Microsoft Word - fullpdf07012025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 513 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 1, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.01.49 ხელისუფლების და ოპოზიციის თანაარსებობის თავისებურებები საქართველოში ავთანდილ ტუკვაძე1, აკაკი აბზიანიძე2, ელენე გელაშვილი3 1თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი, 2საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, პროფესორი, 3თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასისტენტ–პროფესორი ანოტაცია ნებისმიერი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის კულტურა, თუ რამდენადაა თანხმობა პოლიტიკურ ძალებს შორის დემოკრატიის საბაზისო ღირებულებების ირგვლივ და პოლიტიკური პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში ვითარდება თუ ცდება კონსტიტუციაში დეკლალირებულ ნორმებს. საქართველოში ზვიად გამსახურდიას ეთნოპოლიტიკური შეფერილობის ეროვნულ– დისიდენტური, ედუარდ შევარდნაძის ნეონომენკლატორული, მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური ნეოლიბერალურ–ავტორიტარული და ბიძინა ივანიშვილის მემარჯვენე კონსერვატიული ხელისუფლებების დროს პოლიტიკაში დამკვიდრდა გარკვეული თამაშის წესები, რომლებიც თვითოეული პოლიტიკური ძალის მმართველობის სპეციფიკით ხასიათდება, მაგრამ გააჩნიათ საერთო მახასიათებლები: პროფესიული უნარ–ჩვევები მერეხარისხოვანია კადრების რეკრუტირების პროცესში იშვიათი გამონაკლისის გარდა): გამსახურდიას დროს ერთგულებასთან ერთად ეროვნულ მოძრაობაში დამსახურება იყო, შევარდნაძესთან ნეონომენკლატურული კომუნისტური წარსული, სააკაშვილთან ევროპული განათლება, ახალგაზრდული ასაკი და „ნაციონალური პარტიის“ წევრობა, ივანიშვილის ხელისუფლებაც თავს თვითკმარ პოლიტიკურ ძალად აცხადებს, დასავლურ განათლებასთან ერთად ლიდერისადმი ერთგულებას ითვალისწინებს. ოთხივე ხელისუფლებას, სხვადასხვა დოზით, მთავარ იდეოლოგიურ ორიენტირად ნაციონალისტურ იდეოლოგია აქვს. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, წარუმატებლობები ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე ძირითადათ ხელისუფლებების დაბალი კვლიფიკაციითა განპირობებული და ძნელია მათი ანალიზი ფასეულობითი კვლევის მეთოდზე დაყრდნობით: ხელისუფლებას და ოპოზიციას რთულია ვუწოდოთ პოლიტიკური ელიტა, რადგანაც მასში ძალიან მცირეა განსწავლული– მმართველობითი უნარ–ჩვევების მქონე ადამიანები. თუმცა, თუ ალტიმეტრიულ მიდგომას გამოვიყენებთ პოლიტიკურ ელიტად მოიაზრება ხელისუფლების უმაღლეს საფეხურზე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 514 მდგომი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ლიდერთან ერთად ღებულობენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს (არ აქვს მნიშვნელობა როგორ გავლენას ახდენს ისინი ქვეყნის განვითარებაზე). ამ გაგებით ელიტები არსებობენ საზოგადოების განვითარების ნებისმიერ საფეხურზე. გამსახურდიას ხელისუფლების დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის კულტურა ფაქტობრივად არ არსებობდა, რადგანაც პოლიტიკური სუბიექტების ქმედებები არ იზღუდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტებითა და კონსტიტუციური ნორმებით; შევარდნაძის ხელისუფლება პირველ ეტაპზე ძალაუფლებას იყოფდა კრიმინალურ სამყაროსთან, მხოლოდ მოგვიანებით ხელისფლების ლეგიტიმური ინსტიტუტების და კონსტიტუციის მიღების შემდეგ პოლიტიკურ პროცესში მკვიდრდება კონსტიტუციური ნორმების დაცვის აუცილებლობა, თუმცა ძალისმიერი მეთოდებისკენ მიდრეკილი ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურა კვლავ დომინანტურ როლს თამაშობს. შევარდნაძე, გამსახურდია, სააკაშვილი, ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებდნენ „მტრის ხატის“ მოდელირების საბჭოთა პრაქტიკას. ქართულ სინამდვილეში იდეოლოგიურ ორიენტირებს მეორეხარისხოვანი როლი უკავია, როგორც ხელისუფლების შიგნით, ისე ოპოზიციურ სპექტრში: საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები განსაზღვრავენ პოლიტიკური ძალის ლიბერალური დემოკრატიისადმი კუთვნილებას თუ პირიქით კონსერვატორობას, რომელიც ავტორიტარიზმთან და რუსეთთან ასოცირდება (იმედია, ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლა შეცვლის ამდაგვარ მიდგომას, რადგანაც განვითარებული ქვეყნები ყოველთვის ორ იდეოლოგიაზე დგანან, როგორც ეს დასავლეთის დემოკრატიებშია). ლიბერალიზმის და კონსერვატიზმი სალანძღავ კონტექსტში გამოიყენება (მაგ; „ლიბერალური ფაშიზმი“) და ოპოზიცია ხელისუფლების საურთიერთობო ლექსიკაში დემოკრატიისათვის დამახასიათებელი ტერმინები (კონსენსუსი, თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსარგებლობა) თითქმის არ იხმარება. ასპარეზზე გამოვიდნენ ე.წ. „ტოტალიტარული პიროვნებები“, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს, მართალ–მტყუანის, თეთრისა და შავის, მოღალატე–პატრიოტის ტერმინოლოგიით ახასიათებენ. ადრე, მსგავსმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა, მართალია დღეს ინსტიტუტები და რესურსები ქვეყანას განსხვავებული აქვს, მაგრამ კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება ეროვნული ინტერესები. საკვანძო სიტყვები: ხელისუფლება, ოპოზიცია, კონსენსუსი, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, ინტერესები. შესავალი ელიტა საზოგადოების ფუნქციონირების აუცილებელი ელემენტია, საზოგადოების დაყოფა მმართველ უმცირესობად და მმართულ უმრავლესობად ელიტიზმის ამოსავალი დებულებაა, რომლის მართებულობაც დასტურდება ისტორიული განვითარების კანონზომიერებით. შესაძლოა დავეთანხმოთ ვ. პარეტოს მოსაზრებას, რომ ისტორიის მამოძრავებელი ძალას Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 515 წარმოადგენს ელიტების მონაცვლეობა–ცირკულაციის პროცესი, ყოველ შემთხვევაში, რაც საუბარი აღარ გვიხდება კლასობრივი ბრძოლის მარქსისტულ თეორიაზე, რომელიც მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობდა საყოველთაო კეთილდღეობისა და სამართლებრივი სახელმწიფოების ჩამოყალიბებამდე წინა საუკუნეებში. პოლიტიკური ელიტა განმსაზღვრელ გავლენას ახდენს პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე, ეკონომიკაზე, დემოკრატიზაციის პროცესზე და ამის ნთელი დადასტურებაა საქართველოს უახლესი ისტორია: წარუმატებლობები ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე, უპირატესად ელიტების კვალიფიკაციას უკავშირდება, „დემოკრატია თეორიაში“, რიტორიკის სფეროში რჩება, ხოლო ელიტების შერჩევის კრიტერიუმები კვლავ ლიდერისადმი ერთგულებაა და მთლიანად უარყოფილია პროფესიონალიზმისა და იდეოლოგიური ორიენტირების საკითხი; საერთო, რაც აერთიანებს გარდამავალი პერიოდის ელიტებს არის ერთი ლიდერის მიმართ უსიტყვო მორჩილება; საბჭოთა წარსულის დემონსტრაციული უარყოფის მიუხედავად, გამსახურდიას, სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ლიდერისა და მფარველისადმი ერთგულება რჩება და არა პროფესიული თვისებები ან თუნდაც იდეოლოგიური საერთოობა. როგორც ამერიკელმა ავტორებმა აღნიშნეს, „პოსტკომუნისტური და განვითარებადი სამყაროს დიდ ნაწილზე კლიენტელიზმის, კორუფციისა და პატრიმონიალიზმის მექანიზმები თანაარსებობს (და ხშირად ძირს უთხრის) ახალ დემოკრატიულ, საბაზრო და სახელმწიფო ინსტიტუტებს“ Helmke G., Levitski S (2007) ფაქტობრივად, პოლიტიკურ ელიტებს, არ გააჩნიათ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მოდერნიზაციის კონცეფციები, ასევე, არ ჩანს პოლიტიკაში ახალი ფიგურები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ ელიტების მუშაობის ხარისხს, ამის მიზეზები მრავალია, რომელთა შორის მნიშვნელოვანია რეკრუტირების დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, ახალი კრიტერიუმების ფორმირება, რომელშიც გადამწყვეტი როლი მიენიჭება პროფესიულ უნარ–ჩვევებს და არა ფორმალურ დასავლურ განათლებას ან მეტისმეტად ახალგაზრდულ ასაკს. ამის განხორციელება ძნელია, რადგანაც ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურის დომინაციის პირობებში ჩამოყალიბებულია საბჭოთა მემკვიდრეობის პატრიმონიალიზმის ტრადიცია, რომელიც ზედმეტ–ნაკლებად თანამედროვე ელიტებისთვისაა დამახასიათებელი ქართულ სინამდვილეში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სუსტია იდეოლოგიების გავლენა პოლიტიკურ სპექტრზე, ორასზე მეტი პარტიიდან რამოდენიმეს თუ ექნება კლასიკური სახით, ფორმულირებული გარკვეული იდეოლოგიური ღირებულებები საკუთარ პროგრამებში და ხშირად მათი ცვლილება ხდება ელექტორატის ინტერესებიდან და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციებიდან გამომდინარე; პოლიტიკური ელიტის ცნებაც გარკვეულ კორექტივების გათვალისწინებით შესაძლოა იქნას გააზრებული. რაც შეეხება პოლიტიკური ელიტების დეფინიციას, ჩვენ მათ ვუკავშირებთ ლიდერების სახელებს, რადგანაც ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობენ ელიტის ფორმირებისა და საქმიანობის პროცესში. „პოლიტიკური თამაშის წესები“ საქართველოში ფორმირების პროცესშია და მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს თანხმობა პოლიტიკურ ძალებს შორის დემოკრატიის საბაზისო ღირებულებებსა და საერთო ეროვნულ–სახელმწიფოებრივ ინტერესების ირგვლივ, მაინც Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 516 იმატებს მასში დემოკრატიის ელემენტები და ბევრი რამ რაც გამსახურდიას დროს შესაძლებელი იყო, მაგალითად, სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა, დღეს ეს მიუღებელია: წინასაარჩევო კამპანიის დროს ხშირად ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდნენ დეპუტატობის კანდიდატების, პარტიები, ცალკეული ლიდერები, რასაც დღეს მიუხედავათ ძლიერი პოლარიზაციისა, მსგავს პრეცედენტებს აღარ ვხვდებით, მოკლედ „დემოკრატიული ღირებულებების დაგროვების“ ნელი პროცესი შესამჩნევია. საინტერესოა პოლიტიკური ელიტის შიგნით ლიდერსა და ხელისუფლების სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ადამიანებს შორის ურთიერთობების ხასიათი, ცნობილია, რომ საბჭოთა ნომენკლატორული ელიტის სახელისუფლებო ვერტიკალში ურთიერთობები უსიტყვო მორჩილებაზე (სტალინი გენერალიტეტს ატარებდა საბჭოთა ნომეკლატურას), საშემსრულებლო