Microsoft Word - fullpdf07032025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 276 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 3, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.03.18 მასტიტის აღმძვრელი სტაფილოკოკების მახასიათებლები, ანტიბიოტიკო და ფაგომგრძნობელობა კერესელიძე მაია 1 , ნათიძე მერაბი2, ურიდია რუსუდანი 1 , ჭულუხაძე ანა1 1ევროპის უნივერსიტეტი 2სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბსტრაქტი ნაშრომის მიზანია მასტიტების პოლიეტიოლოგიიდან და დაავადების აღძვრაში სტაფილოკოკების უპირატესი როლიდან გამომდინარე პათოგენის გამოყოფა; მათი მორფოლოგიურ, კულტურალურ და ბიოქიმიური თვისებებით დიფერენცირება, ანტიბიოტიკო და ფაგომგრძნობელობის შესწავლა. რძის ნიმუშებიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია სტაფილოკოკების 13 შტამი. მათ შორის 8 St. aureus და 5 St. epidermidis საველე იზოლატი. დისკო-დიფუზიის მეთოდით გამოვლინდა მათი მაღალმგრძმობელობა დოქსაციკლინის მიმართ, რომლის ხარისხობრივმა მაჩვენებელმა S შეადგინა. ამასთან დადგენილ იქნა ზოგიერთი შტამის პოლირეზისტენტობა აზითრომიცინის და სტრეპტომიცინის 38,5-38,5%, ხოლო 23,10%-ის ამოქსიცილინის მიმართ. გამოკვლევათა პროცესში გამოვლინდა სტაფილოკოკის ყველა შტამის სრული ლაბილობა ფაგიოსადმი (100%). სტაფილოკოკების მხოლოდ 7,7% აღმოჩნდა რეზისტენტული სეპტაფაგის მიმართ. მიღებული შედეგები ცხადყოფს ფაგების მაღალ ლიტიურ აქტივობას და როგორც გვერდითი მოვლენებს მოკლებული პრეპარატის გამოყენების პერსპექტივას მასტიტით დაავადებული ცხოველების მკურნალობისათვის. ბაქტერიოფაგის მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვა პრეპარატებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ ბაქტერიებს არ გააჩნიათ მის მიმართ რეზისტენტობის გამომუშავების თვისება. საკვანძი სიტყვები: რეზისტენტობა, იზოლატი, შტამი, ბაქტერიოფაგი, ანტი- ბიოტიკი, იდენტიფიცირება, პათოგენი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 277 პათოგენური სტაფილოკოკები კერძოდ St. aureus ადამიანებსა და ცხოველებში გვევლინება 100- ზე მეტ ნოზოლოგიური დაავადებების გამომწვევად. სტაფილოკოკები თითქმის ორგანიზმის ნებისმიერი ქსოვილის დაზიანების თვისებით არის აღჭურვილი. მეცხოველეობის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა გავრცელების და პათოგენობის თვალსაზრისით მასტიტებია, რომლის აღძვრაში უპირატესი ეტიოლოგიური როლი სტაფილოკოკებს უკავია. მასტიტების სამკურნალოდ შემუშავებულია სხვადასხვა ბიოლოგიური და ქიმიო- თერაპევტული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ვეტერინარულ პრაქტიკაში, მათ შორის ძირითადი აქცენტი ანტიბიოტიკებზეა გადატანილი. ანტიბიოტიკების არამიზნობრივმა და არაკონტროლირებადმა გამოყენებამ გამოიწვია ბუნებაში ფართო მასშტაბით ანტიბიოტიკორეზისტენტული ბაქტერიათა რასების წარმოქმნა [2,3], რამაც ასახვა დაბალ სამკურნალო ეფექტურობაში ჰპოვა. აღნიშნული მოვლენა განსაკუთრებით აისახა სტაფილოკოკებთან მიმართებაში, რამაც განაპირობა თანამედროვე ანტიბიოტიკების ქლორამფენიკოლის და მეთიცილინ რეზისტენტული (MR5) შტამების წარმოქმნა [5,6]. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, შექმნილმა ვითარებამ განაპირობა ანტიბიოტიკების გამოყენების რეგულაციების შემოღება ახალი თაობის ანტიბიოტიკების ძიება და ალტერნატიული საშუალების შემუშავება. ახალი თაობის ანტიბიოტიკებიდან ყურადღებას იპყრობს დიაზოლინური პრეპარატი ლუგდუნინი, თეისობაქტინი, ანტიბიოტიკებისა და ალკილრეზორ- ცინების კომბინაცია, აგრეთვე ანტიბიოტიკებზე ანტისეპტიკური ვერცხლის დამატება. ალტერნატიული საშუალებებიდან ძირითადი აქცენტი გადატანილია ბაქტერიულ ვირუსებზე – ბაქტერიოფაგებზე, რომლებიც ანტიბიოტიკებთან შედარებით მოკლებულია გვერდით მოვლენებს და რომლის მიმართაც ბაქტერიებს არ ახასიათებს რეზისტენტობის გამომუშავების თვისება. ვეტერინარიაში ბაქტერიოფაგის ფართოდ გამოყენების შესაძლებლობის დამადასტურებელია გასულ საუკუნეში პულოროზის, სალმონელოზის და ეშერიხიოზის სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით მათი წარმატებით გამოყენება და თანამედროვე პერიოდში შესრულებული ნაშრომების ანალიზი [1,4]. ბაქტერიოული ეტიოლოგიის ინფექციური დაავადებების რაციონალური მკურნალობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს ბაქტერიული ინფექციური აგენტის გამოყოფას, სამკურნალო პრეპარატის მიმართ მგრძნო- ბელობის დადგენას და შედეგებიდან გამომდინარე, მაღალი სამკურნალო პროფილაქტიკური საშუალების შერჩევას. თემის მიზანი. ნაშრომი ითვალისწინებს ფურების რძიდან მასტიტის გამომწვევი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 278 სტაფილოკოკების გამოყოფას და შესწავლას, პათოგენის ანტიბიოტიკო და ფაგომგრძნობელობის დადგენას, რაც საფუძვლად დაედება რაციონალური მკურნალობისათვის ფაგური პრეპარატის ფართოდ გამოყენებას და ეფექტური პრეპარატების შემუშავებას. კვლევის ობიექტი და მეთოდები. დასახული მიზნის შესასრულებლად გამოკ- ვლევებს დავუქვემდებარეთ მასტიტით დაავადებული სტაფილოკოკების 13 საველე შტამი (მათ შორის 8 St. aureus და 5 St. epidermidis შტამი). ცდებში გამოყოფილი შტამების მგრძნობელობა დავადგინეთ 8 კომერციული ანტიბიოტიკის და 2 ფაგური პრეპარატის მიმართ. გამოყოფილი სტაფილოკოკების მახასიათებლები შევისწავლეთ კვლევის აპრობირებული მეთოდებით, ანტიბიოტიკომგრძნობელობა – დისკო-დიფუზიის, ხოლო ფაგომგრძნობელობა – პეტრის ფინჯნებში ბაქტერიათა ზონრებზე პრეპარატების დაწვეთებით. შედეგების ანალიზი. ცდების მსვლელობა მოიცავდა ორ ეტაპს. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა რძის ნიმუშების გამოკვლევას მასტისან ტესტით და დადებითად მორეაგირეებიდან პათოგენების ინდიკაციას და იდენტიფიკაციას მორფოლოგიურ- კულტურალური და ბიოქიმიური თვისებებით. ცდების მსვლელობის შედეგად გამოყოფილ იქნა სტაფილოკოკის 13 იზოლატი (8 St. aureus და 5 St. epidermidis). მათი საერთო ნიშან-თვისებებია: გრამდადებითობა, მკვრივ საკვებ არეებზე S ტიპის კოლონიების წარმოქმნა; კატალაზური და პროტეოლიზური აქტივობა, H2S გამომუშავება; St. aureus შტამებისათვის დამახასიათებელია მოვარდისფრო პიგმენტის წარმოქმნა; მანიტის ფერმენტაცია და აქტიურად ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზი), რასაც მოკლებული აღმოჩნდა St. epidermidis შტამები; გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს St. epidermidis -12 და St. epidermidis-13 შტამები სუსტად