1 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი vaxuSti bagrationis geografiis instituti SromaTa krebuli ახალი სერია #6(83) წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმის აღმოჩენის 30-ე წლისთავისათვის ომარ ლანჩავა*, კუკური წიქარიშვილი** *გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტი **თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი საქართველოს სამართლიანად უწოდებენ კარსტული მღვიმეებისა და სხვა კარსტული წარმონაქმნების ქვეყანას და მართლაც, ბოლო გამოკვლევებმა სრულად დაადასტურა ქართველ მეცნიერთა პროგნოზი იმის შესახებ რომ მღვიმე-უფსკრულების კვლევის პერსპექტივებით და, შეიძლება ითქვას, უკვე მიღწეული შედეგებით, საქართველო არათუ ტოლს არ უდებს მიწისქვეშა ძეგლებით უმდიდრეს სახელმწიფოებს, არამედ დროის შედარებით მოკლე პერიოდში მოპოვებული სპელეოაღმოჩენებით და სამეცნიერო შედეგების მიხედვითაც კი, მოწინავე პოზიციებზეა. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა კლასიკური სპელეოქვეყნის იმიჯი და საერთაშორისო სპელეოლოგიური მოძრაობის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ამას ხელი შეუწყო ქართველ მკვლევართა მიერ ახალი ათონის გიგანტური მღვიმის აღმოჩენამ (1961), კვლევამ (1963-1980) და ტურისტული მიზნებისათვის აღჭურვამ (1975). ამ მღვიმის აღმოჩენასა და შესწავლაში მონაწილე ქართველ . მეცნიერ-სპელეოლოგთა ჯგუფი (შალვა ყიფიანი, ზურაბ ტატაშიძე, არსენ ოქროჯანაშვილი), ინჟინერ-მშენებლებთან და არქიტექტორებთან ერთად, სსრკ სახელმწიფო პრემიის მფლობელები გახდნენ. წყალტუბო-ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბუნებრივ-რეკრეაციული და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. ასევე მდიდარი და მრავალფეროვანია აქაური მიწისქვეშეთი. კირქვულ მასივს სხვადასხვა დროს იკვლევდნენ გამოჩენილი მეცნიერები - პეტრე ჭაბუკიანი, ლევან მარუაშვილი, შალვა ყიფიანი, ზურაბ ტატაშიძე, გრიგოლ დევდარიანი, გიორგი ძოწენიძე, გიორგი ჩანგაშვილი, არსენ ოქროჯანაშვილი, ოთარ ჩხეიძე, ალიმ თვალთვაძე, თამაზ კიკნაძე, ჯუმბერ ჯიშკარიანი, ლადო ქალდანი, ბორის გერგედავა, კარლო ლიფონავა და სხვები ამ სტატიის ავტორებსაც აქვს მოკრძალებული წვლილი ამ საქმეში, რაც მღვიმის საჰაერო აგეგმვით, მღვიმის მიკროკლიმატის შესწავლით და სეზონის მიხედვით მღვიმეში ერთდროულად .დასაშვებ ექსკურსანტთა რიცხვის დადგენით არის გამოხატული. ყუმისა და ღლიანას სიფონების დაკვირვებებში მოსკოველი, როსტოველი და კრასნოიარსკელი სპელეოლოგებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოჯგუფს არაერთი სეზონი უმუშავია ამ მასივზე, არაერთი მღვიმე და შახტი შეუსწავლიათ, მაგრამ „ოფიჭო" ყოველთვის განზე რჩებოდათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარსტული რაიონი ბევრ საიდუმლოს ინახავს და მათი გამოვლენა მხოლოდ დეტალური შესწავლითაა შესაძლებელი. მანამდე წყალტუბო-ქუთაისის კირქვულ მასივზე მიკვლეული მღვიმეებიდან აღსანიშნავია „სათაფლიას", „თეთრას“, „სოლკოტას“, „საწურბლიას", „დიდღელეს”, „ქვილიშორის" და სხვა მღვიმეები. 