Microsoft Word - fullpdf06022024 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 328 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 6 Issue 2, 2024 https://doi.org/10.52340/gs.2024.06.02.34 გეოთერმული ენერგიის პერსპექტივა თბილისში მაია ლომსაძე-კუჭავა,1 ნინო გიორგიშვილი2, ხათუნა გიორგაძე3, გიგა ჯოჯუა4, გიორგი კორკოტაძე5 1სტუ-ს პროფესორი, დოქტორი; 2სტუ-ს ასოც. პროფესორი; 3სტუ-ს ასისტენტ პროფესორი, 4სტუ-ს უფ. მასწავლებელი; 5სტუ-ს სტუდენტი-ბაკალავრი ანოტაცია ნაშრომში განხილულია თბილისი გეოთერმული ენერგიის პერსპექტივა. ქ. თბილისისთვის, რომელიც განიცდის სასმელი და ტექნიკური წყლების დეფიციტს, ცენტრალიზებული გათბობის სისტემა კი უკვე აღარ არსებობს, მოთხოვნილება გეოთერმული წყლების მიმართ განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. კერძოდ გამოკვლეულია და დათვლილია გეოთერმული წყალმომარაგების მოწყობა საბურთალოს რაიონის 30 000 აბონენტისთვის პირველი ეტაპი (1-2წელი); და საბურთალოს რაიონის 30 000 აბონენტისთვის გეოთერმული წყალმომარაგების მოწყობა მეორე ეტაპი (3-4 წელი). ნაშრომში ასახულია თბილისის გეოთერმული წყალმომარაგების ეკონომიკური პრინციპები, კერძოდ კაპიტალური დანახარჯები, სითბური ენერგიის თვითღირებულება დისკონტირებით. შესავალი მსოფლიოში გეოთერმული ენერგიის ათვისება ათეული წლების წინ დაიწყეს. მას დიდი პოტენციალი გააჩნია და უზრუნველყოფს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ელექტრო და თბურ მომარაგებას. გარდა იმისა, რომ გეოთერმული ენერგიით სარგებლობა ქვეყნისთვის მომგებიანი ეკონომიკურადაც, მათ არ უწევთ ძვირადღირებულ ნავთობში ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გადახდა, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ეკოლოგიის თვალსაზრისით ასევე ძალიან პრაქტიკულია თერმული წყლების გამოყენება. საქართველოში ცხელი წყლის პირველი საწყისები ჩვენამდე მოსულია, როგორც ლეგენდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის ლეგენდა მეფე ვახტანგ გორგასალზე და მის მიმინოზე. ჩვენს დედაქალაქსაც სწორედ ცხელი წყლების სიუხვის გამო ჰქვია თბილისი. გეოთერმული ენერგიის გამოყენება საკმაოდ სარფიანად Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 329 შეიძლება, ეს ქვეყნის წინსვლის, ეკონომიკურ და ეკოლოგიური გაჯანსაღებისთვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება. ძირითადი ნაწილი თერმული წყლების გარკვეული მარაგი თბილისში ლისის ტბის ტერიტორიაზეც შეიძლება, მისი საფუძვლიანად ათვისების შემთხვევაში შესაძლებელია 100 000 ოჯახის დაკმაყოფილება ცხელი წყლით, უფრო ზუსტად თუ დავთვლით თბილისში 300-დან 3 500 მეტრამდე სხვადასხვა სიღრმეზე განლაგებული მძლავრი (800 მეტრამდე სისქის) ცხელი წყლის შემცველი ჰორიზონტია, რომლის ტემპერატურა 400C-დან 7400C-მდეა. ეს მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარია. ქალაქში ბურღვითი სამუშაოების გზით შეძლება 30-მდე, ან უფრო მეტი გეოთესის შექმნა. მათი გამომუშავებული სითბო შეიძლება გავუტოლოთ გასული საუკუნის 80- იან წლებში არსებულ 49 საქვაბეში გამომუშავებულ სითბოს. ამ გზით წელიწადში 1 მლნ.