Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 102 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 1, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.01.10 რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის განვითარების თავისებურებები 1ავთანდილ ტუკვაძე, 2ვალერიან დოლიძე, 3ელენე გელაშვილი 1თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; 2თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი; 3თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორის ასისტენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სწავლის მენეჯმენტის განყოფილების უფროსი ანოტაცია რუსეთის ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი განსაზღვრავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, როგორც საშინაო ისე საგარეო ასპარეზზე და ამდენად პრობლემის შესწავლა აქტუალურია, როგორც თეორიული, ასევე, პრაგმატული თვალსაზრისითაც. პოლიტიკური რეჟიმის მთავარი თავისებურება რუსულ სინამდვილეში მისი ჰიბრიდული ბუნებიდან მომდინარეობს: მასში დომინანტია ავტორიტარულ–ავტოკრატიული რეჟიმის მახასიათებლები, მაგრამ ის არ არის ტრადიციული ავტორიტარიზმი, რომლის თეორიას და პრაქტიკას ჩვენ ისტორიიდან ვიცნობთ: პირველი რიგში სპეციფიკა მისი პროპაგანდისტული დატვირთვიდან მომდინარეობს და სახელმწიფო მასმედიაზე კონტროლით აღწევს ინფორმაციულ დიქტატურას, რომელიც საკმარისია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და რეპრესიების აუცილებლობა შემცირებულია; მეორე თავისებურება ჰიბრიდულ ხასიათში მდგომარეობს, ერთმანეთის გვედით თანაარსებობენ დემოკრატიის („შეზღუდული პლურალიზი“, მრავალპარტიულობა, ოპოზიციური ტელევიზიები) და ტოტალიტარიზმის ელემენტები (მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს შერწყმა, საიდუმლო პოლიცია, ქვეშევრდომული კულტურა და სხვა), მესამე, თავისებურებაა მისი ავტოკრატიული ხასიათი, ვ. პუტინზე მორგებული კონსტიტუცია და საკანონმდებლო აქტები, რომლის აუცილებლობაზეც თვითონ საუბრობს პრეზიდენტი. რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის შესასწავლად ვიყენებთ ისტორიის ციკლური განვითარების თეორიას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური მოდერნიზაციის ავტორიტარული ციკლები რუსეთში დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ წარმატებებთან, ხოლო ლიბერალიზაციის ხანმოკლე მცდელობები ყოველთვის კრახით მთავრდება და საშინაო და საგარეო პოლიტიკის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 103 წარუმატებლობებს უკავშირდება; ორივე შემთხვევაში ინიციატორად მმართველი ელიტები გვავლინება, ხოლო ხალხი მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის მხარდამჭერ როლში გვევლინება და ამდენად მიჩნიათ მკვლევარებს, რომ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებამ სუბიექტობა ვერ შეიძინა; მიგვაჩნია, რომ რუსეთის პოლიტიკური კულტურა განმსაზღვრელ გავლენას ახდენს რეჟიმის ხასიათზე (ვეყრდნობით ალმონდისა და ვერბას კონცეფციას), ხოლო პოლიტიკური კულტურის ძირითადი მახასიათებლებია: ძლიერი სახელმწიფოსა და ლიდერის რწმენა, ველიკორუსული– მესიანისტური შოვინიზმი, რომელიც რუსული იდენტობის იდეას წარმოდგენს და ხალხის მენტალიტეტის ნაწილია, ასევე, „სუვერენული დემოკრატიის“ სოციალური თანასწორობის იდეები, ქვეშევრდომული ორიენტაციები და იმპერიული აზროვნება, რომლებიც საზოგადოებრივ ცნობიერებაში დომინანტურ როლს თამაშობს; ამდენად, არასწორია მკვლევართა და სახელმწიფო მოღვაწეთა მოსაზრება, რომ შოვინიზმი მხოლოდ პუტინიდან მომდინარეობს; მიზეზი ხალხშიცაა და გამოთქმა, რომ ხალხი ყოველთვის მართალია, სიმართლეს არ შეესაბამება. ნაშრომში დასტურდება ვარაუდი (ჰიპოთეზა), რომ რუსეთის განვითარების ბუნებრივი გზაა ავტორიტარიზმი, რადგანაც ათეული წლები დაჭირდება (ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაში) ავტორიტარული კულტურის ელემენტების აღმოფხვრას მოქალაქეების ცნობიერებიდან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ილექებოდა მათ ცნობიერებაში და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საკვანძო სიტყვები: ავტორიტარიზმი; ჰიბრიდული; მოდერნიზაციის ციკლები; რეჟიმი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 104 შესავალი. პოლიტიკური რეჟიმების კვლევის პრობლემატიკა თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებს განეკუთვენება, განსაკუთრებით ახალ დემოკრატიებში, რომლებშიც სხვა ქვეყნებთან ერთად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც მოიაზრება; ამ კონტექსტში განსაკუთრებულად აქტუალურია ვ. პუტინის ეპოქაში რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის შესწავლა, რადგანაც დიდია მისი გავლენა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტზე და ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა პოსტსაბჭოთა პოლიტიკური პროცესების დინამიკა საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთში, შუა აზიასა, ბალტიის ქვყნებში და განსაკუთრებით უკრაინაში დღეს განვითარებული პროცესები; რუსეთის სახელმწიფოს სამხედრო გაძლიერებამ უფრო აგრესიული გახადა საგარეო პოლიტიკური კურსი: ვ.პუტინმა ნატოს წევრ ქვეყნებს, პირველ რიგში აშშ–ს წაუყენა ულტიმატუმი, რომ უარი თქვან გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში აღარ მიიღონ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა; ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ამ ქვეყნებისთვის სუვერენულ არჩევანის უფლების წართმევას, რაზეც ნატოს წევრი ქვეყნების პასუხი ცალსახად უარყოფითი იყო. რუსეთის აგრესიული საგარეო და საშინაო პოლიტიკა პირველ რიგში რეჟიმის ხასიათიდან მომდინარეობს და ამდენად მნიშვნელოვანია ვიკვლიოთ რუსული ავტორიტარიზმის ბუნება, განვითარების ტენდენციები, თავისებურებები, რომელიც მას გააჩნია და მხოლოდ რუსეთის სპეციფიკას გამოხატავს. ნაშრომში პოლიტიკური რეჟიმის სხვადასხვა თეორიულ მოდელებზე დაყრდნობით შესწავლილია რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის თავისებურებები: კერძოდ, პოსტსაბჭოთა პოლიტიკური რეჟიმის სპეციფიკა სრულიად ახალ მიდგომებს და ანალიზს საჭიროებს– საკმარისი არ არის ტრადიციული დეფინიცია ავტორიტარული, ტოტალიტარული რეჟიმების, რომელთა იდეალური მოდელები საბჭოთა, გერმანული, ჩინური ან სხვა მოდელების ისტორიულ გამოცდილებებს ეყრდნობა; ნაშრომში გარკვეული ადგილი დაეთმობა რუსეთის სახელმწიფოს ძირითად კანონში ცვლილებებს, რომელთა მიზანი ავტორიტარიზმის გაძლიერება და პრეზიდენტ პუტინზე პერსონალურად მორგებული კონსტიტუციური ნორმების ჩამოყალიბება იყო, ასევე, მოქალაქეების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას სხვადასხვა დროს სათათბიროს ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო აქტების ანალიზს; სტატიის მესამე ნაწილი ეთმობა რუსეთის ციკლური განვითარების თეორიის ანალიზს, პოლიტიკურ კულტურას, რომლის ქვეშევრდომული ხასიათი, რუსი ხალხის მენტალიტეტი, „გეოპოლიტიკური ნევროზი“, იმპერიულ–მესიანისტური აზროვნება, რუსული სამყაროს– სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის, „სუვერენული დემოკრატიის“ დოქტრინა, „ველიკორუსული შოვინიზმის“ გამაერთიანებელი იდეა, თანამედროვე რუსეთის იდეოლოგიური და ღირებულებითი ორიენტირებია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 105 ჩვენი ვარაუდი, ჰიპოთეზა, შემდეგნაირად ჩამოვაყალიბეთ: რუსეთის პოლიტიკური ისტორიის დინამიკა, გეოპოლიტიკური მდებარეობა, სახელმწიფოს ზომა, ქვეშევრდომული პოლიტიკური ორიენტაციები, ხალხის იმპერიულ–მესიანისტური მენტალიტეტი, პუტინის რეჟიმის ხანგრძლივობა მიუთითებს რომ ავტორიტარიზმი რუსეთის განვითარების ბუნებრივი გზაა და არ უნდა ველოდოთ შორეულ პერსპექტივაში დემოკრატიის გამარჯვების პერსპექტივას. კვლევის პროცესში ისტორიულ–შედარებითი მეთოდთან ერთად ვიყენებთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდს, სოციოლოგიური კვლევის მასალებს, სამეცნიერო ლიტერატურას. რუსული ავტორიტარიზმის ჰიბრიდული ბუნება. რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების განვითარების დინამიკა გარდამავალ პერიოდში მოითხოვს ანალიტიკურ შეფასებებს: საჭიროა თეორიულ ჭრილში გავიაზროთ ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებასთან გვაქვს საქმე თუ თანდათანობით ყალიბდება ტოტალიტარული რეჟიმის სეგმენტები, რომელიც წარმატებულია თანამედროვე ჩეჩნეთში; შესაძლებელია თუ არა რუსული საზოგადოება გახდეს დემოკრატიული გარდაქმნების სუბიექტი და შესუსტდეს ავტორიტარული რეჟიმისადმი მხარდაჭერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ზოგადი