Microsoft Word - fullpdf07042025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 268 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 4, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.04.15 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ფორმირებისა და რეფორმის ძირითადი ტენდენციები, მიზნები და ამოცანები მარიამ შავლაყაძე სამართლის მაგისტრი, კიოლნის უნივერსიტეტი, გერმანია აბსტრაქტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კვლავმოპოვების შემდეგ შეიქმნა. საბჭოთა სოციალისტური წყობა სამეწარმეო სამართლის განვითარების შესაძლებლობას არ იძლეოდა. შესაბამისად, საქართველოს სამეწარმეო ურთიერთობების საკანონმდებლო რეგლამენტირების მწირი გამოცდილება გააჩნდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ცვალებადი პოლიტიკურ- სამართლებრივი და ეკონომიკური ვითარება მოითხოვდა ახლად შექმნილი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ნორმების ხშირ ცვლილებასა და განახლებას, რათა საქართველოს სამეწარმეო სამართალი დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს სახელმწიფოთა სამართალთან თანხვედრაში მოსულიყო. გლობალური ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ცვლილებები ეხებოდა არა მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ცალკეულ ნორმებს, არამედ ხდებოდა სამეწარმეო სამართლის სისტემური ცვლილება, კონტინენტური ევროპისა და ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემებს შორის. კანონმდებლობის ხშირ ცვალებადობასთან ერთად, არც განვითარებული სასამართლო პრაქტიკა არსებობდა. ყოველივე ამან შექმნა ქაოტური და ხარვეზიანი სამართლებრივი რეგულირება, რამაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ისევ დააყენა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროების პირისპირ. წინამდებარე ნაშრომი აღწერს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განვითარების გზას, დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან დღემდე. წარმოჩენილი იქნება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის განვითარების ზოგადი ტენდენციები, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულებაზე, რაც „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის შექმნის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 269 ერთ-ერთ მნიშვნლოვან საფუძველს წარმოადგენს. გაანალიზდება საკანონმდებლო ხარვეზები, რამაც სისტემური რეფორმის აუცილებლობა განაპირობა ახალი კანონის შექმნის სახით. ნაშრომში თავდაპირველად განხილული იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ისტორიული წანამძღვრები. შეფასდება სამეწარმეო ურთიერთობების ახლებური საკანონმდებლო რეგულირების საჭიროება, პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსული ქვეყნისთვის. საუბარი იქნება სამეწარმეო საქმიანობის მომწესრიგებელ თავდაპირველ საკანონმდებლო აქტებზე, აგრეთვე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ცალკე კანონად, ერთიან კოდიფიცირებულ აქტად, ჩამოყალიბებაზე. ნაშრომის მომდევნო ნაწილში წარმოდგენილი იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განვითარების ძირითადი ტენდენციები. საუბარი იქნება რეგულირების და დერეგულირების რეჟიმების ცვლაზე „მეწარმეთა შესახებ“ კანონში და, საბოლოო ჯამში, კანონის რეფორმირების საჭიროებაზე. გაანალიზდება, ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მოსალოდნელი ეფექტები, ისევე როგორც, რეგულირებადი რეჟიმის შემოღების მნიშვნელობის საკითხი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის. ნაშრომის მომდევნო ნაწილებში საუბარი იქნება მეწარმე სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მომწესრიგებელი ნორმები, ისევე როგორც, კორპორაციის მართვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები. აღწერილი იქნება სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების, „წინარე საზოგადოებისა“ და საწესდებო კაპიტალის მომწესრიგებელი ნორმების ცვლილებების ძირითადი მიმართულებები, ისევე როგორც, კორპორაციული მართვისა და კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები, კორპორაციული მართვის სისტემებისა და მმართველი ორგანოების ურთიერთმიმართების, აგრეთვე, ეფექტური კორპორაციული მართვის კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ევროკავშირის საკორპორაციო სამართლის დირექტივებთან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დაახლოების ვალდებულებაზე და, აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის რეფორმირების აუცილებლობაზე. ევროკავშირის საკორპორაციო სამართლის დირექტივები საზოგადოების დაფუძნების ეტაპზე განსაზღვრულ მოთხოვნებს ადგენს. გარდა ამისა, საზოგადოების მარეგისტრირებელი კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ხარვეზებით იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შემცველი იყო, აგრეთვე, კორპორაციის მართვასა და კონტროლთან დაკავშირებული ნორმები, რაც, ხშირად, მრავალ სამართლებრივ ჩიხს ქმნიდა. ამდენად, არჩევანი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 270 სწორედ ამ საკითხების საკანონმდებლო რეგულირების ცვლილებებისა და განვითარების განხილვა-გაანალიზებაზე გაკეთდა. საკვანძო სიტყვები: სამეწარმეო სამართალი, ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის საკორპორაციო სამართლის დირექტივები, სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, კორპორაციის მართვა და კონტროლი, ახალი კანონი „მეწარმეთა შესახებ“. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ისტორიული წანამძღვრები  საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა და პირველი სამართლებრივი აქტები სამეწარმეო სამართალში სამეწარმეო სამართლის განვითარება საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, იწყება. ისტორიულად, საქართველოში არსებობდა სავაჭრო ურთიერთობების მომწესრიგებელი გარკვეული სამართლებრივი აქტები. თუმცა, არ არსებობდა, ერთიანი, რაიმე სახის სახელმწიფო სამართლებრივი აქტი სავაჭრო- წარმოებითი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.1 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საჭირო გახდა სოციალისტური წყობიდან კაპიტალისტურ რელსებზე გადასვლა, როგორც ამას გლობალური ეკონომიკური კონკურენცია მოითხოვდა. საბჭოთა კავშირში არსებული დირიჟიზმული ეკონომიკისთვის, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, გარკვეული წანამძღვრები და წესები იყო დამახასიათებელი.2 საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია არსებული ბაზრების, სავაჭრო გზების, კორპორაციული ურთიერთობების სრულად განადგურება და მოშლა.3 შესაბამისად, ახალ ეკონომიკურ წყობაზე გადასვლა საქართველოს სრულიად განადგურებული და მოშლილი ეკონომიკის საფუძველზე მოუწია. აუცილებელი გახდა ქვეყანაში მთელი რიგი ეკონომიკური გარდაქმნები.4 ეკონომიკური გარდაქმნებისთვის კი საჭიროა სათანადო სამართლებრივი ბაზის შექმნა და გამაგრება, მით უმეტეს აუცილებელია ძლიერი სამართლებრივი ბაზის შექმნა გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მეტად რთულ პერიოდში.5 1 ბურდული, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში, თავი III, გვ. 56. 2 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი I, გვ. 8. 3 იქვე. 4 ბურდული, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში, თავი III, გვ. 60. 5 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 271 სამეწარმეო სამართლის სამართლებრივი ბაზის შექმნა, აღნიშნული ეკონომიკური რეალობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველივე წლებში დაიწყო. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 25 ივლისს მიიღო კანონი „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“. გარდა ამისა, მომდევნო წლებში, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ გამოსცა რამდენიმე დადგენილება: „ადგილობრივი (მუნიციპალური) საწარმოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, „ინდივიდუალური მეწარმეობისა და ინდივიდუალური საწარმოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ და ასე შემდეგ. აღნიშნული დადგენილებები მიღებული იქნა დასახელებული კანონის საფუძველზე და წარმოადგენდნენ შემვსებ დადგენილებებს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობაზე დამატებით მოწესრიგებას ადგენდნენ.6 „ინდივიდუალური მეწარმეობისა და ინდივიდუალური საწარმოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აქტს ინდივიდუალურ საწყისებზე, შესაძლებლობებზე ორიენტირებული პირების სამეწარმეო საქმიანობისთვის საფუძველი უნდა შეექმნა.7 ამდენად, მცდელობა იმისა, რომ სამეწარმეო სამართალში კერძო ინიციატივა მთლიანად, უპირველეს ყოვლისა, ცალკეულ ადამიანებზე გადასულიყო, თავიდანვე იყო.8 „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აქტით კი ქართველმა კანონმდებელმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ამ ორგანიზაციულ- სამართლებრივ ფორმას, როგორც, შეიძლება ითქვას, ყველაზე მოქნილ, საშუალო საწარმოსთვის დამახასიათებელ ფორმას.9 „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონი განსაზღვრავდა სამეწარმეო საქმიანობის ცნებას და მისი მოწყობის ორგანიზაციულ- სამართლებრივ ფორმებს.10 იგი ითვალისწინებდა საწარმოთა 19 ფორმას, თუმცა გარკვევით ვერ მოხაზავდა მათ.11 ამრიგად, დღეისათვის გაბატონებული Numerus Clausus-ის პრინციპი, იმ დრისათვის, ჯერ კიდევ არ მოქმედებდა.12 კანონი, მეწარმე სუბიექტთა დაფუძნების, რეგისტრაციის, მათი ფორმების, შიდაორგანიზაციული სტრუქტურისა და გადაწყვეტილების მიღების წესის გარდა, მოიცავდა საქართველოს სამოქალაქო და შრომის კოდექსებით, გარემოს დაცვითი, 6 ცერცვაძე, სამეწარმეო სამართლის განვითარების საჯარო და კერძოსამართლებრივი ასპექტები, კრებულში: ლადო ჭანტურია 50, საიუბილეო გამოცემა, 2013, 7, გვ. 8-9. 7 ბურდული, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში, თავი III, გვ. 61-62. 8 იქვე, გვ. 62. 9 იქვე. 10 იქვე, გვ. 61. 11 იქვე. 12 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 272 საგადასახადო, სალიცენზიო და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით, ისევე როგორც, სხვა სპეციფიკური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს.13 ამრიგად, კანონი მოიცავდა კერძო და საჯარო-სამართლებრივი ნორმების მთელ სპექტრს. იგი უფრო პოლიტიკურ- საჯარო ხასიათის აქტი იყო, ვიდრე კერძო სამართლის კანონი.14 მისით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების რეგლამენტაციისთვის სამთავრობო დადგენილებები და სხვა კანონქვემდებარე აქტები გამოიცემოდა.15 სამართლებრივ სახელმწიფოში კი, სადაც აღიარებულია კანონის უზენაესობა, აუცილებელია მეწარმეთა სტატუსის კანონით განსაზღვრა და არა კანონქვემდებარე დოკუმენტებით.16 ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადი რეგულირების ხასიათი, რომელიც კანონმა, წმინდა სამეწარმეო სამართლებრივ ნორმებთან ერთად სამოქალაქო და სხვა სპეციალური კერძო-სამართლებრივი ნორმებისა და საჯარო- სამართლებრივი ნორმების მთელი სპექტრის მოცვით, შეიძინა, მის მთავარ ნაკლს წარმოადგენდა, ვინაიდან აუცილებელი ხდებოდა რეგულირების მიღმა დარჩენილი საკითხების კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრა. ზემოთ დასახელებული სამთავრობო დადგენილებები, როგორც ზემოთ ითქვა, სწორედ „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონის რეგულირების მიღმა დარჩენილი საკითხების მოწესრიგების ფუნქციის მატარებელი იყო. ამრიგად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონი იყო სავაჭრო-წარმოებითი ურთიერთობების მომწესრიგებელი პირველი საკანონმდებლო აქტი. იგი არ წარმოადგენდა ერთიან საკანონმდებლო აქტს სამეწარმეო სამართალში, რადგან საზოგადოებათა შესახებ არსებობდა ცალკე სამართლებრივი აქტები. თუმცა კანონი არ გამოირჩეოდა სრულყოფილებით, მისი მიღება, სამეწარმეო სამართლის განვითარების კუთხით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და კანონმდებლობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიდა.  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ჩამოყალიბება სამეწარმეო სამართლის განვითარების კუთხით მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, 1994 წლის 28 ოქტომბერს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება იყო. კანონის მიღებას წინ უძღოდა განსაზღვრა იმისა, თუ რომელი სამართლებრივი სისტემის თუ ქვეყნის კანონმდებლობის რეცეფცია უნდა 13 ცერცვაძე, სამეწარმეო სამართლის განვითარების საჯარო და კერძოსამართლებრივი ასპექტები, კრებულში: ლადო ჭანტურია 50, საიუბილეო გამოცემა, 2013, 7, გვ. 9. 14 ჭანტურია, კანონი „მეწარმეთა შესახებ” და საკორპორაციო სამართლის წარმოშობა საქართველოში, კრებულში: სერგო ჯორბენაძე 70, საიუბილეო კრებული, 1996, 32, გვ. 36. 15 იქვე. 16 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 273 მომხდარიყო და, შესაბამისად, როგორი რეგულირება უნდა ჰქონოდა სამეწარმეო კანონმდებლობას. ტრადიციულად, საქართველო კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემას მიეკუთვნებოდა, განსაკუთრებით ახლოს კი იგი გერმანულ სამართალთან იდგა.17 შესაბამისად, გადაწყდა გერმანულ სამეწარმეო სამართალზე და მის რეცეფციაზე აქცენტის გაკეთება.18 გერმანული სამეწარმეო სამართლის მსგავსად, სადაც სავაჭრო და საზოგადოებათა სამართალი გამიჯნულია სამოქალაქოსგან, მოხდა სამეწარმეო სამართლის ცალკე კანონის მიღება.19 თუმცა, განსხვავებით გერმანიისაგან, სადაც კერძო სამართლი დუალისტურ სისტემას ეფუძნებოდა, ანუ ცალკე მოქმედებდა სავაჭრო კოდექსი, ქართველმა კანონმდებელმა კერძო სამართლის დუალისტური მოდელი უარყო.20 სამოქალაქო კოდექსში სამეწარმეო სამართალის რეგულირებას მრავალი ქვეყანის კანონმდებლობა ითვალისწინებს. თუმცა, მსგავსი სახის ჰიბრიდული წარმონაქმნის21 შექმნაზე ქართველმა კანონმდებელმა მიზანმიმართულად თქვა უარი. აღსანიშნავია, რომ კოდექსში არსობრივად, ორგანულად ერთმანეთთან დაკავშირებული ნორმები მოიაზრება, რაც სამოქალაქო კოდექსზე მუშაობისას გაითვალისწინა ქართველმა კანონმდებელმა.22 სამოქალაქო კოდექსით რომელიმე სპეციალური კერძო სამართლის მოწესრიგების შემთხვევაში მართებულად ჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლება კოდექსმა დაიტიოს ყველა სპეციალური სამართალი?23 აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ სამეწარმეო სამართლის თავდაპირველ კანონში, „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“, წმინდა სამეწარმეო- სამართლებრივ ნორმებთან ერთად თავმოყრილი იყო როგორც სამოქალაქო და სპეციალური კერძო-სამართლებრივი ნორმები, ასევე საჯარო-სამართლებრივი ნორმები. მრავალი წმინდა სამეწარმეო სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება კი, დამატებით, სხვა სამართლებრივი აქტებით ხდებოდა. აღნიშნული, კანონის მნიშვნელოვან ხარვეზად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, სამეწარმეო სამართლის ახალ კანონს უნდა მოეხდინა ამ ხარვეზის გამოსწორება. სამეწარმეო სამართლის სამოქალაქო კოდექსში შეტანის შემთხვევაში კი შესაძლებელია ცალკე აქტების მიღების საჭიროება კვლავ დამდგარიყო. 