ტონა ორგანული საწვავი დაიზოგება. სითბო იქნება ამოუწურავი და სხვა, ნებისმიერი გზით გენერირებულ სითბოზე 6-7-ჯერ იაფი. ის მთლიანად უზრუნველყოფს თბილისის ცხელი წყლით მომარაგებას და მოსახლეობის გათბობას. საქართველოს გეოლოგიური აგებულების გამო სიღრმეში განლაგებული გეოთერმული წყალშემცველი ჰორიზონტი დანაოჭებულია, რის გამოც მისი ზედაპირი მიწის პირიდან სხვადასხვა სიღრმეზეა განთავსებული. ქ. თბილისისთვის, რომელიც განიცდის სასმელი და ტექნიკური წყლების დეფიციტს, ცენტრალიზებული გათბობის სისტემა კი უკვე აღარ არსებობს, მოთხოვნილება გეოთერმული წყლების მიმართ განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. ცხრილი. 1. საბადოს მდებარეობა დებიტი მ3/დღ.ღ ტემპერატურა მინერალები დანიშნულება თბილისი 3760 55....100 0,2...0,4 მოსახლეობის ცხელწყალმომარაგება ცხ. 1 თბილისის გეოთერმული წყლის მახასიათებლები. გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისის გარეუბანში - ლისის ტბის მიდამოებში 2,1....2,6 კმ-ის სიღრმიდან მიგებულ იქნა 600C-იანი თერმული წყალი. ქიმიური შემადგენლობით ის აღმოჩნდა ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი (სამკურნალო) მტკნარი, მინერალიზაციით 0,2 გრ/ლ, დებიტით 2 540 მ3/დღ.ღამ. ეს წყალი ვაჟა-ფშაველას პროსპექტის ერთ-ერთ მიკრორაიონს უზრუნველყოფდა თბომომარაგებით. ეს იყო ერთმილოვანი სისტემა ბუნებრივი თერმული წყლის ერთჯერადი პირდაპირი გამოყენებით. ზედაპირზე ამოტანილი თერმული წყალი ჭაბურღილიდან მიემართებოდა მილსადენში, ხოლო შემდეგ 5 ათასი მ3 მოცულობის გამანაწილებელ ავზში დეგაზატორის გავლით, სადაც ხდებოდა გოგირდწყალბადის მოცილება. ავზიდან ცხელი წყალი თვითდინებით მიეწოდებოდა მომხმარებელს. გამანაწილებელი ავი და მილგაყვანილობა თბოიზოლაციით იყო შეფუთული, ამიტომ ჭაბურღილიდან მომხმარებლამდე წყლის ტემპერატურის ვარდნა შეადგენდა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 330 მხოლოდ 20C-ს. მნიშვნელოვანი დებიტის გამო ეს ჭაბურღილი ამარაგებდა მიკრორაიონის 15 ათას მაცხოვრებელს. დედამიწის სიღრმისეული სითბოს ასათვისებლად და სხვადასხვა სამეურნეო და სამრეწველო მიზნით გამოსაყენებლად აუცილებელია არსებობდეს: ხელსაყრელი გეოლოგიურ-ჰიდროლოგიური მდგომარეობა, ანუ მცირე სიღრმეებზე არსებული მძლავრი ჰორიზონტები, საჭირო ტემპერატურით უზრუნველყოფილი დაბალი გეოთერმული საფეხური, წყლების დებიტის და სხვა პარამეტრების სტაბილურობა ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, დაბალი აგრესიულობა მეტალების მიმართ, ნამუშევარი წყლის ჩაღვრის საშუალება ღია წყალსატევარებში ბუნების დაცვითი ყველა ღონისძიების გატარებით, ენერგომომხმარებელთან საბადოს სიახლოვე და ბოლოს, უფრო მაღალი ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები თბომომარაგების სხვა წყაროებთან შედარებით. განვიხილოთ სამრეწველო საწარმოთა და საცხოვრებელ შენობათა თბომომარაგების ორი ტიპიური შემთხვევა. თბომომარება მოიცავს