Microsoft Word - fullpdf07022025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 511 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 2, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.02.46 COVID-19 პანდემიის ეკოლოგიური გავლენა: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ცვლილება საქართველოს დიდ ქალაქებში ნინო ვეფხვაძე, მანანა ხორბალაძე, ნინო კილაძე, ნანა ცხოვრებაძე, ირმა ცხოვრებაძე, თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი, ივანე კუგოტი თსსუ-ის ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი რეზიუმე კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მაჩვენებლების (PM10, PM2.5, NO2, CO, O3, SO2) კონცენტრაციის შესწავლა პრე- და პოსტკოვიდურ - 2019-2023, წლებში. მიღებული მონაცემები დამუშავდა Microsoft Exel პროგრამით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში დიდი ქალაქების ჰაერის დაბინძურება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომლის მოგვარებაც სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო და სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობას და კოორდინირებულ ქმედებებს მოითხოვს. მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების რაოდენობის გაზრდა, მოძველებული სატრანსპორტო საშუალებების თანამედროვე ელექტრო- და ჰიბრიდული ტრანსპორტით ჩანაცვლება, დიზელის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი, დიდი ქალაქების ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების ფართობის გაზრდა, ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება და მშენებლობის ენერგოეფექტური მეთოდების გამოყენება. სავარაუდოდ, ეფექტური იქნება შემდგომი კვლევის ჩატარება ქვეყნის ყველაზე მეტად დაბინძურებულ რეგიონებში, ქრონიკული არაინფექციური დაავადებების, მათ შორის ფილტვის და სასუნთქი გზების სხვადასხვა პათოლოგიით ავადობის შესწავლის პარალელურად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 4,2 მილიონი სიკვდილის შემთხვევა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 99% ექვემდებარება ისეთი ჰაერის ზემოქმედებას, რომელშიც წვრილდისპერსიული ნაწილაკების (PM2.5) შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ PM2.5-ის უსაფრთხო დონეს. დაბალი და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 512 საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების ხარისხი გაცილებით მაღალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით [4, 5, 13]. მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, აქტიური ინდუსტრიალიზაცია, წიაღისეული საწვავის წვა და გადატვირთული საავტომობილო მოძრაობა დიდი ქალაქების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმთავრეს მიზეზებს წარმოადგენს [5, 6, 12]. ევროპის რეგიონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მავნე ნაწილაკების გავრცელება ხდება მრავალი მობილური და სტაციონარული წყაროს მეშვეობით. მსუბუქი და სატვირთო მანქანების გადაადგილებისას ხდება გამონაბოლქვისა და მტვრის ნაწილაკების ემისია, რომელიც დაბინძურების მთავარი წყაროა. ამას ემატება მასშტაბური ხანძრები, ქარიშხალი და სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური კატასტროფები [ 5, 8, 9, 10, 11]. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის მაღალი დაბინძურების მქონე ქალაქებში სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 15-20%-ით აჭარბებს შედარებით „სუფთა“ ქალაქების მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებელს. სუფთა და ჯანსაღი ჰაერით გამოირჩევა სკანდინავიის ქვეყნების (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი) დიდი ქალაქები, ხოლო ყველაზე საშიში და არაჯანსაღი ჰაერი ჩინეთის რეგიონებშია [4, 6, 7, 12]. 