Microsoft Word - fullpdf07032025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 330 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 3, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.03.22 ფარმაკოლოგიურ პრეპარატ ,,ამფიცეზინის“ ზოგადტოქსიკური, ადგილობრივ გამაღიზიანებელი და მაალერგიზებელი მოქმედების ექსპერიმენტული შესწავლა ირაკლი ნადირაძე1, ნუგზარ ჯოგლიძე2, ნოდარ ჩიგოგიძე3, გიორგი გოგბაიძე2 1საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა ,,გიდმედი“ 2თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 3საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბსტრაქტი თაგვებზე ექსპერიმენტული კვლევისათვის დადგენილი იყო ,,ამფიცეზინის“ სადღეღამისო დოზა - 0,25 მლ/კგ. პრეპარატის მწვავე ტოქსიკურობა შესწავლილი იქნა ალბინოს თაგვებზე ფარმაკოლოგიური საშუალებების უსაფრთხოების წინაკლინიკური შეფასების წესების მიხედვით. კვლევის მიზანი იყო მწვავე ტოქსიკურობის სასიკვდილო დოზის (LD50) დადგენა და, ასევე, ტოქსიკურობის ცალკეული სიმპტომების რეგისტრაცია. დაკვირვება ხორციელდებოდა ,,ამფიცეზინის“ მიღებისას და ორი საათის განმავლობაში, რა დროსაც ინტეგრალური მაჩვენებლების არავითარი გადახრა ნორმიდან არ დაფიქსირებულა. დაკვირვების პერიოდში ყველა ცხოველი ჯანმრთელია, აქტიური, მათი ორიენტირება გარემოში, ყნოსვითი რეაქციები და მოძრაობითი უნარი ნორმაშია. დაკვირვების 14 დღის განმავლობაში ცხოველების დაცემა რეგისტრირებული არ არის. ,,ამფიცეზინის“ ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება შესწავლილი იქნა ორივე სქესის თეთრ თაგვებზე. ექსპერიმენტის დაწყებამდე 1 დღით ადრე ვახდენდით ცხოველების ზურგზე ბეჭებს შუა 2 სმ2 კანის დეპილაციას; ცხოველებს რანდომიზებულად განაწილებით 2 ჯგუფად და ვათავსებდით ერთნაირ პირობებში. შედეგად, კანის ზედაპირზე არ დაფიქსირებულა გაღიზიანების ან კონტაქტური დერმატიტის ნიშნები (ჰიპერემია, შეშუპება, ნაპრალები, სისხლჩაქცევები და ეპიდერმისის აქერცვლა). ,,ამფიცეზინის“ შესაძლო ალერგიული თვისებების გამოვლენისათვის გამოყენებული იქნა კანის სენსიბილიზაცია ხანგრძლივი ყოველდღიური აპლიკაციებით, რაც სავარაუდო ალერგიული თვისებების გამოსამჟღავნებლადაა მიღებული. შედეგად, 14-ჯერადი აპლიკაციის პროცესში, ისევე როგორც მისი შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში, გაღიზიანების ან დერმატოზის მოვლენები არ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 331 დაფიქსირებულა. ამგვარად, მიღებული შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ,,ამფიცეზინი“ არ ხასიათდება სენსიბილიზაციის გამომწვევი თვისებებით. ზოგადად, ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ფარმაკოლოგიურ პრეპარატ ,,ამფიცეზინს“ მწვავე ტოქსიკურობა, ალერგიულობა და ადგილობრივი გამაღიზიანებლობა არ ახასიათებს. საკვანძო სიტყვები: "ამფიცეზინი", თეთრი თაგვები, მწვავე ტოქსიკურობა, ადგილობრივად გამაღიზიანებელი თვისებები, მაალერგიზებელი მოქმედება კვლევა ტარდებოდა თეთრ თაგვებზე შემდეგი სქემით: 1. ,,ამფიცეზინი“-ს მწვავე ტოქსიკურობის შესწავლა. 2. ,,ამფიცეზინი“-ს გამაღიაზიანებელი თვისებების შესწავლა. 3. ,,ამფიცეზინი“-ს მაალერგიზებელი მოქმედების შესწავლა. 4. დასკვნა. 