1983 წლის გაზაფხულზე გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ჯუმბერ ჯიშკარიანი, თამაზ ქობულაშვილი და კარლო ლიფონავა სოფ. ყუმისთავში ყოფნისას ოფიჭოს 2 მღვიმე-ესტაველადან ამოვარდნილი წყლის ნაკადის კვალმა ორპირის გვირაბის გავლით წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმის დღევანდელ შესასვლელთან მიიყვანა. სამოცდაათი-ოთხმოცი მეტრის შემდეგ მღვიმე დახშული აღმოჩნდა. წინამორბედი მკვლევარების მსგავსად ჯგუფიც უკან დაბრუნდა, თუმცა მათი აზრით ოფიჭოს მღვიმიდან დროდადრო ამოვარდნილი წყლის მასას თავისი კვალი ხომ უნდა დაეტოვებინა არსენ ოქროჯანაშვილი მდ. ყუმის სიფონში (ზურაბ ტატაშიძის ფოტო. 159) ბორის გერგედავა, ჯუმბერ ჯიშკარიანი და არსენ ოქროჯანაშვილი სათაფლია- წყალტუბოს მასივის მღვიმეებში მუშაობის დროს (ზურაბ ტატაშიძის ფოტო, 1959) 1983 წლის შემოდგომაზე, გეოგრაფიის ინსტიტუტის მცირერიცხოვანი რაზმი თამაზ ქობულაშვილის, ვახტანგ კაპანაძის და ამირან ჯამრიშვილის შემადგენლობით მდ. ყუმის ვოკლუზის თავზე მოზრდილ ძაბრს წააწყდა, რომლის ფსკერზე გახსნილი ვიწრო საფორთხი ხვრელით მკვლევარები ორ დახრილფსკერიან მცირე ზომის დარბაზში, ხოლო შემდეგ, 40 მეტრის ვიწრო დერეფნის გავლით საკმაოდ ვრცელ და მოზრდილ დარბაზში გაიყვანა, რომლის ფსკერზე გამდინარე ნაკადი სიფონურ ტბას ერთვოდა. 1984 წლის 15 ივლისს გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიცია (ჯუმბერ ჯიშკარიანი - ხელმძღვანელი). თამაზ ქობულაშვილი, ამირან ჯამრიშვილი. ვახტანგ კაპანაძე, კოტე ნიჟარაძე) კვლავ ეწვია ყუმისთავს. მღვიმის შესასვლელი დარბაზის შორეულ კუთხეში, 30 სმ სიმაღლის ვიწრო ხვრელის მიღმა სპელეოლოგები სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების გარემოცვაში აღმოჩნდნენ. უცნობ მიწისქვეშა სამყაროში მოსახვედრად, 3 მკვლევარები მოთმინებით ნაბიჯ-ნაბიჯ აფართოებდნენ ვიწრო გასასვლელს. დარბაზს დარბაზი მოსდევდა, ფართო დერეფანს ვიწრო სახოხი ხვრელები. ყოველი წინააღმდეგობის დაძლევა ახალ-ახალი, ერთმანეთისაგან ნაღვენთი ფორმების სიუხვით სრულიად განსხვავებული სხვადასხვა ზომის დარბაზების აღმოჩენით მთავრდებოდა. „მოგზაურობის“ მესამე დღეს ჯგუფი ლოდნარის თავზე (დღეს ე.წ. „უღელტეხილი“ ) „სტალაგმიტების ტყეს“ მიადგა, საიდანაც 1983 წელს უკვე „ნაცნობი“ გიგანტური დარბაზის ხედი გადაიშალა. ემოცია იმდენად ძლიერი იყო, რომ ჯგუფის წევრებმა ერთხმად შეჰყვირეს კიდეც - „შ-ე-ე-რ-თ-დ-ა!!!“. ლოდნარიდან ჯგუფი დარბაზისკენ დაეშვა და უკვე ნაცნობი გზით დარბაზის ბოლოს ულამაზეს სიფონურ ტბამდე მივიდა. შემდეგ კი... ნაღვენთი ფორმებით ჩინებულად შემკული მიწისქვეშა სასახლეები პირველად იხილა ადამიანის თვალმა. ის, რაც საუკუნეების განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული, ქართველ მკვლევართა სპელეორაზმის დიდი ენთუზიაზმისა და თავდადების მეოხებით მნახველებისათვის ხელმისაწვდომი გახდა. პირველ დღეს ექვსასი მეტრი გაიარეს, მეორე დღეს - კილომეტრზე მეტი. გამოკვლეული მონაკვეთების სიგრძე იმ დროისათვის ათას ხუთას მეტრზე მეტი აღმოჩნდა. თამაზ ქობულაშვილი, ამირან ჯამრიშვილი და ვახტანგ კაპანაძე გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარზე (1985) ახლად შესწავლილ მღვიმეს პირველ აღმომჩენთა უფლებით „წყალტუბოს მღვიმე" ეწოდა, ხოლო მისმა დარბაზებმა მიიღეს შემდეგი სახელწოდებები: პირველ ნაღვენთებიან დარბაზს წყალტუბო