Microsoft Word - fullpdf07022025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 439 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 2, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.02.40 ინდივიდუალური (კერძო) დაზღვევის როლი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციაში: გამოწვევები და შესაძლებლობები ნანა ბენიძე1, ჯამბულ ბიწაძე2 1ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი Nana.benidze1@atsu.edu.ge; 2ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Jambul.bitsadze@atsu.edu.ge ანოტაცია სტატიაში საუბარია კერძო დაზღვევაში არსებულ პრობლემებზე, სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და შესაძლო გაუმჯობესების გზებზე, რომელიც გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე და მოახდენს რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად ვფიქრობთ, რომ თემა აქტუალურია. ნაშრომში საუბარია, არსებულ რეალობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური დაზღვევის გასაძლიერებლად, რომელიც გავლენას ახდენს ბიუჯეტის ოპტიმიზაციაში. ჩატარდა კვლევა და მოცემულია კვლევის შედეგები, რომლის ანალიზი წარმოდგენას იძლევა ბაზარზე არსებულ პრობლემებზე და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებზე, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაციას. ვფიქრობთ არსებულ პრობლემებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომელიც აუცილებლად იჩენს თავს. სტატიაში მოცემულია ავტორთა მოსაზრებები და რჩევები, რომელიც დანახულია მეცნიერთა თვალთახედვით და მისი პრაქტიკაში განხორციელება დაეხმარება დარგს საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. საკვანძო სიტყვები: კერძო დაზღვევა. ბიუჯეტი, ჯამრთელობის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა, საპენსიო დაზღვევა, ქონების დაზღვევა. შესავალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მოსახლეობის სოციალური დაცვაა. განსაკუთრებით კი მისი ყველაზე დაუცველი ჯგუფის: მოხუცები, ბავშვები, შშმპ, უმუშავრები Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 440 და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია გადასახადებით დაფინანსებული სოციალური პროგრამები. როგორიცაა: ჯანდაცვა, პენსიები, განათლება და სოციალური დახმარება, ეს სწორედ ის სფეროებია, რომლებშიც სახელმწიფო აქტიურად ერევა, რათა მოახდინოს ყველასათვის მინიმალური სტანდარტებით უზრუნველყოფა. თუმცა, ამ სერვისების დაფინანსება მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსებს მოითხოვს, რაც ხშირად გადასახადებს ზრდის და შედეგად მოსახლეობაზე ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს. ამ ფონზე, ჩნდება საინტერესო კითხვა - შეუძლია თუ არა სახელმწიფოს, ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენებისა და სოციალური დაცვის შემცირების გარეშე საგადასახადო ტვირთის შერბილება ან შემცირება? ვფიქრობთ, რომ ამ კითხვაზე ერთ-ერთი შესაძლო პასუხი, ინდივიდუალური სადაზღვევო სისტემის განვითარებაა. დაზღვევის ეს ფორმა, მოსახლეობას საშუალებას აძლევს, თავად დააფინანსონ სოციალური რისკების ნაწილი, რაც შესაბამისად ამცირებს სახელმწიფო ხარჯებს და ქმნის გადასახადების შემცირების შესაძლებლობას. ინდივიდუალურ (პირად) დაზღვევაში მოიაზრება, მოქალაქის ან ორგანიზაციის მიერ პირადი ფინანსური რისკების უზრუნველყოფა სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით. სადაზღვევო მომსახურეობა წარმოდგენილია ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ქონების, პენსიის და პასუხისმგებლობის სადაზღვევო პაკეტების სახით. პირადი დაზღვევა ეს არის ფინანსური სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების განცდა. პირადი დაზღვევით დაზღვეული ადამიანი თავს გრძნობს მეტად დაცულად, რადგან კრიტიკულ მომენტში იცის, რომ მას ფინანსური მხარდაჭერა ექნება მის მიერ არჩეული სადაზღვევო კომპანიიდან. ინდივიდუალური დაზღვევა არის ფინანსური სტაბილურობისა და დაცვის მექანიზმი. ინდივიდუალური დაზღვევა არა მხოლოდ ამცირებს ფინანსურ რისკებს, არამედ ზრდის ადამიანის თავდაჯერებულობას, ამცირებს სახელმწიფოზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობს გრძელვადიან დაგეგმვას. ამდენად ის აუცილებელ კომპონენტად შეიძლება ჩავთვალოთ ფინანსური უსაფრთხოების კუთხით. 