თეორიული მოსაზრებები რუსეთის თანამედროვე რეჟიმის მიმართ არაერთგვაროვანია, ამის მიზეზი გარდა განსხვავებული მეთოდოლოგიებისა უპირველეს ყოვლისა რეჟიმის განვითარების დინამიკიდან მომდინარეობს: ფაქტია, რომ გაიდარის ლიბერალურმა რეფორმებმა რუსეთი ჩიხში შეიყვანა, გარდა ეკონომიკური კოლაფსისა (დეპოლტი), ქვეყანა დადგა რეალური დაშლის წინაშე და ერთ დროს დიდი და ძლიერი იმპერია კვაზი სახელმწიფოდ იქცა და ვ. პუტინის მოსვლით ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა მთლიანად შეიცვალა. ვ. პუტინის მმართველობას თავდაპირველად 2012–2014 წლამდე მკვლევარები ჰიბრიდულ, რბილ, კონკურენტული ავტორიტარიზმის კონტექსტში განიხილავენ, რადგანაც მართალია პოლიტიკური კონკურენცია, მედიის თავისუფლება შეზღუდული იყო სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, მაგრამ დაშვებული იყო მრავალპარტიული არჩევანის შესაძლებლობა და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ძალას უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდა მმართველი ელიტა, რომელსაც ჰქონდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა. პოლიტიკური რეჟიმის შემდგომი გაძლიერება–განმტკიცების, ავტორიტარული კონსოლიდაციის მიმართულებით–ავტორიტარიზმის მსუბუქი ფორმებიდან უფრო მკაცრ– ყოვლისმომცველ ავტორიტარიზმზე გადასვლა დაიწყო 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, რომელმაც განაპირობა მოსახლეობის მილიტარისტული მობილიზაცია ხელისუფლების გარშემო და კვლავ გააქტიურა იმპერიული მისწრაფებების სეგმენტები („გეოპოლიტიკური ნევროზი“): მოქალაქეების აზროვნებაში სახელმწიფო პოლიტიკის იდეოლოგიზაციით, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 106 ნაწილობრივ კომპენსირდა საბჭოთა კავშირის დაშლის, „დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფის“ (პუტინი) წყენით გამოწვეული არასრულფასოვნების კომპლექსი. ლევადა ცენტრის დირექტორს ლევ გუდკოვს მიაჩნია, რომ 2014 წლიდან რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმში ჩნდება პოსტოტალიტარული რეციდივები, რომლებიც ჯერ ტენდენციის სახითაა მოცემული და წარმოადგენს ძველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის რეანიმაციას და განსხვავებული კომპოზიციით გაგრძელებას; ლ. გუდკოვმა არგუმენტები შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: პირველი, პარტიისა და სახელმწიფოს შერწყმა, სახელმწიფო აპარატი (პრეზიდენტის ადმინისტრაცია) სრულად აკონტროლებს პარტიული კადრების რეკრუტირებას; მეორე, პირადი დომინანტური სისტემა–პოლიტიკური გადაწყვეტილებების უკიდურესი ცენტრალიზაცია. მესამე, საიდუმლო პოლიცია რომლებიც თავიანთი ფართო უფლებემოსილებების იურიდიული სივრცის გარეთ წყვეტენ ეკონომიკურ, საკადრო, მენჯმენტის და სხვა პრობლემებს; მეოთხე, ეკონომიკის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და სახელმწიფოს სრული კონტროლი ეკონომიკურ რესურსებზე; მეხუთე, კრემლის მონოპოლია მასმედიაზე, რაც შესაძლებებლს ხდის მასობრივი პროპაგანდის პირობებში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და ამცირებს მასობრივი ტერორის გამოყენების აუცილებლობას, რომელიც წარმატებული იყო მასობრივი უწიგნურობის პერიოდში. გამოიკვეთა იდეოლოგიაც, ეს არის „რუსული სამყაროს“, სახელმწიფო პატრიოტიზმის იდეოლოგია Л. Гудков (2015), მკვლევარები დიდი ნაწილი ლ. გუდკოვს ეთანხმებიან, რომ ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილება იკვეთება რუსეთში, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბებაზე ძალიან ნაადრევია საუბარი, პირველ არგუმენტად ის გარემოება მოაქვთ, რომ ტოტალიტარიზმს ჭირდება ერთიანი მიზანი და იდეოლოგია, რომელიც დღევანდელ მმართველ ელიტას არ გააჩნია; მეორე არგუმენტია ის, რომ ტოტალიტარიზმის დროს არაფერი არ არსებობს რეჟიმის გარეთ, ხოლო დღეს კერძო საკუთრების არსებობის პირობებში ადამიანების დიდი ნაწილი სახელმწიფოს გარეთ არსებობენ; მესამე არგუმენტად მოაქვთ მმართველი ელიტის დარაზმულობისა და კონსპირაციის მაღალი დონე, რაც დღევანდელ ხელისუფლებრივ პოლიტიკურ ძალებს არ ახასიათებთ, მიუხედავათ იმისა, რომ ყირიმის ანექსიის რეალიზაციამ გაზარდა პუტინის გარშემო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ელიტის ვიწრო ჯგუფის როლი; მეოთხე არგუმენტად ასახელებენ, მასობრივი ტერორის არ არსებობას. მოცემული არგუმენტებიდან ნაწილს შესაძლოა დავეთანხმოთ, თუმცა მათ მსჯელობა დაფუძნებულია ტოტალიტარული რეჟიმების კლასიკურ გაგებაზე, რომლებიც საბჭოთა ან ჩინურ გამოცდილებას ემყარება. რუსი მეცნიერი ტატიანა ვოროჟეიკინა წერს, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმა თანამედროვე მსოფლიოსა და რუსეთში სახე იცვალა მას უნდა მივაკუთვნოთ პირველ რიგში ლათინური ამერიკის პოპულისტური რეჟიმები; მეორე რიგში ავტორიტარული მოდერნიზებული პერსონალისტური, ავტორიტარულ ბიუროკრატიული რეჟიმები Т. Ворожейкина (2009) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 107 დღეს რეპრესიული მექანიზმის ამოქმედება არ არის აუცილებელი, რადგანაც გაჩნდა მოქალაქეების მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური ორიენტირების მანიპულირების თანამედროვე საშუალებები–პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს მასმედიაზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება–ისტრუმენტალიზაცია; დღევანდელი ავტორიტარული რეჟიმები ძირითადათ მრავალპარტიულ გარემოში ვითარდებიან, ოთხმოცი პროცენტი პროპაგანდაზე მოდის და მხოლოდ ოცი პროცენტია რეპრესიების წილი რეჟიმის შენარჩუნების და ფუნქციონირების პროცესში (კლასიკური ტოტალიტარიზმის დროს 80% ძალადობა, 20% პროპაგანდა). ამ მოვლენას ინფორმაციული ბატონობის, დიქტატურის კონტექსტშიც მოიხსენიებენ; რუსული ტელევიზიები იქცნენ რა სახელმწიფო პროპაგანდის ისტრუმენტად და „სუპერ უმრავლესობის“ ინტერესების გამომხატველებად, შეძლეს, რომ ხალხის თვალში გაეპიარებინათ პრეზიდენტის იმიჯი, რომელიც წარმატებით უმკლავდება „დასავლეთის მავნე ქმედებებს რუსეთის თვითმყოფადობის წინააღმდეგ“ და იცავს მართლმადიდებლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ ეროვნულ ღირებულებებს; ოპოზიციური უმცირესობა წარმოდგენილი იქნა „უცხო ქვეყნის“ აგენტებათ და ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ძალად: ყოველივემ წარმატებული ნიადაგი შეამზადა ყოვლისმომცველი ავტორიტარიზმის დამკვიდრების გზაზე. ძალადობა და რეპრესიები ამართლებდა ეროვნული განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ წერა–კითხვის უცოდინარ მოსახლეობაში; დღეისათვის რეპრესიულია ჩეჩნეთში კადიროვის მიერ დამყარებული „პოსტსაბჭოთა ტოტალიტარიზმის ნაირსახეობა“ (რომლის აუცილებლობა და შესაძლებლობა რუსეთის სხვა ტერიტორიებზე ჯერ–ჯერობით გამორიცხულია); ასეთი შემთხვევა იყო ქართულ სინამდვილეშიც, როცა აჭარას მართავდა ასლან აბაშიძე და იქ ავტორიტარიზმის ხარისხი გაცილებით მაღალი იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან შედარებით; ასევე, იდეოლოგიის ძირითადი დანიშნულება არის მოსახლეობის დარაზმვა ხელისუფლების გარშემო გარკვეული მიზნის მისაღწევად და რაც მთავარია ქვეშევრდომული ორიენტაციების გამომუშავება, რომლის პროცენტულ რაოდენობაზეა დამოკიდებული ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების არსებობა; დღევანდელ რუსეთის ხელისუფლებას აქვს მსგავსი ბერკეტები ველიკორუსული შოვინიზმი, რუსული სამყაროს უნიკალურობა, აშშ–ის, ევროკავშირისგან „მტრის ხატის“ მოდელირების მდიდარი საბჭოთა პრაქტიკა, მართლამადიდებლური ღირებულებების და რუსული თვითმყოფადობის შენარჩუნების დაცვაზე ზრუნვა; თუმცა, ფაქტია, დღეისათვის რუსეთში არ არსებობს რწმენაზე დამყარებული მობილიზაცია ხელისუფლების გარშემო; გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი თუ რამდენად არის პერსონალისტური; ამ შემთხვევაში სადაო ფაქტობრივად არაფერია: ვ. პუტინს აღიქვამენ და მოიხსენიებენ, როგორც ლიდერს და მის პიროვნულ დამსახურებებზე და ქარიზმულობაზეა ბევრად დამოკიდებული მმართველი პარტიისა და მთლიანდ ხელისუფლებისადმი ნდობა; რუსეთში ავტოკრატიული მმართველობის აუცილებლობა პუტინმა დაანონსა პირველი საპრეზიდენტო ვადით არჩევის დროს თავის საინაუგურაციო სიტყვაში: რუსეთში პრეზიდენტი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 108 ის ადამიანია, რომელსაც პასუხს სთხოვენ ყველა საკითხზე; პუტინს ეკუთვნის სტოლიპინის სიტყვების პერეფრაზირება, მომეცით ოცი წელი და თქვენ ვერ იცნობთ რუსეთს, ასევე, 2012 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე მოქალაქეების კითხვაზე "რა მოუვა რუსეთს უახლოეს მომავალში?" ვ. პუტინმა უპასუხა, რომ "რუსეთს სჭირდება ავტოკრატიული რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ იარსებებს..." В. М.