ქვეშევრდომულ კულტურაზე იყო დამყარებული; ზოგჯერ, დემოკრატიებშიც, ხელისუფლებრივი ვერტიკალის შიგნით, ლიდერთან დამოკიდებულება ავტორიტარული ხასიათისაა, ამის მაგალითები მრავლადაა ისტორიაში, თუნდაც ახლად არჩეულ აშშ–ის პრეზიდენტის ტრამპის დამოკიდებულება თავის ადმინისტრაციასთან; ამ კუთხით საქართველოს ელიტების შედარებისას, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის თანამდებობების პირებთან ჩაღრმავებული ინტერვიუებიდან ერთი პარადოქსი იკვეთება: შევადნაძის გარშემო გაერთიანებული ელიტის შიგნით საურთიერთებო ენა ლიდერსა და ელიტის წევრებს შორის უფრო ნაკლებად იყო ავტორიტარულ–ბრძანებლური ხასიათის, ვიდრე დასახელებული ლიდერებთან. პოლიტიკური ელიტის ცნება პოლიტიკური ელიტის ცნება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ხელისუფლებრივი პირამიდის უმაღლეს საფეხურზე დგომას და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ფუნქციას, უნარს, არაა აქვს მნიშვნელობა მიღებული გადაწყვეტილებები დადებით როლს თამაშობს თუ უარყოფითს ერისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების პროცესში; მმართველი პოლიტიკური ელიტა გადაწყვეტილებებს იღებს ეროვნულ დონეზე და აკონტროლებს ეროვნულ რესურსებს; ელიტა არა მხოლოდ მართავს საზოგადოებას, ასევე მართავს პოლიტიკურ კლასს, რომლის წიაღშიაც იგი წარმოიშობა და ქმნის სახელმწიფო ორგანიზაციის ისეთ ფორმებს, რომელშიც მისი პოზიციები ექსკლუზიურია; ელიტის შევსების წყაროა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლასი; პოლიტიკურ ელიტად მოიაზრება აგრეთვე ხელისუფლების გარეთ მყოფი ოპოზიცია, ინტელექტუალები, ბიზნეს ელიტა და სხვა ჯგუფები, რომლებიც რაღაც ხარისხით გავლენას ახდენენ გდაწყვეტილებების ხასიათზე (აჩქარებენ, ანელებენ, სახეს უცვლიან) პოლიტიკურ პროცესებს. ელიტაზე საუბრობენ მხოლობითში და მრავლობითში (ძირითადათ პლურალისტები); დემოკრატიებში არის მინიმუმ ორი ელიტა მმართველი და ოპოზიციური ელიტები. იდეაში ცნება პოლიტიკური ელიტა გულისხმობს არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს, არამედ აგრეთვე განსაკუთრებული თვისებების მქონე ადამიანების ერთობლიობას, რომელთაც აერთიანებს მაღალი განსწავლულობა, პროფესიონალიზმი, ხასიათდებიან მორალური და ზნეობრივი პრინციპების ერთგულებით და პოლიტიკურ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 517 პროცესში მონაწილეობის დროს (არჩევნების, რეფერენდუმების, დისკუსიების) იცავენ „პოლიტიკური თამაშის დემოკრატიულ წესებს“, რომლებიც დამკვიდრებულია განვითარებულ დემოკრატიებში და უპირველესად კონსტიტუციურ–სამართლებრივი ნორმების ფარგლებში ფუნქციონირებას გულისხმობს. ამდენად, პოლიტიკური ელიტის ცნება შეიცავს ამ კომპონენტებსაც, მაგრამ ქართულ სინამდვილეში, ისევე, როგორც უმრავლესი ქვეყნების რეალობაში, ტერმინი ელიტა თავისუფალია „ღირებულებითი“ განსჯებისგან, ნაკლებად გააჩნია „საუკეთესო ხალხის“ გამორჩეული თვისებები, ის უნდა შევაფასოთ, როგორც ფუნქციური ჯგუფი, ღირებულებების თვალსაზრისით ნეიტრალური ადამიანების ერთობლიობა, რომელშიც არიან გაერთიანებულები სრულიად უნიჭირესები, ასევე, ზნეობას მოკლებული თაღლითები და მედროვე ადამიანები. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვიზიარებთ ელიტების კვლევის ალტიმეტრიულ მეთოდს (რაც შეეხება ფასეულობით მიდგომას იგი უფრო მეტად ინტელექტუალურ ელიტას შეესაბამება), რომ პოლიტიკური ელიტა არის ხელისუფლების მფლობელი ყველა ჯგუფი, რომლებიც ღებულობენ სახელმწიფოებრივ–ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს (ამ აზრით პოლიტიკური ელიტა არსებობს სოციალური განვითარების ნებისმიერ საფეხურზე, რადგანაც საზოგადოების ფუნქციობის აუცილებელი პირობაა მმართველი უმცირესობისა და მართული უმრავლესობის არსებობა); ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ ისინი იკარგებიან, გარდაიქმნებიან მარგინალურ ჯგუფებად, რადგანაც თანამდებობა (სკამი) იყო მათი ელიტად ქცევის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტების ტიპები, შერჩევის კრიტერიუმები, იდეოლოგიური ორიენტირები, „თამაშის წესები“ საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნისტური რეჟიმების დემომონტაჟმა განაპირობა ახალი ელიტების წარმოშობა, რომელთა შერჩევის კრიტერიუმები, იდეოლოგიური ორიენტირები, შემადგენლობა, თვისებრივად განსხვავდება საბჭოთა ნომენკლატურული ელიტისგან. დამოუკიდებელი საქართველოში, ჩვენი აზრით, შემდეგი პოლიტიკური ელიტების ტიპების გამოყოფა არის შესაძლებელი: ზვიად გამსახურდიას ეთნოპოლიტიკური შეფერილობის ეროვნულ–დისიდენტური ელიტა, ედუარდ შევარდნაძის ნეონომენკლატორული ელიტა, მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური ნეოლიბერალურ–ავტორიტარული ელიტა პოლიტოლოგია (2004) გვ 391–401, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ზომიერი ლიბერალური პარტიიდან მემარჯვენე და კონსერვატიულ ძალად ფორმირდა. გამსახურდიას ხელისუფლება ეროვნული მოძრაობის რადიკალური ფრთის მემკვიდრე იყო, მათთვის მთავარი მიზანს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მართლამადიდებლურ ღირებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული, დაიცავდა მდიდარ ქართულ ტრადიციებს, თვითმყოფად კულტურას; მათი პოლიტიკური განცხადებები ეროვნული მოძრაობის რიტორიკით იყო გაჯერებული; ქართული ეროვნული იდეოლოგიის ფორმირება პოლიტიკური ელიტის საქმიანობის ძირითად ორიენტირად იქცა (აირჩიეს ეროვნული იდეოლოგიის თავმჯდომარე); ნაციონალიზმის იდეოლოგია გამსახურდიას ხელისუფლების ხელში წარმატებული იარაღი იყო ეროვნული კონსოლიდაციის, მომხრეების მობილიზაციის მიმართულებით; ნაციონალიზმმა მსოფლიოში ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის წარმოშობის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 518 გზაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაგრამ ნაციონალიზმი აგრეთვე ნიშნავს სხვასთან დაპირისპირებას, მაგალითად მრავალ ეთნიკურ ქვეყანაში გამსახურდიას მოწოდება „ქართველებო გამრავლდით“ ეროვნული უმცირესობებისთვის გამაღიზიანებელი იყო, ამიტომაც ოპოზიციამ წარმატებით მოახერხა მათი მობილიზაცია ხელისუფლების წინააღმდეგ; გამსახურდიას ელიტის იდეოლოგია ზედმეტი ეროვნული შეფერილობის იყო ნაციონალიზმის იდეოლოგიის ტიპიურ განსახიერებას წარმოადგენდა, გარკვეული აზრით შეიძლება დავეთანხმოთ სტივენ ჯონსს (ინტერვიუ სტივენ ჯონსთან (1924 წლის 12 აგვისტო), რომელსაც საქართველოში მოქმედი ხელისუფლებების მთავარ იდეოლოგიურ ორიენტირად ნაციონალისტურ იდეოლოგიას მიიჩნევს; მართლაც დამოუკიდებლობის გზაზე მდგარ ზოგიერთ გამოწვევას ნაციონალიზმის იდეოლოგიაზე დაყრდნობით შეიძლება გავუმკლავდეთ, მაგრამ მხოლოდ ამ კუთხით გამსახურდიას პოლიტიკური ელიტების იდეოლოგიური ორიენტირების შეფასება არასრული იქნებოდა; გამსახურდიას იდეოლოგია ეთნონაციონალისტური იყო, რომელიც დამოუკიდებლობაზე და ერის იდენტობის დაცვაზე იყო ორიენტირებული, ეროვნული სუვერენიტეტის, ეთნოცენტრიზმის პრინციპებს იცავდა და იბრძოდა საბჭოთა–კომუნისტური მემკვიდრეობის წინააღმდეგ, იცავდა ტრადიციონალიზმის ღირებულებებს (მართლმადიდებლურ–ქრისტიანული ღირებულებებისა და თვითმყოფადი კულტურა); ეროვნულ–დისიდენტური ელიტის მთავარი მახასიათებელი იყო უკომპრომისობისა და კონსენსუალურობის ნაკლებობა, იგრძნობოდა საბჭოთა, კომუნისტური იდეოლოგიის ნეგატიური გავლენა, რამაც განსხვავებული აზრის, დიალოგის, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შეურიგებლობაში პოვა გამოხატულება: ისევე, როგორც სოციალიზმი უარყოფდა მემკვიდრეობითობის პრინციპს პოლიტიკაში, ასევე, გამსახურდიამ მექანიკურად მოხსნა პარლამენტიდან კომუნისტი დეპუტატები, დაუპირისპირდა ე.წ. „პრივილეგირებულ საბჭოთა ინტელიგენციას“, რომელთა რიგებში ფაქტობრივად გაერთიანებული იყო ინტელექტუალური ელიტის დიდი უმრავლესობა, ხოლო ისინი ჩაანაცვლა, ერთგულებისა და ეროვნულ მოძრაობაში დამსახურებების კრიტერიუმებით შერჩეული ადამიანებით, ფაქტობრივად საშუალო დონის ინტელექტუალები, „დემოკრატები გარემოებების მიხედვით“ ამოყვნენ ხელისუფლებაში ეროვნული მობილობის ლიფტს. ქვეყანაში დამკვიდრდა შეურიგებლობისა და დაპირისპირების ექსტრემისტული იდეოლოგიური ორიენტირები, მოვლენები მართალ– მტყუანის, თეთრისა და შავის, კრემლისა აგენტებისა–მოღალატე ინტელიგენციისა და სხვა ეპითეტებით ფასდებოდა. თავის მხრივ, კონტრელიტამ, რომელიც ძალადობრივ მეთოდებზე იყო ორიენტირებული, თავის გარშემო შემოიერთა „პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენცია“, ეროვნული მოძრაობის ზომიერი ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც იდეოლოგიურად დაასაბუთეს ეროვნული ხელისუფლების დამხობის აუცილებლობა, ასევე, აამხედრეს არა ქართველი მოსახლეობა, რომელთა დარწმუნება იმაში, რომ გამსახურდია მათ გასახლებას აპირებდა იოლი აღმოჩნდა ნაციონალიზმის იდეოლოგიის პირობებში; კონტრელიტა, რომლის ჩამოყალიბება „ეროვნული კონგრესის შექმნიდან“ იღებს სათავეს, განსაკუთრებით გაძლიერდა პრემიერ–მინისტრის, გვარდიის მეთაურის, მხედრიონის დაპირისპირების შემდეგ: ისინი ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ გამსახურდიამ დაამყარა ავტორიტარული დიქტატურა (ოპონენტების მიმართ დაამკვიდრა სიძულვილის ენა, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 519 დახურა საქართველოს ტელევიზიის მეორე არხი, გაზეთი „საქართველოს ახალგაზრდობა“, სახელმწიფოს გადატრიალების ბრალდებით დააპატიმრა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი და სხვა), რომ იგი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნება იყო, თვითნებურად ცვლიდა გუნდში მიღებულ გადაწყვეტილებებს, მის გარშემო იყო გაერთანებული არაკომპენტენტური ელიტა (თუმცა საკვანძო თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს არამარტო უმაღლესი განათლება სამეცნიერო ხარისხებიც ჰქონდათ) და მისი ხელისუფლებაში ყოფნა საფრთხეს უქმნიდა ქვეყანას; გამსახურდიას დროს არ არსებობდა „პოლიტიკური თამაშის წესების“ ცნება, რადგანაც არ იყო ან ძალიან სუსტი იყო ინსტიტუტები, ასევე, კონსტიტუციის არ არსებობა ფაქტობრივად გამორიცხავდა სამართლებრივ ჩარჩოებში ხელისუფლებისა და კონტრელიტის