2014-2020 წლებში ჯანდაცვაზე მთლიანი ეროვნული დანახარჯი 61%-ით გაიზარდა, თუმცა მთლიან ეროვნულ დანახარჯში დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხებია. „გალთ ენდ თაგარტისა“ და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ერთობლივი კვლევის მიხედვით, 2020 წლის ჯანდაცვაზე გაწეული ერთობლივი დანახარჯების 53% მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა. კვლევის პროგნოზებიც არასახარბიელოა: სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი მუდამ მზარდი, თუმცა არაკონტროლირებადია და თუ არაფერი შეიცვალა, მომავალში ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები კიდევ უფრო გაიზრდება [1]. 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე დაახლოებით 1,100 მილიონი გამოიყო; 2021 წელს-1,400 მილ.ლარი; 2022 წელს-1,600 მილ.ლარი; 2023 წელს-1,710 მილ.ლარი; 2024 წელს -1.771 მილ.ლარი [2]. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 441 რაც შეეხება 2025 წელს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 8,7 მილიარდ ლარს, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზრდას წინა წლებთან შედარებით. ბიუჯეტი მოიცავს, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის პროგრამებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა 871 მილიონი ლარით, აქედან ჯანდაცვაზე გამოიყო 1.9 ლარი,და ეს თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - დაფინანსება იზრდება 185 მლნ ლარით; მედიკამენტების თანადაფინანსება - ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა; გადაუდებელი სამედიცინო დახმარება-სასწრაფო დახმარების სერვისის გაძლიერება; საზოგადოებრივი ჯანდაცვა-ვაქცინა, პრევენციული პროგრამები, ეპიდზედამხედველობა; სოცვიალური დაცვა-6,8 მლრდ ლარია და შემდეგნაირად გადანაწილდა: რაც შეეხება, სოციალური დაცვა-დაახლოებით 6,8 მლრდ ლარია და შემდეგნაირად გადანაწილდა: პენსიები-490 მლნ ლარი.; მიზნობრივი სოციალური დახმარება; დასაქმების ხელშეწყობა; დაზღვევის პროგრამები-სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის.[3]. როგორც კვლევიდან ჩანს ბიუჯეტი იზრდება, რათა მოხდეს ამ პროგრამების დაფინანსება, რაც მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. ვფიქრობთ, რომ ამ ფონზე აუცილებელია კერძო დაზღვევის განვითარება. კვლევის შედეგები ჩავატარეთ ინტერნეტ გამოკითხვა და ასევე საველე გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 75 რესპოდენტმა. კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით რესპოდენტები სქესის მიხედვით ასე განაწილდა: 78.4%-მდედრობითი, 21,6% -მამრობითი. ასაკის მიხედვით კი შედეგები ასეთია: 18-25 წელი-40.5%, 26-35 წელი-18.9%, 36-45 წელი-13.5%. 46-55 წელი-2,7%, 56+ წელი-24,3%. რაც შეეხება განათლებას, რესპოდენტების წილობრივი შემადგენლობა ასეთია: უმაღლესი განათლებით არის-54,1%, სტუდენტი-40,5%. საშუალო განათლებით-5,4%. მნიშვნელოვანია ინფორმაცია, გამოკითხული რესპოდენტებიდან სარგებლობენ თუ არა სადაზღვევო კომპანიის მომსახურეობით და რა ტიპის დაზღვევა აქვთ, სადაც შედეგები ასე გადანაწილდა: სად.კომპანიით სარგებლობს-56,8%. არ სარგებლობს-43,2%. ამასთან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი ტიპის დაზღვევით სარგებლობენ: - 56.8% რესპოდენტების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტი მაჩვენებელი - 86,2% აქვს საყოველთაო დაზღვევას, ხოლო კერძო ჯანმრთელობის დაზღვევას და ქონების დაზღვევას აქვს თანაბარი მაჩვენებლები - 13.8%. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა სარგებელს აძლევს რესპოდენტებს გამოყენებული სადაზღვევო პაკეტები, როგორც საყოველთაო ასე ინდივიდუალური. ამ თვალთაზრისით მათი შეხედულებები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად:  ინდივიდუალური დაზღვევა უკეთ უზრუნველყოფს ჯამრთელობის დაზღვევას;  მედიკამენტებზე ფასები მაღალია, თუმცა არის შეღავათები; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 442  საყოველთაო დაზღვევა არ არის საკმარისი;  კერძო დაზღვევა ძვირი სიამოვნებაა; უნდა აღინიშნოს, რომ დაზღვეულთა კმაყოფილება მნიშვნელოვანია, როგორც კომპანიისთვის ასევე სახელმწიფოსათვის. ამასთან მიმართებაში რესპოდენტების პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: სადაზღვევო კომპანიის მომსახურეობით კმაყოფილია, გამოკითხულთა 56,7%, ნაწილობრივ კმაყოფილია 33,3% და უკმაყოფილოა 10%. ამიტომ სადაზღვევო კომპანიებმა მეტი უნდა იმუშაონ, რათა