Microsoft Word - fullpdf07012025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 100 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 4, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.01.10 ხელოვნების ისტორია შუა საუკუნეების ქართული მოჭიქული კერამიკა: დიალოგი ორნამენტული მოტივების მეშვეობით ნონა ქარციძე1, ირინა უგრეხელიძე2, ნინო სარავა3, დავით სულაბერიძე4, სულხან კუპრაშვილი5 1ისტორიის დოქტორი, ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; ასოცირებული პროფესორი ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 995 599 740 087 n.kartsidze@gmail.com ORCID: 0000-0002-6148-4753; 2 დოქტორი, ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდის კურატორი, ასოცირებული პროფესორი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 995 593 751 888, iugrekhelidze@mail.ru ORCID: 0000-0001-7982-9927; 3 თბილისის სამხატვრო აკადემიის დოქტორანტი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელოვნების განყოფილების კურატორი, +995 593 131 419, ninosarava@hotmail.com ORCID: 0009- 0007-4655-4171; 4 ისტორიის დოქტორი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი, 995 598 959 566, datosulaberi@gmail.com , ORCID: 0009-0006-5680-5328; 5 ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 995 577 13 15 23, sulkhan.kuprashvili@atsu.edu.ge ORCID: 0000-0003-0294-4956 აბსტრაქტი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულია შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის ორნამენტირებული ფრაგმენტები, რომლებიც ძირითადად, ძველი ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევების შედეგად იქნა აღმოჩენილი. არტეფაქტების უმეტესი ნაწილი მცენარეული, ზოომორფული, აბსტრაქტული და სხვ. ორნამენტული მოტივებითაა შემკული. წინამდებარე ნაშრომში კვლევის მიზანს წარმოადგენს ქუთაისური კოლექციის კერამიკულ ჭურჭელზე გამოსახული ასტრალურ-კოსმოგონიური ხასიათის მატარებელი სიმბოლოს – ბორჯღალისა და მბრუნავი მოტივების განხილვა, ადრეული ეპოქიდან მისი გამოვლინების, მეზობელი რეგიონების კერამიკის ორნამენტიკასთან შედარების და სხვა ძეგლებზე (მონუმენტური და მინიატურული მხატვრობა, ქვის რელიეფები, ჭედური ხატები, ქსოვილები) ანალოგების ძიებისა და პარალელების ანალიზის გზით. საკითხის კვლევისათვის გამოყენებულ იქნა მეთოდები: მხატვრული სტილის, პალიტრისა და კომპოზიციის ვიზუალური ანალიზი; ისტორიული და კულტურული ანალიზი სხვა არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ურთიერთკავშირის დადგენისათვის; საქართველოსა და უცხო ქვეყნების კოლექციების ნიმუშებთან შედარებითი ანალიზი და ანალოგიების ძიება. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბორჯღალს ძველთაგანვე იყო მნიშვნელოვანი აპოტროპეული სიმბოლო ქართულ კულტურაში, ის მზის ხატებად მიიჩნეოდა და სხვადასხვა ფორმით გამოხატული, ერთმანეთისგან განსხვავებულ მასალებში ჰპოვებდა ასახვას. ეს სიმბოლო ქართულ რეალობაში იმდენად მყარად დამკვიდრდა, რომ თანამედროვე ეტაპზეც არ დაუკარგავს აქტუალობა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 101 უცხოური ანალოგიური მასალების მოძიებამ გამოავლინა ადგილობრივი ორნამენტის ხასიათისა და დეკორატიული სქემების ყირიმის, მცირე აზიისა და აღმოსავლურ (სამარყანდი, ქაშანი, ნიშაბური) კერამიკასთან მსგავსება. რაც უდავოდ ადასტურებს, რომ საქართველოს კერამიკული ხელოსნობა იზოლირებულად და კარჩაკეტილად როდი ვითარდებოდა, პირიქით, იგრძნობოდა კულტურათაშორისი ზეგავლენებიც და აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნების კერამიკის საწარმოო ცენტრებთან კავშირიც. კვლევის შედეგები ხელს უწყობს საქართველოს ისტორიულ-კულტურული კონტექსტისა და მხატვრული მემკვიდრეობის უფრო ღრმად გააზრებას. საკვანძო სიტყვები: მოჭიქული კერამიკა; ბორჯღალი; მბრუნავი მოტივები; სოლარული ნიშანი; შუა საუკუნეები ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის მდიდარ ფონდში დაცულია ორნამენტით შემკული მოჭიქული კერამიკის მნიშვნელოვანი კოლექცია. კოლექციაში თავმოყრილია ბოლო სამი- ოთხი ათწლეულის განმავლობაში, პროფესორ ომარ ლანჩავას ხელმძღვანელობით, ქუთაისის ციტადელის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები, რომელთა უმრავლესობა შუა საუკუნეებით თარიღდება (ქარციძე, 2010), (Kartsidze, 2023). ეს მასალები ძირითადად წარმოდგენილია მოჭიქული ჯამების ფრაგმენტების სახით, რომლებიც დეკორირებულია გეომეტრიული, ზოომორფული და აბსტრაქტული ორნამენტული სახეებით. დეკორირებაში გვხვდება ასევე სხვადასხვა სიმბოლოები, რომელთა შორის გამოირჩევა მზის სიმბოლო – დისკოს, სპირალის, ბორჯღალისა და მბრუნავი მოტივების სახით. აღნიშნულ ორნამენტებს გააჩნია მნიშვნელოვანი მხატვრული და სამეცნიერო ღირებულება, რომელთა სემანტიკური გააზრება და სიმბოლურ-სტილისტური ახსნა საგანგებო კვლევის საგანს წარმოადგენს. კერამიკის ორნამენტული დეკორის თავისებურებათა შესწავლა და ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო კვლევა ხორციელდება ქუთაისის ისტორიული მუზეუმის მკვლევართა ჯგუფის მიერ, საგრანტო პროექტის – „მოჭიქული კერამიკის ორნამენტის განვითარების ეტაპები და მისი სამეცნიერო კატალოგიზაცია“, ფარგლებში. მიმდინარე ეტაპისათვის უკვე ჩატარებულია ორნამენტის სტრუქტურულ-ტიპოლოგიური ანალიზი; გაანალიზებულია კერამიკული ნაკეთობების მცენარეული (სარავა, 2024), გეომეტრიული (ქარციძე, 2024) ზოომორფული (Kartsidze, 2024: 414), (Kartsidze, 2024: 342) და ეპიგრაფიკული (Ugrekhelidze, 2024) ორნამენტები, სტილისტურ- კომპოზიციური და ისტორიული თვალსაზრისით; განხორციელებულია შესწავლილი ორნამენტებისა და სხვა არტეფაქტებზე (მონუმენტური და მინიატურული მხატვრობა, ქვის რელიეფები, ჭედური ხატები, დეკორატიული მინანქარი, ქსოვილები) არსებული ორნამენტების ურთიერთშედარებითი ანალიზი, მათი უცხოური პარალელებისა და აგრეთვე, დასავლური თუ აღმოსავლური ხელოვნების ზეგავლენების მოძიება (ქარციძე, 2024 მონოგრაფია). ამ ეტაპზე კვლევის მიზანს წარმოადგენს ქუთაისურ კერამიკულ ნაკეთობებზე გამოსახული ასტრალურ-კოსმოგონიური ხასიათის მატარებელი სოლარული სიმბოლოს – ბორჯღალის და სხვა მბრუნავი ორნამენტების თავისებურებათა განხილვა, ისტორიული და მხატვრული Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 102 ტრანსფორმაციის ანალიზი – ადრეულ ეპოქებში მათი გამოვლინების, შუა საუკუნეების პერიოდის მეზობელი რეგიონების კერამიკის ორნამენტიკასთან შედარების და სხვა ძეგლებზე პარალელების ძიების გზით. კერამიკულ ნაკეთობებზე გამოსახული მბრუნავი მოტივების გაანალიზებისათვის ძირითად კრიტერიუმად შეირჩა შემდეგი თანამედროვე მეთოდები: ვიზუალური ანალიზის მეთოდი (მხატვრული სტილის, ფერთა პალიტრის, კომპოზიციისა შესწავლისათვის, ასევე ორნამენტის კულტურული, ისტორიული და მხატვრული თავისებურებების განსაზღვრისათვის); ისტორიული და კულტურული კვლევის მეთოდები (ორნამენტის შედარება სხვადასხვა არქეოლოგიური აღმოჩენებთან კულტურული და ისტორიული კავშირების დადგენის მიზნით); შედარებითი ანალიზის და ანალოგიების მეთოდი (შესწავლილი ორნამენტის შედარება მუზეუმებისა და კოლექციების ნიმუშებთან მსგავსებისა და განსხვავებების გამოსავლენად, ასევე სხვადასხვა დროისა და რეგიონის ორნამენტების შედარებისათვის). მბრუნავ მოტივებს შორის ბორჯღალი, აპოტროპული მნიშვნელობით, მზის გამოხატულებადაა ინტერპრეტირებული. ის მისტიკურ-სიმბოლური ნიშანია, რომელიც ხატისებურ, იკონურ დანიშნულებას ასრულებდა სხვადასხვა ცივილიზაციებსა და კულტურებში. ბორჯღალი მთელ მსოფლიოში გავრცელებული უძველესი ორნამენტია. მას საქართველოშიც უდიდესი დატვირთვა და საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ორნამენტული კომპოზიცია მიიჩნეოდა მზის მისტერიად, სიცოცხლის მარადისობის უკვდავმყოფადობის, საიდუმლო ცოდნის, ძალაუფლების, შემოქმედი ძალის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ. ქართულ ენაში მისი შესატყვისია ნათება, ელვარება კაშკაში, რაც მზესთან ასოცირდება. ბორჯღალის ოდნავ სახეცვლილი ფორმები – მეგრული „ბარჩხალია“ და აჭარული – „ბორჩხიალა“, ასევე მზისა და ბრიალის აღმნიშვნელია“. ბორჯღალს ასევე უკავშირებენ ბორბალს. რომელიც გამუდმებით ტრიალებს თავისი ცენტრის გარშემო და მარადიული წრებრუნვის ნიშანს წარმოადგენს. მისი, როგორც ღვთაებრივი ბორბლის ენერგია კონცნეტრირებულია ერთ წერტილში – ცენტრში, ხოლო წრიულად მოძრავი სხივები სიმბოლურად განასახიერებენ მზის მუდმივ მოძრაობას ცაზე, „მოძრაობის მარადისობას“, ბრუნვადობას, ჟამთასვლას, უკვდავებას. საქართველოში ბორჯღალის გამოსახულებას აქტიურად იყენებდნენ საერო და საკულტო ხუროთმოძღვრებაში. ძველთაგანვე, ქართული დარბაზის დედაბოძზე, თვალშისაცემ ადგილას, ბორჯღალს კვეთდნენ. მისი ხალხური სახელწოდება „მზის ჭრელი“ იყო და მასზე მუშაობისას ოსტატი უსათუოდ შესთხოვდა ღმერთს „მზით ყოფას“. ეს სიმბოლო ქართულ რეალობაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ეტაპზეც არ დაუკარგავს აქტუალობა. ქუთაისური მოჭიქული კერამიკის ორნამენტიკაში მბრუნავი მოტივები სხვადასხვა სახითაა წარმოდგენილი. აქ გვხვდება: მრუდე მონასმით შესრულებული ჯვრის ფორმის ოთხმკლავიანი ბორჯღალი; წრეში ჩაწერილი ვარდულა-ბორჯღალი, რომლის მკლავები ყვავილის ფურცლებია; მბრუნავი ორნამენტი ცენტრში თავმოყრილი 4 ან მეტი მკლავით, რომლებიც წაგრძელებულ მართკუთხედებს (ზოლებს) წარმოადგენს; ურთიერთმართობად (ჭადრაკულად)განლაგებული, ერთმანეთზე მიბჯენილი ოთხი მკლავი, ცენტრში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 103 დატოვებული სიცარიელით. მბრუნავი ორნამენტით დეკორირებული მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები სტრატიგრაფიული მონაცემების მიხედვით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ფორმის სიმარტივით არის გამორჩეული ერთ-ერთი ჯამის ფრაგმენტზე (შ. წ. 10130 AA-842. ქ.