Microsoft Word - fullpdf06042024 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 570 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 6 Issue 4, 2024 https://doi.org/10.52340/gs.2024.06.04.52 რისკის შეფასების მოდელი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორისათვის კუჭაშვილი დათო, ჯღამაძე ნინო საქართველოს უნივერსიტეტი აბსტრაქტი რისკი ადამიანის და ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. რისკის წყარო არის ნებისმიერი მოვლენა, რომლის შემთხვევაში კომპანია განიცდის ფინანსურ დანაკარგს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის მსყიდველუნარიანობის შემცირება და ლიკვიდურობის რისკის ზრდა, რაც ნეგატიურად აისახება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე. ბიზნესისთვის კრიზისი ასოცირდება გაურკვეველ და მნიშვნელოვან მოვლენასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის საოპერაციო, რეპუტაციულ და ფინანსურ სტაბილურობას და უარყოფითად აისახება კომპანიის უწყვეტ განვითარებაზე. კრიზისულ პერიოდში ბიზნესის ფუნქციონირებადობის პრინციპის დასაცავად მნიშვნელოვანია მენეჯმენტის მხრიდან სწრაფი და ეფექტური რეაგირების განხორციელება და რისკის მართვის მოდელის შემუშავება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რისკის მართვის პროცესის ეფექტური წარმართვა. კრიზისულ პერიოდში, ბიზნესისთვის არასასურველი შედეგების დადგომა დაკავშირებულია შიდა და გარე რისკებთან. ქვეყნის გარე რისკები განაპირობებს კომპანიების შიდა რისკების ზრდას. კერძოდ, გაზრდილმა კონკურენციამ, ეკონომიკის ზრდის დაბალმა მაჩვენებელმა და გაუარესებულმა სოციალურმა მდგომარეობამ შეიძლება განაპირობოს ტრანსპორტირების, მომარაგების, საწარმოო და საოპერაციო რისკების ზრდა, რაც გამოიწვევს ბიზნესის ფუნქციონირებადობის პრინციპის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. კრიზისულ პერიოდში კომპანიების დიდ ნაწილს უჭირს რისკების სწორი მენეჯმენტი, რადგან რისკების მართვა მრავალსაფეხურიანი და რთული პროცესია. რისკის მნიშვნელობის დონეს განსაზღვრავს ორი ძირითადი ფაქტორი: 1. რისკის დადგომის ალბათობა; 2. რისკის გავლენა, ანუ ნეგატიური შედეგის გავლენა კომპანიის მიზნებზე და ამოცანებზე. ნაშრომში შემოთავაზებულია საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სექტორისათვის რისკების კატეგორიზაცია მათი დადგომის ალბათობის და გავლენის კომბინაციის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 571 გათვალისწინებით, ასევე მათი პრიორიტეტების მიხედვით და შემუშავებულია შეფასების რაოდენობრივი მეთოდი, მოყვანილია დასაშვები რისკიანობის შკალა. შეფასებულია: 1. რისკები, რომელთა დადგომის ალბათობა და გავლენა მაღალია კომპანიის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებზე. ისინი მიიჩნევა პრიორიტეტულ რისკებად და უნდა დაეთმოს დიდი ყურადღება; 2. რისკები, რომელთა დადგომის ალბათობა და გავლენა კომპანიის სტრატეგიულ მიზნებსა და ფუნქციონირებადობის პრინციპებზე მცირეა. ასეთი რისკები მიიჩნევა ნაკლებ პრიორიტეტულ რისკებად და მათ ნაკლები ყურადღება ეთმობა; 3. რისკები, რომელთა დადგომის ალბათობა მაღალია და გავლენა მცირეა და პირიქით, მოხდენის ალბათობა მცირეა და გავლენა მაღალი. მათი პრიორიტეტების რიგითობის განსაზღვრა უნდა ხორციელდებოდეს კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. საკვანძო სიტყვები: რისკის მართვა, ალკოჰოლური სასმელები, კოვიდ-19 შესავალი ბიზნესის მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად მნიშვნელოვანია რისკის მართვის მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ნეგატიური მოვლენების იდენტიფიცირებას და მათი დადგომის შემთხვევაში გავლენის შეფასებას. სტატიაში წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორისთვის რისკის მართვის მოდელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია არსებითი განუსაზღვრელობების შედეგად წარმოქმნილი არსებითი რისკების ბიზნესის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებზე გავლენის შეფასება. ამასთანავე, აღნიშნული მოდელი შესაძლებელს ხდის განხორციელდეს რისკის მართვის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონის შეფასება კრიტერიუმებისა და ალგორითმების გამოყენებით. რისკის მართვის მოდელის დაგეგმვის ეტაპები და რისკის შეფასების სისტემა რისკის მართვის მოდელის დაგეგმვა განხორციელდა შემდეგი პროცედურების და რისკ ფაქტორების გათვალისწინებით: 1. არსებითი განუსაზღვრელობების იდენტიფიცირება. ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე იდენტიფიცირებულ იქნა არსებითი განუსაზღვრელობის შეფასების შემდეგი ინდიკატორები, რომლებიც გავლენას ახდენენ კომპანიის ფუნქციონირებადობის პრინციპზე: 1.1. ფინანსური მოვლენები; 1.2.