თანაარსებობას; მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეშევრდომულმა, უკომპრომისო კომუნისტური კულტურის მემკვიდრეობამ და ქართული ხასიათის თავისებურებებმა, რომელიც ისტორიულად საპირისპირო პოლუსებზე პოულობდა გამოხატულებას („კეთილ–ბოროტზე ადრე მიმდრეკნი“–ვახუშტი ბატონიშვილი) ამიტომ, პოლიტიკური პროცესი სამოქალაქო დაპირისპირების ჭრილში განვითარდა და შედეგმაც არ დააყოვნა: იარაღით, გარე და შიდა ძალების გაერთიანებით, მხედრიონმა და ეროვნულმა გვარდიამ დაამხო ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება და ქვეყანაში განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება. ა. ტუკვაძე (1998) გვ 201. ამრიგად, გამსახურდიას გარშემო გაერთიანებული იყო ეთნოპოლიტიკური შეფერილობის ეროვნული–დისიდენტური ელიტა, რომელიც ეროვნული მოძრაობის რადიკალური მიმართულების წევრებით იყო დაკომპლექტებული; გამსახურდიას ეროვნულმა ელიტამ ვერ გაიარა რუტინიზაციის ეტაპი, ვერ გადაიქცნენ რაციონალურ–ბიუროკრატიულ სახელისუფლებო ძალად და ამის მიზეზი არა მარტო დისიდენტური წარსული, სახელმწიფოს მართვის უნარების ნაკლებობა იყო, არამედ აგრეთვე იყო დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობა; ელიტის შერჩევის კრიტერიუმები ეროვნულ მოძრაობაში დამსახურება, ერთგულება და ზოგ შემთხვევაში ეროვნულობა იყო და უმრავლეს შემთხვევაში ყურადღება არ ექცეოდა პროფესიონალურ უნარ–ჩვევებს; გამსახურდიას პოლიტიკური ელიტა და თვითონ პრეზიდენტიც (დისიდენტად დარჩა), ნაცვლად იმისა, რომ ერის გამაერთიანებლის როლი ეთამაშათ, შეურიგებელი, რადიკალური ნაციონალიზმის იდეოლოგიური ორიენტირების მატარებლები იყვნენ, მათ მექანიკურად უარყვეს არა მარტო კომუნისტური მემკვიდრეობა, არამედ აგრეთვე დაუპირისპირდნენ ეროვნული მოძრაობის ზომიერ ფრთას; ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ელიტას ჩვენ ვუწოდებთ ნეონომენკლატურას, რადგანაც დიდწილად დაკომპლექტებული იყო საბჭოთა ნომენკლატურული ელიტის წარმომადგენლებისგან, რაც კომუნისტური კადრების მემკვიდრეობის შენარჩუნებას გულისხმობდა: მათთვის უცნობი იყო საბაზრო ეკონომიკა, ქაოსური–უმართვადი პროცესები, ეთნოკონფლიქტები, რაც არაორდინალურ აზროვნებას მოითხოვდა; ნეონომენკლატურული ელიტა ძირითადათ საშემსრულებლო პოლიტიკური კულტურის მატარებლები იყვნენ და გეგმაზომიერი ეკონომიკის პირობებში შეეძლოთ წარმატებული ფუნქციონირება; შევარდნაძის ნეონომენკლატურული ელიტის მმართველობის დროს საქართველომ არშემდგარი ქვეყნის სტატუსი მიიღო და ქვეყანა ტოტალურ კორუფციაში ჩაეფლო; აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტებმა ქვეყანა დაშლის რეალური საფრთხის წინაშე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 520 დააყენა; ნეონომენკლატურულმა ელიტამ ქვეყნის ახალ პირობებში მართვის სრული უუნარობა გამოავლინა. შევარდნაძის პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების პროცესში, საჭიროა ორი ეტაპის გამოყოფა: პირველი ეტაპი იწყება 1992 წლის მარტიდან, როცა სამხედრო საბჭოს მოწვევით შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა; თავდაპირველად შევარდნაძეს ხელისუფლება შეზღუდულ ხასიათს ატარებდა, მას გადაწყვეტილებები უნდა მიეღო სამხედრო საბჭოსთან ერთად, ხოლო საქართველოში ამ დროს წარმატებით ფუნქციონირებდა ჯაბა იოსელიანის კრიმინალური დაჯგუფება “მხედრიონი”, რომელსაც ჰქონდა ცენტრალური და რეგიონალური სტრუქტურები, იოსელიანმა 80–იანი წლების მეორე ნახევარში განახორციელა რეფორმა ქურდულ–კრიმინალურ სამყაროში, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ქურდებს (კრიმინალებს) მიეცათ უფლება ბიზნესსა და პოლიტიკაში მონაწილეობის (რეფორმას, რუსეთის ზოგიერთმა დაჯგუფებამ მხარი არ დაუჭირა). საქართველოში განხორციელდა „კრიმინალური სამყაროს პოლიტიზაცია, და პოლიტიკოსების კრიმინალიზაცია“. საკანონმდებლო ორგანოში და ხელისუფლების სხვადასხვა საფეხურზე აღმოჩნდნენ კრიმინალური ელიტის წარმომადგენლები. ფაქტობრივად ქვეყანაში ორი კანონი მოქმედებდა: სახელმწიფოს მიერ დაწესებული სამართლებრივი ნორმები და ქურდული კანონები. ამიტომ, ამ პერიოდს ჩვენ ვუწოდებთ ორხელისუფლებიანობას–„შევარდნაძე– იოსელიანის“ პოლიტიკური ელიტის მმართველობას, როცა ზოგჯერ გადაწყვეტილებას კრიმინალური ძალა ღებულობდა (შევარდნაძის მტკიცებით აფხაზეთის ომი მხედრიონმა და სხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა თვითნებურად დაიწყეს). აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შევარდნაძეს გამსახურდიას მომხრე ძალების დასამარცხებლად (განსაკუთრებით სამეგრელოში) ჭირდებოდა მხედრიონთან და სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან აქტიური თანამშრომლობა. ა. ტუკვაძე (1998) გვ 205. მეორე ეტაპი, შევარდნაძის მმართველობაში შეიძლება გამოიყოს იოსელიანის, სხვა კრიმინალებისა და მათთან ერთად ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა დაჯგუეფებების ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგი პერიოდი, როდესაც მთელი ძალაუფლება ნეონომეკლატურული ელიტის ხელში აღმოჩნდა. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, მიღებული იქნა კონსტიტუცია, აღიარებული იქნა საქართველო გაეროს მიერ, გაყვანილი იქნა ბაქო– სუფსის ნავთობსადენი, გადაიდგა ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ. ფაქტობრივად შევარდნაძე დაბალანსებული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გამტარებელი იყო და ცდილობდა წონასწორობა ეპოვა პრორუსულ და პროდასავლურ აქტორების გავლენებში; შევარდნაძე პოლიტიკური სვლების დიდოსტატი იყო, თუმცა ვერ გათვალა აფხაზეთში დაწყებული კონფლიქტის შედეგები, ერთმანეთში აურია დასავლურ ლიდერებთან მეგობრობა და გეოპოლიტიკური ინტერესები და მაშინ დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან, როცა დასავლეთი ლიდერების ინტერესის სფერო ბალტიისპირეთის ქვეყნების სუვერიტეტის მხარდაჭერა იყო. შევარდნაძის პოლიტიკურ იდეოლოგიაზე საუბრის დროს გამოყოფენ პარაგმატულ– ცენტრისტულ ორიენტირებს, იგი სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად და ცდილობდა დასავლურ სამყაროსთან დაახლოებას; ამავდროულად, შეცდომა იქნებოდა შევარდნაძის საკადრო პოლიტიკის პირდაპირ კონსერვატიულად აღქმა, რომელიც მხოლოდ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 521 წინა მმართველი კლასის პოზიციების აღდგენას ისახავდა მიზნად. ფაქტობრივად ევროინტეგრაციის პროცესი შევარდნაძედან იღებს სათავეს, იწყებს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და გამოთქვამს სურვილს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისას. იგი ცდილობდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, მაგრამ ტოტალური კორუფციის პირობებში ეკონომიკური რეფორმების გატარება შეუძლებელი იყო. შევარდნაძემ დაიწყო ელიტის განახლების პროცესი და ხელისუფლებაში მოიყვანა სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის „სამეული“ და სხვა ახალგაზრდა რეფორმატორების თაობა, რომლებიც მოქალაქეთა კავშირის ყველაზე აქტიურ და ერთგულ მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ საწყის ეტაპზე. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომებმა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის გამო, შევარდნაძის დროს დაიწყო რუსეთის მტრად და ოკუპანტად აღქმა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა შემდგომ წლებში საგარეო პოლიტიკური ვექტორის დასავლეთისკენ მკვეთრი მობრუნება. შევარდნაძის საბჭოთა ნომენკლატურული წარსული, ბალანსის პოლიტიკა, სტაბილურობისკენ სწრაფვა, მენტალიტეტი, რუსეთთან კავშირები, გამსახურდიას წინააღმდეგ გაწეული დახმარებები, არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მკვეთრი დაპირისპირება დაეწყო რუსეთთან, რომლისთვისაც მას ასევე საშინაო და საგარეო რესურსები არ გააჩნდა. ამიტომ, შევარდნაძემ აფხაზეთთან ომის დროს გააქტიურა „პროგრესული და რეაქციული“ (რომელშიც არსებულ ხელისუფლებასთან ერთად ჟირინოვსკის, ბაბურინის რეაქციული იდეები იგულისხმებოდა) „ორი რუსეთის“ ლენინური ლოზუნგი, რომელიც თავის დროზე გამოყენებული იქნა მენშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში (პროგრსულ რუსეთში ლენინი ბელინსკის, ჩერნიშევსკის და სხვა რევოლუციონერ დემოკრატებს გულისხმობდა, ხოლო რეაქციულში ჩხეიძე, წერეთელი და სხვა პოლიტიკური ოპონენტები მოიაზრებოდა), ხოლო სრულიად არაადეკვატური იყო ორი რუსეთის იდეის გამოყენება აფხაზეთთან ომის პროცესში: საქმე იმაში მდგომარეობს, რომ როგორც რუსეთის, ასევე საბჭოთა იმპერიაში შემავალი ერების სუვერენიტეტთან მიმართებაში არ არსებობს და არც ოდესმე არსებულა პროგრესულად მოაზროვნე რუსეთი. ფაქტობრივად „ველიკორუსული შოვინიზმი“, რომელმაც ჩამოყალიბებული სახე მე 18–19 საუკუნეებში მიიღო, უარყოფს საბჭოთა კავშირში შემავალი პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენულ უფლებებს და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს ხელისუფლებას, ოპოზიციას, ინტელექტუალურ ელიტასა და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შორის. „ველიკორუსული შოვინიზმი“ რუსეთის გამაერთიანებელი ეროვნული იდეა არის და „რუსული სამყაროს“, ხალხის მენტალიტეტის განუყოფელი ნაწილია. ამის ნათელი დადასტურებაა რუსეთის გაფართოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია, დეკაბრისტების სამოქმედო ეროვნული პროგრამები, გრიბოედოვის, ლერმონტოვის, პუშკინის, სახაროვის, ნავალნის და დღევანდელი პოლიტიკური ელიტის, პუტინის და სხვა ადამიანების იდეოლოგიური ორიენტირები და პრაქტიკული მოღვაწეობა; არასწორად მიგვაჩნია „ველიკორუსული შოვინიზმის“ მარტო პუტინთან და რუსულ მმართველ ელიტასთან იდენტიფიცირება, როგორც ამას ბჟეჟინსკი, ბალტიისპირელი, შუა აზიელი ლიდერები და სხვები აკეთებენ, შოვინიზმისათვის დამახასიათებელი იდეოლოგიური და კულტურული ორიენტირები, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ხალხის მენტალიტეტისა და ფსიქოლოგიური განწყობის ნაწილია (დოქტრინა–ხალხი ყოველთვის მართალია ამ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 522 შემთხვევაში არ მუშაობს) და იგი საუკუნეების განმავლობაში რუსეთის მიერ დაპყრობითი, აგრესიული ომების პოლიტიკის შედეგად ყალიბდებოდა. ა. ტუკვაძე (2015) გვ 25–41. შევარდნაძის ნეონომეკლატურული ელიტის შიგნით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შერჩევის კრიტერიუმები კომუნისტური და კომკავშირული წარსული და პირადი ერთგულება იყო; იგი ერთადერთი ლიდერია გარდამავალ პერიოდში, რომელიც უშიშროების ორგანოებს ეკითხებოდა აზრს სახელისუფლებო კანდიდატის შესახებ. თუმცა, ზემოთაც იყო აღნიშნული, რომ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ხელისუფლების მაღალი ეშელონების ადამიანებთან ინტერვიუები აჩვენებენ, რომ იგი უფრო მეტად იცავდა გუნდურობის დემოკრატიულ პრინციპს, ვიდრე გამსახურდია და სააკაშვილი. შევარდნაძემ „პოლიტიკური თამაშის წესებში“ დაამკვიდრა „ხელისუფლების შენარჩუნების ხელოვნება“, რაც იმას გულისხმობს, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პროცესში კრახის მიუხედავათ მაინც შეინარჩუნო ხელისუფლება; დასავლეთის დემოკრატიებში ეკონომიკის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის საბაზისო ღირებულებების მიმართლებით წარუმატებლობები, ხელისუფლების მონაცვლეობის საფუძველია. ქართულ სინამდვილეში შევარდნაძე და სააკაშვილი ხელისუფლებები არჩევნების გაყალბების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, პოლიტიკური ინტრიგების და საბჭოეთში აპრობირებული „მტრის ხატის“ მოდელირების (მტრის ხატი“ ქართულ პოლიტიკაში) პრაქტიკით ახერხებდნენ ელექტორატის მობილიზებას თავის გარშემო და ძალაუფლების ლეგიტიმაციას; შევარდნაძისა და სააკაშვილი დროს პარლამენტში და ხელისუფლების სხვადასხვა საფეხურებზე იყვნენ დაწინაურებულები „არჩევნების პროფესიონალი გამყალბებლების“ კასტა; შევარდნაძის პოლიტიკური ელიტის შიგნით იწყო ფორმირება ახალმა კონტრელიტამ, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ, ხოლო ძალადობისკენ მიდრეკილების პოლიტიკურ ორიენტაციებს სათავე დაუდო გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამ, სახელმწიფო გადატრიალებამ. პროტესტის ძალისმიერი მეთოდები დღესაც იჩენს თავს ქართულ პოლიტიკაში. ძნელია ქართულ რეალობაში გამოიყენო ოპოზიციის ცნება, რომელიც ხელისუფლებაში მყოფ ელიტასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობასაც გულისხმობს. ამიტობ, ჩვენ ვიყენებთ კონტრელიტის ცნებას, რომელიც მიზნის მისაღწევად არ ერიდება საერთო ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებას და ძალისმიერ– არალეგიტიმურ ხერხებს გამოყენებას. ამაში გარკვეული ბრალი მმართველ ელიტებსაც მიუძღვის, ისინი თავის მხრივ მაქსიმალურად ძაბავენ ვითარებას და იყენებენ სიძულვილის ენას, რაც „პოლიტიკური თამაშის“ ნაწილად იქცა. ორივე მხარეს პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურობენ ე. წ. „ტოტალიტარული პიროვნებები“, რომლებსაც აბსოლუტური ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზია გააჩნიათ და იდეოლოგიურად ასაბუთებენ ხელისუფლების ან კონტრელიტის ყველა გადაწყვეტილების მართებულობას. შევარდნაძის ნეონომენკლტურული ელიტის წიაღში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა რეფორმატორების ჯგუფი სააკაშვილის, ბურჯანაძის, ჟვანიას მეთაურობით, რომლებიც თავდაპირველად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელისუფლებო პარტიის „მოქალაქეთა კავშირის“ წევრები იყვნენ და განსაკუთრებულ „ერთგულებას“ იჩენდნენ პრეზიდენტ შევარდნაძის მიმართ (სააკაშვილმა საკუთარ შვილს ედუარდი დაარქვა); კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის სახელი დაიმკვიდრა იუსტიციის მინისტრის პოსტზე მყოფმა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 523 სააკაშვილმა, ბურჯანაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა და ყოველ მხრივ ცდილობდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პარალიზებას. შევარდნაძეს საპრეზიდენტო მმართველობის კონსტიტუციიდან გამომდინარე, არ ჰქონდა პარლამენტის დათხოვნის უფლება. გამორჩეული ქარიზმული თვისებებით ხასიათდებოდა სააკაშვილი, რომელსაც თავდაპირველად, გამსახურდიას, შევარდნაძისა და ივანიშვილისგან განსხვავებით, ერთდროულად საგარეო და საშინაო მხარდაჭერა გააჩნდა, როგორც ოპოზიციაში ყოფნის დროს, ასევე, ხელისუფლებაში 2007–08 წლებამდე. სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ შევარდნაძის წინააღმდეგ მოახდინა მმართველი ელიტის პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხის მასის მობილიზაცია თავის გარშემო, გამოიყენა ხელისუფლებაზე ზეწოლის დასავლეთში აპრობირებული ტექნოლოგიები, სოროსული დახმარება, ასევე, ბიძინა ივანიშვილის და ბადრი პატარკაციშვილის ფინანსები და 2003 წლის რევოლუციური პროცესების შედეგად ხელისუფლება შეცვალა და მმართველი ძალა გახდა „პროდასავლური“ ნეოლიბერალურ–ავტორიტარული ელიტა, რომლის იდეოლოგიაში პროდასავლური ლიბერალიზმი შერწყმული იყო ნაციონალიზმთან და ძლიერი სახელმწიფოს იდეასთან. ნაციონალური მოძრაობა იდეოლოგიური ღირებულებების მიხედვით ევროპის ქრისტიან–დემოკრატებთან, სახალხო პარტიასთან იდენტიფიცირდება. სააკაშვილის გარშემო გაერთანებულ ელიტას, იშვიათი გამონაკლისის გარდა არაფერი არ აკავშირებდა ნომენკლატურასთან; მათ გააჩნდათ დასავლური განათლება, მხარს უჭერდნენ საბაზრო ეკონომიკის ლიბერალური პრინციპების დანერგვას, ქვეყნის რადიკალური მოდერნიზაციის კურსს, ტოტალური პრივატიზაციის პროცესს, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას, მკვეთრად უპირისპირდებოდნენ რუსეთს, ცდილობდნენ სამოქალაქო ნაციონალიზმზე დაყრდნობით ეროვნული იდენტობის განმტკიცებას, გააქტიურეს კავკასიის გაერთიანების და ქართული მესიანიზმის იდეა (ქართული მესიანიზმის დასაბუთების მცდელობა მე–11 საუკუნეში მოღვაწე „ქართლის ცხოვრების“ ავტორიდან ლეონტი მროველიდან მოდის და მასზე გამსახურდიაც აკეთებდა აქცენტს). სააკაშვილის პოლიტიკური ელიტის შემადგენლობა თვისებრივად განახლებული იყო, როგორც ასაკობრივად, ისე განათლებისა და იდეოლოგიური ორიენტირების თვალსაზრისით. 2011 წელს ბრიტანელმა ანალიტიკოსმა ტ. დე ვაალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის საბედისწერო წლისთვის სააკაშვილი მხოლოდ 40 წლის იყო და მისი გუნდი კიდევ უფრო ახალგაზრდა: 36 წლის პრემიერ მინისტრი, 34 წლის ფინანსთა მინისტრი, 31 წლის საგარეო საქმეთა მინისტრი და 29 წლის თავდაცვის მინისტრი. დე ვაალის აზრით, „ახალი, უკვე პოსტსაბჭოთა თაობის ხელისუფლებაში მოსვლა საქართველოში ე.წ. მენტალური რევოლუციის შედეგია. ახალგაზრდა ადამიანების დანიშნით სხვადასხვა თანამდებობებზე, სააკაშვილი, არსებითად, „გადახტა თაობების წინ“. თომას დე ვაალი (2011) ახალი პოლიტიკური ელიტა არ იყო დაკავშირებული რუსეთთან არც პოლიტიკურად, არც კულტურულად, არც მენტალურად; ასევე, კადრების შერჩევის დროს ნომენკლატურული წარსული შემაფერხებელ გარემოებად იქცა (განხორციელდა „დენომეკლატურიზაცია“) განსაკუთრებული შემთხვევების გარდა; სააკაშვილმა განახორციელა წარმატებული რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემოიღო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინიმუმამდე დაიყვანა უმაღლეს სასწავლებლებში დამკვიდრებული მექრთამეობა, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 524 დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას და ქურდულ–კრიმინალურ სამყაროს, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები. სააკაშვილის ავტორიტარულმა, ნეოლიბერალურმა ელიტამ გამსახურდიას მსგავსად, კომუნისტურ მემკვიდრეობა უარყო, მაგრამ იგი უფრო შორს წავიდა: უფროსი თაობის ადამიანების, ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურის, განათლების სფეროში გამორჩეულ ინტელექტუალების საზოგადოებრივ–პოლიტიკური, კულტურული, სამეცნიერო საქმიანობიდან ჩამოშორება დაისახა მიზნად, ბრძოლა გამოუცხადა უფროს თაობას (გაწყდა თაობებს შორის სოლიდარობის ტრადიცია), აქცენტს აკეთებდა იმ იდეოლოგიურ და კულტურულ ღირებულებებზე, რაც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს ერთმანეთისგან განასხვავებს, ფარულად ებრძოდა მართლმადიდებლურ ეკლესიას და ტრადიციულ კულტურულ ღირებულებებს, უნივერსიტეტებში ჩატარებული რეფორმებით შედეგად გაათავისუფლა პროფესორ–მასწავლებლების უფროსი თაობის წარმომადგენლების უმრავლესობა, ქვეყნის მმართველობის ყველა რგოლში დილეტანტი ახალგაზრდები მოიყვანა, რომელთა რეკრუტირების კრიტერიუმები ნაციონალური პარტიის წევრობა და ახალგაზრდული ასაკთან ერთად დასავლური განათლება, ბელადის ერთგულება იყო, ხოლო საბოლოო მიზანი – ქართველების მენტალიტეტის ცვლილება და ნეოლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება იყო. სააკაშვილის პოლიტიკური ელიტის ავტორიტარული მისწრაფებები განსაკუთრებით გაძლიერდა 2007–2008 წლის მოვლენების შემდეგ. ფაქტობრივად 2007 წლის ანტისამთავრობო მიტინგის დარბევა და 5 დღიან ომში რუსეთთან მარცხით იწყება სააკაშვილი ნეოლიბერალური ელიტის დაღმასვლა: პოლიტიკურ ელიტას არ ეყო ინტელექტუალური პოტენციალი, რომ ძირეული რეფორმები განეხორციელებინა და რეპრესიების, ბიზნესის დატერორების, ოპოზიციის ძალისმიერი მეთოდებით განადგურების გზას დაადგა. სააკაშვილის პოლიტიკურმა ელიტამ ფაქტობრივად მოახდინა სახელმწიფოს პრივატიზება, ხოლო მმართველი პარტია თვითკმარ პოლიტიკურ ძალად– მთავრობად აქცია, გააყალბა მეორე ვადით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები: ამერიკელი მკვლევარის C. Fairbanks- ის თვალთახედვით, სააკაშვილმა ძალაუფლების „სუპერ-საპრეზიდენტო“ ინსტიტუტები შეცვალა კიდევ უფრო კონცენტრირებული „ჰიპერ-საპრეზიდენტო“ გახადა კერძოდ, პრეზიდენტმა დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე მოსამართლის დანიშვნა, თუმცა მანამდე მხოლოდ სამ მოსამართლეს ნიშნავდა, დანარჩენს პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ნიშნავდა. ციტირებულია Муханов В (2021) გვ 116-125. პოპულიზმი მმართველი ელიტის რიტორიკაში წამყვან როლს თამაშობდა, სააკაშვილმა შეამცირა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ვადები, წაგებული ომი გამარჯვებად გააპიარა: ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საქართველოს ისტორიაში ითქვა ყველაზე მეტი ტყუილი და გაიცა ცრუ დაპირება (ა.