შენობის ჰაერის გათბობასა და ცხელი წყლით მომარაგებას საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის. ძლიერ მინერალიზებულ თერმულ წყლებს გააჩნიათ 800C-ზე მეტი ტემპერატურა. ამ შემთხვევაში ჩნდება შუალედური თბომცვლელის გამოყენების შესაძლებლობა. რისი მუშაობის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ჭაბურღილიდან მომავალი თერმული წყალი იყოფა ორ პარალელურ ნაკადად: პირველი მიემართება გათბობის სისტემის თბოგადამცემში, ხოლო შემდეგ, მისი გავლით - ცხელი წყალმომარაგების პირველი საფეხურის თბოგადამცემში ცივი წყლის წინასწარ შესათბობად. მეორე ნაკადი მიემართება ცხელიწყალმომარაგების მეორე საფეხურის თბოგადამცემიდან მოწოდებულ შემთბარ წყალს აცხელებს საბოლოო ტემპერატურამდე. ნამუშევარი გეოთერმული წყლები იკრიბება და ჩასაღვრელი მილის მეშვეობით იღვრება ჭაში და არხში. როგორც გათბობის სისტემასა და თბოგადამცემ აპარატს შორის, ანუ გეოთერმული წყალი გადასცემს სითბოს გათბობის ხელსაწყოებში ცირკულირებად წყალსა და ცხელწყალმომარაგების მუშა წყალს თბოგადამცემი აპარატების მეშვეობით და გაციებული ტოვებს თბომომარაგების მთლიან სისტემას. ნახ.1. გეოთერმული თბომომარაგების სქება შუალედური თბოგადამცემებით. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 331 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მილგაყვანილობათა ზედაპირზე თერმულ წყლებში შემავალი მარილების დალექვა, იყენებენ შუალედურ თბოგადამცემს. იგი წარმოადგენს კლაკნილმილოვან რეზერვუარს. კლაკნილა მილში გაედინება მტკნარი წყალი, ხოლო რეზერვუარის მოცულობას მიეწოდება თერმული ცხელი წყალი. გაცხელების შემდეგ მტკნარი წყალი მიემართება მომხმარებლისაკენ. თერმული წყლიდან გამოყოფილი მარილები ილექება რეზერვუარის კედლებსა და კლაკნილა მილის ზედაპირზე. პერიოდულად ხდება მოწყობილობის მარილებით დაფარული ზედაპირების წმენდა. ასეთი სქემის უარყოფითი მხარეა თერმული წყლის ენერგეტიკული პოტენციალის (ტემპერატურის) შემცირდება, რაც გამოწვეულია თბოგადამცემ აპარატებში აუცილებელი ტემპერატურული ვარდნებით. ამ სქემას იყენებენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც შესაძლებელია წინასწარი დამუშავებით წყლის მინერალიზაციის შემცირება დასაშვებ დონემდე. ეს ხერხდება წყლის დეგაზაციით, ქიმიური რეაგენტებით, წყლის ულტრაბგერითი და სხვა დამუშავებით. ასევე შეიძლება მოსახლეობის ცხელწყალ მომარაგების სხვა შესაძლებლობაც. მაგალითად, ვთქვათ წყალი სუსტად მინერალიზებულია, მაგრამ დაბალი ტემპერატურული პოტენციალი გააჩნიათ (< 800 C). ამ შემთხვევაში ჩნდება ტემპერატურული პოტენციალის გაზრდის საჭიროება. ეს ხორციელდება ჯერ ერთი, თერმული წყლის გათბობის სისტემის ხელსაწყოებში უშუალოდ მიწოდებით და მეორე, გამათბობელი თერმული წყლის დამატებითი პიკური შეცხელებით გარემოს ტემპერატურის მკვეთრი დაცემის შემთხვევებში. პიკურ შემაცხელებლად შეიძლება გამოყენებული იქნას საწვავზე მომუშავე საქვაბე, ელექტროგამაცხელებელი, თბური ტუმბო და სხვა. სქემა წარმოდგენილია 2 ნახაზზე. ჭაბურღილიდან გამოსული ცხელი თერმული