საოპერაციო მოვლენები; 1.3.სხვა მოვლენები. 2. თითოეული მოვლენის რისკის დონის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი რისკ ფაქტორის განსაზღვრა. ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე თითოეული მოვლენისთვის იდენტიფიცირებულ იქნა რისკ ფაქტორის განსაზღვრის შემდეგი კრიტერიუმები: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 572 2.1. ფინანსური მოვლენები: 2.1.1. ლიკვიდურობის შეფასება მოკლევადიან პერიოდში; 2.1.2. სწრაფი ლიკვიდურობის შეფასება; 2.1.3. სასაქონლო მარაგების ბრუნვა; 2.1.4. დებიტორული დავალიანების მდგომარეობა; 2.1.5. სესხის გადახდისუნარიანობა; 2.1.6. დაფინანსების წყაროების დინამიკები; 2.1.7. კრედიტორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის ნიშნები; 2.1.8. საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების უარყოფითი ნაკადები; 2.1.9. მნიშვნელოვანი საოპერაციო ზარალი, ან შემოსავლების მიღებისათვის განკუთვნილი აქტივების ღირებულების მკვეთრი გაუფასურება; 2.1.10. დივიდენდების გაცემის ვადის გადაცილება ან გაცემის შეწყვეტა; 2.1.11. მოგების მარჟა. 2.2. საოპერაციო მოვლენები: 2.2.1. საერთაშორისო ბაზრებზე დამოკიდებულების ხარისხი; 2.2.2. რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი; 2.2.3. უკრაინის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი; 2.2.4. ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა; 2.2.5. ძირითადი ნედლეულის მომწოდებლის ან ლიცენზიის დაკარგვა; 2.2.6. კონკურენტის გამოჩენის საფრთხე. 2.3. სხვა მოვლენები: 2.3.1. კომპანიის მიმართ აღძრული სასამართლო პროცესი; 2.3.2. ცვლილებები კანონში ან სახელმწიფო პოლიტიკაში, რაც სავარაუდოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებს ბიზნესზეც; 2.3.3. სტიქიური უბედურებების არასაკმარისი დაფარვა დაზღვევით. 3. რისკ ფაქტორის განსაზღვრული კრიტერიუმის მნიშვნელობის დონის დადგენის მიზნით შერჩეულ რისკ ფაქტორებისთვის არსებითობის წონის მინიჭება; ჯამში ყველა რისკ ფაქტორის შეფასების კრიტერიუმების არსებითობის წონის ჯამი უნდა უდრიდეს 100%. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 573 4. თითოეული რისკ ფაქტორისთვის კოეფიციენტის მნიშვნელობა განისაზღვრა 3 ქულიანი სისტემით, საიდანაც: 4.1. 1 ქულა დაბალ რისკიანი; 4.2. 2 ქულა ზომიერ რისკიანი; 4.3. 3 ქულა მაღალ რისკიანი. 5. თითოეული რისკ ფაქტორის განსაზღვრული კრიტერიუმის არსებითობის წონა მრავლდება თითოეული რისკ ფაქტორის რისკის კოეფიციენტის მნიშვნელობის დონეზე, რაც უდრის შეწონის კოეფიციენტს. რაც უფრო ახლოს იქნება შეწონის კოეფიციენტი ერთთან, მით უფრო ნაკლებ რისკიანია თითოეული რისკ ფაქტორის გავლენა ბიზნეს საქმიანობაზე და პირიქით. 6. რისკის მართვის მოდელის მატრიცის აგება - განისაზღვრა მთლიანი ბიზნესის და თითოეული რისკ ფაქტორის შეფასების კრიტერიუმის არსებითობის და რისკიანობის დონის გავლენა ფუნქციონირებადობის პრინციპზე. რისკის მართვის მოდელის საბოლოო ეტაპზე ხორციელდება თითოეული რისკ ფაქტორის შეწონის კოეფიციენტის დაჯამება. თუ:  ჯამი 1-ზე ნაკლებია, ბიზნესი ნაკლებ რისკიანია და ფუქნციონირებადობის პრინციპს საფრთხე არ ემუქრება;  ჯამი 1-დან 2-მდეა, ბიზნესი საშუალო რისკიანი და ფუქნციონირებადობის პრინციპს საფრთხე მოკლევადიან პერიოდში არ ემუქრება;  ჯამი 2-დან 3-მდეა, ბიზნესი მაღალ რისკიანი და ფუქნციონირებადობის პრინციპი რისკის ქვეშაა. რისკ ფაქტორების შერჩევა და შეფასება ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე, რისკის დონის შეფასებისას კრიტერიუმებად გამოყენებულ იქნა 20 რისკ ფაქტორი (ჰოფკინი, 2021, ჰორნგრენი 2006, ჭილაძე, 2018). კომპანიის ფუნქციონირებადობის რისკის დონის განსაზღვრის მიზნით, ფოკუს ჯგუფების გამოყენების საფუძველზე, თითოეულ შერჩეულ რისკის ფაქტორების კრიტერიუმებს მიენიჭა არსებითობის წონის პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა ჯამმა შეადგინა 100%: ცხრილი 1. რისკ ფაქტორების შეფასების კრიტერიუმები (არსებითობის წონები) N რისკ ფაქტორების შეფასების კრიტერიუმები: ფინანსური მოვლენები: 50% 1 ლიკვიდურობა მოკლევადიან პერიოდში 7% 2 სწრაფი ლიკვიდურობა 7% 3 სასაქონლო მარაგების ბრუნვა 4% 4 დებიტორული დავალიანების მაჩვენებელი 4% 5 სესხის გადახდისუნარიანობა 5% 6 დაფინანსების წყაროების დინამიკები 5% 7 კრედიტორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის ნიშნები 4% Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 574 8 საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ნაკადები 3% 9 შემოსავლების მიღებისათვის