გამოხატული კატალაზური და ჰემოლიზური აქტივობით (ცხრილი 1). დისკო-დიფუზიის მეთოდით სტაფილოკოკის საველე შტამების ანტიბიოტიკომგრძნობელობის შესწავლით გამოვლინდა პათოგენების მაღალი მგრძნობელობა თანამედროვე ანტიბიოტიკის დოქსაციკლინისადმი. ამასთან მხედველობაშია მისაღები აქტივობის მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც სტაფი- ლოკოკის 11 შტამის მიმართ S, ხოლო გამონაკლისად ორი შტამის შემთხვევაში J შეადგინა. სტაფილოკოკის შტამებმა ასევე მაღალმგრძნობელობა გამოავლინეს ციპროფლოქსაცინის შემთხვევაში, რომლის ხარისხობრივმა მაჩვენებელმა მხო- ლოდ სამ შემთხვევაში J ტოლი აღმოჩნდა, ხოლო უმეტეს შემთხვევაში S. შედარებით დაბალი აქტიურობა გამოვლინდა ტეიკოპლანინისა და ვანკომიცინის მიმართებაში. ამასთან გამოიკვეთა სტაფილოკოკების მონო და პოლირეზისტენტობა; კერძოდ დაფიქსირდა მდგრადობა St. aureus 02, St. aureus – 5, St. aureus – 07 რეზისტენტობა სტრეპტომიცინის, St. epidermidis 08 ამოქსაცილინის, St. epidermidis 09 და St. epidermidis 10, St. aureus 03 აზითრომიცინის, ამოქსაცილინის და ვანკომიცინის; St. aureus 04 ამოქსაცილინის, ტეიკოპლანინის, სტრეპტომიცინის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 279 და ტობრომიცინის, St. epidermidis 13 აზითრომიცინის, სტრეპტომიცინის, ტობრომიცინის და ქლორამფენიკოლის მიმართ (ცხრილი 2). ცდების დასკვნითი ეტაპი ითვალისწინებს მასტიტის გამომწვევი სტაფილოკოკების ფაგომგრძნობელობის შესწავლას პათოგენების ბულიონიანი კულტურებიდან პეტრის ფინჯნებში აგარზე გავლებულ ზონრებზე ფაგების დაწვეთების მეთოდით. ჩატარებული გამოკვლევებით გამოვლინდა ფაგიოს, პიოფაგის, სეპტაფაგის ინტენსიური ლიტიური აქტივობა. რეზისტენტული შტამების მინიმალური რაოდენობით არსებობს ფონზე, რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივია ფაგიოსათვის (ცხრილი 3). აღნიშნული ფაგის ლიტიურმა აქტივობამ Cl და Scl შეადგინა. აღნიშნული ფაგებთან შედარებით უმნიშვნელო დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდა სეპტაფაგს, რაც ორი არამგრძნობიარე სტაფილოკოკის შტამებში ჰპოვა ასახვა. სპეციფიკური ბაქტერიოფაგების მეცხოველეობაში ფართოდ გამოყენების პერსპექტივის მიმანიშნებელია მის მიმართ რეზისტენტული შტამების მცირე რაოდენობა, რომელმაც ჩვენი ცდებიდან გამომდინარე ანტიბიოტიკების შემთხვევაში 7,7-38,5% ხოლო ფაგებისამ 7,7% (სეპტაფაგი) (ცხრილი 4; 5). ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მასტიტების სწორი და ეფექტური მკურნალობის ჩატარება საჭიროებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პათოგენის იდენტიფიცირებას, მგრძნობელობის შესწავლას, რაც ეფექტურად მომქმედი პრეპარატის შერჩევას დაედება საფუძვლად. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 280 ცხრილი 1 მასტიტის გამომწვევი სტაფილოკოკების მორფოლოგიური, კულტურალური და ბიოქიმიური თვისებები N სტაფილოკოკები ს შტამები ნა ცხ ებ ში გ ან ლ აგ ებ ა გრ ამ ით შ ეღ ებ ვა კო ლ ო ნი ებ ის ფ ო რ მა H 2 S წ არ მო ქმ ნა მა ნი ტ ის ფ ერ მე ნტ აც ია კა ტ ალ აზ უ რ ი აქ ტ ივ ო ბა პრ ო ტ ეო ლ იზ ი ჰე მო ლ იზ უ რ ი აქ ტ ივ ო ბა პლ აზ მო კო აგ ლ აც ია 1. St. aureus – 01 ყურძნი ს მტევნის + S + + + + + + 2. St. aureus – 