ც. სავ. №5214.86) გამოსახული ჯვრის ფორმის, ოთხმკლავა მოთეთრო ჩალისფერი ბორჯღალი, რომელიც ცენტრში, ამოკაწვრით შესრულებულ მწვანე წრეშია ჩასმული. ბორჯღალი საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს. ერთი შეხედვით ის ოთხფურცელა ყვავილს წააგავს. ჯამზე შეინიშნება ყავისფერი ჭიქურის კვალი. ჯამს დაბალი, ბორბლისებური ქუსლი აქვს. ზომები: ქუსლის დიამეტრი – 7 სმ; ქუსლის სიმაღლე – 1,3 სმ; კეცის სისქე – 1,8 სმ. აღმოჩენილია: ქუთაისის ნაქალაქარი (სურ. 1, 1). ვარდულის ყვავილის ფურცლის ფორმის მკლავებითაა გამოსახული ბორჯღალი ჯამის ფრაგმენტზე (შ. წ. 10130 AA- 842. ქ.ც. სავ. №5292.86). ის კონცენტრულ წრეხაზებშია ჩასმული და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ტრიალებს. ვარდულის თითოეული ფურცლის ერთი მოხრილი და მეორე სწორი გვერდის წყალობით იქმნება ტრიალის შთაბეჭდილება; ვარდულის ფურცლები მონაცვლეობით შეფერილია ჩალისფერი, მდოგვისფერი და სოსნისფერი საღებავით. დაფარულია უფერული კრიალა ჭიქურით. აქვს გამოყვანილი, პატარა ქუსლი. ზომები: ქუსლის დიამეტრი – 5,5 სმ; კეცის სისქე – 0,6 სმ; ქუსლის სიმაღლე – 1 სმ; აღმოჩენილია: ქუთაისის ნაქალაქარი (სურ. 1, 2). 1 2 3 სურ. 1. ბორჯღალი-ვარდულას მოტივები მოჭიქულ კერამიკაზე: 1 — ფრაგმენტი ოთხმკლავა ბორჯღალით ქუთაისიდან; 2 — ფრაგმენტი ბორჯღალი-ვარდულით ქუთაისიდან; 3 — ქუთაისური ჯამის ანალოგი დმანისიდან მსგავსი სახის მბრუნავ ორნამენტს მრავალი პარალელი მოეპოვება, როგორც საქართველოში, კერძოდ, დმანისის არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული ნიმუში (სურ. 1, 3) (კერამიკული. 2013), ისე უცხოურ მასალებში: ყირიმის არქეოლოგიურ მასალებიდან (სურ. 2, 1) (Teslenko. 2021: 237); კონკორდია-საჯიტარიიდან (ვენეცია) (სურ. 2, 2) (Concordia); ორნამენტის საინტერესო ანალოგს წარმოადგენს, ასევე, მოჭიქული ჯამი კვიპროსიდან, რომელიც ბრიტანული მუზეუმის ექსპონატს (ობიექტის №1613029553) წარმოადგენს (სურ. 2, 3). (Bowl N1613029553). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 104 1 2 3 სურ. 2. ბორჯღალი-ვარდულას ორნამენტით დეკორირებული ქუთაისური ჯამის ანალოგები: 1 — ყირიმის არქეოლოგიურ მასალებიდან; 2 — კონკორდია საჯიტარიიდან (ვენეცია); 3 — არტეფაქტი ბრიტანული მუზეუმიდან სურ. 3. მოჭიქული ჭურჭელი ოთხმკლავა მბრუნავი ორნამენტით: 1 — ზოლისებრი მკლავებით; 2 — დაკბილულგვერდიანი მკლავებით ცენტრალურ წერტილში თავმოყრილი და მის ირგვლივ მბრუნავი ოთხმკლავა ორნამენტი გამოსახულია ორ არტეფაქტზე: ჯამის ფრაგმენტი მართკუთხა, ზოლისებრი მკლავებით შ. წ. №9539 AA-764 ქ.ც. სავ. №536.84 (სურ. 3, 1); ფრაგმენტი დაკბილულნაპირიანი მკლავებით შ. წ. 10130 AA-842. ქ.ც. სავ. №4391.85 (სურ. 3, 2). ჯამი – ძირის ფრაგმენტი (შ. წ. №9539 AA-764 ქ.ც. სავ. №536.84), მოწითალოდ გამომწვარი. შიდა პირი თეთრად ანგობირებული. ჯამის ძირზე ამოკაწვრით შესრულებულია ყავისფრად დაფერილი ბორჯღალის ოთხი მკლავი – ზოლების სახით; მკლავებს შორის მცენარეული ორნამენტია, რომელიც შეფერილია ყვითელი და მწვანე საღებავით. დაფარულია უფერული ჭიქურით. დაბალი, ბორბლისმაგვარი ძირი. ზომები: ძირის დმ – 7 სმ; ძირის სიმაღლე – 0,8 სმ; კეცის სისქე – 0,8 სმ. აღმოჩენილია: ქუთაისის ნაქალაქარი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 105 ჯამი – ძირისა და გვერდის ფრაგმენტი (შ. წ. 10130 AA-842. ქ.ც. სავ. №4391.85), სქელკედლიანი, მოწითალო-მოყავისფროდ გამომწვარი. შიდაპირი თეთრად ანგობირებული; ჯამის ძირზე ამოკაწვრით შესრულებულია ბორჯღალის მომწვანო- ყვითელი ფერის ოთხი მკლავი, რომელთა ცალი გვერდი დაკბილულია; ბორჯღალი ოთხქიმიანი მდოგვისფერი ვარსკვლავისა და ყვავილოვანი ორნამენტის – რვაფურცლიანი ვარდულის, ფონზეა გამოსახული. გადავლებული აქვს უფერული ჭიქური (სურ. 3, 1). თანაბრად დაშვებულ კალთიანი, ბრტყელქუსლიანი. ზომები: კეცის სისქე – 0,7 სმ; ქუსლის დმ – 7,6სმ; ქუსლის სიმაღლე – 1 სმ; აღმოჩენილია: ქუთაისის ნაქალაქარი, ციტადელის სამხრეთი ფერდობი. მბრუნავ ორნამენტს მართკუთხა, ზოლისებრი მკლავებით მრავალი პარალელი მოეპოვება, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. საქართველოში აღმოჩენილი ნიმუშებიდან აღსანიშნავია ძველი თბილისის (სურ. 4, 1) (კერამიკული. 2013: 79) (მიწიშვილი. 1979) და კვეტერას ციხის არქეოლოგიური კვლევების დროს აღმოჩენილი მოჭიქული ჭურჭელი (სურ. 4, 2-3) (მინდორაშვილი. 2010: 314). უცხოური მასალებიდან ახლო ანალოგებია: კერძო კოლექციაში დაცული VII-IX საუკუნეებით დათარიღებული სამანიდური მოჭიქული ჯამი ნიშაბურიდან (სურ. 4, 4) (Ceramic Bowl 8th - 9th Century); ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში დაცული IX-X საუკუნეებით დათარიღებული სამარყანდული მოჭიქული ჯამი (სურ. 4, 5) (Lane. 1947: 94), (Bowl 9th century or 10th century); ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში დაცული X საუკუნეებით დათარიღებული ჯამი ნიშაბურიდან (Wilkinson.1973: 157) (სურ. 4, 6) (Islamic Art. Bowl-10th century). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 106 სურ. 4. ოთხმკლავა მბრუნავი ორნამენტის ქართული და უცხოური ანალოგები: 1 — ჯამი თბილისიდან; 2, 3 — ჯამის ფრაგმენტები კვეტერას ციხიდან; 4 — სამანიდური კერამიკული ჭურჭელი ნიშაპურიდან VIII-IX სს. (კერძო კოლექცია); 5 — სამარყანდული ჯამი ლონდონის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმიდან; 6 — ჯამი ნიშაპურიდან, X ს. ნიუ- იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი ანალოგები ეძებნება ასევე, ოთხქიმიანი ვარსკვლავის ფონზე გამოსახული ბორჯღალის ორნამენტს. მსგავსი მოტივითაა ორნამენტირებული კვეტერას ციხეზე აღმოჩენილი ჯამის ფრაგმენტები (სურ. 5, 1). უცხოური მასალებიდან საყურადღებოა მოჭიქული ჯამი ოქროს ურდოს აზაკიდან, რომელიც იქ აღმოსავლეთ ყირიმიდან არის იმპორტირებული (სურ. 5, 2) (А. Н. Масловский, 2017: 482) და ჯამი კუნძულ კრეტის პანაღია ელეუსას ეკლესიიდან (სურ. 5, 3) (იანგაკი. 2017: 140). ქუთაისურ კოლექციაში ასევე დაცულია ჯამის ფრაგმენტები (2 ერთეული) ცენტრში თავმოყრილი მრავალმკლავა მბრუნავი ორნამენტით (სურ. 6, 1 და 6, 2). სურ. 5. ოთხმკლავა მბრუნავი ორნამენტის ანალოგები საქართველოდან: 1 - 2 — ჯამის ფრაგმენტები კვეტერას ციხიდან; 3 — ჯამი ყირიმიდან; 4 — ჯამი კუნძულ კრეტიდან ჯამი – ქუსლისა და გვერდის ფრაგმენტი (შ. წ. 10130 A-842. ქ.ც. სავ. №6043.87), მოჩალისფროდ გამომწვარი; კარგად განლექილი თიხა; შიდაპირი თეთრად ანგობირებული; მკაფიოდ ამოკაწრული მწვანე და ყვითელი ზოლებით გამოყვანილია მრავალმკლავა ბორჯღალი; მკლავებშორის არე ბაცი ყვითელი ფერითაა შეღებილი; დაფარულია უფერული ჭიქურით. აქვს ღრმა გამოყვანილი ქუსლი, რომელშიც ამოკაწრულია ჯვარი. ზომები: ქუსლის სიმაღლე – 1,5სმ; კეცის სისქე – 0,8 სმ; ქუსლის სისქე – 1 სმ; აღმოჩენილია: ქუთაისის ნაქალაქარი, „ლაზთა მეფის“ სასახლის ნაგრევები (სურ. 6, 1). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 107 1 2 სურ. 6. მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები მრავალმკლავა ბორჯღალის გამოსახულებით ჯამი – ძირის ფრაგმენტი (შ. წ. 10130 AA-842. ქ.ც. სავ. №5225.86), წითლად გამომწვარი. შედაპირი თეთრად ანგობირებული; ამოკაწრული მდოგვისფერი და მწვანე ზოლებით გამოყვანილია მრავალმკლავა ბორჯღალი; მკლავთაშორისი არე ღია ჩალისფრადაა შეფერილი; დაფარულია უფერული ჭიქურით. აქვს დაბალი გამოყვანილი ქუსლი. ქუსლის შუაში ღილის მაგვარი კოპი. ზომები: ქუსლის დიამეტრი – 7 სმ; ქუსლის სიმაღლე – 1 სმ; კეცის სისქე – 0,8 სმ; აღმოჩენილია: ქუთაისის ნაქალაქარი (სურ. 6, 2). სურ. 7. მრავალმკლავა ბორჯღალის ორნამენტის ანალოგები საქართველოდან: 1, 2 — დმანისიდან; 3 — კვეტერას ციხიდან Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 108 სურ. 8. მრავალმკლავა ბორჯღალის ორნამენტის უცხოური ანალოგები: 1 — ქალაქ ალუშტადან, ყირიმი; 2, 3 — მოჭიქული ჭურჭელი ისარ ფუნის ციხე-სიმაგრიდან; 4 — ალუშტის ციხის ორტა-კულეს კოშკის ტერიტორიიდან; 5 — ჯამი ნიშაბურიდან, X ს. (კერძო კოლექცია, დიდი ბრიტანეთი); 6 — ქაშანური ჯამი ლუვრის მუზეუმიდან, 1215 წ. აღნიშნული დეკორატიული სქემების ახლო მსგავსება ხშირად შეინიშნება, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ მასალებში. ქართული ნიმუშებიდან გამოვყოფთ: დმანისში აღმოჩენილ მოჭიქული ჯამების ფრაგმენტებს (სურ. 7, 1) (ჭილაშვილი 1970), (სურ. 7, 2) (ჩხვიმიანი. 2020), ასევე კვეტერას ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ფრაგმენტს (სურ. 7, 3) (მინდორაშვილი 2010: 319). უცხოური მასალებიდან ბორჯღალის ორნამენტთან ახლო მსგავსებით გამოირჩევა: მოჭიქული ჭურჭელი, რომლებიც მოპოვებულ იქნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ყირიმის არქეოლოგიური გათხრების შედეგად: ოქროს ურდოსდროინდელი ქალაქ ალუშტიდან (სურ. 8, 1) (Тесленко. 2017: 402), ისარ ფუნის ციხე-სიმაგრის (სურ. 8, 2; სურ. 8, 3) (Тесленко. 2021: 231, 241) და ალუშტის ციხის ორტა-კულეს კოშკის ტერიტორიებიდან (სურ. 8, 4) (Тесленко. 2021: 243). აღნიშნული მასალები XIV-XV საუკუნეებითაა დათარიღებული. ასევე, საინტერესო პარალელებს წარმოადგენს X საუკუნით დათარიღებული მოჭიქული ჯამი ნიშაბურიდან (კერძო კოლექცია დიდი ბრიტანეთიდან) (სურ. 8, 5) და ქაშანური ჯამი – არტეფაქტი ლუვრის მუზეუმის ისლამური ხელოვნების დეპარტამენტიდან, რომლის წარმომავლობის ადგილად კავკასიასა და ირანული სამყაროს მიუთითებენ (სურ. 8, 6). გარდა აღნიშნული მასალებისა, ქუთაისურ კოლექციაში, საინტერესო ვარიაციას წარმოადგენს ჯამის ფრაგმენტები განსხვავებული მბრუნავი ოთხმკლავა ორნამენტებით – Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 109 ურთიერთმართობად (ჭადრაკულად) განლაგებული, ერთმანეთზე მიბჯენილი ოთხი მკლავით, რომელთა კვეთაში დატოვებულია სიცარიელე (სურ. 9, 1 და სურ. 9, 2). ჯამი – ქუსლის ფრაგმენტი (შ. წ. 9539 AA-764. ქ.ც. სავ. №2750.84), მოჩალისფროდ გამომწვარი. თეთრად ანგობირებულ ზედაპირზე ფერადი ზოლებისაგან (მწვანე და თეთრი ყავისფერი ხაზებით) ამოკაწვრით შესრულებულია მბრუნავი ორნამენტი, რომელიც მართკუთხა ღერძის ირგვლივაა განლაგებული. ჯამი დაფარულია უფერული ჭიქურით. აქვს ღრმა გამოყვანილი ქუსლი. ზომები: ქუსლის დიამეტრი – 6,5 სმ; ქუსლის სიმაღლე – 1,5 სმ; კეცის სისქე – 1 სმ; ქუსლის სისქე – 0,8 სმ. აღმოჩენილია: ქუთაისის ნაქალაქარი, ბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს (სურ. 9, 1). ჯამი – ძირის ფრაგმენტი (შ. წ. 10130 A-842. ქ.