განკუთვნილი აქტივების ღირებულების ცვლილება 2% 10 დივიდენდების გაცემის ვადის გადაცილება ან გაცემის შეწყვეტა 2% 11 მოგების მარჟა 7% საოპერაციო მოვლენები 40% 12 საერთაშორისო ბაზრებზე დამოკიდებულების ხარისხი 7% 13 რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი 8% 14 უკრაინის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი 5% 15 ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა 8% 16 ძირითადი ნედლეული მომწოდებლის ან ლიცენზიის დაკარგვა 8% 17 კონკურენტის გამოჩენის საფრთხე 4% სხვა მოვლენები 10% 18 კომპანიის მიმართ აღძრული სასამართლო პროცესი 5% 19 ცვლილებები კანონში ან სახელმწიფო პოლიტიკაში, რაც სავარაუდოთ ნეგატიურ გავლენას იქონიებს ბიზნესზე 3% 20 სტიქიური უბედურობების არასაკმარისი დაფარვა დაზღვევით 2% სულ 100% კვლევის მომდევნო ეტაპზე განხორციელდა კოეფიციენტების 3 ქულიანი სისტემის შერჩევა და თითოეული რისკ ფაქტორისათვის განისაზღვრა კოეფიციენტის მნიშვნელობის დონე: 1. ლიკვიდურობა მოკლევადიან პერიოდში 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ერთი ან ერთზე მეტი 0,6-0,9 0,1-0,5 2. სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ერთი ან ერთზე მეტი 0,6-0,9 0,1-0,5 3. სასაქონლო მარაგების ბრუნვა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ერთი ან ერთზე მეტი (საშუალოდ 360 დღეში ან უფრო სწრაფად ყიდის მარაგებს) 0,6-0,9 (საშუალოდ 400-600 დღეში ყიდის მარაგებს) 0,1-0,5 (საშუალოდ 720-3600 დღეში ყიდის მარაგებს) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 575 4. დებიტორული დავალიანების მაჩვენებელი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ერთი ან ერთზე მეტი (360 დღეში ან უფრო სწრაფად ეფარება დებიტორი) 0,6-0,9 (საშუალოდ 400-600 დღეში ეფარება დებიტორი) 0,1-0,5 (საშუალოდ 720-3600 დღეში ეფარება დებიტორი) 5. სესხის გადახდისუნარიანობა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 1%-20% (აქტივების 1%-20% დაფინანსებულია სესხით) 21%-50% (აქტივების 21%-50% დაფინანსებულია სესხით) 51%-100% (აქტივების 51%-100% დაფინანსებულია სესხით) 6. დაფინანსების წყაროების დინამიკები 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა დაფინანსების წყაროებში საკუთარი კაპიტალის ხვედრითი წილი აღემატება ვალდებულებების ხვედრით წილს დაფინანსების წყაროებში საკუთარი კაპიტალის ხვედრითი წილი ტოლია ვალდებულებების ხვედრით წილისა დაფინანსების წყაროებში საკუთარი კაპიტალის ხვედრითი წილი ნაკლებია ვალდებულებების ხვედრით წილზე 7. კრედიტორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის ნიშნები 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა არ შეინიშნება ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის ნიშნები კომპანიის მიერ დაფინანსების მოძიება გართულებულია, თუმცა შესაძლებელი შეინიშნება კრედიტორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა 8. საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ნაკადები 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ბიზნესის ძირითად შემოსავლების მომტან საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავალი მეტია გასულ ფულად სახსრებზე ბიზნესის ძირითად შემოსავლების მომტან საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავალი ტოლია გასულ ფულად სახსრებზე ბიზნესის ძირითად შემოსავლების მომტან საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავალი ნაკლებია გასულ ფულად სახსრებზე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 576 9. შემოსავლების მიღებისათვის განკუთვნილი აქტივების ღირებულების ცვლილება (პროცენტული მაჩვენებლების განსაზღვრა დამოკიდებულია სექტორის თვისებებზე) 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა არ განხოციელებულა აქტივების გაუფასურება აქტივები გაუფასურდა უმნიშვნელოდ (1%- 10%) შეინიშნება აქტივების გაუფასურების მკვეთრი ზრდა (11%>) 10. დივიდენდების გაცემის ვადის გადაცილება ან გაცემის შეწყვეტა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა არ განხოციელებულა დივიდენდების გაცემის შეწყვეტა განხორციელდა დივიდენდების ვადის გადაცილება განხორციელდა დივიდენდების შეწყვეტა 11. მოგების მარჟა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 20% > ყოველი გაყიდული 100 ლარის ღირებულების პროდუქტი ბიზნეს უტოვებს 20 ლარს და მეტს 10%-20% ყოველი გაყიდული 100 ლარის ღირებულების პროდუქტი ბიზნეს უტოვებს 10 ლარიდან 20 ლარამდე 0%-9% ყოველი გაყიდული 100 ლარის ღირებულების პროდუქტი ბიზნეს უტოვებს 9 ლარს და ნაკლებს 12. საერთაშორისო ბაზრებზე დამოკიდებულების