Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 57 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 1, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.01.06 ქართული ყურძნის ჯიშებისგან წარმოებული კახური და ევროპული სტილის ღვინოების ბიოაქტიური კომპონენტების და ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა მახვილაძე თამარი1, ქვარცხავა გიორგი2, ხაჭაპურიძე ჟუჟა3 1დოქტორანტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, t.makhviladze@gtu.ge 2პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა და ბიოსისტემების საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, g.kvartskhava@gtu.ge, 599227333 3დოქტორანტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, zh.khachapuridze@agruni.edu.ge, 595399292 აბსტრაქტი აღნიშნული კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ შემდეგი ბიოქიმიური პარამეტრები: ტანინების შემცველობა (%), ანტიოქსიდანტური აქტივობა (მგ/ლ ასკორბინის მჟავის ექვივალენტი), მონომერული ანთოციანების და საერთო პოლიფენოლების რაოდენობა (მგ/ლ გალის მჟავის ექვივალენტი) თეთრ ღვინოის 16 ნიმუშში (რქაწითელი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი) დამზადებული ევროპული და კახური მეთოდით. კახური მეთოდით დამზადებულ ღვინოებში აღნიშნული პარამეტრები მერყეობს ტანინების 0.067-0.155%, მონომერული ანთოციანების 2.093-14.472 მგ/ლ, საერთო პოლიფენოლების რაოდენობა 174.634-743.740მგ/ლ (გალის მჟავის ექვივალენტი), ანტიოქსიდანტური აქტივობა 317.323-2460.675 მგ/ლ (ასკორბინის მჟავის ექვივალენტი), ხოლო ევროპულში შესაბამისად 0.037-0.055%, 1.202-2.004; 20.764-53.772 მგ/ლ (გალის მჟავის ექვივალენტი); 130.702-367.935 მგ/ლ ასკორბინის მჟავის ექვივალენტი); ღვინის ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით ყველა კომპონენტში გამოირჩევა ქისი და ხიხვი,როგორც ევროპული ასევე კახური. გამოიკვეთა მჭიდრო დამოკიდებულება საერთო პოლიფენოლებსა და ანტიოქსიდანტურ აქტივობას შორის (r2=0.934). თუმცა უფრო მაღალი ეს დამოკიდებულება იყო ტანინები-ანტიოქსიდანტურ აქტივობასა და ტანინები-საერთო პოლიფენოლების რაოდენობას შორის (r2=0.957). ყველაზე დაბალი კი აღინიშნება მონომერული ანთოციანების რაოდენობის ურთიერთდამოკიდებულებაში ანტიოქსიდანურ აქტივობასთან (r2=0.767) და საერთო პოლიფენოლების რაოდენობასთან (r2=0.767). საკვანძო სიტყვები: თეთრი ღვინო, კახური მეთოდი, ანტიოქსიდანურ აქტივობა, ბიოქტიური კომპონენტები mailto:t.makhviladze@gtu.ge mailto:g.kvartskhava@gtu.ge mailto:zh.khachapuridze@agruni.edu.ge Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 58 შესავალი ღვინო ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი სასმელია, მის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა ქიმიური კომპონენტი, რომლებიც მიეკუთვნება მცენარეულ მეტაბოლიტებს ასრულებენ მომხმარებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშემწყობ ფუნქციას [1,2]. ეს მეტაბოლიტები ამავდროულად განსაზღვრავენ სურსათისა და სასმელების ხარისხს [3]. არომატი და გემო მნიშვნელოვნად განაპირობებს ღვინის ხარისხს, რაზეც გავლენას სხვადასხვა ფაქტორი ახდენს: გარემო პირობები, ნიადაგი, ვენახის კულტივირების პირობები, ყურძნის ჯიში და ღვინის დამზადების მეთოდი [4]. მთავარი სხვაობა ევროპული კლასიკური მეთოდით დამზადებულ ღვინოებსა და ტრადიციული კახური მეთოდით დამზადებულ ღვინოებს შორის არის დუღილის პროცესი [5]. კახური მეთოდით