დაერქვა, გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსების ნახევარ საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით მომდევნო დარბაზებს ინსტიტუტის დამაარსებლის „აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის" და ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის „აკადემიკოს თეოფანე დავითაიას", მრავალფეროვანი ნაღვენთებით შემკულ ერთერთ დიდ დარბაზს „დავით აღმაშენებლის", ყველაზე ვრცელ დარბაზს „მშვიდობის“, ხოლო დანარჩენებს გამარჯვების „რუსთაველის", „კოსმონავტების", "წყალტუბო-ქუთაისის„ და სხვა სახელები უწოდეს. იმავე წელს (1984) უშბაზე დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულ მთამსვლელთა ხსოვნის პატივსაცემად მღვიმის ყველაზე დაბალ ნიშნულზე და აქტიური დატბორვის ზონაში მდებარე, შავი ფერის ნაღვენთი ფორმებით შემკული დარბაზი „მთამსვლელთა ხსოვნის დარბაზად" მოინათლა, ხოლო მის მიღმა მდებარე დარბაზს „მარშალ გელოვანის" სახელი ეწოდა. 4 წყალტუბოს მღვიმის გენერალური გეგმა მღვიმის დარბაზების ახალი სახელწოდებები კეთილმოწყობის შემდეგ მღვიმის კეთილმოწყობის შემდგომ პერიოდში (2010) სპელეოტურისტულ ობიექტს თვითნებურად თავს მოახვიეს მიუღებელი და რეგიონისათვის შეუფერებელი სახელები, რომელსაც აქ აღარ გავიმეორებთ. აღვნიშნავთ, რომ სახელების თვითნებური შეცვლა არის გეოგრაფიული ობიექტების პირველაღმომჩენთა და მკვლევართა დამკვიდრებული ტრადიციის უხეში დარღვევა. გეოგრაფთა ეს შესანიშნავი აღმოჩენა გულთან ახლოს მიიტანეს და მღვიმის დაცვისა და სამეურნეო ათვისების საქმეში ბევრი რამ გააკეთეს წყალტუბოს რაიონის ხელმძღვანელმა მუშაკებმა და თვით სოფ. ყუმისთავის მოსახლეობამ. წყალტუბოს რაიონის ხელმძღვანელობამ ოპერატიულად ჩააყენა საქმის კურსში ზემდგომი ორგანოები. უპირველესად არასანქცირებულ ექსკურსანტთა მღვიმეში შეღწევის გამოსარიცხად, მათივე უსაფრთხოების მიზნით, მღვიმის შესასვლელს გაუკეთდა რკინის კარები, გაიჭრა და გაფართოვდა დარბაზებს შორის დამაკავშირებელი ვიწრო გასასვლელები, გაკეთდა კიბეები, მოაჯირები, მღვიმეში დამონტაჟდა ელექტროგანათება. ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწიეს „საქგუმბრინის" მაღაროთა სამმართველოს, წყალტუბოს ელექტრომეურნეობის და წყალტუბოს სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის თანამშრომლებმა. საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე მირზა ქორქაშვილი ყოველდღიურად პირადად ამოწმებდა სამუშაოების მიმდინარეობას. ექსპედიციას დიდი ამაგი დასდო ტურიზმისა და ექსკურსიების საქართველოს რესპუბლიკურმა საბჭომ, ქუთაისის კემპინგის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით სპორტის ოსტატმა გივი ყალაბეგიშვილმა, მთელი ექსპედიციის პერიოდში იგი ჭაბუკური გატაცებით მონაწილეობდა მღვიმესთან დაკავშირებულ ყველა საქმეში. გასაოცარი ხალისითა და ენთუზიაზმით ამოგვიდგნენ მხარში ყუმისთავისა და ქვილიშორის მცხოვრებლები. ყოველდღიურად ოცდაათი - ორმოცი კაცი გვეხმარებოდა, რომელთაც სათავეში ედგათ ცხუნკურის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იმედო ტყაბლაძე და სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე გურამ სვანიძე — იგონებს ბ-ნი ჯუმბერ ჯიშკარიანი. მშრომელთა უანგარო დახმარება და თანადგომა რომ არა - ყოვლად შეუძლებელი იყო იმ მოცულობის სამუშაოების შესრულება. გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა მოვახსენოთ ყველა მათ, ვინც ექსპედიციას ხელი შეუწყო მუშაობაში. 