ხარისხი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ბიზნეს გააჩნია დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრები პროდუქტის რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა საექსპორტო ბაზრები არ არის დივერსიფიცირებული პრდოქტის რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე 13. რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 1%-29% (ექსპორტის 1%-29%-მდე მოდის რუსეთის ბაზარზე) 30%-49% (ექსპორტის 30%-49%-მდე მოდის რუსეთის ბაზარზე) 50% და მეტი (ექსპორტის 50%-ი და მეტი მოდის რუსეთის ბაზარზე) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 577 14. უკრაინის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 1%-9% (ექსპორტის 1%- 9%-მდე მოდის უკრაინის ბაზარზე) 10%-29% (ექსპორტის 10%-29%-მდე მოდის უკრაინის ბაზარზე) 30% და მეტი (ექსპორტის 30%-ი და მეტი მოდის უკრაინის ბაზარზე) 15. ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა არ განხორციელებულა ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა განხორციელდა არა ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა განხორციელდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა 16. ძირითადი ნედლეულის მომწოდებლის ან ლიცენზიის დაკარგვა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ა) ბიზნესი მიმართავს ვერტიკალური ინტეგრაციის სტრატეგიას ბ) ბიზნესის მიერ არ განხორციელებულა ლიცენზიის დაკარგვა ბიზნესი მიმართავს ჰორიზონტალური ინტეგრაციის სტრატეგიას, გამოვლინდა საწარმოოდ საჭირო ნედლეულის მოწოდების ხარვეზები. ბიზნესი იყენებს ჰორიზონტალური ინტეგრაციის სტრატეგიას და დაკარგა ძირითადი მომწოდებელი და ლიცენზია 17. კონკურენტის გამოჩენის საფრთხე 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ბაზარი იზრდება მოთხოვნის ზრდის ხარჯზე ბაზარზე არ შეინიშნება მოთხოვნის ზრდა ბაზარი მცირდება მოთხოვნის კლების გამო 18. კომპანიის მიმართ აღძრული სასამართლო პროცესი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა კომპანიის მიმართ არ არის აღძრული სასამართლო პროცესი კომპანიის მიმართ აღძრულია სასამართლო პროცესი, თუმცა არ განხორციელებულა ჯარიმის დაკისრება კომპანიის მიმართ აღძრული სასამართლო პროცესი და დაეკისრა დიდი რაოდენობის ჯარიმის გადახდა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 578 19. ცვლილებები კანონში ან სახელმწიფო პოლიტიკაში, რაც სავარაუდოთ ნეგატიურ გავლენას იქონიებს ბიზნესზე 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა არ განხორციელებულა ცვლილებები კანონში ან სახელმწიფო პოლიტიკაში, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენდა ბიზნესზე განხორციელდა ცვლილებები კანონში და სახელმწიფო პოლიტიკაში, რამაც უმნიშვნელო გავლენა მოახდინა ბიზნესზე განხორციელდა ცვლილებები კანონში ან სახელმწიფო პოლიტიკაში, რამაც ნეგატიურ გავლენა მოახდინა ბიზნესზე 20. სტიქიური უბედურებების არასაკმარისი დაფარვა დაზღვევით 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა არ ქონია ადგილი სტიქიურ უბედურებას ადგილი ჰქონდა სტიქიურ მოვლენებს რამაც განაპირობა მოწოდების ხაზის შეფერხება, თუმცა განხორციელდა სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი ხარჯების დაფარვა დაზღვევის მიერ ა) ადგილი ჰქონდა სტიქიურ მოვლენებს რამაც განაპირობა მოწოდების ხაზის შეფერხება; ბ) არ იყო დაზღვევის მექანიზმი გამოყენებული რისკის მართვის მოდელის აგება სს ,,თბილღვინოს“ მაგალითზე რისკის მართვის მოდელის ასაგებად გამოყენებულ იქნა სს ,,თბილღვინოს“ 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება (https://reportal.ge/ka/Reports/GetFile/31847). 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების შერჩევა განხორციელდა იქედან გამომდინარე, რომ პანდემიის თვალსაჩინო ეფექტი ამ წელს გამოვლინდა. შესაბამისად, აღნიშნული მოდელის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ისეთი რისკების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენდნენ სს ,,თბილღვინოს“ ფუნქციონირებადობის პრინციპზე. სს ,,თბილღვინოს“ მაგალითზე თითოეული რისკ ფაქტორისათვის განისაზღვრა კოეფიციენტის მნიშვნელობის დონე (თანხები მოცემულია ათას ლარში): 1. ლიკვიდურობა მოკლევადიან პერიოდში 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ერთი ან ერთზე მეტი 0,6-0,9 0,1-0,5 სს „თბილღვინოს“ ლიკვიდურობა მოკლევადიან პერიოდში = 37765/17619= 2,14. შესაბამისად, პანდემიის დაწყებიდან ერთ წელიწადში მას შესწევდა უნარი დაეფარა მიმდინარე ვალდებულებები მიმდინარე აქტივებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლიკვიდურობა მოკლევადიან პერიოდში შეფასდა 1 ქულით. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 579 2. სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ერთი ან ერთზე მეტი 0,6-0,9 0,1-0,5 სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი = (4701+8175)/17619=0.73. სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი შეფასდა 2 ქულით. 3. სასაქონლო მარაგების ბრუნვა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ერთი ან ერთზე მეტი (საშუალოდ 360 დღეში ან უფრო სწრაფად ყიდის მარაგებს) 0,6-0,9 (საშუალოდ 400-600 დღეში ყიდის მარაგებს) 0,1-0,5 (საშუალოდ 720-3600 დღეში ყიდის მარაგებს) მარაგების საშუალო რაოდენობა= (24889+20007)/2= 22448; მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი =19707/22448=0.87 და 360/0.87=414 დღეში, პანდემიის დაწყებიდან ერთ წელიწადზე მეტ დროში, ყიდიდა მარაგებს. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 2 ქულით. 4. დებიტორული დავალიანების მაჩვენებელი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ერთი ან ერთზე მეტი (360 დღეში ან უფრო სწრაფად ეფარება დებიტორი) 0,6-0,9 (400-600 დღეში ეფარება საშუალოდ დებიტორი) 0,1-0,5 (720-3600 დღეში ეფარება საშუალოდ დებიტორი) საშუალო დებიტორული დავალიანება= (8175+8785)/2=8480. დებიტორული ბრუნვის კოეფიციენტი= 39132/8480=4.6. პანდემიის დაწყებიდან ერთ წელიწადში დებიტორი სს ,,თბილღვინოს“ ეფარება 360/4.6=78.2 დღეში. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 1 ქულით. 5. სესხის გადახდისუნარიანობა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 1%-20% (აქტივების 1%-20%-მდე დაფინანსებულია სესხით) 21%-50% (აქტივების 21%-50%-მდე დაფინანსებულია სესხით) 51%-100% (აქტივების 51%-100%-მდე დაფინანსებულია სესხით) ვალდებულებების ფარდობა საკუთარ აქტივებთან (9512+17619)/70621=0,38=38.4%. პანდემიის დაწყებიდან ერთ წელიწადში სს ,,თბილღვინოს“ აქტივების 38.4% იყო დაფინანსებული ვალდებულებით. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 2 ქულით. 6. დაფინანსების წყაროების დინამიკები 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 580 დაფინანსების წყაროებში საკუთარი კაპიტალის ხვედრითი წილი აღემატება ვალდებულებების ხვედრით წილს დაფინანსების წყაროებში საკუთარი კაპიტალის ხვედრითი წილი ტოლია ვალდებულებების ხვედრით წილისა დაფინანსების წყაროებში საკუთარი კაპიტალის ხვედრითი წილი ნაკლებია ვალდებულებების ხვედრით წილზე დაფინანსების წყაროებში საკუთარი კაპიტალის ხვედრითი წილი = 61.5%-ს, ხოლო ვალდებულებების 38.5%. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 1 ქულით. 7. კრედიტორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის ნიშნები 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა არ შეინიშნება ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის ნიშნები კომპანიის მიერ დაფინანსების მოძიება გართულებულია, თუმცა შესაძლებელი შეინიშნება კრედიტორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა კომპანიის მიერ დაფინანსების მოძიება იყო გართულებული, თუმცა შესაძლებელი. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 2 ქულით. 8. საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ნაკადები 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ბიზნესის ძირითად შემოსავლების მომტან საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავალი მეტია გასულ ფულად სახსრებზე ბიზნესის ძირითად შემოსავლების მომტან საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავალი ტოლია გასულ ფულად სახსრებზე ბიზნესის ძირითად შემოსავლების მომტან საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავალი ნაკლებია გასულ ფულად სახსრებზე სს ,,თბილღვინოს“ საოპერაციო საქმიანობით წარმოქმნილი წმინდა ფულადმა სახსრებმა შეადგინა 8847, რის გამოც აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 1 ქულით. 9. შემოსავლების მიღებისათვის განკუთვნილი აქტივების ღირებულების ცვლილება (პროცენტული მაჩვენებლების განსაზღვრა დამოკიდებულია სექტორის თვისებებზე) 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 581 არ განხოციელებულა აქტივების გაუფასურება აქტივები გაუფასურდა უმნიშვნელოდ (1%-10%) შეინიშნება აქტივების გაუფასურების მკვეთრი ზრდა (11%>) აქტივები გაუფასურდა უმნიშვნელოდ. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 2 ქულით. 10. დივიდენდების გაცემის ვადის გადაცილება ან გაცემის შეწყვეტა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა დივიდენდების გაცემა არ შეწყვეტილა განხორციელდა დივიდენდების ვადის გადაცილება დივიდენდების გაცემა შეწყდა არ შეწყვეტილა დივიდენდების გაცემა. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 1 ქულით. 11. მოგების მარჟა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 20% > ყოველი გაყიდული 100 ლარის ღირებულების პროდუქტი ბიზნესს უტოვებს 20 ლარს და მეტს 10%-20% ყოველი გაყიდული 100 ლარის ღირებულების პროდუქტი ბიზნეს უტოვებს 10 ლარიდან 20 ლარამდე 0%-9% ყოველი გაყიდული 100 ლარის ღირებულების პროდუქტი ბიზნეს უტოვებს 9 ლარს ან ნაკლებს შემოსავალი რეალიზაციიდან=39132. საერთო მოგება=19425. მოგების მარჟა=49.6 %. პანდემიის დაწყებიდან ერთ წელიწადში სს ,,თბილღვინოს“ გაყიდული ყოველი 100 ლარიდან რჩებოდა მოგების სახით 49.6 ლარი. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 1 ქულით. 12. საერთაშორისო ბაზრებზე დამოკიდებულების ხარისხი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ბიზნეს გააჩნია დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრები პროდუქტის რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე და საექსპორტო ბაზრები არ არის დივერსიფიცირებული პროდუქტის რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე პანდემიის დაწყებიდან ერთ წელიწადში სს ,,თბილღვინოს“ შემოსავალმა რეალიზაციიდან შეადგინა 39132, საიდანაც ადგილობრივი ბაზრის გაყიდვების მოცულობამ შეადგინა 6468 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 582 (17%), ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდვებმა 32664 (83%). აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 2 ქულით. 13. რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 1%-29% (ექსპორტის 1%- 29% მოდის რუსეთის ბაზარზე) 30%-49% (ექსპორტის 30%-49% მოდის რუსეთის ბაზარზე) 50% და მეტი (ექსპორტის 50% და მეტი მოდის რუსეთის ბაზარზე) ექსპორტის 50% და მეტი მოდის რუსეთის ბაზარზე. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 3 ქულით. 14. უკრაინის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 1%-9% (ექსპორტის 1%- 9% მოდის უკრაინის ბაზარზე) 10%-29% (ექსპორტის 10%-29% მოდის უკრაინის ბაზარზე) 30% და მეტი (ექსპორტის 30% და მეტი მოდის უკრაინის ბაზარზე) ექსპორტის 10%-29% მოდის უკრაინის ბაზარზე. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 2 ქულით. 15. ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა არ მომხდარა ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა მოხდა არაძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა მოხდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა არ მომხდარა ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 1 ქულით. 16. ძირითადი ნედლეულის მომწოდებლის ან ლიცენზიის დაკარგვა 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ა) ბიზნესი მიმართავს ვერტიკალური ინტეგრაციის სტრატეგიას ბიზნესი მიმართავს ჰორიზონტალური ინტეგრაციის სტრატეგიას, გამოვლინდა საწარმოოდ ბიზნესი იყენებს ჰორიზონტალური ინტეგრაციის სტრატეგიას და დაკარგა ძირითადი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 583 ბ) ბიზნესის მიერ არ განხორციელებულა ლიცენზიის დაკარგვა საჭირო ნედლეულის მოწოდების ხარვეზები. მომწოდებელი და ლიცენზია სს „თბილღვინო“ ფლობს ქარხნებს თბილისსა და ყვარელში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე შეადგენს 8,3 მლნ. ლიტრს წელიწადში. კომპანიამ 2020 წლის I-IX თვეებში გაზარდა ყვარელში საწარმოო სიმძლავრეები 1104 ათასი ლიტრით, მოხდა ძირითადი და საბრუნავი საშუალებების მოდერნიზაცია პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულის ნაწილი მიიღება გურჯაანის და ყვარლის რაიონებში მდებარე საკუთარი 298 ჰექტარი ვენახებიდან. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 1 ქულით. 17. კონკურენტის გამოჩენის საფრთხე (პორტერი, 1980; ჩერუნილამ, 2017) 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა ბაზარი იზრდება მოთხოვნის ზრდის ხარჯზე ბაზარზე არ შეინიშნება მოთხოვნის ზრდა ბაზარი მცირდება მოთხოვნის კლების გამო პანდემიის ფონზე ბაზარზე არ შეინიშნება მოთხოვნის ზრდა. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 2 ქულით. 