17 ბურდული, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში, თავი III, გვ. 62. 18 იქვე. 19 ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, თავი IV, გვ. 197. 20 ბურდული, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში, თავი III, გვ. 62-63. 21 ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, თავი IV, გვ. 198. 22 იქვე. 23 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 274 ქართველმა კანონმდებელმა გერმანული სამართლისგან განსხვავებული მიდგომა აირჩია და უარი თქვა სამოქალაქო კოდექსის გვერდით სავაჭრო კოდექსის რეგულირების დადგენაზე. ამგვარ კერძო სამართლის დუალისტურ მოდელს, გარდა წმინდა თეორიულ-დოგმატური მნიშვნელობისა, სხვაგვარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნდა.24 სამაგიეროდ, ასეთმა დაყოფამ პოსტსაბჭოთა სამართალში დაამკვიდრა სრულიად მცდარი და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელი კონცეფცია კანონთა იერარქიის შესახებ, რაც კოდექსის, განსაკუთრებით სამოქალაქო კოდექსის, უპირატესობაში ვლინდება სხვა კანონებთან შედარებით.25 შედეგად, მცირდება სხვა კანონების როლი, სამოქალაქო კოდექსებს კი უჩნდებათ ყოვლისმომცველი აქტის პრეტენზია და იტვირთება საცნობარო ხასიათის დებულებებით.26 საბოლოო ჯამში, კოდექსებს ზოგადი ნორმები შერჩებათ, ხოლო პრაქტიკისთვის რეალური მნიშვნელობის მქონე ნორმები მოექცევა „მეორეხარისხოვან კანონებში“.27 ასეთი საკანონმდებლო ტექნიკის შედეგად, იქმნება ვითარება, როდესაც ერთსა და იმავე საკითხს რამდენიმე საკანონმდებლო აქტი არეგულირებს. ასეთი პარალელური ნორმები, როგორც წესი, ხშირად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და პრაქტიკაში ელემენტარული საკითხების მოწესრიგებას ართულებენ.28 თუკი რომელიმე საკითხი მოწესრიგებულია კანონით, ეს საკითხი კანონში სრულად უნდა იყოს მოწესრიგებული და იგივე საკითხებს არ უნდა ეხებოდეს პარალელური კანონი.29 ამ მიდგომას იზიარებს ქართველი კანონმდებლი და თავიდან იცილებს საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებულ აღნიშნულ ორაზროვნებასა და გაურკვევლობას. სამეწარმეო კანონმდებლობის შექმნისას, პოლიტიკის შემმუშავებელმა პირებმა საქართველოში, განსხვავებით დსთ-ს წევრი ზოგიეთი ქვეყნისაგან, ტრადიციული მარეგულირებელი ნორმების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის დრო და სახსრები არ დაკარგეს და თანამედროვე დასავლურ სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობის მაქსიმალურად მიღწევას შეეცადნენ.30 აგრეთვე, მიუხედავად დასავლურ სამართალთან, განსაკუთრებით გერმანულ სამართალთან სიახლოვისა, კანონმდებელი შეეცადა კანონს საკუთარი თვითმყოფადობა ჰქონოდა 24 ჭანტურია, კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და საკორპორაციო სამართლის წარმოშობა საქართველოში, კრებულში: სერგო ჯორბენაძე 70, საიუბილეო კრებული, 1996, 32, გვ. 37. 25 იქვე. 26 იქვე. 27 იქვე. 28 ჭანტურია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, კრებულში: სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, წიგნი III, 2015, 650, გვ. 653. 29 იქვე, გვ. 653-654. 30 ბეთანელი/მასბაუმი, საკორპორაციო სამართალი საქართველოში, ჟურნალში: ქართული სამართლის მიმოხილვა, N 2-3, 2003, 278, გვ. 278. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 275 შენარჩუნებული. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი გერმანელ მეცნიერებთან თანამშრომლობაში შექმნილი ქართული კანონია და არა გერმანული კანონი.31 მისი მსგავსი ერთიანი აქტი არ არსებობს გერმანიასა თუ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების სამართალში.32 დასავლეთ ევროპის ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით,33 ქართველი კანონმდებელი შეეცადა საქართველოში იმ პერიოდში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეექმნა. შესაბამისად, უარი თქვა დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის სამართლის ზუსტი ანალოგის გადმოღებაზე და სხვადასხვა ევროპული სამართლებრივი აქტებიდან ამოკრებილი ნორმებით შექმნა ერთიანი საკანონმდებლო აქტი. კანონის სახელწოდებად თავდაპირველად სხვადასხვა ვარიანტები განიხილებოდა: „კანონი სამეწარმეო საზოგადოებების შესახებ“, „კანონი საწარმოთა შესახებ“, „მეწარმეობის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“.34 საბოლოო ჯამში, კანონს დაერქვა „მეწარმეთა შესახებ“, რადგან ეს სახელწოდება უკეთ გამოხატავს კანონის არსსა და მიზანს. კანონი, სწორედ, მეწარმეთა მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს აწესრიგებს და მათ სტრუქტურას განსაზღვრავს.35 ხოლო ინდივიდუალური მეწარმე კი არ წარმოადგენდა „საზოგადოებას“.36 გარდა ამისა, მეწარმეობა ამ კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს ცდება და, ფაქტიურად, მოიცავს ყველა იმ სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომელსაც სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს.37 მეწარმეობა, სამეურნეო საქმიანობა, გულისხმობს ასევე საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებსაც.38 ამდენად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, უარყოფილი იქნა ყველა სხვა შემოთავაზებული ვარიანტები და კანონს დაერქვა „მეწარმეთა შესახებ“. „მეწარმეთა შესახებ“ კანონს კანონმდებელმა გამორჩეული სტრუქტურა შეუქმნა. ფაქტობრივად, ესაა კოდექსი თავისი წყობით.39 კანონი დაყოფილია ზოგად და სპეციალურ ნაწილებად. ზოგადი ნაწილის ნორმები საერთოა სპეციალურ ნაწილში მოცემული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისთვის. შესაბამისად, ის რაც მოცემულია ზოგადში, სპეციალურ ნაწილში აღარ მეორდება.40 ზოგად ნაწილს 31 ჭანტურია, კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და საკორპორაციო სამართლის წარმოშობა საქართველოში, კრებულში: სერგო ჯორბენაძე 70, საიუბილეო კრებული, 1996, 32, გვ. 34. 32 იქვე. 33 იქვე. 34 იქვე, გვ. 34-35. 35 იქვე, გვ. 35. 36 იქვე, გვ. 34. 37 იქვე, გვ. 35. 38 იქვე. 39 ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, თავი IV, გვ. 199. 40 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 276 შეთვისებული აქვს საუკეთესო ნორმები ევროპული სავაჭრო კოდექსებიდან, უპირატესად გერმანულიდან, ხოლო სპეციალურ ნაწილს კი გერმანიის საზოგადოებათა სამართლიდან.41 ზოგადად, სავაჭრო სამართალმა დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს სამოქალაქო სამართალზე. შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო სამართლიდან გარკვეული ნორმები რეცეფცირებულ იქნა თვით საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.42 ასეთი ნორმები მრავლად გვხვდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა ნაწილებში. ამრიგად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ჩამოყალიბდა, როგორც სამეწარმეო სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი ერთიანი საკანონმდებლო აქტი. მაშინ, როდესაც გერმანულ სამართალში ცალკეული საზოგადოებებისთვის ცალკე კანონები მოქმედებდა, საქართველოში შეიქმნა ერთიანი კანონი, რომელმაც მოიცვა ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მოახდინა მათი რეგულირება. ასეთი ინოვაციური კანონის შექმნა, განსაკუთრებით იმ დროისათვის, სამეწარმეო სამართლის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განვითარების ტენდენციები  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის განვითარების ეტაპები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, მისი მიღების დღიდან დღემდე, არაერთხელ გახდა მნიშვნელოვანი ცვლილებების საგანი. ამ მხრივ, უნდა გამოიყოს სამი ძირითადი პერიოდი: 1994 წლიდან, ანუ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიღებიდან, 2008 წლამდე, 2008 წლიდან 2014 წლამდე და 2014 წლიდან დღემდე.43 კანონის ევოლუციის აღნიშნული პერიოდების განმავლობაში, კანონი დგებოდა სამართლებრივი სისტემის ცვლილების წინაშე. პირველ ეტაპზე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი იხრებოდა კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახისკენ. მომდევნო პერიოდიდან, კანონმა ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემისკენ აიღო გეზი. საბოლოო ეტაპზე, 2014 წლიდან, კვლავ კონტინენტური ევროპის სამართლის მიმართულება იქნა არჩეული. ევროპულ სამართალთან სამეწარმეო კანონმდებლობის დაახლოება, აგრეთვე, 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით განისაზღვრა. პირველ ეტაპზე, 1994 წლიდან, „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა გეზი ევროპული, მეტწილად, გერმანული სამართლისკენ აიღო. კანონმა მეწარმე სუბიექტთა 41 იქვე. 42 ბურდული, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში, თავი III, გვ. 76-77. 43 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი I, გვ. 13. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 277 საქმიანობის მომწესრიგებელი, გერმანული მოდელისთვის დამახასიათებელი, იმპერატიული ნორმები დაადგინა.44 „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა Numerus Clausus- ის პრინციპი შემოიღო და იმპერატიულად განსაზღვრა ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმების ამომწურავი ჩამონათვალი. კანონმა ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმები ამხანაგური და კაპიტალური ტიპის საზოგადოებებად დაყო და თითოეული ფორმისთვის, მეტწილად, იმპერატიული მოწესრიგება დაადგინა. თუმცა, კანონი დისპოზიციური მოწესრიგების რეჟიმსაც სათანადო ადგილს უთმობდა.45 დისპოზიციური მოწესრიგების რეჟიმი განსაკუთრებით ეხებოდა ამხანაგურ ე.წ. პერსონაფიცირებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს და, ასევე, უფრო პერსონაფიცირებული პარტნიორული სტრუქტურის მქონე შპს-ს.46 იმპერატიული ნორმები უფრო ჭარბობდა კაპიტალური ტიპის საზოგადოებებში, ძირითადად სს-სა და რეგისტრირებული კოოპერატივის სამეწარმეო ფორმებში.47 მომდევნო ეტაპზე, 2008 წლიდან, „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა გეზი ამერიკული სამართლისკენ აიღო. კანონი, მეტწილად, დისპოზიციური მოწესრიგების რეჟიმისკენ იხრებოდა. შესაბამისად, საკითხთა მნიშვნელოვანი ნაწილი პარტნიორთა შორის შეთანხმებით, წესდებით, რეგულირებას ექვემდებარებოდა. დერეგულირებადი რეჟიმის შემოღების მიზანი სამეწარმეო საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის „გამარტივება“ და მეწარმეობის წახალისება იყო. ეკონომიკური აღმავლობის მიღწევა კი, რაც სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეწყობით უნდა მომხდარიყო, იმ დროისათვის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენდა. თუმცა, დერეგულირების დროს აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს განვითარებული სასამართლო პრაქტიკა, სამართლებრივი სისტემის სპეციფიკა და განვითარებული კაუტელარული იურისპრუდენცია.48 წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკული სამართლებრივი მიდგომების გადმოღებით, ამერიკული სამართლის მსგავსი მოდელის ნაცვლად, იქმნება სრულიად მოუწესრიგებელი და ქაოტური სამართლებრივი რეჟიმი. საქართველო კი ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, სადაც განვითარებული სასამართლო პრაქტიკა მოქმედებს.49 ამდენად, საკანონმდებლო ნორმების გაუქმებით ქვეყანაში იქმნება არაპროგნოზირებადი სამართლებრივი გარემო. შესაბამისად, მეწარმეობის წახალისების ნაცვლად, დერეგულირებადი რეჟიმის შემოღება ინვესტიციების განხორციელების ხელის 44 ცერცვაძე, სამეწარმეო სამართლის განვითარების საჯარო და კერძოსამართლებრივი ასპექტები, კრებულში: ლადო ჭანტურია 50, საიუბილეო გამოცემა, 2013, 7, გვ. 13. 45 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი I, გვ. 13. 46 იქვე. 47 იქვე. 48 იქვე, გვ. 32. 49 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 278 შემშლელ ფაქტორად გვევლინება და მას ვერ ექნება დადებითი ეკონომიკური ეფექტი. საბოლოო ეტაპზე, 2014 წლიდან, კვლავ ევროპული, რეგულირებადი სამართლის მიმართულება იქნა არჩეული. დერეგულირებადი რეჟიმიდან მომდინარე ხარვეზის გამოსწორება კვლავ მეტნაკლებად ამომწურავი საკანონმდებლო მოწესრიგებით უნდა მომხდარიყო. გარდა ამისა, რეგულირებადი რეჟიმის შემოღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებითაც იყო განპირობებული. რეგულირებადი რეჟიმის პირობებში, ზემოთ აღწერილი სამართლებრივი „კრიზისის“ მოგვარება იმპერატიული დებულებების შემოღებით უნდა მომხდარიყო. თუმცა, მიზნად იქნა დასახული, აგრეთვე, ე.წ. Default Rule-ის, ანუ დისპოზიციური მოწესრიგების პათოსის შეძლებისდაგვარად შენარჩუნებაც.50 რამდენადაც სამართლებრივი ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში,51 კანონს ცალკეულ საკითხთა რეგულირება მხოლოდ მათი პარტნიორთა შეთანხმებით დაურე- გულირებლობის შემთხვევაში უნდა ეტვირთა.52 ამრიგად, განისაზღვრა, რომ იმპერატიულ ნორმებთან ერთად სათანადო ადგილი ყოფილიყო დათმობილი დისპოზიციური ნორმებისთვისაც, რათა კანონს არ მიეღო ზედმეტად მბოჭავი ხასიათი და შეძლებისდაგვარად ყოფილიყო შენარჩუნებული სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება. ამასთან, აუცილებლად იქნა მიჩნეული ზოგად- კორპორაციული სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინება კანონმდე- ბლობაში, რომელთა მხარეთა შეთანხმებით შეცვლა კორპორაციული სამართლის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.53  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მოსალოდნელი ეფექტები საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს დადებული ასოცირების ხელშეკრულებით განისაზღვრა საქართველოს ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ აქციონერთა, კრედიტორთა და სხვა ბიზნეს პარტნიორთა დაცვა ევროკავშირის წესების შესაბამისად მოახდინოს.54 აგრეთვე, 50 იქვე, გვ. 38. 51 ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, თავი I, გვ. 34. 52 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი I, გვ. 38-39. 53 იქვე, გვ. 39. 