2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც, ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, გარემოს დაცვის საკითხებსაც ეხება - მათ შორის ატმოსფერული ჰაერის ხარისხს და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ასოცირების ხელშეკრულება მიზნად ისახავს გარემოს ხარისხის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და რეაბილიტაციას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერას გარემოს დაცვის რეგიონულ ან/და გლობალურ პრობლემებთან გასამკლავებლად (მუხლი 302). ჰაერში დამაბინძურებლების კონცენტრაციის შემცირებით შესაძლებელია სიკვდილიანობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი შემცირება. მაგალითად, შეწონილი მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის 70 მკგ/მ3-დან 20 მკგ/მ3-მდე შემცირებით სიკვდილიანობა შეიძლება შემცირდეს 15%-ით [6, 11, 12]. შეწონილი მყარი ნაწილაკების ყველაზე აგრესიულ ნაწილს შეადგენს სულფატები, ნიტრატები, ნახშირბადი, მინერალური არაორგანული მტვერი, რომელიც ჰაერში შეწონილ წყალთან და ორგანულ ნივთიერებებთან ქმნის მყარი და თხევადი ნაწილაკების რთულ ნარევს [4, 6, 8, 9, 10]. ორგანიზმზე ზემოქმედების შეფასებისას მტვრის მყარი ნაწილაკების ფრაქცია იყოფა ორ ჯგუფად: PM10 (ნაწილაკები- აეროდინამიური დიამეტრით 10 მკმ) და PM2,5 (ნაწილაკები დიამეტრით 2,5 მკმ). სწორედ ეს უკანასკნელი ითვლება ძლიერ დამაზიანებლად და საშიშად ჯანმრთელობისათვის, რადგან მათ შესწევთ უნარი შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებზე და ხელი შეუშალონ აირცვლას [ 4, 6, 7, 12]. დიდ ქალაქებში დამაბინძურებლები უარყოფითად ზემოქმედებენ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და გარემოზე. საქართველოში მსხვილი ურბანული ცენტრები, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, წლების განმავლობაში ებრძვიან ჰაერის ხარისხის პრობლემებს. ამ ქალაქებში დღეისათვის დაბინძურების ძირითად წყაროდ ითვლება შიგაწვის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 513 ძრავიანი ავტომანქანების გამონაბოლქვი, რასაც ინდუსტრიულ ცენტრებში ემატება სამრეწველო დაბინძურება [1, 2, 3]. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მაჩვენებლების (PM10, PM2.5, NO2, CO, O3, SO2) კონცენტრაციის შესწავლა პრე- და პოსტკოვიდური - 2019-2023, წლების განმავლობაში. ჰაეროვანი გარემოს მონიტორინგი წარმოებს ხუთ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბათუმში. აქედან ავტომატური სადგურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ქ.თბილისის ხუთ, ქ. რუსთავის ერთ, ქ. ქუთაისის ერთ და ქ. ბათუმის ერთ ლოკაციაზე. ქ. თბილისში ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს ვარკეთილში, აკ.წერეთლის, ალ.ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის და მარშალ გელოვანის გამზირებზე (მობილური სადგური). მიღებული შედეგები. კვლევით დადგინდა, რომ აკ. წერეთლის გამზირზე 2022 წელს შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციის საშუალო მაჩვენებელი არ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმებს - PM10- 35 მკგ/მ3 და PM2.5- 17მკგ/მ3, ხოლო 2023 წელს PM10-ის საშუალო წლიური მაჩვენებელი გაიზარდა და 63.9 მკგ/მ3 მიაღწია (დიაგრამა №1). დიაგრამა #1 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღრმა ყოველდღიური კვლევის მიხედვით ფიქსირდება PM10- ის კონცენტრაციის ეპიზოდური მატება (2 აპრილის მონაცემებით PM10-ის კონცენტრაცია 329.3 მკგ/მ3-ს შეადგენდა, რაც ნორმაზე 6-ჯერ მეტია). ქ. თბილისის ოთხ წერტილში გამოსაკვლევ პერიოდში PM2.5-ის კონცენტრაციების ცვლილებები გამოხატულია დიაგრამაზე #2. 0 20 40 60 80 ა.