Microsoft Word - fullpdf07032025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 47 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 3, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.03.06 მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის მთავარი თემების გამოძახილი ჭაბუა ამირეჯიბის რომან „დათა თუთაშხიაში“ თამარ ახვლედიანი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბსტრაქტი ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“ აჯამებს მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის მთავარ თემებს. გამოხატავს ძველი სახელმწიფოს ნგრევის წინ ჭეშმარიტების და სიკეთის მაძიებელი გმირის შინაგანი განვითარების სურათს. საბოლოოდ იგი მიდის იმ დასკვნამდე, რომ თუკი გინდა ბოროტება გაქრეს, ადამიანი ისე უნდა აღიზარდოს, რომ თვითონვე შეებრძოლოს მას საკუთარ თავში, ეცადოს თვითაღზრდას. მხოლოდ ეს გადაარჩენს კაცობრიობას. უნდა ებრძოლო არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ მასში არსებულ ბოროტებას. “დასჯა კი არა „მოქცევა“. საკვანძო სიტყვები: ჭაბუა ამირეჯიბი, ეპიკური რომანი, არქეტიპი, წმინდა გიორგის და ურჩხულის ბრძოლა, მაქს შტირნერი, ძველი სახელმწიფოს ნგრევა, ხალხი, ერი, ახალი ადამიანის აღზრდა ახალ სახელმწიფოში. ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“ თითქოს აჯამებს მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის თემებს და იდეებს. პირველი „კეთილშობილი ყაჩაღის“ თემაა. (ილია „გლახის ნაამბობში“, ანტონ ფურცელაძე „მაცი ხვიტიაში“ ამბობენ „სახელმწიფო გვაქვს ისეთი, ნიჭიერი და კეთილშობილი ადამიანი აქ აუცილებლად დამნაშავედ იქცევა). ასევე, მნიშვნელოვან საკითხად მეორდება, რომ ინდივიდის და საზოგადოების დაპირისპირებისას ინდივიდი გვევლინება იმ ახლის აღმომჩენად, რომელიც უპირისპირდება საზოგადოებას, თემს, გახევებულ დოგმატურ ღირებულებებს და მის მიერ ინტუიციურად აღმოჩენილი ჭეშმარიტება საფუძვლად ედება საზოგადოების განვითარებას და პროგრესს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 48 თემის და პიროვნების დაპირისპირებისას რუსი „დასავლეთელების“ კვალობაზე ვაჟა თვლის, რომ თემი, როგორც გახევებული, უმოძრაო ინსტიტუტი რეაქციული მოვლენაა, პროგრესი პიროვნებასთანაა. სავარაუდოა, რომ ეს აზრი ვაჟა ფშაველასთან მოდის მაქს შტირნერის „ანარქიული ინდუალიზმიდან“, რამაც შემდეგ თურმე ზეგავლენა მოახდინა ნიცშეს „აგრესიულ ინდივიდუალიზმზე“, ბაკუნინზე, ჩერნიშევსკიზე. სწორედ მაქს შტირნერის კვალობაზე ახდენს ვაჟა ფშაველას პოემების გარჩევას ვახტანგ კოტეტიშვილი თავის „მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურაში“. მაქს შტირნერი კი გამორჩეულ როლს ანიჭებდა ინდივიდს. იგი წერდა, რომ ინდივიდს შეუძლია არ დაემორჩილოს კანონებს და ახალს დაუდოს სათავე. ინდივიდია საკაცობიო ზნეობის მშობელი, ეთიკური კანონების დამხვეწი „მე“ ყველაფერზე მაღლა დგას. „მე“, თავისი „ეგოიზმით“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოება და თვითონ საზოგადოებაც უნდა იყოს არა უსახო ერთობა, არამედ „ეგოისტთა (ე.