18. კომპანიის მიმართ აღძრული სასამართლო პროცესი 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა კომპანიის მიმართ არ არის აღძრული სასამართლო პროცესი კომპანიის მიმართ აღძრულია სასამართლო პროცესი, თუმცა არ განხორციელებულა ჯარიმის დაკისრება კომპანიის მიმართ აღძრული სასამართლო პროცესი და დაეკისრა დიდი რაოდენობის ჯარიმის გადახდა 2012 წლიდან გურჯაანის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე შპს „XX“- ის სარჩელის გამო სს „თბილღვინო“-ს მიმართ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით და სს „თბილღვინო“-ს შეგებებული სარჩელი შპს „XX“-ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამავე სასამართლოს წარმოებაშია შპს „XX“-ის ადმინისტრაციული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სს „თბილღვინო“-ს კუთვნილი ღვინის ქარხნის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. სამოქალაქო დავაზე საქმის წარმოება შეჩერებულია ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე, რომელზეც თავის მხრივ სხდომები 2018 წლის შემდეგ არ ჩანიშნულა. შესაბამისად საქმის წარმოება არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციულ დავაზე დასრულებული არ არის. კომპანია არ მოელის ამ სასამართლო დავებიდან რაიმე სახის ნეგატიურ შედეგს, რის გამოც ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის აღიარებული რაიმე სახის ანარიცხი. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 2 ქულით. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 584 19. ცვლილებები კანონში ან სახელმწიფო პოლიტიკაში, რაც სავარაუდოთ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბიზნესზე 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა არ განხორციელებულა ცვლილებები კანონში ან სახელმწიფო პოლიტიკაში, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენდა ბიზნესზე განხორციელდა ცვლილებები კანონში და სახელმწიფო პოლიტიკაში, რამაც უმნიშვნელო გავლენა მოახდინა ბიზნესზე განხორციელდა ცვლილებები კანონში ან სახელმწიფო პოლიტიკაში, რამაც ნეგატიურ გავლენა მოახდინა ბიზნესზე საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და მასში ხშირად ხდება ცვლილებების შეტანა. კომპანიის მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან და საქმიანობასთან მიმართებით ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ კანონმდებლობის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით შესაძლოა შეკითხვები გაუჩნდეთ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს. საქართველოს საგადასახადო ორგანოები შესაძლოა უფრო დამაჯერებელ და დახვეწილ მიდგომას იყენებენ კანონმდებლობის ინტერპრეტაციისას და საგადასახადო შემოწმებების დროს. ასევე შესაძლებელია, რომ იმ ოპერაციებისა და საქმიანობების მიმართ, რომელთა მიმართაც ადრე არ ჰქონიათ შეკითხვები, ახლა გაჩნდეს შეკითხვები. შედეგად, შესაძლოა განისაზღვროს დამატებითი გადასახადები, საურავები და საპროცენტო განაკვეთები. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 2 ქულით. 20. სტიქიური უბედურებების არასაკმარისი დაფარვა დაზღვევით 1 ქულა 2 ქულა 3 ქულა არ ჰქონია ადგილი სტიქიურ უბედურებას ადგილი ჰქონდა სტიქიურ მოვლენებს, რამაც განაპირობა მოწოდების ხაზის შეფერხება, თუმცა განხორციელდა სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი ხარჯების დაფარვა დაზღვევის მიერ ადგილი ჰქონდა სტიქიურ მოვლენებს, რამაც განაპირობა მოწოდების ხაზის შეფერხება ან არ იყო გამოყენებული დაზღვევის მექანიზმი არ ჰქონია ადგილი სტიქიურ უბედურებას. აღნიშნული რისკ ფაქტორის მნიშვნელობის დონე შეფასდა 1 ქულით. შეფასებების შედეგად მიღებულია შემდეგი მატრიცა: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 585 N რისკ ფაქტორები არსებითობი ს წონა კოეფიციენტი ს მნიშვნელობა შეწონის კოეფიციენტ ი ფინანსური მოვლენები: 0.72 1 ლიკვიდურობა მოკლევადიან პერიოდში 7% 1 0.07 2 სწრაფი ლიკვიდურობა 7% 2 0.14 3 სასაქონლო მარაგების ბრუნვა 4% 2 0.08 4 დებიტორული დავალიანების მაჩვენებელი 4% 1 0.04 5 სესხის გადახდისუნარიანობა 5% 2 0.1 6 დაფინანსების წყაროების დინამიკები 5% 1 0.05 7 კრედიტორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის ნიშნები 4% 2 0.08 8 საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ნაკადები 3% 1 0.03 9 შემოსავლების მიღებისათვის განკუთვნილი აქტივების ღირებულების ცვლილება 2% 2 0.04 10 დივიდენდების გაცემის ვადის გადაცილება ან გაცემის შეწყვეტა 2% 1 0.02 11 მოგების მარჟა 7% 1 0.07 საოპერაციო მოვლენები 0.72 12 საერთაშორისო ბაზრებზე დამოკიდებულების ხარისხი 7% 2 0.14 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 586 13 რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი 8% 3 0.24 14 უკრაინის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი 5% 2 0.1 15 ძირითადი საექსპორტო ბაზრის დაკარგვა 8% 1 0.08 16 ძირითადი ნედლეული მომწოდებლის ან ლიცენზიის დაკარგვა 8% 1 0.08 17 კონკურენტის გამოჩენის საფრთხე 4% 2 0,08 სხვა მოვლენები 0.18 18 კომპანიის მიმართ აღძრული სასამართლო პროცესი 5% 2 0.1 19 ცვლილებები კანონში ან სახელმწიფო