Microsoft Word - fullpdf06022024 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 294 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 6 Issue 2, 2024 https://doi.org/10.52340/gs.2024.06.02.31 მედიის გავლენა სახელოვნებო და ლიტერატურულ პროცესებზე საქართველოსა და ამერიკაში ასმათ წერეთელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი. ელ.ფოსტა asmat.tsereteli@ciu.edu.ge აბსტრაქტი ,,ვისაც ცხოვრებაში ბედნიერება და სიახლის გაგება სურს, მან აუცილებლად უნდა იკითხოს გაზეთი“! - ეს მოსაზრება გაჩნდა 1609 წელს გერმანიაში პირველი გაზეთის გამოცემისას. ინფორმაციულ საზოგადოებას განვითარების სწრაფი ტემპი და მუდმივი ცვლილება ახასიათებს. სწორედ ამ ცვლილებების გამო, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე დამყარებული ნაშრომები დიდხანს ვერ ინარჩუნებს საჭირო აქტუალობას. ჩატარებული კვლევების სინთეზი, როგორც უახლეს მაგალითებზე, ასევე ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით ავლენს იმ საერთო მახასიათებლებს, რომლებიც მუდმივი სახესხვაობის მიუხედავად, დროის გარკვეულ მონაკვეთში ნარჩუნდება და არ განიცდის არსებით ცვლილებას. წინამდებარე სტატიის მიზანია, კულტურის მედიის, ამ შემთხვევაში პრესაში კულტურის საკითხების გაშუქებისას, ბეჭდური მედიის, როგორც სიტყვის თავისუფლების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორის როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში და მედიის გავლენის ჩვენება სახელოვნებო და ლიტერატურულ პროცესზე საქართველოსა და ამერიკაში - ჟურნალების - ,,თეატრი“, ,,არილი“, ,,ARTFORUM” -ისა და ,,Art in America”-ს მაგალითზე. საკვანძო სიტყვები: მედია, ხელოვნება, კულტურა, ლიტერატურა, დისკურსული მრავალფეროვნება. პოლიტიკის მეცნიერი ბენედიქტ ადერსონი ამტკიცებდა, რომ ნაციონალური იდენტობის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა პრესამ, რადგან ის მკითხველს მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო მიზნისა და ფასეულობების გარშემო აერთიანებდა. ადერსონის აზრით, გაზეთებმა ხელი შეუწყო ,,წარმოსახვითი ერთობის“ შექმნას. (B.Aderson, 1983). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 295 სანამ სახელოვნებო და ლიტერატურულ პროცესებზე მედიის გავლენის შესახებ ვისაუბრებთ, მოკლედ მიმოვიხილავთ ბეჭდური მედიის განვლილ გზას საქართველოსა და ამერიკაში. ევროპაში პირველი გაზეთი იოჰან კაროლუისმა გამოსცა 1609 წელს გერმანიაში. ამ მცირე ზომის გამოცემამ პოპულარობა მაშინვე მოიპოვა. გაზეთის ბეჭდვაში გერმანიას საფრანგეთი მიჰყვა, პრესის ლიდერად კი ინგლისი იქცა. გაზეთი აუცილებელი მედიუმი გახდა ასევე იმ ევროპელებისთვის, რომლებიც მოცემულ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდნენ და რომლითაც ოჯახთან კავშირს ინარჩუნებდნენ. ახალ ქვეყანაში დაფუძვნებულებმა საკუთარი კულტურა შექმნეს და გაზეთები მათი კულტურის პოპულარიზაციის საშუალებად აქციეს. შეგვიძლია ეს მაგალითი მთელ მსოფლიოზე განვაზოგადოთ და მედიისა და კულტურის პირველწყაროდ მივიჩნიოთ. როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა ბეჭდურმა მედიამ რთული, თუმცა საინტერესო გზა გაიარა. 1833 წელს ამერიკაში გამოჩნდა იაფფასიანი ფურცელი ,,პენი პრესი“, რომელიც დღეს ასე ჭარბად მომრავლებული ყვითელი ტაბლოიდების წინამორბედადაც უნდა მივიჩნიოთ. XX საუკუნის დასაწყისში არაბეჭდური მედიის ძირითად საშუალებათა-რადიოსა და კინოს პოპულარობის ბუმი დაიწყო. 1920 წლისათვის ამერიკაში რადიო უპრეცენდენტო შესაძლებლობას იძლეოდა, უამრავი მსმენელისთვის გადაეცა ინფორმაცია ერთსა და იმავე დროს. მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში იაფი კინოსეანსები ტარდებოდა აშშ-სა და კანადაში. 