ი. ინდივიდთა) კავშირი“, სადაც თითოეული მთელში (კოლექტივში) ინარჩუნებს საკუთარ ინდივიდუალობას. ინდივიდის ნიველირება არ უნდა მოხდეს. საზოგადოებრივი მორალი, სამართალი, კანონი მოჩვენებაა. საზოგადოებრივი ცნობიერება „შემავიწროებელი ჩენჩოა“. თითოეული ინდივიდი თვითონ არის მორალის და სამართლის წყარო. ახალი იდეების დასანერგად იყო მზად ეპოქა. ადრინდელი ღირებულებები მოძველდა. ამიტომ კოლექტივი ტყუილდება. იქნებ ინდივიდის აზროვნებას და ინტუიციას გადაერჩინა კაცობრიობა. მაქს შტირნერი ისტორიას განიხილავდა, როგორც იდეების პროდუქტს და ჯეროდა, რომ გაბატონებული ცნებების დაძლევით შესაძლებელია ინდივიდის მიერ ახლად აღმოჩენილი ჭეშმარიტებით საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარება და პროგრესი. ჩემი აზრით, სწორედ მისი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვაჟას პოემებისებური შინაგანი სტრუქტურით მთლიანდება ჭაბუა ამირეჯიბის რომანის მასალა. რა თქმა უნდა, არის ანარქიული იდეებიც. ანარქისტები ერთიანი ბიუროკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგნი არიან, თორემ თვითონვე ქმნიან წესრიგს. ისინი თვლიან ,რომ კონკრეტულ სიტუაციაში გამოიყოფა გამორჩეული ინდივიდი, რომელიც წყვეტს პრობლემას, დანარჩენები ემორჩილებიან მას. ამ სიტუაციაში, რომელიც ხშირად კაზუსის ელემენტებს ატარებს, მიხაკო წერეთლის „ერი და კაცობრიობის“ მიხედვით ანარქია არაა „მე რაც მინდა იმას გავაკეთებ“. აქ ადამიანთა მცირე ჯგუფში, ზოგჯერ კი მცირე დემოკრატიულ კოლექტივის გადაწყვეტილებით ჭკვიანი ინდივიდის „სწორ“ განაჩენს ემორჩილებიან. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 49 და მაინც, ნამდვილად ვიპოვით ჭკვიან, სიტუაციის სწორად გადამწყვეტ ადამიანს, რომლის განაჩენის მორჩილება ღირს? იგი ხომ მცირე მასშტაბის უსამართლო დიქტატორადაც შეიძლება მოგვევლინოს? ალბათ, საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული კანონების საფუძველზე ახალი ეპოქის შესაბამისი სახელმწიფოს და კანონების მორჩილება ღირდეს ისევ, ოღონდ ახალი ეთიკური პრინციპების საფუძველზე და ახალ ეპოქაში? და სწორი გზის მაძიებელი დათა თუთაშხია იწყებს ძიებას: რისი კეთება ჯობს, სიკეთე რაა? მაგრამ თუ არ იცი რა არის ჭეშმარიტება, კარგად ვერ გარკვეულხარ რა ხდება, ბუნებრივია, სწორი გზის და ქმედების არჩევა გიჭირს. რაც არ უნდა გინდოდეს სიკეთე აკეთო, თუ არ იცი ჭეშმარიტება რაა, მოქმედებას ვერ იწყებ და სულაც დონ კიხოტივით სიკეთის ნაცვლად შეიძლება ბოროტებად მოევლინო მას, ვისთვისაც იბრძვი. ასევე საინტერესო საკითხად ჩანს მე-19 საუკუნის ლიტერატურასთან კავშირში დათა თუთაშხიას მოქმედების ერთი (მე-5) ეტაპისგან გამოტანილი დასკვნა. ადამიანი, საქმის არასრულყოფილად გამკეთებელ პიროვნებას კი არ უნდა ებრძოლოს, სხვისი ცუდად გაკეთებული საქმე თვითონ უნდა გამოასწოროს. ამ დებულებასაც მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურასთან მივყავართ. კერძოდ, ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ გიორგისთან, რომელიც სხვისი ცუდად გაკეთებული საქმის გამოსწორებას ეწირება. (ხნიერმა გლეხმა არასწორად დადგა თივის ზვინი. გიორგიმ შორიდან დაინახა