Microsoft Word - fullpdf07012025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 473 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 1, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.01.45 შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და სამშენებლო სექტორის გამოწვევები ლუკა კახიძე1, ნანა რაზმაძე2, ნინო რატიანი3, მზია ქიტოშვილი4, ნუცა გუმბერიძე5 1საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ,,შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი, დოქტორანტი, Luka.kakhidze@gmail.com 2საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ,,შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი, პროფესორი, n.razmadze@gtu.ge 3საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ,,შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი, პროფესორი, n.ratiani@gtu.ge 4საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ,,შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, m.qitoshvili@gtu.ge 5საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ,,ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის“ დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, nutsa.gumberidze@gmail.com რეზიუმე სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ძირითადი დარგია, ჰყავს სხვადასხვა სპეციალობებისა და კვალიფიკაციის უამრავი დასაქმებული, თითმის ყველა სამუშაო დაკავშირებულია მძიმე ტრავმებთან და პროფესიულ დაავადებებთან. აქედან გამომდინარე, უბედური შემთხვევების სტატისტიკურ მაჩვენებლებში მუდმივად იკავებს წამყვან პოზიციას. ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მოთხოვნები სავალდებულოა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ნებისმიერი წრისათვის. 2023 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობამ 34შეადგინა, რომელშიც მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ და აქედან 21 უშუალოდ მშენებლობაზე მოდის. შესაბამისად, მეტია მძიმე და კიდევ უფრო მეტი საშუალო სიმძიმის ტრავმები. ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს მენეჯმენტი მშენებლობაში მოიცავს კრიტიკულ და მიუკერძოებელ მიდგომას სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების, შეფასების და შემცირების მიზნით. იგი მოიცავს პრაქტიკის ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია სამუშაო ადგილზე ავარიების, პროფესიული დაავადებების და გარემოზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები აერთიანებს პოლიტიკას, პროცედურებს, ტრენინგს და მონიტორინგის მექანიზმებს უსაფრთხოების რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისობის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 474 უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობიასა და სამშენებლო ინციდენტების მინიმუმამდე დაყვანას. შრომის უსაფრთხოების როლი მშენებლობაში მრავალმხრივი და სვალდებულოა. მისი ძირითადი მიზანია დაიცვას დასაქმებულთა ფიზიკური კეთილდღეობა. ეს გულისხმობს უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას, შესაბამისი პერსონალური დამცავი აღჭურვილობის უზრუნველყოფას და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რათა გაზარდოს მუშაკების ინფორმირებულობა და კომპეტენცია პოტენციურ საფრთხეებთან მიმართებაში. ეფექტური მენეჯმენტი ასევე მოიცავს უბნის რეგულარულ ინსპექტირებას, რისკების შეფასებას და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურების ჩამოყალიბებას ნებისმიერი ინციდენტის დროულად მოსაგვარებლად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამა თუ იმ სამუშაო სივრცეში. შრომის უასფრთხოება მშენებლობაში ვრცელდება გარემოს დაცვაზეც. სამშენებლო საქმიანობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბუნებრივ გარემოზე. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმები შემუშავებულია ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხზე სამშენებლო საქმიანობების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, რითაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და მის მოფრთხილებას. თანამედროვე გაუმჯობესებული კანონმდებლობისა და დარგობრივი სტანდარტების დაცვა, გარდა უსაფრთხოებისა, მორალური და ეთიკური პრინციპების მოთხოვნაა,იგი ხელს უწყობს სამშენებლო კომპანიების პოზიტიურ რეპუტაციას, აძლიერებს კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს მათი მომავალი პროექტების წარმატებულგანხორციელებას. საკვანძო სიტყვები: უსაფრთხოება, ლეტალობის სტატისტიკა, რისკები, რეგულაციები, სტანდარტები. შრომის უსაფრთხოება ნებისმიერი ეკონომიკური სფეროსათვის აუცილებელი პირობაა, რათა