1940-იანი წლებიდან რადიოსა და კინოს ტელევიზია დაემატა და ის მასმედიის დომინანტური ფორმა გახდა. ტელევიზია ხელს უწყობდა ჰომოგენური და კონფორმული კულტურის განვითარებას, რადგან ამყარებდა ,,ნორმას“, როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანი. რადიოსა და ტელევიზიის ხელში იყო მოქალაქეთა წარმოსახვა, ბეჭდურ მედიას კი ამ მედიალანდშაფტთან ადაპტირება უწევდა. პირველი ქართული გაზეთი 1819 წელს გამოიცა, უკვე რუსული მმართველობის პირობებში. მას ჯერ ,,საქართველოს გაზეთი“, შემდეგ კი ,,ქართული გაზეთი“ ერქვა. სიიაფის მიუხედავად მოსახლეობას მისი გამოწერა მაინც უჭირდა. ცენზურის გამო, გაზეთი ჯერ რუსულ ენაზე იქმნებოდა და შემდეგ ითარგმნებოდა. 1821 წლის ბოლოს ხელმომწერთა სიმცირის გამო გაზეთის ბეჭდვა შეწყდა. 1828 წელს კი ყოველკვირეული გაზეთის ,,ტიფლისკიე ვედომოსტისა“ და მისი ქართული ვარიანტის, ,,ტფილისის უწყებანის“ გამოცემა დაიწყო. 1832 წლის იანვარში გამოვიდა პირველი ქართული ჟურნალი ,,სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, როგორც გაზეთ ,,ტფილისის უწყებანის“ დამატება. მასში დაიბეჭდა 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა ლექსები, მხატვრული და ისტორიული ტექსტები, რომლებიც პატრიოტულ გრძნობებს უღვივებდნენ მკითხველს. ეს უნდა მივიჩნიოთ საზოგადოებაზე პრესის იდეოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთ პირველ მაგალითად. იდეოლოგიური ზემოქმედების საშუალებად რჩებოდა პრესა და ტელევიზია საბჭოთა პერიოდში მთელი 70 წლის მანძილზე. გაზეთი პროპაგანდის მთავარი იარაღი გახდა და მის მოვალეობად ხელისუფლებისათვის მისაღები აზრის ფორმირება მიიჩნეოდა. ფრანგი მწერალი ანდრეი ჟიდა წერდა : ,,საბჭოთა მოქალაქე ფიქრობს როგორც გაზეთი ,,პრავდა“, რაც Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 296 გაზეთში არ წერია, მას ტყუილი ჰგონია“. სწორედ ამ პერიოდში-1925 წლის 21 მაისს გადაიცა პირველი ქართული საცდელი რადიო გადაცემა, შედარებით მოგვიანებით კი, 1956 წლის 30 დეკემბერს პირველი ქართული სატელევიზიო გადაცემა გავიდა ეთერში. პრესასთან ერთად რადიოც და ტელევიზიაც საბჭოთა პროპაგანდის მთავარ იარაღად იქცა. XX ს. მეორე ნახევარი და XXI საუკუნის დასაწყისი მედიაფორმების სწრაფი ზრდით ხასიათდება, მოიცავს პრესას, რადიოს, კინოს, ტელევიზიას, სოციალურ ქსელებს. თანამედროვე საქართველოში მედიასივრცე შეიძლება შემდეგნაირად დავახასიათოთ: 1) საზოგადოებრივი მაუწყებლობა კომერციული მედიისგან ძირეულად განსხვავებულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, ის ვალდებულია, საზოგადოებაში მრავალფეროვანი, ყველა ჯგუფისადმი ხელმისაწვდომი, მიუკერძოებელი ინფორმაცია გაავრცელოს და ამისათვის ყველა ტექნიკური პლატფორმა გამოიყენოს, რასაც ნაწილობრივ ახერხებს. 2) კომერციული მედია უმეტესწილად ბიზნესს ან პოლიტიკურ ინტერესებს ემორჩილება. ძირითადი ტრენდი პოლიტიკური დისკუსიები და გასართობი პროგრამებია. მას უყურებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მიღებული კონტენტი საზოგადოების ღირებულებათა ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს. 3) რაც შეეხება ინტერნეტსივრცეს, საზოგადოების 95% მისი მომხმარებელია, ის მოიცავს ინფორმაციის დიდ ნაკადს, მომხმარებელს სასურველი კონტენტის სასურველ დროს, ადგილს და სასურველი ფორმით მიწოდებას სთავაზობს, თუმცა ინფორმაციის მიღების კულტურას მნიშვნელოვნად ცვლის. 4) თანამედროვე პრესა კი შეიძლება დავყოთ რესპექტაბელურ და ტაბლოიდურ გამოცემებად, რომლებიც სატელევიზიო მედიის მიერ აქცენტირებულ ინფორმაციას დროში უფრო გახანგრძლივებული და გაშლილი ფორმით სთავაზობს მკითხველს. ვილბურ შრემი თავის წიგნში - „მასმედია და ნაციონალური განვითარება“ აღნიშნავს, რომ მასობრივი კომუნიკაცია ზეგავლენას ახდენს განვითარებად კულტურებზე. ის ხელს უწყობს ეკონომიკურ, სოციალურსა და კულტურულ განვითარებას, ახდენს ადამიანური რესურსების მობილიზებას და მათგან ყურადღებას მოითხოვს. ყველა ამ პროცესში მედიის როლი უკიდურესად დიდია. (W.Shrem, 2011). მედიის გავლენებს სახელოვნო და ლიტერატურულ პროცესებზე საქართველოსა და ამერიკაში განვიხილავთ ჟურნალების--,,თეატრი", ,,არილი", ,,Art in America" ,,ARTFORUM" მაგალითებზე. ჟურნალ ,,თეატრს“ საუკუნეზე მეტი-125 წლის ისტორია აქვს. მისი პირველი ნომერი 1910 წლის 2 თებერვალს დაიბეჭდა სახელწოდებით ,,თეატრი და ცხოვრება“. ჟურნალი 1914-1920 და 1923-1926 წლებში გამოდიოდა და რედაქტორ-გამომცემელი იოსებ იმედაშვილი იყო. შემდეგ ჟურნალმა არსებობა 1950 წელს განაახლა და 1990 წლამდე ,,თეატრალური მოამბის“ სახელწოდებით გამოდიოდა. 