და ეს უთხრა თუ ისევე დარჩა თივის ზვინი, საქონლის საჭმელს აუცილებლად დაალპობს წვიმა). ძალიან დაღლილი ვარ, ამოდი შენ თითონ გაასწორეო - ეუბნება ხნიერი პეტრე. გიორგი ადის და ზვინის სწორებისას ტყავის თასმა უწყდება, ძირს ურმის ხის ნაწილზე ეცემა და კვდება. ილია, ჩანს მას, რახან „შობის ღამესაა“ დაბადებული, მაცხოვარივით საქმის სრულყოფილად გაკეთებისთვის მიტანილ ზვარაკად თვლის. საქმის სრულყოფილად გაკეთებაზე მნიშვნელოვანი არაფერია გიორგისთვის. სწორედ ესაა ამ პერსონაჟის ლაიტმოტივი. რატომღაც ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია თვლის, რომ სწორედ ამ მოხუცი, დაღლილი გლეხის მიერ არასრულად გაკეთებული საქმე უნდა გამოასწოროს გიორგიმ ისე, როგორც დათა თუთაშხიამ, თუ შეამჩნევს ზადს. სხვის დასჯას და „აღზრდას“ სჯობს თვითონვე გამოასწოროს და გააკეთოს თუნდ სხვისი გასაკეთებელი საქმე. სწორედ ესაა სიკეთე მისი აზრით ძიების ამ ეტაპზე. ჩემი აზრით, ეს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების საშუალებით მიხვედრილი „საკეთებელია“ ერთი შეხედვით ოდნავ ბუნდოვანი, რომ გვეჩვენებინა ფორმულირებისას. საერთოდ, „დათა თუთაშხიაში“ დასმული პრობლემის მიხედვით, სამომავლოდ მაინც, ადამიანის აღზრდაა ყველაზე მნიშვნელოვანი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 50 ერთ მხრივ გარემო უნდა გარდაიქმნას სახელმწიფო აპარატი, კანონი უნდა შეიცვალოს, ხალხის მატერიალური პირობები უნდა გაუმჯობესდეს, ადამიანიც უნდა გადაარჩინო როცა ეს შენს (გმირის) ძალებს არ აღემატება, მაგრამ მანაც არ უნდა გაგიცრუოს იმედი, ისიც უნდა იყოს კარგი, ან უნდა გახდეს კარგი, მისთვის შენი თავგანწირვა რომ არ იყოს ამაო. აკი, დათა თუთაშხია ამბობს: “ვისაც ჩავაცვი, მან გამხადა, მე თუ არა სხვას გახადა, ჩაგრულმა სუსტმა, როცა ჩემი დახმარებით ძალა მოიცა თვითონ იქცა მჩაგვრელად. ღირს რომ დავეხმარე და ფეხზე დავაყენე? სუსტი რომ იყო კეთილი ჩანდა, ძალამოცემული უარესი გახდა... ესაა მისი ძიების პირველი ეტაპიდან გამოტანილი დასკვნა. დათა თუთაშხია წყვეტს მოქმედებას და იმ ადამიანებთან მიდის, ვინაც თეორიული ცოდნა დააგროვეს ცხოვრების შესახებ ხელოვნების და მეცნიერების შესწავლით, მაგრამ მათგან მაინც ბევრი ვერაფერი გაიგო. ბოლოს და ბოლოს რაშია გამოსავალი? სხვის აღზრდაში, სხვის „მოქცევაში“? იქნებ სუსტს და ჩაგრულს კი არ უნდა დაეხმარო, ბოროტი მჩაგვრელი უნდა მოკლა? ის, ვინც ქმნის ღირებულებათა ისეთ გარემოს, რომ ჩაგრული სუსტი ბოროტი ხდება. არადა, მას ეუბნებიან, რომ მოკლული ბოროტი ადამიანი მაინც ცოდო აღმოჩნდა (არ არსებობს თვით ყველაზე ბოროტი ადამიანი სიკვდილის მერე რომ არ შეგეცოდოს. რაღაც მუდამ რჩება ნებისმიერ არსებაში ისეთი, რაც სრული განადგურებისათვის არ გემეტება. ამდენად, ჯერ კიდევ არასრულად განადგურებული ბოროტების მომხრეთა რიცხვი იზრდება, „დაჩაგრული“ გეცოდება... თან მისი შვილები დაობლდნენ, მასზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი გაუბედურდა და იქნებ გაბოროტდა კიდეც და ობიექტურად ბოროტებამ იმატა. იქნებ უნდა ებრძოლო არა ბოროტ ინდივიდს, მით უფრო მისი სიცოცხლის განადგურებით, არამედ მასში არსებულ ბოროტებას? იქნებ ესეც ძალადობად ჩაგვითვალონ. ამდენად, აღზრდაზე უფრო სასურველია ადამიანი მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ საკუთარი საქციელის შეფასება მოახდინოს და „მოქცევის“ მერე თვითონ მართოს თავი და ებრძოლოს ბოროტებას საკუთარ არსებაში. მხოლოდ მაშინ გაქრება ადამიანების სულში არსებული ბოროტების კრებადი სახისაგან შემდგარი სულიერი სხეული, ურჩხული, ნაწარმოების ყოველი ახალი კარის სიმბოლურ უვერტიურაში რომ ებრძვის გმირი, წმინდა გიორგი. ნაწარმოებს საფუძვლად უდევს გმირის და ურჩხულის ბრძოლის არქეტიპი, რომელსაც თურმე გუსტავ იუნგი ადამიანთა კოლექტიური ქვეცნობიერის გამომსახველ ერთ-ერთ მთავარ არქეტიპად თვლის. ურჩხული შეიძლება იყოს ბუნება, რომელიც ზოგჯერ მტრად და განადგურების მომტანად ევლინება ადამიანს (თუმცა, ზოგჯერ „დედაბუნებაა“, რომლის წიაღსაც ხარ შეფარებული). ურჩხული შეიძლება იყოს უსამართლო სახელმწიფო, რომელსაც პიროვნება ებრძვის (მაგრამ სახელმწიფო შეიძლება იყოს მცველიც). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 51 ურჩხული შეიძლება იყოს თვითონ ადამიანში არსებული ვნებები, ვთქვათ ჰერაკლეს ნეემიის ლომივით, რომელიც შენსავე სულში უნდა დაამარცხო როგორც გმირმა... გააჩნია ამ არქეტიპში რა ახალ შინაარსს ჩაასხამ ეპოქის და ინდივიდის კვალობაზე. ამ ნაწარმოებში გმირი, წმინდა გიორგი დათა თუთაშხიაა. დათა, დავით, ალბათ ბიბლიური დავით მეფის სახელიდან მოდის შურდულით რომ სძლია ბოროტ და უჭკუო გოლიათს. თუთაშხია კი ქართველთა მთავარი მფარველი და წინამძღოლია. (ამ შემთხვევაში სახელი მეგრული ასოციაციებიდან მოდის. „თუთა“ მეგრულად მთვარეს ნიშნავს). ქართველებს რომ მთვარის ღმერთის ტაძრები ჰქონდათ, ამის შესახებ წერს სტრაბონიც, ის ამბობს, რომ ასეთი ტაძრები არის ალბანეთში. ქართულ მითოლოგიაში (ეს ალბათ მითოლოგიური აზროვნების მარტიარქალური ეტაპია), მზე დედაა, მთვარე მამა. ბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც ალბათ პარტიარქალურ ეტაპს გამოხატავს – მზე - ჰელიოსი მამაკაცია, მთვარე - სელენე - არტემიდა - ქალი. ქართველებს გვყავს 363 წმინდა გიორგი, გვყავს ზესკნელის (თეთრი, „ლაშა“) და ქვესკნელის (უმზეური) წმინდა გიორგი. ამ რიგის არსებაა ფშავლეთა ლაშარის ჯვარიც („ლაშა“ სპარსულად მანათობელს ნიშნავს). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთ-ერთი „ღვთისშვილის“, მცირე ღმერთის, რომელიც მთავარ, ქვეყისთვის წესრიგის მიმცემ, მორიგე _ ღმერთს – ემორჩილება, სახელს დაეფარა თამარ მეფის ვაჟის ლაშა-გიორგის (მანათობელი გიორგის) სახელი და საბოლოოდ მეომარი, ჯარის წინამძღოლი და მფარველი მხედარი ღვთისშვილის (ანგელოზის) სახელად იქცა. რაც შეეხება წმინდანს, კაბადოკიელ, ქრისტიანობისთვის წამებულ გიორგის, რომელიც წარმართი იმპერატორის დიოკლიტიანეს დროს ცხოვრობდა და რომლის გაღვთაებებაც მოხდა, შეუერთდა მთვარის წარმართული ღმერთის კულტს და ქართველები თავიანთ მფარველად თვლიან, ჩანს მთვარის ღმერთს შესწირეს. დიოკლიტიანე წარმართი იყო, სძულდა ქრისტიანობა და ალბათ ქრისტიანი გიორგი აიყვანა მთვარის მსხვერპლად, ამით ცდილობდა ძველი, წარმართული რელიგია შეენარჩუნებინა. მისმა წამებამ და განწილვამ ეკლის ბორბალზე ალბათ ის გამოხატა, რომ ცაზე მავალი ერთი მთვარე ცის წრეზე (რომელიც ზოდიაქოებადაა დაყოფილი) დატრიალდა, განიწილა იმდენ ნაწილად რამდენ ღამესაც ანათებს მთვარე? ძველ გრავიურებზე აღბეჭდილია წმინდა გიორგის წამება, „განწილვა“ ეკლის ბორბალზე, რაც ცის ბორბალს ჰგავს. გიორგობა, თეთრი გიორგობა დღესაც აღინიშნება 14-15 აგვისტოს, ღამით როცა ცაზე სავსე მთვარეა. 