აამაღლონ მომხმარებელთა კმაყოფილების დონე და შეისწავლონ მიზეზები, რაც უკავშირდება მომხმარებელთა უკმაყოფილებასა და ნაწილობრივ კმაყოფილებას, უნდა შეეცადონ აღმოფხვრან უკმაყოფილების მიზეზები. კმაყოფილების და უკმაყოფილების დონე პირდაპირ კავშირშია მომსახურეობის ხარისხთან რომელთა დამოკიდებულებაში რესპოდენტების ხმები მომსახურეობის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით ასე განაწილდა: მაღალი-32,3%, საშუალო-58,1%, დაბალი-3.2%, პასუხის გაცემა გაუჭირდა-6,5%. უნდა აღინიშნოს, რომ სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. ამასთან მიმართებაში, კითხვაზე, სახელმწიფოს მხრიდან არის თუ არა სათანადო მხარდაჭერა, რესპოდენტების ხმები ასე განაწილდა: არის- 25.7%, არ არის-8,6%. ნაწილობრივ არის-45,7%. პასუხის გაცემა გაუჭირდა-20%. ამასთან მნიშვნელოვანია რესპოდენტების მოსაზრებები სადაზღვევო პროდუქტების ხელმისაწვდომობასა და გამჭირვალობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაში რესპოდენტების 82,9% მიაჩნია, რომ შესაძლებელია, ნაწილობრივ შესაძლებელია-14,3%, პასუხის გაცემა გაუჭირდა -2,9%. არ შეუძლია-0%. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სადაზღვევო კომპანიების მიერ განხორციელებულ ღონისძიებების კონკურენციის ამაღლებასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:  მოახდინონ კერძო დაზღვევის მეტი პოპულარიზაცია (შეიქმნას საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ მიმართულებით პროგრამები)  კერძო დაზღვევამ, უნდა გააუმჯობესოს მომსახურეობის ხარისხი და იმუშაონ ინოვაციებზე.  დაწიონ ფასები და გახადონ ხელმისაწვდომი მოსახლეობის ყველა ფენისათვის.  უნდა გაერთიანდნენ სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანიები და დამსაქმებლები რათა მოახდინონ ერთობლივი მართვა სახელმწიფო პროგრამების, რომ არ მოხდეს დუბლირება.  ხელმისაწვდომი და გამჭირვალე უნდა იყოს ყველა ინფორმაცია, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებს ეხება.  უკეთ შესწავლილი იქნეს სადაზღვევო ბაზარი - მაგ.თუ რა პროდუქტებია მოთხოვნადი და მოხდეს ფასების დაწევა, ამ თანხით, არამოთხოვნადი პაკეტები, მაგ.კერძო დაზღვევა, განმეორებით იქნას შესწავლილი და ამის ხარჯზე, დაზღვევაში გაერთიანებულ პირებს მიეცეს საგადასახადო შეღავათები. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 443 უნდაა აღინიშნოს, რომ ჩვენ სრულიად ვიზიარებთ კვლევაში მონაწილე რესპოდენტების მოსაზრებებს და ვიძლევით გარკვეულ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება დაეხმარება დარგის სპეციალისტებსა დროულად გადაჭრან ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, რაც ხელს უშლის სადაზღვევო ბაზრის განვითარებას ამ მიმართულებით. კერძოდ: 1. მოსახლეობის მეტი ინფორმირება 2. სახელმწიფოს, სადაზღვევო კომპანიებისა და დამსაქმებლების კოორდინებული მუშაობა 3. ინდივიდუალურ დაზღვევაში გაერთიანებული მოსახლეობისათვის შემოღებული იქნას საგადასახადო შეღავათები. 4. შეიქმნას საგანმანათლებლო პროგრამები ამ მიმართულებით 5. მეტი ინოვაციები კერძო დაზღვევაში და ეს პაკეტები მორგებული უნდა იყოს მომხმარებლების ყველა ფენაზე. 6. გადაიხედოს მედიკამენტის ფასები 7. კონკურენციის გაძლიერება აქვე მოცემულია რესპოდენტთა რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია:  სახელმწიფო, თავის მხრივ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მოახდინოს რეგულაციების გამარტივება და ინოვაციური პროექტების წახალისება სადაზღვევო კომპანიებთან და დამსაქმებლებთან ერთად.  საჭიროა ისეთი პროექტების დაკანონება რომელიც მორგებული იქნება მოსახლეობის ყველა ფენაზე.  რაც მაღალია კონკურენცია, მით მაღალია მომსახურეობის ხარისხი და დაბალია პრემიის მოცულობა.  კერძო დაზღვევის განვითარების მიზნით, სახელმწიფომ და სადაზღვევო კომპანიებმა ერთობლივი ძალისხმევით, დაზღვეული პირებისათვის დააწესოს საგადასახადო შეღავათები.  სკოლებსა და უნივერსიტეტებში მოხდეს დაზღვევის ცნობადობის გაზრდა, ამისათვის საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა.  აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს მედიკამენტების ფასები. დასკვნა საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, სადაზღვევო ბაზარმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. თანდათანობით ჩამოყალიბდა და განვითარდა სადაზღვევო სექტორი. გაიზარდა კონკურენცია, თუმცა არასაკმარისად, ინერგება ახალი პროდუქტები და შესაბამისად მომხმარებელთა მოთხოვნაც გაიზარდა. იზრდება მოთხოვნა კერძო დაზღვევაზეც, თუმცა არასაკმარისად, არა და კერძო დაზღვევა სახელმწიფო ხარჯების შემცირების ეფექტური გზაა. როგორც მოგეხსენებათ, განვითარებულ ქვეყნებში, კერძო დაზღვევა ავსებს სახელმწიფო პროგრამებს. ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით და კვლევის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 444 საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კერძო დაზღვევა შეიძლება გახდეს ფინანსური მდგრადობის ერთ- ერთი გზა. თუმცა არსებობს მთელი რიგი წინააღმდეგობები, რომლის გადაჭრაც აუცილებელია. აღნიშნულია ის პრობლემები, რაც ხელს უშლის სადაზღვევო ბაზრის ამ სეგმენტის განვითარებას ქვეყნის მაშტაბით. კერძოდ: 1. მოსახლეობის მეტი ინფორმირება 2. სახელმწიფოს, სადაზღვევო კომპანიებისა და დამსაქმებლების კოორდინებული მუშაობა 3. ინდივიდუალურ დაზღვევაში გაერთიანებული მოსახლეობისათვის შემოღებული იქნას საგადასახადო შეღავათები. 4. შეიქმნას საგანმანათლებლო პროგრამები ამ მიმართულებით 5. მეტი ინოვაციები კერძო დაზღვევაში და ეს პაკეტები მორგებული უნდა იყოს მომხმარებლების ყველა ფენაზე. 6. გადაიხედოს მედიკამენტის ფასები 7. კონკურენციის გაძლიერება აქვე მოცემულია რესპოდენტთა რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია:  სახელმწიფო, თავი მხრივ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მოახდინოს რეგულაციების გამარტივება და ინოვაციური პროექტების წახალისება სადაზღვევო კომპანიებთან და დამსაქმებლებთან ერთად.  საჭიროა ისეთი პროექტების დაკანონება რომელიც მორგებული იქნება მოსახლეობის ყველა ფენაზე.  რაც მაღალია კონკურენცია, მით მაღალია მომსახურეობის ხარისხი და დაბალია პრემიის მოცულობა.  კერძო დაზღვევის განვითარების მიზნით, სახელმწიფომ და სადაზღვევო კომპანიებმა ერთობლივი ძალისხმევით, დაზღვეული პირებისათვის დააწესოს საგადასახადო შეღავათები.  სკოლებსა და უნივერსიტეტებში მოხდეს დაზღვევის ცნობადობის გაზრდა, ამისათვის საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა.  აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს მედიკამენტების ფასები. ბიბლიოგრაფია [1] Forbes Georgia- „კერძო დაზღვევის როლი ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსებაში“. ბ. ფესტვენიძე; 23.06.2021. https://forbes.ge/health/kerdzo-dazghvevis-roli-jandatsvis-kharjebis- daphinansebashi/ [2] საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. https://www.mof.ge/ - ბიუჯეტის დოკუმენტი-2025 წლის ბიუჯეტი. [3] BM.GE- „2025 წლისათვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 8.7 მილიარდს აღწევს“ -გიორგი კაკაურიძე. 25.06.2025. https://bm.ge/news/2025-tslistvis-jandatsvisa- da-sotsialuri-programebis-dafinanseba-gel87-miliards-aghtsevs-giorgi-kakauridze Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 445 The Role of Individual (Private) Insurance in Optimizing Public Expenditures: Challenges and Opportunities Annotation The article “The Role of Individual” (Private) Insurance in Optimizing Public Expenditures: Challenges and Opportunities” discusses the existing problems in private insurance, the reduction of public spending, and possible improvement strategies that could impact the state budget and enable the most sufficient use of resources. Therefore, we believe the topic is highly relevant. The paper addresses the current reality and future prospects that could be implemented to strengthen individual insurance, which in turn would influence budget optimization. A study was conducted, and its results are presented and analyzed, providing insights into existing market problems and potential solutions. These findings can significantly contribute to optimizing public budget expenditures. We believe attention should be focused on the existing problems, which inevitably come to the fore. The article presents the authors’ opinions and recommendations, viewed through the lens of researchers. Implementing these in practice would assist the field in carrying out its activities more effectively. Keywords: private insurance, budget, health insurance, life insurance, pension insurance, property insurance.