1990-2017 წლებში ჟურნალს კვლავ ,,თეატრი და ცხოვრება“ ეწოდა, 2018 წლიდან დღემდე კი გამოდის სახელწოდებით ,,თეატრი“, რომელიც საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჟურნალია და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოდის. ჟურნალ ,,თეატრში“ დაბეჭდილი სტატიები 2018 წლიდან შეეხება ქართული კინოსა და თეატრის სფეროში მოღვაწე რეჟისორებისა და მსახიობების ოსტატობას, ქართული Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 297 თეატრების ისტორიას და მიმდინარე პროცესებს, რეცენზიებს სპექტაკლებზე, საინტერესო ესეისტიკას, ცნობილ თეატრალურ მოღვაწეთა, მწერლების და ფილოსოფოსების თარგმანებს, ქართველ სცენოგრაფთა ოსტატობას, პიესების თარგმანებს, უცხოურ კულტურას და სხვა. ჟურნალი ,,თეატრი“ დარგობრივი ჟურნალია და კულტურის სფეროს ერთგვარი ,,მებაირახტრის“ როლშია. აღსანიშნავია, რომ ის არ არის მასებზე გათვლილი, უფრო ნაწილია პუბლიკისა, რომელსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული ინტერესები გააჩნია. ჟურნალს აქვს ამბიცია, იყოს გამორჩეული თავისი ფორმით და შინააარსით. მედიის გავლენები სახელოვნებო და ლიტერატურულ საკითხებზე, ავტომატურად გულისხმობს მედიის გავლენას საზოგადოებაში მიმდინარე აქტიურ პროცესებზე, რადგან ხელოვნებისა და მედიის ,,მოვალეობაც“ ამ პროცესების ,,გახმიანებაა“. ხშირად ისტორიულ თემაზე შექმნილ ნაწარმოებებში დასმული პრობლემებიც კი თანამედროვეობას ეხმიანება, რომლის ნათელი მაგალითია ლაშა ჩხარტიშვილის რეცენზია -,,ოიდიპოსი“-გამოხმაურება თანამედროვეობასთან“, რომელიც ჟურნალ ,,თეატრის“ 2021 წლის პირველ ნომერში დაიბეჭდა. პრობლემის დასმის საკმაოდ კორექტული ფორმით, თუმცა აზრის სიმძაფრით გამოირჩევა ჟურნალში -,,რედაქტორის გვერდი“. 2019 წლის ჟურნალ ,,თეატრის“ 1-ლი და მე- 2 ნომერის ,,რედაქტორის გვერდი“ თანამედროვე ქართული თეატრის რეალობას ასახავს, რომელსაც ,,ძველი დიდების“ დასაბრუნებლად ზარის ახალი ,,შემომკვრელები“ სჭირდება. ,,გრიგალში ისევ უნდა ჩამოირეკოს, თუნდაც პატარა ზარებმა, აი, ისეთმა, მიხეილ თუმანიშვილს თავის სამუშაო კაბინეტში რომ ჰქონდა ,,საგულდაგულოდ გამომზეურებული“ (დ.ანდრიაძე, 2019). დავით ანდრიაძის მიერ შექმნილი აკაკი ბაქრაძის ლიტერატურული ,,პორტრეტი“- ,,შაქარი საშიშია-ანუ, თქვენ ცუდად ცხოვრობთ, ადამიანებო“ (,თეატრი", 2019), არა მარტო 1960-80-იანი წლების ქართული ლიტერატურულ-არტისტული კრიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის და მოაზროვნის შესახებ მოგვითხრობს, არამედ ,,საბჭოთა პერიოდის“ ( და არა მარტო), ქართულ სამწუხარო რეალობას გვიჩვენებს-ადმიანის ეროვნული,სოციალური თუ ზნეობრივი ,,დასაჭურისების“ ტკივილს. აკაკი ბაქრაძის შემოქმედებაში მთავარი- ეპოქის სულის დიაგნოსტიკა იყო, რომელსაც სადად, ნათლად შიფრავდა ნაწარმოებებში და ყოველთვის ახერხებდა მხატვრულად სწორი დიაგნოზის დასმას. მას სძულდა ბელადის ინსტიტუტი, არადა, ცოტა დააკლდა-კინაღამ ,,ბელადად“ აქციეს. ეს ის პერიოდია, 80-იანი წლები, როდესაც ზეპირ ესეებად ქცეული ბაქრაძის ლექციები, მერაბ მამარდაშვილის ,,ფილოსოფიურ მონოლოგებთან“ ერთად, ნამდვილ ინტელექტუალურ ოაზისად გვევლინებოდა. ,,პუბლიკუმის წინაშე უშიშარი კაცის პოზით წარმოდგენა, ან რეპრეზენტაცია და საუკუნეების განმავლობაში ამ პოზის შენარჩუნება-აი, ქართველი კაცის გაუსაძლისი როლი. მაინც უძლებდა!“ (დ.