https://journals.4science.ge/index.php/GS/index 30 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 3 Issue 4, 2021 https://doi.org/10.52340/gs.2021.11.04 უჯარმის ციხე-ქალაქში აღმოჩენილი სასუფრე კერამიკის ადრეული ნაწილის დათარიღებისათვის ირაკლი სოზიაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი აბსტრაქტი ნაშრომში მოცემულია ავტორის მცდელობა დაათარიღოს 1950-52 წლებში უჯარმის ციხის გათხრებისას აღმოჩენილი კერამიკა. უჯარმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე. უჯარმა გაითხარა ივრის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გ. ლომთათიძის ხელმძღვანელობით. გათხრების შედეგები გამოქვეყნდა 1989 წელს, თუმცა მიუხედავად ამისა მოპოვებული კერამიკა არ არის დაყოფილი ფენების და პერიოდების მიხედვით და არ მომხდარა მასალის დიდი ნაწილის ფოტოფიქსაცია. წინამდებარე სტატიაში მასალის გენერალური ერთობლიობიდან ამოირჩა ის მასალა რომელიც ადრე შუა საუკუნეების კუთვნილად მივიჩნიეთ, მოვუძებნეთ პარალელური მასალა და მოვახდინეთ ფოტოფიქსაცია. სულ ამოირჩა 36 ფრაგმენტი, აქედან თექვსმეტი დოქი და ორი ჯამი. მასალის ნაწილს არ ქონდა მკაფიოდ გამოხატული მორფოლოგიური ნიშნები და მათი მიკუთვნება ადრე შუა საუკუნეებისათვის ხდება ფერის, კეცის შემადგენლობის და ზედაპირის დამუშავების მიხედვით. ადრე შუა საუკუნეების კერამიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა დანიშნულებისაა კერამიკა, სამზარეულო კერამიკა თავის ნიშან თვისებებით განსხვავდება სასუფრე კერამიკისაგან და პირიქით. პარალელურ მასალას ვეძებდით საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში გათხრილ ადრე შუა საუკუნეების ძეგლებზე, შეგვხვდა პარალელები საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რაც მარტივად აიხსნება ქართლის სამეფოს ჩართულობით რეგიონულ და საერთაშორისო ვაჭრობაში. საკვანძო სიტყვები: არქეოლოგია, კერამიკა, უჯარმა, ადრე შუა საუკუნეები https://journals.4science.ge/index.php/GS/index 31 უჯარმის ციხე-ქალაქი მდებარეობს გარე კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სიმაგრე მდებარეობს გომბორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფლებს უჯარმასა და პალდოს შორის, კლდოვანი ქედის თხემსა და ფერდობზე. უჯარმის ციხე-ქალაქი (მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის მხოლოდ ციხეა აღმოჩენილი, ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში უჯარმა მაინც ციხე- ქალაქის სახელით მოიხსენიება, ამიტომ ჩვენც ასე ვიხსენიებთ) შედგება ორი ნაწილისაგან: ზედა ციხისაგან რომელიც განლაგებულია გორაკის თხემზე და ქვედა ციხისაგან, რომელიც მდებარეობს ამავე გორაკის ფერდობზე. უჯარმის ციხე-ქალაქს, მიუხედავად იმისა, რომ რთულ რელიეფზეა განლაგებული, მაინც გეომეტრიული მოყვანილობა აქვს. განსაკუთრებით ქვედა ციხეს, რომელსაც გვიანდელი გადაკეთების კვალი არ ეტყობა. ქვედა ციხე მართკუთხა მოყვანილობისაა, შედგება სასიმაგრო კედლისა და კედელში დატანებული საბრძოლო კოშკებისაგან, სულ 9 კოშკია. კედლები აგებულია ოთხკუთხედი, თანაბარი ზომის ქვებისაგან, ჰორიზონტალური რიგების დაცვით. ქვების შემაკავშირებლად ნახმარია კირხსნარი, რომელშიც საკმაოდ დიდი რაოდენობით კენჭებია შერეული. არქიტექტურული დეტალების და ისტორიული წყაროების მიხედვით უჯარმის ციხე-ქალაქი ახ.წ აღ. V საუკუნით თარიღდება [ციციშვილი. 1982, 15-17] და პარალელები ეძებნება რეგიონის სასანური პერიოდის ძეგლებს შორის [ამირანაშვილი. 1944, გვ 154-156.] უჯარმის დაარსებას ლეონტი მროვლი მეფე ასფარუგს მიაწერს [ქ.ც. I გვ. 59], ხოლო ვახუშტი ბატონიშვილი კი მეფე საურმაგს. [ქ.