54 „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“, № 200/42, 27/06/2014, 316-ე მუხლის „ა“ პუნქტი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 279 ხელშეკრულება მიუთითებს, მისივე XXVIII დანართში ჩამოთვლილ, ევროკავშირის საკორპორაციო სამართლის დირექტივებზე, რომლებთან შესაბამისობაშიც უნდა მოვიდეს საქართველოს საკორპორაციო სამართალი.55 ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ იკისრა კონკრეტული ევროპული სტანდარტების დანერგვა ნაციონალურ კანონმდებლობაში და ამით ევროპული და ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისობაში მოყვანა, რამაც დადებითი ეფექტი უნდა იქონიოს პოზიტიური ბიზნესგარემოს ფორმირებაზე. კანონმდებლობათა დაახლოების პროცესი მოითხოვს ევროპული კანონისმიერი სამართლის რეგულირებადი რეჟიმის შემოღებას, რამაც უნდა მოახდინოს ნაციონალურ საკორპორაციო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორება. ზოგადად, ჰარმონიზაცია არის ნორმატიული დეკლარაცია იმისა, რომ შემცირებული იქნა განსხვავება ორ სხვადასხვა სამართლებრივ სისტემას შორის.56 თუმცა, იგი არ გულისხმობს სამართლებრივი სისტემების სრული იდენტობის მიღწევას. იდეალური ჰარმონიზაცია არის განსხვავებული ნაწილების შეჯგუფების მექანიზმი და არა უხეში ერთობა, მიღწეული ამ განსხვავებული ელემენტების გაერთიანებით, ინდივიდუალობის დაკარგვის ხარჯზე.57 ამდენად, წარმატებული ჰარმონიზაციის მისაღწევად, მნიშვნელოვანია ნაციონალური საზოგადოებრივი და კულტურული თავისებურებების გათვალისწინება.58 წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კანონმა რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკული გამოყენება ვერ პოვოს. ჰარმონიზაციის შედეგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული მისი ცალკეული განუყოფელი ელემენტების თვისებებსა და შემადგენლობაზე.59 ამდენად, განმსაზღვრელია, როგორც ევროპული კანონმდებლობის შესაბამისობა და სიახლოვე ქართულ სამართალთან, ისე ქართული სამართლის მზაობა სიახლის მიღებისა და დანერგვის, მისი იმპლემენტაციის კუთხით. რამდენადაც საქართველო ტრადიციულად კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახს მიეკუთვნებოდა, იგი ისტორიულად ახლოს იყო ევროპულ სამართალთან. აგრეთვე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მისი მიღების დროიდან, მუდმივად განიცდის ცვლილებებს, რამაც კანონში სრული ქაოსი გამოიწვია და, საბოლოო ჯამში, საფუძვლად დაედო მორიგი ფუნდამენტური ცვლილებების ახალ ტალღას. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ქართული სამეწარმეო სამართლის მზადყოფნა, დაუახლოვდეს ევროპულ სამართალს, განპირობებულია ასევე აუცილებლობიდან გამოწვეული ცვლილებებით. 55 იქვე, 319-ე მუხლი. 56 Samkharadze, Harmonization of Legal Systems, in: Journal of Law (TSU), 2015(1), 2002, 253, P. 255. 57 იქვე, P. 254. 58 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი I, გვ. 16. 59 Samkharadze, Harmonization of Legal Systems, in: Journal of Law (TSU), 2015(1), 2002, 253, P. 254. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 280 ევროკავშირის კანონმდებლობასთან ნაციონალური სამეწარმეო კანონმდებლობის დაახლოებას უნდა მოჰყვეს დადებითი ეფექტი ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების შემოსვლის კუთხით. განსხვავებული კორპორაციული კანონმდებლობის პირობებში, შვილობილი კომპანიებისა და ფილიალების შექმნის თავისუფლებამ შესაძლოა სხვადასხვა სამართლებრივი პირობები შექმნას კრედიტორებისთვის.60 შედეგად, შვილობილი კომპანიებისა და ფილიალების კრედიტორები, ჰოლდინგ-კომპანიის კრედიტორებისაგან განსხვავებული სამართლებრივი სისტემის პირისპირ აღმოჩნდებიან.61 ასეთ არათანაბარ სამართლებრივ პირობებში კრედიტორთა ჩაყენების თავიდან აცილება კანონმდებლობათა დაახლოების გზით არის შესაძლებელი. ნაციონალური კორპორაციული სამართლის განსხვავებებს არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის არჩევისთვის, კომპანიის დაარსების მიზნით.62 ინკორპორირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, კომპანიები უნდა ითვალისწინებდნენ ეკონომიკურ ასპექტებს და არა ქვეყნის კორპორაციულ სამართალს.63 ჰარმონიზაციის შედეგად კომპანიებისთვის უნდა შეიქმნას კონკურენციის თანაბარი პირობები.64 კორპორაციული სამართალი კონკურენციისთვის ნეიტრალური უნდა იყოს და კონკრეტული კომპანიებისთვის არ უნდა ქმნიდეს უპირატეს ან არახელსაყრელ მდგომარეობას.65 კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნას კი ექნება სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მასტიმულირებელი ეფექტი. ჰარმონიზებული კორპორაციული სამართალი იზიდავს კომპანიებსა და ინვესტორებს, რათა გაფართოვნდენ სხვა სახელმწიფოთა ბაზრებზე.66 ინვესტორებსა და კომპანიებს უფრო მეტად იზიდავთ უცხოური ბაზრები, რომლებიც მათივე ბაზრების მსგავსია.67 შესაბამისად, ნაციონალური კორპორაციული სამართლის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას უნდა მოჰყვეს საქართველოში უცხოური ინვესტიციების გაზრდა და სამეწარმეო ურთიერთობების განვითარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 60 Mock, Harmonization, Regulation and Legislative Competition, in: German Law Journal, 3(12), 2002, Para. 2. 61 იქვე. 62 იქვე. 63 იქვე. 64 იქვე. 65 იქვე. 66 იქვე, Para. 3. 67 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 281 ამრიგად, საქართველოს საკორპორაციო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორების გარდა, მნიშვნელოვანი დადებითი ეკონომიკური ეფექტი უნდა ჰქონდეს. ევროპული კანონისმიერი სამართლის რეგულირებადი რეჟიმის შემოღებით, კანონი მეტად დამცავ ფუნქციას შეიძენს. ამასთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებით, საქართველოს ევროპულ ბაზარზე გასვლის ასპარეზი მეტად გაეხსნება.  რეგულირებადი რეჟიმის მნიშვნელობა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაში „მეწარმეთა შესახებ“ კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, კანონმა გეზი კვლავ ევროპული კანონისმიერი სამართლის რეგულირებადი მიმართულებისკენ აიღო. საკორპორაციო სამართლებრივი ურთიერთობების ამომწურავი საკანონმდებლო მოწესრიგება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, სადაც კანონი, ხშირად, საკორპორაციო ურთიერთობების მონაწილეთა დაცვის ერთადერთ გარანტად გვევლინება. ლიბერალური საკანონმდებლო მოდგომების პირობებში, დაბალია სამეწარმეო ურთიერთობის მონაწილეთა დაცვის სტანდარტები, რაც განსაკუთრებით მიუღებელია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში კორპორაციული სამართალი ემსახურება უფრო ფართო სახის მიზნებს და ოპერირებს გაცილებით ნაკლებად განვითარებული ბაზრისა და სამართლებრივი ინფრასტრუქტურის პირობებში, ვიდრე განვითარებულ ეკონომიკაში.68 პარადოქსული შედეგი არის ის, რომ კორპორაციული სამართლის დამცავი ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანი ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც ნაკლები სხვა რესურსია ხელმისაწვდომი ამ ფუნქციის მხარდასაჭერად.69 შესაბამისად, შესაძლოა ლიბერალური კორპორაციული კანონმდებლობლობა ეფექტურად მუშაობდეს ამერიკის მსგავს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, თუმცა საქართველოში არსებული განვითარებადი ეკონომიკა მოითხოვს უფრო მკაცრ და ამომწურავ საკანონმდებლო მოწესრიგებას. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მიზნები აყალიბებს ასევე განვითარებული ეკონომიკის სამართალსაც, თუმცა ისინი გაცილებით მნიშვნელოვანია იმ 68 Black/ Kraakman, A Self-Enforcing Model of Corporate Law, in: Harvard Law Review, 109(8) 1996, 1911, P. 1921. 69 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 282 ეკონომიკებში, სადაც კაპიტალიზმს ნაკლებად მტკიცე საფუძველი აქვს.70 მართალია საქართველო უკვე მრავალი წელია სოციალისტური წყობიდან გამოვიდა, თუმცა ქვეყანას ნამდვილად არ აქვს კაპიტალიზმის მყარი საფუძველი. ამდენად, პოლიტიკური მიზნები შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს ბიზნესს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ არსებობს საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მათ დაცვას უზრუნველყოფდა. საქართველოში არ არსებობს არც განვითარებული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც მოახდენდა სამეწარმეო ურთიერთობის მონაწილეთა დაცვას ლიბერალური კანონმდებლობის პირობებში. ქვეყანაში არ არსებობს ასევე ჩვეულებითი, ადათობრივი ნორმები კორპორაციულ ურთიერთობათა სფეროში, რომლებიც მისი საკანონმდებლო ნორმებით დატვირთვის საჭიროებას მოხსნიდა.71 აღსანიშნავია, რომ კულტურა ნაწილობრივ ასახავს ფუნდამენტურ სამართლებრივ ნორმებს და სანქციებსაც ითვალისწინებს მათი დარღვევისთვის.72 აგრეთვე, კულტურული, ჩვეულებითი დამოკიდებულებები ასევე არსებობს სამართლებრივი ნორმებისგან დამოუკიდებლად და ასეთი ნორმების გასაძლიერებლად, ასე რომ მათი ფორმალური აღსრულება იშვიათად თუ არის საჭირო.73 ამრიგად, საქართველოს შემთხვევაში რჩება მხოლოდ კანონი და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კორპორაცილი ურთიერთობების რეგულირებისთვის. ისტორიული წყაროები ცხადყოფს, რომ ბიზნესები, ძირითად შემთხვევებში, ბიზნესის რეგულირების ძლიერი მომხრეები იყვნენ.74 თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგულირება მხოლოდ ბიზნესის ინტერესებს ემსახურება, რადგან არ არსებობს ლოგიკური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება რეგულირება ერთდროულად ემსახურებოდეს როგორც ბიზნესის, ისე სხვა ინტერესებს.75 რეგულირება შეიძლება ემსახურებოდეს ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, როგორებიცაა გარემოს დაცვა, თანასწორობა, სოციალური, უმცირესობის ინტერესის გატარება და ა.შ.76 ასეთი მიზნების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, რადგან ასეთ ქვეყნებში აღნიშნული სფეროები, როგორც წესი, ნაკლებად არის ხოლმე 70 იქვე. P. 1924 71 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი I, გვ. 34. 72 Black/ Kraakman, A Self-Enforcing Model of Corporate Law, in: Harvard Law Review, 109(8) 1996, 1911, P. 1928. 73 იქვე. 74 Cranston, Regulation and Deregulation, in: University of New South Wales Law Journal, 5(1), 1982, 1, P. 9. 75 იქვე. P. 10. 76 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი I, გვ. 35. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 283 დაცული. მეტიც, ხშირად აღნიშნული ინტერესები ბიზნესის ინტერესებით არის გადაფარული. სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მომწესრიგებლი ნორმების ევოლუცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში  სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნება სამეწარმეო საზოგადოების ფორმირების მარეგულირებელმა ნორმებმა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში, მრავალჯერ განიცადეს ფუნდამენტური ცვლილებები. აღნიშნული ნორმები კანონის განვითარების ზოგადი ტენდენციების მიხედვით ეტაპობრივად იცვლებოდა. პირველ ეტაპზე, 1994 წლიდან 2008 წლის ცვლილებებამდე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი საწარმოს დაფუძნების საკითხების საკმაოდ დეტალურ მოწესრიგებას ადგენდა. 2005 წლის 24 ივნისის რედაქცია, საწარმოს რეგისტრაციისთვის განსაზღვრავდა განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას.77 აგრეთვე, ადგენდა დეტალურ ჩამონათვალს იმისა, თუ რა მონაცემები უნდა შესულიყო განცხადებაში. განცხადებაში, საწარმოსა და მისი პარტნიორების რეკვიზიტების გარდა, უნდა ასახულიყო მონაცემები სამეურნეო წლის დასაწყისისა და დასასრულის შესახებ, კაპიტალური საზოგადოებებისთვის კი, დამატებით, უნდა მითითებულიყო საწესდებო კაპიტალის ოდენობა და შესრულებული შენატანის საბუთი, ისევე როგორც დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების პირადი მონაცემები.78 განცხადებაზე თანდართული უნდა ყოფილიყო საზოგადოების წესდება, არაფულადი შესატანის შეტანის შემთხვევაში - მისი შეფასების დოკუმენტი, შპს-ისა და სს-ისთვის კი დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის ოქმები.79 აღსანიშნავია, რომ, 2003 წლის 18 ივლისის რედაქციით, საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებდა სასამართლო, სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერების შეტანით80 და ბიუროკრატიული მიდგომის გამო, ქართული რეალობის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელი კანონმდებლობა ნაკლებად მოქნილი იყო.81 ასეთი ბიუროკრატია ბიზნესის განვითარებას მეტად აბრკოლებდა. სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი რეგულაციების შემოღებით, განვითარებად 77 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, № 577, 28/10/1994 (ძალადაკარგულია, 01/01/2022), მე- 5 მუხლის 1-ლი პუნქტი. 78 იქვე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი. 79 იქვე, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი. 80 იქვე, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი. 81 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი II, გვ. 50. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 284 ქვეყნებში, იქმნება ბიუროკრატიული აპარატის კორუფციაში გარევის საფრთხე, რაც უარყოფითად აისახება ჯანსაღი ბიზნესგარემოს ფორმირებაზე.82 აღნიშნული ფაქტორები დიდწილად განაპირობებდნენ იმას, რომ სამეწარმეო საქმიანობის დაწყება ნაკლებად მიმზიდველი იყო ბიზნესისთვის, რომელსაც ხარჯი ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე უნდა გაეღო, რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცალკეული კორუფციული გარიგებებისა თუ რეგისტრაციის საფასურის გადახდის მიზნით.83 რადგან ბიზნესი, როგორც წესი, ყოველთვის გარკვეულ რისკებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია, რომ მარეგისტრირებელი კანონმდებლობა ნაკლებ ბარიებებს ქმნიდეს და რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობდეს, რაც შეიძლება, სწრაფად და მარტივად, მინიმალური დანახარჯებით. მომდევნო ეტაპზე, 2008 წლის 14 მარტის ცვლილებებით, მარეგისტრირებელი კანონმდებლობა გამარტივდა და სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის ნაკლები მოთხოვნები დაადგინა. რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ორგანოდ საგადასახადო ორგანო განისაზღვრა.84 კანონით დადგინდა, რომ საწარმოს რეგისტრაცია კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენისთანავე უნდა მომხდარიყო.85 სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის განისაზღვრა სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის ვალდებულება, რომელიც აღარ მოიცავდა მონაცემთა იმ ფართო ჩამონათვალს, რაც ცვლილებებამდე იყო გათვალისწინებული და ძირითადად შემოიფარგლებოდა საწარმოსა და პარტნიორების, აგრეთვე, მმართველი თანამდებობის პირების ძირითადი რეკვიზიტებით. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის მიზნებისთვის საწარმოს წესდების წარდგენის საჭიროება მოიხსნა.86 ასევე, გაუქმნდა კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა.87 უარი ითქვა სარეგისტრაციო განცხადების ნოტარიულად დამოწმების მოთხოვნაზე, იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები ან მმართველი თანამდებობის პირები მას ხელს აწერდნენ მარეგისტრირებელ ორგანოში, რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.88 მოიხსნა, აგრეთვე, საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაციის ვალდებულება სამეწარმეო რეესტრში,89 რითაც აღსრულების პრობლემა დადგა.90 პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა, საზოგადოების დაფუძნებისას, სავალდებულოდ აღარ დგინდებოდა და იგი წესდებით განისაზღვრებოდა, რაც 82 იქვე, გვ. 50-51. 