1. ,,ამფიცეზინი“-ს მწვავე ტოქსიკურობის შესწავლა თეთრ თაგვებზე დადგენილი იყო ,,ამფიცეზინი“-ს სადღეღამისო დოზა თაგვებისათვის 0,25 მლ/კგ. ფარმაკოლოგიურ პრეპარატ ,,ამფიცეზინი“-ს მწვავე ტოქსიკურობა შესწავლილი იქნა ალბინოს თაგვებზე ფარმაკოლოგიური საშუალებების უსაფრთხოების წინაკლინიკური შეფასების წესების მიხედვით. კვლევის მიზანი იყო მწვავე ტოქსიკურობის - სასიკვდილო დოზის (LD50) დადგენა და ასევე ტოქსიკურობის ცალკეული სიმპტომების რეგისტრაცია. მასალა და მეთოდიკა: დაკვირვება ტარდებოდა რანდომიზირებულ 12 თეთრ ლაბორატორიულ თაგვზე, რომლებიც განაწილდა 2 ჯგუფში თანაბარი რაოდენობით. სხეულის მასა ყველა ჯგუფში იდენტურია და საშუალოდ შეადგენს 25,2 + -1,7 გ-ს. ცხოველების შენახვა ხდებოდა ვივარიუმის პირობებში კარანტინის ვადებისა და კვების რაციონის სრული დაცვით. I ჯგუფის ცხოველებს ეძლეოდათ საკვლევი პრეპარატი 20-ჯერ გაზრდილი დოზით პერორალურად სასმელ წყალთან ერთად. II საკონტროლო ჯგუფის ცხოველებს ექსპერიმენტის პირობებით განსაზღვრულ დროში ეძლეოდათ ფიზიოლოგიური ხსნარი საკვლევი პრეპარატის გარეშე. დაკვირვება ხდებოდა საკვლევი პრეპარატის მიღებიდან 1- წუთის, 1, 2 ,4 საათის განმავლობაში და შემდეგ ყოველდღიურად დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 332 ,,ამფიცეზინი“-ს ზოგადრეზორბციული ტოქსიკური ეფექტების შეფასება ხდებოდა ირვინის შკალის მიხედვით: გარემოში გათვითცნობიერება, ორიენტირება და ყნოსვითი რეაქციები, განწყობა-ემოციურობა (მოუსვენრობის გაღრმავება, აგრესიულობა), მოძრაობითი უნარი; ცნს-ის აგზნება (შეკრთომა, კუდის გაშეშება, კანკალი, კრუნჩხვა); პოზა (პროსტრაცია, შებოჭილობა, კიდურების მდგომარეობა - მოხრილი, გაშლილი); მოტორული დისკოორდინაცია (ბარბაცი, უჩვეულო სიარული, დგომის რეფლექსი); კუნთოვანი ტონუსი (ჩაჭიდულობის ძალა, ჩაზნექილი ზურგი, მუცლის დაჭიმულობა); რეფლექსები (ნიჟარას, რქოვანას, იპსილატერული მოხრის რეფლექსი); ავტონომიური რეაქციები (გუგა, ქუთუთოები, ეგზოფთალმი, შარდვა, ნერწყვდენა, ცრემლდენა, აბურძგვნა, კანის ფერი ნიჟარაზე), ციანოზი ან ჰიპერემია, გულის ცემის და სუნთქვის სიხშირე, მყისიერი ან დაყოვნებული სიკვდილი. სხეულის მასის ნამატის კონტროლი ხორციელდებოდა ცდის დაწყების დღეს და შემდგომ ყოველ მე-7 დღეს. დაკვირვება ხორციელდებოდა საკვლევი პრეპარატის მიღებისას და ორი საათის განმავლობაში, რა დროსაც ინტეგრალური მაჩვენებლების არავითარი გადახრა ნორმიდან არ დაფიქსირებულა. დაკვირვების პერიოდში ყველა ცხოველი ჯანმრთელია, აქტიური. დაკვირვების მთელ პერიოდში საცდელი ცხოველების ორიენტირება გარემოში, ყნოსვითი რეაქციები და მოძრაობითი უნარი ნორმაშია. არ აღინიშნება მოუსვენრობა და აგრესიულობა, შენარჩუნებულია ნორმალური პოზა, მოტორული აქტიურობა, კუნთოვანი ტონუსი, რეფლექსები გარე გაღიზიანებაზე (ხმაური, სინათლე, შეხება, ტკივილი). ავტონომიური რეაქციები ნორმის ფარგლებშია, სუნთქვისა და გულისცემის სიხშირე საწყის მაჩვენებლებს შეესაბამება. თვალით შესამჩნევი გამოვლინებები არ აღინიშნება. თაგვების სხეულის წონის ნამატი არ განსხვავდებოდა საკონტროლო ჯგუფის მაჩვენებლებისაგან. თაგვები ნორმალურად მოიხმარდნენ საკვებსა და წყალს. დაკვირვების 14 დღის განმავლობაში ცხოველების დაცემა რეგისტრირებული არ არის. თაგვების კვდომის არარსებობის შედეგად შეუძლებელი გახდა LD50-ის ზუსტი გათვლა. მაკროსკოპულად: თაგვების ბეწვის საფარი სუფთა, სწორი განლაგება, კიდურებისა და ყურების კანი ვარდისფერი, სუფთა. დათვალიერებისას თმის ბუდობრივი ცვენის კერები არ იყო აღმოჩენილი. ბუნებრივი ხვრელებიდან გამონადენი არ აღენიშნებათ. შინაგანი ორგანოები განლაგებულია სწორად. ქსოვილები სუფთა, ცხიმოვანი ქსოვილი საშუალოდაა განვითარებული. სეროზული გარსების ზედაპირი ნამიანი, კრიალა, გარსები გამჭვირვალეა. მიოკარდიუმი მკვრივი, პარკუჭების ღრუ ცარიელია, ენდოკარდიუმი სუფთა. ფილტვები ვარდისფერი, ჰაეროვანი (წყალში არ იძირება), პარენქიმაში სისხლჩაქცევები არ აღინიშნება. ღვიძლი და ელენთა გადიდებული არ არის. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 333 ზედაპირი სადა, ნამიანი, კრიალა, განაკვეთზე ანაფხეკს არ იძლევა. თირკმლების კაფსულა ადვილად სცილდება, ორივე თირკმლის ზედაპირი სადა, განაკვეთზე ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერება ადვილად გასარჩევია. შარდის ბუშტი სავსეა, შარდი გამჭვირვალე. 2. ,,ამფიცეზინი“-ს ადგილობრივად გამაღიზიანებელი თვისებების შესწავლა ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება შესწავლილი იქნა ორივე სქესის თეთრ თაგვებზე (ნ=12, სხეულის მასა 28,2 + - 2,4 გ). ექსპერიმენტის დაწყებამდე 1 დღით ადრე ვახდენდით ცხოველების ზურგზე ბეჭებს შუა 2 სმ2 კანის არის დეპილაციას. ცხოველებს რანდომიზებულად ვანაწილებდით 2 ჯგუფად (ნ=6) და ვათავსებდით ერთნაირ პირობებში. 24 საათის შემდეგ ვახდენდით საკვლევი პრეპარატის 0.05 მლ/ცხოველზე 1% ხსნარის (საცდელი ჯგუფი) ან ფიზიოლოგიური ხსნარის იგივე რაოდენობით (საკონტროლო ჯგუფი) შეზელას. შემდეგ დაკვირვებას ვაწარმოებდით 3 დღის განმავლობაში. მე-4 დღეს ხდებოდა ,,ამფიცეზინი“-ს ხსნარის განმეროებითი აპლიკაცია 10-ჯერ გაზრდილი დოზით (0.5 მლ ცხოველზე) შემდგომი დაკვირვებით კვლავ 3 დღის განმავლობაში. შედეგები: ყველა ცხოველის ზოგადი მდგომარეობა, მოძრაობითი აქტივობა, საკვებისა და წყლის მოხმარება ცდის განმავლობაში უცვლელი აღმოჩნდა. არც აპლიკაციის დღეს და არც შემდგომ პერიოდში კანზე გაღიზიანების ნიშნები არ გამოვლენილა. ამავე ზედაპირის განმეორებითმა დამუშავებამ პროდუქტის 10- ჯერ გაზრდილი დოზით არ გამოავლინა ცვლილებები ქცევასა და ზოგად მდგომარეობაში. კანის ზედაპირზე არ დაფიქსირებულა გაღიზიანების ან კონტაქტური დერმატიტის ნიშნები (მკვეთრი ჰიპერემია, შეშუპება, ზედაპირული ნაპრალები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები ან ეპიდერმისის აქერცვლა). დასკვნა: ფარმაცევტული პრეპარატი ,,ამფიცეზინი“ არ იწვევს კანის გაღიზიანებას და კონტაქტური დერმატიტის განვითარებას ვირთაგვებში და შესაბამისად არ ხასიათდება ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედებით. 3. ,,ამფიცეზინი“-ს მაალერგიზებელი მოქმედების შესწავლა პროდუქტის შესაძლო ალერგიული თვისებების გამოვლენისათვის გამოყენებული იქნა კანის სენსიბილიზაცია ხანგრძლივი ყოველდღიური აპლიკაციებით, რაც სავარაუდო ალერგიული თვისებების გამოსამჟღავნებლადაა მიღებული. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 334 მასალა და მეთოდები: ცდებში გამოყენებულ იქნა ორივე სქესის უჯიშო თეთრი ლაბორატორიული თაგვები (ნ=10, სხეულის საშუალო მასა 25,2 + -2,6 გ). ექსპერიმენტის განმავლობაში ცხოველები იმყოფებოდნენ ვივარიუმის პირობებში, კვების სტანდარტული რაციონი დაცული იყო. ექსპერიმენტის დაწყებამდე 1 დღით ადრე ვახდენდით ცხოველების მარჯვენა ბეჭის არეში კანის დაახლოებით 2 სმ2 დეპილაციას. მომდევნო 14 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ხდებოდა