ც. IV გვ. 530] რომელი თარიღიც არ უნდა ავიღოთ ცხადია, რომ "ქართლის ცხოვრების" ავტორებისათვის უჯარმა საკმაოდ ძველ ციხედ ითვლება. უჯარმის გაძლიერება და მისი მნიშვნელოვან ქალაქად ქცევა დაკავშირებულია ვახტანგ გორგასლთან და მის მიერ ჩატარებულ აღმშენებლობით საქმიანობასთან. ვახტანგ გორგასალი უჯარმაშივე გარდაიცვალა [ქ.ც. I გვ. 199. ქ.ც. II გვ. 17]. ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ უჯარმას განაგებენ დაჩი ვახტანგის ძის ნათესავები რომლებიც ქართლის ერისმთავარს ემორჩილებიან, [ქ.ც. I გვ. 213], მოგვიანებით უჯარმა ახალ ფუნქციას იძენს, VIII საუკუნეში არჩილ მეფემ სამეფო საგანძური უჯარმის მახლობლად გადამალა [ქ.ც. I გვ. 233]. უჯარმის შესახებ შემდეგი ცნობა უკვე X საუკუნეს ეკუთვნის: 914 წელს უჯარმა აიღო და დაანგრია არაბმა სარდალმა აბულ კასიმმა [ქც. I. გვ. 263], თუმცა მალევე აღადგინეს რადგან X საუკუნეშივე იგი ისევ იხსენიება: უჯარმას გადასცემს კვირიკე II ქორეპისკოპოსისის ძმა შურტა, გიორგი II აფხაზთა მეფეს გაწეული დახმარების სანაცვლოდ [ქც. I. გვ. 268], განჯის ამირა ფადლონის გადაცემისთვის, უჯარმას კახეთის მეფე აღსათანს აძლევს ბაგრატ IV. მოგვიანებით უჯარმა სამეფო განძსაცავად იხსენიება გიორგი III ის დროს [ქც. IV. გვ. 169]. მონღოლთა ბატონობის პერიოდში უჯარმა კარგავს პოლიტიკურ მნიშვნელობას და წყაროებში იშვიათად იხსენიება. გვიან შუა საუკუნეებში უჯარმის მეპატრონეებად კახელი თავადები, ჩოლოყაშვილები გვევლინებიან. როგორ დაკარგეს ვახტანგ გორგასლის შთამომავლებმა უჯარმა, რომელი საგვარეულოს საკუთრებაში იყო ციხე ერთიანი საქართველოს პერიოდში და როგორ მიიღეს ის ჩოლოყაშვილებმა უცნობია. გვიანი შუა საუკუნეებისათვის უჯარმა უკვე დაბად იხსენიება [ქც. IV გვ. 530]. მიზეზი რის გამოც მოხდა უჯარმის ჯერ დაარსება ხოლო შემდეგ გაქალაქება და განვითარება, დ. მუსხელიშვილის მოსაზრებით მის გეოგრაფიულ მდებარეობაში უნდა ვეძებოთ. ...უჯარმის დაწინაურება დიდად იყო განპირობებული ივრის ხეობის ბუნებრივი და ეკონომიკური პირობებით, მისი მდებარეობით კახეთ-კუხეთ-ჰერეთის საზღვრების შესაყართან. [მუსხელიშვილი 1966. გვ. 46]. ამავე აზრს იზიარებს ლევან ჭილაშვილიც https://journals.4science.ge/index.php/GS/index 32 ...უჯარმა ივრის ხეობის შუა წელის გეოგრაფიულ გარემოშია აღმოცენებული რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს სამი უმნიშვნელოვანესი პროვინციის, კახეთის, კუხეთის და ჰერეთის მიჯნაზე მდებარეობდა. [ჭილაშვილი 1970. გვ. 35]. როგორც ჩანს გვიან შუა საუკუნეებში მისი დამცრობაც გეოგრაფიული მიზეზით ხდება. უჯარმის ციხე-ქალაქზე 1950-1952 წლებში მუშაობდა ივრის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიცია გ. ლომთათიძის ხელმძღვანელობით, აღნიშნული ექსპედიცია ორი არქეოლოგიური სეზონი გრძელდებოდა და მიუხედავად გათხრების დიდი მასშტაბებისა არ მოუცავს ციხის მთელი ფართობი. გათხრები მიმდინარეობდა ზედა ციხეზე. გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის აღწერილობა და ფოტოების ნაწილი გამოქვეყნდა [ლომთათიძე. 1989.] თუმცა დღემდე არ მომხდარა მასალის სრული კლასიფიკაცია, ინვენტარი არ არის დაყოფილი პერიოდების მიხედვით და არ არის სათანადოდ გააზრებული. მასალა გამოქვეყნებულია ერთიანი, გამჭოლი ნუმერაციით, კატალოგის სახით. მასალის დიდ ნაწილს არ ახლავს ფოტოები. წინამდებარე სტატიაში მოცემულია ჩვენი მცდელობა მასალის გენერალური ერთობლიობიდან ამოგვერჩია ადრე შუა საუკუნეების კერამიკა. დაგვესაბუთებინა თუ რატომ მიგვაჩნია იგი ადრე შუა საუკუნეების მასალად, მოგვეძიებინა მისი პარალელები საქართველოს და არა მარტო საქართველოს სხვა ძეგლებზე. მოხდა მისი ფოტოფიქსაცია და შემოგვაქვს სამეცნიერო მიმოქცევაში როგორც