02 „____“ + S + + + + + + 3. St. aureus – 03 „____“ + S + + + + + + 4. St. aureus – 04 „____“ + S + + ± + + + 5. St. aureus – 05 „____“ + S + + + + + + 6. St. aureus – 06 „____“ + S + + + + + + 7. St. aureus – 07 „____“ + S + + + + + + 8. St. aureus – 08 „____“ + S + + + + + + 9. St. epidermidis – 09 „____“ + S ± - + + + - 10. St. epidermidis – 10 „____“ + S + - + + ± - 11. St. epidermidis – 11 „____“ + S + - + + - - 12. St. epidermidis – 12 „____“ + S + - ± + ± - 13. St. epidermidis – 13 „____“ + S + - ± + + - Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 281 ცხრილი 2 სტაფილოკოკების ანტიბიოტიკომგრძნობელობა N მიკრობის დასახელება აზ ით რ ო მი ცი ნი ამ ო ქს აც ილ ინ ი დ ო ქს აც იკ ლ ინ ი ვა ნკ ო მი ცი ნი ტ ეი კო პლ ან ინ ი სტ რ ეპ ტ ო მი ცი ნი ტ ო ბრ ამ იც ინ ი ქლ ო რ ამ ფ ენ იკ ო ლ ი ცი პრ ო ფ ლ ო ქს აც ინ ი 1. St. aureus – 01 R I S S S R S S S 2. St. aureus – 02 I I S S S R I S S 3. St. aureus – 03 R R S R I I I I S 4. St. aureus – 04 I R S I R R R S I 5. St. aureus – 05 S I S S I R I S S 6. St. aureus – 06 R S S I I I S R I 7. St. aureus – 07 S S S S I R S S S 8. St. aureus – 08 S R S I S I I S S 9. St. epidermidis – 09 R S S I I S I S I 10. St. epidermidis – 10 R I S I S S I I S 11. St. epidermidis – 11 S S S S I S I I S 12. St. epidermidis – 12 S S S S S S S S S 13. St. epidermidis – 13 R I S I I R R R S Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 282 ცხრილი 3 სტაფილოკოკების ფაგომგრძნობელობა N მიკრობის დასახელება ფაგიო სეპტაფაგი 1. St. aureus – 01 Cl Cl 2. St. aureus – 02 Cl Cl 3. St. aureus – 03 OL Cl 4. St. aureus – 04 Cl Cl 5. St. aureus – 05 Cl SCl 6. St. aureus – 06 Cl Cl 7. St. aureus – 07 OL SCl 8. St. aureus – 08 SCl R 9. St. epidermidis – 09 Cl SCl 10. St. epidermidis – 10 Cl SCl 11. St. epidermidis – 11 OL OL 12. St. epidermidis – 12 SCl SCl 13. St. epidermidis – 13 Cl R Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 283 ცხრილი 4 სტაფილოკოკები ანტიბიოტიკომგრძნობელობის მაჩვენებლები %-ში N მიკრობის დასახელება მგრძნობელობა (%) რეზისტენტული (%) 1. აზითრომიცინი 61,5 38,5 2. ამოქსაცილინი 76,9 23,1 3. დოქსიციკლინი 100,0 - 4. ვანკომიცინი 92,3 7,7 5. ტეიკოპლანინი 92,3 7,7 6. სტრეპტომიცინი 61,5 38,5 7. ტობრამიცინი 92,3 7,7 8. ქლორამფენიკოლი 84,6 15,4 9. ციპროფლოქსაცინი 100,0 – ცხრილი 5 სტაფილოკოკების ფაგომგრძნობელობის %-ში N ბაქტერიოფაგების დასახელება მგრძნობელობა %- ში რეზისტენტობა (%) 1. სეპტაფაგი 92,3 7,7 2. ფაგიო 100,0 – დასკვნები 1. მასტიტით დაავადებული რძიდან გამოყოფილი სტაფილოკოკები (St. aureus და St. epidermidis) მორფოლოგიური, კულტურალური და ბიოქიმიური ნიშან- თვისებებით ტიპური პათოგენებია. 2. შესწავლილი სტაფილოკოკებისა ანტიბიოტიკორეზისტენტობის მაჩვენებელი 7,7-38,5%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო სეპტაფაგების მიმართ მდგრადობა 7,7%. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 284 3. ბაქტერიოფაგები გვერდით მოვლენებს მოკლებული ბიოლოგიური პრე- პარატებია, რომლის მიმართაც ბაქტერიებს არ ახასიათებთ რეზისტენტობის გამომუშავების თვისება. 