ც. სავ. №8038.90), წითლად გამომწვარი. თეთრად ანგობირებული. ცენტრში, თეთრი მართკუთხედის ირგვლივ, ამოკაწვრით გამოსახულია მწვანე და ყავისფერი ზოლებისაგან შედგენილი მბრუნავი ორნამენტი. თეთრი მარკუთხედში ჩასმულია მწვანე გეომეტრიული ფიგურები და სოსნისფერი ტირეები. ქუსლი დაბალი ბორბლისებური. ქუსლის შუაში ღილისმაგვარი კოპი. ზომები: ქუსლის დიამეტრი – 7 სმ; ქუსლის სიმაღლე – 1 სმ; კეცის სისქე – 0,7 სმ; აღმოჩენილია: ქუთაისის ნაქალაქარი, ჩანახშირებული ორმოს მასალა (სურ. 9, 2). 1 2 სურ. 9. ოთხმკლავა ბორჯღალი ერთმანეთზე მიბჯენილი ოთხი მკლავით: 1 — ორმაგი კონტურით; 2 — გეომეტრიული ფიგურებით ცენტრში აღწერილი სახის მბრუნავ ორნამენტს მრავალი ანალოგი გააჩნია უცხოურ მასალებში, მათგან აღსანიშნავია: ყირიმში, ფუნის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები (სურ. 10, 1) (Тесленко. 2021: 229) და (სურ 10, 2) (Тесленко. 2021: 254); მცირე აზიის ქალაქ ეფესოს (თურქეთი, დღევანდელი ქ. სელჩუკი) არტემიდას ტაძრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტი (სურ. 10, 3) (Waksman. 2014: 111); ჯამი ხერსონიდან (სურ. 10, 4) (Sedikova: 389). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 110 1 2 3 4 სურ. 10. მბრუნავი ორნამენტის უცხოური ანალოგები: 1, 2 — ჯამის ფრაგმენტები ყირიმის ფუნის ციხიდან, (ყირიმი); 3 — ჯამის ფრაგმენტი ქ. ეფესოს არტემიდას ტაძრის ტერიტორიიდან (თურქეთი); 4 — ჯამი ხერსონიდან ყირიმისა და მცირეაზიური მოჭიქული კერამიკის ორნამენტებისა და დეკორატიული სქემების ახლო მსგავსება ქუთაისური და ზოგადად ქართული კერამიკის ნიმუშებთან, სავარაუდოდ, ნაწარმის იმპორტირებითა და შემდგომ მათი მიბაძვითა და კოპირებით შეიძლება აიხსნას. მსგავსი იმპორტული ნაწარმის აღმოჩენას საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი არქეოლოგიური კვლევების დროს. სურ. 11. უძველესი არტეფაქტები ბორჯღალის მოტივებით: 1, 2, 3 — ბრინჯაოს ჭვირული დისკოები ბორნიღელეს სამაროვნიდან (სოფ. დვირი), ძვ. წ. II ათასწლეული; 4 — ქვის საბეჭდავი წეროვანის სამაროვანიდან; 5 — არტეფაქტი არმაზისხევის კომპლექსიდან, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 111 ძვ. წ. II ს.; 6 — ვერცხლის ლანგარი ბერსუმა პიტიახშის აკლდამიდან II ს. ბორჯღალის სახის მბრუნავი მოტივები უძველესი დროიდან ფართოდ გავრცელებული ორნამენტია და ის ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის არტეფაქტებზე. მისი უძველესი ნიმუშები ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება, მათგან საინტერესოა სოფ. დვირთან (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) ბორნიღელეს სამაროვანზე აღმოჩენილი არტეფაქტები (სურ. 11, 1-3), რომლებიც ჭვირულ დისკოიდურ საკიდებისა და მედალიონებს წარმოადგენს (ონლაინ არქეოლოგია, 2016: 249), (wikipedia.org). საინტერესოა ასევე, გვიანბრინჯაოს ხანის ქვის საბეჭდავი წეროვანის სამაროვანიდან (სურ. 11, 4) (სადრაძე, 1989: 94). ანტიკური პერიოდის ძეგლებიდან აღსანიშნავია არმაზისხევის კომპლექსის გათხრების დროს აღმოჩენილი, ძვ. წ. II ს-ით დათარიღებული, არტეფაქტი ოთხმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულებით (სურ. 11, 5) (ნარიმანაშვილი, 2020: 165); ასევე II ს-ით დათარიღებული ვერცხლის ლანგარი ბერსუმა პიტიახშის აკლდამიდან (სურ. 11, 6) (ჩუბინაშვილი, 2007: 210). ბორჯღალის მოტივებმა ფართო ასხავა ჰპოვა შუა საუკუნეებისა და შემდგომი პერიოდის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ძეგლებზე. ამ ორნამენტებით შემკულია ხელნაწერთა მინიატურული მხატვრობის ნიმუშები, ხუროთმოძღვრული ძეგლების ქვის რელიეფები, და ქსოვილები. ქართულ რეალობაში განსაკუთრებით აქტიურადაა გამოყენებული ხალხურ ხითხუროობაში, ხეზე კვეთილობაში – ძველი სახლების, კერების, დარბაზების, დედაბოძების, ხის ავეჯის და სხვ. მოჩუქურთმების დროს. დასახელებული ძეგლებიდან გამოვყოფთ რამოდენიმეს:  ხუროთმოძღვრული ძეგლების ქვის რელიეფებიდან –VII-VIII საუკუნეებით დათარიღებული წებელდის კანკელზე (სურ. 12, 1) (კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში 2015: 67); X ს-ის გუდალეთისა (ქართული ხუროთმოძღვრულ ორნამენტი, 1954: 37) (სურ. 12, 2) და ზემო სკრის (ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი, 1954: 41) (სურ. 12, 3) ეკლესიების შემკულობაში; X ს-ის ოშკის ტაძრის შემკულობაში (სურ. 12, 4) (ოშკი, 2012); XI ს-ის ბაგრატის ტაძრის რელიეფზე (სურ. 12, 5) (ბორჯღალა, 2010: 28); XVII ს-ის სოფ. თაგილონის (გალი) თეთრი სალოცავის – „ჩე ოხვამეს“ შემკულობა (სურ. 12, 6) („ჩე ოხვამე“, 2019) ; ქვემო ნიჩბისის XVI-XVII საუკუნეების წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ფასადზე (სურ. 12, 7) (ხარშილაძე, 2019). XIII-XIV სს. მიჯნის რკონის სამონასტრო კომპლექსის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ფასადის შემკულობაში (სურ. 12, 8) (რკონის მონასტერი, 2020);  ხელნაწერთა შემკულობიდან – XI ს-ის ურბნისის ხელნაწერის თავსამკაული-კამარა (სურ. 13, 1) (თევზაია, 2009: 61); XIII ს-ის დუშეთის ოთხთავის თავსამკაული (სურ. 13, 2) (თევზაია, 2009: 60);  დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებიდან – XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული მოოქროვილი ვერცხლის თასი ვანის ქვაბებიდან (სურ. 13, 3) (ვერცხლის თასი, 2017); ქსოვილი ნაქარგი ორნამენტებით (სურ. 13, 4) (ქსოვილის ორნამენტი აჭარიდან, 2021: 56);  ხეზე კვეთილობის ნიმუშებიდან – საკარცხულებისა და გრძელი სკამების ჩუქურთმები (სურ. 14, 1; 14, 2 და 14, 4) (ქართული ორნამენტი, 2014); ტაგრუცისადა სხვა ნივთების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 112 მხატვრული გაფორმება (სურ. 14, 3) (ორნამენტი ხეზე, 2014); დედაბოძების შემკულობები (სურ. 14, 5 და სურ. 14, 6) (Хуторской, 2023). სურ. 12. ბორჯღალის მოტივები არქიტექტურული ძეგლების რელიეფებიდან: 1 — წებელდის კანკელი, VII-VIII სს. ; 2 — გუდალეთის ეკლესია, X ს.; 3 — ზემო სკრის ეკლესია, X ს.; 4 — ოშკის ტაძარი, X ს.; 5 — ბაგრატის ტაძარი, XI ს.; 6 — თეთრი სალოცავი, XVII ს.; 7 — ქვემო ნიჩბისის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, XVI-XVII სს.; 8 — რკონის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, XIII-XIV სს. მიჯნა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 113 სურ. 13. ბორჯღალის მოტივები: 1 — ურბნისის ხელნაწერის თავსამკაული-კამარა, XI ს.; 2 — დუშეთის ოთხთავის თავსამკაული, XIII ს.; 3 — ვერცხლის თასი, XII-XIII სს.; 4 — ნაქარგობა, XIX ს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 114 სურ. 14. ბორჯღალის მოტივები ხეზე კვეთილ ნიმუშებში ქართულ რეალობაში ბორჯღალი სწორედ, რომ უკვდავების გამოხატულებად გვევლინება. ეს მოტივი ხომ თავად მარადისობის სიმბოლოა, ალბათ ამიტომაც ძალზე სიცოცხლისუნარიანი გამოდგა და დღესაც სტაბილურად ინარჩუნებს აქტუალობას. თითქმის არც ერთ სხვა უძველეს ორნამენტულ კომპოზიციას თანამედროვეობაში არ აქვს ისე ფართო გამოყენება, როგორც ბორჯღალს: ის გამოყენებულია თანამედროვე ავეჯის მხატვრული დამუშავებისას; საიუველირო ნაკეთობებში; ქართული ეროვნული ფულის მონეტებზე და სხვ. ბორჯღალის მეშვეობით, თითქოს, დიალოგი მიმდინარეობს ცივილიზაციათა, კულტურათა და საუკუნეთა შორის. ქუთაისური მოჭიქული კერამიკის მბრუნავი ორნამენტული მოტივის განხილვის დასასრულს, აუცილებელია აღინიშნოს ადგილობრივი ორნამენტის ხასიათისა და დეკორატიული სქემების ყირიმის, მცირე აზიისა და აღმოსავლურ (ნიშაპური, სამარყანი, ქაშანი) კერამიკასთან მსგავსების შესახებ. რაც ადასტურებს შუა საუკუნეებში ამ რეგიონებთან საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირების არსებობას. ანალოგების არსებობა, უდავოდ, უცხოური ნაწარმის საქართველოში იმპორტირებით, შემდგომში მისი ადგილზე კოპირებითა და მინაბაძების დამზადებით შეიძლება აიხსნას. აღნიშნული ფაქტი შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს კერამიკული ხელოსნობა იზოლირებულად და კარჩაკეტილად როდი ვითარდებოდა, პირიქით, იგრძნობოდა კულტურათაშორისი ზეგავლენებიც და აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნების კერამიკის საწარმოო ცენტრებთან კავშირიც. მადლიერება: კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტი № FR-21-87386], რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 115 გამოყენებული ლიტერატურა: ბალახაშვილი ვ. (2016). ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ონლაინ არქეოლოგია N10. თბილისი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ბურუსი https://burusi.wordpress.com/2010/03/21/swastika/ თევზაია, მ. (2009). ქართული ორნამენტი. წიგნი II, თბილისი. კერამიკული ნაკეთობანი შუა საუკუნეების საქართველოში (2013). რედაქტორი: დავით ლორთქიფანიძე ISBN: 9789941157820 სულაკაურის გამომცემლობა. კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში (2015). თბილისი, „მერიდიანი“ მინდორაშვილი დ. (2010). კვეტერის ციხის არქეოლოგიური მასალა, თბილისი მიწიშვილი მ. (1979) მოჭიქული კერამიკის საწარმო შუა საუკუნეების თბილისში (IX-XIII სს), თბილისი. ნარიმანიშვილი გ. (2020). არმაზციხის კომპლექსის 2019 წლის არქეოლოგიური კვლევის მოკლე ანგარიში. 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. ორნამენტი ხეზე. ხელოვნების სახლი არაბული. (2014) https://www.facebook.com/photo/?fbid=644915572223552&set=a.620492157999227 ოშკი (2012). https://gelino.wordpress.com/2012/07/06/%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%99%e1%83%98 -2/ რკონის მონასტერი (2020) https://georgiantravelguide.com/ka/rkonis-monasteri სადრაძე ვ. (1989). წეროვანი II. ბრინჯაო - რკინის ხანის სამაროვანი, კატალოგი. მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა - ძიების შედეგები. ტ. IX. სარავა ნ., ქარციძე ნ., უგრეხელიძე ი. (2024). ქუთაისური მოჭიქული კერამიკული ჯამის ორნამენტის შესწავლისათვის. თბილისის სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბილისი: აკადემია, [ბეჭდვაში]. სვასტიკა..https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E 1%83%98:Qarsvastika2.jpg ქართული ორნამენტი (2014). https://www.facebook.com/609908925786373/photos/a.609910092452923/609910012452931/? type=3 ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი (1954). ტექსტი მასალის შერჩევა და ნახატები რენე შმერლინგისა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 116 ქარციძე ნ., უგრეხელიძე ი., სარავა ნ., სულაბერიძე დ. (2024). ქუთაისური მოჭიქული კერამიკის ორნამენტული მოტივები. ქუთაისი. ქარციძე, ნ. (2010). შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკა ქუთაისიდან. სადოქტორო დისერტაცია. ქუთაისი. ქვემო ნიჩბისის ეკლესია https://georgiantravelguide.com/ka/kvemo-nichbisis-tsminda-nikolozis- eklesia ქსოვილის ორნამენტი აჭარიდან (2021). თბილისი https://crafts.ge/assist/images/IFkktTHaQM0COeaCjsy8Eyu4ZVu08U.pdf შუა საუკუნის ხელოვნება: ვერცხლის თასი საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ჩე ოხვამე (თეთრი სალოცავი) გალის რაიონის სოფელ თაგილონში, რომელსაც აფხაზებმა სახელი გადაარქვეს და თაგლანი უწოდეს. (2019). https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E 1%83%90/121653 ჩუბინაშვილი, გ. (2007). არმაზის პიტიახშთა ნეკროპოლში აღმოჩენილი ნივთების მხატვრული დახასიათების ცდა თბილისი: ნეკერი. ჩხვიმიანი ჯ. (2020). შუა საუკუნეების ქალაქ დმანისის მოსახლეობის სოციალური, ეთნიკური და კონფესიური სტრუქტურის საკითხები (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა) სადოქტორო დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი. ჭილაშვილი ლ. (1970) ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, II, თბილისი. ხარშილაძე გ. (2020) ქვემო ნიჩბისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია Bowl 9th century or 10th century https://collections.vam.ac.uk/item/O85386/bowl-unknown/ Bowl N1613029553 https://www.britishmuseum.org/collection/image/1613029553 Ceramic Bowl 8th - 9th Century https://www.ebay.com.my/itm/133645439883 Concordia Sagittaria - Bowl, https://www.pinterest.co.kr/pin/467600373814617781/ Coupe à décor rayonnant 1215 Lieu de provenance : Kashan (Monde iranien - Caucase->Iran) https://collections.louvre.fr/ark:/53355/cl010321170 Islamic Art. Bowl-10th century https://www.metmuseum.org/art/collection/search/449549?pos=2 Kartsidze N. G., Ugrekhelidze I. I., Sarava N. D., Sulaberidze D. N. (2024). Glazed ceramic vessel with the image of a bird from the Kutaisi Historical Museum. Global science: prospects and innovations. Proceedings of the 7th International scientific and practical conference. Liverpool, United Kingdom.: Cognum Publishing House, pp. 414-420. URL: https://sci-conf.com.ua/vii- mizhnaro dna-naukovo-praktichna-konferentsiya-global-science-prospects-and-innovations- 1-3-03-2024-liverpul-velikobritaniya-arhiv/ Kartsidze N. G., Ugrekhelidze I. I., Sarava N. D., Sulaberidze D. N. (2024). For the Decoration of Kutaisi Glazed Ceramics // Modern research in science and education. Proceedings of the 7th Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 117 International scientific and practical conference. Chicago, USA: BoScience Publishe,. pp. 342- 349. URL: https://sci-conf.com.ua/vii-mizhnarodna-naukovo-prak tichna-konferentsiya-mo dern-research-in-scien ce-and-education-7-9-03-2024-chikago-ssha-arhiv/. Kartsidze, N., Lanchava, O., Ugrekhelidze, I., Sulaberidze, D., Sarava, N. (2023). Artifacts Reflecting the Traditions of Producing Glazed Ceramics from the Kutaisi Historical Museum. Proceedings of Georgian National Academy of Sciences, series of History, Archaeology, Ethnology and Art History, no. 2, pp. 128-138. http://macne.org.ge /index.php/macne/article/view/113 Lane, Arthur. Early Islamic Pottery. London: Faber and Faber, 1947. 52p., ill. Page 18, plate 21A. Niszapur Miska ceramiczna https://www.catawiki.com/pl/l/81414253-niszapur-miska-ceramiczna Porter Y. (2012). Le prince, l'artiste et l'alchimiste : La céramique dans le monde iranien Xe-XVIIIe siècle. Paris, Hermann, 2011. Bulletin critique des Annales islamologiques N27. Sedikova. L. (2011). Glazed Ware from the Mid Tirteenth-Century Destruction Layer of Chersonesos. Medieval and Post-Medieval Ceramics in the Eastern Mediterranean - Fact and Fiction. Proceedings of the First International Conferenceon Byzantine and Ottoman Archaeology. Amsterdam. Ugrekhelidze I.I., Kartsidze N.G., Sarava N.D., Sulaberidze D.N. (2024). Glazed Ceramics with Epigraphical Ornament from Kutaisi Historical Museum. Золотоордынское обозрение [in print]. Waksman, S. Y. (2014). Long-term pottery production and chemical