შეიქმნას დასაქმებულთათვის უსაფრთხოსამუშაო გარემო. ორგანიზაციები აყალიბებენ შრომის უსაფრთხოების და გარემოს მართვის სისტემებს, ატარებენ რისკების შეფასებას, ახორციელებენ კონტროლის ზომებს და ერთვებიან მუდმივ გაუმჯობესების მცდელობებში შრომის უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად და მარეგულირებელი მოთხოვნების შესასრულებლად. შრომის უსაფრთხოების პერსონალი, მათ შორის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ოფიცრები, გარემოსდაცვითი ინჟინრები და შესაბამისი სპეციალისტები, გადამწყვეტ როლს ასრულებენ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილების ხელშეწყობასა და პოზიტიური შედეგების მოპოვებაში როგორც ადამიანებისთვის, ასევე პლანეტისთვის. ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტის მთავარი ასპექტია უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სისტემების იმპლემენტაცია სამუშაო გარემოში. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ელემენტები, რომელიც ხელს უწყობს შრომის უსაფრთხოების ეფექტურ მენეჯმენტირებას:  რისკის მართვა: სამუშაო სივრცეში საფრთხეებისა და რისკების შეფასება, რის შემდგომაც ხდება სამუშაოების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა და ამა თუ იმ რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 475 უსაფრთხო გარემოს შექმნას ამა თუ იმ ეკონომიკურ სფეროში. რისკების შეფასების დოკუმენტი აუცილებელია თანხვედრაში იყოს კანონმდებლობასა და რეგლამენტებთან.  შესაბამისობა რეგულაციებთან: ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან მოქმედი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი რეგულაციები და სტანდარტები ასევე მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული მითითებები. რაც გულისხმობს სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ ინფორმირებულობას, აუდიტისა და ინსპექტირებას, რათა ჩამოყალიბდეს უსაფრთხო სამუშაო პროცედურები.  თანამშრომლების ჩართულობა და ტრენინგი: თანამშრომლების ჩართვა შრომის უსაფრთხოების საკითხებში და ყოვლისმომცველი ტრენინგების ჩატარება საშუალებას აძლევს მათ, წვლილი შეიტანონ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად. თანამშრომლებმა უნდა გაიარონ ტრენინგი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების, საფრთხის ამოცნობისა და საგანგებო რეაგირების გეგმის შესახებ, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ იმუშაონ და ეფექტურად მართონ საფრთხეები სამუშაო ადგილზე. ამ ძირითადი ელემენტების პრიორიტეტების მინიჭებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან შრომის უსაფრთხოების და გარემოს მართვის ძლიერი სისტემები, რომლებიც ხელს უწყობენ უსაფრთხო, ჯანსაღ და ეკოლოგიურად მდგრად სამუშაო ადგილს, ინციდენტების პრევენციასა და მის მართვას. საქართველოში შრომის უსაფრთხოების კანონი 2019 წლიდან ფუნქციონირებს. საქართველომ მიიღო შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი და დაავალდებულა ეკონომიკური სფეროები დაეცვათ შრომის უსაფრთხოება, თუმცა დღესაც, 2024 წელს დიდ გამოწვევად რჩება სამშენებლო სექტორი, რადგან ყველაზე მეტი ფატალური შედეგები სამშენებლო სექტორზე მოდის, არაკვალიფიციური პერსონალისა და სისტემის გამო. შრომის უსაფრთხოების სტანდარტები შრომის უსაფრთხოებას შესაბამისი სტანდარტები არეგულირებს, რაც შეგვიძლია განვიხილოთ ცალკეული ქვეყნების მაგალითზე: შეერთებული შტატები: შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაცია (OSHA): OSHA ადგენს და ახორციელებს სტანდარტებს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები შეერთებულ შტატებში მუშაკებისთვის. ის მოიცავს მრეწველობისა და საქმიანობის ფართო სპექტრს, მათ შორის მშენებლობას, წარმოებას და ჯანდაცვას. (სურათი. 1) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 476 სურათი 1. უსაფრთხოების ლოგო აშშ-ში გარემოს დაცვის ორგანო (EPA): EPA ადგენს რეგულაციებს და სტანდარტებს, რათა დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა, გარემო დაბინძურებისა და საშიში ნივთიერებებისგან. ის ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი, ნარჩენების მართვა და ქიმიური უსაფრთხოება. ევროკავშირი: სამუშაოზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ევროპული სააგენტო EU-OSHA ხელს უწყობს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ევროკავშირის მასშტაბით. ის უზრუნველყოფს, კვლევას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სხვადასხვა თემებზე და მხარს უჭერს ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების განხორციელებას. REACH რეგულაცია: (ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაცია, შეფასება, ავტორიზაცია