Александровна (2020). პუტინის სახელს უკავშირებენ თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას; „არის პუტინი არის რუსეთი, არაა პუტინი არ არის რუსეთი“– განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვოლოდინმა. С. Гуриев (2018); ალექსეი ზახაროვი წერს, რომ „ვეთანხმები, რომ მიმდინარე რუსეთის რეჟიმი პერსონალისტურია. არსებობს მტკიცებულება, რომ პუტინმა თავად გადაწყვიტა, რომ ყირიმი სწორედ რუსეთის ნაწილი უნდა ყოფილიყო. მისი აზრით (მაშინ 50%- ზე მეტი ალბათობით) პუტინი პრეზიდენტის თანამდებობაზე მოკვდება თუ რევოლუცია ან გადატრიალება არ მოხდა“; А. Захаров (2015); საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნ. სარკოზმა განაცხადა, რომ ვ. პუტინის ლიდერობა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ინსტიტუტების სისუსტით და ასეთი უფლებამოსილებებით სარგებლობა შეუძლებელია საფრანგეთში, სადაც ურთიერთკონტროლის დემოკრატიული ინსტიტუტები ფუქციონირებენ; დღეისათვის, 2020 წლის კონსტიტუციური ცვლილებების ფონზე, რომელიც პერსონალურად ვ. პუტინის ხელისუფლებაში ხანგრძლივად დარჩენის მიზნით შეიქმნა უკვე სადაო არაა, რომ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი საერთო ეროვნული ლიდერის ინტერესებზეა მორგებული; პუტინმა პროპაგანდისტური მასმედიის საშუალებით შექმნა შეუცვლელობის ილუზია, როგორც ქვეყნის შიგნით ახალი დესტაბილიზაციის მოლოდინებით, ასევე, მოახდინა „მტრის ხატის“ კონსტრუირებით ქვეყნის გარეთ, ფაქტობრივად ააღორძინა ცივი ომის დროინდელი იდეოლოგიური ორიენტირები: დასავლეთი განსაკუთრებით აშშ–ი საფრთხეს უქმნის რუსეთის სახელმწიფოებრიობას და ეროვნულ თვითმყოფადობას, ამიტომ თვითიზოლაციის პოლიტიკა, განსაკუთრებით დასავლური სანქციების ფონზე აუცილებელია; პუტინი აღიქმება ეროვნული უსაფრთხოების გარანტად; ხალხს მოწონს დასავლეთთან რკინის ფარდის ჩამოფარება, რომელიც წარმატებული იყო ცივი ომის პერიოდში; პუტინმა მთლიანად შეცვალა საგარეო პოლიტიკური ვექტორი და აღმოსავლეთით გააქტიურა ურთიერთობები, სადაც ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს (ეხლახან, პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს სი ძინპითან, ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკებებისას მიაღწია ნატოს მიმართ წაყენებული ულტიმატუმისადმი მხარდაჭერას); ასევე, რუსეთის მოსახლეობის განწყობაც თანხვედრაშია პრეზიდენტის საგარეო ორიენტაციასთან: მოსახლეობის 64% თვლის რუსეთს არაევროპულ სახელმწიფოდ, მხოლოდ 29% არ დაეთანხმა მსგავს მსჯელობას „ლევდა ცენტრი“ (2021), ვ. პუტინს გაცილებით ურჩევნია ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობა, სადაც ერთი კაცის დონეზე უფრო მარტივად წყდება საკითხები და აქედან გამომდინარე რუსეთის მესიანისტური როლი ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერაში გამოიხატება, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 109 პუტინის ხელისუფლებაში მმართველი ელიტის ბირთვი დაკომპლექტებულია უშიშროებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების კადრებით; პუტინს მიაჩნია, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ ოპერატიულობის გამოჩენა და სწრაფი რეაგირება უმართვადი ქაოსური პროცესების დროს; პრეზიდენტის გარშემო გაერთიანებულ ელიტაში ერთმანეთს შეერწყა ყოფილი ნომენკლატურული და ახალი კადრები; განსაკუთრებით შევიწროვდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყირიმის ანექსიის შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ელიტის მოცულობა და პირველ რიგში გაძლიერდა ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირებისადმი ნდობა; თავისი არსით, სფეროს სპეციფიკით, „დემოკრატიული მუშაობის სტილი“ ვერ ექნება ძალოვანი სტრუქტურის კადრებს და მათ „შეზღუდული პლურალიზმის“ ფარგლებში უადვილდებათ ფუნქციონირება, რაც კიდევ უფრო ამკაცრებს რეჟიმის ავტორიტარულ ბუნებას; „რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს დაკარგული აქვს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ნდობა, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ არმია, უ.ფ.ს და სხვა სპეცსამსახურები, რომლებიც რეპრესიული რეჟიმის დასაყრდენია“–„ლევადა ცენტრი“ (2021). მართალია, პრეზიდენტმა მიაღწია მყარი კონსოლიდირებული ელიტის ფორმირებას, რომელშიც მსხვილი ბიზნესმენებიც შედიან (მოხდა ეკონომიკის პოლიტიკური მიზნებისადმი დაქვემდებარება, სახელმწიფოს პრივატიზაცია), მდიდარ ადამიანებზე დაყრდნობა მაინც ქმნის არასტაბილურობის შესაძლებლობას: რუსი მილიარდელების დიდი ნაწილს აქტივები ობშორულ ზონებში აქვთ და სხვადასხვა ვარაუდით მათი დანაზოგების 50–70 პროცენტი ქვეყნის გარეთაა გატანილი; ასეთ პირობებში დასავლური სანქციები, ანგარიშების დაყადაღება და სხვა ეკონომიკური ბერკეტები რუსეთის იზოლაციონალისტური პოლიტიკის პირობებში გარკვეული განხეთქილების საბაბი შეიძლება გახდეს მმართველ ელიტაში მიუხედავათ იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ბერკეტები პუტინთან დაახლოებული ეკონომიკური ელიტის ხელშია და სახელმწიფოსთანაა შერწყმული. კონსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად, პოლიტიკური რეჟიმის გამკაცრების მიმართულებით დიდი როლი ითამაშა პრეზიდენტის მორჩილი სახელმწიფო სათათბიროს მიერ სხვადასხვა დროს მიღებულმა სამართლებრივმა აქტებმა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდეს მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რომელთა ჩამოთვლაც საკმარისია იმის გასააზრებლად, თუ როგორ უწყობდა თვითეული მათგანი ავტორიტარიზმის სამართლებრივ გაფორმებას ხელს რუსეთში: — საბჭოთა რეპრესიული ფსიქიატრიის მიტოვების შემდეგ პირველად ლეგალურად იქნა დაშვებული იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა მცირე დანაშაულისთვის. — მიიღეს კანონი, რომელიც ადანაშაულებს მეორე მსოფლიო ომის შედეგების უარყოფას (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 354.1 მუხლი) და ფაქტობრივად ზღუდავს ისტორიულ კვლევებს, ჟურნალისტიკას, ასევე სოციალურ ქსელებში განცხადებებს, რომლებიც განსხვავდება ოფიციალური ვერსიისაგან. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 110 — „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში არასამთავრობოების შეყვანა იუსტიციის სამინისტროს უბრალო გადაწყვეტილებით იქნა უფლებამოსილი. - რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში გამოჩნდა ახალი მუხლი 212.1, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიტინგებსა და პიკეტებში მონაწილეობის წესების განმეორებით დარღვევისთვის. - მიიღეს კანონი, რომელიც ზღუდავს რუსულ მედიაში უცხოელების 20%-იან მფლობელობას, ასევე კანონი არასასურველი ორგანიზაციების შესახებ, რომელშიც შედიოდა დასავლური ძირითადი ფონდები, რომლებიც მხარს უჭერდნენ რუსულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. - 2016 წელს მიღებულ იქნა Yarovaya პაკეტი, რომელიც მოითხოვს ინტერნეტ პროვაიდერებს ექვსი თვის განმავლობაში შეინახონ მომხმარებლების შესახებ ყველა ინფორმაცია, მათ შორის მიმოწერა და უზრუნველყონ ხელისუფლების დაშიფვრის ინსტრუმენტებზე წვდომა. 2017 წლიდან ინფორმაციის შესახებ კანონის გამკაცრება უფლებას აძლევს ინტერნეტ სერვისების (მესინჯერები და სხვა) დაბლოკვას, რომლებიც უარს ამბობენ მომხმარებლების იდენტიფიცირებაზე და სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობაზე. - 2015 წელს გაფართოვდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (უფს) უფლებამოსილება, რომელმაც მიიღო უფლება გამოიყენოს იარაღი არეულობის დროს, სახლებში ჩხრეკისას და მიეცა უფლება შეაგროვოს მოქალაქეების შესახებ ბიომეტრიული ინფორმაცია. - 2016 წელს შეიქმნა კიდევ ერთი ძლიერი რეპრესიული სტრუქტურა - ეროვნული გვარდია, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება. - 2017 წელს მიღებულ იქნა კანონი პატიმრობიდან გათავისუფლებულ პირებზე ადმინისტრაციული ზედამხედველობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სასჯელი მოხდილი ადამიანებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების ფაქტობრივ დაკარგვას. გარდა ამისა, როსინფორმორიტორინგი ინახავს „ოფიციალურ ორგანიზაციებისა და პირების სიას, რომლებთან დაკავშირებითაც არის ინფორმაცია მათი ჩართულობის შესახებ ექსტრემისტულ აქტივობებში ან ტერორიზმში", რაც ნიშნავს საკუთრების უფლების ფაქტობრივ დაკარგვას (საბანკო ანგარიშების დაყადაღება, უძრავი ქონების ტრანზაქციების აკრძალვა). როგორც სასამართლო, ისე სასამართლოს გარეთ (უ.