Microsoft Word - fullpdf07022025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 255 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 2, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.02.24 ანაკლიის პორტი როგორც ენერგეტიკული ჰაბი: სრატეგიული და ტექნოლოგიური ანალიზი ელენე ფანცხავა1, ჯიშკარიანი მაკა2, 1საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი; 2საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რეზიუმე ანაკლიის პორტის პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეგიონული ციფრული ჰაბის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ, მოიცავს საერთაშორისო კავშირს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურასთან, რათა დააკავშიროს ევროპა და აზია საქართველოს გავლით უმოკლეს მარშრუტით, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონული მონაცემთა ცენტრების შექმნას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორზე, როგორც ენერგორესურსების ტრანზიტის ახალი პლატფორმა. პორტი უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, გაზრდის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ეფექტიანობას და ინვესტიციების მოზიდვას. გარდა ამისა, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზარზე ინტეგრაციას, რაც გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ენერგეტიკულ ქსელებში და პორტი გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის და მდგრადი განვითარების პროცესებისთვის. სტატიაში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მნიშვნელობაზე, გაკეთებულია აქცენტები, თუ რამდენად შესაძლებელია პროექტი იყოს წარმატებული, კომერციულად მდგრადი და კონკურენტუნარიანი გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაბამისად წარმოდგენილია სტრატეგიული და ტექნოლოგიური ანალიზი. საკვანძო სიტყვები: ენერგეტიკული ჰაბი, ღრმაწყლოვანი პორტი, ტრანზიტი, ენერგოუსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 256 საქართველო მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობაზე, კერძოდ, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, შესაბამისად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იქნება შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და სერიოზული სტიმული ქვეყანაში წარმოების, საგარეო ვაჭრობის გაფართოებისა და ზოგადად ეკონომიკური ზრდისთვის. ქვეყანა მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ერთად შეიძლება გახდეს მთავარი სატრანზიტო კვანძი ორ კონტინეტს შორის. ამან შეიძლება უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა. ანაკლიის პორტის ენერგეტიკული მნიშვნელობა საქართველოსთვის  ენერგეტიკული ტვირთების ტრანზიტი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება რეგიონალური ჰაბი ნავთობის, გაზის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის(LNG), ნავთობპროდუქტების და ენერგეტიკული მოწყობილობების ტრანსპორტირებისთვის. საქართველო ამ გზით კიდევ უფრო განამტკიცებს თავის როლს ევროპა-აზიის ენერგეტიკულ დერეფანში;  ენერგო უსაფრთხოების გაძლირება: პორტი გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდბლობას. შესაძლებელი იქნება ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაცია - მაგალითად, გაზის ახალი წყაროების შემოტანა ანაკლიის გავლით;  განახლებადი ენერგიის განვითარება:პორტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა (მაგ. მზის და ქარის სადგურები) ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ინტეგრირებას რეგიონში; იმისათვის, რომ საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტმა მიაღწიოს მის სრულ პოტენციალს და უზრუნველყოს სასიკეთო შედეგები, აუცილებელია ყოვლისმომცველი მიდგომა რისკის მართვისა და პროექტის მართვის მიმართ. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა დაინტერესებულმა მხარეებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ მყარ ინსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოებს. ეს მოიცავს კონტრაქტის პირობების ამომწურავი მიმოხილვის ჩატარებას, რათა უზრუნველყოს ისინი შესაბამისობაში მოყვანილ კანონებთან და საერთაშორისო ვალდებულებებთან და კომერციული შეთანხმებების კანონიერ მოთხოვნებთან მჭიდრო შესაბამისობაში მოყვანა ქვეყნის კრიტიკული აქტივების დაცვის მიზნით. კორუფციისა და თვითდასაქმების რისკის შესამცირებლად უმნიშვნელოვანესია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა მთელი პროცესის განმავლობაში. მისი წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება პროექტის ყველა ასპექტის საქართველოს მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორობის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმია.რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და ზოგადად ჩინეთის როლი მნიშვნელოვანია, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მისი ვაჭრობა ევროკავშირთან უახლოვდება 800 მილიარდს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 257 ანაკლიის პორტით საქართველო გახდა შუა დერეფნის მთავარი აქტორი, რაც ჩვენთვის ძალიან მომგებიანია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ჩვენი პოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდის თვალსაზრისითაც. ეს დერეფანი გამოირჩევა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც გთავაზობთ საზღვაო მარშრუტთან შედარებით დროის მნიშვნელოვან უპირატესობას 20-25 დღის განმავლობაში. კერძოდ, შუა დერეფნის მეშვეობით საქართველო ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან და ჩინეთის საზღვრიდან ევროკავშირის ბაზარზე ტვირთის შემოტანას 15 დღემდე სჭირდება. საერთო ჯამში, შუა დერეფნის თანდაყოლილი კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფს ევროპის სასიცოცხლო ბაზრებზე წვდომას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება წარმოადგენს საქართველოსთვის სტრატეგიულ შესაძლებლობას, არა მხოლოდ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური, არამედ ენერგეტიკული თვალსაზრისითაც. პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგორესურსების ტრანზიტის დივერსიფიკაციას, გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მოიზიდავს ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში. მისი ფუნქციონირება გააძლიერებს საქართველოს როლს როგორც რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას. სწორი მართვისა და ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში, ანაკლიის პორტი შეიძლება იქცეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენად საქართველოს ენერგეტიკულ სტრატეგიაში და მდგრად განვითარებაში. სურ.N1. პორტის ფუნქციური კავშირი ენერგეტიკაში; ანაკლიი პორტის ეკონომიკური მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც მცირე და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის გეოსტრატეგიულ უპირატესობათა ეკონომიკურ კაპიტალიზაციას. სწორედ ასეთ პროექტად უნდა მივიჩნიოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნის ეკონომიკური Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 258 განვითარებისთვის. პორტი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს გადაიქცეს რეგიონულ სატრანზიტო ჰაბად, რომელიც დააკავშირებს ევროპას, აზიასა და შუა აღმოსავლეთს. როგორც ღრმაწყლოვანი პორტი, ის მიიღებს დიდი ტონაჟის გემებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ლოჯისტიკურ ხარჯებს და ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას როგორც სატრანსპორტო დერეფნის. პროექტი მოიზიდავს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ანაკლიის პორტი ითვალისწინებს ათასობით ახალ სამუშაო ადგილის შექმნას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივ ეკონომიკაზე. პორტი ხელს შეუწყობს ისეთი სექტორების განვითარებას, როგორიცაა ტვირთბრუნვა, გადამაუშავებელი მრეწველობა, აგროწარმოება და საერთაშორისო ვაჭრობა. ყოველივე ეს კი გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას გლობალური კრიზისების დროს. ანაკლიის პორტი გაადვილებს ქართული პროდუქციის: ღვინო, მინერალური წყალი, თხილი თუ თაფლის გატანას საერთაშორისო ბაზრებზე. ტექნოლოგიური ანალიზი: ანაკლიის პორტის ენერგეტიკული პოტენციალი ანაკლიის პორტის განვითარებაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური კომპონენტები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ტრადიციული, ასევე ინოვაციური ენერგეტიკული ტექნოლოგიების ინტეგრაცია, რაც პორტს სესაძლებლობას მისცემს, დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი რეგიონულ ენერგეტიკულ ქსელში. ანაკლიის პორტის ენერგეტიკული განვითარება უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხო, ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად პასუხისმგებელ და მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რაც პორტს რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციის სრულყოფილად შესრულების საშუალებას მისცემს. ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულებები: ენერგეტიკული ტერმინალების განვითარება - პორტის ტერიტორიაზე შესაძლებელია შეიქმნას სპეციალიზებული ტერმინალები ნავთობის, ბუნებრივი აირის(LNG) და სხვა ენერგორესურსების იმპორტისა და ექსპორტისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირების უსაფრთხოება და ეფექტიანობა; განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურა - პორტის ენერგომომარაგებისთვის მიზანშეწონილია მზიდ და ქარის ენერგიის გამოყენება. თანამედროვე ფოტოელექტრული სისტემების(PV) და ქარის ტურბინების ინტეგრაცია არა მხოლოდ გააუმჯობესებს ენერგოეფექტიანობას, არამედ შეამცირებს ნახშირბადის ემისიებს. ენერგიის შენახვის სისტემები(ESS) - პორტისთვის მნიშვნელოვანია ენერგიის შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ ენერგომომარაგებას კრიტიკულ სიტუაციებში. საკომუნიკაციო და მართვის სისტემები - პორტის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უნდა აღიჭურვოს ინტელექტუალური მართვის სისტემებით, რომლებიც რეალურ დროში მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზზე იქნება ორიენტირებული, რაც ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 259 ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიები - ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა განხორციელდეს გარემოზე მინიმალური ზემოქმედების პრინციპით. რეკომენდებულია ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენება, წყლის რესურსების ეფექტური მართვა და ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა. დიაგრამაN1. ენერგიის ტრანზიტის მოცულობის ზრდა ანაკლიის პორტის გავლით; აქ წარმოდგენილია ის ძირითადი შესაძლებლობები და ღონისძიებები ,რაც მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. რეკომენდაციები:  ინფრასტრუქტურული განვითარება ენერგეტიკული კომპანიების გათვალისწინებით, კერძოდ: ენერგეტიკული ტერმინალების, საკაბელო სისტემების და ენერგიის შესანახი ობიექტების ინტეგრაცია;  ენერგეტიკული დერეფნის გაძლიერება:აუცილებელია ანაკლია იქცეს ენერგორესურსების ტრანზიტის ერთ-ერთ მთავარ ჰაბად, რაც მოითხოვს სანდო და მრავალმხრივ კავშირებს ახლომდებარე ენერგეტიკულ ბაზრებთან;  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა:პორტის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უნდა ეფუძნებოდეს განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და დაბალი ნახშირბადოვანი განვითარების პრინციპებს;  სტრატეგიული პარტნიორობა და საერთაშორისო თანამშრომლობა: რეკომენდებულია ნერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური პარტნიორების აქტიური ჩართვა პორტის ენრგეტიკულ განვითარებაში;  მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა:პორტის განვითარება უნდა ითვალისწინებდეს გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვის ვალდებულებას, რათა ენერგეტიკული პროექტები არ შეეწინააღმდეგოს მდგრადი განვითარების მიზნებს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 260 დასკვნა საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრი და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, დიდ ინვესტიციას ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა უზრუნველყოს საკმარისი შესაძლებლობები მომავალი წლებისთვის. არსებული გამოწვევების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ე.წ. შუა დერეფანი, შესამჩნევად ჩამოყალიბდა, როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის. შუა დერეფანი შედგება ორი ძირითადი მარშრუტისაგან - ბაქო-თბილისი-ყარსი (BTK) სახმელეთო რკინიგზა საქართველოსა და თურქეთის რკინიგზის გავლით საქართველოსა და თურქეთთან. რითაც დამყარდება საზღვაო კავშირი ევროკავშირთან. ანაკლიის პორტი ,,ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის“ სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ პროექტადაა აღიარებული, რაც მიუთითებს პორტის სატრანსპორტო და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზარზე ინტეგრაციას, რაც გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ენერგეტიკულ ქსელებში. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, ის გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების პროცესებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე პორტის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, გრძელვადიან ენერგეტიკულ სტრატეგიასა და რეგიონულ თანამშრომლობის პრინციპებს. გამოყენებული ლიტერატურა 1. Elene Pantskhava, M.Jishkariani, ,,Energy resources (Environmental Impact Mitigation Potential)“, International Scientific and Practical Conference, Osaka, Japan, 24-26 April 2025 ISBN 978-4-9783419-4-5, PP.171-181. 2. Elene Pantskhava, M.Jishkariani, "Decarbonization and its aspects in the energy sector" Proceedings of III International Scientific and Practical Conference Madrid, Spain 3-5 March 2025. ISBN 978-84-15927-30-3,PP.117-123. 3. Elene Pantskhava, M.Jishkariani, "Environmental Engineering - The Path to a Cleaner, Greener Future", Proceedings of IX International Scientific and Practical Conference Boston, USA 10-12 April 2025, ISBN 978-1-73981-122-8, PP.142-149. 4. ფანცხავა ელენე. 2025. “ხელოვნური ინტელექტი ენერგეტიკულ ინდუსტრიაში”. ქართველი მეცნიერები 7 (2):18-26. https://doi.org/10.52340/gs.2025.07.02.02. 5. ფანცხავა ე., & ჯიშკარიანი მ. (2025). საერთაშორისო ურთიერთობები და ენერგეტიკის მდგრადი განვითარება. ქართველი მეცნიერები, 7(1), 408–416. https://doi.org/10.52340/gs.2025.07.01.37 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 261 6. Elene Pantskhava, M.Jishkariani, ,,Advantages of renewable energy resources and a wide range of socio-economic benefits“, 3 rd international scientific and practical conference "Scientific Achievements of modern society" (October 10-12, 2024) London, United Kingdom ISBN 978-92-9472- 192-1, PP.160-166. 7. ფანცხავა ე, გვილავა ტ, ,,გენდერული თანასწორობა ენერგეტიკის სექტორში და ქალთა შესაძლებლობების ინდექსი“,ბიზნეს-ინჟინერინგი ყოველ კვარტალური რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი DOI: https://doi.org/10.36073/1512-0538 N1-2, 2024 წელი, გვ.93-96. 8. ფანცხავა ე. (2025). ბლოკჩეინის, როგორც განვითარებადი, ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა მდგრადი ენერგეტიკული სისტემის წინსვლისთვის. ქართველი მეცნიერები, 7(1), 145–152. https://doi.org/10.52340/gs.2025.07.01.14 9. ფანცხავა ე., ჯიშკარიანი მ., & ჩოგოვაძე ბ. (2024). ბიოსაწვავის წარმოების აქტუალური სტრატეგიები, თერმული გამოყენების მიღწევები და შესაძლებლობები. ქართველი მეცნიერები, 6(3), 27–35. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.04 10. Elene Pantskhava, M.Jishkariani, Proceedings of VI International Scientific and Practical Conference, Vienna, Austria, 13-15 May 2024. ISBN 978-3-954754-01-4, pp143-150. 11. ფანცხავა ე., & ჯიშკარიანი მ. (2024). მწვანე წყალბადი - მდგრადი ენერგიის მომავლის გასაღები: (სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი). ქართველი მეცნიერები, 6(2), 345–354. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.02.36 12. Pantskhava E, Jishkariani M, ,,Renewable energies – the guarantor of the Georgian energy system sustainability”,Proceedings ofx international scientific and practical conference, June 13-15, Tokyo, Japan, 2024. pp.161-167. 13. ვეზირიშვილი-ნოზაძე ქ., ფანცხავა ე., ,,შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი - გზა საქართველოს ეკონომიკური გაჯანსარებისკენ“. მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები“, თელავი, საქართველო, 27-29 ოქტომბერი,2023 წ.გვ. 511-516. 14. ვეზირიშვილი-ნოზაძე ქ, ფანცხავა,ე(2023, 2 – 4 აპრილი), „თანამედროვე მსოლფიო ახალი გამოწვევების წინაშე - ენერგეტიკის სექტორი“. საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე“. კვიპროსი(ლარნაკა). 59-66. 15. ვეზირიშვილი-ნოზაძე ქ, ფანცხავა,ე. ,, საქართველოს განახლებადი რესურსებით იმპორტჩანაცვლების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები”,საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია» , უაკ(UDC) 338.22+62 ბ-666, N3-4 2023 წელი.