5 განსაკუთრებული თავგამოდებით იშრომეს ყუმისთაველმა ამირან, მამია, ზაური, გიგლა, ვაჟა, თამაზ და ინდიკო ტყაბლაძეებმა, სულიკო ზაქარიაძემ, ნუგზარ გამყრელიძემ გელა მაღლაფერიძემ, მიხეილ შალამბერიძემ, გვიშტიბელმა შოთა ფუტკარაძემ, რომან ბაბუნაშვილმა, ევტიხი სვანიძემ, ქვილიშორელმა ბიჭიკო, პლატონ, ნიკუშა სულაბერიძეებმა და სხვ. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, ისინი უანგაროდ და დიდი ენთუზიაზმით ემსახურებოდნენ ამ მამულიშვილურ საქმეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ შესრულდა 50 ათასი მანეთის პირველადი სამშენებლო სამუშაოები. გაიჭრა და გაფართოვდა დარბაზებს შორის დამაკავშირებელი ვიწრო გასასვლელები. გაკეთდა კიბეები, ხიდესტაკადები დამონტაჟდა 1500 მეტრი სიგრძის შვიდსადენიანი ელექტროგანათება, რის მეოხებითაც შესაძლებელი გახდა საუკუნეობით გამეფებული წყვდიადის ერთბაშად გაჩირაღდნება. ცხუნკურის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იმედო ტყაბლაძე, ჯუმბერ ჯიშკარიანი და სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე გურამ სვანიძე მღვიმეს დეტალურად გაეცნენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, ცენტრალური კომიტეტის მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მგელაძე, ჩაის მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ენვერ მალაზონია, სხვა ოფიციალური პირები. 6 ედუარდ შევარდნაძე, ჯუმბერ პატიაშვილი, გივი აბზიანიძე და სხვა საპატიო სტუმრები წყალტუბოს მღვიმეში (1984) სტუმრები აღფრთოვანდნენ მიწისქვეშა საოცრების ხილვით, მღვიმე ბუნების მნიშვნელოვან ძეგლად მიიჩნიეს და დადებითად შეაფასეს აქ ჩატარებული პირველადი კეთილმოწყობის სამუშაოები. მღვიმის ვრცელმა დარბაზებმა, ნაღვენთი ფორმების სიუხვემ და მრავალფეროვნებამ მღვიმის კეთილმოწყობის პერსპექტივა ცხადი და კონკრეტული გახადა იმავე დღეს, იქვე მღვიმეში გადაწყდა მისი კეთილმოწყობა ტურისტული მიზნით, რასაც საგანგებო დადგენილება მოჰყვა. დადგენილებით განისაზღვრა არა მარტო ახლად აღმოჩენილი სპელეოლოგიური ობიექტის კომპლექსური შესწავლა, არამედ მისი კეთილმოწყობის გრაფიკი და დასახელდა სამშენებლო სამუშაოთა ძირითადი შემსრულებლები. რესპუბლიკის აგრომრეწვის კომიტეტმა აქტიურად მოჰკიდა ხელი ამ დადგენილების ხორცშესხმას. მიღებული გადაწყვეტილებით წყალტუბოს მღვიმის მეცნიერული კვლევის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის დამკვეთის ფუნქცია დაეკისრა საქართველოს სასოფლო- სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტს. ჯუმბერ პატიაშვილი ჯუმბერ ჯიშკარიანი და ედუარდ შევარდნაძე წყალტუბოს მღვიმეში (1984) გამოიყო თანხები, შედგა ძეგლის კეთილმოწყობის პროექტი (ავტორი აკადემიკოსი ვახტანგ დავითაია, არქიტექტორი ზურაბ სუჯაშვილი). მოგვიანებით (2007) პროექტი განსახორციელებლად ასოციაცია „ატუს" („ქართუ ჯგუფს“) გადაეცა. მშენებლები შეეცადნენ მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ მღვიმის პირვანდელი