წყალი იყოფა ორ ნაკადად. პირველი ნაკადი მიემართება პიკური გამაცხელებლის გავლით ან მისი გვერდის ავლით უშუალოდ გათბობის სისტემის ხელსაწყოებისკენ, ხოლო მეორე ნაკადი - ავზ-აკუმულატორის გავლით უშუალოდ ცხელი წყლის მომხმარებლისკენ. როცა ცხელი წყლის მოხმარება შეჩერებულია, მაშინ შესაძლებელია ავზ-აკუმულატორში ცხელი თერმული წყლის დაგროვება და შემდგომში გამოყენება. გათბობის სისტემიდან გამომავალი ნამუშევარი გაციებული თერმული წყალი იღვრება კანალიზაციაში ან სპეციალურ ჭაბურღილში. ნახ.2. თბომომარაგების სქემა პირდაპირი გადაცემით დღესდღეობით, ჩვენი გეოთერმული წყლების გამოსავლების ჯამური დებეტი დღე- ღამეში 20 ათას კუბ. მეტრს შეადგენს. მათგან 9 ათასი კუბ. მეტრი მაღალი კატეგორიის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 332 საექსპლუატაციო მარაგია, რაც სპეციალური კომისიის მიერაა დამტკიცებული. ეს გეოთერმული გამოსავლები თავმოყრილია 44 საბადოში. თბილისში 300-დან 3 500 მეტრამდე სხვადასხვა სიღრმეზე განლაგებული მძლავრი (800 მეტრამდე სისქის) ცხელი წყლის შემცველი ჰორიზონტია, რომლის ტემპერატურა 400C- დან 740C-მდეა. ეს მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარია. ქალაქში ბურღვითი სამუშაოების გზით შეიძლება 30-მდე, ან უფრო მეტი გეოთესის შექმნა. მათი გამომუშავებული სითბო შეიძლება გავუტოლოთ გასული საუკუნის 80-იან წლებში არსებულ 49 საქვაბეში გამომუშავებულ სითბოს. ამ გზით წელიწადში 1 მლნ ტონა ორგანული საწვავი დაიზოგება. სითბო იქნება ამოუწურავი და სხვა, ნებისმიერი გზით გენერირებულ სითბოზე 6-7-ჯერ იაფი. ის მთლიანად უზრუნველყოფს თბილისის ცხელი წყლით მომარაგებას და მოსახლეობის გათბობას. საქართველოს გეოლოგიური აგებულების ხასიათის გამო სიღრმეში განლაგებული გეოთერმული წყალშემცველი ჰორიზონტი დანაოჭებულია, რის გამოც მისი ზედაპირი მიწის პირიდან სხვადასხვა სიღრმეზეა განთავსებული. საქართველოს მასშტაბით გეოთერმული რესურსების რაციონალური გამოყენებით 2,5 მლნ ტონა პირობით ორგანულ საწვავს დავზოგავთ, რასაც განუზომლად დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტი ექნება. დღეისათვის ექსპლუატაციაში არსებულ პირობებში ხდება ბურღილების წნევისა და დებიტების კლება და ცალკეული შემთხვევებში, თვითდინების სრული შეწყვეტაც, რაც გამოწვეულია იმით, რომ მომხმარებელი არ უფრთხილდება რესურს და ხდება წყლის მოხმარება საკანალიზაციო დანიშნულებით. ცხრილი. 2. ჭაბურღილის N ჰორიზონტის სიღრმე ტემპერატურა მინერალიზაცია 3-ტექნიკური 3075-3286 33 0.44 4-ტექნიკური 1050-2685 70 0.22 5-ტექნიკური 1086-1878 62 0.28 6-ტექნიკური 1921-2771 66 0.41 7-ტექნიკური 2118-3702 62 0.3 8-ტექნიკური 1740-2529 46 0.35 1-საბურთალო 2140-2867 66 0.25 ცხრ. 2. თბილისის თერმული წყლების მახასიათებლები. მუდმივი ტემპერატურის მქონე, დედამიწის ზედაპირთან შედარებით ახლოს არსებული წყლები გეოთერმული ტუმბოების მეშვეობით ზამთარში შენობების გასათბობად გამოიყენება, ხოლო ზაფხულობით - გასაგრილებლად. უფრო ღრმად არსებული გეოთერმული წყლებით შეიძლება უშუალოდ სახლებისა და ოფისების გათბობა ან სათბურების მომარაგება. საინტერესოა, რომ აშშ-ს ზოგიერთ ქალაქში გეოთერმული წყლები სავალი ნაწილისა და ტროტუარების ქვეშ გაყვანილი მილების მეშვეობით ყინულის გასალღობად გამოიყენება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 333 მთელ რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლების წინ იყენებდნენ გეოთერმულ ენერგიას საკვების მოსამზადებლად და ჯანმრთელობის მიზნებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა, მიწისქვეშა წყლები და ორთქლი გამოყენებულ იქნას ელექტროენერგიის წარმოებისა, თუ უშუალოდ შენობების გაგრილება- გათბობისათვის. ამჟამადაც მუშა მდგომარეობაშია ლისის გეოთერმული საბადო, რომელიც ცხელი წყლით უზრუნველყოფს საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს. ზოგი საცხოვრებელი კორპუსი მარაგდება 550C ტემპერატურის მქონე თერმული წყლით; ზოგი 700C ტემპერატურის მქონე თერმული წყლით. საბადოზე მოქმედებს 6 ჭაბურღილი. მათ შორის ორი ჭაბურღილი მუშაობს რეინჟექციით. თერმული წყლის ჯამური დებიტი თვითდინებით შეადგენს 4 000 კუბ.მ/დ-ღ. თბილისის გათბობა-ცხელწყალმომარაგების პროექტი ჰიდროთერმული საბადოს ბაზაზე ითვალისწინებს გეოთერმული საცირკულაციო სისტემების მოწყობას საბადოს ცალკეულ უბნებზე. ასეთი სისტემის შუალედურ თბოგადამცემში გაცივებული გეოთერმული წყალი სპეციალური ჭაბურღილის საშუალებით ჩაიტუმბება უკანვე, წყალშემცველ ჰორიზონტში. პროექტის განხორციელება დაგეგმილია ორ ეტაპად. ცხრილი. 3. დ ო ნ ო რ ე ბ ი პროექტის სრული ღირებულება გარემოს დაცვითი ფონდი თბილისის მერია კერძო სტრუქტურა 3,94 მლნ.დოლარი 2,5 მლნ.დოლარი 1,0 მლნ.დოლარი 0,4 მლნ.დოლარი სითბური ენერგიის თვითღირებულება ამოგების შიგა ნორმა წლიური სუფთა მოგება ინვესტიციების უკუგების ვადა 13,04 აშშ დოლარი/(მგვტ*სთ) 15,8 % 0,8 მლნ. აშშ დოლარი/წ 5 წელი ცხრ.3. ცხელწყალმომარაგების სისტემის მოწყობის პირველი ეტაპი. ცხრილი. 4. პროექტის სრული ღირებულება 5,5 მლნ. აშშ დოლარი სითბური ენერგიის თვითღირებულება ამოგების შიგა ნორმა წლიური სუფთა მოგება ინვესტიციების უკუგების ვადა 20,12 აშშ დოლარი/(მგვტ*სთ) 16,2 % 1,2 მლნ. აშშ დოლარი/წ 4,6 წელი ცხრ.4. ცხელწყალმომარაგების სისტემის მოწყობის მეორე ეტაპი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 334 სითბური ენერგიის ფასის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს გეოთერმული ცხელწყალმომარაგებისას წარმოადგენს ჭაბურღილის მოწყობის დანახარჯები (2000 წლის მონაცემებით საქართველოში ყოველი 1 კმ-ის ვერტიკალური ბურღვა ჯდება 2-3 მლნ. აშშ დოლარი; ბურღვის ოპტიმალურ სიღრმედ მიღებულია 5 კმ6). ენერგიის ფასის განსაზღვრა ისეთ გეოთერმულ სისტემებზე, რომლებზეც საჭიროა ახალი ჭაბურღილების მოწყობა, მოითხოვს გეოლოგიური სამუშაოების დეტალურ განფასებას თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის. უკვე არსებული ჭაბურღილების შემთხვევაში ენერგიის ფასი (მათ შორის სითბური ენერგიის) მნიშვნელოვნად მცირდება. ქვემოთ მოგვყავს სითბური ენერგიის წარმოების ფასის გაანგარიშება საბურთალოს რაიონის ცხელწყალმომარაგების გეოთერმული სადგურისათვის, რომელიც შესრულებულია შ.