ადრე შუა საუკუნეების კერამიკა უჯარმიდან. უჯარმის გათხრებისას გამოიკვეთა სამი ქრონოლოგიური ფენა: ადრე შუა საუკუნეების, განვითარებული შუა საუკუნეების და გვიანი შუა საუკუნეების ფენები, ამ ფენებიდან ყველაზე უკეთ წარმოდგენილია განვითრებული შუა საუკუნეების ფენა, რომელმაც ძლიერ დააზიანა ადრე შუა საუკუნეების ფენა. [ლომთათიძე 1989. გვ. 120-128]. როგორც აღვნიშნეთ მოპოვებული მასალის კატალოგი გამოქვეყნებულია, თუმცა მასალა არ არის დაყოფილი ფენების მიხედვით, როგორც ჩანს დაზიანებების გამო არც მოხერხდა ადრე შუა საუკუნეების ფენის დამაჯერებლად გამოყოფა, ამიტომ ინვენტარის საერთო მასიდან ჩვენთვის საინტერესო პერიოდის მასალის გამოყოფა მხოლოდ მორფოლოგიური ნიშნების, ზედაპირის დამუშავების და გამოწვის თავისებურების მიხედვით გვიხდებოდა. არჩეული მასალის პარალელების მოძებნას ვცდილობდი ურბნისის, თბილისის, რუსთავის და სხვა ადრეფეოდალური ხანის დამაჯერებლად დათარიღებულ მასალებში. გ. ლომთათიძის მიხედვით მასალა რომელსაც ადრე შუა საუკუნეების იერი ქონდა ამოდიოდა ზედა ციხის, "სასახლის" ქვედა სართულიდან, ქვედაციხის N1 და N5 გოდოლიდან და საყდრის უბნის "ნ. ლომოურის" შენობიდან. გარეგნული იერსახის მიხედვით ამოვარჩიეთ შემდეგი მასალა: (აღწერილობა აღებულია ნაშრომიდან "არქეოლოგიური კვლევა ძიება ალგეთისა და ივრის ხეობებში" ლომთათიძე გ. თბილისი 1989. ) 2-57-54 ძვ. N. 51 ხელადა, მოვარდისფრო კეცით, აკლია პირი-ტუჩი და ყურის ნაწილი, აქვს ცილინდრული ყელი, სფერული მუცელი და ბრტყელი ძირი, ბრტყელ ღეროიანი ყური მიძერწილია მუცელზე და ყელზე. მხარი და მუცლის უდიდესი დიამეტრი შემკული აქვს წრიული ნაჭდევებით. თიხა სილანარევია მკვრივია და გამომწვარია სრულად, სიმაღლე -21 სმ, ძირის დმ. - 10,7 სმ. მუცლის დმ. 15,2 სმ. ყურის ღეროს სიგანე, 3.1 სმ. მეორე უბანი, N1 სათავსოს დასავლეთ კედელთან, კორდოვანი ფენის ქვეშ. (ტაბ. I, 1) 2-57-55 ძვ. N. 53 ხელადის ყელ-ტუჩი, მოწითალო კეცით, მკვეთრად დანაკვთული, სამტუჩა პირიდან შემორჩენილია წინა ტუჩი, კეცი მკვრივია, გამოწვა არასრული, ტუჩის სიგანე - 6,1 სმ. კეცის სისქე 0,6 სმ. II უბანი, დერეფნის სამხრეთ კედლის მახლობლად. (ტაბ. I, 2.) https://journals.4science.ge/index.php/GS/index 33 2-57-145 ძვ. N. 152 ხელადის პირ-ყელის ნატეხი მოვარდისფრო კეცით, პირი სწორი, მასიური, ბაკო ბრტყელი, ყელი მაღალი, შემოუყვება რელიეფური წიბო. კეცი მკვრივია, ბაკოს სიგანე - 0.8 სმ., კეცის სისქე, 0,3 სმ. II უბანი, V ქვეუბანი, სიღრმე 1.7 მ. 2-57-201 ძვ. N. 217. ხელადის ძირ-გვერდის ნატეხი თეთრი კეცით, ძირისკენ შევიწროვებული გვერდით, ბრტყელი ძირით, ძირზე კონუსური შვერილით, თიხა განლექილია. კეცის სისქე - 0.5 სმ. შვერილის სიგრძე - 1,8 სმ. II უბანი, N5 კოშკი, სიღრმე 0.5 მ. (ტაბ. I, 3.) 2-57-236 ძვ. N. 249. (ფრაგმენტზე მითითებულია 2-57-232) ხელადის პირ-ყელის ნაწილი, შეკოწიწებული, მოწითლო კეცით, სამტუჩა, პირს ქვემოთ რელიეფური წიბო შემოუყვება ყელის ძირსა და მხარზე კი ტალღისებური ხაზებისაგან შემდგარი სარტყელი, თიხა მინარევებიანია, არასრულადაა გამომწვარი, კეცის სისქე 0,8. სმ. სათავსო N1, სიღრმე 4 მ. (ტაბ. I, 4.) 2-57-254 ძვ. N. 259. ხელადის გვერდის ნატეხი, მოვარდისფრო კეცით, ზედაპირზე ამიკაწრული ტალღისებრი ორნამენტით, კეცის სისქე -0.7 სმ. სასახლის ხევი, კოშკი N5. 