წერეთლის გამზ. ა. ყაზბეგის გამზ. ვარკეთილი დ. აღმაშენებლის გამზ. ქ. თბილისში PM10 ნაწილაკების კონცენტრაცია 2019 2020 2021 2022 2023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 514 დიაგრამა #2. PM2.5-ის კონცენტრაციების ცვლილებები ქ. თბილისში PM 2.5-ის, ისევე როგორც PM10-ის, შემთხვევაში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გვხვდება მათი პერიოდული მატების და კლების ტენდენცია, რაც აიხსნება გარემოში მიმდინარე პროცესებით. მიუხედვად ამ გრადაციისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკვლევ ინტერვალში PM2.5-ის კონცენტრაცია ძირითადად ნორმის ფარგლებშია, ხოლო PM10-ის კონცენტრაცია 2019 წელს, ისევე როგორც 2023 წელს, ნორმას აღემატება და, მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პოტენციური რისკებიდან გამომდინარე, საჭიროებს დამატებითი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებას. ჰაეროვანი გარემოს სხვა დამაბინძურებლების (NO2, SO2, CO, O3) კონცენტრაციების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ წლების მიხედვით, როგორც მყარი ნაწილაკების შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაბამის პერიოდში მათ კონცენტრაციას ახასიათებს კლების და შემდეგ ისევ მატების ტენდენცია, თუმცა აღნიშნული ნორმას არ აღემატება არცერთ ეპიზოდში. რაც შეეხება ქ. რუსთავს, აქ საგანგაშო მდგომარეობაა შეწონილი ნაწილაკების მიმართულებით. მაღალია როგორც PM2.5-ის, ასევე, PM10-ის ზომის ნაწილაკების კონცენტრაციის საშუალო დღეღამური მაჩვენებელი (დიაგრამა #3). 0 5 10 15 20 25 ა.წერეთლის გამზ. ა. ყაზბეგის გამზ. ვარკეთილი დ. აღმაშენებლის გამზ. 2019 2020 2021 2022 2023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 515 დიაგრამა #3 ღრმა კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია მაღალი იყო 2024 წლის 7 მარტს. მაღალი იყო როგორც PM2.5-ის, ასევე, PM10 -ის ნაწილაკების კონცენტრაცია. PM2.5-ის ზომის ნაწილაკების კონცენტრაციის საშუალო დღიური მაჩვენებელი 63.09 მკგ/მ3 შეადგენდა, რაც 3-ჯერ აღემატება ნორმას. ამ ლოკაციაზე აღინიშნება O3-ის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც ხშირად მაქსიმუმს აღწევს, მაგრამ ნორმის ფარგლებს არ სცილდება. ქ. ქუთაისის ატმოსფერულ ჰაერში შეწონილი ნაწილაკების - PM2.5 და PM10-ის, წლიური საშუალო მაჩვენებელი პოსტკოვიდურ პერიოდში ნორმის ფარგლებშია, მაგრამ 2024 წლის აპრილში ჩატარებული ღრმა კვლევის მონაცემებით საშუალო დღიური კონცენტრაცია PM10- ის მიხედვით 91.04 მკგ/მ3 შეადგენდა, რაც ნორმას აღემატებოდა 2-ჯერ და ეს გრძელდებოდა 3 საათის განმავლობაში. ასევე არის შემთხვევები, როდესაც PM10 -ის კონცენტრაცია უფრო ხანგრძლივად არის მაღალი (დიაგრამა #4). დიაგრამა #4 0 20 40 60 80 100 120 140 2019 2020 2021 2022 2023 ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი მახასიათებლები 2019-2023 წწ. PM 10 PM 2.5 NO2 SO2 CO O3 0 10 20 30 40 50 60 2019 2020 2021 2022 2023 ქ. ქუთაისის ატმოსფერული ხარისხის დაბინძურების ძირითადი მახასიათებლები 2019-2023 წწ PM 10 PM 2.5 NO2 SO2 CO O3 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 516 ქ. ბათუმის მონაცემების მიხედვით, პოსტკოვიდურ პერიოდში ქალაქის ჰაეროვან გარემოში შეწონილი ნაწილაკების PM2.5 და PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია (დიაგრამა #5). დიაგრამა #5 მიუხედავად ამისა, ღრმა კვლევის ყოველდღიური მონაცემებით, პერიოდულად მაღალია შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია. მაგალითად, 2024 წლის 31 მარტის მონაცემებით PM10 -ის ნაწილაკების დღიური კონცენტრაცია 67.9 მკგ/მ3-ს შეადგენს, ხოლო PM2.5-ის კონცენტრაცია - 28.84 მკგ/მ3-ს. ორივე მონაცემი აღემატება ნორმით დაშვებულს 1.5- ჯერ. არის დღეები, როდესაც მაღალი კონცენტრაციის დონე გრძელდება საათების განმავლობაში და შემდეგ უბრუნდება ნორმას. მონაცემები არ მოიძებნა ქ.ზესტაფონის ჰაეროვანი გარემოს შემადგენლობის შესახებ. გარემოს ეროვნული სააგენტოდან აღებული მონაცემები დამუშავდა Microsoft Exel პროგრამაში; შედარდა სხვადასხვა ქალაქების მონაცემები. შესაბამისი შედეგები ასახულია დიაგრამებზე ##6-7-8. 