პ.ს „გეოთერმიის“ მონაცემების მიხედვით. გაანგარიშებები ჩატარებულია ცხელი წყლის ხარჯის სამი განსხვავებული მნიშვნელობისათვის - 30 ლ/დ-ღ/სული; 50 ლ/დ-ღ/სული; 100 ლ/დ-ღ/სული. ცხრილი. 5. პროექტი გეოთერმია თბილისი1 გეოთერმია თბილისი 1 გეოთერმია თბილისი 1 პროდუქტი წყალმომარაგება წყალმომარაგება წყალმომარაგება ცხელი წყლის ხარჯი ლ/დ- დ/სულზე 30 50 100 გაცემული წყლის ტემპერატურა 55 55 55 დაბრუნებული წყლის ტემპერატურა 9 9 9 ცხელწყალმომარაგების სიმძლავრე კვტ/სული 0.067 0.112 0.223 მომხმარებლების რაოდენობა 30 000 30 000 30 000 ცხელწყალმომარაგების სრული სიმძლავრე კვტ/სული 2008 3346 6692 მზად ყოფნის კოეფიციენტი 94% 94% 94% იძულებითი გაჩერებები დ-ღ/წ 5 5 5 გეგმიური გაჩერებები დ-ღ/წ 5 5 5 შეკეთება (რემონტი) დ-ღ/წ 12 12 12 მუშაობის ხანგრძლივობა დ-ღ/წ 343 343 343 სითბური ენერგიის გაცემა კვტ*სთ/წ 16 527 455 27 545 758 55 091 517 ცხრ.5. ტექნიკური დანახარჯების კალკულაცია Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 335 ცხრილი. 6. დანადგარების ღირებულება 350 000 350 000 350 000 სააკუმულაციო რეზერვუარი 2*2000 კუბ.მ 350 000 350 000 350 000 სამშენებლო სამუშაოები (გათბობის ქსელის განახლება) 1 400 000 1 400 000 1 400 000 ცხელი წყლის მრიცხველების დაყენება 450 000 450 000 450 000 სხვა დანადგარების მონტაჟი 1 809 900 1 809 900 1 809 900 ჯამი 4 059 900 4 059 900 4 059 900 ცხრ. 6. კაპიტალური დანახარჯები. ცხრილი. 7. ფიქსირებული საექსპლ. და მომსახურების ხარჯი 36 000 $/წ 36 000 $/წ 36 000 $/წ ცვლადი საექსპლ. და მომსახურების ხარჯი 18 000 $/წ 18 000 $/წ 18 000 $/წ ოპერატიული პერსონალი 36 000 36 000 36 000 გამოსყიდვის პერიოდი. წ 10 10 10 ცხრ. 7. საექსპლუატაციო დანახარჯები. ცხრილი. 8 მშენებლობის პერიოდი. წ. 2 2 2 საანგარიშო პერიოდი. წ. 10 10 10 ამოგების შიგა ნორმა 10% 10% 10% კაპიტალური დანახარჯები 4 059 900$ 4 059 900$ 4 059 900$ საექსპლუატაციო ხარჯები 54 000 $/წ 54 000 $/წ 54 000 $/წ სითბური ენერგიის გაცემა, კვტ*სთ/წ 16 527 455 27 545 758 55 091 517 ექსლუატაციის მდგენელი 0.33 c/kWhr 0.2 c/kWhr 0.1 c/kWhr სხვაობის დისკონტირებული მდგენელი 4.65 c/kWhr 2.79 c/kWhr 1.4 c/kWhr სითბური ენერგიის თვითღირებულება დისკონტირებით 4.98 c/kWhr 2.99 c/kWhr 1.49 c/kWhr ცხრ. 8 სითბური ენერგიის თვითღირებულება დისკონტირებით. თბილისში, კერძოდ საბურთალოს რაიონში განლაგებულ რამდენიმე კორპუსში ხდება გეოთერმული წყლით მომარაგება. ცხელი წყლის გადაცემა ხდება პირდაპირი გზით, მომხმარებლამდე გოგირდის წყალი მიდის, ამას საკმაოდ უარყოფითი შედეგები მოსდევს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 336 პირველ რიგში ეს გამოიწვევს მიწისქვეშა დებიტის შემცირებას, ანუ მოსახლეობა იღებს ცხელ წყალს იმ რაოდენობით, რომელიც მეტია დებიტის ბუნებრივად შევსების სიჩქარეზე, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს ჭაბურღილების