Georgian Scientists Vol. 3 No. 3 (2021) https://journals.4science.ge/index.php/GS/index 114 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 3 Issue 3, 2021 https://doi.org/10.52340/gs.2021.08.08 პოლიტიკური ლიდერობის თეორიები და პოსტსაბჭოთა ავტორიტარი ლიდერები ელენე გელაშვილი პროფესორის ასისტენტი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სწავლის მენეჯმენტის განყოფილების უფროსი ავთანდილ ტუკვაძე ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკაკი აბზიანიძე პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი აბსტრაქტი ნაშრომში პოლიტიკური ლიდერობის წარმოშობის თეორიებზე (თვისებათა, სიტუაციური, მიმდევრების, ფსიქოლოგიური) დაყრდნობით, კომპარატიული და თვისებრივი კვლევების საფუძველზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში შესწავლილია პოლიტიკური ლიდერობის თავისებურებები. ლიდერი იყენებს სიტუაციას, ეყრდნობა მიმდევრებს, უმეტეს შემთხვევაში ქარიზმით დაჯილდოებულ დიდ ლიდერებს ახასიათებთ მთელი რიგი ფსიქოლოგიური თავისებურებები, მაგრამ ყველა შემთხვევაში განმსაზღვრელ როლს თამაშობს ლიდერული თვისებები, რომელთა უმეტესობა თანდაყოლილია. ჩვენი აზრით, მკვლევარების არგუმენტი, რომ ლიდერის თვისებები ახასიათებს ჩვეულებრივ მოკვდავებს, არაა დამაჯერებელი „თვისებათა თეორიის“ უარსაყოფად ორი გარემოების გამო: ჯერ ერთი, ლიდერი ადამიანია, სოციალური არსებაა (ადამიანი პოლიტიკური არსებაა და ცალკე თვითკმარ არსებად ის ან მხეცია ან ღმერთი –არისტოტელე) და ბუნებრივია იგი ადამიანური თვისებების მატარებელია; მეორე, ლიდერს განსაკუთრებული თვისებები დიდი ხარისხით (დოზით) ახასიათებს და რაც მთავარია ისინი ხელისუფლებისაკენ ლტოლვის პროცესში მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ყველა სხვა ქმედებები მას ემორჩილება. ეს მსჯელობა ეხება კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეულ დიდი ლიდერებს, რომელთა ქმედებამ შეცვალა ისტორიის განვითარების ვექტორი, ხოლო პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ სცენაზე ამ მასშტაბის (დონის) უნარ–ჩვევების მატარებელი ლიდერები ჯერ–ჯერობით არ გვხვდებიან. საკვლევი თემის ჰიპოთეზაა: პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ არენაზე ლიდერობის თავისებურებებს განაპირობებს ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურის დომინანტობა, მძიმე https://journals.4science.ge/index.php/GS/index 115 სოციალ–ეკონომიკური ფონი, მოცემული ერის ეროვნულ–ფსიქოლოგიური, მენტალური განვითარების თავისებურებები, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები. თითოეული დასახელებული გარემოება განსხვავებული ხარისხით ახდენს გავლენას ლიდერების არჩევის პროცესზე (მაგ; ქართულ სინამდვილეში საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია მნიშვნელოვნად განაპირობებს ლიდერის ხელისუფლებრივ პოზიციებს, რადგანაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გასაღები ქვეყნის გარეთაა გატანილი და მსგავსი ფსიქოლოგიური განწყობა „უცხოს ბაძი“ შეესაბამება ქართულ მენტალიტეტს და ელექტორატის განწყობას, ხოლო რუსეთში ლიდერი უპირატესად რუსული გეოპოლიტიკური ინტერესებით, მართლამადიდებლურ–მესიანისტური იდეებით არის შთაგონებული და რაც მთავარია– მხარს უნდა უჭერდეს „ველიკორუსული შოვინიზმისა“ და რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ გამაერთიანებელ, ეროვნულ იდეას), მაგრამ ყველა ვითარებაში განმსაზღვრელია ქვეშევრდომული პოლიტიკური ორიენტაციების სიჭარბე (ბალტიისპირეთის გამოკლებით), რომლის პირობებში, ალმონდისა და ვერბას პოლიტიკური კულტურის კონცეფციის მიხედვით, მოქალაქეების უმრავლესობა ელოდება სახელმწიფოსა და ქვეყნის გადამრჩენი ლიდერის მხრიდან სასურველ ქმედებებს; ყოველივე, დაბალი ეკონომიკური განვითარების და სუსტი ინსტიტუტების პირობებში განაპირობებს პოპულისტური ავტორიტარული ლიდერების სიჭარბეს ეროვნულ ხელისუფლებებში. საკვანძო სიტყვები: პოსტსაბჭოთა ლიდერობა, ლიდერობის თეორიები, პოლიტიკური კულტურა, ველიკორუსული შოვინიზმი, ავტორიტარული. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 116 შესავალი ლიდერობა ადამიანთა ცხოვრების ნებისმიერი სფეროს თანმდევ მოვლენას წარმოადგენს; სხვანაირად საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია: ისტორიის განვითარების ყველა ეტაპზე სოციალური სტრუქტურა მმართველ უმცირესობად და მართულ უმრავლესობად იყოფა, ხოლო სახელისუფლებლო და ოპოზიციურ ელიტებს სათავეში, როგორც წესი, გამორჩეული პოლიტიკური ლიდერები უდგანან. პოლიტიკური ლიდერობა გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ლიდერობის ნებისმიერი სხვა ფორმა და საზოგადოებრივი ცხოვრების რთულ ფენომენს განეკუთვნება: საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ ლიდერებზე იყო მოთხოვნილება, ასევე, პოლიტიკური რეჟიმების მრავალფეროვნებაც განაპირობებს ლიდერების ტიპების სიმრავლეს; ამას ემატება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ინტერესი, განსხვავებული თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომები, რომლებიც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ერთიანი განსაზღვრების ჩამოყალიბებას, რომელიც მეტ–ნაკლებად მისაღები იქნება ყველა ეპოქასა და დროში. ლიდერობის დამახასიათებელი ნიშნებიდან მკვლევარების უმრავლესობა მიუთითებს გავლენის უნარზე, ლიდერს აქვს უნარი ადამიანებზე გავლენის მოხდენის, რომელიც გულისხმობს მათ იდეოლოგიურ, ფასეულობით, ღირებულებით, კულტურულ და სხვა ორიენტაციებზე ზემოქმედებას; ლიდერს უნარი აქვს ადამიანებს გააკეთებინოს ის, რასაც ისინი დამოუკიდებლად არასოდეს გააკეთებდნენ; ლიდერობა პროცესია, პოლიტიკოსია ქმედებაში, რომელსაც გააჩნია ხალხისათვის გასაგები პროგრამა და ხელისუფლებრივი იერარქიის სათავეში დგომით (ფორმალური საერთო ეროვნული ლიდერი), დარწმუნებითა და ხელისუფლებრივი ლეგიტიმური ბერკეტების გამოყენებით საზოგადოებას წარმართავს დასახული ამოცანებისა და იდეალების შესასრულებლად. ლიდერობა და ძალაუფლება იდენტური ცნებებია: არ არსებობს ლიდერობა ძალაუფლების გარეშე, ამ კუთხით განსხვავება ფორმალურ და არაფორმალურ ლიდერებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ფორმალურ ლიდერს გააჩნია ზემოქმედების ლეგიტიმური სამართლებრივი მექანიზმები (მხოლოდ სახელისუფლებლო ძალას აქვს უფლება ძალის გამოყენების კანონიერი უფლება, როცა ასეთი ქმედება აუცილებელია), ხოლო არაფორმალურ ლიდერებს უპირველეს ყოვლისა თავისი ავტორიტეტის, პიროვნული თვისებიდან გამომდინარე პატივისცემაზე, ნდობაზე, რწმენაზე, შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს მასებზე და ამდენად მათი წარმატება ბევრადაა ზეგავლენის უნარზე დამოკიდებული, რაც ძალაუფლების გამოვლენის ფორმაა; პიტერ ნორთჰაუზი ეყრდნობა რა ყველაზე ცნობილ კვლევას სოციალური ძალაუფლების საფუძველებზე /French და Raven (1959)–ის მიერ ჩატარდა/ აღნიშნავს, ისინი ძალაუფლებას განიხილავს ორმხრივი ურთიერთობის ჭრილში, რომელიც მოიცავს ადამიანს, რომელიც გავლენას ახდენს და რომელზეც გავლენას ახდენენ. პიტერ გ. ნორტჰაუზი (2010). ლიდერს უნდა შეეძლოს პოლიტიკური მოვლენების ღრმა ანალიზი, სწორი დიაგნოზის დასმა, უნდა შეძლოს მასების დასახული მიზნების მიმართულებით წარმართვა; ლიდერობა ნიშნავს თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე განსხვავებული უნარ–ჩვევების გამოვლენის უნარს, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ხალხის ნდობის დაკარგვა და დელეგიტიმაცია. ლიდერობა გარკვეული აზრით დისტანციური საქმიანობაა, რადგანაც საზოგადოებასთან ურთიერთობა პარტიების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების, მიმდევრების მეშვეობით ხდება, ასევე, ლიდერობა კოლექტიური საქმიანობის პროდუქტია–ნებისმიერი გადაწყვეტილებში https://journals.4science.ge/index.php/GS/index 117 ჩართულია სხვადასხვა ინსტანციები, ექსპერტები, მრჩევლები, უახლესი გარემოცვა, მაგრამ საბოლო გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს ლიდერმა. ლიდერს უნდა შეეძლოს სიტუაციის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება, ხოლო დიდ ლიდერებს ძალუძთ სიტუაციის შეცვლა. პოლიტიკური ლიდერების მრავალი ტიპი გვხვდება ისტორიაში: მელიის, ლომის, ავტორიტარული, ტოტალიტარული, ქარიზმატული, ტრადიციული, რაციონალურ– ბიუროკრატიული, საერთო ეროვნული, მეხანძრე, პოპულისტური, პატერნალისტული, რეფორმისტული, პარანოიდული, პასიური, აქტიური, აგიტატორი, ვაჭარი, თეორეტიკოსი, ადმინისტრატორი, მენეჯერი, ფორმალური, არაფორმალური და სხვა, რომელთა დეფინიციას მკვლევარები ახდენენ სტილის, მმართველობის მექანიზმების გამოყენების, პოლიტიკური რეჟიმების, პიროვნული თვისებების, მიღებული გადაწყვეტილებების, ეპოქების და სხვა მახასიათებლების მიხედვით, რომლის ჩამონათვალი უსასრულოა. ლიდერობის ფენომენის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ საჭიროა განვსაზღვროთ საკვლევი თემის მიზანი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური ლიდერობის თეორიებზე დაყრდნობით პოსტსაბჭოთა ავტორიტარული ლიდერობის თავისებურებების შესწავლას. H -1. პოლიტიკური ლიდერობის თეორიების განხილვის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ლიდერობის „თვისებათა თეორია“ უფრო ეფექტურია და იძლევა გასაღებს უკეთ ავხსნათ ლიდერობის ფენომენი, მაგრამ ამავე დროს სხვადასხვა კონტექსტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიტუაცია, მიმდევრები, პროფესიული უნარ–ჩვევები. H-2. პოსტსაბჭოთა სივრცეში ავტორიტარული ტიპის ლიდერები გვხვდება: ამის მიზეზი სუსტ ინსტიტუტებთან ერთად მნიშვნელოვანწილად ქვეყანაში არსებული ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურის დომინანტობა, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები, ეროვნულ იდენტობა, ხალხის მენტალიტეტია. თავი პირველი. პოლიტიკური ლიდერობის თეორიები პოლიტიკური ლიდერობის თეორიებს შორის ყველაზე ადრე ჩამოყალიბდა „თვისებათა თეორია“, რომელსაც საფუძვლად დაედო ძველი ეგვიპტელების, ბერძნების და სხვა ხალხების თქმულებებში, მითებში, პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებებში გამოთქმული შეხედულებები; ოდითგანვე ადამიანები ცდილობდნენ აეხსნათ დიდი მთავარსარდლების, მეფეების, ფარაონების