სახე. მათ მეტად რთული და მძიმე სამუშაოების ჩატარება მოუხდათ. მიწისქვეშა დერეფნებში მინიატურული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებაც კი არ ხერხდებოდა, აფეთქებითი სამუშაოების წარმოებაც გამორიცხული იყო. სამშენებლო მასალა - ცემენტი, ხისა და ლითონის კონსტრუქციები ზურგით გადაჰქონდათ. მშენებელთა სასახელოდ უნდა ითქვას რომ მათ ჩინებულად გაართვეს თავი შექმნილ სიტუაციას. სრული უგზოობის პირობებში გაიყვანეს თითქმის 1200 მ სიგრძის კეთილმოწყობილი ბეტონის ბილიკები. მღვიმის ძირითად 7 საატრაქციონო ტრასაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ცალკეული დარბაზებისა და დერეფნების განათებას, ელნათურები საგულდაგულოდ არის შენიღბული, დარბაზებს ლამპიონების არეკლილი სხივები ანათებს მიუხედავად ამისა, მიწისქვეშა განათება არსებით გაუმჯობესებას საჭიროებს. 2012 წლის დასაწყისში უკვე კეთილმოწყობილი ტურისტული ობიექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაიბარა. ამჟამად მღვიმე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაშია. ისტორიის კუთვნილება გახდა ამ უნიკალური მღვიმური სისტემის აღმოჩენის. მშენებლობისა და კეთილმოწყობის მღელვარე წლები. დაიწყო ზღაპრული მიწისქვეშა სამყაროს ახალი ცხოვრება. 2011 წლის 26 მაისს, წყალტუბოს მღვიმე გაიხსნა ექსკურსანტებისათვის და გახსნის პირველივე წელს 80700, მომდევნო წელს კი 45300 ადამიანმა იხილა ბუნების ეს საოცრება. დროის მოკლე პერიოდში, მღვიმემ 200 ათასზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. რომელთა შორის 50 000-ზე მეტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი სტუმარი გახლდათ. წყალტუბოს მღვიმისა და მისი შემოგარენის კვლევის კომპლექსური მეცნიერული პროგრამა დამუშავდა გეოგრაფიის ინსტიტუტში, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის პროფესორ ზურაბ ტატაშიძის და ინსტიტუტის დირექტორის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის თამაზ კიკნაძის (1982-1991) ხელმძღვანელობით. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელმძღვანელობა, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება ჯუმბერ ჯიშკარიანს დაევალა. იმავე წელს (1984) გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიცია შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. პირველ რიგში საჭირო შეიქმნა მღვიმური სისტემის მორფოლოგიური, მორფომეტრიული და მორფოგენეტური თავისებურებების, გეოლოგიურ- სტრუქტურული პირობების, მღვიმური სისტემისა და მიმდებარე ტერიტორიების ჰიდროგეოლოგიური პირობების დადგენა, მღვიმის საჰაერო აგეგმვა, მღვიმის კლიმატის, მღვიმური სისტემის ამგები ქანების სიმკვრივის, სიმტკიცის და დეფორმაციული თვისებების შესწავლა, მღვიმის ატმოსფეროში რადონის, გამა გამოსხივებისა მსუბუქი იონების შემცველობის განსაზღვრა, ჰაერში მყარი აეროზოლებისა და ჰაერის სხვა მინარევების დადგენა და მისი გაჭუჭყიანების თავიდან აცილების ღონისძიებების შემუშავება. მომდევნო წლებში გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები ჩაატარეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიური, მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის, გრიგოლ წულუკიძის სამთო