ტუკვაძე), რასაც სტივენ ჯონსი „პოლიტიკურ შიზოფრენიას“ უწოდებს. ა. ტუკვაძე (2014) გვ 125. სააკაშვილი „პოლიტიკური თამაშის წესებში“ აქტიურად იყენებდა „მტრის ხატის“ მოდელირების კომუნისტურ პრაქტიკას, რომლის საშუალებითაც განსაკუთრებით არჩევნების ან პოლიტიკური რეპრესიების წინ ახდენდა ელექტორატის აზრის მანიპულირებას, მობილიზაციას (იმედის მოდელირებული ქრონიკა, 2007 წლის საპროტესტო აქციის ძალადობრივი ჩახშობის გასამართლებლად კობა დავითაშვილის, შალვა ნათელაშვილის და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 525 სხვა ოპოზიციონერი ლიდერების უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ამსახველ ვიდეო კადრებს აჩვენებდა, რომლის „რეჟისორები“ ნიკა გვარამია, ადეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები იყვნენ). სააკაშვილი ფაქტობრივად პირველად იყენებს დასავლელ ლობისტებს ქართული დემოკრატიის პიარის პროცესში, ამ მიმართულებით მან დახარჯა საკმაოდ დიდი თანხები, რომელიც ქვეყნის მწირ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვა. სამაგიეროდ შეძლო დასავლეთში ავტორიტარული რეჟიმის „ლიბერალური დემოკრატიის შუქურად“ წარმოჩენა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა რეპრესიული სახელმწიფო მანქანა, რომელშიც სისტემური დანაშაული პოლიტიკური პროცესის ნაწილად იქცა. მასში ჩართული იყო სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, პენიტენციური სისტემა. რეპრესიებმა, ბიზნესის დატერორებამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, რომან დუმბაძის და მრავალი სხვა მკველელობებმა); განსაკუთრებულად მტკივნეული იყო მმართველი ელიტის რიგებიდან გარიყული ოქრუაშვილის მიერ ელიტის „შიდა სამზარეულოს“ საჯარო სივრცეში გამოტანა, როდესაც მან ფაქტობრივად ჟვანიასა და პატარკაციშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა პრეზიდენტი და მისი გუნდი; რეჟიმმა დაკარგა ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით და გარეთ. რეჟიმის დელეგიტიმაციას წერტილი 2012 წლის არჩევნების წინ გამოქვეყნებული ე. წ „ციხის კადრებმა“ დაუსვა. ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა აშკარა გახდა. სააკაშვილის ელიტის კრახი მნიშვნელოვანწილად განაპირობა აგრეთვე გარე ფაქტორმა– ცალსახა დასავლური ორიენტაციის არჩევამ და რადიკალურმა დაპირისპირებამ რუსეთთან: ისტორიულად საქართველოს „შედარებითი დამოუკიდებლობის“, „შეზღუდული დამოუკიდებლობის“, „ნაწილობრივ დამოუკიდებლობის“(სრული დამოუკიდებლობის ხანა მხოლოდ დავითისა და თამარის ეპოქას მოიცავს) „სტატუსის“ შენარჩუნების ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა იყო, რაც დიდ სახელმწიფოებს შორის წინააღმდეგობის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში მდგომარეობდა. ქართველი მეფეები ბიზანტიას, ირანს, ოსმალეთს შორის დაპირისპირებას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იყენებდნენ. პროდასავლურმა ელიტამ ნატოში ინტეგრაციის სურვილით მნიშვნელოვნად გააღიზიანა რუსეთი. ნატოში გაწევრიანება, რომ უტოპია იყო ეს კარგად იცოდა დასავლეთის ლიდერებმა. ამის დადასტურება ბუქარესტის სამიტზე მიღებული „ღია კარის“ გადაწყვეტილება იყო და შემდგომი პერიოდის “ყალბი პროგრამები”, რომლის შესრულება თითქოს იძლეოდა ჩრდილო ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივას. ფაქტობრივად, ნატოში ინტეგრაციის სურვილს მოყვა საქართველოში რუსეთის აგრესია და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა (ყოველ შემთხვევაში საბაბად იქნა გამოყენებული რუსეთის იმპერიის ხელახალი აღდგენის გზაზე), იგივე შეცდომა მოუვიდა უკრაინის ხელისუფლებას. ფაქტობრივად ორივე მაგალითი იმაზე მიუთითებს, რომ ევროპა არ იყო დაინტერესებული ამ ქვეყნების უსაფრთხოებით და უფრო მეტად მათი გამოყენებით სურს რუსეთის დასუსტება. სიმართლეს ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ორივე ქვეყანამ უნდა დაივიწყოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა. 2012 წლის წინა პერიოდში სააკაშვილის ავტორიტარული–რეპრესიული და ანტიეროვნული პოლიტიკით განაწყენებული ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აარსებს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 526 ოპოზიციურ პარტიას „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, რომელიც წინა საარჩევნოდ ქმნის საკმაოდ ჭრელ კოალიციას რესპუბლიკური, კონსერვატიული, თავისუფალი დემოკრატების, ეროვნული ფორუმისა და მრეწველთა პარტიის შემადგენლობით, რომლებიც სხვადასხვა ღირებულებების, იდეოლოგიური ორიენტირების, თაობების, პატიოსანი და მედროვე ადამიანების ხელოვნურ კონგლომერატს წარმოადგენდა, მაგრამ ივანიშვილის ქოლგის ქვეშ მათ მოახერხეს არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ბიძინა ივანიშვილი თავდაპირველად 2003 წლის რევოლუციურ პროცესებს აფინანსებდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მმართველ ელიტას უხდიდა ხელფასებს, მაგრამ მალე განუდგა ხელისუფლებას და 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თავდაპირველად „ქართული ოცნება“ ევროპელ სოციალ–დემოკრატებთან ახდენდა იდენტიფიცირებას და ზომიერ–ლიბერალურ პარტიად მოიაზრებოდა, ხოლო დღეისათვის ის კონსერვატიულ ძალად იქცა და მტკიცედ იცავს ქრისტიანულ–მართლმადიდებლურ ღირებულებებს, ეროვნულ ტრადიციებს. საბოლოოდ ევოლუციის დამთავრების თარიღად შეიძლება მივიჩნიოთ 2023 წლის მაისში ბუდაპეშტში კონსერვატიული პარტიების კონფერენცია, სადაც პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც მართლადიდებლური ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების, ეროვნული სუვერენიტეტის, ბინალურ–გენდერულ როლების დაცვა (2018 წელს მიუხედავათ ოპოზიციის წინააღმდეგობისა განახორციელდა საკონსტიტუციო ცვლილება და სამოქალაქო სამართლის კოდექსიდან ქვეყნის ძირითად კანონში ჩაიწერა, რომ ქორწინება არის მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი) „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იდეოლოგიურ პრიორიტეტებად აღიარა: იდეოლოგიურ ცვლილებას წინასაარჩევნო დატვირთვასთან ერთად სტრატეგიული მნიშვენელობაც აქვს, რადგანაც ოჯახური ტრადიციების, მართლმადიდებლური ღირებულებების, ეროვნული ინტერესების დაცვა, ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობა ქართული მენტალიტეტის ნაწილია და ყოველივე დაადასტურა მრავალათასიანმა მიტინგმა არჩევნების წინ და რაც მთავარია ეკლესიის მხარდაჭერამ, რომელიც პატრიარქის თანამოსაყდრის მეუფე შიოს სიტყვაში იქნა გახმოვანებული. იდეოლოგიურმა ევოლუციამ გაზარდა ოცნების ხელისუფლების მხარდამჭერები ქვეყნის მასშტაბით, უპირატესად რეგიონებში, ხოლო რაც შეეხება ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელ ახალგაზრდებში, მათთვის ოჯახური და მართლმადიდებლური ღირებულებები არაფერს წარმოადგენს და უფრო მეტიც ზოგიერთ მათგანში მოიმატა აგრესიამ და ეკლესისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ რიტორიკასაც არ ერიდებიან. მემარჯვენე ნაციონალიზმის იდეოლოგიამ, ოჯახური ღირებულებების შესახებ მიღებულმა კანონმა, რომელიც ლგპდ პროპაგანდას კრძალავს, ასევე უცხო გავლენის შესახებ მიღებულმა კანონებმა ძირეულად შეცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსთან: ევროპის მემარჯვენე იდეოლოგიაზე მდგარი უნგრეთისა და სლოვაკეთის მსგავსად, (რომლებიც გარიყული არიან ევროკავშირის შიგნით, როგორც თავიანთი იდეოლოგიური ორიენტირების, ისე პროუსული პოზიციების გამო), ანალოგიური დამოკიდებულებები გაისმა ევროკავშირის საერთო ევროპული ინსტიტუტების ბიუროკრატების, მაღალჩინოსნების, ეროვნული სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან. საქართველოს პოლიტიკური ელიტაც დაადგა ანტიევროპული პროპაგანდის გზას. დღეისათვის, ევროკავშირის შიგნით უნგრეთის მსგავსად Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 527 იტალიის მმართელი ძალა მელონის მეთაურობით, ასევე, ნიდერლანდებში ხელისუფლება ავლენს მემარჯვენე იდეოლოგიისადმი ერთგულებას, გაძლიერდა მემარჯვენე ნაციონალისტური პოპულისტური პარტიები ალტერნატივა გერმანიისთვის, თავისუფლების პარტია ავსტრიაში და ისინი მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობლობენ; განსაკუთრებით გლობალური მასშტაბით მემარჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერებას ადგილი აქვს ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ასე, რომ ოცნების ხელისუფლება მარტო არ არის და იმედი აქვს ტრამპის ადმინისტრაციის თანადგომის (შესაძლოა ამ მიზნით იქნა მიღებული „ფარას კანონი“, კონსერვატიული ბრიტანული კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით). დრო გვიჩვენებს, რამდენად შეძლებს საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას ოცნების ხელისუფლება და დაალაგებს ურთიერთობებს ევროპასთან, რაც ისტორიულად ძნელი იყო ვიდრე აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები: “ნაშრომში „რუსეთ- საქართველოს ურთიერთობა XVIII საუკუნეში“ ქართული საგარეო-პოლიტიკური აზროვნების მთავარ დამახასიათებელ ნიშნად ივანე ჯავახიშვილი პოლიტიკურ გულუბრყვილობას გამოჰყოფდა. მისი თქმით, ქარ-თველი პოლიტიკოსები კარგად ერკვეოდნენ აზიურ პოლიტიკაში, მაგრამ გულუბრ-ყვილოები აღმოჩნდნენ ევროპულ პოლიტიკაში და ეს მკაფიოდ გამოჩნდა XVIII სა-უკუნეში. "ჩვენ წინაპრებს ეგონათ, რომ ძლიერი ქრისტიანი ერი უანგარო დახმარე-ბას გაუწევს მცირე ქრისტიან ერს და ძლიერი ერის პოლიტიკაში ვერაგობას ადგილი არ ექნებოდა", "ქართული პოლიტიკის გულუბრყვილობამ, უსუსურობამ მიიყვანა სა-ქართველო ოკუპაციამდე", -აღნიშნავდა დიდი ისტორიკოსი. მალხაზ მაცაბერიძე (2025) გვ 68. საგარეო პოლიტიკაში აღნიშნული მიდგომა დღესაც იჩენს თავს და აქტუალობას არ კარგავს ჯავახიშვილისეული ინტერპრეტაცია. მმართველი პოლიტიკური ელიტის იდეოლოგია შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს: ზომიერი კონსერვატიზმი, იცავს სტაბილურობის, ეტაპობრივი რეფორმირების პრინციპს (ხალხის ძალის წარმომადგენლები იყენებენ პროგრესული კონსერვატიზმის ცნებას, რაც ტრადიციული ღირებულებების აღიარებასთან ერთად ახლის ათვისების მზაობას გამოხატავს); პრაგმატიზმი, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებისაგან განსხვავებით ერიდება ანტირუსულ რიტორიკას და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს; გაცხადებული აქვს ევროატლანტიკური პრინციპების ერთგულება, რომელიც ოცნების ხელისუფლებამ კონსტიტუციაში დააფიქსირა და საბოლოო მიზანი ევროკავშირში (2030 წლისთვის) და ნატოში ინტეგრაციაა; პრიორიტეტულად მიაჩნია ეროვნულ–სახელმწიფოებრივი ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დამოუკიდებლობის განმტკიცება, იდეოლოგიური რიტორიკა შეიცავს ქართული პოპულისტური (ჰეივუდი (2021) ახალ გამოცემაში ცალკე გამოყოფს პოპულიზმის იდეოლოგიას) ნაციონალიზმისა და სოციალური კონსერვატიზმისა (ოჯახი, რელიგია) და პრაგმატიზმის ელემენტებს; ოცნების ხელისუფლების საკვანძო მნიშვნელობის პნინციპია დემოკრატიის აღდგენა, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების პრინციპების განუხრელი დაცვა; ქართული ოცნების საკადრო პოლიტიკაში შეიძლება ორი ეტაპი გამოვყოთ: თავდაპირველად კოალიციის ფარგლებში ივანიშვილი იძულებული იყო კადრების სხვა პარტიებიდანაც Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 528 შეერჩია (მაგ; რესპუბლიკური პარტიიდან უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერად, თავდაცვის მინისტრებად სხვადასხვა დროს რესპუბლიკელი ხიდაშელი, თავისუფალი დემოკრატი ალასანია, ასევე, დეპუტატები ფორუმიდან, კონსერვატიული და მრეწველთა პარტიებიდან და ა.