დუღილისას კვლევები უპირველეს ყოვლისა ფოკუსირებულია ყურძნის კანის და მყარი ნაწილების პიგმენტების, ფენოლების,ტანინების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მოპოვებაზე. ჩვეულებრივ დუღილის ორივე მეთოდის გამოყენებისას, ყურძნის წვენში ხდება გოგირდის დიოქსიდის მყისიერი დამატება, რათა თავიდან ავიცილოთ ფერმენტული დაჟანგვა. ღვინის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლური ნაერთები განსაზღვრავს ღვინის ანტიოქსიდანტურ აქტივობას, რაც ხელს უწყობს ანტიმუტაგენურ, ანთების საწინაღმდეგო და ანტიბაქტერიულ მოქმედებებს [6]. ღვინის ძირითადი პარამეტრების, ტანინების, პოლიფენოლების, ანთოციანების და ანტიოქსიდანტური თვისებების დადგენა შეიძლება განისაზღვროს როგორც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი ღვინის ხარისხის განმარტებისთვის [7]. ფენოლური ნაერთები ხელს უწყობს ღვინის ფერის, სიმწარის და პირის ღრუში ღვინის აღქმის გაძლიერებას, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან ღვინის ხარისხს. ღვინოში ფენოლური ნაერთები ხვდება ღვინის სხვადასხვა ნაწილიდან: კანიდან, წიპწადან, წვენიდან. კანიდან ძირითადად ხდება ანთოციანების მოპოვება, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წითელ ღვინოშია წარმოდგენილი. ღვინოში ფენოლური ნაერთების საბოლოო შემცველობა დამოკიდებულია: ყურძნის ჯიშზე, ღვინის დუღილის მეთოდზე, დუღილის შემდგომ დამუშავებასა და მის დაძველებაზე [6]. ღვინის ფენოლური ნაერთებისა და მისი ანტიოქსიდანტური თვისებების ურთიერთკავშირზე მრავალი კვლევა ჩატარდა. თუმცა, შეზღუდულია ხელმისაწვდომობა კომერციულად ყველაზე გავრცელებულ ქართული თეთრი ყურძნის ჯიშებისგან, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოების შესახებ-თეთრი ღვინოების შედარება პოტენციური ქიმიური აღწერის მიხედვით ნიადაგის, გარემოსა და მევენახეობის მეთოდების გავლენის გარეშე. 2. მეთოდები ღვინის ნიმუში გამოკვლეულია თეთრი ღვინის 16 ნიმუში, რომელიც დამზადებულია თეთრი ყურძნის ოთხი ჯიშისგან: რქაწითელი, მწვანე კახური, ქისი და ხიხვი. აღნიშნული ყურძნის ჯიშებისგან დამზადდა ორი სახეობის ღვინო -ევროპული (E ) და კახური სტილის(K). ღვინოები არის წარმოებული 2020 წლის სსპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზის ვენახებიდან მიღებული ყურძნით. დუღილის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 59 პროცესი წარიმართა დახლოებით +20 0C-ზე. ნიმუშები ინახებოდა +40C-ზე ანალიზის ჩატარებამდე. ტანინების განსაზღვრა განხორციელდა რედოქსის ტიტრირების მეთოდით [8]. ანტიოქსიდანტური აქტივობის განსაზღვრა მოხდა ბენზის და სტრეინის მიხედვით [9]. საერთო პოლიფენოლების შემცველობა შევისწავლეთ ფოლინ-ჩიკოლტეოს რეაგენტის გამოყენებით, სპექტროფოტომეტრული მეთოდის საშუალებით, გალის მჟავაზე გაანგარიშებით [10]. მონომერული ანთოციანები რაოდენობრივი შეფასება მოხდა სპექტროფოტომეტრზე pH დიფერენციალური მეთოდით [11]. 3. შედეგი და განსჯა საერთო ფენოლების, ტანინების და მონომერული ანთოციანების შემცველობა თეთრ ღვინოში წითელ ღვინოსთან შედარებით მცირეა [12]. თუმცა შესწავლილი კახური მეთოდით დამზადებული ღვინოები (საერთო ფენოლური ნაერთები (გალის მჟავის ექვივალენტი)- რქაწითელი: 225.041-241.301 მგ/ლ; მწვანე კახური: 274.634-203.902 მგ/ლ; ქისი: 636.423- 743.740მგ/ლ; ხიხვი: 478.699-504.715მგ/ლ) აჩვენებენ შედარებით მაღალ მაჩვენებელს თეთრ ღვინოებთან მიმართებაში. ღვინის ბიოქიმიური მახასიათებლები მოცემულია ცხრილ 1-ში. ცხრილი #1. შესწავლილი ღვინოების