და შეზღუდვა) არის ყოვლისმომცველი რეგულაცია, რომელიც არეგულირებს ქიმიკატების წარმოებას და გამოყენებას ევროკავშირში. ის მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას ქიმიურ ნივთიერებებთან უსაფრთხო მუშაობასა და მართვის უზრუნველყოფას. (სურათი 2) სურათი 2. უსაფრთხოების ლოგო ევროკავშირში გაერთიანებული სამეფო: ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აღმასრულებელი ორგანო: შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია დიდ ბრიტანეთში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კანონმდებლობის აღსრულებაზე. ის ადგენს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 477 სტანდარტებს, უზრუნველყოფს მითითებებს და ატარებს ინსპექტირებას სამუშაოსთან დაკავშირებული დაზიანებების, დაავადებებისა და ფატალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. გარემოს დაცვის სააგენტო (EA): არეგულირებს ინგლისში გარემოსდაცვით საკითხებს, მათ შორის დაბინძურების პრევენციას, ნარჩენების მართვას და რესურსების კონსერვაციას. ის მუშაობს გარემოსდაცვითი ნებართვების, ლიცენზიებისა და რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ავსტრალია: Safe Work Australia: არის ეროვნული პოლიტიკის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ავსტრალიაში პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციების შემუშავებასა და კოორდინაციაზე. ის თანამშრომლობს შტატისა და ტერიტორიის მთავრობებთან უსაფრთხოების სტანდარტების ჰარმონიზაციისა და სამუშაო ადგილებზე საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციის მიზნით. გარემოს დაცვის სააგენტოები (EPAs): ავსტრალიის თითოეულ შტატსა და ტერიტორიას აქვს საკუთარი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია გარემოსდაცვითი საკითხების რეგულირებაზე, მათ შორის ჰაერისა და წყლის ხარისხის, დაბინძურების კონტროლისა და ბუნებრივი რესურსების მართვაზე. კანადა : შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კანადური ცენტრი (CCOHS): უზრუნველყოფს ინფორმირებას, ტრენინგებსა და რესურსებს კანადის სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ის თანამშრომლობს ფედერალურ, პროვინციულ და ტერიტორიულ მთავრობებთან შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვის მიზნით. (სურათი 3) სურათი 3.უსაფრთხოების ლოგო კანადაში საერთაშორისო სტანდარტები: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO): ადგენს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს კონვენციებისა და რეკომენდაციების მეშვეობით, რათა ხელი შეუწყოს ღირსეულ შრომას და დაიცვას მშრომელთა უფლებები მთელ მსოფლიოში. ის ეხება საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, ბავშვთა შრომას და სოციალურ უზრუნველყოფას. ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში,, აქვს რეგიონალური და სუბრეგიონალური ოფისები მთელ მსოფლიოში.(სურათი 4). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 478 სურათი 4.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ლოგო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO): ანვითარებს ნებაყოფლობით საერთაშორისო სტანდარტებს სხვადასხვა ინდუსტრიისთვის, მათ შორის შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (ISO 45001) და გარემოს დაცვის მენეჯმენტირებას (ISO 14001). ეს სტანდარტები უზრუნველყოფს ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მართვის სისტემების ჩამოყალიბებას, დანერგვასა და გაუმჯობესებას. საქართველო : საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს არეგულირებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოში შრომის უსაფრთხოება ევროსტანდარტებიდან გამომდინარე დაინერგა 2019 წლიდან და ამის შემდეგ ყოველდღიურად ვითარდება, აღსაღნიშნია ის ფაქტი, რომ 2006 წელს გაუქმდა და 2016 წლამდე საქართველოში არ არსებობდა შრომის უსაფრთხოების ნორმები და კანონმდებლობა, რომელის მიხედვითაც მოხდებოდა სისტემების მონიტორინგი, თუმცა ევროკავშირისაკენ სწრაფვამ მოგვიტანა ის, რომ 2019 წელს შეიქმნა შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მძიმე მავნე და საშიშპირობიან სამუშაოებს შეეხო, თუმცა შემდეგ გავრცელდა ეკონომიკის ყველადარგზე და დღეს 2024 წელს, ნებისმიერი ეკონომიკური სფერო ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც გაუწევს მონიტორინგს კანონთან თანხვედრასა და მომუშავეთა უსაფრთხო მუშაობას. 2023 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობამ 34შეადგინა, რომელშიც მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ და აქედან 21 უშუალოდ მშენებლობაზე მოდის. (ცხრილი 1). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 479 ცხრილი 1. ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს მენეჯმენტი მშენებლობაში მოიცავს კრიტიკულ და მიუკერძოებელ მიდგომას სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების, შეფასების და შემცირების მიზნით. იგი მოიცავს პრაქტიკის ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია სამუშაო ადგილზე ავარიების, პროფესიული დაავადებების და გარემოზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები აერთიანებს პოლიტიკას, პროცედურებს, ტრენინგს და მონიტორინგის მექანიზმებს უსაფრთხოების რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისობის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 480 უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობიასა და სამშენებლო ინციდენტების მინიმუმამდე დაყვანას. შრომის უსაფრთხოების როლი მშენებლობაში მრავალმხრივი და სვალდებულოა. მისი ძირითადი მიზანია დაიცვას დასაქმებულთა ფიზიკური კეთილდღეობა. ეს გულისხმობს უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას, შესაბამისი პერსონალური დამცავი აღჭურვილობის უზრუნველყოფას და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რათა გაზარდოს მუშაკების ინფორმირებულობა და კომპეტენცია პოტენციურ საფრთხეებთან მიმართებაში. ეფექტური მენეჯმენტი ასევე მოიცავს უბნის რეგულარულ ინსპექტირებას, რისკების შეფასებას და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურების ჩამოყალიბებას ნებისმიერი ინციდენტის დროულად მოსაგვარებლად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამა თუ იმ სამუშაო სივრცეში. შრომის უასფრთხოება მშენებლობაში ვრცელდება გარემოს დაცვაზეც. სამშენებლო საქმიანობამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბუნებრივ გარემოზე მიწის ექსკავაციით, რესურსების მოხმარებისა და ნარჩენების წარმოქმნით. ეფექტური უსაფრთხოების სისტემა ხელს უწყობს გარემოს მართვის სისტემას და პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც მოქმედებს გარემოზე, როგორიცაა ნარჩენების შემცირება, გადამუშავება, დაბინძურების კონტროლი და რესურსების ეფექტური გამოყენება. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმები შემუშავებულია ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხზე სამშენებლო საქმიანობების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, რითაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და მის მოფრთხილებას. დასაქმებულებისა და გარემოს დაცვის მორალური და ეთიკური იმპერატივის მიღმა, შრომის უსაფრთხოების ეფექტურ მენეჯმენტს აქვს რამდენიმე ხელშესახები სარგებელი. ის აძლიერებს პროექტის ეფექტურობას, ავარიების ალბათობისა და მასთან დაკავშირებული შეფერხებების შემცირებით, რითაც თავიდან აიცილებს ძვირადღირებულ შეფერხებებს და იურიდიულ ვალდებულებებს. ძლიერი უსაფრთხოების კულტურა აუმჯობესებს დასაქმებულთა ზნეობას და პროდუქტიულობას, რადგან თანამშრომლები უფრო მეტად პროდუქტიულები არიან, როდესაც თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობენ. გარდა ამისა, სტანდარტების დაცვა ხელს უწყობს სამშენებლო კომპანიების პოზიტიურ რეპუტაციას, აძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას და მომავალი პროექტების უზრუნველყოფას ბაზარზე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 481 გამოყენებული ლიტერატურა: 1. ნ. რაზმაძე, ნ. რატიანი „შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში”. გამ-ბა „ტექნიკური უნივერსიტეტი“. ISBN 978-9941-28-841-8. 2023 წ. 2. N. Razmadze, N. Ratiani, A. Korkotadze. „Improvement of safety measures in construction by using modern railing and fall arrest systems“. TASHKENT INTERNATIONAL CONGRESS ON MODERN SCIENCES - III. TASHKENT CHEMICAL-TECHNOLOGICAL INSTITUTE. April 22-23, 2024. Tashkent, Uzbekistan. ნ.რაზმაძე ნ. რატიანი, ა. კორკოტაძე. „მშენებლობაზე უსაფრთხოების ღონისძიებათა გაუმჯობესება თანამედროვე მოაჯირული და საჭერი სისტემების გამოყენებით“. ტაშკენტის ინტერნაციონალური კონგრესი თანამედროვე მეცნიერებებში-III. 3. ნ. რაზმაძე, ნ.რატიანი მ.ქიტოშვილი,ა.კორკოტაძე. „უბედური შემთხვევების და პროფდაავადებათა რისკ-ფაქტორები მშენებლობაში“. ქართულენოვანი მრავალდარგობრივი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „მეცნიერება და ტექნოლოგიები“ #1 (744 ). 2024 წ. ISSN 0130-7061 Index 76127 4. ნ.რაზმაძე, ნ. რატიანი, მ.ქიტოშვილი. ნ.მაჭავარიანი. „უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკების შეფასება მშენებლობაში“. ქართულენოვანი მრავალდარგობრივი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „მეცნიერება და ტექნოლოგიები“. #1 (747 ). 