შ), თუმცა საკვანძო თანამდებობებზე თავის წრიდან ერთგულ ადამიანებს ნიშნავდა; მოგვიანებით კოალიციის დაშლის შემდეგ „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკაში გამოიკვეთა ახალგაზრდა, დასავლური განათლების მქონე კადრების შერჩევის პოლიტიკის გააქტიურება, თუმცა კვლავ დომინანტური დარჩა ივანიშვილი ახლო გარემოცვიდან რეკრუტირების ტენდენცია; ამ პროცესში ხელშემწყობი ფაქტორი გახდა მილიარდერის ფულადი რესურსები და მისი ქველმოქმედების უზარმაზარი მასშტაბები (2–3 მილიარდამდე დოლარი მოახმარა ქვეყანას), რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი პოპულარობა და ავტორიტეტი ქვეყანაში; თავისი როლი ითამაშა ივანიშვილის ქარიზმულმა თვისებებმა: მან უბრალოება, უშუალობა, ადამიანურობა შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში, რაც შეცდომების აღიარებას ნიშნავდა (პოლიტიკური მემკვიდრეობა მსგავს პრეცედენტებს არ იცნობდა); საკადრო პოლიტიკაში კვლავ წამყვან პრინციპად ერთგულება რჩება, პატრიმონიალიზმის პრინციპის მემკვიდრეობა თამაშობს წამყვან როლს და მმართველი ძალის თვითკმარ პოლიტიკურ ძალად არის წარმოჩენილი. განსაკუთრებით აქტუალურია „პოლიტიკური თამაშის წესები“– ოცნების მმართველობის პერიოდში დაპირისპირება პოლიტიკურ ოპონენტებთან, არასამთავრობო სექტორთან: პოლიტიკურმა პოლარიზაციამ 2020–2024 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საშიშ ნიშნულს მიაღწია და მიუხედავათ იმისა, რომ პროტესტის პერმანენტულ პროცესს, უსასრულო აქციების მხარდაჭერების რიცხი მცირდება და მოსახლეობის დიდი უმრავლოსობა მხარს არ უჭერს, შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს და უმცირესობამ ბრძოლის ძალადობრივ მეთოდებს მიმართოს, რომლის სამწუხარო მაგალითებს საქართველო იცნობს; თუმცა, მაშინ, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტი იყო და რესურსების ნაკლებობასაც განიცდიდა მმართველი ელიტა. ხელისუფლება და კონტრელიტა ძირითადათ არჩევნების გაყალბება–არ გაყალბების, პრორუსულობისა და პროევროპელობის, ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის იდეოლოგიების პოზიციებიდან განიხილავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რომელშიც პარტიებთან ერთად წამყვან როლს, არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ (რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე წლის წინ გულწრფელად განაცხადა, „თუ ვინმეს ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ სერიოზულად აქვს იმედი, რომ საქართველო, ამერიკული თუ ევროპული ფულით სავსე, უცებ რუსეთს მიმართავს, მაშინ ეს არ არის მხოლოდ ღრმად მცდარი მოსაზრება - ეს არის აშკარა ბოდვა, რომელიც უბრალოდ სასაცილოა“) Муханов В. (2021) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა (ოპოზიცია ვარაუდობდა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას), ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ლგპდე პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებულმა კანონებმა გამოიწვია მკვეთრი დაპირისპირება სახელისუფლებო და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საშიში ნიშნულისკენ ვითარდება. დაპირისპირების ესკალაციაში დიდი როლი ითამაშა პრემიერ მინისტრის განცხადებამ, რომ ხელისუფლება 2030 წლამდე აჩერებს ევროინტეგრაციის ისედაც შეჩერებულ პროცესს. ამის შემდეგ დაიწყო ევროპელი ბიუროკრატების, ევროკავშირის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 529 სახელმწიფო ლიდერების, ამერიკელი კონგრესმენების, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი საზღვარგარეთელი ლობისტების და უკრაინელ მაღალჩინოსნების ჩართულობით, ხელისუფლების რუსული ორიენტაციის კრიტიკა და არჩევნების ხელახალი ჩატარების აუცილებლობის ორკესტრირებული რიტორიკა ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით. ბალტიისპირეთის მაღალჩინოსნები, გერმანიის ბუნდესტაგის წევრები და სხვა აქტორების მონაწილეობა მიტინგებზე ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარებას არ ნიშნავდა ხელისუფლების ოპონენტების ინტერპრეტაციების მიხედვით. ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესში გარე აქტორების მონაწილეობას თავისი ახსნა გააჩნია: ჯერ ერთი, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ჩარევას კანდიდატის სტატუსის ქვეყნის შიდა საქმეებში თითქოს ლეგიტიმაციას ანიჭებს მათ ქმედებებს, რაც საფუძველშივე არასწორია და მრუდე ლოგიკის ნაყოფია. მეორე და მნიშვნელოვანი გარემოება, არის ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება: გაევროპელების ისტორიული გრძნობა, როგორც ილია ჭავჭავაძე წერდა, ქართული მენტალიტეტის ნაწილია, თუმცა წაბაძვა ამ მიმართულებით („უცხოს ბაძი“ „გვასუსტებს და გვაძაბუნებს“–ილია); „სხვისი მოიმედოობის“ ტენდენცია განსაკუთრებით სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაძლიერდა და გარკვეულ ეტაპამდე ოცნების ხელისუფლების პირობებში გრძელდებოდა, ფაქტობრივად ქვეყნის დამოუკიდებლობის გასაღები ქვეყნის გარეთ იქნა გატანილი და ევროკავშირის ქვეყნების, აშშ–ის სტრატეგიულ მოკავშირეობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობაზე დამოკიდებული გახადეს: ნატო და ეუთო უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, გაერო და ევროპის საბჭო დაიცავს ადამიანის უფლებებს, ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებთან ინტეგრირებული კანონმდებლობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, შუა დერეფანი და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა ენერგომატარებლების ქსელის საქართველოზე გავლას უზრუნველყოფს, რაც ტურიზმის განვითარებასთან ერთად ქვეყნის ბიუჯეტს შეავსებს, მოკლედ „სხვისი მოიმედოობის“ ისტორიულმა მავნე ტენდენციამ (რომლის საშიშროება თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ, ნიკო ნიკოლაძემ, ივანე ჯავახიშვილმა და სხვა გამოჩენილმა მამულიშვილებმა გააცნობიერეს და მთელი ძალისხმევა მოანდომეს „საკუთარი თავის მოიმედოობის“ ლიბერალური კონცეფციის ჩამოყალიბებას, დღეისათვის, კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს ეპიტოლეებში, მმართველი ელიტის და ზოგიერთი პატრიოტულად განწყობილი პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების რიტორიკაში ხაზი ესმება ეროვნული ინტერესების პირველადობას), მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ცნობიერებაში–ამის ფონზე არაა გასაკვირი ოპოზიციის მოთხოვნა ევროპელებმა ჩაატარონ არჩევნები საქართველოში ან საარჩევნო ადმინისტრაციაში იყვნენ ისინი წარმოდგენილნი, რაც ეროვნული სუვერენიტეტის შეკვეცას და არშემდგარი სახელმწიფოს მახასიათებლებლებს (სახელმწიფოს იურისდიქცია ვერ ვრცელდება ქვეყნის ტერიტორიების ოც პროცენტზე) აძლიერებს. მესამე და მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც გააქტიურა ევროკავშირის სახელმწიფოების და საერთაშორისო აქტორების ჩარევის სურვილი საქართველოს შიდა საქმეებში, განპირობებულია მემარჯვენე ნაციონალიზმის იდეოლოგიური ფასეულობების აღიარებით ოცნების ხელისუფლების მიერ და ამ მიმართულებით მიღებული ოჯახური ღირებულებებისა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 530 და აგენტების შესახებ კანონებით; ლიბერალური ევროპას კატეგორიულად არ სურს კიდევ ერთი უნგრეთი იხილოს თავის რიგებში. ხელისუფლების მხრიდან ანტიევროპული რიტორიკა „პოლიტიკური თამაშის წესების“ დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი გახდა და გლობალიზაციის ეპოქაში დასავლურ– ლიბერალური სამყაროს იზოლაციის საფრთხის წინაშე აყენებს. ოცნების ელიტა დიდ იმედებს ამყარებს აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, რომლის იდეოლოგიურ საფუძვლები არსებობს–თანხვედრაშია ოცნებისა და ტრამპის მაღალჩინოსნების რიტორიკა (ამ მიმართულებით დადებითი როლის შესრულება შეუძლია ამერიკული „ფარას“ და ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონებს), ასევე, ხელისუფლება გლობალური ომის პარტიის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომას უცხადებს ახალ ადმინისტრაციას, მაგრამ სხვა საკითხია რამდენად შეეგუება საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და გეოპოლიტიკური ინტერესების შესუსტებას საქართველოში ტრამპის ადმინისტრაცია ეს უკვე სხვა საკითხია (საინტერესოა მარკო რუბიოს გზავნილი, რომელიც აშშ–ის ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გადაცა). საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ყოველთის წამყვან როლს თამაშობდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში: რუსეთი ბოლო 250 წლის განმავლობაში განმსაზღვრელ გავლენას ახდენდა ქვეყნის უსვერენიტეტზე, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე და სამწუხაროდ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ნატოს ქოლგის ქვეშ სუვერენიტეტის შენარჩუნებამ გადაიწია მომავალში (თუ საერთოდაც დღის წესრიგიდან არ მოიხსნა), მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური გავლენების შესუსტებას საქართველოში. რამდენად გაამართლებს ბალანსის პოლიტიკა ამას მომავალი გვიჩვენებს. „პოლიტიკური თამაშის წესებში“ დამკვიდრდა სიძულვილის, ერთმანეთის შეურაცყოფის, სტიგმატიზაციის ენა, მოვლენები ისევე როგორც გამსახურდიას და სააკაშვილის ეპოქაში იყო, ფასდება შავისა და თეთრის, მართალ–მტყუანის, კრემლის აგენტებისა და მოღალატის და სხვა ეპითეტებით. შეურიგებელი, არაკონსენსუალურმა რიტორიკამ, შიგა და გარე აქტორების მიმართ სანამდე მიიყვანა გამსახურდიას დროს ქვეყანა ეს უკვე ვიცით, მაგრამ წარსულის გაკვეთილებზე ვერ ვსწავლობთ; დემოკრატიას ისეთი ენა ჭირდება, რომელიც თვითოეულ მოქალაქეს აგრძნობინებს, რომ მისი ჩართულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკურ პროცესში: გამსახურდიას, სააკაშვილის, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციურ ელიტის (კონტრელიტის) საურთიერთობო ენა ტოტალიტარიზმისათვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას მოგვაგონებს, ხოლო დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ტერმინები „ინტერესების დაცვა“, „პატიოსანი თამაში“, „პარტნიორობა“, „კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებები“ და სხვა თითქმის გამოირიცხა პოლიტიკური ლექსიკიდან: ავტორიტარიზმისა და დემოკრატიისათვის დამახასიათებელი ენები განსხვავდებიან მათი იდეოლოგიურობის ხარისხით, მორალურ–ზნეობრივი გამჭვირვალობით, გამოყენებული სიტყვების ლექსიკით. დეპოლარიზაციის მიღწევა მმართველი ელიტისა და ოპოზიციური ელიტების დღის წესრიგში უნდა იდგეს და შემთხვევითი არაა ამ მიმართულებით ევროკავშირის რეკომენდაცია, რომელიც დეპოლარიზაციას ისახავს მიზნად და დღევანდელი ურთიერთბრალდებები ამ პროცესს ვერაფრით წაადგება, რომელშიც დახელოვნებული არიან Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 531 არა მარტო ცნობილი სახეები ორივე მხარეს, არამედ ახლად რეკრუტირებული წევრები: პარტიების პერსონალიზაციის დროს, ლიდერების ერთგულების ერთერთი მახასიათებელი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კომპრომატების შეგროვება გახდა, ხოლო ეკონომიკური განვითარების კონცეფცია არ ჩანს და მხოლოდ ტურიზმის განვითარებასა და უცხო ინვესტიციების შემოდინებაზე ვამყარებთ იმედებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „პოლიტიკური თამაშის წესებში“ პირველმა დაამკვიდრა ხელისუფლებიდან ნებაყოფლობითი წასვლის ტრადიცია, ასევე, ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საინაუგურაციო სიტყვაში ჟორდანიას, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის, მარგველაშვილის დამსახურებებზე და პოლიტიკური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც სრულიად ახალი მიდგომის პოლიტიკურ კულტურის დამკვიდრებაზე მიუთითებდა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თაობებს შორის სოლიდარობის ტრადიციის აღდგენის აუცილებლობაზე, რომელიც სააკაშვილის „თაობათა დაპირისპირების პოლიტიკამ“ მნიშვნელოვნად დააზიანა; სამწუხაროდ პრეზიდენტის საპროგრამო გზავნილები დეკლალირების დონეზე დარჩა და პრეზიდენტსაც აღარ გახსენებია თავისი დანაპირები თუ ზოგიერთი ღირსეული მამულიშვილის დაჯილდოებას არ გავითვალისწინებთ. ქართულ რეალობაში დღეისათვის არ არსებობს საერთო ეროვნული ღირებულებები, რომლის ირგვლივ კონსენსუსია დაპირისპირებულ ძალებს შორის, მართმადიდებლური რელიგიაც კრიტიკისა და დაპირისპირების სფეროდ იქცა, ოჯახური ღირებულებები არქაულ აღქმებთან ასოცირდება ლიბერალურად განწყობილი ახალგაზრდობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ოპოზიცია გარედან იღებს ინსტრუქციებს, ფინანსებს და მათზე დაყრდნობით ფიქრობს ახალი არჩევნების დანიშვნას და არაფრად აგდებს სადამკვირებლო მისიების დასკვნებს. არასამთავრობო სექტორის სიმრავლე, ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული ფული იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი მოვლენა სასურველი მიმართულებით გააპიარონ; თავის მხრივ ხელისუფლებაც მოღალატეებად აცხადებს არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და პარტიულ ლიდერებთან ერთად მათ ქმედებებში სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო ქმედებებს უსვამენ ხაზს. ჩვენი აზრით, როგორც გარედან ჩარევა აზიანებს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პრინციპებს, ასევე, არასწორია ერთი ცენტრიდან, პიროვნებიდან მომდინარე ყველა გადაწყვეტილების უსიტყვო შესრულება ხელისუფლების მიერ და მიუხედავათ იმისა, რომ საქართველოს ისტორიაში ქართული ოცნების თავმჯდომარის დამსახურების შეფასება განუსაზღვრელია ქველმოქმედების მიმართულებით და ასევე, სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის ჩამოცილებაში. „პოლიტიკური თამაშის წესებში“ გარკვეული სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ ოცნების დეპუტატებს შორის ბევრი გამოჩენილი სპორტსმენია; ეს ორი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, პირველი, მათი პოპულარობით სარგებლობს ხელისუფლება და მეტი ელექტორატის მხარდაჭერას ღებულობს, მეორე მხრივ, ოცნების ხელისუფლებამ ცალკე გამოყო სპორტის სამინისტრო, რაც იმის მანიშნებელია, რომ სპორტის განვითარებას ხელისუფლება დიდ ადგილს უთმობს (სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბოლო წლებში დიდი წარმატებები იქნა მიღწეული). გლობალური თვალსაზრისით სპორტსმენების მასობრივი შემოდინება ხელისუფლებაში ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს (ამჟამად რუსეთის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 532 დუმაში 15 დეპუტატი ყოფილი სპორტსმენია, 2017 წელს იყო 17)), თუმცა ცნობილი სპორტსმენების, მსახიობების მხარდაჭერას დემოკრატიებიც ესწრაფვიან (დღეისათვის აშშ–ს კონგრესში 4 ყოფილი სპორტსმენია). დასკვნა პოლიტიკური ელიტების სხვადასხვა ტიპები გვხვდება თანამედროვე საქართველოში, რომელთა იდეოლოგიური ორიენტირები, რეკრუტირების კრიტერიუმები, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ოპოზიციური კონტრელიტები საპირისპირო ღირებულებებს და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციებს უჭერს მხარს; მმართველი პოლიტიკური ელიტის და კონტრელიტის ურთიერთობები რადიკალურ ხასიათს ატარებს და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისკენ იხრება. კონსენსუსის პერსპექტივა არ ჩანს და საკომუნიკაციოდ სიძულვილისა და სტიგმატიზაციის ენას იყენებენ და თითქმის არ ვხვდებით დემოკრატიისათვის დამახასიათებელ ლექსიკას: დღევანდელი დაპირისპირებული მხარეების პოლიტიკური ტერმინოლოგია მოგვაგონებს გამსახურდიას და სააკაშვილის ეპოქას. მმართველი პოლიტიკური ძალა და კონტრელიტა იყენებს „მტრის ხატის“ მოდელირების საბჭოთა პრაქტიკას; დემოკრატია კვლავ რიტორიკის სფეროში რჩება, ხოლო ელიტების პრაქტიკულ საქმიანობაში სხვადასხვა დოზით ავტორიტარული ტენდენციები იკვეთება. ძლიერია პერსონილიზაციის პროცესი, როგორც მმართველ პარტიაში, ასევე, ოპოზიციურ სპექტრში. იდეოლოგიური კუთვნილება უმნიშვნელო როლს თამაშობს პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში და კლასიკური სახით ძალიან ცოტა პოლიტიკური ძალის სამოქმედო პროგრამაშია მოცემული. ელიტებს ახასიათებს იდეოლოგიების ხშირი ცვლა და ამ პროცესში განმსაზღვრელ როლს არჩევნებთან ერთად საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები თამაშობს: კონსერვატორობა პრორუსულ, ხოლო ლიბერალიზი პროევროპულ ორიენტაციებად აღიქმება, მოკლედ არ ჩანს იმის აღიარების ტენდენცია, რომ ქვეყნის ნორმალული განვითარებისთვის აუცილებელია ორივე იდეოლოგია–ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი, ისე, როგორც ეს აშშ, ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა დემოკრატიებშია. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირი ევროპულია და მიზნად ისახავს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, თუმცა ევროკავშირში არ სურთ უნგრეთის მსგავსი მემარჯვენე იდეოლოგიური ღირებულებების ქვეყნის მიღება და ხელისუფლებამაც ვექტორი აღმოსავლეთისკენ შეცვალა. საერთოდ მზა რეცეპტი არ არსებობს ქვეყნის პოლიტიკურ სტატუსის ირგვლივ: ისტორიულად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარება უფრო მეტად მოუტანს ქვეყანას სარგებელს თუ სააკაშვილის დროს ცალსახა დასავლური ორიენტაცია, რომელიც კრახით დამთავრდა, უნდა ველოდოთ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თუ ამის პერსპექტივები ნაკლებად იკვეთება, ნეიტრალიტეტის გზა ავირჩიოთ მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია ან კიდევ ამ რეგიონში რამდენად მოითმენს დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები ნეიტრალური საქართველოს სტატუსს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 533 ლიტერატურა 1. Helmke G., Levitski S. Neformal’nye instituty i sravnitel›naya politika: osnovnye napravleniya issledovanii [Informal Institutions and Comparative Politics: The Main Areas of Research]. Prognozis, 2007, no. 2, pp. 188-211.] https://www.wcfia.harvard.edu/files/wcfia/files/883_informal- institutions.pdf. 2. პოლიტოლოგია (2004) ა. ტუკვაძე. პოლიტიკური ელიტა გვ 391–401. 3. https://socialjustice.org.ge/ka/products/interviu-stiven-jonstan-sastsorze-sakartvelos- momavali-dzevs 2024 წლის 12 აგვისტოს ინტერვიუ სტივენ ჯონსთან. 4. ა. ტუკვაძე. (1998) პოლიტიკური ელიტა. გვ 201. 5. ა. ტუკვაძე. (2015) რუსეთის პოლიტიკური კულტურის თავისებურებები გვ 25–41. 6. თომას დე ვაალი (2011) საქართველოს მნიშვნელოვანი დღეები დაუდგა. http://http.//www.%20cicerofoundation.org%20/legtures/. 7. Муханов В. (2021) Смена политических элит в Грузии и патримониализм. Мировая экономика и международние отношения, т.65, №7 (https://doi.org//10.20542/0131-2227-2021-65-7- 116-125. 8. ა. ტუკვაძე (2014) პოლიტიკური კულტურის შედარებითი ანალიზი. გვ 125. 10. მალხაზ მაცაბერიძე, დავით სართანია, თამარ ორჯონიკიძე. (2025) ივანე ჯავახიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პერიოდში. 