მექანიკის ინსტიტუტების, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს, ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის, სანიტარიისა და ჰიგიენის, ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის წყალტუბოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „ჰიდრომეტსამსახურის" და რესპუბლიკის სხვა უწყებათა საექსპედიციო რაზმებმა. აქვე საგანგებოდ უნდა გამოიყოს გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგია სპელეოლოგიის ლაბორატორიასთან არსებული სპელეოაქვალანგისტთა ახალგაზრდული რაზმის (ამირან და ელგუჯა ჯამრიშვილები, ვახტანგ კაპანაძე, ირაკლი შეშელიძე, იუზა 8 ფოფხაძე) ფრიად ნაყოფიერი საქმიანობა გამოცდილი მყვინთავის კობა მთიულიშვილის ხელმძღვანელობით. შემდგომში, ახალგაზრდა მყვინთავებს გვერდით ედგნენ გამოცდილი მოსკოველი სპეციალისტები ვლადიმირ კისელიოვი, ვლადიმირ არეფიევი, ილია ალექსანდროვი და როსტოველი ვლადიმირ იაშკინი, რომელთა უშუალო მონაწილეობით პირველად აიგეგმა წყალტუბოს მღვიმის სიფონური მონაკვეთები. უკვე 1985 წლის იანვრისათვის, ყუმის ვოკლუზის მხრიდან დაძლეულ იქნა ოთხი სიფონი, 250 მეტრიანი წყლიანი გვირაბი (ჭერი 3- 4 მეტრის სიღრმეზე ეშვებოდა წყალში), ვრცელი მიწისქვეშა ტბები, რომელთა სარკის ფართობი 1000 და 1350 მ2-ს აღემატება. ამ გვირაბის გავლას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რამაც გარკვეული კორექტივები შეიტანა მღვიმის დაპროექტების საქმეში. მთელი იმ ცოდნის დაგროვებაში, რაც სადღეისოდ გაგვაჩნია ბუნების ამ შესანიშნავ ძეგლზე, მღვიმის პირველაღმომჩენებთან ერთად ღირსეული წვლილი შეიტანეს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრებმა ზურაბ ტატაშიძემ, ლევან მარუაშვილმა შალვა ყიფიანმა, კარლო ლიფონავამ, გივი გიგინეიშვილმა, ელენე სოხაძემ, დემურ ტაბიძემ. ნანა მამაცაშვილმა, ზურაბ ლაოშვილმა, გიორგი გელაძემ, თამაზ აფხაიძემ, და სხვ. სხვადასხვა დროს კვლევებში მონაწილეობდნენ მერაბ თათარიშვილი, ავთანდილ აბესაძე, მიხეილ კაკაბაძე, ავთანდილ ამირანაშვილი, ალბერტ ნოდია, გივი ჯაში, იორამ თარხანმოურავი, კობა მთიულიშვილი, იუზა ფოფხაძე და სხვა. საქართველოს მოწისქვეშა სამყაროს ათვისებასა და პოპულარიზაციის საქმეში აგრეთვე აქტიურად ჩაება „საქართველოს სპელეოლოგთა ასოციაცია”, რომლის ბირთვი დაკომპლექტებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემის გეოგრაფიის, გეოლოგიის და სამთო მექანიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერებით: ამირან და ელგუჯა ჯამრიშვილები, ვახტანგ კაპანაძე, გიგი გელაძე, მამუკა ნიკოლაძე, ვახტანგ ჩიხრაძე, გიორგი ნოზაძე, იური დავლიანიძე და სხვ. ახალგაზრდების აღნიშნული ჯგუფის თაოსნობით იტალიელი და ფრანგი სპელეოლოგიური კლუბების თანამონაწილეობით ჩატარდა მნიშვნელოვანი დაზვერვითი სპელეოლოგიური ექსპედიციები ბზიფის, ასხის, ხვამლისა და წყალტუბოს კარსტულ მასივებზე. საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციების ფონზე მღვიმის სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები დროებით შეწყდა. თუმცა გეოგრაფიის ინსტიტუტს წლების განმავლობაში (1989-2009) ყურადღება არ მოუკლია ამ უნიკალური ძეგლისადმი. ჩვენ ყოველ წელს ვაკვირდებოდით მღვიმის ბუნებრივ რიტმს, ვაფიქსირებდით შექმნილ მდგომარეობას. მღვიმის ძირითად პრობლემაზე ყურადღების გამახვილება წინამდებარე საიბილეო მოხსენების მიზანს წარმოადგენს. პრობლემის არსი არის მღვიმის სპელეოკლიმატური პარამეტრების არსებითი შეცვლა მისი კეთილმოწყობის შემდეგ. კერძოდ, წყალსარინი გვირაბის აგებისა და მღვიმეში გასასვლელების გაფართოების შემდეგ ჰაერის ხარჯი გაზრდილია 12-15%-ით. აღნიშნული მღვიმის საერთო გამოშრობის ფონზე შეამცირებს ჰაერის ფარდობით ტენიანობას, ხოლო ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ადამიანის სუნთქვისათვის საკმარისი ჰაერცვლიდან გამომდინარე, ცხრილში მოცემულია ჰაერის ხარჯისა და ერთდროულად დასაშვებ ექსკურსანტთა რიცხვი მღვიმეში. მითითებული მაჩვენებლების დაცვა აუცილებელია ადამიანთა უსაფრთხოებისათვის. ჰაერის ხარჯის შესაბამისი ექსკურსანტთა დასაშვები რიცხვი მღვიმეში 9 თვე ჰაერის ხარჯი, მ3/წთ ექსკურსანტების რიცხვი I 57,5 7068 II 55,2 6216 III 46,0 5580 IV 23,0 2700 V 39,1 4500 VI 49,5 5760 VII 57,0 6882 VIII 58,3 7068 IX 48,3 5760 X 25,3 2976 XI 32,2 3780 XII 50,6 6163 ჰაერის ხარჯისა და მღვიმის მოცულობიდან (203000 მ3) გამომდინარე, სრული ჰაერცვლა მღვიმეში ხდება საშუალოდ 2-5 დღე-ღამის განმავლობაში. ცხრილის მაჩვენებლების შემთხვევაშიც მღვიმის ეკოლოგიური პირობები დაცული არ იქნება და პრობლემის გადაჭრის გზად ჩვენ მიგვაჩნია: 1. მღვიმის ბაზაზე მკვლევართათვის სამეცნიერო სტაციონარის შექმნა; 2. მღვიმის ექსპლუატაციის პირობების კორექტირება პრაქტიკიდან გამომდინარე. მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ზურაბ ტატაშიძე წყლის სინჯის აღებისას წყალტუბოს მღვიმის აღმოჩენაში, კვლევასა და ათვისებაში ძალზე დიდია გეოგრაფიის ინსტიტუტის წვლილი. დღევანდელი სოციალური და ეკონომიკური პირობებიდან, აგრეთვე მსოფლიო სპელეოტურისტული ობიექტების ექსპლუატაციის მაგალითებიდან გამომდინარე. სპელეოლოგიური სამუშაოების გასაშლელად გეოგრაფიის ინსტიტუტს სრული საფუძველი აქვს მტკიცედ მოითხოვოს და უნდა მიიღოს კიდეც მღვიმის ექსპლუატაციით განპირობებული შემოსავლის წილი, რომელსაც გამოიყენებს კვლევითი და 10 ძიებითი სამუშაოების დასაფინანსებლად, ზემოანიშნული სტაციონარული დაკვირვების პუნქტის ფუნქციონირებისათვის. FOR 30th ANNIVERSARY 0F TSKALTUBO (PROMETHEUS) KARST CAVE DISCOVERY Lanchava Omari*, Tsikarishvili Kukuri* * Grigol Tsulukidze Mining Institute, Georgian Technical University TS U, Vakhushti Bagrationi Institute of Geography Summary In the early eighties of last century important speleo—discoveries were done in Tskhaltubo limestone massif. Expedition unit of the Vakhushti Bagrationi Institute of Geography of Georgian Academy of Sciences became the discoverer of the multientrance labyrinth cave system, the total length of the corridors of which partially filled with water exceeded 15 km. Exited years of discovery and improvement works of this unique cave system became the property of the history. This article is dedicated to the events and people involved in them. K ТРИДЦАТОЙ ГОДИВЩИНЕ ОТКРЫТИЯ ЦХАЛТУБСКОЙ (ПРОМЕТЕЕВСКОЙ) КАРСТОВОЙ ПЕЩЕРЫ 0.A. Ланчава*, К.