4. ფაგიოსათვის დამახასიათებელია მაღალი ლიტიური აქტივობა, რაც ქმნის საფუძველს სტაფილოკოკური ეტიოლოგიის სამკურნალოდ გამოსაყენებლად. 5. პოლიეტიოლოგიიდან გამომდინარე მასტიტების ეფექტური მკურნალო- ბისათვის საჭიროა დაავადების აღმძვრელი სხვა ბაქტერიული პათოგენების საწინააღმდეგო ფაგების მოძიება და მკურნალობის ციკლში ჩართვა. გამოყენებული ლიტერატურა: 1. კვესიტაძე ი. ბაქტერიოფაგის გამოყენება ხბოს პარატიფისა და კოლიბაქ- ტერიოზის წინააღმდეგ. თბილისი, სახელმწიფო გამომცემლობა, 1952, 131 გვ. 2. Вечеркин А. С. Нерациональное использование антибиотиков в животноводстве // Ветеринария, 2004. №9. - С. 7. 3. Гусев А., Светог Э., Глязков Р., Теимуразов С., Приходько С., Павлов С. Мониторинг возбудителей бактериальных инфекции. Ж. Птицеводство, 2003. №2, 8-10. 4. Самадашвили М.С. Профилактическая эффективность пуллорного бактериофага. Тезисы 2-ой межведомст. Конф. По проблеме бактериофагии. Тбилиси, 1959, с. 84- 85. 5. Gerber J., Coffin S., Smathers S., Zaoutis T. Trends in the incidence of Methicillin- resistant Staphylococcus aureus Infection in Children’s Hospitals in the United States. Clein. Infect. Dis 2009. 49 (1): 65-71. 6. Schwarz S., Cardoso M., Blobel H. Plasmid medinted Chlorampheicol Resistance in Staphylococcus huicus. J. Gen. Microbiol 1989. N12, p. 3329-3336. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 285 Characteristics, antibiotic and phage susceptibility of staphylococci causing mastitis Kereselidze Maia1, Natidze Merab2, Uridia Rusudan1, Chulukhadze Ana1 1European University 2 Samtskhe – Javakheti State University Abstract The aim of the work is to isolate the pathogen based on the polyetiology of mastitis and the predominant role of staphylococci in the pathogenesis of the disease; to differentiate them by morphological, cultural and biochemical properties, and to study antibiotic and phage sensitivity. 13 strains of staphylococci were isolated and identified from milk samples. Among them, 8 St. aureus and 5 St. epidermidis field isolates. Their high sensitivity to doxycycline was revealed by the disk-diffusion method, the qualitative index of which was S. In addition, the polyresistance of some strains to azithromycin and streptomycin was determined to be 38.5-38.5%, and to amoxicillin to be 23.10%. In the process of research, the complete lability of all staphylococcal strains to phage (100%) was revealed. Only 7.7% of staphylococci were found to be resistant to septaphage. The results obtained demonstrate the high lytic activity of phages and the prospect of using them as a drug devoid of side effects for the treatment of animals suffering from mastitis. A significant advantage of bacteriophage over other drugs is that bacteria do not have the property of developing resistance to it. Keywords: resistance, isolate, strain, bacteriophage, antibiotic, identification, pathogen.