2-57-255 ძვ. N. 259. ხელადის ყელის ნატეხი. წითელი კეცით, სამტუჩა უნდა ყოფილიყო, დაბალი ყელით, ყელზე რელიეფური წიბოთი, კეცი ფოროვანია, გამოწვა არასრული. კეცის სისქე - 0,8 სმ. სასახლის ხევი, კოშკი N5, სიღრმე 2 მ. (ტაბ. I, 5) 2-57-256 ძვ. N. 259. ჩაფის გვერდის ნატეხი, წითელი კეცით, ზედაპირი დაფარულია, მოთეთრო წერნაქით, ამოკაწრულია ურთიერთმონაცვლე, წვრილად ამოკაწრული, სწორხაზოვანი და ტალღოვანი სარტყელები, თიხა მინარევებიანია, გამოწვა არასრული, კეცის სისქე - 0.8 სმ. სასახლის ხევი, კოშკი N5, სიღრმე - 2მ. (ტაბ. I, 5) 2-57-257 ძვ. N. 259. დერგის კედლის ნატეხი, მოწითალო კეცით, შემკულია რელიეფური სარტყელით, რომელზედაც ტალღური ორნამენტია ამოღარული, გამომწვარია სრულად, კეცის სისქე -1 სმ. სასახლის ხევი, კოშკი N5. სიღრმე 2 მ. (ტაბ. I, 5) 2-57-489 ძვ. N 429. ჯამის პირ-გვერდის ნატეხი, პირმოყრილი, გვერდ მომრგვალებული, თიხა განლექილია, გამოწვა არასრულია, ზედაპირი ნაპრიალები, მოყვითალო წერნაქის ნაშთებით. კეცის სისქე 0.7 სმ. ეკლესიის ქვეუბანი, სიღრმე 0,5 მ. (ტაბ. I, 6) 2-57-570 ძვ. N 575. ხელადის ნატეხები, მოვარდისფრო კეცით, სამტუჩა საშუალო სიმაღლის ფართო ყელით, გამობერილი მუცლით, ოვალურ განივკვეთიანი ყურით, ყელის ფუძე რელიეფური წიბოთია შემკული, კეცი მკვრივია, გამომწვარია სრულად, ყურის სიგანე 2,9 სმ. "ბეღლის" სამხრ-აღმ. სიღრმე 3 მ. (ტაბ. I, 7) 2-57-571 ძვ. N 575. სასმისის ქვედა ნახევარი, მოჩალისფრო კეცით, გამობერილი მუცლით, ბრტყელი ძირით. მუცლის უდიდეს დიამეტრზე ამოღარული სარტყელი შემოსდევს რომლის ზედა და ქვედა მხარე რადიალური ხაზებითაა შემკული, გამომწვარია სრულად, ძირის დმ.- 6,2 სმ, "ბეღლის" სამხ-აღმ. სიღრმე -3,1 მ. (ტაბ. II. 1) 2-57-603 ძვ. N 551. ხელადის ყელ-გვერდის ნატეხი, მოჩალისფრო კეცით, ფართო ყელით, ყელი რელიეფური წიბოთია შემკული, ტანი მოხატულია წითელი წერნაქით, გამომწვარია სრულად, კეცის სისქე - 0,7 სმ. ოთახი N1, ამოქოლილ კართან. (ტაბ. II, 2) 2-57-624 ძვ. N 574. (2 ც.) თიხის ჭურჭლის ნატეხი, წითელი კეცით, ზედაპირგაპრიალებული, შემკულია გაცვილული ზოლებით, კეცის სისქე - 0,5-0,7 სმ. სასახლის უბანი, სასახლის ეზო, სიღრმე - 3,4 მ. (ტაბ. II, 3) 2-57-630 ძვ. N 580. ხელადის პირ-გვერდის ნატეხი, ჩალისფერი კეცით, სამტუჩა, ცილინდრული ყელით, მხრებში გამობერილი, მრგვალგანივკვეთიანი ყური პირზეა დაძერწილი, მცირე მეჭეჭები აქვს დაძერწილი ნისკარტის ორივე მხარეს, კეცის სისქე -0,7 სმ. პირის ზომა 7-7,5 სმ. ყურის სისქე -1,8 სმ. (ტაბ. II, 4) https://journals.4science.ge/index.php/GS/index 34 2-57-666 ძვ. N 624. ჯამის ძირი, წითელი კეცით, ქუსლგამოყოფილი, შეღრუებული ძირით, ძირის დმ - 6 სმ, ნასახლარი, დას. კედლის ძირას, სიღრმე - 1მ.? (აღწერილობაში შეცდომაა ამ ნომრით ორი სხვა ადრე შუა საუკუნეების ფრაგმენტია გატარებული. ტაბულაზე მოტანილია რეალურად წარმოდგენილი ფრაგმენტები) (ტაბ. II, 5) 2-57-684 ძვ. N 698. ქილის ძირ-გვერდის ნატეხი, მოწითალო კეცით, ოდნავ გამოყოფილი ქუსლით და ბრტყელი ძირით კეცი მკვრივია, კეცის დმ. - 7 სმ. სასახლის უბანი, სასახლის ეზო. 2-57-692 ძვ. N 664. ხელადის გვერდის ნატეხი წითელი კეცით, ზედაპირი შემკულია ღრმად ნაჭდევი წერტილებით და ხაზებით, დაფარულია წითელი წერნაქით, კეცის სისქე - 0,5 სმ, IV ნაგებობა, გადანაყარ მიწაში. (ტაბ. III, 1) 2-57-702 ძვ N 581. ხელადის პირ-ყელის ნატეხი ნაცრისფერი კეცით, სამტუჩა, ყელდაბალი, მხრებში გამობერილი, ოვალურ განივკვეთიანი ყური მიძერწილია პირზე და მხარზე, პირის ზომა - 9×9 სმ. ყურის სიგანე - 3,5 სმ. კეცის სისქე 0,6 სმ. სასახლის უბანი, ოთახი N 2. (ტაბ. III, 2.) 2-57-727 ძვ. N. არ აქვს, სასმისის ყელ-გვერდის ნატეხი, მოვარდისფრო კეცით, მხარზე შემორჩენილია მრგვალგანივკვეთიანი ყურის ფუძის ანაბეჭდი, ზედაპირი ნაპრიალებია, გამომწვარია სრულად, კეცის სისქე - 0,3 სმ. ნათლისმცემლის სამაროვანი, ქვის სამარხი N 5. (ტაბ. III, 3.) 