23 აპრილი სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის დღეა, მაგრამ მსხვერპლად აყვანილს შავტარიანი დანით აღარ კლავენ და აღარ განწილავენ ქურუმები. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 52 ამჟამად ის თეთრად ჩაცმული უნდა გაწვეს ტაძრის შესასვლელში და მას ფეხი უნდა დაადგას ტაძარში შესასვლელად მორწმუნემ და ითვლება, რომ მსხვერპლთან შეხება მას განწმენდს. ადრე თურმე მსხვერპლად განსაზღვრული ერთი არ იყო, რამდენიმეს შეარჩევდნენ. 1 წელი ცხოვრობდნენ ტაძრის ირგვლივ არსებულ ხატის ტყეში, მათ კვებავდნენ და რომელიც განსაკუთრებით ატაცებულად და მთვარის მიერ „აყვანილად“ ჩაითვლებოდა, თეთრ პერანგს აცმევდნენ, ქედზე ჯაჭვს ადებდნენ და მიყავდათ ქურუმებთან. ქურუმი მსხვერპლთშეწირვის დროს დანას ჩასცემდა გულში და მერე აკვირდებოდნენ მის მოძრაობას და ასე წინასწარმეტყველებდა მომავალს (ჯავახიშვილი ივ., 1960:50-51, 57). ძალიან ადრეულ ეტაპზე მსხვერპლთშეწირვას ალბათ კანიბალიზმიც ახლდა, მაგრამ არა თვით სტრაბონის დროს. (ძვ.წ.აღ.1 ს.-ში). მსხვერპლის განწილვა და თითოეული მონაწილისაგან ნაჭრის მიღება და მისი გასინჯვით დიონისიებივით ღმერთთან - ზიარება ქრისტიანულ რელიგიაში ჩანაცვლდა ღვთის უსისხლო მსხვერპლით, პურით და ღვინით, მანამ კი სამსხვერპლო ადამიანი ცხოველმა, ვთქვათ „ხარმა“ ან „ბატკანმა“ ჩაანაცვლა. ბოლოს კი მსხვერპლის ხორცთან და სისხლთან ზიარება ქრისტიანობამ ღვინოში ჩამბალი პურით შეცვალა. აღსარების მერე მორწმუნე სინჯავს პურს და ღვინოს და ამით სიმბოლურად ეზიარება ღვთის ხორცს და სისხლს. თითქოს ღმერთს შენს არსებაში მოიქცევ ამ გზით. აღსარების მერეც შენ თითქოს - ღმერთს ხვდები და ეხები, უერთდებ, ეზიარები მას სისხლის და ხორცის სიმბოლური გასინჯვით. მაგრამ ყოველ ადამიანში არსებული ბოროტება რომ გაქრეს თუნდაც თვითაღზრდით და თვითგარდაქმნით მე ხომ უნდა ვიცოდე სიკეთე რაა? ამ წუთში ამ კონკრეტულ სიტუაციაში რა სჯობს. ჩემს იმპულსს ავყვე თუ ნებელობით დავთრგუნო, ეგოიზმზე არაა ლაპარაკი, თვით კეთილშობილი ინსტინქტის დროს მასზე აყოლა რას მომცემს? მე ჩემს თავს ვმართავდი, მაგრამ ამ წუთას რა სჯობს? ნაწარმოების „მადონა ფილოსოფია“, - „ნანო“, – ამბობს, – „ამის გართულება არ შეიძლება, მადლი ჰქენი და შედეგს არ დაელოდო, წადი, სხვა მადლი ჰქენი“. მაგრამ შედეგს არ დაელოდო არაა ის, რასაც როგორც რჩევას მიიღებს დათა თუთაშხია. რაღაც ეგზისტენციალისტებივით სვამს კითხვას ისეთ სიტუაციაში ლამის აბულიამდე რომ მიყავს ადამიანი და გადაწყვეტილების აქტს აფერხებს. ეგზისტენციალისტებისთვის მნიშვნელოვანია, არჩევნის თავისუფლების პრობლემა, გადაწყვეტილების გამოტანის და მოქმედების დაწყების აუცილებლობა, შეიძლება თავისუფალი