პრეპარატის 1% ხსნარის 0,1მლ შეზელა და დამუშავებული ზედაპირის დათვალიერება. ასევე ყოველდღიურად ფასდებოდა ცხოველების ზოგადი მდგომარეობა და ქცევა. პირველი აპლიკაციიდან მე-7 დღეს ყველა ცხოველზე მოვახდინეთ სიმეტრიული მარცხენა ბეჭის დეპილაცია და 24 საათის შემდეგ პრეპარატის 10- ჯერ გაზრდილი ,,კრიტიკული“ (10% ხსნარის 0,1 მლ) ერთჯერადი დოზის შეზელა სენსიბილიზაციის გამოსავლენად. შესაძლო დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციებისა ან დაყოვნებული ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენის მიზნით კანზე ზედაპირული დაკვირვება ვაწარმოეთ ,,კრიტიკული“ დოზის აპლიკაციიდან პირველად 30-ე წუთზე, ხოლო შემდეგ 24, 48 და 72 სთ-ის შემდეგ. თაგვის კანში ,,ამფიცეზინი“-ს 14-ჯერადი აპლიკაციის პროცესში ისევე, როგორც მისი შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში, გაღიზიანების ან დერმატოზის მოვლენები არ იყო შემჩნეული; ბეწვის განახლება ინტენსიური იყო, რის გამოც აღნიშნული 14 დღიანი პერიოდის განმავლობაში განმეორებითი დეპილაცია გახდა საჭირო. დამუშავებულ კანზე ,,კრიტიკული“ დოზის შეზელამ არ გამოიწვია არც დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციები 30 წუთის ფარგლებში, არც მოგვიანებით ვადებში დაყოვნებული ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, რომლებიც ზედაპირის გაწითლებით, შეშუპებით ან წვრილი წერტილოვანი დესკვამაციით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარად, მიღებული შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკნვათ, რომ ფარმაკოლოგიური პრეპარატი ,,ამფიცეზინი“, არ ხასიათდება სენსიბილიზაციის გამომწვევი თვისებებით და, ამგვარად, განმეორებითი გამოყენებისას ალერგიული მოქმედება არ ექნება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ არ არის გამორიცხული ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება. 4. დასკვნა ამრიგად, ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ფარმაკოლოგიურ პრეპარატ ,,ამფიცეზინს“ მწვავე ტოქსიკურობა, ალერგიულობა და ადგილობრივი გამაღიზიანებლობა არ ახასიათებს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 335 გამოყენებული ლიტერატურა 1. Nadiradze I.; Chigogidze N. Creation of new metastasis inhibitors and oncological diseases Chemotherapy. Georgian patent: P20197005 B (17.07.2019). 2. Nadiradze I.; Chigogidze Nk. Essentially new inhibitors of metastasis of malignant tumors for chemotherapy-sparing treatment//Global J. of Cancer Therapy - USA2021, 7(1): 016- 030. 3. Nadiradze I.; Chigogidze N. ,,AMPHICEZINE”. New approaches to fighting cancer preliminary Theoretical and experimental (in vitro) message. Georgian Medical news. Tbilisi-New York, 2021 N9(318), 156-159. 4. Otulakowski L., Trzebicka B. Aggregation of Thermoresponsive Polymethacrylates in a Dulbecco’s Modified Eagle Medium and its Salts. Polymers (Basel). 2023 Aug 29;15(17):3587. doi: 10.3390/polym15173587. 5. Cereceda L., Cardenas JC, Khoury M, Silva-Pavez E, Hidalgo Y. Impact of platelet-derived mitochondria cransfer in the metabolic profiling and progression of metastatic MDA- MB-231 human triple-negative breast cancer cells. Front Cell Dev Biol. 2024 Jan 12; 11:1324158. doi: 10.3389/fcell.2023.1324158.