2-57-727/1 ძვ. N. არ აქვს, სასმისის გვერდის ნატეხი, ზედაპირი შეღებილია წითელი წერნაქით და ნაპრიალებია, გამომწვარია სრულად, კეცის სისქე - 0,4 სმ, ნათლისმცემლის სამაროვანი, სამარხი N 5. (ტაბ. III, 3.) (ქვევით მოყვანილი აღწერილობა აღებულია უჯარმის ფონდის სააღრიცხვო დავთრიდან,) 2-57-738 თიხის, ჩალისფრად გამომწვარი პირ-გვერდის ნატეხი, გვერდზე წიბო შემოუყვება, დეფორმირებული, 5×5 სმ. აღმოჩნდა I უბნის, I კოშკის ნაშალ ფენაში. (ტაბ. III, 4-5.) 2-57-741 თიხის, ჩალისფრად გამომწვარი გვერდის ნატეხი, თხელკედლიანი, წითელი და შავი საღებავებით მოხატული. 8×8 სმ. აღმოჩნდა I უბნის, I კოშკის ნაშალ ფენაში. (ტაბ. III, 4-5.) 2-57-754 თიხის, ჩალისფრად გამომწვარი გვერდის ნატეხი, წიბოიანი, 4×4,3 სმ. ორი ცალი. აღმოჩნდა I უბანზე, N 6 სათავსოს სამხრეთ კედელთან, საძირკველთან, ქვა-ღორღიან ფენაში. (ტაბ. III, 4-5.) 2-57-758 ჭურჭლის ფრაგმენტი, თიხის, მოვარდისფრო კეცით, თხელკედლიანი ძირის ნატეხი, ძირი ბრტყელია. ზომა 5×2 სმ. აღმოჩნდა I უბანზე, N 6 სათავსოს სამხრეთ კედელთან, საძირკველთან, ქვა-ღორღიან ფენაში. (ტაბ. III, 6) 2-57-762 ჭურჭლის ფრაგმენტი თიხის, წითლად გამომწვარი, პირ-გვერდის ნატეხები, თხელკედლიანი, ზომა 2,8×3 სმ, 2 ცალი. აღმოჩნდა I უბანზე, N 6 სათავსოს სამხრეთ კედელთან, საძირკველთან, ქვა-ღორღიან ფენაში. (ტაბ. III, 6) 2-57-763 ჭურჭლის ფრაგმენტი თიხის, მოყავისფროდ გამომწვარი, მუცლის ნატეხი ყურის ნაშთით, წითლად შეღებილი ზედაპირით, ზომა 4×6 სმ. აღმოჩნდა I უბანზე, N 6 სათავსოს სამხრეთ კედელთან, საძირკველთან, ქვა-ღორღიან ფენაში. (ტაბ. III, 6) 2-57-781 ჭურჭლის ფრაგმენტი, მოწითალოდ გამომწვარი ყურის ნატეხი, ბრტყელი, ზომა 3,4×2,5 სმ. აღმოჩნდა N 17 სათავსოს აღმოსავლეთი კედელთან, ფენა N1. (ტაბ. IV, 1.) 2-57-782 ჭურჭლის ფრაგმენტი, თიხის, მოვარდისფროდ გამომწვარი გვერდის ფრაგმენტი, ზედაპირი შემკულია სავარცხლისებური იარაღით დატანილი ზიგზაგისებური ორნამენტით, ზომები 3×1,6 სმ. აღმოჩნდა N 17 სათავსოს აღმოსავლეთ კედელთან, ფენა N1. (ტაბ. IV, 2.) 2-57-783 ჭურჭლის ფრაგმენტი, თიხის, რუხად გამომწვარი გვერდის ფრაგმენტი. ზომები 2,8×1,5 სმ. აღმოჩნდა N 17 სათავსოს აღმოსავლეთი კედელთან, ფენა N1. (ტაბ. IV, 3.) https://journals.4science.ge/index.php/GS/index 35 2-57-784 ჭურჭლის ფრაგმენტი, თიხის, ჩალისფრად გამომწვარი, ყური ბრტყელი და განიერია, ძირში ჩაღარული. ზომა 15×5 სმ. აღმოჩნდა VI ეზოში, N 17 სათავსოს აღმოსავლეთ კედლის ძირას, ფენა N3. (ტაბ. IV, 2.) 2-57-785 ჭურჭლის ფრაგმენტი, თიხის, ჩალისფრად გამომწვარი გვერდის ნატეხი, ზომა 5×5 სმ. აღმოჩნდა VI ეზოში, N 17 სათავსოს აღმოსავლეთ კედლის ძირას, ფენა N3. 2-57-786 ჭურჭლის ფრაგმენტი, თიხის, ჩალისფრად გამომწვარი, ზედაპირი წითლად და შავადაა მოხატული. ზომა 8×5 სმ. აღმოჩნდა VI ეზოში N 17 სათავსოს აღმოსავლეთ კედლის ძირას, ფენა N3. 2-57-790 ჭურჭლის ფრაგმენტი, თიხის ჩალისფრად გამომწვარი, ძირ-გვერდის ფრაგმენტები. ორი ცალი, ზომები 8,5×6,5 სმ. და 8,8×5,7 სმ. აღმოჩნდა VI ეზოში N 17 სათავსოს აღმოსავლეთ კედლის ძირას, ფენა N3. 2-57-791 ჯამის ფრაგმენტი, თიხის. ჩალისფრად გამომწვარი პირ-გვერდის ფრაგმენტი. ზომა 8,1×6,3 სმ. აღმოჩნდა VI ეზოში N 17 სათავსოს აღმოსავლეთ კედლის ძირას, ფენა N3. 