იყო, მაგრამ მოქმედება ვერ დაიწყო არჩეული გზისადმი ჰამლეტური ეჭვის გამო. „დათა თუთაშხიაში“ გარდამავალი ეპოქაა დახატული, მე–20 საუკუნის დასაწყისია, ძველი ღირებულებები ინგრევა და მისმა მიყოლამ შეიძლება Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 53 დაგღუპოს. ახალი კი ჯერაც არ ჩამოყალიბებულა, (ეს ისტორიული სიტუაციის დაუდგენლობა, გაურკვევლობა სხვა პრობლემებზეც გადადის და ღირებულებათა სიმყარის განცდას გიქრობს.) „დათა თუთაშხიას“ მამიდაშვილი მუშნი ზარანდია, ტყუპის ცალივით რომ ჰგავს მას გარეგნულადაც და პიროვნული შესაძლებლობებითაც, და რომელიც სახელმწიფოს და კანონს სიკეთედ თვლის და იქნებ ოდნავ ნიჰილისტურადაც მისდამი სამსახურში ხედავს არსებობის აზრს (ისაა წესრიგი, რაც ამდენი ინდივიდის ქაოტურ ინსტინქტებს უვლის) და იტყვის „როცა ახალი უსამართლობა ძველ უსამართლობას ებრძვის, პატიოსანი კაცის ადგილი ძველი უსამართლობის მხარესაა, რადგან ახალი ნგრევის გარეშე არ დამკვიდრდება, ნგრევა კი ბოროტების აშვებას გამოიწვევს, ქაოსს და უკანონობას მისცემს გზას. თან მუშნი ზარანდიას არ სჯერა რომ ახალი სახელმწიფო ძველს აჯობებს. დათა თუთაშხია კი პირიქით, ეძებს გზას სიახლისაკენ. იქნებ ახალმა ღირებულებებმა გადაგვარჩინოს, მაგრამ არც ერთ რევოლუციურ ჯგუფთან არ მიდის, აკვირდება მათ. სიკეთე რაა? სხვადასხვა ეპოქა სხვადასხვა ხარისხის სიკეთეს გვთავაზობს და ადამიანისათვის სხვადასხვა ხარისხის თავისუფლებას იმეტებს. ლევ ტოლსტოი ამბობს: „სიკეთე რელატიურია და ეპოქის შესაბამისი“ და მაინც, ს. დანელიას მიხედვით დიდი რუსი მწერლის აზრით სიკეთე სიცოცხლეა, ბოროტება სიკვდილი“. ამდენად არსებობა სიკეთეა, არ არსებობა ან არსებობის მოსპობა ბოროტება. ამიტომაც უყურებს მწერალი ეჭვით რევოლუციას. და მაინც კონკრეტულ სიტუაციაში რა სჯობს? შედეგიდან გამომდინარე ბევრჯერ უნანიათ საკუთარი ნაბიჯი, ხან ბედნიერებად ჩაუთვლიათ. „დათა თუთაშხია“ და ეს ბუნებრივიცაა, ეხმაურება ილიას, ანტ. ფურცელაძეს, ვაჟა-ფშაველას... ზოგი პერსონაჟის მსჯელობის ანალიზისას შეიძლება პირდაპირ დაასახელო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის მეცნიერები, ფილოსოფოსები, რომელთა აზრების ძირზეც დგას თუნდ სანდრო კარიძე, მისი ეპოქის ყველაზე ჭეშმარიტი იდეების რუპორი. მისი მონოლოგისას მთავარი სწორედ ისაა, რომ სოციალ-დემოკრატები მუშაობენ პრობლემაზე „ხალხი“, სანდრო კარიძე კი თვლის, რომ მისთვის მთავარია „ერი.“ ერი აქ ეროვნებას არ ნიშნავს. იგი ამბობს „ხალხი ხელებია და სტომაქი“ (მატერიალური პირობები და პრობლემები). აკაკი წერეთელი იტყოდა „კუჭი“, ერი-ზნეობა და პასუხისმგებლობა. „ერს, ანუ მარადისობას ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით კისრულობენ პასუხიმგებლობას ერის აწმყოზე, წარსულზე და მომავალზე, რომლებიც გასცემენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ და იღებენ მხოლოდ იმ მინიმალურს, რაც ყველაფრის გასაცემად ჭირდებათ“. თითქმის კომუნიზმის, სამომავლო საზოგადოებრივი იდეალებით აღზრდილი ადამიანის დახასიათებაა. ალბათ ასეთი ადამიანის ოღონდ არა დიდი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 