრადიციული სამოსი, როგორც დიზაინერის შემოქმედებითი საქმიანობის პირველწყარო, თანამედროვეებისათვის ხელმისაწვდომობასა და განსაკუთრებულ კავშირს საჭიროებს. მაგრამ, დღეისათვის მხოლოდ სამუზეუმო ნიმუშებადღაა შემორჩენილი და მასთან ფიზიკური კონტაქტი ძალზე შეზღუდულია. დროთა განმავლობაში ეროვნული კოსტიუმის სამუზეუმო ნიმუშები გახდება უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ფასეული, მათთან წვდომა კი კიდევ მეტად შეიზღუდება, მაშინ, როდესაც სპეციალისტების ინტერესი მათ მიმართ არამარტო შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც. აქედან გამომდინარე, საჭიროა ისეთი კავშირის მოძებნა, როცა ტრადიციული კოსტუმის ისტორიულ ნიმუშთან უშუალო კონტაქტის გარეშე შესაძლებელი იქნება მის შესახებ ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიღება. ასეთი ამოცანის გადაჭრა საჭიროებს შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირებას, რომელიც სისტემატიზებულს გახდის ინფორმაციას ტრადიციული სამოსის შესახებ. სამეცნიერო სტატიაში განხილულია ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული მახასიათებლების ანალიზი და ელექტრონული ბანკის ფორმირების საკითხები ერთერთი მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ელემენტის- სახელოს მაგალითზე. კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქციულ-კომპოზიციური მახასიათებლების ელექტრონული ბანკის ფორმირების პროცესში. ტრადიციული სამოსის კონსტრუქციულ-კომპოზიციური მახასიათებლების ელექტრონული ბანკის მიხედვით შედგენილი იქნება პროგრამა, რომლის საშუალებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მოიძიოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტრადიციული სამოსის შესახებ. აღნიშნული პროგრამის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 144 გამოყენება კოსტიუმის დიზაინერს საშუალებას მისცემს სწრაფად იქნას ორიენტირებული შემოქმედებით საქმიანობაში. საკვანძო სიტყვები: ტრადიციული სამოსი, კონსტრუქტორული მახასიათებლები, სახელო, კოდირება, ელექტრონული ბანკი ქართული ტრადიციული სამოსი ჩვენი ქვეყნის მატერიალური და მხატვრული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი ძეგლია, სულიერი კულტურის ერთგვარი სარკეა, რომელშიც ნათლადაა არეკლილი ქართველი ერის თვითმყოფადობა, მაღალი ესთეტიკური სახე და მხატვრული გემოვნება {1}. თანამედროვე ეტაპზე მოდის ინდუსტრიასა და სამოსის დიზაინში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოდის მიმდინარეობის ერთ-ერთი სახე – ეთნოსტილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი შემადგენლის – ეროვნული კოსტიუმის გამოყენებით თანამედროვე ტანსაცმლის ასორტიმენტის გამდიდრებას გულისხმობს. ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ეროვნული ფესვებთან კავშირის და ტრადიციების შენარჩუნების თვალსაზრისითაც {2}. თანამედროვე დიზაინში ეთნოსტილის განვითარებისათვის საინტერესო მასალას წარმოადგენს ნატიფი სილამაზით, ელეგანტურობით და განსაკუთრებული შემკულობით გამორჩეული ქართული ტრადიციული სამოსი {3,4}. ის მართლაც უშრეტი წყაროა მხატვარ-მოდელიორის მოღვაწეობისათვის. ქართული ტრადიციული სამოსი, როგორც დიზაინერის შემოქმედებითი საქმიანობის პირველწყარო, თანამედროვეებისათვის ხელმისაწვდომობასა და განსაკუთრებულ კავშირს საჭიროებს. მაგრამ, რადგანაც დღეისათვის მხოლოდ სამუზეუმო ნიმუშებადღაა შემორჩენილი, მასთან ფიზიკური კონტაქტი ძალზე შეზღუდულია, შეიძლება ითქვას – ფაქტიურად შეუძლებელია. კიდევ უფრო მეტიც, დროთა განმავლობაში ეროვნული კოსტიუმის სამუზეუმო ნიმუშები გახდება უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ფასეული, მათთან წვდომა კი კიდევ მეტად შეიზღუდება, მაშინ, როდესაც სპეციალისტების ინტერესი მათ მიმართ არამარტო შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც. აქედან გამომდინარე, საჭიროა ისეთი კავშირის მოძებნა, როცა ტრადიციული კოსტუმის ისტორიულ ნიმუშთან უშუალო კონტაქტის გარეშე შესაძლებელი იქნება მის შესახებ ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიღება. ასეთი ამოცანის გადაჭრა საჭიროებს შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირებას, რომელიც სისტემატიზებულს გახდის ინფორმაციას ტრადიციული სამოსის შესახებ {5,6}. სამეცნიერო სტატიაში განხილულია ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორული მახასიათებლების ანალიზი და ელექტრონული ბანკის ფორმირების საკითხები. ტრადიციული სამოსის მხატვრულ-კონსტრუქციული ანალიზი ხორციელდება ეტაპებად და მოიცავს მოდელის კომპოზიციის ყოველმხრივ შესწავლას (ტანსაცმლისადმი წაყენებული მოთხოვნების კომპლექსის გათვალისწინებით), ასევე გარეგნული ფორმის სხვა მაჩვენებლებთან (დანიშნულების, კონსტრუქცული აგებულების, ფორმაწარმოქმნის) ურთიერთკავშირის განხილვას. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 145 ტრადიციული სამოსის კონსტრუქტორულ-კომპოზიციური მახასიათებლების ანალიზისათვის საჭიროა ისეთი ელემენტების შესწავლა და გამოკვლევა, როგორიცაა: სილუეტი, მასალების სტრუქტურა (ბოჭკოვანი შემადგენლობა), ფაქტურა, ნახატი, ფერი, ფორმის დანაწევრება, სახელოს ფორმა და სიგრძე, ყელის განაჭერი ნაპირის კონფიგურაცია და შესაკრავის სახე, დეკორატიული გაფორმების სახეობები, მათი განლაგება, ორნამენტული მოტივი და გაფორმების ფერში გადაწყვეტა. სამეცნიერო სტატიაში კვლევის ობიექტს წარმოადგენს ტრადიციული სამოსის ყველაზე ცვლადი კონსტრუქციული ელემენტი სახელო. ცვალებადია მისი სახე, კონფიგურაცია, სიგრძე, ბოლოს გაფორმება და ა.შ. აქედან გამომდინარე, სახელო განხილულია ოთხი მახასიათებლით: სახელოს სახე, ზედა ნაპირის კონფიგურაცია, სახელოს სიგრძე და სახელოს ბოლოს ფორმა, რომლებიც თავის მხრივ გაანალიზებულია რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით. განსაზღვრულ იქნა რეგიონების მიხედვით თითოეული ამ მახასიათებლისათვის შეხვედრათა სიხშირე. შეხვედრათა რაოდენობიდან გამომდინარე, მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენებით, განხორციელდა მათი პოზიციის განსაზღვრა (კოდირება). კოდის პირველი ციფრი – 1 მიენიჭა ყველაზე ხშირად შემხვედრ ფორმას, ხოლო დანარჩენი, შესაბამისად, კლებადობის მიხედვით. ქართული ტრადიციული კაბის სახელოს სახეები რეგიონების მიხედვით ერთმანეთისაგან რამდენადმე განსხვავებულია. ქართული კაბისათვის (ქართლი, კახეთი, იმერეთი; ნაწილობრივ − სამეგრელო, გურია, მესხეთ-ჯავახეთი) ჩვეულებრივ დამახასიათებელია ერთი სახელო, ან ორმაგი − სახელო-ყურთმაჯის კომპლექტი, რომელთაგან ერთ-ერთი მოსახსნელი ელემენტია, მეორე კი კაბის იღლიის მრუდში ჩაკერებული დეტალია (ნახ.1). ა ბ გ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 146 ნახ. 1. ქართული ტრადიციული კაბის სახელოს სახეები: ა - ჩაკერებული სახელო; ბ - ჩაკერებული ყურთმაჯით, მოსახსნელი სახელო; გ - ჩაკერებული სახელო, მოსახსნელი ყურთმაჯა/ქურო გურია-სამეგრელოსა და აფხაზეთში ორმაგი სახელოები დაგრძელებული ფორმებით გამოირჩევა. მთიან რეგიონებში, ძირითადად, მოსახსნელი სახელო არ არის გავრცელებული, მხოლოდ თუშურ კაბ-ჯუბას აქვს დამახასიათებელი შესაცვლელი ელემენტი ქურო, რომელიც შედგენილია სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ქსოვილის რამდენიმე მანჟეტისებური დეტალის ერთმანეთთან შეერთებით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისათვის შესწავლილი იქნა ტრადიციული სამოსის სახელოს