ანდრიაძე, 2019). ჩვენს საკვლევ პრობლემას, რომ პოლიტიკური ფონის ,,წყალობით“ კულტურის თემები პოლიტიზირებულია ქართულ მედიაში-ჟურნალი ,,თეატრი“ თავისი ინტელექტუალური, ზომიერი კრიტიკით ,,უპირისპირდება“ და მართალი სიტყვის პლატფორმად რჩება კულტურის მედიის სივრცეში. ის ახერხებს თქვას თავისი სათქმელი: ,,რა სჭირს ადამიანს? Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 298 გზად მწერალი ჩამოივლის და ღობეებზე გადმოფენილ ხალხს ასე მიმართავს: ,,თქვენ ცუდად ცხოვრობთ, ადამიანებო!“. (დ.ანდრიაძე, 2019). ჟურნალ ,,არილის“ პირველი ნომერი 1996 წელს დაიბეჭდა და თითქმის 30 წელის მანძილზე (ჟურნალს ჰქონდა იძულებითი პაუზაც) მისი ყველა ახალი ნომრის დაბადება ნიჭიერი და საინტერესო ადამიანების ,,შეხვედრის ადგილი იყო ყოველთვის“. სულ ცოტა ხნის წინ, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიამ კვლავ იძულებითი პაუზის შესახებ აცნობა მკითხველს, რაც ძალიან სამწუხაროა. ,,არილისთვის“ მნიშვნელოვანია ტექსტი, მისი ლიტერატურული ღირებულება და არა მარტო სახელები. ამიტომაც აცნობს მკითხველს ბევრ ნიჭიერ, ახალბედა შემოქმედს. ჟურნალი სახელოვნებო და ლიტერატურულ პროცესებს შემდეგი თეზისით ეხმიანება: ,,სიახლე ყველაფერში-ახალი ავტორების აღმოჩენაშიც და ,,ცნობილი“ ტექსტების ახლებურად გააზრებაშიც. ,,ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში რეცენზიების, კრიტიკის კულტურა“-აღნიშნავდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალის რედაქტორი მალხაზ ხარბედია. (,არილი", 2021). 90-იანი წლების დასაწყისში გაზეთ ,,კავკასიონში“ გაჩნდა ,,არილის“ რამდენიმეფურცლიანი ლიტერატურული ჩანართი. ცალკე გამოცემად კი 1996 წლიდან გამოდიოდა შადიმან შამანაძის რედაქტორობით. შადიმან შამანაძე, მალხაზ ხარბედია, თამაზ ვასაძე, ანდრო ბუაჩიძე, ზაზა თვარაძე, ზვიად რატიანი-ეს მწერლები იდგნენ მაშინდელი ,,არილის“ სათავეებთან. გამოცემამ იმ პერიოდში ყველა საინტერესო ავტორი მოიზიდა. 90-იან წლებში, ეს იყო ერთ-ერთი გახსნილი სივრცე ლიტერატურისა და ხელოვნების მოყვარულთათვის და დისკურსული მრავალფეროვნების ჭრილში აშუქებდა ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს. მაშინ სხვა ჟურნალებიც არსებობდნენ-,,ცისკარი“, ,,მნათობი“, ,,ლიტერატურული საქართველო“. დღეს ლიტერატურულმა პროცესებმა, გარკვეულწილად, ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, თუმცა ეს სივრცე ლიტერატურისთვის საკმარისი არ არის, რადგან ბეჭდურ ჟურნალებს სხვა ხიბლი და თავისი ნიშა აქვთ. ,,არილი“ ბრენდი იყო და ასეც დარჩა. ის ყოველთვის იყო მოდურიც, თუმცა არასოდეს გამხდარა მეინსტრიმი. ის ყოველთვის ზრუნავდა ხარისხზე და არასოდეს უცდია სახელის მოპოვება ეპატაჟური ტექსტების გამოყენების ხარჯზე. რედაქციის გარშემო ავტორთა ისეთი ჯგუფი შეიქმნა, რომლებმაც ,,არილის“ ეთიკა“ ჩამოაყალიბეს და უხარისხობის მოგერიებაც ავტომატურად ხდებოდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჩნდა იდეა ,,არილის“ ბიბლიოთეკის შექმნის, ლიტერატურული კონკურსების ჩატარების და ლიტერატურული სკოლის დაფუძვნების, თუმცა იდეა იდეად დარჩა. საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი ბოლო პერიოდამდე კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოდიოდა. ჰოვარდ ზინის ფრაზა: ,,მათ აქვთ იარაღი, ჩვენ გვყავს პოეტები, შესაბამისად ჩვენ გავიმარჯვებთ“ - მწერლობისადმი და ხელოვნებისადმი ერთგვარი ფორის მიცემად განისაზღვრება. (H.Zinn, 2005). მედიის მიერ კი, ამ საკითხების გაშუქება, საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების ძლიერი საშუალებაა. ხელოვნება აღარ ჯერდება მგრძნობელობაზე ექსკლუზივს და პედანტი მკვლევარის თვისებებს იძენს. თეოდორ ადორნო ამბობს: ,,ფორმის გათავისუფლება, რომლისკენაც მიისწრაფვის ნებისმიერი ახალი ხელოვნება, არის საზოგადოების გათავისუფლების შიფრი, რადგან ფორმა, მთლიანად ცალკეულის, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 