54 პიროვნების, არამედ რიგითი ადამიანის განსახიერებაა ილიას ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ გიორგი. ადრე არ მიფიქრია, რომ „დათა თუთაშხიას“ ბოლო კარის სიმბოლურ შესავალში იმ ურჩხულთან მისული ადამიანები საკუთარი სხეულის ნაწილებს რომ იკვეთენ და მას აძლევენ, რის გამოც ურჩხულს აგრესია ეკარგება, ამ თვითშემწირავ ადამიანებს დაელაპარაკება და საბოლოოდ ქრება, მის ქმედებას ან მასთან მისული ადამიანების ქმედებას რაიმე კავშირი აქვს ვაჟას „ალუდა ქეთელაურთან“ ან კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენასთან“. თუ ამ კავშირს შესაძლებლად ჩავთვლით, გამოვა, რომ თუ ძველი სახელმწიფო (რუსეთის იმპერია) იყო ურჩხული, ახალიც ურჩხულად დარჩა და „ადამიანივით არ დაგელაპარაკება“ მანამ, სანამ არსაკიძე თვითონვე არ მოიკვეთს მკლავს (ეს უკვე გამოდის, რომ „სახელმწიფო ფიზიკური და სულიერი ძალადობის სახეობაა“? მე-20 საუკუნის დასაწყისში ანარქიული იდეებიც ტრიალებდა. იქნებ ამ იდეების მატარებელ ადამიანებსაც (თუ მათი მემატეანეა) ხვდებოდა ჭაბუა ამირეჯიბი ციმბირის გულაგებში 40-50 იან წლებში. ისინი მსჯელობდნენ და ჭაბუა ამირეჯიბი ბალზაკივით მათი მდივანი იყო. თვითონაც ხომ სწორედ სახელმწიფოსგან იყო რეპრესირებული და დასჯილი. „მე და სახელმწიფო“ ნამდვილადაა ავტორის მთავარი თემა, თუნდ, მის მეორე რომან „გორა მბორგალში“. მაგრამ ნაწარმოების ბოლო კარის უვერტიურაში მარტო ხელს არ იჭრიან ურჩხულთან მისული ადამიანები. მსხვერპლად მარტო მარჯვენას არ წირავენ. მარჯვენა შეიძლება სიმბოლო იყოს კავკასიელი ტომების ადრეული ტრადიციებიდან გამომდინარე ვაჟას „ალუდა ქეთელაურში“) საიდანაც სავარაუდოა გადავიდა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“, მეფე გიორგი არ აღმოჩნდა ალუდა. ის ხელოვანს, ეროვნულ საქმეში მისი მოკავშირე და საყრდენი რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, პირადი კონფლიქტის გამო, მისი მასწავლებლის ფარსმან სპარსის დასმენის გამო მარჯვენას კვეთს და მორიელებისგან დაკბენილი აღესრულება და მარიამ დედოფალი და მელქისედეკ კათალიკოსი რომ არა „რატომ კარგი აგიგიგაო“ ფარსმან სპარსის მეფეში გადასული შურის გამო დაანგრევდა. (სწორედ ეს იქნებოდა მუცალისთვის მკლავის მოკვეთის შესაძლებლობის ანალოგი, თითქოს იგი მისი ძმასავით ერთი „ქურდკანტალა ღიღველი“ ყოფილიყო). მორელი შუამდინარულ მითოლოგიაში ვნების სიმბოლო იყო, მეფე გიორგი არსაკიძეს ქალზე ეჭვიანობის გამო კლავს. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ ძველი სახელმწიფო თუ ურჩხული იყო, ახალი არანაკლები ურჩხულია. პედრო კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“ სეხისმუნდო ურჩული-დიქტატორი ყოველი გამოღვიძების მერე მტვრიან საკანში (საფლავში) ძილის მერე, წინა ცხოვრებაში გარდაცვალების მერე ხელახლა აღმდგარი (ჰერაკლიტეს დემონივით დიქტატორის მარად დაბრუნებადი სული) უკეთესი რომაა და უფრო ბრძენი რომ ხდება, მაინც ესტრელაზე ქორწინდება და არა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 55 პოეტივით როსაურაზე. პოლიტიკოსი ხელოვანივით სრულ იდეალზე კი არ ქორწინდება, არამედ რამდენადმე