სახეები, მათი შეხვედრის სიხშირე და შეხვედრის პროცენტული თანაფარდობა საერთო რაოდენობიდან (ცხრ.1 ). ცხრილი 1 სახელოს სახეების შეხვედრათა სიხშირე რეგიონების მიხედვით N რეგიონები სახელოს სახე ჩაკერებული ჩაკერებული ყურ- თმაჯა, მოსახსნელი სახელო ჩაკერებული სახელო, მოსახსნელი ყურთმაჯა/ქურო 1 ქართლ-კახეთი, იმერეთი 4 3 2 2 თუშეთი 4 3 ფშავი 5 4 ხევსურეთი 28 5 მთიულეთი 5 6 ხევი 5 7 ლეჩხუმი 1 2 8 რაჭა 11 9 სვანეთი 4 10 სამეგრელო 3 2 11 აფხაზეთი 3 12 გურია 2 13 აჭარა 9 14 მესხეთ-ჯავახეთი 4 სულ 82 5 6 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 147 შესაბამისად განხორციელდა სახელოს სახეების შეხვედრათა სიხშირის კოდირება ( ცხრ. 2 ). ცხრილი 2 სახელოს სახეების შეხვედრათა სიხშირის კოდები კოდის ციფრი დანაწევრება წელის ხაზზე 1 ჩაკერებული 2 ჩაკერებული სახელო, მოსახსნელი ყურ-თმაჯა/ქურო 3 ჩაკერებული ყურ-თმაჯა, მოსახსნელი სახელო კვლევის შემდეგ ეტაპზე განხორციელდა სახელოს სიგრძის, სახელოს ზედა ნაპირის კონფიგურაციის, სახელოს ბოლოს ფორმის შეხვედრათა სიხშირის განსაზღვრა და შესაბამისი კონსტრუქციული მახასიათებლების კოდირება. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ: - ქართული ტრადიციული კაბის სახელოს სიგრძის ცვალებდობა ძირითადად ბარის რეგიონებში შეინიშნება და უფრო ნაკლებად მთაში. უმეტეს შემთხვევაში სახელოს სიგრძე მაჯის ხაზამდეა. ყურთმაჯიანი ქართული კაბის სახელო ზოგ შემთხვევაში დაგრძელებლია, ხოლო თუშური კაბის სახელო შედარებით მოკლეა და მისი სიგრძე მერყეობს იდაყვისა და მაჯის დონეებს შორის, მაჯამდე შევსებულია ქუროთი; - ქართული ტრადიციული კაბის სახელოს ფორმა იცვლება ზედა და ქვედა ნაპირების კონფიგურაციის ცვლილების შესაბამისად. გვხვდება სახელოები სწორი და მომრგვალებული ზედა ნაპირებით. სახელოს ზედა ნაპირის კონფიგურაციის მიხედვით რეგიონების მიხედვით შეხვედრის მაღალი სიხშირით ხასიათდება სახელო ოვალური ზედა განაჭერი ნაპირით; - ტრადიციული კაბის სახელო ქვედა ნაპირის ფორმის ცვლილებითაც ხასიათდება. არსებობს სწორხაზოვანი და ყოშით დაბოლოებული სახელოები. რეგიონების მიხედვით შეხვედრის მაღალი სიხშირით ხასიათდება სახელო სწორხაზოვანი ბოლოს განაჭერი ნაპირით. - ამრიგად, ზემოაღნიშნული კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქციულ-კომპოზიციური მახასიათებლების ელექტრონული ბანკის ფორმირების პროცესში, რომელშიდაც მოცემულია იქნება ტრადიციული სამოსის არამხოლოდ ეთნოგრაფიული დახასიათება (სამოსის ფოტო, გარეგნული აღწერა) და კონსტრუქციული ანალიზი (სამოსის ტექნიკური ესკიზი, კონსტრუქციოლი ელემენტები, სამოსის განფენა, სილუეტი, გამოჭრილი დეტალების რაოდენობა), არამედ კომპოზიციური Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 148 ანალიზიც (მასალა, მისი გარეგნული სახე, ფერი, ფაქტურა, დეკორატიული გაფორმება, დეკორის ფერი). ტრადიციული სამოსის კონსტრუქციულ-კომპოზიციური მახასიათებლების ელექტრონული ბანკის მიხედვით შედგენილი იქნება პროგრამა, რომლის საშუალებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მოიძიოს საჭირო ინფორმაცია ̶ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტრადიციული სამოსის შესახებ. აღნიშნული პროგრამის გამოყენება კოსტიუმის დიზაინერს საშუალებას მისცემს სწრაფად იქნას ორიენტირებული შემოქმედებით საქმიანობაში. გამოყენებული ლიტერატურა 1. Dolidze N., Datuashvili M., Ugrekhelidze I., Charkviani I., Chirgadze K., Lursmanashvili L, Kvantidze G.( 2020). Illustrated referenc book of Georgian national clothes. ATSU. Kutaisi 2. Parmon, F. (1994). Russkyj narodnyyj kostjum kak hudozhestvenno-konstruktorskyj ystochnyk tvorchestva, M., Legprombyytyzdat. 