83 იქვე, გვ. 51. 84 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, № 577, 28/10/1994 (ძალადაკარგულია, 01/01/2022), მე-4 მუხლი 1-ლი პუნქტი. 85 იქვე, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი. 86 იქვე, მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი. 87 იქვე, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი. 88 იქვე, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი. 89 იქვე, მე-51 მუხლის მე-2 პუნქტი. 90 ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი I, გვ. 104. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 285 მასზე მესამე პირების ხელმისაწვდომობას ზღუდავდა.91 ამდენად, აღნიშნული ცვლილება-დამატებების შედეგად, მიღებული იქნა საზოგადოების რეგისტრაციის მარტივი და დაჩქარებული პროცესი, რამაც პოზიტიური ეკონომიკური ეფექტი გამოიღო. თუმცა, მეორე მხრივ, გამარტივებული მარეგისტრირებელი კანონმდებლობა კორპორაციული ურთიერთობების მონაწილეთა დაცვის ნაკლებ გარანტიებს ქმნიდა. 2009 წლის 3 ნოემბრის ცვლილებებით, მოხდა გარკვეული დამატებითი რეგულაციების შემოღება, რითაც ზედმეტად გამარტივებული კანონმდებლობის აღნიშნული უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრა უნდა მომხდარიყო. მაგალითად, წესდების წარდგენა რეგისტრაციის მიზნებისთვის კვლავ სავალდებულოდ დაწესდა.92 ეს იმას ნიშნავს, რომ წესდებამ კვლავ დაიბრუნა ის დატვირთვა, რაც თავდაპირველ ეტაპზე ჰქონდა.93 აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ამ უკანასკნელი ცვლილებებით, მარეგისტრირებელი ორგანო გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.94 საბოლოო ეტაპზე, 2021 წლის 2 აგვისტოს ახალი კანონით „მეწარმეთა შესახებ“, მარეგისტრირებელი კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალ კანონში გათვალისწინებული იქნა, როგორც რეგულაციების მეტწილად მოხსნის უარყოფითი სამართლებრივი მხარეები, ასევე ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ევროკავშირის სამართლის მოთხოვნები. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის საჭიროა მარეგისტრირებელ ორგანოში სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების წარდგენა.95 სადამფუძნებლო შეთანხმება მოიცავს წესდებას და კანონით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.96 აღნიშნულ, კანონით განსაზღვრულ, სხვა ინფორმაციას, კანონის მიხედვით, წარმოადგენს საწარმოს, პარტნიორების და სამეწარმეო საზოგადოების თანამდებობის პირების რეკვიზიტები. გარდა ამისა, ცალკეული სამეწარმეო საზოგადოებისთვის, კანონი ითვალისწინებს სადამფუძნებლო შეთანხმებაში დამატებითი ინფორმაციის ასახვის ვალდებულებას. კანონი ადგენს, ასევე, იმ მონაცემთა ჩამონათვალს, რომლებიც სავალდებულოდ უნდა შევიდეს წესდებაში. აღსანიშნავია, რომ ახალი კანონი ითვალისწინებს ე.წ. სტანდარტულ წესდებებს,97 91 იქვე. 92 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, № 577, 28/10/1994 (ძალადაკარგულია, 01/01/2022), მე- 5 მუხლის მე-2 პუნქტი. 93 ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი I, გვ. 105. 94 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, № 577, 28/10/1994 (ძალადაკარგულია, 01/01/2022), მე- 4 მუხლის მე-2 პუნქტი. 95 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, № 875-Vრს-Xმპ, 02/08/2021, მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის (ა) ქვეპუნქტი. 96 იქვე, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი. 97 იქვე, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 286 რომელსაც არ იცნობდა „მეწარმეთა შესახებ“ თავდაპირველი კანონი. სტანდარტული წესდება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტულ დოკუმენტს, რომელიც საერთოა შესაბამისი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებებისთვის. სტანდარტული წესდების გამოყენება არ არის სავალდებულო საზოგადოებისთვის. დამფუძნებელ პარტნიორებს შეუძლიათ უარი თქვან მის გამოყენებაზე და თავად შეადგინონ წესდება. თუ პარტნიორები არ შეიმუშავებენ წესდებას, სტანდარტული წესდება მიიჩნევა სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილად.98 ახალი კანონით დადგინდა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით.99 მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს წარდგენილი მონაცემებისა და დოკუმენტების შინაარსის სიმცდარისა და მათი შექმნის პროცედურების დარღვევისთვის. ამ უკანასკნელზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მონაცემებისა და დოკუმენტების შექმნაზე უფლებამოსილ ორგანოს.100 ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს ფუნქცია და ვალდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალ კანონში გათვალისწინებული იქნა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC და 77/91/EEC დირექტივები. აღნიშნული დირექტივები ეხება საზოგადოების ინფორმაციის გამჟღავნების, გასაჯაროების საკითხებს. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC დირექტივის მე-2 თავი მთლიანად ინფორმაციის გამჟღავნების საკითხებს ეთმობა. იგი ვრცელდება ყველა ტიპის კორპორაციაზე - როგორც საფონდო ბირჟაზე გამსვლელ კორპორაციებზე, ასევე მხოლოდ კერძო მიზნით შექმნილ საზოგადოებებზე.101 ამ დირექტივის ტექსტში განსაკურებით არის გამოკვეთილი მესამე პირთა ინტერესების დაცვის მიზნები. ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები დიდწილად აღნიშნული მიზნების მიღწევას ემსახურება. დირექტივის მე-2 მუხლი აკეთებს სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი დოკუმენტებისა და მონაცემების ჩამონათვალს, რომელსაც მეტწილად შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი. თუმცა, ამ ჩამონათვალთან ძირითადად შესაბამისობაში იყო კანონის ძველი რედაქციაც და, შესაბამისად, ამ მხრივ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება არ მომხდარა. დირექტივა ადგენს აღნიშნული, სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი, დოკუმენტებისა და მონაცემების ელექტრონული საშუალებით ხელმი- 98 იქვე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი. 99 იქვე, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი. 100 იქვე. 101 ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, § 3, გვ 53. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 287 საწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას.102 ეს მოთხოვნა გათვა- ლისწინებული იყო, ჯერ კიდევ, ძველ კანონში და იგი ასახულია, აგრეთვე, ახალ კანონში. თუმცა, ახალ კანონში შემოდის ერთიანი ელექტრონული პორტალის103 ცნება, რომელიც წარმოადგენს მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ერთიან ელექტრონულ პლატფორმას. დირექტივის მე-5 მუხლი ჩამოთვლის იმ მონაცემებს, რომლებიც სავალდებულოდ უნდა იქნეს დატანილი საზოგადოების საქმიან წერილებში, ისევე როგორც საზოგადოების ვებგვერდზე. ეს მოთხოვნა გათვალისწინებული იქნა ახალ კანონში და მე-17 მუხლით შემოღებული იქნა დირექტივის შესაბამისი რეგულაცია. ევროსაბჭოს 77/91/EEC დირექტივა საზოგადოების ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნებს აწესებს. იგი ვრცელდება მხოლოდ ღია შეზღუდული პასუხისმგებლობის და არა კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე.104 ამ დირექტივის მე-2 და მე-3 მუხლებში ჩამოთვლილია ის ინფორმაცია, რომელიც სავალდებულოდ უნდა იქნეს ასახული წესდებაში თუ სადამფუძნებლო დოკუმენტში. აღნიშნულთან დაკავშირებით, „მეწარმეთა შესახებ“ ძველი კანონის მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოსწორდა და ახალი კანონით განისაზღვრა წესდების სავალდებულო მინიმალური რეკვიზიტები.105 აღსანიშნავია, რომ დირექტივის ეს უკანასკნელი მოთხოვნა მნიშვნელოვანი კორპორაციულ-სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების და ამ ურთიერთობის მონაწილეთა დაცვის მიზნებს ემსახურება. მაგალითისთვის, დირექტივა ადგენს კომპანიის წესდებაში ან სადამფუძნებლო შეთანხმებაში საქმიანობის საგნის მითითების ვალდებულებას.106 ეს უკანასკნელი კი მრავალი სამართლებრივი ხარვეზისა და პრობლემის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, ახალი კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, დადგინდა სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგნის საზოგადოების წესდებაში მითითების ვალდებულება.  „წინარე საზოგადოება“ როგორც თავდაპირველი, ასევე ახალი კანონი „მეწარმეთა შესახებ“ ახდენს სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებიდან მის რეგისტრაციამდე პერიოდის სამართლებრივ რეგულირებას. ამ პერიოდში არსებულ წარმონაქმნს მოიხსენიებენ, 102 DIRECTIVE 2009/101/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 16 September 2009, Article 3, Para. 3. 103 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, № 875-Vრს-Xმპ, 02/08/2021, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი. 104 ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, § 3, გვ 60. 105 ჩოხელი/სვანიძე /პაპუაშვილი, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის რეფორმა, ჟურნალში: ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 8, N 1-2, 2005, 4, გვ 14. 106 SECOND COUNCIL DIRECTIVE ( 77/91 /EEC) of 13 December 1976, Article 2, Para. “b”. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 288 როგორც „წინარე საზოგადოებას.“ თუმცა, როგორც თავდაპირველ, ასევე ახალ კანონში, ასეთი ლეგალური ცნება არ გვხვდება. საზოგადოების დაფუძნებიდან მის რეგისტრაციამდე პერიოდის რეგულირებას ახდენს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC დირექტივაც. ეს დირექტივა ადგენს, კომპანიის დაფუძნებიდან იურიდიული პირის სტატუსის შეძენამდე პერიოდში, კომპანიის სახელით განხორციელებული ქმედებისთვის, ამ ქმედების განმახორციელებელი პირების შეუზღუდავად, ერთობლივად და ცალ-ცალკე პასუხისმგებლობას, კომპანიის მიერ ამ ვალდებულების აღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს სხვაგვარი შეთანხმება.107 დირექტივის ამ დებულების გავლენის შედეგად, ევროპის ქვეყნების საკორპორაციო სამართალში ხშირად შევხვდებით მსგავს დანაწესს.108 ასეთ დანაწესს მოიცავს აშშ- ის კანონიც, რომელიც არ ექვემდებარება დირექტივას, რაც ამ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკის შედეგად განვითარდა და არა კანონმდებლობის შედეგად.109 ამრიგად, „წინარე საზოგადოების“ ფენომენი მრავალი ქვეყნის სამართალში არსებობს. ეს ინსტიტუტი მრავალი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებას ახდენს და მნიშვნელოვანია, როგორც სამართლებრივი, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების რეგისტრაციის პროცესი და მისი ხანგრძლივობა განსხვავდება, სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით და გვხვდება, როგორც სწრაფი და მარტივი, ასევე შედარებით რთული და დროში გახანგრძლივებული რეგისტრაციის პროცედურები. თუმცა, თუნდაც ფორმალური თვალსაზრისით, სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებასა და მის რეგისტრაციას შორის ყოველთვის არსებობს წამიერი შუალედი, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საზოგადოების დამფუძნებელთა სურვილზე და სხვადასხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ გარემოებებზე.110 შესაბამისად, „წინარე საზოგადოების“ ინსტიტუტი მნიშვნელობას იძენს თუნდაც ყველაზე მარტივი და სწრაფი რეგისტრაციის პროცესის პირობებშიც და იძლევა საზოგადოების დამფუძნებელთა მიერ თავიანთი ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების შესაძლებლობას. „მეწარმეთა შესახებ“ თავდაპირველი კანონით, „წინარე საზოგადოების“ ინსტიტუტის რეგულირება მეტწილად შეესაბამებოდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის მოთხოვნას. თუმცა, ძველი კანონი, რეგისტრაციის შემდგომ 107 DIRECTIVE 2009/101/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 16 September 2009, Article 8. 108 ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, § 3, გვ 54. 109 იქვე. 110 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი II, გვ. 56. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 289 პერიოდში, საზოგადოების სახელით მოქმედ პირთა და დამფუძნებელთა პასუხისმგებლობის საკითხს დირექტივის მოთხოვნისგან განსხვავებულად არეგულირებდა.111 კერძოდ, მაშინ, როდესაც დირექტივის მიხედვით, კომპანიის მიერ ვალდებულების აღების შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო საზოგადოების სახელით მოქმედ პირთა და დამფუძნებელთა პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება, კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი მსგავს დათქმას არ ადგენდა და აღნიშნული პირების პასუხისმგებლობას ძალაში ტოვებდა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგაც. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით, „წინარე საზოგადოების“ ინსტიტუტი ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის მოთხოვნასთან ზუსტ შესაბამისობაში მოვიდა. კერძოდ, კანონის ახალი რედაქციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, დირექტივის მოთხოვნის ანალოგიურად, სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციამდე, მისი სახელით მოპოვებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების სამართალმემკვიდრედ, სამეწარმეო საზოგადოების მიერ მათი მოწონების შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოება განისაზღვრა, ხოლო დამფუძნებელი პარტნიორები და საზოგადოების სახელით მოქმედი პირები განთავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან. ახალი კანონის ამ ცვლილებით, დირექტივასთან დაახლოების გარდა, გამოსწორდა ძველ კანონში არსებული ხარვეზი, რეგისტრაციის შემდგომი პერიოდის პასუხისმგებელ სუბიექტთან დაკავშირებით. თავდაპირველი კანონით დადგენილი, რეგისტრაციის შემდგომი პირადი პასუხისმგებლობა, ხშირად აუცილებლობის შემთხვევაშიც კი სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების პრევენციას ახდენდა.112 გარდა ამისა, ვინაიდან დამფუძნებელი პარტნიორებისა და საზოგადოების სახელით მოქმედი პირების მოქმედებები, როგორც წესი, საზოგადოების შექმნისკენ არის მიმართული და მის სასიკეთოდ ხორციელდება, მიზანშეწონილი უნდა იყოს, ამ მოქმედებებისთვის პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე გადატანა, თუკი ეს უკანასკნელი ამ მოქმედებებს ასეთად მიიჩნევს. 111 იქვე, გვ. 57. 112 იქვე, გვ. 59. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 290  სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირება კაპიტალური საზოგადოებების საწესდებო კაპიტალის საკითხის რეგულირება, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში, მრავალჯერ შეიცვალა, რაც დაკავშირებული იყო კანონის სამართლებრივი მიდგომის ცვლილებასთან. თავდაპირველად, 1994 წლიდან, კანონი ითვალისწინებდა მინიმალურ სავალდებულო საწესდებო კაპიტალს და ადგენდა მის ოდენობას. 1996 წლის 13 ივნისის რედაქციის 45-ე და 51-ე მუხლების პირველი ნაწილების მიხედვით, იგი შეადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის 1000, ხოლო სააქციო საზოგადოებისთვის 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნული ვალუტით. მოგვიანებით, 1996 წლის 13 დეკემბრის რედაქციის 45-ე და 51-ე მუხლების პირველი ნაწილებით, შპს-ისთვის განისაზღვრა მინიმალური საწესდებო კაპიტალი 2000 ლარის ოდენობით, ხოლო სს-ისთვის კი 15 000 ლარის ოდენობით. მინიმალური სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შემცირების, ხოლო შემდეგ, მისი საერთოდ გაუქმების ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნებოდა 2005 წლიდან.113 2005 წლის 24 ივნისის რედაქციით, 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილი შეიცვალა და შპს-ის მინიმალური საწესდებო კაპიტალი 200 ლარამდე შემცირდა. ხოლო 2008 წლის 14 მარტის ცვლილებებით, ამავე მუხლით დადგინდა შპს-ის კაპიტალის ნებისმიერი ოდენობით განსაზღვრის შესაძლებლობა. ამ უკანასკნელი ცვლილებით, აგრეთვე, გაუქმნდა ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“114 და, 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, სს-ის დასაფუძნებლადაც კაპიტალის ნებისმიერი ოდენობის თანხით განსაზღვრის შესაძლებლობა დაწესდა. აღნიშნულ ნებისმიერ ოდენობაში კი მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილი მინიმალური ღირებულების, 1-დოლარიანი, 1-ევროიანი და ა.შ., გარიგებებიდან გამომდინარე, ლარის მინიმალური ოდენობა - 1 ლარი იგულისხმებოდა.115 ამდენად, 2008 წლის ცვლილებით, კანონმა გააუქმა სავალდებულო მინიმალური კანონისმიერი საწესდებო კაპიტალი, როგორც საზოგადოების დაფუძნებისა და რეგისტრაციაში გატარების აუცილებელი წინაპირობა და არა საერთოდ საწესდებო კაპიტალი.116 თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონის 2008 წლის 14 მარტის რედაქციის 113 ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი I, გვ. 95. 114 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, № 577, 28/10/1994 (ძალადაკარგულია, 01/01/2022), 69-ე მუხლის მე-6 პუნქტი. 115 მიგრიაული/შალამბერიძე, სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შესახებ ნორმების მისადაგება ევროკავშირის 1976წ. 13 დეკემბრის N77/91 დირექტივასთან, კრებულში: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, 2016, 46, გვ. 49-50. 116 ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი III, გვ. 143. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 291 მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით, გაუქმნდა რეგისტრაციის მიზნებისთვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებული დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ კაპიტალური საზოგადოება შეიძლება დაფუძნებულიყო და დარეგისტრირებულიყო საწესდებო კაპიტალის გარეშეც,117 რადგან თუნდაც საზოგადოების 1-ლარიანი კაპიტალის შესახებ არსებული ფორმალური მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის ვალდებულებაც კი არ არსებობდა. საბოლოო ეტაპზე, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით, შემოდის სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცნება.118 კანონის 28-ე მუხლის მიხედვით, განთავსებული კაპიტალი წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების მიერ განსაზღვრულ ფულად ოდენობას. ამდენად, განთავსებული კაპიტალი თავისი ბუნებით იგივეა, რაც საწესდებო კაპიტალი. კანონის 134-ე მუხლის 1-ლი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ განთავსებული კაპიტალი შეიძლება ჰქონდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. თუმცა, კანონი შპს-ისთვის ასეთი კაპიტალის არსებობას სავალდებულოდ არ ადგენს და არც მის სავალდებულო მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს. ამასთან, განსხვავებულ მიდგომას აწესებს კანონი სააქციო საზოგადოებასთან მიმართებით. კანონის 156-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სს-ის განთავსებული კაპიტალის სავალდებულო მინიმალურ ოდენობად, სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის, 100 000 ლარი არის დადგენილი. ახალი კანონის მიდგომა, სს-ის განთავსებული კაპიტალის სავალდებულო მინიმალური ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შესაბამისობაში მოდის ევროსაბჭოს 77/91/EEC დირექტივის მოთხოვნასთან. ასოცირების ხელშეკრულების 28-ე დანართში განსაზღვრულია, რომ ევროსაბჭოს 77/91/EEC დირექტივა შეეხება იმ გარანტიების კოორდინაციას, რომელიც დაკავშირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების ჩამოყალიბებასთან და მათი კაპიტალის შენარჩუნებასა და შეცვლასთან. ევროსაბჭოს 77/91/EEC დირექტივა კი ადგენს, რომ კომპანიის დასაარსებლად, ისევე როგორც ბიზნესის დაწყების ნებართვის მოპოვებისთვის, სავალდებულოა მინიმალური საწესდებო კაპიტალის არსებობა, რომლის ოდენობაც არ უნდა იყოს 25 000 ევროზე ნაკლები.119 ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონით განთავსებული კაპიტალის სავალდებულო მინიმალური თანხა მხოლოდ სს-ისთვის განისაზღვრა, დირექტივასთან შესაბამისობა მიღწეული იქნა. დირექტივის მოთხოვნას შეესაბამება, აგრეთვე, 117 მიგრიაული/შალამბერიძე, სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შესახებ ნორმების მისადაგება ევროკავშირის 1976წ. 13 დეკემბრის N77/91 დირექტივასთან, კრებულში: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, 2016, 46, გვ. 51. 118 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, № 875-Vრს-Xმპ, 02/08/2021, 28-ე მუხლი. 119 SECOND COUNCIL DIRECTIVE ( 77/91 /EEC) of 13 December 1976, Article 6, Para. 1. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 292 ახალი კანონით დადგენილი, სს-ის განთავსებული კაპიტალის სავალდებულო მინიმალური თანხის ოდენობა.  სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ფუნქციები სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ინსტიტუტი მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში არსებობს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ითვალისწინებს საწესდებო კაპიტალის სავალდებულოდ დადგენილ მინიმალურ ოდენობას. საწესდებო კაპიტალი სხვადასხვა ფუნქციისა და მნიშვნელობის მატარებელია. საკანონმდებლო დონეზე მის სავალდებულო არსებობას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.120 მისი დადებითი და უარყოფითი თვისებების გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვეყნები ითვალისწინებენ მას თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში ან უარს ამბობენ მის სავალდებულოდ დადგენაზე. რაც შეეხება საქართველოს, „მეწარმეთა შესახებ“ ძველი და ახალი კანონის მიდგომა საწესდებო კაპიტალის შესახებ მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მისი დადებითი და უარყოფითი ეფექტების გავლენით, ერთმანეთისაგან განსხვავდება. ძველი კანონი, ითვალისწინებდა რა ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას, ლიბერალურ რეგულირებას ადგენდა. ახალი კანონი კი საკითხის უფრო მკაცრ მოწესრიგებას ახდენს. საწესდებო კაპიტალი მრავალი დადებითი თვისებისა და მნიშვნლობის მატარებელი ინსტიტუტია. საწესდებო კაპიტალი ქმნის გარკვეულ გარანტიას საზოგადოებისთვის, მისი პარტნიორებისა და მესამე პირებისთვის და ამით ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას.121 საწესდებო კაპიტალში განხორციელებული შესატანი პირდაპირ საზოგადოების საკუთრება ხდება და არის უპროცენტო და დაუბრუნებადი ხასიათის.122 მისი შემცირების შემთხვევაში, აუცილებელია მისი უმალვე შევსება დადგენილ ოდენობამდე.123 ამდენად, საწესდებო კაპიტალი გვევლინება საზოგადოების მიერ როგორც აღებული, ასევე მომავალში ასაღები ვალდებულებების მატერიალური უზრუნველყოფის გარანტად. მისი შემცირება კი ნიშნავს იმას, რომ საწარმომ დაკარგა ის მატერიალური საშუალებები, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის სერიოზულობაზე მიანიშნებდა124 და, შესაბამისად, ფინანსურად აღარ შესწევს უნარი შეასრულოს ნაკისრი თუ სამომავლოდ ასაღები ვალდებულებები. ამრიგად, საწესდებო 120 ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი III, გვ. 143. 121 იქვე, გვ. 143-144. 122 მიგრიაული/შალამბერიძე, სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შესახებ ნორმების მისადაგება ევროკავშირის 1976წ. 13 დეკემბრის N77/91 დირექტივასთან, კრებულში: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, 2016, 46, გვ. 52. 123 ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი III, გვ. 144. 124 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 293 კაპიტალი აგრეთვე გამაფრთხილებელი, ინფორმაციული ფუნქციის მატარებელიცაა,125 რომლის ნიადაგზეც კრედიტორები იღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას, შევიდნენ თუ არა საზოგადოებასთან სამართლებრივ ურთიერთობაში და ახდენენ შესაძლო რისკებისა თუ სარგებლის სათანადო შეფასებას. საწესდებო კაპიტალი ემსახურება აგრეთვე საზოგადოების პარტნიორთა დაცვას. კაპიტალურ საზოგადოებებში, სავალდებულო საწესდებო კაპიტალის არსებობა აუცილებელია კაპიტალური საზოგადოებების პასუხისმგებლობის შეზღუდვის მექანიზმიდან გამომდინარე.126 იმისათვის, რომ აღნიშნულმა მექანიზმმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, მნიშვნელოვანია საზოგადოება აღჭურვილი იყოს სათანადო ოდენობის კაპიტალით. საზოგადოების პასუხისმგებლობის შეზღუდვის მექანიზმი კი, თავის მხრივ, საზოგადოების პარტნიორების დაცვის გარანტიას ქმნის. საწესდებო კაპიტალი უზრუნველყოფს, ასევე, საზოგადოების ქონების შენარჩუნებასაც, რისთვისაც არსებობს კაპიტალის შენარჩუნების ვალდებულების შესახებ შესაბამისი ნორმები. „მეწარმეთა შესახებ“ ძველად მოქმედ კანონში, საწესდებო კაპიტალის დადებითი თვისებები და მისი მნიშვნელობა არ იყო გათვალისწინებული. თავდაპირველი კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენდა საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორების ვალდებულებას, შეთანხმებულიყვნენ წილების განაწილებაზე და დაეთქვათ მათი შენატანის ოდენობა საწარმოს კაპიტალში. პარტნიორების ეს შეთანხმება, როგორც წესი, წესდებით განისაზღვრებოდა და, ამდენად, საზოგადოების საწყის კაპიტალს ემთხვეოდა.127 თუმცა, რადგან კაპიტალის ოდენობის წარდგენა სამეწარმეო რეესტრისთვის აღარ იყო სავალდებულო, მონაცემი საზოგადოების კაპიტალის შესახებ მხოლოდ საწარმოს დოკუმენტაციაში იყო ასახული და არა ისეთ საჯარო დოკუმენტში, როგორიც იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.128 ამდენად, კაპიტალის შესახებ ინფორმაცია არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი და, შესაბამისად, იგი კრედიტორების ინფორმირებულობის უზრუნველყოფისა და მათი დაცვის ფუნქციას ვერ ასრულებდა. ძველი კანონი, აგრეთვე, საერთოდ აღარ შეიცავდა საზოგადოების კაპიტალის შენარჩუნების ვალდებულების შესახებ დებულებებს და პარტნიორებს საზოგადოებაში მოგების განაწილების სრულ თავისუფლებას აძლევდა.129 ძველი 125 იქვე, გვ. 148. 126 მიგრიაული/შალამბერიძე, სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შესახებ ნორმების მისადაგება ევროკავშირის 1976წ. 13 დეკემბრის N77/91 დირექტივასთან, კრებულში: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, 2016, 46, გვ. 58. 127 ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი III, გვ. 147. 128 იქვე. 129 იქვე, გვ. 155-156. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 294 კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, როგორც შპს-ში, ასევე სს-ში, შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, წლიური და შუალედური მოგების დივიდენების სახით განაწილება შეიძლება დადგენილიყო. ამდენად, კანონი მოგების განაწილების შემზღუდველ დათქმას არ ითვალისწინებდა და ეს საკითხი მთლიანად პარტნიორებისა თუ აქციონერების ნებაზე იყო დამოკიდებული, რომელთაც შეეძლოთ, წესდების შედგენისას და პარტნიორთა თუ აქციონერთა საერთო კრებაზე, მხოლოდ თავიანთი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღოთ. ეს კი შესაძლოა პარტნიორებს საზოგადოების საზიანოდ გამოეყენებინათ, კერძოდ, პარტნიორებს შეეძლოთ დივიდენდების განაწილებით საზოგადოებისთვის ლიკვიდური ქონება მთლიანად გამოეცალათ.130 ძველი კანონის მიდგომა, საწესდებო კაპიტალის საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, ეფუძნებოდა მის უარყოფით თვისებებს. სავალდებულოდ დადგენილი საწესებო კაპიტალის უარყოფით თვისებად გამოყოფენ იმას, რომ კაპიტალი აქციათა ბაზარზე დამატებით ბარიერს წარმოადგენს, რადგან იგი ინვესტორის ხარჯს ავტომატურად ზრდის და ამით ხელს უშლის ბაზრის შეჯიბრებითობას.131 გარდა ამისა, საწესდებო კაპიტალის მოწინააღმდეგენი აღნიშნავენ იმას, რომ სავალდებულო კანონისმიერი საწესდებო კაპიტალი ვერც კრედიტორებს იცავს სრულყოფილად და ბოლომდე ვერც საზოგადოების გაკოტრების თავიდან აცილებას ახერხებს.132 ამრიგად, ძველი კანონი მიზნად ისახავდა საწესდებო კაპიტალის შესახებ მოწესრიგება ყოფილიყო ლიბერალური და მარტივი, რათა სავალდებულო საწესდებო კაპიტალს ხელი არ შეეშალა ინვესტიციების შემოსვლისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში არსებული განვითარებადი ეკონომიკის პირობებში. აღსანიშნავია, რომ ამ პოლიტიკის შედეგად, საქართველოში, უკანასკნელი წლების განმავლობაში, უამრავი შეზღუდული პასუხისმგებლობის კაპიტალური საზოგადოება დაფუძნდა.133 თუმცა, მეორე მხრივ, შეზღუდული პასუხისმგებლობის კაპიტალური საზოგადოებების კრედიტორთა ინტერესების დაცვის სტანდარტი შედარებით 130 მიგრიაული/შალამბერიძე, სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შესახებ ნორმების მისადაგება ევროკავშირის 1976წ. 13 დეკემბრის N77/91 დირექტივასთან, კრებულში: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, 2016, 46, გვ. 55. 131 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი II, გვ. 61. 132 ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი III, გვ. 143. 133 მიგრიაული/შალამბერიძე, სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შესახებ ნორმების მისადაგება ევროკავშირის 1976წ. 13 დეკემბრის N77/91 დირექტივასთან, კრებულში: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, 2016, 46, გვ. 62. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 295 დაბალი იყო.134 ძველი კანონის ხარვეზის გამოსწორება ახალმა კანონმა იტვირთა და საწესდებო კაპიტალის შესახებ მოწესრიგება გაამკაცრა. საწესდებო კაპიტალის შესახებ რეგულირების გამკაცრებას განაპირობებდა, აგრეთვე, ევროკავშირის 77/91/EEC დირექტივის მოთხოვნაც. ეს დირექტივა საწესდებო კაპიტალის შესახებ სწორედ იმ წესებს ადგენს, რომლებიც მისი ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას ემსახურება. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით, კაპიტალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. ახალი კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, განისაზღვრა განთავსებული კაპიტალის ოდენობის შესახებ ინფორმაციის სს-ის სადამფუძნებლო შეთანხმებაში შეტანის ვალდებულება. მისი მე-9 მუხლის 1- ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება, საზოგადოების რეგისტრაციის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება. კანონის მე-13 მუხლი რეესტრის საჯაროობისა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას ადგენს და მე-3 პუნქტით, რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების ელექტრონული ასლების ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ამდენად, ახალი კანონი კაპიტალის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას განსაზღვრავს, რითაც საწესდებო კაპიტალის ფუნქცია, რომელიც კრედიტორების ინფორმირებულობის უზრუნველყოფასა და მათ დაცვაში მდგომარეობს, სრულდება. ახალი კანონით, შემოვიდა აგრეთვე საზოგადოების კაპიტალის შენარჩუნების შესახებ ნორმები. კერძოდ, ახალი კანონის 168-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, გათვალისწინებულია სარეზერვო კაპიტალის შექმნის შესაძლებლობა და განსაზღვრულია მისი მინიმალური ოდენობა, რომელიც არ უნდა იყოს განთავსებული კაპიტალის 10 პროცენტზე ნაკლები. გარდა ამისა, კანონის 181-ე მუხლით, დადგენილია დივიდენდის გაცემის წესი და განსაზღვრულია დივიდენდის სახით მოგების განაწილების აკრძალვის კონკრეტული შემთხვევები, რაც შეესაბამება ევროკავშირის 77/91/EEC დირექტივის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს. დირექტივის მე-16 მუხლი ადგენს, მისივე მე-15 მუხლის დარღვევით გაცემული დივიდენდის დაბრუნების ვალდებულებას, თუ დამტკიცდება, რომ აქციონერმა იცოდა ან გარემოებების გათვალისწინებით უნდა სცოდნოდა, რომ განაწილება კანონისა თუ რეგულაციის დარღვევით მოხდა. ანალოგიური რეგულირება არის განსაზღვრული „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის 32-ე მუხლით. ამრიგად, ახალი კანონი ითვალისწინებს კაპიტალის შენარჩუნების შესახებ ნორმების მთელ სპექტრს, რითაც საწესდებო კაპიტალი ასრულებს საზოგადოების ქონების დაცვის ფუნქციას. 134 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 296 კორპორაციის მართვისა და კონტროლის მომწესრიგებელი ნორმების განვითარების ტენდენციები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში  კორპორაციული მართვის რაობა და მისი ფორმები სამეწარმეო საზოგადოება განსაკუთრებული სტრუქტურის მქონე სუბიექტია და განსაზღვრული სტრუქტურული წესების შესაბამისად იმართება. ეს წესები, სამეწარმეო საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებში, სხვადასხვა სახით ვლინდება. ეს განპირობებულია ამ სამართლებრივი ფორმების სპეციფიკურობით, რაც მათი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლების არსებობის საჭიროებას წარმოშობს. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი ფორმების ტიპოლოგიური განსხვავების გამოხატულება არის მათი ამხანაგური და კაპიტალური ტიპის საზოგადოებებად დაყოფა. ფუნქციონალიზმის სხვაობის პირობებში, ერთ ცნებაში ერთიანდება ორივე ტიპის მეწარმე სუბიექტთა ხელმძღვანელობა და მართვა და ამ ცნებას ორგანიზაციული მართვა ეწოდება.135 თუმცა, ორგანიზაციული მართვა, ამხანაგური ტიპის საზოგადოების კონტროლისა და ხელმძღვანელობის სისტემის ტერმინოლოგიურ აღსაწერად გამოიყენება, ხოლო კაპიტალური ტიპის საზოგადოებათა მიმართ კონკრეტდება და გამოიყენება ტერმინი კორპორაციული მართვა.136 ასეთი ტერმინოლოგიური განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ ამხანაგური და კაპიტალური ტიპის საზოგადოებები სხვადასხვა მიზნისა და დანიშნულების მატარებელი მეწარმე სუბიექტები არიან. ამხანაგური ტიპის საზოგადოებები პერსონალურ საწყისებზე წარმოიშობა და არა კაპიტალზე და ასეთი საზოგადოების მართვა ხორციელდება კონსესუსზე დაფუძნებით, თითოეული პარტნიორის მიერ.137 რაც შეეხება კაპიტალური ტიპის საზოგადოებას, მისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული, რთული სტრუქტურული მოწყობა და მართვის შესაბამისი მოდელი. კერძოდ, ასეთ მეწარმე სუბიექტებში არსებობს მართვის უფლებამოსილებაზე დაფუძნებული მოდელი, სადაც პარტნიორებისაგან გამიჯნული ცენტრალური მენეჯმენტი გვხვდება.138 ეს მენეჯმენტი მოიცავს სხვადასხვა მმართველობითი ორგანოების არსებობას, მათი შექმნის, ფორმირების წესსა და მათ ურთიერთმიმართებას. ყოველივე ამას კი აერთიანებს ცნება კორპორაციული მართვა. მენეჯმენტის ფორმის მიხედვით, განასხვავებენ მონისტურ, ანუ ერთსაფეხურიან და დუალისტურ, ანუ ორსაფეხურიან მართვის სისტემებს. მონისტურ სისტემაში კომპანიის მართვაც და ზედამხედველობაც ერთი ორგანოს კომპეტენციას 135 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი II, გვ. 81. 136 იქვე, გვ. 81-82. 137 იქვე, გვ. 82. 138 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 297 მიეკუთვნება, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ დირექტორთა საბჭოს ან უბრალოდ საბჭოს.139 მიუხედავად იმისა, რომ მმართველობითი და ზედამხედველობითი ფუნქციები შეიძლება მიეკუთვნოს მის სხვადასხვა წევრს, ყველა ეს ფუნქცია მაინც ერთი ორგანოს კომპეტენციაში რჩება.140 რაც შეეხება დუალისტურ სისტემას, ამ სისტემის პირობებში მმართველობითი და ზედამხედველობითი ფუნქციები გადანაწილებულია ორ დამოუკიდებელ ორგანოს შორის.141 ერთ-ერთ მათგანს, როგორც წესი, ეწოდება სამეთვალყურეო საბჭო და იგი შედგება ისეთი წევრებისგან, რომლებიც არ მონაწილეობენ კომპანიის მართვაში, არამედ მხოლოდ ზედამხედველობას უწევენ მმართველობითი ორგანოების საქმიანობას.142 აღსანიშნავია, რომ მონისტური, ანუ ერთსაფუხურიანი მოდელი ანგლო- ამერიკული სამართლის სისტემაში გვხვდება. ხოლო დუალისტური, ანუ ორსაფეხურიანი მოდელი კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემისთვის არის დამახასიათებელი და, მაგალითად, გვხვდება ასეთი სისტემის ისეთ ერთ-ერთ ნათელ წარმომადგენელთან, როგორიცაა გერმანული სამართალი. რაც შეეხება საქართველოს, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში მართვის მოდელი რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველ ეტაპზე, კანონმა, გერმანული სამართლის მსგავსად, მართვის ორსაფეხურიანი სისტემა აირჩია. მომდევნო ეტაპზე, ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებებისა და ლიბერალური სამართლებრივი მიდგომების დამკვიდრების შემდეგ, კანონმა გეზი მეტწილად ამერიკული, ერთსაფეხურიანი მართვის სისტემისკენ აიღო. ახალი კანონით კი, შეიძლება ითქვას, რომ მართვის შერეული ფორმა დადგინდა და მართვის სისტემებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება თავად საზოგადოებებს მიეცათ. ამასთან, კანონში დეტალურად გაიწერა თითოეული მართვის მოდელისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც მართვის რომელიმე მოდელზე არჩევანის გაკეთებისას სავალდებულოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.  შპს-ის სტრუქტურული მართვის შესახებ შპს-ს სპეციფიკური, „ღია“ სააქციო საზოგადოებისაგან განსხვავებული, მართვის სტრუქტურა გააჩნია. შპს შედარებით მცირე ზომისა და მაშტაბის, მეტწილად პერსონალურ საწყისზე შექმნილი საზოგადოებაა. იგი გარე კაპიტალთან საჯარო წვდომის შესაძლებლობას კაპიტალის ბაზრის საშუალებით არ ითვალისწინებს და, ამდენად, დახურული ტიპის საზოგადოებად მიიჩნევა, სადაც პარტნიორთა ერთ- 139 Schramm, Commentary: On the 2010 Model Law on Joint-Stock Companies, in: Review of Central and East European Law, 36(3 and 4), 2011, 211, P. 246. 140 იქვე. 141 იქვე. 142 იქვე, P. 246-247. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 298 ერთი მთავარი ნება საზოგადოებაში შემსვლელი და გამსვლელი პირის მაქსიმალური კონტროლია.143 „მეწარმეთა შესახებ“ კანონში, შპს-ის სტრუქტურული მართვის მომწესრიგებელი ნორმები ეტაპობრივად მნიშვნელოვნად იცვლებოდა. კანონის განვითარების ზოგადი ტენდენციების გამოხატულება იყო ის, რომ თავდაპირველად კანონი მკაცრ და დეტალურ რეგულირებას ადგენდა. ამას მოჰყვა ლიბერალური სამართლებრივი მიდგომის შემოსვლა და საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება, რამაც საწესდებო ავტონომიას დაუთმო ფართო ასპარეზი. ახალმა კანონმა კი ისევ დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება შემოიღო. ამასთან, ამ უკანასკნელში, მრავალი საკითხი კიდევ უფრო დაწვრილებით გაიწერა, ვიდრე ეს პირვანდელი კანონით იყო. თავდაპირველ ეტაპზე, კანონი შპს-ის მართვის სტრუქტურის დეტალურ მოწესრიგებას ადგენდა. 2005 წლის 24 ივნისის რედაქციის 47-ე მუხლით განსაზღვრული იყო პარტნიორთა კრების საკითხები. ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი იყო საკითხთა ფართო ნუსხა, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილებას იღებდა პარტნიორთა კრება, კერძოდ: სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, წილთა შეძენა და გასხვისება, საწარმოთა და უძრავი ქონების შეძენა და გასხვისება, სესხებისა და კრედიტების აღება, საწარმოს თანამდებობის პირების დანიშვნა და გამოწვევა, ისევე როგორც მათი არჩევა და მრავალი სხვა. ამ მუხლში დეტალურად იყო გაწერილი კრების მოწვევის, მისი ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესები. კანონის 48-ე მუხლით კი განსაზღვრული იყო შპს-ში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესაძლებლობა, რაზეც გადაწყვეტილებას პარტნიორები იღებდნენ და ასახავდნენ მას წესდებაში. კანონის 49-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, ამავე კანონის მე-9 მუხლზე მითითებით, დირექტორთა ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ადგენდა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, დირექტორებს გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების ვალდებულებას აკისრებდა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტზე მიუთითებდა. კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი კეთილსინდისიერების ვალდებულების განმარტებას აკეთებდა და ამ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის, ხელმძღვანელ პირთა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა, საზოგადოების წინაშე, სოლიდარულ პასუხისმგებლობას განსაზღვრავდა. აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლის მე-81 პუნქტით, აკრძალული იყო დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ურთიერთობებზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის გავრცელება, რაც აღნიშნული რედაქციით განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენდა. 143 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი II, გვ. 90. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 299 2005 წლის 24 ივნისს განხორციელებულ ცვლილებამდე, სასამართლოების მიერ, დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საკითხის გადაწყვეტისას არსებობდა შრომის კოდექსის გამოყენების მანკიერი პრაქტიკა.144 ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთი გადაწყვეტილებში განმარტა, რომ შრომის კანონთა კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობა, რომელიც ჩვეულებრივ წარმოადგენს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას, ხოლო დირექტორის საქმიანობა კი არის სამეწარმეო და, შესაბამისად, მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით.145 2005 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, კანონით იმპერატიულად გამოირიცხა კორპორაციის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრისას შრომის კანონმდელობის გამოყენება, რითაც ცალსახად გაესვა ხაზი ამ ურთიერთობების სპეციფიკურ სამართლებრივ ბუნებას.146 აღსანიშნავია, რომ საწარმოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და დაქირავებული მუშაკებისთვის სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსი და მდგომარეობა არის გათვალისწინებული, აგრეთვე, გერმანულ სამართალშიც. აქ ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, როგორც წესი, არ განიხილება სამუშაოს მიმღებად შრომის კანონმდებლობის მნიშვნელობით.147 თუმცა, მის მიმართ მაინც გამოიყენება შრომის სამართლის გარკვეული დებულებები, როგორიცაა მაგალითად BGB-ის მიხედვით დადგენილი ხელშეკრულების მოშლის ვადები.148 ამასთან, გაბატონებული შეხედულების მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიის (GmbH) ხელმძღვნელ თანამდებობის პირზე არ ვრცელდება დაქირავებული მუშაკისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის პრინციპები.149 ასეთი პრინციპების მიხედვით, დაქირავებული მუშაკი მარტივი დაუდევრობის შედეგად გამოწვეული ზიანისთვის დამქირავებლის წინაშე არ აგებს პასუხს.150 პასუხისმგებლობის ეს პრივილეგირებული მასშტაბი არ გამოიყენება ხელმძღვნელი თანამდებობის პირისთვის.151 ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ გერმანული სამართალი, შრომის კანონმდებლობის შემხებლობას ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მიმართ მთლიანად არ გამორიცხავს, თუმცა, მათზე შრომის სამართლის გავრცელებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. აღნიშნულიდან 144 ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, § 4, გვ 73. 145 საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება № 3კ/259-01, 30.03.2001. 146 ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, § 4, გვ 73. 147 Jula, Der GmbH-Geschäftsführer, Kap. 1, S. 2. 148 იქვე. 149 იქვე. 150 იქვე. 151 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 300 გამომდინარე, ნათლად იკვეთება, რომ საწარმოს ხელმძღვანელ პირებს, დაქირავებული მუშაკებისგან განსხვავებული, გამორჩეული სტატუსი ენიჭებათ, აგრეთვე, გერმანულ სამართალშიც. მომდევნო ეტაპზე, კანონში შემოვიდა ლიბერალური სამართლებრივი მიდგომა და ფართო ასპარეზი დაეთმო საწესდებო ავტონომიას. 2008 წლის 14 მარტის რედაქციით, შპს-ის მომწესრიგებელი თავიდან ამოღებულ იქნა ცალკე მუხლები პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორების შესახებ და ეს საკითხები კანონის 47-ე მუხლში გაერთიანდა. ეს უკანასკნელი მუხლი კი მეტად ზოგადი სახის, დისპოზიციურ რეგულირებას ადგენდა და საწესდებო ავტონომიისთვის დიდ სივრცეს ტოვებდა. ამასთან, იგი მხოლოდ პარტნიორთა კრებისა და დირექტორთა შესახებ საკითხებს მოიცავდა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოზე მითითებას საერთოდ არ აკეთებდა. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ შპს- ის თავი თითქმის საერთოდ აღარ შეიცავდა იმპერატიულ ნორმებს, რაც საზოგადოების დაფუძნების მსურველს აძლევდა თავისუფლებას, წესდებაში ცვლილების შეტანის გზით, დაერეგულირებინა და გაეთვალისწინებინა მისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი,152 მათ შორის საწარმოს მართვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები. საბოლოო ეტაპზე, ახალი კანონით, ისევ დეტალური საკანონმდებლო რეგულირება დადგინდა. შპს-ის თავში კვლავ შემოვიდა ხელმძღვანელი ორგანოს, სამეთვალყურეო საბჭოსა და საერთო კრების შესახებ ცალკე მუხლები. შესაბამის მუხლებში დაწვრილებით გაიწერა ხელმძღვანელი თანამდებობის პირის კომპეტენციები, ისევე როგორც საერთო კრების მოწვევის, მათ შორის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის, მისი ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესები. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, კანონის 125-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს შპს-ში მისი შექმნის შესაძლებლობას, კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ შპს-ში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შემთხვევაში, მასზე ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთვის დადგენილი ნორმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა რამ არის გათვალისწინებული წესდებით. საწესდებო ავტონომიის ფარგლებში საკითხის სხვაგვარი მოწესრიგების შესაძლებლობას ითვალისწინებს, აგრეთვე, შპს-ის საერთო კრების შესახებ შესაბამისი მუხლებიც. ამდენად, ახალ კანონში დაწვრილებით არის გაწერილი საწარმოს მართვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა იმპერატიულ ნორმებთან ერთად სათანადო ადგილი არის დათმობილი, აგრეთვე, საწესდებო ავტონომიის თავისუფლებისთვისაც. 152 ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, § 4, გვ. 74. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 301  სს-ის კორპორაციული მართვა სააქციო საზოგადოება ყველასგან განსხვავებული ფენომენია, ორგანიზაციულ მართვასთან მიმართებით.153 იგი, მეწარმე სუბიექტთა შორის, ყველაზე მეტად არის გახსნილი ინვესტორებისთვის და, ამდენად, რთული და მრავალწახნაგოვანი კორპორაციული მართვით ხასიათდება.154 კორპორაციული მართვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების მიხედვით, სააქციო საზოგადოების ქონება, ასეთი კომპანიის მმართველი მენეჯერების ხელშია.155 ისინი განკარგავენ ამ ქონებას და მათზე არის დამოკიდებული სააქციო საზოგადოების კომერციული წარმატება.156 აქციონერები, ჩვეულებრივ, არ იღებენ მონაწილეობას მმართველი ორგანოების ყოველდღიურ საქმიანობაში.157 თუმცა, ეფექტური კორპორაციული მართვის პრაქტიკის შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ გარანტიები, რომ მათი ინვესტიციები, სააქციო საზოგადოების მმართველი მენეჯერების მიერ, გამოყენებული იქნება გონივრულად და სათანადო მზრუნველობით, აქციონერებისა და თავად კომპანიის სასიკეთოდ.158 თავად საკუთრება, ინვესტირებული კაპიტალისგან განცალკევებულად, ინვესტორთა ხელშია, რომელნიც, ძირითადად, საკუთრების უფლების რეალიზებას ახდენენ კუთვნილი წილის განკარგვის გზით.159 სააქციო საზოგადოება, წარმოადგენს რა ყველაზე მძლავრ და მსხვილ მეწარმე სუბიექტს ინვესტირების კუთხით, მეწარმე სუბიექტთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მატარებელია. ამდენად, ნებისმიერი კანონმდებლის ამოცანას წარმოადგენს, სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოებისთვის მკაფიო და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულების პრინციპზე დაფუძნებული, სტრუქტურის ჩამოყალიბება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხდება გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა.160 „მეწარმეთა შესახებ“ კანონში, სს-ის კორპორაციული მართვის რეგულირება რამდენჯერმე ფუნდამენტურად შეიცვალა. პირველ ეტაპზე, კანონმა კორპორაციული მართვის დუალისტურ მოდელზე შეაჩერა არჩევანი. თუმცა, 153 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი II, გვ. 93. 154 იქვე. 155 Schramm, Commentary: On the 2010 Model Law on Joint-Stock Companies, in: Review of Central and East European Law, 36(3 and 4), 2011, 211, P. 246. 156 იქვე. 157 იქვე. 158 იქვე. 159 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი II, გვ. 94. 160 Schramm, Commentary: On the 2010 Model Law on Joint-Stock Companies, in: Review of Central and East European Law, 36(3 and 4), 2011, 211, P. 246. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 302 არასწორმა მენეჯმენტმა, ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების არასწორმა პრაქტიკამ, რომელიც არსებობდა ქართულ საწარმოებში და მენეჯერთა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არაპროფესიონალზმმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ მოდელის არსებობის მიზანშეწონილობა.161 შედეგად, შემდგომ ეტაპზე, კანონი მეტწილად მონისტური მოდელისკენ გადაიხარა. ბოლო ეტაპზე კი, ახალი კანონით, არჩევანი შერეულ მოდელზე გაკეთდა. თავდაპირველ ეტაპზე, 2005 წლის 24 ივნისის რედაქციით, კანონით, სს-ის კორპორაციული მართვის შესახებ, ისევე როგორც შპს-ის შემთხვევაში, საკმაოდ დეტალური რეგულირება იყო გათვალისწინებული. ვინაიდან, სააქციო საზოგადოება, თავისი ბუნებით ყველაზე მნიშვნელოვან კაპიტალური ტიპის სამეწარმეო სუბიექტს წარმოადგენს, კანონი მისი მოწესრიგების მიმართ უფრო მეტი იმპერატიულობითა და დოგმატიკით გამოირჩეოდა.162 კანონის 54-ე მუხლი აქციონერთა საერთო კრების საკითხებს განსაზღვრავდა. ამ მუხლში დაწვრილებით იყო გაწერილი საერთო კრების მოწვევის, მისი ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი იყო კრების კომპეტენციათა ფართო ნუსხა და განსაზღვრული იყო, რომ ჩამოთვლილი საკითხების გარდა, ყველა სხვა საკითხზე გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორს უნდა მიეღოთ. კანონის 55-ე მუხლი სამეთვალყურეო საბჭოს არსებობას სავალდებულოდ ადგენდა და, ასევე, დეტალურად განსაზღვრავდა საბჭოს შემადგენლობის, მის წევრთა არჩევის, სხდომების ჩატარებისა და ამ სხდომებზე გადაწყვეტილების მიღების საკითხებს. ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში კი გაწერილი იყო საკითხები, რომელთა შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ან მისი თანხმობით ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ კანონი იმპერატიულად კრძალავდა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრს იმავდროულად შეეთავსებინა საზოგადოების დირექტორის ან სხვა პასუხისმგებელი აღმასრულებელი პირის თანამდებობა.163 ასეთი გამიჯვნა კარგი კორპორაციული მართვის ფუნქციის მატარებელი იყო, რამდენადაც ეფექტური კორპორაციული მართვის მიზნისთვის აუცილებელია ზედამხედველობისა და მართვის ფუნქციათა ერთმანეთისაგან განცალკევება.164 კანონის 56-ე მუხლი დირექტორების საკითხს არეგულირებდა. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი დირექტორებს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ანიჭებდა, მე-2 პუნქტი კი ადგენდა, რომ დირექტორთა უფლებამოსილებები სამეთვალყურეო 161 ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი I, გვ. 97. 162 ცერცვაძე, სამეწარმეო სამართლის განვითარების საჯარო და კერძოსამართლებრივი ასპექტები, კრებულში: ლადო ჭანტურია 50, საიუბილეო გამოცემა, 2013, 7, გვ. 22. 163 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“ № 577, 28/10/1994 (ძალადაკარგულია, 01/01/2022), 55- ე მუხლის მე-3 პუნქტი. 164 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი II, გვ. 95. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 303 საბჭოს მიერ დადგენილი შინაგანაწესით განისაზღვრებოდა. დირექტორების საქმიანობაზე კონტროლს სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებდა.165 მისი ფუნქციების სამეთვალყურეო საბჭოსთვის გადაცემა კანონით იმპერატიულად იყო აკრძალული.166 ამდენად, აქაც იყო განსაზღვრული, მართვისა და ზედამხედველობის ორგანოთა კომპეტენციების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. რაც შეეხება დისპოზიციურ ნორმებს, კანონის აღნიშნულ რედაქციაში ისინი თითქმის არ გვხვდებოდა. კანონით, ორგანოთა უფლებამოსილება და ურთიერთმიმართება, სტრუქტურათა იერარქია დაწვრილებით იყო განსაზღვრული.167 შედეგად, საწესდებო ავტონომიის თავისუფლებისთვის ადგილი აღარ იყო დარჩენილი. მეტიც, პარტნიორებს, ფაქტობრივად, არც სჭირდებოდათ დამატებით რაიმე დეტალების განსაზღვრა.168 მომდევნო ეტაპზე, 2008 წლის 14 მარტის რედაქციით, სს-ის კორპორაციული მართვის საკითხთან მიმართებით, შპს-ის მსგავსად, ლიბერალური სამართლებრივი მიდგომა შემოვიდა და იმპერატიული ნორმები საწესდებო ავტონომიამ ჩაანაცვლა. კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული მრავალი საკითხი, რომელიც შეეხებოდა საერთო კრების მოწვევას, მის ჩატარებას, კრებაზე გადაწყვეტილების მიღებას, საწესდებო მოწესრიგების საგანი გახდა. კანონის 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტი სამეთვალყურეო საბჭოს სავალდებულო არსებობას აღარ განსაზღვრავდა, გარდა ამავე მუხლით დადგენილი კონკრეტული შემთხვევებისა. აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შესაძლებელია ყოფილიყო ნებისმიერი პირი, მათ შორის დირექტორიც, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, დირექტორებს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ უმრავლესობა სამეთვალყურეო საბჭოში.169 ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული შეზღუდვა მნიშვნელოვან დაცვის მექანიზმს სრულიადაც არ ქმნიდა. რამდენადაც, აბსოლიტურად შესაძლებელი იყო, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად მოწვეულ კონკრეტულ კრებაზე, უმცირესობაში მყოფი დირექტორები კრებაზე ხმის უფლების მქონე უმრავლესობა ყოფილიყვნენ.170 ხოლო მართვისა და კონტროლის სადავეების ერთი და იმავე პირის ხელში მოქცევა კი კარგი კორპორაციული მართვის საფუძველს არ ქმნიდა. რა 165 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“ № 577, 28/10/1994 (ძალადაკარგულია, 01/01/2022), 55- ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 166 იქვე, 55-ე მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. 167 ცერცვაძე, სამეწარმეო სამართლის განვითარების საჯარო და კერძოსამართლებრივი ასპექტები, კრებულში: ლადო ჭანტურია 50, საიუბილეო გამოცემა, 2013, 7, გვ. 24. 168 იქვე. 169 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, № 577, 28/10/1994 (ძალადაკარგულია, 01/01/2022), 55- ე მუხლის მე-2 პუნქტი. 170 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი II, გვ. 96. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 304 თქმა უნდა, დირექტორი, რომელიც იმავდროულად თავისი ზედამხედველი ორგანოს წევრიც იყო, თავის თავს ვერ გააკონტროლებდა ეფექტურად და ხარისხიანად.171 ასეთ შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭო ვერ ასრულებდა თავის მთავარ ფუნქციას, რაც მმართველი ორგანოს კონტროლში მდგომარეობს და, შესაბამისად, მის არსებობას საერთოდ ეკარგებოდა აზრი. აღსანიშნავია, აგრეთვე, ამავე მუხლის მე-7² პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, დირექტორის ფუნქციები შესაძლებელია გადაცემულიყო სამეთვალყურეო საბჭოსთვის, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ეს დანაწესიც, ამ ორი ორგანოს კომპეტენციათა ერთმანეთში აღრევის შესაძლებლობას ქმნიდა. კანონის 56-ე მუხლი, რომელიც დირექტორთა შესახებ საკითხებს არეგულიებდა, აგრეთვე, საწესდებო ავტონომიაზე მიუთითებდა დირექტორთა უფლებამოსილებების განსაზღვრისას. საბოლოო ეტაპზე, ახალი კანონით, სს-ის კორპორაციული მართვის საკითხების განსაკუთრებით დეტალური რეგულირება შემოვიდა. ახალი კანონით, საკანონმდებლო დონეზე გაიწერა მონისტურ და დუალისტურ სისტემებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მართვის მონისტური სისტემის არჩევის შემთხვევაში, სააქციო საზოგადოებას უნდა ჰქონოდა საერთო კრება და ხელმძღვანელი ორგანო.172 ხოლო დუალისტური მოდელის არჩევისას, სააქციო საზოგადოებას, საერთო კრებასა და ხელმძღვანელ ორგანოსთან ერთად, უნდა ჰქონოდა სამეთვალყურეო საბჭოც.173 ამასთან, კანონში გაიწერა ორივე მოდელის ლეგალური დეფინიციაც. მართვის სისტემის არჩევასთან დაკავშირებით კი, 182-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საწესდებო თავისუფლება დადგინდა, გარდა ამავე მუხლის მე- 3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოდ განისაზღვრა. ახალი კანონით, სააქციო საზოგადოების საერთო კრების საკითხები რამოდენიმე მუხლში გაიწერა. საერთო კრების ფორმირების, მოწვევის, მისი კომპეტენციის, კრების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესები და პროცედურები დაწვრილებით აღიწერა კანონში. ასეთივე დაწვრილებითი რეგულირება დადგინდა, ასევე, სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოსა და სამეთველყურეო საბჭოსთან მიმართებით. შესაბამის მუხლებში დეტალურად განისაზღვრა ხელმძღვანელი ორგანოს უფლება-მოვალეობები, ხელმძღვანელი პირის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები, ისევე როგორც სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება, მისი შემადგენლობა, წევრთა არჩევა და გამოწვევა და მრავალი სხვა. თუმცა, ამასთან ერთად, საწესდებო თავისუფლებაც იქნა მნიშვნელოვნად შენარჩუნებული. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები არ ან ვერ მიაღწევენ 171 ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, § 4, გვ. 75. 172 „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, № 875-Vრს-Xმპ, 02/08/2021, 182-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. 