პოლიტიკაში, რაც სავარაუდოთ ნეგატიურ გავლენას იქონიებს ბიზნესზე 3% 2 0.06 20 სტიქიური უბედურობების არასაკმარისი დაფარვა დაზღვევით 2% 1 0.02 სულ 100% 1.52 დასკვნა ჩამოყალიბებული მეთოდიკით გამოთვლილმა კოეფიციენტმა შეადგინა 1.52, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი საშუალო რისკიანი იყო პანდემიის პერიოდში და ფუნქციონირებადობის პრინციპს საფრთხე მოკლევადიან პერიოდში არ დაემუქრა, თუმცა ყველაზე მეტი გავლენა ფინანსურ რისკებზე იქონია რუსეთის და საერთაშორისო ბაზრებზე დამოკიდებულების მაღალმა ხარისხმა და სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტმა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 587 გამოყენებული ლიტერატურა Cherunilam, F. (2017). Business Policy and Strategic Management. Mumbai: Himalaya Publishing House. Hopkin, P., Thompson, C. (2021). Fundamentals of Risk Management Understanding, Evaluating and Implementing Effective Enterprise Risk Management. Kogan Page. Horngren, C., Sundem, G., Elliott, J., & Philbrick, D. (2006).Introduction to Financial Accounting. New Jersey: Pearson Education. Porter, M. (1980). Competitive strategy: techniques for analyzing industries and competitors. New York: Free Press.1. ჭილაძე, ი. (2018). ფინანსური ანგარიშგების ანალიზი. თბილისი: თსუ გამომცემლობა. სს „თბილღვინოს“ 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. https://reportal.ge/ka/Reports/GetFile/31847. Risk Estimation Model for the Wine and Spirits Sector Dato Kuchashvili, Nino Jgamadze University of Georgia Abstract Risk is an integral part of people and business. A source of risk is any event, in the case of which the company experiences a financial loss, which may lead to a decrease in the company's purchasing power and increase the liquidity risk, what negatively affects the company's strategic goals and objectives. For business, a crisis is associated with an uncertain and significant event that threatens the operational, reputational and financial stability of the company and has a negative impact on its continuous development. In order to protect the principle of business functionality during the crisis period, it is important to implement a quick and effective response by the management and develop a risk management model that should ensure the effective risk management process. In the crisis period, the occurrence of undesirable consequences for the business is related to internal and external risks. The external risks of the country lead to the increase of the internal risks of the companies. In particular, increased competition, low rate of economic growth and deteriorating social conditions may lead to an increase in transportation, supply, production and operational risks, which will lead to questioning the principle of business functionality. During the crisis, most of the companies find it difficult to properly manage risks, because risk management is a multi-step and complex process. The level of risk importance is determined by two main factors: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 3, 2024 588 1. Probability of risk occurrence; 2. The impact of risk, that is, the impact of a negative result on the company's goals and objectives. Taking into account the combination of probability and impact of risks for the alcoholic beverages sector in Georgia, the paper proposes to categorize them according to priorities and develop a quantitative method of assessment and a scale of permissible risk is given. The following are estimated: 1. Risks that are highly likely to occur and have a high impact on the goals and objectives set by the company. Those are considered as priority risks and should be given great attention; 2. Risks that have probability of occurrence and impact on the company's strategic goals and operational principles a little. Those are considered as less priority risks and less attention would be paid to them; 3. Risks that have a high probability of occurrence and a low impact, and conversely, a risks that have a low probability of occurrence and a high impact. Determining the order of their priorities should be based on the company's strategic goals and objectives. Keywords: Risk management, Alcoholic beverages, Covid-19