ფ.ს), საგამოძიებო კომიტეტის, პროკურატურის და თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროს) გადაწყვეტილებების საფუძველზე“ Т.Ворожейкина (2018). მიუხედავათ იმისა, რომ რუსეთში ყოვლისმომცველი ავტიორიტარიზმი ყალიბდება და მასში ტოტალიტარიზმის მახასიათებლებიც მატულობს, ჩვენი აზრით უფრო მართებულია რეჟიმის დასახასიათებლად გამოვიყენოთ ცნება ჰიბრიდული ავტორიტარიზმი, დღეისათვის ტერმინი ფართო მიმოქცევაშია და საუბრობენ ჰიბრიდული სუვერენიტეტზე, ჰიბრიდული ტოტალიტარიზმზე, ჰიბრიდული ომზე, ჰიბრიდულ კულტურაზე და ა. შ. ეს არის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 111 პოსტიმპერიული ავტორიტარული რეჟიმი, „შეზღუდული პლურალიზმით“, მაგრამ არა იმდენად, როგორც ეს ახასიათებს ტოტალიტარულ სახელმწიფოების თუნდაც თანამედროვე ნაირსახეობებს: ის არ შეესაბამება ტოტალიტარიზმის, ავტორიტარიზმის, ავტოკრატიული რეჟიმების იდეოლოგიურ კლასიკურ მოდელებს, თუმცა ყველა მათგანის ელემენტებს ( მათ შორის დემოკრატიის) ვხვდებით რუსულ სინამდვილეში და მათგან დომინანტურ როლს ამ ეტაპზე თამაშობს ავტოკრატიული რეჟიმის მახასიათებლები: არ შეიძლება მისი შეფასება მარტო განვითარების ტენდენციის მიხედვით, თუმცა ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ერთი რისი თქმაც დაბეჯითებით შეგვიძლია–პუტინის რუსეთი ნამდვილად არ მოძრაობს დემოკრატიის მიმართულებით. რუსული ავტორიტარიზმის კონსტიტუციური გაფორმება რუსეთში ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცების გზაზე საჭირო იყო მისი სამართლებრივი გამართლება–დასაბუთება, რაც პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებებში აისახა: კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებების მთავარი მიზანი ავტორიტარული რეჟიმის ინსტიტუციურად გაფორმება იყო: რუსეთის 1993 წლის კონსტიტუციის შეცვლა შეეძლო პუტინს, მაგრამ ეს არ გააკეთა იმ მოსაზრებით, რომ ლეგიტიმაციის მემკვიდრეობითობა შეენარჩუნებინა და ამიტომ ძირითადათ მასში ცვლილებებით შემოიფარგლა, თუმცა მკვლევარები უკანასკნელი წლების ცვლილებებს „საკონსტიტუციო გადატრიალებას“ უწოდებენ და საამისოდ გააჩნიათ წონადი არგუმენტები С. Гуриев (2020) თავდაპირველად 1993 წლის კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებით იყო ჩანაწერი „ზედიზედ ორჯერ“, ხოლო ერთჯერადათ საპრეზიდენტო ვადა განისაზღვრა ოთხი წლით. ჩანაწერი ზედიზედ ორჯერ, რომელიც აშშ–ის კონსტიტუციაში ცვლილებების სახით შეტანილი იქნა მას შემდეგ, რაც რუზველტმა დაარღვია 1797 წელს ჯ. ვაშიგტონის ზეპირი განცხადება, რომ ის მესამე ვადით აღარ იყრიდა კენჭს აშშ–ის პრეზიდენტის პოსტზე (მისმა განცხადებამ თითქმის 150 წელი იმუშავა) და საჭირო გახდა ზედიზედ ორჯერ ფორმულირების შეტანა მოქმედ კონსტიტუციაში. ამგვარი ცვლილებების ძირითადი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი, როგორი დამსახურებებისაც არ უნდა იყოს იგი, ხანგრძლივი ვადით ხელისუფლებაში ყოფნით იქცევა ავტოკრატ მმართველად, ხოლო დემოკრატიის შენარჩუნება და განმტკიცებაა სახელმწიფოს ძირითადი კანონის უზენაესი მიზანია და არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს იგი. ამით ამერიკელებმა დაამტკიცეს, რომ მათთვის კონსტიტუციას სული აქვს, მათი მენტალიტეტის, პოლიტიკური კულტურის, დემოკრატიის ნაწილია; რაც შეეხება აშშ–ის კონსტიტუციის მექანიკურ ტრანსპლატაციას სხვადასხვა ქვეყნებში, მათთვის ამერიკულ კონსტიტუციას დემოკრატია არ მოუტანია, ამის კარგ მაგალითად მსოფლიოს მრავალ ქვეყნის გამოცდილება გამოდგება. ასე მოხდა რუსულ სინამდვილეშიც, ჩანაწერი ზედიზედ ორჯერ წაიკითხეს „რუსულად“, „ბუკვალურად“, რაც იმაში გამოიხატა, რომ ორი ვადით საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ პუტინის პიროვნება ჩაანაცვლა დ. მედვედევმა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცების გზაზე: გაიზარდა საპრეზიდენტო ვადა ექვს წლამდე; მოახლოვდა ვ. პუტინის მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასასრული; ახალი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 112 საკანონმდებლო ცვლილებების „ინიციატორად“ მოგვევლინა სახელმწიფო სათათბიროს მხცოვანი დეპუტატი პირველი კოსმონავტი ქალბატონი ვალენტინა ტერეშკოვა, რომლის წინადადება ვ. პუტინის წინა საპრეზიდენტო ვადის განულებასთან დაკავშირებით მოიწონა პრეზიდენტის მორჩილმა, რეაქციულმა რუსულმა პარლამენტმა. შესაბამისად 2020 წელს განხორციელდა უპრეცედენტო საკონსტიტუციო ცვლილება (გადატრიალება), რომლის არსი რუსეთის კონსტიტუციაში შემდეგნაირად არის ფორმულირებული: „ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იკავებდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას ორ ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში. 3.1. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის დებულება, რომელიც ზღუდავს იმ ვადების რაოდენობას, რომლის დროსაც ერთსა და იმავე პირს შეუძლია დაიკავოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა, ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც ეკავა და (ან) ეკავა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა, განურჩევლად იმ ვადების რაოდენობისა, რომლებშიც ეკავა და (ან) იკავებს ამ თანამდებობას რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის ცვლილების ძალაში შესვლის მომენტში, დაწესებული შესაბამისი შეზღუდვა და არ გამორიცხავს მის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაკავების შესაძლებლობას განსაზღვრული დებულებით ნებადართული ვადით. 4. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის წესი განისაზღვრება ფედერალური კანონით“. Конституция Российской Федерации (2021) „ამ ცვლილებებით ლიდერობის მემკვიდრეობის რთული საკითხი გადაწყდა (თუმცა წმინდა პრაგმატული) შესწორების მიღებით, რომელიც საშუალებას იძლევა პრაქტიკულად შეუზღუდავი დარჩეს ამჟამინდელი ლიდერის ხელისუფლებაში. კონსტიტუციის მე-3 ნაწილის, 81 მუხლში შეტანილ ცვლილებებში. (პრეზიდენტის უფლებამოსილების პირობების შესახებ) წარმოადგენს საკამათო გადაწყვეტას - ამ საკითხში კონსტიტუციური უწყვეტობის ერთდროული შენარჩუნება და რღვევა. ერთის მხრივ, ძალაუფლების შეცვლის კონსტიტუციური პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება და პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთი პირის უფლებამოსილების შეზღუდვის ნორმა არათუ არ უქმდება, არამედ უფრო მკაცრი ფორმით ფიქსირდება - „ერთსა და იმავე პირს არ შეუძლია დაიკავოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ორ ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში“ - ადრე არსებული სიტყვის „ზედიზედ“ ნაცვლად (რაც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ საერთო კონსტიტუციური ლეგიტიმაცია და აჩვენოთ პასუხიც კი სოციალური მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლაზე). მეორე მხრივ, აღნიშნული მუხლის ტექსტში შემოდის „პუნქტი“ მოქმედი პრეზიდენტის წინა ვადების ბათილად ცნობის შესახებ, სწორედ საკონსტიტუციო გადასინჯვის ფაქტთან დაკავშირებით: ეს შეზღუდვა, როგორც აქ წერია, არ ეხება იმ პირს, რომელიც ფლობს (ან ადრე ეკავა) ეს თანამდებობა ძალაში შესვლის მომენტისთვის. ამგვარად, ამ ცვლილების ძალაში შესვლით, ძველი კონსტიტუციური ნორმიდან ახალში შემოდის სპეციალური „გარდამავალი დებულება“, რომელიც პერსპექტივას უხსნის მოქმედ ლიდერს, მონაწილეობა მიიღოს როგორც კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში და დაიკავოს ეს თანამდებობა, განურჩევლად იმისა მანამდე რამდენი ვადით იყო ამ თანამდებობაზე; ეს შესაძლებელს ხდის 2024 წელს (ანუ 2036 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 113 წლამდე) ამჟამინდელი მანდატის დასრულების შემდეგ მისი ხელისუფლებაში მომდევნო ორი ვადით დარჩენის პერსპექტივას. А. Медушевский (2021) ავტორიტარიზმი რუსეთის განვითარების ბუნებრივი გზა რუსეთის პოლიტიკური განვითარების დინამიკას ხშირად განიხილავენ ციკლური განვითარების კონცეფციის თვალთახედვით, რომელიც აღიარებული თეორიული პარადიგმაა და მიჩნეულია ისტორიის განვითარების კანონზომიერების დასადგენ მეთოდოლოგიად; რუსი და უცხოელი მკვლევარები, რომლებიც მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ (ა.იანოვი, ვ.პანტინი, ვ.ლაპკინი, რ.ვიშნევსკი, ს.ა.ნეფედოვი, ვ.პასტუხოვი, ვ.ციმბურსკი, დ.დრაგუნსკი, ე.კულპინი, ა.ფურსოვი, იუ.პივოვაროვი, ა. ზუბოვი, ნ. როზოვი, რ.