299 ერთეულის ესთეტიკური კონტექსტი, წარმოადგენს სოციალურ ურთიერთობებს ხელოვნების ნაწარმოებში“. (T.Adorno, 1960) მედიის გავლენა სახელოვნო და ლიტერატურულ პროცესებზე საინტერესოდაა წარმოჩენილი ჟურნალ ,,არილის“ თითქმის ყველა ნომერში. ჟურნალი ხშირად ბეჭდავს ნობელიანტთა სიტყვებს, რომლებიც მათ ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქვეს. ეს სიტყვები ბუნებრივია, სამყაროსადმი გაგზავნილი აქტიური მესიჯებია და მათი გაჟღერება ჟურნალის ფურცლებიდან, ხელოვნების თუ ლიტერატურის სახელით, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გამოხმაურებაა, რაც მსოფლიოს აღელვებს. ამ სიტყვების მიღმა ხშირად ბევრი ადამიანის სათქმელი იმალება. ეს ციტატები ძლიერი სოციალური მესიჯია, რომელიც მედიის არა მხოლოდ ლიტერატურულ და სახელოვნებო პროცესებზე ახდენს გავლენას, არამედ საზოგადოების ცნობიერებაში ჩადებული ერთგვარი ,,ენერგეტიკული ინვესტიციაა“. ,,არილის“ 2022 წლის მე-8 ნომერში დაიბეჭდა ანი ერნოს მიერ ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმული სიტყვა: ,,მე დავწერ, რათა შური ვიძიო ჩემი რასისთვის“. (ფრანგულიდან თარგმნა ვალერი ოთხოზორიამ). ეს სათაური თითქოს ერთგვარი შეხმიანება იყო რემბოს ცნობილი ციტატის: ,,მე ვეკუთვნი უმდაბლეს რასას მთელ მარადისობაში“. აქ მწერალი აქცენტს აკეთებს იმ სოციალურ უსამართლობაზე, ადამიანებს დაბადებით რომ ერგოთ. ერნო წერას რეალობის გარდაქმნის საშუალებად სახავდა და დასაწყისში ფიქრობდა, რომ პირადი გამარჯვებით დაამარცხებდა საუკუნეების მანძილზე გამყარებულ ჩაგვრას და სიღატაკეს. კაფკას ,,პროცესიდან“-,,იგავს კანონის კარიბჭესთან“ ვერ კითხულობდა ისე, რომ მასში საკუთარი ბედი არ განეჭვრიტა. თუმცა ანი ერნოს შემოქმედების მთავარი ფრაზა-გასაღები, სოციალურთან ერთად, ფემინისტური პლატფორმაა, რომელზეც მისი მწერლობა განვითარდა. ,,დღეს, ამბოხებულმა ქალებმა, იპოვეს სიტყვა მამაკაცის ძალმომრეობის შესარყევად და აღდგნენ, მაგალითად ირანში, ყველაზე ძალადობრივი და არქაული ფორმების წინააღმდეგ“ (ა.ერნო, ,,არილი", 2022). ის, როგორც მწერალი, თავის ქვეყანაში, დემოკრატიულ საფრანგეთში, აგრძელებს იმის კვლევას, რა ადგილი ეკუთვნით ქალებს ყველა სფეროში, მათ შორის ლიტერატურაში. სოციალურად გამოუთქმელი ინტერნალიზებული კლასობრივი, რასობრივი, ან გენდერული დომინანტური დამოკიდებულებების მზის შუქზე გატანა ქმნის შესაძლებლობას ინდივიდუალური და შესაბამისად კოლექტიური ემანსიპაციისა. ანი ერნო საინტერესოდ აფასებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს: ,,ევროპაში-ჯერ კიდევ იმპერიალისტური ომების ძალადობის ნიღბით, რუსული დიქტატურა რომ მეთაურობს- შეიმჩნევა განკერძოებისა და ჩაკეტვის იდეოლოგიური აღზევება, სულ უფრო რომ ვრცელდება და იპყრობს ჯერაც დემოკრატიული ქვეყნების მიწებს“. (ა.ერნო, ,,არილი", 2022). სწორედ, ასეთი სტატიებით, ფრაზებით, მესიჯებით ჟურნალი არა მარტო სახელოვნებო და ლიტერატურულ, არამედ ყველა იმ პროცეს ეხმიანება,რაც საზოგადოების თავისუფლების, თანასწორობის და ღირსებისთვის არის აუცილებელი. სიჩუმის სიმძიმე კი ისტორიის ყველა ეტაპზე სიფხიზლის ვალდებულებას ამცირებს. ჩვენი კვლევის თემატიკიდან გამომდინარე, მასობრივ კულტურასთან ერთად განხილავთ ტერმინს ,,მასობრივი ადამიანი“, რომლის განმარტებაც საინტერესოდ აქვს ჩამოყალიბებული ორტეგა ი გასეტს თავის ნაშრომში ,,უხერხემლო ესპანეთი“ და ,,მასების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 300 ამბოხი“. ესპანელი ფილოსოფოსის და მწერლის შემოქმედებაზე ჟურნალ არილის 2021 წლის ნომერში, რუბრიკის ქვეშ ,,პორტრეტი“, დაიბეჭდა მარკ ფალკოფის სტატია ,,არისტოკრატი საზოგადო მოედანზე“. ორტეგა აღნიშნავს, რომ ,,მასობრივი ადამიანი“ არ არის კლასობრივი ფენომენი. მისი პოვნა შესაძლებელია სოციალური შკალის ნებისმიერ პუნქტში-სამხედრო, პოლიტიკურ, კლერიკალურ წრეებში, არისტოკრატიასა და მაღალ საზოგადოებაში. ,,ორტეგა ლიბერალი იყო, პრიორიტეტებად მიიჩნევდა განათლებასა და თვითრეალიზაციას, თუმცა მას ეშინოდა მასობრივი გემოვნების დამპყრობლური ძალისა, რომელსაც თითქოს ხელეწიფებოდა სრულყოფილების ყველა მოდელის დაყვანა თავის დონემდე“. (მ.