წარმატებების მიზეზები, მიაჩნდათ ისინი ზებუნებრივი თვისებების მქონე პიროვნებებად: ჰომეროსი თვლიდა, რომ წარმატების საწინდარი იყო ვაჟკაცობა–აქილევსი, სამართლიანობა–აგამემნონი, სიბრძნე–ნესტორი, ეშმაკობა–ოდისევსი; პლატონი სიბრძნეს–ფილოსოფოსი მმართველების აუცილებელ თვისებად მოიაზრებდა; არისტოტელე პლატონის მსგავსად იზიარებდა საზოგადოების ელიტური სტრუქტურის თეორიას და წერდა, რომ ნიჭი და სიკეთის ქმნადობა, სიმამაცე და ჰუმანურობა, წესიერება და სამართლიანობა, გამოცდილება და გონიერება ლიდერისთვის აუცილებელი მახასიათებლებია. შუა საუკუნეების საეკლესიო მოღვაწეებმა მორწმუნე ლიდერებს ღვთაებრივი თვისებები მიაწერეს და „ღვთისგან რჩეული ადამიანების“ კონცეფცია დაამკვიდრეს; მოგვიანებით აღორძინების ეპოქაში აზროვნება განთავისუფლდა ქრისტიანული დოგმებისგან და თანდათანობით იწყო განვითარება პიროვნებების რეალურად შეფასების ტრადიციამ: ნ. მაკიაველი (1469-1527) იყო პირველი მოაზროვნე, რომელმაც პოლიტიკა გამოყო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებიდან და ჩამოაყალიბა პოლიტიკური მორალის ცნება, რომლის გაზომვა ხდებოდა მიღწეული შედეგების მიხედვით და მნიშვნელობა არ ქონდა თუ რა ხერხების გამოყენებით დადგებოდა ეს შედეგი; მაკიაველმა პლატონის, https://journals.4science.ge/index.php/GS/index 118 არისტოტელეს და სხვა მოაზროვნეებისგან განსხვავებით სასურველი–უტოპიური, იდეალური სახელმწიფოს აღწერის ნაცვლად იტალიის გაერთიანების გზაზე მთავრების მიერ გატარებული პოლიტიკა რეალურად შეაფასა ნაშრომში „მთავარი“ და ჩამოაყალიბა ლიდერების მახასიათებლები; მაკიაველმა პირველმა შემოიტანა უარყოფითი თვისებების აუცილებლობა ლიდერისთვის, რადგანაც ხშირად კანონის ფარგლებში მოქმედება არ არის საკმარისი ქვეყნის გაერთიანების გზაზე და მთავარს უნდა შეეძლოს მოწინააღმდეგის მოსყიდვა, ძალადობა, შანტაჟი, მკვლელობა, ღალატი, სიცრუე და ცბიერება. მაკიაველმა გამოყო „მელიისა“ და „ლომის“ ტიპის ლიდერები, რომლებიც მოგვიანებით გაზიარებული იქნა იტალიის მაკიაველისტური სკოლის ელიტიზმის კლასიკოსებისგან (მოსკა, პარეტო, მიხელსი და მათი თანამედროვე ადეპტებისგან); მაკიაველის აზრით პოლიტიკურ ლიდერისთვის თანდაყოლილი თვისებები უნდა იყოს პიროვნული სიმამაცე, სიმტკიცე, ოპტიმიზმი; მთავარი უნდა ითავსებდეს და ისისხლხორცებდეს ადამიანის და მხეცის ბუნებას, და რომ ერთი მეორის გარეშე უდღეურია: „თუ მთავარი იძულებული იქნება იბრძოდეს როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისაგან, მელას – მგლებისაგან. მაშასადამე, მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი, და ლომი, რომ დაიფრინო მგლები. იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რამ არ ესმის.“ ნ. მაკიაველი (1984) (ნანახია 12.3.2019 https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/makiaveli.pdf) მოგვიანებით შოტლანდიელმა თომას კარლეილმა (1795–1881) თავის ნაშრომში „გმირები და გმირული ისტორიები“ დიადი პიროვნებები გამოაცხადა ისტორიის შემოქმედად, ისინი ღვთისგან გამოგზავნილი ადამიანები არიან, გამოირჩევიან სიბრძნით, თავდადებით, თვითმყოფადი გამოსვლებით და ქცევებით, უშუალობით და ზემდგომისადმი მორჩილებით და ფლობენ ორ არსობრივ თვისებას ––გულწრფელობას და ინტუიციას; კარლეილის შეხედულებებს იზიარებდა ნაცისტური იდეოლოგია, მაგრამ არასწორად მიგვაჩნია, რომ ნიცშე იზიარებდა მის შეხედულებებს და თანხვედრაშია „ზეკაცის” კონცეფციასთან: კარგად არის ცნობილი, რომ აზროვნების ისტორიაში სახელმწიფოს ყველაზე მკაცრი კრიტიკა გერმანელ ფილოსოფოსს ეკუთვნის: „სახელმწიფო უცივესია ცივთა საშინელებათა შორის“, „სახელმწიფო სცრუობს კეთილისა და ბოროტის ყოველი ენით; და რას იტყვის, სიცრუეა და რაც აქვს, მოპარული“, „სად სახელმწიფო თავდება მხოლოდ იქ იწყება ადამიანი“, „ თვით სახელმწიფო ცბიერების ძაღლია“, ამდენად ნიცშესათვის მიუღებელია სახელმწიფო იერარქიის მეშვეობით ადამიანების აღზევება, რადგანც „სახელმწიფო ტალახზე დგას და ტალახშია“; ნიცშე „ხელისუფლების მოყვარეობას პატარა ბალნიანი, სერი ადამიანების თვისებებად მიიჩნევს და ბუნებრივია ამისთვის ვერ გაიმეტებდა თავის იდეალს „ზეკაცს“, „ზეადამიანს“, რომლის კონცეფციაც მის ნაწერებშია ჩამოყალიბებული. ფ. ნიცშე (1992). ვეთანხმებით ს.ლ ფრანკის შეხედულებას, რომლის თანახმადაც, ნიცშე საუბრობს ზეკაცის სულიერ ბატონობაზე, რომელსაც ის მიაღწევს სულიერი სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე დგომით, რომელიც მიუღწეველია ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის. ამდენად უსაფუძვლოა კარლეილთან, პოლიტიკურ ბატონობის ასპექტით ნიცშეს შედარება Франк С.Л. (1990). „თვისებათა თეორიის “ ჩამოყალიბებას ინგლისელ ფსიქოლოგსა და ანთროპოლოგს ფრენსის გალტონის (1822–1911) სახელს უკავშირდება, რომელმაც თავის ლექციაში „ადამიანთა შთამომავლობის ტიპიური კანონები“ საფუძველი ჩაუყარა კორელაციური კავშირების ახსნას და შეეცადა მის გაზომვას სტატისტიკური მეთოდებით. იგი ბიომეტრიის მეთოდის ფუძემდებელია. გალტონის აზრით ლიდერული უნარ–ჩვევები მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავლობას. მას მიაჩნდა, რომ ლიდერული თვისებები განსხვავდება მიმდევრების მახასიათებლებისაგან. ( ნანახია 12.5. 2021 dspace.tsu.ge › xmlui › bitstream › handle). https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/makiaveli.pdf https://journals.4science.ge/index.php/GS/index 119 მკვლევარებმა დაიწყეს ლიდერული მახასიათებლების ჩამოთვლა–დეფინიცია: ბერდმა შეადგინა ლიდერობისთვის აუცილებელი 79 თვისება, რ. სტოგდილმა 124 მახასიათებელი გამოყო; თვისებებს შორის დომინანტური იყო–კომუნიკაბელურობა, ენთუზიაზმი, თავდაჯერებულობა, იუმორის გრძნობა, ინტელექტი, მჭერმეტყველება, ყურადღებიანობა, პოპულარობა და სხვა. „თვისებათა თეორია“ მნიშვნელოვნად გაამდიდრა მაქს ვებერმა ქარიზმული ლიდერობის კონცეფციით, რომლის თანახმადაც ლიდერი არის თანდაყოლილი განსაკუთრებული ნიჭით დასაჩუქრებული ადამიანი, იგი ფლობს სპეციფიკურ, ზებუნებრივი თვისებათა ნაკრებს, რომელსაც ქარიზმა ეწოდება. ვებერი თვლიდა: ”სამი თვისება გადამწყვეტია პოლიტიკოსისთვის: ვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა და თვალზომა.. ვებერის აზრით, ქარიზმატული ლიდერი დაკავშირებულია ტრანსედენტულ ძალასთან და ქარიზმატულ ლიდერს, მუდმივად შესწევს უნარი მიაღწიოს არსობრივ წარმატებებს. ვებერი არ ითვალისწინებს ”ქარიზმატული პოლუსიდან” გადაადგილების შესაძლებლობას ”ინსტიტუციონალურ,” ქარიზმის ”რუტინიზაციის” შესაძლებლობას. ის არ მიიჩნევს, რომ ქარიზმატულ ძალას შეუძლია შეწყვიტოს "არარაციონალურობა" და გახდეს "ინტელექტუალური" Блондель Ж. (1992). მეცნიერთა ნაწილს Avolio, B. (1999), Bass, B. M. (1985) და სხვებს მიაჩნიათ, რომ ქარიზმა არ არის აბსტრაქტული, მისტიკური ცნება და იგი წარმოადგენს გარკვეული მახასიათებლების ნაკრებს, რომელიც გაზომვადია პიროვნების ქარიზმატულობის დასადგენად; მათ მიერ შემუშავდა ინსტრუმენტალური მიდგომა, რომელიც შეიძლება მეცნიერებაში იქნას გამოყენებული. „თვისებათა თეორია“ მნიშვნელოვნად გაამდიდრა ფსიქოლოგიური სკოლის წარმომადგენლებმა, პირველ რიგში ზ. ფროიდმა, რომლის შეხედულებების მიხედვით საზოგადოება იყოფა შემოქმედების უნარის მქონე და არა შემოქმედებით ადამიანებად; ლიდერები ფროიდისა და მისი სკოლის წარმომადგენლების მიხედვით არიან ნახევრად შეშლილი მანიაკალური პიროვნებები, რომლებიც ცხოვრებაში განცდილი წარუმატებლობების, არასრულყოფილების კომპენსაციას ცდილობენ ხელისუფლებრივი იერარქიის უმაღლეს საფეხურზე დგომით; თავიანთი შეხედულებების დასადასტურებლად მოყავთ მაგალითები ისტორიიდან Лассуэлл Гарольд Д. (2005), რომელთა მართებულობა ეჭვს არ იწვევს , თუმცა დღეს დასავლეთში ბევრი წარმატებული, გაწონასწორებული ლიდერია, რომლებსაც არავითარი პათოლოგიური გადახრები არ ახასიათებთ. “თვისებების თეორიის” შესამოწმებლად ჩატარდა ფართომასშტაბიანი კონკრეტული კვლევები, რომელთა შედეგები გახდა საფუძველი სერიოზული კრიტიკისა. გაირკვა, რომ ინდივიდუალური თვისებების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ემთხვევა პიროვნების ფსიქოლოგიურ– სოციალურ თვისებებს ზოგადად. უფრო მეტიც, მეცნიერები აკრიტიკებენ მთელ რიგ თვისებებს; ინტელექტის მაღალი დონეც კი საკამათო გახდა (ჯერ კიდევ მოსკა, თავის ადრინდელ ნაშრომში კატეგორიულ დასკვნას აკეთებდა, რომ იტალიის პარლამენტში ჩვეულებრივი საარჩევნო სიით წარმოდგენილი პიროვნებანი საშუალო დონის პიროვნებები არიან, რაც ბუნებრივია იწვევს წარმომადგენლობითი ორგანოს ხარისხის დამდაბლებას). Ашин Г.И (1999), ამერიკელმა პოლიტიკურმა ფსიქოლოგებმა სპეციალური ფსიქომეტრიკული მეთოდის გამოყენებით შეადარეს პოლიტიკური ლიდერების გავლენის მასშტაბები და ინტელექტის დონე და მიიღეს პესიმისტური შედეგები: დიდი გავლენით სარგებლობენ ლიდერები, რომელთა ინტელექტის დონე ახლოსაა მიმდევრების და მომხრეების ინტელექტთან. გ. ჯენინგსი აღნიშნავს, რომ „თვისებათა თეორია“ უფრო მეტად ექსპერიმენტატორის თვისებებს ასახავდა, ვიდრე ლიდერების. იმდენად დიდი იყო „თვისებათა თეორიის“ მიმართ იმედგაცრუება, რომ წამოაყენეს ყოვლად უპერსპექტივო კონცეფცია „ლიდერი თვისებების გარეშე“. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 120 “თვისებათა თეორიას”, მეცნიერების აზრით, გააჩნია მთელი რიგი შეზღუდვები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ამ თეორიის მართებულობას: გმირების თვისებების ინტერპრეტაციები მეცნიერულ ხასიათს არ ატარებენ და უფრო მეტად აღწერილობითი შინაარსის არიან და ფაქტობრივად არ იძლევიან შესაძლებლობას ახსნილი იქნას ლიდერობის ფენომენის არსი და ამდენად ნაკლებად პროდუქტიულია. მიუხედავათ ამისა, დღესაც მიმდინარეობს ფსიქოლოგების, სოციოლოგებისა და სხვა დარგის სპეციალისტების მიერ ლიდერული უნარ–ჩვევების ჩამონათვალის გამდიდრების პროცესი; მკვლევარების მიერ ლიდერობისთვის აუცილებელი თვისებების ჩამონათვალი დიდია და რაც მთავარია, ეს თვისებები გააჩნიათ ჩვეულებრივ ადამიანებსაც და ამდენად შეუძლებელია მოახდინო ლიდერობის განმსაზღვრელი თვისებების დეფინიცია; ლიდერობისთვის განსხვავებული თვისებები თამაშობს მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა დროსა და სივრცეში. ამიტომ, ზოგადი, უნივერსალური მახასიათებლების ფორმირება საკმაოდ რთული და ნაკლებად შესრულებადი ამოცანაა; ლიდერისათვის დამახასიათებელი უნარ–ჩვევები თავისი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულია: ადამიანებზე ზემოქმედების უნართან ერთად ლიდერმა უნდა შეძლოს დიაგნოზი დაუსვას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, საჭიროა განსაზღვროს მოქმედების მიმართულება. აქედან გამომდინარე, მარტო ქარიზმა და ხალხის მობილიზაციის უნარი, როგორც უკვე აღვნიშნეთ მისთვის საკმარისი არაა, არამედ მას უნდა ჰქონდეს ანალიტიკური აზროვნების უნარ–ჩვევები და შეძლოს შემოთავაზებული ვარიანტებიდან ოპერატიულად შეარჩიოს პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალური ვარიანტი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ გაწელოს დროში. ამრიგად, „თვისებათა თეორიის“ ანალიზი გვიჩვენებს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ლიდერობისთვის დამახასიათებელი აუცილებელი მახასიათებლების დეფინიცია, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ლიდერები არ არიან განსაკუთრებული თვისებების მატარებელი ადამიანები, რომელთა უნარ–ჩვევები სხვადასხვა სიტუაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. „თვისებათა თეორიის“ კრიტიკამ განაპირობა ახალი თეორიული მიდგომების ძიება, ასე ჩამოყალიბდა სიტუაციური, მიმდევრების, სინთეზური, მენეჯერული და სხვა თეორიები. ლიდერობის თეორიას ხარისხობრივად ავსებს და ანვითარებს „მიმდევრების თეორია“. იგი ლიდერობის ბუნებას ხსნის იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ლიდერებს ქმნიან მიმდევრები. ამ კონცეფციის ავტორები ამტკიცებენ, რომ ზუსტად ლიდერი გამოხატავს და წარმოადგენს მიმდევრების ინტერესებს. ეს თეორია ლიდერობის სპეციფიკას ხედავდა არა პიროვნებაში, არამედ იმ მოთხოვნებში, რომლებიც ღებულობდნენ ან უარყოფდნენ ლიდერს. ფაქტობრივად ლიდერი მარიონეტს, ინსტრუმენტს წარმოადგენს მიმდევრების ხელში გარკვეული ჯგუფის ინტერესების აღსრულების საქმეში Kelley, r. (1992). ამ თეორიის ნაკლი ლიდერობის ფენომენის ახსნის ცალმხრივობაში მდგომარეობს: მიმდევრები მხოლოდ გამორჩეული უნარ–თვისებების მქონე ადამიანებს ყავს, მართალია მიმდევრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, მაგრამ წამყვანი როლი მაინც ლიდერს ეკუთვნის და მიმდევრების არსებობას მისი გამორჩეული უნარები განაპირობებენ: ლიდერი განსაზღვრავს მიმდევრების საქმიანობის მიმართულებებს და წარმოადგენს მიმდევრებისთვის წარმმართველ ძალას; ასევე, მრავლადაა მაგალითი ისტორიაში, როცა ლიდერი იცვლის მიმდევრებს და კვლავ წამყვან როლს თამაშობს https://journals.4science.ge/index.php/GS/index 121 საზოგადოების გარდაქმნა–რეფორმირების პროცესში, ხოლო რაც შეეხება მარიონეტის ამპლუაში ლიდერის ყოფნას, ასეთი ფორმულირება საფუძველშივე ეწინააღმდეგება ლიდერობის ბუნებას. „სიტუაციური თეორია“, რომლის წარმომადგენლების აზრით ( ჯ. ვუდვორდი, რ. სტოგდილი, ვ. ფიდერი; რ.დალი; თ. ჰინტონი. კ. ჯები, ხ. პარსონსი, ჯ. შნაიდერმა და სხვები), ლიდერის გამოჩენა არის შედეგი გარკვეული ადგილის, დროის, გარემოებების. ლიდერი ამ თეორიის თანახმად სიტუაციის, გარემოს გავლენით შეირჩევა; ლიდერი კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო თვისებებს ფლობს, ხოლო სხვა დროსა და განსხვავებულ გარემოებებში სხვა ტიპისა და თვისებების ლიდერზე ჩნდება მოთხოვნილება. სიტუაციური თეორია გამომდინარეობს ლიდერთა ფუნქციური სიმრავლიდან. მოცემული კონცეფციით, ლიდერი ესაა, კონკრეტულია სიტუაციის პროდუქტი. როგორც რ. სტოგდილი წერდა, ლიდერობა კავშირია, რომელიც არსებობს ადამიანებსა და განსაზღვრულ სოციალურ სიტუაციასთან, და ადამიანები, ლიდერები თუ არიან ერთ სიტუაციაში, აუცილებელი არაა, იგივე სოციალური სტატუსი ჰქონდეთ სხვა სიტუაციებში. Стогдилл, Р. (2000). უდავოა, რომ სიტუაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლიდერზე და ზოგჯერ განმსაზღვრელ როლსაც კი თამაშობს, მაგრამ ამ თეორიასაც ახასიათებს ცალმხრივობა და სწორხაზოვანი მიდგომა ლიდერობის რთული და მრავალმხრივი ფენომენის ახსნის პროცესში: პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, ამ თეორიის მიხედვით, ლიდერობისთვის არაა საჭირო „დიადი პიროვნებები“, რადგანაც ლიდერობისათვის განმსაზღვრელია არა პიროვნების, ან მიმდევრების უნარ–ჩვევები, არამედ სიტუაცია, გარემო. (ჩვენი აზრით, სიტუაციური თეორია, უფრო მეტად მიესადაგება ე.წ. „მეხანძრე ლიდერის“ ტიპს, რომლებიც პოლიტიკურ ასპარეზზე ჩნდებიან კონკრეტული მწვავე პრობლემის გადასაწყვეტად და ასევე სწრაფად ქრებიან პოლიტიკური მოღვაწეობის ასპარეზიდან); მეორე და მნიშვნელოვანი მომენტი, ისტორიაში მრავლადაა მაგალითები, როცა ლიდერებმა შეცვალეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ და თვითონ აღმოჩნდნენ ახალი გარემოს შექმნის ინიციატორები; ამის კარგი მაგალითია საფრანგეთის პრეზიდენტის დე გოლის მოღვაწეობა. 1959 წელს, როდესაც დე გოლს პრეზიდენტად ირჩევდნენ, საფრანგეთი ალჟირთან კოლონიურ ომში იყო ჩაბმული და ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისი იყო; დე გოლი აქტიურად უჭერდა მხარს ალჟირის დამოუკიდებლობას, მან მოიპოვა რა საყოველთაო მხარდაჭერა, გარდამტეხი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ პროცესებზე, ისარგებლა შექმნილი სიტუაციით, მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, შესაბამისად შეიკვეცა პარლამენტის ფუნქციები და როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში და საბოლოოდ ქვეყანამ ინსტიტუციურ და პოლიტიკურ სიმშვიდეს. „სინთეზური თეორიის“ მიზანია, სიტუაციური, თვისებათა და მიმდევრების თეორიების ინტეგრაციის საფუძველზე კომპლექსურად იქნას შესწავლილი ლიდერობის ფენომენი; ასეთი მიდგომა მათი აზრით უფრო სრულ წარმოდგენას შეგვიქმნის ლიდერების როლისა და ადგილის შესახებ პოლიტიკურ პროცესებში; ჯ. ბერნჰემიდან იწყება ლიდერობის ფენომენის ახსნა კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ–ჩვევების მიხედვით: ბერნხემის ნაშრომში „მენეჯერული რევოლუცია“ ჩამოყალიბებულია მარქსისტული შეფერილობის ელიტისტური თეორია, რომლის თანახმადაც წარმოების საშუალებებზე კონტროლით, მენეჯერების კლასი ცვლის კაპიტალისტურ ელიტას და პოლიტიკურ ხელისუფლებაში მოდის; მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ კარგი მენეჯერი კარგი ლიდერიც არის, თუმცა ჩვენი აზრით, ამ ტიპის ლიდერები წარმატებებს აღწევენ სტაბილურ საზოგადოებებში, „ნორმალურ“ ვითარებაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემის წონასწორობიდან გამოსვლის შემთხვევაში, როცა მისი ცალკეული ელემენტი არღვევს ბალანსს სხვა ინტიტუტებთან მიმართებაში, იქმნება კრიტიკული სიტუაცია და საჭიროა https://journals.4science.ge/index.php/GS/index 122 არაორდინალური გადაწყვეტილებები, უკვე მენეჯმენტი საკმარისი არაა; ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის მასშტაბით, რომელიც რეგულატორულ როლს ითამაშებს პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად, ეს მხოლოდ ლიდერული უნარ–ჩვევების ადამიანებს ძალუძთ (სხვა კონტექსტში შეიძლება აღვნიშნოთ, რომ დაუშვებელია უნივერსიტეტების რექტორები იყვნენ მხოლოდ კარგი მენეჯერები, რადგანაც ამ შემთხვევაში შესაძლოა უნივერსიტეტი მეცნიერულ პოტენციალს სერიოზული საფრთხე შეექმნას). ჩვენი აზით, ლიდერობის შესახებ არსებული თეორიების კომპლექსური შესწავლა იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეული დასკვნა ჩამოვაყალიბოთ ლიდერობის რთული და მრავალწახნაგოვანი ფენომენის ირგვლივ, რომელიც ქმედით დახმარებას გაგვიწევს პოლიტიკური ლიდერობის კვლევის პროცესში: 1. „თვისებათა თეორია“ მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი კრიტიკოსი ყავს, აუცილებლად ბაზისურ მიდგომად უნდა იქნას გათვალისწინებული: მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეპოქაში, გარემო– სიტუაციაში, ლიდერობის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული თვისებების მქონე ლიდერებზეა მოთხოვნა, ლიდერული უნარ–ჩვევები ყველა დროსა და ეპოქაში განმსაზღვრელ როლს თამაშობენ; დეტალური გამოკვლევებით ვერ ხერხდება პიროვნული კომპონენტების კონკრეტული როლის ჩვენება ლიდერობის კონტექსტში, მაგრამ ფაქტია, რომ მათი როლი გადამწყვეტია ლიდერობის ყოვლისმომცველ პროცესში. 2. დასკვნა, რომლის თანახმადაც, ლიდერული თვისებების ჩამონათვალი თანხვედრაშია, ზოგადად, ადამიანისათვის დამახასიათებელ თვისებებთან, ძალიან სუსტი არგუმენტია ამ თეორიის კრიტიკოსების მხრიდან: ბუნებრივია, ადამიანური თვისებები ერთმანეთს გავს და ამას სპეციალური კვლევა არ ჭირდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხარისხით, ინტენსივობით, დოზით, პროცენტით არის ეს თვისებები მოცემული ლიდერსა და ჩვეულებრივ ადამიანში: ლიდერისათვის ის მამოძრავებელი ძალის როლს თამაშობს, მაგ; ხელისუფლებისაკენ სწრაფვა ლიდერისათვის დომინანტურია და ამ გზაზე ის უარს ამბობს სხვა სურვილებზე და მიზნისათვის ყველა საშუალების გამოყენებას ცდილობს; ლიბიდოსაკენ, ძალაუფლების ტკბობისკენ, გამძაფრებული მისწრაფების გრძნობის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს არასრულფასოვნების დაძლევის, გამდიდრების, სხვაზე ბატონობის სურვილი ან კიდევ სხვა რამ, მაგრამ ცხადია, ლიდერში ხელისუფლების დაუფლებისკენ დაუოკებელი მისწრაფება სხვაზე ბევრად მეტია და ლიდერის მამოძრავებელი ძალას წარმოადგენს. 3. ლიდერული თვისებების დეფინიცია რთულია, ფაქტობრივად დაუძლეველი ამოცანაა, განსაკუთრებული სიძნელეები ჩნდება მაშინ, როცა მკვლევარებს სურთ, რომ ლიდერული უნარ– ჩვევების მატარებლები იყვნენ მხოლოდ ლიდერები და ეს თვისებები მეტ–ნაკლებად არ ახასიათებდეთ ჩვეულებრივ ადამიანებს; ასეთი მიდგომა საფუძველშივე არასწორია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლიდერი ადამიანია, სოციალური არსებაა და ბუნებრივია, მას ახასიათებს იგივე მახასიათებლები, რაც ადამიანთა მოდგმას განსხვავებს ცხოველთა სამყაროსგან, განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რამდენად არის იგი კონკრეტული პიროვნების მამოძრავებელი ძალა; ლიდერული თვისებების არსებობა დასტურდება მიმდევრებთან ურთიერთობაში და ვლინდება სხვადასხვა სიტუაციებში: ლიდერი არა მარტო იყენებს სიტუაციას გამორჩეული უნარ– ჩვევების გამო, არამედ ხშირ შემთხვევაში შეუძლია შეცვალოს სიტუაცია, ე. ი. შექმნას „ახალი გარემო“ თავის იდეის განსახორციელებლად; ამ შემთხვევაში ლიდერი გამოდის სიტუაციის შემქმნელის როლში და არა როგორც გარემოს ფუნქციის ამპლუაში. ასევე, მრავალი მაგალითია ისტორიაში იმის დასადასტურებლად, რომ ლიდერებმა მიმდევრების, მომხრეების ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს და წარმატებას მიაღწიეს პოლიტიკურ ასპარეზზე. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 123 4. დღეისათვის, მკვლევარების ნაწილი „თვისებათა თეორიაზე“ დაყრდნობით ხსნიან ბ. ობამას და სხვა ლიდერების წარმატებების მიზეზებს და ხშირად იყენებენ ბუში–უმცროსის, ბ.კლინტონის, ე.შევარდნაძის მიმართებით „მელიისა“ და „ლომის“ ტიპის ლიდერების მახასიათებლებს ამრიგად, ლიდერობის ფენომენი მოითხოვს კომპლექსურ შესწავლას, მასზე დიდ გავლენას ახდენს მიმდევრები, გარემო და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, მაგრამ განმსაზღვრელია თანდაყოლილი და შეძენილი უნარ–ჩვევები, რომლითაც არის გამორჩეული ცალკეული პიროვნებები. თავი მეორე. პოსტსაბჭოთა ლიდერობა საქართველოსა და რუსეთში: შედარებითი ანალიზი & 1.მოკლე ისტორიული ექსკურსი უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში რუსეთი განმსაზღვრელ გავლენას ახდენს საქართველოს სუვერენიტეტზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე; რუსეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არ შეცვლილა: ის ყოველთვის დამპყრობლის სტატუსს ინარჩუნებს (უკრაინის, მოლდოვას, ბალტიისპირეთის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში), ასე იყო წარსულში, ასეა ახლაც, და არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის იმპერიული აგრესიული პოლიტიკა– რუსეთში ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცების პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში მხოლოდ მე–10–13 საუკუნეები იყო სრული დამოუკიდებლობის ხანა, ხოლო მანამდე და შემდგომი პერიოდები ნაწილობრივი დამოუკიდებლობის ეტაპებს მოიცავს, რომელიც ცალკეული ნაწილების სუვერენობას ან ოსმალეთ–ირანის ძლიერ გავლენას გულისხმობდა; მოგვიანებით, ქვეყნის რუსეთისა და საბჭოთა იმპერიებში ყოფნა ნიშნავდა სხვის სახელმწიფოში ცხოვრებას, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა ქართველი ხალხის სახელმწიფო ერად ფორმირების პროცესი; სახელმწიფოებრიობის გაცნობიერება დღესაც გვიჭირს და პიროვნულ ინტერესებს ეროვნულზე მაღლა ვაყენებთ; თანამედროვე ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ დაიკვეხნიან სახელმწიფოებრივი აზროვნების და სამართლებრივი კულტურის მაღალი დონით. ინდივიდუალიზმი, საკუთარ თავზე ზრუნვა ქართველებისათვის დამახასიათებელია: ქართველს ყველაზე მეტად უყვარს საკუთარი თავი, პირადობა მისი ბატონია, საზოგადო საქმე ძალდატანებაა –წერს არჩილ ჯორჯაძე. უ. ბლუაშვილი (2009). საქართველოს ისტორიის მატიანე „ქართლის ცხოვრება“, მეფეთა ისტორიაა (ილია): ლიდერისადმი, ქვეყნის მმართველისადმი, მეფისადმი რწმენა ოდითგანვე იყო ქართველი ხალხის ცნობიერების ნაწილი და მეფისათვის სამსახური და სიკვდილი ღირსებად ითვლებოდა; ლიდერისადმი რწმენის ისტორიულმა ტრადიციამ გარდასახვა ჰპოვა და ახალი იერსახე შეიძინა გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის პიროვნებებში, ასევე, კარგად ჩანს პარტიების პერსონიფიცირების პროცესშიც; რუსეთში კარგი მეფისადმი რწმენას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს: ტრადიციულად რუსები მეფესა და სახელმწიფოს უკავშირებდა თანასწორობას, თავისუფლებას და კეთილდღეობას– ივანე ბოლოტნიკოვის, სტეფანე რაზინის, ემელიანე პუგაჩოვის გლეხთა ომების მიზანი კარგი მეფის ძიებით იყო განპირობებული, ხოლო 1905 წლის სისხლიანი კვირის შემდეგ, მართალია მეფის მიმართ ნდობა შეირყა, მაგრამ ლიდერისადმი რწმენამ ახალი გარდასახვა სტალინის პიროვნებაში ჰპოვა, რომლის თაყვანისმცემლები რუსეთში ბევრია; ერთმმართველი ლიდერისადმი რწმენის და ქვეშევრდომული ავტორიტარული კულტურის გამოხატულებაა პუტინის მმართველობა, რომელიც შესაძლოა სტალინურ პერიოდზე ხანგრძლივიც აღმოჩნდეს https://journals.4science.ge/index.php/GS/index 124 და ძალიან ცოტას ანაღვლებს რუსეთში ავტორიტარული მმართველობა და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა. საქართველოს ისტორია უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს და ბუნებრივია მეფეების რაოდენობით აღემატება რუსეთს (პირველი მეფე 1547 წელს იკურთხა მეფედ ივანე 4, მრისხანედ წოდებული, მანამდე მთავრები მართავდნენ ცალკეულ სამთავროებს); ტრადიციულ ლიდერებს იკვლევენ მეცნიერთა ნაწილი და მიაჩნიათ, დიდმა მეფეებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ეროვნული თვითმყოფადობის, სახელმწიფოებრიობის და კულტურის განვითარების პროცესში; თუმცა, ჟ.ბლონდელის მიხედვით ხელისუფლება მიღებული ერთხელ და სამუდამოდ არ არის ლიდერობა Блондель Ж (1999), მაგრამ მარტო არჩევითობა და ხელისუფლებაში ყოფნის ვადის კონსტიტუციური რეგლამენტირება, ჩვენი აზრით, არ უნდა იყოს ლიდერობის განმსაზღვრელი ფაქტორი: თუ რუსეთის და საქართველოს ისტორიიდან დავით აღმაშენებლის (1089–1125წწ) და პეტრე პირველის (1689–1725წწ) მაგალითებს მოვიშველიებთ, რომელთა მმართველობის ხანგრძლივობა ერთმანეთს ემთხვევა (თითქმის ერთ ასაკში გარდაიცვალნენ 6 და 8 თებერვალს), მათ სხვადასხვა ეპოქებში რეალური ლიდერული უნარ–ჩვევები გამოავლინეს სახელმწიფოს გარდაქმნის გზაზე და სწორად განჭვრიტეს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები: დავით აღმაშენებლის და პეტრე პირველის რეფორმებმა ეკლესია სახელმწიფოს სამსახურში ჩააყენა, აღმაშენებელმა შექმნა რეგულარული ჯარი, პეტრე დიდმა განახორციელა სამხედრო რეფორმა (ასევე, მმართველობითი რეფორმა: სენატი, კოლეგიები), და შექმნა სამხედრო ფლოტი, დავითმაც ჩამოაყალიბა ძლიერი სამოხელეო აპარატი, რომელშიც პირველობა მწიგნობარ–უხუცესს გიორგის ერგო (მეფის „აღმზრდელსა და თანააღზრდილს“) და კავკასიის იმპერიისთვის საფუძვლების ჩაყრასთან ერთად განათლებისა და მეცნიერების განვითარებას (გელათის, იყალთოს აკადემიები და საზღვარგარეთის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრები) დიდი მნიშვნელობა მიანიჭა; პეტრე პირველმა თავის მხრივ ევროპეიზაციის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა („ევროპაში ფანჯარა“ გაჭრა) და ცოდნა–განათლება რუსეთის იმპერიის ქვაკუთხედად აქცია: გახსნა ნავიგაციისა და მათემატიკის მეცნიერების სკოლები, 1701–1712 წლებში მოსკოვში გაიხსნა საარტილერიო, საინჟინრო, მედიცინის სასწავლებლები, სანკტ–პეტერბურში საზღვაო აკადემია, 1724 წელს ხელი მოაწერა მეცნიერების აკადემიის გახსნას და სხვა; ქალების უფლებების დამცველად მოგვევლინა იმპერატორი და სპეციალური ბრძანებით აკრძალა ძალით გათხოვება, შემოიღო ანსამბლეები, რომელიც შესაძლებელს ხდიდა ქალს ქონოდა არჩევანი; სხვა თვისებებთან ერთად ამ ორ ლიდერს გამოარჩევდა ტოლერანტობა: ილია ჭავჭავაძე წერს, რომ დავითი მოყვარე იყო მართმადიდებლური სარწმუნოების, მაგრამ ამავე დროს პატივს ცემდა მუსლიმანურ სარწმუნოებას, კითხულობდა ყურანს, დადიოდა მეჩეთში, თბილისელ მუსლიმებს უფრო ნაკლები საბაჟო გადასახადები ჰქონდათ დაწესებული, ვიდრე ბაღდადში...“განა მეტი რა უნდა გვინდოდეს მეთორმეტე საუკუნის კაცისგან, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არ ინდობდა“–დაასკვნის ილია ჭავჭავაძე. ილია იმოწმებს სომეხი მათე ედესელის, ვარდან დიდის, მაჰმადიანი მწერლის ალაიანის შეხედულებებს რომლებიც აღმაშენებლის რელიგიურ–ეროვნულ შემწყნარებლობაზე წერდნენ. ილია ჭავჭავაძე (1984). პეტრე პირველის ტოლერანტობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მრავალეროვან იმპერიაში ხალხი მშვიდობიანად ცხოვრობდა, ქვეყნის მშენებლობაში იმპერატორის ინიციატივით მოწვეული იქნენ უცხოელი არქიტექტორები, მეცნიერები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები; ორივე მეფემ მოიგო დიდი ისტორიული ბრძოლები– დავითმა დიდგორის (1121 წელს), ხოლო პეტრემ პოლტავის (1709 წელს), მაგრამ ორივე მეფის მოღვაწეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ნიჭისა და უნარის მიხედვით ადამიანების თანამდებობებზე https://journals.4science.ge/index.php/GS/index 125 დაწინაურება–პლატონის იდეალურ სახელმწიფოსთან მიახლოება (უფრო მეტიც–პეტრე დიდს სურდა დაწყებითი საერთო განათლება მიეღო ყველა ფენას, თუმცა ეს პროექტი ჩაიშალა). დიდი ანალიტიკა არ ჭირდება იმის მტკიცებას, რომ დავით აღმაშენებელი და პეტრე დიდი სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ, დაჯილდოებულნი იყვნენ ლიდერობის განმსაზღვრელი თვისებებით და წარუშლელი კვალი დატოვეს არა მარტო თავიანთი ხალხის, არამედ მაშინდელი მსოფლიოს ისტორიაში. ორივე მ. ვებერისეული ტრადიციული, დინასტიური ტიპის „მეფე ლიდერს“? წარმოადგენდა. 