ბიოქიმიური მახსიათებლები ღვინის ნიმუში ტანინები % მონომერული ანთოციანები მგ/ლ საერთო პოლიფენოლები (გალის მჟავის ექვივალენტი) მგ/ლ ანტიოქსიდანტური აქტივობა (ასკორბინის მჟავის ექვივალენტი) მგ/ლ რქაწითელი E 0.037±0.001 1.559±0.021 22.390±1.849 130.702±24.822 რქაწითელი K1 0.083±0.002 2.449±0.013 233.171±8.31 661.247±63.455 რქაწითელი K2 0.077 ±0.002 2.405±0.1 225.041±7.424 777.155±83.681 რქაწითელი K3 0.087 ±0.002 2.360±0.020 241.301±3.415 725.852±89.452 მწვანე კახური E 0.055 ±0.001 1.603±0.012 20.764±.0.691 158.454±23.204 მწვანე კახურიK1 0.067±0.001 2.093±0.009 174.634±3.032 418.030±13.764 მწვანე კახურიK2 0.078±0.001 2.137±0.002 176.260±3.031 317.323±27.925 მწვანე კახურიK3 0.072±0.001 2.137±0.01 203.902±6.163 321.123±23.705 ქისი E 0.040±0.001 2.004±0.007 30.276±1.921 367.935±21.028 ქისი K1 0.123±0.002 12.780±0.294 636.423±31.621 1651.217±19.489 ქისი K2 0.155±0.002 13.671±0.253 743.740±35.111 2460.675±148.209 ქისი K3 0.135±0.002 13.315±0.117 670.569±28.455 2629.787±129.095 ხიხვი E 0.052±0.002 1.202±0.002 53.772±5.86 273.937±17.215 ხიხვი K1 0.103±0.001 14.428±0.193 22.390±1.849 1548.610±93.637 ხიხვი K2 0.093±0.002 14.161±0.0869 233.171±8.31 765.754±81.132 ხიხვი K3 0.108±0.001 14.472±0.142 225.041±7.424 965.269±79.420 კახური სტილის ქისი აჩვენებს თითქმის ყველა პარამეტრში უმაღლეს მაჩვენებლებს, გარდა მონომერული ანთოციანებისა. ყველა შესწავლილი ნიმუში აჩვენებს ტანინების, მონომერული ანთოციანების, საერთო პოლიფენოლების, ანტიოქსიდანტურ აქტივობას უფრო Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 60 მაღალს კახური მეთოდით დამზადებულ ღვინოებში, ვიდრე ევროპული მეთოდით. რაც თავიდანვე სავარუდო იყო –კახური სტილის ღვინოების დიდი ხნის განმავლობაში ყურძნის კანთან და მყარ ნაწილებთან კონტაქტის გამო. თუმცა, ხაზგასასმელია ის ფაქტი რომ ტანინების შემცველობა მნიშვნელოვნად არ იცვლება ევროპული მეთოდით დამზადებულ ღვნოებში და დაახლოებით თანაბარია ოთხივე ყურძნის ჯიშისგან დამზადებულ ღვინოში (0.04-0.05%), სხვა პარამეტრის მიხედვით მსგავსი მუდმივობა არ შეიმჩნევა. მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით, ღვინის ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით ყველა კომპონენტში გამოირჩევა ქისი და ხიხვი, როგორც ევროპული ასევე კახური სტილის. ეს ცალსახად მიუთითებს აღნიშნული ყურძნის ჯიშების გამორჩეულ ტექნოლოგიურ მახასიათებლებზე,მაშინ როდესაც რქაწითელის ვაზის ძირების რაოდენობა (49 675.1 ათასი ძირი) დაახლოებით 300-ჯერ აღემატება ქისის ვაზის ძირების რაოდენობას (173. 2 ათასი ძირი) და დახლოებით 1000-ჯერ ხიხვის (51.8ათასი ძირი) ვაზის ძირების რაოდენობას [13]. კახური რქაწითელის მეორე და მესამე ნიმუშები ტანინების შემცველობის (0.08-0.09%) და ანტიოქსიდანტური აქტივობის (777.16-725.85 მგ/ლ ასკორბინის მჟავის ექვივალენტი) მიხედვით კახური ხიხვის მეორე ნიმუშის მსგავსია (0.09%; 765.75 მგ/ლ ასკორბინის მჟავის ექვივალენტი), რაც სავარაუდოდ მიუთითებს რომ კახური მეთოდით ღვინის დამზადებისას მაცერაციის და დუღილის განმავლობაში ბიოაქტიური კომპონენტები სრულად გადადიოდა რქაწითელის ნიმუშში, ხოლო ხიხვის ნიმუშში მინიმალური რაოდენობით განხორციელდა მიგრაცია. ცნობილია რომ ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა დაკავშირებულია პოლიფენოლების რაოდენობრივ შემცველობასთან [14]. საერთო პოლიფენოლების და ანტიოქსიდანტურ აქტივობას შორის კორელაციის დასადგენად გამოვიყენეთ პირსონის კორელაცია. მაღალი დადებითი კორელაცია არის ნაჩვენები აღნიშნულ პარამეტრებში (r2=0. 