0 10 20 30 40 50 60 70 2019 2020 2021 2022 ქ.ბათუმის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი მახასიათებლები 2019-2023 წწ. PM 10 PM 2.5 NO2 SO2 CO O3 0 50 100 150 200 250 300 350 400 დიაგრამა #6 შესასწავლ ლოკაციებზე ძირითადი დამაბინძურებლების საშუალო კონცენტრაცია PM10 PM2.5 NO2 SO2 CO O3 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 517 დიაგრამაზე №8 ასახულია მოცემული ინდიკატორების მნიშვნელობების ჩაშლა თბილისში წლების მიხედვით 2019-2023 წლების ჭრილში. კვლევის მონაცემების ანალიზით აღმოჩნდა, რომ შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია შედარებით მაღალია ზამთრის პერიოდში. განსაკუთრებით - მშრალ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, შიგაწვის ძრავების მუშაობას და საცობების არსებობას უკავშირდება. ასევე, ამ პერიოდში აქტიურია გათბობის სეზონი, როდესაც მრავალპროფილურ გათბობის ქსელში არსებული სხვადასხვა დამაბინძურებლები ჭარბად გამოიყოფა ატმოსფეროში. ყოველდღიურმა ღრმა კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან ხშირია დღეები, როდესაც შეწონილი ნაწილაკების, კერძოდ PM2.5-ის კონცენტრაცია საათების განმავლობაში აჭარბებს ნორმას. ასეთი შემთხვევები ყველა ლოკაციაზე ფიქსირდებოდა, თუმცა ყველაზე ხშირად ეს გამოვლინდა ქ.რუსთავის ჰაეროვანი გარემოს შესწავლისას. 0 50 100 150 200 250 PM10 PM2.5 NO2 SO2 CO O3 დიაგრამა #7 თბილისისა და სხვა ქალაქების საშუალო მაჩვენებლების შედარება თბილისი საშუალო რეგიონები საშუალო 0 50 100 150 200 250 300 PM10 PM2.5 NO2 SO2 CO O3 დიაგრამა №8 ქ.თბილისის ჰაეროვანი გარემოს დაბინძურების მახასიათებლები 2019-2023 წწ. 2019 2020 2021 2022 2023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 518 ჩვენი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში დიდი ქალაქების ჰაერის დაბინძურება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო და სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობას და კოორდინირებულ ქმედებებს მოითხოვს. მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების რაოდენობის გაზრდა, მოძველებული სატრანსპორტო საშუალებების თანამედროვე ელექტრო- და ჰიბრიდული ტრანსპორტით ჩანაცვლება, დიზელის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი, დიდი ქალაქების ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების ფართობის გაზრდა, ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება და მშენებლობის ენერგოეფექტური მეთოდების გამოყენება. სასურველია და, სავარაუდოდ, ძალზე ეფექტური იქნება შემდგომი კვლევების წარმოება ქვეყნის ყველაზე მეტად დაბინძურებულ რეგიონებში, ქრონიკული არაინფექციური დაავადებების, განსაკუთრებით კი სასუნთქი გზების, მათ შორის - ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიით ავადობის შესწავლის პარალელურად. გამოყენებული ლიტერატურა: 1. ნ. ვეფხვაძე, მ.ხორბალაძე, ი. კუგოტი, ნ. ცხოვრებაძე, თ. ქოჩორაძე-მარღიშვილი, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება საქართველოს დიდ ქალაქებში (2019-2021 წწ.), თსსუ სამეცნიერო შრომათა კრებული, 2022, ტ. 56, გვ. 76-79. 2. ნ. ვეფხვაძე, მ. ხორბალაძე, ნ. კილაძე, ნ. ცხოვრებაძე, ი. ცხოვრებაძე, თ. ქოჩორაძე- მარღიშვილი, ი. კუგოტი, საქართველოს დიდი ქალაქების ატმოსფერული ჰაერის ზოგადი დახასიათება პრეკოვიდურ, კოვიდურ და პოსტკოვიდურ პერიოდში (2019-2023 წწ.), ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, №4, 2023, გვ. 19-23 3. Annual Air Quality Reports (2019-2023) - National Environmental Agency of Georgia. 4. Dasandi N, Jankin S, Pantera DK, Romanello M. Public engagement with health and climate change around the world: a Google Trends analysis. Lancet Planet Health 2025; 9: e. 236–44 5. European Environmental Agency. Air Quality in Europe—2019 Report. Report Nº 10/2019. Available online: https://www.eea.europa.eu/publications/air-quality-in-europe-2019 (accessed on 7 April 2022). 