2 პოსტსაბჭოთა ავტორიტარი ლიდერები: ვ. პუტინი და მიხეილ სააკაშვილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში, ბალტიისპირეთის გამოკლებით, სუსტი და მყიფეა დემოკრატიული ინსტიტუტები, დაბალია სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონე, დომინანტურია ქვეშევრდომის პოლიტიკური კულტურა, დიდია სახელმწიფოს მოიმედოობის ისტორიული ტრადიცია და დიდია მოთხოვნილება ქვეყნის მხსნელ ლიდერზე, რაც ნოყიერ ნიადაგს უქმნის ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრებას. ამის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა ვ. პუტინის, ა. ლუკაშენკოს, ნ. ნაზარბაევის, ი. ალიევის, მ. სააკაშვილის და სხვა ლიდერების მოღვაწეობა; სუპერ საპრეზიდენტო მმართველობის კონტექსტში ჯდება დასახელებული ლიდერების მმართველობა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სააკაშვილმა, ცალსახა დასავლური ორიენტაციის ჩარჩოში, ვერ გაიხანგრძლივა მმართველობა პრემიერ მინისტრის რანგში და ამ მხრივ საქართველოს სინამდვილეში არ დარღვეულა კონსტიტუციური ნორმა საპრეზიდენტო ვადებთან დაკავშირებით; სამაგიეროდ სააკაშვილი ერთად–ერთი ლიდერია, რომელმაც დასავლური კურსისა და ღირებულებების დეკლარირების პირობებში შეძლო ქვეყანაში დამკვიდრებული რეპრესიული რეჟიმი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დემოკრატიად გაესაღებინა პარტნიორების თვალში; ყოველივე სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა თავდაპირველად გატარებული წარმატებული რეფორმების ხარჯზე, სტრატეგიულ მოკავშირეებთან მჭიდრო კონტაქტების, დასავლური განათლების მქონე ახალგაზრდა პოლიტიკური ელიტის, ამოუწურავი ენერგიის ხარჯზე, რომელიც მისი ქარიზმის ერთ–ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო; ევრაზიულ ორბიტაში მყოფ ქვეყნებში, ბელარუსში, შუა აზიის რესპუბლიკებში ავტორიტარი ლიდერების ხელისუფლებრივი პოზიციები ბუნებრივი მოვლენაა, რუსეთს უადვილდება ერთმმართველებთან ურთიერთობა და ყოველმხრივ ცდილობს რეპრესიულ რეჟიმებს დაუჭიროს მხარი, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე მსოფლიო არენაზე (სირია, ვენესუელა, და სხვა). პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანმა მოახერხა შედარებით დაბალანსებული პოლიტიკის პირობებში წარმატებების მიღწევა (ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა) და ქვეყანაში მემკვიდრეობით საპრეზიდენტო მმართველობის და მტკიცე ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება; აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთმა, აზერბაიჯანმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა, შეძლეს სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, პენსიების და სოციალური დახმარების პაკეტების გაზრდა და აქედან გამომდინარე, ტოტალიტარიზმიდან მემკვიდრეობით მიღებული ქვეშევრდომული ორიენტაციების დომინატობის პირობებში და დემოკრატიული მმართველობის ტრადიციების არქონის გამო, ხალხის დიდი ნაწილი იოლად შეეგუა არსებულ რეჟიმებს. პოსტსაბჭოთა ლიდერებს შორის არ გვხვდება მმართველობის დიდი უნარ–ჩვევების მქონე ქარიზმული ლიდერი, რომელმაც თავისი იდეის გარშემო გააერთიანა მასები და შეძლო ქვეყნის პოლიტიკური სისტემისა და ეკონომიკის მოდერნიზაცია და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ხალხის https://journals.4science.ge/index.php/GS/index 126 კეთილდღეობისა და დემოკრატიზაციის დამკვიდრების გზაზე, მაგრამ დასახელებულ ლიდერებს შორის უდაოდ პირველობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის; ჩვენ უნდა შევძლოთ იმის გაცნობიერება, რომ პრინციპულად განსხვავებული შედეგები და შეფასებები აქვს მის მოღვაწეობას ქვეყნის შიგნით და გარეთ: რამდენადაც აღაშფოთებს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას მოსახლეობას, უფრო მეტი პროცენტული რაოდენობის ხალხი იწონებს რუსეთში პუტინის დაპყრობით პოლიტიკას. პუტინის ავტორიტარული მმართველობით ბევრადაა ხელშეწყობილი პოსტსაბჭოთა და საზღვარგარეთის ქვეყნებში რეპრესიული პოლიტიკური რეჟიმები, რომ არაფერი ვთქვათ ჰიბრიდულ ომებზე, რომლის აქტიური მხარდამჭერია პუტინის ხელისუფლება. პუტინმა პირველი საპრეზიდენტო ვადით არჩევის დროს (2000) თავის საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, რომ „რუსეთში სახელმწიფოს მეთაური ყოველთვის იყო და იქნება ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება“ (mn.ru›blogs/blog_reference/80928 ნანახია 2.06.2019). პუტინს ეკუთვნის სტოლიპინის პერეფრაზირება „მომეცით ოცი წელი და თქვენ ვერ იცნობთ რუსეთს“: ასეთი განცხადებებით პუტინმა დააანონსა ავტორიტარული მმართველობის რუსული ტრადიციის გაგრძელების აუცილებლობა; კარგადაა ცნობილი, რომ ივანე მრისხანიდან დაწყებული, რუსეთში დამკვიდრებული რეჟიმი, ვერ ეგუება კოლექტიური მმართველობას; რუსეთში დემოკრატიული მმართველობა ვერ გაამართლებდა ორი მიზეზის გამო: პირველი, რუსეთის სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორია არის განუწყვეტელი გაფართოების პროცესი, რომელსაც მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფო, ძლიერი ჯარი, მოსახლეობის სწრაფი მობილიზაცია ჭირდებოდა და, მეორე, უზარმაზარი ტერიტორიის ფლობა და მართვა ერთმმართველობას მოითხოვდა: ჯერ კიდევ არისტოტელე მიუთითებს დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფოს მართვის სირთულეზე, წერს, რომ სახელმწიფოს საშუალო ზომა უნდა ჰქონდეს, მოგვიანებით ჟ.ჟ რუსო, შ. მონტესკიე საუკეთესოდ მიიჩნევს საშუალო ზომის ქვეყანას –საფრანგეთსა და ესპანეთს (მონტესკიეს მიხედვით). ეს ზოგადი მეთოდოლოგიური მიდგომა სახელმწიფოს ტერიტორიულ სიდიდესა და მმართველობის სირთულეს შორის დასტურდება რუსეთის სინამდვილეში. ავტორიტარული პოლიტიკური კულტურა ავტორიტარული რეჟიმი ძლიერი ლიდერით რუსეთის იმპერიის შენარჩუნების აუცილებელი პირობა იყო, ხოლო საპარლამენტო და დემოკრატიული ინსტიტუტების დანერგვის მცდელობები რუსეთში აუცილებლად გამოიწვევს ახალი დემაგოგების, ტერორისტების დიქტატურას; „გაფიქრებაც კი საშინელებაა რას წარმოშობდა, ბედს, რომ გამოეგზავნა ჩვენთვის საბედისწერო საჩუქარი–სრულიად რუსეთის პარლამენტი“ Победоносцев К.П. (1996) მკვლევარების ნაწილი დღესაც იზიარებს მსგავს მოსაზრებას. პუტინის კომპეტენტურობას ხაზს უსვამს მკვლევარების უმრავლესობა, იგი გამოხატულებას პოულობს არა მარტო ეკონომიკის, პოლიტიკის, სამხედრო, სპორტის და სხვა სფეროებში, არამედ პუტინმა კარგად იცის რუსეთის ისტორია, ხალხის მენტალიტეტი, ფსიქოლოგია, კულტურული და პოლიტიკური ორიენტაციები; პუტინმა კონსტიტუციაში მითითებული ჩანაწერი ზედიზედ ორჯერ საპრეზიდენტო ვადის განსაზღვრა, ფორმალობად აქცია; ორჯერ არჩევის შემდეგ პუტინი მედვედევმა ჩაანაცვლა და თვითონ პრემიერ მინისტრის სავარძელში გადაინაცვლა (ამერიკის სინამდვილეში ჯ. ვაშინგტონის ზეპირმა განცხადებამ, რომ იგი მესამედ პრეზიდენტად აღარ იყრიდა კენჭს, 150 წელზე მეტხანს იმუშავა და რუზველტამდე ეს ტრადიცია არ დარღვეულა), მოგვიანებით გაზარდა საპრეზიდენტო ვადა 6 წლამდე, ერთი წლის წინათ სახელმწიფო დუმის „ინიციატივით“ გაანულა თავისი წინა მმართველობის წლები, ყოველივემ ასახვა ჰპოვა კონსტიტუციაში, რომელიც საერთო სახალხო განხილვისა და რეფერენდუმის გზით დამტკიცებული იქნა; ეს უპრეცედენტო შემთხვევაა http://www.mn.ru/ http://yandex.ru/clck/jsredir?bu=2cbl&from=yandex.ru%3Bsearch%2F%3Bweb%3B%3B&text=&etext=1864.Lm3CR3GF1l5aGWgU6iI-8G50LCvKVJN3WMWkaz2eALMSOzR3cvRYQ2HhKIFkV4yUaK1XzLC1eZG-O79lVK8m1g.47b3be05bc6ccc44e91f3acf03becc66ba034929&uuid=&state=PEtFfuTeVD4jaxywoSUvtB2i7c0_vxGd2E9eR729KuIQGpPxcKWQSHSdfi63Is_-DnbKz8oeZi2X1Ss52i2GMYYwsXm3foDw&&cst=AiuY0DBWFJ5Hyx_fyvalFJKAClF4u2oRuBRAmAbsQgH7ePxDlv_Noi9c7Ljsp9YFzQ4VjQ9nHh1xuDnHP0K_kHRvhTUIG-blZxfvuy5maDwueisOZDehgLwgu-txZ2573duo_OEueMPi6PxFM272XDYVnoL2ThIhTJQFwbxKQJhizIxorkQFZkpiSGDFez2XIoiVVBEHklDIv3P8C-VsvvPlTrM88YtGROww5GHvPQ25Ris1uel4pY_lv3XaqOWp_-6NZS-OydrQS97MigZUxnw4GjtsMMg3LsLUq2gQ7nuRXw_Z09-rCJMpg1F3kzDCCgj0npxXZDnkoNVXu9DKy5HQ9qbDVlGo9mF9AXMbyhIj5Ugj01aQ6HTUgVSycKYcYvVvtbTlRdy6tspF37Nij75bDwOPE0O2UImfWl468F15HXZsIaEDCsDw27sLbtnjDEbFqaI_p_kCly32mxmt1K1KqYeI8S6VhjWYFBtDiPBRQKpFLO7m8NHLa8RWVhS3bRfdnzDj3WC7nultVRSglc2ny0ugtGzXIWH0-HbGf6Ojl4SbAJX1BQchPoHOgl1YOULjbgf17WHHk3Cb2YyZIj8RSvhiEAxq&data=UlNrNmk5WktYejR0eWJFYk1LdmtxamFPb0pFSVd2M2VRakFYV1ZXSllkOUVSd09JOEZYX0JtaWNLSlVkUl8yN3JFWUhWdndCdFBWTG5EMmZqVXpFZ1pBRmstb1RKVjlwQmR1Vmo1c0tPNXd4cm1mVFhUbUZMdlMxVUZBUElmdlpEZzJQaW5SMERidyw,&sign=6a265c9543f2a8023e4fd17c25ce06f6&keyno=0&b64e=2&ref=orjY4mGPRjk5boDnW0uvlrrd71vZw9kpjly_ySFdX80,&l10n=ru&cts=1533005986789 https://journals.4science.ge/index.php/GS/index 127 თანამედროვე დემოკრატიებში, მაგრამ უფროსი თაობის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით რეგიონებიდან (2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით ახალგაზრდობის თვალში პუტინის რეიტინგი 36% დან 20 % დაეცა– https://meduza.io/news/2020/12/10/levada-reyting-putina-u- molodezhi-upal-za-god-c-36-do-20 ნანახია 3. 5.2021), მას მხარი დაუჭირა, ხოლო ოპოზიციის აქტიურობას შედეგი არ მოყოლია; ეს რუსულ სინამდვილეში ბუნებრივი მოვლენა, რადგანაც ხალხი ძლიერი ლიდერის და სახელმწიფოსაგან ელის თავის სოციალური და პოლიტიკური უფლებების დაცვას; პუტინი მოხერხებულა იყენებს რუსი ხალხის კოლექტიურ ცნობიერებას, თანასწორობისკენ მისწრაფებებს (რუსები, თანასწორობაზე, კოლექტიურ აზროვნებაზე ორიენტირებული ერია და კოლექტივში გრძნობს თავს უფრო თავისუფლად ადამიანი), ქვეშევრდომული ორიენტაციების ტრადიციებს და ხშირად აპელირებს სოციალური უფლებების თანასწორობაზე, ხალხს მოსწონს თავისი არაკორუმპირებული და წესიერი პრეზიდენტი, რომელსაც მათ მსგავსად აღიზიანებს „ახალი რუსების“ სიმდიდრე, ქცევები, ამიტომ, დრო და დრო მილიარდერების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას მხარს უჭერენ (იმის გამოთაც, რომ მდიდარი ადამიანების დიდი უმრავლესობა ეთნიკურ რუსებს არ განეკუთვნებიან) პრეზიდენტის გარშემო კონსოლირდებიან, ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით პრეზიდენტი იყენებს პენსიების გაზრდის მექანიზმს და სხვა სოციალურ ბერკეტებს. პუტინის ხასიათის ირგვლივ მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს, ვერ თანხმდებიან მის ფიზიკურ მონაცემებზეც, რომელიც სხვადასხვა ვერსიით 162–170 სმ შორის მერყეობს, მაგრამ უმრავლესობის აზრით, იგი დახურული პიროვნებაა, „შავ ყუთსაც“ უწოდებენ, რადგან გარედან შემავალ სიგნალებზე, არაა დამოკიდებული მისი ქმედება, იგი ცდილობს, რომ არავის მიცეს უფლება მასთან დისტანცია შეამციროს, წერენ იმასაც, რომ მისი კომპეტენტურობა კომპეტენტური ორგანოდან მოსვლას (უშიშროება) უკავშირდება, ასევე, საკადრო პოლიტიკაში მეტ ნდობას უცხადებს უსაფრთხოების, სამხედროების, პოლიციელების, მესაზღვრეების წარმომადგენლებს, რადგანაც მიაჩნია, რომ ისინი უკეთესად წარმოაჩენენ თავს ექსტრემალურ სიტუაციებში, სამბოში და ძიუდოში მიღწეულმა სპორტის ოსტატობამ მასში გააძლიერა იერარქიულობისადმი პატივისცემა (რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდა მისი მოღვაწეობის საწყის ეტაპზე), მისდევს აქტიურ სპორტს და ცდილობს დიდხანს შეინარჩუნოს მამაკაცური იმიჯი, განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს კვებას და დასვენებას, სურს ორგანიზმის ფუნქციონირება შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტხანს; აქვს იუმორის გრძნობა: ზღვისპირეთის გუბერნატორ ნაზდრატენკოს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ევგენი ივანეს ძე, თქვენ მე ისე მაქეთ, რომ მომეჩვენა