0.934). მაგრამ მჭიდრო ურთერთკავშირის მიუხედავად შეინიშნება რამდენიმე გადახრა. მაგ: კლასიკური სტილის რქაწითელისთვის საერთო პოლიფენოლების შემცველობა არის 22.390 მგ/ლ (გალის მჟავის ექვივალენტი), ხოლო ანტიოქსიდანტური აქტივობა 130.702 მგ/ლ (ასკორბინის მჟავის ექვივალენტი). მაშინ როდესაც კლასიკური სტილის მწვანე კახურის საერთო პოლიფენოლების შემცველობა არის 20.764მგ/ლ, ხოლო ანტიოქსიდანტური აქტივობა 158.454 მგ/ლ (ასკორბინის მჟავის ექვივალენტი). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფენოლების ქიმიური სტრუქტურით, რადგან ცნობილია რომ მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობა ახასიათებს პოლიფენოლებს დიდი რაოდენობით ჰიდროქსილის ჯგუფის შემცველობისას [15]. y = 49.728x - 116.28 R² = 0.9366 -200 -100 0 100 200 300 400 500 600 700 800 სა ერ თ ო პ ო ლ ი ფ ენ ო ლ ებ ი (გ ალ ი ს მჟ ავ ი ს ექ ვი ვა ლ ენ ტ ი ) მგ /ლ ანტიოქსიდანტური აქტივობა (ასკორბინის მჟავის ექვივალენტი ) მგ/ლ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 61 გრაფიკი#1.გამოკვლეული ღვინის ბიოაქტიური კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულება *N1-საერთო პოლიფენოლებისა და ანტიოქსიდანტური აქტივობის ურთიერთდამოკიდებულება; N2-ტანინების და ანტიოქსიდანტური აქტივობის ურთიერთდამოკიდებულება; N3-მონომერული ანთოციანების და ანტიოქსიდანტური აქტივობის ურთიერთდამოკიდებულება; N4 ტანინიებისა და საერთო პოლიფენოლების შემცველობის ურთიერთდამოკიდებულება; N5-მონომერული ანთოციანების და საერთო პოლიფენოლების შემცველობის ურთიერთდამოკიდებულება. ყველაზე მაღალი დადებითი ურთიერთდამოკიდებულება შეინიშნება ტანინების შემცველობა-ანტიოქსიდანტურ აქტივობასა (r2=0.957) და ტანინები-საერთო პოლიფენოლების რაოდენობა (r2=0.957). ყველაზე დაბალი კი აღინიშნება მონომერული ანთოციანების რაოდენობის ურთიერთდამოკიდებულებაში ანტიოქსიდანტურ აქტივობასთან (r2=0.767) და საერთო პოლიფენოლების რაოდენობასთან (r2=0.767). y = 0.0069x + 0.0268 R² = 0.9566 0.000 0.050 0.100 0.150 0.200 13 0. 70 2 36 7. 93 5 27 3. 93 7 15 8. 45 4 41 8. 03 0 32 1. 12 3 77 7. 15 5 31 7. 32 3 66 1. 24 7 72 5. 85 2 76 5. 75 4 15 48 .6 10 96 5. 26 9 16 51 .2 17 26 29 .7 87 24 60 .6 75 ტ ან ი ნე ბ ი % ანტიოქსიდანტური აქტივობა (ასკორბინის მჟავის ექვივალენტი ) მგ/ლ N2 y = 1.0902x - 2.8433 R² = 0.7671 -5.000 0.000 5.000 10.000 15.000 20.000 მო ნო მე რ უ ლ ი ა ნთ ო ც ი ან ებ ი მგ /ლ ანტიოქსიდანტური აქტივობა (ასკორბინის მჟავის ექვივალენტი ) მგ/ლN3 y = 0.0069x + 0.0268 R² = 0.9566 0.000 0.050 0.100 0.150 0.200 22 .3 90 30 .2 76 53 .7 72 20 .7 64 17 4. 63 4 20 3. 90 2 22 5. 04 1 17 6. 26 0 23 3. 17 1 24 1. 30 1 47 8. 69 9 50 4. 71 5 48 6. 82 9 63 6. 42 3 67 0. 56 9 74 3. 74 0 ტ ან ი ნე ბ ი % საერთო პოლიფენოლები (გალის მჟავის ექვივალენტი) მგ/ლN4 y = 1.0902x - 2.8433 R² = 0.7671 -4.000 -2.000 0.000 2.000 4.000 6.000 8.000 10.000 12.000 14.000 16.000 მო ნო მე რ უ ლ ი ან თ ო ც ი ან ებ ი მ გ /ლ საერთო პოლიფენოლები (გალის მჟავის ექვივალენტი) მგ/ლN5 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 62 4.