ფალკოფი, ,,არილი", 2021). ჟურნალი ,,ARTFORUM” დაარსდა 1962 წელს სან ფრანცისკოში ჯონ პ. ირვინ-უმცროსის (John P.Irwin, Jr) მიერ. მხატვარმა ფილიპ ლეიდერმა (Philip Leider) შესთავაზა ირვინს დაეწყოთ ადგილობრივი ხელოვანების და დასავლეთ სანაპიროს ხელოვნების სკოლის პოპულარიზაცია, რადგან ისინი დაიღალნენ მხოლოდ ნიუ- იორკელ მხატვრებზე კითხვით, რომელთა შესახებ ხშირად იწერებოდა ჟურნალებში ,,Art in America”, ,,Arts Magazine” და სხვა. Pisani Printing Company-ის მხარდაჭერით და ირვინის რედაქტორობით წარმატებით გამოიცა ჟურნალის პირველი ნომერი, რომლის ყდაც წარმოდგენილი იყო შვეიცარიელი მხატვრის- ჟან ტინგუელის (Jean Tinguely) ნამუშევრით. მომდევნო გამომცემელმა ჩარლ ქოულსმა (Charles Cowles) ჟურნალი გადაიტანა ლოს-ანჯელესში 1965 წელს, საბოლოოდ კი ,,ARTFORUM”-მა ნიუ-იორკში დაიდო ბინა და 1967 წლიდან დღემდე იქ აქვს ოფისი. ნიუ-იორკში გადასვლა მარტო ადგილმდებარეობის შეცვლას არ ნიშნავდა, ასევე გულისხმობდა კალიფორნიის სტილის ხელოვნებიდან გვიან მოდერნიზმზე გადასვლას. 1971 წლიდან ჯონ კოპლანსის (John Coplans) რედაქტორობის დროს ჟურნალი გვიანი მოდერნიზმიდან უფრო მოდური ტენდენციებისკენ იხრება. მინიმალურ და კონცეპტუალურ ხელოვნებაზე, ბოდი არტზე, ლენდ არტზე და პერფორმანსის ხელოვნებაზე ფოკუსირებამ შექმნა პლატფორმა ისეთი ხელოვანებისთვის, როგორებიც არიან რობერტ სმიტსონი (Robert Smithson), დონალდ ჯადი (Donald Judd), სოლ ლევიტი (Sol LeWitt) და სხვები. 2003 წელს ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ტიმ გრიფინი (Tim Griffin). გამოცემისთვის რომ სერიოზული ტონი დაებრუნებინა, მან აკადემიკოსები და კულტურის თეორეტიკოსები მიიწვია სათანამშრომლოდ: სლავიო ზიჟეკი, ჯორჯო აგამბენი, ალენ ბადიუ, ჟაკ რანსიერი. ჟურნალი მიჰყვებოდა ფხიზელ ტონს მრგვალი მაგიდის დისკუსიებით, წიგნებისა და გამოფენების მიმოხილვით და ცოცხალი ჰიპერ-აკადემიური დისკურსით. ,,ჩვენ უნდა გავხადოთ ხელოვნების სამყარო უფრო სამართლიანი და უსაფრთხო ადგილი ქალებისთვის“. ეს იყო ჟურნალის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება. ,,ARTFORUM”-ის ახალი ერა დაიწყო 2019 წელს დევიდ ველასკოს (David Velasko) ხელმძღვანელობით. ,,ARTFORUM” სახელოვნებო და ლიტერატურულ პროცესებს ორიგინალურად ეხმიანება. ის ძირითადად თანამედროვე მხატვრების შემოქმედებისა და გამოფენების შესახებ მოგვითხრობს, ფოკუსირებას ახდენს მინიმალურ და კონცეპტუალურ ხელოვნებაზე, თუმცა მის ფურცლებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისეთი გენიალური ხელოვანების შემოქმედებას, როგორებიც არიან: ვან გოგო, მონე, მანე და სხვები. ამით ჟურნალი თითქოს ერთგვარ გავლენას ახდენს ამერიკული საზოგადოების გემოვნების ჩამოყალიბებაზე. 2023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 301 წლის სექტემბრის ნომერში Lyssagal-ის ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია-,,ვან გოგი და გლეხების ცხოვრება“ (Vincent Van Gogh & The Peasant Life). ცნობილი ტილოს რეპროდუქციის ქვეშ ჟურნალი გვამცნობს, რომ ვან გოგის ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუშები მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე შეიქმნა-საკმარისია, დავასახელოთ ,,მზესუმზირები“ და ,,ვარსკვლავური ღამე“. ავტორი გენიალური მხატვარის შემოქმედებას და მის ცნობილ ტილოს საინტერესოდ აფასებს: ,,კარტოფილის მჭამელს“ არასოდეს მიუღია აღიარება. იგი აღიქმებოდა, როგორც ,,უსიამოვნო და ძნელად შესახედი“. მაგრამ ვან გოგმა შეძლო დაუფლებოდა გლეხური ცხოვრების ჭეშმარიტ არსს და მის ნამუშევრებში მნახველს შეუძლია შეიგრძნოს, როგორც გლეხური ცხოვრების