მოვკვდი“. ასევე, პუტინის სახეზე ვერ გაიგებ ხუმრობს თუ არა; უყვარს ხშირად თვითონ ანეგდოტების მოყოლა, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის არაა სასაცილო. მოყავს მაგალითები თავისი ცხოვრებიდან, ძალიან აქვს განვითარებული ინტუიცია, ფლობს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარ– ჩვევებს, პუტინის რელიგიური გრძნობები გააძლიერა პეტერბურგთან ახლოს აგარაკზე მომხდარმა ხანძარმა, რომლის დროსაც გადაარჩინა თავისი ქალიშვილები, ატარებს დედისგან ნაჩუქარ ჯვარს, რომელიც იერუსალიმში აკურთხა, საკითხს წყვეტს მოლაპარაკებების გზით, მაგრამ თუ საჭირო გახდა თვითონ ღებულობს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, დოკუმენტების მომზადების დროს მისი საყვარელი კითხვაა „ეს კანონიერია“, მიჩნია რომ პოლიტიკოსი პირველ რიგში პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს, ადამიანებზე შეხედულებას იშვიათად იცვლის, პუტინის ჰობში შედის: კლასიკური მუსიკა, მწერლებიდან–მაიაკოვსკი, ტოლსტოი, ნაბოკოვი, უყვარს–ჭადრაკი, ნარდი, აბანოში წასვლა, თევზაობა, ფეხბურთი, ავტომობილით სწრაფი მოძრაობა, მეგობრებთან ხუმრობა, იხრება https://meduza.io/news/2020/12/10/levada-reyting-putina-u-molodezhi-upal-za-god-c-36-do-20 https://meduza.io/news/2020/12/10/levada-reyting-putina-u-molodezhi-upal-za-god-c-36-do-20 https://journals.4science.ge/index.php/GS/index 128 მისტიკისკენ, სრულფასოვნად ფლობს გერმანულს, ისწავლა ინგლისური, მაგრამ იყენებს განსაკუთრებულ შემთხვევაში. სხვადასხვა სოციალური კვლევები მითითებენ, რომ პუტინი დიდი ენერგიით, პატრიოტიზმით და ბრძოლის ჟინით გამოირჩევა; ზოგჯერ ჟარგონებით ხალხის ენაზე საუბრობს (გავლილი აქვს “ქუჩის უნივერსიტეტი“ და „ხულიგნობის“ ხანა), გამოირჩევა ცხოვრების მოკრძალებული სტილით, „რუსული იდეის“ ერთგულებით, რაც განაპირობებს მის წარმატებებს; მოსახლეობა პუტინის შემდეგ პიროვნულ თვისებებს ანიჭებს უპირატესობას: ჭკვიანი და კომპეტენტური (21%), მიზანმიმართული და პრინციპული (20%). 2020 წლის 3 ოქტომბრის გამოკითხვის შედეგებმა გერმანიაში აჩვენა, რომ მთლიანობაში დადებითად არის აღქმული პუტინი და მიუთითეს პუტინის თავდაჯერებულობაზე, რომელიც აკლიათ მათ ლიდერებს, გერმანელებს მოწონთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია ეროვნული ღირებულებების დაცვა, აღმოსავლეთ გერმანიის 33% და დასავლეთ გერმანიის 20% თვლის, რომ პუტინი ეფექტური ლიდერია. (ნანახია, 28.9.2021, https://uf.ru/news/politics/u9/2020/10/03/303686?utm_source=yxnews&utm_medium=desktop) ძნელია შეადგინო პუტინის ფსიქოლოგიური და პოლიტიკური პორტრეტი, რადგანაც საბჭოთა ტრადიცია გრძელდება და ქვეყნის პირველი პირების ცხოვრება, ხასიათი, ინტერესები მკაცრადაა გასაიდუმლოებული, ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი პუტინის მახასიათებლების ნაწილი შესაძლოა ვირტუალურიც კი იყოს. „რუსული ვერსით ვირტუალური და არარეალური ღირსებები ჭარბობენ წარმატებული პოლიტიკოსების დახასიათებისას“. The Ashgate Research Companion to Political Leadership (2016) პუტინის წარმატებების გასაღები პირველ რიგში რუსულ მენტალიტეტის, იმპერიულ აზროვნების მხარდაჭერაში უნდა ვეძებოთ: მან „ველიკორუსული შოვინიზმი“, რომელიც იმპერიული აზროვნების და რუსი ხალხის გამაერთიანებელ იდეას წარმოადგენს, მოხერხებულად გამოიყენა პრეზიდენტის ინსტიტუტის გასაძლიერებლად, პუტინი საჯარო განცხადებებში გმობს შოვინიზმის გამოვლენას და მას არქაულ გრძნობებს უწოდებს, მაგრამ სინამდვილეში სარგებლობს ხალხში მყარად გამჯდარი სტერეოტიპებით, რაც სხვა ხალხების მოძულეობას, ზიზღს, არასრულფასოვნებას გულისხმობს. დღევანდელი საინფორმაციო საშუალებები აქტიურად ტირაჟირებენ უკრაინელი ხალხის არასრულფასოვნებას, საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მარიონეტული სახელმწიფოების კონტექსტში მოხსენიებას; ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ რუსეთია სუვერენული სახელმწიფო და დემოკრატიაც სუვერენულია, „სუვერენული დემოკრატიის“ რუსული დოქტრინის სუბიექტი კოლექტივია და არა პიროვნება; ეროვნულ საკითხში არ არსებობს ორი რუსეთი (პროგრესული და რეაქციული), რუსეთი ერთია, ის არ ცნობს თავისი ორბიტის გარეთ მყოფ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს; ასეთი მიდგომა, „ველიკორუსული შოვინიზმის“ გამოვლენაა, რომელიც რუსული ეროვნული ხასიათის ნაწილია, და საერთო ეროვნული იდეაა, რადგანაც დეკაბრისტებიდან დაწყებული, გრიბოედოვით და სხვა რუსი მოაზროვნეების ჩათვლით, თვით სახაროვიც ამ მიდგომას იზიარებდა; დღესაც პუტინის გარშემო გაერთიანებული ელიტა, ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილი (ნავალნი და სხვ), მწერლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, „ველიკორუსული შოვინიზმის“ პროპაგანდით მას საერთო ეროვნული იდეად აქცევენ; უცხოელ მკვლევარებს (ბჟეჟინსკი) პოსტსაბჭოთა ბალტიისპირელ, ჩრდილოეთ კავკასიის, შუა აზიის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ „ველიკორუსული შოვინიზმი“ პუტინიდან მოედინება, რაც ჩვენი აზრით, საკითხის გაუბრალოებაა, სინამდვილე იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხალხის მენტალიტეტის, იმპერიული აზროვნების ნაწილია, რომელიც საუკუნეები ყალიბდებოდა და მის აღმოფხვრას დიდი და ხანგრძლივი ძალისხმევა დასჭირდება. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 129 პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, რუსეთი ფაქტობრივად კვაზი სახელმწიფოს წარმოადგენდა, მოშლილი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, ვერ გაამართლა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მოდელმა, ქვეყანა ეკონომიკური და პოლიტიკური კატასტროფის წინაშე იდგა, ფაქტობრივად რეალური საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს და ფედერაციის დაშლის პროცესი რეალური გახდა; პუტინმა განამტკიცა მმართველობის ვერტიკალი, დაიქვემდებარა ძალოვანი უწყებები, დაიწყო ეფექტური რეფორმები სამხედრო სფეროში და განამტკიცა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები; საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები ნათლად გააჟღერა 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: თანამედროვე მსოფლიოსთვის მიუღებელია და შეუძლებელიც არის ერთპოლუსიანი მსოფლიოს არსებობა.. რუსეთი არის ქვეყანა ათასწლოვანი ისტორიის, პრაქტიკულად ის ყოველთვის სარგებლობდა დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების პრივილეგიით და ჩვენ არ გვსურს ამ ტრადიციის შეცვლა დღესაც (https://ru.wikisource.org/wiki/Rec Putina v Miunxene _(2007) ნანახია 10.06.2014). პუტინმა შეძლო რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე, სირიაში, ვენესუელაში და სხვა რეგიონებში გააქტიურებით, ფაქტობრივად ერთპოლუსიანი მსოფლიოს მოდელი შეიცვალა და რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად მოთამაშედ იქცა; პუტინი საერთაშორისო ასპარეზზე ხაზს უსვამს რუსეთის ეროვნული ინტერესების უპირატესობას: ჰელსინკში ტრამპთან შეხვედრის დროს ჟურნალისტის კითხვას, ენდობა თუ არა იგი ტრამპს, პუტინმა უპასუხა აქ ნდობა არაფერ შუაშია, მე ვიცავ რუსეთის ეროვნულ ინტერსებს, ტრამპი აშშ–ის ეროვნულ ინტერესებს (discred.ru›tag/press…putina-i-trampa-v-helsinki/ ნანახია 29.07.2018). ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში რუსეთში ჩამოყალიბდა სლავიანოფილობა და მედასავლეთელობა, სლავიანოფილები ქადაგებდნენ რუსეთის განვითარების სპეციფიკურ გზას, რომელის განსხვავდებოდა დასავლეთისგან: კერძოდ რევოლუცია და ბატონყმობის გაუქმება იყო აუცილებელი ევროპისთვის, ხოლო რუსულ სინამდვილეში, მეფე, მართლმადიდებლობა, ხალხურობა ერთიან განუყოფელ ცნებას წარმოადგენდა; მედასავლეთელობამ, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებს ქადაგებდა, რუსეთში ფეხი ვერ მოიკიდა; ასეა დღესაც, ლიბერალური ეკონომიკა და ღირებულებები მიუღებელია რუსეთისთვის და პუტინი ხშირად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დასავლეთმა გადაუხვია ქრისტიანულ ფასეულობებს, მხარს უჭერს ერთსქესიანების ქორწინებას და ასეთი პარტნიორობის სტატუსი გათანაბრებულია მრავალშვილიან ოჯახებთან, ეს რუსეთისთვის მიუღებელია, ფაქტობრივად ლიბერალიზაციას პუტინი ჰომოსექსუალიზაციასთან აიგივებს და ამით კიდევ უფრო ნეგატიურ განწყობას აღვივებს მოსახლეობაში. აშშ–თან და ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობები ვითარდება „მტრის ხატის“ კონტექსტში, რომელიც კარგად იყო აპრობირებული საბჭოთა პერიოდში; პუტინის საგარეო პოლიტიკა ამ ქვეყნებთან დაპირისპირების კონტექსტში მიმდინარეობს და ამაში ჩართულია ქვეყნის პროპაგანდისტული ინსტიტუტები: ამერიკა მტრულ ქვეყნად არის აღქმული, ასევე, ბოლო პერიოდში გართულდა ურთიერთობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან და მათ ხელმძღვანელ ჩინოვნიკებთან; ს. ლავროვმა ისიც კი განაცხადა, რომ ურთიერთობები ექნება ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთს აღიზიანებს აშშ–ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ყირიმის ანექსიის გამო (სოციოლოგიური კვლევების მიხედვით დასავლეთთან ურთიერთობის მომხრე მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა: რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 10% უჭერს მხარს ევროპასთან დაახლოებას, როგორც „საერთოევროპულ სახლთან“. ეს გაცილებით ცოტაა ვიდრე 20 წლის წინათ იყო, როცა „ევრო– ოპტიმისტები“ იყო 30%–მდე. Общественное мнение (2012)//Левада-Центр; https://ru.wikisource.org/wiki/Rec%20Putina%20v%20Miunxene%20_(2007) https://ru.wikisource.org/wiki/Rec%20Putina%20v%20Miunxene%20_(2007) https://journals.4science.ge/index.php/GS/index 130 http://www.levada.ru/books/obshchestvennoe- mnenie-2012 ნანახია 03.09.2013); მიუხედავად იმისა, რომ გლობალური მსოფლიო ეკონომიკისა და ბაზრის პირობებში ძნელია ცალკე აღებული ქვეყნის განვითარება, რუსეთმა შეძლო და უზარმაზარი რესურსების ხარჯზე, ეკონომიკური კოლაფსის აცილება: შეაჩერა რუბლის გაუფასურების პროცესი, დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთმა ფაქტობრივად დაასრულა გაზსადენის ჩრდილოეთის დინება, რომელიც მნიშვნელოვანი ბერკეტია არა მარტო ეკონომიკური განვითარების თვალთახედვით, არამედ ევროკავშირზე გავლენის გასაძლიერებლად, კავკასიაში წარმატებას მიღწია ყარაბახის ომის შედეგად, განმტკიცდა რუსეთის პოზიციები ავღანეთში. პუტინმა რუსული სახელმწიფო ინსტიტუტების წარმატებული მოდერნიზაცია მოახდინა, თანამედროვე იარაღით აღჭურვა რუსეთის არმია, მნიშვნელოვნად აამაღლა მისი ბრძოლის უნარიანობა, გააუმჯობესა მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყანაში დაიმკვიდრა პატიოსანი, მოუსყიდავი ლიდერის იმიჯი, გააფართოვა რუსეთის ტერიტორიები, გააძლიერა გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, ქვეყანას დაუბრუნა ძირითადი მოთამაშის ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე, ის თანამედროვეობის გამორჩეული ავტორიტარი ლიდერია, რომელიც თავის ძალასა ენერგიას რუსეთის ეროვნული ინტერესების გატარებას ახმარს; მოქალაქეების უმრავლესობა ადამიანის უფლებების დარღვევებს, ოპოზიციის დევნას, ჯარისკაცების სხვადასხვა სამხედრო მისიებში დაღუპვას გამართლებულად თვლის რუსეთის მესიანისტური თუ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე; ვ. პუტინი რუსეთის სინამდვილეში ქვეყნის ხელახალი ამღორძინებელი საერთო ეროვნული ავტორიტარი ლიდერია. 