Microsoft Word - fullpdf07032025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 27 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 3, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.03.04 ნარჩენების მართვის გამოწვევები და შესაძლებლობები იმერეთის ტურისტულ დესტინაციებში იზოლდა ხასაია1; ელისო გველესიანი2; ნანო ცერცვაძე3 1ასოც. პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, E-mail: izolda.khasaia@atsu.edu.ge; 2ასოც. პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, E-mail: eliso.gvelesiani@atsu.edu.ge; 3მაგისტრანტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, E-mail: tsertsvadze.nano@atsu.edu.ge ანოტაცია ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ეკონომიკაში, ქმნის შემოსავლისა და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს. თუმცა, მისი ზეგავლენა გარემოზე, განსაკუთრებით ნარჩენების წარმოქმნის თვალსაზრისით, მზარდად ზრდის საერთაშორისო შეშფოთებას. კვლევების მიხედვით, ტურიზმი ევროპაში წარმოქმნილი ნარჩენების დაახლოებით 6.7%-ს შეადგენს, რაც სერიოზული გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინ გვაყენებს. იმერეთის რეგიონი, საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი ტურისტულად ყველაზე აქტიური და მდიდარი რეგიონია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი და კულტურული რესურსებით. თუმცა, ტურიზმის ზრდასთან ერთად რეგიონში სერიოზული პრობლემები წარმოიშვა ნარჩენების მართვის თვალსაზრისით. წინამდებარე კვლევა განიხილავს ნარჩენების მართვის გამოწვევებს იმერეთის ტურისტულ დესტინაციებში, აანალიზებს არსებული პრაქტიკებს და სთავაზობს რეკომენდაციებს მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის. კვლევის ფარგლებში ჩატარდა გამოკითხვები და დაკვირვებები ტურიზმთან დაკავშირებულ ობიექტებში, როგორიცაა სასტუმროები, საოჯახო ღვინის მარნები, კულტურული ტურიზმის ლოკაციები და დაცული ტერიტორიები. მდგრადი ნარჩენების მართვა მოითხოვს მრავალდონიან სტრატეგიას, რომელიც აერთიანებს სამთავრობო პოლიტიკას, კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ინიციატივებს. კვლევა ხაზს უსვამს ნარჩენების სეპარაციის, გადამუშავების, კომპოსტირების და პასუხისმგებლიანი ტურისტული ქცევის მნიშვნელობას, როგორც გარემოზე ზემოქმედების შემცირების აუცილებელ პირობებს. ნარჩენების ეფექტური მართვა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 28 შესაძლებელია სტრატეგიული ინვესტიციების, ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობისა და მდგრადი ტურისტული პოლიტიკის მეშვეობით. საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, ნარჩენების მართვა, ტურიზმი, დესტინაცია, იმერეთი. შესავალი ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკონომიკაში, რადგან არა მხოლოდ ქმნის შემოსავალს, არამედ ახალ სამუშაო ადგილებსაც აჩენს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ტურიზმის სექტორი გლობალური მშპ-ისა და დასაქმების დაახლოებით 10%-ს შეადგენს (Travel and Tour World 2024). თუმცა, ტურიზმის ზრდასთან ერთად იზრდება მისი ზემოქმედება გარემოზე — განსაკუთრებით ნარჩენების წარმოქმნის მხრივ. ევროპაში ტურიზმი წარმოქმნის ნარჩენების დაახლოებით 6.7%-ს, რაც სერიოზულ გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს ქმნის (ტურისტულ და სარეკრეაციო ზონებში ნარჩენების მართვისა და რეციკლირების ევროპული გამოცდილება 2020: 2). ნარჩენების არასწორი მართვა ტურისტულ დესტინაციებში უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ბუნებაზე, არამედ ტურისტულ გამოცდილებასა და ადგილობრივ საზოგადოების ჯანმრთელობაზე. პრობლემის მართვა მოითხოვს სამთავრობო, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთიან, კომპლექსურ ჩართულობას. მიმდინარე ლიტერატურა ადასტურებს, რომ ტურისტი დღეში საშუალოდ 1 კგ-მდე ნარჩენს წარმოქმნის (UNEP 2003: 3-46), ხოლო მასობრივი ტურიზმი ზრდის პლასტმასის, ქაღალდის, ორგანული და სხვა ნარჩენების რაოდენობას (Gössling & Hall, 2019). ბევრ ტურისტულ რეგიონში ინფრასტრუქტურა და რესურსები არ არის ადაპტირებული სეზონურობის მოთხოვნებთან, რაც ართულებს ნარჩენების მდგრად მართვას (Alpizar et al., 2017). მდგრადი ტურიზმის კონცეფცია ხაზს უსვამს ნარჩენების სეპარაციის, გადამუშავებისა და კომპოსტირების მნიშვნელობას (Becken & Hay, 2012). ასევე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების განათლება და აქტიური ჩართულობა, რაც ზრდის ეკოლოგიურ ცნობიერებას და ხელს უწყობს მდგრად პრაქტიკებს (Dodds & Butler, 2019), (Waste Management Coalition 2021). იმერეთის რეგიონში მსგავსი თემატიკის კვლევები ცოტაა, რამაც განაპირობა საჭიროება ამ მიმართულებით კვლევის ჩატარების. კვლევის მიზანია იმერეთის ტურისტულ დესტინაციებში ნარჩენების მართვის გამოწვევების გამოვლენა და მდგრადი გამოსავლის გზების მოძიება. კვლევა მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ტურისტულ ობიექტებს: საოჯახო ღვინის მარნებს, სასტუმროებს, კულტურულ და დაცულ ტერიტორიებს. მონაცემები შეგროვდა კომბინირებული მეთოდით: წინასწარ შედგენილი კითხვარებით Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 29 გამოკითხვა, ადგილზე დაკვირვება, დოკუმენტური ანალიზი და მიღებული მონაცემების დეტალური ანალიზი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნარჩენების მართვის ეფექტიანობა მოითხოვს მრავალმხრივ თანამშრომლობას, ინოვაციურ მიდგომებს, სათანადო ინვესტიციებს და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. კვლევის შედეგები: იმერეთის ტურისტული დესტინაციები იმერეთის რეგიონი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ტურისტულად აქტიური ზონა, გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი და კულტურული რესურსებით. რეგიონში 900-ზე მეტი ისტორიული და 350-ზე მეტი ბუნებრივი ძეგლია დაცული, მათ შორის – მსოფლიოში ცნობილი პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის ნაკრძალი დინოზავრის ნაკვალევითა და კარსტული მღვიმით, დაცული ტერიტორიები, ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტერო კომპლექსი (UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი), უძველესი დასახლება ქუთაისი, იმერული ღვინის დაყენების მეთოდები (ქვევრის ტექნოლოგია), ადგილობრივი კულინარია, ფოლკლორი და რეწვა. ტურიზმის ზრდასთან ერთად იზრდება გარემოზე ზემოქმედება და ნარჩენების მართვის პრობლემებიც, რაც განსაკუთრებულად მწვავედ დგას პოპულარულ ტურისტულ დესტინაციებში. ამ თავში განხილულია იმერეთის რეგიონის ტურისტული ობიექტები და მათთან დაკავშირებული ნარჩენების მართვის პრაქტიკა. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საოჯახო მარნებზე, ეკო-ტურიზმის ობიექტებზე, სასტუმრო კომპლექსებსა და დაცულ ტერიტორიებზე. საოჯახო მარნები. იმერეთში მოქმედი საოჯახო ღვინის მარნები არამხოლოდ მეღვინეობის ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურებიან, არამედ გარემოსდაცვითი იდეების გავრცელებასა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მარნებმა, როგორიცაა "მირიანის მარანი", "ირაკლი მინაძის მარანი" და "ბაიას მარანი". რესპონდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ორგანული მევენახეობა, ქიმიური პრეპარატებისგან თავის არიდება და კომპოსტირების სისტემების დანერგვა მათი საქმიანობის ნაწილია. კომპოსტი მზადდება სამზარეულოსა და ეზოს ნარჩენებისგან, რაც ნიადაგის გამდიდრებას უწყობს ხელს. მეწარმეები ბუნებრივ სასუქებს ამჯობინებენ და აქტიურად იყენებენ წვიმის ჭიებს ბიოჰუმუსის წარმოებაში. საოჯახო მარნები ცდილობენ ტურისტებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. სტუმრებს სთავაზობენ ორგანულ კერძებსა და ლოკალურ პროდუქტებზე დაფუძნებულ მენიუს. რესპონდენტების განცხადებით, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა სოფლებში სუსტადაა განვითარებული, ხშირად გვხვდება არაორგანიზებული ნაგავსაყრელები. მეწარმეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საზოგადოების განათლება და რეგულაციების გამკაცრება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 30 ამრიგად, მეწარმეები აღიარებენ, რომ სოფლებში ნარჩენების არაორგანიზებული განთავსება და მუნიციპალური სერვისების არასათანადო ფუნქციონირება პრობლემას ქმნის. ისინი მოუწოდებენ საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, ხელი შეუწყონ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. ტურისტული ობიექტი „ოტიას ეზო“. „ოტიას ეზო“ წარმოადგენს ეკოტურიზმის წარმატებულ მაგალითს. ობიექტი არამხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, არამედ გარემოსდაცვითი მიდგომების რეალიზაციასაც ემსახურება. ობიექტზე ხორციელდება: წყლის გაფილტვრა ქიმიკატებისგან; ნარჩენების სეპარაცია და კომპოსტირება; პლასტმასისა და ერთჯერადი მასალების გამოყენების მინიმიზაცია. „ოტიას ეზო“ ახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს ტურისტებისთვის. ერთ-ერთი უნიკალური ინიციატივაა ხეების გასხვლის პრაქტიკული გაკვეთილები, რომლებიც არა მხოლოდ ეკოლოგიურ ცნობიერებას ზრდის, არამედ აგროტურიზმის კომპონენტადაც მიიჩნევა. სასტუმრო კომპლექსი წყალტუბოში. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა „წყალტუბოს ეპიტსასტუმრო და სპა“ - მასშტაბური ტურისტული კომპლექსის საქმიანობა, რომელიც მოიცავს: სასტუმროებს, სპა-ცენტრს, აუზებს, ღვინის მარნებსა და მუზეუმს. კომპლექსის მთავარი გამოწვევა იყო საკანალიზაციო სისტემის უქონლობა, რაც მოგვარებულ იქნა თანამედროვე წყალგამწმენდი სისტემის დაყენებით, რომელიც წყალს 90%-ით ასუფთავებს. კომპლექსში არ გამოიყენება ერთჯერადი პლასტმასი (გარდა აუზისა, უსაფრთხოების მიზნით). თეთრეულის გამოცვლა ხანგრძლივ ვიზიტზე 3 დღეში ერთხელ ხორციელდება, რაც რესურსების დაზოგვის მაგალითია. რესპონდენტების თქმით, ფინანსური რესურსების ნაკლებობა აფერხებს განახლებად ენერგიებზე (მაგ., მზის პანელები) გადასვლას. სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართულობა აუცილებელია ინფრასტრუქტურული მხარდაჭერისთვის. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, წყალგამწმენდი სისტემის დანერგვა, ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების მინიმიზაცია და რესურსების ეკონომიური გამოყენება კომპლექსს მდგრადი პრაქტიკის მიმდევრად წარმოაჩენს. თუმცა, რესპონდენტები ხაზს უსვამენ განახლებადი ენერგიის დანერგვისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის დეფიციტს. დაცული ტერიტორიები და მღვიმეები. დაცულ ტერიტორიებზე – პრომეთეს მღვიმეში, სათაფლიას ნაკრძალსა და ნავენახევის მღვიმეში – გარემოსდაცვითი მართვის სისტემა ეტაპობრივად ვითარდება. მიუხედავად დიფერენცირებული ურნების არსებობისა, ხშირად საბოლოოდ ნარჩენები გატანისას ერთიანდება, რაც ართულებს გადამუშავების პროცესს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 31 დამთვალიერებელთა მზარდმა რაოდენობამ (2000–3000 ვიზიტორი დღეში) გაზარდა დატვირთვა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება: საპიკნიკე ზონების ინფრასტრუქტურის გამართვა; ინფორმაციული დაფების განთავსება; ცეცხლის დანთების რეგულირება; რეინჯერების მიერ ყოველდღიური მონიტორინგი; ეკოგანათლების სემინარები და დასუფთავების აქციები. ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები. მათი მიზანია ვიზიტორთა ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა გარემოსდაცვით პროცესებში. დასკვნა კვლევამ აჩვენა, რომ იმერეთის რეგიონის ტურისტულ დესტინაციებში ნარჩენების მართვა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტურისტული ობიექტი (საოჯახო მარნები, ეკო-ტურიზმის ობიექტები და დიდი სასტუმრო კომპლექსები) საკუთარი ინიციატივით ახორციელებს ეკომეგობრულ პრაქტიკებს, სისტემური დონეზე სერიოზული პრობლემებია. გამოკვეთილი პრობლემებია:  ინფრასტრუქტურის ნაკლებობა სოფლებში და დაცულ ტერიტორიებზე;  დიფერენცირებული ნარჩენების შეგროვების მიუხედავად, მათი ერთიანად გატანა;  საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე;  ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეზღუდულობა. მიუხედავად ამისა, კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ინიციატივები ცხადყოფს, რომ მდგრადი ტურიზმის პრინციპების განხორციელება შესაძლებელია, თუ თანხვედრაში იქნება ტურისტული ობიექტების, საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევა. რეკომენდაციები კვლევის საფუძველზე შემუშავებულია შემდეგი რეკომენდაციები ნარჩენების მართვის სისტემური გაუმჯობესებისთვის:  მუნიციპალურ დონეზე: განახლებულ იქნეს ნარჩენების სეპარაციისა და გატანის ლოჯისტიკა, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადამუშავება; შეიქმნას მცირე ზომის კომპოსტირების პუნქტები ტურისტულ სოფლებში; განვითარდეს მონიტორინგის მექანიზმები ნაგავსაყრელებისა და არაორგანიზებული ნაგვის დაყრის პრევენციისთვის.  სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე: შემუშავდეს სპეციალური პროგრამები ტურისტულ ზონებში ნარჩენების მართვის მხარდასაჭერად; წახალისდეს მცირე და საშუალო ბიზნესების ჩართულობა ეკოინოვაციებში (მაგ., გრანტები Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 32 კომპოსტირების ან გადამუშავების ტექნოლოგიების შესაძენად); გაიზარდოს რეგულაციების მკაცრი აღსრულება და საკანონმდებლო კონტროლი.  