2025 წ. 5. N. Ratiani, M. Darakhvelidze. N. Razmadze. “Establishing a system of hazard identification and risk assessment and existing flaws”. Georgian Engineering News. #2, vol.101, 2024. 14-20 pg. ნ. რატიანი, მ. დარახველიძე, ნ.რაზმაძე „საფრთხის იდენტიფიცირებისა და რისკის შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და არსებული ხარვეზები“. 6. ნ. რაზმაძე, ა. კორკოტაძე, ნ.რატიანი . “სიმაღლეზე მუშაობის შესაძლო საფრთხეების კონტროლი მოაჯირული და საჭერი სისტემების მაგალითზე“. სტუ, შრომების კრებული #1 (531). 2024 წ. UDS 658. 382. SCOPUS CODE 2213. 7. ნ. რაზმაძე, ნ.რატიანი, ა. კორკოტაძე. „სიმაღლეზე მომუშავეთა ფიზიკური საფრთხეების მინიმიზაციის საშუალებები“ (მოხსენება და სტატია ინგლ. ენაზე) მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია: „ინოვაციური ტექნოლოგიები მშენებლობაში“. სტუ. სამშენებლო ფაკულტეტი. 15-16 თებერვალი, 2024 წ. „Means of minimizing physical hazards of workers at height“. 8. N. Razmadze, N. Ratiani, A. Korkotadze. “IMPROVING SAFETY MEASURES FOR WORKERS AT HEIGHT”. International Marmara scientific research and innovation congress. ISTANBUL, JANUARY 27-28. 2024. ნ. რაზმაძე, ნ. რატიანი, ა. კორკოტაძე. “სიმაღლეზე მომუშავეთა უსაფრთხოების ღონისძიებების გაუმჯობესება”. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების კონგრესი. სტამბოლი, 27-28 იანვარი, 2024წ. 9. ნ. რატიანი, ნ. რაზმაძე, მ. დარახველიძე. „შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და განვითარება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში“. ქართველი მეცნიერები, 150-166გვ. (2024). https://journals.4science.ge/index.php/GS/article/view/3097/3089 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 482 Occupational Health and Safety Standards and Issues in the Construction Sector Abstract The construction sector is a key sector of the economy, employing a large number of employees of various specialties and qualifications, all of whose work is associated with serious injuries and occupational diseases. Therefore, it consistently occupies a leading position in the statistical indicators of accidents. The requirements of the new legislative regulations are mandatory for all employers and employees. In 2023, the number of fatal accidents in the workplace amounted to 34, in which only male representatives were involved, and 21 of them were directly related to construction. Accordingly, there are more severe and even more moderate injuries. Health, safety and environmental management in construction involves a critical and impartial approach to identifying, assessing and reducing the risks associated with construction activities. It includes a wide range of practices designed to prevent accidents, occupational diseases and environmental impacts in the workplace. Occupational safety management systems combine policies, procedures, training and monitoring mechanisms to ensure compliance with safety regulations and standards, promote a safety culture and minimize construction incidents. The role of occupational safety in construction is multifaceted and complex. Its primary objective is to protect the physical well-being of employees. This includes ensuring safe working conditions, providing appropriate personal protective equipment, and implementing training programs to increase workers’ awareness and competence in relation to potential hazards. Effective management also includes regular site inspections, risk assessments, and the establishment of emergency response procedures to promptly address any incidents that may arise in a given work area. Occupational safety in construction also extends to environmental protection. Construction activities can have a negative impact on the natural environment. Environmental management plans are developed to reduce the adverse impacts of construction activities on air, water and soil quality, thereby ensuring environmental protection and preservation. Compliance with modern, improved legislation and industry standards, in addition to safety, is a requirement of moral and ethical principles. It contributes to the positive reputation of construction companies, strengthens their competitiveness, and contributes to the successful implementation of their future projects. Keywords: safety, fatality statistics, risks, regulations, standards.