ვიშნევსკი, რ. ჰელი და სხვები), გვთავაზობენ მრავალფეროვან კონცეფციებს, არგუმენტებს, ლიბერალური დემოკრატიისკენ შემობრუნების რეკომენდაციებს, ავტორიტარიზმისგან განკურნების რეცეპტებს და თავისებურად ახდენენ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმების ინტერპრეტაციებს. Н.С. Розов (2006). რუსეთის პოლიტიკური ისტორია ხასიათდება, როგორც აღმავლობების, წარმატებების, ასევე, დაცემის, წარუმატებლობების პერიოდებით, უფრო ზუსტად რომ ჩამოვაყალიბოთ აზრი: არც ერთი ხალხის სახელმწიფოებრივი ისტორია არ არის სწორხაზოვანი და ყოველი მათგანი ხასიათდება ზიგზაგისებური განვითარებით: საქართველოს ისტორიაში იყო „ოქროვანი ხანა“, როცა ქართულმა სახელმწიფოებრიობამ, ეკონომიკამ, კულტურამ, ლიტერატურამ, ხელოვნებამ, ხუროთმოძღვრებამ, სახელმწიფოებრივმა აზროვნებამ, სამართალმა, სამხედრო ძლიერებამ მწვერვალს მიაღწია, მაგრამ მალე შეიცვალა იგი დაღმავლობის, დაქუცმაცებულობის, სხვის სახელმწიფოში ცხოვრების დამამცირებელმა პერიოდმა, ამდენად, დაცემისა და აღმავლობის ციკლები (ზიგზაგისებური განვითარება) გარკვეული კანონზომირებების შედეგია საზოგადოებრივ–სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიაში და ამ მხრივ გამონაკლისი რუსეთი არ არის. პოლიტიკური ისტორია რუსეთში გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური მოდერნიზაციის ყველა ეტაპზე, განმსაზღვრელ როლს თამაშობდა მმართველი ელიტა და ლიდერი, რომელიც სახელმწიფოებრივი იერარქიის მწვერვალზე იმყოფებოდა და ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს და ქმნიდა დასაყრდენს ახალი სოციალური ფენის სახელმწიფოს „მსახური კლასის“ სახით: რუსეთის ისტორიაში პოლიტიკური ელიტების მონაცვლეობა–„ცირკულაციის“ პროცესი, ვ. პარეტოს ტერმინოლოგიით რომ ვიმსჯელოთ, განმსაზღვრელ როლს თამაშობდა პოლიტიკური ინსტიტუტების გარდაქმნის პროცესში: შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე ციკლი რუსეთის ისტორიაში, რომლებზეც აპელირებენ მკვლევარების დიდი ნაწილი და მას მოდერნიზაციის დიდ ციკლებს უწოდებენ: რუსეთის სახელმწიფოებრიობის პოლიტიკური მოდერნიზაციის პირველი ციკლი იწყება ივანე მრისხანის ოპრიჩნინიდან, სამხედრო რეფორმიდან, რომელიც წარჩინებულებს ქვეყნის სამსახურის პრივილეგიას აძლევდა და ასევე, ქვეით მშვილდოსნების და სხვა დანაყოფებში დაბალი ფენის სამსახურს ითვალისწინებდა; მრისხანემ შექმნა ცენტრალიზებული სახელმწიფო https://liberal.ru/author/1095 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 114 შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო სტრუქტურებით. ეს ციკლი მკვლევარების აზრით მოიცავს მე–16 საუკუნიდან 17–საუკუნის ბოლომდე პერიოდს და რუსეთის ტერიტორიების მნიშვნელოვნად გაფართოებას უზრუნველყოფს: ნოვგოროდის, ვოლგის რეგიონის, ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის და ალასკას, უკრაინის დამორჩილებას და ანექსიას. პოლიტიკური მოდერნიზაციის მეორე ციკლი მოიცავს პეტრე I-ის სახელმწიფო რეფორმების სერიას, რის შედეგადაც ჩნდება თავადაზნაურობის მსახური კლასი და სამხედრო და ბიუროკრატიული იერარქია გამარტივებულია წოდებების რანგების მეშვეობით. შესაბამისი „პეტრეს ციკლი“ (მე-18 საუკუნის დასაწყისი - მე-20 საუკუნის დასაწყისი) აღინიშნა სამხედრო მრეწველობის, განათლების, მეცნიერების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ფინეთის, ყირიმის, კავკასიის, პოლონეთის, შუა აზიის, მანჯურიის შემოერთებით. პოლიტიკური მოდერნიზაციის მესამე ეტაპი არის სტალინის "მკვეთრი შემობრუნება" მთელი ეკონომიკისა და საზოგადოების ცხოვრების სრული ნაციონალიზაციისკენ მასობრივი ცენტრალიზებული პარტიის, ძალაუფლების, საბჭოთა კავშირის, პროფკავშირის, კომპკავშირის და სხვა სტრუქტურების საფუძველზე. "სტალინის ციკლი" (1927-1985) მოიცავს რესურსების იძულებით მობილიზაციას (კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის სახით), 1945 წლის ტრიუმფს, ცენტრალური ევროპის კონტროლს, სახალინისა და სამხრეთ კურილის დაბრუნებას, პრო-კომუნისტური რეჟიმები პლანეტის შორეულ ნაწილებში, მსოფლიო ზესახელმწიფო, ძლიერი სამეცნიერო, სამხედრო-ტექნიკური და კოსმოსური პროგრამები. რუსეთის პოლიტიკური განვითარების ისტორიაში წარმატებებები ქვეყნის საგარეო და საშინაო ასპარეზზე პირდაპირპროპორციულად აისახებოდა რეპრესიული სახელმწიფო აპარატის გაძლიერებაში და პოლიტიკურ სტაბილურობაში, რადგანაც რუსეთში სახელმწიფოსადმი რწმენა არის ხალხის პოლიტიკური კულტურის და მენტალიტეტის ნაწილი: წესრიგი - დიდი თვითმყოფადი რუსეთი - ძლიერი სახელმწიფო - "ძლიერი ხელი" - სოციალური სამართლიანობის მცველი, პროგრესი იძულებით - რუსული ტრადიცია - მართლმადიდებლობა - სულიერება - სამშობლოს მსახურება, მაგრამ წარუმატებლობებს (ყირიმის და იაპონიის ომებში, ავღანეთში, ელცინის მმართველობა) დროს მოჰყვებოდა ხოლმე ლიბერალური რეფორმები, რომლის ინიციატორად ისევ ზემოდან მმართველი ძალა გვევლინებოდა და არ იყო მხარდაჭერილი ფართო სოციალური მოძრაობებით ქვემოდან: ბოლო 200 წლის განმავლობაში ლიბერალური რეფორმების მცდელობის მთავარი მაგალითებია: ალექსანდრე I-ის (1801-1811) ადრეული რეფორმები, ალექსანდრე II-ის (1859-1874) რეფორმები, ოქტომბრის მანიფესტი (1905), თებერვლის რევოლუცია (1917), NEP (1922-1927), დათბობა (1956-1968), პერესტროიკა და პოსტპერესტროიკა (1986-1998) Н.С Розов (2006). ციკლების ამდაგვარი მონაცვლეობა, ლიბერალური მცდელობების ხანმოკლე ციკლების კრახი, ხანგძლივი ვადით ავტორიტარიზმისა და ძალმომრეობის გზით სტაბილურობის მიღწევა, რომელიც მხარდაჭერილია მოსახლეობის ფართო ფენების მიერ, დღესაც წარმატებით გრძელდება პუტინის ხელისუფლების პირობებში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 115 ამრიგად, ციკლური განვითარების თეორიაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი: რუსეთში ლიბერალური და კონსერვატიული იდეოლოგიაზე დაფუძნებული რეჟიმებისა და ელიტების მონაცვლეობა კანონზომიერ ხასიათს ატარებს, პოლიტიკური რეჟიმების მონაცვლეობა განპირობებულია საშინაო და საგარეო პოლიტიკაში წარმატება – წარუმატებებლობებით და ყოველთვის გარდაქმნების ინიციატივა მომდინარეობს ზევიდან, მმართველი ელიტიდან–ლიბერალური გარდაქმნები არასოდეს ყოფილა ქვემოდან მხარდაჭერილი და მას ყოველთვის დესტაბილიზაცია და აჯანყებები მოყვებოდა.; ასევე, რუსეთის ისტორიის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი და კონსერვატორული იდეოლოგია რუსული სინამდვილის ორგანული ნაწილია თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე და იგი რუსეთის პოლიტიკური განვითარების კანონზომიერებას წარმოადგენს. მაგრამ ჩვენი აზრით საკმარისი არაა ცალმხრივად იმის დაფიქსირება, რომ ავტორიტარიზმის ან ლიბერალურ–დემოკრატიული ცვლილებების მიზეზები ყოველთვის ზემოდან მომდინარეობდა, ელიტების ცირკულაციის შედეგი იყო და ხალხი პასიურ როლს თამაშობდა და შესაბამისად ისინი ვერ იქცნენ ისტორიის სუბიექტებად, მართალია სამოქალაქო საზოგადოების არსებობის შემთხვევაში ხალხი იქცევა დემოკრატიის მხარდამჭერ–დამცველ ძალად, მაგრამ ხალხი სხვა კონტექსტში, როცა სუსტია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები შეიძლება იქცეს რეპრესიული რეჟიმის მხარდამჭერებად და ამ შემთხვევაში ისინი ნამდვილად არ გვევლინებიან მარტო ზემოქმედების ობიექტებად; სამეცნიერო ლიტერატურაში, როდესაც საუბარია პოლიტიკურ იდეოლოგიასთან და რეჟიმთან რუსი ხალხის დამოკიდებულებაზე, მხედველობაში აქვთ მხოლოდ ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება, მაგრამ რუსულ სინამდვილეში ხალხი არის ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების შემოქმედიც (გამომდინარე მათი მენტალიტეტიდან, ფსიქოლოგიიდან, იმპერიულ–მესიანისტური აზროვნებიდან, იდეოლოგიურ–ფასეულობითი ორიენტირებიდან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში), მაშასადამე, სუბიექტიც. პოლიტიკურ რეჟიმის ხასიათს ალმონდისა და ვერბას კონცეფციის მიხედვით განსაზღვრავს კონკრეტულ ქვეყანაში ფუნქციონირებადი პოლიტიკური კულტურა; ამ ზოგად მეთოდოლოგიური მიდგომის დადასტურებაა მსოფლიო ისტორიის განვითარების პრაქტიკა და ბუნებრივია რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის ანალიზის პროცესში საჭიროა კულტურული კომპონენტის გავლენის გააზრება. პოლიტიკური კულტურა საზოგადოების პოლიტიკური ქცევების მოდელს წარმოადგენს, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება, გააჩნია მყარი კომპონენტები, რომელთა ცვალებადობა ხანგრძლივ პერიოდს საჭიროებს, ნათლად ვლინდება არჩევნების, რეფერენდუმების და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებში (მიტინგები, რევოლუციები, პეტიციები და სხვა), მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე და მთლიანად პოლიტიკურ რეჟიმზე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 116 რუსეთის პოლიტიკური კულტურის თავისებურებები თანამედროვე ეტაპზე გამოხატულებას პოულობს ძლიერი ლიდერისა და იმპერიული სახელმწიფოს ისტორიულ რწმენაში, გეოპოლიტიკურ და რელიგიურ მესიანიზმში, „ველიკორუსულ–შოვინიზმში“, რომელიც გამაერთიანებელი იდეის როლს თამაშობს, დასავლეთის „მტრის ხატად“ წარმოდგენის ორიენტაციებში, „გამთანაბრელური“–თანასწორობის მენტალიტეტში, რუსული სამყაროს თვითმყოფადობის ტრადიციულ კონსერვატორულ ფასეულობებში. ჩვენ გამოვყავით რუსეთის მდიდარი, მრავალფეროვანი კულტურის ის თავისებურებები, რომლებიც განმსაზღვრელ როლს თამაშობენ საშინაო და საგარეო პრიორიტეტების ფორმირების პროცესში და მიგვაჩნია, მათი გააზრების გარეშე ცალმხრივი იქნება რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის ხასიათის, განვითარების დინამიკის ანალიზი. თავდაპირველად გვინდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და შესაბამისი დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ფორმირება მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობის დინამიკამ, რომელიც დღესაც გრძელდება: ეკლესია და სახელმწიფო ვერ იქცა ერთმანეთის კონკურენტ ინსტიტუტებად (სახელმწიფოებრივ უბედურებას უწოდებს ამ მომენტს ფრანგი პოლიტოლოგი А. Безансон (1999), როგორც ეს დასავლეთში იყო, შესაბამისად არ დარჩა სივრცე საზოგადოების ავტონომიური ქმედებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ვერ განვითარდა პოლიტიკური პლურალიზმი დემოკრატიის საბაზისო ღირებულება; რუსულ სინამდვილეში მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ინსტიტუტად ვერ იქცა, რაზეც მიუთითებს ოფიციალური ხალხურობის თეორია: მარცხით დამთავრდა მიტროპოლიტ ფილიპეს და პატრიარქ ნიკონის მცდელობები: ძალაუფლების მონოპოლია კვლავ სახელმწიფოს ხელში დარჩა. თუ მთლიანობაში შევადარებთ ქართული და რუსულ მართლმადიდებლური ეკლესიების სახელმწიფოსთან თანაარსებობის ისტორიებს და ეკლესიის როლს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების თვალსაზრისით, მათ შორის დიდი მსგავსებაა, მაგრამ დღეისათვის ქართული ეკლესია ცდილობს რა შეავსოს პოლიტიკური ვაკუუმი, აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში და ხშირ შემთხვევაში მისი ქმედებები გამოირჩევა ავტონომიურობით, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის ეკლესიასა და მის მღვდელმთავარზე რომელიც სწორხაზოვნად უჭერს მხარს ავტორიტარ ლიდერსა და რეპრესიულ სახელმწიფო მანქანას, რაც კიდევ უფრო ართულებს რუსეთში დემოკრატიული გარდაქმნების პროცესებს. თავდაპირველად, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, ნოვგოროდსა და სხვა ქალაქებში დამყარდა რესპუბლიკური წყობილების მსგავსი რეჟიმები საპარლამენტო ინსტიტუტების (ვეჩე) დომინანტური როლით, მაგრამ მოგვიანებით ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებამ, რომელიც ივანე მრისხანეს ეპოქიდან იღებს სათავეს, იწყება რუსული სახელმწიფოს ტერიტორიების პერმანენტური გაფართოების პროცესი, რომელიც დღესაც გრძელდება; ბუნებრივია საუკუნეების განმავლობაში დაპყრობითმა პოლიტიკამ ასახვა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 117 ჰპოვა ხალხის კულტურულ–იდეოლოგიურ ფასეულობებში, გაჩნდა იმპერიული აზროვნება და „ველიკორუსული შოვინიზმის“ სტერეოტიპები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა; დიდი, ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს რწმენა პირდაპირ პროპორციული იყო სახელმწიფოს სათავეში მდგომი მეფის რწმენასთან, რომელიც რუსულ სინამდვილეში „მზრუნველ მამად“, ხალხის პატრონად და მხსნელად აღიქმებოდა, ასე იყო სხვა ხალხის ისტორიაშიც, მაგრამ რუსული კონტრაქტის თავისებურება ხალხსა და მეფეს შორის ურთიერთობების თავისებურებებით გამოირჩეოდა: როცა ხალხი მიიჩნევდა, რომ მეფემ დაარღვია მათზე მზრუნველობის პირობა, მაშინ იწყებოდა გლეხთა ომები კარგი მეფის ძიების გზაზე (ბოლოტნიკოვის, რაზინის, პუგაჩოვის და სხვა ), თუმცა, ყველა მათგანის მიზანი, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, ახალი სამართლიანი მეფის ძიება იყო და არა საერთოდ მეფობის გაუქმება; თებერვლის რევოლუციამ და ლიბერალური მოდერნიზაციის ხანმოკლე ციკლის მარცხმა ახალი ძალით ააღორძინა ძლიერი ლიდერის ისტორიული გრძნობა, რამაც გარდასახვა ჰპოვა სტალინის პიროვნებაში; მოგვიანებით კოლექტიური მმართველობის იდეამ, ლიბერალურმა იდეოლოგიურმა ორიენტირებმა (მედასავლეთელობამ) ქვეყნის დაქუცმაცების პერსპექტივა გააჩინა და კვლავ გაჩნდა მოთხოვნილება ქარიზმულ ლიდერზე, რომლის მატერიალური განსახიერება დღეს პრეზიდენტი პუტინია; როდესაც ვსაუბრობთ ძლიერ–ავტორიტარულ სახელმწიფოსა და ლიდერზე აქ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის სახელმწიფოს მოცულობა, როგორც ისტორიის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, ისე დღესაც: უზარმაზარი ტერიტორიები, რომლის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს შორის ერთი სამუშაო დღის ოდენობის განსხვავებაა დროში, რომლის ტერიტორიები დასახლებულია ეროვნულ–კულტურულ, რელიგიური განვითარების სახვადასხვა საფეხურზე მდგომი ხალხებით, აქვს უპრეცედენტოდ დიდი საზღვრები, რომლის ანალოგი დღევანდელ რეალობაში არ არსებობს, ავტორიტარული რეჟიმი და ძლიერი ხელის არსებობა ბუნებრივ მოვლენად შეიძლება წარმოვიდგინოთ (რასაც ბევრი მკვლევარი ეთანხმება), ზოგად–მეთოდოლოგიური დასაბუთება სახელმწიფოს ზომებსა და მმართველობის სირთულეებზე აისახა არისტოტელესთან (როცა სამართავად ოპტიმალური, საშუალო სიდიდის სახელმწიფოს მიიჩნევდა სახელმწიფოსა და გემების ზომების შედარებისას), რუსოსთან (სახელმწიფოს ზომების შედარება ლილიპუტთან და გოლიათთან და მცირე და ძალიან დიდი ზომის სახლმწიფოები მას არანორმალურად მიაჩნდა), მონტესკიესთან (რომელიც იდეალური სახელმწიფოს ზომად ესპანეთსა და საფრანგეთს თვლიდა) და მათი ვარაუდის დასადასტურებლად ყველაზე კარგი მაგალითი რუსეთის პოლიტიკური ისტორიაა. რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმზე მსჯელობისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ თანასწორობისა და თავისუფლების თანაფარდობის კულტურულ–ფსიქოლოგიურ სეგმენტებს, რომლებიც საუკუნეების განმავლეობაში ყალიბდებოდა გლეხური თემის ფარგლებში და ახალი გარდასახვა ჰპოვა გამთანაბრებლური სოციალიზმის საბჭოთა პრაქტიკაში და დღესაც წამყვან როლს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 118 თამაშობს რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ (რომელშიც კოლექტიური ინტერესები მაღლა დგას ინდივიდუალურზე) იდეოლოგიურ დოქტრინაში: ყოველთვის თანასწორობის პრიმატია თავისუფლებაზე რუსული მენტალიტეტის განუყოფელი ნაწილი; რუსი თავისუფალია კოელექტივში, სოციუმშია გათქვეფილი და ეს ორიენტაცია განმტკიცდა ტოტოლიტარულ რეჟიმში–საერთო სახალხო საკუთრების ფონზე ჩამოყალიბდა კოლექტიური, ტოტალიტარული პიროვნების მასობრივი ტიპი და ეს მემკვიდრეობა დღესაც თამაშობს როლს; რუსი ხალხის მენტალიტეტში მყარადაა გამჯდარი სოციალური თანასწორობის პოპულისტური იდეოლოგიური ღირებულებები: ამით აიხსნება რკპ მხარდაჭერა (სათათბიროში 43 დეპუტატი) და ზოგადათ სათათბიროში მოხვედრილი პარტიების („ერთიანი რუსეთი“–334, ლდპ–40, „სამართლიანი რუსეთი“–23) პროგრამები გაჯერებულია თანასწორობის იდეებით. ასევე, თავისებურებაა, რომ ხალხი რომლებსაც ასეთი კულტურული ღირებულებები გააჩნია, პირველ ადგილზე აყენებს ქარიზმული ლიდერის რწმენას და მხარს ავტოკრატიულ მმართველობას; პუტინი წარმატებით იყენებს ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცების გზაზე მოსახლეობის სამართლიანობის განწყობის რუსულ ტრადიციას და წარმატებას აღწევს მისთვის მიუღებელი მილიარდერების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. რუსეთის მოქალაქეების ხელისუფლების გარშემო მობილიზაციისა და აგრესიული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ველიკორუსული შოვინიზმის“ მესიანისტური (სხვა ხალხების ზიზღი, დამცირება, მათზე მაღლა დგომის განცდა) პოლიტიკური კულტურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, გაფორმებული სახე მე–19 საუკუნეში მიიღო; ველიკორუსულ შოვინიზმს იდეოლოგიურად უპირისპირდებოდნენ საბჭოთა ლიდერები, მაგრამ ეს სეგმენტი დღესაც მყარად აგრძელებს არსებობას რუსეთში: მიუხედავათ იმისა, რომ მას ფორმალურად გმობს დღევანდელი პრეზიდენტი, არაფორმალურად ფაქტობრივად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევის პროცესში ეყრდნობა შოვინისტურ აზროვნებასა და იდეოლოგიას; არ არსებობს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენულ სახელმწიფოებად და ერებათ აღქმის ნორმისადმი რწმენა: ველიკორუსული შოვინიზმის ისტორიული გრძნობის რეალიზაციითაა დაკავებული კრემლის უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა და სამწუხაროდ მოქალაქეების უმრავლესობისთვის მათი გადაცემები ყველაზე მისაღები და პოპულარულია. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან, ასევე, დასავლეთთან მიმართებაში, არ არსებობს პროგრესული რუსეთის გაგება, არამედ რუსეთი ერთია და მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს სხვა ხალხების სუვერენული უფლებების შელახვას, „მტრის ხატის“ კონტექსტშია აღქმული მთელი დასავლეთი და ისინი მართლმადიდებლური და რუსული თვითმყოფადი კულტურის, ეროვნული უსაფრთხოების მტრებად აღიქმებიან; შესაძლოა „ველიკორუსული შოვინიზმი“ ჩავთვალოთ „რუსულ იდეათ“, პოლიტიკური კულტურის ორგანულ ელემენტად, რომელიც დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკური რეჟიმის ხასიათზე და პოლიტიკაზე: მართალია, არიან მეცნიერებისა და კულტურული მოღვაწეების მეტად ვიწრო ჯგუფი, პოლიტიკური ოპოზიციის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 119 მცირე ნაწილი, რომლებიც აღიარებენ დემოკრატიის საბაზისო ღირებულებებს და აკრიტიკებენ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან; თვით ყველაზე პროგრესულად, თუ შეიძლება ასე ითქვას, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები, დეკაბრისტებიდან დაწყებული, დიდი რუსი მწერლები, დისიდენტებითა და თანამედროვე ოპოზიციონრების დიდი უმრავლესობით დამთავრებული, რომ არაფერი ვთქვათ მმართველ ელიტაზე, მხარს უჭერენ, ველიკორუსულ შოვინისტურ პოლიტიკას. „ველიკოდერჟავური შოვინიზმის“ ანალიზის დროს მკვლევარები (ზ. ბჟეჟინსკი http./censor.net.ua/n292034 ნანახია 16. 06.2015) და პოლიტიკოსები (დ. გრიბაუსკატე. http./censor.net.ua/n293268 ნანახია 16. 06.2015)ცალსახად მიუთითებენ, რომ იგი ვ. პუტინიდან მომდინარეობს, მიგვაჩნია, რომ შოვინისტური კულტურული ორიენტაციის ამდაგვარი შეფასება არასრულყოფილი და ზედაპირულია: მართალია თანამედროვე რუსული პოლიტიკური რეჟიმის მთავარი არქიტექტორი ვ. პუტინია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ავტორიტარიზმი მოსახლეობის დიდი ნაწილის პოლიტიკური დაკვეთაა; პოლიტიკურ კულტურაში ველიკოდერჟავური–შოვინისტური, მესიანისტური და ქვეშევრდომული კულტურის ელემენტები, რომელთა დიდი ტოტალიტარული მემკვიდრეობიდანაა შემორჩენილი, ასევე, მორჩილებითი ორიენტაციები მოქმედი რეჟიმის პირობებში ფორმირდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების რეალიზაციაში. ჟირინოვსკის, ძუგანოვს ამდენი ამომრჩეველი რომ უჭერს მხარს, ესეც ავტორიტარული და შოვინისტური კულტურის ელემენტების სიჭარბითაა განპირობებული, ამიტომ, თეზისი, რომელიც არა ერთხელ დამიფიქსირებია, რომ ხალხი ყოველთვის მართალია, არ არის სწორი და ხშირად ისინი გვევლინებიან რეპრესიული სახელმწიფო მანქანის ფორმირების აქტიური სუბიექტებად: 2021 წლის აპრილში გამოკითხული რესპოდენტების მხოლოდ 24% დაეთანხმა პოლიტიკური ხასიათის პროტესტის მზაობას თავის რეგიონში, მზაობა მონაწილეობა მიიღოს პროტესტში 2019 წელს იყო 19%, ხოლო 2021 წელს ეს მონაცემი 15%–მდე დაეცა; მოქალაქეები უკმაყოფილების მიზეზად სოციალურ პრობლემებს ასახელებს–მთლიანდ რუსეთის მასშტაბით მოსახლეობის 58% უკმაყოფილების მიზეზად ფასების ზრდას ასახელებს, 40% სიღარიბეს, 39% კორუფციას, 36% უმუშევრობას–„ლევადა ცენტრი“ (2021) ამრიგად, ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა, რომ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის განვითარების დინამიკა, როგორც მთელი ისტორიის განმავლობაში, ისე თანამედროვე ეტაპზე, ეყრდნობა არა მარტო ლიდერების ავტოკრატიულ მისწრაფებებს, არამედ მოქალაქეების ობიექტური მოთხოვნილებებიდან მომდინარეობს, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში მოსახლეობის კულტურულ–პოლიტიკურ ორიენტაციების, მენტალიტეტის თანხვედრას რეჟიმის ავტორიტარულ ბუნებასთან, ასევე, დიდ როლს თამაშობს რუსული სახელმწიფოს ტერიტორიული მოცულობის მართვის თავისებურებები, ეროვნულ, კულტურული, პოლიტიკური განვითარების სხვადასხვა საფეხურებზე მდგომი ფედერაციის ადმინისტრაციულ სუბიექტების ერთ სახელმწიფოში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 120 ფუნქციონირების სპეციფიკა და მიგვაჩნია, რომ შორეულ მომავალშიც ძნელია ვივარაუდოთ დემოკრატიული, ლიბერალური ციკლისაკენ შემობრუნება, რომელსაც სიკეთე არასოდეს მოუტანია რუსული სახელმწიფოებრიობისთვის; ათეული წლები დაჭირდება (ხელისუფლების პოლიტიკური ნების პირობებში) „გეოპოლიტიკური ნევროზის“, იმპერიული–მესიანისტური, შოვინისტური, ქვეშევრდომული, საშემსრულებლო, მორჩილებითი ორიენტაციების ელემენტების დაძლევას საზოგადოების ცნობიერებასა და კულტურაში, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა; აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, ავტორიტარიზი რუსეთის განვითარების ბუნებრივი გზაა და რა კორექტივებს შეიტანს მასში გლობალიზაციის ყოვლისმომცველი პროცესი ეს მომავალი დაკვირვების საგანია. დასკვნა რუსეთის ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის თავისებურება, პირველ რიგში, მის ჰიბრიდულ ხასიათში მდგომარეობს: ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ ავტორიტარული, დემოკრატიული და ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი სეგმენტები, თუმცა დომინანტია ავტორიტარიზმი, რომელიც შემდგომი განმტკიცების ტენდენციას ავლენს; ამავე დროს ჩანს ტოტალიტარიზმისათვის დამახასიათებელი ტენდენციები: მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს შერწყმა, სახელმწიფოს კონტროლი მასმედიაზე, საიდუმლო პოლიცია, ოპოზიციის დევნა და სხვა, შეიცავს დემოკრატიის ელემენტებს, მართალია საარჩევნო სისტემა და რუსული დემოკრატია ფუნქციონირებს შეზღუდული პლურალიზმის ფარგლებში, მაგრამ უფრო მეტი სივრცე რჩება ოპოზიციის აქტიურობისთვის, ვიდრე ეს არის შესაძლებელი ტოტალიტარული მმართველობის დროს; რუსული, პოსტსაბჭოთა ჰიბრიდული ავტორიტარიზმის მთავარი თავისებურება მდგომარეობს საინფორმაციო სისტემების მონოპოლიზებაში, მასმედიის პროპაგანდის საშუალებად გამოყენებაში და ისტრუმენტალიზაციაში, ინფორმაციულ დიქტატურაში, რაც შედარებით განათლებულ საზოგადოებაში ეფექტურია და მინიმუმამდე ამცირებს რეპრესიების მოცულობას; რუსეთის რეჟიმის თავისებურება აგრეთვე მის ავტოკრატიულ ხასიათში მდგომარეობს, რომელიც ერთ პიროვნებაზეა გათვლილი, რომლის აუცილებლობაზე ვ. პუტინი არა ერთხელ საუბრობს; პერსონალისტურ რეჟიმზეა გათვლილი რუსეთის თანამედროვე კონსტიტუციაც, რომელშიც 2000 წლიდან დღემდე შეტანილი ცვლილებების უმრავლესობა პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის მუდმივობის აუცილებლობის სამართლებრივ გაფორმებას ემსახურება (ოთხიდან ექვს წლამდე საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივება, პრეზიდენტობის წინა ვადების განულება და სხვა); პრეზიდენტის მორჩილი სახელმწიფო სათათბიროს მიღებული სამართლებრივი აქტებიც რეჟიმის გაძლიერებას ემსახურება და მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, „უცხო ქვეყნის აგენტების“ სტატუსის განსაზღვრით ძირს უთხრის სამოქალაქო ინსტიტუტებს, ავიწროებს ოპოზიციას, რომლის ლიბერალური იდეების მხარდამჭერი სოციალური ფენა სუსტია და ნელა ვითარდება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 121 რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის ავტორიტარული ბუნების დასადგენად ეფექტურია ისტორიის ციკლური განვითარების თეორიის გამოყენება, რომლის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ რუსეთის პოლიტიკური მოდერნიზაციის ციკლები გვიჩვენებს კანონზომიერებას, რომლის თანახმადაც ავტორიტარიზმი რუსეთის ბუნებრივი განვითარების გზაა, რადგანაც ლიბერალიზაციის პროექტებმა ყველა ჯერზე კრახი, ქაოსი და წარუმატებლობები განიცადა და ამის დასადასტურებლად მრავალი მაგალითი მოაქვთ რუსეთის პოლიტიკური ისტორიიდან. მკვლევარების უმრავლესობა მართებულად თვლის, რომ გარდაქმნები, როგორც ლიბერალიზაციის, ისე ავტორიზაციის მიმართულებით ყოველთვის ზევიდან, მმართველი ელიტის ინიციციატივით ხორციელდებოდა, ლიბერალიზმი ხალხის მიერ არასოდეს ყოფილა მხარდაჭერილი, ხოლო ავტორიტარულ რეჟიმს სტაბილურობა და ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა; ჩვენი აზრით, ამ ფენომენის ახსნის გასაღები შესაძლებელია ვიპოვოთ რუსი ხალხის მენტალიტეტში, პოლიტიკურ კულტურაში, რომელიც გამოხატულებას პოულობს ძლიერი და სახელმწიფოსა ქარიზმული ლიდერის