Д. Цикаришвили ** *Горный Институт им. Г.А. Цулукидзе, Грузинский технический университет “Институт географии им. Вахушти Багратиони ТГУ B начале восьмидесятых годов прошлого столетия в Цхалтубском известковом массиве были сделаны важные спелеооткрития. Экспедиционный отряд Института географии им. Вахушти Багратиони АН Грузии стал открывателем многовходной лабиринтной пещеры. суммарная длина коридоров которой, частично наполненных водой, составляет более чем 15 км. Стала собственностью истории вольнующие годы открытия и благоустройства этой уникальной пещерной системы. Данная статья посвящена тем событиям и людям, участвовавших в них. ლიტერატურა: ლანჩავა ო, წიქარიშვილი კ. წყალტუბოს (ყუმისთავის) მღვიმის ბუნებრივი კლიმატის შენარჩუნების აუცილებლობა მისი ექსპლუატაციის პირობებში. საერთაშორისო კონფერენციის მასალები „გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები", ახალი სერია №5 (84), 2013, გვ 170—173. ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი. თბ., „პეტიტი”, 2009, 670 გვ. ტატაშიძე ზ. წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., ჯამრიშვილი ა., გელაძე გ., ლომინაძე გ. წყალტუბოს მღვიმური სისტემა. თბ., „პეტიტი“, 2009, 72 გვ. წიქარიშვილი კ., ბოლაშვილი ნ. საქართველოს კარსტული მღვიმეები (მოკლე ცნობარი). თბ., თსუ-ს . გამომცემლობა, 2013, 157 გვ. წიქარიშვილი კ, ლანჩავა ო. მღვიმეებში კონდენსაციური ტენის გამოთვლის საკითხისათვის. საერთაშორისო კონფერენციის მასალები „გარემო და გლობალური დათბობა“, ეძღვნება 11 აკადემიკოს თეოფანე დავითაიას დაბადებიდან 100 წლისთავს, ახალი სერია, №3 (82), 2011, გვ. 226-229. ხარაძე კ არაორგანული ბუნების ღირსშესანიშნაობები. - საქართველოს გეოგრაფია. თსუ, 2013, გვ. 202-212. ხარაძე კ. საქართველოს ბუნების ძეგლები, თბ., 2014, 424 გვ. ჯიშკარიანი ჯ., ბარანოვი ს. საქართველოს მღვიმეებში. თბ., „საბჭოთა საქართველოი, 1986, 92 გვ. (რუს.). ჯიშკარიანი ჯ. გამცემლიძე ნ, ჯავრიშვილი ა, და სხვ. წყალტუბოს მღვიმური სისტემა. ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის შემაჯამებელი სამეცნიერო სესია, მოხსენებათა თეზისები, 1985. ჯიშკარიანი ჯ., ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ლანჩავა ო. წყალტუბოს მღვიმური სისტემის კომპლექსური კვლევის ძირითადი შედეგები //საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე, 2010, ტ 4., №2, გვ. 92-95. ჯიშკარიანი ჯ,. ქალდანი ლ. წყალტუბოს მასივის სპელეოლოგიისათვის. საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათი კვლევის მეთოდები თბ„ „მეცნიერება“, 1979, გვ. 124— 132. ჯიშკარიანი ჯ, ქალდანი ლ. ახალი მონაცემები წყალტუბოს კირქვული მასივის მღვიმეებზე და მათი რეკრეაციული მნიშვნელობა - ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის შემაჯამებელი სამეცნიერო სესია, მოხსენებათა თეზისები 1973. ჯიშკარიანი ჯ„ წიქარიშვილი კ., ქობულაშვილი თ. და სხვ. წყალტუბოს მღვიმური სისტემის კვლევის უახლესი შედეგები. - ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის შემაჯამებელი სამეცნიერო სესია, მოხსენებათა თეზისები, 1986.