11. ANDREW HEYWOOD (2021) POLITICAL IDEOLOGIES. This edition published 2021 by 169– 186. 12. Маркедонов С., Скаков А .(2017) Постсоветская Грузия: от турбулентности к стабильности и предсказуемости. Эволюция постсоветского пространства: прошлое, настоящее, будущее. Москва, НП РСМД, გვ 131-140 (ციტირებულია სტატიიდან Муханов В. (2021) Смена политических элит в Грузии и патримониализм. Мировая экономика и международние отношения, т.65, №7 (https://doi.org//10.20542/0131-2227-2021-65-7-116-125. Особенности сосуществования власти и оппозиции в Грузии Автандил Туквадзе, доцент ТГУ Акакий Абзианидзе, профессор СЕУ Елена Гелашвили, доцент ТГУ Аннотация Качество демократии в любой стране определяется культурой взаимоотношений власти и оппозиции, степенью согласия политических сил относительно основных ценностей демократии, а также тем, развивается ли политический процесс в рамках правового поля или отклоняется от норм, декларируемых в конституции. В Грузии в период этнополитических национал-диссидентских правительств Звиада Гамсахурдиа, неономенклатурных правительств Эдуарда Шеварднадзе, прозападных Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 534 неолиберально-авторитарных правительств Михаила Саакашвили и правоконсервативных правительств Бидзины Иванишвили в политике установились определенные правила игры, которые характеризуются спецификой правления каждой политической силы, но имеют общие черты: профессиональные навыки имеют второстепенное значение при подборе кадров (за редкими исключениями): при Гамсахурдиа наряду с лояльностью учитывались заслуги в национальном движении, при Шеварднадзе — неономенклатурное коммунистическое прошлое, при Саакашвили — европейское образование, молодежь и членство в «Национальной партии». Правительство Иванишвили также декларирует себя как самодостаточную политическую силу, учитывая лояльность лидеру наряду с западным образованием. Все четыре правительства в той или иной степени в качестве основной идеологической ориентации имеют националистическую идеологию. Исходя из вышеизложенного, неудачи на пути модернизации страны обусловлены в основном низкой квалификацией власти и их сложно анализировать на основе метода ценностного исследования: и власть, и оппозицию сложно назвать политической элитой, поскольку в ее составе крайне мало образованных людей, обладающих управленческими навыками. Однако если использовать альтиметрический подход, то политической элитой считается группа людей на высших уровнях власти, которые совместно с лидером принимают важные для страны решения (независимо от того, как они влияют на развитие страны). В этом смысле элиты существуют на любой стадии развития общества. В период правления Гамсахурдиа культура сотрудничества власти и оппозиции практически не существовала, поскольку действия политических субъектов не были ограничены демократическими институтами и конституционными нормами; На первом этапе правительство Шеварднадзе делило власть с криминальным миром. Лишь позднее, после принятия легитимных институтов власти и конституции, необходимость соблюдения конституционных норм утвердилась в политическом процессе, хотя подчиненная политическая культура, склонная к силовым методам, по-прежнему играет доминирующую роль. Шеварднадзе, Гамсахурдиа, Саакашвили и Иванишвили активно использовали советскую практику моделирования «образа врага» в предвыборный период. В грузинской действительности идеологические ориентации играют второстепенную роль, как внутри власти, так и в оппозиционном спектре: внешнеполитические ориентации определяют принадлежность политической силы к либеральной демократии или, наоборот, консерватизму, который ассоциируется с авторитаризмом и Россией (будем надеяться, что приход к власти администрации Трампа изменит этот подход, поскольку развитые страны всегда стоят на двух идеологиях, как это происходит в западных демократиях). Либерализм и консерватизм используются в уничижительном контексте (например, «либеральный фашизм»), а термины, характерные для демократии (консенсус, сотрудничество, взаимное уважение, взаимная выгода), практически никогда не используются в лексиконе отношений между правительством и оппозицией. Вышли на политическую арену так называемый «Тоталитарные личности», характеризующие политические процессы в терминах правота-неправота, белое-черное, предатель-патриот. Ранше такое политическое противостояние привело страну к гражданской розни. Хотя сегодня в стране Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 535 разные институты и ресурсы, необходимо достичь консенсуса, иначе пострадают национальные интересы. Ключевые слова: правительство, оппозиция, консенсус, либерализм, консерватизм, интересы. Features of Coexistence of Power and Opposition in Georgia Avtandil Tukvadze1, Akaki Abzianidze2, Elena Gelashvili3 1Associate Professor, TSU 2Professor, UES, 3Associate Professor, TSU Abstract The quality of democracy in any country is determined by the culture of relations between the power and opposition, the degree of agreement between political forces regarding the basic values of democracy, and whether the political process develops within the legal framework or deviates from the norms declared in the constitution. In Georgia, during the period of the ethnopolitical national-dissident governments of Zviad Gamsakhurdia, the neo-nomenklatura governments of Eduard Shevardnadze, the pro-Western neoliberal-authoritarian governments of Mikheil Saakashvili and the right-wing conservative governments of Bidzina Ivanishvili, certain rules of the game were established in politics, which are characterized by the specifics of the rule of each political force, but have common features: professional skills are of secondary importance in the selection of personnel (with rare exceptions): under Gamsakhurdia, along with loyalty, merits in the national movement were taken into account, under Shevardnadze - the neo-nomenklatura communist past, under Saakashvili - European education, youth and membership in the "National Party". The Ivanishvili government also declares itself as a self- sufficient political force, taking into account loyalty to the leader along with Western education. All four governments, to one degree or another, have a nationalist ideology as their main ideological orientation. Based on the above, the failures in the country's modernization are mainly due to the low qualifications of the authorities and are difficult to analyze using the value research method: both the authorities and the opposition can hardly be called a political elite, since they include very few educated people with management skills. However, if we use the altimetric approach, the political elite is considered to be a group of people at the highest levels of power who, together with the leader, make decisions important for the country (regardless of how they affect the country's development). In this sense, elites exist at any stage of society's development. During Gamsakhurdia's rule, the culture of cooperation between the authorities and the opposition was practically non-existent, since the actions of political entities were not limited by democratic institutions and constitutional norms; At the first stage, the Shevardnadze government shared power with the criminal world. Only later, after the adoption of legitimate institutions of power and the constitution, the need to comply with constitutional norms was established in the political process, although the subordinate political culture, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 536 inclined to forceful methods, still plays a dominant role. Shevardnadze, Gamsakhurdia, Saakashvili and Ivanishvili actively used the Soviet practice of modeling the “image of the enemy” during the pre- election period. In the Georgian reality, ideological orientations play a secondary role, both within the government and in the opposition spectrum: foreign policy orientations determine the affiliation of a political force with liberal democracy or, conversely, conservatism, which is associated with authoritarianism and Russia (let us hope that the coming to power of the Trump administration will change this approach, since developed countries always stand on two ideologies, as is the case in Western democracies). Liberalism and conservatism are used in a pejorative context (for example, “liberal fascism”), and terms characteristic of democracy (consensus, cooperation, mutual respect, mutual benefit) are almost never used in the lexicon of relations between the government and the opposition. The so-called "Totalitarian personalities" have entered the political arena, characterizing political processes in terms of right-wrong, white-black, traitor-patriot. Previously, such political confrontation led the country to civil discord. Although today the country has different institutions and resources, it is necessary to reach a consensus, otherwise national interests will suffer. Keywords: government, opposition, consensus, liberalism, conservatism, interests.