დასკვნა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მრავალი კვლევა ჩატარდა ყურძნისა და ღვინის მცენარეული მეტაბოლიტების შესწავლის მიზნით. გამოყენებული მიდგომით ხაზი გაესვა მხოლოდ ჯიშური წარმოშობის ხარისხის პარამეტრებს. კვლევა ორიენტირებული იყო ღვინის ბიოაქტიური კომპონენტების შესწავლაზე. გამოკვლეული იყო როგორც ცალკეული პარამეტრები, ასევე მათ შორის კორელაციები. გამოიკვეთა მჭიდრო დამოკიდებულება საერთო პოლიფენოლებსა და ანტიოქსიდანტურ აქტივობას შორის, თუმცა უფრო მაღალი დამოკიდებულება იყო ნაჩვენები ტანინების რაოდენობასა და ანტიოქსიდანტურ აქტივობასა შორის. გამოკვლევამ აჩვენა ჯიშობრივი თავისებურები ყველა ბიოაქტიურ კომპონენტთან მიმართებაში. ქისის და ხიხვის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ორივე ტიპის ღვინო ხასიათდება მაღალი ბიოაქტიური კომპონენტების შემცველობით. თუმცა, თავად ღვინის ტიპებს შორის კი კახური მეთოდით დამზადებული ღვინოები გამოირჩევა. კლასიკური მეთოდით დამზადებულ ქისში დაბალია ტანინები და პოლიფენოლები, თუმცა კახური მეთოდის შემთხვევაში მხოლოდ მონომერული ანთოციანების შედარებით დაბალი შემცველობით ხასიათდება ქისი, ხიხვთან შედარებით. 5. გამოყენებული ლიტერატურა 1. Castaldo, L., Narváez, A., Izzo, L., Graziani, G., Gaspari, A., Minno, G. D., & Ritieni, A. (2019). Red Wine Consumption and Cardiovascular Health. Molecules (Basel, Switzerland), 24(19), E3626. https://doi.org/10.3390/molecules24193626 2. Pang, G., Xie, J., Chen, Q., & Hu, Z. (2012). How functional foods play critical roles in human health. Food Science and Human Wellness, 1(1), 26–60. https://doi.org/10.1016/j.fshw.2012.10.001 3. Morata, A., & Loira, I. (2016). Grape and Wine Biotechnology. BoD – Books on Demand. 4. Reynolds, A. G. (2010). 11 - Viticultural and vineyard management practices and their effects on grape and wine quality. In A. G. Reynolds (Ed.), Managing Wine Quality (pp. 365–444). Woodhead Publishing. https://doi.org/10.1533/9781845699284.3.365 5. Capece, A., Siesto, G., Poeta, C., Pietrafesa, R., & Romano, P. (2013). Indigenous yeast population from Georgian aged wines produced by traditional “Kakhetian” method. Food Microbiology, 36(2), 447–455. https://doi.org/10.1016/j.fm.2013.07.008 6. Luna-Guevara, Ma. L., Luna-Guevara, J. J., Hernández-Carranza, P., Ruíz-Espinosa, H., & Ochoa- Velasco, C. E. (2018). Chapter 3 - Phenolic Compounds: A Good Choice Against Chronic Degenerative Diseases. In Atta-ur-Rahman (Ed.), Studies in Natural Products Chemistry (Vol. 59, pp. 79–108). Elsevier. https://doi.org/10.1016/B978-0-444-64179-3.00003-7 7. Merkytė, V., Longo, E., Windisch, G., & Boselli, E. (2020). Phenolic Compounds as Markers of Wine Quality and Authenticity. Foods, 9(12), 1785. 8. Determination of Tannins and Sulfur Dioxide Content of Different Wine Samples by Titrimetric Method. (2016). Chemical Science Transactions, 5(2). 9. Benzie, I. F., & Strain, J. J. (1996). The ferric reducing ability of plasma (FRAP) as a measure of “antioxidant power”: the FRAP assay. Analytical Biochemistry, 239(1), 70–76. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 63 10. Singleton, V. L., Orthofer, R., & Lamuela-Raventós, R. M. (1999). [14] Analysis of total phenols and other oxidation substrates and antioxidants by means of folin-ciocalteu reagent. In Methods in Enzymology (Vol. 299, pp. 152–178). Academic Press. 