2021 წლის 23 აპრილის მდგომარეობით მოსახლეობის 63% დადებითად აფასებს პუტინის საქმიანობას, ენდობა მოქალაქეების 64,8% (https://www.interfax.ru/russia/762948 ნანახია 23.8. 2021); 2021 წლის „ლევადა–ცენტრის“ კვლევების მიხედვით პუტინის, როგორც პოლიტიკისადმი ნდობა 33–31% დაეცა; ცოტათი დაეცა პუტინის საქმიანობის დადებითად შეფასების რეიტინგი 66–64%–მდე. (https://www.the-village.ru/shorts/reyting-putina-kanava ნანახია 28. 9.2021) ქართულ სინამდვილეში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მოდელი, რომელმაც საუკუნეების გამოცდას გაუძლო და ქვეყნის დამოუკიდებლობას მეტ–ნაკლებად უზრუნველყოფდა, დასრულდა შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლასთან ერთად და მას შემდეგ, მხოლოდ ცალსახა დასავლური ორიენტაციის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე ლიდერები მოდიან ხელისუფლებაში (რასაც მნიშვნელოვანწილად რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა განაპირობებს). პატარა სახელმწიფოს, რომელიც აგრესიული რუსეთის უშუალო მეზობელია სხვა გზა არ რჩება გარდა იმისა, რომ სტრატეგიული მოკავშირე ეძებოს თავისი სუვერენიტეტის დასაცავად (ამ მხრივ შეიძლება გამონაკლისი იყოს ისრაელი, რომლის სამხედრო პოტენციალი აღემატება მოსაზღვრე არაბული სახელმწიფოების სიძლიერეს). ამიტომ, ბუნებრივია საქართველოს მეფეები ძნელბედობის ჟამს ხსნას გარედან ელოდნენ, ასე ჩამოყალიბდა ქართულ ეროვნულ მენტალიტეტში სხვის მოიმედოობის და „უცხოს ბაძის“ (ილია) ტრადიცია; ქვეყანა ახლაც ამ გამოწვევის წინაშე დგას და ლიდერის არჩევის დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირის და აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობის პრობლემა; ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგა მ. სააკაშვილმა და 2008 წელს საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტზე შეიძლებოდა ნატოში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინათ; მ. სააკაშვილი გარდამავალი პერიოდის გამოკვეთილი, ავტორიტარული ლიდერი იყო, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე წარმატებული რეფორმები გაატარა ძალოვან https://www.interfax.ru/russia/762948 https://www.the-village.ru/shorts/reyting-putina-kanava https://journals.4science.ge/index.php/GS/index 131 სტრუქტურებში, შემოიღო ერთიანი ეროვნული გამოცდები, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას და ქურდულ მენტალიტეტს. მ. სააკაშვილს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ამერიკის მმართველ ელიტასთან, კონგრესმენებთან, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ლობისტურ საქმიანობას და დასავლეთში დაიმკვიდრა წარმატებული რეფორმატორის იმიჯი. მ. სააკაშვილი ქარიზმატული პიროვნება არის და ის საქართველოში ერთადერთი მმართველი იყო, რომლის ხელისუფლებაში მოსვლას ერთდროული მხარდაჭერა ჰქონდა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ; თუმცა ქვეყნის შიგნით მომხრეების რაოდენობით ბევრად აღემატებოდა ზ. გამსახურდია, რომელსაც ქარიზმატული თვისებები გაცილებით მეტი გააჩნდა; სააკაშვილის პიროვნული თვისებებიდან აღსანიშნავია: აქვს ხალხის ენაზე და ხალხის ნაწილად წარმოსახვის უნარი, კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო მებრძოლის იმიჯი, დიდი ენერგია, მოუსვენარი ხასიათი და ბრძოლის ჟინი, დასავლური განათლება, ფლობს რამდენიმე ენას, ადამიანების დარწმუნების და ცრუ დაპირებების გაცემის და დემაგოგიის უნარი: შეუძლია მიღწეული წარმატებების გაზვიადება, წაგებულ ომში გამარჯვებულად წარმოსახვა, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების დროის შემცირება; სტივენ ჯონსი „პოლიტიკურ შიზოფრენიას“ უწოდებს (ნანახია 4. 5. 2013 http.//www.cicerofoundation.org/legtures/StephenJonesGeorgia.pdf), ნაციონალების მმართველობას; ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ საქართველოს ისტორიაში სააკაშვილის დროს ითქვა ყველაზე მეტი ტყუილი და გაიცა ცრუ დაპირებები. ა. ტუკვაძე (2014) სააკაშვილმა განათლების სფეროში გატარებული რეფორმის მოტივით უმაღლესი სასწავლებლებიდან განდევნა უფროსი თაობის პროფესორები, მეცნიერები და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები, აქტიური ბრძოლა გამოუცხადა უფროს თაობას, ასევე, დიდი უკმაყოფილება მოყვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან კორუმპირებული კადრების მასობრივ განთავისუფლებას; ფაქტობრივად საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით სამუშაო დაკარგა ათასობით ადამიანმა, უარყოფილი იქნა მემკვიდრეობის პრინციპი პოლიტიკაში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; სააკაშვილმა და მისმა ელიტამ ბოლშევიკური აზროვნების თარგს მოარგეს საკადრო პოლიტიკა; ყველგან და ყველაფერში ჩანაცვლდა კადრები დასავლური განათლების მეტისმეტად ახალგაზრდა დილეტანტებით; სააკაშვილის პოლიტიკური ელიტის მიმართ ნდობა თავდაპირველად დიდი იყო: მაგ; ქართველი მილიარდელი ბ. ივანიშვილი იხდიდა სახელმწიფო მოხელეების გასამრჯელოს; სააკაშვილი სოციალური დასაყრდენის შექმნის მიზნით ერთმანეთს უპირისპირებდა სოციალურ ჯგუფებს, თაობებს, საზაფხულო ბანაკებში დასასვენებლად აგზავნიდა მხარდამჭერ პრივილეგირებულ ახალგაზრდობას და მიზანმიმართულად ცდილობდა ქართული ტრადიციებისა და კულტურის ჩანაცვლებას დასავლური ლიბერალური ღირებულებებით (ხელს უწყობდა სექტების გააქტიურებას), რომელთა ნაწილი მიუღებელი იყო მართლმადიდებელი ერისთვის, ქვეყანაში დაიწყო მასობრივი პრივატიზაციის პროცესი, გაუქმდა სტრატეგიული ობიექტების ცნება და პრეზიდენტს მიეცა უფლება ყოველგვარი აუქციონის გარეშე ერთ ლარად გაესხვისებინა ისინი; სააკაშვილი და მისი გარემოცვა სარგებლობდნენ განუსაზღვრელი პრივილეგიებით; განხორციელდა უამრავი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლებიც პრეზიდენტის უფლებების ზრდას ემსახურებოდა; სააკაშვილმა და მის გარშემო გაერთიანებულმა ნაციონალების პარტიამ თავი თვითკმარ ძალად გამოაცხადა, ფაქტობრივად მოახდინა სახელმწიფოს პრივატიზაცია, დაამკვიდრა ელიტური კორუფცია, მაგრამ არ ეყოთ ინტელექტუალური პოტენციალი გარდაექმნათ ეკონომიკა, განევითარებინათ მეურნეობის მომგებიანი დარგები, გადასახადებით შეევსოთ სახელმწიფო ბიუჯეტი; ამიტომ, სხვა ავტორიტარი მმართველების მსგავსად დაადგა ტერორისა და შანტაჟის გზას: მეწარმეებს ართმევდა ქონებას, აიძულებდა https://journals.4science.ge/index.php/GS/index 132 სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაეხადათ დიდი თანხა, ოპოზიციას მოუწყო ნამდვილი ტერორი, ათასობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდა, რეპრესიული სადამსჯელო ღონისძიებები ყოველდღიური მოვლენა გახდა, არბევდა მიტინგებს და რაც, მნიშვნელოვანია ყოველმხრივ შეიზღუდა ოპოზიციური არხების მაუწყებლობა, დაშინება და პოლიტიკური ნიშნით მკვლელობებმა სისტემური ხასიათი მიიღო: მასში ჩართული იყო პენიტენციალური დაწესებულებები, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, პროკურატურა, სასამართლო; სტრასბურგის სასამართლომ არა ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. პარალელურ რეჟიმში, სააკაშვილი, დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით, კვლავაც წარმატებით აგრძელებდა დასავლეთის თვალში, საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სანიმუშო ქვეყნად წარმოჩენას და მასში ქმედით დახმარებას ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები უწევდნენ; სააკაშვილის რიტორიკა აგრესიულ ხასიათს ატარებდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი დიდი და ძლიერი სახელმწიფოს ლიდერი იყო; მან ზედმეტად შეაფასა აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობა და იოლად გაება პუტინის ხაფანგში: ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავღანეთიდან დაიძრა აშშ–ის ჯარი საქართველოს დასახმარებლად, ომის დროს ქმნიდა ცრუ წარმოდგენებს მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების განადგურების შესახებ, ხოლო კრიტიკულ მომენტში პიროვნული სიმხდალის მაგალითი აჩვენა ქვეყანას; რუსეთისგან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში იმედგაცრუებით დამთავრდა ავტორიტარი ლიდერის მმართველობა, რადგანაც ეკონომიკურ სიდუხჭირესთან ერთად, ქვეყანამ დროებით დაკარგა ტერიტორიების 20 %, დღეისათვის საქართველო გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე და იმედია კოლექტიური პასუხისმგებლობის პირობებში უფრო სწრაფად განვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები და დაჩქარდება ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი. ამრიგად, პოლიტიკური ლიდერობის თეორიების განხილვის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა ეპოქაში, მმართველობის ნებისმიერ სტადიაში, მნიშვნელოვანი ფაქტორებია გარემო–სიტუაცია, მიმდევრების მხარდაჭერა, საშინაო და საგარეო ვითარება, კვალიფიკაცია, გამოცდილება, მაგრამ ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ლიდერის