2-57-792 ჭურჭლის ფრაგმენტი, თიხის, ვარდისფრად გამომწვარი ყელის ნატეხი, თხელკედლიანი, აღმოჩნდა VI ეზოში N 17 სათავსოს აღმოსავლეთ კედლის ძირას, ფენა N3. როგორც აღწერიდან ჩანს არჩეულ მასალაში თითქმის არ შედის დიდი ზომის სამეურნეო ჭურჭელი. ამგვარი არჩევის მიზეზი ისაა რომ დიდი ზომის სამეურნეო ჭურჭლის ფრაგმენტებში არ გვხვდება ადრე შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი პირის გვირგვინის ან პროფილის მქონე მასალა, ხოლო მხოლოდ ზედაპირის დამუშავების მიხედვით დიდი ზომის ჭურჭლის (ქვევრების დერგების და სხვა) დათარიღება ამ დროისათვის ჩვენთვის რთულია. აღნიშნული მასალა ავარჩიეთ გარეგნული იერსახის გამო, მხედველობაში ვიღებდით შემდეგ ნიშნებს: კეცის სისქეს, ფერს, ზედაპირის მოხატვას, გაპრიალების ხარისხს, ზედაპირის შემკობის ხერხებს და მორფოლოგიურ ნიშნებს. მასალის გენერალური ერთობლიობაში გამოიყოფა: ქილები, ხელადები, თასები და უსახო ფრაგმენტები. აქედან ხელადები 16 ცალი და თასები 2 ცალი. ხელადებში ერთიანდება ფრაგმენტები შემდეგი ნომრებით 2-57-54, 2-57-55, 2-57-145, 2-57- 201, 2-57-236, 2-57-254, 2-57-255, 2-57-570, 2-57-603, 2-57-630, 2-57-666, 2-57-692, 2-57-702, 2-57- 727, 2-57-762, 2-57-763. უჯარმაში აღმოჩენილ ხელადების დიდ ნაწილს პარალელები ეძებნება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ხოლო ნაწილის დათარიღება გარეგნული ნიშნებით ხდება. ფრაგმენტი N 2-57-236-ის ანალოგიური პროფილის კერამიკა აღმოჩენილია ქუშანაანთგორის სამაროვანზე, სადაც მისი ანალოგი გვიანარმაზული ხანით III-IV სს-ით თარიღდება, [რამიშვილი 2018. ტაბ XCV]. თუმცა უჯარმის ცალი, უჯარმის ციხის მშენებლობის თარიღის გამო შედარებით მოგვიანო პერიოდით, V სს-ით უნდა დათარიღდეს. ხელადა N 2-57-570-ს ანალოგი ეძებნება მინგეჩაურში, მსგავსი ხელადა სურიდაგილანის II ფენაშია ნაპოვნი, სადაც გამთხრელის მიერ V-VIII სს.-ით თარიღდება, [Ваидов. 1954 გვ. 134.] N2-57-603 ხელადას თითქმის ზუსტი ანალოგი ეძებნება ქუშნაანთგორის ნამოსახლარზე აღმოჩნილ კერამიკას შორის, მიუხედავად იმისა რომ იქ აღმოჩნილი მასალა შედარებით ადრეული ხანით, II-III საუკუნეებით თარიღდება, რ. რამიშვილის ცნობით ხელადების ამგვარი ტიპი არსებობას აგრძელებს IV-V საუკუნეებშიც. [რამიშვილი 2018. გვ. 45] N 2-52-630 მთელი რიგი ნიშნებით: პირის სამყურისებური ფორმა, ყურის თავზე კოპი და მოჩალისფრო გამოწვა, უახლოვდება გვიან რომაული ხანის კერამიკას, თუმცა შეინიშნება განსხვავებებიც, შედარებით უფრო განიერი ყელი, შეუმკობელი კორპუსი, გამოწვის ხარისხი და სხვა, ამიტომ მისი დათრიღება უნდა მოხდეს ადრე შუა საუკუნეებით, უფრო ზუსტად კი IV-VI https://journals.4science.ge/index.php/GS/index 36 სს-ით. ფრაგმენტი N 2-57-666-ს პარალელი ვარდციხეში ეძებნება და ამგვარ ხელადას ვ. ჯაფარიძე IV-V სს. ათარიღებს. [ჯაფარიძე 1989. 20-22]. N 2-57-702-ს პირდაპირი პარალელი შეგვიძლია მოვუძებნოთ ურბნისის ნაქალაქარის ზედა ფენაში, ურბნისში აღმოჩენილ ეგზემპლარს ლ. ჭილაშვილი VII-VIII სს ათარიღებს [ჭილაშვილი 1964. სურ 49.], თავის მხრივ N 2-57-702 პირის ფორმით ემთხვევა N 2-57-630-ს. რაც დამატებითი არგუმენტია N 2-57-630-ის ადრეფეოდალური ხანით დათარიღებისათვის. პარალელი ეძებნება N 2-57-727-საც. შორაპანში აღმოჩენილი ანალოგიური ხელადა თარიღდება IV-V სს. [ჯაფარიძე 2006. გვ. 45]. N 2-27-762 ანალოგიური ხელადის პირი აღმოჩნდა ვარდციხეში, სადაც გამთხრელი მას VI-VIII სს-ით ათრიღებს [ჯაფარიძე 1989. გვ. 81.] უჯარმაში აღმოჩენილი ადრე შუა საუკუნეების ხელადებისათვის დამახასიათებელია: სამტუჩა ან სწორი, შესქელებული პირი, ოვალურ ან მრგვალ განივკვეთიანი ყური რომელიც პირზე ან ყელზეა მიძეწილი, ხელადის ყელზე გვხვდება წიბო, კორპუსის სიმაღლე, თუ შევადარებთ მუცლის მაქსიმალურ დიამეტრს, მეტია რაც ხელადებს ზოგადად მაღალ, ვიწრო ფორმას აძლევს. სასუფრე კერამიკის ძირი როგორც წესი განიერია. ზოგადად ადრე შუა საუკუნეების დოქებისა და ხელადებისათვის დამახასიათებელია შედარებით მაღალი, ვიწრო პროპორციები. ამ მხრივ უჯარმაში აღმოჩენილი ხელადები დიდად არ განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ძეგლებზე აღმოჩენილი, ადრე შუა საუკუნეებით დათრიღებული, ხელადებისაგან. თასებად იდენტიფიცერდება შემდეგი ფრაგმენტები: N 2-57-489, N 2-57-791. თასებს, ისევე როგორც ხელადებს, პარალელები ეძებნებათ საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ სხვა ადრე შუა საუკუნეების ძეგლებზე აღმოჩენლ მასალაში. 