სიბნელე, ისე მისი გარდაქმნა რაღაც წარმოუდგენელ მშვენიერებად. ეს არის ხელოვნების ძალა და მედიის პლატფორმიდან ამ ძალის პროფესიონალურად ჩვენება, განსაკუთრებით, საინტერესოა“. (,ARTFORUM", 2023). ჟურნალ ,,ARTFORUM”-ის 2023 წლის 19 ივლისის ნომერში დაიბეჭდა სტატია- ,,ცხოვრება სავსეა იმედით“ (,,Life is full of Hope” by Kamisaka Sekka). აქ ავტორი საუბრობს ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვარზე-გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებაზე და აღწერს თავის მოგზაურობას პორტლენდში-იაპონურ ბაღში, რომელიც 2-ჯერ 60 წლისაა. 60 წელი (კანრეკი) კი, იაპონურ კულტურაში განიხილება, როგორც ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი, ანუ ხელახალი დაბადება, რომელიც სავსეა იმედითა და შესაძლებლობებით. აქვე ავტორს გამოყენებული აქვს მონეს შედევრის -,,The Japanese Footbridge” (იაპონური საფეხმავლო ხიდი) რეპროდუქცია. 1890 წელს მონემ ეს ნამუშევარი გამოფინა დიურან- რუელის გალერეაში და ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა მისი ,,ვალის“ შესახებ იაპონური კულტურის მიმართ. ნახატი გამოსახავს შუა საუკუნეების დახურულ ბაღს (hortus conclusus). ავტორის აზრით, ხელოვნების ნიმუში შეესაბამება სიმბოლისტურ ლიტერატურას, განსაკუთრებით ლექსებს და მალარმეს ,,Le Nenuphar Blanc”. ასე ორიგინალურად ეხმიანება ჟურნალი ,,ARTFORUM” სახელოვნებო და ლიტერატურულ პროცესებს ამერიკაში. ,,Art in America” არის საერთაშორისო, ყოველთვიური, ილუსტრირებული ჟურნალი, რომელიც კონცენტრირებულია შეერთებულ შტატებში თანამედროვე ხელოვნების სამყაროზე, ასევე, მხატვრებისა და ჟანრების პროფილებზე, ხელოვნების მოძრაობების განახლებაზე, შოუების მიმოხილვებზე და ღონისძიებების განრიგზე. ჟურნალი 1913 წელს დაარსდა ვილჰელმ ვალენტინერის რედაქტორობით და 110 წელია განკუთვნილია მხატვრებისთვის, კოლექციონერებისთვის, პროფესიონალებისთვის და ხელოვნების სამყაროთი დაინტერესებული მკითხველისთვის. ჟურნალი მოიცავს ვიზუალური ხელოვნების სამყაროს, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 1921-1939 წლებში ჟურნალი გამოდიოდა სახელწოდებით ,,Art in America and Others”. სათაურიც კი მიუთითებდა მის მრავალპროფილიანობაზე. დღეს ჟურნალს რედაქტორობს უილიამ ს. სმიტი და მისი ტირაჟი 25 6000-ია. ჟურნალის სპეციალური გარეკანის დიზაინი არა ერთ ცნობილ მხატვარს დაევალა. თავის 100 წლის იუბილეზე ჟურნალმა დაგეგმა რიჩარდ პრინსის, სინდი შერმანის და ურს ფიშერის სპეციალური გარეკანები. როგორც სახელოვნებო ჟურნალი, ბუნებრივია, აქტიურად ეხმიანება ხელოვნების და ასევე, ლიტერატურის პროცესებს ამერიკაში. ჟურნალის გამორჩეულ სტატიებს შორის დომინირებს ქრისტოფერ ჯონსის (Christofer P. Jones) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 302 პუბლიკაციები. 2023 წლის ,,Art in America”-ს ნომრებში დაბეჭდილია მისი არა ერთი საინტერესო სტატია: ,,როდესაც ხელოვნება, მეგობრობა და პოლიტიკა ერთმანეთს ხვდება“ (When Art, FriendShip and Politics Meet), ,,როგორ წავიკითხოთ ვან გოგის ,,ვარსკვლავებიანი ცა“ (How to Read ,,The Starry Night” by Vincent Van Gogh), ,,აიმაღლეთ თქვენი აღქმა ფერწერის შესახებ“ (Elevate Your Perseption of Paintings), ,,როდენი და ბალზაკი-ლიტერატურით შთაგონებული როდენის რადიკალური ქანდაკებები“-(Rodin and Balzac-Rodin’s radical statues inspired by Literature ). სტატიის სათაური როდენის ერთ-ერთი ცნობილი სკულპტურის-,,The Gates of Hell” ინსპირაციაა. ამ სტატიაში ავტორი ხელოვნებას და ლიტერატურას ერთ სიბრტყეზე განიხილავს და აღნიშნავს, რომ ,,როდენის რადიკალური ქანდაკებები შთაგონებულია ლიტერატურით, რათა შეცვალოს თანამედროვე ხელოვნების ტრაექტორია“. (Cris.P.Jons, 2023). სტატიაში ავტორი ხელოვნებისა და ლიტერატურის მრავალწლიანი ,,თანამშრომლობის“ შესახებ აღნისნავს და საინტერესოდ წარმოაჩენს მთლიანად ჟურნალის დამოკიდებულებას აღნიშნული პროცესებისადმი. დასკვნა მოცემულ სტატიაში განვიხილეთ ბეჭდური მედიის გავლენა სახელოვნებო და ლიტერატურულ პროცესზე საქართველოსა და ამერიკაში-ჟურნალების ,,თეატრი“, ,,არილი“, ,,Art in America”, ,,ARTFORUM”-ის მაგალითზე. მთლიანად ამერიკული მედია და რა თქმა უნდა, ბეჭდური გამოცემები, განებივრებულნი არიან კულტურის საკითხების საკმაოდ ინტენსიური და პროფესიონალური გაშუქებით. ამერიკული პრესის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეჭდური მედია განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია და მას თავისი შეუცვლელი ნიშა აქვს. რაც შეეხება, ქართულ მედია სივრცეს, კულტურის თემების გაშუქება, პოლიტიკური ფონის ,,წყალობით“ ხშირად ჩრდილში გადადის. ამ ფონზე კი-ჟურნალები-,,თეატრი“ და ,,არილი“- ხელოვნებისა და ლიტერატურის, ზოგადად, კულტურის საკითხების მკითხველამდე საინტერესოდ და გემოვნებით მიტანის ერთგვარი შესაძლებლობაა. წერა და წერის კულტურა, ანუ ბეჭდურ მედიაში მუშაობის უნარი თავისებური ნიჭია და არც თუ ისე ბევრს გააჩნია. ის ერთგვარი ელიტარული ნაწილია მედიისა და ამიტომ ქართულ სინამდვილეში მას განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ბიბლიოგრაფია 1. Benedict Aderson. ,,National and Imagined Community”. 1983. 2. Wilbur Shrem. ,,Mass Media and National Development”. 2011. 3.Howard Zinn. A People's History of the Civil War: Struggles for the Meaning of Freedom by David Williams, Howard Zinn (Series Editor) (2005) 4.Theodor W.Adorno. ,,The Culture Induatry”(1960). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 303 5. Annie Ernaux. ,,A Women’s Story”. Nobel Prize in Literature. 2022 6. Marc Falkoff. ,,Aristocrat in the Public Square”.2021. 7. David Velasko. Magazine ,,ARTFORUM”. New York, 2019. 8. Kamisaka Sekka. ,,Life is full of Hope”. Magazine ,,ARTFORUM”, New York, 2023. 9. Cristofer P. Jones. ,,Rodin and Balzac-August Rodin’s Radical Statues inspiered by Literature”. Magazine ,,Art in America”, New York, 2023. 10.ანდრიაძე, დავით. ,,ზარის შემომკვრელები“. ჟურნალი ,,თეატრი“, 2019. 11. ანდრიაძე, დავით. ,,თქვენ ცუდად ცხოვრობთ, ადამიანებო!“. ჟურნალი ,,თეატრი“, 2019. 12. ხარბედია, მალხაზ. ჟურნალი ,,არილი“, 2021. The influence of the media on the artistic and literary process in Georgia and America Asmat Tsereteli Caucasus International University, doctoral student of mass communication doctoral educational program. E-mail asmat.tsereteli@ciu.edu.ge Abstract "Whoever wants to find happiness and newness in life, must read a newspaper!" This opinion appeared in 1609 when the first newspaper was published in Germany. The information society is characterized by a rapid pace of development and constant change. It is precisely because of these changes that papers based only on public opinion research cannot maintain the necessary relevance for long. The synthesis of conducted studies, based on recent examples as well as historical materials, reveals the common characteristics that, despite the constant differences, are preserved in a certain period of time and do not undergo significant changes. The purpose of this article is to determine the role and importance of cultural media, in this case in the press coverage of cultural issues, print media as one of the factors determining freedom of speech in the process of forming public opinion and to show the influence of media on the artistic and literary process in Georgia and America - magazines - "theater" On the example of "Aril", "ARTFORUM" and "Art in America". Keywords: media, art, culture, literature, discursive diversity.