თვისებები, რომელთა დიდი ნაწილი თანდაყოლილია, ნაწილს პოლიტიკური ბრძოლის პროცესში შეიძინება; ხელისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი ლიდერში მამოძრავებელ პრინციპს წარმოადგენს და ყველა სხვა მისწრაფებებს მას უმორჩილებს; ასეთი უნარ–ჩვევები ლიდერს მეტი პროცენტით ახასიათებს, თუმცა სხვა ადამიანებშიც არის ანალოგიური გრძნობები, მაგრამ ისინი სურვილების დონეზე რჩებიან და აქვთ უნარი ძალაუფლებისკენ სწრაფვა მამოძრავებელ ძალად აქციონ. გამორჩეული ლიდერებს ძალუძთ სიტუაციის შეცვლა, სასურველი გარემოს შექმნა, საზოგადოებრივი ცხოვრების ძირფესვიანი გარდაქმნა, მიმდევრების შეცვლა, არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება; პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასეთი გაქანების ლიდერები არ გვხვდებიან, რომლებმაც შეძლეს პოლიტიკური სისტემისა და ეკონომიკის მოდერნიზაცია და დაამკვიდრეს დემოკრატიული ცხოვრების წესი; პოსტსაბჭოთა არეალის ქვეყნების უმრავლესობაში ავტორიტარი ლიდერები მოღვაწეობენ და ამის მიზეზი სუსტ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად, ქვეშევრდომული ორიენტაციების სიჭარბეა; მათგან გამორჩეულია ვ. პუტინი, რომელმაც ხელახლა ააღორძინა რუსული სახელმწიფოებრიობა, მნიშვნელოვან წარმატებებს მიღწია საშინაო და საგარეო ასპარეზზე, დაუბრუნა მას დიდი სახელმწიფოს სტატუსი, მაგრამ რუსეთში სხვა პოსტსაბჭოთა https://journals.4science.ge/index.php/GS/index 133 რესპუბლიკების მსგავსად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები და თავისუფლებები: მასმედია ფაქტობრივად მეზობელი ხალხების არასრულფასოვნების პროპაგანდით არიან დაკავებული და ფაქტობრივად ველიკორუსული შოვინიზმი ნაციონალურ იდეად აქციეს; შედარებით კარგი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოსგან განსხვავებით, მყარია ავტორიტარიზმი აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, ყაზახეთის რესპუბლიკებში, ხოლო საქართველოს სინამდვილეში, გამოკვეთილი ავტორიტარი ლიდერის–სააკაშვილის რეჟიმმა მოღვაწეობა კრახით დაამთავრა. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 134 გამოყენებული ლიტერატურა 1. პიტერ გაი ნორთჰაუზი. (2010) ლიდერობა: თეორია და პრაქტიკა/ მე-5 გამოცემა. გვ 23; 2. ნ. მაკიაველი (1984) თბ; გვ 183–184. (https://library.iliauni.edu.ge/wp- content/uploads/2017/03/makiaveli.pdf) 3. ფ. ნიცშე (1992) ესე იტყოდა ზარატუსტრა თბ; გვ 43; 144; 145. 4. Франк С.Л. (1990). Сочинения. М გვ 61–62; 5. მერაბ ხმალაძე. კორელაციურ-რეგრესიული ანალიზის სტატისტიკური. მეთოდების განვითარება. (https://dspace.tsu.ge › bitstream › handle › Develo. ნანახია 12.5.2021). 6. Блондель Ж. (1999) Политическая лидерства Раигородский Д. Я. Психология и психоанализ власти: Хрестоматия, Т 1. Самара გვ 61–62, 406. 7. Bass, B.M., & Riggio, R.E. (2006). Transformational Leadership (2d Edition). New York: Taylor & გვ 244; Bass, B.M. (1990). Bass and Stogdill’s handbook of leadership: A survey of theory and research. New York: Free press Bennis, W. G., & Nanus, B. (1985). Leaders: The strategies for taking charge. New York: Harper & Row. Bryman, A. (1992). Charisma and leadership in organizations. London: Sage. 8. Lasswell h. (1948) Power and Personality. N.Y ; 9. Лассуэлл Гарольд Д. (2005) Психопатология и политика: Монография / Пер. с англ. Л 26 Т.Н.Самсоновой, Н.В.Коротковой. - М.: Издательство РАГС, გვ 71. 10. Ашин Г.И (1999) Курс элитологии. М გვ 37; 11. Kelley, R. (1992). The Power of Followership. New York, NY . გვ 12; 12. რ. სტოგდილის ლიდერული თვისებების ანალიზი: (https://studbooks.net/1384459/menedzhment/teoreticheskie_aspekty_vospitaniya_lidera ნანახია 13.5. 2020) 13. ილია ჭავჭავაძე. (1984) თხზ; თბ; გვ 606–607; 14. ვ. პუტინის საინაუგურაციო სიტყვა (2000) (https://www.mn.ru/blogs/blog_reference/80928) 15. Победоносцев К.П. (1996) Московский сборник. Победоносцев К.П. pro et contra. გვ 110 16. „ლევადა“ ცენტრი: პუტინის რეიტინგი ახალგაზრდებს შორის დაეცა 36%–დან–20%–მდე (https://meduza.io/news/2020/12/10/levada-reyting-putina-u-molodezhi-upal-za-god-c-36-do-20 ნანახია 3.5. 2021) 17. 2020 წლის 3 ოქტომბრის გამოკითხვის შედეგებმა გერმანიაში: (https://uf.ru/news/politics/u9/2020/10/03/303686?utm_source=yxnews&utm_medium=desktop ნანახია 28. 8.2021) 18. Gaman-Golutvina O. (2016) Elites and Leadership in Russian Politics. The Ashgate Research Companion to Political Leadership. 1st Edition. London And New York: Published by Routledge. 23. 19. პუტინის სიტყვა მიუნხენში (2007) (https://ru.wikisource.org/wiki/Rec Putina v Miunxene )_ 20. პუტინის შეხვედრა ტრამპთან (2018) (discred.ru›tag/press…putina-i-trampa-v-helsinki) 21. პუტინის რეიტინგი გაიზარდა პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ: (https://www.interfax.ru/russia/762948) 22. პუტინის რეიტინგი განაგრძობს კლებას: (https://www.the-village.ru/shorts/reyting-putina-kanava ნანახია 8.25.2021) 23. სტივენ ფ. ჯონსი. (2013) დემოკრატია საქართველოში. (http.//www.cicerofoundation.org/legtures/ Stephen Jones Georgia.pdf) 24. ა. ტუკვაძე (2014) პოლიტიკური კულტურის შედარებითი ანალიზი, თბ; გვ 125 https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/makiaveli.pdf https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/makiaveli.pdf https://www.scirp.org/(S(czeh2tfqw2orz553k1w0r45))/reference/referencespapers.aspx?referenceid=2093425 https://www.scirp.org/(S(czeh2tfqw2orz553k1w0r45))/reference/referencespapers.aspx?referenceid=2093425 https://studbooks.net/1384459/menedzhment/teoreticheskie_aspekty_vospitaniya_lidera https://www.mn.ru/blogs/blog_reference/80928 https://meduza.io/news/2020/12/10/levada-reyting-putina-u-molodezhi-upal-za-god-c-36-do-20 https://uf.ru/news/politics/u9/2020/10/03/303686?utm_source=yxnews&utm_medium=desktop https://ru.wikisource.org/wiki/Rec%20Putina%20v%20Miunxene%20)_ https://www.interfax.ru/russia/762948 https://www.the-village.ru/shorts/reyting-putina-kanava https://journals.4science.ge/index.php/GS/index 135 Leadership theories and post soviet authoritarian leaders Heleen Gelashvili Faculty of Social and Political Sciences Head of learning management department Avtandil Tukvadze Associate Professor, Ivane Javakhishvili Tbilisi State University Akaki Abzianidze Professor, Georgian National University SEU Abstract Based on the theories (of personality traits’, situational, followers’, psychological) related to the emergence of political leadership, on the basis of comparative and qualitative methods, the characteristics of political leadership have been studied in the post-Soviet era. A leader uses the situation, relies upon the followers, and, in most cases, the great leaders awarded with charisma are characterized by a whole range of psychological features, but in all cases the determining role is played by the qualities of a leader, the majority of which are inherited. In our opinion, the argument provided by researchers that regular mortals may be gifted with the traits of a leader, is not convincing in disproving “the theory of traits ” due to two reasons: first, a leader is a human being, a social creature (human is a political being and separately, as a self- sufficient entity, it is either a beast or a god – Aristotle) and naturally they possess human features; second, a leader has to be characterized by a high degree (dosage) of distinguishing attributes and, most importantly, they are the main force in the process of striving towards the governance and all the other actions subordinate to them. This judgement is concerning the great leaders distinguished in the history of humankind, the actions of whom have changed the vector of the history development, and there are no leaders with such skills and capacity on the post-Soviet political stage yet. The hypothesis of the topic to be researched is as follows: the traits of leadership in the political arena of post-Soviet countries are determined by the dominance of the subject political culture, heavy social-economic background, the specifics of a national-psychological and mental development of a given nation, foreign policy orientations. Each of the above-mentioned variables influence the process of selecting leaders in different degrees (for example: in the reality of Georgia the foreign policy orientation is a significant condition to the position of a leader in the government, because the key of country’s independence lies outside the country and the inclination towards “looking up to the foreign/a foreigner” is relevant to Georgian mentality and the mindset of electorate, while in Russia a leader is mainly characterized and inspired by the Russian geo-political interests, orthodox-messiah ideas and mainly has to support the national idea consolidating the “Great Russian chauvinism” and Russian “Sovereign Democracy”, but in all settings the determining factor is the excessiveness of the subordinate political orientations (except for the Baltic countries) in the presence of which, according to Almond and Verba’s concept of political culture, the majority of citizens expect the desirable actions from the leader – the savior of the country and the state; all of this, in the environment of poor economic development and weak institutions, consequently leads to excessive number of populist, authoritative leaders in national governments. Keywords: post soviet leaders, theories of leadership, political culture, “Big Russian Chauvinism,” authoritarian