2-57-489 თითქმის ანალოგიურია ვარდციხეში აღმოჩენილი ლანგრის, რომელსაც გამთხრელი ტიპი III-ს მიაკუთვნებს და IV-VI საუკუნეებით ათარიღებს. [ჯაფარიძე 1989. გვ 23-35. გვ.] ხოლო 2-57-791 კი პროფილის მიხედვით გავს შორაპანში აღმოჩენილ V-VI სს. დათარიღებულ პირმომრგვალებულ ჯამს, [ჯაფარიძე 2006. 43]. დანარჩენი ფრაგმენტებს არ აქვთ მკაფიოდ გამოხატული მორფოლოგიური ნიშნები და მათი დათრიღება, ზოგადად ადრეფეოდალური ხანით, ხდება კეცის და ზედაპირის დამუშავების მიხედვით. ადრე შუა საუკუნეების კერამიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები განსხვავდება კერამიკის დანიშნულების მიხედვით. სამზარეულო კერამიკა მოშავო, მორუხო ან მოწაბლისფროა, კეცი გამჭლევებულია სხვადასხვა მინარევებით, ცეცხლის მრავალჯერადი ზემოქმედების გამო, კეცი შეიძლება არათანაბრად იყოს შეფერილი. სასუფრე კერამიკა მოწითალო, წითელი ან მოჩალისფროა. როგორც წესი კეცი სრულადაა გამომწვარი და მკვრივია. სასუფრე კერამიკაზე გვხვდება მოგლუვება, ზოგჯერ წერნაქის კვალიც თუმცა წერნაქით მოხატვა და სხვადასხვა ორნამენტი იშვიათია, ხშირად ჭურჭელის ზედაპირი წერნაქით მთლიანად იღებებოდა. რომაული პერიოდთან შედარებით ზედაპირის დამუშავების დონე შედარებით დაბალია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ რომ უჯარმის ციხე- ქალაქში აღმოჩენილ კერამიკას შორის გვხვდება როგორც გვიანი და განვითარებული შუა საუკუნეების, ასევე ადრე შუა საუკუნეების კერამიკა. ადრე შუა საუკუნეების მასალის თარიღი მერყეობს IV-VIII სს შორის. უჯარმაში აღმოჩენილი მასალის პარალელები გვხვდება საქართველოს სხვა ადრე შუა საუკუნეების ძეგლებზე, ცალკეულ ფრაგმენტებს პარალელები შეგვიძლია მოვუძებნოთ საქართველოს ფარგლებს გარეთაც: აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთში. კერამიკის ამგვარი გაბნევა, რეგიონის მასშტაბით, არქეოლოგიაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ქართლის სამეფო მთელი ისტორიის მანძილზე ჩაბმულია საერთაშორის ვაჭრობაში და როგორც იმპორტული საქონლის აღმოჩენა ქართლში, ასევე https://journals.4science.ge/index.php/GS/index 37 ქართლში წარმოებული საქონლის აღმოჩენა საქართველოს ფარგლებს გარეთ ადვილი შესაძლებელია. ტაბულები ტაბულა I 1 2 3 4 5 6 7 ტაბულა I. 1. დოქის ფრაგმენტები, N 2-57-54 2. დოქის ყელი N 2-57-145, 3. ხელადის ძირ- გვერდის ფრაგმენტი. 4. დოქის პირ-ყელი N 2-57-201, 5. კერამიკული ფრაგმენტები NN 2-57-236, 2- 57-254, 2-57-255, 6. ჯამის პირ-გვერდის ფრაგმენტი N 2-57-256, 7. ხელადის ფრაგმენტები N 2-57-257. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 38 ტაბულა II 1 2 3 4 5 ტაბულა II. 1. სასმისის ქვედა ნახევარი N 2-57-571 2. ხელადის ყელ-გვერდის ნახევარი N 2-57-603 3. ჭურჭლის გვერდის ფრაგმენტი N 2-57-624 4. ხელადის ზედა ნაწილი N 2-57-630 5. თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები N 2-57-666 https://journals.4science.ge/index.php/GS/index 39 ტაბულა III 1 2 3 4 5 6 ტაბულა III 1. ხელადის გვერდის ფრაგმენტი N 2-57-692 2. ხელადის პირ ყელის ფრაგმენტი N 2- 57-702 3. სასმისის გვერდის ნატეხი N 2-57-727 4-5 კერამიკის ფრაგმენტები NN 2-57-727/1, 2-57- 738, 2-57-741, 2-57-754 6. კერამიკის ფრაგმენტები N 2-57-685, N 2-57-686. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 40 ტაბულა IV 1 2 3 ტაბულა IV 1. კერამიკის ფრაგმენტები NN 2-57-758, 2-57 - 762, 2-57-763. 