ნაკლოვან, არასრულყოფილ იდეალზე, რომელზე მეტადაც რეალობაში სასურველი ვერ ხორციელდება და მაინც აქ არ ჩანს, რომ ურჩხული, რომელსაც გმირი ებრძვის ახალი, უკეთესი სახელმწიფოს შექმნის იმედით, სახელმწიფოა (რუსეთის იმპერია). ეს სახე, როგორც სიმბოლო, ან ორპლანიანი სახე, ჩემი აზრით, არ იკითხება. ეს ურჩხული მართლა სულიერი სხეული უნდა იყოს, ადამიანებში არსებული ბოროტების კრებითი სახე, რომელიც არ გაქრება თუ თითოეული ადამიანი საკუთარ თავში არ შეებრძოლება მას, პატარა ურჩხულს არ მოკლავს საკუთარ თავში. შეიძლება ეს სახე, როგორც სიმბოლო ფრანგული ლიტერატურიდან იღებდეს სათავეს („უსპეტაკესი გულიც კი ალაშუას ტრამალის ბუნებრივ ჭას ჰგავს. მისი ზედაპირი წყნარი და კამკამა გვეჩვენება, მაგრამ როდესაც აუზის სიღრმეში ჩაიხედავ, შენიშნავ დიდ ნიანგს, რომელსაც იგი ასაზრდოებს“. ფრანსუა - რენე შატობრიანი, ატალა, ფრანგული მოთხრობა, თბ. 1964 წ. გ. ბრანდესი კი ამბობს: ,,ადამიანის გული...არც წყნარი ჭანჭრობია, არც ტყის იდილიური ტბა, ის ოკეანეა, თავის უფსკრულში ზღაპრულ მცენარეებს და საშინელ ცხოველებს რომ ჰფარავს.)“ გამოყენებული ლიტერატურა: 1. ამირეჯიბი, ჭ. (1981). დათა თუთაშხია. თბილისი. 2. დანელია, ს. (1959). მე-19 საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორია. თბილისი. 3. გამსახურდია, კ. (1959). დიდოსტატის მარჯვენა. თ. 2, რვა ტომი. თბილისი. 4. კალდერონი, პ. (1989). ცხოვრება სიზმარია. თბილისი. 5. კოდუა, ე. (1990). მიხაკო წერეთელი და მისი ნაშრომი „ერი და კაცობრიობა“. In მ. წერეთელი, ერი და კაცობრიობა. თბილისი. 6. კოტეტიშვილი, ვ. (1959). ვაჟა ფშაველა. ქართული ლიტერატურის ისტორია (მე-19 საუკუნე). თბილისი. 7. ქიქოძე, გ. (1985). მეთოდები თანამედროვე კრიტიკისა: წერილები, ესეები, ნარკვევები (გვ. 148). თბილისი. 8. ჭავჭავაძე, ი. (1974). ოთარაანთ ქვრივი. რჩეული თხზულებანი (ტ. 2). თბილისი. 9. შტირნერი, მ. (1987). ფილოსოფიური ლექსიკონი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. (1987). ქსე (ტ. 11). თბილისი. 10. ჯავახიშვილი, ივ. (1960). ქართველი ერის ისტორია (ტ. 1, გვ. 50–51, 57). თბილისი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 56 Summary of the main ideas of 19th-century Georgian literature in Chabua Amirejibi’s “Data Tutashkhia” Tamar Akhvlediani Doctor of Philological Sciences, Associate Professor, Akaki Tsereteli State University Abstract Chabua Amirejibi's “Data Tutashkhia” summarizes the main themes of the 19th century. It depicts the inner development of a character seeking truth and goodness before the collapse of the old state, who comes to the conclusion that if you want evil to disappear, a person must be raised in such a way that he himself must fight it within himself, trying to educate himself. Only this will save humanity. One must fight not a specific person, but the evil that exists within him. Not his punishment, but his “treatment”. Keywords: epic novel; archetype; Saint George; dragon; Max Stirner; people; nation; new man; new state.