გვ.127-130. 16. ვეზირიშვილი-ნოზაძე ქ, ფანცხავა, ე. ,,რუსეთ - უკრაინის ომით განპირობებული ახალი გეოპოლიტიკური გარემოებები ევროკავშირისა და საქართველოსთვის“,V საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამედროვე განვითარების ეკონომიკური სამართლებრივი და სოციალური პრობლემები“,ქუთაისი, EISSN 2346-8203 2022წ. გვ.225-232. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 262 17. M. Jishkariani, N. Dvalishvili, L. Kurakhchishvili. “Evaluation of Calorific of Municipal Solid Waste (MSW).” In: Ghosh S. (eds) Sustainable Waste Management: Policies and Case Studies. Springer, Singapore. 2020, pp.263-265. doi.org/10.1007/978-981-13-7071-7_23. 18. M. Jishkariani. “Criteria for Estimating Greenhouse Gas Emissions from Transport.” Georgian Technical University Proceedings #3(521). 2021, pp.59-68. doi.org/10.36073/1512-0996-2021-3-59-68. 19. M. Jishkariani. “Electricity Tariffs in Georgia.” Warsaw, Poland: World Science 9(49), Vol.1. 2019, pp. 20-22. doi:10.31435/rsglobal_ws/30092019/6697. 20. Z. Hasan, H.R. Mohammad, & M. Jishkariani. “Machine Learning and Data Mining Methods for Cyber Security: A Survey”, Mesopotamian Journal of CyberSecurity, vol. 2022, pp. 47–56, Nov. 2022. https://doi.org/10.58496/MJCS/2022/006. 21. M.Pitskhelauri, & M. Jishkariani, M. “Energy Management Systems (Enms) Reforms of Georgia.”Journal of Energy Engineering and Thermodynamics (JEET) #3(01), 2023, pp. 38–45. doi.org/10.55529/jeet.31.38.45. 22. Menezes, F. (2023, March 31). Explainer – The economics of green hydrogen in Australia (Part 1). Aibe.uq.edu.au. https://aibe.uq.edu.au/article/2023/03/economics-of-green-hydrogen-in-australia- part-1 23. Jishkariani, M. (2024). Assessment of Cyber Security Risks in Electrical Engineering System of Georgia. Mesopotamian Journal of Civil Engineering, 2024, 54–59. https://doi.org/10.58496/MJCE/2024/008; 24. Jishkariani, M. (2024). Herfindahl-Hirschman Index (HHI) of Georgia's Wholesale Electricity Market. Proceedings of IV International Scientific and Practical Conference. Barcelona, Spain 22-24 April 2024. P.146-154. 25. Jishkariani, M. (2024). Entrepreneurial and Innovative Environment of Energy Business. Published by Mtsignobari, ISBN 978-9941-514-18-0. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 263 Anaklia Port as an Energy Hub: Strategic and Technological Analysis Elene Pantskhava1, Maka Jishkariani2, 1Associate Professor, Georgian Technical University; 2Professor at Georgian Technical University Abstract The Anaklia Port project has strategic importance for our country, including in terms of employment and economic development. It will be very important to create a regional digital hub, which, on the one hand, includes an international connection with fiber-optic Internet infrastructure to connect Europe and Asia via the shortest route through Georgia, and on the other hand, the creation of regional data centers. The launch of the Anaklia Deepwater Port will have a significant impact on Georgia's energy sector as a new energy transit platform. The port will strengthen the country's energy security, increase the efficiency of energy infrastructure, and attract investments. In addition, the Anaklia Port will contribute to Georgia's integration into the regional energy market, which will strengthen the country's positions in international energy networks and the port will become an important stimulus for the country's economic growth and sustainable development processes. The article discusses the importance of the development of the Anaklia Deepwater Port, emphasizing the feasibility of the project to be successful, commercially sustainable, and competitive in the long term. Accordingly, a strategic and technological analysis is presented. Keywords: energy hub, deep-sea port, transit, energy security, infrastructure.