173 იქვე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 305 შეთანხმებას, კანონი იძლევა შესაბამის დეტალურ მოწესრიგებას. აღსანიშნავია, რომ კანონის 208-ე მუხლი გამოყოფს ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს, რომლებიც ხელმძღვანელ პირთა მიმართ ვრცელდება და ჩამოთვლის ინტერესთა კონფლიქტის კონკრეტულ შემთხვევებს, რაც გამორიცხავს საკუთარ თავთან გარიგების დადების შესაძლებლობას. კანონის 214-ე მუხლი კი განსაზღვრავს თანამდებობათა შეუთავსებლობის საკითხებს, კერძოდ, 1-ლი პუნქტი, იმპერატიულად კრძალავს ერთი და იმავე პირის მიერ, ერთდროულად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრის თანამდებობის დაკავებას. ამით კი მოხდება საზედამხედველო და მართვის ორგანოს უფლებამოსილების მიზნობრივი რეალიზება,174 რაც ეფექტური კორპორაციული მართვის საფუძველს წარმოადგენს. კარგი კორპორაციული მართვა კი, თავის მხრივ, გადამწყვეტია ინვესტირების კუთხით. რამდენადაც, ინვესტორებისთვის, რომლებიც აპირებენ ფულის დაბანდებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება და რამდენად ხორციელდება კონტროლი დირექტორის გადაწყვეტილებაზე.175 დასკვნა ქართული სამეწარმეო კანონმდებლობა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე, განვითარების საკმაოდ რთულ გზას გადის. ერთი მხრივ, სამეწარმეო ურთიერთობების საკანონმდებლო რეგულირების გამოცდილების არქონის და, მეორე მხრივ, კანონის დაუყოვნებლივ მიღების აუცილებლობის პირობებში გადადგმული პირველი ნაბიჯი კანონმდებლობაში, რომელსაც „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონის მიღება წარმოადგენდა, არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, ეს კანონი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ბაზისი და საფუძველი გახდა. „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა კი, თავის მხრივ, ევოლუციის ხანგრძლივი პროცესი გაიარა. მისი განვითარების ეტაპებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს: კანონის მიღებიდან 2008 წლამდე, 2008 წლიდან ახალი კანონის მიღებამდე და ახალი კანონის მიღებიდან დღემდე, პერიოდები. ამ პერიოდებში, კანონში ფუნდამენტურად იცვლება სამართლებრივი მიდგომები და მიმართულებები. ახალი კანონის ძირითად მიზანს, შუალედურ ეტაპზე არსებული, საკანონმდებლო ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოსწორება წარმოადგენს და იგი უფრო მეტად ახლოსაა კანონის თავდაპირველ რედაქციასთან. თუმცა, ახალი კანონი, კანონის თავდაპირველ რედაქციაზე ბევრად უფრო მოცულობითია და ბევრად დეტალურ მოწესრიგებას ადგენს. მასში, შეიძლება ითქვას, რომ გათვალისწინებულია კანონის ადრინდელ რედაქციებში არსებული 174 ბურდული (რედ.)/მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი II, გვ. 97. 175 ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, § 4, გვ. 75. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 306 ყველა მნიშვნელოვანი ხარვეზი და, ყოველგვარი ორაზროვნებისა და ბუნდოვანების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დაწვრილებით არის გაწერილი ყველა შესაძლო შემთხვევის საკანონმდებლო რეგულირება. ზოგადად, სამეწარმეო კანონმდებლობა ეკონომიკური აღმავლობის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს. მისი დახვეწა და სრულყოფა პოზიტიური ეკონომიკური ეფექტის მომტანია, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რომლისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა უცხოური ინვესტიციების შემოსვლა და ბიზნესგარემოს გაჯანსაღება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით აღებული, კანონმდებლობათა დაახლოების ვალდებულების შესრულება კი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რამაც უნდა მოახდინოს საქართველოსთვის ევროპული ბაზრის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ბიბლიოგრაფია გამოყენებული ლიტერატურა ქართულ ენაზე:  ბაქაქური, ნინო/გელტერი, მარტინ/ცერცვაძე, ლაშა (რედ.)/ჯუღელი, გიორგი, საკორპორაციო სამართალი, სახელმძღვანელო იურისტებისათვის, 2019 (ციტ. ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, §, გვ.).  ბეთანელი, ქეთევან/მასბაუმი, მაიკ ს., საკორპორაციო სამართალი საქართველოში, ჟურნალში: ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 6, N 2- 3, 2003, 278-324 (ციტ. ბეთანელი/მასბაუმი, საკორპორაციო სამართალი საქართველოში, ჟურნალში: ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 6, N 2- 3, 2003, 278, გვ.).  ბურდული, ირაკლი, სააქციო სამართლის საფუძვლები, გერმანული და ქართული სამართლის მაგალითზე, ტომი I, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2010 (ციტ. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ნაწილი, გვ.).  ბურდული, ირაკლი, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში (შედარებით სამართლებრივი კვლევა), გამომცემლობა „თობასილი“, თბილისი 2007 (ციტ. ბურდული, სამეწარმეო (სავაჭრო) სამართლის განვითარება საქართველოსა და გერმანიაში, თავი, გვ.).  ბურდული, ირაკლი (რედ.)/მახარობლიშვილი, გიორგი/ეგნატაშვილი, დემეტრე/გიგუაშვილი, გიორგი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება (რეფორმის ძირითადი ასპექტები), გამომცემლობა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 307 „იურისტების სამყარო“, თბილისი 2016 (ციტ. ბურდული (რედ.) /მახარობლიშვილი/ეგნატაშვილი/გიგუაშვილი, თანამედროვე ქართული სამეწარმეო სამართლის განვითარება, თავი, გვ.).  ზოიძე, ბესარიონი, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი, თბილისი 2005 (ციტ. ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, თავი, გვ.).  მიგრიაული, როინ/შალამბერიძე, თამაზ, ქართულ სააქციო საზოგადოებაში სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შესახებ ნორმების მისადაგება ევროკავშირის 1976წ. 13 დეკემბრის N77/91 დირექტივასთან, კრებულში: ბუკია, ციცინო (რედ.), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, გამომცემლობა „ედვაიზ ჯგუფი“, თბილისი 2016, 46-63 (ციტ. მიგრიაული/შალამბერიძე, სავალდებულო საწესდებო კაპიტალის შესახებ ნორმების მისადაგება ევროკავშირის 1976წ. 13 დეკემბრის N77/91 დირექტივასთან, კრებულში: სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, 2016, 46, გვ.).  ჩოხელი, ნინო/სვანიძე, ავთანდილი/პაპუაშვილი, შალვა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის რეფორმა, „ჯეპლაკის საქმიანობა“, ჟურნალში: ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 8, N 1-2, 2005, 4-44 (ციტ. ჩოხელი/სვანიძე/პაპუაშვილი, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის რეფორმა, ჟურნალში: ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 8, N 1-2, 2005, 4, გვ.).  ცერცვაძე, არჩილი, სამეწარმეო სამართლის განვითარების საჯარო და კერძოსამართლებრივი ასპექტები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კრებულში: გეგენავა, დიმიტრი (რედ.), ლადო ჭანტურია 50, საიუბილეო გამოცემა, გამომცემლობა „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი“, თბილისი 2013, 7-30 (ციტ. ცერცვაძე, სამეწარმეო სამართლის განვითარების საჯარო და კერძოსამართლებრივი ასპექტები, კრებულში: ლადო ჭანტურია 50, საიუბილეო გამოცემა, 2013, 7, გვ.).  ჭანტურია, ლადო, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, კრებულში: ფერაძე, გოჩა (რედ.), სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, წიგნი III, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, 650-666 (ციტ. ჭანტურია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, კრებულში: სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, წიგნი III, 2015, 650, გვ.).  ჭანტურია, ლადო, კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და საკორპორაციო სამართლის წარმოშობა საქართველოში, კრებულში: ჭანტურია, ლადო (რედ.)/კნიპერი, როლფ (რედ.), სერგო ჯორბენაძე 70, საიუბილეო კრებული, გამომცემლობა „ნორმა“, თბილისი 1996, 32-52 (ციტ. ჭანტურია, კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და საკორპორაციო სამართლის წარმოშობა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 308 საქართველოში, კრებულში: სერგო ჯორბენაძე 70, საიუბილეო კრებული, 1996, 32, გვ.). გამოყენებული ლიტერატურა უცხოერ ენებზე:  Black, Bernard/Kraakman, Reinier, A Self-Enforcing Model of Corporate Law, in: Harvard Law Review, Volume 109, No. 8, 1996, 1911-1982 (cite: Black/ Kraakman, A Self-Enforcing Model of Corporate Law, in: Harvard Law Review, 109(8) 1996, 1911, P.).  Cranston, R. F., Regulation and Deregulation: General Issues, in: University of New South Wales Law Journal, Volume 5, No. 1, 1982, 1-28 (cite: Cranston, Regulation and Deregulation, in: University of New South Wales Law Journal, 5(1), 1982, 1, P.).  Jula, Rocco, Der GmbH-Geschäftsführer, Rechte und Pflichten, Anstellung, Vergütung und Versorgung, Haftung und Strafbarkeit, Auflage 4, Springer-Verlag, Berlin Heidelberg 2012 (zitiert: Jula, Der GmbH-Geschäftsführer, Kap., S.).  Mock, Sebastian, Harmonization, Regulation and Legislative Competition in European Corporate Law, in: German Law Journal, Volume 3, Issue 12, 2002, available at: http://www.germanlawjournal.com/index.php?pageID=11&artID=216 (cite: Mock, Harmonization, Regulation and Legislative Competition, in: German Law Journal, 3(12), 2002, Para.).  Samkharadze, Irakli, Harmonization of Legal Systems: EU and Georgia, in: Journal of Law (TSU), Volume 2015, No.1, 2015, 253-264 (cite: Samkharadze, Harmonization of Legal Systems, in: Journal of Law (TSU), 2015(1), 2015, 253, P.).  Schramm, Hans-Joachim, et al., Commentary: On the 2010 Model Law on Joint- Stock Companies for CIS Members States (as Amended), in: Review of Central and East European Law, Volume 36, Issues 3 and 4, 2011, 211-314 (cite: Schramm, Commentary: On the 2010 Model Law on Joint-Stock Companies, in: Review of Central and East European Law, 36(3 and 4), 2011, 211, P.). ნორმატიული მასალა ქართულ ენაზე:  „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“, № 200/42, 27/06/2014.  „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, №577, 28/10/1994 (ძალადაკარგულია, 01/01/2022).  „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“, №875-Vრს-Xმპ, 02/08/2021. ნორმატიული მასალა უცხოურ ენაზე:  DIRECTIVE 2009/101/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 16 September 2009.  SECOND COUNCIL DIRECTIVE ( 77/91 /EEC) of 13 December 1976. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 309 საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები:  საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №3კ/259-01, 30.03.2001. The Main Trends, Goals and Objectives of the Formation and Reform of Georgian Law on Entrepreneurs Mariam Shavlakadze Master of Laws, University of Cologne, Germany Abstract The Georgian Law on Entrepreneurs was created after the collapse of the Soviet Union and Georgia’s regaining of independence. In the Soviet socialist system, the development of entrepreneurial law was not allowed. Accordingly, Georgia had scarcely any experience in legislative regulation of entrepreneurial relations. After the restoration of independence, the changing political, legal and economic situation required that the norms of the newly created Law on Entrepreneurs were frequently amended and updated, in order to bring Georgian entrepreneurial law into line with the laws of the rest of the civilized world. Taking global economic trends into account, the changes affected not only individual norms of Law on Entrepreneurs, but, in fact, a systemic change of entrepreneurial law, between Continental European and Anglo-American legal systems, was taking place. Along with frequent legislative changes, no developed judicial practice was in place. All of this created a chaotic and flawed legal regulation that, ultimately, once again, faced the country with the need to implement fundamental legislative changes. The present paper describes the development of the Georgian Law on Entrepreneurs, from the time of restoration of independence up to the present day. The general trends of the development of the Law on Entrepreneurs, during the mentioned period, will be presented. Special emphasis will be placed on the obligation, to approximate the country’s legislation with that of European Union, based on the EU/Georgia Association Agreement, which is one of the important foundations for the creation of a new Law on Entrepreneurs. The legislative flaws that necessitated systemic reform, in the form of the creation of a new law, will be analyzed. In the paper, initially, the historical origins of the Georgian Law on Entrepreneurs will be discussed. The need for a new legislative regulation of entrepreneurial relations, for a country emerging from post-Soviet space, will be evaluated. The original legislative acts Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 310 regulating entrepreneurial activity, as well as the formation of the Law on Entrepreneurs as a single law, a unified codified act, will be considered. In the following part of the paper, the main trends of the development of the Georgian Law on Entrepreneurs will be presented. The shift in regulation and deregulation regimes in the Law on Entrepreneurs and, ultimately, the need for reform of the law will be discussed. The anticipated outcomes of the approximation of the Law on Entrepreneurs with EU legislation, as laid down in the Association Agreement, as well as the importance of the establishment of regulated regimes, for a country such as Georgia, will be analyzed. In the following parts of the paper, the fundamental issues related to the activities of entrepreneurial entities, such as the norms regulating the beginning of entrepreneurial activity, as well as the legislative regulations related to the governance and control of a corporation, will be discussed. The main directions of changes in the norms regulating the foundation of entrepreneurial entity, the pre-incorporation entity and initial capital contribution, along with changes related to issues of corporate governance and control, regarding the corporate governance structures and the interrelationship between the governing bodies, as well as effective corporate governance, will be described. Special emphasis will be placed on the obligation, pursuant to the Association Agreement, to approximate the Georgian Law on Entrepreneurs with the EU corporate law directives and, in the light of the above, on the need to reform the law. The EU corporate law directives set out specific requirements for the foundation stage of an entity. Additionally, the registration legislation of an entity was presented with significant flaws. The legislative norms related to corporate governance and control also contained substantial flaws and shortcomings, which frequently led to many legislative failures. Therefore, the decision was made to discuss and analyze the changes and developments in the legislative regulation of precisely these issues. Keywords: Entrepreneurial law, Association Agreement, the EU corporate law directives, beginning of entrepreneurial activity, governance and control of a corporation, new Law on Entrepreneurs.