11. Wrolstad, R. E., Acree, T. E., Decker, E. A., Penner, M. H., Reid, D. S., Schwartz, S. J., Sporns, P. (2005). Handbook of food analytical chemistry: pigments, colorants, flavors, texture, and bioactive food components. Handbook of food analytical chemistry: pigments, colorants, flavors, texture, and bioactive food components. 12. Foods | Free Full-Text | Comprehensive Chemical and Sensory Assessment of Wines Made from White Grapes of Vitis vinifera Cultivars Albillo Dorado and Montonera del Casar: A Comparative Study with Airén. (n.d.). Retrieved January 29 13. census - ნაწილი 3. მრავალწლოვანი ნარგავები. (n.d.). Retrieved January 30, 2022, from http://census.ge/ge/results/agro-census/meurneobebis-ganatsileba-sargeblobashi-arsebuli-mitsis- fartobis-mikhedvit-ბოლოს გადამოწმდა 02.02.2022 14. Paixão, N., Perestrelo, R., Marques, J. C., & Câmara, J. S. (2007). Relationship between antioxidant capacity and total phenolic content of red, rosé and white wines. Food Chemistry, 105(1), 204–214. 15. Bendary, E., Francis, R. R., Ali, H. M. G., Sarwat, M. I., & El Hady, S. (2013). Antioxidant and structure–activity relationships (SARs) of some phenolic and anilines compounds. Annals of Agricultural Sciences, 58(2), 173–181. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 64 Study of bioactive components and antioxidant activity of Kakhetian and European style wines produced from Georgian grape varieties Makhviladze Tamar1, Kvartskhava Giorgi2, Khatchapuridze Zhuzha3 1 PhD student, Georgian Technical University, t.makhviladze@gtu.ge 598854546 2Professor, Dean of the Faculty of Agricultural Sciences and Biosystems Engineering, Georgian Technical University, g.kvartskhava@gtu.ge, 599227333 3 PhD student, Georgian Agrarian University, zh.khachapuridze@agruni.edu.ge, 595399292 Abstract In this work, the following biochemical parameters: tannins content (%), antioxidant activity mg /L- AAC-1, monomeric anthocyanins content and total polyphenols content mg/L GAE-1 in white wines 16 samples (Rkatsiteli, Msvane Kakhuri, Kisi, Khikhvi) obtained by European and Kakhetian method were studied to identify differences among variety and winemaking methods. The mentioned parameters range for tannin content from 0.067 to 0.155%, for total monomeric anthocyanin content :2.093-14.472 mg/L, for total polyphenol content 174.634-743.740 mg/L GAE-1, antioxidant activity 317.323 mg/L (AAE-1) in Kakhetian wines. While corresponding results 0.037-0.055%, 1.202-2.004 mg/L; 20.764- 53.772 mg/L GAE-1; 130.702-367.935 mg/L AAC-1 are shown in European style wine. Based on the biochemical parameters of the wine, both European and Kakhetian style Kisi and Khikhvi are distinguished. A high positive correlation was observed between total polyphenol content and antioxidant activity (r2 = 0.934). However, the highest was determined in tannins-antioxidant activity and tannins-total polyphenol content (r2 = 0.957). A relatively weak correlation was found between total monomeric anthocyanin content and the antioxidant activity (r2 = 0.767) and total monomeric anthocyanin -total polyphenols (r2 = 0.767). Keywords: White wine, Kakhetian method, antioxidant activity, bioactive components