მოთხოვნილების ისტორიულ გრძნობაში, ველიკორუსული–მესიანისტური შოვინიზმის კულტურულ–ფსიქოლოგიურ ორიენტაციებში, „გამთანაბრელური“ (სოციალიზმის), თანასწორობის იდეებში, ეკლესიის სახელმწიფოს ავტორიტარული რეჟიმის ინსტრუმენტად გამოყენების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებში, სამოქალაქო სსაზოგადოების სისუსტეში, გეოპოლიტიკურ ამბიციებში–„ნევროზში“; რუსულ სინამდვილეში, ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებაში, ასევე, მნიშვნელოვან როლს ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორიების მართვის თავისებურებები, ეროვნულ–კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი ხალხების ერთ სახელმწიფოში თანაარსებობისა და თანაცხოვრების სპეციფიკა. საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი ვარაუდი (ჰიპოთეზა), რომ ავტორიტარიზმი რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების განვითარების ბუნებრივი გზაა დასტურდება, თუმცა გლობალიზაციის ეპოქაში, ახალი ღირებულებებისა და ეკონომიკური განვითარების ფონზე, რომლის ყველაზე მეტი რესურსი რუსეთს გააჩნია, შორეულ მომავალში ათეული წლების შემდეგ, ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი გახდება საუკუნეების განმავლობაში მოსახლეობის ცნობიერებაში დალექილი ავტორიტარული კულტურის და რეჟიმის მხარდამჭერი იმპერიულ–მესიანისტური, შოვინისტურ–ქვეშევრდომული ორიენტაციებსა და ღირებულებებს შეცვლის დემოკრატიის საბაზისო ღირებულებები, რომლის პერსპექტივები დღეს არ ჩანს და ბუნდოვანია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 122 გამოყენებული ლიტერატურა 1. Лев Гудков (2015), директор Левада-Центра, Обратный транзит в России: недоразвитый нео- тоталитаризм или авторитарный пост-модернизм? (ნანახია 2021 8.03 https://liberal.ru/povestka/6850) 2. Татьяна ВОРОЖЕЙКИНА (2009) Авторитарные режимы ХХ века и современная Россия: сходства и отличия. Вестник общественного мнения № 4 (102) октябрь–декабрь 2009 55.). 3. В. М.Александровна (2020) старший преподаватель кафедры теории и истории государства и права Московского финансово-промышленного университета «Синергия» г. Москва Электронный ресурс: Пресс-конференции; ( ნანახია 2021 6.09 https://journals.indexcopernicus.com/api/file/viewByFileId/1073965.pdf 4. Алексей Захаров (2015), Обратный транзит в России: недоразвитый нео-тоталитаризм или авторитарный пост-модернизм? https://liberal.ru/povestka/6850) 5. ლევადა ცენტრი (2021) „რუსეთის პოლიტიკური განწყობის შეფასება“: https://imrussia.org/ru/%D0%B0%D0%BD%D0%B0%D0%BB%D0%B8%D1%82%D0%B8%D0%BA %D0%B0/3261-%D0%BE%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%81%D1%8B- %C2%AB%D0%BB%D0%B5%D0%B2%D0%B0%D0%B4%D0%B0- %D1%86%D0%B5%D0%BD%D1%82%D1%80%D0%B0%C2%BB- %D0%BE%D1%86%D0%B5%D0%BD%D0%BA%D0%B0- %D0%BF%D0%BE%D0%BB%D0%B8%D1%82%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0 %B8%D1%85- %D0%BD%D0%B0%D1%81%D1%82%D1%80%D0%BE%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B9- %D0%B2-%D1%80%D0%BE%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B8 6. Татьяна Ворожейкина (2018) Авторитарный режим и общество в России იხ:Новое литературное обозрение № 121 Н 3. 5 /2018 (ნანახია 2022.2.7 https://www.nlobooks.ru/magazines/neprikosnovennyy_zapas/121_nz_5_2018/article/20361/ 7. Сергей Гуриев (2020) : Бессмысленный переворот Путина Масштабная реформа Конституции не изменит политический режим в России –это произойдет не раньше чем Путин лишится власти (ნანახია 2022.1. 1 https://www.vedomosti.ru/opinion/articles/2020/01/21/821172-perevorot-putina 8. Конституция Российской Федерации (2021) Принята всенародным голосованием 12 декабря 1993 года с изменениями, одобренными в ходе общероссийского голосования 1 июля 2020 года. ГЛАВА 4. ПРЕЗИДЕНТ РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ Статья 80 1. http://www.consultant.ru/document/cons_doc_LAW_28399/ 9. Андрей Медушевский (2021) (Размышления о гипотетическом крушении политического режима в России. Защита демократии, Повестка (https://liberal.ru/defense-of- democracy/razmyshleniya-o-gipoteticheskom-krushenii-politicheskogo-rezhima-v-rossii ) https://liberal.ru/povestka/6850 https://journals.indexcopernicus.com/api/file/viewByFileId/1073965.pdf https://liberal.ru/povestka/6850 https://www.nlobooks.ru/magazines/neprikosnovennyy_zapas/121_nz_5_2018/article/20361/ https://www.vedomosti.ru/opinion/articles/2020/01/21/821172-perevorot-putina https://liberal.ru/author/1095 https://liberal.ru/category/defense-of-democracy Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 123 10. Розов Н.С. (2006) Цикличность российской политической истории как болезнь: возможно ли выздоровление? // Полис, 2006, 2. https://www.fnisc.ru/index.php?page_id=2624&jn=polis&jn=polis&jid=3705); 11. Безансон А. (1999), Убиенний царевич.Русская культура и национальное сознание. М Стр. 215. Features of the political regime of Russia 1Avtandil tukvadze; 2Valerian dolidze; 3Helen Gelashvili 1Doctor of Political Sciences; Associate Professor 2Doctor of Historical Sciences 3Assistant Professor, Head of Learning Management, Faculty of Social and Political Sciences (Abstract) The authoritarian political Regime of Russia determines aggressive behavior of this country in the foreign and domestic politics. Because of this the studding of this regime is actual both in theoretical and practical points of views. The main features of this regime in Russian reality stems from its hybrid nature and they are: authoritarian autocratic characteristics; but it is not the traditional authoritarianism the theory and practice of which we know from history. First of all, its specificity follows from the propaganda load of the regime and due to the control over the state media, the government achieves an information dictatorship; which is enough to form public opinion and reduce the need for repression: The second feature is the coexistence of democratic elements (limited pluralism, multi-party system, opposition television) with the totalitarian ones (coalescence of ruling party and the state, secret police, servile political culture). The third feature is the autocratic nature, the Putin-tailored constitution, the legislative acts which in Putin’s view are necessary. To study the Russian regime we use the theory .of cyclic development, according to which authoritarian cycles of political modernization are associated with geopolitical successes, and short term liberalization efforts, which always ended in failures, are associated with unsuccessful domestic and foreign policy. In all these cases initiatives always comes from the political elites and people plays a role of their supporters. Because of this researchers believe that civic society could not acquire subjectivity. In our view, political culture has a decisive influence on the political regime in Russia. The characteristics of Russian political culture are: faith of a powerful state and leader; Great Russian messianic chauvinism, which is the idea of Russian identity and part of the mentality of the people, as well as the ideas of social equality of sovereign democracy, subjective Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 124 orientations and imperial thinking, which playa dominant role in the public consciousness. Therefore, those researchers and statesman who believe that chauvinism comes only from Putin are wrong. The main reason must be the imperial consciousness of the people. The article confirms the hypothesis that the natural development of Russia is authoritarian. It will take decades (in case of the desire of the authorities) to eradicate from the minds of citizens the elements of authoritarian culture, which for centuries have been fixed in their minds and passed from generation to generation. Keywords: Authoritarianism; Hybrid; Modernization cycles; Regime