დაშრობას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გოგირდის წყლის პირდაპირ მოსახლეობისათვის მიწოდება, გამოიწვევს მილების და სხვა წყალგაყვანილობისათვის აუცილებელი მოწყობილობების კოროზიას, რაც რა საკვირველია დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული. ზემოთ ხსენებულ კორპუსებში ტარიფების საკითხიც არ არის დალაგებული, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგ საცხოვრებელ დაწესებულებებში აქვთ დამონტაჟებული წყლის აღმრიცხველი, ხოლო ზოგან თერმული წყალი აღურიცხავად მიეწოდებათ და გადასახადს ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით იხდიან, ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარის ოდენობით, რაც დამეთანხმებით, რომ მიზერული თანხაა. ხოლო იმ კორპუსებში, სადაც მრიცხველები აყენია, ერთი კუბამეტრი წყალის გამოყენებისთვის მაცხოვრებელი 2,5 ლარს იხდის, რაც საკმაოდ ბევრია მაშინ, როცა იგივე წყლით სხვა მაცხოვრებელი გაცილებით იაფად სარგებლობს. როცა საქმე ასეთი რესურსის გამოყენებას ეხება სახელმწიფო ვალდებულია უფრო ჭკვიანურად გამოიყენოს ეს სიმდიდრე, აუცილებელია სითბომოხსნილი თერმული წყლის უკან მიწის სიღრმეში ჩაბრუნება და ყველა მომხმარებლისთვის წყლის აღმრიცხველის დამონტაჟება, რაც სასიკეთოდ წაადგება, როგორც სიღრმულ სითბოს, ისე იმ კომპანიას, რომელიც ფულს ჩადებს ამ პროექტის განვითარებაში და თვითონ მოსახლეობასაც. დასკვნა ჩვენს დედაქალაქში გეოთერმული ენერგიის ათვისება საკმაოდ მაღალ დონეზე შეიძლება. ნაშრომში მოყვანილი ინფორმაციიდან კარგად ჩანს თუ რა რესურსი აქვს თბილისს. არ შეიძლება ამ წყლის ისე გადაღვრა, როგორც ახლა ხდება, უნდა გავუფრთხილდეთ ამ სიმდიდრეს. გამოყენებული ლიტერატურა 1. Chorn L. G. and S. Rajagopalen. The Growth of Flexible Offshore Oil Fields, in E. I. Ronn, ed. Real Options and Energy Management (Risk Books, London), 2019, 457-483. 2. ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის დოქტორის ჯონ პ. ზიაგოსის სასემინარო კურსი გეოთერმული რესურსების შესახებ- (სტეფანწმინდა 2014 03.02-07). 3. მესხიშვილი ლ. 2008. თერმული წყლები. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 2, 2024 337 Prospect of geothermal energy in Tbilisi Abstract The article discusses the perspective of Tbilisi geothermal energy. St. For Tbilisi, which is suffering from a shortage of drinking and technical water, and the centralized heating system no longer exists, the need for geothermal water becomes especially urgent. In particular, the arrangement of geothermal water supply for 30,000 subscribers of Saburtalo district, the first stage (1-2 years) has been investigated and calculated; And the second stage (3-4 years) of arranging geothermal water supply for 30,000 subscribers of Saburtalo district. The paper describes the economic principles of geothermal water supply in Tbilisi, namely capital costs, cost of thermal energy with discounting.