2. კერამიკის ფრაგმენტები N 2-57-781 3. კერამიკის ფრაგმენტები N2-57-782, 2-57-784 4. კერამიკის ფრაგმენტები N 2-57-783. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 41 გამოყენებული ლიტერატურა 1. ვახუშტი ბატონიშვილი "აღწერა სამეფოის საქართელოისა" წ. "ქართლის ცხოვრება" ტექსტი დადგენილია ყველა ძირითდი ხელნაწერის მიხედვით. ტომი IV. თბილისი 1973 წ. 2. ლეონტი მროველი - "ცხოვრება ქართუელთა მეფეთსა და პირველთგან მამათა და ნათესავთა" წ. "ქართლის ცხოვრება," ტექსტი დადგენილია ყველა ძირითდი ხელნაწერის მიხედვით. ტომი I. თბილისი 1955. 3. უცნობი ავტორი "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" წ. "ქართლის ცხოვრება" ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით თბილისი 1959 წ. 4. ამირანაშვილი შალვა "ქართული ხელოვნების ისტორია" ტომი I. თბილისი 1944. 5. ლომთათიძე გიორგი "არქეოლოგიური კვლევა ძიება ალგეთისა და ივრის ხეობებში" თბილისი 1989. 6. მუსხელიშვილი დავით "ციხე ქალაქი უჯარმა." თბილისი. 1966 წ. 7. რამიშვილი რამინ "ქართლის სამეფო ახალი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის პირველ ნახევარში" თბილისი 2018 წ. 8. ციციშვილი ირაკლი "უჯარმა", თბილისი, 1982 წ. 9. ჭილაშვილი ლევან "ნაქალაქარი ურბნისი" თბილისი 1964 წ. 10. ჭილაშვილი ლევან "ქალაქები ფეოდალურ საქართველოში" თბილისი 1970. 11. ჯაფარიძე ვახტანგ "ვარდციხის ნაქალაქარი" თბილისი 1989 12. ჯაფარიძე ვახტანგ "ეგრისის ახ. წ I-VIII სს მატერიალური კულტურის ძეგლები" თბილისი 2006 წ. 13. Ваидов Р. М. "Раннесредневековое городише сугылан" КСИМ. №54 москва 1954 г. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 42 For the dating of of early medievel ceramic, founded in Ujarma castle Summary This arthicl is about of early medievel ceramic, founded in ujarma castle. Ujarma castle is situated in eastern Georgia, on the right side of river Iori. Castle was excavated in 1950-52 by Giorgi lomtatidze. Founded material was publeshed in 1989, but unfortunatly, in publication materials was not divided by layers and peroids and not fotofixed properly. In this article from all ceramic fragments founded in this settlmant we choosed material dated early medievel period. We also find parallel materials for them and fotofixed. There are choosed totaly 36 ceramic fragments, among them we can marking out: 16 jag and 2 bowl, all another fragments are unfigured and were assign to early medeval period by color, consistuent and surface treatment. Signs for ceramic created for defferent purpose are defferent: for tableware ceramic was used well shaped and well burned reddish, red or strow-colored ones. In the other hand for kitchen was used rud, dark colored ceramic with meny mixed minerals in clay. Somtimes surface of the ceramic is somoothened, somtimes pottery can be covered with red dye, but generaly ceramic is little bit downgraded, in decoradion, compear to previous, roman, and period. Paralel materials for those ceramic we can finde in all territory of Georgia and Caucasian region. Outside of geogia paralels are finde in Azerbaijan and in north shore of Black Sea, scattering ceramic in this way is common thing for medievel archaeology, kingdom of kartli was widly involved in international trade, so finding exported materials on the teritory of kartli kingdom as kartlian materials outside of kingdom is normal appearance.