3. Dolidze N ., Darsavelidze Kh., Chirgadze K. ( 2018). Designing and Planning Clothes considering Physical Properties of applied Tissues. Georgian Engineering News 4. Dolidze N., Darsavelidze H. ( 2023). Stilizacija Gruzinskogo tradicionnogo zhenskogo golovnogo ubora v sovremennom kostjume. Mezhdunarodnaja konferencija- Chetvertajapromyshlennaja revoljucija i innovacionnye tehnologii. Gjandzha 5. Dolidze N., Darsavelidze H. ( 2018). Proektirovanie sovremennoj odezhdy na osnove gruzinskogo nacional'nogo kostjuma. Mezhdunarodnaja nauchno-prakticheskaja konferencija «Aktual'nye problemy sovremennogo dizajna». Ukraina 6. Ugrekhelidze I., Dolidze N., Darsavelidze Kh.(2019). Formirovanie informatsionnoi bazi gruzinskoi natsionalnoi odejdi.(p.368). Theoretical & Applie Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 149 Analysis of structural features of Georgian traditional clothing and formation of an electronic bank Nino dolidze1; Khatuna Darsavelidze2 1Akaki Tsereteli State University, Faculty of Engineering and Technology, Professor e-mail.: nino.dolidze@atsu.edu.ge; ORCID: 0000-0003-0142-7463 2Akaki Tsereteli State University, Faculty of Engineering and Technology, Academic doctor e-mail.: khatuna.darsavelidze@atsu.edu.ge Abstract At the modern stage, one of the aspects of the fashion trend, ethnostyle, occupies an increasingly important place in the fashion industry and clothing design. An interesting material for the development of ethnostyle in modern design is Georgian traditional clothing, distinguished by delicate beauty, elegance and special decoration. Georgian traditional clothes, as the primary source of designer's creative activity, require accessibility and a special connection for modern people. But, to date, only museum specimens have survived and physical contact with them is very limited. Over time, museum samples of national costume will become more important and valuable, and access to them will be even more limited, while the interest of specialists in them will not only be preserved, but will even increase. Therefore, it is necessary to find such a connection when it will be possible to obtain comprehensive and reliable information about the traditional costume without direct contact with the historical sample. Solving such a task requires the formation of an appropriate database that will systematize information about traditional clothing. The scientific article discusses the analysis of the structural features of Georgian traditional clothes and the issues of the formation of an electronic bank on the example of one of the important structural elements, the sleeve. The results of the research will be taken into account in the process of forming an electronic bank of structural-compositional characteristics of Georgian traditional clothes. According to the electronic bank of structural- compositional characteristics of traditional clothes, a program will be compiled, through which the interested person will have the opportunity to find the necessary information about the traditional clothes of different regions of Georgia. The use of the mentioned program will allow the costume designer to quickly focus on creative activities. Keywords: traditional clothes, constructive features, sleeves, coding, electronic bank.