საზოგადოების განათლება და ჩართულობა: ჩატარდეს ეკოგანათლების პროგრამები სკოლებსა და უნივერსიტეტებში; ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი კამპანიები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ; წახალისდეს ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობა დასუფთავების აქციებში და გარემოსდაცვით ღონისძიებებში.  ბიზნეს სექტორის დონეზე: გაგრძელდეს და გაფართოვდეს არსებული კარგი პრაქტიკები (კომპოსტირება, ორგანული სამზარეულო, პლასტმასის გამოყენების შემცირება); ტურისტულ ობიექტებში გაჩნდეს ეკო-გიდების მომსახურება და გარემოსდაცვითი აქტივობები. გამოყენებული ლიტერატურა 1. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), წყლის რესურსების და ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო: რა შეუძლია გააკეთოს ტურიზმმა ეფექტიანობის ასამაღლებლად, 2003: 3-46 2. ტურისტულ და სარეკრეაციო ზონებში ნარჩენების მართვისა და რეციკლირების ევროპული გამოცდილება (2020) https://www.blacksea- cbc.net/images/e-library/BSB1138_APRA_- _European_Experience_in_Waste_Management_and_Recycling_in_Touristic_and_Recrea tional_Areas_GE.pdf 3. Alpizar, F., et al. (2017). Challenges in waste management for tourist destinations. 4. Becken, S., & Hay, J. E. (2012). Climate change and tourism: From policy to practice 5. Dodds, R., & Butler, R. (2019). Overtourism: Issues, realities and solutions 6. Gössling, S., & Hall, C. M. (2019). Sustainable tourism: A global perspective. 7. Travel and Tour World (2024). New 2024 Travel and Tourism Report Issued by World Economic Forum May 22, 2024 https://www.travelandtourworld.ge/news/article/new- 2024-travel-and-tourism-report-issued-by-world-economic- forum/?utm_source=chatgpt.com 8. UNWTO (2018). Tourism and the Sustainable Development Goals. 9. UNEP (2019). Guidelines for sustainable waste management in tourist destinations. 10. Waste Management Coalition (2021). Community-based approaches to waste management. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 33 Waste Management Challenges and Opportunities in Tourist Destinations of Imereti Isolda Khasaia1; Eliso Gvelesiani2; Nano Tsertsvadze3 1Associate Professor, Akaki Tsereteli State University; 2Associate Professor, Akaki Tsereteli State University 3MA Student, Akaki Tsereteli State University Annotation Tourism plays a significant role in the global economy by creating new opportunities for income generation and employment. However, its environmental impact—particularly in terms of waste generation—has become an increasing concern on the international agenda. According to research, tourism accounts for approximately 6.7% of the total waste generated in Europe, posing serious environmental, social, and economic challenges. The Imereti region, located in western Georgia, is one of the country’s most vibrant and active tourist areas, known for its unique natural and cultural resources. However, alongside the growth of tourism, serious waste management problems have emerged in the region. This study explores the key challenges related to waste management in Imereti’s tourist destinations, analyzes current practices, and offers recommendations for sustainable tourism development. The research involved surveys and direct observation at tourism- related facilities, including hotels, family-owned wineries, cultural heritage sites, and protected areas. Sustainable waste management requires a multi-level strategy that incorporates government policy, active participation of the private sector, and initiatives to raise public awareness. The study emphasizes the importance of waste separation, recycling, composting, and responsible tourist behavior as essential conditions for reducing environmental impact. Effective waste management can be achieved through strategic investments, community engagement, and the implementation of sustainable tourism policies. Keywords: sustainable development, waste management, tourism, destination, Imereti.