reference groups: examples from Medieval Western Turkey. In: Meyza, H. (ed.), Late Hellenistic to Mediaeval Fine wares of the Aegean Coast of Anatolia. Their production, imitation and use. Warsaw: Neriton, p. 107— 125. Wilkinson, Charles K. Nishapur: Pottery of the Early Islamic Period. New York: The Metropolitan Museum of Art, 1973. no. 53, ch. 4, pp. 144, 156, ill. p. 156 (b/w). Yangaki A. (2017). Immured vessels in the church of Panagia Eleousa, Kitharida, Crete. Поливная керамика Средиземноморья и Причерноморья X—XVIII вв. 2. Грузия. Орнамент https://www.pinterest.com/pin/438115870006571348/ Масловский А. Н. (2017). Восточнокрымский поливной импорт в золотоордынском Азаке. Вопросы хронологии. Поливная керамика Средиземноморья и Причерноморья X—XVIII вв. 2. Особенности посещения монастыря Ркони tourist guide and agency Viva-Georgia https://v- georgia.com/showplaces/osobennosti-poseshheniya-monastyrya-rkoni/ Тесленко И. Б. (2017). Комплекс керамики из раскопок усадьбы золотоордынского периода в Алуште // Поливная керамика Средиземноморья и Причерноморья X—XVIII вв. 2. Тесленко И. Б. (2021). Керамика Крыма XV века. — Киев: ИА НАН Украины, 308 c. Хуторской А.В. (2023). Есть ли язычество в Грузии? https://dzen.ru/a/ZIJF7mCU_1XoQBha Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 118 Medieval Georgian Glazed Ceramics: Dialogue through Ornamental Motifs Nona Kartsidze1, Irina Ugrekhelidze2, Nino Sarava3, Davit Sulaberidze4, Sulkhan Kuprashvili5 1PhD in History, Kutaisi State Historical Museum, Human Resource Management and Public Relations Manager; Associate Professor, Akaki Tsereteli State University, Kutaisi, 599 740 087, n.kartsidze@gmail.com , ORCID: 0000-0002-6148-4753; 2PhD of Engineering, Kutaisi State Historical Museum, Curator of the Textile and Embroidery Department; Associate Professor, Ak. Tsereteli State University, Kutaisi, 593 751 888, iugrekhelidze@mail.ru ORCID: 0000-0001-7982-9927; Doctoral student of Tbilisi Academy of Art, Kutaisi State Historical Museum, Curator of Arts Department, 568 511 414, ninosarava@hotmail.com ORCID: 0009-0007-4655- 4171; 4PhD in History, Kutaisi State Historical Museum, Chief Curator of Funds, 598 959 566, datosulaberi@gmail.com ORCID: 0009- 0006-5680-5328; 5 Professor, Candidate of Historical Sciences, Akaki Tsereteli State University, Kutaisi, 995 577 13 15 23, sulkhan.kuprashvili@atsu.edu.ge ORCID: 0000-0003-0294-4956 Abstrac The Kutaisi State Historical Museum preserves ornamented fragments of medieval glazed ceramic vessels, which were mainly discovered as a result of archaeological research of the ancient city. Most of the artifacts are decorated with plant, zoomorphic, abstract and other ornamental motifs. The aim of the present study is to discuss the astral-cosmogonic symbol depicted on the ceramic vessels of the Kutaisi collection – the leprechaun and the rotating motifs, through its manifestation from the early era, comparison with the ornamentation of ceramics of neighboring regions, and search for analogues and analysis of parallels on other monuments (monumental and miniature painting, stone reliefs, embossed icons, textiles). The following methods were used to research the issue: visual analysis of artistic style, palette, and composition; historical and cultural analysis to establish connections with other archaeological finds; comparative analysis with samples from collections in Georgia and foreign countries and the search for analogies. The research revealed that the “borjgali” has been an important apotropaic symbol in Georgian culture since ancient times, it was considered an image of the sun and was expressed in various forms and found reflection in different materials. This symbol has become so firmly established in Georgian reality that it has not lost its relevance even at the modern stage. The search for similar foreign materials revealed the similarity of the nature of the local ornament and decorative schemes with the Crimean, Asia Minor and Eastern (Samarkand, Kashan, Nishapur) ceramics. This undoubtedly confirms that Georgian ceramic craftsmanship did not develop in isolation and behind closed doors, but on the contrary, there were cross-cultural influences and connections with ceramic production centers in the East, West, and North. The results of the study contribute to a deeper understanding of Georgia's historical-cultural context and artistic heritage. Keywords: glazed ceramics; “borjgali” (swastika); rotating motifs; solar sign; Middle Ages.