6. European Environment Agency (EEA). Air Quality in Europe – 2020 Report. EEA09/2020 (published 23 November 2020) 7. European Commission. Directive 2008/50/EC on Ambient Air Quality and Cleaner Air for Europe. European Parliament and of the Council. 21 May 2008. Available online: https://www.eea.europa.eu/policy-documents/directive-2008-50-ec-of (accessed on 7 April 2022). 8. Lorenzo-Saez E., Coll-Aliaga E., Oliver-Villanueva J., Prieto del Campo F., Lerma-ArceV., Analysis of the COVID-19 Lockdown’s Impact on Air Quality in the Langer Cities of Spain, Sustainability 2022, 14(9), 5613. 9. . Manisalidis I, Stavropoulou E, Stavropoulos A, Bezirtzoglou E. Environmental and Health Impacts of Air Pollution: A Review. Front Public Health. 2020 Feb doi: 10.3389/ fpubh.2020.00014 10. United States Environmental Protection Agency (EPA). "The Clean Air Act." EPA, 2020. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 519 11. World Health Organization (WHO). "Air Pollution." WHO, 2025 12. World Health Organization. WHO Global Air Quality Guidelines. Particulate Matter (PM2.5 and PM10), Ozone, Nitrogen Dioxide, Sulphur Dioxide and Carbon Monoxide; World Health Organization: Geneva, Switzerland, 2021; Available online: https://www.who.int/publications/i/item/9789240034228 (accessed on 7 April 2022). 13. https://www.who.int/teams/environment-climate-change-and-health/air-quality-energy-and- health/health-impacts/exposure-air-pollution Ecological Impact of COVID-19 Pandemic: Changes in Ambient Air Quality in Major Cities of Georgia Nino Vepkhvadze, Manana Khorbaladze, Nino Kiladze, Nana Tskhovrebadze, Irma Tskhovrebadze, Tea Kochoradze-Margishvili, Ivane Kugoti Department of Hygiene, Medical Ecology and Health Promotion, Tbilisi State Medical University Abstract This study aims to evaluate the changes in ambient air quality in major urban centres of Georgia- Tbilisi, Rustavi, and Batumi - during the period 2019 to 2023, encompassing the pre- and post-COVID- 19 pandemic phases. The research focused on key atmospheric pollutants, including particulate matter (PM₁₀, PM₂.₅), nitrogen dioxide (NO₂), carbon monoxide (CO), ozone (O₃), and sulfur dioxide (SO₂). The collected data were processed and analysed using Microsoft Excel. The findings indicate that air pollution remains a significant environmental and public health issue in the studied cities. Addressing this challenge necessitates the coordinated involvement of governmental bodies, the scientific community, and civil society. To mitigate air pollution and improve air quality, the following measures are recommended: expansion of the national air quality monitoring network, gradual replacement of aging vehicle with electric and hybrid alternatives, strengthened regulatory control over emissions from diesel-powered vehicles, development and maintenance of urban green spaces promotion and integration of renewable energy sources, adoption of energy-efficient construction technologies and practices. Further research is recommended, particularly in regions with the highest pollution levels. Such studies should be conducted in parallel with epidemiological investigations into chronic non- communicable diseases, especially those affecting the respiratory system, in order to better understand the public health implications of long-term exposure to air pollutants.